ზოსიმე იოანე

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

 

 დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა

 და ესე ენაჲმძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.

 და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართა.

 და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

 და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲსწარმეტყუელმან, რამეთუ „წელი ათასი, ვითარცა ერთიდღჱ», -

 და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ-ათასსა მარაგსა;-და ესე არს ოთხი დღჱ, და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლის-ღებისა მამისაჲთა.

 და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა, და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც- და ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსლვითგან დღესამომდე.

 და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ ესე წილი ანბანისაჲ.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ზოსიმე იოანე / ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ