გუმილიოვი ნიკოლაი

ლექსები

 

  სარჩევი:

(ვარ  კონკისტადორი ლითონის ჯავშანში...).

(მე არ მოვიღებ...).

(ჩემთან ყვავილნი არა ხარობენ...).

ბეჭედი.

ბუხართან.

გათავისუფლება.

გონიერი დემონი.

დონ-ჟუანი.

ეს არა ერთხელ მომხდარა.

ვედრება.

ვირთხა.

ზმანებები.

იმპერატორს.

ინდაური.

კატია კარდოვსკაიას.

მამაკაცის პორტრეტი.

მასკარადი.

მე და თქვენ.

მთვრალი დერვიში.

ოცნებები.

ჟირაფი.

სენი.

ფიქრები.

ფრინველი.

შინაბერა.

ციკლიდან

ბეატრიჩე.

ხელთათმანი   

 

ვარ კონკისტადორი ლითონის ჯავშანში....

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

ვარ კონკისტადორი ლითონის ჯავშანში,

მივყვები ვარსკვლავს, გზის მკვლევად ქცეულს.

გავივლი უფსკრულებს დარში და ავდარში.

და ბაღის ჩრდილში ვასვენებ სხეულს.

 

ცა შებურდულია ღრუბელთა საფარში,

ჩამოწვა ნისლი... ვდუმვარ და ველი,

და მჯერა^ ტრფობა მეწვევა მწველი...

ვარ კონკისტადორი ლითონის ჯავშანში.

 

და თუ ვერ ვპოვებ ჩემს ვარსკვლავს ციურს,

მე თვითონ შევქმნი ხატებას ღვთიურს,

მოვაჯადოვებ, სიყვარულით ავამღელვარებ.

 

მე ქარიშხლების ერთგული ძმა ვარ.

და ჩემს საომარ სამოსში ჩავწნავ.

ველების ვარსკვლავს, სურნელოვან შროშანს ელვარეს.  

 

 

 

 (***

მე არ მოვიღებ...)

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

ციკლიდან ბეატრიჩე.

 

მე არ მოვიღებ შენს მიმართ წყევლას,

მე განშორებამ ამავსო დარდით.

მსურს ისევ ვკოცნო შენი ხელები.

და კვლავ მიყვარდე, როგორც მიყვარდი.

 

ყველა ასრულდა, რასაც ვნატრობდი.

სიყმაწვილისას ტრფობით ვნებული,

შენს ნაზ ხელებში ვნახე ხანჯალი,

რომ ელვარებდა გაშიშვლებული.

 

სიკვდილის თრთოლვას მიძღვნი საჩუქრად.

და არა ოხვრას მხურვალე ვნების...

წამიყვან ქვეყნად სამარადისო.

და სრულყოფილი ბედნიერების. 

 

 

(*** ჩემთან  ყვავილნი არა ხარობენ...).

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

ჩემთან ყვავილნი არა ხარობენ,

მათი სიტურფე მატყუებს წამით,

ერთ დღეს ჰყვავიან, ჭკნებიან ღამით,

ჩემთან ყვავილნი არა ხარობენ.

 

არც ფრინველები ცხოვრობენ ჩემთან,

იფხორებიან და მიწას თხრიან,

დილით კი - მხოლოდ ბუმბული ყრია...

არც ფრინველები ცხოვრობენ ჩემთან.

 

მხოლოდ წიგნები დგანან რვა რიგად,

მუდამ მდუმარე, მძიმე ტომები,

მათში თვლემს ცეცხლი ძველი ომების,

მხოლოდ წიგნები დგანან რვა რიგად.

 

ვინც მე მომყიდა, ის ბუკინისტი.

იყო ღატაკი, კუზიც ამკობდა...

...მახსოვს, საფლავთა იქით ვაჭრობდა,

ვინც მე მომყიდა, ის ბუკინისტი. 

 

 

ბეჭედი

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

გოგონას ხელიდან გაუსხლტა.

ბეჭედი და ჭაში ჩაუვარდა.

ვედრებით ხელს იწვდენს ჭისკენ და.

ბეჭედს სთხოვს, მას ასე რომ უყვარდა.

 

- ჭაო, ბეჭედი დამიბრუნე,

მასში ზის წითელი ლალის თვალი,

რად უნდათ იგი სველ ტრიტონებს,

ან რისთვის ევლება ცივი წყალი? -.

 

წყლის სარკე სიღრმეში აიმღვრა.

და ყრუდ მოისმა ბურტყუნი მაღლა:

- შენი ბეჭედი მოგვეწონა,

ცოცხალი სხეულის სითბო ახლავს. -.

 

- ჩემს საქმროს შებოჭავს ნაღველი,

დარდით და წუხილით დაიღლება,

ცივ წყალში ჩაუშვებს ხელებს და.

მხურვალე ცრემლებად დაიღვრება. -.

 

წყალში ტრიტონთა სიფათები.

გამოჩნდა, რკალი რკალს მოეკონა:

- ადამიანის სისხლის მსგავსი.

შენი ლალის თვალი მოგვეწონა. -.

 

- ჩემს საქმროს მხოლოდ სიყვარული.

და მასზე ლოცვები ასულდგმულებს,

ვთხოვ და ფოლადის სამართებლით.

ვენებს გადაიხსნის, არ მიმტყუნებს. -.

 

- ბეჭედი, ალბათ, მკურნალია,

რადგან შეგეპარა სევდა ხმაში,

თუ მამაკაცი შეგიყვარებს,

ბეჭედს დაიბრუნებ მხოლოდ მაშინ. -.

 

- ოქრო სხეულზე ლამაზია,

ლალი სისხლზე უფრო მეწამული,

დღემდე ვერ შევძელი, რომ გამეგო,

სიყვარულით როგორ ძგერდა გული. 

 

 

ბუხართან

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

გამუქდნენ ჩრდილები... მინავლდა ბუხარი,

გულხელდაკრეფილი ის იდგა მწუხარე,

შორეთში მიეპყრო უძრავი მზერა და.

თავის დარდს ამხელდა, გულს ჯავრი სერავდა.

 

მე მოვვლე უცნობი ქვეყანა მრავალი,

ოთხმოც დღეს ვიდოდა ჩემი ქარავანი.

მრისხანე, პირქუში მთები და ტყეები.

მისდევდნენ ერთმანეთს, როგორც ეს დღეები.

 

და ხშირად, როდესაც წყვდიადი წვებოდა,

ჩვენს სმენას უცნობი ყმუილი სწვდებოდა.

ვიღებდით ორმოებს და ტყეებს ვკაფავდით,

ღამით ჩვენს სადგომთან ლომებსაც ნახავდით.

 

მაგრამ იქ სიმხდალეს არცერთი ვიჩენდით,

ვესროდით, სამიზნედ ლომის შუბლს ვირჩევდით.

გავთხარე ტაძარი, წარსულში ელვარე,

ჩემს სახელს ატარებს მდინარე მღელვარე.

 

ტომები, სხვას რომ არ მონებდნენ არასდროს,

უსმენდნენ ჩემს სიტყვას, არ ცვლიდნენ ჩემს კანონს.

ახლა კი სუსტი ვარ, თითქოს სიზმრის ტყვე ვარ,

სული ავად არის, მეც ავადმყოფს ვგევარ.

 

შიში დამეუფლა, შიში არნახული,

ოთხ კედელს შორის ვარ მე აქ ჩამარხული.

არც პირბასრ იარაღს, არც ტალღას აწყვეტილს.

 

არ შესწევს დღეს ძალა ამ ჯაჭვის გაწყვეტის...

კუთხეში მიმდგარი უსმენდა ქალი და.

ბოროტი ღიმილი უკრთოდა თვალიდან. 

 

 

გათავისუფლება

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

მორჩა! კარები მიიხურა ტუსაღის უკან.

აღარ გრძნობს ხელზე მძიმე ჯაჭვის საზარ სიცივეს.

ნაღვლობს, ობობას მიჩვეულს რომ ემშვიდობება,

უნდა გაშორდეს საპყრობილეს, წარსულს იცილებს.

 

ზედამხედველი ებრალება... (ის უღიმოდა.

ზოგჯერ სევდით...) და მეგობარი გისოსებს მიღმა...

ძელიც... ეჰ, მასზე ქანაობდა ერთხელ დამხრჩვალი,

ვინც სიცოცხლეში ატარებდა მძარცველის ნიღაბს...

 

წუხს? მაგრამ წამსვე, როს კედლების გაქრა ჩვენება,

თვალებში გაკრთა ვერაგობა და აღტაცება.

ცხელი მზე ათრობს, ძარღვებში და გულში ეღვრება...

მიდის სამყაროს დასაპყრობად, დასატაცებლად. 

 

 

გონიერი დემონი

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

ძველი მეგობარი, ერთგული დემონი.

ჩემს გვერდით სიმღერას მღერის:

- მთელ ღამეს ებრძოდა მორევს მეზღვაური,

დილით კი ტყვე გახდა ფსკერის.

 

ირგვლივ იმსხვრეოდა ტალღათა კედელი.

და ქარი შხეფებად შლიდა.

მეზღვაურს ძალას და მხნეობას მატებდა.

მისი სიყვარული წმინდა.

 

მენდე, არ გიმტყუნებ  - ტალღათა ჭიდილში.

ესმოდა ძახილი ტკბილი...

- მაგრამ, - კვლავ მაფრთხილებს დემონი, - გახსოვდეს,

ის ფსკერზე დაეშვა დილით. 

 

 

დონ-ჟუანი

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

უბრალოა და მედიდური ჩემი ოცნება:

ხელთ ვიგდო ხოფი - ძლიერ ტალღებს შევეურჩები,

და მოვატყუო ზოზინა დრო, ჩემი ტუჩებით.

კვლავაც ახალი ბაგეები დაიკოცნება.

 

ხოლო როდესაც ვიგრძნობ - წლების დამაწვა ჯარი,

მორჩილი მზერით ქრისტეს აღთქმას მივიღებ რწმენით.

და სიბერეში სინანული მექნება წრფელი,

გულზე კი ტვირთი, მხსნელი ტვირთი - ლითონის ჯვარი.

 

და მაშინ, როცა ორგიებით გზაარეული.

უცებ შევკრთები და გონს მოვალ, ვით მთვარეული.

შეშინებული განვლილი გზის იდუმალებით,

 

გამახსენდება, როგორ ფუჭად ჩავლილა წლები,

არ მიფიქრია შვილზე, გართულს ტურფა ქალებით.

და არც ტოლებში მიძებნია არასდროს ძმები. 

 

 

 

ეს არა ერთხელ მომხდარა

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

ეს არა ერთხელ მომხდარა, ეს არა ერთხელ იქნება.

იმ შეუპოვარ წუთებში, შენთან ბრძოლას რომ ვუნდები:

როგორც ყოველთვის, შენ ჩემგან შორს გაგიტაცეს ფიქრებმა,

ხვალ, კარგად ვიცი, ისევე მორჩილი დამიბრუნდები.

 

მაგრამ, ამავ დროს, იცოდე, როგორ ბადეში გაები,

სამტროდ მოდიხარ, აღვსილი უცნობი სულისკვეთებით.

თუ ტრფობის კვნესა იქნება სავსე ტანჯვით და ვაებით,

მაშინ ამბორი - მორთული სისხლის წითელი წვეთებით. 

 

 

ვედრება

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

მზეო მძვინვარევ, მზეო მრისხანევ,

სივრცეში მავალ ღმერთის უკვე.

შეშლილო სახევ,

მომავლის სახელით, მზეო, მალე.

დასწვი აწმყო და გადაბუგე,

მაგრამ წარსული შეიბრალე! 

 

 

 

ვირთხა

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

თრთის ლამპარი, თამაშობენ ჩრდილები,,

მკრთალი შუქი ბინდმა არ გაატარა.

მაქმანებით დამშვენებულ საწოლში.

შიშისაგან გაინაბა პატარა.

 

იქ ვინ არის? სახლის სული კეთილი?

ბავშვის თვალში იხატება კითხვა...

მაგრამ, ვაი! ხის კარადის ქვეშიდან.

ნელა ძვრება საშინელი ვირთხა.

 

ათამაშებს თავის დიდრონ ულვაშებს,

იატაკზე ნელა-ნელა მოგორავს.

და უცქერის, წევს თუ არა საწოლში.

დიდთვალება, პაწაწინა გოგონა.

 

- დედა, დედა! მაგრამ დედას არ ესმის!

სტუმრები ჰყავს, იცინიან ქალები.

და ბოროტად ელვარებენ ბინდ-ბუნდში.

ვირთხის დიდი, საშინელი თვალები.

 

საშიშია მოლოდინი, მტანჯველი.

ოჰ, სად არის ანგელოზი სახლისა?

მალე მოდი, ანგელოზო, ძვირფასო,

დამიფარე ვირთხისგან და დამიცავ! 

 

 

 

 

ზმანებები

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

მიტოვებულ და ღარიბულ ქოხთან,

ღობის ნაშალი შავად რომ არის,

ხმა საუბრისა ისმოდა ორთა -.

ბებერი ყვავის და მათხოვარის.

 

ბებრი ყვავი თრთოდა ღელვისგან.

და მწუხარე ხმით ჩუმად ამბობდა,

კოშკის ნანგრევში როგორ ესიზმრა,

თითქოს თამამად ცას მიაპობდა.

 

რომ იყო მაღლა, სხვა ჰქონდა ხვედრი,

აღარ ახსოვდა ნაღველი მიწის,

და იყო გედი, ნაზი და თეთრი,

მათხოვარი კი - ლამაზი პრინცი.

 

მათხოვარს ცრემლი სდიოდა უხმოდ,

ზეციდან ღამე მძიმედ იწევდა,

გზად მიდიოდა მოხუცი უცხო.

და აჩქარებით პირჯვარს იწერდა. 

 

 

იმპერატორს

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

აჩრდილო რაღაც უცნობი ძალის,

ნუთუ შენ, ვინც ბედს კანონს კარნახობ,

იმპერატორო, ბნელ სამარესთან,

გინდა, რომ შენზე ვილაპარაკო?

 

არ ვარ ტრიბუნი, არც სენატორი,

დარდი მაწუხებს და ძლიერ მიკვირს,

მოხეტიალე, საწყალ მომღერალს.

იმპერატორო, რად მადგამ გვირგვინს?

 

მდიდართა კარი ჩვენთვის დახშულა.

და ჩემს საცოდავ ზღაპრებს-სიმღერებს.

მხოლოდ ცხოველნი უსახლკარონი.

და მაღალ მთებში მწყემსნი ისმენენ.

 

დაიხა ჩემი ძველი ქიტონი,

ხმა დამისუსტდა, თვალთ ცრემლი მჟონავს,

მაგრამ შენ თქვი და გემორჩილები,

იმპერატორო, ერთგული მონა. 

 

 

 

ინდაური

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

ჩემს მახსოვრობას ბავშვობის დროდან.

შემორჩა ჭრელი, ფერადი მდელო.

ამაყს, გაფხორილს და ამპარტავანს.

ინდაურს ჰქონდა იქ სამფლობელო.

 

მედიდურსა და ბოროტს ნისკარტი.

ჰქონდა წითელი, ვით ცეცხლის ალი.

ასაკის გამო, (ოთხი წლის ვიყავ),

ვერც კი მამჩნევდა მე მისი თვალი.

 

არც შოკოლადი, არც კარამელი,

არც ანანასის სასმელი ტკბილი.

არ მამშვიდებდა, ვერ მიქარწყლებდა.

გულში ღრმად გამჯდარ სირცხვილს და ტკივილს.

 

და კვლავ მეწვია დიდი ტკივილი,

ბავშვობის წლების სირცხვილი მფარავს:

შენ, სათაყვანო, ავი ღიმილით.

და სიამაყით მპასუხობ: არა!

 

მაგრამ ცხოვრება თავის გზით მიდის,

გაივლის ტრფობა, სევდა რომ ახლავს.

და მოგიგონებ ერთ დროს ღიმილით,

როგორც ვიგონებ ინდაურს ახლა. 

 

 

 

კატია კარდოვსკაიას

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

(აკროსტიხი).

 

კვლავ რომ შევხვდებით, მაშინ, როდესაც.

აღარ იქნებით პატარა გოგო,

ტანში მოხრილი, ჩია მოხუცი.

ისევ ვიხილავ ამ ალბომს როგორს,

 

ალბომს, რომელშიც იქნება ბევრი.

კალმით ნაწერი რითმა გრძნობისა -.

ავტოგრაფები ბლოკის, ბალმონტის,

რემიზოვის და ბრიუსოვისა.

 

და ბედნიერი ვიქნები ძლიერ,

ო, გაგახსენოთ, დიდი ხნის წინათ.

ვცდილობდი როგორ შემევსო პირველს.

 

სათუთად, ნაზად, სტრიქონთა მძივად.

კარდონის სუფთა, ქათქათა გვერდი.

ამ ლექსით, ცისფერ მელნით რომ ვწერდი.

 

იცით, ბავშვობის , - თქვენ მეტყვით მარდად, -.

არ მახსოვს რამე, ბოიკას* გარდა .

----------------------------

*ბოიკა -კარდოვსკების ძაღლი 

 

 

მამაკაცის  პორტრეტი

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

უცნობი მხატვრის ნახატი ლუვრში.

 

მისი თვალები - მიწისქვეშა ტბების მსგავსია,

მიტოვებული დარბაზები მეფის სასახლის.

მას საუკუნო სამარცხვინო დამღა ასვია,

იგი არასდროს ლაპარაკობს ღმერთზე ხმამაღლა.

 

მისი ბაგენი - ალისფერი ნაიარევი,

შხამით გაჟღენთილ ბასრი ხანჯლით რომ დამჩნეულა;

არ უგემია სიტკბოება, გონის ამრევი.

სევდით აღსავსე ნაადრევად დადუმებულა.

 

ხელები - თეთრი მარმარილო, ციალი მთვარის.

მათ საშინელი შელოცვისგან ვერავინ იხსნის.

ეფერებოდნენ თმებს ჩამოშლილს გრძნეული ქალის.

და სხვათა ჯვარცმაზედ ნაკვალევს სტოვებდა სისხლის.

 

მას უცნაური ხვედრი ერგო, იტანჯოს ამით -.

იყოს ზმანება მკვლელისა და პოეტის თვალის.

იქნებ, როდესაც დაიბადა იგი, იმ ღამით.

ცაზე კომეტამ სისხლიანი დატოვა კვალი.

 

მის სულში წყენა ასწლეულთა ბუდობს, იცოდე,

მის სულში სევდა-ნაღველია, სახელი არ აქვს.

მადონას ბაღზე, ყვავილნარით თავს რომ იწონებს,

არ გასცვლის თავის მოგონებებს, გულით რომ დააქვს.

 

თუმც არ მკრეხელობს, სიბოროტე მან შეიძინა.

ნაზი ფერი აქვს მის კანს, ის დროს არ შეუცვლია.

მას შეუძლია გაიღიმოს და გაიცინოს,

მაგრამ ტირილი... ტირილი კი არ შეუძლია. 

 

 

 

მასკარადი

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

დიდი ოთახები და ყრუ დერეფნები.

ახლა მხიარულმა ნიღბებმა აავსეს.

და თავდავიწყებით, გიჟმაჟი ცეკვებით,

როგორც ქარიშხალი, მოედვნენ დარბაზებს.

 

დრაკონთან ხელმკლავით მთვარე სეირნობდა,

ჩინური ვაზები წყვილებს აჩერებდნენ.

ენთო ჩირაღდანი, ბარბითის სიმები.

რაღაც გაუგებარ სახელს აჟღერებდნენ.

 

ისმოდა მაზურკის ჩქარი მელოდია,

სოდომის კურტიზანს მე ვეცეკვებოდი,

რაღაცას ვნაღვლობდი, ზოგჯერ ვიცინოდი.

და რაღაც ნაცნობი რომ იყო, ვხვდებოდი.

ვთხოვდი: ნუთუ შენი ძმა ვერ შეიცანი?

 

ჩემთან მოიხსენი ნიღბის ეგ საფარი.

როგორ მომაგონე ერთხელ მოსმენილი.

ერთი ძველის-ძველი, ნაცნობი ზღაპარი.

 

უცნობი დარჩები მარად ყველასათვის,

გწამდეს, შემიძლია, რომ მე დაგიფარო.

ხალხის თვალთაგან და უცხო ნიღბებისგან,

მე გიცნობ, სოდომის ტურფა დედოფალო.

 

ნიღბის ქვეშ მესმოდა წკრიალა სიცილი,

მაგრამ მე მის მზერას ვერ ვჭვრეტდი სავსებით.

დრაკონთან ხელმკლავით მთვარე სეირნობდა,

მათ შორის მოჩანდნენ ჩინური ვაზები.

 

და უცებ სარკმელთან, იქ, სადაც მრისხანედ.

წვებოდა ღამე და ბნელ ზრახვებს ამხელდა,

ხელიდან გამისხლტა გაცურდა გველად და.

მოიხსნა ნიღაბი, თვლებში ჩამხედა.

 

და მე გამახსენდა: მსგავსი სიმღერები,

თრთოლვა ნეტარების, ველური, ძლიერი,

ნათქვამი ალერსით, ჩუმად: აღმადგინე,

ვიცხოვრო, მტკიოდეს, ვიყო ბედნიერი!

 

ბევრი რამ გავიგე იმ იდუმალ წამში,

მაგრამ ფიცს არ გავტეხ, მახსოვს მე წარსული.

ხედავ, დედოფალო, დედოფალო, ტყვე ვარ,

წაიღე სხეული, წაიღე ეს სული! 

 

 

მე და თქვენ

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

ვიცი, არა ვარ მე თქვენი სწორი,

უცხო ქვეყნიდა მოვედი აკი.

გიტარის ხმები გულში არ მწვდება,

მე მიყვარს ზურნის ველური ჰანგი.

 

არა დარბაზებს, არა სალონებს,

პიჯაკებს, კაბებს, სამკაულს ულევს -.

ლექსებს ვუკითხავ ზღაპრულ დრაკონებს,

წყალვარდნილებს და ღრუბელთა ქულებს.

 

მიყვარს - არაბი ცხელ უდაბნოში.

წყალს ნეტარებით, შვებით რომ მოსვავს,

არა რაინდი, ფუნჯით ნახატი,

ტანთ რომ ძვირფასი სამოსი მოსავს.

 

და სულსაც დავლევ არა საწოლში,

ექიმთან, როგორც მრავალს სჩვევია,

არამედ სადმე, ველურ ბუჩქნარში,

ხშირი სურო რომ შემოხვევია.

 

რათა ვეწვიო არა სამოთხეს,

ყოველ პროტესტანტს ხატად რომ დასდევს,

არამედ ადგილს, სადაც მეძავი.

ყაჩაღთან ერთად შეჰყვირებს: აღსდექ! 

 

 

მთვრალი დერვიში

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

ანა ნიკოლოზის ასულ გუმილიოვას.

 

კვიპაროსებზე ბულბულები, ტბის თავზე მთვარე,

ბევრი ვსვი ღვინო, საამოდ ჩანს ქვიანი არე,

ჩემი გულიდან ხმა მომესმის სიმღერის სხვისი:

სამყარო - შუქი მეგობრისა, სხვა - ჩრდილი მისი!

 

ღვინო შევიტკბე მე განა დღეს ან განა გუშინ,

მე განა გუშინ ან მარტო დღეს ვმღერივარ გულში,

ვმღერივარ მთვრალი ალიონზე, ადრიან დილით:

სამყარო - შუქი მეგობრისა, სხვა - მისი ჩრდილი!

 

მაწანწალა ვარ, უგზო-უკვლოდ განვვლე უდაბნო,

რაც მისწავლია, დავივიწყე მე სამუდამოდ,

მხოლოდ ამ ერთი ლექსის სტროფის სიმღერის მიზნით:

სამყარო - შუქი მეგობრისა, სხვა - ჩრდილი მისი!

 

ჩემს მეგობართა საფლავებთან მივდივარ, ხდება,

მკვდრებს სიყვარულზე შევეკითხო, არა მაქვს ნება?

და სამარიდან საიდუმლოს ამხელს სიკვდილი:

სამყარო - შუქი მეგობრისა, სხვა - მისი ჩრდილი!

 

ტბაში ჩაინთქნენ მთვარის შუქზე ნაკადულები,

კვიპაროსებზე არ გალობენ კვლავ ბულბულები,

ერთი ამღერდა, არ მღეროდა რომელიც დილით:

სამყარო - შუქი მეგობრისა, სხვა - მისი ჩრდილი! 

 

 

ოცნებები

თარგმანი რუსულიდან - ანი კოპალიანი.

 

იქ, სადაც ღვთისგან მიტოვებულ, უბადრუკ სახლაკს.

გარს ერტყა ღობე, შეეკლილი ხმელი ხიწვებით,

ბებერი ყვავი და ბეჩავი, ბოგანო გლახა.

აღმაფრენაზე საუბრობდნენ თავდავიწყებით.

 

ბებერი ყვავი, ძველთაძველი დარდით აღსავსე,

ჟრჟოლადავლილი უყვებოდა დაკონკილ გლახას,

რომ მან, მთვლემარემ ძველი კოშკის ნაპარტახალზე,

ენით უთქმელი, საოცარი ზმანება ნახა.

 

რომ ცის თაღებში მონავარდეს, ნებიერს ბედის,

აღარ ახსოვდა სიღატაკე მათი სახლაკის,

რომ თავად იყო მშვენიერი, ქათქათა გედი.

და უფლისწულად ქცეულიყო გონჯი გლახაკი.

 

გლახა ტიროდა, ქვითინის ხმა უხშობდა ყურებს,

მოძალებული ბინდი ნათელს სტაცებდა მიჯნას,

და გზად ჩავლილი დედაბერი, მათი შემყურე,

შეჩქვიფებული აჩქარებით იწერდა პირჯვარს. 

 

 

ჟირაფი

თარგმანი რუსულიდან - მაიკო მიქაძე.

 

დარდიანი გაქვს მზერა, განსაკუთრებით დღეს,

ხელები ნაზი, თხელი, შემოჭდობიათ ფეხთ.

მისმინე: ძალზე შორით, არის ერთი ტბა ჩად,

რჩეული სულიერი დაეხეტება სად.

ღმერთს მიუცია მისთვის სინატიფე და სხვა,

ჯადო ნახატი ფარავს უბადლო შიშველ ტანს,

თუ შეედრება მთვარე, ისიც გაბედავს კი (?),

როცა ნებივრობს ტბაზე, თუ მაშინ, ალბათ კი.

შორით წააგავს გემის ფერად იალქანთ ჯარს,

 

სირბილი მისი ლაღი ჩიტების ფრენას ჰგავს.

მიწაა მოწმე ერთი, როცა მილულავს თვალს.

რამდენი საოცრება ხდება აქაც და მანდ.

მე მოგიყვები ზღაპრებს შორეულ ქვეყნებზე,

შავგვრემან ქალწულის და მეომრის ვნებებზე,

მაგრამ, ვაი რომ ნისლმა უკვე მოგიცვა და.

წვიმის ხმაურის გარდა არ გესმის არა რა.

როგორღა გავაგრძელო ამბავი ტროპიკულ ტყის,

აწოწილ პალმების და უცნობი ბალახის . . .

მისმინე: ძალზე შორით, ტბა არის, ჰქვია ჩად,

გესმის? . . . ჟირაფი ერთი დაეხეტება სად.

1903 - 1907 

 

 

სენი

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

უახლოვდება კაიროს გემი.

მორთული მისნის გრძელი ალმებით.

მატროსთა სახით ადვილად ხვდებით,

რომ ბინადრობენ აღმოსავლეთით.

 

დაფაციფუცობს კაპიტანი და.

მჭახე ხმით ყვირის, დაიცვან წესი.

გემსართავებთან მუქ სახეებზე.

აქა-იქ გაკრთის წითელი ფერი.

 

უკვე დილიდან ბავშვების გროვა.

ნავმისადგომთან ნაპირს ედება,

რათა იხილონ, გადამთიელთა.

უცხო ხომალდი სად გაჩერდება.

 

სახურავებზე სხედან ყარყატნი.

და წინ იწვდიან კისრებს,

მაღლა არიან, ყოველივეს.

ხედავენ მყისვე.

 

მათ - გრძნეულებს და ჰაერის მოგვებს.

ძალუძთ შეიცნონ სხვისთვის ფარული:

თუ რატომა აქვს ერთ მაწანწალას.

ლოყა ლაქებით გადაფარული.

 

ყარყატები კი ყვირიან, მაგრამ.

არავინ არის აქ მათი მსმენი,

აბრეშუმის და სუნამოს გვერდით.

ნელ-ნელა აღწევს ქალაქში სენი. 

 

 

ფიქრები

თარგმანი რუსულიდან -.

 

რატომ მოჯარდნენ ჩემთან ფიქრები,^.

როგორც ქურდები უმთვარო ღამით?

გაბოროტებით რატომ მტანჯავენ.

შურისძიების მტანჯველი შხამით?

 

გაქრა იმედი, გაქრა ოცნებაც.

და მღელვარებით შევცქერი ნაწერს,

სჯულის ფიცარზე ვკითხულობ სიტყვებს.

და აზრებს, ახლა ტვირთად რომ მაწევს.

 

რადგან ვუცქერდი მშვიდად დიდების.

გზაზე მიმავალთ, ბევრი რომ ვაქეთ,

რადგან მხურვალე ტუჩებით ხშირად.

მე შევხებივარ უცოდველ ბაგეთ,

 

რადგან არ ვწევდი ჯაფას, თითები.

მქონდა სათუთი და მეტად ნაზი,

რადგან სიმღერებს, მოთარეშეებს,

მხოლოდ მწუხარე გასდევდათ ხაზი,

 

ყოველივესთვის შურისძიების.

ჟამი მოვიდა ახლა უცვლელი.

როგორც ქურდები, მდევენ ფიქრები,

დამახრჩობენ და ვერ დავუძვრები. 

 

 

ფრინველი 

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

გადამავიწყდა სიტყვები, მორჩა,

ვეღარა ვბედავ განვაგრძო მესა,

მაღლა მრისხანე ფრინველი მოჩანს,

თვალთაგან ცეცხლი ავად რომ კვესავს.

 

მესმის ყაშყაში შეკავებული,

როგორც ციმბალის ჩუმი ჟღრიალი,

როგორც სალ კლდეებს მინარცხებული.

შორეული ზღვის ღელვა-გრიალი.

 

ვხედავ - ფოლადის ბასრი ბრჭყალები.

კამარას კრავენ ჩემს თავზე ნელა,

თითქოს მდინარის თრთიან ჭავლები,

მთვარის შუქზე რომ ვერცხლისფრად ელავს.

 

ვშიშობ, რა უნდა, რას მოველოდე,

მე ხომ არა ვარ ყრმა განიმედი,

სინათლით სავსე ზეცას ელადის.

არ შევყურებდი შვებით, იმედით.

 

თუ ეს მტრედია გამოცხადებად.

უფლის სიტყვისა: - მზადა ხარ! - მაშინ.

ასე ძალიან რად გასხვავდება.

მათგან, ჩვენთან რომ ცხოვრობენ ბაღში? 

 

 

შინაბერა

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

ცხოვრება სევდაა, ცხოვრება ფუჭია,

არ ინდობს არავის სავსებით.

იგივე ნოხები სასტუმრო ოთახში,

იგივე მტვრიანი თასები.

 

ხელთ ვიღებ პატარა, ნაცრისფერ, მტვრიან ტომს,

გავფანტო ნაღველი წყეული.

მაგრამ ამ ტომებშიც სხვა უყვართ კავალრებს.

და არა მე, ასე ეული.

 

სრულიად სხვაგვარი, სრულიად სხვაგვარი,

მოვჩანვარ ვეება სარკეში.

მე ვარ ნაიადა, მთვარის სინათლეზე.

ლივლივა მდინარის ტალღებში.

 

ვარ საუკუნეთა სიღრმეში მცხოვრები.

პრინცესა, სულს ტრფობა სჭირდება.

და ვისმენ მთრთოლვარედ ლამაზი პაჟისგან.

წარმოთქმულ ხოტბას და დიდებას.

 

ან ბალზე, ვერსალში, როცა დედამიწა.

დღისით დაღლილ თვალებს ასვენებს,

ვატყვევებ თვით მეფეს, ხოლო სხვა ჭაბუკთა.

მზერას სევდის ცრემლი ასველებს.

 

ანდა ჩემს რომანსებს ეტრფის თვით პარიზი,

ხალხზე მაგიურად მოქმედებს.

და ისე ძლიერ, რომ ცნობილი პოეტი.

მე მიძღვნის სტანსებს და სონეტებს.

 

მერე... გავთხოვდები, ვიქნები ერთგული,

ქალი ქმრისთვის უნდა ცხოვრობდეს,

მაგრამ ჩემს ოცნებას, ჯიუტს და თავნებას.

რა შეცვლის სიცოცხლის ბოლომდე.

 

და, სამაგიეროდ, დაღლილთან სიკვდილი.

ცხენით მოჭენდება ფიცხელით,

ვით უცხო რაინდი, ქერცლიან ჯავშანზე.

ვარდი რომ უელავს წითელი. 

 

 

ციკლიდან ბეატრიჩე

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

***

მე არ მოვიღებ შენს მიმართ წყევლას,

მე განშორებამ ამავსო დარდით.

მსურს ისევ ვკოცნო შენი ხელები.

და კვლავ მიყვარდე, როგორც მიყვარდი.

 

ყველა ასრულდა, რასაც ვნატრობდი.

სიყმაწვილისას ტრფობით ვნებული,

შენს ნაზ ხელებში ვნახე ხანჯალი,

რომ ელვარებდა გაშიშვლებული.

 

სიკვდილის თრთოლვას მიძღვნი საჩუქრად.

და არა ოხვრას მხურვალე ვნების...

წამიყვან ქვეყნად სამარადისო.

და სრულყოფილი ბედნიერების. 

 

 

ხელთათმანი

თარგმანი რუსულიდან - ვასილ გულეური.

 

ჩემს ხელზეა ხელთათმანი,

არა, მე მას არ გავიხდი.

რასაც მალავს ეს მაქმანი,

ძვირფასია მოგონებად,

მასზე ვფიქრობ, შემატყობდი, თუკი მიხვდი.

 

ხელს მატყვია ნაკვალევი.

ნაზი ხელის თითებისა,

ამიტომაც დავმალევი.

და ინახავს მოგონებად.

ხელთათმანი, მეგობარი ფიქრებისა.

 

თვითეულს აქვს გამოცანა,

თავის გულში მალავს რამდენს.

საიდუმლო ამისთანა.

ჩემთვის არის ხელთათმანი,

არ გავიხდი მე მას ახალ შეხვედრამდე. 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / გუმილიოვი ნიკოლაი / ლექსები