ჰონკონგი 

 

 

ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩინეთის ავტონომიური ერთეული, დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია სამხრეთ-ჩინეთის ზღვის სანაპიროზე. ადრე ჩინეთის ნაწილი იყო, 1841 წელს დაიკავა ინგლისმა. 1941-45 წლებში ოკუპირებულ იყო იაპონიის მიერ.

 

ჰონკონგი მსოფლიოს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის ქალაქი და ფინანსებისა და ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ცენტრია. ყოფილი ბრიტანეთის კოლონია ამჟამად ჩინეთის ადმინისტრაციის ქვეშ იმყოფება "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" პოლიტიკური შეთანხმებით და მას შედარებით უფრო მაღალი დონის ავტონომია აქვს ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით. მაგ. ის ინარჩუნებს საკუთარ ლეგალურ სისტემას, ფულად ერთეულს, საბაჟოს, საერთაშორისო ხელშეკრულებების მოლაპარაკების უფლებას და საიმიგრაციო კანონებს. მას საკუთარი საგზაო წესებიც კი აქვს - ტრანსპორტის მოძრაობა ბრიტანულ ყაიდაზე კვლავაც მარცხენა მხარესაა. ეროვნული თავდაცვისა და დიმპლომატიური ურთიერთობების უფლება-მოვალეობები გადაცემული აქვს პეკინის ცენტრალურ მთავრობას.

 

მიუხედავად ბრიტანეთის კანონებიდან ჩინეთისაზე გადასვლისა, რეგიონის ინგლისური სახელი ჰონ-კონგი ისევ ძალაში რჩება (კანტონური ვარიანტი), ხიანგანგის ნაცვლად (მანდარინის ექვივალენტი).

 

 

 ზოგადი ინფორმაცია

ბუნება - უმაღლესი მწვერვალი - ტაი მო შანი 958 მ; მდინარე - შამ-ჩუნი; ტბები - ტაი-ლამ-ჩუნგი, შინ-მუნი; კუნძულები (კვ.კმ) - ლან-ტაუ 150, ჰონკონგი 80, ლამა 13,5; კლიმატი - ტროპიკული მუსონური.

ფართობი - 1.092 კვ. კმ.

მოსახლეობა - 7,2 მლნ. ჰონკონგი ითვლება მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ერთეულად. 57% ადგილობრივი ჩინელია.

ქალაქები (ათ.) - სიანგანი (1.345), ძიულონგი (2.039), შატინი (638).

ეროვნული შემოსავალი: მოცულობა - 164 მლრდ $ (მე-27 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 25.200 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 0, მრეწველობა 15, მომსახურება 85;

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / გეოგრაფია / უავტორო / ჰონკონგი