საკონტროლო კითხვების პასუხები

 

გაკვეთილი პირველი.

 

1. იმისათვის, რომ უსინათლომ იმუშაოს კომპიუტერზე, აუცილებელია მასში ჩარტვირთული იყოს ხმის სინთეზატორი და გამახმოვანებელი პროგრამა ენვედეა.

2.სისტემური ბლოკი წარმოადგენს კომპიუტერის ცენტრალურ ნაწილს, სადაც ხორციელდება ჩვენს მიერ მიცემული ყველა ბრძანება, გამოთვლები, ინფორმაციის გარდაქმნა და რომელიც ამუშავებს კომპიუტერის პერიფერიულ მოწყობილობებს. სისტემურ ბლოკს აქვს ყუთის ფორმა. სისტემური ბლოკი შედგება დედაპლატისაგან, პროცესორისგან, მუდმივი და ოპერატიული მეხსიერებისაგან, დისკის ჩასადები მოწყობილობისაგან.

3. ვინჩესტერი წარმოადგენს მყარ მაგნიტურ დისკს, რომელშიც ინახება ინფორმაცია.

4. მუდმივ მეხსიერებაში ინახება საოპერაციო სისტემა, დამხმარე პროგრამები და ინფორმაცია, რომელიც საჭიროებს მუდმივ გამოყენებას. ოპერატიული მეხსიერებაში კი ინახება ისეთი ინფორმაცია, რომელსაც კომპიუტერი იყენებს მუშაობის ერთი სეანსის დროს და იგი იშლება კომპიუტერის გამორთვის შემდეგ, ხოლო მუდმივ მეხსიერებაში შენახული ინფორმაცია კი რჩება.

5.         დისკის მატარებელი მოთავსებულია სისტემურ ბლოკში.

6.         კლავიატურა წარმოადგენს პლანშეტს, რომელზედაც განლაგებულია ღილაკები. მისი საშუალებით ხდება კომპიუტერში ტექსტის აკრეფა და კომპიუტერისათვის ბრძანებების მიცემა.

7.         პროცესორს შეიძლება შეუერთდეს: მონიტორი, კლავიატურა, დინამიკები, პრინტერი, სკანერი, კვების ბლოკი.

 

 

გაკვეთილი მეორე

 

1. ჩასართველ ღილაკს ეწოდება პაუერ, ხოლო გადასატვირთს - რესტარტ ღილაკი.

2. სისტემურ ბლოკს წინა პანელზე აქვს სამი ღილაკი: ჩართვის, გადატვირთვის და დისკის მატარებლის ღილაკი.

3.         ენვედეას ჩართვა ხდება კონტროლ პლიუს ალტ პლიუს ასო ენით.

4.         ენვედეა გამოირთვება ღილაკებით ინსერტ პლიუს ასო ქუ.

5.         კურსორი არის პატარა ვერტიკალური მოციმციმე ხაზი, რომელიც განსაზღვრავს სიმბოლოს ჩაწერის პოზიციას.

6.         სტანდარტული კლავიატურა შედგება 105 ღილაკისგან.

7.         კლავიატურის ქვედა მწკრივში მარცხნიდან მარჯვნივ მდებარეობს კონტროლ, ვინდოუს, ალტ, დაშორების, ალტ, ვინდოუს, კონტექსტური მენიუს და კონტროლ ღილაკები.

8.         ვინდოუს ღილაკს ეკრანზე გამოაქვს მთავარი მენიუ.

9.         კურსორი იმართება ოთხი ღილაკით.

10.       ენტერი არის ბრძანების შესრულების თანხმობის, ხოლო ესკეიპი ბრძანების გაუქმების ღილაკი.

11.       ფუნქციონალური ღილაკები მდებარეობს სულ ზედა რიგში ესკეიპ ღილაკის მარჯვნივ.

 

გაკვეთილი მესამე

 

1. კომპიუტერი ირთვება ღილაკთა კომბინაციით ალტ პლიუს ეფ ოთხი.

2.         კომპიუტერის გამოსართველ დიალოგურ ფანჯარას აქვს სამი ღილაკი: დასტურის, გადატვირთვის და გაუქმების ღილაკები.

3.         სამუშაო მაგიდა წარმოადგენს ეკრანზე გამოტანილ პროგრამებისა და ფაილების შესაბამის იარლიყებისა და პიქტოგრამების ერთობლიობას.

4.         საქაღალდე არის პირობითად გამოყოფილი კომპიუტერის მეხსიერება, რომელსაც მინიჭებული აქვს რაიმე სახელი და ამ ტევადობაში მოთავსებულია ფაილების ერთობლიობა.

5.         ქართული შრიფტით წერის დროს ღილაკი შიფტი გამოიყენება 7 ასოს ასაკრეფად, ხოლო ინგლისურ და რუსულ ენებში დიდი ასოების დასაწერად. ამ ღილაკის გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც რუსულ ან ინგლისურ ენაში ასაკრეფი გვაქვს რამდენიმე დიდი ასო, შემდეგ კი გადასვლა ხდება პატარა ასოებზე.

კაპს ლუქის ჩართვის დროს ინგლისური და რუსული ტექსტი აიკრიფება მხოლოდ დიდი ასოებით.

ტაბი გამოიყენება ფანჯრის ელემენტებზე გადასაადგილებლად.

 

გაკვეთილი მეოთხე

 

1. მთავარი მენიუ არის სამუშაო მაგიდის სამართავი მენიუ, რომლის დანიშნულებაა პროგრამების, დოკუმენტების, საქაღალდეების და ასევე სხვა ობიექტების სწრაფი გახსნა.

სისტემური მენიუ, იგივე კონტროლ მენიუ, რომელიც გამოიყენება ფანჯრებთან მუშაობის დროს.

კონტექსტური მენიუთი კონკრეტულ ობიექტზე შეიძლება შევასრულოთ საჭირო ბრძანებები.

 

2. მთავარი მენიუს გახსნა ხდება ვინდოუს ღილაკით, ხოლო დახურვა ესკეიპით.

სისტემური მენიუ იხსნება ალტ პლიუს ხანით, ხოლო დახურვა ესკეიპით. კონტექსტური მენიუ იხსნება ღილაკით აპლიქეიშენ ან ალტ პლიუს ეფ ათით, ხოლო დახურვა - ესკეიპით.

3.  ქვემენიუ წარმოადგენს მენიუს, რომელიც ერთ ელემენტად შედის მასზე ზემდგომ მენიუში. მისი გახსნა ხდება მარჯვენა ისრით ან ენტერით, ხოლო დახურვა მარცხენა ისრით ან ესკეიპით.

4. მენიუს ჩანართი წარმოადგენს ბრძანებათა სიმრავლეს, რომელიც მიბმულია სისტემური მენიუს ელემენტზე. მისი გახსნა ხდება ქვედა ისრით ან ენტერით, ხოლო დახურვა ესკეიპით. ხოლო თუ გამოვიყენებთ მარჯვენა ისარს, ჩანართი იხურება და გადავდივართ მენიუს სხვა ელემენტზე.

5. ფანჯრის ჩაკეცვა ხდება ბრძანებით - სვერნუც, ხოლო გაშლა ბრძანებით რაზვერნუც ან ალტ პლიუს ტაბით.

6. სამუშაო მაგიდა აქტიურდება კომბინაციებით ვინდოუს პლიუს ემი ან ვინდოუს პლიუს დე. ხოლო პიქტოგრამები კურსორის სამართავი ღილაკებით.

 

გაკვეთილი მეხუთე:

1. ოპერაციული სისტემა წარმოადგენს კომპიუტერში ჩაწერილ პროგრამათა კომპლექსს, რომლის გარეშეც ვერ იმუშავებს კომპიუტერი და რომლის დანიშნულებაა კომპიუტერის მართვა, მისი მუშაობის უზრუნველყოფა.

2. ფაილი ეწოდება ინფორმაციას, რომელსაც მომხმარებელი ანიჭებს სახელს და რომელსაც კომპიუტერი ინახავს ამ სახელით.

3. ფაილების გაფართოებებია: ტქსტ, დოკ, ემ პე სამი, ვავ, ჯე პე გე, ემ პე გე და ასე შემდეგ.

4. არა.

5. ისრების ზემოთ მოთავსებულია 6 ღილაკი: დელეიტი ანუ წაშლა, ინსერტი ანუ ჩასმა, ჰოუმი - გადასვლა სტრიქონის თავში, ენდი - გადასვლა სტრიქონის ბოლოში, პეიჯ აპი - ერთი ეკრანით ზევით, ხოლო პეიჯ დაუნი - ერთი ეკრანით ქვევით.

6. ნამ ლოკით.

7. ხუთის.

8. გამრავლება აღინიშნება ვარსკვლავით, ხოლო გაყოფა - მარცხნივ დახრილი ხაზით.

 

გაკვეთილი მეექვსე:

 

1. ვინდოუს + ემი ან ვინდოუს + დე.

2. სამუშაო მაგიდა შედგება იარლიყების სიმრავლის, სტარტ ანუ მთავარი მენიუსა და ამოცანათა პანელისაგან.

3.         იარლიყი არის სამუშაო მაგიდაზე გამოტანილი პიქტოგრამა, რომელზე დადგომითაც სწრაფად იხსნება ამ იარლიყის შესაბამისი პროგრამა ან საქაღალდე.

4.         ღილაკები: კონტროლ+ალტი და რომელიმე ასო, ან შიფტ + ალტი და რომელიმე ასო.

5.         დესკტოპის ელემენტებზე გადაადგილება ხდება ტაბით და ისრებით, ხოლო ამოცანათა პანელის ელემენტებზე მოხვედრა _ ტაბ ღილაკით.

6.         დესკტოპზე ობიექტის სწრაფად მოძებნა ხდება ეფ სამი ღილაკის გამოყენებით.

 

გაკვეთილი მეშვიდე:

1. სამუშაო მაგდაზე საქაღალდის შესაქმნელად გავააქტიუროთ სამუშაო მაგიდა, გამოვიძახოთ კონტექსტური მენიუ, ავირჩიოთ პუნქტი ნიუ (საზდაც), შემდეგ ქვემენიუში მოვძებნოთ საქაღალდე (ფოლდერ, პაპკა) და დავაჭიროთ ენტერს.

2. საქაღალდის შექმნის პროცესში ვიდრე მის შექმნას დავადასტურებთ ენტერით, კლავიატურაზე ავკრიფოთ საქაღალდის სახელწოდება, ამის შემდეგ დავაჭიროთ ენტერს.

3. ფაილი იქმნება ისევე, როგორც ვქმნით საქაღალდეს, კონტექსტური მენიუს დახმარებით, ოღონდ ქვემენიუში პუნქტი ფოლდერის ნაცვლად ვდგებით ფაილზე და თუ გვინდა დავარქვათ სახელი, ვკრეფთ ასოებს, რასაც დავადასტურებთ ენტერით.

4. კომპიუტერს გააჩნია დროებითი ანუ საშუალედო მეხსიერება, რომლსაც ეწოდება ბუფერი. ბუფერში შეგვიძლია გადავიტანოთ ფაილი ორნაირად: 1. ისე, რომ ფაილი რჩება თავის ადგილას და ამავე დროს იგი გადადის ბუფერშიც; 2. ფაილი ამოიჭრება, იგი ძველ ადგილზე აღარ რჩება და გადადის ბუფერში. პირველ პუნქტს შეესაბამება კოპირება (კოპიროვაც, ქოფი), ხოლო მეორეს - ამოჭრა (ვირეზაც, ქათ).

5. ღილაკით ეფ 2.

 

გაკვეთილი მერვე:

 

1.         დიალოგური ფანჯარა ეწოდება პატარა ფანჯარას, რომელიც გამოდის ეკრანის წინა პლანზე და აძლევს შეკითხვას მომხმარებელს, რომელზეც მან უნდა გასცეს პასუხი.

2.         დიალოგურ ფანჯარას შეიძლება ჰქონდეს ერთი, ორი ან მეტი ღილაკი.

3.         ტაბ, შიფტ+ტაბით და ჰორიზონტალური ისრებით.

4.    ინსერტ+ბე.

5.         ინსერტ+ტაბი ან ინსერტ+ისარი ზევით.

6.         კალკულატორის გამოძახება ხდება მთავარი მენიუდან, მოვძებნოთ პროგრამები, მის ქვემენიუში ვიპოვოთ აქსესუარი და მისი გახსნის შემდგომ ვერტიკალური ისრებით მოვძებნოთ კალკულატორი.

 

გაკვეთილი მეცხრე:

 

1.         ტექსტური ფაილების გაფართოებებია: ტქსტ, ერ ტე ეფი, დოკ.

2.         კლავიატურაზე ნიშანდებული ღილაკებია ეფ და ჯე.

3.         კლავიატურის ქვემოდან მეორე მწკრივზე მდებარეობს 7, მესამეზე 9, ხოლო მეოთხეზე – 10 ლათინური ასო.

4.         პროცენტის ნიშანი – შიფტ+ციფრი ხუთი, პარაგრაფის ნიშანი _ შიფტ+ოთხიანი, ძახილის ნიშანი – შიფტ+ერთი, ფრჩხილები  -  შიფტ+9 და შიფტ+ნული.

5.         ჭ  -  შიფტ+წ; ღ  -  შიფტ+რ; თ  -  შიფტ+ტ, შ  -  შიფტ+ს. ჟ – შიფტ+ჯ, ძ  -  შიფტ+ზ, ჩ – შიფტ+ც.

6.         ენვედეა+კონტროლ+ესი.

7.         ენვედეა+კონტროლ+ვე.

8.         კონტროლ+ა ღილაკით მოვნიშნოთ მთლიანი დოკუმენტი, კონტროლ+დე ღილაკებით გამოვიძახოთ ფანჯარა, ავკრიფოთ ასოები – აცად, ერთხელ   დავაწვეთ ქვედა ისარს და შემდეგ ენტერს.

9.         კონტროლ+ესით.

 

გაკვეთილი მეათე:

 

1.         პროგრამა ვორდს ვიძახებთ მთავარი მენიუდან, ხოლო თუ მისი იარლიყი მდებარეობს სამუშაო მაგიდაზე, მაშინ მას ვხსნით დესკტოპიდან.

2.         კონტროლ+ეფ ღილაკთა მეშვეობით ვიგებთ ინფორმაციას ტექსტში შრიტის, შრიფტის ფერის და ტექსტის რედაქტირების სხვა დეტალებზე.

3.         შევიდეთ მენიუს პუნქტში -  პრავკა, ჩამოვშალოთ და ავირჩიოთ ბრძანება – კოპირება (კოპიროვაც, კოპი).

4.         ტექსტის ამოჭრა ხდება  კონტროლ+იქსით, ტექსტის ჩასმა – ღილაკებით კონტროლ+ვე.

5.         პუნქტები ამოჭრა და კოპირება პასიურია მაშინ, როდესაც ტექსტში არ არის გაკეთებული მონიშვნები.

6.         შრიფტის გამსხვილება – კონტროლ+ბე, ხაზგასმა – კონტროლ+უ, დახრა  - კონტროლ+ი.

7.         შრიფტის ზომას ვცვლით კონტროლ+შიფტ+პე ღილაკებით.

8.         ტექსტის გასწორება ცენტრში – კონტროლ+ე, მარჯვენა კიდესთან – კონტროლ+ერი, მარცხენა კიდესთან – კონტროლ+ელი.

 

გაკვეთილი მეთერთმეტე:

 

1.         ფურცლის ფონის შეცვლა ხდება მენიუს პუნქტ ფორმატში შესვლითა და ქვეპუნქტი – ფონის არჩევით. 

2.         კონტროლ+ეფ ღილაკით გამოდის ტექსტში სიტყვის საძიებელი ფანჯარა.

3.         გვერდების გადანომვრა ხდება პუნქტიდან ვსტავკა ნომერა სტრანიც.

4.         პრინტერზე ამოსაბეჭდი ფანჯარა გამოიძახება კონტროლ+პე ღილაკებით. 

 

გაკვეთილი მეთორმეტე:

 

1. დაარქივება ნიშნავს ფოლდერებისა და ფაილების მოცულობის შეკუმშვას.

2. დაარქივებისთვის ვიყენებთ პროგრამა ვინ რარს.

3. დაარქივებული ობიექტის გაფართოებებია რარი და ზიპი.

4. დავდგეთ დაარქივებულ საქაღალდეზე, რომელსაც აუცილებლად ექნება გაფართოება რარ. გავხსნათ კონტექსტური მენიუ, ქვედა ან ზედა ისრებით მოვძებნოთ სიტყვა - იზვლეჩ   (ექსტრაქტ ფაილ ტუ ) და  ვაჭერთ ენტერს.

5. ლაზერული დისკები, გარე ვინჩესტერი, ფლეშკა.

6. ფლეშკა და გარე ვინჩესტერი უერთდება უესბი პორტით სისტემურ ბლოკს.

7. სისტემურ ბლოკში მოთავსებულ დისკის მატარებელში.

 

გაკვეთილი მეცამეტე:

1.         იგი იხსნება ვინდოუს ღილაკით მთავარი მენიუდან. ავირჩიოთ მენიუში პროგრამები, გავხსნათ ქვემენიუ და ქვედა ან ზედა ისრით ვიპოვოთ ვინდოუს მედია პლეერი.

2.         ვინდოუს მედია პლეერი არის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ვხსნით აუდიო და ვიდეო ფიალებს.

3.         კონტროლ+ეფი, შემდეგი მუსიკალური ტრეკი.

    კონტროლ+ბე, წინა   მუსიკალური ტრეკი.

4.         კონტროლ+პე.

5.         პროგრამა ნეროს აქვს მრავალი ფუნქცია, მაგრამ ძირითადად ის იძლევა საშუალებას ლაზერულ დისკებზე ჩავწეროთ ინფორმაცია.

6.         პროგრამა ნეროთი შესაძლებელია ჩაიწეროს სიდი და დივიდი დისკები.

 

გაკვეთილი მეთოთხმეტე

 

1. სამართავი პანელის გახსნა ხდება სტარტ მენიუდან.

2. სამართავი პანელის კომპონენტებია: ქსელის გამართვა, ამოცანათა პანელი, სპეციალური შესაძლებლობები, დრო და თარიღი, ეკრანი, შრიფტები, მოდემი, თაგუნა, კლავიატურა, პრინტერი, ფაქსი და სხვა.

3. კომბინაციით ინსერტ+ეფ12.

4. ფონის შესაცვლელად უნდა გავხსნათ სამართავი პანელი და ავირჩიოთ ელემენტი – სამუშაო მაგიდის თვისებები. იგივე ფანჯარა გამოდის დესკტოპზე კონტექსტური ღილაკის დაჭერით.

 

გაკვეთილი მეთექვსმეტე:

 

1.         ინტერნეტი გვაძლევს საშუალებას გადმოვიწეროთ ფაილები, კინო და მუსიკა, ასევე საინტერესო ინფორმაციები.

2.         ვებ გვერდი ნიშნავს ვორლდ ვაიდ ვებ, რაც ინგლისურად დაახლოებით ნიშნავს ფართო მსოფლიო ქსელი.  მისი გაფართოება არის ეიჩ ტე ემ ელ ფორმატი და წარმოადგენს ჰიპერ დოკუმენტს.

3.         ვინდოუს ღილაკით შევდივართ სტარტ მენიუში, ვირჩევთ პროგრამებს, შემდეგ გადავდივართ ქვემენიუში და ვეძებთ ენტერნეტ ექსპლორერს. ვხსნით მას ენტერით.

4.         ვინდოუს+დე ან ვინდოუს+ემი, შემდეგ ისრებით ვნახულობთ ინტერნეტ  ექსპლორერს და ვაჭერთ ენტერს. Aასევე  ასო ი-ზე თითის დაჭერითაც შეიძლება მისი გახსნა.

5.         ვინდოუს+ზედა ისარი, შემდეგ პროგრამს, ენტერი, ისევ ისრებით ვნახულობთ ინტერნეტ ექსპლორერს, შემდეგ ვხსნით კონტექსტურ მენიუს და ისევ ისრებით ვეძებთ სიტყვას სენდ ტუ. Eენტერი და შემდეგ სიტყვა კრიეიტ შორდკარდ ინ დესკტოპ.  ისევ ვაჭერთ ენტერს.

6.         სამისამართო ველი არის ადგილი, სადაც იწერება ინტერნეტ გვერდების მისამართები. გამოძახება ხდება ეფ 6, ასევე კონტროლ+ელ და კონტროლ+ო ღილაკებით.

7.         ღილაკი ეფ 5 ანახლებს გვერდს, თუ ის რაიმე მიზეზის გამო არ იტვირთება. იგი თავიდან ახდენს გვერდის ჩატვირთვას.

8.         ი ღილაკი გადადის ჩამონათვალზე. ეფ ღილაკი ეძებს რედაქტორებს. ტაბი ბმულებზე და ფანჯრის სხვა ელემენტებზე  ახდენს ნავიგაციას, კა ასო კი გადაგვიყვანს ბმულებზე.

9.         კა ასო მხოლოდ ბმულებზე ახდენს ნავიგაციას, ტაბი კი ყველა ელემენტზე, გარდა ტექსტისა.

 

გაკვეთილი მეჩვიდმეტე:

 

1.         ინტერნეტის საწყისი გვერდი არის ის გვერდი, რომელიც ბრაუზერის ჩატვირთვის დროს გამოდის პირველი. ვიდრე მომხმარებელი არ დააყენებს საწყის გვერდს, ინტერნეტ ექსპლორერი იყენებს თავის სტანდარტულ გვერდს.

2.         Gგუგლი, ბომ.გე,  რამბლერ,  იანდექს, მაილ.რუ, აპორტ.რუ.

3.         Aალტით შევდივართ ინტერნეტ ექსპლორერის ფანჯრის მენიუში, შემდეგ  მარჯვენა ან მარცხენა ისრით გადავდივართ სიტყვაზე ტულს (სერვის), შემდეგ ზედა ისარით სიტყვაზე ობშენ (სვოისტვა ობაზრივატელია) და ენტერი. როგორც კი გაიხსნება ფანჯარა, ვწერთ სასურველ გვერდის მისამართს. შემდეგ ტაბით ვპოულობთ ღილაკს ოკ და ვაჭერთ ენტერს.

4.         საკვანძო სიტყვები იწერება საძიებო რედაქტორში.

5.         ვიკიპედია არის თავისუფალი ინეტრნეტ ენციკლოპედია, რომელიც შეიცავს  მილიონობით სხვადასხვა სახის ინფორმაციას.

6.         ეს ბმულები გვაძლევს  საშუალებას გადავიდეთ მომდევნო ბმულთა ათეულზე. რადგან ყველა ბმული არ ეტევა ერთ გვერდზე.

7.         პროგრამა ფაინრიდერის დახმარებით.

 

გაკვეთილი მეთვრამეტე:

 

1.         სამისმართო ველის გამოსაძახებლად ვიყენებთ ეფ 6 ღილაკს.

2.         სტანდარტული,  როგორც უმეტესი საიტების სტრუქტურა იმ განსხვავებით, რომ ამ საიტზე წარდგენილია მხოლოდ ლიტერატურა.

3.           რედაქტორში ვხვდებით ეფ ასოთი, შემდეგ სპეის ღილაკით ვხსნით  რედაქტორს და ვხურავთ მას სპეის  ღილაკით.

 

გაკვეთილი მეცხრამეტე:

 

1.         ვდგებით  ბმულზე ლაივ და ენტერით ვრთავთ პირდაპირ ეთერს.

2.         გადავდივართ ბმულზე – გადაცემების ჩანაწერები, ვხსნით მას ენტერით და ქვედა ისრით ვირჩევთ გადაცემას და ვხსნით ენეტერით.

3.         კონტროლ პე  - მუსიკის დაპაუზება, კონტროლ ესი  - მუსიკის შეჩერება და კონტროლ პე -  თავიდან მისი აჟღერება.

4.         ისრებით ვეძებთ სიტყვას -  გადმოწერა, შემდეგ ენტერის დაჭერით გაიხსნება  ფანჯარა, სადაც ვნახულობთ ტაბით ღილაკს სეივ, ვაჭერთ ენტერს, ისევ ტაბ ისევ სეივ და საბოლოოთ ენტერი.

5.         ვიპოვოთ   შესაბამისი ბმული  და ენტერით  გავხსნათ იგი.

6.         ვიპოვოთ  შესაბამისი ბმული ისრებით და ენტერით  მოვახდინოთ მისი გახსნა.

7.         შევდივართ იუთუბზე, საძიებო რედაქტორში ვწერთ სიტყვას შერეკილები, შემდეგ ენტერი. ძიების მოტანილ შედეგებში ქვედა ისრებით ვკითხულობთ მოტანილ ბმულებს, ვდგებით ფილმის ბმულზე და ვაჭერთ ენტერს.

8.         ზუსტად იგივე პრინციპით, როგორც ვიპოვეთ ფილმი შერეკილები.

9.         შევდივართ საიტზე, შემდეგ ინსერტ+ეფ შვიდით ვიძახებთ ბმულების სიას და ვეძებთ ისრებით ქართველ, უცხოელ და რუს შემსრულებლებს. 

 

    გაკვეთილი მეოცე:

 

1.         უფასო ფოსტა დარეგისტრირების დროს იძლევა მხოლოდ იმ ინდექსის სახელს, რასაც თვითონ გვთავაზობს. უფასო ფოსტის მოცულობაც მცირეა ფასიან ინდექსებთან შედარებით. 

2.         დარეგისტრირების დროს ვავსებთ შემდეგ  რედაქტორებს:

       სახელი, გვარი, ფოსტის სახელი,  დამატებითი მაილის რედაქტორი, ასევე 

        პაროლის რედაქტორი. 

3.         ფოსტის სახელის რედაქტორის ქვეშ არის სიტყვა ჩექტ, ვაჭერთ ამ სიტყვაზე ენტერს და ამით ხვდებით დაკავებულია ეს ფოსტა თუ არა.

4.         ძირითად შემთხვევებში სიმბოლოები არ უნდა იყოს რვაზე ნაკლები.

5.         ბმული ნიუ.

6.         რედაქტორში – თუ.

7.         ამ რედაქტორში ვწერთ წერილის თემას.

8.         ისრით ვიპოვოთ სიტყვა ათაჩ.

9.         ბმულით სენდ.

 

გაკვეთილი ოცდამეერთე

 პირველი ნაწილი

 

1.         პროგრამა სკაპის შესაძლებლობებია: ზარის განხორციელება, ჩატი, ფაილების გაგზავნა-მიღება, ფოტოს დაყენება, და ასე შემდეგ.

2.         ჩატი არის წერილობით საუბარი.

3.         ეს  გვჭირდება იმისათვის, რომ თუ ოდესმე დაგვავიწყდება პაროლი ახალი პაროლის მოთხოვნისას, იგი გამოიგზავნება იმ მაილზე, რომელიც იყო მითითებული რეგისტრაციის დროს.

4.         სახელის რედაქტორი და პაროლის რედაქტორი.

 

ნაწილი მეორე

 

1.         ონლაინ რეჟიმი ნიშნავს ქსელში ყოფნას.

2.         რეჟიმი სკაიპ მი ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვიკავშირდებიან სკაიპით ისინიც, ვინც არ არიან ჩვენი მეგობრები.

3.         თუ გადავალთ რეჟიმზე - ინვიზიბლ, ჩვენ რეალურად ქსელში ვიქნებით ჩართულნი, მაგრამ არ გამოვჩნდებით ჩვენი მეგობრების სიაში.

4.         რეჟიმიდან რეჟიმზე გადასასვლელად, ჩვენ ვიყენებთ არა მარტო ენტერს, არამედ ისრებსაც.

 

ნაწილი მესამე

1.         ვაწვებით ალტს, შემდეგ მარჯვენა ისრით გადავდივართ სიტყვაზე ტულს და ქვედა ისრით ვნახულობთ სიტყვას -  სერჩ ფორ იუზერს სკაიპ.  შევდივართ ამ რედაქტორში ენტერით.

2.         შევალთ  საძიებელ რედაქტორში, ვწერთ მეგობრის ნიკს და ვაჭერთ ენტერს.

3.         სახელი, ასაკი ქვეყანა და ენა.

 

ნაწილი მეოთხე

1.         ვდგებით მეგობრების სიაში იმ მეგობრის სახელზე, რომელსაც უნდა დავურეკოთ, ვაწვებით კონტექსტურ მენიუს და ქვედა ისრით ვნახულობთ სიტყვას ქოლ. ვაჭერთ ენტერს და ამით ვახდენთ ზარის რეალიზაციას.

2.         შემოსული ზარის დროს ვაწვებით ალტს, შემდეგ მარჯვენა ისრით ვნახულობთ სიტყვას ქოლ, ქვედა ისრით ჩავდივართ სიტყვაზე ანსვერ, ვაჭერთ ენტერს და ვკითხულობთ იმ ადამიანის სახელს, ვინც გვირეკავს და თუ გვსურს ვუპასუხოთ, ვაჭერთ კვლავ ენთერს.

3.         ესკეიპით.

 

ნაწილი მეხუთე

 

1.         ვდგებით მეგობრების სიაზე, შემდეგ ისრით ვნახულობთ სასურველ მეგობარს, ვაჭერთ კონტექსტურ მენიუს და ქვედა ისრით ვეძებთ სიტყვას სტარტ ჩატ. ვაჭერთ ენტერს და გადავდივართ წერის რედაქტორში.

2.         ვაჭერთ ალტს, შემდეგ ვნახულობთ სიტყვას ტულს. ვაჭერთ ენტერს და ქვედა ისრებით ვეძებთ სიტყვას ჩატ აპირიენს.  ვაჭერთ ენთერს და ტაბით ვნახულობთ სიტყვას  შოუ ტაიმს. ვაშორებთ ალამს  ღილაკით ხანი და ისევ ტაბით ვნახულობთ სიტყვას სეივ. ვაჭერთ ენტერს და დროის აღნიშვნა შორდება ჩატს.

3.         შეტყობინებებს ვკითხულობთ ტაბ ღილაკითა  და ქვედა ისრებით.

4.         ვდგებით ჩვენს მიერ დაწერილ ჩატზე, ვაჭერთ კონტექსტურ მენიუს და  ვპოულობთ სიტყვას რემუვ, ვაჭერთ ენტერს და შეტყობინება წაიშლება.

5.         მხოლოდ მთელი ჩატების ისტორიიის წაშლის ხარჯზე. მაგრამ ჩვენი ჩატებიც ამ მოქმედების დროს წაიშლება.

6.         დიახ, შეიძლება.

 

მეექვსე ნაწილი

 

1.         ვდგებით სიაზე, ვირჩევთ მეგობარს, ვაჭერთ დელეითს და ტაბით ვნახულობთ სიტყვას რემუვ, ვაჭერთ ენტერს და ის იშლება სიიდან.

2.         დიახ. იგი უნდა ვიპოვოთ თავიდან.

3.         ვდგებით აბონენტის სახელზე, ვხსნით კონტექსტურ მენუს და ვეძებთ სიტყვას ბლოკ ზის იუზერ. ვაჭერთ ენტერს და ტაბით ვნახულობთ სიტყვას ბლოკ. ვაჭერთ ისევ ენტერს და მომხმარებელი იბლოკება.

4.         შესაძლებელია.

 

მეშვიდე ნაწილი.

 

1.         ვდგებით ტაბით ჩვენ სახელზე, ვაჭერთ ენტერს. შემდეგ გადავდივართ ტაბით სიტყვაზე  პერსონალიზ, ვიყენებთ ენტერს. შემდეგ ქვედა ისრით ვნახულობთ სიტყვას სეტაპ პიქჩერს, ისევ ვაჭერთ ენტერს. ისევ ტაბით ვნახულობთ სიტყვას ოპენ. ვაჭერთ ენთერს. შემდეგ შიფტ ტაბით გადავდივართ ჩვენს კომპიუტერში არსებულ ფოტოზე. როგორც კი ვიპოვით მას, ვაჭერთ ენტერს და ფოტო ყენდება.

2.         ჩეინჯ იორ მუდ.

 

მეცხრე ნაწილი

 

1.         ედიტ იორ პროფაილ.

2. პირადი ინფორმაციის შესატანად უნდა შევავსოთ შემდეგი პუნქტები: სახელი,  ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი, ენა, სქესი, დაბადების დღე, თვე და  წელი. საყვარელი საიტი, დამატებითი ინფორმაცია, სახლის, სამსახურის და მობილურის ნომრები.

 

მეათე ნაწილი

1.         ვდგებით მის სახელზე სიაში, შემდეგ ვაწვებით კონტექსტურ მენიუს, ზედა ისრით ვნახულობთ სიტყვას ვიუ პროფაილ და ვაჭერთ ენტერს. შემდეგ ქვედა ისრით ვკითხულობთ მასზე ინფორმაციას.

 

მეთერთმეტე ნაწილი

 

1.         ამ პუნქტს ქვია ჰოტ კი. ეს  პუნქტი უნდა ვიპოვოთ პუნქტში - ობშენ, რომელიც მოთავსებულია ელემენტში - ტულს.

2.         ყურმილის აღება- დადება, ზარის იგნორი,  სკაიპ ფანჯრის გამოძახება, აბონენტების ძებნის ფანჯრის გახსნა, მიკროფონის გათიშვა.

 

 მეცამეტე ნაწილი

 

1.         ვაჭერთ ალტს, შემდეგ მარჯვენა ისრით ვნახულობთ სიტყვას ტულს, ზედა ისრით ვპოულობთ სიტყვას ჩეინჯ იორ ლენგვიჯ. შევდივართ ენტერით და ისრებით ვირჩევთ სასურველ ენას. როგორც კი ვიპოვით მას, ვაჭერთ ენთერს.

მეთოთხმეტე ნაწილი

 

1.         პაროლის შესცვლელად ვაჭერთ ალტს, შემდეგ ქვედა ისრით ვნახულობთ სიტყვას ჩეინჯ იორ პასვორდ,  შევდივართ ენთერით და  ვწერთ ძველ პაროლს. შემდეგ ტაბით გადავდივართ რედაქტორზე და ვწერთ ახალ პაროლს. ისევ ტაბით გადავდივართ და ვიმეორებთ ახალ პაროლს. ამის შემდეგ ორჯერ  ვაჭერთ ენტერს.

გაკვეთილი ოცდამეორე:

პირველი ნაწილი

 

1.         ფეისბუკის მთავარ გვერდზე შევდივართ შემდეგი ლინკით: მ წერტილი ფაცებოოკ წერტილი ცომ.

2.         დარეგისტრირების დროს ჯერ ვწერთ სახელს, შემდეგ გვარს, ელექტრონულ ფოსტას, პაროლს, სქესს და დაბადების თარიღს.

3.         ფეისბუკის პირად გვერდზე შესასვლელად გავხსნათ ინტერნეტ ექსპლორერი, ეფ ექვსით გავააქტიუროთ სამისამართო ველი და ჩავწეროთ: მ წერტილი ფაცებოოკ წერტილი ცომ, დავაჭიროთ ენტერს. კონტროლ+ჰოუმით გადავიდეთ საიტის თავში და შევავსოთ ორი რედაქტორი: პირველში ვწერთ რეგისტრაციის დროს დაფიქსირებულ სახელს, ხოლო მეორეში – პაროლს.

 

მეორე ნაწილი

 

 

1. ვიპოვოთ ბმული – პარამეტრები და დაცვა, (სეტინგ ენდ პრივასი),   გავხსნათ ენტერით. ამის შემდეგ მოვძებნოთ ბმული – ჯენერალ და დავაჭიროთ ენტერს. 

2. ბლოკის დასადებად ვიპოვოთ ბმული – პარამეტრები და დაცვა, (სეტინგ ენდ პრივასი),   გავხსნათ ენტერით. ამის შემდეგ მოვძებნოთ ბმული – `დაბლოკვა~ და დავაჭიროთ ენტერს. რედაქტორში ჩავწეროთ იმ მომხმარებლის სახელი, რომლის დაბლოკვაც გვსურს და დავაჭიროთ ენტერს. ბლოკის მოსახსნელად ვიპოვოთ დაბლოკილ მომხმარებლებში ის ადამიანი, რომელიც უნდა აღვადგინოთ, დავდგეთ მასზე და ვიპოვოთ ბმული – ანბლოკ, ანუ ბლოკის მოხსნა. დავაჭიროთ ენტერს.

3. ფეისბუკის მთავარ გვერდზე ავიდეთ კონტროლ+ჰოუმით, კა ასოთი ვიპოვოთ ბმული – მეტი პარამეტრი (მორ ობშენს), გამოვიყენოთ ენტერი და კა ასოთი მოვნახოთ ბმული – ატვირთეთ ფოტო (აპლოად ფოტო). ამის შემდეგ ვირჩევთ ჩვენს კომპიუტერში არსებულ ფოტოს და ვაჭერთ ენტერს.

რაც შეეხება პროფილის სურათის დაყენებას, უნდა ვიპოვოთ ბმული – პროფილი, შემდეგ – პროფილის რედაქტირება, ხოლო ამის შემდეგ ბმული - ატვირთეთ პროფილის ფოტო (აპლოად პროფაილ ფოტო).

 

 

მესამე ნაწილი

 

1.         მთავარ გვერდზე ყოფნისას ეფ ასოთი ვიპოვოთ ძებნის რედაქტორი და დავაჭიროთ ენტერს.  დავაწვეთ სპეისს ღილაკს და ჩავწეროთ იმ ადამიანის მონაცემები, რომლის პოვნაც გვინდა. გადავიდეთ ღილაკზე - ძებნა და დავაჭიროთ ენტერს. ამის შემდეგ ვიპოვოთ ბმული დამატება და ისევ გამოვიყენოთ ენტერი.

2.         კომბინაციით კონტროლ+ჰოუმი გადავიდეთ ფეისბუკის მთავარი გვერდის თავში და კა ასოთი გადავიდეთ ბმულზე შეტყობინება. დავაწვეთ ენტერს და ქვედა ისრით ვიპოვოთ და წავიკითხოთ შეტყობინებები.

3.         ღილაკით კა ვპოულობთ სიტყვას სასაუბრო (ჩატ). ვაჭერთ ენტერს და გადავდივართ ჩატის გვერდზე. აქ ქვედა ისრით ვნახულობთ სიის სახით ჩამოწერილ იმ მეგობრებს, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ქსელში. ვირჩევთ იმ ადამიანს, ვისთანაც გვინდა მიმოწერის დაწყება და ვაჭერთ ენტერს.

4.         შესაძლებელია. ბმული – შეტყობინებების გახსნის შემდეგ ვიპოვოთ კა ასოთი ბმული – გააგზავნეთ ფოტო. ვაჭერთ ენტერს და გამოსულ ფანჯარაში ვირჩევთ იმ დისკსა და საქაღალდეს, სადაც არსებობს გასაგზავნი ფოტო.

5. ვიპოვოთ ბმული  - მეგობრები, ენტერით ვხსნით და ისევ ქვედა ისრით ვნახულობთ ანბანს. ვდგებით ანბანის იმ ასოზე, რომელზეც იწყება ამ მეგობრის სახელი ან გვარი. ჩამოვდივართ ისრით ანუ ვდგებით მის სახელზე და ვაჭერთ ენტერს. იხსნება მისი გვერდი, სადაც ვპოულობთ ბმულს – დაშორება. ისევ ვიყენებთ ენტერს.  ფეისბუკი დაგვისვამს შეკითხვას- ნამდვილად გვსურს თუ არა მეგობარის წაშლა. ვპოულობთ ღილაკს - დადასტურება და ვაჭერთ ენტერს. ამ  მოქმედებების შემდეგ იგი იშლება მეგობრების სიიდან.

 

 

   გაკვეთილი ოცდამეოთხე

 

1.         პროგრამა ავირა არის ანტივირუსული პროგრამა, რომელიც სკანირებას უკეთებს კომპიუტერში არსებულ მყარ დისკებსა და ინფორმაციის გარე მატარებლებს.

2.         ავირჩიოთ დასასკანერებელი ობიექტი, მაგალითად ცე დისკი, ამისათვის შევიდეთ მაი კომპიუტერში, მოვძენოთ ცე დისკი, გავხსნათ კონტექსტური მენიუ, ავირჩიოთ პუნქტი – სკან ფორმ ავირა და დავაჭიროთ ენტერს. პროგრამა იწყებს დასკანერებას. ვირუსების აღმოჩენის შემთხვევაში უნდა წავშალოთ ისინი.

 

გაკვეთილი ოცდამეხუთე:

 

 1. პროგრამა ფაინრიდერს გადაჰყავს პე დე ეფ ფორმატის ფაილი ტექსტურ ფორმატში, ეს იქნება ინტერნეტში მოძიებული თუ დასკანერებული დოკუმენტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 27. საკონტროლო კითხვების პასუხები