უნგრეთი 

 

 

Magyar Kaztarsasag

უნგრეთის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Himnusz

 

 

დედაქალაქი ბუდაპეშტი

49°26~N 19°15~E

უდიდესი ქალაქი ბუდაპეშტი

ოფიც. ენები უნგრული

მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ლასლო შოლიომი

ქ -პრ.-მინისტრი ფერენც დიურჩანი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

93,030 კმІ (109-ე)

 

  0.74%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 2001 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

10,053,000 (79-ე)

10,198,315

109 ად/კმІ (92-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$208.157 მილიარდი (48-ე)

 

$20,700 (39-ე)

აგი (2007)  0.874 (მაღალი) (36-ე)

ვალუტა ფორინტი (HUF)

დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)

ქ -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)

ქვეყნის კოდი HUN

ccTLD .hu1

სატელეფონო კოდი +36

1ასევე .ეუ, როგორც ევროპის კავშირის წევრი.

 სახელწოდება

ოფიციალური: უნგრეთის რესპუბლიკა.

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ავსტრია, სლოვაკეთი, უკრაინა, რუმინეთი, სერბეთი, ხორვატია, სლოვენია.

 

ფართობი - 93.030 კვ.კმ.

ბუნება: უდიდესი ტბა - ბალატონი, უდიდესი მდინარეები - დუნაი და ტისა. გეოგრაფიული რაიონები - ალპების მთიანეთი, დიდი ალფელდის დაბლობი. უმაღლესი მწვერვალი - კეკეში (1,015 მ).

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.

სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ლასლო შოლიომი.

მთავრობის მეთაური  : პრემიერ-მინისტრი.

საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - სახელმწიფო კრება (386 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა : 19 ოლქი, 20 საქალაქო ტერიტორია და 1 დედაქალაქი, დედაქალაქს განსაკუთრებული სტატუსი აქვს.

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 10.045.000 (2003), მათ შორის 90% უნგრელები, 4% ბოშები , 2,6% გერმანელები, 2% სერბები.

 

სახელმწიფო ენა : უნგრული.

რელიგია: კათოლიციზმი - 70%, პროტესტანტიზმი - 25%.

დედაქალაქი - ბუდაპეშტი (1,769 ათასი).

 

 

ქალაქები - დებრეცენი (210), მიშკოლცი (183), სეგედი (173), პეჩი (164).

 

 ეკონომიკა

რესურსები - ბოქსიტები, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 46 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 5.280 $.

ექსპორტი - სოფლის მეურნეობის და მანქანათმშენებლობის პროდუქცია.

ვალუტა - ფორინტი (HUF).

 

 

 ისტორია

მონარქიის დამხობის შემდეგ 1918 წელს გამოცხადდა რესპუბლიკა. 1949 წლიდან უნგრეთი სოციალისტური ორიენტაციის სახალხო რესპუბლიკაა. 1956 წელს სსრ კავშირმა შეიყვანა ჯარი სახალხო მღელვარების ჩასაქრობად. 1989-1990 წლებში სახელმწიფო კურსის მშვიდობიანი შეცვლა მოხდა. უნგრეთი აღმოსავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა იყო, რომელიც საბაზრო ეკონომიკაზე გადავიდა. ეს მოხდა ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის პერიოდში, როდესაც განხორციელდა ეკონომიკის შეზღუდული დეცენტრალიზაცია. 1999 წელს ნატოში შევიდა, 2004 წელს კი - ევროკავშირის წევრი გახდა. თანამედროვე უნგრეთისთვის სერიოზულად დგას ეკოლოგიის და ბოშათა უმცირესობის საკითხი, აგრეთვე მოსაზღვრე ქვეყნებში (რუმინეთი, სლოვაკეთი) მცხოვრები ეთნიკური უნგრელების პრობლემა.

 

 ღირშესანიშნაობები

 

უნგრეთის პარლამენტის შენობაბუდაპეშტი - დუნაის სანაპირო და ციხის კვარტალი, პარლამენტის შენობა (XIX ს.), ეროვნული მუზეუმი;

ეკლესიები იაკში (XIII ს.) და ნიირბატორში (XV ს.).

ესტერჰაზის სასახლე ფერშედში (XVIII ს.).

ტაძრები ტატში (XVIII ?.) და პეჩში (XI ს.).

ტრადიციული სოფელი ჰოლოკო.

სენტენდრე.

ბალატონის ტბა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / უნგრეთი