იოანე ზოსიმე

გუნდნი იგი ზეცისანი 

 

 

გუნდნი იგი ზეცისანი

გუნდნი იგი ზეცისანი

შენ, წმიდასა, განწყობითნი

გიგალობენ:

მე უღირსი შეგივრდები,

რათა ვიყო მათთანავე

შენგან უძაგ,

ესე შესხმა სულიერი,

შენ მიერვე მოცემული,

კაცთა მიერ მოღუაწეთა

ფრიად სიბრძნით გამოთქუმით[ა]

შეიწირე ჩემ მიერცა

კაცთ-მოყვარე.

ორთა მიერ ბრწყინვალეთა

ღმრთისა კაცთა, სასურველთა

სიღრმითა მით გულისაჲთა,

სათნოდ ღმრთისა შეკრებილი,

ვითარცა რაჲ მარგალიტი

ურიცხჳსა სასყიდლისა,

ჩუენ მოგუეცა მორწმუნენო,

რათა ჩუენცა ვიხარებდეთ

შუენიერად დატკბობილნი,

ჴმათა მათთა სიმრავლითა,

გალობითა ბრწყინვალითა,

შესხმითა მით წმიდათაБთა,

რომლითაცა იდიდები

შენ სახიერ!

განგჳმრავლე ქველის მოქმედ,

განძი ესე სულიერი,

მოცემული შენმიერი,

ძალსა მისსა მყვენ მომწდომელ

რათა არა იყოს ჩუენდა აუგ.

იხმარებდით მოძღურებითა

სულიერად შესხმისაБთა,

ჵ კრებულო მსწავლულთაო,

ურთიდეთ რაჲ სიტყუათა მათ

გალობითა ჴმეან[ი]თა,

რომელთაგან იდიდების

კაცთმოყუარე ღმერთი ჩუენი. 

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა

და ესე ენაჲმძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართა.

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲსწარმეტყუელმან, რამეთუ “წელი ათასი, ვითარცა ერთიდღჲ»,- და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჳსსა წილი ზის რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ-ათასსა მარაგსა; - და ესე არს ოთხი დღჱ, და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლის-ღებისა მამისაჲთა.

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა, და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც- და ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსლვითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ ესე წილი ანბანისაჲ.

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ზოსიმე იოანე / გუნდნი იგი ზეცისანი