შვეიცარია 

 

 

Confoederatio Helvetica (ლათინურად)

Schweizerisceე Eidgenossenschaft (გერმანულად)

Confederation Suisse (ფრანგულად)

Confederazione Svizzera (იტალიურად)

Confederaziun svizra (რეტორომანულად)

შვეიცარიის კონფედერაცია  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Swiss Psalm

დევიზი: Unus pro omnibus, omnes pro uno (ლათინ.)

 

დედაქალაქი ბერნი

46°57~N 7°27~E

უდიდესი ქალაქი ციურიხი

ოფიც. ენები გერმანული, ფრანგული, იტალიური, რეტორომანული

მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა

ქ -შვეიცარიის ფედერალური საბჭო პასკალ კუშპენი (პრეზ.)

მორიც ლოიენბერგერი

სამუელ შმიდი

მიშელ კალმი-რე

ჰანს-რუდოლფ მერცი

დორის ლოიტჰარდი

ეველინა ბიდმერ-შლუმპფი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

41,285 კმІ (135-ე)

 

  4.2%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 2000 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

7,591,400 (95-ე)

7,288,010

181.4 ად./კმІ (61-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$296.2 მილიარდი (38-ე)

 

$38,706 (მე-6)

აგი (2007)  0.955 (მაღალი) (მე-7)

ვალუტა შვეიცარიული ფრანკი (ჩHF)

დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)

ქ -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)

ქვეყნის კოდი CHE

ccTLD .ch

სატელეფონო კოდი +41

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური - შვეიცარიის კონფედერაცია.

ქვეყანას სახელი ეწოდა kanton Schwyz-ის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ ძველგერმანულ სიტყვას Schweitz-ს უკავშირდება (მისი მნიშვნელობაა ჭაობი). შვეიცარიას ადრე ჰელვეციას უწოდებდნენ, რაც ჰელვეტთა ტომებისაგან მომდინარეობს. ქვეყნის ამჟამინდელი კოდი CH სწორედ მისი ძველი ოფიციალური სახელწოდებიდანაა ნაწარმოები - Confederatio Helvetica.

 

 

შვეიცარია

 გეოგრაფია

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. ფართობი - 41.300 კვ.კმ. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, იტალია.

 

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა - ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (46+200 წევრი).

 

 

 ადმინისტრაციული დაყოფა

26 კანტონი (ცანტონ; ცანტონე; კანტონ). შვეიცარიის კანტონები ლინგვისტური არეალების მიხედვით:

 

გერმანული ენობრივი არეალი: აარგაუ - აპენცელი - ბაზელი - ბრუნენი - გლარუსი - დისტალი - ზოლოტურნი - ლუცერნი - ნიდვალდენი - ობვალდენი - სანკტ-გალენი - ტურგაუ - უნტერვალდენი - შაფჰაუზენი - შვიცი - ციურიხი - ცუგი - ჰერისაუ

გერმანულ-ფრანგული ენობრივი არეალი: ბერნი - ვალე

გერმანულ-რეტორომანული ენობრივი არეალი: გრაუბიუნდენი

ფრანგული ენობრივი არეალი: ვო - ნოშატელი - ჟენევა - ჟურა - ფრიბური

იტალიური ენობრივი არეალი: ტიჩინო

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 7,4 მლნ (2003), მათ შორის 61,5% გერმანო-შვეიცარიელები, 17,1% ფრანკო-შვეიცარიელები, 6,4% იტალიელები, 3,4% იტალო-შვეიცარიელები, 2,5% გერმანელები. სახელმწიფო ენები - გერმანული (65%), ფრანგული (18%), იტალიური (12%) და რეტორომანული (1%). რელიგია - კათოლიციზმი (50%), პროტესტანტობა (48%). დედაქალაქი - ბერნი (123 ათასი). ქალაქები - ციურიხი (348), ჟენევა (179), ბაზელი (163), ლოზანა (117).

 

 

 ეკონომიკა

რესურსები - ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე, მარილი. ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 305 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 40.630 $. ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ქიმიკატები, საათები, კვების პროდუქტები, შოკოლადი. ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი (CHF).

 

 

 ისტორია

1648 წელს საღვთო რომის იმპერიას გამოეყო რამდენიმე კანტონი, რომელთაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს. 1815 წელს შვეიცარიამ გამოაცხადა მუდმივი ნეიტრალიტეტი და არ მონაწილეობდა არც ერთ ომში.

 

 

 მემკვიდრეობა

შუა საუკუნეების ქალაქები ბერნი, ჟენევა, ლუცერნი, ბაზელი; ალპებისა და ლემანის ტბის რაიონები.

 

 

 წარმომადგელობა

შვეიცარიის საელჩო საქართველოში: კრწანისი 11, თბილისი 0114, საქართველო; ტელ: 00995 32 753001/02; ფაქსი:                00995 32 753006        ; ელ-ფოსტა: ტიფ.ვერტრეტუნგ@ედა.ადმინ.ცჰ

შვეიცარიის ელჩები საქართველოში: შტეფან შპეკი (2001); ლორენცო ამბერგი (2006-2007).

 

 

საქართველოს საელჩო შვეიცარიაში: რიჩარდ ვაგნერის 11202, ჟენევა, შვეიცარია; ტელ: 022/9191010; ფაქსი: 022/73390; ელ-ფოსტა: გეომისსიონ.გენევა@ბლუეწინ.ცჰ

საქართველოს ელჩები შვეიცარიაში: ა.კავაძე (1997-2003); ა.ჩიკვაიძე (2003-2005); ვ.ჩეჩელაშვილი (2005-2005); ლ.მიქელაძე (2006-2007).

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / შვეიცარია