ყირგიზეთი

 

ყირგიზეთის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი

 

 

დედაქალაქი ბიშკეკი

42°52~N 74°36~E

უდიდესი ქალაქი ბიშკეკი

ოფიც. ენები ყირგიზული, რუსული

მთავრობა რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი

ქ -პრ.-მინისტრი იგორ ჩუდინოვი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

199,900 კმІ (86-ე)

 

  3.6%

მოსახლეობა

 - 2005 სავ.

 - 1999 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

5,264,000 (111-ე)

4,896,100

26 ად/კმІ (176-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2005მიახლ.

$10.764 მილიარდი (134-ე)

 

$2,150 (140-ე)

აგი (2007)  0.696 (საშუალო) (116-ე)

ვალუტა სომი (KGS)

დროის სარტყელი (UTC +6სთ.)

 

ქვეყნის კოდი KGZ

ccTLD .kg

სატელეფონო კოდი +996

 

 სახელწოდება

ოფიციალური: ყირგიზეთის რესპუბლიკა.

 

 გეოგრაფია

 

ყირგიზეთის რესპუბლიკაქვეყანა ცენტრალურ აზიაში. მოსაზღვრე ქვეყნებია - ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი. ფართობი - 198.500 კვ.კმ. ბუნება - ქვეყნის ტერიტორიის 90% ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა მდებარეობს. უდიდესი ტბა - ისიკ-კული. ქვეყნის უდიდესი მწვერვალია გამარჯვების პიკი - 7439მ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. 2005 წლიდა ყურმანბეკ ბაკიევი.

საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (Jogorku კენეში - 70 წევრი, საკანონმდებლო ასამბლეა - 35 წევრი).

 

 ტერიტორიული მოწყობა

ყირგიზეთი ადმინისტრაციულად იყოფა 7 ოლქად (oblasty) და 2 ქალაქად (shaar), ესენია:

 

ქალაქი ბიშკეკი

ქალაქი ოში

ბატკენის ოლქი

ოშის ოლქი

ჩუის ოლქი (ცენტრი - ბიშკეკი)

ჯალალაბადის ოლქი

ნარინის ოლქი

ტალასის ოლქი

ისიკ-ყულის ოლქი (ცენტრი - კარაკოლი)

 

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 4.892 ათასი (2003), მათ შორის 52% ყირგიზი, 18% რუსი, 13% უზბეკი, 2,5% უკრაინელი, 2,4% გერმანელი.

სახელმწიფო ენები - ყირგიზული და რუსული.

 

 

რელიგია - ისლამი.

დედაქალაქი - ბიშკეკი (825 ათასი). დიდი ქალაქები - ოში (226), ჯალალ-აბადი (76).

 

 ეკონომიკა

მიუხედავად დონორების, პირველ რიგში საერთაშორისო სავალუტო ფონდის, დიდი დახმარებისა, დამოუკიდებლობის შემდეგ ყირგიზეთი ეკონომიკურ სიძნელეებს განიცდის. მთავარი ბუნებრივი რესურსები - ჰიდროენერგია, ოქრო და მიწის იშვიათი ლითონების მნიშვნელოვანი მარაგები, ქვანახშირის, ნავთობის და ბუნებრივი აირის ექსპლუატაცია საკუთარი მოხმარებისათვის; ვერცხლისწყალი, ბისმუტი, ტყვია, თუთია. საექსპორტო პროდუქცია - კვების პროდუქტები, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, შალი, ლითონები. ეროვნული ვალუტა - სომი (KGS);

 

 

 უახლესი ისტორია

ქვეყნის ტერიტორია 1855 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო. 1924 წელს შეიქმნა ყარა-ყირგიზეთის ავტონომიური ოლქი, 1926 წელს - ყირგიზეთის ასსრ. 1936 წელს - შეიქმნა ყირგიზეთის სსრ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. 2005 წლის მარტში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა დაასრულა ასკარ აკაევის 15 წლიანი მმართველობა.

 

 

 კულტურა

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ყირგიზეთიარქიტექტურა: მანასის მავზოლეუმი (XIV ს,), კოშკი «ბურანა» (XI ს.), მავზოლეუმი უზგენეში (XII ს.), შაჰ-ფაზილის მავზოლეუმი (XII ს).

ტურიზმი: ყირგიზეთის უმთავრესი ღირშესანიშნაობაა ისიკ-ყულის ტბა, რომლის ირგვლივ ტურისტული ბაზები და დასასვენებელი სახლებია განლაგებული.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ყირგიზეთი