მარილელი გიორგი

ლექსები

 

სარჩევი:

(* * * ეს შენა ხარ დამნაშავე,)

სიყვარულო

თამუნიას

(* * * ერთი გოგო შემიყვარდა)

(* * * მინდა რომ გიხილო ღამით და დღით)

(* * * თეთრი კაბით და გრძელი თმით, დასეირნობ ქუჩაში)

ღვინო და ქალი

სათუთი გრძნობა

(* * * მეშინია, რომ არ შემიყვარდე)

ლურჯი ზეცა

ქარი და მორცხვი გოგონა

ნაკვალევს

(* * * თაფლისთვალება გოგონავ)

გულის საგანძური

კოპლებიანი კაბა

თეთრი კაბა და ბნელი ღამე

(* * * თავგზას რომ მიბნევ, ერთი მითხარი)

(* * * თვლემს ღამე და ძლიერ ცივა)

(* * * თბილისში უკვე კარგად აცივდა)

მე რომ მოგონებად დამრჩა

(* * *  თოვლის ფიფქი, მომდინარესციდა გოგო)

(* * * დანახვისთანავე)

( * * *  ნეტავ, ჩემს გულში ჩამოგახედა)

(* * * ერთხელ, გზაში თვალი უცებ შეგავლე)

(* * * ერთ ფიფქს, ცაში მონავარდეს)

(* * * ერთხელ სიყვარული თუკი გამოცადე)

(* * * იმ გემს მივდევ, აწეული აფრებით)

( * * * იხატება ცაზე ცისარტყელა)

ვ * * * იდუმალით ხარ მოსილი და მეოცნებე)

(* * * ის გოგო ხარ, შენ დედა რომ გინატრებს)

რაზე ფიქრობ...

(* * * თბილისის ქუჩებში მთელი დღე დაგეძებ)

(* * * თუკი ვინმეს გული გადავუხსენი)

(* * * თეთრი, ქათქათა კაბა გეცვა და)

(* * * თვალები, მე რომ მიყურებს)

(* * * თუკი მე შენზე სტროფი დავწერე)

(* * * თითები, შენი თითები)

(* * *  თავს მოვიკლავ, დამიჯერე)

(* * * თვალიანო გოგო, მე დაგეძებ წლები)

გული

(* * * როცა რწმენით სანთელს ვანთებ)

საყურე

(* * * მივაგენ შენში იმ სათუთ გრძნობას)

(* * * გოგოვ, კალმით ნახატო)

(* * * მაღლა და მაღლა, ზევით და ზევით)

( * * * მე რომ გიმხელდი ჩემს გულისტკივილს)

(* * * ნუ მეკითხები, რა მემართება)

(* * * ლამაზი გოგო ხომ საამოა)

კოპწია ქალი

(* * * ნელ-ნელა და წვეთ-წვეთობით)

( * * * ნელ-ნელა და წვეთ-წვეთობით)

(* * * ნუთუ მართლა ეს ცხოვრება)

(* * * ნუ გგონია, დავივიწყებ)

(* * * ეძებ იდეალურს, მაგრამ არარსებულს)

(* * * ერთ გოგოს, მეზობელ ქუჩაზე მცხოვრებს)

(* * * ერთობ ზეიმობს შენი სხეული)

(* * * ნანატრი გრძნობა განმაცდევინე)

ბედნიერი ჟამი

(* * * გემი - ლურჯ ტალღებზე მოცურავე)

(* * *  გამუდმებით გული შენზე ფიქრობს)

(* * * ნაღველი და დარდი ერთად გამიჩინე)

(* * * თუკი შენზე ქარი მესაუბრება)

(* * * წლები მიფრინავს, ცხოვრება მიდის)

(* * * ეს ცხოვრება გიჟია და)

(* * * წარვედ წმინდა სალოცავში)

(* * * რა გაუწყოთ ჩემი ქვეყნის შესახებ)

(* * * მზერა მტყორცნა გოგონამ)

საქართველოს

(* * * იღვენთება ბნელში კელაპტარი)

(* * * იახტა თეთრი აფრით მიცურავს)

(* * * ისარი ბასრი შენგან ნასროლი)

(* * * თაიგულის დიდი კონა)

(* * * ქარი ქრის, თან წვიმა მოდის და ვსველდები)

(* * * ქარი შენს თმებს ჰკოცნის ნაზად)

(* * * ქართველების ლამაზმანი ასულები)

(* * * ნაზი ხმა და კარგი ტანი)

(* * * თითქმის მივწვდი შენს სხეულზე ყელსაბამს)

(* * * თმები, გაშლილი თმები)

(* * * შენს თვალებში დარბაზები შევნიშნე)

(* * * თუ მართლა გრძნობას განიცდი)

(* * * ნაისრალ გულში, ლახვარს რადა მცემ)

ჰარმონია

რად გამირბი

(* * * თითები, შენი გრძელი თითები)

(* * * თითქმის უკვე საღამოა)

(* * *  ნაძვის ხეების ჩრდილში შეგნიშნე)

 

 

 * * *

ეს შენა ხარ დამნაშავე,

მე რომ ასე შემიყვარდი,

გულში გრძნობა რომ გამიჩნდა

და ცოცხალი კაცი ვკვდები.

ჩემთან ერთად, გეუბნები,

იწვის მთელი ქვეყანა,

იწვის ჩემი სხეული და

აღარა მაქვს მოთმენა.

ერთხელ ჩემსკენ მოიხედე,

რომ გამიჩნდეს იმედი,

ხომ ხედავ, რომ სიყვარულით,

კაცი გრძნობად ვიღვრები.

სათქმელსაც ვერ გეუბნები,

თითქოს რაღაცა მბოჭავს,

რას მიკეთებ ამისთანას,

ჩემო კარგო გოგონა?.

 

 

სიყვარულო

 

სიყვარულო გულწრფელო, ენით გამოუთქმელო,

გაქვს სავალი გრძელი გზა, ანთებულო ლამპარო;

ბევრის გულში ტანჯულო, ბევრში ლაღად მდინარო,

ტაძრების ამგებელო, სანთლების დანმთებელო.

შენზე რაღა არ უთქვამთ, რა არ მოუგონიათ,

მაგრამ შენ კი ღმერთი ხარ, დედისერთას მკერდში ხარ,

უძლეველი, როგორც კლდე, მოჩუხჩუხე მდინარე,

აბრეშუმის ძაფი ხარ, კაცის გულში მძინარე.

სიყვარულო ეულო, ბევრის გულში რჩეულო,

ღვინით დაუთრობელო, კაცის კი მაინც მკვლელო,

ჩვენსკენ გადმოიხედე, რამე ნუგეში მოგვეც,

იმედით არს ყოველი, შენი გზით მიმავალი.

 

 

თამუნიას

 

თოვლის თეთრი ბილიკები,

შენს სახლისკენ მომაქანებს,

შენ კი, კარგო, კარს მიკეტავ,

არ გრცხვენია, რას მიკეთებ?.

გარეთ, გარეთ, შენს სახლის წინ,

სუსხმა ხელი მომიყინა,

და ვარდები საბრალონი

ცხარე ცრემლით ამიტირა.

რა გულცივი, გულქვა გოგო

გამოდექი, თამუნია,

სულ ვერ ხვდები, რომ შენ გამო

ვიწვი, თავბრუ მახვევია.

სიყვარულის მე ტაძარი

მხოლოდ შენთვის ამიგია

და სანთელი ჩემი ხელით

იქვე მრავლად დამინთია,

დამინთია, დამინთია,

მაგრამ შენ ვერ შეგიცვნია,

მე რომ შენით მეცოცხლება,

ჩემო კარგო თამუნია.

 

 

* * *

ერთი გოგო შემიყვარდა, მე შემთხვევით გაცნობილი,

ლამის გონება დავკარგო და თავბრუ მაქვს დახვეული,

ის კი ამას ვერა ხვდება, გული ჩემი ამით კვდება,

სასოწარკვეთილი ვარ და გზა ხსნისა კი არსით ჩნდება,

ობლის კვერი ძნელად ცხვება, იმედი კი მაინც ჩნდება.

მინდა ზეცა ჩამოვიღო და დაგიგო ხალიჩებად,

ისრით მთვარე ჩამოვიღო, მზეს მოვტაცო ერთი სხივი,

ქაშუეთში ზარს შემოვკრა და დავანთო სანთლის მწკრივი,

აბრეშუმის ბადე დავწნა, სიყვარულის ზღვა გრძნობითა,

 

ბუნებით ლამაზი გოგო იქ მოგათავსო წლობითა,

ერი ამით გავამრავლო, წინაპრის გზა გავაგრძელო,

რას დამაკლებს მე ასაკი, ჩემო სიყვარულის მწველო.

იფიქრე, ამაზე, იფიქრე, იფიქრე...

ძნელი გზა ცხოვრებისა ჩემ გვერდით იტვირთე,

ეულს ნუ დამტოვებ და ღმერთი შეგინდობს...

 

 

* * *

მინდა რომ გიხილო ღამით და დღით,

ზოლიანი კაბით და გაშლილი თმით,

იძერწებოდეს სიყვარული ჩვენი,

აღზევებული, ცაში ვარსკვლავთმწვდომი.

თაფლისფერ თვალებში, წაბლისფერ თმებში,

ვერხვივით სხეულზე, ნატიფი მკერდით,

აგინთებ სანთელს, მარადჟამს ჩაუქრობელს,

ლანდად გამოგყვები, სხვისთვის დაუთმობელს.

თავიდან შევუდგები გელათის აშენებას,

ვაუწყებ სამყაროს ჩვენს ჯვარისწერას,

ავაგებ პატარა ნავს, მისი კაპიტანი

ძირეულად შევცვლი ცხოვრების გზას,

ენდე ჩემს სიწმინდეს და ჩემს გულისთქმას,

სასწაულს მოვახდენთ, ვიცი, ჩვენ ერთად.

 

 

* * *

თეთრი კაბით და გრძელი თმით, დასეირნობ ქუჩაში,

ელფერს უფრო მეტად გმატებს მოხდენილი ტან-ფეხი,

ანთებული თვალები გაქვს, მწვანეში რომ გადადის,

დიდ თვალების შემხედვარე, ყველა ჭაბუკი კვნესის.

ეშხსა მატებს შენს თეთრ სახეს მოხდენილი ტუჩები,

ვიწრო წელი და საყურე, თითქმის თანატოლები,

ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, მის მშვენებას შევნატრი,

ძნელი არის დაიჯერო, რა ვნება ჩქეფს ამ ქალში,

ერთი ნახვით შუღლს რომ იწვევს, მის თაყვანისმცემლებში,

საოცარი ქმნილება ხარ, ვის დარჩები მკლავებში?.

 

 

ღვინო და ქალი

 

ქეიფი შემოიპარა, მე ღვინით ვთვრები,

სიმღერა სიმღერას ცვლის და ამით ვტკბები,

ჩემ წინ ლამაზი ქალი ზის, თვალს ვერ ვაშორებ,

მისი მზერით, რაღაც ძალა მე დარდს მაშორებს.

შესახედად თვალს მოგტაცებს, როგორც ყურძნის მტევანი,

და მარწყვივით მიმზიდველი, ბაღში დაუკრეფავი,

გულს მომეშვა ყველა ტანჯვა და ჩაღვრილი ნაღველი,

ქალი არის მამაკაცის უებარი წამალი.

 

 

სათუთი გრძნობა 

 

სათუთი გრძნობა მე შენით ვიგრძენი,

არადა, ვეძებდი რამდენი წელი.

ო, როგორ განვიცდიდი და როგორ ველოდი

მასთან შეხვედრას და მასთან სიახლოვეს.

რა კარგი ყოფილა, როცა მისით ტკბები,

გსურს, რომ მისთვის კრიფო ია-ენძელები,

რატომღაც მასავით შენც სათუთი ხდები

და გული გიხდება ბავშვივით ჩვილი.

 

 

 

* * *

მეშინია, რომ არ შემიყვარდე,

არ მოვქსოვო მწველი გრძნობის ბადე,

თორემ მერე, ვერ წამიხვალ ვერსად,

რაგინდ ბევრად შორს წახვიდე ჩემგან.

ორჭოფობის მიჯნაზე ხარ ყოველთვის,

ბედს დაჰყევი, არ ინანებ ბოლომდის,

ეკლიან გზებს კიდევ ძეძვს რომ ამატებ,

ლერწმის ტანი უფრო მეტად აღმაგზნებს,

არ მოვწყდები შენი ფანჯრის დარაბებს,

სათქმელს გეტყვი, არ ვინანებ - თუნდ მოვკვდე.

 

 

 

ლურჯი ზეცა

 

ანკარა წყაროსთან, შორეულ მთებში,

მიყვარს ქალიშვილის მოფერება თმებში,

მიყვარს მისი ლურჯი ზეცის სიკამკამე,

უმწიკვლო გრძნობების აზრთა სისადავე;

აწეული ყელი, თვალების სითამამე,

წარბთა და წამწამთა ურთიერთსილამაზე;

მიყვარს მის წელზე ხელის შემოხვევა

და ჩემსკენ მოზიდვა მთელი სხეულის,

მშფოთვარე მკერდის მაღლა ამოწევა

და მისი ამბორი, ნატვრად ქცეული;

მიყვარს მისი ხვეწნა, არარას ძახილი

და უკან დევნა, გინდ მთელი წელი,

ოღონდ კი შევძლო, მე მისი დაწევა,

მასთან ტკბილი ძილი და აკვნის დარწევა.

 

 

 

ქარი და მორცხვი გოგონა

 

მორცხვი და ნაზი გოგონას მეტი,

აბა, ვინ უნდა მოგწონდეს, გეტყვი.

მის თმებს ქარიც კი ლამაზად ჰკოცნის,

მე კი უძლური - ვარ კაცთა მოდგმის.

განა დადგება დრო სანატრელი,

რომ მეც ქარივით გავბრუვდებოდე

და მისდაგვარად ნებადართული,

მოღერებულ ყელს ვეფერებოდე;

ანდა მზესავით სხივებს ვაფრქვევდე,

შენს ულამაზეს სხეულს ვათბობდე;

და მთვარესავით, შავბნელი ღამის

სავალსა გზასა რომ გინათებდე.

გაბოროტებულ კაცად ნუ ჩამთვლი,

ცეცხლოვან კოცნას მე შენსკენ ვტყორცნი;

ირგვლივ ფოთლები შრიალს ასტეხენ,

რადგან იციან, რომ შენთვის ვკვდები.

დრო სწრაფად გარბის, ქალის სხეული უფრო მშვენდება,

თვალნი შორს მქროლნი, რაღაცას სხვაზე მესაუბრება,

გული ჩემთან არს, ამასა ვგრძნობ, შენი მეხოტბე,

ოღონდ კი ერთხელ მოგეფერო, შემდეგ თუნდ მოვკვდე.

 

 

 

ნაკვალევს

 

მთელი ცხოვრება შენ დაგეძებ, ჩემო სიცოცხლევ,

თუ ვერ გიპოვე, ვერ მივაგენ მე შენს ნაკვალევს,

წარმოსახვაში შენს ორეულს გამოვიგონებ,

გამოვიგონებ იმ დიდ გრძნობას, გამოვიგონებ,

რომელსაც ჰქვია სიყვარული და ქვეყნად ყოფნა.

გამოვიგონებ, გამოვიგონებ იმ წუთს და იმ წამს,

 

რომლისთვისაც ღირს, თუნდაც ერთხელ ამქვეყნად მოსვლა.

და შენ რას იტყვი, თუ გაიგებ, რომ ეს შევძელი;

რომ სიყვარულის მე ავაგე ყველა ტაძარი;

რომ დავრგე ვარდი ქვეყანაზე და გავახარე;

რომ მივაგენი, მივეახლე მე შენს ნაკვალევს.

რომ შეველ გულში და მოვძებნე იქ ყველა ბზარი,

რომ ლოცვად ვიქეც, რომ დავანთე მე იქ სანთელი,

რომ სულს შევეხე, რომ ნაზ სხეულს ხელი ვახელი,

და იმ წუთიდან, აგიმღერდი, როგორც მგოსანი.

 

 

* * *

თაფლისთვალება გოგონავ,

აზრებს მიფანტავ.

მარტოდ დარჩენილს

რა მახარებს, არ მკითხავ, ნეტავ?.

ირგვლივ ბნელა და მეც წყვდიადში შენკენ მოვდივარ,

კარი გამიღე, შემეგებე, ჩემო გოგონავ.

ო, როგორ მინდა, რომ გიხილო, რომ მოგეფერო,

ზარი შემოვკრა და ვაუწყო მე მთელ სამყაროს -

უაზროდ ყოფნა დავამთავრე და რომ მოგძებნე,

ბულბულის ხმაზე აგიმღერდი, შენი მოწამე,

ათას ფერებში რომ დავხატე მე შენი ტანი,

შავ წამწამებში რომ ვიპოვე მე ჩემი თავი.

ვისღა გავანდო ჩემი დარდი, თუ არა შენა?.

იმ დიდ გრძნობაზე ვის მოვუყვე, ვის ვესაუბრო?.

ლამაზ თვალებში ვის ჩავხედო მთელის გრძნობითა,

სანთელი, წრფელი ვის დავუნთო  მოკრძალებითა?.

 

 

 

გულის საგანძური

 

ამ ცხოვრების ანაბანას ვერ გავუგე, ვერ ჩავწვდი,

გავიხარე, მეგონა და, შუა გზაში გავჩერდი,

რაც მეტია ქვეყანაზე უგულო და თავნება,

მით ძნელია გაუმკლავდე სიყვარულის განგებას.

როცა მოგწონს ერთი გოგო, მაგრამ მოგყავს - მეორე,

აბა, ამაზე ძნელი რა არის ქვეყანაზე?.

სიყვარულის გაცრუება, გულის დამთრგუნველია,

მაგრამ ჩვენი ცხოვრების მწარე თანამგზავრია.

ამ დინებას ფიქრებში, ამ დინებას ძარღვებში

ვერა, ვერა, ვერ შეცვლი, გულის კარებს ვერ გახსნი,

ეს არის ეს ცხოვრება და მისი კანონები,

და შენ გინდა თუ არა, მას უნდა ეკანონო,

ასე უნდა ეწამო და თანაც ეთაყვანო...

მაგრამ მაინც არ შედრკე, არ დათმო, არ დანებდე,

გაუფრთხილდი დიდ გრძნობას, გრძნობას ღვთისგან ნაბოძებს,

კაცის გამამხნევებელს და საგანძურსა ერთადერთს.

 

 

 

კოპლებიანი კაბა

 

გგონია დავივიწყებ მუშტაიდის ბაღს,

ხეთა ფოთოლცვენას და მუსიკის ხმას;

ბნელში სხივთა კიაფს, კარუსელის ტრიალს,

და შენს ლამაზ ტანზე კაბას, კოპლებიანს.

 

კაბა შენით დამშეული ჩუმად გეალერსება,

კაბა შენით ცოცხლობს და კაბა შენით მშვენდება,

კაბა ხალხს ეუბნება, რომ შენა ხარ მიგნება,

რომ ერთი დღეც უშენოდ, კაბას არ ედგომება,

მართალია, ერთი მხრიდან კაბა ცოტა ფეხს გიჩენს,

მაგრამ ამით იცოდე, რაღაც ინტერესს იწვევს.

 

 

თეთრი კაბა და ბნელი ღამე

 

გოგოვ, ჩემო ლამაზო, თავბრუს რატომ მახვევ.

მთელი ჩემი ცხოვრება, შენს ნაკვალევს დავდევ,

ლანდად, ფიქრად დაგყვები და მაინც მაწამებ,

რას მაწვალებ, რა გინდა, ხომ არ უნდა მომკლა?.

ერთი სიტყვა მათქმევინე, გული მომაფხანინე,

უეცარ უარს ნუ მეტყვი და მომაფერებინე,

ვნებიანი ტუჩები ნაზად დამაკოცნინე,

შენი გიშრისფერი თმები ხელში დამაჭერინე...

ამით რომ იცოდე, გულზე მომეშვება,

შენი თეთრი კაბა მუხლზე შეტოკდება,

ლამაზი თვალებიდან ცრემლი ჩამოცოცდება,

შენ ბაგეს დაასველებს, მე გული მეტკინება,

ბნელი - შენი დაწვით, ბნელი - ჩემი დაწვით,

ნელ-ნელა, მაგრამ, მაინც განათდება...

 

 

* * *

თავგზას რომ მიბნევ, ერთი მითხარი -

ათვლის წერტილი მაინც სად არის?.

მაინც სად არის, ველად სადარი,

რარიგად გველის ჩვენ იქ ჭადარი.

იფიქრებს ალბათ, რომ წავიჩხუბეთ,

კოცნას რომ მოჰყვა დიდი დუმილი,

ო, როგორ მინდა, რომ განმეორდეს,

ზარების რეკვის ხმა უცნაური.

უაზროდ ყოფნამ დიდხანს გასტანა,

ბოღმა მკლავს, დარდი - გულსმორეული.

არა, არ მინდა, რომ გავიხსენო,

შავი ღამე და ცივი ზამთარი,

ვინც გააჩინა ჩვენ შორის ბზარი,

ის არის ქალი. ის არის კაცი.

ლამაზ გოგონას რომ დამაცილა,

სათქმელი თუ აქვს?. - ერთი მითხარი...

 

 

* * *

თვლემს ღამე და ძლიერ ცივა,

არემარეს ღრმად სძინავს,

მე კი მხოლოდ შენზე ვფიქრობ,

რა გაათევს ამ დილას.

იმედი დარდით მეცვლება,

კიბე ფეხქვეშ მემსხვრევა,

ო, ეს ბედნიერება,

ზურგს მაქცევს და მეცლება.

ულმობელი ცხოვრება,

ბნელში ფარდად მეშვება,

არ გინდა დაიჯერო,

შენით რომ მეშველება.

ვარ მე გულში დაჭრილი,

იბერიის მშვენებავ,

ლამაზ ქალში მე ვხედავ,

სულს, გულს და ხატოვნებას.

 

 

* * *

თბილისში უკვე კარგად აცივდა,

ატოტილ ხეებს ფოთლები სცვივა,

მე კი კვლავ მარტო, ქუჩაში დავალ,

რიგით მეათედ შენს სახლთან მოვალ.

 

ირმისთვალება გოგოს მოგძებნი,

კარზე დავრეკავ გაბმული ზარით,

ოფლში გაღვრილი, ანთებულ სანთლით,

ზურნა-დუდუკით და ძმაბიჭებით.

უზომოდ დიდი ფიალით ხელში

ბულბულის ხმაზე აგიმღერდები,

აგიტირდები, აგიცრემლდები,

შაქარყინულად შემოგადნები,

ვაი, რომ მაინც არ გამოდიხარ,

იწამე გრძნობის, იწამე ჩემი,

ლამაზი მზერით გადმოგვხედე და

სათნო გოგონავ, დაგვლოცე რწმენით.

 

 

 

მე რომ მოგონებად დამრჩა

 

მე რომ მოგონებად დამრჩა,

მე რომ ასე კარგად მახსოვს,

მოხდენილი ლურჯი კაბა,

და კოპწია შავი მანტო,

ეშხიანი გამოხედვა,

შავი ღვინოსავით მათრობს,

შენი ერთი ტკბილი სიტყვა,

მე აღარ დამტოვებს მარტო,

არ გამრიყავს ცხოვრებიდან,

რჩეულო და ერთადერთო,

გრძნობისათვის გაჩენილო,

სიყვარულის შენ ქალღმერთო.

 

 

 

* * *

თოვლის ფიფქი, მომდინარეს,

მომყვა შენთან, მომაცილა,

მაგრამ შენ კი არ გამოხველ,

რამ. გული რამ გაგიცივა?.

მე რომ ღამეს ფიქრში ვათევ,

შენ კი სახლში ტკბილად გძინავს,

ერთი მითხარ, ჩემო კარგო,

რამ. გული რამ გაგიყინა?.

თუკი ღმერთი არა მწირავს,

თუკი გული შენთვის გმინავს,

ერთი მითხარ, ჩემო კარგო,

რამ. გული რამ გაგიცივა?.

 

 

 

ციდა გოგო

 

გულში თუკი ერთხელ გრძნობა ჩაგეღვარა,

გაგაბრუა, ღვინოსავით დაგათრო,

შემოგიჩნდა, გულისწორი გაგიჩინა,

სიყვარულის ჩირაღდანად დაგანთო.

დარი იყო და შენ წვიმად მოგიყვანა,

მზე იყო და შენ კი თოვლად დაგადნო,

შეგაყვარა, ციდა გოგო შეგაყვარა,

უფლისწული სანთელივით დაგადნო.

ღამეები თეთრად გაგათენებინა,

ძილი, ძილი, სამუდამოდ წაგართო,

არ იცოდი, დაღლილობა რა იყო,

ძალა გამოგაცალა და დაგაგდო.

ბოლოს ბედმა, არა, მაინც არ გაგწირა,

სიყვარულის ერთ დიდ ლამპრად დაგანთო.

 

 

* * *

იმ სიყვარულით გეტრფი,

მე რომ ვიცი და ვიწვი,

მაგ გულში შეღწევა და,

სულში ჩაძვრომა ვიცი;

გრძნობებში ღრმად ჩაძირვა და

ფიქრებში ფრენა ვიცი,

მე თმებზე ხელის შეხება და

მოფერება ვიცი.

ჩემი გატანჯული ქვეყნის,

ღრმა სიყვარული ვიცი,

თვით იალბუზის მთაზე,

თოვლის დადნობა ვიცი,

მოყვრისთვის ხელის გაწვდენა

და მტრის განგმირვა ვიცი.

 

 

* * *

დანახვისთანავე

აღმეძრა გრძნობა მწველი,

 

რითიც იპყრობ კაცის გულს,

ეს არის ხიბლი შენი.

ჯავრი დამაკარგვინე,

აღმაგზნე და ამანთე,

ნებით თუ უნებლიეთ,

მე დიდ ლამპრად დამანთე,

ასე ვიწვი შენითა,

ჩაუმქრალი გრძნობითა,

ალი მაქვს მოდებული,

ლამაზ გოგოს ცქერითა,

არა მძინავს ღამითა,

ძებნას ვიწყებ თავიდან,

ეგებ სადმე გიხილო,

სათნო, ლამაზ ტანითა.

 

 

* * *

ნეტავ, ჩემს გულში ჩამოგახედა,

ანდა გეკითხა, რა ცეცხლით ვიწვი.

თვალები ცრემლით რატომ მევსება,

იდუმალ ფიქრად რისთვის ვიღვრები.

ამდენი დარდით თავბრუ მეხვევა,

მაღალ გრძნობას კი მაინც შევხარი,

არ ვნანობ, ასე რომ ვიტანჯები,

რა ტკბილი არის ეს სიყვარული.

უბედურ კაცად თავს აღარა ვთვლი,

ქალს შევხვდი, ვისზეც მე ვოცნებობდი,

ამიერიდან უძლეველი ვარ,

შთამომავლობის გამგრძელებელი.

ვიგრძენი შენში ის სუნთქვა ჩემი,

იმ ბედობის დღეს რომ გაგიცანი,

ლამაზ თვალებში ღრმად რომ ჩაგხედე,

სანთლის დანთება იმ წამში ვცადე.

 

 

 

* * *

ერთხელ, გზაში თვალი უცებ შეგავლე,

კაბა თეთრი, მართლაც ძლიერ გშვენოდა,

არას ვიტყვი თმის კარგ ვარცხნილობაზე,

ტან-ფეხი ხომ ყველას შეშურდებოდა.

ერთობ კარგად შერჩეული საყურე,

რაოდენ ეშხს მატებდა შენს სახეს.

ირემივით მსხვილი, დიდი თვალები,

ნაზად რომ იყურებოდა, ვნახე,

ეს მშვენება, მე მაშინვე ვიგრძენი,

გულში უცებ ადგილი მივუძღვენი,

ო, რამდენი ვძებნე მე ეს გოგონა,

გემით ყველა ზღვები შემოვიარე.

იღბლიანი დღე გათენდა, ვირწმუნე,

არა ვნანობ, ოცნება ავისრულე.

 

 

* * *

ერთ ფიფქს, ცაში მონავარდეს,

კრძალვით ხელი შევავლე,

ამდაგვარი მე სიამე,

გეტყვით, ვერსად ვერ ვნახე.

ოცნებაში წარმოდგენილს,

გეძებ, ჩემო სიცოცხლევ,

ის ამდენი ნაფიქრალი

ათას ფერში დავხატე.

 

 

* * *

ერთხელ სიყვარული თუკი გამოცადე,

კარი თუ გაუღე გრძნობებს და განცდებს,

აღარ მოგცილდება, აღარ მოგასვენებს,

ტკბილ სიზმრად დაგრჩება და უფრო აგანთებს.

ეკლიანი გზები მხნედ რომ გაიარე,

რითაც დაამტკიცე გრძნობის სიდიადე,

იცოდე, მოგაკითხავს ის ტკბილი წუთი,

ნაღველი გაგიქრება და გულში წყლული.

ერთბაშად კვლავ იფეთქებს ნანატრი გრძნობა,

გულისწორს შეხვდები შენდა უცაბედად,

ოცნება ფრთას შეისხამს, როგორც მერცხალი,

 

გათენდება ის დღე, განცდით რომ ელოდი,

იდგება შენს გვერდით, მხოლოდ შენი ღირსი,

ამგვარად ჯვარს დაიწერ შენ სვეტიცხოველში,

სათნო და ამაყი მთელ საქართველოში.

 

 

 

* * *

იმ გემს მივდევ, აწეული აფრებით,

აზვირთებულ ტალღებს რომ ეხეთქება,

უძირო ზღვას მთელი ძალით ეხება,

გედივით კი, შენს მკლავებზე წვება.

უძილოს და ღამენათევს გაღვიძებს,

ლამაზ გოგოს წელზე მაგრად ხელს გხვევს,

აწეულ მკერდს მოფერებით გიკოცნის,

ვეებერთელა გრძნობის კოშკებს გიშენებს,

ათას ფერში იქ დარბაზებს გიხატავს,

სამკაულით გრთავს და გვერდს გიმშვენებს.

 

 

* * *

იხატება ცაზე ცისარტყელა

ათას ფერში და ათას გრძნობაში,

უგულოა კაცი, ვინც ვერ გამჩნევს

გარეგნობით, შენი სისადავით.

ულამაზეს და შოლტივით გოგოს,

ლანდად დაგდევთ მე და ჩემი ფიქრი,

ათას ტრამალს ფეხით შემოვივლით,

ვინძლო, გზაში კიდეც დავიღალოთ,

ავისრულებთ ჩვენს მტკიცე ჩანაფიქრს,

სათნო გოგოს ვერ დავუთმობთ ვერვის.

 

 

* * *

იდუმალით ხარ მოსილი და მეოცნებე,

აზრით არჩევ, გონებით სჯი შენსა მეხოტბეს,

აშოლტილი ჭაბუკები უფრო მოგწონს და

ბუნებითაც იმსახურებ, ყოველსა მათგანს,

უბრალოს სამოსელს იცვამ, ძლიერ გიხდება,

ლამაზ გოგოს, სამკაული სულ არ გჭირდება,

ათას ქალში გამოგარჩევ, სხარტი ტანითა,

ძლიერ მომწონს შენი სახე, თეთრი კანითა,

ესეც კმარა, რომ მიყვარდე მთელი ძალითა.

 

 

* * *

ის გოგო ხარ, შენ დედა რომ გინატრებს,

არავისთვის დასათმობად გიმეტებს.

აღნაგობით მშვენიერი გოგონა,

ბევრის მზერის მსხვერპლი ხდები, იცოდე,

უდავოა, შენზე ფიქრის ტყვე მეც ვარ,

ლამფის შუქზე, ღამით შენს სახლთანა ვარ,

აივანზე მსურს რომ ბნელში გიხილო,

ძებნით დაღლილს წადილი ავისრულო -

ეგებ ღამით შენი სახე ვიხილო.

 

 

რაზე ფიქრობ...

 

რაზე ფიქრობ, ნეტავ, ჩემო გულის ფეთქვავ,

ჩემო ანგელოზო, ფიქრთა ჩემთა კვნესავ.

იქნებ გამოხვიდე, სადმე თვალი მოგკრა,

ამით შენი ნახვის მე სურვილი მოვკლა.

თმები, შენი თმები, ქარით გაბნეული,

მხრებზე გადაშლილი, ამბის მოუბარი,

ტანზე თეთრი კაბა, ქამრით გაბნეული,

განგებ მუხლებს გიჩენს, კაბა მგრძნობიარე,

ჩუმად მკერდსაც გიჩენს, კაბა მოხდენილი,

მე მისი შემყურე, ვდგავარ დაბნეული...

 

 

 

* * *

თბილისის ქუჩებში მთელი დღე დაგეძებ,

ეგება გიხილო, სადმე მორიალე,

ანგელოზს ქუჩაში უთუოდ შეგამჩნევ,

ქალღმერთს გადარებ და მიჩენ მე იარებს.

ატარებ მოკლე კაბას, მოკლედ შეჭრილ თმას,

რაც ძლიერ უხდება, შენსა ლამაზსა ტანს,

დიდი თვალები ხომ სულ ხატოვანს გხდის,

ამიტომ შენკენ მე გული მომილტვის,

ვიქნები მარად შენი მოტრფიალე,

ამას გეუბნები და გიძღვნი კოცნას მე.

 

 

* * *

თუკი ვინმეს გული გადავუხსენი,

ეს შენა ხარ, ერთის      ნახვით ვიგრძენი.

აღარა ვარ მე ობლად დარჩენილი,

პოვნა შევძელ შორეული ოცნების,

ლერწმის ტანის და ნაზი გამოხედვის,

იშვიათი ბუნების და ხიბლის.

უფაქიზეს გრძნობად წარმოგიდგენ,

სიახლოვე შენი ძლიერ მაფიქრებს,

გული, ალბათ, ამას ვეღარ გაუძლებს,

ორი ხელით, წაბლისფერ თმას დაიჭერს,

გრიგალივით, მოკლე კაბას დახევს,

იფეთქებს და მთრთოლავ ტუჩებს დაკვნეტს.

 

 

* * *

თეთრი, ქათქათა კაბა გეცვა და,

ეტლით მოჰქროდი, სადღაც შორიდან,

ამ დროს მე შენზე, გიჟად ქცეული,

ქეიფში ვკლავდი გრძნობებს აშლილსა.

არ განმიცდია ასე ძლიერად,

რისხვა ძლიერი სიყვარულისა,

და მარტოობის შიშით შეპყრობილს,

ატმის ტოტს მოვტეხ მხოლოდ შენთვისა.

ვაი, რომ ძნელი ყოფილა გრძნობა,

არადა გეტრფი, მთელი ძალითა.

 

 

* * *

თვალები, მე რომ მიყურებს,

ეკალს მასობს და მტანჯავს,

ამიხსენ, რატომ მაწვალებ

ქედმაღალი რადა ხარ?.

აგზნებულ მკერდს როცა ვუმზერ,

რითმები მომდის ბრძნული,

და უფრო ლამაზ ფერებში

აცისკროვნდება თქმული,

ვერასდროს ვერ დაგივიწყებ -

ამას ჩურჩულებს გული.

 

 

* * *

თუკი მე შენზე სტროფი დავწერე,

ედემის ბაღის ყვავილს შევეხე,

ამით სანთელი, ვფიქრობ, დავანთე,

ქმნილება შენი გრძნობით შევმოსე.

ათას ლამაზში გამოგარჩევ სხარტი ტანითა,

რადგან ბუნებით ფაქიზი და მომხიბლავი ხარ,

დარდი გამიჩნდა მას შემდეგ, რაც შენ გაგიცანი,

არ დაგიმალავ, რომ შენა ხარ ჩემი მიზანი,

ვეტრფი შენს ხიბლს და შენს მშვენებას მთელის ძალითა,

არარად მიღირს ეს ცხოვრება უშენობითა.

 

 

* * *

თითები, შენი თითები,

ეხმატკბილება სხეულსა,

აგიჟებს შემხედვარესა,

ქმნილება მაღლა ზენასა,

აღტაცებაში მოჰყევხარ,

რემბრანდტის შედევრსა ჰგავხარ,

დაავიწყებ ყველა დარდსა,

ას წელს აცოცხლებ შენ კაცსა,

ვაი, რომ ვერ მოგწვდები და

არ ვიცოცხლებ მე ჩემს თავსა.

 

 

* * *

თავს მოვიკლავ, დამიჯერე,

ერთი დღეც რომ ვერ გიხილო,

ამას გეუბნები გულით,

ქმნილებავ, ცით მოვლენილო.

აღნაგობით ლამაზ ქალსა,

რამდენი თვალი გიმზერსა,

დედის ნანატრი შვილი ხარ,

აღზრდილი ოჯახისთვისა,

ვისაც ბედი გაუღიმებს,

ანგელოზს შეხვდება, ვფიცავ.

 

 

 

* * *

თვალიანო გოგო, მე დაგეძებ წლები,

და თუ ვერ გიპოვე, გთხოვ, ნუ გაოცდები.

სუნთქვა მათრობს შენი, სახე მოღიმარი,

რა გაქვს მოსაწყენი, რა გაქვს მოსათმენი.

შენს ირგვლივ ხომ მარად, თვითონ, თავისთავად,

სულ სხვა განწყობაა, გულის გასახარად.

იოცნებე მხოლოდ, ბედიც თავად მოვა,

მოვა, მაგრამ როგორ? - მოვა თავისთავად,

მზეჭაბუკი ვაჟი მუხლს მოგიყრის თანაც,

ხელზე გეამბორება, მთელის მოკრძალებითა

და საქმეც გადაწყდება შენის ერთის ნახვითა.

 

 

გული

 

ამდენ საფიქრალს რომ იტევს,

ებრძვის შემოწოლილ დარდს,

ნეტავ, რამხელაა გული?

და თუ პატარაა, რად?.

ნეტავ, შევცურდე შენს გულში ნავით,

მისი კაპიტანი, პატარა სანთლით,

და სიმღერ-სიმღერით, ნიჩბის ნელი მოსმით,

არ შევეხებოდი პერანგს შენს გულისას,

შემდეგ ადგილ-ადგილ, ერთმანეთის გვერდით,

კოცონს დავანთებდი მე სიყვარულისას,

სალოცავს ავაგებდი, ტაძარს ულამაზესს,

შიგ მოვთავსდებოდი მე ჩემის გულითა,

ჩურჩულით გეტყოდი, შიგ გულში სათქმელსა,

და მყისვე გაგიქრობდი იქ ჩაღვრილ ნაღველსა.

 

 

* * *

როცა რწმენით სანთელს ვანთებ,

სურნელებით ვბრუვდები,

მეც მის დარად ვიღვენთები და

მასთან ერთად ვიწვები.

ამ დროს მხოლოდ შენზე ვფიქრობ,

თვალზე ცრემლი მომდის,

გული დაკოდილი მაქვს და,

გარეთ თოვლი მოდის.

მოდის თოვლის ფანტელები,

არემარე თეთრდება,

მე კი დარდი გულს მიჩერებს,

ღმერთო, რა მეშველება.

ღმერთო, რა მეშველება.

ვგრძნობ, რომ თავბრუ მეხვევა,

სიყვარული გადამარჩენს,

და ქალის ხატოვნება.

 

 

საყურე

 

მოხდენილი ტანი გაქვს,

სახე, ვით მზეს, გიბრწყინავს,

თანამოსაუბრეს იპყრობ,

ბუნებით ყველას კურნავ.

 

მე შენს გრძნობებს დავკოცნი,

სულში ისე ჩაგისვამ,

მძინარეს მოგიტაცებ

და სადღაც შორს წაგიყვან.

ყელზე მოგეფერები,

ამით თავბრუს დაგახვევ,

და ლამაზ საყურეებს

ჩემი ხელით დაგაბნევ.

 

 

* * *

მივაგენ შენში იმ სათუთ გრძნობას,

ამდენი წელი რომ დავეძებდი.

იმ ფიქრთა ჩემთა ფრთაშემსხმელი ხარ,

ათასჯერ ძილში, ვისაც ვხედავდი.

ათტომეულებს, ვფიცავ, შეადგენს

ნაფიქრი შენზე, ოცნებების წრე,

დიდი ბუნების,  ნაზო ქმნილებავ,

ღირსეული ხარ შენ სიყვარულის.

უჩემოდ, ალბათ, თვითონაც ვერ ძლებ,

ლამაზო გოგო, ჩემს გულში ზიხარ,

ამას გიმოწმებ და შენ წინ თავს ვხრი,

ძებნად ქცეული, შენი აჩრდილი,

ერთს გთხოვ, გამიგო, რით ვარ დაჭრილი,

სიცოცხლე ჩემი შენს ხელში არის.

 

 

* * *

გოგოვ, კალმით ნახატო,

ნაზო და მოღიმარევ,

ნეტავ, როდის გიხილავ,

ჩემს მკლავებზე მძინარეს,

მაშინ ცრემლიც შეწყდება,

ჩემს თვალებზე მდინარე,

გულში დარდი გაქრება,

შენით გამომდინარე,

ცა კი გაცისკროვნდება,

ბაღში ვარდი იხარებს,

და მერცხალიც გაზაფხულს,

თავის მოსვლით გვახარებს.

 

 

* * *

მაღლა და მაღლა, ზევით და ზევით,

ახლოს, სულ ახლოს, შორით, სულ შორით,

კალმით მოხატულს გშვენის ეგ კაბა,

ასხმული მძივი, ყელზე გიხდება.

წამით რომ გნახო, ეგეც კი კმარა,

იქნება მომცე ამის უფლება,

ქართველი ქალის ნაზო ქმნილებავ,

ოცნებაში ხომ მხოლოდ შენ გხედავ,

რაგინდ შორს იყო, მაინც მოგძებნი,

იებს მოგართმევ, მოკრძალებითა,

ძლიერი გრძნობით, შეპყრობილ კაცსა,

ესროლე კოცნა შენის ხელითა.

 

 

* * *

მე რომ გიმხელდი ჩემს გულისტკივილს,

აწეულ ყელზე ვითვლიდი მძივებს,

ირგვლივ ბნელოდა, იყო სიჩუმე,

ამ დროს მე ჩუმად შენ გიჩურჩულე:

კარი გამიღე, გულის კარი, ჩემო სიცოცხლევ,

ალმოდებული რომ შევიდე და იქ დავიწვე.

ნუ შემაჩერებ, დაიჯერე, რომ ვარ შენი ტყვე,

კმარა უარი. გეხვეწები, ერთხელ გამიგე,

ირწმუნე ჩემი, რომ მეორედ ქვეყნად მოვიდე,

არ დაიკარგოს ჩემი მოდგმა, ხვალინდელი დღე.

 

 

* * *

ნუ მეკითხები, რა მემართება,

ან რა განცდა მაქვს, როცა შენ გხედავ,

თვალიდან ცრემლი, რატომ მეღვრება,

იმედი ტანჯვად რისთვის მექცევა?.

ანთებულ თვალებს როცა ვუყურებ,

 

ზარი ჩემს გულში ხმამაღლა რეკავს,

უიმედო კაცს ზეძალას მაძლევს,

ბეთჰოვენისა მუსიკის კვნესა.

აზვირთებული მე ზღვის ტალღები,

შხეფად მეღვრება, ცეცხლმოდებულსა,

ვერ მშველის, მაინც ვიწვი და ვიწვი,

იმ დიდ გრძნობად და იმ დიდ ლამპრადა,

ლამაზ გოგოს რომ შეეფერება,

სათნოს, ნაზსა და შავწამწამებას.

 

 

* * *

ლამაზი გოგო ხომ საამოა,

იასამანი კი - მათრობელა,

აკაციები, ყვავილობის დროს,

აცისკროვნდება თოვლის ფანტელად.

ფიქრები შენზე, დღისით თუ ღამით,

რისხვად, ვით მეხი, თავსდამცემია,

არას დავეძებ, ოღონდ შენ მოგწვდე,

სანატრელად მე ეს დამრჩენია.

იქუხოს ცამ და წარღვნაც მოვიდეს,

ძებნით მე შენი არ დავიღლები,

ეკვატორს ასჯერ შემოვუვლი და

სათნო ქმნილებას სადმე გიპოვი.

 

 

კოპწია ქალი

 

მე გავიცანი ლია,

დღეს მართლაც კარგი დღეა,

აღმოჩნდა გოგო დინჯი,

ბუნებით უფრო მშვიდი,

თვალები ბევრის მთქმელი,

გულიდან სითბოს მფრქვევი,

ტანად კოპწია ქალი,

სხვას ვერ ინატრებს თვალი.

კაცმა შენ რომ ვერ გიგრძნოს,

დასახრჩობია კვამლით.

 

 

* * *

ნელ-ნელა და წვეთ-წვეთობით,

იკრიბება გულში ცრემლი,

ნაკადულადაც რომ იქცეს,

ოღონდ ვიგრძნო სიყვარული.

ნექტარი მაქვს დასობილი,

ორივე შენის ხელითა,

ზეიმობ, როცა მეხები,

ალმასებრ, ბასრი მზერითა,

ძლიერი, ცეცხლით ვიწვები,

ეგებ, მიშველო რამითა.

 

 

* * *

ნუთუ მართლა ეს ცხოვრება,

ისე უნდა გავლიო,

ნაფიქრალს ფრთა ვერ შევასხა,

ობლად სული დავლიო.

ნაზ ქმნილებას თვალი მოვკარ,

ო, რა გოგო ვიხილე,

ზოლიანი კაბა ეცვა,

ანგელოზს ჰგავს, ვიფიქრე,

ძებნით შენით თავს მოვიკლავ,

ერთის ნახვით ვირწმუნე.

 

 

* * *

ნუ გგონია, დავივიწყებ,

ირმის თვალის გამოხედვას,

ნაწვიმარზე ფოთლის ცვენას,

ოქროსფერებს, ჭრელა-ჭრელას.

ნაფიქრალი შენზე, წლობით,

ოდითგან და დღესდღეობით,

ზარს სცემს ჩემს გულს, გეუბნები.

ალუბლის ტოტის ხეივნები,

ძირს გართხმულნი, ეულები,

ესოდენ, რომ განიცდიან, ჩვენს

შეხვედრას ჩვეულები.

 

 

* * *

ეძებ იდეალურს, მაგრამ არარსებულს,

ლოდინით იღლი ნერვებს და გულს,

ზურმუხტით მოფენილი გზა არვის ჰქონია,

ამას გეუბნები შენ, ჩემო ფერია.

აგიხდეს ოცნება, ნაფიქრი წლობით,

მოვიდეს თავის ფეხით შენი გულისწორი,

არსებობს ლეგენდა, თუ მართლად თქმული,

შენ ვინც უფრო მოგწონს, მასთან სულ იბნევი,

უბრალოდ, ვერც ის გამჩნევს და ამით გიჟდები,

კაეშანს ემსგავსება შენი სიყვარული.

ერთია ნამდვილად, ვისაც შენ მოსწონხარ,

ლანდად დაგდევს და გეთაყვანება,

ის არ მოგწონს და შორს გაურბიხარ,

ჩემო გოგონა, ასე რად ხდება?.

 

 

* * *

ერთ გოგოს, მეზობელ ქუჩაზე მცხოვრებს,

ლეგენდად ქცეულ, მის სილამაზეს,

ზაფხულის თვეში თვალი შევავლე,

ამით ცხოვრება, ვფიცავ, ვიწამე.

აზვირთდა ტალღა ბობოქარ ფიქრების,

მოადგა ნაპირს გემი დედოფლების,

ამას გეუბნები, ამას გევედრები,

შორით ნუ მამყოფებ, შენს გვერდზე მდგომი,

ურდულით ნუ კდაეტავ დარბაზს გრძნობებისას,

კარები გაუღე ჩემს გულისტკივილსუ

ეკლიანი მე გზითა ვარ მოსული,

ლამპარით ხელში, მანათობელით,

იწამე თქმული, შენდამი მოძღვნილი

და გახდი ჩემი.

 

 

* * *

ერთობ ზეიმობს შენი სხეული,

ლამაზად მორთულ ლურჯსა კაბაში,

ზომიერების ეტალონი ხარ,

არა გყავს ტოლი აქ, ამ დარბაზში.

ანცობ, ლაღობ და დაფრინავ ცაში,

მზეს ეუბნები, მომიდექ მხარში,

ანცვიფრებ ყველას, მიხვრა-მოხვრაში

შექსპირის გმირებს ეპაექრები.

უნდა გაგიტყდე, გითხრა ჩურჩულით,

კაცი შენს გამო, რომ მეც აქ ვკვდები...

ედემის ბაღში მოგიკრეფ ვარდსა,

ლამაზ გოგონას გაგიქრობ დარდსა,

სათნოს, სანუკვარს და მომხიბლავსა.

 

 

* * *

ნანატრი გრძნობა განმაცდევინე,

იფეთქა გულში რაღაც დინებამ,

ნუ მკითხავ, ასე რატომ მომწონხარ,

ორკესტრის კვნესა რად მემძიმება...

კლდის პირას მდგომს, ხელის კვრას რომ მიპირებ,

არ იფიქრო, მე როდესმე გიმტყუნებ,

ლექსს დაგიწერ, დამიჯერე, იცოდე,

არ დამძრახო, ჩემო გულის სიცოცხლევ,

ძლიერ მომწონს შენი თვალთა სიმშვიდე,

ერთსაც გეტყვი - ეს ნათქვამი ირწმუნე.

 

 

ბედნიერი ჟამი

 

მე შენს ქუჩას მოვივლი და,

შენს ფანჯრებს არ მოვშორდები,

გავათენებ მე შენს მოლოდინში,

მთელი ღამე სანთლებს გინთებ,

კელაპტრების აკვანს გირწევ,

ოღონდ იგრძნო, თუ რა სიმწრით ვიწვი.

და თუ შენც არ გეძინება,

ცოტა ჩემზე გეფიქრება,

გევედრები, ერთხელ გადმომხედე,

ამით ტკივილს გამიყუჩებ,

 

ცოტა ხნით გულს დამიმშვიდებ.

და ცხოვრებაც ბადაგივით დატკბება,

მე ოცნება ამიხდება,

მწველი ტანჯვა გამიქრება,

და დადგება ბედნიერი ჟამი...

 

 

* * *

გემი - ლურჯ ტალღებზე მოცურავე,

უკიდეგანო ცის კამარით,

ლერწმის ტანის მქონე მანდილოსანს,

იქით, სხვა ქვეყნისკენ მიაქანებს.

ზვირთები კი თითქოს აცილებენ,

აღელვებულ ზღვას ამშვიდებენ,

კენტად დარჩენილ მის მეხოტბეს,

ეტყობა, რაღაცაზე აფიქრებენ.

პოეტის ნიჭი რომ მექნებოდეს,

უდავოდ დაგიწერდი, ალბათ, ერთ ლექსს,

ლეგენდად დავტოვებდი ჩვენს სიყვარულს,

ამით დაგიდგამდი ერთ ციდა ძეგლს.

ძნელია ჩემს ადგილზე კაცის ყოფნა -

ეტრფოდეს სიყვარულს და მას ჰკარგავდეს.

 

 

* * *

გამუდმებით გული შენზე ფიქრობს,

უძიროა, თურმე, სიყვარული,

ლანდად დამდევს შენი ლერწმის ტანი,

ირგვლივ შუქს ფენს თვალნი მრავლისმთქმელნი.

ზურმუხტისფერ ტუჩებს კოცნას ვუძღვნი,

არ ვივიწყებ მკლავებს ჩემკენ მოწვდილს,

კარგ გოგონას წლები ვერას გაკლებს,

ეშხი შენი მე სიმხნევეს მმატებს.

პაპიროსის კვამლში გახვეული,

უნიჭო კაცს - პოეტად გად მაქცევს,

ლამფის შუქით, ბნელ ღამეში მატარებს,

ამნაირად, შენს ძებნაში მაწამებს,

ძალიან გთხოვ, ოდნავ რომ მითანაგრძნო,

ეს ცხოვრება შენთან ერთად განვაგრძო.

 

 

* * *

ნაღველი და დარდი ერთად გამიჩინე,

ისრით გული გამიპე, სუნთქვა გამიჩერე,

ნაწამები გრძნობისგან, სულ არ შემიბრალე,

ოცნებების კოშკი ბედკრულს დამიშალე,

ფიქრი, შენზე ფიქრი სრულად ამიკრძალე,

ამით, რომ იცოდე, გული გამიბზარე.

რატომ გამაწბილე, რატომ დამაღონე,

ცეცხლმოდებულს წყალი რად არ მომაშველე,

ვდნები თოვლის ფიფქივით, შენსა სიახლოვეს,

არად მიღირს სიცოცხლე, გთხოვ, დაიმახსოვრე,

ნაზ ქმნილებას ქარი, თმებს ნაზად გიკოცნის,

ირგვლივ სიბნელეა, ირგვლივ თოვლი მოდის,

აგზნებული ვარ და თვალზე ცრემლი მომდის,

სასწაული ხდება და შენ ჩემი ხდები.

 

 

* * *

თუკი შენზე ქარი მესაუბრება,

თუკი შენით ყოველი დღე მეწყება,

შენ რადა ხარ ასე გაჩუმებული,

ნუთუ ვერ გრძნობ, მე რომ ცეცხლი მედება.

თუკი წვიმა შენს ცრემლებად მეღვრება,

თუკი თოვლი შენს გზებზე მეგებება,

რად მაწვალებ, რად მიკეტავ კარებსა,

 

რატომ გიყვართ კაცის ტანჯვა ქალებსა.

გამიღიმე, რომ მეც გული გამეხსნას,

მწველი ტანჯვა ცოტა მაინც დამეხსნას,

არა ვნანობ, გრძნობა განმაცდევინე,

ნაფიქრალი, ლექსად დამაწერინე.

 

 

* * *

წლები მიფრინავს, ცხოვრება მიდის,

მარტოდ დარჩენა, გიტყდები, მიმძიმს,

ათასნაირი ფიქრები მწიწკნის,

ფარ-ხმალის დაყრა, მე მაინც მიჭირს.

შევკაზმავ ლურჯა ცხენს, ტატოს მერნის მსგავსს,

გადავეშვები უძირო ზღვაში,

შენ არ დაგკარგავ, მოგძებნი ყველგან,

რადგანაც ვცურავ ტრფობის მორევში.

ტაძრამდე მისასვლელი გზა უკვე ახლოა,

გთხოვ, რომ დამეხმარო შენ მის მიგნებაში,

და ამით დავიწყოთ ცხოვრება ნათელი,

მარტოობას კი ჩავცეთ ლახვარი.

 

 

* * *

ეს ცხოვრება გიჟია და,

მე - იმაზე უფრო გიჟი,

იასამნის დიდ კონას ვკრავ,

არც კი ვიცი - ვისთვის, რისთვის?.

ლამაზ გოგოს შევეხები,

გინდაც იყოს მზისადარი,

ოღონდ კი ჩემი ცხოვრება,

ცოტა ხნით გახდეს ზღაპარი.

შავ ღვინოს დავეწაფები,

რომ მომიყვანოს ჭკვაზედა,

ქალის სუნთქვას და სინაზეს

ევლოს ქარივით ხევზედა,

მკვდარიც კი გაცოცხლდებოდა,

რაღა მოგითხროთ ჩემზედა,

ზღვის ტალღებს შეჭიდებული,

შეყვარებული ქალზედა.

 

 

* * *

წარვედ წმინდა სალოცავში,

მინდა, გულით გიწამო,

იშვიათად არ მოვდივარ,

ნიკალას საფიცარო.

დამიფარე ცოდვისაგან,

არ დამძრახო არასოდეს,

საქართველოს გულისათვის,

აგინთებ მე მრავალ სანთელს,

ლომის წილი გიდევს ყველგან,

ომისა და ლხინის დროს,

ცრემლად დაცლილ ჩემს სამშობლოს,

აღმახნულს და დაღმახნულს,

ვერაგ მტერთან გამარჯვებულს,

საკურთხევლად ანთებულს.

 

 

* * *

რა გაუწყოთ ჩემი ქვეყნის შესახებ,

ხალხი ცხოვრობს ამაყი და გამრჯე,

მათ არ უნდათ სხვისი არაფერი,

და არც არის თავის მიწის დამთმე,

სკამი უყვართ, სკამი უყვართ ძალიან,

მის გულისთვის ერთმანეთსა ჰხოცენ,

ოდითგანვე ეს თვისება ჰქონიათ,

ყოველ მათგანს, თავი ბრძენი ჰგონია,

დაანგრიეს რუსთაველის გამზირი,

გააჩინეს გულში ბევრი ბზარი,

საქართველოს გადარჩენის იმედი -

ერის გაერთიანება არის.

 

 

* * *

მზერა მტყორცნა გოგონამ, ჩამივარდა გულში,

აგზნებული დავდივარ, მასზე მტანჯავს ფიქრი,

რა ლამაზი ყოფილა გრძნობა შენით განცდილი,

იის, იასამნის და ვარდების სურნელი.

 

 

საქართველოს

 

მიყვარს თოვლის დნობის კვნესა,

წვიმის კი - ხმით ტირილი,

ქარის შფოთიანი ქროლვა,

ქალის ნაზი ღიმილი;

მიყვარს შავი ნაწნავები,

მხრებზე მიმობნეული,

ვნებიან თვალზე ცრემლები,

და ნატიფი სხეული.

მიყვარს მინდვრად შველის რბენა

და ჩიტების ჟივილი,

ცა ცისარტყელით შემკული,

ქალივით მოხატული;

მიყვარს ბორბალოს მთებიდან

ალაზნის წყალის ყვირილი,

მთა-თუშეთის ბილიკები,

თუშის ფეხით ქარგული;

და ვარძიის სიდიადე,

წლობით შემონახული,

სვანურ კოშკის ქვათა წყობა,

ჟამთა  მაუწყებელი;

ალავერდისა სიმაღლე,

მხრებში შემომართული,

წინანდლის ბაღის მშვენება,

ხალიჩად მოხატული;

ქაშუეთის ჩუქურთმაში

მზის სხივების ჩურჩული,

ერთიანი საქართველო,

მთაგორად დაწყობილი;

ნაგები ეკლესიები,

მოხატული ტაძრები,

მის მიწაზე სიარული,

ნეტარებად ქცეული.

 

 

* * *

იღვენთება ბნელში კელაპტარი,

ნატიფ სახეს გრძნობით ეფერება,

ეფერება, ვით ენძელა იას,

სიყვარული შენთვის ნიავს მოაქვს.

ამნაირად მოსულ დიად გრძნობას,

მოფარფატეს შენს სულსა და გულში,

აგზნებული, ანთებული ჰყავხარ,

რემბრანდტისა დიდ შედევრსა ჰგავხარ.

ღვინოსავით მათრობელა, როცა ჩემს წინ ზიხარ,

აღარ მინდა მე არავინ, შენთვის თავს გავწირავ,

ნასვამსა და ნაბახუსევს ვერვინ შემაჩერებს,

ირმისთვალება გოგონას ვერვის დავანებებ,

აგორებულ თვალზე ცრემლებს კოცნით გაგიჩერებ,

სიმშვიდეს და სიხალისეს ასე დაგიბრუნებ.

 

 

* * *

იახტა თეთრი აფრით მიცურავს,

ნაპირზე მტოვებს ბედკრულს,

ერთ ლამაზ გოგოს გულში იხუტებს,

სხეულს უკოცნის და სულს.

ამნაირ ტკბობას ქარგავს მძივივით,

მიაპობს ზღვას და დუმილს,

არწივის ფრთებით დაფრინავს ცაში,

რუხი მგელივით გიცავს კბილებით,

ღრუბელს ღრუბელზე შემოახეთქებს,

ასწლოვან მუხებს დაგიწყობს თვალწინ,

ნაზად დაგკოცნის, მოგეფერება,

ირმის ალერსით გვერდს მოგიწვება,

ანთებულს წელზე მაგრად ხელს მოგხვევს და  

სანთელივით ბნელში დადნება.

 

 

* * *

ისარი ბასრი შენგან ნასროლი,

ნუთუ ვერა გრძნობ, გულს რომ მიფატრავს,

ერთგულ მეგობარს იმეტებ მსხვერპლად,

სულს რომ მიწამლავ, ვერ ხედავ, ნეტავ?.

 

აგორებულ ქვას ზევიდან მიშვებ,

მართლა მიმეტებ?. დაფიქრდი ერთ წამს...

აღარც მირეკავ, რა დაგემართა,

რად არ მკითხულობ, რას ეტყვი ღმერთსა,

ღამეებს ვათევ ზარის ლოდინში...

არ რეკავს, არა, არა და არა...

ნაფიქრალს შენზე, ლოდინი მიფრთხობს,

ირგვლივ ბნელა და მეფობს სიჩუმე,

აღარ გათენდა... გულიც გაწამდა...

სად დამეკარგე, ჩემო სიცოცხლევ.

 

 

* * *

თაიგულის დიდი კონა

უბან-უბან ვატარე,

ნაცნობსა და უცნობ გოგოს

თითო ვარდი ვატანე,

უკოცნელი არ დავტოვე

ლამაზი და ტანადი,

არ გამიწყრეთ, არ დამძრახოთ,

მე თქვენ გენაცვალებით.

 

 

* * *

ქარი ქრის, თან წვიმა მოდის და ვსველდები,

ერთი გოგო თავგზას მიბნევს, ამას ვხვდები,

თაიგულს ჰგავს, გაზაფხულზე აფეთქებულს,

ეკალს მასობს, მე კი მაინც მისთვის ვკვდები.

ვერის უბნის ქუჩებს როცა ჩავუყვები,

აივანზე გადმომდგარი ჭაბუკები,

ნაზი ხმით და გიტარისა ჩუმი კვნესით,

კარგ გოგონას გიმღერიან დიდის გრძნობით.

ორთაჭალის ძველ უბნებში მოსეირნეს,

ბრგე ვაჟკაცნი, ახოვანნი თაყვანს გცემენ,

იშვიათი, შენი ჩუმი გამოხედვით,

ასაჩუქრებ ყოველ შენსა შემხედვარეს,

შავთვალწარბას, თეთრი კანით მანათობელს,

ვიწრო წელზე ვერცხლის ქამრით, ვნების მომგვრელს,

იდუმალი ფიქრებისა გულში გამჩენს,

ლანდად დაგდევ, ჩემსა ცოცხლად მაწამებელს,

იმ ერთ სიტყვას, ვერ გიბედავ, რას მიკეთებ?.

 

 

* * *

ქარი შენს თმებს ჰკოცნის ნაზად,

ეფერება... ეფერება...

თავს ევლება ოცნებებით,

იხუტებს და ამით ტკბება.

მაღლა ღმერთსა ევედრება -

არ გაუწყრეს, სანთლით ხვდება,

ხორბლისფერსა სახის კანსა,

აწეულსა წამწამებსა,

რიგრიგობით ეხება და,

ასე ესიყვარულება.

შავ თვალებში გრძნობებს ეძებს,

ვით ოტელო დეზდემონას,

იფერფლება, იწვის ლამპრად,

ლამაზ ცრემლებად იღვრება,

სათნო გოგოს თანა ჰყვება.

 

 

* * *

ქართველების ლამაზმანი ასულები,

ეტალონად იყვნენ ყველგან მიჩნეულნი,

თუკი ვინმეს თვალსა სჭრიდა ერთი ნახვით -

იყო ქალი თვალტანადი ქართველობის.

ნაზი, სათნო და ბუნებით საოცარი,

ოჯახისთვის გაჩენილი ნატვრისთვალი,

მხატვრის ფუნჯით მოხატულსა მისსა ტანსა,

ას ლამაზში გამოარჩევ ქართველ ქალსა,

ხორბლისფერ და უნაზესსა მისსა კანსა,

 

აცისკროვნებს წარბ-წამწამთა ერთურთშერწყმა,

რომელ კაცს არ აუჩქროლებს გრძნობით გულსა,

ამნაირი მშვენებისა შეხედვისას,

შავთვალწარბას, შავთვალებას, ვნებით სავსეს,

ვერაფერს ვერ დაუწუნებ ქართველ ქალსა.

ირგვლივ ბნელია და შენ ანათებ

ლამაზ თვალებით და რაღაც ხიბლით,

სათნოს, ამაღლებულს, გიყურებთ და

ამით ვიხიბლებით ჭაბუკები.

 

 

* * *

ნაზი ხმა და კარგი ტანი,

არის ურთიერთშერწყმული,

თმა წაბლისფრად მოელვარე,

იპყრობს ყველა შემხედვარეს.

ასეთი გოგო მიგიზიდავს და

ჭკუას აგირევს, დაემონები,

არ მოგცილდება მისი თვალები,

ნუ იტყვი - სადმე დაემალები.

ტანით მომხიბლავს, მუხლმოდრეკილი

უნდა ემთხვიო და ხელი სთხოვო,

რას იზამ, თუკი უარს გეტყვის და,

ია-ვარდებით გზას არ მოგიფენს,

ასეთი არის ლამაზი გოგო,

საცოდავ კაცსა თავგზას აგიბნევს.

 

 

* * *

თითქმის მივწვდი შენს სხეულზე ყელსაბამს,

ატმის ტოტი შემოვტეხე ძალით,

მარტოობის ბადე დავამსხვრიე,

ათვლა ვიწყე ბედნიერი წამის.

რაფაელის ფუნჯით მოხატული ხარ, თუ

იასამნის თაიგული, ვარდის გვერდით,

კერპად მყავხარ, ლამაზებში მიჩნეული,

ედემის ბაღის თვალ-მარგალიტი.

რემბრანდტის შედევრს უფრო მაგონებს,

ეგ შენი ტანი, სახე ნატიფი,

სიყვარულისთვის შექმნილ ღვთაებას,

ერთ დიდ ლამპარად მეც დაგენთები.

ლოპოტის ქვების კოშკს აგიშენებ,

იდუმალ ფიქრთა გრძნობებში გაგხვევ,

ძილის წინ ნაზად მოგეფერები.

ესეთი არის ეს მონოლოგი.

 

 

* * *

თმები, გაშლილი თმები,

ერთ ლამაზ ქალად მიღირს,

აფეთქებული მკერდი

მიზიდავს, მაკრთობს და ვთრთი.

ირმისთვალება გოგო,

რამდენ ჭაბუკს სწვავ, იცი?.

იცი, რომ შენს სახლის წინ,

ათევდა ღამეს ბიჭი,

ნაფიცარ ძმაბიჭებში,

ანთებულ ჩირაღდნებით,

შავგვრემანს ბნელში გიმღერდნენ,

ვარდისფერ ტანსაცმელში...

ირგვლივ სიჩუმე სუფევს,

ლაღად ნავარდობს სიო,

იცოდე, რომ მომწონხარ,

თავგზა არ ამიბნიო.

 

 

* * *

შენს თვალებში დარბაზები შევნიშნე,

მოხატული ფიროსმანის ფუნჯით,

დიდი ჭაღი ჭერში დაკიდებული,

მაღალ სვეტებს ანათებდა შუქით.

სადაც ხალხი წყნარად მიმოდიოდა,

დიდებულად ჩაცმულნი და ტანსხმულნი,

ბიჭი გოგოს სიყვარულს უმტკიცებდა,

გატაცებით და მომავლის აღთქმით.

 

შენს თვალებში მე მდინარე ვიხილე,

ჭალა-ჭალა მომდინარე ჩქეფით,

არემარე მწვანედ შემოსილიყო,

და ბადიაც ივსებოდა თევზით.

შენს თვალებში მე სიმშვიდე ვიპოვე,

სიყვარულის ძაფით მოქარგული,

მე იქ ცა და დედამიწა ვიხილე,

მთვარის შუქის ფონზე მოხატული.

მე იქ, მე იქ შენი გული ვიპოვე,

გული, გული, ჩემკენ წამოსული.

 

 

* * *

თუ მართლა გრძნობას განიცდი,

თუკი მოგწონს და ეტრფი,

როგორ არ უნდა იგრძნო,

გალაკტიონის ლექსი, -

მისი ლამაზი მერი,

ქარი ქროლვის და ქალის;

ბარათაშვილის მერნის,

გზას უვალს, მისგან თელილს;

ტანო-ტატანოს მშვენებას,

ბესიკის გრძნობით დახატულს;

და ცოლზე უფრო ლამაზ ქალს,

ასათიანის გრძნობით თქმულს;

შოთას პოემის დიდ სიბრძნეს,

ზეძალას სიყვარულისას

და გრიშაშვილის ძველ თბილისს,

მრავალი ამბის მომსწრისას;

ნათიებს ნონეშვილისას,

თბილისში მოსიარულეს,

ყოველ მათგანსა ამშვენებს

ქართველი ქალის სინაზე.

 

 

* * *

ნაისრალ გულში, ლახვარს რადა მცემ,

ისრით დაჭრილი, ისედაც ვკვდები,

ნესტარდასმული ვლოცულობ შენზე,

ოღონდ გაგიქრო მწველი დარდები.

კალმით ნახატი მშვენება ხარ და,

აუწერელი ენით, ქმნილება,

ლერწმისა ტანი ულამაზესს გხდის,

ანათებს ირგვლივ მშვიდი ბუნება,

ძნელია შენი გულის მოგება,

ედემის ბაღის გამობრწყინებავ.

 

 

ჰარმონია

 

ის დღე არ დამავიწყდება,

ოთახში იყო სიმშვიდე,

კარებს გააღებს გოგონა,

შემოდის, როგორც დილის მზე.

ოდნავ დიდრონი თვალები,

თაფლისფერში რომ გადადის,

უფრო შვენოდა ღიმილი,

იშვიათად რომ გამოკრთის.

მომხიბლავსა და ლამაზს ხდის,

ტანზე ჩაცმული ნაქსოვი,

მდიდრული გამოხედვა აქვს,

მართლაც ვერ შეედავები.

ერთმანეთს ეჯიბრებიან

სახე, ტანი და სინაზე,

ყოველი კაცი დატკბება

ამ ჰარმონიის ხილვაზე.

 

 

რად გამირბი

 

თუკი კოცნაში ამდენი გრძნობაა,

თუკი კოცნაში ამდენი ხიბლია,

მაშ, რად გამირბი, რად მემალები,

თვალს რად მარიდებ, რად არ გებრალები?.

თუკი შენს თმებზე ხელის შეხებისას,

თუკი შენს ყელზე მოფერებისას,

მე განვიცდი და გრძნობად ვიღვრები,

მაშ, რად გამირბი, რად არ გებრალები?.

თუკი ჩემი სულის რაღაც ნაწილი ხარ,

თუკი ჩემი გულის განცდა და დარდი ხარ,

 

რად არ თანამიგრძნობ, რად არ გებრალები,

შენ ხომ კარგად იცი, რომ მე შენთვის ვკვდები.

 

 

 

* * *

თითები, შენი გრძელი თითები,

ეხება ჩემს გულს მთელის გრძნობითა,

არარად მიღირს ამქვეყნად ყოფნა,

მე თავს მოვიკლავ უშენობითა.

ირწმუნე ჩემი, რომ გეტრფი შენ ერთს,

რომ შენთვის ვიწვი, როგორც ლამპარი,

ირგვლივ ბნელია, შენ კი ანათებ,

ანათებ ვით მზე ამომავალი.

ნუ მომკლავ ისე, რომ არ გემთხვიო,

ანდა არ გითხრა ჩემი სათქმელი,

შავგვრემან გოგოს ლამაზი ტანით,

ვერ შეგედრება ვერც ერთი ქალი,

ის გრძნობის კოშკი, ნაზად ნაგები,

ლამაზ ფერებში მე რომ შევქმენი,

იცოდე მხოლოდ, რომ შენ გეკუთვნის,

არავინა გყავს შემცილებელი.

 

 

 

* * *

თითქმის უკვე საღამოა,

ელვისებრი ქარი ქრის,

არახუნებს ფანჯარაზე

ქალი კრთის და ქალი თრთის,

ადექ და გარეთ გამოდი,

რომ ქარი თმებს მოეფეროს,

დახვეული კულულები,

აქეთ-იქით გააბნიოს,

ვიწრო კაბა მოხდენილი,

აწიოს, მუხლს ააცილოს.

 

 

* * *

ნაძვის ხეების ჩრდილში შეგნიშნე,

იდექ სულ მარტო, ცისფერი კაბით,

ნოტებით ხელში სიყვარულისა,

ოქროსფერი თმით და ხელში ვარდით.

კარებს გაგიღებ მე მწველ გრძნობების,

ატმის ტოტს მოვტეხ მხოლოდ შენთვისა,

ლამპარით ხელში დაგედევნები,

აგინთებ სანთელს ყველა ტაძრისას,

ძვირადღირებულ კოშკს აგიშენებ,

ეკლით შევმოსავ სიყვარულისას.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / მარილელი გიორგი / ლექსები