გაკვეთილი ოცდამეხუთე

 ფაინრიდერი

 

ზემოთ ჩვენ განვიხილეთ მაგალითი, როდესაც ინტერნეტში მოძიებული «ვეფხისტყაოსნის» პე დე ეფ ფორმატის ფაილი გადავიყვანეთ ტექსტურ ფორმატში. სამწუხაროდ, არსებობს პე დე ეფ ფორმატის სხვა შემთხვევებიც, როცა იგი ზემოთ აღწერილი ხერხით ტექსტურ ფორმატში არ გადადის. ამ დროს ვითომ ჩვეულებრივად ხორციელდება პროცესი, მაგრამ როცა გავხსნით ამ ფაილს ტექსტურ რედაქტორში გადაყვანის შემდეგ, ფურცელი ცარიელია და ენ ვე დეა გვიცხადებს - ჩისტა.

ასეთ შემთხვევებში უნდა მივმართოთ ტექსტების ამომცნობ პროგრამას _ ფაინრიდერს. ეს პროგრამა გამოიყენება როგორც ინტერნეტში მოძიებული პე დე ეფ ფაილების, ასევე დასკანერებული წიგნის ან ტექსტების ტექსტურ რედაქტორში გადასაყვანად. სამწუხაროდ, პროგრამა ფაინ რიდერს არ შეუძლია ქართული ტექსტების ამოცნობა. ის გამოგვადგება რუსული, ინგლისური და სხვა ენებზე შექმნილი ტექსტების გადასაყვანად ტექსტურ ფორმატში.

ჯერ განვიხილოთ ინტერნეტში მოძიებული პე დე ეფ ფორმატში ტექსტურ ფორმატად გადაყვანის მაგალითი. ამისათვის კომპიუტერში უნდა იყოს დაყენებული ფაინ რიდერი. ახლა გთავაზობთ პროგრამა ფაინ რიდერის  დაინსტალირების წესებს:

 კომპიუტერში გავხსნათ  მისი ფოლდერი, ასო ესით ვიპოვოთ სიტყვა სეტაპ ეგზე და კვლავ დავაჭიროთ ენთერს. გაიხსნება ფანჯარა, სადაც პროგრამა შემოგვთავაზებს დაყენების დროს ენის არჩევას. ტაბ ღილაკით გადავდივართ ენების სიაზე, ქვედა ისრით  ვნახულობთ სასურველ ენას. ტაბ ღილაკით გადავდივართ და ვეძებთ სიტყვას ოკ. ვაჭერთ ენტერს და პროგრამის დაინსტალირების მენიუ გადადის იმ ენაზე, რომელიც იქნა არჩეული თქვენს მიერ. ჩვენ ავირჩიოთ რუსული. ენტერის დაჭერის შემდეგ გაიხსნება ფანჯარა, სადაც კვლავ ტაბ ღილაკით მოვახდენთ გადაადგილებას. ამჯერად უნდა ვიპოვოთ შემდეგი სიტყვები – აი დონ’ტ აქსეპტ ზი ნორმ ოფ ზი ლისენს ეგრიმენთ – რადიო ღილაკი მონიშნულია. ეს ნიშნავს, რომ მე არ ვარ თანახმა შეთავაზებულ პირობებზე. აქვე არის მონიშნული რადიოღილაკი. როგორც გახსოვთ რადიოღილაკის მნიშვნელობა ვისწავლეთ ინტერნეტის გაკვეთილებში. ჩვენ ქვედა  ისრით ჩამოვდივართ და მოვნიშნავთ  -  აი  აქსეპთ ზე  ნორმ  ოფ ზე ლაისენს ეგრიმენდ რადიო ღილაკი მონიშმულია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თანახმა ვართ შეთავაზებულ პირობებზე. შემდეგ ისევ ტაბ ღილაკით გადავდივართ სიტყვაზე დალეე. ვაჭერთ ენტერს  და გადავდივართ მორიგ ფანჯარაში, სადაც ტაბ ღილაკით ისევ მოვნახავთ სიტყვას დალეე. ისევ ვაჭერთ ენტერს. ამ მოქმედების შემდეგ პროგრამა გვამცნობს, რომ მზად არის კომპიუტერზე დასაყენებლად. ჩვენ ისევ და ისევ ტაბ ღილაკით  გადავდივართ და ამჯერად ვეძებთ სიტყვას ინსტალიროვაც. ვაწვებით ენტერს და  პროგრამა იწყებს დაყენებას კომპიუტერში. როგორც კი პროგრამა  დაყენდება კომპიუტერზე, გამოვა ფანჯარა, სადაც დაიწერება სიტყვა გატოვა.  ჩვენ ამით ხვდებით, რომ პროგრამა ბოლომდე არის დაყენებული და ვაჭერთ ენთერს. იმის გამო, რომ პროგრამა თავისით არ აყენებს სამუშაო მაგიდაზე იარლიყს, ამას გავაკეთებთ ჩვენ. მართალია იარლიყების დაყენება სამუშაო მაგიდაზე ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს, მაგრამ განმეორებას არაფერი არ უშლის ხელს. ამიტომაც მოდით კიდევ ერთხელ გავიაროთ ეს არც ისე რთული გზა. დავაწვეთ ვინდოუს ღილაკს, შემდეგ ზედა ისრით ვიპოვოთ სიტყვა ოლ პროგრამს, ენტერით შევიდეთ და ქვედა ან ზედა  ისრით მოვნახოთ სიტყვა აბი ფაინ რიდერ. როგორც წესი, ამ ფოლდერს გააჩნია ქვეფოლდერი. ასე, რომ მარჯვენა ისრით ვხსნით მას და ქვედა ისრით ვნახულობთ სიტყვას აბი ფაინ რიდერ პროფეშენალ. როგორც კი ვიპოვით ამ სიტყვას, ვაჭერთ კონტექსტურ მენიუს და ზედა ისრით ვნახულობთ სიტყვას რაბოჩი სტოლ (საზდაც იარლიკ). ვაჭერთ ენტერს და იარლიყი ყენდება ჩვენს სამუშაო მაგიდაზე.

 

მაშ ასე, ჩვენ კომპიუტერში უკვე დაყენებულია ფაინ რიდერი, ხოლო თუ თქვენ ვერ შეძელით ეს, დაიხმარიეთ კომპიუტერის მცოდნე მხედველი მეგობარი.

გახსენით ინტერნეტი და იპოვეთ გუგლში პე დე ეფ ფაილი. იგი უნდა იყოს რუსული ტექსტი, ამიტომ სასურველია ინფორმაციის ძებნა განახორციელოთ გუგლი.რუ-ში რუსული ასოებით  აკრეფილი საკვანძო რუსული სიტყვით. გადმოქაჩეთ პე დე ეფ ფაილი, მიანიჭეთ მას სახელი და შეინახეთ ერთ-ერთ საქაღალდეში. სამუშაო მაგიდიდან იპოვეთ პროგრამა ფაინ რიდერის იარლიყი და ენტერის დაჭერით გახსენით იგი. ალტ ღილაკით შედით მენიუში. გახსენით ფაილ მენიუ და ქვედა ისრით იპოვეთ პუნქტი - ატკრიც პე დე ეფ იზაბრაჟენიე. გამოდის ფანჯარა სახელწოდებით - ატკრიც იზაბრაჟენიე. იგივე ფანჯარა შეგიძლიათ გამოიძახოთ ცხელი ღილაკებით კონტროლ+ო. გამოსულ ფანჯარაში გადავვადგილდეთ ტაბ ღილაკით და ვიპოთ ინტერნეტიდან გადმოწერილი პე დე ეფ ფაილი და დავაჭიროთ ენტერს. ან მეორე გზა - გახსნილ ფანჯარაში, ისე რომ არაფერს დავაჭიროთ ხელი, ჩავწეროთ ფაილის სახელი და დავაწვეთ ენტერს. პე დე ეფ ფაილი შემოდის ფანჯარაში და ავტომატურად იწყება მისი გადაყვანა ტექსტურ ფორმატში, რომლის დროსაც ცხადდება გადაყვანის პროცენტული მაჩვენებელი. პროცესის დასრულება ადვილი მისახვედრია ხმოვანი სიგნალით. ახლა კი უნდა შევინახოთ ტექსტურ ფორმატში გადაყვანილი ფაილი. შევიდეთ მენუს პუნქტ ფაილში და ქვედა ისრით ვიპოვოთ პუნქტი - სახრანიც დოკუმენტ კაკ, -  პოდმენიუ. მარჯვენა ისრით გავხსნათ ქვემენიუ. აქ ჩამოწერილია პროგრამები, სადაც შეგვიძლია შევინახოთ ფაილი. პირველ ადგილზეა პროგრამა მაიკროსოფტ ვორდი. დავაჭიროთ ენტერს, როდესაც დავდგებით მასზე. გამოდის სტანდარტული ფაილის შესანახი ფანჯარა. პირდაპირ ჩავწეროთ ფაილის სახელწოდება. ამის შემდეგ გადავიდეთ ტაბით სიტყვაზე - პაპკა რედაქტორ, ჩამოვშალოთ ქვედა ისრით საქაღალდეებისა და დისკების ჩამონათვალი და ავირჩიოთ სასურველი ფოლდერი, დავაჭიროთ ენტერს. ამის შემდეგ ტაბით გადავვადგილდეთ სიტყვაზე - ოკ და დავაჭიროთ ენტერს. ამ პროცედურების გავლის შემდეგ ავტომატურად იხსნება პროგრამა ვორდი და ჩვენს წინაშეა ტექსტური ფორმატის ფაილი, რომლის წაკითხვა უკვე შეგიძლიათ სინთეზატორით.

ფაინ რიდერი გვაძლევს საშუალებას ტექსტურ რედაქტორში გადავიყვანოთ არა მარტო ინტერნეტში მოძიებული პე დე ეფ ფაილები, არამედ სკანერის გამოყენებით გადავიღოთ ნაბეჭდი ტექსტი. ეს უკანასკნელი შეიძლება მოცემული იყოს როგორც ფურცლების, ასევე წიგნის სახით.

სკანერი წარმოადგენს ჰერმეტულ, კომპიუტერთან მისაერთებელ მოწყობილობას, რომელიც თავის ეკრანზე დადებულ ფურცელს უკეთებს ფოტოგრაფირებას და შეაქვს კომპიუტერში. სკანერის ძირითადი მოწყობილობას წარმოადგენს გრძელი მანათობელი ნათურა და სარკეები. სკანირების დროს ისინი მოძრაობენ ერთდროულად და იღებენ ფურცლის მთლიან ტექსტს. კომპიუტერში გადაღებული ტექსტი შედის წერტილების სახით. ასე რომ, ერთი ასო წარმოადგენს წერტილთა რაღაც სიმრავლეს. სკანერს გააჩნია თავისი გადაღების სიზუსტე (რაზრეშენიე). ის იზომება წერტილთა სიმრავლით დიუმებში და შემოკლებით აღინიშნება ლათინური ასოებით - დპი.  როგორც წესი, შავ-თეთრი ტექსტების დასკანერების პარამეტრად ირჩევენ სამას დპი-ს, რაც დაახლოებით 12 წერტილია ერთ მილიმეტრში. სკანერს აქვს შესაძლებლობა დაასკანეროს ფურცელი 600 დპი-თ, ესაა ყველაზე მაღალი სიზუსტით გადაღებული გამოსახულება, მაგრამ ტექსტებისათვის ჩვენ ასეთი სიზუსტე არ დაგვჭირდება.

სკანერი ასკანერებს სამ რეჟიმში - ფერადში, ნაცრისფერში და შავ-თეთრში. ტექსტების გადასაღებად ჩვენ უნდა ავირჩიოთ შავ-თეთრი რეჟიმი.

თუ გადასაღები ტექსტი მოცემულია ფურცლების სახით, მაშინ სკანერის ეკრანზე მისი დადების წესი ასეთია: ტექსტის დასაწყისი იდება იმ მხარეს, საიდანაც იწყება ნათურის მოძრაობა. თუ იგი იწყება ზემოდან, მაშინ ტექსტის დასაწყისი უნდა მოექცეს სკანერის მინის ზედა მხარეს, ხოლო შესაბამისად, თუ ნათურა მოძრაობს ქვემოდან ზემოთ, ტექსტის დასაწყისს ვათავსებთ ქვემოთ. გაშლილი წიგნს კი ვაბრუნებთ 90 გრადუსით საათის ისრის მიმართულებით იმ ადგილიდან, საიდანაც იწყებს ნათურა მოძრაობას. იმ შემთხვევაში, როცა ნათურა მოძრაობს ქვემოდან ზემოთ, მაშინ წიგნის ზედა მხარე მიებჯინება სკანერის მარცხენა გვერდს, ხოლო ნათურის მოძრაობა ხდება ზემოდან ქვემოთ, მაშინ - მარჯვენა მხარეს.

ჩავრთოთ სკანერი ღილაკიდან. გავხსნათ ფაინ რიდერი. შევიდეთ მენიუს პუნქტ ფაილში და ქვედა ისრით ვიპოვოთ - სკანიროვაც. დავაჭროთ ენტერს. გამოსულ ფანჯარაში ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ დასკანერების პარამეტრები. ესენია:

1.         სიზუსტე (რაზრეშენიე)

2.         დასკანერების რეჟიმი (რეჟიმ სკანიროვანიე)

3.         სიმკვეთრე

4.         ფურცლის პარამეტრები

 და სხვ.

 ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრები არის რედაქტორები, ანუ შეგვიძლია ამ პარამეტრების შეცვლა ზედა და ქვედა ისრებით. ტაბით დავდგეთ პირველ პარამეტრზე, ანუ სიზუსტეზე (რაზრეშენიე). ტექსტის გადასაღებად საჭიროა პარამეტში ეწეროს 300 დპი. თუკი არ წერია 300, მაშინ ზედა ან ქვედა ისრით შევცვალოთ იგი. ამის შემდეგ ტაბით გადავიდეთ მეორე პარამეტრზე - დასკანერების რეჟიმი. აქ არჩეული უნდა იყოს რეჟიმი - შავ-თეთრი. თუ არჩეულია ფერადი ან ნაცრისფერი რეჟიმი, შევცვალოთ იგი ქვედა ან ზედა ისრით. ისევ ტაბით გადავიდეთ შემდეგ პარამეტრზე - სიმკვეთრე. აქ დავაყენოთ პარამეტრი - ავტო. ეს ნიშნავს იმას, რომ სკანერი თვითონ არჩევს ოპტიმალურ სიმკვეთრეს.

შენიშვნა: თუ დასასკანირებელი ფურცელი ან წიგნი ძველია და ასოები მკვეთრად არ ჩანს, შავ-თეთრი რეჟიმის ნაცვლად ავირჩიოთ რეჟიმი - ნაცრისფერი. ეს რეჟიმი დასკანრების პროცესს ანელებს, მაგრამ აუმჯობესებს ხარისხს.

დაგვრჩა ერთი პარამეტრი - ფურცლის პარამეტრები. აქაც გადავდივართ ტაბით და ქვედა და ზედა ისრით ვირჩევთ ფურცლის ზომას. თუ ვასკანერებთ თაბახის ფურცელს, უნდა ავირჩიოთ A4. A5 ფორმატი წარმოადგენს A4-ის ნახევარს. წიგნთა უმრავლესობა A5 ფორმატისაა. თუ ვასკანერებთ გადაშლილ წიგნს, მაშინ უნდა ავირჩიოთ პარამეტრი - ალბომნაია. ამის შემდეგ  ალმით უნდა აღვნიშნოთ პარამეტრი - დელიც რაზვაროტ კნიგი (ალმის ჩასმა-ამორთვა ხდება ღილაკით ხანი). ეს იმას ნიშნავს, რომ გადაშლილი წიგნის 2 ფურცელს მოგვიტანს ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ფურცლად. თუ ეს პარამეტრი არ იქნება ჩართული, ვორდში ტექსტი გადავა ზუსტად ისევე, როგორც გადაშლილ წიგნშია. ანუ წარმოვიდგინოთ, რომ ერთმანეთის გვერდითაა ტექსტი სვეტებად. ამ შემთხვევაში სინთეზატორი წაგვიკითხავს მარცხენა ფურცლის ტექსტის პირველ სტრიქონს და გადავა მარჯვენა ფურცლის პირველ სტრიქონზე. ამიტომ არ დაგავიწყდეთ ამ პარამეტრის დაყენება, როცა ასკანერებთ გადაშლილ წიგნს.

ასევე, ყურადღება მივაქციოთ გადაშლილი წიგნის დასკანერების დროს იმას, რომ წიგნი მყარად ებჯინებოდეს სკანერის მინას. თუკი წიგნში გადაშლის ადგილი არაა მყარად მიბჯენილი მინას, ასოები დაბრეცილად აღიქმება და ტექსტის ამოცნობის დროს მივიღებთ ბევრ შეცდომას. ამიტომ, რჩევა: კარგად დააბჯინეთ წიგნი სკანერს.

მაშ, ასე. პარამეტრები დაყენებულია. ახლა ამავე ფანჯარაში ტაბით გადავიდეთ ღილაკზე - სკანიროვაც და დავაჭიროთ ენტერს. იწყება ავტომატურად დასკანერება. ამ პროცესში ჩვენ აღარ ვერევით. ხმოვანი სიგნალი და პროცენტული მაჩვენებელი გვამცნობს პროცესის დასრულებას. ახლა კი ალტით შევიდეთ მენიუში და ვიპოვოთ პუნქტი - პასპაზნაც. დავაჭიროთ ენტერს. დაიწყება ფაილის ტექსტურ რეჟიმში გადაყვანა, ანუ ტექსტის ამოცნობა. რამოდენიმე წამში, პროცესი დასრულდება. ახლა კი უნდა შევინახოთ ფაილი. დავაჭიროთ ღილაკებს - კონტროლ+ესი ან მენიუში ვიპოვოთ პუნქტი - სახრანიც. გამოდის ფაილის შესანახი ჩვეულებრივი ფანჯარა. ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი წესით დავარქვათ სახელი ფაილს და შევინახოთ.

 

თუ ტექსტის ამოცნობის შედეგმა წარმატებით არ ჩაიარა და ტექსტში თქვენ აღმოაჩენთ ბევრ შეცდომას, მაშინ შეიძლება არსებობდეს შედეგი მიზეზები:

1.         შეამოწმეთ სწორი მიმართულებით დადეთ თუ არა ტექსტი სკანერზე;

2.         შეამოწმეთ ენა პარამეტრებში - იაზიკ რასპაზნოვანია.  თუ ასკანერებთ რუსულ ტექსტს, უნდა აირჩიოთ რუსული და არა ინგლისურ-რუსული, რა თქმა უნდა, თუკი ტექსტში არაა ინგლისური სიტყვები.

ამ ორი ფაქტორის შემოწმების შემდეგ, თუკი მაინც დაბალია ტექსტის ამოცნობის ხარისხი, მაშინ აირჩიეთ პარამეტრებში რეჟიმი - ნაცრისფერი, რაც ზემოთ უკვე განვიხილეთ.

 

თუ ვასკანერებთ წიგნს, მაშინ ყოველი ფურცლის შენახვა ცალ-ცალკე არ არის საჭირო. შევქმნათ საქაღალდე, რომელსაც დავარქმევთ წიგნის სათაურს. ვიწყებთ წიგნის დასკანერებას. დავასკანერეთ 1-2 გვერდი. პროგრამამ ავტომატურად ამოიცნო და ტექსტურად გარდაქმნა დასკანერებული ფურცლები. გადავშალოთ წიგნი შემდეგ გვერდზე, ავირჩიოთ ისევ ბრძანება - დასკანერება. მოხდება მესამე და მეოთხე გვერდის დასკანერება. ამოცნობის შემდეგ ისევ გადავშალოთ წიგნი და გადავიღოთ მეხუთე და მეექვსე გვერდები. და ა.შ. დავუშვათ, დავასკანერეთ ნახევარი წიგნი და შემდეგი ნახევარი მეორე დღისთვის გადავდეთ. აუცლიებლად უნდა შევინახოთ დღევანდელი დასკანარებული ფურცლები. დავაჭიროთ ხელი კონტროლ+ეს ღილაკებს. გამოსულ ფანჯარაში ტაბ ღილაკით მოვძებნოთ სიტყვა - პაპკა, ქვედა ისრით ჩამოვშალოთ და ვიპოვოთ ჩვენს მიერ შექმნილი საქაღალდე, რომელსაც ვუწოდეთ წიგნის სახელი. ტაბით ვიპოვოთ რედაქტორი - იმია ფაილა და ჩავწეროთ ის რიცხვი, რომელ  გვერდამდეც დავასკანერეთ დღეს წიგნი. მაგ: 1-30. ტაბით ვიპოვოთ ღილაკი - ოკ და დავაჭიროთ ენტერს. დავხუროთ ალტ+ეფ ოთხით პროგრამა. შემდგომში ფაინ რიდერის გახსნის შემდეგ წიგნის დასკანერება განვაგრძოთ 31-ე გვერდიდან და მოვიქცეთ ზუსტად ისე, როგორც ზემოთ აღვწერეთ. დადგა შენახვის მომენტი - დავაჭიროთ ისევ კონტროლ+ესს, გამოვიძახოთ საქაღალდე, რომელშიც უკვე შენახული გვაქვს წინაზე დასკანერებული გვერდები, ტაბით დავდგეთ ველზე - იმია ფაილა და მივანიჭოთ ახალ ფაილს სახელი 31-70. ოკ ღილაკით დავხუროთ ფანჯარა. წიგნის დასკანერების დასრულების შემდეგ კი ეს ფაილები უნდა გადავაბათ ერთმანეთს.

  საკონტროლო კითხვები:

 

1. რა დანიშნულება აქვს პროგრამა ფაინ რიდერს?

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 26.გაკვეთილი ოცდამეხუთე -ფაინრიდერი