ჩილე

ჩილეს რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Himno Nacional de chile

დევიზი: Por la razyn o la ferza

 

დედაქალაქი სანტიაგო დე ჩილე

33°26~შ 70°40~W

უდიდესი ქალაქი სანტიაგო დე ჩილე

ოფიც. ენები ესპანური

მთავრობა რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი

 

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

756,950 კმІ (38-ე)

 

  1.07%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 2002 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

16,598,074 (მე-60)

15,116,435

22 ად/კმІ (194-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2007მიახლ.

$231.061 მილიარდი (44-ე)

 

$13,936 (54-ე)

აგი (2005)  0.867 (მაღალი) (მე-40)

ვალუტა პესო (CLP)

დროის სარტყელი (UTC -4სთ.)

ქ -ზაფხულის დრო (UTC -3სთ.)

ქვეყნის კოდი CHL

CCTLD .cl

სატელეფონო კოდი +56

 

 

 სახელწოდება

ოფიციალური: ჩილეს რესპუბლიკა.

ეტიმოლოგია: სახელს რამდენიმე ახსნა აქვს: კეჩუას ინდიელთა ენაზე chili სამყაროს დასასრულს ნიშნავს, ხოლო არაუკანელ ინდიელთა ენაზე - ღრმას (ალბათ იგულისხმება ანდების მაღალმთიანი ქედის ძირს ვიწრო ზოლად გაჭიმული ქვეყნის ტერიტორია).

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში. მას საკმაოდ უნიკალური კონფიგურაცია აქვს - იგი გადაჭიმულია წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ 4300 კმ-ზე, ამასთან საშუალო სიგანე 175 კმ-ია. ამან განაპირობა მისი ბუნებრივი მრავალფეროვნება: უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე მშრალი უდაბნო ატაკამა, ხოლო სამხრეთი თოვლიან მწვერვალებს და მყინვარებს უკავია. ფართობი: 756.621 კვ.კმ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Michelle BACHELET Jeria (2006-)

საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (49+120 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა : 13 რეგიონი (region).

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 16,136,137 ათასი (2005), მათ შორის 91% ჩილელი, 6% არაუკანი.

სახელმწიფო ენა : ესპანური, გერმანული ენა.

 

 

რელიგია : კათოლიციზმი.

დედაქალაქი : სანტიაგო (4.372 | 5,333 ათასი).

ქალაქები : პუენტე ალტო (501 ათასი), ვინია დელ მარი (303), ანტოფაგასტა (302), ვალპარაისო (270), ტალკაუანო (250).

 

 ეკონომიკა

რესურსები : სპილენძი, საშენი ხე-ტყე, რკინის მადანი, ნიტრატები, ძვირფასი ლითონები, მოლიბდენი, ჰიდროენერგია.

ექსპორტი : სპილენძი (მსოფლიოში უდიდესი ექსპორტიორი), რკინა, მოლიბდენი, ნიტრატები, ფოლადის ნაწარმი, თევზეული, ხილი.

ეროვნ. პროდუქტი - 70 მლრდ $. სპილენძი, რკინა, ხილი, ცელულოზა.

ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე : 4.260 $.

ვალუტა: ჩილის პესო (CLP);  ისტორია

ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1818 წელს. მარქსისტი პრეზიდენტის სალვადორ ალიენდეს მიერ წამოწყებულმა ფართო რეფორმებმა სოციალურ სფეროში, გამოიწვია სამხედრო გადატრიალება. 1989 წლამდე ქვეყანას მართავდა გენერალ აუგუსტო პინოჩეტის ხელისუფლება, რომელმაც გარისკა რეფერენდუმის ჩატარება თავისი ერთპიროვნული მმართველობის საკითხზე და წააგო. იგი იძულებული გახდა ძალაუფლება სამოქალაქო ადმინისტრაციისათვის გადაეცა, თვითონ კი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტი დაიტოვა. 1998 წელს დიდ ბრიტანეთში სამკურნალოდ წასული პინოჩეტი დაპატიმრებულ იქნა, სასამართლო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, მაგრამ შეწყვეტილ იქნა ბრალდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.

 

 მემკვიდრეობა

ჩილოეს ეკლესიები;

რაპა ნუის ეროვნული პარკი,

ვალპარაისოს საზღვაო პორტის ისტორიული კვარტალი.

 

 ცნობილი ჩილელები

პოლიტიკოსები - სალვადორ ალიენდე, აუგუსტო პინოჩეტი, რიკარდო ლაგოსი;

მწერალი - პაბლო ნერუდა;

მომღერალი - ვიქტორ ხარა;

სპორტსმენი - ივან სამორანო (ფეხბურთი).

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ჩილე