ხორვატია 

 

 

Republika Hrvatska

ხორვატიის რესპუბლიკა  

დროშა გერბი

 

ჰიმნი: Lijepa nala domovino

 

 

დედაქალაქი ზაგრები

45°48~N 16°0~E

უდიდესი ქალაქი ზაგრები

ოფიც. ენები ხორვატული

მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა

ქ -პრეზიდენტი სტიეპან მესიჩი

ქ -პრ.-მინისტრი ივო სანადერი

 

 

ფართობი

 - საერთო

 

 - წყალი (%) 

56,542 კმІ (126-ე)

 

  0.2%

მოსახლეობა

 - 2007 სავ.

 - 2001 ცენზი

 - სიმჭიდროვე 

4,441,000 (114-ე)

4,437,460

81 ად/კმІ (109-ე)

მშპ (პპპ)

 - საერთო

 

 - ერთ მოსახლეზე 2008მიახლ.

$74.419 მილიარდი

$16,758 (51-ე)

აგი (2005)  0.850 (მაღალი) (47-ე)

ვალუტა კუნა (HRK)

დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)

ქ -ზაფხულის დრო CET (UTC +2სთ.)

ქვეყნის კოდი HRV

ccTLD .hr

სატელეფონო კოდი +385

 

  სახელწოდება

ოფიციალური: ხორვატიის რესპუბლიკა.

ეროვნული: Republika Hrvatska.

ეტიმოლოგია: მიღებულია ეთნონიმ ხორვატისაგან, რომელიც სავარაუდოდ სარმატული წარმომავლობა უნდა ჰქონდეს.

 

 გეოგრაფია

 

ქვეყანა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: სლოვენია, უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცეგოვინა. ფართობი - 56.500 კვ.კმ.

 

 

 სახელმწიფო

სახელმწიფო სისტემა : დემოკრატიული რესპუბლიკა.

სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი სტეპან მესიჩი (Stjepan MESIC, 2000).

მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.

საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - საბორი (151 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა : 20 ოლქი (ზუპანიჯა) და 1 ქალაქი (გრად).

 

 დემოგრაფია

მოსახლეობა - 4.422 ათასი (2003), მათ შორის - ხორვატები 90%, სერბები 4,5%.

სახელმწიფო ენა : ხორვატული. გავრცელებული ენები : იტალიური, უნგრული, ჩეხური, სლოვაკური, გერმანული.

რელიგია - კათოლიციზმი.

დედაქალაქი - ზაგრები (685 ათასი).

ქალაქები - სპლიტი (221), რიეკა (142), დუბროვნიკი (30), ოსიეკი (90), ზადარი (69).

 

 ეკონომიკა

რესურსები - ნავთობი, მცირე რაოდენობით ქვანახშირი, ბოქსიტები, დაბალი ხარისხის რკინის მადანი, კალციუმი, ბუნებრივი ასფალტი, თიხა, მარილი, ჰიდროენერგია.

ექსპორტი - მარცვლეული, ხილი და ბოსტნეული, კარტოფილი, თამბაქო, ლითონის ნაკეთობანი, საფეიქრო ნაწარმი.

ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 4.640 $.

ვალუტა - კუნა (HღK);

 

 ისტორია

1918 წლიდან ხორვატია შედიოდა სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფოში (1929 წლიდან იუგოსლავია). მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტური მარიონეტული სახელმწიფოა. 1945 წლიდან იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციის წევრია. 1990 წელს ხორვატიამ გამოაცხადა "სუვერენიტეტი" და მიიღო ახალი კონსტიტუცია, რასაც მოჰყვა კონფლიქტი სერბიასთან. 1992 წელს აშშ-მა ცნო ხორვატიის დამოუკიდებლობა.

 

 

 მემკვიდრეობა

დუბროვნიკი - ისტორიული ქალაქი (XIII- XVII სს.);

 

ზაგრები - სასახლე (XVIII ს.);

რიეკა - ციხე-სიმაგრე და ტაძარი (XIV ს.);

სპლიტი - ისტორიული ცენტრი დიოკლეტიანეს სასახლით;

სხვა - პლიტვიცეს ტბათა ეროვნული პარკი, დალმაციის სანაპირო

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ხორვატია