გაკვეთილი ოცდამესამე

 

პროგრამების დაყენება და წაშლა

 

დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა ვისწავლოთ კომპიუტერში  პროგრამების დაყენება და მათი საჭიროებისამებრ წაშლა.

პროგრამების დაყენება შესაძლებელია როგორც ლაზერული დისკიდან, ასევე კომპიუტერში არსებული პროგრამის საინსტალაციო პაკეტიდან, ასევე შეგვიძლია გადმოვწეროთ ინტერნეტიდან და შემდეგ დავაინსტალიროთ.

პროგრამების დაყენება და წაშლა ხორციელდება საკონტროლო პანელიდან.

პროგრამული უზრუნველყოფა ყენდება მყარ დისკზე. არსებობს ისეთი პროგრამები, რომელიც აუცილებელია დაყენდეს ცე დისკზე, სადაც ჩაწერილია ოპერაციული სისტემა, თუმცა არის ისეთი პროგრამებიც, რომლებიც არ ითხოვს ამის აუცილებლობას და შეგვიძლია დავაყენოთ დე დისკზე (ან სხვა მყარი დისკის ნაწილზე თუკი გაყოფილია დისკი 3 ან 4 ნაწილად).

პროგრამების დაყენება განსხვავდება განახლებისაგან, რომლის დროსაც არსებული პროგრამული საქაღალდეები და ფაილები იცვლება მათი ახალი ვერსიებით.

 

პროგრამა ვორდის დაყენება (2003 ვერსია)

 

 სამაგალითოდ დავაინსტალიროთ მაიკროსოფტ ოფისი 2003 ლაზერული დისკიდან. რატომ ოფის 2003 და არა სხვა რომელიმე ვერსია? ოფის 2003 ყველაზე კარგად იკითხება ჩვენი ხმოვანი პროგრამით.

 

ჩავდოთ დისკის მატარებელში დისკი, რომელზეც წერია დასაყენებელი პროგრამა. იმისათვის, რომ გავხსნათ კომპაკტ დისკი, უნდა ავკრიფოთ კომბინაცია ვინდოუს+დე ან ვინდოუს+ემი, გადავიდეთ სამუშაო მაგიდაზე, ისრებით ვიპოვოთ სიტყვა მაი კომპიუტერ, დავაჭიროთ ენტერს და ისევ ისრებით ვიპოვოთ მაიკროსოფტ ოფის.

ამის შემდეგ ვაჭერთ ენტერს და იხსნება კომპაკტ დისკი. მასზე მოთავსებული იქნება საქაღალდე, სადაც წერია პროგრამის დაყენებისთვის აუცილებელი ფაილები. ენტერით ვხსნით ამ საქაღალდესაც და ისრებით ვეძებთ გამშვებ ფაილს, რომლის სახელწოდებაა -  სეტაპ.ეგზე. ვაჭერთ ამ ფაილზე ენტერს და იწყება პროგრამის დაყენება.

 

 მოდით ნაბიჯ-ნაბიჯ განვიხილოთ პროგრამის დაყენების პირობები. მას შემდეგ რაც ჩვენ  დავაჭერთ ენთერს სიტყვაზე სეტაპ.ეგზე, დაიწყება პროგრამული ფაილების გაშვება.

გამოდის მეორე ფანჯარა, სადაც არის მოთხოვნა ჩაიწეროს პროგრამის სერიული ნომერი. სერიული ნომერი შესაძლებელია ეწეროს ზოგჯერ დისკზე ან დისკის ყუთზე. ასევე შესაძლოა იყოს მოთავსებული თვითონ პროგრამის საქაღალდეში ტექსტური ფაილი. მისი სავარაუდო სახელწოდება იქნება - სერიული ნომერი (სერინი ნომერ, სერიალ ნამბერ). ფაილი შემოგვთავაზებს 25 ნიშნა კოდს. 25 სიმბოლო დაყოფილია 5 ნაწილად და ერთმანეთისგან გამოყოფილია ტირეთი. ჩვენ უნდა გადავიტანოთ თითო-თითოდ ეს სიმბოლოები. ანუ მოვნიშნოთ სათითაო სიმბოლო შიფტ+მარჯვენა ისრით, დავაკოპიროთ კონტროლ+ცეთი. პირველი ნაწილი კოპირებულია ბუფერში. ახლა იგი უნდა ჩავსვათ წინა ფანჯარაში, სადაც გამოყოფილია 5 ნაწილად სიმბოლოების ჩასმის ველები. გადავიდეთ ამ ფანჯარაში ალტ+ტაბით. გააქტიურდება ეს ფანჯარა და ჩავსვათ კონტროლ+ვეთი კოპირებული სიმბოლოები ბუფერიდან. კურსორი თვითონვე გადავა შემდეგ თავისუფალ ველზე და მზადაა ჩაიწეროს სერიული ნომრის დარჩენილი ნაწილი. ალტ+ტაბით გავააქტიუროთ ტექსტური ფაილი და მოვნიშნოთ სიმბოლოები ტირედან ტირემდე. ისევ გამოვიყენოთ კონტროლ+ცე. გადავიდეთ ალტ+ტაბით წინა ფანჯარაში და კონტროლ+ვე-თი ჩავსვათ ნომერი. ამ თანამიმდევრობით გადავიტანოთ შემდეგი სიმბოლოებოც.

 

დავასრულებთ თუ არა სერიული ნომრის ჩაწერას ტაბ ღილაკით გადავდივართ  სიტყვაზე (დალეე, ნექსტ) და ვაჭერთ ენთერს.

პროგრამა გადადის  მომდევნო ეტაპზე.   იხსნება  ახალი ფანჯარა, სადაც არის თავისუფალი შესავსები ველები.

პირველ ველში უნდა ჩაიწეროს მომხმარებლს სახელი (იმია პოლზოვატელია), შემდეგ ველში - ინიციალები და შემდეგში - ორგანიზაცია. ამ ველებში გადავდივართ ტაბით და ვწერთ მომხმარებლის სახელს და ა.შ.

ველების შევსების შემდეგ ტაბ ღილაკით გადავდივართ  სიტყვაზე დალეე (ნეკსტ) და თამამად  ვაჭერთ ენთერს.

პროგრამა გადადის მესამე ეტაპზე და  გვთავაზობს ლიცენზირებულ შეთანხმებაზე ალამის მონიშვნას. რათქმაუნდა, ვეთანხმებით ანუ სპეის ღილაკით მოვნიშნავთ ალამს, რის შემდეგაც ისევ ტაბ ღილაკით  უკვე ჩვენთვის ნაცნობ სიტყვაზე დალე (ნეკსტ) ვაჭერთ ენტერს.

გადავდივართ მეოთხე ეტაპზე. გამოდის ფანჯარა, სადაც შემოთავაზებულია ინსტალაციის ვარიანტები: აბიჩნაია უსტანოვკა, პოლნაია უსტანოვკა, მინიმალნაია უსტანოვკა და ვიბორაჩნაია უსტანოვკა.

თუ ჩვენ გვსურს მაიკროსოფტ ოფისის სრული პაკეტის დაყენება, გადავდივართ ტაბით ღილაკზე - დალე და ენტერი. ხოლო თუ ავირჩევთ ვიბორაჩნაია უსტანოვკას, გამოდის დამატებითი ფანჯარა, სადაც ჩამოთვლილია მაიკროსოფტ ოფისში შემავალი რედაქტორები, ესენია: ვორდი, ექსელი, პოვერ პოინტი, აუტლუქი, პუბლისშერ, ექსესს, და ინფო პაჩი. აქ ყოველი რედაქტორის წინ არის ჩასასმელი ალამი. თუ ჩვენ რომელიმე არ გვჭირდება, ამოვრთოთ ალამი და გავაგრძელოთ დაყენება.

 მე გირჩევთ, რომ ისრით აირჩიოთ სრული ვარიანტი.

როგორც კი ავირჩევთ დაყენების ვარიანტს, ტაბ ღილაკით გადავდივართ შემდეგ ელემენტზე და ეს ელემენტი   რა თქმაუნდა, არის სიტყვა დალე (ნეკსტ).  ვაჭერთ ენთერს და გხვდება სიტყვა ინსტალ. ისევ  ვაჭერთ ენთერს და პროგრამა იწყებს დაყენებას თქვენ  კომპიუტერზე. 

ეს პროცესი საკმაოდ  ხანგრძლივია, მაგრამ ჩვენ უკვე არაფერში ვერევით, მხოლოდ მოთმინებით ველოდებით როდის დასრულდება დაყენება. ამას მუსიკალური სიგნალებით გვამცნობს ენ ვე დეა.   ხმოვანი სიგნალი დასრულდება თუ არა, ე.ი. პროგრამა დაყენდა.  ის გვთავაზობს, რომ შემდგომში პროგრამის ინტერნეტის მეშვეობით განახლების დროს არ წავშალოთ ფაილები,  რომლებიც განთავსებულია მყარ  დისკზე.  ამიტომაც ტაბ ღილაკით მოვნახოთ სიტყვა  ფინიშ და  დავაწვეთ ენთერს.

გილოცავთ! მაიკროსოფტ ოფისი დაყენებულია თქვენს კომპიუტერზე.

ჩვენ განვიხილეთ ოფისის ჩაწერა კომპიუტერზე. ანალოგიურად ინსტალირდება სხვა პროგრამებიც.

 

ახლა კი მოდით წავშალოთ პროგრამა და სამაგალთოდ გამოვიყენოთ მაიკროსოფტ ვორდი. პროგრამის წაშლა არ ნიშნავს მისი პიქტოგრამის წაშლას ღილაკი დელეიტით. ამ დროს იშლება მხოლოდ პიქტოგრამა და არა პროგრამა. პროგრამა უნდა წაიშალოს მყარი დისკიდან.

ამისათვის ჩვენ ვაჭერთ ვინდოუს ღილაკს, შემდეგ ზედა ისრით ვეძებთ სიტყვას კონტროლ პანელ. ვხსნით ენტერით და ისრებით ვპოულობთ კომპონენტს

ზაპისკა ი უდალენიე პროგრამ (ედ ენდ რემუვ პროგრამს).

ისევ ვაჭერთ ენტერს, რის შემდეგაც ველოდებით ფანჯრის გახსნას, სადაც იქნება ჩამოთვლილი იმ პროგრამების სია, რომლებიც დაყენებულია თქვენს კომპიუტერზე.

ქვედა ისრით ვპოულობთ სიტყვას მაიკროსოფტ ოფის, ტაბ ღილაკით გადავდივართ სიტყვაზე უდალიც (რემუვ) და ვაწვებით ენტერს.

გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელიც გვეკითხება ნამდვილად გვინდა თუ არა პროგრამის წაშლა. ტაბით ვეძებთ ღილაკს ოკ და ენტერით ვადასტურებთ. იწყება პროგრამის წაშლა.

გარკვეული დროის შემდეგ, კომპიუტერი გაცნობებთ, რომ პროგრამა წაშლილია.

 

პროგრამა ენვედეას დაყენება

 

პროგრამის გადმოწერა შესაძლებელია ოფიციალური საიტიდან _ დაბლიუ წერტილი დაბლიუ წერტილი დაბლიუ წერტილი ენვედეა ტირე პროჯექტ წერტილი ორგ. (www.nvda-project.org) შევდივართ ინტერნეტში:

ამისათვის სამუშაო მაგიდაზე ისრებით ვპოულობთ ინტერნეტ ბრაუზერს, ეს შეიძლება იყოს როგორც ინტერნეტ ექსპლორერი, ასევე ნებისმიერი სხვა ბრაუზერი გარდა ბრაუზერ ოპერისა, რადგან იგი არ იკითხება ჩვენი ხმოვანი პროგრამის მიერ. როგორც კი ვიპოვით სამუშაო მაგიდაზე ინტერნეტ ბრაუზერს, ვაჭერთ ენტერს და ველოდებით ინტერნეტთან კავშირის დამყარებას. ამის შემდეგ ვაჭერთ ეფ ექვსს და სამისამართო ველში ვწერთ დაბლიუ წერტილი დაბლიუ წერტილი დაბლიუ წერტილი ენვედეა ტირე პროჯექტ წერტილი ორგ. (www.nvda-project.org) ვაჭერთ ენტერს. გაიხსნება საიტის ძირითადი გვერდი. ქვედა ისრით ვეძებთ სიტყვას   ენვედეა 2012 რელისდ. (რადგან ამ სახელმძღვანელოს შედგენის დროს საიტზე დადებული იყო ეს ვერსია).

როგორც კი ვიპოვით აღნიშნულ სიტყვას, ვაჭერთ ენტერს, რის შემდეგაც გადავალთ მომდევნო გვერდზე, სადაც ისევ ქვედა ისრით ვეძებთ ამჯერად სიტყვას ენვედეა 2012-3 მეინ პაკეჟ. ბმული. ვაჭერთ ამ სიტყვაზეც ენტერს და   გაიხსნება მორიგი გვერდი, სადაც ისევ ქვედა  ისრით ვიპოვით სიტყვას - ად დუ ნოტ ტუ ვიშ ტუ სუპპორტ ზე პროჯექტ ად ზის ტაიმ ქონტინიუ ტუ დაუნლოუდ ბმულ (ამ ჯერად მე არ მსურს ხელი შეუწყო პროექტს გავნაგრძოთ ჩამოტვირთვა) და კვლავ ვაჭერთ ენტერ ღილაკს.

გაიხსნება გადმოსაქაჩი ფანჯარა, სადაც ტაბ ღილაკით უნდა ვიპოვოთ სიტყვა - სეივ და დავაწვეთ ენტერს. შემდეგ ისევ ტაბ ღილაკით  მოვნახოთ იგივე სიტყვა და საბოლოოდ დავაჭიროთ ენტერს, რის შემდეგაც პროგრამა დაიწყებს გადმოწერას თქვენს კომპიუტერზე.

არსებობს ენვედეას 2 ვერსია: სისტემაზე დასაყენებელი და პორტაბელური. ახლა ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა დავაყენოთ სისტემაზე დასაყენებელი ვერსია.

მაშ ასე, როგორც კი პროგრამა  გადმოიწერება კომპიუტერზე, სავარაუდოდ ის იქნება გადმოწერილი  სამუშაო მაგიდაზე მყოფ საქაღალდეში სახელწოდებით მაი დოკუმენტს ან საქაღალდეში - დაუნლოად.  ისრებით ვეძებთ საინსტალაციო ფაილს, სახელწოდებით ენვედეა სეტაპ. ვაჭერთ ენტერს, რის შემდეგაც გაიხსნება ფანჯარა, სადაც ტაბ ღილაკით  ვპოულობთ  - აი ეგრი ჩექთ ბოქს ნოტ ჩექთ (ია საგლასენ). სპეის ღილაკით ვაყენებთ ალამს. ამ დროს ხმოვანი პროგრამა იტყვის, ჩექთ (ატმეჩენო). შემდეგ ტაბ ღილაკით გადავდივართ და ვნახულობთ სიტყვას ინსტალ ენვედეა ონ ზის კომპიუტერ (უსტანავიც ენვედეა ნა ეტატ კომპიუტერ). ვაჭერთ ენტერს, რის შემდეგაც, გადავდივართ მომდევნო ფანჯარაზე, სადაც ტაბ ღილაკით ვეძებთ  სიტყვას – ქონტინიუ (პრადოლჟიც) და ვაჭერთ   ენტერს. იწყება პროგრამის დაყენება. როგორც კი ხმოვანი სიგნალი მივა ყველაზე მაღალ ტონალობამდე, იმას ნიშნავს, რომ ენვედეა წარმატებით დაყენდა კომპიუტერზე. ტაბ ღილაკით გადავდივართ სიტყვაზე ოკ და საბოლოოთ ვაჭერდ ენტერს. გილოცავთ! თქვენ წარმატებით დააყენეთ პროგრამა.

ახლა კი დაგვრჩა ავირჩიოთ:  გვინდა თუ არა, რომ ენვედეა შეგვეკითხოს კომპიუტერის ჩართვისას გსურთ თუ არა პროგრამის გაშვება. ამ შემთხვევაში არჩევანი თქვენზეა. თუ გსურთ, უბრალოდ  დააჭირეთ ენტერს. თუ არა და ტაბ  ღილაკით იპოვეთ ალამი და  სპეისის დახმარებით მოაშორეთ იგი. შემდეგ ტაბ ღილაკით მონახეთ სიტყვა ოკ და საბოლოოდ დააჭირეთ ენტერს.

ახლა კი განვიხილოთ პროგრამის პორტაბელური ვერსიის დაყენება. მაშ ასე. ვპოულობთ მაი დოკუმენტში სიტყვას ენვედეა სეტაპ, ვაჭერთ ენტერს, რის შემდეგაც გაიხსნება ფანჯარა, სადაც, ტაბ ღილაკით ვპოულობთ სიტყვას  - აი აგრი ჩექთ ბოქს ნოტ ჩექთ (ია საგლასენ). სპეის ღილაკით ვაყენებთ ალამს, რის შემდეგ ხმოვანი პროგრამა  იტყვის სიტყვას ჩექთ. კვლავ ტაბ ღილაკით გადავდივართ და ვნახულობთ სიტყვას -  ქრიეით  პორტაბლე  კოპი (საზდაც პორტაბელნუიუ ვერსიუ). ვაჭერთ ენტერს, იხსნება ფანჯარა,  სადაც ისევ და ისევ ტაბ ღილაკით ვეძებთ სიტყვას - ბრაუზ ბატენ. ვაწვებით ენტერს და ტაბ ღილაკით ვეძებთ სიტყვას - სელექთ, პორტაბოლ   დირექტორი სრი ლეველ (ვიბერიტე პაპკუ დლია პერენოსნოი ენვედეა). ქვედა ისრით ვნახულობთ სიტყვას ლოკალ დისკ დე, შემდეგ ტაბით გადავდივართ სიტყვაზე ქრიეით ფოლდერ (საზდაც პაპკუ).  გახსნილ რედაქტორში ვწერთ ენვედეა-პორტაბოლ და ვაჭერთ ენტერს. შემდეგ ისევ ტაბ ღილაკით ვნახულობთ სიტყვას ოკ, რის შემდეგაც ვაჭერთ ენტერს.  ისევ ვიყენებთ ტაბ ღილაკს და ვპოულობთ სიტყვას ქონტინიუ (პრადოლჟიც). ამ სიტყვაზე საბოლოოდ ვაჭერთ ენტერს და მონოტონური სიგნალის შემდეგ, ენვედეას პორტაბელური ვერსია იწერება მყარ დისკ დეზე. 

გილოცავთ! თქვენ წარმატებით დააყენეთ პროგრამა ენვედეას პორტაბელური ვერსია.

ახლა კი დაგვრჩა მხოლოდ იარლიყის დაყენება სამუშაო მაგიდაზე, რადგან პორტაბელური პროგრამა იმით განსხვავდება დასაყენებელი ვერსიისგან, რომ მას ჩვენ თვითონ უნდა დაუყენოთ იარლიყი.

ამისათვის გადავდივართ სამუშაო მაგიდაზე კომბინაციით ვინდოუს+დე ან  ვინდოუს+ემი, ვპოულობთ სიტყვას მაი კომპიუტერ, ენტერით შევდივართ და ვეძებთ მყარ დისკ დეს. ისრებით ვპოულობთ  ენვედეა-პორტაბოლ, ისევ მოვიშველიებთ ენტერს და შევდივართ საქაღალდეში. ისრებით ვეძებთ სიტყვას ენვედეა.ეგზე. ამის შემდეგ ვხსნით კონტექსტურ მენიუ და ზედა ან ქვედა ისრით ვეძებთ სიტყვას სენდ თუ. ვაჭერთ მარჯვენა ისარს, შემდეგ ქვედა ისრით ვპოულობთ დესკტოპ კრიეით შორდ კარდ. ისევ ვიყენებთ ენტერს. კომბინაციით ვინდოუს+დე ან ვინდოუს+ემი გავააქტიუროთ სამუშაო მაგიდა და ვიპოვოთ ჩვენს მიერ შექმნილი ენვედეა-პორტაბოლ იარლიყი.

ახლა კი მივანიჭოთ პროგრამას ეგრეთ წოდებული  სწრაფი ღილაკები. ვდგებით იარლიყზე, ვკრებთ კომბინაციას ალტ+ენტერი. გამოსულ ფანჯარაში ტაბ ღილაკით გადავდივართ სიტყვაზე ჰოთ კი ნოუ.  ვაჭერთ ნებისმიერ სიმბოლოს, მაგალითად ასო ენს. დავაჭერთ თუ არა ენს, ამ რედაქტორში თავადვე დაიწერება ღილაკები კონტროლი და ალტი. ამ ორ ღილაკს თვითონ ოპერაციული სისტემა გვთავაზობს, ხოლო მესამე ღილაკად ჩვენ უკვე ავირჩიეთ ასო ენი. გამოდის, რომ ენვედეას სწრაფი გამოძახების ღილაკები იქნება: კონტროლ+ალტ+ენი. შემდეგ გადავდივართ ტაბ ღილაკით სიტყვაზე ოკ და ვაწვებით ენტერს. მაშ, პროგრამის გამოძახება მოხდება: კონტროლ+ალტ+ენით, ხოლო გამორთვა -  ინსერტ+ქუ ღილაკებით.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 24.გაკვეთილი ოცდამესამე -პროგრამების დაყენება და წაშლა