მეფე თეიმურაზ პირველი

თამარის სახე დავით გარეჯას

 

მეფენი მოვლენ სურვილით, შენსა სახესა ჰმონებენ,

შეურაცხჰყოფენ მნათობთა, ნათლად არ მოიგონებენ,

სხივ-მოსიერად გიმზერენ, უკვდავ-მყოფელად გგონებენ,

იშვებენ, მათთა პატიჟთა მათ ლხინთა შეუწონებენ.

 

შენ სამებაო, ერთ-არსებაო, სამ-გვამოვნებით ერთო,

განუწვალებელო,

ერთ ბუნებაო, უშობელო და ძეო შობილო, სულო მამისგან

გამომავალო,

მოსავსა შენსა მეფესა, პატრონს თეიმურაზს, მეოხ მეყავ.

 

ოდეს მოხვიდე განკითხვად, ქრისტე, და გამოჩნდეს მადლი,

დიდება

შენი და დასჯდე ცხოველთა და მკვდართა მსაჯულად, და

განარჩევდე

ცხოვართა თიკანთაგან, ნუ წარმავლენ მარცხენით კერძო,

შეცოდებულსა ამას მონასა შენსა, არამედ მომეც შენდობა

ბრალეულსა.

 

 დედაო უსხეულოსა ნათლისაო და მშობელო სიტყვისა ღვთისაო,

საყდარო, ეტლო, ღრუბელო ნათლისაო, მე დაბნელებულსა ამას

ცოდვათაგან, მითხოვე ძისა შენისაგან შენდობა ბრალთაგან.

რომელნი მიემთხვივნეთ ჩემსა ამას მცირესა ნაღვაწსა —

აღსარებასა

წმინდისა სამებისასა, გაფუცებთ ცხოველსა მას ღმერთსა

ყოველთასა,

შენდობას ჰყოფდეთ ჩემ ცოდვილსა ამის მეფისა

თეიმურაზისათვის,

რათა ქრისტემან თქვენცა მოგცეს მისისა სასუფეველის

მკვიდრობა

და კურთხევისა ხმისა მისისა სმენა. ამინ.

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / მეფე თეიმურა პირველი / თამარის სახე დავით გარეჯას