ურუგვაი 

 

დედაქალაქი მონტევიდეო.

ფართობი 174 810 კვ კმ.

მოსახლეობა 3 300 000 კაცი 2007 წ მონაცემებით.

სახელმწიფო ენა ესპანური.

ურუგვაი ან ურუგვაის აღმოსავლეთი რესპუბლიკა მდებარეობს სამხრეთ ამერიკის სამხ_აღმ ნაწილში, სამხრეთითა და სამხ-აღმ ეკვრის ატლანტის ოკეანე, დასავლეთით არგენტინა, ხოლო ჩრდილოეთითა და ჩრდ-აღმოსავლეთით ბრაზილია.

მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ ესპანელი და იტალიელი იმიგრანტები, არიან მეტისები, ინდიელთა მკვიდრი მოსახლეობა ტომი ჩარუა.

ესპანელ დამპყრობთა მიერ მთლიანად იქნა მოსპობილი.

 მჭიდროდაა დასახლებული სამხრეთ სანაპირო.

დიდი  ქალაქებია მონტევიდეო, პაისანდო, სალტო, მერსედერსი, მელო და სხვა.

ქალაქად ცხოვრობს მოსახლეობის 80%, ადმინისტრაციულად იყოფა 19 დეპარტამენტად.

გაბატონებული რელიგია კათოლიკური.

ეროვნული დღესასწაული დამოუკიდებლობის დღე 25  VIII 1825 წ.

ისტორია.

ურუგვაის ტერიტორია აღმოაჩინა ესპანელმა ხუან დიას დე სოლისმა 1512 წ, ესპანელებმა მისი დაპყრობა დაიწყეს XVI ს I ნახევარში და შეიქმნა ქვეყანა აღმოსავლეთ სანაპიროს სახელწოდებით, ასე ეწოდებოდა ურუგვაის 1830 წლამდე, ურუგვაი შევიდა ლა-პლატას ვიცე სამეფოში 1806 წ მონტევიდეო ხელთ იგდეს ინგლისელებმა, მაგრამ ურუგვაელებმა ისინი განდევნეს, დიდი აჯანყების შედეგად 1811 წ ურუგვაი ესპანეთს გამოეყო, არგ3ენტინასთან გამწვავებული მდგომარეობა გამოიყენეს პორტუგალიელებმა და ურუგვაის ტერიტორია შეუერთეს ბრაზილიას ციზპლატის პროვინციის სახელწოდებით. არგენტინა-ბრაზილიის ომის შემდეგ ურუგვაიში აჯანყება დაიწყო გენერალ რივერასა და პოლკოვნიკ ლიავალიეხას მეთაურობით 1828 წ ბრაზილიამ და არგენტინამ ცნო ურუგვაის დამოუკიდებლობა.

ბუნება.

ურუგვაის ტერიტორია ძირითადად ვაკე დაბლობია, ჩრდილოეთიდან ეკვრის ბრაზილიის მთიანეთის ნაწილი კუჩილია დე აედოსა და  კუჩილია გრანდეს დაბალი ქედებით, საშუალო სიმაღლე 150 მ უმაღლესი მწვერვალია მთა აედო 420 მ, ამ ქედებს შუა მდებარეობს რიო გრანდეს ვრცელი დაბლობი სადაც მდ რიო-ნეგროთი შექმნილია ამავე სახელწოდების დიდი წყალსაცავი, ლაგუნური ტბა ლიაგოს მირინი ურუგვაი-ბრაზილიის საზღვარზე მდებარეობს.

 

ჰავა სუბტროპიკული ოკეანურია, რბილი ზამთრითა და თბილი ზაფხულით, იანვრის საშუალო ტემპერატურა 22-24 გრადუსს უდრის,ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1000 მმ-დდან შიდა რაიონებში კი 1200 მმ-ს აღწევს, ზამთრობით იცის ცივი ქარი პამპეროსი, რომლის ტემპერატურა მინუს 3-5 გრადუსამდე ეცემა და მოდის თოვლი,.

სამდინარო ქსელი ხშირი და წყალუხვია, არგენტინასთან საზღვარზე მიედინება სანაოსნო მდინარე ურუგვაი, მცენარეულ საფარში გაბატონებულია სავანა კამპოსი.

მეურნეობა.

მეურნეობის მხრივ ურუგვაი ერთერთი ჩამორჩენილი ქვეყანაა ლათინურ ამერიკაში, ძალზე ძლიერია უცხოეთის კაპიტალის გავლენა. მეურნეობის საფუძველია სასაძოვრო მეცხოველეობა, რომელსაც სახორცე, მატყლის მიმართულება აქვს, მატყლის ექსპორტით ურუგვაი II ადგილზეა ლათინურ ამერიკაში არგენტინის შემდეგ.

განსაკუთრებით განვითარებულია მეფრინველეობა 100 000 000 ფრთა. სასოფლო სამეურნეო მიზნებისათვის გამოყენებული მიწის ფართობი 90 %, თუმცა მიწათმოქმედება მეორეხარისხოვან როლს თამაშობს, წამყვანი კულტურებია მარცვლეული, სიმინდი, ხორბალი, ბრინჯი, სელი მზესუმზირა სამხ რაიონებში მევენახეობა, ადგილობრივი მნიშვნელობა აქვს მეთევზეობას, არის შემოსავალი ტურიზმიდანაც.

მრეწველობა.

არათანაბრადაა განლაგებული, მარტო მონტევიდეოშია თავმოყრილი მთელ საწარმოთა სამ მეოთხედზე მეტი, პირველ ადგილზეა კვების მრეწველობა რომელშიც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ხორცისა და ხორცკონსერვების დამზადებას, ხორცის წარმოებით ურუგვაი II ადგილზეა ლათ ამერიკაში არგენტინის შემდეგ 85 კგ, მრეწველობის დანარჩენი დარგებიდან აღსანიშნავია საფეიქრო განსაკუთრებით შალის, ნავთობგადამამუშავებელი, გემთსაშენი ქ პაისანდო, ტყავ-ფეხსაცმლის მრეწველობა. ხდება მარმარილოს ქ. მინასი, გრანიტისა და რკინის მადნის მოპოვება, არის ალუმინისა და ფოლადსაგლინავი საწარმოები, ავტომობილების აწყობა, მდ რიო-ნეგროზე აგებულია 3 ჰიდროელექტროსადგური.

ტრანსპორტი და საგარეო ვაჭრობა.

რკინიგზის სიგრძე 3000 კმ-ს შეადგენს, საავტომობილო გზებისა 43 000 კმ-ია, დიდი მნიშვნელობა აქვს ნაოსნობას მდ ურუგვაიზე, მთავარი ნავსადგურია მონტევიდეო, გატანის ძირითადი საგნებია ხორცი, ტყავი, მატყლი, შეაქვს სათბობ-საწვავი, სურსათი, მანქანა-მოწყობილობანი. საგარეო ვაჭრობაში მთავარი პარტნიორებია ა შ შ, გერმანია, იტალია, საფრანგეთი.

ფულის ერთეულია ურუგვაის პესო.

კულტურა.

სკოლა გამოყოფილია ეკლესიისაგან.

ითვლება 2350 დაწყებითი და საშუალო სკოლა, პედაგოგიური, სამრეწველო, სავაჭრო და სამხატვრო სასწავლებლები. პედინსტიტუტები, უნივერსიტეტი და უმაღლესი ტექნიკური სკოლა მონტევიდეოში, ოკეანოგრაფიის, ხელოვნებისა და ბუნების ისტორიის მუზეუმი.

გამოდის 9 ყოველდღიური და 3 კვირეული გაზეთი.

აქვს საკუთარი საინფორმაციო სააგენტო, რადიომაუწყებლობა და ტელევიზია.

სახელმწიფო წყობილება.

სახელმწიფოს  მეთაურია პრეზიდენტი, ირჩევენ 5 წლის ვადით.

საკანონმდებლო ორგანოა ორპალატიანი გენერალური ასამბლეა, რომლის თავმჯდომარეა ვიცე-პრეზიდენტი, აღმასრულებელი უფლება ეკუთვნის პრეზიდენტსა და მის მიერ დანიშნულ მინისტრთა საბჭოს.

პარტიები.

მმართველი პარტია კოლორადო, რომელიც წარმოადგენს პარტიათა ბლოკს (ერთიანობა და რეფორმა კოლორადოსა და ბატლისების კავშირი, ბატლიეს -გზით) ხალხის მთავრობა და სხვა, გამოხატავს ეროვნული ბურჟუაზიის ინტერესებს, პარტიათა II ბლოკია ბლანკო (ნაციონალისტური კავშირი), როჩას ნაციონალისტური მოძრაობა, ერერას ორთოდოქსალური მოძრაობა, დამოკიდებული ნაციონალისტები, იცავს მსხვილი აგრარული ბურჟუაზიის ინტერესებს, ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია 1962 წ გამოხატავს მოსახლეობის საშუალო ფენების ინტერესებს, კომუნისტური პარტია 1920 წ მისი ორგანოა გაზ პოპულარი-სახალხო.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ურუგვაი