უზბეკეთი

 

 

uzbekiston Respublikasi

უზბეკეთის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: უზბეკეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი

 

 

დედაქალაქი ტაშკენტი

41°16~N 69°13~E

უდიდესი ქალაქი ტაშკენტი

ოფიც. ენები უზბეკური

მთავრობა რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი

ქ -პრ.-მინისტრი შავკატ მირზაევი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

447,400 კმІ (56-ე)

 

  4.9%

მოსახლეობა

 - 2005 სავ.

 - სიმჭიდროვე 

26,593,000 (44-ე)

59 ად/კმІ (136-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2005მიახლ.

$50.395 მილიარდი (74-ე)

 

$2,283 (145-ე)

აგი (2007)  0.702 (საშუალო) (113-ე)

ვალუტა სომი (UZS)

დროის სარტყელი (UTC +5სთ.)

ქ -ზაფხულის დრო (UTC +5სთ.)

ქვეყნის კოდი UZB

ccTLD .uz

სატელეფონო კოდი +998

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: უზბეკეთის რესპუბლიკა.

 

 

 გეოგრაფია

 

უზბეკეთის რესპუბლიკაქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ აზიაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, თურქმენეთი. ფართობი - 447.400 კვ.კმ. ტერიტორიის მხოლოდ 10%-ია სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგი. მთავარი მდინარეებია სირ-დარია, ამუ-დარია და ზარაფშანი. აქ მდებარეობს არალის ზღვის სამხრეთი ნაწილი. უზბეკეთი არის ერთ-ერთი იმ ორი ქვეყნიდან (მეორე ლიხტენშტეინია), რომელსაც არა აქვს ზღვაზე გასასვლელი არც უშუალოდ, არც მოსაზღვრე ქვეყნების მხრივ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი (1990 წლიდან).

საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (250 წევრი).

 

 ტერიტორიული მოწყობა

ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 12 რეგიონი (ვილოყატ), 1 ავტონომიური რესპუბლიკა (რესპუბლიკა - ყარაყალპაყეთი) და 1 ქალაქი (სჰაჰარ - ტაშკენტი).

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 25.981.000 (2003), მათ შორის 80% უზბეკი, 5,5% რუსი, 5% ტაჯიკი, 3% ყაზახი, 2,5% ყარაყალპაყი, 1,5% თათარი.

სახელმწიფო ენა - უზბეკური. სხვა ენები - რუსული, ტაჯიკური.

 

 

რელიგია - ისლამი.

დედაქალაქი - ტაშკენტი (2.155 ათასი).

დიდი ქალაქები - სამარყანდი (375), ანდიჯანი (354), ნამანგანი (432), კოკანდი (136), ბუხარა (272), ნუკუსი (262), კარში (226), ფერგანა (220).

 

 ეკონომიკა

 

ტაშკენტიუზბეკეთი მდიდარია მინერალური რესურსებით - ბუნებრივი აირი, ნავთი, ქვანახშირი, ოქრო, ურანი, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია და თუთია, ვოლფრამი, მოლიბდენი. იგი ამჟამად სიდიდით ბამბის მე-3 ექსპორტიორია მსოფლიოში. მის საექსპორტო კალათაში მნიშვნელოვანია გაზი, ოქრო, ქიმიკატები, ასევე კვების პროდუქტები, ლითონები, საფეიქრო ნაწარმი. ეროვნული ვალუტა - სუმი (Uძშ);

 

 

 უახლესი ისტორია

1991 წელს გამოცხადდა უზბეკეთის დამოუკიდებლობა. იგი არის დსთ-ს, სუუამის და სხვა რეგიონული და საფინანსო ორგანიზაციების წევრი.

 

 

 კულტურა

არქიტექტურა: იჩან-ყალა, ბუხარის და შაჰრისიაბზის ისტორიული ცენტრები, სამარყანდი;

ლიტერატურა: უზბეკურ-ყაზახური ეპოსი - ალფამიში (XIX-XX სს.).

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / უზბეკეთი