უკრაინა 

 

 

უკრაინა  

დროშა გერბი

 

 

 

დედაქალაქი კიევი

50°27~N 30°30~E

უდიდესი ქალაქი კიევი

ოფიც. ენები უკრაინული

მთავრობა ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო

ქ -პრ.-მინისტრი იულია ტიმოშენკო

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

603,628 კმІ (44-ე)

 

  7%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 2001 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

46,490,400 (27-ე)

48,457,102

78/ ად/კმІ (115-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$399.866 მილიარდი (29-ე)

 

$8,624 (83-ე)

აგი (2005)  0.788 (საშუალო) (76-ე)

ვალუტა გრივნა (UAH)

დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)

ქ -ზაფხულის დრო EET (UTC +3სთ.)

ქვეყნის კოდი UKR

ccTLD .ua

სატელეფონო კოდი +380

 

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური - უკრაინა

ეტიმოლოგია: "უკრაინა" სლავურად სასაზღვრო რეგიონს ნიშნავს, ამავე დროს სიტყვა კრაინა უკრაინულში, ბელორუსულში, სერბო-ხორვატულში აღნიშნავს ქვეყანას.

 

 გეოგრაფია

 

უკრაინის რესპუბლიკაქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთიდან აკრავს შავი და აზოვის ზღვები. მოსაზღვრე ქვეყნებია რუსეთი, ბელარუსი, მოლდოვა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი. ფართობი შეადგენს 603.700 კვ.კმ-ს. უკრაინის ტერიტორიაზე მიედინება დიდი მდინარეები: დნეპრი, სამხრეთი ბუგი, დნესტრი, დუნაი. უმაღლესი მწვერვალია მთა გოვერლა - 2061 მ. კლიმატი ზომიერი კონტინენტურია, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე - სუბტროპიკული.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო (2005).

მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.

საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი - ვერხოვნაია რადა (450 წევრი).

 

 ტერიტორიული მოწყობა

უკრაინის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 24 ოლქი, 1 ავტონომიური რესპუბლიკა (ყირიმი) და 2 ქალაქი (კიევი, სევასტოპოლი). კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით უკრაინას ოთხ რეგიონად ყოფენ: დნეპრისპირეთი (ცენტრი), დონბასი (აღმოსავლეთი), ნოვოროსია (შავიზღვისპირეთი და ყირიმი) და გალიცია (დასავლეთი).

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 48,1 მლნ (2003), მათ შორის უკრაინელი 77,80%, რუსი 17,30%, ბელორუსი 0,60%, ყირიმელი თათარი 0.50%, მოლდაველი 0,50%. ყირიმის გარდა, უკრაინელები უმრავლესობას შეადგენენ ყველა ოლქში. *სახელმწიფო ენა - უკრაინული. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის მშობლიური ენა რუსულია, გავრცელებულია აგრეთვე რუმინული, პოლონური, უნგრული.

რელიგია - ქრისტიანობა (მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი).

დედაქალაქი - კიევი (2.588), დიდი ქალაქები - ხარკოვი (1.435), დნეპროპეტროვსკი (1.026), ოდესა (1.022), დონეცკი (985), ზაპოროჟიე (783), ლვოვი (700).

 

 ეკონომიკა

საბჭოთა ეპოქის განვითარებული სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიის რესპუბლიკა ამჟამად ენერგომატარებლებზე მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებულია. უკრაინის დღევანდელი ეკონომიკისთვის დამახასიათებელია გარდამავალი ეტაპის სირთულეები. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით - რკინის მადანი, ქვანახშირი, მანგანუმი, ბუნებრივი აირი, ნავთობი, მარილი, გოგირდი, გრაფიტი, ტიტანი, მაგნეზიუმი, ნიკელი, ვერცხლისწყალი, საშენი ხე-ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები. ექსპორტში დიდი წილი აქვს ლითონებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას, კვების პროდუქტებს. ვალუტა - ჰრივნა (UAH).

 

 

 უახლესი ისტორია

1917 წელს შეიქმნა უკრაინის სსრ. 1917-1920 წლებში უკრაინის ტერიტორიაზე არსებობდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, უკრაინის სახელმწიფო, რომლებთანაც უკრაინის სსრ სამოქალაქო ომს აწარმოებდა. 1922 წლიდან უკრაინის სსრ შევიდა სსრ კავშირის შემადგენლობაში. 1991 წელს გამოცხადდა უკრაინის დამოუკიდებლობა. 1945 წლიდან უკრაინა გაეროს წევრია, ხოლო 1997 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ნატოსთან მისი განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ. 2004 წლის ოქტომბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ფალსიფიკაციამ ქვეყანაში სახალხო მღელვარება გამოიწვია, რაც ნარინჯისფერი რევოლუციის სახელით გახდა ცნობილი. განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ოპოზიციის ლიდერმა ვ.იუშჩენკომ.

 

 

 კულტურა

არქიტექტურა: კიევის წმინდა სოფიის ტაძარი, ლვოვის ისტორიული ცენტრი.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / უკრაინა