ეფრემ მცირე

სახედ სიბრძნისა

 

 სახედ სიბრძნისა გიწესს, მოვედ და შევედ,

 და განიცადე წიგნი სამოციქულო,

 ვითარ მოქმედებს მას შინა იატაკად

 ლუკა საქმეთა ქრისტეს მოციქულთასა,

 და იაკობ და პეტრე იოანეთურთ

 შეუდგმენ შჳდთა წმიდას იუდას თანა,

 ხოლო სართულსა მისსა პავლე შეამკობს,

 სენაკებითა ოქროთ-ცხებულებითა,

 რაჟამს შჳდობა კათოლიკეთა დართოს

 ებისტოლეთა მიერ მრჩობლ შჳდეულთა,

 ამათი თჳსად განმასაკუთრებელი,

 უფალო, თჳსად შენდა განისაკუთრე.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ეფრემ მცირე / სახედ სიბრძნისა