ფინეთი 

 

 

ოფიციალური: ქართულად - ფინეთის; ფინურად - Suomi; Suomen tasavalta; შვედურად - Republiken Finland.

ეტიმოლოგია - სახელი შესაძლოა მომდინარეობდეს გერმანიკული Fennlad-ისაგან, რაც მოხეტიალეებს უნდა ნიშნავდეს, ხოლო ეროვნულ ფორმას (შუომი) უკავშირებენ ბალტიურ ძირს, რომლის მნიშვნელობაა მიწა, ქვეყანა.

ქვეყნის კოდი - FI.

 

 

გეოგრაფია

ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში. მოსაზღვრე

ქვეყნებია: შვედეთი, ნორვეგია, რუსეთი.

 

ფართობი - 337.032 კვ.კმ.

ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - ჰალტი 1.328 მ;

მდინარე - კემიოკი 483 კმ; ტბები (კვ.კმ) - დიდი საიმაა 4.377, ინარი 1.102, პაიანე 1.054; კუნძულები (კვ.კმ) - სოისალო 1.638, ალანდი 685, კემი 524, ჰაილუოტო, ვალგრუნდი; კლიმატი - კონტინენტური, სუბპოლარული. ბუნებრივი რესურსები - საშენი ხე-ტყე, სპილენძი, თუთია, რკინის მადანი, ვერცხლი.

 

 სახელმწიფო

 

პრეზიდენტის რეზიდენციაპოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ტარია ჰალონენი (Tarja HALONEN, 2000).

მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.

საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი - ედუსკუნტა (200 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა - 12 პროვინცია , მათ შორის ალანდის კუნძულებს

ავტონომიის სტატუსი აქვს.

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 5.321 ათასი (2008), მათ შორის 93%

ფინელები, 6% შვედები.

ენები - ფინური და შვედური.

რელიგია - ევანგელურ-ლუთერანული

მიმდინარეობის პროტესტანტიზმი - 92%.

ქალაქები (ათ.) - ჰელსინკი (583, აგლომ. - 1.163),

ესპოო (230), ტამპერე (201), ვანტაა (190), ტურკუ

(178), ოულუ (125).

 

 ეკონომიკა

ფინეთი განვითარებული ქვეყანაა, ე.ე.პ.

მოცულობით (127 მლრდ $) მსოფლიოში 32-ე

ადგილი უკავია.

 

ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 5,

მრეწველობა - 34, მომსახურება- 61;

ე.ე.პ. (1 სულზე) - 37.800 $.

ექსპორტი - ხე-ტყე, ავტომობილები, გემები,

ტანსაცმელი, ავეჯი.

უდიდესიკომპანიები - ფინაირი, ნოკია, ტელია

სონერა, ვალმეტი.

ბიუჯეტი - 36,100 მლნ $.

 

ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ფინური მარკა.

 

 

 

 

 მემკვიდრეობა

ჰელსინკი - ტაძარი, სენატი, რუსული ეკლესია (ყველა XIX ს.);

ტამპერე - XX ს-ის ტაძარი;

ძველი რაუმა, სუომენლინას საზღვაო ციხე-სიმაგრე (XVIII ს.);

ფინური ეპოსი - კალევალა (1835-36).

ოლაფსბორგი - გვიანი შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრე. დაარსებულია 1475 წელს

 

 ცნობილი ფინელები

არქიტექტორი - ალვარ აალტო;

კომპოზიტორი - იან სიბელიუსი;

პოლიტიკოსები - იუჰა პაასიკივი, ურჰო კეკონენი,

მაუნო კოივისტო;

მწერლები - ელიას ლონროტი, ალექსის კივი;

თეოლოგი - მიკაელ აგრიკოლა;

სპორტსმენები - პაავო ნურმი, მიკა ჰაკინენი, იარი კური.

 

 ისტორია

ფინეთის ისტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა ორმა მეზობელმა - შვედეთმა და რუსეთმა. მე-12 საუკუნიდან მასზე შვედეთი ბატონობდა, 1809 წელს კი რუსეთმა თავისი იმპერიის ფარგლებში მოაქცია. მხოლოდ 1917 წელს, ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ გამოცხადდა ფინეთის დამოუკიდებლობა.

 

 

არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით, დღევანდელი ფინეთის ტერიტორია ჩვ. წ. აღ-მდე დაახლოებით 8500-იანი წლების ფარგლებში დასახლდა. აღმოჩენილი არტეფაქტების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფინეთის დასახლების პერიოდი ემთხვევა ესტონეთის, რუსეთის ნაწილისა და ჩრდილონორვეგიის დასახლების პერიოდს. პირველი მოსახლები მონადირე-შემგროვებლები უნდა ყოფილიყვნენ. ისინი ქვის იარაღებს იყენებდნენ. პირველი მეთუნეობა ჩვ. წ. აღ-მდე 3000 წელს ჩაისახა, როდესაც აღმოსავლეთიდან მისულმა ხალხმა თიხის ჭურჭელი გააცნო ადგილობრივ მოსახლეობას. დაახლოებით 4500 წლის წინ, ფინელთა წინაპრებმა სოფლის მეურნეობასაც მიჰყვეს ხელი. ამის მიუხედავად, ქვეყნის ჩრდილოეთში მეთევზეობა და ნადირობა ეკონომიკის წამყვან დარგებად რჩებოდა. ბრინჯაოს და რკინის ხანა ფენოსკანდინავიურ და ბალტიურ რეგიონებთან მჭიდრო კონტაქტებით აღინიშნა. მეცნიერთა ჯგუფი დღემდე ვერ თანხმდება თუნდაც მიახლოებით თარიღზე, თუ როდის დაიწყო ფინეთის ტერიტორიაზე ფინურ-უგრული ან ინდოევროპული ენების გამოყენება.

 

 

პირველი წერილობითი დოკუმენტი 12-ე საუკუნეს განეკუთვნება.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ფინეთი