და           “ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს;

ლხინმან ბნელი განმინათლა; დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს;

შევე დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს.

მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.

 

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა და კაცის გაგზავნა

 

 

და           გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემმაგიერი;

მივსწერე: «მეფე ინდოთა არისმცა ღმრთულებრ ძლიერი;

მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი,

ვინცა ურჩ ექმნას, იქმნების თავისა არ მადლიერი.

 

 

და           «ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით;

ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით;

თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპარებით.

სჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით».

 

 

და           “კაცნი გავგზავნენ, მე გულსა უფრო მომეცა ლხინები;

დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი წვად მოუთმინები;

მაშინ სოფელმან საწუთრო მიუხვის, რაცა ვინები;

აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

 

 

და           “პირველ გაჭრისა პირება, მერმე დაწყნარდეს ცნობანი;

ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი;

მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი;

ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვი საწუთროსა გმობანი”.

 

ნესტანისაგან ტარიელის ხმობა

 

 

და           დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული,

ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული;

წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული;

კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

 

 

და           «მონააო ასმათისი», საწოლს ვუთხარ შემოყვანა.

მოეწერა: «გიბრძანებსო», ვისი მესვა გულსა დანა.

ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა,

წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

 

 

და           “ბაღჩა შევვლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბნარი;

ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი;

მითხრა: «ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი,

მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი.

 

 

და           “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა,

სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა;

შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა,

მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

 

 

და           “დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა,

ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა;

ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა;

«აწ წადიო, ვერას გითხრობს», მე კვლა მიმცა ალმან მურსა.

 

 

და           “ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე,

ვთქვი: «საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე,

მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?»

გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე!

 

 

  და         “ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი;

მითხრა: «ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი,

სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი;

სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი.

 

 

და           “მე ვუთხარ: «დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა;

ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა;

 ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა;

თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ-დანამალსა».

 

 

და           “შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა;

საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა,

ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა;

ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა”.

 

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი 

 

 

და           ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია;

სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:

«არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია,

ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩვენზედა რა პატრონია?

 

 

და           “მოეწერა: «რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა;

გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა:

რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა

ამის მეტსა ნუმცა ვჰნახავ კვლაღა წიგნსა შენ მიერსა».

 

 

და           “ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია:

იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია,

შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია,

ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

 

 

  და         “ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა;

აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა,

სიჩქაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა,

ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯართა ხვარაზმულობა.

 

 

  და         “ავმართე დროშა მეფისა, ალმითა წითელ-შავითა,

დილასა ვბრძანე გამართვა ლაშქრითა უთვალავითა,

თავსა ვსტიროდი, ვიტყოდი ბედითა მეტად ავითა:

«მზე თუ არ ვნახო, არ ვიცი, ვიარო ვითა და ვითა».

 

 

  და         “შინა მივე, დაღრეჯილსა გულსა სევდა მიიეფდა,

თვალთათ, ვითა საგუბარი, ცხელი ცრემლი გარდმომჩქებდა, 

«ბედი ჩემი უბედური, -- ვთქვი, თუ, -- ჯერთცა ვერ გამეფდა!

ხელმან ვარდი რად იხელთა, რათგან ასრე ვერ მოჰკრეფდა!

 

ტარიელისა და ნესტანის პირის-პირ შეყრა

 

 

და           მონა შემოდგა, მივეცი საქმესა გაკვირვებულსა;

ასმათის წიგნი მომარვა მე, მეტად შეჭირვებულსა.

ეწერა: «გიხმობს შენი მზე შენ, მისთვის მოსურვებულსა,

მოდი, სჯობს მანდა ტირილსა, საქმესა ბედით ვებულსა».

 

 

  და         “ვითა მმართებდა, ეგზომი რამცა ვით გავიხარეო!

შეღამდა, წავე, ბაღისა მე კარი შევიარეო;

სად ასმათ პირველ მენახა, მუნვე ჩნდა მდგომიარეო,

სიცილით მითხრა: «წამოვლე, მოგელის ლომსა მთვარეო».

 

 

  და         “შემავლო სახლი. ნაგები კეკლუცად ბანის-ბანითა;

გამოჩნდა მთვარე ნათლითა გარე შუქ-მონავანითა,

ფარდაგსა შიგან მჯდომარე შესამოსლითა მწვანითა,

საკრძალავი და ღარიბი, უცხო პირად და ტანითა.

 

 

  და         “შევე, წავდეგ ნოხთა პირსა, მე დამიწყო ცეცხლმან შრეტად,

გულსა ბნელი გამინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად.

მას ბალიში  შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად,

ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.

 

 

  და         “უბრძანა თუ: «მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!»

მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა.

დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა;

მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა.

 

 

  და         “მიბრძანა: «ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა,

მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა:

დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა,

მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.

 

 

და           «თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,

მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა:

მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;

ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.

 

 

და           «ერთმანერთისა მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა,

აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა;

ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა.

გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი ცითა!

 

 

და           «წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე;

ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ კერძ ირე.

მაგრა რა ვქნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე,

გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე».

 

 

და           “მოვახსენე: «არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად,

მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად მკლველად,

შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ სანახველად,

აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად.

 

 

  და         «აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირსა;

მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა;

შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა,

შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა».

 

 

  და         “ზედა წიგნსა საფიცარსა შეჰვფიცე და შემომფიცა;

მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა:

«უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა,

ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას ვსწვრთიცა».

 

 

  და         “დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი ვთქვენით,

ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით,

მერე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა დენით,

მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით.

 

 

და           “მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბადახშ-მინისა.

მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა;

ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა,

აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”

 

ტარიელისაგან ხატაეთს წასვლა და დიდი ომი 

 

 

და           დილასა შევჯე, ვუბრძანე: «ჰკარით ბუკსა და ნობასა».

სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად მზობასა.

ლომმან მივჰმართე ხატაეთს, ვერვინ მიძრახავს მხდლობასა,

უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.

 

 

და           “დავაგდე მზღვარი ინდოთა; მევლო პაშტაი ხანია,

რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია,

მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:

«ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდონო, თქვენი თხანია».

 

 

და           “მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე საშინელი;

მითხრეს: «გკადრებს, - ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-საქმნელი,

ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი,

მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.

 

 

  და         «რაცა შეგცოდეთ, შეგვინდე, თვით ჩვენვე შეგვინანია;

თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდე, აქა ნუ მოვლენ სპანია;

ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდეს ცანია;

ჩვენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია».

 

 

და           “გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით;

მითხრეს თუ: «ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ გლახ ენით:

არიან მეტად მუხთალნი,  ჩვენ ერთხელ კვლაცა ვნახენით;

არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!

 

 

და           «ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა,

ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა;

გულმართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და ცითა,

არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა, კვლა და კვლაცითა».

 

 

  და         “მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები;

შევსთვალე: «რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები;

სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ ქვიტკირები;

ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები».

 

 

  და         “მათ ლაშქართაგან სამასი კარგი მოყმენი ქველანი

თანა წამომყვეს, წაცავე, დავჰყარენ სპანი ყველანი,

დავჰვედრე: «სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი,

ახლოს მომდევდით, მიშველდით, გიხმობ, თუ მინდენ შველანი».

 

 

და           “სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა.

კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა,

ებრძანა: «მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა,

რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა».

 

 

და           “კვლაცა ეთქვა: «მართალია ეზომ ჩემი მონახსენი,

მე თივთ წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი».

მოვახსენე: «დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი,

ტკბილად ვნახნეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამა-ძენი».

 

 

  და         “მუნით წასული ჩამოვჰხე ტევრისა რასმე კიდესა;

კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა;

წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა.

«შენსა ნახვასა მეფენი», თქვეს, «მართლად ინატრიდესა».

 

 

  და         “მითხრეს: «მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები,

სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები».

მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები,

მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვნეს ვით მაყრები.

 

 

  და         “კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების:

ერთი კაცი უკმორესწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების:

«დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების,

გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქმნების.

 

 

და           «მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი.

თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი;

მკვდარი მიმძიმ სანახავად, ტანი მჭევრი, პირი ვარდი,

ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე დამიწყნარდი.

 

 

და           «რომე ცუდად არ მოჰღორდე, ისი კაცნი გღალატობენ,

ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ;

კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ,

აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.

 

 

და           «მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან;

მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან;

კვამლსა შეიქმენ ლაშქარნი, ყოველგნით მოგეხვევიან.

რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან».

 

 

  და         “მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია:

«რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია;

აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია,

თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია».

 

 

და           “არვის გავენდევ სულდგმულსა, დავმალე ვითა ჭორია.

რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია.

მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია,

შევსთვალე: «ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და გორია».

 

 

  და         “მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე;

რამაზს ჰკადრეთ: «მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე».

ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე.

განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე.

 

 

  და         “ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე;

ვთქვი თუ: «მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა მახე,

ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ახე».   

მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.

 

 

და           “ვთქვი თუ: «ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა გვიდგებიან,

მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად დალბიან!

ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან.

აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან!»

 

 

და           “ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა, ლაღმან სიტყვითა ხაფითა;

დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა;

რაზმი დავაწყევ, მიჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა,

მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.

 

 

და           “მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა;

კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა;

ეთქვა თუ: «ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ ორგულობა,

აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულ-ნაკლულობა».

 

 

  და         “შევსთვალე თუ: «მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია;

თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ იგია;

ბრძანეთ, მოდით, შეგვებენით, ვითა წესი და რიგია,

მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია».

 

 

და           “რა მივიდა მოციქული, კვლაცა რადღა გამოგზავნეს!

კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული გაამჟღავნეს;

სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს.

შექმნეს რაზმი მრავალკეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.

 

 

  და         “შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად;

საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად;

ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე გრძელად;

მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად  დგეს და აუშლელად.  

 

 

და           “ახლოს მივე, შემომხედეს, შმაგიაო, ესე თქვესა,

მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი დგესა;

კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს მზესა,

შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა.

 

 

და           “შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,

კაცი კაცსა შემოვსტყორცე, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;

კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი,

ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.

 

 

  და         “ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;

ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა აღმოვღვრიდი;

ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი.

სითაც ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი.

 

 

და           “საღამო ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან;

«ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით ცამან:

მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან,

ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან სპამან!»

 

 

  და         “ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა,

რა ეცნა, წამოსულიყვნეს, ღამე წამორთვით ეარა;

ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა,

გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გაიზეარა.

 

 

და           “იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს; შევჰკივლენით;

ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით.

რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით,

მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით.

 

 

და           “უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა,

დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა;

ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამე-თეულთა,

ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა სნეულთა.

 

 

  და         “მას ადგილსა ნაომარსა გარდავჰხედით მოსვენებად.

ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა არ ნაღებად;

ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად,

ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.

 

 

და           “ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს;

ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს;

რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი, ამიტირდეს,

ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახეს, მეტად გაუკვირდეს.

 

 

და           “გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე,

ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე,

ჩემთა მებრძოლთა სისხლითა მინდორი შევაღებინე,

არ ვჰბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე”.

 

 

და           რამაზს ვარქვი: «შემიგნია საქმე შენი სამუხთალე,

აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე,

სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე,

თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე».

 

 

  და         “რამაზ მითხრა: «აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე,

ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე,

ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე,

ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე».

 

 

და           “მივეც ერთი დიდებული, თანა ყმანი წავატანენ,

ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ,

ხელთა მომცნეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ,

საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ!

 

 

  და         “მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად;

კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად;

ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: «იყვენით თქვენ უკრძალავად,

მზემან არ დაგვწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად».

 

 

  და         “საჭურჭლენი გარდავნახენ თავის თავის, კიდის კიდე.

უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ მოვსთვალვიდე;

ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე,

თუმცა ჰნახე, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე.

 

 

  და         “ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად.

ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის სასწაულად;

არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არ ორხაულად,

სიმტკიცე ჰგვანდის ნაჭედსა; ვთქვი ცეცხლთა შენართაულად.

 

 

  და         “იგი საძღვნოდ მისად დავდევ, ვისი შუქი მანათობდა.

მეფისათვის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა;

ჯორ-აქლემი ათჯერ ასი,  ყველაკაი წვივ-მაგრობდა,

დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა”.

 

წიგნი ტარიელისა ინდოეთ მეფის წინაშე და გამარჯვებით შემოქცევა 

 

 

და           წიგნი დავწერე: «მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად!

მე ხატაელთა  მიმუხლთეს,  თუცა მათ ეცა ზიანად;

ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად,

მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან დტყვიანად».

 

 

  და         “რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე,

წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე,

ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,

მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.

 

 

და           “ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია.

ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია;

რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია,

ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.

 

 

და           “ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა,

საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა.

მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა;

მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.

 

 

  და         “ მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით,

დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით;

მეფემან ბრძანა: «ლაშქარნი უხმენით, შემოჯარენით,

დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით».

 

 

და           “რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;

ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე.

ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე,

ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე.

 

 

და           “მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა,

ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა.

ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა:

 «შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?»

 

 

და           “მე ვჰკადრე: «ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,

უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა».

რამაზს უბრძანებს: «იცოდი, გაგგზავნი შეწყალებულსა,

მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა».

 

 

  და         “ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია,

კვლა ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია.

მერემე ყველანი დამოსა იგი და მისი ხასია,

შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.

 

 

და           “ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა;

მოახსენა: «ორგულობა თქვენი ღმერმან შემანანა.

თუღა ოდეს შეღაგცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!»

წავიდა და ყველა კაი მისი თანა წაიტანა.

 

 

და           “მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია,

ებრძანა: «შენგან გაყრილვარ მას აქათ თვეო სამია,

მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია,

არ დამაშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია».

 

 

და           “შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა,

შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა,

მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, მშვენებითა მსგავსი მზისა;

გაეხარნეს მისვლა ჩემი ტურფისა და ლამაზისა!

 

 

  და         “იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:

«ომით მოსრული ტარეილ საჭვრეტად სასურველია,

მან განანათლოს ჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია:

რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია.

 

 

და           «აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული;

რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული,

ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული,

გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული».

 

 

  და         “მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა;

იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.

ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა;

აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.

 

 

და           “ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.

ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი;

ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი,

ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, -- მათრლად არს, არ კატაბანი.

 

 

და           “რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა,

იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა.

მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა,

შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა.

 

 

და           “მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი,

ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი.

სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი,

მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.

 

 

და           “ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება.

დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება,

ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება;

მითხრა: «ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შეღაგება».

 

 

და           “ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მეამებოდა.

პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა.

მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა”.

თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.

 

 

და           “შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა;

სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა;

ჯამი და ჭიქა   ყველაი ფეროზისა და ლალისა,

არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთვრალისა.

 

 

და           “მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა.

არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის შრეტასა;

კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა,

რა უამია პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა?!

 

 

  და         “დააგდეს მღერა მუტრიფთა, «სულეთო!» თავი ხარიან,

მიბრძანეს: «შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით გვიხარიან;

ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან,

მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან!

 

 

და           «აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან,

არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით,---ტურფად გშვენიან;

აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან,

თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან».

 

 

და           “მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი;

თაყვანი ვეც და დავლოცე დავლანი მათთა სვეთანი;

მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი,

რა გასცნეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი.

 

 

  და         “კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა;

კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა.

დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა,

ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.

 

 

და           “ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა.

საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა.

ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.

მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.

 

წიგნი ნესტან- დარეჯანისა საყვარელსა თანა მოწერილი

 

 

 და          მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალია:

«თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია».

მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია;

მოვიდა, ვნახე ასმათი, ჩემთანა მომავალია.

 

 

და           “მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად.

აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის ცემისად;

ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად,

ვჰკითხე თუ: «ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?

 

 

და           «მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!»

მითხრა თუ: «გკადრებ ამბავსა, აწ ჩემგან არ სათნებია,

დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია,

აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია».

 

 

და           “წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა.

ეწერა: «ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა.

ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა,

არ ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

 

 

და           «ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი, ქებად შენდა უშენოსა,

შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა;

მზემან ლომსა ვარდ-გიშერნი ბაღი ბაღჩად უშენოსა;

შენმან მზემან, თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა!

 

 

და           «თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო,

ამას იქით  ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო;

შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო,

რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.

 

 

და           «იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს;

რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს;

ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გაღაგვლენოდეს,

ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს».

 

ტარიელის ტირილი და დაბნედა

 

 

და           აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების;

თქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას ების!”

იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების,

პირსა დაიდვა, დაცაბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.

 

 

და           ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,

ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა;

ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა;

კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ წკანწკარისა.

 

 

და           ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა შემოსჭვრიტნა;

ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი ხვრიტნა;

მერმე სულად მოაქცია , ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;

თქვა: “ცოცხალვარ, საწუთრომან აწცა ჩემი სისხლნი ხვრიტნა”.

 

 

  და         ზე  წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად.

ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად.

დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად,

დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

 

 

  და         ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა,

გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა;

ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა,

მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

 

 

და           “ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა.

წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა.

მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა,

იგი უცხო და ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა”.

 

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი

 

 

  და         მივუწერე: «მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,

გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი;

ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე-სიტურფენი,

სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?

 

 

და           «მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე,

აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;

სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე,

რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე!?

 

 

და           «განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე;

ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე;

დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე,

სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!»

 

 

  და         “ქალი ადგა, გამეყარა, დავწევ, ამოდ დამეძინა;

მაგრა შევჰკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა;

გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა,

ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.

 

რჩევა ნესტან-დარეჯანის გათხოვებისა

 

 

და           დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან ჟამითა;

ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა;

ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა,

რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.

 

 

და           “მიბრძანეს თუ: «ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, დაცაგვლია;

ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია;

ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია,

ყმისა არ სმა არად გვაგვა, ამათზედან წაგვითვლია.  

 

 

და           «აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ,

რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ,

სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ,

არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა  ხრმალი ჩვენთვის არ ვამახოთ».

 

 

და           “ვთქვი: «თქვენი ძისა არა სმა გულსა ვით მიეფარების,

მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების;

ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების,

სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების».

 

 

და           “დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია;

ვთქვი: «ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ საქმნელია!»

მეფემან ბრძანა: «ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია,

თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრივ არ რომელია».

 

 

  და         “რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა;

ერთმანთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.

ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა,

ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი დდა-მო კრთებოდა.

 

 

და           “დედოფალმან თქვა:         «ხვარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი,

მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა რომელი?»

შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რათგან თვით იყო მნდომელი!

მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი.

 

 

  და         “გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას შინა შვილისა მთხოელი;

შესთვალეს: «გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი;

არს ერთი ქალი საძეო, არ  კიდე-გასათხოელი,

თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი».

 

 

და           “კაცი მოვიდ;, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა,

გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა;

ებრძანა: «მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე ვინატრიდითა,

 თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა ვჰხდიდითა!»

 

 

  და         “კვლა გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა  მოყვანებად,

დაჰვედრეს თუ: «ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად ნაბრძანებად».

მე მაშვრალი,  ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად,

გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე  ჭირთა მოპოვნებად”.  

 

ტარიელისა და ნესტან- დარეჯანის თათბირდა გამორჩევა 

 

 

და           მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.

ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად,

წიგნი მომართვა, ეწერა: «ვინ სჩან ალვისა ტანისად,

ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად».  

 

 

და           “შევჯე, წავე, ბაღჩას მივე, ვითა სცნობდე, ლხინთა ზომით;

ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა დგომით;

ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა წთომით,

დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.

 

 

და           “იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა.

ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა.

ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა გარდმოსწვიმდა,

ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.

 

 

და           “ჩემნი ერთნი გონებანი, მეტად შორად გამიკიდნა,

შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა.

შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა,

გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.

 

 

და           “იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი;

ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე, მე მივეც რომელი;

მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი,

ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.

 

 

და           “ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,

არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;

ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარ-ხებული,

მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი, გარისხებული.

 

 

და           “მიბრძანა: «მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა მტკიცისა,

გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა;

მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენამცა ცისა!”

ვჰკადრე: «რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?»

 

 

  და         “ვთქვი: «პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე მართალსა:

რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?»

კვლაცა მითხრა: «რას გეუბნა მტყუანსა და შენ მუხთალსა?

დიცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა!

 

 

და           «შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!

შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება,

შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება,

ღმერთმან ქმნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება!

 

 

და           «გახსოვს, ოდეს “ჰაი” ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს,

მკურნალნი და დასტაქარნი წამალსაყე მოგიტანდეს?

მამაცისა სიცრუესა ნეტარ სხვანი რამცა ჰგვანდეს,

რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

 

 

და           «ამას ვჰბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა,

ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვჰლიდენ, თუნდა გზეთსა!

ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთახარ მოსაცეთსა,

აზრნი შენნი შენვე გგვანან მტყუანსა და შენ აგეთსა!

 

 

და           «ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო;

თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო!

სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!»

ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქნა, აჰ-ყო.

 

 

  და         თქვა: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად,

კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად.

აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალვარ, რად ვარ რეტად?

ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად?!  

 

 

და           “შევჰხედე, ვნახე სასთუმალს მუსაფი გაშლით მდებარე,

ავიღე, ავდეგ, მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე,

ვჰკადრე თუ: «მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე,

რათგან არ მომკალ, პასუხი ერთიღა გკადრო მე ბარე.

 

 

  და         «რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია,

ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია»;

თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია;

მან მიბრძანა:    «რაცა იცი, თქვიო», თავი დამიქნია.

 

 

  და         “კვლაცა ვჰკადრე: «მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს,

ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!

ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს?!

მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!

 

 

და           “ მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა.

მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.

დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა;

თავსა ვუთხარ, მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა.

 

 

და           “მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა,

არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა!

ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა,

ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა!

 

 

  და         “ვთქვი: «ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო»;

თავსა ვუთხარ: «ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო!

მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო,

ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!»

 

 

  და         “ სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა;

იგი წვიმა დარენელდა, რომე პირველ ვარდი აზრა;

ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.

მიბრძანა თუ: «ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!

 

 

  და         «არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,

უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა;

იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა,

მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა».

 

 

და           “მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გარისხებული;

ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე  პირ-გავსებული;

ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ ღირსებული;

მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი, ამითა  გზებული.

 

 

და           “მიბრძანა თუ: «გონიერი, ხამს, აროდეს არ აჩქარდეს,

რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;

თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,

შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს.

 

 

და           «კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,

ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,

მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,

ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ».

 

 

  და         “მე ვჰკადრე: «ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა;

რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა;

უჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:

ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარა არ-სახმარობა».

 

 

და           “მიბრძანა თუ: «ხამს დიაცი დიაცურად, საქმე დედლად,

დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქმნები შუა კედლად:

რა მოვიდეს, სიძე მოკალ, მისთა სპათა აუწყვედლად,

ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.

 

 

  და         «ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო,

მიპარვით მოკალ სასიძო, ლაშქართა ნუ მოირთაო»

მისთა სპათაცა ნუ დაჰხოც, ზროხათა, ვითა ვირთაო,

სისხლი კაცისა უბრალო კაცმანმცა ვით იტვირთაო!

 

 

და           «იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა ჩემსა მამასა;

ჰკადრე თუ: «სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა,

ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა,

არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა ვითა ტრამასა!»

 

 

და           «ჩემი ყოლა ნურა გინდა სიყვარული, ნურცა ნდომა,

ამით უფრო მოგეცემის სამართლისა შენ მოხდომა;

ქმნას მეფემან ყელ-მოტეხით შემოხვეწა, შემოკვდომა,

ხელთა მოგცეს თავი ჩემი, შეგვფეროდეს ერთგან სხდომა».

 

 

და           “ესე მეტად მომეწონა თათბირი და გამორჩევა,

ჩემთა მტერთა დავაქადე დასახოცლად ხრმლისა ქნევა;

მერმე ავდეგ წამოსავლად, მან დამიწყო ქვევე წვევა,

მწადდა, მაგრა ვერ შევჰმართე შემოჭდომა, შემოხვევა.

 

 

  და         “ხანი დავყავ, გავეყარე, მაგრა გავხე ვითა ხელი.

ასმათ წინა ჩამომიძღვა, ჩამდიოდა ცრემლი ცხელი.

ჭირი ბევრჯერ ვაათასე, ლხინი ჩემი ვაერთხელი,

მერმე წასვლა არა მწადდა, ამად მივალ არ-ფიცხელი”.

 

აქა ხვარაზმშას შვილის ინდოეთს მოსვლა საქორწილოდ და ტარიელისაგან მისი მოკლვა

 

 

  და         მოვიდა კაცი: «სასიძო მოვაო», მოსვლა გვახარა,

მაგრა თუ ღმერთი რას უზამს, არა იცოდა, გლახ, არა;

მეფესა მიჰხვდა სიამე, არ სიტყვა ივაგლახა რა,

მიბრძანა, ახლოს მიმისვა, «მოდიო», თავი დახარა.  

 

 

  და         “მიბრძანა: «ჩემთვის ესე დღე ლხინი და სიხარულია.

გარდავიხადოთ ქორწილი, ხამს ვითა დასა, სრულია;

კაცი გავგზავნოთ, მოიღონ ყოვლგნით საჭურჭლე სრულია,

უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია».  

 

 

  და         “მე გავგზავნენ ყოვლგნით კაცნი საჭურჭლეთა წამომხმელნი;

სასიძოცა მოგვივიდა, იყვნეს ხანსა არ-დამზმელნი;

შიგნით ჩვენნი გაეგებნეს, გარეთ მოდგეს ხვარაზმელნი;

მათ ლაშქართა ერთგან მყოფთა ვერ იტევდეს ვერცა ხმელნი.  

 

 

  და         “მეფემან ბრძანა: «მოკაზმეთ კარვითა მოედანია,

გამოისვენოს სიძემან, დაყოს ცოტაი ხანია;

მუნ მისად ნახვად გავიდენ უშენოდ სპანი სხვანია,

შენ აქა ნახენ, კმარიან იქა ნახვისად ყმანია».  

 

 

  და         “მოედანს დავდგი კარვები წითლისა ატლასებისა.

მოვიდა სიძე, გარდახდა, დღე ჰგვანდა არ აღვსებისა,

შეიქმნა გასვლა შიგანთა, ჯარია მუნ ხასებისა,

დაიწყეს დგომა ლაშქართა თემ-თემად დას-დასებისა.  

 

 

 და          “მე დავშვერ, ვითა წესია საურავ-გარდახდილისა;

შინა წამოვე მაშვრალი, ქმნა მომნდომოდა ძილისა;

მონა მოვიდა, მომართვა წიგნი ასმათის ტკბილისა:

«ადრე მოდიო, გიბრძანებს მსგავსი ალვისა ზრდილისა».

 

 

  და         “ცხენისაგან არ გარდავხე, წავე ფიცხლად დავმორჩილდი;

ქალი დამხვდა ნატირები, ვჰკითხე: «ცრემლსა რასა ჰმილდი?»

მითხრა: «შენი შესწრობილი ტირილსამცა ვით ავსცილდი,

გაუწყვედლად ვით გამართლო, რაგვარადმცა გავვაქილდი!»  

 

 

  და         “შევედით, ვნახეთ ბალიშსა ზედა წარბ-შეჭრმით მჯდომარე;

მზე ვეღარას იქმს მის მეტსა, მას განენათლა რომ არე,

წავდეგ, მიბრძანა: «რასა სდგა, დღე გიჩანს წინ საომარე;

ანუ გამწირე, მიტყუე და კვლაცა მოიმცდომარე?»  

 

 

  და         “მე მეწყინა, აღარა ვთქვი, ფიცხლად გარე შემოვბრუნდი.

უკუ ვჰყივლე: «აწ გამოჩნდეს, არ მინდოდეს, ვისცა ვუნდი!

ქალი ომსა რაგვარ მაწვევს, აგრე ვითა დავძაბუნდი!»

შინა მოვე, მოკლვა მისი დავაპირე, არ დავყმუნდი.  

 

 

  და         “ასსა ვუბრძანე მონასა: «საომრად დაემზადენით».

შევსხედით, გავვლეთ ქალაქი, არავის გავეცხადენით.

კარავსა შევე, სასიძო ვითა წვა, ზარმც-ა თქმად ენით,

უსისხლოდ მოვკალ იგი ყმა, თუცა ხმდა სისხლისა დენით.  

 

 

  და         “კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე,

ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.

წინა მწოლთა დაიზახეს, გლოვა მიჰხვდა საარაკე,

ცხენსა შევჯდე, წამოცავე; ჯაჭვი მეცვა საკურტაკე.  

 

 

  და         “ხმა დამივარდა, შეიქმნა ზახილი მოსაწევარი.

წამოვე, წევნა დამიწყეს, დავხოცე ჩემი მდევარი.

ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი,

მუნ შიგან შევე მშვიდობით, ამოდ იგივე მე ვარი.  

 

 

  და         “კაცი გავგზავნენ, ვაცნობე ყოველგან ლაშქარსა ყველასა:

«აქა მომმართეთ, ვინცაღა ჩემსა იქმოდეთ შველასა».

არ გაწყდა მოსლვა მდევართა ღამესა დია ბნელასა,

ჩემი რა ცნიან, სცევდიან თავებსა მათსა მრთელასა.

 

 

  და         “ცისკრად ავდეგ, შევეკაზმე, რა გათენდა ღამე დილად;

ვნახენ სამნი დიდებულნი მეფისაგან მოგზავნილად.

ებრძანა თუ: «ღმერთმან იცის, გამეზარდე ვითა შვილად,

ჩემი ასრე რად შესცვალე სიხარული სიმძიმილად?  

 

 

  და         «ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?

თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?

მე ბერსა შენსა გამზრდელსა სიცოცხლე მაარმებინე,

დღედ სიკვდილამდის შენიცა თავი არ მაახლებინე!»  

 

 

  და         “მე შევუთვალე: «მეფეო, ვარ უმაგრესი რვალისა,

თვარა     რად მიშლის სიკვდილსა ცეცხლი სირცხვილთა ალისა,

მაგრა თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა,

მე თქვენმან მზემან მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა.  

 

 

  და         «იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრადსაჯდომია!

ერთი და მე ვარ მემკვიდრე; ყველაი თქვენ მოგხდომია,

ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;

სამარლით ტახტი უჩემოლ არავის მისახდომია!  

 

 

  და         «ვერ გათნევ, თქვენმან კეთილმან, აწ ეგე არდმართალია:

ღმერთმან არ მოგცა ყმა შვილი, გიზის ერთაი ქალია,

ხვარაზმშა დაჰსვა ხელმწიფედ, დამრჩების რა ნაცვალია?

სხვა მეფე დაჯდეს ინდოეთს, მერტყას მე ჩემი ხრმალია?!  

 

 

  და         «შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე,

ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცე ჩემგან კიდე.

ვინცა ჩემსა დამეცილოს, მისით მასცა ამოვფხვრიდე,

სხვას მეშველსა გარეგანსა, მომკალ, ვისცა ვინატრიდე».

 

ამბის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დ დარეჯანის დაკარგვისა

 

 

და           ესე კაცნი გამეგზავვნეს, გოენბასა გავეშმაგე.

რომმე მისი ვერა მეცნა, ამას უფრო დავედაგე.

მას ზღუდესა გარდავადეგ, მინდორთაკე რომე ვავგე,

მესმა საქმე საშინელი, თუცა თავი ვერ წავაგე.  

 

 

და           “გამოჩნდეს ორნი ქვევითნი, მე მივეგებე წინა-რე.

ქალი ჰყვა ერთსა მონასა, ვცანცა, თუ მოღმა ვინ არე:

თავ-გაგლეჯილი ასმათი, პირს სისხლი ჩამომდინარე,

აღარ მიყივლა ღიმილით, არცაღა გამიცინა რე.  

 

 

და           “იგი ვნახე, დავებნივე, გონებანი გამიშმაგნა;

შორით ვუხმე: «რაშიგან ვართ, ანუ ცეცხლმან რად დაგვდაგნა?»

მან საბრალოდ შემომტირნა, ძლივ სიტყვანი გამოაგნა;

მითხრა: «ღმერთმა სიმგრგვლე ცისა ჩვენთვის რისხვით წამოგრაგნა!»

 

 

და            “ახლოს მივე, კვლაცა ვჰკითხე: «რაშიგან ვართ? თქვი მართალი!»

კვლა საბრალოდ ამიტირდა, კვლა მოედვა ამით ალი,

დიდხანს სიტყვა ვერა მითხრა, მისთა ჭირთა ნაათალი,

მკერდსა წითლად უღებავდა სისხლი ღაწვთა ნაწვეთალი.

 

 

და           “მერმე მითხრა: «მოგახსენებ, ესე რადმცა დაგიმალე!

მაგრა ვითა გაგახარნე, შენცა აგრე შემიწყალე:

ნუ მაცოცხლებ, ნუ დამარჩენ, შემიხვეწე, შემიბრალე,

დამხსენ ჩემსა საწუთროსა, ღმერთსა შენსა მიავალე».

 

 

და           “მიამბო: «ოდეს სასიძო მოჰკალ და ხმა დაგივარდა,

მეფესა ესმა, აიჭრა, მართ მისგან გასატკივრადა,

შენ დაგიზახნა: «მიხმეთო», ხმა-მაღლა გახმამყივრადა,

მოგნახეს, შინა ვერ გპოვეს, მით მეფე გამომჩივარდა.

 

 

  და         «ჰკადრეს: აქა აღარ არის, კარნი სადმე გაუვლიან. 

მეფე ბრძანებს: «ვიცი, ვიცი; მეტად კარგად შემიგნიან;

მას უყვარდა ქალი ჩემი, სისხლნი ველთა მოუღვრიან,

რა ნახიან ერთმანერთი, არ-შეხედვა ვერ დათმიან.

 

 

და           «აწ თავმან ჩემმან, მას მოვკლავ, ჩემად დად ვინცა მადესა;

მე ღმრთისა ვუთხარ, დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა;

მათ ბოზ-კუროთა ასეთი  რა მისცეს, რა უქადესა?

თუ დავარჩინო,  ღმერთი ვგმო, მისად პატიჟად მზად ეს-ა».

 

 

და           «მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის,

და თუ ფიცის, არ გატეხის, მასვე წამსა დაამტკიცის;

ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა, ვინცა  იცის,

მან უამბო დავარ ქაჯსა, ვინ გრძნებითა ცაცა იცის.

 

 

და           «დავარს, დასა მეფისასა, უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან:

«თავი ფიცა ძმამან შენმან, არ დაგარჩენს, იცის ერმან»;

მან ეგრე თქვა: «უბრალო ვარ, იცის ღმერთმან  სახიერმან,

ვისგან მოვკვდე, ვისთვის მოვკვდე, მიიხვედროს იგი ვერ მან».

 

 

  და         «პატრონი ჩემი აგრევე იყო, წამოხვე შენ ოდეს;

შენეულივე რიდენი ებურნეს, ტურფად ჰშვენოდეს.

დავარ მოთქმიდა სიტყვითა, რომელნი არა მსენოდეს;

«ბოზო, შენ ბოზო, რად მომკალ? ვეჭვ, შენცა, არა გლხენოდეს!

 

 

  და         «როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე,

ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად  მოაზღვევინე?

არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი, რა გიყავ, რა გაქნევინე!

აწ,  ღმერთსა უნდეს, ვერ მიჰხვდე, ვის ესე დააშლევინე!»

 

 

და           «ხელი მიჰყო, წამოზიდნა, თმანი გრძელნი დაუფუშნა,

დაალება, დაალურჯა, მედგრად პირნი მოიქუშნა;

მან პასუხი ვერა გასცა, ოდენ სულთქნა, ოდენ უშნა,

ქალმან შავმან ვერა არგო, ვერცა წყლული დაუშუშნა

 

 

და           «რა დავარ გაძღა ცემითა, მისითა დალურჯებითა,

წამოდგეს ორნი მონანი, პირითა მით ქაჯებითა,

მათ კიდობანი მოიღეს, ეუბნეს არ აჯებითა,

მას შიგან ჩასვეს იგი მზე, ჰგავს, იქმნა დარაჯებითა.

 

 

და           «ზღვათაკე გავლნეს სარკმელნი, მაშინვე გაუჩინარდა.

დავარ თქვა: «მქმნელი ამისი ვინ არ  დამქოლოს, ვინ  არ, და!

ვირე მომკლევდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა».

დანა დაიცა, მოცაკვდა, დაეცა, გასისხლმდინარდა.

 

 

და           «რად არ მიკვირვებ ცოცხალსა, მე ლახვარ-დაუსობელსა!

აწ  იგი მიყავ, რა მმართებს ამისსა მახარობელსა!

ზენაარ, დამხსენ სიცოცხლე სულთადგმა-დაუთმობელსა!»

საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა, დაუშობელსა.

 

 

  და         “ მე ვუთხარ: «დაო, რად მოგკლა, ანუ რა შენი რალია?

რამცა ვქმენ ნაცვლად, თვით რომე მისი ჩემზედა ვალია!

აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ, სად კლდე და წყალია».

სრულად გავქვავდი, შემექმნა გული მართ ვითა სალია.

 

 

და           “მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომივიდა ცხრო და თრთოლა;

გულსა ვუთხარ: «ნუ მოჰკვდები, არას გარგებს ცუდი წოლა,

გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა რბოლა».

აჰა ჟამი, ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა.

 

 

  და         “შევე, ფიცხლად შევეკაზმე, ცხენსა შევჯე შეკაზმული;

ას-სამოცი კარგი მოყმე, ჩემსა თანა ხან-დაზმული,

წამომყვა და წამოვედით, კართა გარე დარაზმული,

ზღვის პირს მივე, ნავი დამხვდა, მენავემან მნახა ზმული.

 

 

  და         “ნავსა ჩავჯე, ზღვასა შევე, ზღვასა შიგან გავალაგდი;

არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი;

მოველოდი, არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი,

რომე სრულად მომიძულვა, ღმერთსა თურე ასრე  ვსძაგდი.

 

 

და           “რომე დავყავ წელიწადი, თვე თორმეტი გამეოცა,

მაგრა მისი მნახავიცა სიზმრივ კაცი არ მეოცა;

თანა-მყოლი ყველაკაი ამომიწყდა, დამეხოცა,

ვთქვი თუ: «ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა».

 

 

  და         “ზღვა-ზღვა ცურვა მომეწყინა, მით გამოვე ზღვისა პირსა,

გული სრულად გამიმხეცდა, არ ვუსმენდი არც ვაზირსა;

ყველაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა.

კაცსა ღმერთი არ გასწირავს, ასრე მისგან განაწირსა!

 

 

  და         “ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი,

ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემომგონანი.

მისი ვერა ვცნენ ამბავნი ვერცა დრამისა წონანი,

ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი”.

 

  ამბავი ნურადინ-ფრიდონისა, ოდეს ტარიელ შეეყარა

 

 

  და         ღამით მევლო, მოვიდოდი, ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი;

ჰგვანდეს ქალაქს, ვეახლენით, ცალ-კერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი;

არ მიამის კაცთა ნახვა, მიდაღვიდეს გულსა დაღნი;

მუნ გარდავხე მოსვენებად, დამხვდეს რამე ხენი ლაღნი. 

 

 

  და         “ხეთა ძირსა მივიძინე, მათ მონათა ჭამეს პური;

მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური:

ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური,

ველთა ცრემლი ასოვლებდა, თვალთა ჩემთა მონაწური.  

 

 

და           “ზახილი მესმა. შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა,

შემოირბევდა ზღვის პირ-პირ, მას თურე წყლული სტკიოდა;

ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქვს, სისხლი ჩამოსდიოდა,

მტერთა ექადდა, წყრებოდა, იგინებოდა, ჩიოდა. 

 

 

  და         “ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, აწ ესე  მე მყავს რომელი,

მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული, მწყრომელი;

მონა მივსწივე, მისისა შეყრისა  ვიყავ მნდომელი;

შევსთვალე : «დადეგ, მიჩვენე, ლომსა ვინ გაწყენს, რომელი?» 

 

 

  და         “მას მონასა არა უთხრა, არცა სიტყვა მოუსმინა;

ფიცხლად შევჯე, ჩავეგებე, მე ჩავუსწარ, ჩავე წინა,

ვუთხარ: «დადეგ, გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა! »,

შემომხედნა, მოვეწონე, სიარული დაითმინა. 

 

 

და           “გამიცადა, ღმერთსა ჰკადრა: «შენ ასეთნი ხენი ვით ხენ!»

მერმე მითხრა: «მოგახსენებ, აწ სიტყვანი რომე მკითხენ:

იგი მტერნი გამილომდეს, აქამდისცა რომე ვითხენ,

უკაზმავსა მიღალატეს, საჭურველნი გარ ვერ ვითხენ».  

 

 

და           მე ვუთხარ: «დადეგ, დაწყნარდი, გარდავხდეთ ძირსა ხეთასა;

არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა».

თანა წამომყვა, წავედით უტკბოსნი მამა-ძეთასა.

მე გავეკვირვე ჭვრეტასა მის ყმისა სინაზეთასა. 

 

 

და           “ერთი მონა დასტაქარი მყვა და წყლულნი შეუხვივნა,

ისრის პირნი ამოუხვნა, დაკოდილნი არ ატკივნა.

მერე ვჰკითხე: ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა?

საამბობლად დამირიგდა, თავი მისი გაამჩივნა. 

 

 

  და         “პირველ მითხრა: «არა ვიცი, რა ხარ, ანუ რას გამსგავსო?

ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირველ რამ გაგავსო?

რამან შექმნა მოყვითანოდ, ვარდ-გიშერი რომე ჰრგავსო?

ღმერთმან მისგან ანთებული სანთელიცა რად დაგავსო? 

 

 

და           “მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი,

ნურადინ - ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი;

ესე საზღარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი,

ცოტაა, მაგრა ყოველგნით  სიკეთე-მოუწდომელი. 

 

 

და           «მამის ძმა და მამაჩემი პაპაჩემმან გაყვნა ოდეს,

ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს;

თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;

მათკე დარჩა სანადირო,---არ მივსცემდი, მომერჩოდეს. 

 

 

და           «დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინადირე,

ქორის დევნა მომნდომოდა, მით მრეკელი არ ვახშირე:

სპათა ვუთხარ: «მომიცადეთ, მოვიდოდე მეცა ვირე! »

ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე. 

 

 

  და         «ნავითა გავე, ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა,

არ ამოვჰკრეფდი გამყოფთა, ვთქვი, ჩემთა რად დავჰრიდო, და!

დამიძაბუნეს, სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა,

ვნადირობდი და ვიზახდი, ხმა ჩემი არ უდიდოდა. 

 

 

და           «მართლად იჯავრეს, წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა!

გამომაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა,

თვით ბიძა-ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა,

ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა.  

 

 

და           «მათი მესმა, დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა,

ნავი ვსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა,

ზღვასა შევე, მომეგება მეომარი ვითა ღელვა,

სწადდა, მაგრა ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა. 

 

 

და           «კვლა სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს.

იქით და აქათ მომიხდეს, ერთგნით ვერ მომერეოდეს,

არ მომწურვოდეს წინანი, ზურგით  მესროდეს მე ოდეს,

ხრმალსა მივენდევ, გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს. 

 

 

და           «მომეჯარნეს, ვეღარა ვქმენ, ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე,

ზღვა-ზღვა ცურვით წამოუვე, ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე;

თანა-მყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს, დამრჩეს მუნვე,

ვინცა მდევდის, ვერ შემომხვდის, მივუბრუნდი, მივაბრუნვე. 

 

 

და           «აწ იგი იქმნას, რაღაცა ენებოს ღმრთისა წადილსა;

ვეჭვ, ჩემი სისხლი არ შეჰრჩეს, ძალი შემწევდეს ქადილსა!

ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა,

ვუხმობ ყვავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქნევ სადილსა!»

 

 

და           “ამა ყმამან შემიკვეთა, გული მისკე მიმიბრუნდა.

მოვახსენე: «აჩქარება შენი ყოლა არა უნდა,

მეცა თანა წამოგყვები, დაიხოცნენ იგი მუნ და,

ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა!» 

 

 

  და         “ესეცა ვუთხარ: «ამბავი ჩემი არ გაგეგონების,

უფრორე წყნარად გიამბობ, თუ ჟამი ჩვენ გვექონების».

მან მითხრა: «ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების!

დღედ სიკვდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების».

 

 

და           “მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა;

გამოეგებნეს ლაშქარნი, ისხმიდეს მისთვის ოტასა,

პირსა იხოკდეს, გაჰყრიდეს ნახოკსა, ვით ნაფოტასა,

ეხვეოდიან, ჰკოცნიდეს ხრმალსა და სალტე-კოტასა.  

 

 

და           “კვლა მოვეწონე, ვეტურფე მე მისი გარდანკიდარი;

შემასხმიდიან ქებასა: «მზეო, შენ ჩვენთვის იდარი!»

მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი,

ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი”.

 

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა

 

 

და           მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა;

დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა;

კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა!

აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა.  

 

 

და           “მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა;

ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა.

ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა:

ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ  «ვა!»  

 

 

და           “კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა,

ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა!

სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა;

ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდეს, მაქებდეს, არ მაძაგესა.  

 

 

და           “ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია,

კვლა შევიბენით, შეიქმნა ომისა სიმარცხენია.

მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია:

იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია.  

 

 

და           “თვით ორნივე ბიძა-ძენი მისნი ხმრლითა ჩამოყარნა,

ხელნი წმიდად დაეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა,

მოყვანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა,

მათნი ყმანი აატირნა, მისნი ყამნი ამაყარნა.  

 

 

  და         “მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გაცავფანტენით.

ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით;

ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით.

მომკალ, თუ ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით, ან ტენით.  

 

 

და           “ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა.

თვით ორნივე ბიძა-ძენი დაპყრობილნი წამოასხნა.

მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა;

ჩემი თქვეს თუ: «ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!»  

 

 

და           “მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან,

აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან;

მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან,

გვითხრობდეს: «მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!»  

 

 

და           “ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით,

თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყველასა სეფობით;

დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით,

ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით”.

 

ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

 

 

და           დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით,

ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით;

ფრიდონ მითხრა: «გითხრობ რასმე», -- ვთამაშობდით, ცხენსა ვსხედით,

«ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით».

 

 

და           “მე ვჰკითხევდი, ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა:

«დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჯე ამა ჩემსა ცხენსა,

-- ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა, ხმელთა ზედა შავარდენსა --

აქა ვდეგ და თვალს ვუგებდი ქორსა, იქით განაფრენსა.

 

 

და           «ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი, წავსდგომოდი ამა გორსა;

ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე, თუცა შორსა.

ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ-უც მისსა სწორსა,

ვერად ვიცან, გავეკვირვე გონებასა ამად ორსა.

 

 

და           «ვთქვი: რა არის, რას ვამსგავსო, მფრინველია, ანუ მხეცი?

ნავი იყო, გარ ეფერა სამოსელი მრავალ-კეცი;

წინა კაცნი მოზიდვიდეს; თვალი ამად დავაცეცი,

მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასცა ვეცი.

 

 

და           «ამოძვრნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი.

ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი.

მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!

მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

 

 

და           «სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, დაცამლეწა,

იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა;

დავაპირე შეტევება, ვთქვი, წავიდე მათკე მე, წა,

ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა!

 

 

და           «ცხენი გავქუსლე, იქმოდის შამბი ხმასა და ხრიალსა,

ვეღარ მივუსწარ, გამესწრნეს, რაზომცა ვსცემდი წრტიალსა.

ზღვის პირსა მივე, შევხედენ, ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა,

გაშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა».

 

 

და           “ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე,

ცხენისაგან გარდავიჭერ, თავი სრულად გავიკიცხე,

ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე.

ვუთხარ: «მომკალ, უჩემოსა ენახამცა ვისცა ისც ხე!»

 

 

  და         ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს, მეტად ეუცხოვა,

მაგრა მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა;

ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა, შემეპოვა,

თვალთა, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა.”

 

 

და           ვაგლახ მეო, რა გიამბე  ფათერაკად, მცდარმან, შმაგად!”

მოვახსენე: “ნურა გაგვა, ნუ ინავღლი მაგას მაგად!

იგი მთვარე  ჩემი იყო, მით  მედების ცეცხლი მდაგად;

აწ გიამბობ, რათგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად»

 

 

  და         «ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი ჩემი, თავსა გარდასრული;

მან მითხრა,  თუ: «რას ვიტყოდი მოცთომილი,  გაბასრული!

შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ  მოსრული,

სახელმწიფო საჯდომი  და  ტახტი გმართებს,  სრაცა სრული».

 

 

და           “კვლავაცა მითხრა: «ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს,

მას ლახვრსა  მოაშორვებს, თუცა პრველ გულსა უხებს,

იგი  მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს,

ჭირსა ლხიად შეგვიცვალებს, არა ოდებს შეგვაწუხებს”.

 

 

და           “წამოვედით ნატირებნი, სრას  დავსხედით თავის -წინა;

ფრიდონს ვუთხარ: «ჩემი შემწე შენგან კიდევ არვინ-ა,

ვითა ღმერთმან  შენი მსგავსი სოფლად  არა მოავლინა,

მაშა რათგან შეგემეცენ, ამის მეტი რად რა მინა?

 

 

  და         “არ ავი გესვა მოყვარე, ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად,

ენა, გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად:

რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენად ჩემად და მისად?

თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოფელი წამისად».

 

 

  და         “მან  მითხრა: «ბედი  ღმრთისაგან მიჯობს ღა ამას რომელი:

მოსულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი;

მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი,

ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქვენსა მდგომელი.

 

 

და           «ესე ქალაქი გზა არის ნავთა,  ყოველგნით მავალთა,

შემომკრებელი ამბავთა  უცხოთა რათმე მრავალთა;

აქა  მოგვესმის ამბავი, შენ რომე დაუწვავ  ალთა.

ნუთუ ქმნას  ღმერთმან გარდახდა მაგ შენთა ჭირთა და ვალთა!»

 

 

და           «ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი, რომელთაცა კვლა უვლია,

მოგვინახონ იგი მთვარე,  ვისთვის ჭირი არ გვაკლია;        

მუნამდისცა მოიჭირვე, დგონებამან არ დაგლია.

ყოლა ჭირი არ ეგების, თუმცა ლხინმან   არ დასძლია”.

 

 

და           “კაცნი  იხმნა მასვე წამსა, - ესე საქმე დავიურვეთ,

უბრძანა თუ: «ნავებითა წადით, ზღვა-ზღვა მოიცურვეთ;

მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ,

თავთა  ჭირი  უათასეთ, რადმც უშვიდეთ, ანუ ურვეთ».

 

 

და           “აჩინნა კაცნი, სადაცა სადგურნი ნავთა  სჩენოდეს;

უბრძანა : «ძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გსმენდეს».

მოლოდნა მიჩნდა  სალხინოდ, პატიჟნი მორემლხენოდეს,

უმისოდ ლხინი მინახავს,  ამა დღისათვის მრცხვენოდეს!

 

 

და           “ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საპატრონოსა,

მითხრა, თუ: «მცდარვარ აქამდის, ვერ მივჰხვდი გასაგონსა:

ხარ დიდი მეფე  ინდოთა, რა ვით ვინ მოგაწონოსა!

ვინ არის კაცი,  რომელმან თავი არ დაგამონოსა?!»

 

 

და           “რას ვაგრძელებდე! მოვიდეს ყოვლგნით ამბისა  მცნობელნი,

ცუდნი და ცუდთა  ადგილთა თავისა დამაშობელნი;

ვერა ვერ   ეცნა, ვერ იყვნეს  ვერას ამბისა  მბობელნი,

მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა  ცრემლი შეუშრობელნი.

 

 

და            “მე ფრიდონს ვუთხარ: «ესე დღე ვითა მესაზაროების,

ამისად  მოწმად  ღმერთი მყავს, სათქმელად მეუცხოების;

უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა  მესაღამოების,

დახსნილ ვარ  ლხინსა ყოველსა, მით გული ჭირსა  მოების.

 

 

და           «მაშა მე მისსა ამბავსა რათგან აღარას მოველი,

ვეღარ ვიქმნები, გამიშვი, ვარ ფარმანისა მთხოველი!»

ფრიდონს  რა ესმა, ატირდა,  სისხლითა მოერწყო ველი,

მითხრა, თუ: «ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!»   

 

 

და            “თუცა დია მოიჭირვეს, ვერცა ე«»გრე დამიჭირეს;

მისთა სპათა მუხლ-მოყრილთა თავი მათი  ჩემ-კერძ ირეს,

მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს და ამატირეს:

 «ნუ წახვალო, დაგემონნეთ, სიცოცხლეა ჩვენი ვირ ეს!»

 

 

და           “ეგრე ვუთხარ: «თქვენი გაყრა მეცა  დია  მეძნელების,

მაგრა ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების;

ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ, თქვენცა დია გებრალების,

ნუვინ მიშლით, არ დავდგები, არცა ვისგან დამეშლების”.

 

 

და            “მერმე ფრიდონ მოიყვანა, მიძღვნა ესე ჩემი ცხენი,

მითხრა: «ჰხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი,

ვიცი, მეტი არა გინდა, ძღვენნი რადმცა გავკიცხენი,

თვით ამანვე მოგაწონოს  სახედნობა,  სიფიცხენი».

 

 

  და         “ფრიდონ  გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი  ვღვარენით;

მუნ ერთმანერთსა  ვაკოცეთ, ზახილით  გავიყარენით.

სრულად ლაშქარნი  მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით.

გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით.

 

 

და           “ფრიდონისით წამოსრულმან წავე ძებნად, კვლა ვიარე,

რომე არა არ დამირჩა ხმელთა ზედა, ზღვათა გარე;

მაგრა მისსა  მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე;

გული სრულად  გამიშმაგდა, თავი მხეცთა  დავადარე.

 

 

და           “ვთქვი, თუ: «ჩემგან აღარა ხამს სიარული, ცუდი ცურვა,

ნუთუ მხეცთა სიახლემან  უკუმყაროს გულსა ურვა!»

მონათა და ამა ასმათს სიტყვა ვუთხარ შვიდი, თუ რვა:

ვიცი, რომე დამირჯიხართ, დია გიართებს ჩემი მდურვა.

 

 

და            «აწ წადით და  მე დამაგდეთ,  ეტერენით თავთა თქვენთა,

ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა, თვალთა ჩემთათ  მონადენთა».

რა ესენი მოისმენდეს საუბართა ესოდენთა,

მითხრეს: «ჰაი, რასა ჰბრძანებ, ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა!

 

 

და           «უშენოსა ნუმცა ვნახავთ, ნუ პატრონსა, ნუ უფალსა,

ნუთუ ღმერთმან არ  გაგვყარნეს ცხენთა თქვენთა  ნატერფალსა,

თქვენ გიჭვრეტდეთ საჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა».

თურე  ბედი  მოაღაფლებს კაცსა ეგზომ არ ღაფალსა!”

 

 

და            “ვეღარ  გავგზავნენ, სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი,

მაგრა დავყარენ  არენი მე  კაცრიელთა თემთანი;

სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი.

გავიჭერ, სრულად  დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი.

 

 

  და         “ესე ქვაბნი უკაცურნი ვპოვენ, დევთა  შეეკაფნეს;

შემოვები, ამოვწყვიდენ, ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს,

მათ მონანი დამიხოცნეს, ჯაჭვნი ავად მოექაფნეს;

საწუთრომან დამაღრიჯა, ცქაფნი მისნი კვლა მეცქაფნეს.

 

 

და           “აჰა, ძმაო, მაშინდლითგან  აქა   ვარ და აქა   ვკვდები;

ხელი მინდორს გავიჭრები, ზოგჯერ  ვტირ და ზოგჯერ ვბნდები,

ესე ქალი არ დამაგდებს, ---არს მისთვისვე ცეცხლ-ნადები, -

ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას  არ ვეცდები!   

 

 

  და         “რომე  ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,

ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს;

ესე ქალი შემიკერავს, ზოგჯერ  სულთქვამს,  ზოგჯერ ახავს,

რათგან თავი  არ მომიკლავს,  ხრმალი  ცუდად მომიმახავს.

 

 

  და         “მისსა ვერ  იტყვის ქებასა  ყოველი ბრძენთა  ენები;

მას  დაკარგულსა  ვიგონებ მე,  სიცოცხლისა  მთმენები;

მას აქათ ვახლავ  ნადირთა,  თავსა მათებრვე  მხსენები;

სხვად  არას  ვიაჯ ღმრთისაგან, ვარ  სიკვდილისა მქენები”.

 

 

  და         პირსა იცა,  გაიხეთქა ღაწვი, ვარდი აიხეწა,

ლალი ქარგად  გარდაიქცა,  ბროლი სრულად  დაილეწა;

ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან  ერთ-სახე, წა,

მერე  ქალმან  დაადუმა,  მუხლ-მოყრილი შეეხვეწა.

 

 

და           ტარიელ უთხრა ავთანდილს, ასმათის  დადუმებულმან:

“შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ  ამებულმან;  

გიამბე ჩემი ამბავი  სიცოცხლე-გაარმებულმან,

აწ წადი, ნახე შენი მზე ნახვისა  მოჟამებულმან”.

 

 

  და         ავთანდილ უთხრა: ”მე შენი გაყრა არ  მომეთმინების;

თუ გაგეყრები, თვალთაგან ცრემლიცა დამედინების.

მართალსა გითხრობ,  ამისა კადრება  ნუ გეწყინების,

შენ ვისთვის ჰკვდები,  მაგითა მას არა არ ელხინების.

 

 

და           “რა აქიმი  დასნეულდეს, რაზომ  გინდა  საქებარი,

მან სხვა უხმოს მკურნალი და  მაჯაშისა  შემტყვებარი;

მან უამბოს, რაცა სჭირდეს სენი,  ცეცხლთა  მომდებარი,

სხვისა  სხვამან უკეთ იცის  სასარგებლო საუბარი.

 

 

და           “რაცა გითხრა, მომისმინე ბრძენი გეტყვი, არა ხელი;

ასი გმართებს გაგონება,  არ გეყოფის, არ, ერთხელი.

კარგად ვერვს ვერ  მოივლენს კაცი აგრე  გულ-ფიცხელი.

აწ მე მინდა  ნახვა მისი, ვისგან  დამწვავს  ცეცხლი  ცხელი.

 

 

  და         “იგი ვნახო,  სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო;

მოვახსენო, რაცა მეცნას, მეტი საქმე არა მიცო;

შენ გენუკვი,  შემიჯერო, ღმერთი იღმრთო, ცაცა იცო,

ერთმანერთი არ გავწიროთ,  მაფიცო და შემომფიცო.

 

 

და           “რომე აქათ არ წახვიდე,  შენ თუ ამას შემეპირო,

მეცა ფიცით შეგიჯერო,  არასათვის არ გაგწირო,

კვლა მოვიდე შენად ნახვად,  შენთვის მოვკვდე, შენთვის ვირო,

ღმერთსა  უნდეს,  ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ გატირო”.

 

 

და           მან მიუგო: ”უცხოს უცხო ეგრე ვითა  შეგიყვარდი?

გასაყრელად გეძნელები,  იადონსა ვითა ვარდი;

რაგვარამცა დაგივიწყე,  რაგვარამცა  უკუ მქარდი!

ღმერთმან ქმნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი, განაზარდი.

 

 

და           “პირი  შენი ნახვად ჩემად თუ  მობრუნდეს, ტანი იხოს,

გული მინდორს არ გაიჭრას, არ იირმოს, არცა ითხოს,

თუ გიტყუო,  მოგაღორო,  ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!

შენმან  ჭვრეტა-სიახლემან  მომაქარვოს სევდა, მითხოს!”

 

 

და           ამაზედა  შეიფიცნეს  მოყვარენი გულ-სადაგნი,

იაგუნდნი  ქარვის-ფერნი, სიტყვა-ბრძენნი, ცნობა-შმაგნი;

შეუყვარდა ერთმანერთი, სწვიდეს მიწყივ გულსა დაგნი,

მა ღამესა ერთგან იყვნეს  შვენიერნი ამხანაგნი.

 

 

  და         ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა;

რა გათენდა,  წამოვიდა, აკოცა და  გაეყარა;

ტარიელს თუ ვით ეწყინა, --რა ქნას,--ამას ვერ მიმხვდარა;

ავთანდილცა ჩატიროდა,  შამბი შიგან ჩაიარა.

 

 

და           ავთანდილს ასმათ ჩამოჰყვა,  ზენარით ეუბნებოდა;

მუხლთა უყრიდა, ტიროდა,  თითითა ეხვეწებოდა;

ალრე მოსვლასა ჰყვედრებდა, მართ ვითა ია  ჭნებოდა;

მან უთხრა: “დაო,  უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა!

 

 

და           “ადრე მოვალ, არ გაგწირავ, არას დავზამ შინა ხანსა,          

ოდენ სხვაგან არ წავიდეს,  ნუ სად არებს  იმა ტანსა;

აქათ ორ  თვე  არ მოვიდე, ვიქმ საქმესა  დაუგვანსა,

შეიგენით,  მივცემივრ ჭირსა რასმე  თანისთანსა”.

ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა

 

 

  და         იგი მუნით წარმოსრული  სევდამანცა  განა მოკლა!

პირსა იხოკს, ვარდსა  აზრობს, ხელი მისი  განამხოკლა;

სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცნი ყოვლი განამლოკლა;

მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა.  

 

 

და           მუნ მოვიდა, სადა იგი მისნი სპანი  დაეყარნეს

ნახე, იცნეს,  რაგვარადცა ჰმართებს, აგრე  გაეხარნეს.

შერმანდისცა ახარებდეს, ფიცხლად, თავნი მისკენ არნეს:

 “მოვიდაო, აქანამდის ვითვის  ლხინი გაგვვემწარნეს!” 

 

 

  და         გაეგება, მოეხვია, ზედა დახვდა პირი  ხელსა,

აკოცებდა, სიხარულით  ცრემლსა ღვრიდა  ველთა მრწყველსა;       

ესე თქვა თუ: “ ნეტარ,  ღმერთო, ცხადსა ვხედავ,  ანუ ბნელსა?

მე ვით  ღირს ვარ  ამას, რომე თვალნი ჩემნი ჭვრეტდენ მრთელსა!”

 

 

და           ყმამან  მდაბლად მოიკითხა, ზედა  დასვდა პირი პირსა;

უბრძანა, თუ: “ღმერთსა  ვჰმადლობ, შენ თუ ჭირი არა გჭირსა!

დიდებულთა თაყვანი სცეს, აკოცებდეს ვინცა ღირსა,

ზარსა სცემდეს, უხაროდა  უფროსსა,  თუ უნდა  მცირსა.

 

 

და           მივიდეს, სადა სამყოფლად სახლი დგა მუნ აგებული.

მოვიდა ნახვად ყოველი მის ქალაქისა კრებული.

მაშინვე დაჯდა ნადიმად მორჭმული, ლაღი, შვებული

ენა მის დღისა შვებასა ყოლა ვერ იტყვის კრებული.    

 

 

და           შერმადინს  უთხრა, უამბო ყოველი მისგან ნახული

ანუ ვით ჰპოვა იგი ყმა, მისგანვე მზედ დასახული

ავთანდილს ცრემლი უყოფდა,  უბნობდა თვალ-დაფახული:

 “უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს ჩემთვის დარბაზი და  ხული”  

 

 

და           მუნ ამბავი შინაური  ყველაკაი მოახსენა:

“შენი წასვლა არვინ იცის, რაცა მითხარ, აგრე ვქმენა!”

მას დღე მუნით არ წავიდა, ინადიმა, განისვენა,

ცისკრად შეჯდა, გაემართა, დღე რა მზემან განათენა.  

 

 

და           არცაღა დაჯდა ნადიმად, არცაღა ქმნად ხალვათისა;

შერმადინ მახარობელი წავა მისვლისა მათისა,

ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.

მას ლომსა  ნახვა  უხარის მის მზისა მოკამათისა.

 

 

  და         შესთავლა: “მეფე უკადრი ხარმცა მორჭმით და  დიდობით!

ამა საქმესა  ვიკადრებ  შიშით,  კრძალვით და რიდობით,

მის ყმისა ვერას ვერ მცნობი ვუხმობდი თავსა  ფლიდობით,

აწ ვცან და გაცნევ ყოველსა, მოვალ შვებით და მშვიდობით”.

 

 

და           როსტევან, მეფე უკადრი,  მორჭმული, შეუპოველი, -

 შერმადინ მოციქულობა თვით მოახსენა ყოველი:

“ ავთანდილ მოვა წინაშე, მის ყმისა ვისმე მპოველი”.

ბრძანა: “ვცან ჩემი ღმრთისაგან   სააჯო და  სათხოველი”. 

 

 

და           თინათინს ჰკადრა შერმადინ, ნათელსა მას უღამოსა:

“ავთანდილ მოვა წინაშე, გკადრებს ამბავსა ამოსა”.

იგი მით აკრთთობს ელვასა  მზისაცა  უთამამოსა,

მას საბოძვარი უბოძა,  მისი ყველაი დამოსა.

 

 

და           მეფე შეჯდა, გაეგება ყმასა, მუნით მომავალსა;

ამას პირ-მზე მეფისაგან ივალებდა ვითა ვალსა.

მიეგება, მოეგება მხიარული გულ-მხურვალსა,

დიდებულთა ჯარისაგან  ზოგნი ჰგვანდეს  ვითა მთრვალსა.  

 

 

და           რა მიეახლა, გარდახდა ყმა, თაყვანი-სცა მეფესა;

აკოცა როსტან, მიმხვდარმან ნიშატთა სიიეფესა;

გულ-მხიარულნი, შვებულნი მივლენ დარბაზსა სეფესა;

მის ყმისა მოსლვა უხარის ყოველსა მუნ მეკრეფესა.  

 

 

და           მას ავთანდილ თაყვანი-სცა ლომთა ლომმან მზეთა მზესა.

მუნ ბროლი და ვარდ-გიშერი გაეტურფა სინაზესა.

პირი მისი უნათლეა სინათლესა ზესთა ზესა,

სახლ-სამყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა.  

 

 

და           მას დღე დასხდეს ნადიმობად, გაამრავლეს  სმა და ჭამა;

ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს, ვითა  შვილსა  ტკბილი  მამა.

მათ ორთავე  აშვენებდა ფიფქსა თოვნა, ვარდსა ნამა.        

უხვად გასცეს საბოძვარი,  მარგალიტი, ვითა დრამა. 

 

 

  და         სმა გარდახდა, თავის-თავის გაიყარნეს მსმელნი შინა;

დიდებულნი არ გაუშვნეს,  ყმა დაისვეს ახლოს წინა;

მეფე ჰკითხავს, იგი ჰკადრებს, რაცა ჭირი  დაეთმინა,

მერმე მისი,  უცნობოსა,  რა ენახა,  რა ესმინა.  

 

 

და           “მას ვახსენებდე,  ნუ გიკვირს,  თქმა მჭირდეს მიწყივ  ახისა:

მზე თუ ვთქვა  მსგავსი მისი და  ანუ  მისისა  სახისა,

ვინ უნახავ ქმნის გონება ყოველთა  კაცთა  მნახისა,

ვარდი დამჭნარი ეკალთა შუა შორს-მყოფი, ახ ის  ა!” 

 

 

  და         რა ჭირი  კაცსა სოფელმან მოუთმოს მოუთმინამან,

ქაცვი ლერწამმან, ზაფრანა იმსგავსოს ფერად მინამან,

ავანდილ, მისმან მხსენებმან, ღაწვი ცრემლითა მინამან.

წვრილად უამბო ამბავი მან,  მისმან  მონასმინამან.

 

 

და           “ქვაბნი წაუხმან  დევთათვის, სახლად აქვს დევთა  სახლები,

საყვარელისა მისისა ქალი ჰყავს  თანა ნახლები,

ვეფხისა ტყავი აცვია, ცუდად უჩნს სტავრა-ნახლები,

აღარა ნახავს სოფელსა, ცეცხლი სწვავს ახალ-ახლები”. 

 

 

  და         რა დასრულა ამბავი, საქმე მისისა ჭირისა,

ნახვა მის მზისა ნათლისა, მის  თვალად არ  დუხჭირისა,

ეამა; უქეს ვარდისა ხელი, მძლედ დანამჭირისა;

 “ეგე კმა სიმხნე სიმხნისად, რადღა ხარ  მომხვეჭი რისა!”

 

 

  და         გამხიარულდა თინათინ ამა ამბისა სმენითა;

მას დღე იხარებს სმისა და  ჭამისა არ მოწყენითა.

კვლა საწოლს დაჰხვდა  მის მზისა  მონა სიტყვითა ბრძენითა.

მისვლა ებრძანა; ეამა, თქმა არ  ეგების ენითა. 

 

 

  და         ყმა წავიდა მხიარული, ლმობიერი,  არ გამწყრალი,

ლომი მინდორს ლომთა თანა მინდოს  რული, ფერ-ნამკრთალი,

ყმა სოფლისა   ხასიათი, ჯავარდსრული, მრავალ-წყალი,

მაგრა ჰქონდა  გულისათვის  გული  გულსა განაცვალი.

 

 

  და         მზე უკადრი ტახტსა ზედა ზის მორჭმული,  არ ნადევრი,

წყლად ეფრატსა უხვად ერწყო ედემს რგული ალვა  მჭევრი;

ბროლ-ბადახშსა აშვენებდა  თმა გიშერი, წარბი ტევრი,

მე ვინ ვაქებ?  ათენს ბრძენთა  ხამს აქებდეს ენა ბევრი!

 

 

და           ყმა მხიარული  წინაშე   დასვა სკამითა მისითა;

სხენან სავსენი  ლხინითა,  ორთავე შესატყვისითა;

უბნობენ ლაღნი, წყლიანნი, არა სიტყვითა  მქისითა;

უთხრა: “ჰპოვეა,  პატიჟნი  ნახენ ძებნითა ვისითა?” 

 

 

  და         ჰკადრა: “რა  კაცსა სოფელმან  მისცეს წადილი გულისა,

ხსოვნა არა ხამს  ჭირისა,  ვით დღისა გარდასრულისა .

ვპოვე ხე, ტანიალვისა, სოფლისა წყალთა  რწყულისა,

მუნ პირი  მსგავსი  ვარდისა,  მაგრა აწ-ფერნაკლულისა. 

 

 

  და         “მუნ სარო, მსგავსი ვარდისა,   ვნახე, მისჭირდა მი-ნები;

იტყვის: «დავკარგე ბროლი და სადა ჰრთავს  ბროლსა მინები».    

მით ვიწვი, რათგან ჩემებრვე ცეცხლი სწვავს მოუთმინები”.

მერმე კვლა  ჰკადრა ამბავი მან,  მისგან მონასმინები.

 

 

  და         სიარულსა მისგან ძებნად სრულ პატიჟთა მოსთვლის ჭირსა,

მერმე ჰკადრა საწადლისა  ღმერთმან პოვნა ვით აღირსა:

“საწუთროო და სოფელს ყოფნა,  კაცი უჩნსო, ვით  ნადირსა,

ოდენ ხელი მხეცთა თანა იარების, მინდორს ტირსა.  

 

 

  და         “ნუ მკითხავ, ქება რა გკადრო  ჩემგან ვით გაგეგონების?

მისსა მნახავსა ნახული აღარა  მოეწონების;

თვალნი მჭვრეტელთა,  ვით მზისა ციაგსა,  დაეღონების:

ვარდი შექმნილი ზაფრანად, აწ ია  შეიკონების!”

 

 

და           წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული,  რა ნასმენად:

ვითა  ვეფხსა  წავარნა და  ქვაბი აქვსო სახლად, მენად;

ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და  ჭირთა თმენად,

“ვა,  სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!”  

 

 

  და         ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა,

განათლდა  პირი მთვარისა, ვით ნათლად  ნავანებისა;

იტყვის: “რა ვუთხრა პასუხი მისთა ნებისა თნებისა,

რაა წამალი მისისა წყლულისა  განკურნებისა?”

 

 

  და         ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა  მომცქაფავისა?

მან ჩემთვის დაწვა  თავისი დადვა, არ დასაწვავისა,

დრო დამიც ჩემგან  მისლვისა, მითქვმს  დადება  თავისა,

მზე შემიფიცავს თავისა,  ჩემგან მზედ სახედავისა. 

 

 

  და         “ხამს მოყვარე  მოყვრისათვის თავი  ჭირსა არ  დამრიდად,

გული მისცეს გულისათვის,  სყვარული გზად და ხიდად;

კვლა მიჯნურსა მიჯნურისა ჭირი უჩნდეს  ჭირად დიდად,

აჰა, მაქვსმცა   უმისოსა ლხინი არმად, თავი ფლიდად!”

 

 

  და         მზე ეტყვის: “მომხვდა ყოველი ჩემი წადილი გულისა:

პირველ შენ მოხველ მშვიდობით,  მპოვნელი დაკარგულისა,

მერე ზრდა სიყვარულისა გაქვს, ჩემგან  დანერგულისა,

ვპოვე წამალი გულისა,  აქამდის  დადაგულისა!   

 

 

და           “საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა  ტაროსი უხვდების:

ზოგჯერ მზეა და ოდესმე ცა რისხვით მოუქუხდების.

მაშინ ჭირი ჩნდა  ჩემზედა,  აწ ასე ლხინად  უხვდების,

რათგან შვება აქვს სოფელსა, თვით რად ვინ შეუწუხდების?  

 

 

  და         “შენ არ გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა, ფიცისა.

ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა;

ძებნა წამლისა მისისა - ცოდნა ხამს, მართ უიცისა,

ჩემი  თქვი,  რა  ვქმნა ბნელ-ქმნილმან, მზე  მიმეფაროს მი-ცისა?”

 

 

  და         ყმამან  ჰკადრა: “სიახლითა შევრთე ჭირი შვიდსა მე  რვა,

ცუდი არის  დამზრალისა გასათბობლად წყლისა ბერვა,

ცუდი არის სიყვარული,  ქვეით  კოცნა, მზისა წვერვა,

თუ  გეახლო,  ერთხლ ვა და რა  მოგშორდე, ათასჯერ  ვა!  

 

 

  და         “ვა თუ გავიჭრა,  გაჭრილსა სადა,  გლახ,  დამწვავს სამ ალი!

გული ძეს საგნად ისრისა,  მესვრის საკრავად სამალი;

დრო სიცოცხლისა ჩემისა დღისით ღა ჩანს ნასამალი;

მალვა მწადს, მაგრა  გარდახდა  ჟამი პატიჟთა სამალი!  

 

 

  და         “მესმა თქვენი ნაუბარი,  გავიგონე, რაცა   ჰბრძანე!                 

ვარდსა ქაცვი მოაპოვებს,  ეკალთამცა რად  ვეფხანე!

მაგრა  მზეო, თავი მზესა ჩემთვის სრულად  დააგვანე,

სიცოცხლისა  საიმედო ნიშანი რა  წამატანე”.

 

 

და           ყმა ტბილი და  ტკბილ-ქართული,  სიკეთისა ხელის  მხდელი,

მზესა ასრე ეუბნების, ვით  გაზრდილსა ამო მზრდელი;

ქალმან მისცა მარგალიტი,  სრულ ქმნა მისი საწადელი,

ღმერთმან  ქმნას და  გაუსრულდეს ლხინი ესე  აწინდელი.  

 

 

  და         რა სჯობს,  რა კაცმან გიშერი  ბროლ-ლალსა თანა ახიოს,   

ანუ ბაღს ალვა საროსა ახლოს  რგოს,  მორწყოს, ახიოს,

მისსა მჭვრეტელსა ალხინოს,  ვერ-მჭვრეტსა ავაგლახიოს:

ვაი მოყვრისა გაყრილსა ახი ოს  ეყოს,  ახი, ოს!

 

 

  და         მათ მიჰხვდა  ლხინი ყოველი  ერთმანერთისა ჭვრეტითა; 

ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა  გულითა   რეტითა.

მზე ტირს  სისხლისა ცრემლითა,  ზღვისაცა მეტის-მეტითა.

იტბვის: “ვერ გაძღა სოფელი, ვა, ჩემთა  სისხლთა   ხვრეტითა!”  

 

 

  და         ყმა  წავიდა  სევდიანი, მკერდსა იცემს, ამად ილებს,          

რომე კაცსა მიჯნურობა ატირებს და აგულჩვილებს,

რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს,

მის  მოყვრისა მოშორება კვლა აბინდებს, არ ადილებს.

 

 

  და         სისხლმან და ცრემლმან გარევით ღაწვი ქმნის  ღარად და ღარად;

იტყვის: “მზე ჩემგან  თავისად კმა დასადებლად აღარად;

მიკვირს  თუ გული ალმასი შავმან  წამწამმან დაღა რად!

ვირე ვნახვიდე,  სოფელო, მინდი სალხინოდ  აღარად!

 

 

  და         “ვინ  უწინ ედემს ნაზარდი ალვა მრგო, მომრწყო,  მახია,

დღეს საწუთრომან ლახვარსა მიმცა, დანასა მახია,

დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა,  მახია.

აწყა ვცან, საქმე სოფლისა ზღაპარია და  ჩმახია!”.  

 

 

  და         ამას  მოსთქვამს,  ცრემლსა აფრქვევს, ათრთოლებს და  აწანწარებს. 

გულამოსკვნით,  ოხვრა-სულთქმით, მიხრის ტანსა,  მიაწარებს.

საყვარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს,

ვა,  საწუთრო ბოლოდ თავსა  ასუდარებს,  აზეწარებს!  

 

 

  და         ყმა მივიდა, საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების,

მაგრა ახლავს გონებითა საყვარელსა, არ  მოსწყდების;

ვით  მწვანილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების,

ჰხედავთ, ვარდსა უმზეობა როგორ  ადრე  დააჩნდების!                     

 

 

  და         “გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,

გული ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა  მთმო, ლხინთა მდომელი;

გული ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ  გამზომელი,

ვერცა  ჰპატრონობს სიკვდილი, ვერც პატრონია რომელი!”  

 

 

    და       რა გულსა უთხრა გულისა სიტყვანი საგულისონი,

მან მარგალიტნი მოიხვნა მის  მზისა  სამეყვისონი,

მის  მზისა მკლავსა ნაბამნი, მათ კბილთა შესატყვისონი,

”პირსა დაიდვნა, აკოცა, ცრემლი სდის, ვითა ბისონი.  

 

 

  და         რა გათენდა,  კაცი მოვა მომკითხავი, დარბაზს მხმობი.

ყმა წავიდა ლაღი, ნაზი, ნაღვიძები, ძილნაკრთობი.

ერთმანერთსა ეჯავრიან, დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი;

მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოემზადა  დაბდაბ-ნობი.  

 

 

და           მეფე შეჯდა,  მაშინდელი ზარი აწმცა ვით  ითქმოდა:

ქოს-დაბდაბთა ცემისაგან  ყურთა სიტყვა არ ისმოდა,

მზესა  ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა  მიდამოდა;

მას დღეს მათგან  დანაღვარი  სისხლი ველთა  მოესხმოდა! 

 

 

და           ინადირეს,  შემოიქცეს მხიარულნი  მინდორს რულნი,

შეიტანნეს  დიდებულნი, თავადნი და სპანი  სრულნი;

დაჯდა,  დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი,

ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყვნეს რულნი!  

 

 

  და         ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა,  ეუბნებოდა;

ბაგეთა გასჭვირს  ბროლ-ლალი, მათ  კბილთა ელვა  ჰკრთებოდა.

ახლოს სხდეს ღირსნი, ისმენდეს, შორს ჯარი  დაიჯრებოდა,

უტარიელო ხსენება  არვისგან იკადრებოდა.  

 

 

და           ყმა მივიდა გულ-მოკლული, ცრემლი ველთა მოედინა.

მართ მისივე სიყვარული უარებდის  თვალთა წინა.

ზოჯერ აგდის, ზოგჯერ დაწვის, ხელსა რადმცა დაეძინა!

”რაცა   აჯა დათმობისა გულმან ვისმცა  მოუსმინა!

 

 

  და         წევს, იტყვის: “გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო?

მოგშორდი ედემს ნაზარდო, ტანო ლერწამო და  ხეო,

შენთა მჭვრეტელთა  ნიშატო,  ვერ დმჭვრეტთა სავაგლახეო,

ცხადად ნახვასა არ ღირსვარ, ნეტარმცა სიზმრად გნახეო!”  

 

 

  და         ამას მოსთქმიდის ტირილით ცრემლისა დასაღვაროთა;

კვლა გულსა ეტყვის: “დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.

არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა?

თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა”.  

 

 

  და         კვლა იტყვის: “გულო, რაზომცა გაქვს სიკვდილისა წადება,

სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება;

მაგრა დამალე, არ გაჩნდეს შენი ცეცხლისა კვლა დება,

ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება!”

 

დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა ვაზირის საუბარი

 

 

და           რა გათენდა, შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე;

იტყვის: “ნეტარ მიჯნურობა არ დამაჩნდეს, დამცავფარე!”

დათმობასა  ეაჯების: “გულსა შენ რა მოუგვარე!”

ცხენსა შეჯდა, წამოვიდა ვაზირისა სახლსა მთვარე. 

 

 

  და         ვაზირმან ცნა,  გაეგება: “ჩემსა მზეა ამოსრული,

ამას  ურმე მახარებდა დღეს ნიშანი სახარული!”

მიეგება, თაყვანი სცა, ჰკადრა ქება სრულსა სრული:

”ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული”. 

 

 

  და         ყრმა  გარდასვა მასპინძელმან, არ  ღაფალმან, ავმან, უქმან;

ფერხთა ქვეშე ხატაურსა უფენენ და მიწად უქმან.

ყმამან  სახლი განანათლა, ვით სამყარო მზისა შუქმან;

თქვეს: “ სურნელი სული ვარდთა დღეს  მოგვბერა ქვენა ბუქმან”. 

 

 

  და         დაჯდა, მისთა  შემხედველთა გული მათი მართლად ხელეს, 

მისთა მჭვრეტთა მისთვის ბნედა თავისათვის ისახელეს,

სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ  აერთხელეს.

გაყრა ბრძანეს,  გაიყარნეს,  ჯალაბობა გაათხელეს.  

 

 

  და         რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვაზირსა  ეუბნების,

ეტყვის: “შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების;

რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების,

გაიგონენ ჭირნი ჩემნი, მკურნე,  რაცა  მეკურნების.  

 

 

  და         “მის ყმისა ცეცხლი მედების, წვა მჭირს მისისა მწველისა;

მკლავს სურვილი და ვერ ნახვა ჩემისა სასურველისა;

მას  ჩემთვის სული არ ჰშურდეს, შეზღვა ხამს შეუზღველისა;

ხამს სიყვარული მოყვრისა უხვისა, უშურველისა.

 

 

  და         “მისი ნახვა გულსა ჩემსა ვითა  ბადე  დაებადა,

მუნვე დარჩა,  დათმობაცა მასთანავე  დაება და;

რათგან დასწვავს მოახლეთა, ღმერთსა მზედცა დაებადა,

მერმე ასმათ ჩემთვის დისა მართ დად უფრო  დაებადა. 

 

 

  და         “ოდეს წამოვე, შევჰფიცე ფიცითა საშინელითა:

«კვლა მოვალ, გნახავ პირითა არ მტერთა საწუნელითა;

შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ბნელითა»;

ჟამია ჩემგან წასვლისა, მით მწვავს  ცეცხლითა ცხელითა. 

 

 

  და         “ყოველსავე მართლად გითხრობ, არ სიტყვასა საკვეხელსა.         

მიმელის და ვერ მისრულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა  ცხელსა;

ვერ გავუტეხ ზენაარსა,  ვერ გავსწირავ ხელი ხელსა,

რამცა სადა გაუმარჯვდა კაცსა, ფიცთა გამტეხელსა! 

 

 

  და         “რაცა გითხარ ჩემმაგიერ როსტანს ჰკადრე, მიედ სრასა;

თავმან მისმან, ფიცით გეტყვი შენ ვაზირსა, უსტასარსა:           ”

არ შეიპყრობს, არ დავდგები, თუ შემიპყრობს,  მაქნევს რასა?           

მიშველე რა, გული ცეცხლმან არ  დამიჭრას, არა სრასა!

 

 

  და         “ჰკადრე: «ვინ გაქოს ყოველმან პირმან არ შეუზრახემან!      

ვითა ვიშიშვი, გაცნობოს ღმერთმან, ნათელთა მსახემან;

მაგრა მან  ყმამან ცეცხლითა დამწვა, ალვისა სახემან,

გული წამსავე  წამიღო, - ვერათ ვერ შევინახე, - მან 

 

 

და           «აწ, მეფეო, უმისობა ჩემგნ ყოლა  არ ეგების;

გული მას  აქვს გულოვანსა, აქა ხელი რა  მეხდების?       

თუ  რას ვარგებ, პირველ ხვალმე თვით სახელი თქვენ მოგვხდების;

ვერას  ვარგებ, გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ  გატყდების.

 

 

და           «წასვლა ჩემი გულსა თქვენსა არ ეწყინოს, არ  დაჭმუნდეს;          

თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაც  ღმერთსა უნდეს;

მანვე ქმნას და  გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე დავებრუნდეს.

არ მოვბრუნდე, თქვენმცა ჰსუფევთ, თქვენი მტერი დაძაბუნდეს». 

 

 

და           კვლა პირ-მზე ეტყვის ვაზირსა: “მე სიტყვა შევამცირეო,

წა, ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო;

მიაჯე ამოდ გაშვება და თავი გაიგმირეო,

ასი ათასი წითელი შენ ქრთამად შეიწირეო”.

 

 

  და         ვაზირმან უთხრა სიცილით: “ქრთამი შენ გქონდეს შენია; 

შენგან  კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია.

მაგას  რა  ვჰკადრებ მეფესა, რაცა აწ  თქვენგან მსმენია,          

ვიცი,  უცილოდ ამავსებს, შოება არ საწყენია. 

 

 

  და         “თავმან მისმან, მუნვე მომკლავს, ვეჭვ, წამიცა არ წამაროს,          

შენი ოქრო შენვე დაგრჩეს,  მე, გლახ, მიწა მესამაროს;

მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს;

არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს. 

 

 

და           “გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე, გლახ, ვით გათნიო?

ამიკლებს და ანუ მომკლავს: «ეგე სიტყვა ვითა სთქვიო?

რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგეთიო».

სჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო. 

 

 

და           “თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად მოღორდენ,

რად გაგიშვან, რად მოსტყუვდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ!

შენ წახვიდე, მტერნი ჩვენნი დაგვთამამდენ, გაგვისწორდენ!

ეგე აგრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ”.

 

 

და           ყმა ატირდა, ცრემლით უთხრა: “ხამს, თუ დანა გულსა ვიცი;

ჰე, ვაზირო, შეგეტყვების, სიყვარული არ თურ იცი,

ანუ სხვაცა არ გინახავს მოყვრობა და არცა ფიცი,

თუ გინახავს, უმისოსა ჩემი ლხინი ვით ამტკიცი?! 

 

 

და           “მზე დაბრუნდა, არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს!

აწ ვუშველოთ, გვიჯობს, იგი ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს,

ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს, რა მატკბუნვებს;

ცუდთა კაცთა საუბარი კაცსა მეტად დააჭმუნვებს. 

 

 

და           “მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ, ხელსა რასა მხდიან!

აწ ვითამცა უცნობოსა გაუწყვედლად ცრემლნი მდიან.

სჯობს წავიდე, არ გავტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან;

ჭინი მისგან უნახავნი, კაცსა ვისმცა გარდუხდიან!

 

 

  და         “აწ, ვაზირო, მაგა პირსა გული კრული ვით მოგთმინდეს?

რკინა ჩემი მონაცვალე, ხამს გაცვილდეს, არ გატინდეს;

ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს,

მომეხმარე, ნუ თუ ჩემგან მოხმარება შენცა გინდეს. 

 

 

და           “არ გამიშვებს, გავიპარვი, წავალ მათგან შეუგებლად;

ვითა მნუკევს, ეგრე დავჰრთო გული ცეცხლთა მოსადებლად.

ვიცი ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად

თქვი, რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად”. 

 

 

და           ვაზირმან თქვა: “შენი ცეცხლი მეცა ცეცხლად მომედების,

ვეღარ ვუჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების;

ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.

ვიტყვი, მოვკვდე, არა მგამა, ჩემი მზეცა თქვენ მოგხვდების”. 

 

 

და           რა ვაზირმან ესე უთხრა, ადგა, დარბაზს გაემართა.

მეფე დაჰხვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა.

შეუშინდა, საწყენლისა მოხსენება ვერ შეჰმართა;

დაყრით დგა და იგონებდა არ საქმეთა საომართა.

 

 

და           მეფემან ნახა ვაზირი დაღრეჯით დაყმუნვებული.

უბრძანა:  “რა გჭირს, რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული?”

მან ჰკადრა: “არა ვიციო, მართ ვარ  თავისა  ვებული,

მართალ ხართ,  მომკლათ, რა გესმათ ამბავი გაკვირვებული.  

 

 

  და         “ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა  არცა  ჰმატს, და არცა დიდობს;

მეშინიან,  თუცა შიშსა მოციქული ვერ დაჰრიდობს.

აწ ავთანდილ  გეთხოვების, მოაჯეობს, არ წამკიდობს,

უმისყმისოდ სოფელსა და საწუთროსა მისთვის  ფლიდობს”.  

 

 

  და         რაცა იცოდა, ყველაი ჰკადრა მოშიშრად ენითა;

კვლა მოახსენა: “რამცა სცან სიტყვითა ესოდენითა,

თუ რაგვარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა,

მართალ ხართ, თუმცა რისხვანი ჩენმთვის  იანაზდენითა”.  

 

 

  და         რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა, გაავცნობდა,

ფერი  ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა;

შეუზახნა: “რა სთქვი, შმაგო, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა;

ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას  ადრე სცნობდა!  

 

 

და           “ვითამც რამე სახარული საქმე მითხარ ვითა ადრად.

მაგის მეტი  რა ვინ მიყოს, თუ არ  მომკლას მუხთლად, ღადრად!

შმაგო,  ენა ვით იხმარე აწ მაგისად ჩემად კადრად!

აგრე შმაგი არ  ვაზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად! 

 

 

და           “ხამსა, კაცმან  პატრონისა  საწყინარსა არ  დახედნეს,

ოდენ სიტყვა უეცრული უალაგოდ დაიყბედნეს?!

მე მაგისად მოსმენამდის  რად  არ ყურნი შემეჭედნეს!

შენ თუ  მოგკლა,  სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან მიიქედნეს”. 

 

 

და           კვლა უბრძანა: “თუმცა მისგან აწ არ  იყავ მოგზავნილი,

თავმან ჩემმან,  თავსა  მოგკვეთ,  არად უნდა  ამას  ცილი.

წა, უკუ-დეგ! ავი, შმაგი, უმეცარი, შლეგი, წბილი!

შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე,  მისგან ქმნილი!”  

 

 

  და         დადრკა, სკამნი შემოსტყორცნა,  ჰკრნა კედელსა, შეალეწნა;

დააცთუნა, მაგრა მისვის აალმასნა,  არ აძეწნა:

“ვით მიამბე წასვლა მისი,  ვინ ალვისა მორჩი ხე წნა!”

ვაზირისა ცრემლმან ცხელმან ღაწვნი თეთრნი  აახეწნა.

 

 

  და         ვაზირმან, გლახ, გამოჰრინდა, მართ ვეღარას ვერ იძრწივნებს;

გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა  მოიმტკივნებს,

შეის  ხასობს, გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს,

მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომელ კაცი თავსა ივნებს.  

 

 

და           თქვა: ”ცოდვათა ჩემთა მსგავსი ღმერთმან მეტი  რა მიჩვენოს?

რად მოვღორდი, რად  დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს!

ვინცა კაცმან კადნიერად პატრონსა რა მოახსენოს,

ჩემნი დღენი მასმცა ადგან, რაძი ვითა გაისვენოს!” 

 

 

  და         ვაზირი გაწბილებული მივა ბედითა შავითა;

ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა:

“მადლი რა გკადრო, არ ვიცი, გავხასდი მე მაშ ა ვითა,

ვა, კარგი თავი უებრო დავკარგე,  დავაშავითა!”   

1 2 3 4 5
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / შოთა რუსთაველი / ვეფხისტყაოსანი