ბერუაშვილი ჯულიეტა

ლექსები 

 

შინაარსი:

(***  რად გინდა ნეტავ, ასეთი სატრფო?)

(*** როცა შენს საფლავს ქარი, შრიალით)

თვალცრემლიანი ვხვდები საღამოს

(*** მაღლა ავხედე ლურჯ ცასა)

მოდით, ვადიდოთ უფალი ჩვენი

და გამითენე, მშვიდობის დილა

ეჰ, შაშვო, პატარა ჩიტო

უსტვენს და გალობს

ლაღი რითმები არ გემეტება?

ბედმა ორივეს მახე დაგვიგო

ვეღარას შველის წუხილი ჩემი

სულით ობოლთა თავშესაფარი

რას იზამ, ბედმა ასე გვარგუნა

ფიქრები მიდიან, მოდიან

გადავიღალე...

თავზე გრიგალმა გადაუარა

სენი, რომელიც არ იკურნება

(*** ბედისგან დაჩაგრული ჩემებრ, კიდევ ვინ არის)

(*** შენ ჩაფიქრდები ცაცხვის ხეებთან)

ვერ აიტანე

სიყვარულის ჯადოქარო

კვლავ გული მწარედ ამიდუღდება

ვესაუბრები ცაში ვარსკვლავებს

სასანთლე და სანთელი

ეჰ, გვრიტო, გვრიტო...

და ნუ ენდობით მარტის თვეს

ღამეა ბნელი

(*** ღამის სიბნელე, ირგვლივ სიჩუმე)

(*** მგონი, აღმართი უკვე გავლიე)

მთვრალი ვარ ვნებით

შურით გვიჭვრეტდნენ ცაცხვის ხეები

მომეფერები ნაზად და ვნებით

იმღერიან ყვავილები

ის, აღარ მოვა

ზიხარ მარტოკა

(*** ღამის ბინდბუნდში მომეძალება)

თანდათან შური მიპყრობდა თითქოს

(*** ხან ქარიშხალი ბობოქრობს შენში)

შენი არ ვიცი

ხმა განწირული, საიქიოდან

და ამ ბინდბუნდში მთვარე დამეძებს

(*** გული დაღონდა, დადარდიანდა)

გელოდებოდი

დამათენდება

ეჰ, მთვარევ, მთვარევ

(*** გაუხარელი დღეები მქონდა)

მიყვარდა შენი...

და მე, ღმერთსა ვთხოვ ყოვლისშემძლესა

თითქოს ნაძვებსაც ვებრალები

და კვლავ გაგიხსნა ძველი ჭრილობა

დაგისხდებიან ჭირისუფლებად

საოცარი ქალი

მიყვარხარ, მიყვარხარ!

ო, ეს ფიქრები

კიდევ რა გითხრა...

ნისკარტით ფოთლებს მიმოაბნევენ

(*** ტყუილად არ მიყვარს მე საქართველო)

ეჰ, ჩემო გულო

ვნატრობ, ო, როგორ ვნატრობ

მაკას

მასაც  ცისფერი კაბა ემოსა

იქაც კი, გული ამიდუღდება

აქა მარხია ბედკრული ქალი

დაბადების დღეს გილოცავ

თავს დამიჯდება ობოლი ჩიტი

სალამური

(*** გაზაფხულის თბილმა სიომ)

კუბოს კარამდე ვიტირო უნდა

არა, არა ღირს...

(*** შენ, ალბათ, მკითხავ)

ვარდობისთვე

შენ, საიდუმლო არ გაამხილო

შენს ლურჯ თვალებს  ჰგავდა

მე გთხოვ, დალიო

(*** სვენებ-სვენებით შესვი ეგ ღვინო)

(*** ქალი და ღვინო! - სხვას ნუ ეძებ ამ ქვეყანაზე)

(*** დამისხი ღვინო! - გულს რომ დარდი გადავაყოლო)

ეშინის მრისხანე ქარის

და... აამწვანა

მტერი კი, თურმე, ახლოს გყოლია

გადამავიწყდა გულით სიცილი

იტირე, გულო

ღვთისმშობელო, მარიამ

ნეტავ...

მოჩვენებითი ძუნწი სიცილი

ძლიერ დაღლილო, მარტოობით, უიმედობით

თურმე, ვცდებოდი

რატომ დადიხარ გზააბნეული

(*** ჩამოიარა ბედისწერამ და)

(*** ეჰ, მიწავ, ჩემო დედაო მიწავ)

რად არ გადარდებს წუხილი ჩემი

მოდიოდა წვიმა

(*** ცაზე ღრუბლები თეთრ ქულებად გაფანტულიყო)

(*** მოვა დრო, ალბათ, ჩამოგეშლება სახე კაცური)

(*** როცა წახვედი, თან წაგყვა)

გულმა მიმტყუნა

ბედკრული ქალი

ცხარე ცრემლებით დაგიტირებენ...

რა ქნას ბედკრულმა ქალმა

ერთსა გთხოვ, ღმერთო, მაღალო

გიორგი ბ-ს მომავალ მეუღლეს

ღამის სიჩუმე გულდამშვიდებით წავიდა ჩემგან

უცებ, მთვარემ გაიღვიძა

(*** გაყვითლებულა ხეთა ფოთლები)

თუკი შესძლებდით

ცა იყო ლურჯი

(*** მიწა გათხარეს...)

სიკვდილი ბრმაა

მე უკვე ტყვე ვარ

(*** როცა თვალები ცრემლით სავსე გაქვს)

(*** ვეცადე, მაგრამ ვერ მოვიტყუე,)

სიცარიელე ძლიერ მაშინებს

(*** როგორ გასძელი, როგორ გასძელი)

სიცარიელე გამეფებულა

(*** ღამის სიბნელეში, ოთხკედელშუა)

ჰოდა, დავტირი

(*** როცა მაწუხებს ღამის სიჩუმე)

ნეტავ, ამას თუ გაძლება ჰქვია

(*** რა არის ჩემი ცხოვრება)

ათას მადლობას შევწირავ მე ღმერთს

გულუხვად მე დამახარჯა

(*** უფალო, იესო ქრისტეო)

*** (ტალის)

(*** უისყვარულოდ რის მაქნისია)

ტიალი წუთისოფელი

იყო ზაფხული და იყო სიცხე

ვცდილობ, კარგი გავიხსენო

(*** გულო, გაუძელ ტკივილს)

(*** თითქოს, ცხოვრებამ აზრი დაკარგა)

(*** ცრემლო, იდინე, ო, იდინე, ნუ გაჩერდები)

გარეთ ქარია

ცრემლს ხომ არ უნდა არც ერთი თეთრი

(*** ირგვლივ სიჩუმე და სიბნელეა)

(*** მე ვდგევარ, წასვლას არც კი ვაპირებ)

(*** სულ ვტირივარ, სულ ვდარდობ)

(*** სულ რომ ვტირივარ, სულ რომ სევდა მაქვს)

დღესაც ტუჩებზე მატყვია

(*** ილოცე, ბავშვო, ო, ილოცე)

მინდორს ცეცხლი დამინთია

(*** მინდვრის ყვავილებით დაგიმშვენე)

(*** რარიგ მინდა, გახდე ჩემი)

ეშმაკს წვეთი ჩარჩენია

სად იყავ, ადრე არ მოდი?

(*** მიდის, მიჰქრიან ჩემი ფიქრები)

(*** ოცდაშვიდი გაზაფხული)

(*** ეჰ, რა მალე გამიფრინდა)

ნაადრევად მომისწრაფეს

ვაით  მოხვედი ამქვეყნად

იქნება, შვილო, იქნება

ბედმა, მე მწარედ დამცინა

გევედრები, მამიკო

მე კი მინდა, შეგახსენო

ვის მივულოცო ზეიმი

ეჰ, როგორ მენატრები!..

მუზავ, რას დადუმებულხარ

ასე რად გამოგარჩია

რატომა ვარ, უბედური

მენატრებოდა ქართული ზეცა

ვინ იყო, ნეტავ

დაბადების დღეს გილოცავ

უმამობა, ძნელია

საფლავში მყოფო იუბილარო

მინდა, გულით შემოგფიცო

(*** როცა საფლავზე მოდიხარ)

 

 

 

*** 

რად გინდა ნეტავ, ასეთი სატრფო?

მე, რა ვიცოდი, თუ მატყუებდი,

დაივიწყებდი წმინდა სიყვარულს?

წმინადასა

 ვამბობ, თორემ ის შენთვის

ალბათ, წმინდას

 არც წარმოადგენს!

 

მე, რა ვიცოდი, თუ მატყუებდი,

მეფიცებოდი ვითომ, სიყვარულს,

მე, რა ვიცოდი, შენი სიტყვები,

თუ მხოლოდ, დროის მოგება იყო?

 

მე, რა ვიცოდი, გულში რა გქონდა,

მე, მხოლოდ შენი სიტყვის მჯეროდა,

შენი სიტყვების მიტომ მჯეროდა,

რომ ძლიერ, ძლიერ, ძლიერ მიყვარდი!

 

ალბათ, ეს ძლიერ გაუკვირდება,

ჩვენს ერთგულ მოწმეს, - კაშკაშა მთვარეს,

მთვარე, რომელიც მუდამ გვჩუქნიდა,

ვერცხლისფერ სხივებს და ნათელ ღამეს!

 

გაუკვირდებათ ცაცხვის ხეებსაც,

რომლებიც ერთგულ დარაჯად გვედგნენ,

თვით, ბობოქარი, მრისხანე ქარი,

მომიალერსებს და ასე მეტყვის:

 

ნუ იდარდებ და გულს ნუ გაიტეხ,

რად გინდა, ნეტავ, ასეთი სატრფო?!

გულს გადაყარე დარდი, ნაღველი

და დაელოდე, ნამდვილ სიყვარულს!

 

 

 

***

როცა შენს საფლავს ქარი, შრიალით

ზედ მიმოაბნევს გაცრეცილ ფოთლებს,

როდიღა იგრძნობ თავს მარტო სულად,

ქართან, ფოთლებთან ერთად იქნები.

 

საფლავის ქვაზე დაგიჯდება ჩიტი ეული,

შვილის მაგიერ ცრემლებს დაგაყრის,

მერე კი, ერთი ამოიოხრებს

და მერე სადღაც, შორს გაფრინდება.

 

არც ნაძვის ხენი დაგივიწყებენ,

მწვანე წიწვებით საფლავს მორთავენ,

საფლავებს შორის შენი საფლავი,

გამორჩეული ამით იქნება.

 

შენც, ჩემო კარგო, ალბათ, სხვებისგან

შენც განირჩევი, მუხთალი ბედით,

შენს საფლავს, მგონი, არ ეღირსება,

არც შვილისა და არც დედის ცრემლი!

 

როცა შენს გვერდით, სხვა საფლავებთან

შვილნი თვის დედას ცრემლს დააყრიან,

კვლავ გული მწარედ აგიტირდება

და გული ერთხელ კიდევ დაგწყდება!

 

რას იზამ, კარგო, მარტო შენ არ ხარ,

მუხთალ ბედისგან ასე დასჯილი,

სხვა რა გზა არის, უნდა დასჯერდე,

ნაძვებისა და ქარის წყალობას!

 

 

თვალცრემლიანი ვხვდები საღამოს 

 

ცა მოღრუბლულა, წვიმას აპირებს,

სევდა მაქვს გულში, ტირილს ვაპირებ,

ჩემი ცრემლებიც შეუერთდება,

ციდან წამოსულ პაწია წვეთებს.

 

ფოთლები უხვად მიმოფანტულან,

წვიმას უნდა, რომ მიწა დანამოს,

მე კი, ფიქრისგან დამძიმებული,

თვაცრემლიანი ვხვდები საღამოს.

 

ნეტავ, საღამო მაინც თუ შესძლებს,

შვება მომგვაროს და დამაწყნაროს,

გულიდან სევდა რომ გამიფანტოს,

დაწყნარებული შევხვდე მეც აისს!

 

 

 

***

მაღლა ავხედე ლურჯ ცასა,

უცბად, ვარდისფრად ინათა,

ცა, მე ასეთი ლამაზი,

არა, არასდროს მინახავს.

 

მაღლა ავხედე, ლურჯ ცასა,

ვარდისფერ სხივებს აფრქვევდა,

ციდან ასეთი სხივები,

არა, არასდროს მინახავს.

 

ვიდექი, გაოცებული

ცას შევყურებდი ლამაზსა,

ღმერთო, ნურასდროს მომაკლებ,

ლამაზი ცის ყურებასა!

 

 

 

მოდით, ვადიდოთ უფალი ჩვენი 

 

მოდით, ვადიდოთ უფალი ჩვენი

და მაღლა წმინდა, ყოვლისმძლე ღმერთი,

ვინაც ქვეყანას მოჰფინა სხივი,

სინათლის სხივი მადლითცხებული.

ვინც, რომ შეამკო ქვეყანა ჩვენი,

ვინც, რომ აკურთხა მამული ჩვენი,

ვინაც, რომ გვაძლევს სულიერ საზრდოს,

ვინც, რომ გვასწავლა სიწმინდე სულის,

ვინც შთაგვინერგა რწმენა ღვთიური.

ჰოდა, ვადიდოთ, უფალი ჩვენი –

იესო ქრისტე, ძე მაღლა ღმერთის!

 

 15.IV.2001 წ.

 

 

და გამითენე, მშვიდობის დილა 

 

ძილის წინ, მუდამ ხელაპყრობილი

ვლოცულობ ჩემთვის და ვამბობ ჩუმად:

- უფალო, მომეც სიმტკიცე სულის

და გამითენე მშვიდობის დილა!

 

ხატის წინ, მუდამ ანთებულ სანთლით

ვლოცულობ, ჩემი სამშობლოსათვის:

- უფალო, ჩემს ხალხს მიეცი ლხენა

და გაუთენე მშვიდობის დილა!

 

მუდამ ვლოცულობ, დილას თუ ღამით

და ერთს ვთხოვ მხოლოდ, ხელაპყრობილი:

- უფალო, ჩემს ხალხს ნუ გაუჭირვებ

და გაუთენე მშვიდობის დილა!

 

 

ეჰ, შაშვო, პატარა ჩიტო

 

როცა დილით, დარდიანი,

შემოდგომის მზეს გავცქერი

და ჩემს ყურთასმენას

შაშვის გალობა ჩაესმის,

 

თითქოს მისი ხმა, საამო,

ჩემს გულს მალამოდ მოეცხო

და დროებით დამავიწყა,

ჩემი დარდი და ვარამი.

 

შაშვო, მითხარი, ნეტავი,

რატომ დამიჯექ გვერდით,

ან რატომ გალობ საამოდ -

რომ დამავიწყო ვარამი?

 

ეჰ, შაშვო, პატარა ჩიტო,

გატყობ, შენც სევდიანი ხარ,

მიტომ გვერდით მომიჯექი

და ველად აღარა ფრინავ!

 

ეჰ, შაშვო, პატარა ჩიტო,

შენი მადლიერიც კი ვარ,

რომ უწმინდესი გულით

ჩემთვის ტკბილად იგალობე.

 

 

უსტვენს და გალობს

 

ტყეში ლაღად დგას ტოტმაგარი,

წიწვით მდიდარი ფიჭვი, ლამაზი,

როცა მას ქარი გადაუქროლებს,

უსტვენს ის ნაზად, ხმაშეწყობილი.

 

უსტვენს და გალობს

და ხმას უწყობს ქარიან ამინდს,

მის ახლომახლო და ფესვებზე

ხავსია ბევრი... და განაბულნი

უსმენენ ფიჭვის სიმღერას და ტკბილ საგალობელს.

 

დაე, იზარდოს ლამაზმა ფიჭვმა,

კიდევ მრავალ წელს,

კიდევ მრავალ წელს, იგალობოს,

ტკბილად უსტვინოს,

იზარდოს მანამ, სანამ მიწვდება

კენწეროთი... ღრუბელთა კიდეს!

 

 

ლაღი რითმები არ გემეტება?

 

რად შემომწყერი, მუზავ, ძვირფასო,

რა დაგიშავე, ნეტავ?

სულ, რომ სევდიან რითმებით მკვებავ,

ლაღი რითმები არ გემეტება?

 

შენ მაინც იყავ ჩემი ერთგული,

საზრდოდ მომეცი ლაღი რითმები,

ის არ მეყოფა, რომ ბედისწერა,

ჭინჭარივით რაც მუდამ მსუსხავს?!

 

მსუსხავს და მერე, ო, როგორ მსუსხავს,

კვალი მაქვს გულზე, მე აღბეჭდილი,

და ალბათ მისგან მე ვერასოდეს

ვერა, ვერ შევძლებ თავის დაღწევას.

 

ისევ შენ, ჩემო ძვირფასო, მუზავ,

ლაღი რითმებით მომამარაგე,

რომ ვეღარ ვიგრძნო, მუხთალ ბედისგან,

ჭინჭრით დასუსხვა და დამცირება.

 

 

 

ბედმა ორივეს მახე დაგვიგო

 

ჩვენ, ჩვენმა ბედმა შეგვახვედრა

გზის გასაყართან, და დაგვამუნჯა,

ორივე მივხვდით, რომ ერთურთისთვის

ვართ გაჩენილნი.

დიდხანს ვუმზერდით, უხმოდ, უსიტყვოდ,

ორივე, მგონი, ერთსა ვფიქრობდით:

ბედმა ორივეს მახე დაგვიგო

და დაგვიტოვა სევდა-ნაღველი.

ბედმა შეგვყარა გზის გასაყართან,

თვალებით ვუთხართ ჩვენი სათქმელი,

კვლავ ბედს მივენდეთ სამარადისოდ,

ბედს, რომელმაც ჩვენ, მახე დაგვიგო!

ბედს, რომელმაც ჩვენ, არ გაგვახარა,

ბედს, რომელმაც ჩვენ, ორივ დაგვსაჯა

და ბოლოს, დავრჩით, მოტყუებულნი!

 

 

ვეღარას შველის წუხილი ჩემი

 

ვეღარას შველის ჩემი წუხილი,

ჩემი ფიქრების ხელახლა აშლა,

ამდენ ფიქრმა და ამდენ წუხილმა,

ჯერ, მე სიკეთე არ მომიტანა.

 

უნდა მოვუხმო დუმილს - მეგობარს,

ის ხომ ბაგეზე ხელებს მაფარებს,

მეტყვის: - ვერ მიცან? მე ვარ დუმილი, -

 

 

 

სულით ობოლთა თავშესაფარი

 

სულით ობლობა, მართლაც ძნელია,

არანაირი წამალი შველის,

სულით ობოლს ხომ, მართლაც სჭირდება,

რაღაცა ძალა, რამ დასაყრდენი.

 

ჰოდა, მიტომაც ჩემს ძველ მეგობარს -

დუმილს მოვუხმე, რომ გამამხნევოს,

თავშესაფარში, რომელსაც ის ფლობს, -

ცოტა ადგილი, მეც რომ დამითმოს!

 

 

 

რას იზამ, ბედმა ასე გვარგუნა

 

გვრიტი შემოჯდა ფანჯრის რაფაზე,

და მოწყენილმა, დამიწყო მზერა,

რაო, ჩემსავით, შენც მარტოდა ხარ?

რას იზამ, ბედმა ასე გვარგუნა!

 

თითქოს ესმოდა ჩემი გულისთქმა,

თითქოს კიდევაც მითანაგრძნობდა,

და თანაგრძნობის ნიშნად თვალთაგან,

ორი კურცხალიცმ ჩამოუგორდა.

 

დიდხანს ვუყურეთ ერთურთს თვალებში

და ერთმარნეთის უხმოდ გვესმოდა,

შემდეგ კი, ფრთები შეაფართხალა,

დამემშვიდობა, სადღაც გაფრინდა.

 

ერთხანს ვიყავი გარინდებული,

თითქოს კიდევაც გვრიტის შემშურდა,

რომ ამ წუთებში, მე არ შემეძლო,

ამ შავბნელ ფიქრებს, რომ მეც გავქცეოდი!

 

 

 

ფიქრები მიდიან, მოდიან

 

ფიქრები მიდიან, მოდიან

და არას მეკითხებიან,

ხან წარსულს გამახსენებენ,

წიგნივით გადამიშლიან.

კინოლენტივით გარბიან,

წამითაც არ ჩერდებიან.

ფიქრები მიჰქრიან, მოჰქრიან,

ერთმანეთს ეჯიბრებიან,

უკან მოხედვას ვერ ვასწრებ,

რომ ახალ სურათს მიშლიან.

ჰოდა, ფიქრები მიჰქრიან,

არც არას მეკითხებიან,

არც არას ჩემზედ ნაღვლობენ,

ისე მიდიან, მოდიან.

17.III.2001 წ.

 

 

 

გადავიღალე...

 

გადავიღალე ამდენი ფიქრით,

ბინდი მჩურჩულებს, - გეყოფა ფიქრი,

აღარ თენდება, ღამე ტიალი,

რომ ჩემი ფიქრი მას დავუტოვო.

 

ბინდი მჩურჩულებს, გეყოფა ფიქრი,

გარეთ ცაცხვები გელოდებიან,

ცოდვა არიან, გადაიღალნენ,

შენი ლოდინით, შენი გზის ცქერით.

 

ეჰ, გადვიღალე ამდენი ფიქრით,

ბინდმა თუ იცის, ნეტავ, რას ვფიქრობ?

თუ იცის, ჩემი ფიქრის მიზეზი?

ცაცხვებთან გასვლა მე რას მიშველის?

 

რით გამამხნევებს, ნეტავ, ცაცხვები,

რომ ჩემს ჭრილობას პირი შეეკრას?

ისა სჯობია, ბინდი გაჩერდეს,

რომ დავასრულო ჩემი ფიქრები!

 

 

თავზე გრიგალმა გადაუარა

 

რა ექნა იმას, ვინც მარტოდ იყო,

ვინც გულის ნატვრა ვერ აისრულა,

ვინც მარტოდ დარჩა - სულით ობოლი,

თავის აჩრდილიც რომ ვერ იპოვნა.

ვისაც გაუწყდა ოცნების ძაფი,

ოცნება მკერდში მას ჩაეფერფლა,

თავზე გრიგალმა გადაუარა

და ყველა ტანჯვა მას მიაყენა.

 

რა ექნა იმას, ვინც მარტოდ დარჩა,

ბედმა დასცინა, ძირს დაანარცხა,

რა ექნა იმას, ერთი მითხარი,

მთელი სიცოცხლე სულ რომ ტიროდა.

 

რა ექნა იმას, ცრემლშეუშრობი,

მთელი სიცოცხლე რომ დადიოდა,

რა ექნა იმას, ერთი მითხარი,

არსად რომ ბედი, არა სწყალობდა!

 

 

სენი, რომელიც არ იკურნება

 

მე, აღარაფრის იმედი არ მაქვს

და აღარც აწმყო მიქადის მე კარგს,

რადგანაც მარტოდ დავრჩი ამქვეყნად

და მე აღმოვჩნდი სულით ობოლი?

 

სულით ობლობა, მოგეხსენებათ,

ძალზე ძნელია, არც იკურნება,

ჰოდა, მე ბედმა ისე გამწირა –

დამაჯილდოვამ ისეთი სენით,

რომელიც თურმე, არ იკურნება!

 

I. 2001 წ.

 

 

 

***

ბედისგან დაჩაგრული ჩემებრ, კიდევ ვინ არის,

ბედისგან განწირული, ალბათ არავინ არ არის,

ქვეყნად მარტოდ დარჩენილი ჩემებრ, არვინ არ არის,

რატომ, რატომ, ასე უხვად ბედმა დამაჯილდოვა?

ეს სიკეთე

 ბედმა მხოლოდ ჩემთვის, რად გაიმეტა?

ასე მწარედ, რად დამცინა ჩემმა მუხთალმა ბედმა,

სულით ობოლი

 მხოლოდ, მხოლოდ მე, რად დამტოვა?

საპნის ბუშტივით გაქრა ყველა ჩემი ოცნება,

დიდი შრომის პატრონი, ასე რატომ გამწირა?

ყველას შემბრალებელი, მე რად არ შემიბრალა?

ჩემმა ბედმა მუხთალმა, ვის ამარა დამტოვა?!

 

I. 2001 წ.

 

 

***

შენ ჩაფიქრდები ცაცხვის ხეებთან,

ქალაქს გადუვლის შავი ღრუბლები,

და ბევრი რამე გაგახსენდება,

შავ ღრუბელივით, შავი ფიქრები.

 

სევდით გახედავ ნაცნობ ბილიკებს,

ვინ იცის, რა არ გაგახსენდება,

ტოტზე შემომსხდარ ბეღურებს ეტყვი,

რაც რომ აქამდე ჯერ არ გითქვია.

 

ცაცხვის ხეები გაგახსენებენ,

აქ გატარებულ ტკბილმწარე წუთებს,

და ერთხელ კიდევ გული დაგწყდება,

რომ ბედმა აქაც არ გაგიმართლა.

 

რას იზამ, კარგო, ვერას გახდები,

ბედმა შენ ასე

დაგაჯილდოვა,

კვლავაც აქ, ცაცხვის ხეებთან მოდი

და გაიხსენე შენი წარსული.

 

წარსული, რამაც ერთი დღე მაინც,

შენ სიხარული არც კი გაღირსა,

სასიამოვნო მოგონებები,

არა და არა, არ დაგიტოვა!

 

 

ვერ აიტანე

 

ვერ აიტანე უკუღმართი ბედის დაცინვა,

ბედის დაცინვა, რომელმაც შენ, მარტოდ დაგტოვა,

ამ უკუღმართმა შენმა ბედმა ტანჯვა გარგუნა

და ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაგიქცია.

 

ვერ აიტანე, უკუღმართი ბედის წილხვედრი,

მწარე შარბათი უხვად გასვა მან ცხოვრებაში

და არ მოგაკლო დარდი, სევდა, მწარე ნაღველი,

საჩუქარივით უხვად გქონდა შენ ცხოვრებაში.

 

ვერ აიტანე, ბედისაგან უღვთოდ ღალატი,

მან მოგატყუა, გაგწირა და ძირს დაგანარცხა,

შენ არ ელოდი ბედისაგან ღალატს, გაწირვას,

რომელმაც ქვეყნად, მარტოდ დაგტოვა, ცრემლის ამარა.

 

ვერ აიტანე, უკუღმართი ბედის დაცინვა,

ბედის დაცინვა, რომელმაც შენ არ შეგიბრალა,

ასეთ ამაყს და სიკეთით სავსეს,

ბედმა შენ ასე, რად გაგიმეტა?!

მხოლოდ ფიქრებთან მარტოდ დაგტოვა

 

ოთხკედელშუა, სულ მარტოდა ხარ,

შავი ფიქრები გარს გახვევია, ვერც კი იშორებ,

მიხვდება ვინმე - შენს გულის წუხილს?

გაგიგებს ვინმე - რა გიხრავს მაგ გულს?

 

სად, ვინ შეიგრძნობს, შენ რა გაწუხებს,

ვინ, ვინ ისურვებს, შენი დარდი გაიზიაროს,

ბევრი უგულო, ამასაც იტყვის:

რაც დაემართა, თავს დააბრალოს!

 

ვერა, ვერავინ შეძლებს გაგიგოს,

ოთხკედელშუა, თუ რასა ფიქრობ,

ვერა, ვერავინ შეძლებს მოგხედოს,

რომ ეგ ფიქრები, თავს აგაცილოს.

 

ბედმა, სიცოცხლეც კი ჩაგიმწარა,

ოთხკედელშუა მარტოდ დაგტოვა,

სულ მცირე შანსიც არ დაგიტოვა,

რომ შენს ოცნებებს ფრთები შეესხა.

 

შენი ცხოვრება, სულ დარდი იყო, არის, იქნება,

შენი ცხოვრება, დამიჯერე, უაზრო არის,

რადგანაც ბედმა, ამ ქვეყანაზე,

მხოლოდ ფიქრებთან დაგტოვა მარტოდ!

 

 

სიყვარულის ჯადოქარო

 

ქალთა შორის ერთადერთო,

ჩემი გულის დამპყრობელო,

სანამ გინდა, რომ დამტანჯო,

სიყვარულის ჯადოქარო!

 

ქალთა შორის ერთადერთო,

შენზე ვფიქრობ და ვოცნებობ,

სიყვარულის ჯადოქარო,

გახსენ გული, არ დამტანჯო.

 

სიყვარულის ჯადოქარო,

ნუთუ სულ არ გებრალები?

ნუთუ, მკერდში გულის ნაცვლად,

შენ ქვა გიდევს - დავიჯერო?!

 

ერთადერთო სიხარულო,

მხოლოდ შენ თუ გადამარჩენ,

თუ არადა, ჩემო კარგო,

იცოდე, სხვას შევიყვარებ!

 

შურს ვიძიებ ამით შენზე,

მეც დაგტანჯავ, გეფიცები,

სიყვარულის ჯადოქარო,

მერე, შენს თავს დააბრალე!

 

 

კვლავ გული მწარედ ამიდუღდება

 

გადავწევ ფარდებს, ფანჯრებს გავაღებ,

ქალაქს გავხედავ, ხმაურიანს და ხალისიანს,

მსწრაფლ მოვბრუნდები, გულდაწყვეტილი

და ნერვიულად, ფანჯრებს დავხურავ.

და ერთხელ კიდევ, გული დამწყდება,

რომ მე ცხოვრებამ ძლიერ გამრიყა,

კვლავ, გული მწარედ ამიდღუდება

და სინანულის ცრემლი დამცვივა.

გულით ვიტირებ წარსულ ცხოვრებას,

რომელმაც კარგი რა მომიტანა?

მხოლოდ სიავე, მხოლოდ სიმწარე,

დარდი, ნაღველი და სიმარტოვე?

დარდი, ნაღველი და სიმარტოვე,

ალბათ, თან დამყვა დაბადებიდან,

არც ერთი საათი, არც ერთი წუთი,

არა და არა, სიხარული მე არ მეღირსა!

 

18.IV.2001 წ.

 

 

ვესაუბრები ცაში ვარსკვლავებს

 

უკვე, ტირილიც არ შემიძლია,

რა ხანი არის, ცრემლი გამიშრა,

ვესაუბრები ცაში ვარსკვლავებს,

მათ ვუმხელ მხოლოდ ჩემს საიდუმლოს.

 

მათ ვუმხელ მხოლოდ, რადგანაც ვიცი,

ჩემს საიდუმლოს არსად გასცემენ,

რადგანაც ვიცი, რომ ვარსკვლავებიც,

ჩემებრ იწვიან დარდით, ვარამით.

 

მიტომაც არის, მხოლოდ ვარსკვლავებს,

მხოლოდ ვარსკვლავებს ვესაუბრები,

რადგანაც ვიცი, ეს საიდუმლო,

მე და ვარსკვლავებს შორის დარჩება.

 

თურმე, ნუ იტყვით, მთვარეც ისმენდა,

მე და ვარსკვლავებს შორის საუბარს,

თანადგომისთვის, თავის სხივები,

სანუგეშებლად გამომიგზავნა.

 

სხივებმა ნაზად მომიალერსეს

და ყურში, ჩუმად მათ ჩამჩურჩულეს:

ამდენს ნუ დარდობ, მაგრად იყავი,

ჩვენც შენთანა ვართ, მარტო არა ხარ!მ

 

 

სასანთლე და სანთელი

(აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული)

 

- ჩემო სანთელო, მანათებელო,

შენს არსებობას, ჩემს გარეშე

არა აქვს აზრი.

მე რომ არ ვიყო, ნეტავ,

როგორ გაანათებდი,

ანდა თავს როგორ შეიმაგრებდი?!

- ჩემო ძვირფასო, რად გავიწყდება,

შენ რომ არ იყავ, მე ვარსებობდი.

ვერ ხვდები, განა?

შენ, ჩემთვისა ხარ გაკეთებული

და არა, მე - შენთვის!

რომ შემაკავო და წყვდიადი მთლად გავანათო!

თუ დაფიქრდები, შენი სახელიც,

ამას მეტყველებს და დაიხსომე:

ამიერიდან, იმედი მაქვს, აღარას მკადრებ,

შენ დამიკავებ... მე კი წყდიადს, მთლად გავანათებ!

 

15.IV.2001 წ.

 

 

ეჰ, გვრიტო, გვრიტო...

 

ეჰ, გვრიტო, გვრიტო, ნეტავ იცოდე,

ნეტავ იცოდე, საუბარი, რამის წაკითხვა,

წაგიკითხავდი ჩემს ფიქრებს, ლექსად დაწერილს,

ყურს მომაპყრობდი და დანანებით ასე იტყოდი:

ეს რა ცხოვრება გქონია, შე ბედკრულო ქალო?!

 

ნეტავ, იცოდე კითხვა, შენ გვრიტო,

ნეტავ გესმოდეს შენ, ჩემი ენა,

ისეთ რაიმეს მოგიყვებოდი...

შენ წინ ცრემლების ტბა დამდგარიყოს.

 

ნეტავ, შეგეძლოს, პატარა გვრიტო,

დარდი, როგორმე შემიმსუბუქო,

ან რომ მოვკვდები, ხშირად მოხვიდე

და ჩემს საფლავზე შენ ცრემლი ღვარო!

 

ნეტავ, შეგეძლოს, პატარა გვრიტო,

ყვავილის დარგვა შენ, ჩემს საფლავზე

და ამ ყვავილებს, შენი ნისკარტით

მიუალერსო, ცრემლი დაღვარო!

 

5.IV.2001 წ.

 

 

შენ, დედა-მტკვარო!

 

ეჰ, დედა-მტკვარო, რად გარინდულხარ,

რად არ მიყურებ, ზურგს რატომ მაქცევ,

რად არას მეტყვი შენს საიდუმლოს,

იქნებ, ქაღალდზე გადმოვიტანო.

 

შენ თუ არ მეტყვი, შენს საიდუმლოს,

მაშ, მე მისმინე, ყური მომაპყარ,

გეტყვი, სულ გეტყვი, რაც რომ გადამხდა,

ოღონდ იცოდე, არ გამამხილო!

 

ჩემო მდინარევ, შენ, დედა-მტკვარო,

მეც ბევრსა ვმალავ ამ ობოლ გულში,

გითხრა? - ვაითუ, გული გატკინო,

შენც, ჩემო მტკვარო, ბევრი გადაგხდა.

 

ჰოდა, ასე ვქნათ, შენ, დედა-მტკვარო,

ჩვენ, საიდუმლო გულს ჩავიმარხოთ,

ჩვენ, საიდუმლოს ვიყოთ ერთგულნი

და ის არვის არ გავუმხილოთ!

 

 

და ნუ ენდობით მარტის თვეს

 

რა უცნაური თვე არის,

რას ჭირვეულობს, ნეტავი?

ხან რომ იცინის, ხან ტირის,

სულ რომ იცინოს, არა სჯობს?!

ამბობენ, თურმე მარტის თვეს,

ცხრა ცოლი ჰყავდა, სხვადასხვა:

ზოგი მცინარა, მტირალა,

წუნკალი, წყნარი, მტკივანა,

ზოგიც კეთილი, ბოროტი...

ამბობენ: როცა დარია,

მცინარა ცოლის ბრალია.

როცა წვიმა და ქარია,

ბოროტი ცოლის ბრალია.

როცა სუსხი და ჭყაპია,

წუნკალა ცოლის ბრალია

და როცა დღეში მარტის თვე,

ცხრაჯერ შეიცვლის ზნე-ჩვევებს,

ამბობენ: ამ დროს მარტის თვე,

ცხრავე ცოლს ერთად ნახულობს.

ასე რომ, ჩვენი მარტის თვე,

ცოლებს სურვილებს უსრულებს,

მიტომაც არის ასეთი,

ჭირვეული და ცუდი ზნის!

და ნუ ენდობით მარტის თვეს,

ნუ დაუჯერებთ ნურაფერს,

რადგან, ცხრა ცოლის პატრონი,

ჩვენ რა სიკეთეს დაგვაყრის?

 

 

ღამეა ბნელი

 

ფიქრებს ვეხლები, დავძრწივარ მათში,

ვერ მივაგენი მე გამოსავალს,

ვეკამათები ფიქრებში ჩემს თავს,

მაინც ვერ ვშველი ამ ფიქრებს ტიალს.

 

ეჰ, მარტოობა ამ ქვეყანაზე,

ვიცი, რომ კარგს მე, არას მომიტანს,

დამზრავს, დამადნობს და გამომფიტავს,

დამტოვებს ვიცი, ფიქრის ამარა.

 

ღამეა ბნელი, ირგვლივ - სიჩუმე,

ხანდისხან ისმის ქარის კივილი,

ალბათ, ჩემსავით მარტოკა არის,

ალბათ, ფიქრები მასაც აწუხებს.

 

აღარ თენდება, ღამე ტიალი,

ამდენ ფიქრებმა ძლიერ დამღალეს,

წავალ და ქარს ვთხოვ, მე დახმარებას,

ისიც ჩემსავით ხომ მარტოდ არის?!

რა ქნას

თვალებს ცრემლების კვალი ატყვია,

გულს, კვლავ ამჩნია დარდების ლაქა,

ის დადიოდა ფიქრებში ქართან,

ფოთლებთან სურდა გაბაასება.

 

ფოთლები მწვანე, გარს ეხვეოდნენ,

ეფერებოდნენ, ცრემლებსა სწმენდნენ,

ქარმაც, ფიქრები სულ გაუფანტა

და დაამშვიდეს წყნარი ბაასით.

 

ყოველთვის ქართან ხომ არ იქნება,

ფოთლებთან მუდამ ვერ ისაუბრებს,

რა ქნას, როდესაც ქარიც, ფოთლებიც,

სხვაგან წავლენ და... მარტოდ დარჩება?!

 

 

***

ღამის სიბნელე, ირგვლივ სიჩუმე,

ხანდისხან ისმის, სადღაც კივილი,

ეს, ალბათ ბუა, ცალად დარჩენილს,

თუ მოენატრა მას თავის წყვილი.

 

ბუმაც კი იცის, რარიგ ძნელია,

მარტოდ დარჩენა, სულით ობლობა,

და მიტომ არის, ხანდისხან კივის,

იქნებ, გულისწორს ხმა მიაწვდინოს!

 

 

***

მგონი, აღმართი უკვე გავლიე,

და თავდაღმართზე დავეშვი უკვე,

აღმართი, სევდით ძლივს ავიარე,

როგორ ჩავივლი ნეტავ, თავდაღმართს?

 

ეჰ, როგორ მინდა, დაღმართი მაინც,

ვარამი ტვირთად არ მქონდეს ზურგზე,

დაღმართი იქნებ მსუბუქად განვლო

და ეს ვარამი გზაზე დავტოვო!

ჰოდა, შევუნდოთ...

 

ირგვლივ ყოველი, წყვდიადს მოუცავს,

ქარი ბობოქრობს, ქარი მრისხანებს,

ნეტავ, რას ხედავს ამ სიბნელეში,

ამდენს რომ დადის გამწარებული?

ან ვისზედ არის გაბრაზებული?

 

ალბათ, მასაც აქვს სევდა-ნაღველი,

ისიც ამ ქვეყნად მარტო სულია,

ჰოდა, მიტომაც ბრაზობს, მრისხანებს,

ამით იქარვებს დარდსა და ნაღველს,

რომელიც გულზე შემოსწოლია.

 

რომ არ იბრაზოს, არ იბობოქროს,

დარდისგან, გულიც კი გაუსკდება,

ჰოდა, შევუნდოთ მას გაბრაზება,

ბობოქრობა და ეს მრისხანება!

 

 

მთვრალი ვარ ვნებით

 

მთვრალი ვარ ვნებით, ბილიკს მივყვები მე სიყვარულით,

ვინ დამაკავებს ვნებებით მდიდარს?

ან ვინ შეძლებს, ამ მდიდარი ვნების ჩაქრობას?

ან ვინ იქნება, დამაწყნაროს და დამამშვიდოს?!

მივყვები ბილიკს, ვნებით დამთვრალი,

გვერდით მომყვება სისინა ქარი,

ყურში ჩამძახის გაბრაზებული -

დაიცხრე ვნება, ცოტა დაწყნარდი!

ვინ დააწყნარებს ამ ვნებას, ნეტავ?

მე, ვისაც ველი, ის ჯერ არა სჩანს,

ალბათ, ბილიკის ბოლოს დამხვდება

და დამაწყნარებს, ვნებას ჩამიქრობს.

ჰოდა, მიტომაც მივყვები ბილიკს,

სიყვარულით და დიდი იმედით,

იქ მელოდება, ბილიკის ბოლოს,

ვინც, მე ამ ვნებას უმალ ჩამიქრობს!

 

 

შურით გვიჭვრეტდნენ ცაცხვის ხეები

 

ცაცხვების შრიალს ერთად ვუსმენდით,

ერთად ვტკბებოდით მათი სურნელით,

შენ, რომ იცოდე, ჩემო ძვირფასო,

შენი სურნელი უფრო მატკბობდა.

 

უფრო მატკბობდა შენი ამბორი,

შენი ალერსი და მოფერება,

ძლიერ მინდოდა, ძლიერ მინდოდა,

ეს წუთები რომ დიდხანს მქონოდა.

 

ჩემს მკლავებში ნაზადა თრთოდი,

მაგრძნობინებდი შენს ტანის სითბოს

და მეტი ჟინით, ჩემმა ტუჩებმა,

შენს ტუჩებზედა დაიწყეს ქროლვა.

 

შურით გვიჭვრეტდნენ ცაცხვის ხეები,

მათაც უნდოდათ სატრფოსთან ყოფნა -

ამ ნეტარებით საამო ტკბობა,

მაგრამ სატრფო კი, არსადა ჩანდა,

აი, რად გვჭვრეტდნენ შურით ცაცხვები!

 

 

 

მომეფერები ნაზად და ვნებით

 

მხოლოდ ღამით ხარ ჩემთან ოცნებით,

თითქოს ნისლიდან ჩნდები, ხანდისხან,

მომეფერები ნაზად და ვნებით,

და ისევ ნისლთან დაიკარგები.

 

ცას უბრუნდები შუაღამისას

და მე კი, მტოვებ ფიქრებთან მარტო,

გამახსენდება, რომ ჩემი ბედი,

ჯერაც მრუდეა და მე არ მწყალობს.

მან მხოლოდ საზრდოდ მე დამიტოვა,

შავი ფიქრი და ფუჭი ოცნება.

 

ფიქრში მივყვები ცაცხვის ხეივანს

და ცაზე ვხედავ შენს ცისფერ თვალებს,

ნეტავი, ჩემთან ახლოს გამყოფა,

რომ დავეკონო მარწყვისფერ ტუჩებს!

 

ვაი, რომ მხოლოდ ეს ოცნებაა

და ამ ოცნების ტყვე ვარ, მგონია,

ჩემს ბედისწერას, ჩემს ბედისწერას,

უნდა მივენდო, სხვა გზა არა მაქვს!

 

 

 

იმღერიან ყვავილები

 

იმღერიან ყვავილები,

გაზაფხულის ქებათ-ქებას,

იები და ენძელები,

მორცხვად თავებს დაბლა ხრიან.

 

მაისის ვარდს, სიხარულით

სახე გაცისკროვნებია,

სიმორცხვისგან მის ნაზ სახეს,

სიწითლე გადაჰფენია.

 

იები და ენძელები,

ყოჩივარდა, გულყვითლები,

ტიტები და ნარცისები,

ვარდებთან ერთად მღერიან.

 

ყვავილები იმღერიან,

გაზაფხულს ქებას უძღვიან,

სიხარულით, სიყვარულით,

ერთმანეთს ეფერებიან.

 

5.IV.2001 წ.

 

 

ის, აღარ მოვა

 

მელოდებოდი, მელოდებოდი,

ფოთლებთან ერთად გასცქერდი ბილიკს,

შენ და ფოთლები მელოდოებით

და ამ ლოდინის უმძიმეს წუთებს,

ქარის სიმღერა გაძლებინებდათ.

და უცებ, რაღაც ხმა ჩამოგესმა,

მაღლა ახედე... ყვავები იყვნენ:

ის აღარ მოვა, ნუ ელოდები,

ნუ ელოდები, ის აღარ მოვა

...

მაინც იდექი, მელოდებოდი,

ჯიუტად გწამდა, რომ მოვიდოდი...

ფოთლებთან ერთად ბილიკს გასცქერდი,

ქარი სიმღერით თან გამხნევებდა.

 

არა, არ მოვა, ნუ ელოდები! -

კვლავ ჩამოგძახეს ყვავებმა ჩუმად -

აღარასოდეს დაგიბრუნდება,

რადგანაც იმან სხვა შეიყვარა!

 

შენ კი, იდექი ფოთლებთან ერთად,

ჯიუტად მაინც მელოდებოდი,

და ნაღვლიანი გასცქერდი ბილიკს:

ის მაინც მოვა!  - შენთვის ფიქრობდი

 

თითქოს საკუთარ საფლავს ვეძებდე

ცრემლშეუშრობი დავდივარ დღესაც,

ნეტავ, სად წავალ, ყველგან ღამეა,

ერთი, ჩემს გულში ჩამოგახედა,

ეჰ, რა სევდა და, რა ვარამია.

ბოღმა ხავსივით ბიბინებს ყელზე,

ირგვლივ სიბნელე და სიჩუმეა,

დარდით დავდივარ ამ ქვეყანაზე,

თითქოს საკუთარ საფლავს ვეძებდე!

 

მთვარე, ზემოდან ვერცხლისფერ სხივებს,

უხვად მიგზავნის და გზას მინათებს,

უნდა რომ არსად გადავიჩეხო,

ამ დიდ ვარამს და სევდას გავუძლო!

 

28.III.2001 წ.

 

 

ზიხარ მარტოკა

 

ზიხარ მარტოკა ოთხკედელშუა,

გული სავსე გაქვს დარდით და ბოღმით,

ხან ერთზე ფიქრობ, ხან მეორეზე,

ხან კი, ყველაფერს ერთადა ნაღვლობ.

 

ზიხარ მარტოკა, ოთხკედელშუა,

მიშტერებიხარ კედლებს და ფანჯრებს

და ცდილობ, მათში ამოიკითხო,

თუ რა მოგელის შენ მომავალში.

 

გარეთ კი, ქარი ბობოქრობს, ღმუის,

თითქოს შენსავით, რაღაცას დარდობს,

ალბათ, შენსავით მარტოკა არის,

ალბათ, შენსავით რაღაცას ნაღვლობს.

 

 

***

ღამის ბინდბუნდში მომეძალება,

სითბო დარდების და მათი ცქერა,

გულს დარჩენილი ვარამით გვემა,

ჩემი წარსულის გულდაგულ ჩხრეკვა.

 

ღამის ბინდბუნდში კვლავ ცოცხლდებიან,

უკვე განვლილი მწარე დღეები,

კვლავაც ფიქრები მეძალებიან,

ვერ მოვიშორე გულს მე, ვარამი.

 

 

 

თანდათან შური მიპყრობდა თითქოს

 

წუხელი, სიზმარში გნახე,

ხშირ ხეივანში დასეირნობდი,

თმებში ჩაგეწნა გვირილები და შროშანები,

თეთრ ღაწვებზე კი, ღიმი გეფინა.

 

რაღაცით იყავ გახარებული,

მზის ცელქი სხივი გეფერებოდა,

ვარდები კოცნით განებივრებდნენ

და ამით იყავ, შენ კმაყოფილი.

 

შემშურდა მზის და მისი სხივების,

და სითამამე წითელ ვარდების,

ჩემს ნაცვლად, რატომ გეფერებოდნენ

და ასე გიჟურ,  რატომ გკოცნიდნენ.

 

თანდათან შური მიპყრობდა თითქოს,

თეთრ გვირილების და შროშანების,

რადგანაც მხოლოდ მათ ჰქონდა ნება,

შენი სურნელით რომ დამტკბარიყვნენ.

 

გათენდა უცებ... სიზმარიც გაქრა,

არც გვირილები, არც შროშანები,

არც ვარდები და არც მზის სხივები,

ჩემს ნაცვლად შენ არ გეფერებოდნენ...

და ჩემს მკლავებში შენ ნებივრობდი!

 

 

 

***

ხან ქარიშხალი ბობოქრობს შენში,

ხან მრისხანე ხარ, ვით ქარიშხალი,

ხან წყნარი, მშვიდი, ხან კი ძლიერი,

ხან ძუ ლომივით აფოფრებული.

 

მითხარი, რატომ, რატომ იცვლები,

ბედმა ასეთად, რატომ გაქცია,

გულში რატომ გაქვს, სულ მუდამ დარდი

და მუდამ ცრემლით სავსე თვალები?

 

 

 

შენი არ ვიცი

 

შენი არ ვიცი, მე დავიღალე,

ამ უკუნეთი ღამის ყურებით,

როგორ მინდა, რომ მალე გათენდეს,

ეჰ, როგორ მინდა, მე სიხარული.

 

მე, სიხარული ძლიერ მწყუროდა,

ის კი, არა და არ მოდიოდა,

მე ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ

მე სიხარული არ მეღირსება!

 

 

 

ხმა განწირული, საიქიოდან

 

მზე გადიოდა ცის ერთ მხარეზე,

ქარი ბოროტად ტყეში კიოდა,

და ამ კივილში,თითქოს მესმოდა

ჩემი ხმა, ვითომ საიქიოდან.

 

ძლივს ვამშვიდებდი მოქანცულ ჩემს სულს,

და ყურს ვუგდებდი კივილს ქარისას,

და ამ კივილში მაინც მესმოდა,

ხმა განწირული, საიქიოდან.

 

აწეწილ ფიქრებს და დაღლილ ჩემს სულს,

ახსოვდათ მხოლოდ მწარე ფიქრები,

მწარე წარსული, მწარე ფიქრები,

ჩემს წინ ცეკვავდნენ, როგორც ალები.

 

მზე გადიოდა ცის ერთ მხარეზე,

და ხარხარებდნენ ავი სულები,

და ამ ხარხარში, მე ჩამესმოდა,

ჩემი ხმა, თითქოს საიქიოდან!

 

 

და ამ ბინდბუნდში მთვარე დამეძებს

 

ნამტირალევი მაქვს მე თვალები,

ჩემთვის ხომ ყველგან ბინდია, ბინდი,

თქვენ რომ ჩეს გულში შეძლოთ ჩახედვა,

რამდენი დარდი და ვარამია!

 

თითქოს ვერაფერს ვერა ვხედავდი,

საკუთარ ბედის სიავის გარდა,

და ამ ბინდბუნდში, საკუთარ თავთან,

ხმამაღლა ვწყევლი ჩემს მუხთალ ბედსა.

 

და ამ ბინდბუდში მთვარე დამეძებს,

უნდა,რომ რამე ნუგეში მითხრას,

უნდა, რომ დარდი გაიზიაროს,

შავი ფიქრები, რომ ამაცილოს!

 

 

 

***

გული დაღონდა, დადარდიანდა,

რადგან შეიტყო, ბედის სიავე,

თურმე, აქამდე რაც კი გადამხდა,

ამ სიავესთან... არაფერია!

 

 

გელოდებოდი

 

გელოდებოდი ცაცხვის ხეებთან,

სადღაც სივრცეში, ვხედავდი ბილიკს,

არ ვაშორებდი სევდიან მზერას,

თან ყურს ვუგდებდი ქარის სისინს,

                                   მეტად დამცინავს.

 

ის აღარ მოვა! - სისინებდა ქარი ბოროტი, -

ვნახე, ის როგორ ეხვეოდა სულ სხვა არსებას,

და მაინც ვიდექ, გავყურებდი ბილიკს სივრცეში,

ჩემთვის ვფიქრობდი:

არ მიმატოვებს, მაინც კი... მოვა.

ქარი კი მაინც სისინებდა: - არა, არ მოვა,

სხვასთან წავიდა და მიგატოვა!

დღესაც კი ვდგავარ ცაცხვის ხეებთან

და მაინც ვფიქრობ:

არ მიმატოვებს, მაინც კი... მოვა!

 

 

 

დამათენდება

 

დამათენდება დაღლილს ფიქრისგან,

ჩემს ფანჯარასთან მოფრინდებიან

ჩიტები... ალბათ, მანუგეშებენ

და დანანებით, ალბათ მეტყვიან:

 

ამდენს რას ფიქრობ, რად არ იძინებ,

რატომ ნებდები ფიქრებს დარდიანს,

წამოდი ჩვენთან, ცაში ვიფრინოთ

და დავივიწყოთ შავი ფიქრები!მ

 

 

ეჰ, მთვარევ, მთვარევ

 

მარტოდ მარტო ვარ, მ- ჩემს ფიქრებთან,

და მბრძანებლობენ ბატონ კაცივით,

მათ, როგორც უნდათ, ის- მმართავენ,

და მაცეკვებენ  თოჯინასავით.

 

ცაზ- ვარსკვლავნი შორიდან სჩანან,

და არც კი უნდათ, რომ მანუგეშონ,

და არც კი უნდათ, გზა გამინათონ,

რომ არსად ფეხი არ დამიცურდეს.

 

ეჰ, მთვარევ, მთვარევ, შენ რაღა მოგდის,

რატომ დამტოვ- ფიქრებთან მარტოდ,

შენ მაინც, ოდნავ გზა გამინათე,

რომ ამ ჩემს ფიქრებს სადმე გავექცე!

 

 

***

გაუხარელი დღეები მქონდა,

გაუხარელი კვლავაც მექნება,

სულით ობოლი, საწყალი ქალი,

აწმყოში ვეძებ მე გახარებას?!

 

 

 

მიყვარდა შენი...

 

მიყვარდა შენი სითბო, სურნელი,

შენს ბაგეებზ- გიჟური ქროლვა,

შენს ნაზ თმებზ- ხელის გადასმა,

შენს ლურჯ თვალებში ნეტარ ყურება.

 

მიყვარდა შენი სიზმრად ჩვენება,

გზის გასაყართან მოლოდინი და მიჩერება,

მიყვარდა შენს გაბუტულ ტუჩებზე კოცნა

და ლურჯ თვალებში ნეტარების ცრემლების ცქერა.

 

მიყვარდა შენი ოქროსფერი თმის მოფერება,

რა რიგ გშვენოდა გვირილების შიგ ჩამაგრება,

ყვავილთ გვირგვინიც ძალზე გშვენოდა,

ნამდვილ პატარძლად თავი უკვ- წარმოგედგინა.

 

მიყვარდა შენი სითბო, სურნელი,

შენს ბაგეებზე გიჟური ქროლვა,

მიყვარდა შენი გაბუტული ტუჩების კოცნა,

მიყვარდა შენი ყველაფერი, რაც კი გაგაჩნდა!

 

 

და მე, ღმერთსა ვთხოვ ყოვლისშემძლესა

 

დარდი ულევი, ვარამი მრავალი,

მე ბედისწერამ

ჯილდოდ  მარგუნა,

ალბათ, არ არის ადამიანი,

ამდენი ჯილდო ერთად ჰქონოდა!

 

მე, ბედისწერას კიდევ

ვემდურო?

მან ხომ ყველასგან გამომარჩია?

და ასე უხვად დამაჯილდოვა

დარდით, სევდით და დიდი ვარამით.

არა და არა, ბედს არ

ვუმდური,

მე მიჭირს მხოლოდ, ამდენი

ჯილდოს ერთად ტარება,

ეჰ, რა ვუთხრა ჩემს ბედისწერას,

ისე უღვთოდ რომ მან მე გამწირა,

 

ჩემი ცხოვრება ამ ჯილდოთი რომ დაამძიმა,

და ამ სიმძიმით ძლიერ მიჭირს აღმართზე ასვლა,

 

და მე ღმერთსა ვთხოვ, ყოვლისშემძლეს,

რომ მომცეს ძალა, სულის სიმტკიცე,

ეს მძიმე ჯილდო

 რომ მაწევს მხრებზე,

მსუბუქად შევძლო მისი ტარება,

რომ ამ სიმძიმემ შუა აღმართზე არ შემაჩეროს!

 

 

თითქოს ნაძვებსაც ვებრალები

 

რაო, არ გჯერა? - ხომ დაგივიწყე დიდი ხნის წინათ,

რადგანაც კარგო, მე ჩემს თავს უკვე აღარ ვეკუთვნი,

დავბორიალობ ორეულივით ღამის ბინდბუნდში,

ნაძვებსღა ვანდობ ჩემს დარდსა და ჩემს საიდუმლოს.

 

თითქოს ნაძვებსაც ვებრალები, მითანაგრძნობენ,

ცდილობენ, დარდი ოდნავ მაინც შემიმსუბუქონ,

მე კი, გულს მიხრავს დარდი, სევდა, შავი ფიქრები,

შავი ფიქრები, რომლებმაც მე, სულ გამომფიტეს.

 

ღამის ბინდბუნდში, თითქოს გხედავ, კიდეც გეხები

და წუთიერად მავიწყდება შავი ფიქრები,

და წუთიერად მავწყდება დარდი, ვარამი,

ასე მგონია, შენთან ყოფნით აღარ მექნება შავი ფიქრები!

 

ჰოდა, ძვირფასო, მაინც მინდა შენც დამივიწყო,

რადგანაც ჩემთან ვერასოდეს კარგს ვერა ნახავ,

მე კი, კვლავ ვივლი ღამის ბინდბუნდში

იქნებ, ნაძვებთან ვპოვო მე, ოდნავი შვება.

 

ეჰ, მე ისეთი დარდის ჭია მხრავს,

მე შვებას ვერა, ვერსად ვერ ვნახავ,

ვერც ნაძვები და ღამის ბინდბუნდი,

ჩემს დარდს და ვარამს ვერ უშველიან!

30.IV.2001 წ.

 

 

და კვლავ გაგიხსნა ძველი ჭრილობა

 

ყურს რომ უგდებდი შენს გულისძახილს,

ქარი, გარედან გითანაგრძნობდა,

დროდადრო, ძლიერ გაიქროლებდა,

შენ რომ თავი მარტოდ არ გეგრძნო.

 

გულმა შენ ბევრი რამ გაგახსენა,

და კვლავ გაგიხსნა ძველი ჭრილობა,

თითქოს ჭრილობას მარილს აყრიდნენ,

ისე გეწვოდა, ისე გტკიოდა.

 

დიდხანს უგდებდი ყურს შენს გულისთქმას,

არც კი გჯეროდა მისი ნათქვამი,

დროდადრო ქარი კი გახსენებდა, -

გულს დაუჯერე, ის მართალია!

ჰოდა, მიტომაც, მე ბედს ვემდური

ეჰ, რომ მოვკვდები, ვინ დამიტირებს,

ვის გადმოსცვივა ცრემლი მდუღარე,

ვინ დაიხრება კუბოს თავთან და -

გულამოსკვნილი ვინ იყვის? – დედა!

 

შესაბრალისი უფრო ვიქნები,

რომ არვის ცრემლი გულს არ დამიწვავს,

და არვის ცრემლი, ცივ სამარეში,

მანუგეშებლად თან არ ჩამყვება.

 

მიცვალებულსაც ძლიერ სჭირდება,

სითბო, პატივი და ყურადღება,

ეჰ, იქაც, იმ ქვეყანაშიც კი,

არც ერთი, ალბათ, მე არ მექნება.

 

ალბათ, ფოთლები შემოდგომისა,

ცრემლების ნაცვლად საფლავს მექნება,

ნეტავ, ვიცოდე, ფოთლები მაინც,

უხვად თუ ცრემლებს მე დამყრიან.

 

არ ვიცი, ასე რატომ დამსაჯა,

ჩემმა ყისმათმა და ბედისწერამ,

რომ არც ამ ქვეყნად და არც იმ ქვეყნად,

სიხარული, მე არსად მენახა.

 

ჰოდა, მიტომაც მე ბედს ვემდური,

ბედმა, რომელმაც ძირს დამანარცხა,

ბედმა, რომელმაც მე სიცოცხლეში,

არა და არა, სიხარული მე არ მაღირსა!

 

22.III.2001 წ.

 

 

 

დაგისხდებიან ჭირისუფლებად

 

თითქოს, შენს კუბოს მოასვენებენ,

და ყვავილები მოჰქონდა ნიავს,

გზადაგზა თავებს ხრიდნენ ნაძვები,

ძაძა ემოსათ დანარჩენ ხეებს.

 

თითქოს, სიკვდილმაც შენ აგირჩია,

მაგრად მოგხვია შავი ხელები,

მაგრად ჩაგასო თავის ბრჭყალები,

გულში ჩაგიკრა, აღარ გაგიშვა.

 

რას იზამ, კარგო, შენ აგირჩია,

ალბათ, ძალიან კეთილი იყავ,

ალბათ, იმიტომ რომ ცხოვრებისგან,

ძალიან იყავ, შენ დაჩაგრული.

 

თითქოს, შენს ცხედარს მოასვენებენ,

ქარი გაჰკივის, ღრუბლები ცრემლს ღვრის,

ცაცხვებიც ცრემლით მიგაცილებენ,

საკმეველს გიკმევენ ფიჭვის ხეებიც.

 

მდელო შეამკობს შენს ობოლ საფლავს,

ნაზი იებით და ენძელებით,

გულყვითელები, ყოჩივარდები,

დაგისხდებიან ჭირისუფლებად.

 

და არასოდეს ცრემლს არ მოგაკლებს,

მაღლა ღრუბლები, ნაღვლიანები,

მდუღარე ცრემლი მაღლა, ზეციდან,

დაუყვედრებლად მუდამ გექნება.

 

 

საოცარი ქალი

 

მოდიოდა გზაზე, საოცარი ქალი,

ნაზად ეხვეოდა სიო სიყვარულით,

და უფრიალებდა კაბას მორიდებით,

და მეც ვუყურებდი, ამ ქალს, მოკრძალებით.

 

მოდიოდა ქალი, ქალი საოცარი,

ამაყად მზირალი, ყელმოღერებული,

ძალზე ზვიადი და, მეტად სათნო ქალი,

თავდაჯერებული, მოდიოდა ქალი.

 

მოდიოდა ქალი, საოცარი ქალი,

დედა, მრავალ შვილის, სამშობლოს დამცველი,

ქალი, მებრძოლი და მშვიდობის მსურველი,

ქალი კეკლუცი და ოჯახის ერთგული.

 

მოდიოდა გზაზე, საოცარი ქალი,

ნაზად ეხვეოდა სიო სიყვარულით,

ლოყებს უკოცნიდა ცელქი მზის სხივები,

და მით კმაყოფილი, მოდიოდა ქალი, ქალი საოცარი.

 

მოდიოდა ქალი, საოცრად ლამაზი,

ნაზად უღიმოდა მზის სხივებს და სიოს,

თითქოს პატიობდა სიოს ამ სიცელქეს,

უხაროდა კიდეც, კოცნა მზის სხივების

და ცელქ სხივებს ქალი, მადლობას უძღვნიდა...

მოდიოდა ქალი, საოცრად ამაყი,

ქალი საოცარი, ზვიადი და ნაზი!

 

 

მიყვარხარ, მიყვარხარ!

 

მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ,

ძილშიც კი, ამას ვამბობ.

შენ კი არ გესმის ჩემი,

ნეტავ, სადა ხარ კარგო.

 

გეძებ, სულ გეძებ, გეძებ,

ვერსად ვერ მოგაგენი,

ნუ მემალები, კარგო,

აქ მოდი, ჩემთან, ახლო.

 

აქ მოდი, ჩემთან, ახლო,

მომიალერსე თბილად,

განმაცდევინე კვლავაც,

წარსულის ტკბილი დღენი.

 

წარსულის ტკბილი დღენი,

ო, როგორ მენატრება,

ო, როგორ მენატრება,

შენი ტუჩების სითბო.

 

მოდი, კვლავ მოდი, ჩემთან,

მომიალერსე თბილად,

კვლავ მაგრძნობინე კარგო,

შენი შეხებით თრთოლვა.

 

მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ,

დღე და ღამ ამას ვამბობ,

ნუ დამივიწყებ, კარგო,

აქ მოდი, ჩემთან ახლო.

 

 

 

, ეს ფიქრები

 

ჩემი ფიქრები, შმაგი და მძაფრი,

ათი ათას ტონაზე მძიმე,

მაგრამ ბუმბულზე უფრო მსუბუქი,

ყველა კუთხეში სწრაფად მქროლავი.

 

ჩემი ფიქრები, ხან მრისხანეა,

ხან წყნარი... ვით ანგელოზი,

ხან დემონი და ყინულებრ ცივი,

ხან ცეცხლოვანი და ჩაუმქრალი.

 

ჩემი ფიქრები, კუპრივით შავი,

ხან, როგორც თეთრი, სპეტაკი თოვლი,

ხან, ძლიერ სუსტი, ხან კი მძვინვარე,

ხან ისე მძლავრი, ვითარცა ელვა!

 

ჩემი ფიქრები, ხან ღარიბია,

ხან კი მდიდარი, ვითარცა მეფე,

ჩემი ფიქრები, ო, ეს ფიქრები,

რომ არ მასვენებს მე დღე და ღამე.

 

ჩემი ფიქრები, მოუსვენარნი,

მეგობარივით, სულ ჩემთან არის,

ხან მეფერება, ხან კი მაშმაგებს,

ხან არ ვახსოვარ, ხან კი, მიყურებს.

 

ჩემი ფიქრები, ო, ეს ფიქრები,

ხან შმაგი, მძაფრი, ხან სუსტი, წყნარი,

ჩემი ფიქრები, ო, ეს ფიქრები,

სულ ჩემთან არის, ვარ მიჯაჭვული!

 

 

კიდევ რა გითხრა...

 

განა ისეთი რა დაგიშავე,

სხვასთან წახვედი და მიმატოვე,

განა ისეთი რა დაგიშავე,

ჩემი ამბორი რომ დაივიწყე.

 

განა ისეთი რა დაგიშავე,

ჩემი ამბორი რომ დაივიწყე,

ჩემს ბაგეებზე, როგორ დაჰქროდნენ,

შენი ტუჩების გიჟური ქროლვა.

 

ნუთუ არ გახსოვს და დაივიწყე,

ჩემს მკლავებში რომ თრთოდი საამოდ,

როგორ მათრობდა შენი სურნელი,

არა, არ მჯერა, რომ დაივიწყე!

 

კიდევ რა გითხრა, რა გაგახსენო,

რა მოგონება გაგითბობს მაგ გულს,

მოდი და მითხარ: მეც ყველა მახსოვს,

მაგრამ რა გიყო, სხვა შემიყვარდა!

სხვა შემიყვარდა, რადგანაც კარგო,

უფრო მაცდური ღიმილი ჰქონდა!

ეჰ, მეც ვეცდები, რომ დაგივიწყო,

თავდავიწყება სხვასთან რომ ვპოვო,

სხვაში რომ ვპოვო ის ნეტარება,

რომ შენი თავი გადამავიწყოს!

 

მაგრამ იცოდე, შენებრ, ძვირფასო,

ვერა, ვერ შევძლებ სხვის შეყვარებას,

იცოდე, მუდამ თვალწინ მექნება,

შენი ზმანება, შენი ხატება.

 

 

ნისკარტით ფოთლებს მიმოაბნევენ

 

მტრედის ნისკარტით ვწერ ამ სტრიქონებს,

თვალებზე სევდის ცრემლი მაქვს ჯერაც,

ეჰ, როგორ მინდა, ეს სევდა, დარდი,

ამ დიდ ფურცელზე გადმოვიტანო.

 

სურვილი ჩემი, სურვილად დარჩა,

როგორც სხვა ყველა ჩემი სურვილი,

ვერა, ვერ შევძელ ის გადმომეცა,

რაც მე გულში მაქვს დარდი და სევდა.

 

ჩემო მკითხველო, შენ გიფრთხილდები,

არა, არ მინდა, შენც ცრემლი ღვარო,

არ მინდა, გული სევდით აგივსო,

არ მინდა, არა, რომ შემიბრალო.

მე შებრალებას არ ვარ ჩვეული,

ანდა რას მიშველს ეგ შებრალება,

სულით ობოლი ვიყავ, დავრჩები,

და ასე ჩავალ ცივ სამარეში.

 

იქაც კი ვიგრძნობ სულით ობლობას,

რადგან არავის ცრემლი ჩამყვება,

ან ვინ დაჯდება საფლავის ქვაზე,

ვინ, ვინ დამაყრის ცრემლებს მდუღარეს?

 

ვინ, ვინ იქნება ძაძით მოსილი,

ვინ შეინახავს ჩემს ხსოვნას გულში,

ისევ მტრედები... ჩემს ობოლ საფლავს,

ნისკარტით ფოთლებს მიმოაბნევენ!

 

ისევ მტრედები მოვლენ საფლავზე,

ერთიორ კურცხალსაც ჩამოაგდებენ,

და დანანებით დასწერენ ქვაზე,

აქა მარხია სულით ობოლი, ბედკრული ქალი!

 

 

***

ტყუილად არ მიყვარს მე საქართველო,

თავის მთა-ბარით, მდელო, ტყე-ველით,

ტყუილად არ მიყვარს მე საქართველო,

სახელგანთქმული თავისი ხალხით.

 

ტყუილად არ მიყვარს მე საქართველო,

თავის წარსულით და მომავალით,

სახელგანთქმული ყრმანი ყოველთვის

ამშვენებდა და ამშვენებს დღესაც.

 

ტყუილად არ მიყვარს მე საქართველო,

მისი სიცილით, მისი ცრემლებით,

მისი ლხნით და მისი ვაებით,

მისი დამცველი მარად ვიქნები.

 

ტყუილად არ მიყვარს მე საქართველო,

მე უიმისოდ ვერ გავძლებ, ვერა,

მისთვის ვიცოცხლებ, თავს ვანაცვალებ,

თავსაც გავწირავ, თუკი დასჭირდა!

 

 

ეჰ, ჩემო გულო

ვუძღვნი ჩემს უახლოეს მეგობარს ტალის

 

ეჰ, ჩემო გულო, მუდამ სევდა გაქვს

გულის სიღრმეში დაბუდებული,

ნეტავ თუ გჯერა, შენი თავისთვის,

ოდესმე აწმყოს შექმნი უკეთესს?

 

არაფერი მწამს შენი სიკეთის,

აწმყოც არაფერს კარგს არ გიქადის,

სევდა, რომელიც გულის შიგნით გაქვს,

შენგან არ წავა, შენში დარჩება.

 

ეჰ, ჩემო გულო, ვინ დაგიფასებს,

ამ სათნოებას, ამ შენს სიკეთეს,

მაგ სათნოებას როგორც შეჰფერის,

არა, არვინ ჰყავს დამფასებელი.

 

რას იზამ, კარგო, ალბათ ბედია,

ბედი, რომელიც შენ დაგეწერა,

შენი სიკეთე და სათნოება,

საპნის ბუშტივით ჰაერში გაქრა.

 

 

ვნატრობ, , როგორ ვნატრობ

 

შენი ტუჩების სითბო,

შენს ტუჩებზედა ქროლვა,

არა, არ მავიწყდება

და ამას კიდევ ვნატრობ.

 

ვნატრობ, ო, როგორ ვნატრობ,

კვლავაც მოხვიდე ჩემთან,

რომ შენი ტანის სითბო,

მე, მაგრძნობინო მარტო.

 

მხოლოდ მე მინდა ვიყო,

მებაღე, შენი ბაღის,

სხვამ რომ ვერავინ შესძლოს,

მაგ ხილით პირის ტკბობა.

 

დავდგები ერთგულ დარაჯად,

შენს ბაღს დავიცავ მარად,

შიგ არავის არ შევუშვებ,

მხოლოდ, თავს მივცემ ნებას!

 

 

მაკას

 

ჩემო მაკო, მე ღმერთსა ვთხოვ,

შენთვის ზღვა ბედნიერებას!

სიხარული, სიყვარული,

სულ თან გდევდეს სიცოცხლეში.

ამის მეტი კიდევ გინდა?

კიდევ, კიდევ, ჩემო გოგო?

შვილთა სიმრავლეს გისურვებ

და ქმართანაც გახარებას.

აბა, კიდევ სხვა რა გინდა?!!

აჰა, მივხვდი, რაც ვერ გითხარ...

და ახლა კი გეუბნები:

- შვილთა-შვილის დიდი ბებო

გამხდარიყავ ჩემო გოგო!

მგონი, ყველაფერი გითხარ,

რისი თქმაც შეიძლებოდა,

დანარჩენი?.. დანარჩენი მერე იყოს,

ჩემო გოგო!

 

28.IV.2001 წ.

 

 

მასაც  ცისფერი კაბა ემოსა

 

ის ჰკრეფდა იებს სიცილ-კისკისით,

ჰკრეფდა კონებს და გულში იკრავდა,

მე, მისი ცქერით აღტაცებული,

ვტკბებოდი მათი დიდი მსგავსებით.

 

მასაც ცისფერი კაბა ემოსა,

ორივეს ლურჯი თვალები ჰქონდა,

მის ლურჯ თვალებში ია მოჩანდა,

ვუმზერდი, მეტად გაკვირვებული.

 

თითქოს მიმიხვდნენ, რასაც ვფიქრობდი,

თავები მორცხვად დაბლა დახარეს

და მათი ცქერით გაოცებული,

ვიყავი დიდხანს გარინდებული.

 

დიდხანს ვიყავი გარინდებული

და მათი მზერით გაოცებული,

რომ უცებ, სიომ ნაზად დაჰბერა

და კაბა ნაზად აუფრიალა

და ჩემს ფიქრებსაც, ფრთა შეაკვეცა!

 

 

იქაც კი, გული ამიდუღდება

 

ქარი საფლავში ფოთლებს ჩამიფენს,

დარდისგან გული კვლავ დამეწვება,

საფლავებს შორის, ჩემს ობოლ საფლავს,

ალბათ, ბალახი მთლად გადაფარავს.

 

ჩაივლის მგზავრი საფლავებს შორის,

ჩემს საფლავს სევდით გახედავს, იტყვის:

ბედკრულ ქალს, ალბათ, არავინ ჰყავდა,

მისი საფლავი, ასე რომ მოსჩანს!მ

 

ამ სევდიან ხმას, ალბათ საფლავში,

ალბათ, საფლავში მეც გავიგონებ,

იქაც კი, გული ამიდუღდება,

სიმწრის ცრემლები გადმომცვივდება.

 

ო, ეს ცრემლები, სიმწრის ცრემლები,

იქაც მეგობრად დამიდგებიან,

დამინამავენ საფლავის მიწას

და ზედ ყვავილნიც აყვავდებიან.

 

ქარნი კი ფოთლებს მიმოაბნევენ,

ხასხასა მწვანეს, ხან კი გაცრეცილს,

ვიცი, რომ ქარი არ დამაყვედრის

ჩემს საფლავს მარად უპატრონებენ!

 

ბედკრულ ქალს, ალბათ არც ღრუბლები დაივიწყებენ,

ცრემლების ნაცვლად, დანამავენ მათი წვეთები,

და შემოდგომით, მგზავრი ალბათ უკვე

 სხვაგვარად იტყვის: ბედკრულ ქალს მგონი...  

ბუნება სწყალობს!!!

IV.2001 წ.

 

 

აქა მარხია ბედკრული ქალი

                        ვუძღვნი ტალის

 

უსიხარულო დღეები გქონდა,

ალბათ, სიკვდილიც ასე იქნება,

უსიხარულოდ წახვალ ამქვეყნად,

მგონი, საფლავშიც ასე იქნება.

 

გული არ დაგწყდეს, მარტო შენ არ ხარ,

ასეთ უკუღმართ ბედის პატრონი,

რას იზამ კარგო, ბედს სად წაუხვალ,

შენთან ჩნდება და... შენთანა კვდება!

 

ქარი შენს საფლავს არ მიატოვებს,

ფოთლებს დააყრის საფლავს, მოგირთავს,

ხანდახან წვიმაც წამოვა ციდან,

მიწას დაგილბობს ცრემლების ნაცვლად.

 

მგონი, არც მთვარე არ დაგივიწყებს,

ვერცხლისფერ სხივებს გამოგიგზავნის,

თავით დაგინთებს ობოლ სანთელს, და

იტყვის: ამ საწყალს, გაუნათეო!

 

დილით კი, როცა მზეც გაანათებს

და სხივებს უხვად შენს საფლავს მოჰფენს,

ხეებიც ტოტებს დაბლა დახრიან,

ნაკურთხ წყალივით ცვარს გაპკურებენ.

 

ტოროლაც, თავის წკრიალა ხმითა,

მაღლა ღრუბლებსაც შეატყობინებს,

აქა მარხია ბედკრული ქალი,

ცხოვრებისაგან განაწამები,

აბა, თქვენ იცით, მას არ მოაკლოთ,

თქვენი ცრემლების სიკეთე, მადლი!მ

 

ღრუბლები მოთქმას დაიწყებენ და

მდუღარე ცრემლით გულს დაგილბობლენ,

ისინი ისე დაგიტირებენ,

ალბათ, ქვას ქვაზე დაადუღებენ!

 

მაგრამ, ხომ ვიცი, სულ სხვა ცრემლი გსურს,

სულ სხვა ცრემლისგან გულის დალბობა,

მაგრამ რას იზამ, ბედკრულო ქალო,

ბელდმა ეს შენთვის არ გაიმეტა.

 

ქარი კი კვნესით, ხანაც სიმღერით,

მოთქმას არასდროს ის არ მოგაკლებს,

მასაც შენსავით არავინა ჰყავს,

რომ მის საფლავზე ცრემლი დაღვაროს!

 

ასე რომ, კარგო, არ მოგაკლდება,

არც ცრემლი, მოთქმა და არც სანთელი,

ბედკრულო ქალო, ტანჯულო ქალო,

იმ ქვეყნად მაინც მშვიდად იწექი!

 

IV.2001 წ.

 

 

დაბადების დღეს გილოცავ

 

რაო..., ჩემო აპრილო,

თავდახრილი რატომ ხარ?

ასწი თავი და მითხარ,

დაბადების დღეს გილოცავ!

 

კვლავ შეგხვდი თვალცრემლიანი,

მიტომ ხარ გაკვირვებული?

სულ დარდი, სევდა, ცრემლები,

ხომ იცი, ჩემი ხვედრია!

 

და ნუ ხარ გაკვირვებული,

ჩემს თვალზე ცრემლის ხილვისას,

ხომ იცი, ჩემი ცხოვრება

სულ ცრემლი, ვაება არის.

 

ჰოდა, აპრილო, ლამაზო,

მე, მაინც მადლიერი ვარ,

რომ გამიხსენე და მოხველ,

პირველმა შენ მომილოცე:

 

- ეჰ, ჩემო ბედკრულო ქალო,

დაბადების დღეს გილოცავ,

და გისურვებდი ამ ქვეყნად

ყველა დარდისთვის გაგეძლოს!

 

არ გაახარო ის მტერი,

რომელიც არცთუ ცოტა გყავს,

მათ გასაოცრად, მხნედ იყავ,

ის დარდი, რომელიცა გაქვს,

არასდროს არ შეიმჩნიო.

 

და ერთხელ კიდევ, გილოცავ,

შენს დაბადების დღეს, ძვირფასო,

მხნედ იყავ, ხალისიანად

და მტერი არ გააცინო!

 

29.IV.2001 წ.

 

 

თავს დამიჯდება ობოლი ჩიტი

 

ზოგის საფლავთან, დედა შვილს ტირის,

ზოგგან კი, შვილი დედას დასტირის,

ჩემს საფლავთან კი, არავინ ტირის,

მდუღარე ცრემლი არვის არ სცვივა.

 

მხოლოდ შემთხვევით ჩავლილი მგზავრი,

ჩემს საფლავს წუთით შეავლებს მზერას,

და იტყვის: ამ საწყალს, არვინ ჰყოლია,

ვინ იცის, რატომ დარჩა ეული,

ალბათ, მუხთალმა ბედმა დასცინა,

დატოვა ქვეყნად სულით ობოლიმ.

 

მართალი იქნება მგზავრი, მართალი,

მე, მართლა დავრჩი სულით ობოლი,

მიტომაც არის ჩემი საფლავი,

საფლავებს შორის გამორჩეული.

 

მდელო შეამკობს ჩემს საფლავს, ობოლს,

აქა-იქ იაც გამოერევა,

ალბათ, ყაყაჩოც თავს მოიწონებს,

წითელი კაბით შეიმოსება

 

და გლოვის ნიშნად, მის წითელ კაბას

შავი ხელები მრავლად ექნება.

ღრუბლებიც მწარედ დამიტირებენ,

ცრემლებით საფლავს დამინამავენ,

ქარი კი, ხშირად მოთქმას დაიწყებს,

თან საფლავს ფოთლებს მიმოაბნევენ.

 

თავთ დამიჯდება ობოლი ჩიტი

და დიდხანს, დიდხანს, ჩუმად იქნება,

მერე კი, მერე ამოიოხრებს

და ნაღვლიანი დასტოვებს საფლავს.

 

ეჰ, გული ძლიერ, ძლიერა მწყდება,

რომ შევიქენი სხვის სატირალი,

შენ, გეკითხები ჩემო ყისმათო,

რატომ დამტოვე სულით ობოლი?!

რატომ შევიქენ სხვის სატირალი?!

 

 

 

სალამური

 

ღამეა მყუდრო, ირგვლივ - სიბნელე,

და ამ მყუდრო ღამეში კვნესის სალამური,

კვნესის სალამური, ნეტავ, რა სევდა აქვს,

ნაღვლიანი ხმით მოსთქვამს სალამური.

ამ ნაღვლიან ხმაში, ჩემი ხმა შევიცან,

ჩემი წარსული სულ თვალწინ დამიდგა!

კვნესის სალამური, თითქოს რამ განზრახვით,

თითქოს მეუბნება:

შენ გულისთვის ვკვნესი,

მინდა გაგახსენო და არ დაგავიწყო,

რის გულისთვის ვკვნესი და რისთვისაც

ვსტირი!

 

***

გაზაფხულის თბილმა სიომ

რახანია, დაუბერა

და ერთიანად გაადნო,

დარჩენილი თოვლი.

 

მზის თბილმა სხივებმა,

ყინული მთლად დაამსხვრია,

ყვრიმალს ზემოთ შეფენილი ჭაღარის თოვლი -

ვერ გაადნო!

 

 

 

კუბოს კარამდე ვიტირო უნდა

 

სულ ფუჭი ხდება ჩემი ცხოვრება,

ხედავთ? - ბოლოს რაიღა მრჩება,

მხოლოდ ლექსები, სევდით მოსილი,

ჩემი ცხოვრება - სევდით აღსავსე.

და ყოველთვის რომ ჩემთან არიან,

ის დიდი ჯილდო

 და საგანძური,

რომელიც ბედმა უხვად მარგუნა!

ნუ გეწყინებათ, ამ ჩემს საგანძურს,

ვერა, ვერავის ვერ დავუტოვებ,

რადგან ბედისგან სახსოვარია,

კუბოს კარამდე ვატარო, უნდა!

 

 

 

არა, არა ღირს...

 

ჩვენი ცხოვრება სიზმარივით მოჩვენებაა

და სიზმარივით მალე გაქრება,

არა, არა ღირს ქვეყნის დიდება,

სიმდიდრე, ჭკუა, ჩამომავლობა -

სიკვდილთან ყველა თანასწორია,

ყველას ერთი რამ მოგვეთხოვება,

ამ ქვეყნად მხოლოდ ერთი რამ გვრჩება,

სინდისთან ვიყოთ ყველა მართალი!

 

 

 

***

შენ, ალბათ, მკითხავ -

რად გადვიქცევი, სიკვდილის შემდეგ?

 

გიპასუხებდით მე ჩემებურად: -

მინდა გადვიქცე, ცამდე ატყორცნილ

ახოვან ნაძვად, მწვანით მოსილი,

რომ ნაზად ვიდგე ფესვმაგარი, შეუდრეკელი.

 

 

 

ვარდობისთვე

 

ვარდობისთვემ არემარეს

საამო სურნელი მოჰფინა,

მაგრამ გული ძლიერ დამწყდა,

ჩვენგან ადრე რომ წავიდა.

 

ვარდობისთვემ არემარე,

ნაირფერ ვარდებით მოხატა,

მაგრამ თვითონ რომ წავიდა,

ვარდებიც თან გაიყოლა.

 

დაგვიტოვა მოგონებად,

ვარდების საამო სურნელი

და თვალწინ გვიდგას ყოველთვის

სხვადასხვანაირი ვარდები.

 

თეთრი, ნარინჯი, წითელი,

მოყვითალო, ალისფერი,

ყველა საამო სურნელს აფრქვევდა,

ფერთა ჰარმონიას ქმნიდნენ.

 

 

შენ, საიდუმლო არ გაამხილო

 

ვის განვუცხადო ჩემი ყოფა, უნუგეშობა,

ფიქრები გულს ხრავს და ნაღველი მიორკეცდება,

ვის გავუმხილო ჩემი წუხილი,

ვინ, ვინ შეძლებს მანუგეშოს, სწორად გამიგოს.

 

ისევ შენ, ჩემო პატარა გვრიტო,

კვლავაც მოფრინდი ჩემს ფანჯარასთან,

შენ, შენი დარდი გამიზიარე,

მე კი შენ განდობ ჩემს საიდუმლოს.

 

აბა, შენ იცი, პატარა გვრიტო,

შენ საიდუმლო არ გაამხილო,

ვერვინ გამიგებს მე, ჩემო გვრიტო,

იტყვიან, ალბათ, ღირსიც კი იყო.

 

შენ, მაინც იცი, პატარა გვრიტო,

ეს მხოლოდ ბედის დაცინვა იყო,

დაცინვა, მერე იცი, -  როგორი?

ცხოვრება ჩემი ფუჭი გახადა

და ჩემი ყოფა უშინაარსო!

 

27.V.2001 წ.

 

 

შენს ლურჯ თვალებს  ჰგავდა

 

ნაძვებს შორის ვეხეტები,

ლექსები დამაქვს ჯიბით,

ვეძებ ცისფერ ყვავილებს და

ვეძებ შენს ლურჯ თვალებს.

 

უცებ იას წავაწყდი და

დაბლა დავიხარე,

მოწყვიტე და მოვეფერე,

შენს ლურჯ თვალებს ჰგავდა.

 

იამ მორცხვად შემომხედა,

საყვედური მითხრა

და თვალწინ დამიდგა,

შენი ნაზი მზერა.

 

როცა პირველად გაკოცე,

მორცხვად შემომხედე,

იასავით, საყვედური,

მაშინ შენც მითხარი.

 

ნაძვებს შორის ვეხეტები,

ლექსი დამაქვს ჯიბით,

და ერთმანეთს ვადარებდი

შენს თვალებს და, იას.

 

 

მე გთხოვ, დალიო

 

მე გთხოვ, დალიო, მადღეგრძელო, ცოტაც შემაქო,

იქაც გვეყოფა უღვინოდ ყოფნა,

ხედავ? - რომ ქარიც დაგვცინის ფხიზელს, არამსმელს,

 

შეხედე ნაძვებს, ჩუმ-ჩუმად რომ ჩვენ გვიყურებენ,

თითქოს მათაც სურთ, მივაწოდოთ თასები ღვინით,

ხის ტოტზე კი, შემომჯდარა ჩიტი პატარა,

თითქოს გვაქეზებს:

შესვით ღვინო, სანამ დრო არის!

 

ჰოდა, ძვირფასო, შევსვათ ღვინო, ვთქვათ სადღეგრძელო -

მე ამ სასმისით ვადღეგრძელებ, ჩემს საქართველოს

 

 

 

***

სვენებ-სვენებით შესვი ეგ ღვინო,

მხოლოდ აწმყოზე იფიქრე, მხოლოდ,

შენ რომ იცოდე, ეს საწუთრო ულმობელია

და უცაბედად მოგიღებს ბოლოს.

 

 

***

ქალი და ღვინო! - სხვას ნუ ეძებ ამ ქვეყანაზე,

სვი, დაივიწყე ყველა დარდი და სატკივარი,

 ლამაზ ქალების სიყვარულით დატკბი, გაერთე,

თორემ სიცოცხლე სიზმარივით, უმალ გაქრება!

 

 

***

დამისხი ღვინო! - გულს რომ დარდი გადავაყოლო,

რომ დამავიწყოს ლამაზ ქალის უღვთოდ ღალატი,

შემივსე თასი, მასვი, მალხინე,

ხედავ? - საწუთრო ულმობელია,ლამაზ ქალივით,

ჰოდა, შემივსეთ ღვინით თასი, მასვით, მალხინეთ,

რომ ეს ცხოვრება ქეიფში და ლხინში გავლიო!

 

 

 

ეშინის მრისხანე ქარის

 

მრისხანებს, მძვინვარებს ქარი,

ძველი და სველია გზები,

ყველგან მწუხრია, მწუხრი,

სანთლები ოდნავა ბჟუტავს.

ის კი, არ მოდის ჩემთან,

ეშინის ქარის და წვიმის,

ამაოდ ვუცქერდი ბილიკს,

ველოდი, ველოდი დიდხანს,

ის კი, არ მოდის ჩემთან,

ეშინის მრისხანე ქარის.

 

 

 

და... აამწვანა

 

ჩემს ბაღს გაზაფხული მოადგა კვლავაც,

აამწვანა და აახასხასა ლამაზი ველი,

იქით, ყაყაჩომ მოიღერა ლამაზი ყელი,

ტანთ შეიმოსა  ხალიანი, წითელი კაბით.

არც სამკაული - ყურსაკიდი არ დაივიწყა

და თავმომწონედ თავისკენ მიხმობს:

მომეფერეო, ნაზად, თორემ, ძლიერ სუსტი ვარ,

მხოლოდ ლარნაკში მიმიჩინე, მე მყუდრო ბინამ.

მართლაც ნაზია, ლამაზია და საამოა,

ო, გაზაფხულო, შენ მადლობა ამ მშვენებისთვის,

ამ მშვენებისთვის, ჩემი ბაღი ასე ძლიერ რომ დაამშვენე!

 

 

 

მტერი კი, თურმე, ახლოს გყოლია

 

ბედმა გაგწირა, ბედმა დაგცინა,

ბედმა დაგტოვა სულ მარტოდ მარტო,

ბედმა, ო, ბედმა, ამ მუხანათმა,

თავისი მახე როგორ დაგიგო!

 

შენ, მტერსა გრძნობდი სულ სხვაგან, გარეთ,

მტერი კი, თურმე, ახლოს გყოლია,

ეგ შენი ბედი, ჩემო ძვირფასო,

ძალზე საშიში მტერი გყოლია.

 

ბედი ისეთი მტერია, იცი?

ვერა, ვერასდროს ვერ მოერევი,

მთელი ცხოვრების მანძილზე, კარგო,

მასთან  იცხოვრებ, მასთან იქნები!

 

მე, მესმის შენი, ჩემო ძვირფასო,

რა რიგ ძნელია, მტერთან ცხოვრება,

რას იზამ, უნდა შენც შეეცადო,

მთელი ცხოვრება მტერთან იცხოვრო.

 

 

გადამავიწყდა გულით სიცილი

 

ხან ჩუმად ვტირი,

ხან კი, ხმამაღლა,

ხან მსიამოვნებს მლაშე ცრემლები,

ხან კი, ძლიერ, გულსაც მითუთქავს.

 

ეჰ, ვტირი, ვტირი მთელი ცხოვრება,

სიცილისათვის დრო არც კი მრჩება,

გადამავიწყდა გულით სიცილი,

გულით ტირილი... რამდენიც გნებავთ!

 

ამდენმა ცრემლმა, ამდენ ტირილმა,

ძლიერ დამქანცა და გადამღალა,

არვინ არ არის შემბრალებელი,

რომ მითხრას: გეყო, ამდენს ნუ სტირი!

 

ჰოდა, სულ ვტირი, მთელი ცხოვრება,

რა ვქნა, რომ მართლაც სატირალი მაქვს,

მე ის მადარდებს, ამდენი ცრემლი

დაგუბდება და... მე თვით წამლეკავს!                                    

 

3.X.2001 წ.

 

 

იტირე, გულო

 

იდინე ცრემლო, ო, იდინე, ჩემს თვალებიდან,

იტირე გულო, თამამად ღვარე მდუღარე ცრემლი,

მდუღარე ცრემლმა იქნებ მაინც, შვება მოგგვაროს,

ცოტახნით მაინც დაგავიწყოს შენი ნაღველი!

 

იტირე გულო, ო, იტირე, ნუ გერიდება,

შენი ნაღველი, იქნებ ცრემლმა მაინც წალეკოს,

სულერთი არის, მაინც არვინ მოგწმენდს მაგ ცრემლებს,

შენ და ცრემლები, ხომ დიდხნის მეგობრები ხართ!

 

 

ღვთისმშობელო, მარიამ

 

ღვთისმშობელო, მარიამ,

გევედრები ძალიან!

დამიფარე შენს კალთის ქვეშ,

თორემ ცრემლად ვიღვრები.

 

ჰოი, დედა ღვთისმშობელო,

შეგავედრებ ჩემს თავსა,

ყველა ცოდვის შვილები ვართ,

ცოდვილ მიწას შეზრდილნი.

 

ჩემო დედა, ღვთისმშობელო,

შეგავედრებ ჩემს ერსა,

ერი გადამირჩინე და

გამიმრავლე ქართველნი!

 

ღვთისმშობელო, მარიამ,

მუხლმოდრეკით ვლოცულობ,

დაიფარე ჩემი ერი,

კალთა გადააფარე!

 

28.VII.2001 წ.

 

 

ნეტავ...

 

ნეტავ, წვიმა წაიღებდეს ჩემს ცრემლებს,

ჩამომბანდეს, ცრემლიან ლოყის თავებს,

ნეტავ, ქარი წაიღებდეს ჩემს ნაღველს,

ამ ნაღველის გარეშე დამტოვებდეს!

 

ნეტავ, ნეტავ, ჩემი დარდი, ნაღველი,

ქარმა ერთად, სადღაც, შორს მიმოფანტოს,

ნეტავ, წვიმამ ნაკვალევი წარსულის,

სულ წაშალოს, არ დატოვოს ჩემს გულში!

 

 

მოჩვენებითი ძუნწი სიცილი

 

როცა თვალებით ჩაყლაპავ ცრემლებს,

მოსაჩვენებლად გაიღიმები,

ეჰ, ეს ღიმილი, უფრო მწარეა,

ვიდრე ის ცრემლი, რაც რომ ჩაყლაპე!

 

მწარეა, მწარე, რა რიგ მწარეა,

მოჩვენებითი ძუნწი სიცილი,

ძნელია, ძნელი, ძალზე ძნელია,

როცა შენ ცრემლებს ჩუმადა ყლაპავ.

 

ეჰ, რა ვუთხარი შენს ბედისწერას,

თორემ რა გჭირდა შენ ამის ფასი,

გულით სიცილიც კი დაგავიწყდა,

რადგან შენ სიცილს ნაღველი ახლავს.

 

ვერა, ვერ იქნა, ვერ მოიშორე,

დიდი დარდი და... სევდა, ნაღველი,

არც მოგცილდება... კუბოს კარამდე,

რადგან ბედისგან შენ ხარ დასჯილი!

 

 

ძლიერ დაღლილო, მარტოობით, უიმედობით

 

სამარადისოდ დაისვენე ჩემო გულო, ძლიერ დაღლილო,

გაქრა ოცნება, რომელიც მწამდა, ოდესმე რომ შესრულდებოდა,

გაქრა იმედი, ჩემი ოცნების აღსრულებისა,

გაქრა იმედი, ჩემ ოცნებებმაც ფრთები დაკეცა,

გაქრა სიამე და არასოდეს აღარ იქნება!

ვგრძნობ, როგორც აქ,  იქ წყვდიადშიც, ტანჯვა მექნება,

იქაც მექნება დიდი დარდი, სევდა, ნაღველი,

ეჰ, გულო ჩემო, აღარ ძგერ უკვე, აღარ შფოთავ, აღარ ხმაურობ,

აღარ გათრთოლებს მწარე ფიქრი შენს მომავალზე,

აღარცა ოხრავ, აღარც კვნესი, არც იტანჯები,

აღარც გაღელვებს, აღარც გტანჯავს შენ მარტოობა,

რადგანაც ახლა სულერთია, გულო ჩემო, ძლიერ დაღლილო,

ვისთან იქნები, როგორ იქნები, ვინ გეყოლება...

ეჰ, ჩემო გულო, ძლიერ დაღლილო მარტოობით, უიმედობით!

 

 

თურმე, ვცდებოდი

 

ო, მე ვცდებოდი, თურმე ვცდებოდი,

როცა მჯეროდა ჩემი მომავლის,

ო, მე ვცდებოდი, მწარედ ვცდებოდი,

როცა მეგონა, დამრჩებოდა გამხსენებელი!

 

ო, მე ვცდებოდი, ძლიერ ვცდებოდი,

ოცნებებში რომ კოშკებს ვაგებდი

და არ მეგონა, რომ ეს ოცნება,

მხოლოდ სურვილის ნაყოფი იყო.

 

ეჰ, ეს სურვილი, სურვილად დარჩა,

რადგანაც ორჯერ მე ძლიერ შევცდი,

როგორ მეგონა, რომ ეს შეცდომა,

საბედისწერო აღმოჩნდებოდა!

 

20.X.2001 წ.

 

 

რატომ დადიხარ გზააბნეული

 

რა არეული დაბორიალობ,

ქარს აყოლილო შავო ღრუბელო,

რა გინდა ნეტავ, მანდ რას დაეძებ,

რატომ დადიხარ გზააბნეული,

ან რატომ გმოსავს თალხი ღრუბელი, -

იქნებ დაკარგე პირმშო, ბედშავი,

მიტომ ღვრი ცრემლებს? - მითხარ, ღრუბელო,

 

ან რასა სჩივი, რატომ წუწუნებ,

ვის რას უწუნებ, მითხარ ღრუბელო?!

 

 

***

 ჩამოიარა ბედისწერამ და

ჩემი დაბადება სიაში ჩაიწერა,

სევდა, ნაღველი, დარდი ჩამიწერა:

იარე ასე, სულ დარდიანი, სულ სევდიანი -

მითხრა და მერე სხვაგან წავიდა...

სხვაგან წავიდა და დამტოვა გაოგნებული,

რატომ მარგუნა ბედისწერამ მე მხოლოდ დარდი,

არ ვებრალები, მთელი ცხოვრება

სევდა-ნაღველით დავიარები!

 

 

***

ეჰ, მიწავ, ჩემო დედაო მიწავ,

სულ დარდიანი დავიარები, ფეხითა გთელავ,

ნეტავ, ყვავილად მაქცია, გულ-მკერდსაც მოგიქარგავდი

და ჩემს სევდას და ნაღველსა

იქნებ შენ ეწამლებოდი!

 

 

რად არ გადარდებს წუხილი ჩემი

 

ეჰ, ჩემი კვნესა, ნეტავ, ვის ესმის,

ან ცხარე ცრემლებს, ნეტავ, ვინ მომწმენდს,

შენ კი მშვიდად ხარ შენს სამყოფელში,

ეს ჩემი კვნესა, სულ არ გადარდებს.

სულ არ გადარდებს ვტირი თუ ვკვნესი,

არც ის გადარდებს, რატომა ვტირი,

რატომ მაქვს თვალნი სულ ცრემლიანი,

რატომ, ძვირფასო, რა დაგიშავე,

რად არ გადარდებს წუხილი ჩემი.

ნუთუ ისეთი უგულო გახდი,

შენთვის ერთია, ვტირი თუ ვკვნესი,

არა, არ მინდა, რომ დავიჯერო,

რომ არ გაღელვებს წუხილი ჩემი,

მაშ, როგორ ავხსნა შენი დუმილი,

უდარდელობა და მშვიდი ძილი?!

 

 

მოდიოდა წვიმა

 

მოდიოდა წვიმა, სველი გქონდა თმები,

წვიმდა, წვიმდა ძლიერ, შენ არ განაღვლებდა,

პატარა ბავშვივით, ძლიერ გიხაროდა

და მოგინდა უცებ, ფეხშიშველა გავლა.

 

მოდიოდა წვიმა და ამ წვიმაში

პატარა ბალღივით, ფეხშიშველი ხტოდი,

სველი კაბა წვიმამ ტანზე მიგაწება

და უცებ დავლანდე აკოკრილი მკერდი.

 

მოდიოდა წვიმა, იდექ სველი კაბით,

და ვერც კი შენიშნე, ჩემი ხარბი მზერა,

ჩემი ხარბი მზერა შენს მკერდს მიეჯაჭვა,

მიხაროდა კიდეც, რომ იყავი სველი!

 

მოდიოდა წვიმა და მეც მიხაროდა...

რადგან იყო წვიმა... შენს მკერდს ვუყურებდი!

 

 

***

ცაზე ღრუბლები თეთრ ქულებად გაფანტულიყო,

ნამგალა მთვარე უდარდელად იქ ქეიფობდა,

წვრილ-წვრილ ვარსკვლავნი მიეწვია მთვარეს თავისთან,

თვითონაც ძლიერ ილხენდა და... მათაც ალხენდა.

 

 

 

***

მოვა დრო, ალბათ, ჩამოგეშლება სახე კაცური,

მიწა ხარ და მიწად იქცევი,

ასე იყო, ასე არის და ასე იქნება,

მიწის ლუკმა, მიწის მტვერი გახდები შენცა.

 

 

 

***

როცა წახვედი, თან წაგყვა,

შავი ფიქრების მთლიანი მთები,

წახვედი ჩემგან და დამიტოვე,

სიცარიელე და მარტოობა.

 

 

გულმა მიმტყუნა

 

გულმა მიმტყუნა, გვერდზე გამიდგა

და ასე მითხრა, ძლიერ ნაწყენმა:

გეყო ძვირფასო, რაც გემსახურე,

შენ ვერ შესძელი ჩემი გაფრთხილება,

ხომ ხედავ, მეც რომ ზურგი გაქციე!

 

გთხოვ, ჩემო კარგო, რომ გამიფრთხილდე,

შენს თავსაც მეტი პატივი რომ სცე,

ყველაფერს ჩემთან ნუ, ნუ მოიტან,

ნუ დაინახავ, თვალი დახუჭე!

 

მე ასე გირჩევ, თუ გინდა, რომ

ჩვენ ძველებურად კვლავ ერთად ვიყოთ,

მე შენს სამსახურს არ დავიზარებ,

შენც გამიფრთხილდი, ჩემო ძვირფასო!

 

შენ რომ იცოდე, ძალზე სათუთი

და მგრძნობიარე გყევარ, ძვირფასო

და მიტომაც გთხოვ, რომ გამიფრთხილდე,

რომ დიდხანს, დიდხანს შენ გემსახურო!

 

შევთანხმდით? კარგო, პირობას მაძლევ?

რომ ძლიერ, ძლიერ გამიფრთხილდები?

რასაც რომ ნახავ, არ გამიმხილო,

არად ჩააგდო, თვალი დახუჭო!მ

 

20.VI.2001 წ.

 

 

ბედკრული ქალი

 

ძნელია, მოკვდე და ვერ დატოვო

ამ ქვეყანაზე გამხსენებელი,

რომ არვინ დაგრჩეს, ჭიქა ასწიოს,

იმქვეყნად გითხრას შესანდობარი!

 

უფრო ძნელია, ადრევე რომ გრძნობ,

რომ არვის შენ არ გაახსენდები,

რომ არვინ მოვა, არ დაგიტირებს,

ცრემლს არ დააფრქვევს საფლავის ქვაზე.

 

რომ არვის ცრემლი გულს არ დაგილბობს,

რომ არვინ ყვავილს არ მიმოაბნევს,

არც არვინ სანთელს იქ არ აგინთებს

და იქაც მარტოდ მარტო იქნები!

 

ძნელია, იცით? რარიგ ძნელია,

მთელი ცხოვრება სხვას რომ შესწირო,

და შენი, ბოლოს არარა შეგრჩეს

და ეს შრომაც კი, არ დაგიფასონ!

 

ეჰ, ძნელია ძნელი, რარიგ ძნელია,

ამქვეყნად მარტოდ განვლო ცხოვრება,

ვისაც შესწირე ახალგაზრდობა,

შენი თავდადება, არ დაგიფასონ!

 

ეჰ, ჩემო კარგო, გვიანღა არის

თითზე კბენანი, გულის დაწყვეტა,

არა, არა ღირს სხვის გულისათვის

თავი გასწირო, მსხვერპლი გაიღო!

 

ახლა ხომ ხვდები, ამ თავგანწირვამ,

მსხვერპლად შეწირვამ, რა მოგიტანა?

ისე მიდიხარ ამქვეყნიდან, რომ

გამხსენებელი - შვილიც არ გრჩება!

 

ისე იწვები ტიალ კუბოში,

ვაიმე, დედას - არვინ არ იტყვის,

არა,  არავინ, მდუღარე ცრემლით,

არვინ გაგითბობს გატანჯულ გულსა!

 

მითხარი ერთი, რით გცე ნუგეში,

რით გაგიქარვო ეგ დიდი დარდი,

და რით მოგილბო ტანჯული გული,

ოდნავი შვება, მაინც რომ იგრძნო.

 

ვიცი, სიტყვები უსაფუძვლოა,

წამლადაც არცკი გამოგადგება,

ან რა წამალი გიშველის ნეტავ,

შენი სენი ხომ არ იკურნება!

 

მგონი, განგებამ შენ გამოგცადა,

და არ მოგაკლო ტანჯვა და გვემა,

ისე გატარა მთელი ცხოვრება,

არა და არა, არ გაგახარა.

 

აფერუმ ქალო! რას გაუძელი,

ბედკრულო ქალო! რა არ გადაგხდა,

ყველა გამოცდას კი გაუძელი,

მაგრამ შენ დარჩი მოტყუებული!

 

მაგრამ იცოდე, იცოდე კარგო,

შვილების ნაცვლად, გრჩება წიგნები,

ჰოდა, გპირდები, ჩემო ტანჯულო,

წიგნებით მუდამ გაგიხსენებენ,

მუდამ დარჩება შენი სახელი,

როგორც სხვას რჩება კარგი შვილები!

 

16.VI.2001 წ.

 

 

ცხარე ცრემლებით დაგიტირებენ...

 

რაო, ძვირფასო, რას დარდობ ახლა?

ახლაღა მიხვდი, რომ მარტოდა ხარ?

ოთხკედელშუა მარტოდ რომ ზიხარ? -

ეს კედლებია, ვისაც დარდს ანდობ.

 

ეს კედლებია, შენს სევდა-ვარამს

რომ იზიარებს, გვერდში რომ გიდგას,

ამ კედლებს, აბა, რა შეუძლიათ,

რომ დაგეხმარონ და განუგეშონ.

 

ჰოდა, ძვირფასო, ახლა ნუ დარდობ,

აბა, რას უშველ ამდენი დარდით,

ისევ ისა სჯობს, შენ შენი თავი

თვით ანუგეშო, დარდი განდევნო.

 

მარტო შენ არ ხარ ამ ქვეყანაზე,

ვინც მარტოდ არის, ოთხკედელშუა,

წერე ლექსები, წერე ზღაპრები,

მერწმუნე, მარტოდ აღარ იქნები.

 

დრო გავა, ალბათ... აღარ იქნები,

ეს კედლები კი, კვლავაც იქნება,

შენი ლექსები, შენი ზღაპრები,

საშვილიშვილოდ მგონი, დარჩება.

 

შენ, ეს იცოდე, შენი ლექსები

მკითხველს ყველაფერს მოუყვებიან,

მერწმუნე, კარგო, მის წაკითხვისას,

ცხარე ცრემლებით დაგიტირებენ!

 

იტყვიან: თურმე, ყოფილა ქალი,

ქალი, რომელიც იტანჯებოდა,

მან ისე განვლო წუთისოფელი,

არა და არა, არ გაიხარა!

 

მართალი არის, შენ შვილის ცრემლი,

ცივ სამარეში თან არ ჩაგყვება,

შენი ლექსების წაკითხვის დროს კი,

დაღვრილი ცრემლები,

მგონი, საფლავშიც კი მოგძებნიან,

გეტყვიან: აჰა, მოვედით შენთან,

რათა უცრემლოდ თავი არ იგრძნო,

 

ისე გვიგულეთ, ვითომცა, კარგო,

შენი შვილების ცრემლები ვიყოთ!

 

ჰოდა, ძვირფასო, შენი სახელი

არა, არასდროს დაიკარგება,

შენი ლექსები, შენი ზღაპრები,

სულ მუდამ, მუდამ ხალხში იქნება

და შენს ლექსებზე დაღვრილი ცრემლი,

ცივ სამარეში მუდამ გექნება!

 

26.VI.2001 წ.

 

 

რა ქნას ბედკრულმა ქალმა

 

გულო, შე მოღალატევ,

რატომ გადექი, განზე?

რატომ, ახლა, ამჟამად,

ხელი აიღე ჩემზე?

 

ალბათ, შენც გადიღალე,

ამდენი სევდით, დარდით,

ნუთუ ამდენმა ცრემლმა,

შენზედაც იმოქმედა?

 

შენც, მისი მუხთალ ბედივით,

გასწირე, აატირე,

არა, არა ხარ მართალი,

გულო, შე მოღალატე!

ისედაც ბლომადა ჰქონდა,

სევდა, დარდი და ვარამი,

შენ ისე ძლიერი ჰყავდი,

რომ დიდხანს შენით ცოცხლობდა.

 

ვისი და რისი იმედი,

ჰქონდეს ამ ბედკრულ ქალსა?

გულო, შენ მაინცა ჰყავდი,

ძლიერი მეკავშირე.

 

მხოლოდ შენ ერთი ჰყავდი,

იმედად დარჩენილი,

მხოლოდ შენ ერთი, მისთვის,

იყავი ყველაფერი.

 

ვისღა დაეყრდნოს, რა ქნას,

ვის გაუმხილოს დარდი,

მხოლოდ შენ ერთს, განდობდა

დარდსა და საიდუმლოს.

 

რა დაგიშავა, ნეტავი?

რატომ შემოსწყერ ასე?

შენ მაინც შეიბრალე,

გულო, გამაგრდი ისევ!

 

ჰოდა, კვლავ შენებურად

ამოუდექი მხარში,

მიეც იმედი, ნუგეში,

გამაგრდი ძველებურად!

 

ჯერ დრო არ არის ღალატის,

გულო, ვერ ხვდები ამას?

ახლა სჭირდება ბედკრულ ქალს

ძალა და გამხნევება!

 

7.VIII.2001 წ.

 

 

ერთსა გთხოვ, ღმერთო, მაღალო

 

მაღლა ავხედე ლურჯ ცასა,

ვარსკვლავებ მოჭედილიყო,

ვარსკვლავებს შორის, აქა-იქ,

ღრუბლები გაფანტულიყო.

 

მაღლა ავხედე ლურჯ ცასა,

საოცარ ფერებს აფრქვევდა,

და ამ ფერებში, ღრუბლები,

პატარძლებს ემსგავსებოდა.

 

ცაზე უამრავ ვარსკვლავი,

რაღაცნაირად ბრწყინავდა,

და თითოეულ ვარსკვლავში,

იმედის სხივიც კი, კრთოდა.

 

ო, რა ვიხილე, რა ვნახე,

ამ ჩვენს კურთხეულ ცაზედა,

თითოეულ ღრუბლის ნაგლეჯში

იმედის სხივი მოჩანდა!

 

თითქოს სხივებიც ყველასთვიძს,

ხმამაღლა ამას ამბობდა:

ნუ გეშინიათ, გამაგრდით,

თქვენთან არს ღმერთი, მაღალი,

და მალე, მალე, სულ მალე,

ქვეყანას ეშველებაო!

 

ერთსა გთხოვ, ღმერთო, მაღალო,

იმედი გამიმართლეო,

და მთელი ჩემი ქვეყანა,

მანახე აყვავებული!

 

 

გიორგი - მომავალ მეუღლეს

 

მე არ ვიცი, შენ რა გქვია,

თამარი თუ ნინო,

მე, მაინც მინდა გისურვო,

ბედნიერი იყო!

 

ძლიერ, ძლიერ შენ გიყვარდეს,

შენი ქმარი, გიო,

არასოდეს, არასოდეს,

ზურგი არ აქციო.

 

კარგი გოგო რომ ხარ, ვიცი,

გუმანითაც ვხვდები,

არასოდეს, არასოდეს,

არვინ შეიჯავრო!

 

ამით უფრო ბევრს მოიგებ,

დამიჯერე, გოგო,

შენც სუყველას ძლიერ, ძლიერ,

ეყვარები, კარგო.

 

ერთიც მინდა, კვლავ გირჩიო,

შეისმინე ჩემი,

ოთხ შვილზე ნაკლები,

შენ არ იყოლიო!

 

ერთსა გთხოვ კიდევ გულითა,

ჩემი თხოვნა დაიხსომე,

როცა შვილი გეყოლება

და თუ ის გოგონა იქნება,

ჩემსა მოსაგონებლადა,

ჩემი სახელი დაარქვი!

 

ერთი რამეც მინდა გითხრა,

შენც გაგიხარდება,

სიყვარულით, სიხარულით,

განვლე ეს ცხოვრება,

კარგი ბებო, დიდი ბებოც,

მალე გამხდარიყავ!

 

მე, არ ვიცი, შენ რა გქვია,

თამარი თუ ნინო,

შენს ქმარ-გიორგისთან ერთად,

იყავ ბედნიერი!

 

29.X.2001 წ.

 

 

ღამის სიჩუმე გულდამშვიდებით წავიდა ჩემგან

 

ღამის სიჩუმე ჩემთან იყო, ჩემთან ტიროდა,

ჩემგან წასვლა ვერა, ვერ შეძლო, -

მეცოდებიო, ოთხკედელშუა       როგორ დაგტოვო,

შენთან ვიქნები, რომ შენ თავი მარტოდ არ იგრძნო.

 

ღამის სიჩუმე ჩემთან იყო ცრემლებსა მწმენდდა,

თან მაწყნარებდა, მამხნევებდა – უნდა გაუძლო

დარდმა და სევდამ არ გაჯობოს, მხნედ იყავ, კარგო!

ღამის სიჩუმე ჩემთან იყო, გულს მიმაგრებდა -

 

ნუ გეშინია, მარტო არ ხარ, შენთან მიგულვე,

ხომ არ გგონია, მე წავიდე, მარტო დაგდტოვო?

ღამის სიჩუმე ჩემთანი იყო, ჩემთან მოსთქვამდა,

არ მიდიოდა - ჯერ კიდევ   დრო მაქვს დილამდე,

 

დილამდე, იქნებ, გულსა ჯავრი გადაიყარო,

ხალისით შეხვდე დღის სინათლეს,      იმედის მომცემს.

ჰოდა, დილამდე ჩემთან იყო      ღამის სიჩუმე,

არ მაგრძნობინა მარტოობა          ოთხკედელშუა,

და, როცა დილის სინათლემ       ჩემს ფანჯრებში შემოიხედა,

ღამის სიჩუმე გულდამშვიდებით, წავიდა ჩემგან.

 

 

უცებ, მთვარემ გაიღვიძა

 

მაღლა ცაზე, დაღლილ მთვარეს,

წამიერ ჩასძინებოდა,

და ამ ძილ-სიზმარში,

ჩემთან ერთად დაგინახე.

თურმე, ჩემს გვერდით იდექი,

თეთრ კაბაში, თეთრი ფატით

და ჯვარს გვწერდნენ ვარსკვლავები,

თეთრი ღრუბლები ფეხებქვეშ

ფიანდაზად გვეფინებოდნენ.

ბულბულმა სტვენას უმატა,

სიყვარულისას მღეროდა,

ჯვრისწერაზე დასასწრებად,

ფერიებიც მოსულიყვნენ,

სიხარულით, სიყვარულით,

ჯვრისწერის დღეს გვილოცავდნენ.

იდექ სახეგაბადრული -

და მთვარეს ეჯიბრებოდი,

ყველას ნაზად უღიმოდი,

და ბედნიერი იყავი!

 

გაოცებით გიყურებდი

და თვალებს არ ვუჯერებდი,

ლამაზ, ცისფერ ყვავილებთან,

ირგვლივ სიყვარულს აფრქვევდი.

 

უცებ, მთვარემ გაიღვიძა

და ეს სიზმარიც  დასრულდა,

ცხადლივ, მართლა ჯვარს იწერდი,

არა ჩემზე, შენს რჩეულზე!

 

გული დამწყდა, ძლიერ დამწყდა,

ჩემს თავს ის რომ ამჯობინე,

მას მიუძღვენ შენი თავი -

უდიდესი სიყვარული,

სინაზე და სიხარული!

 

 

***

გაყვითლებულა ხეთა ფოთლები,

ტყეს დაუკარგავს თავის სიმწვანე,

შემოძარცვია მწვანე სამოსი,

გამეფებულა ფერთა სიუხვე.

 

თავჩაღუნულნი, დაღონებულნი,

ზამთრის ძილისთვის ემზადებიან,

იმ იმედით, რომ გაზაფხულისთვის,

კვლავ განახლდება მათი სიცოცხლე!

 

კვლავ გამოიყრის ხეები ყლორტებს,

კვლავ მწვანე ფარჩით შეიმოსება,

კვლავ დაიწყება მომავლის ზრუნვა

და კვლავ იმედი დაუბრუნდებათ.

 

აშრიალდება მწვანე ხეები,

ტყე მიყუჩებული, ახმიანდება,

აჩუხჩუხდება წყარო ანკარა

და ნაზი სიოც კვლავ ამღერდება.

 

დაბრუნდებიან ფრინველნი ტყეში,

შემოსხდებიან მწვანე ტოტებზე,

და დაიწყებენ სიმღერას ერთად

და მათ სიმღერას შეუერთდება,

შრიალი ხეთა მწვანე ფოთლების!

 

 

თუკი შესძლებდით

 

მთები, ო, მთები, ძლიერ მაღლები,

მხარგაშლილები, ზვიადად მდგარნი,

ხან ძლიერ ლაღნი, უდარდელები,

ხან კი ძლიერად დამწუხრებულნი.

 

ნეტავ, ვიცოდე, თქვენ რაღას დარდობთ,

თქვენც ხომ ამქვეყნად არ ხართ ეული,

თქვენც ხომ არ დარჩით მარტოდ ამქვეყნად,

თქვენც ხომ არ გქვიათ სულით ობოლი!

 

ვინ იცის მთებო, რასა დარდობთ, რა ნაღველი გაქვთ,

იქნებ, თქვენც შეცდით ცხოვრებაში ორჯერ და მეტად,

იქნებ, ვერ შესძელთ ამ შეცდომის გამოსწორება

და მიტომა ხართ უფრო მეტად დამწუხრებულნი?

 

ნუ, ნუ მთებო, ნუ ხართ ასე დამწუხრებულნი,

გულს გადიყარეთ სევდა, დარდი, თუკი შესძლებდით,

თუკი შესძლებდით, დაივიწყეთ ორი შეცდომა,

თორემ, იცოდეთ, დარდი, სევდა, სულ გამოგფიტავთ!

 

 

ცა იყო ლურჯი

 

ცა იყო ლურჯი, თანაც კრიალა,

მასზე ქათქათა მთვარე ესვენა,

მთვარეს გარშემო ვარსკვლავები შემოსხდომოდნენ,

ელოდნენ, როდის ინებებდა მთვარე ადგომას.

 

ცა იყო ლურჯი და თანაც შორი,

შენსავით ისიც, შორს იყო ჩემგან,

ცა იყო ლურჯი, შენს თვალებივით,

თან მიხმობდა და... თან მშორდებოდა!

 

 

***

მიწა გათხარეს...

ჩაასვენეს, მიწაც მიაყარეს,

არა დააკლეს რა, წესიც აუგეს,

გულზე მძიმე ლოდიც დაადეს

და ზედ წააწერეს:

აქ განისვენებს

სულით ობოლი, ბედკრული ქალი,

ბედისგან მეტად დამცირებული!

 

 

 

სიკვდილი ბრმაა

 

სიკვდილი ბრმაა, ვისთან მივა, ვის მიადგება,

დაუკითხავად მიდის ყველგან, სადაც კი უნდა,

არას დაგიდევს, ვინ ხარ, რა ხარ, ან რა გაწუხებს,

შემოგეყრება, სადღაც გზაზე, სულში ჩაგხედავს,

გინდა, არ გინდა, უნდა დაჰყვე მის ნება-სურვილს,

რადგანაც მაგ დროს, შენი თავი შენ  არ გეკუთვნის!

სიკვდილი ბრმაა, მაგრამ მაინც კარგადა ხედავს,

არვის დაგვტოვებს, ყველას თავის რიგით წაიყვანს,

სიკვდილი ბრმაა, მაინც მოვა, მაინც მოგვნახავს,

რიგს არ დაარღვევს, რიგის გარეშე არვის წაიყვანს,

სიკვდილი ბრმაა, სიკვდილი ბრმაა, მაგრამ მაინც

                                                           ყველასა გვხედავს!

 

 

მე უკვე ტყვე ვარ

 

ეჰ, ვეღარ მიხსნის ფიქრი ათასი,

მე, უკვე ტყვე ვარ ათასი ფიქრის,

მხოლოდ ფიქრები, ფიქრები მტანჯავს,

უკვე ტყვე გავხდი მე მარტოობის.

 

ამ მარტოობამ ხელი დამრია

და დამატყვევა ოთხკედელშუა,

ვერვინ დამიხსნის ამ ტყვეობიდან,

რადგანაც ბედმა ასე მარგუნა!

 

***

როცა თვალები ცრემლით სავსე გაქვს,

მარგალიტივით წამწამებზე გეკიდებიან,

მითხარი ერთი, ვის შესთხოვ ნუგეშს?

ალბათ... ღვთისმშობელს?!

 

 

***

ვეცადე, მაგრამ ვერ მოვიტყუე,

ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე,

არც რა იმედი, არც სიყვარული,

არა დამრჩა რა, მე ქვეყანაზე.

 

მხოლოდ ჭრილობა, ღია ჭრილობა,

სიკვდიმდე, მგონი არ შეხორცდება,

ვერ დავიცავი თავი ვერაფრით,

ყველა იმედი ამომეწურა!

 

ყველა ოცნებას ფრთა შეეკვეცა,

ფრთამოტეხილი ჩიტივით დავრჩი ამქვეყანაზე,

და ვუცდი იმ დროს, როცა ყველასგან,

ამქვეყნიდან წავალ დაუტირებლად!

 

 

სიცარიელე ძლიერ მაშინებს

 

მწარე ფიქრების ტყვეობაში ვარ,

ამ ტყვეობისგან ვერვინ დამიხსნის,

თითქოს ყვავების გუნდი დამჩხავის,

მაგრძნობინებენ სიცარიელეს.

 

სიცარიელე მიწიწკნის გულღვიძლს,

სიცარიელე ძლიერ მაშფოთებს,

მე უკვე ვეღარ მიხსნის ვერავინ

და ტყვე ვიქნები, მარად ფიქრების.

 

 

***

როგორ გასძელი, როგორ გასძელი,

შენ გეკითხები, როგორ გასძელი,

ოთხკედელშუა, როგორ გასძელი,

პატიმარივით, როგორ გასძელი?!

 

 

სიცარიელე გამეფებულა

 

სიცარიელე გამეფებულა შენს ოთახში, შენს სამყოფელში,

ხელით ეხები ამ კედლებს და შენთვისა ფიქრობ:

- ეს კედლებია, რომლებსაც ახსოვთ ჩემი წუხილი,   ჩემი ფიქრები,

ეს კედლებია, რომლებსაც ვანდობ ჩემს საიდუმლოს,

ეს კედლებია, ჩემს ცრემლებს რომ ყოველდღე უცქერს,

ეს კედლებია, ეს კედლებია მარტოდ ყოფნა რომ არ მაგრძნობინეს!

ჰოდა, ძვირფასო, ეს კედლებია, შენთან ერთად რომ წუხილი შენი გაიზიარეს!

 

 

 

***

ღამის სიბნელეში, ოთხკედელშუა,

ზიხარ მარტოკა, წარსულზე ფიქრობ,

ოთხივ კედელზე, შენი ლანდები

დაგცინიან და გეუბნებიან:

- რატომ დაუშვი ორი შეცდომა,

შენ ამ შეცდომის საზღაურს იმკი!

 

 

ჰოდა, დავტირი

 

დავტირი დღეებს, მწუხარებით განვლილს, გაცრეცილს,

ოდეს, ნათელი დღეებისკენ რომ ვისწრაფვოდი

და ვოცნებობდი სიხარულზე, დიდ სიყვარულზე...

მაგრამ სურვილი, სურვილად დარჩა

და ჩემს ოცნებებს ფრთა შეეკვეცა,

ვტირი დღედაღამ, ვდარდობ დღედაღამ,

რადგანაც ბედმა მახე დამიგო:

მთელი ცხოვრება ცრემლი მადინა, არც შემიბრალა,

მთელი ცხოვრება ტანჯვა, დარდი მე არ მომაკლო!

ჰოდა, დავტირი მწუხარებით განვლილ ცხოვრებას!

 

 

 

***

როცა მაწუხებს ღამის სიჩუმე,

ლექსების წერა მიადვილდება,

როცა განვიცდი სიცარიელეს,

ზღაპრების წერას ვიწყებ და -

სიცარიელეც მაშინვე ქრება.

ღამის სიჩუმე, სიცარიელე-

ჩემი დიდი ხნის ტკივილი არის,

გამოგიტყდებით, - მე ამ ტკივილმა

(ღამის სიჩუმემ, სიცარიელემ)

ბევრი ლექსები დამაწერინა!

 

 

ნეტავ, ამას თუ გაძლება ჰქვია

 

შენ, სადაც ზიხარ ოთხკედელშუა,

სიჩუმე უშნოდ დაბორიალობს,

სიცარიელე გამეფებულა, გაცრეცილა

და გააფთრებულა,

სიმარტოვეს და სიცარიელეს გაუდგამს ფესვი.

 

ამ სიჩუმეში, სიმარტოვეში,

მწვავე ფიქრები შემოგწოლია,

ო, ეს ფიქრები, შავი ფიქრები,

შენთან არიან, არ გშორდებიან.

 

შენგან არც წავლენ, რადგანაც კარგო,

ის მხოლოდ შენი წილხვედრი არის,

ის შენ გადაგხდა, შენ გადიტანე,

ფიქრები მიტომ შემოგწოლია,

როგორ გაძელი ან რას გაუძელ,

ნეტავ, ამას თუ გაძლება ჰქვია?

 

 

***

რა არის ჩემი ცხოვრება,

თუ არა დარდი, ნაღველი,

თუ არა სევდა, ვარამი

და სინანული ულევი!

 

 

ათას მადლობას შევწირავ მე ღმერთს

 

ციდან უამრავ ვარსკვლავს ჩამოვხსნი

და სათითაოდ ჩაგიბნევ თმაში,

მთვარეს ვუბრძანებ, თავის სხივები,

გამოგიგზავნოს, უფრო შეგამკოს.

 

თუმც, უიმისოდ, მაინც კარგი ხარ,

შენი თვალები ისე ბრწყინავენ, ვით ვარსკვლავები,

ჰოდა, მითხარი, მიბრძანე კარგო,

თუ გინდა, მთვარეს ჩამოვხსნი ციდან!

 

შენი გულისთვის, ჩემო ძვირფასო,

ათას საგმირო საქმეს ჩავიდენ,

მითხარი, კარგო, თვით ცისარტყელას, -

თავის შვიდ ფერით ფეხქვეშ დაგიფენ!

 

მითხარი,კიდევ რა გავაკეთო,

შენი სიყვარული რომ დავიმსახურო,

შენს ლურჯ თვალებს რომ დავეპატრონო,

მარწყვისფერ ტუჩებს რომ დავეკონო

და შენი ტანის თრთოლვა შევიგრძნო!

 

შენ არას ამბობ, გაჩუმებულხარ,

მაშ, თანახმა ხარ, ჩემი რომ გახდე?!

თუ ასე არის ჩემო, ძვირფასო,

ათას მადლობას შევწირავ მე, ღმერთს!

 

 

გულუხვად მე დამახარჯა

 

მე ამ ცხოვრებამ დამტანჯა,

სულ გამწარებით მატარა,

ხან მაღლა ამიყვანა და,

ხან უცებ, ძირს დამანარცხა.

 

მაწვალა, ძლიერ მაწვალა,

მე, ამ ცხოვრებამ მაწვალა,

რაც კი მებადა, წამართვა,

საკუთარი რამ, არ მომცა.

 

ცხოვრებამ ძლიერ დამღალა,

და ბევრი ცრემლიც მადინა,

ყველა ოცნება, რაც მქონდა,

ერთბაშად, სულ დამინგრია!

 

ეჰ, ძლიერ, ძლიერ დამღალა,

ძალა აღარა, შემრჩა რა,

ყველა სიკეთემ, რაც ჰქონდა,

გულუხვად მე დამახარჯა.

 

რატომ და რისთვის, ვკითხულობ,

ცხოვრებამ რატომ გამწირა,

რატომ წვალება მარგუნა

და რატომ ასე გამტანჯა!

 

ასე რად გამომარჩია,

ასე რად დამაჯილდოვა,

ყველა სიკეთემ, რაც ჰქოდა,

სულ ჩემთვის რად გაიმეტა?!

 

6.XI.2001 წ.

 

 

***

უფალო, იესო ქრისტეო,

ძეო ღმრთისაო,

შემოგავედრებ ჩემს დაღლილ სულსა.

მომეცი ძალა და სათნოება,

რომ გავუმკლავდე

ირგვლივ ჩემს მტერსა,

რომელიც, არცთუ ისე

ცოტა მყავს!

მომეცი ძალა, მიტევებისა

და დავიწყება ბოროტებისა...

მომეცი ძალა, მომეცი ძალა!

 

***

(ტალის)

 

თვალთაგან მწარე ცრემლი გცვიოდა,

ცრემლი, დარდის და ცრემლი სევდისა,

შენი ცრემლები თითქოს ამბობდა:

მე ვინანიებ შენს დიდ შეცდომას.

 

თვალთაგან მწარე ცრემლი გცვიოდა,

გზას მიიკვლევდა და მიდიოდა,

თითქოს ცდილობდა შორს, სადღაც წასვლას,

რომ შენთვის მეტი შვება მოეცა.

 

თვალთაგან მწარე ცრემლი გცვიოდა,

მარგალიტივით წამწამს გეკიდა,

და არვინ იყო შენს ახლომახლო,

მარგალიტები - ხელში აეღო!

 

 

***

უსიყვარულოდ რის მაქნისია,

ხვევნა-ალერსი და მოფერება,

უსიყვარულოდ, არა, არ მინდა

შენი ამბორი და შენთან ყოფნა.

 

 

ტიალი წუთისოფელი

 

ეს ჩვენი წუთისოფელი,

მოკლეა, მეტად მოკლეა,

ისე მიდის და მოდისა,

ჩვენ არას გვეკითხიან, რა?

 

მოვკვდებით, არას გვკითხავენ,

ტყვენი ვართ, მეუფე დიდისა,

ჩვენ არ დაგვაცდის დრო, არა,

ისე მიდის და მოდისა.

 

ის არ სჯობია, ერთურთი,

გვიყვარდეს სიყვარულითა,

თორემ მოკლეა საზღვარი,

სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე!

 

შავო ღრუბელო, გვიგზავნე,

შხაპუნა წვიმა ზეციდან,

რათა მთლიანად წარეცხოს,

თუ რამ ცოდვაა მიწაზე!

 

 

იყო ზაფხული და იყო სიცხე

 

იყო ზაფხული და იყო სიცხე,

და იყო ქალი, სულ მარტოდმარტო,

და ამ სიცხეში, ოთხკედელშუა,

საწოლზე იწვა ეს მარტო ქალი.

 

იწვა გულაღმა და ჭერს შესცქერდა,

ფიქრით წარსულში იქექებოდა,

მხოლოდ ერთ კითხვას ჩასჭიდებოდა,

რატომ და რისთვის დარჩა მარტოკა.

 

ამდენმა ფიქრმა და სინანულმა,

გულის ტკივილიც კი დაავიწყა,

მხოლოდ ერთს სწუხდა და ერთს ფიქრობდა,

რატომ დაუშვა, დიდი შეცდომა.

 

ო, ეს შეცდომა ძვირად დაუჯდა,

ცხოვრება თვისი დაიმახინჯა,

ეჰ, ამქვეყნიდან ისე წავა, რომ

მომავალი... არც კი დარჩება!

 

თუმცა, არც ბედმა არ გაუმართლა,

მწარე ბალღამი ბოლოდმე ასვა,

მთელი ცხოვრება ისე ატარა,

არადა არა, არ გაახარა!

 

იყო ზაფხული და იყო სიცხე

და იყო ქალი, კეთილი, სათნო,

და ამ სიცხეში, ეს სათნო ქალი,

ოთხკედელშუა, სულ მარტოდ იყო!

 

26.VII.2001 წ.

 

 

ვცდილობ, კარგი გავიხსენო

 

გული სევდით მეკუმშება,

როცა წარსულს ვიხსენებ,

მაშინვე გარს მომესევა,

სევდიანი ფიქრები.

 

ვცდილობ, კარგი გავიხსენო,

გული გავიხალისო,

მაგრამ, რაც არა მქონდა რა,

საიდან გავიხსენო?

 

ისე განვლე მე ცხოვრება,

სევდა თან დამყვებოდა,

დარდი, ვარამი და სევდა,

ჩემთან ერთად ცხოვრობდა.

 

ჩუმად ყურში ჩამჩურჩულებს,

ბედი ჩემი, მუხთალი:

მე, შენ ასე დაგიწერკ -

სულ სევდით რომ გეცხოვრა!

 

ჰოდა, მითხარ, მაშ საიდან

გავიხსენო სიკეთე,

ჩემმა ბედმა რომ მარგუნა,

მხოლოდ სევდა, ვარამი?!

 

მხოლოდ დარდი და ვარამი

დღესაც გარს მახვევია

და მიტომაც მეკუმშება,

გული სევდით ყოველთვის.

 

 

***

გულო, გაუძელ ტკივილს,

შენს მეტი არვინ არ მყავს,

გულო, გაუძელ ტკივილს,

გაუძელ დარდს და ვარამს.

შენ ხომ ერთი ხარ ქვეყნად,

ვინც რომ იმედად მყავხარ,

ჰოდა, გაუძელ ტკივილს,

იმედი, არ გამრიცრუო,

კვლავინდებურად იყავ,

ჩემო ერთგულო მცველო!

 

 

***

თითქოს, ცხოვრებამ აზრი დაკარგა,

თითქოს, ცხოვრებას ეშხი მოაკლდა,

თითქოს, ყოველი არარად იქცა,

თითქოს, ამ გულმაც ფეთქვა შეწყვიტა!

 

თითქოს, დაგამშვიდა მდუღარე ცრემლებმა,

თითქოს, თან წაიღო დარდი და სევდა,

თითქოს, გულმა გიგრძნო უფრო მეტი შვება,

თითქოს, აღარ გქონდეს ცხოვრებაში სევდა.

 

თითქოს სევდა-დარდი, თანდაყოლილი არის,

არა, არ გინახავს ოდნავ სიხარული,

ნუთუ, ყველაფერი ბედისწერა არის,

ნუთუ, ამისი იყავი შენ ღირსი?!

 

 

***

ცრემლო, იდინე, ო, იდინე, ნუ გაჩერდები,

იქნებ, წაიღო ჩემი დარდი, დიდი ნაღველი,

ცრემლო, იდინე, ო, იდინე ნიაღვარივით,

იქნებ, წაიღო ყველა დარდი და ყველა სევდა.

 

არ თქვა უარი, ნუ გაჩერდები, ცრემლო იდინე,

არ დამიტოვო გულზე დარდი მძიმე ლოდივით,

იდინე ცრემლო, ო, იდინე მეტი სისწრაფით,

იქნებ დაწყნარდეს სევდით სავსე, ეს ჩემი გული!

 

გარეთ ქარია

 

გარეთ ქარია, ქარი სისინებს,

მე კი მარტოკა, ოთხკედელშუა,

ავი ფიქრები შემომხვევია,

ჩემს გულიდან კი - ტკივილი ჟონავს.

 

გარეთ ქარია, ქარი ბობოქრობს,

ასე ჰგონიათ, თითქოს მე მძინავს,

მლაშე ცრემლები თვალებს მითუთქავს,

და ფიქრიანად შევყურებ ღამეს.

 

ბობოქრობს ქარი, ქარი მრისხანებს

და შეშლილივივთ შევყურებ ღამეს,

თითქოს ღამეს ვთხოვ ნუგეშს და შველას,

ღამე კი ქართან აპირებს წასვლას.

 

გარეთ ქარია, ქარი სისინებს,

ქარი ბობოქრობს,  რაღაცას მოსთქვამს,

ჩემშიც, ფიქრები აზვირთებულან,

ქარივით, ისინიც ბობოქრობენ და მაწვალებენ!

 

 

ცრემლს ხომ არ უნდა არც ერთი თეთრი

 

ო, ცრემლო, ჩემო თანამგზავრო და მეგობარო,

იდინე უხვად, დამიკოცნე ლოყის თავები,

ცრემლს ხომ არ უნდა, არც ერთი თეთრი,

ჰოდა, იდინე, უხვად იდინე, არ დამაყვედრო!

 

იქნებ, შენ მაინც შვება მოჰგვარო ამ ჩემს დაღლილ გულს,

იქნებ, შენ მაინც გამიქარვო დარდი-ნაღველი,

იქნებ, შენ მაინც დამიმშვიდო გული დაღლილი,

იქნებ, შენ მაინც შესძლო ჩემი სევდის გაფანტვა.

 

ჰოდა, იდინე, ცრემლო ჩემო, იდინე უხვად,

ცრემლს ხომ არც ერთი თეთრი უნდა, ის უფასოა,

ჰოდა, იდინე, ცრემლო უხვად, იდინე ლაღად

და ამის შემდეგ იქნებ ვიგრძნო ოდნავი შვება.

 

იდინე ცრემლო, იდინე ლაღად, შეუჩერებლად

და დამიკოცნე ცრემლიანი ლოყის თავები,

არვინ არ არის, შეგაჩეროს და შეგამშრალოს,

იდინე ცრემლო, ო, იდინე, არ მოგერიდოს!

 

 

***

ირგვლივ სიჩუმე და სიბნელეა,

კვლავ მარტოდ ზიხარ დამწუხრებული,

ფიქრობ, ცხოვრებამ რატომ გაგწირა,

რად დაგიტოვა ღია ჭრილობა.

ვარსკვლავების სინათლე სუსტი

ვერ შეგიხორცებს ღია ჭრილობას,

ამ ჭრილობიდან შხამივით წვეთავს,

შენი განვლილი ცხოვრებიდან... სიცარიელე!

 

 

***

მე ვდგევარ, წასვლას არც კი ვაპირებ,

თითქოს განგება გაცდის აქ ყოფნას,

უნდა კიდევ, რომ ბოლომდე მასვას,

მე, ამ ცხოვრების მწარე ბალღამი!

 

 

***

სულ ვტირივარ, სულ ვდარდობ,

თვალსა ცრემლი არ მაშრება,

გულსა დარდი არ მშორდება,

იგი მუდამ თან დამყვება!

 

თან დამყვება ჭირშიც, ლხინშიც

(თუმცა, ლხინი როდისღა მაქვს),

 

მზრუნველობას

 არც კი მაკლებს,

ერთგულია

 მუდამ ჩემი

და მიტომაც, გულში სულ მაქვს!

 

 

***

სულ რომ ვტირივარ, სულ რომ სევდა მაქვს,

ეს, ბედისწერის ბრალია, ვითომ?!

სულ რომ დარდი მაქვს, სევდა, ნაღველი,

ესეც ბედისწერამ მარგუნა, ვითომ?!

 

 

დღესაც ტუჩებზე მატყვია

 

რა გინდოდა, რას მერჩოდი,

რატომ მკარი ხელი?

რატომ, რატომ, გეკითხები,

შემაქციე, ზურგი?

 

ნუთუ, უკვე აღარ გახსოვს,

ჩემი მოფერება?

ნუთუ, უკვე დაგავიწყდა,

ჩემი ტანის თრთოლვა?!

ყურებში კვლავაც ჩამესმის,

შენი თბილი სიტყვა,

ო, რა ძლიერ მიყვარხარო,

თან კოცნით მახრჩობდი.

 

დღესაც ტუჩებზე მატყვია,

შენი კოცნის კვალი,

დღესაც ვგრძნობ ჩემს წელზედა,

შენს დაკუნთულ ხელებს.

 

ჰოდა, მინდა რჩევა მოქცე,

კარგად დაიხსომე,

ჩემებრ, სითბოს და სიყვარულს,

შენ ვერავინ მოგცემს.

 

დაივიწყე, თუკი რამე

წყენა შეგხვედრია,

დავუბრუნდეთ ჩვენს სიყვარულს

და სულ ერთად ვიყოთ!

 

 

***

ილოცე, ბავშვო, ო, ილოცე,

გულით ილოცე,

მაღლით ყურს გიგდებს,

გამჩენი ღმერთი,

ილოცე ბავშვო, ო, ილოცე,

მუდამ ილოცე

და ყველა შენი წმინდა ლოცვები

სულ მასთან იყოს,

არ დაგეკარგოს.

ილოცე, ბავშვო და შეეზარდე

მაგ ღვთის ვედრებას და

წმინდა ლოცვებს,

რომ დიდხანს გაგყვეს

რწმენა უფლისა

და შენ ცხოვრება, სულ

ვარდისფრად, გეხატებოდეს!

 

I.2002 წ.

 

 

მინდორს ცეცხლი დამინთია

 

ცაზე შვიდფერი ცისარტყელა

მინდორ-ველზე ფერებს აფრქვევს,

ამ მშვენიერ მინდორ-ველზე

თითქოს, ცეცხლი დაუნითათ!

განა მართლა ცეცხლი არის?

ყაყაჩოსა სიწითლითა,

ყანა დაუმშვენებია!

 

თავმომწონედ ყელყელაობს

მწვანე ფეხებზე შემდგარი,

თვისკენ იხმობს ყველას, ყველას:

მოდით, მოდით დაინახეთ,

მინდორს ცეცხლი დამინთია,

ნუ, ნუ შეკრთით, განა მართლა

ცეცხლი წამკიდებია?

ჩემი წითელი კაბებით

ყანა დამიმშვენებია!მ

 

 

 

***

მინდვრის ყვავილებით დაგიმშვენე

თმა, ოქროსფერი,

გულზე დაგაბნიე გვირილა და...

ცისფერი ია,

შენც ხომ თვალები ცისფერი გაქვს...

ვით მორცხვსა იას,

და იასავით მორცხვი ხარ შენცა...

და რომ იცოდე, ეგ სიმორცხვე,

ო, როგორ... გშვენის!

 

 

 

***

რარიგ მინდა, გახდე ჩემი

სალოცავი ხატი,

შეგავედრო ჩემი თავი,

გავხდე შენი ღირსი!

 

 

 

ეშმაკს წვეთი ჩარჩენია

 

ქუჩა-ქუჩა, ფიქრით დავქრი,

დავქრი, როგორც ეული,

გულში, ფიქრი აგებული -

ვერ გამოდგა მაგარი.

 

დასერილა ფიქრით გული,

შესევია დარდები,

ეშმაკს წვეთი ჩარჩენია -

ბედ-იღბალის სასმისში.

 

და ეშმაკი ჩემს ბედ-იღბალს

ათამაშებს, როგორც სურს,

ხან აღმა და ხან კი - დაღმა,

ფოთოლივით აქანებს.

 

ჩემს სევდას, დარდს და ვარამს,

აინუნშიც არ აგდებს

და ეშმაკი, ჩემს ბედ-იღბალს

ათამაშებს, როგორც სურს!

 

13.II.2002 წ.

 

 

სად იყავ, ადრე არ მოდი?

 

მუზა არ მტოვებს მარტოკა,

ის, ჩემი მეგობარია,

ოთხკედელშუა ჩემთან ზის

და ჩემთან ერთად განიცდის:

ხომ გხედავ, მარტოდ არ გტოვებ,

ჰოდა, გამანდე ის დარდი,

ის შენი გულისტკივილი,

რამაც შენ დღემდე, მარტოკა –

ოთხკედელშუა დაგტოვა.

- ეჰ, მუზავ, მუზავ, ძვირფასო,

გითხრა? - ნეტავ რას მიშველი?

ეს ჩემი გულისტკივილი,

მოურჩენელი რამ არის.

მე, ცხოვრებაში დავუშვი

დიდზე დიდი შეცდომა და,

ამ შეცდომას ვერავინ,

ვერავინ გამოასწორებს!

ეჰ, მუზავ, მუზავ, ძვირფასო,

სად იყავ, ადრე, არ მოდი?

იქნება, ადრე რამ რჩევა,

რჩევა მოგეცა დროული,

და ამ კედლებთან მარტოკა,

დღეს მარტო არ ვყოფილიყავ!

ხომ ხედავ, მუზავ, ხომ ხედავ,

რა დიდი გულისტკივილი მაქვს,

ამ გულისტკივილს, ამ ვარამს,

ვერა, ვერ შეცვლის ვერავინ

და იმ დაშვებულ შეცდომას,

ვერავინ გამოასწორებს!

 

 

 

***

მიდის, მიჰქრიან ჩემი ფიქრები,

ისე მიჰქრიან, არც ჩერდებიან,

ასე მგონია, წარმიტაცებენ

და მათთან ერთად სადღაც გავქრები.

 

მიდის, მიჰქრიან მწველი ფიქრები,

ვერა, ვერ შევძელ მე შეჩერება,

ო, ეს ფიქრები, ჩემი მტანჯველნი,

ნეტავ, თავს რად არ დამანებებენ.

 

მიდის, მიჰქრიან შავი ფიქრები,

მათ ჩემთან უნდათ სადღაც გაქცევა,

ნეტავი, რა აქვთ ჩაფიქრებული,

რას მიპირებენ, რა უნდათ ჩემგან?!

 

ო, ეს ფიქრები, ძლიერ დამღლელნი,

ნეტავი, წარსულს რად მახსენებენ!

ვერა, ვერ შევძელ მათგან გაქცევა,

ვერა, ვერ შევძელ თავის დაღწევა.

 

ო, ეს ფიქრები, მწველი ფიქრები,

ჩემში არიან ჩასახლებულნი,

მახედებს უკან და თან მაფრთხილებს:

ვერა, ვერ შესძლებ, მათ დავიწყებას!

თორნიკეს ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექსები

 

 

 

***

ოცდაშვიდი გაზაფხული,

მივითვალე მხოლოდ,

ოცდამერვე გაზაფხულს კი,

არ დამასწრეს... ძალით!

 

 

 

***

ეჰ, რა მალე გამიფრინდა,

ოცდაშვიდი წელიწადი,

დამთქნარებაც ვერ მოვასწარ,

გულმა ფეთქვა შემიჩერა.

 

სამი ტყვია დამახალეს,

მაინც ვერა დამაკლეს რა,

მეოთხემ კი... გულისცემა,

იმწუთშივე შემიჩერა.

 

ობლად დამრჩა ერთი შვილი,

ოთხი წლისა არცკი არის,

ცოლი ძაძებით შევმოსე

და ცხოვრება გავუმწარე.

 

უცაბედმა, ჩემ სიკვდილმა

მე, მშობლები გამიმწარა,

თვალთ ბევრი ცრემლი ვადინე,

გულის კარი დავუხურე.

 

გამზრდელ დედას გულითა გთხოვ,

ჩემს ლაშიკოს მიმიხედე,

ობოლს რა და... როგორ უნდა,

ჩემო დედავ, კარგად იცი!

 

ჩემო გამზრდელო დედიკო,

ერთი თხოვნაც შემისრულე,

ჩემს მამიკოს მიმიხედე,

დარდი გადაატანინე!

 

როცა შენ და ჩემს მამიკოს

ძლიერ, ძლიერ მოგენატროთ,

ჩემს საფლავზე ამოდი და

უხვად ცრემლი დამაყარეთ.

 

კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ,

ჩემს ლაშიკოს მიმიხედე,

არაფერი არ მოაკლოთ,

კაცურ კაცად გამიზარდეთ!

 

აბა, მეტი რაღა გთხოვოთ,

ჩემს სახელს, ვიცი, არ დაკარგავთ,

ხშირად, ხშირად, ჩემო დედავ,

შენებურად დამიტირე!

 

ვიცი, თბილი ცრემლები გაქვს,

დაკოდილ გულს მგონი, მომირჩენს,

ჰოდა, ჩემო კარგო დედა,

ცრემლები ხშირად მიგზავნე!!

 

10.IX.2000 წ.

 

 

ნაადრევად მომისწრაფეს

 

ოცდაშვიდი წლის ვიყავი,

თამამი და ლაღი,

შევხაროდი ჩემს ცოლშვილს და

ვიყავ ბედნიერი.

 

მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდა

ჩემი სიხარული,

ნაადრევად მომისწრაფეს,

მე, სიცოცხლის დღენი.

 

ხუთ სექტემბერს, ბოროტ ხელით

გასროლილმა ტყვიამ,

მე სიცოცხლე მომისპო და,

დამიბნელდა მზეო.

 

ობლად დამრჩა, ჩემი შვილი,

პატარა ლაშიკო,

ჩემს მეუღლეს, ჩემს სიყვარულს,

გავუმწარე დღეო.

 

დედით ობოლს, ბედისწერამ,

მე მწარედ დამცინა,

ჩემი შვილი, ჩემი ლაშა,

მამით დააობლა!

 

დედამისი, ჩემს ლაშიკოს,

გაზრდის კაცურ კაცად,

არასოდეს დაავიწყებს,

თავის ამაყ მამას.

 

ჩემო შვილო, ჩემო ლაშა,

აპატიე მამას,

რომ პატარა, სულ პატარა,

ადრე დაგაობლა!

 

27.IX.2000 წ.

 

 

 

ვაით  მოხვედი ამქვეყნად

 

მდუღარე ცრემლი გაფრქვიე,

მაგრამ, ვერა რა გიშველე,

ტყვიით  დაკოდილ გულმკერდზე,

იარა ვერ მოგიშუშე.

 

ვერა, ვერ შევძელ, ცრემლები,

მალამოსავით მომეცხო,

იქნება, ცოტახნით მაინც,

ტკივილი შეგჩერებოდა.

 

ვერა, ვერ შევძელ, ცრემლებით,

შენთვის რომ გული მომელბო,

ალერსიანი სიტყვებით,

გული რომ ოდნავ გამეთბო!

 

ეჰ, ჩემო შვილო, თორნიკე,

მაინც რა ძლიერ ყოფილხარ,

ტყვიით დაკოდილ გულმკერდით,

იმ დიდი გზიდან ჩამოხველ.

 

ნაიარევი გულმკერდით,

მშობლებთან მაინც ჩამოხველ,

ვაი, შენს მშობლებს, თორნიკე,

ვერ დაგეხმარეთ ვერაფრით.

 

იქნება, დროზე, იქ, შენთან,

ახლოს რომ ვყოფილიყავი,

დაგიდგებოდი ფარად და

იმ ტყვიას აგაცილებდი!

 

რას იზამ, შვილო, რას იზამ,

ეს, ბედისწერა ყოფილა,

ვაით მოხვედი ამქვეყნად,

იმქვეყნად უით წახვედი!

 

17.X.2000 წ.

 

 

იქნება, შვილო, იქნება

 

რად არ ვიყავი შენს გვერდით,

რად არ დაგიდექ ფარადა,

რად არ გაპკურე ცრემლები,

რად არ მოგბანე ჭრილობა.

 

რად არ შევუშვირე შენ ნაცვლად,

ეს გული, ტიალ ტყვიასა,

იქნება, შვილო, თორნიკე,

ეგ ტყვია შენ აგცდენოდა.

 

რად არ ვიყავი შენს გვერდით,

რად ვერ ჩაგიკარ გულმკერდში,

რად ვერ გაჩუქე სიცოცხლე,

რატომ ვერ გადაგარჩინე.

 

ან იქნებ, ხელის შეხებით,

ჭრილობა მოგშუშებოდა,

იქნება, შვილო, იქნება,

გადამერჩინე, იქნება.

 

რამდენჯერ, ჩემო ვაჟკაცო,

ხიფათი აქ აგაცილე,

ახლა კი... ვაი, შენს დედას,

დიდ ხიფათს ვერ აგაცდინე.

 

რად არ ვიყავი შენს გვერდით,

რად არ დაგიდექ ფარადა,

რად ვერ ჩაგიკარ გულმკერდში,

სიცოცხლე, რად ვარ გაჩუქე!!

 

31.X.2000 წ.

 

 

 

ბედმა, მე მწარედ დამცინა

 

რაც მინდოდა ცხოვრებაში,

ყველაფერი უხვად მქონდა,

სიყვარული, სიხარული,

ბოლო ხუთ წელს, მართლაც მქონდა.

 

კარგი ცოლი, კარგი შვილი,

აბა, მეტი რა მინდოდა?!

მათ შეავსეს თუკი რამე,

ცხოვრებაში არ მყოფნიდა.

 

შევხაროდი ჩემს ცოლშვილს

და ვიყავი ბედნიერი,

თუ არ ვცდები, მეცხრე ცაზე,

ვიყავ მე ასული!

 

მეცხრე ცაზე  ასვლა თურმე,

ძლიერ ძნელი არის,

იქიდან კი... დანარცხება,

რა ადვილი არის!

მეცხრე ცაზე, ჩემს ცოლშვილთან

ვიყავ კარგა ხანი,

ჩიტის რძესაც

 არ ვაკლებდი,

თუკი მათ უნდოდათ.

 

დიდხანს ვიყავ ასე ტკბილად,

ასე ბედნიერად,

ვამაყობდი ჩემი შვილით,

ჩემი ორეულით.

 

ჩემს ბავშვობას მახსენებდა,

ჩემი შვილი ლაშა,

და მიტომაც ვესწრაფვოდი,

მის დავაჟკაცებას.

 

ბედმა მე მწარედ დამცინა,

დღენი შემიმოკლა,

ადრეულად ჩემი შვილი,

მამით დააობლა!

 

თვალი დამრჩა სიცოცხლეზე

და ჩემს კარგ ცოლ-შვილზე,

თურმე, ყველაფერს იყიდი,

სიცოცხლეს კი... ვერა!

 

ჰოდა, ვერც მე... შევძელი,

სიცოცხლე მეყიდა,

სულ რაღაც ოცდაშვიდ წლისას,

დღენი დამიბნელდა!

 

დამრჩა თვალი ყველაფერზე,

ლამაზ სიცოცხლეზეც,

ჩემს ცოლშვილს კი... მე არ ვიცი,

ნეტავ, ვინ მიხედავს?!

 

27.XI.2000 წ.

 

 

გევედრები, მამიკო

 

ჩემო მამი, მამიკო,

მე დღეს, ოთხი წლის გავხდი,

შენ კი, ჩემო მამიკო,

ზეციდან რად არ მოდიხარ?

 

ნუთუ, შენ აღარ გიყვარს,

შენი შვილი, ლაშიკო?

ნუთუ, მაღლა... ზეცაში,

იპოვე, სხვა ლაშიკო?!

 

ჩემო მამი, მამიკო,

ნუთუ, არ მოგენატრე?

ნუთუ, შენი ლაშიკო,

შენ უკვე დაივიწყე?!

 

გევედრები, მამიკო,

მანდ, დიდხანს ნუ დარჩები,

ჩქარა, ჩქარა, მამიკო,

დაუბრუნდი შენს ლაშას

და ერთად ვიზეიმოთ,

ჩემი დაბადების დღე!

 

ჩემო მამი, მამიკო,

იცი, როგორ მიყვარხარ?!

მე, უშენოდ, იცოდე,

ძლიერ დავიჩაგრები!

 

12.XII.2000 წ.

 

 

მე კი მინდა, შეგახსენო

 

შენი ლაშა, ჩემო შვილო,

ოთხი წლისა დღეს შესრულდა,

შენ კი, უკვე ოთხი თვეა,

შავ მიწაში რაცა წევხარ.

 

შენი შვილი, ბევრჯერ, ბევრჯერ,

დაბადების დღეს გადიხდის

(ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს)

შენ კი... შენ კი, ჩემო შვილო,

ნეტავი, რა გეშველება?!

 

შენ ვერასდროს, შენ ვერასდროს,

გაიხარებ მისი გაზრდით,

რადგან გულზე მძიმედ გაწევს

ეგ ტიალი, შავი მიწა!

 

მე კი მინდა, შეგახსენო,

ნატყვიარო, ჩემო შვილო,

რომ მანდ, მხურვალედ ილოცო,

შენს პატარა ლაშიკოსთვის!

 

12.XII.2000 წ.

 

 

ვის მივულოცო ზეიმი

 

მე, ჩემი შვილი აღარ მყავს,

ვის მივულოცო, ზეიმი,

ვის ვუთხრა, დიდხანს იცოცხლე,

იხარე, იბედნიერე!

 

ვის ვუთხრა: შენ, ჩემო შვილო,

დაბადების დღეს გილოცავ!

 

ვის ვუთხრა მუზავ, ვის ვუთხრა:

ამქვეყნად დიდხანს იცოცხლე!

 

ეჰ, მუზავ, ნუთუ არ გესმის,

ხელი არ მემორჩილება,

რომ რამე ლექსი დავწერო,

და მე, ის ვინმეს მივუძღვნა.

 

მისმა უდროოდ სიკვდილმა,

მე თვალში ცრემლი დამიშრო,

ნუგეშად კი დამიტოვა,

თავისი შვილი, ლაშიკო.

 

იცოდეთ, ყველა კარგია,

ლაშიკოცა და რძალიცა,

მაგრამ, რომ შვილი აღარ მყავს,

იცით, ეს რარიგ ძნელია?

 

ვინ რას მიხვდება ჩემს წუხილს,

ჩემს უიმედო ყოფნასა,

ვის ვუთხრა, ჩემი წუხილი,

ვინ დამიამებს ტკივილებს!

 

5.II.2001 წ.

 

 

ეჰ, როგორ მენატრები!..

 

ჩემო მამი, მამიკო,

ასე დიდხანს, სადა ხარ?

ნუთუ მანდ, ზეცაში

უფრო უკეთესად ხარ?

 

ჩემო მამი, მამიკო,

უკვე დიდი ბიჭი ვარ,

მოდი, მოდი ზეციდან

და გულში ჩამიკარი.

 

ჩემო მამი, მამიკო,

ეჰ, როგორ მენატრები,

იცი, როგორ მომინდა,

შენი ხვევნა-ალერსი?

 

მამა, მამი, მამიკო,

ზეციდან არ გიშვებენ?

უთხარ: ჩემს შვილს, ლაშიკოს,

უფრო ძლიერ ვჭირდები!

 

მართლაც, ჩემო მამიკო,

ძლიერ, ძლიერ მჭირდები,

ძლიერ, ძლიერ მომინდა,

შენი თბილი ამბორი.

 

ჩემო მამი, მამიკო,

ყველას მამა აქა ჰყავს,

შენ კი, ასე ადრიან,

ზეცაში რად წახვედი?

 

რაო, იქ უკეთა ხარ?

იქაცა გყავს ლაშიკო?

არა, არ დაგიჯერებ,

შენ, რომ მე დამივიწყე!

 

ჩემო მამი, მამიკო,

როცა დიდი გავხდები,

ვეცდები, რომ ზეციდან

მალე ჩამოგიყვანო!

 

რად გაბრაზდი, მამიკო,

წარბი რატომ შეჭმუხნე?

რაო, შენ აღარ გინდა

ჩვენთან რომ ჩამოხვიდე?

 

მამა, მამი, მამიკო,

რამდენს გესაუბრები,

შენ კი, მამავ, ძვირფასო,

ხმას რატომღაც არა მცემ.

 

არა, არ დავიჯერებ,

შენ, რომ აღარ გიყვარვარ,

მაგრამ, ვერ გამიგია,

ზეციდან რად არ მოდიხარ?

 

მე და დედა უშენოდ,

ძლიერ მოწყენილნი ვართ,

უშენობას, მამიკო,

ოჰ, რა ძლიერ განვიცდით!

 

ჩემო მამი, მამიკო,

არაფერი არ მესმის,

რად დამტოვე ადრიან,

ზეცაში რად წახვედი?

 

ალბათ, ჯერ პატარა ვარ,

ამდენი, რომ არ მესმის,

როცა დიდი გავხდები,

ალბათ, მერე მივხვდები.

 

რადგან, შენ არ მოდიხარ,

შენს დაბადების დღეზე,

მე და დედა აქედან

კარგად ყოფნას გისურვებ!

 

რადგან, ჩემთან არ გინდა,

ალბათ, მიზეზიცა გაქვს,

გპირდები, რომ შენსავით,

კარგი ქართველი ვიყო!

 

5.II.2001 წ.

 

 

მუზავ, რას დადუმებულხარ

 

მუზავ, რას დადუმებულხარ,

რად არ მკარნახობ არაფერს,

რომ ჩემს შვილს, ლექსი მივუძღვნა,

დაბადების დღის ნიშნადა.

 

იუბილარი აღარ მყავს,

ამას შენც მიხვდი, გუმანით?

მიტომაც, ზურგი მაქციე,

და აღარ მითხარ სათქმელი?

შენცა გრძნობ მუზავ, შენცა გრძნობ,

 

ჩემი წუხილის მიზეზსა,

რომ ერთი შვილი გავზარდე,

ისიც... იმ ქვეყნად გავგზავნე.

 

მე, მაინც მინდა ერთი რამ,

ვუსურვო ჩემს იუბილარს,

იმ ქვეყნად მარად ილოცოს,

თავის ერთადერთ შვილისთვის.

 

ილოცე, შვილო, ილოცე,

ილოცე, შენი შვილისთვის,

მან მაინც დიდხანს იცოცხლოს

და მამა არ დაივიწყოს!

 

ეჰ, ჩემო შვილო, თორნიკე,

სიცოცხლე რად გამიმწარე,

რატომ და რისთვის გამწირე,

იმედი რად გამიცრუე!

 

5.II.2001 წ.

 

 

ასე რად გამოგარჩია

 

ტიალი წუთისოფელი,

რა მაცდური რამ ყოფილა!

ზოგისთვის - მეტად მოკლეა,

ზოგისთვის კიდევ ხანგრძლივი.

 

მაცდური წუთისოფელი,

შენთვის ხანმოკლე აღმოჩნდა,

ოცდაშვიდი წლის ასაკში

სიცოცხლეს გამოგასალმა!

 

რათა და რისთვის, - ვკითხულობ,

ასე, რად გამოგარჩია,

რათა და რისთვის, მითხარი,

შენ, შვილი რად დაგიობლა?

 

ეჰ, ჩემო, უიღბლო ბიჭო,

სიცოცხლით გაუმაძღარო,

შენთვის, ეს წუთისოფელლი,

ხედავ? რა მოკლე ყოფილა?

 

ეჰ, ჩემო შვილო, თორნიკე,

აქაც უიღბლო აღმოჩნდი,

ტიალმა წუთისოფელმა,

სიცოცხლით არ გაგახარა!

 

25.VI.2001 წ.

 

 

რატომა ვარ, უბედური

 

ჩემი დედა ასე მტირის:

ჩემო უბედურო შვილო!..

მართალია, დედაჩემი,

მართლაც, მე უბედური ვარ!

 

რატომა ვარ, უბედური,

ნეტავ, ვინმე თუ იკითხავს?

იმიტომ რომ, იმიტომ რომ,

ადრე შემიწყდა სიცოცხლე.

იმიტომ რომ, იმიტომ რომ,

თვალი დამრჩა ყველაფერზე,

ჩემი შვილი, სულ პატარა,

ობლად დამრჩა ქვეყანაზე

და ახლაგაზრდა მეუღლე,

ადრიანად დავაქვრივე.

თვალი დამრჩა სიცოცხლეზე,

და სულ რაღაც, ოცდაშვიდი წლისამ,

დავამთავრე მე სიცოცხლე!

 

ხუთ სექტემბერს, უცაბედად,

სიკვდილს თვალებში ჩავხედე,

ვითომ, ძლიერი ვიყავი,

სიკვდილს კი, ვერ მოვერიე!

 

სხვის მიწაზე, უცხოეთში,

ყველასგან დაუტირებლად,

სამუდამოდ დავიძინე!

გესმით? რატომ ვარ უბედური,

რატომ ტირის ასე დედა?

რომ ახალგაზრდა შვილი,

მიწაში ჰყავს დამარხული.

 

ჰოდა, ჩემო კარგო დედა,

ერთ რამეს გთხოვ - შემისრულე

(თუმცა, თხოვნა არც კი გინდა):

შენებურად, გულიანად,

ხშირად, ხშირად დამიტირე,

შენმა ცრემლმა, თბილმა ცრემლმა,

იქნება, გული გამითბოს

და აქ, ამ შავ მიწაში,

ცრემლით მაინც ჩემთან იყო.

 

18.VIII.2001 წ.

 

 

მენატრებოდა ქართული ზეცა

 

გულით ქართველი, სულით ქართველი,

გაზრდილი ქართულ მიწის ძუძუთი,

ვცხოვრობდი სადღაც, უცხო მხარეში,

მენატრებოდა ქართული ზეცა.

 

მეძახდა ჩემი მიწა ქართული,

ჩემი ქართული ზეცაც მიხმობდა,

სიონის, ქაშუეთის და სვეტიცხოვლის

ზარების რეკვა მენატრებოდა.

 

მაგრამ, მე ბედმა მწარედ დამცინა,

ვერა, ვერ ვნახე ქართული ზეცა!

ვერა, ვერ შევძელ, რომ მომესმინა,

სიონის, ქაშუეთის და სვეტიცხოვლის

                                   ზარების რეკვა!

 

ჩემი ამაყი, ქართული სული,

იქ, უცხოეთში დარჩა მუდმივად,

მაგრამ ქართული მიწა მაყრია

და განვისვენებ ქართულ მიწაში!

 

მუდამ, მე გულზე თბილადა მხვდება,

მშობელი დედის ცრემლი ქართული

და ყოველ დილა ყურში ჩამესმის,

სიონის, ქაშუეთის და სვეტიცხოვლის

                                   ზარების რეკვა!

 

5.IX.2001 წ.

 

 

ვინ იყო, ნეტავ

 

ვინ იყო ნეტავ, ვინ გაგიმეტა,

შენს სისხლში ხელი ვინ გაისვარა,

სამი წლის ბავშვი, ვინ დაგიობლა,

მეუღლე შენი, ვინ დააქვრივა?!

 

შენ, ჩემო შვილო, ვინ გაგიმეტა,

ვის მოხვდა გულზე მართალი სიტყვა,

ვინ იყო, გულში შურს ატარებდა

და ამ შურის მსხვერპლი გაგხადა?

 

ვინ იყო ნეტავ, ვინ გაგიმეტა,

ნეტავ, მას მკერდში გული არ ჰქონდა?

თუ გული ჰქონდა - მაშ, როგორ მოხდა,

ალალი გული რომ დაგიკოდა!

 

მან ერთი ტყვია, არც კი გაკმარა,

ზედიზედ ოთხი ტყვია გესროლა,

და სიყვარულით აღსავსე გულის,

სამარადისოდ ფეთქვა შეწყვიტა!

 

ეჰ, ჩემო შვილო, ვინ გაგიმეტა,

ცოლშვილი ობლად ვინ დაგიტოვა?

მხოლოდ უგულო და არაკაცი,

ამ სისასტიკეს თუ ჩაიდენდა!

 

ვინ იყო ნეტა, ღმერთი თუ სწამდა,

თუ სწამდა ღმერთი... ასე სასტიკად,

ასე სასტიკად...

რად გაგისწორდა?!

 

                                   22.VII.2001 წ.

 

 

დაბადების დღეს გილოცავ

 

შენ, ჩემო შვილო, ლაშიკო,

არ დაივიწყო მამიკო,

მამა, რომელმაც შენ ადრე,

დაგაობლა და დაგტოვა

 

ეჰ, ჩემო შვილო, ლაშიკო,

ეს ჩემი ბრალი არ არის,

ჩემ ბედისწერამ, მაცდურმა,

შენს გაზრდას მე არ შემასწრო!

 

შენ, ჩემო შვილო, ლაშიკო,

დაბადების დღეს გილოცავ,

გამოდი კაცური კაცი

და მტერი არ გააცინო.

 

გისურვებ, ჩემო ლაშიკო,

დღეგრძელობას და სიხარულს,

ბედნიერებას, სიყვარულს

და მამის არდავიწყებას!

 

შენ, ჩემო ლამაზო ბიჭო,

სიამაყე არ დაკარგო,

არასდროს არ შეიმჩნიო,

შენ, რომ უმამოდ იზრდები!

 

აქ, მუდამ შენთვის ვილოცებ,

შენს დღეგრძელობას ვინატრებ,

და დღემზეობას გისურვებ

და გამრავლებას გისურვებ!

 

მინდა, რომ კარგად იცოდე,

მე ძლიერ, ძლიერ მიყვარდი,

მე, ძლიერ, ძლიერ მინდოდა,

შენს გაზრდას რომ მოვსწრებოდი.

 

მაგრამ, დღემოკლე აღმოვჩნდი,

შენ სულ პატარა დაგტოვე,

მე, შენით ვერ გავიხარე,

და შენით ვერ ვიამაყე!

 

ნუ, ნუ, ჩემო ლაშიკო,

ნუ დაივიწყებ მამიკოს,

ხშირად ამოდი საფლავზე,

შენდობა მაინც მითხარი!

 

და... ერთხელ კიდევ გილოცავ,

დაბადების დღეს, ლაშიკო,

სიხარულს, ბედნიერებას

და დიდ სიყვარულს გისურვებ!

 

                                   12.XII.2001 წ.

 

 

უმამობა, ძნელია

 

ხუთი წლისა უკვე გავხდი,

უკვე დიდი ბიჭი ვარ,

როგორ მინდა, გვერდით მყავდე,

ჩემო კარგო, მამიკო.

 

ეს მეორე წელი არის,

რაც შენ ჩვენთან არა ხარ,

ჩემს დაბადების დღეს, უშენოდ,

ჩვენ უშენოდ ვზეიმობთ.

 

ვზეიმობთო, ვამბობთ, თორემ,

განა მართლა ვზეიმობთ?

განა მართლა არა ვნაღვლობთ,

შენ რომ ჩვენთან არა ხარ?!

 

ყველაფერში მამას ჰგავსო -

ამბობს ჯუჯუტა ბებო,

პატარა თორნიკე არისო  -

ადასტურებს ბაბუაც.

 

ნეტავ, ახლა დაგანახა,

შენი შვილი ლაშიკო,

თვალწინ შენი პატარობა

დაგიდება, მამიკო!

 

ჰოდა, ჩემო კარგო მამა,

მართლაც ძლიერა გგევარ,

გული მწყდება,  გული მწყდება,

შენ რომ ჩემთან აღარ ხარ.

 

უშენობა ძლიერ მიჭირს,

უმამობა ძნელია,

უფრო ძნელი ის არის, რომ

აღარ დამიბრუნდები!

 

ალბათ, ყველა დაბადების დღეს,

უშენოდ ვიზეიმებთ,

ნეტავ, რა ფასი ექნება,

ჩვენთან რომ არ იქნები!

 

ჩემო მამა, კარგო მამა,

იცი, როგორ მაკლიხარ?

ამ დანაკლისს, გეფიცები,

ვერაფერი შემივსებს.

 

ჩემო მამა, კარგო მამა,

ვფიცავ, შენს წმინდა საფლავს,

არასოდეს, არასოდეს,

არ შევარცხვენ შენს სახელს!

 

                                   12.XII.2001 წ.

 

 

საფლავში მყოფო იუბილარო

 

ოცდაცხრა წელი დღეს შეგისრულდა,

ჩემო უიღბლო ბიჭო,

შენს დაბადების დღეს საფლავთან მდგომნი,

უხმოდ გილოცავთ, შვილო.

 

საჩუქრად, უხვად შენ მოგიტანე

მდუღარე, წრფელი  ცრემლი,

 

ყველა საჩუქარს, მე ეს ვარჩიე,

რომ დაგიამოს გული!

 

ცრემლი ალალი, გამეტებული,

შენ მოგიძღვენი გულით,

შენ, ჩემო ბიჭო, უიღბლო შვილო,

მინდა, ამ ცრემლმა გული გაგითბოს.

 

სხვა საჭუქარი ვერ გავიმეტე,

რომ ის მომეძღვნა შენთვის,

ვიცი,  რომ ცრემლი, დედური ცრემლი,

დღეს საჭიროა შენთვის.

 

ჰოდა, შენ ჩემო, ოცდაცხრა წლის შვილო,

ცრემლით გილოცავ ზეიმს,

რადგან დღეს წრფელი, ალალი ცრემლი,

უფრო გჭირდება, შვილო.

 

ჩემო ალალო, უიღბლო შვილო,

საფლავში მყოფო იუბილარო,

გული არ დაგწყდეს, რომ ცრემლის მეტი

სხვა საჩუქარი ვერ მოგიძღვენი!

 

                                   5.II.2002 წ.

 

 

მინდა, გულით შემოგფიცო

 

ჩემო მამა, კარგო მამა,

იცი, როგორ მენატრები?

როგორ მინდა, მოგეხვიო,

გულში მაგრად ჩაგეკონო!

 

ძლიერ მინდა, მოგეფერო,

დაბადების დღე მოგილოცო,

გულით მინდა, რომ გისურვო,

არასოდეს მომკვდარიყო!

 

ჩემო მამა, კარგო მამა,

მინდა გულით შემოგფიცო,

სანამ მე ცოცხალი ვიქნები,

არასოდეს არ მოკვდები!

 

მერე? მერე ჩემი შვილი -

და შენი შვილის შვილი,

არც სანთელს, არც შესანდობარს,

არასოდეს მოგაკლებენ.

 

არასოდეს, ვამბობ მიტომ,

რომ შენ ჩემს გულლში გაქვს ბინა

და შენს ხსოვნას, ჩემო მამი,

არასოდეს დავივიწყებთ.

 

ჰოდა, ჩემო კარგო მამა,

კვლავაც გულით მოგილოცავ,

შენს დაბადების დღეს -

ოცდაცხრა წლის შესრულებას!

 

 

 

***

როცა საფლავზე მოდიხარ,

ცხარე ცრემლებს მაფრქვევ გულზე,

ჩემო დედავ, რომ იცოდე,

ეგ ცრემლები მითბობს მე გულს.

 

შენი ტირილი ჩამესმის,

როგორც ტკბილი იავნანა,

გულითა გთხოვ, ჩემო დედავ,

არ მომაკლო ეგ ტირილი.

 

                        10.II.2002 წ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ბერუაშვილი ჯულიეტა / ლექსები