და           სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია,

წამოიყვანეს იგი მზე, მათი-ღა წაგვრა ძნელია;

ზღვათა ქალაქსა დამართეს, თუცა გზა მუნით გრძელია,

თქვეს: “ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია”.

 

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისლვა

 

 

და           ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი,

შესთვალა: “მოვალ ტარიელ, მტერთა მძლე, მოსვრით მსპობელი;

ქაჯეთით მომყავს ჩემი მზე, ჩემი ლახვართა მსობელი;

მწადიან, გნახო პატივით, ვითა მამა და მშობელი.”

 

 

და           “აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია;

მეფეო, კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია;

ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია,

მისად მუქაფად რა გიძღვნა? მძულს ცუდი ნაქადებია!”

 

 

და           “მოდი, გვნახენ, გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე,

სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი, ჩემგან შეიწირე,

კაცნი შენნი შეაყენენ, ციხე მაგრად დაიჭირე,

მე ვისწრაფი, ვერა გნახავ, შენ წამოდი, ჩემ კერძ ირე.”

 

 

და           “თქვენ უბრძანეთ ჩემ მაგიერ უსენს, ქმარსა ფატმანისსა,

გამოგზავნოს, ეამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა;

მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა,

ვინ მზესაცა უნათლეა, არსე ვითა ბროლი ფისსა!”

 

 

და           რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა, ---

წესია, გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთობელსა ---

მისცა მადლი და დიდება ღმერთსა, მართლისა მბრჭობელსა,

მაშინვე შეჯდა, არ უნდა მისლვა სხვასა ღა მხმობელსა.

 

 

  და         ბარგი აჰკიდა, გააგო ქმნა ქორწილისა მათისა,

მას მოაქვს, რიცხვი ტურფათა, არს სიდიადე სათისა;

ფატმან ჰყავს თანა, იარეს სავალი დღისა ათისა;

უხარის ნახვა ლომისა და მზისა, ხმელთა მნათისა.

 

 

და           შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა,

გარდახდეს, მდაბლად აკოცეს, გა რესწყდეს ჯარსა სპათასა;

შეასხეს ქება ტარიელს, მან მადლი გაუათასა,

ქალი რა ნახეს, სტრფიალობს შუქსა მას ბროლ-ბაკმათასა.

 

 

და           ფატმან ხათუნს, მისსა მჭვრეტსა, ედებოდა ცეცხლი ნელი,

მოეხვია, გარდუკოცნა ხელი, ფერხი, პირი, ყელი;

იტყვის: “ღმერთო, რა გმსახურო, გამინათლდა რათგან ბნელი!

ვცან სიმოკლე ბოროტისა, კეთილია მისი გრძელი”.

 

 

და           ქალი ფატმანს ეხვეოდა, ტკბილად იტყვის, არ-გამწყრალი:

“ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი, გაცამწკრალი,

აწ ეგრე ვარ გავსებული, წინას ვიყავ ვითა მცხრალი,

მზემან შუქნი შემომადგნა, ვარდი მით ვარ არ-დამზრალი”.

 

 

და           ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა.

ქაჯეთიცა დაუმადლა, არ გაუშვა დღესა შვიდსა;

უხვად გასცემს ნაბოძვარსა, საჭურჭლესა ანაკიდსა,

პერპერასა დაფანტულსა ზედა სცვეთდეს ვითა ხიდსა.

 

 

და           მუნ იდვის გორი ლარისა, სტავრისა და ატლასისა;

ტარიელს უძღვნა გვირგვინი, ვერ დანადები ფასისა;

იაგუნდისა მრთელისა, ყვითლისა, მეტად ხასისა,

კვლა ერთი ტახტი ოქროსა, წითლისა მართ ხალასისა.

 

 

და           ნესტანდარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა,

იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა.

დასხდეს ორნივე ქალ-ყმანი პირითა ელვა-მკრთალითა

 

მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

 

 

  და         ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი:

ძვირფასისა უნაგირი, უკეთესი თვითო ცხენი,

თითო კაბა თვალიანი, უცხო ფერთა შუქთა მფენი,

მოახსენეს: “მადლი რა ვთქვათ, სვიანმცაა დავლა თქვენი!

 

 

და           ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა, ენითა:

“დიდად ვიამე, მეფეო, პირველ ნახვითა თქვენითა,

მერმე აგვავსენ მრავლითა  უცხოთა ტურფა ძღვენითა,

ვიცი, შორი-შორ არ-ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვქმენითა”.

 

 

და           ზღვათა მეფე  მოახსენებს: “ხელმწიფეო, ლომო, ქველო,

მოახლეთა სიცოცხლეო, ვერ მჭვრეტელთა შორით მკვლელო,

მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა,  შვენიერო სანახველო!

რა მოგშორდე,  რა მერგების,  საჭვრეტელად სასურველო?!”

 

 

  და         ტარელ ფატმანს  უბრძანა: “მე  თავი შენი  მიდია;

დავ, ვალი  შენი ჩემზედა გარდაუხდელი, დიდია;

აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია,

მომიცემია, წაიღე, არ კიდე მომიყიდია”.

 

 

და           ფატმან ხათუნ  თაყვანის სცა ჰკადრებს მადლსა  მეტის მეტსა.

“მე,მეფეო, ნახვა თქვენი მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა;

რა მოგშორდე, რა  ვიქმნები, მე დამაგდებ ვითა რეტსა.

ახ, ნეტარძი  მოახლეთა! ვაგლახ თქვენსა  ვერა-მჭვრეტსა!”

 

 

და           ზღვათა  მეფესა ეტყოდეს სამნივე  შუქთა  მაფენი,

კბილნი ბროლნი და ბაგენი, სადაფთა  მოსადაფენი:

“უთქვენოდ  მყოფსა არ  გვინდან ნიშაგნი, ნა-ჩანგ-დაფენი,

მაგრა გაგვიშვენ, წავიდეთ, ჟამია, ვართ  მოსწრაფენი.

 

 

და           ”შენ იყავ ჩვენი მშობელი და ჩვენი  საესავიო,

მაგრა ამასცა ვიაჯით,  გვიბოძო ერთი  ნავიო”.

მეფემან ბრძანა: “არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო.

რათგან ისწრაფი, რა  გკადრო? წა,  გიწინამძღვრდეს მკლავიო!”

 

 

და           მეფემან ნავი-ხომალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა.

გამოემართა ტარიელ,  გამყრელნი  ცრემლსა ღვრიდესა,

თავსა იცემდეს,  იგლეჯდეს, თმა-წვერსა გაიყრიდესა,

ფატმანის ცრემლთა  შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

 

 

  და         გამოვლნეს ზღვანი სამთავე, ერთგან ძმად  წანაფიცართა,

კვლა ამტკიცებდეს სიტყვათა, მათ პირველ  დანამტკიცართა;

ეშვენის მღერა და სიცილი მათ, მისთა არ უიცართა,

ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

 

 

  და         მუნით კაცი ასმათს თანა მათ  გაგზავნეს მახარობლად,

კვლა ფრიდონის თავადთასა - ნაომართა  მათთა  მთხრობლად;

“მანდა  მოვა,  მოიმაღლებს მზე მნათობთა  მამაგრობლად,

ჩვენ,  დამზრალნი აქანამდის, აწ ვიქმნებით დაუზრობლად”.

 

 

  და         იგი  მზე შესვეს კუბოსა, იარეს გზა ზღვის პირისა,

მიყმაწვილობდეს, უხარის მათ  გარდახდომა ჭირისა;

მივიდეს, სადა ქვეყანა იყო  ნურადინ  გმირისა,

მოეგებნიან, ისმოდის ხმა  სიმღერისა ხშირისა.

 

 

  და         მუნ  მიეგებნეს ყოველნი ფრიდონის  დიდებულები.

ასმათი, სავსე ლხინითა, ვის აღარ აჩნდა  წყლულები,

ნესტანდარეჯანს მოეჭდო,  რომე ვერ  გაჰყრის ცულები,

აწ გაუსრულა ყოველი მან მისი  ნაერთგულები.

 

 

  და         ნესტანდარეჯან ეხვევის, პირსა აკოცებს პირითა;

უბრძანა: “ჩემო, ვაგლახ მე, შენცა აგავსე ჭირითა,

აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა, ვცან მისი არ- სიძვირით  ა;

მე გულსა შენსა  ეზომსა, არ ვიცი,  გარდვიხდი რი თა!”

 

 

და           ასმათ ჰკადრა: “ მადლი  ღმერთსა, ვარდნი  ვნახენ არ-დაზრულნი,

ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი,

სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩნს, ოდეს გნახენ მხიარულნი,”

სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი.

 

 

და           დიდებულთა თაყვანი სცეს, მოახსენეს დიდი ქება;

“რომე ღმერთმან გაგვახარნა, კურთხეულ არს მისი ღმრთება!

ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი, აღარა  გვწვავს  ცეცხლთა დება,

წყლულსა, მისგან დაკოდილს, მასვე ძალ-უც განკურნება”.

 

 

და           მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს, აგრე გარდაჰკოცნეს.

მეფე ეტყვის:”ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს,

იგი შვებას საუკუნოს, ცხადად ჰპოვეს, არ იოცნეს,

ერთსა მიჰხვდეს საზიაროდ,  დიდებანი იასოცნეს”.

 

 

და           “თუცა მე მათი დახოცა  მტკივის და სატკივარია,

მაგრა მათ მიჰხვდა უკვდავი მუნ დიდი  საჩუქარია”.

ესე თქვა, ნელად ატირდა და წვიმა  თოვლსა არია,

ნარგისთათ იბრძვის ბორიო, ვარდსა ზრავს, იანვარია.

 

 

  და         მუნ ატირდეს ყველაკანი, რა ტირილად იგი ნახეს,

რაცა ვისცა დაჰკლებოდა,  მათ ტირილით,  სულთქმით ახეს;

დადუმდეს და  მოახსენეს: “რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს,

თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს,  რასათვისმცა ივაგლახეს!”

 

 

და           “ვინ ღირსა თქვენსა  ეგზომსა ტირილსა,  შეჭირვებასა!

თქვენთვის სიკვდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა”.

კვლა ფრიდონ ჰკადრა მეფესა: “ნურად იქმ გამწარებასა,

ცმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა  გახარებასა!”

 

 

  და         ავთანდილცა მიუმტკივნა, იტყვის დიდსა სიმძიმილსა;

მათ შეასხეს ქება, უთხრეს: “მივსცნეთ თავნი აწ ღიმილსა,

რათგან მიჰხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა,

აღარა ვტირთ სატირალსა, აღარ დავსდებთ თვალთა  მილსა”.

 

 

და           მივიდეს, სადა ქალაქი დიდი  მულღაზანზარია;

სცემდეს ბუკსა და  ტაბლაკსა,  გახდა ზათქი და ზარია,

დაბდაბისა და  ქოსისა ხმა ტურფად  შენათხზარია,

მოატყდეს მოქალაქენი, დააგდეს მუნ ბაზარია.

 

 

და           შუკათა მოდგნეს ვაჭარნი,  ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია,

შორს უარებდეს სარანგნი, ხელთა აქვს მათ აბჯარია.

მოიჯრებოდეს ჯალაბნი, სარანგთა  დამსაჯარია,

მათად საჭვრეტლად მიშვება  მუნ მათგან ნააჯარია.

 

 

და           გადახდეს ფრიდონისასა,  სრა ნახეს მოსაწონები.

გამოეგება მრავალი  ოქროს სარტყლითა  მონები,

ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს  ნაქონები,

თავსა აყრიდეს ოქროსა, ხვეტს ჯარი მუნ  ნარონები.

 

 

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯნისა ფრიდონისაგან

 

 

  და         მათ ქალ-ყმათთვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული,

წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული;

ავთანდილისთვის ყვითელი და შავი ერთგან რეული,

მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი  სულ-დალეული.

 

 

და           მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა;

ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა  ლბილისა

ფრიდონის  პურად კარგისა,  არ მასპინძლისა წბილისა;

ნესტანდარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.

 

 

და           მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ დალქატისა,

ცხრა მარგალიტი სიდიდით  მართ ვითა კვერცხი ბატისა,

კვლა ერთი თვალი  სამსგავსო მზისა  შუქ-მონამატისა,

მას წინა ღამით ძალ -ედვის  მხატვარსა ხატვა ხატისა.

 

 

  და         კვლა უძღვნა თვითო ფარღული,  გარდასაყრელი ყელისა,

მრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა;

კვლა მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ  საჭირავი ხელისა,

ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის  ქველისა.

 

 

და           იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა.

ავთანდილს უძღვნა .ყველაი არა  სიტყვითა წბილითა.

აივსო სახლი   სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა,

ტარიელ მადლი უბრძანა,  ლაღმან  სიტყვითა ტკბილითა.

 

 

  და         ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა;

ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა;

დღე და ღამე არ  გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი  ხმასა.

აჰა. მიჰხვდეს შესაფერნი  ყმა ქალსა და ქალი  ყმასა.

 

 

  და         ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე-ერთ სიტყვები გულისა:

“არს გული თქვენი აჩემოდ  უფროსი ძმისა  სრულისა,

არ გემუქების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა,

მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა”.

 

 

  და         “ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება,

აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა  მოხმარებისა წადება:

შენ მიდი, ჰკითხე, რა  უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება,

ვითა დამივსნო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება”.

 

 

და           “უთხრა: “ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირ-ნახულსა!

ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა!

თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა,

არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა”.

 

 

  და         “აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები?

ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები;

ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა საომარები,

თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები”.

 

 

  და         რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა,

მას გაეცინნეს, გაღიმდა, შვენოდა მხიარულობა;

თქვა, თუ: “მეშველი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა!

ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა.

 

 

და           ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა,

საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით-ა,

არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა,

 მას ზედა შველა რად მინდა, რად მეჭვ რასაცა თნებითა!”

 

 

  და         “რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი,

ღმერთი იწადებს, მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი;

მაშინ-ღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი,

უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი-და-მო რბენანი”.

 

 

  და         “მიდი და ჰკითხე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი.

“მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი,

ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი,

ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი”.

 

 

  და         “გებრძანა: “შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა”.

ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა;

მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა,

მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა”.

 

 

და           «ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე:

ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე,

გვერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე,

მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე”.

 

 

და           «რა გამისრულდენ ესენი ჩემნი  გულისა ნებანი,

მაშინ-ღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი;

ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი.

სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან რასაცა თნებანი».

 

 

და           რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი,

მან ბრძანა: “მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი.

ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი,

ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი.”

 

 

და           “მიდი, უთხარ ჩემმაგიერ სიტყვა ჩემგან არ-ნათნები:

«მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები.

ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყვარლები,

ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები».

 

 

და           “ესე უთხარ: <<ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო,

ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო;

მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო,

ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო>>.”

 

 

და           უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა:

“არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა,

მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა,

ასრე ხამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა”.

 

 

  და         ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად,

ფერხთა ეხვევის, აკოცებს,აღარ შეხედავს ზე წელად;

ეტყვის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად,

კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, დაცამლეწელად.”

 

 

და           “რასაცა ლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია,

გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია!

მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია!

ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!”

 

 

და           “ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს,

ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს,

ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს,

შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს.”

 

 

და           ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან,

ხელი მოჰკიდა ავთანდილს, აჰმართა, ააყენა მან:

“მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან,

მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.”

 

 

და           “დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,

მძულს გაუწყვედლად კუშტობა, და სულ-მძიმობა, დიდობა;

თუ მოყვარეა გულისა, ქმნას ჩემკენ მონაზიდობა,

თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის კიდობა”.

 

 

და           “მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა,

არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა.

რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა!

ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა”.

 

 

და           “ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით,

რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით.

რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით?

დააშვენეთ ერთმანეთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით”.

 

 

და           რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაშლიდა,

არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა;

ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა,

თანა წაჰყვა, განაღამცა მასთანავე გზასა ვლიდა.

სამთაგანვე  ქვაბსა  მისლვა და  მუნით  არაბეთს  წასლვა

 

 

  და         ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს:

ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს,

ავსა წამ-ერთ შეამოკლებს, კარგსა ხან-გრძლად გააკვლადებს,

თავსა მისსა უკეთესსა უზადო ჰყოფს, არ აზადებს.

 

 

  და         ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი, იგი მზენი,

თანა მიჰყავს პირი მზისა, ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი,

ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი, დანათხზენი,

მუნ ბადახშსა აშვენებდეს სინატიფე, სინაზენი.

 

 

და           იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს;

მინადირობდეს, ნადირსა მუნ სისხლსა მიადინებდეს;

სადაცა დახვდის ქვეყანა, მჭვრეტელთა მოალხინებდეს,

მოეგებნიან, სძღვნობდიან, აქებდეს, არ აგინებდეს.

 

 

და           მას ჰგვანდეს, თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა;

იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა, ბრძნად მოუბარეთა;

შიგან მათ დიდთა მინდორთა, ყოვლგნით კაც-მიუმხვდარეთა,

სად ყოფილ იყო ტარიელ, მიჰხვდეს მის კლდისა არეთა.

 

 

და           ტარიელ ბრძანა: “მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა;

მუნ მივალ, სადა ყოფილ ვარ, მჭირდა სადამდის ხელობა;

მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან, მას უც ხორცისა ხმელობა,

მე რომე გიძღვნი ტურფათა, აქოთ ლარისა ჭრელობა.”

 

 

და           მივიდეს, შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა.

ასმათს უც ხორცი ირმისა, იქმს მასპინძლობა-კვეთასა.

ამხანაგობდეს, ლაღობდეს, წასლვასა მათ საქმეთასა;

ღმერთსა ჰ შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.

 

 

და           მოიარეს ქვაბოვანი, თამაშობდეს მხიარულნი,

პოვნეს იგი საჭურჭლენი, ტარიასგან დაბეჭდულნი,

ვერცა ვისგან დანათვალნი, ვერცა ვისგან შეგებულნი;

არ იტყვიან --- არა გვაქვსო, იგ ამისთვის გულ-ნაკლულნი.

 

 

  და         უბოძა ტურფა მრავალნი მათ მათი შესადარები.

კვლა ფრიდონისნი აავსნა, სპა ჰყვა თუ სპასალარები.

აივსო კაცი ყველაი მაშინ მათ თანა ნარები,

მაგრა ძეს რომე საჭურჭლე,  ჰგვანდა კაც-დაუკარები.

 

 

და           ფრიდონს უთხრა: “ვალი თქვენი ჩემგან ძნელად გარდიხდების,

მაგრა თქმულა: “კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების”;

აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების,

შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების.”

 

 

და           ფრიდონ მდაბლად თაყვანი სცა,ჰკადრა მადლი მეტის-მეტი:

“მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი?

მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი,

ჩემი ლხინი მუნამდის ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!”

 

 

და           ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად,

სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად;

აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად,

ავთანდილ ა გალეული შესაყრელად, მთვარე, მზისად.

 

 

და           მიჰხვდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები.

დახვდა სოფლები, ციხები, ხშირ-ხშირად თანის-თანები,

მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა  ლურჯი და მწვანები,

ავთანდილისთვის ყველაი  ცრემლითა არს ნაბანები.

 

 

და           ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა;

შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა;

მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა,

გიჩვენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭვნელსა, მოუკრეფესა”.

 

 

და           “მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა,

ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ, შემოტევება ცხენისა;

მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა,

დავხოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქვენისა”.

 

 

  და         “აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია,

შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ჰქმნნეთ გაწყრომისა კმანია.

ძღვენი არა მაქვს, მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია,

ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ ძე თქვენთვის მომიტანია”.

 

 

და           რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა,

ვით გაეხარნეს, ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა;

თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა,

ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ-წამწამისა.

 

 

და           ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა ხმა მაშინ თქართქარებისა.

ლაშქარნი რბოდეს მი-და-მო, ქმნა სწადდა მათკე რებისა.

და იწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა,

შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ-ფიცხელ, გულ-მაგრებისა.

 

 

და           მეფე შეჯდა, გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი.

ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი.

ყველაკაი ღმერთსა ჰმადლობს, გაამაღლნეს მათნი ხმანი,

თქვეს: “ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია, შენთვის მზანი!”

 

 

და           რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ-მოსაგებავთა,

ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყვათა დანაზებავთა:

“აგერა ჰხედავ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა,

ამისთვის ვიწვი, სახმილი გულსა ეცხელა, ებავთა”.

 

 

და           “ისია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა.

იქი ვერ მივალ, მრცხვენიან, გულსა სახმილი დებულა,

ჩემად არაკად სულ-დგმული კაცი არ გაწბილებულა,

რასაცა მიზამთ, თქვენ იცით, ფრიდონ თქვენდავე ხლებულა”.

 

 

  და         ტარიელ უთხრა: “კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა.

აწ დადეგ, იქი ნუ მოხვალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა.

მე მივალ, ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა,

ვეჭვ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”.

 

 

და           მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი.

ნესტან-დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭვრეტთა მზარავი,

მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვისთა ქარი არავი,

წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.

 

 

  და         ფრიდონ წაჰყვა; განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა;

ცნა მეფემან, ტარიელი მარტო მოვა, მოჰხრის ტანსა;

გარდახდა და თაყვანი სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა,

სდებს პატივსა ინდოთ მეფე, მართ მამისა შესაგვანსა.

 

 

და           ტარიელცა თაყვანი სცა, მივა კოცნად, სასალამოდ;

მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ,

გაკვირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ:

“შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ”.

 

 

  და         გაეკვირვა მეფე მისსა თვალადობა-სიტურფესა,

პირსა უჭვრეტს გაკვირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა;

კვლა ფრიდონცა უსალამა, თაყვანი სცა მან მეფესა,

მას მეფესა, ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა.

 

 

  და         მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების, დაეღონების.

ტარიელ ეტყვის: “მეფეო, აწ გული შენ გემონების;

მიკვირს, თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების!

რათგან ავთანდილ შენია, სხვა რად ვინ მოგეწონების?”  

 

 

და           “ნუ გიკვირს მისი ვერ  ნახვა და დაყოვნება ხანისა!

მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწვანისა,

გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა,

ვიაჯ რასამე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა”.

 

 

და           დასხდეს მეფენი, მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა.

ტარიელს პირსა ციმციმი ათქს, უნათლესი ბაზმისა;

ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა, ყოფა ქცევისა და ზმისა,

დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა, ბრძნად ნაკაზმისა:

 

 

და           “მეფეო, თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად,

მაგრა მოსული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად მქენებლად.

თვით იგი იაჯს, რომელიც ჩანს მზეებრ შუქთა მფენელად,

ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად”.

 

 

და           “აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით,

ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დადებით,

დავიწყდეს, რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით,

არ გაწყენ, გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით”.

 

 

  და         “თქვენთა უყვარს ერთმანერთი, ქალი მას და იგი ქალსა,

მით ვიგონებ საბრალოსა, მტირალსა და ფერ-ნამკრთალსა;

მუხლ-მოყრილი გეაჯები, ნუღარ აწვევ იმათ ალსა,

რომე მისცე ქალი თქვენი მკლავ-მაგარსა, გულ-ფიქალსა”.

 

 

  და         “ამის მეტსა არას გკადრებ, არ მოკლესა, არცა გრძელსა”.

ამოიღო ხელ-მანდილი, მოინასკვა ზედან ყელსა,

ადგა, მუხლნი მიუყარნა, ეაჯების ვითა მზრდელსა,

გაუკვირდა ყოვლსა კაცსა, მის ამბისა მომსმენელსა.

 

 

  და         რა ტარიელ მუხლ-მოყრილი ნახა, მეფე შეუზარდა,

შორს უკუდგა, თაყვანის სცა, ქვე მიწამდის დაუვარდა.

მოახსენა: “ხელმწიფეო, ლხინი ყოვლი უკუქარდა,

თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა”.

 

 

  და         “ვით ეგების, რაცა გწადდეს, რომე კაცი არ მოგთმინდეს,

ანუ მშურდეს ქალი ჩემი, საკლავად და ტყვედცა  გინდეს;

გებრძანამცა სახლით თქვენით, ცრემლი არცა მაშინ მდინდეს;

სხვა მისებრი ვერა პოოს, ცათამდისცა აღცაფრინდეს!

 

 

და           “მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა;

თვით მეფობა ქალსა ჩემსა მივეც, აქვს და მას ეფერა;

ვარდი ახლად იფურჩნების, მე ყვავილი დამებერა,

რამცა ვჰკადრე შეცილება, რასაც ოდენ იგი ჯერა!”

 

 

  და         “თუ შეგერთო ერთი მონა, თქვენთვის არცა მაშინ მშურდა.

ვინმცა გკადრა შეცილება, უშმაგომცა ვით მოგმდურდა!

თუ ავთანდილ არ მიყვარდა, ასრე მისთვის რად მომსურდა?

დია, ღმერთო,წინაშე ვარ, ესე ჩემგან დადასტურდა”.

 

 

და           რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა,

დადრკა, მდაბლად ეთაყვანა, პირსა ზედან დაეფინა.

კვლა მეფემან თაყვანი სცა, წამორევლო, წადგა წინა,

ერთმანერთი მოიმადლეს, მართ ერთსაცა არ ეწყინა.

 

 

და           ფრიდონ შეჯდა, ავთანდილის მახარობლად გაექანა, --

ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასცა განა, --

წავიდა და წამოუძღვა, მოიყვანა, მოჰყვა თანა,

მაგრა ირცხვის მეფისაგან, შუქი ბნელად მოევანა.

 

 

  და         მეფე ადგა,  მოეგება;  ყმა გარდახდა, რა მივიდა;

ხელთა ჰქონდა ხელმანდილი, პირსა მითა იფარვიდა.

მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა, ქუშდებოდა, ვარდსა ზრვიდა.

მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაჰფარვიდა!?

 

 

და           მეფე კოცნასა ჰლამობდა, აღარა ცრემლნი სდენიან;

ავთანდილ ფერხთა ეხვევის, შუქნი ქვე დაუფენიან;

უბრძანა: “ადეგ, ნუ ირცხვი, შენ ზნენი გამოგჩენიან,

რათგან მერჩიო, ნუ მერცხვი, ჩემგან ნუღარა გრცხვენიან!”

 

 

და           მოეხვია, გარდაკოცნა  მან  პირისა არე-მარე :

“დამივსეო ცეცხლი  ცხელი, მაგრა წყალი არემარე;

ვინ  გიშერი დააჯოგა და წამწამი არემა-რე,

გვალე, შეგყრი, ლომო, მზესა, თავი მისკე არე მარე”.

 

 

  და         მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა,

ახლოს უზის, ეუბნების, აკოცებს და უჭვრეტს პირსა;

იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა, ვითა ღირსა,

მაშინ ლხინი ამო არის, რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

 

 

და           ყმა მეფესა მოახსენებს: “მიკვირს, სხვასა რად რას ბრძანებ,

რად არ გინდა ნახვა მზისა, ანუ რად-ღა აგვიანებ?

მიეგებვი მხიარული, სახლსა თქვენსა მოიყვანებ,

შემოიმოს შუქთა მისთა, ნათლად გარე მოივანებ”.

 

 

და           ტარიელსცა მოახსენა; შესხდეს, ქალსა მიეგებნეს,

მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს,

მიჰხვდეს მათსა საწადელსა, იგი პოვეს,  რაცა ძებნეს,

ხელი ჰხადეს ხრმალთა მათთა, არა ცუდად წელთა ებნეს.

 

 

და           მეფემან ქალს უსალამა, მან შორით გარდახდომილმან.

დაუყვნა თვალნი ელვამან, მისთა ღაწვთაგან კრთომილმან;

გამოეგება, აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან,

დაუწყო ქება მეფემან, თვით ვერას ვერ-მიხვდომილმან.

 

 

და           ეტყვის: “მზეო, ვითა გაქო, ნათელო და დარიანო,

შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდად არიანო,

მზიანო და მთვარიანო, ეტლად რაო და რიანო,

თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით, არ ვარდნო და არ იანო”.

 

 

და           გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა;

ვით მზემან, დაყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა;

სითცა  გამოჩნდის, იქმოდეს ჯარნი მუნითკენ  რბენასა,

მისგან დამწვარნი  მისციან გულნი ჭვრეტითა ლხენასა.

 

 

  და         შესხდეს, წავიდეს ყველანი, შინა თავისა მარებად,

ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად,

არ მიიხდომის სიტურფე, არს მათგან მიუმხვდარებად,

ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად, არებად.

 

 

და           შევიდეს, ნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა;

სკიპტროსან-გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა;

მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა,

შევიდა მეფე ინდოთა, იგი მზე, მსგავსი გმირისა.

 

 

და           ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს,

მოეგებნეს, აკოცეს და საუბარი დააამეს,

იგი სახლი გაანათლეს, არ ნათელი შეაღამეს,

ბროლ-ბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

 

 

და           თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა;

ტარიელ უთხრა: “შენ დაჯე, სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა,

დღეს ტახტი შენი შენ  გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა,

მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზესა მზეთასა”.

 

 

და           ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა;

გვერდსა დაუსვეს ავთანდილ, სურვილსა მოეკლა ვისსა;

უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა,

ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა, ნუცა თუ რამინს და ვისსა.

 

 

და           ქალსა შესწბა, გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა.

ფერი ჰკრთა და გაუფიცხა შე-და-გამო გულმან კრთომა;

მეფე ეტყვის: “შვილო, ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა,

ბრძენთა უთქვამს სიყვარული, ბოლოდ მისი არ წახდომა.

 

 

და           “აწ, შვილო, ღმერთმან თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა,

სვე-სვიანობა, დიდობა, კვლა ჭირთა გარდუხდელობა,

ცამცა ნუ შეგცვლის, მოგხვდების თვით  მისებრ შეუცვლელობა,

თქვენის ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა!”

 

 

და           მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება:

“ესეაო მეფე თქვენი, ასრე იქმნა ღმრთისა ნება,

დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი, მე სიბერე, ვითა სნება,

ჩემად სწორად მსახურებდით, დაიჭირეთ ჩემი მცნება!”

 

 

და           ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს, მდაბლად ეთაყვანნეს;

მოახსენეს: “მიწად ვექმნეთ, ვინცა მიწად მიგვიყანნეს,

მორჩილ-ქმნილნი დაგვამდიდრეს, ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს,

მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს, გულნი ჩვენნი აგულვანნეს.”

 

 

  და         ტარიელცა უთხრა ქებით იმედისა თავსა დება;

ქალსა ეტყვის: “შემიყრიხართ, აღარა გწვავს ცეცხლთა დება,

ქმარი შენი ძმაა ჩემი, აგრევე მწადს თქვენი დება.

ორგულთა და შემცილეთა თქვენთა მე ვქმნა გაფლიდება.”

 

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

 

 

და           მას დღე ავთანდილ ხელმწიფედ ზის და ხელმწიფე ზენია,

მასთანა მჯდომსა ტარიელს ჰშვენიან სინაზენია;

ნესტანჯარ ახლავს თინათინს, ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია,

ჰგავს თუ, ცა მოდრკა ქვეყანად, შეყრილან ორნი მზენია.”

 

 

და           დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა,

ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა,

შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა, მათისა შესამსგავსისა,

მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა, მზისა მსგავსისა.

 

 

  და         იაგუნდისა ჯამები იყვის, ლალისა ჭიქები,

კვლა უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხო-უცხო სიქები.

მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები,

მჭვრეტელო, გულსა ეტყოდი: “ნუ აეხსნები, იქ ები!”

 

 

და           მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით, ისმოდის ხმა წინწილისა;

შეყრით ძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა;

მსმელთათვის წყარო ღვინისა, ასგან დის, მსგავსი მილისა,

ბინდით ცისკრამდის სმა იყო, გარდახდა ჟამი დილისა.

 

 

  და         არა დარჩა უსაბოძვრო არ-კოჭლი და არ-საპყარი;

მოდიოდა მარგალიტი მოფანტული, მონაყარი;

გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი;

სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი.

 

 

და           ხვალიაგან მეფე არაბთა კვლა პურობს, არ ღაფალია;

ტარიელს უთხრა: “შენი მზე საჭვრეტლად სატურფალია.

მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია;

ხამს, ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია”.

 

 

  და         “აწ, მეფეო, არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად”.

სახელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად.

ქვემოთ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად.

პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან, იდვის გორად.

 

 

და           არაბთა მეფე მასპინძლობს, იქმს ოდენ არიფობასა,

ზოგჯერ მათ  ახლავს, ზოგჯერ მათ,  არ იხმობს ხელმწიფობასა,

გასცემს და უქებს ყოველნი უხვობა-იეფობასა,

ფრიდონ ზის  ახლოს ავთანდილს, ჩვეული ვით მეფობასა.

 

 

და           მეფესა  ქმრითურთ  პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა,

სიყვარული და ჩუქება, ვით სიძისა და სძალისა;

რომე სძღვნა, არა ეგების თქმა არცა ნაათალისა,

თვითო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა.

 

 

და           კვლა  უძღვნა ძღვენი ორთავე, მსგავსი მათისა ბედისა,

ათასი თვალი, ნაშობი რომანულისა დედისა,

კვლა მარგალიტი ათასი, მართ  ვითა კვერცხი  ტრედისა,

ათასი ცხენი  ტაიჭი, სიდიდით  მსგავსი  ქედისა.

 

 

  და         ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავ-შედგმული,

ცხრა ტაიჭი, ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული.

ინდოთ მეფე თაყვანსა სცემს, ლაღი, ბრძენი, არ-მახმული,

მადლი ჰკადრა ფხიზელურად, თუცა იყო ღვინო-სმული.

 

 

და           რას ვაგრძელებდე, გარდახდეს დღენი ერთისა  თვისანი.

თამაშობდიან, არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი.

ტარიელს სძღვნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი,

მათ ყოვლთა მათნი ელვანი ჰფარვენ მართ ვითა მზისანი.

 

 

და           ტარიელ ჰგვანდის  ვარდსა და იყვის ფიფქისა  მთოველად.

ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად,

შესთვალა: “შენი სიახლე  კმა ჩემად ლხინად ყოველად,

მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად”.

 

 

და           “უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცლდნამან, ხელოვნებამან.

ვეჭვ, მოქცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან;

წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან,

ადრე კვლა გნახნე  მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან”.

 

 

და           როსტევან ჰკადრა:  “მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა,

რაცა გიჯობდეს, იქმოდით,  გასჭვრეტდით, გაიცდიდითა,

ავთანდილ თანა წამოგყვეს,წადით ლაშქრითა დიდითა.

თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, დაცასჭრიდითა “.

 

 

და           ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები.

მან უთხრა: “აგრე ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები,

ახლად შეყრილსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?”

ავთანდილ უთხრა: “მაგითა შენგან არ მოვიღორები”.

 

 

და           “არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად!

“ცოლი უყვარსო, გამწირა” იყო ამისად მსგავსად;

მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად?

კაცსა მო.ვრისა გაწირვა, ახ,  მოუხდების, ახ ავად!.

 

 

და           ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა,

უბრძანა: “ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა;

რათგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა”.

ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მისთანა წვევსა.

 

 

და           შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია;

კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია.

კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია.

არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელ-ჭმულია.

 

 

და           ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი,

ერთმანერთისა დად-ფიცი, სიტყვისა გამონდობილნი,

მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭრდობილნი

ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა გულიმცა ესხნეს წდობილნი.

 

 

  და         მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა შეესწოროსა,

ორნივე სწორად ნათობენ, მოშორდეს, მოეშოროსა;

არა თუ იგი მოშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა,

მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს, თავი იქედგოროსა.

 

 

და           მათადვე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან,

იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან,

ვარდსა სწებენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩადიან.

მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.

 

 

და           ნესტან-დარეჯან თქვა: “ნეტამც ყოლა არ შემოგცნებოდი,

მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი.

ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი,

ვითა მე შენთვის დამწვარვარ, აგრე შენ ჩემთვის ჰბნდებოდი”.

 

 

და           თინათინ უთხრა: “ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო,

რადმცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო!

ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო,

აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!”

 

 

        და          კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი;

ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი.

იგი ჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი,

რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.

 

 

და           როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების,

ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქმა უერთხელდების,

ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების,

ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

 

 

და           ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვეევნით და კოცებით;

იტყვის, თუ: “თქვენი სიახლე მიჩნს აქამდისცა ოცებით;

რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით,

შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით”.

 

 

და           ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი, გამომსალამე;

სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე:

“მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე”.

უბრძანა: “თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე!”

 

 

  და         გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა,

ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა.

კაცი ორმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა,

მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

 

 

და           სამთავე ვლეს,  ღმერთსა მათებრ სხვა ნურა ნუ დაბადოსა!

მოეგებიან; მტერობა ვერავინ დაიქადოსა!

მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა,

ვითა ჰმართებდათ, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.

 

ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა

 

 

  და         ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი დ

შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი.

მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი,

ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

 

 

და           თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს;

ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს;

მისცე კლიტე საჭურჭელთა, თავთა მათთა მიანდობდეს;

“ესეაო მეფე ჩვენი”, – იზახდიან, ამას ხმობდეს.

 

 

და           ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს;

ზედა დასხდეს ხელმწიფურად,  დიდებანი უდიადნეს,

ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნი ღა რად დაბადნეს!

ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.

 

 

და           სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს;

ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.

მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს,

გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

 

 

და           სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან:

“თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, მართ ამას მოიტყოდიან;

ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას იქმოდიან,

სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

 

 

და           ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა:

“რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა ზრდილსა;

აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა,  ერთსა წილსა

ზედა დაგსვამ, შენი იყოს, გვმსახურებდი  ტკბილი ტკბილსა”.

 

 

  და         “ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე;

მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!”

ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგან არის ჩემი ღონე,

მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?”

 

 

და           ერთგან სამთავე ძმობილთა  დაყვნეს  ცოტანი დღენია;

თამაშობდიან, უსახო მოუდიოდეს ძღვენია;

რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი  ცხენია,

მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

 

 

და           ტარიელ ცნა:” ამა  ყმასა ცოლისათვის მოესურვა”.

უბრძანებდა: “გული, შენი, ვიცი, ამად მომემდურვა;

აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა,

მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა.

 

 

და           კვლა ფრიდონცა  დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა,

ზედა-ზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა;

სამსახურსა მიბრძანებდი  უხუცესი ვითა მრწემსა,

შენთვის ასრე  მომსურდების,  წყაროსათვის ვით ირემსა”.

 

 

და           მასცა უბოძა ფარმანი: “წა, სახლი მოიარეო,

მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო”;

ავთანდილს უთხრა: “უშენოდ რამცა ვით გავიხარეო?

რათგან ისწრაფი, რაღა  ვქმნა? მოგელის ლომსა მთვარეო!

 

 

  და         როსტენისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფა  ჯუბაჩები,

კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ ჩამჩები.

“ჩემ მაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები”.

ავთანდილ თქვა: “ არა ვიცი, მე უშენოდ  ვით დავრჩები”.

 

 

  და         ქალსა ქალმან გაუგზავნა  ყაბაჩა და ერთი რიდე,

რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე!

ერთი თვალი, -- წამღებელმან ვერა თქვას, თუ ცუდად ვზიდე,--       

ღამე მზეებრ გაანათლოს, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.

 

 

  და         ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა;

იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეხლისა  ალამა;

სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი დალამა;

ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა”.

 

 

    და       ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი;

გზამან გაყარნა, წავიდეს თავისდთავ  ანატირენი;

კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი;

ავთანდილ მიჰხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

 

 

  და         გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან;

ნახა მზე მისი,  მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან;

მას თანა  ტახატსა დავეჯდა, ილხინა მჭვრეტთა ლხენამან,

გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

 

 

და           მათ  სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს,

ერთმანერთსა ნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს,

ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა დავეწყლულდეს,

მოიმატეს  სამეფონი,  გახელმწიფდეს,  გამორჭმულდეს.

 

 

და           ყოვლთა სწორად  წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს;

ობოლდქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს4

ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,

შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.

 

 

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

 

 და          გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა;

გარდახდეს, გავლეს სოფელი, ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!

ვის გრძლად ჰგონია,  მისთვისცა არის ერთისა წამისა,

ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.

 

 

და           ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის  მზე  მსახურებს სარბელად,

ესე ამბავი გავლექსე მე მათად  საკამათებლად,

ვინ არის  აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად,

ორგულთა მათთა დამწველად,  ერთგულთა გმახარებლად.

 

 

და           დავითის ქნანი, ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი!

ესე ამბავნი უცხონი უცხოთა  ხელმწიფეთანი,

პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ  მეფეთანი,

ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა  ვილაყფეთანი.

 

 

და           ესე ასეთი სოფელი  არვისგან მისანდობელი,

წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!

რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ, ბედია  მაყივნებელი,

ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

 

 

და           ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა,

აბდულ-მესია შავთველსა, ლექსი მას  უქეს რომელსა,

დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა დაუშრომელსა,

ტარიელ მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ-შეუშრომელსა. 

 

 

1 2 3 4 5
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / შოთა რუსთაველი / ვეფხისტყაოსანი