გაკვეთილი ოცდამეორე

ფეისბუკი - ნაწილი პირველი, შესავალი

 

ფეისბუკი ყველაზე  პოპულარული სოციალური ქსელია მსოფლიოში.  მასში გაწევრიანებულია ნახევარ მილიარდამდე მომხმარებელი. მისი შემქმნელი მარკ ცუკენბერგი კი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია.

აქედან 35 მილიონი ყოველდღიურად ანახლებს თავის სტატუსებს. 25 მილიარდამდე ფოტო იტვირთება ყოველთვიურად. საშუალო მომხმარებელს კი 130 მეგობარი ყავს და თვეში აგზავნის 8  მეგობრობის მოთხოვნას.

ითვლება, რომ ფეისბუკი იკავებს მეორე ადგილს გუგლის შემდეგ ტრაფიკის მოცულობით. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია შეიცვალოს ფეისბუკის სასარგებლოდ, რადგან 2011 წლის მარტის მონაცემებით ფეისბუკს ეწვია მეტი მომხმარებელი ვიდრე გუგლს.

სირიამ, ჩინეთმა, ვიეტნამმა და ირანმა აკრძალეს ფეისბუკი.

2009 წლის სექტემბერში, მარკ ცუკენბერგმა პირველად განაცხადა, რომ  კომპანიის  შემოსავლებმა გადაასწრო დანახარჯებს.

განვიხილოთ, როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ სოციალურ ქსელში:

 

ფეისბუკის გვერდის გახსნა და ქართული მენიუს არჩევა

 

გადავიდეთ სამუშაო მაგიდაზე კომბინაციით ვინდოუს+დე ან ვინდოუს+ემი, ვიპოვოთ ინტერნეტ ექსპლორერი ან მოძილა ფაირხოქსი, რადგან ეს ორი ბრაუზერი კარგად იკითხება ხმოვანი პროგრამის მიერ. დავაჭიროთ ენტერს და გავხსნათ ინტერნეტის ფანჯარა. დავაჭიროთ ეფ ექვსს, რომელიც შეგვიყვანს სამისამართო ველში და ჩავწეროთ

 - დაბლიუ, დაბლიუ, დაბლიუ წერტილი ემ წერტილი ფაცებოოკ წერტილი ცომ. თუ ამ მისამართის აკრეფისას არ გაიხსნა ფეისბუკის გვერდი, დააკოპირეთ ფრჩხილებში მოთავსებული სიტყვები და ჩასვით სამისამართო ველში.  (www.m.facebook.com)

 

რადგან სრულ ვერსიაში ანუ დაბლიუ დაბლიუ დაბლიუ.ფეისბუკი.ცომ-ზე   სამწუხაროდ ჩვენი ხმოვანი პროგრამა შეფერხებებით მუშაობს. ამიტომაც, ჩვენ ვისარგებლებთ მობილური ვერსიით. მობილურ ვერსიაში ყველაფერია, რაც ძირითადად სჭირდება მომხმარებელს, ამიტომაც  გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე!

მისამართის ჩაწერის შემეგ დავაჭიროთ ენტერს. ინტერნეტი მოიძიებს იმ გვერდებს, სადაც ნახსენებია ფეისბუკი. ფეისბუკის მთავარ გვერდზე შესასვლელად დავაჭიროთ ტაბს და დავდგეთ პუნქტზე - ველქამ თუ ფეიბუკ. კვლავ გამოვიყენოთ ენტერი და ინტერნეტს მოაქვს ფეისბუკის მთავარი გვერდი. სამუშაო ენად ავირჩიოთ  ქართული. ამისათვის ტაბით გადავიდეთ და ვიპოვოთ ბმული მეტი (ეშჩო, მორე). დავდგეთ მასზე და გამოვიყენოთ ენტერი.  ისრით ჩამოვყვეთ ენების ჩამონათვალს და ვიპოვოთ  სიტყვა ქართული. დავაჭიროთ ენტერს და გვერდის ინტერფეისი მთლიანად თუ არა, მაქსიმალურად მაინც გაქართულდება.

 

რეგისტრაცია

 

ენის არჩევის შემდეგ გადავიდეთ გვერდის თავში კონტროლ+ჰოუმით.  ახლა გამოვიყენოთ ტაბი და დავდგეთ ბმულზე რეგისტრაცია. დავაჭიროთ ენტერს.

გამოდის შესავსები ველები. პირველი ველია - სახელი (ინგ. იორ ფერსტ ნეიმ).

ლათინური ასოებით ჩავწეროთ ჩვენი სახელი. ეს სახელი შეიძლება იყოს როგორც რეალური, ასევე მოგონილი.

შემდეგ ვაწვებით ტაბს და გადავდივართ შემდეგ ველზე - გვარი (ინგ. ლასტ ნეიმ). როგორც სახელის შემთხვევაში, ჩავწეროთ გვარი ლათინური ასოებით.

გვარიც, როგორც სახელი შეიძლება იყოს რეალური ან გამოგონილი.

ისევ ტაბ ღილაკით გადავიდეთ შემდეგ ველზე, სახელწოდებით თქვენი ელ-ფოსტა:

აქ როგორც ხვდებით შეგვყავს ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი.

თუ ისევ ტაბ-ით გადავალთ, აღმოვჩნდებით შემდეგ შესავსებ ველზე. გაიმეორეთ თქვენი ელ-ფოსტა: აქ ვიმეორებთ ელექტრონულ ფოსტას და ვაგრძელებთ  ტაბ ღილაკით სვლას.

მორიგ ველში გხვდება სიტყვა  -  ახალი პაროლი: აქ ვწერთ ჩვენს მიერ მოგონილ პაროლს, რომელიც უნდა შედგებოდეს  მინიმუმ 8  სიმბოლოსგან.

კვლავ ტაბ ღილაკით გადავდივართ და ვხდებით კომბინირებულ სიაზე -სქესი. ვაჭერთ  ღილაკს ხანი, რომ გაიხსნას კომბინირებული სია და სქესის ასრჩევად ვიყენებთ ვერტიკალურ ისრებს. ვდგებით ერთ-ერთ სქესზე.  ამ ველების შევსების დროს ენტერის გამოყენება არ არის საჭირო.

ღილაკით ტაბი გადავდივართ შემდეგ ელემენტზე - დაბადების თარიღი. პირველ კომბინირებულ სიაში უნდა ავირჩიოთ ჩვენი დაბადების წელი. ხანით გავხსნათ რედაქტორი და ვერტიკალური ისრებით ავირჩიოთ წელი. ტაბით გადავდივართ დაბადების დღეზე. ხანის გამოყენების შემდეგ ვერტიკალური ისრებით ვირჩევთ დაბადების დღეს. დაგვრჩა ასარჩევი დაბადების თვე. ტაბის მორიგი დაჭერით გადავდივართ კომბინირებულ სიაზე და ვაფიქსირებთ დაბადების თვეს.  შემდეგ ესკეიპ  ღილაკით გამოვდივართ ბოლო კომბინირებული სიიდან და ვაჭერთ  ასო ბეს. იგი გადაგვიყვანს პირდაპირ ღილაკზე - რეგისტრაცია. დავაჭიროთ ენტერს.

გილოცავთ! თქვენ დარეგისტრირდით ფეისბუკზე და შეგიძლიათ ისარგებლოთ მისი სერვისებით. აუცილებლად დაიმახსოვრეთ შესასვლელი სახელი და პაროლი!

 

ფეისბუკის პირად გვერდზე შესვლა

 

რადგან ჩვენ უკვე დავრეგისტრირდით, შემდეგში მოგვიხდება ჩვენს  გვერდზე შესვლა.

განვიხილოთ როგორ უნდა შევიდეთ ჩვენს გვერდზე. კომბინაციით ვინდოუს+დე ან ვინდოუს + ემი გადავიდეთ სამუშაო მაგიდაზე, ვიპოვოთ ინტერნეტ ექსპლორერი და დავაჭიროთ ენტერს. გაიხსნება ინტერნეტ ექსპლორერის გვერდი, სადაც ეფ ექვსი ღილკის დაჭერით აღმოვჩნდებით სამისამართო ველში. ჩავწეროთ მისამართი: ემ წერტილი ფაცებოოკ წერტილი ცომ (m.facebook.com) . დავაჭიროთ ენტერს. ინტერნეტი მოიძიებს ფეისბუკის მთავარ გვერდს. კომბინაციით კონტროლ+ჰოუმით  გადავიდეთ გვერდის თავში, სადაც შეგხვდება წარწერა  ფეისბუკი ლოგო.

ისევ გამოვიყენებთ ქვედა ისარს და ჩვენ გხვდება 2 სათაური პირველი: ელ-ფოსტა ან მობილური. მეორე: პაროლი, რაც  ნიშნავს იმას, რომ   პირველ რედაქტორში უნდა ჩავწეროთ ჩვენს მიერ რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული  მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტა, ხოლო მეორე რედაქტორში, სათაურიდან გამომდინარე უნდა ჩავწეროთ პაროლი. რედაქტორში ანუ ველში შევდივართ ღილაკი ხანის დაჭერით. რედაქტორიდან გასვლას კი ვანხორციელებთ ესკეიპ ღილაკით.

ერთი რედაქტორიდან მეორეში გადასვლას ვანხორციელებთ ტაბ ღილაკით.

ახლა კი შევავსოთ ეს ორი ველი.

როგორც კი ვიპოვით სათაურს - ელექტრონული ფოსტა ან მობილური, ქვედა ისარს დავაწვეთ ერთხელ. შემდეგ კი ღილაკით ხანი მოვხვდებით რედაქტორზე. რედაქტორზე მოხვედრას შევიტყობთ ხმოვანი სიგნალის მეშვეობით. ჩავწეროთ  მომხმარებლის სახელი ან საფოსტო ინდექსი. შემდეგ ტაბ  ღილაკით გადავიდეთ მომდევნო რედაქტორზე და ჩავწეროთ ჩვენი პაროლი.

ისევ დავაჭეროთ ტაბ  ღილაკს და ამოვიკითხავთ სიტყვას - ღილაკი ავტორიზაცია.  ამ ღილაკზე ენტერის დაჭერით შევდივართ ფეისბუკის ჩვენს პირად გვერდზე,

დაგვრჩა განსახილვევლი ერთი დეტალი: ღილაკი ავტორიზაციის შემდეგ 

თუ ისევ ჩამოვალთ ისრით და გამოვიყენებთ ღილაკს ხანი, მოინიშნება ალამი, რაც ნიშნავს იმას, რომ ფეისბუკი დაიმახსოვრებს ჩვენს გვერდზე შესასვლელ სახელსა და პაროლს და მისი ჩაწერა ყოველ ჯერზე აღარ იქნება აუცილებელი.

შენიშვნა! ალამი სასურველია იყოს აღნიშნული, თუ ფეისბუკით მარტო ჩვენ ვსარგებლობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც მიუჯდება ჩვენს კომპიუტერს, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე შევა ჩვენს პირად ფეისბუკის გვერდზე, რაც არ არის სასიამოვნო. ამიტომ, ჩართავთ თუ ამორთავთ ალამს, თქვენი გადასაწყვეტია.

 

საკონტროლო კითხვები:

1.         რა ლინკის საშუალებით შევდივართ ფეისბუკის მთავარ გვერდზე?

2.         რა მიმდევრობით ხდება ფეისბუკში დარეგისტრირება?

3.         როგორ შევიდეთ ფეისბუკის პირად გვერდზე?

 

დავალება:

1.         გაიარეთ რეგისტრაცია ფეისბუკში.

 

 

ფეისბუკი – ნაწილი მეორე

პირადი გვერდის აწყობა

 

ფეისბუკზე შესვლის შემდეგ უნდა მოვახდინოთ პირადი ინფორმაციის, ფოტოსურათის და ჩვენი მონაცემების განთავსება. კა ასოთი გადავდივართ ბმულებზე და ვდგებით ბმულზე - პარამეტრები და დაცვა (სეტინგ ენდ პრივასი)   ვაჭერთ ენტერს და შევდივართ ამ ბმულზე.

ბმულზე შესვლისას პირადი გვერდის ზედა ნაწილი რჩება უცვლელი. სამაგიეროდ, ქვედა ნაწილში იცვლება მონაცემები. ქვედა ისრით ჩამოვიდეთ და მოვნახოთ სიტყვა  - ჯენერალ. ამ სიტყვაზეც დავაწვეთ ენტერს. გაიხსნება მორიგი გვერდი, სადაც  უნდა მოვნახოთ ბმული - ენები (ლენგვიჯ). ენების ბმულს ვხსნით იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის დროს სამუშაო ენად არ გვაქვს არჩეული ქართული, მაშინ ვდგებით ბმულზე ლენგვიჯ და ვაჭერთ ენტერს. გამოდის ენების სია და ვერტიკალური ისრით ვირჩევთ ქართულს. როგორც ვხედავთ, პირადი გვერდის სამუშაო ენად ქართულის არჩევა შესაძლებელია ორნაირად: დარეგისტრირების და პირადი გვერდის აწყობის დროს. 

ფეისბუკის პირად გვერდს ჩვენ ვიყენებთ მეგობრებთან ურთიერთობისთვის. თუ გვაქვს სურვილი, რომ შევიცვალოთ სახელი ან გვარი (შეგვიძლია ავირჩიოთ მოფერებითი სახელი, ან ფსევდონიმი), შევასრულოთ ქვემოთ აღწერილი მოქმედებები და მოხდება რეგისტრაციის დროს დაფიქსირებული გვარისა და სახელის შეცვლა. თუ სახელის შეცვლა არ გვსურს, გამოვტოვოთ ეს პროცედურა. თუ მაინც გადავწყვიტეთ სახელის შეცვლა, მაშინ დავაწვეთ კომბინაციას კონტროლ+ჰოუმ, რაც გადაგვიყვანს გვერდის თავში და კა ასოთი მოვნახოთ ბმული ნეიმ. დავაწვეთ ენტერს.  ქვედა ისრით ვიპოვოთ სიტყვა - სახელი შეცვლა (ჩეინჯ  ნეიმ). ფეისბუკის მობილურ ვერსიაში, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ზოგიერთი ტერმინი გვხვდება ინგლისურადაც. რადგან მენიუს ყველა პუნქტი და ელემენტი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გაქართულებული.

დავაწვეთ ეფ ასოს და გადავიდეთ რედაქტორში, რომლის სათაურია - სახელი

(ფერსტ ნეიმ). შევიდეთ რედაქტორში სპეისს ღილაკით. ამას ადვილად მიგვახვედრებს ხმოვანი სიგნალი. აქ უკვე წერია დარეგისტრირების დროს დაფიქსირებული ჩვენი სახელი. წავშალოთ იგი ღილაკი დელეითით და ჩავწეროთ ჩვენი ახალი სახელი. ტაბ ღილაკით გადავდივართ შემდეგ  რედაქტორზე, რომლის სათაურია  -  ქართულად მეორე სახელი. სურვილის მიხედვით ვწერთ ამ რედაქტორში მეორე  სახელს და  ვაგრძელებთ სვლას.  მორიგი რედაქტორი კი არის გვარი. სურვილის მიხედვით ვცვლით გვარსაც. რედაქტორიდან გამოვდივართ ესკეიპ ღილაკით. შემდეგ ქვედა ისრით ვნახულობთ  ღილაკს `შენახვა~ და ვაჭერთ ენტერს, რითიც ვადასტურებთ ჩვენს მიერ შეტანილ  ცვლილებებს. ამ ღილაკის ქვევით მდებარეობს ღილაკი გაუქმება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავაჭერთ ღილაკს - `გაუქმება~, ჩვენს მიერ შეტანილი ცვლილებები  არ შეინახება. ხოლო თუ ავირჩევთ ღილაკს -`შენახვა~, ცვლილებები აისახება  24  საათის შემდეგ. 

თუ გვსურს სხვა პირადი მონაცემების შეცვლა (ფოსტა, პაროლი და ასე შემდეგ) ვაგრძელებთ ცვლილებების შეტანას და გადავდივართ ტაბით ბმულზე -    ელექტრონული ფოსტა. ამ ბმულის გახსნით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ რეგისტრაციის დროს მითითებული ელექტრონული ფოსტა ან დაუმატოთ ახალი ელექტრონული ფოსტა.

ბმულზე ელექტრონული ფოსტა დავაჭიროთ ენტერს. ამით ჩვენ გადავალთ შემდეგ გვერდზე, სადაც კომბინაციით კონტროლ+ჰოუმი აღმოვჩნდებით გვერდის ზედა ნაწილში. ხმოვანი პროგრამა წაგვიკითხავს სათაურს ექაუნთ იმეილს. მის  ქვეშ წერია რეგისტრაციის დროს ჩვენს მიერ დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტა.  იქვეა ბმული სახელწოდებით წაშლა.  იმ შემთხვევაში, თუ გვსურს ელექტრონული ფოსტის ამ მისამართის წაშლა,  დავადგეთ ბმულზე წაშლა და დავაჭიროთ ენტერს. გადავალთ ახალ გვერდზე, სადაც ქვედა ისრით ვიპოვით სათაურს- იმეილის წაშლა (რემუვ იმეილ). ხმოვანი პროგრამა აქ ასევე წაგვიკითხავს:  დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად  გსურთ წაშალოთ ეს ელექტრონული მისამართი თქვენი ფეისბუკის გვერდიდან? თუ ნამდვილად გვსურს წაშლა, მაშინ ეფ ასოთი უნდა გადავიდეთ რედაქტორზე და უნდა ჩავწეროთ ფეისბუკის გვერდზე შესასვლელი ჩვენი პაროლი.  ამისათვის დავაჭიროთ სპეისს ღილაკს და შევიდეთ ამ რედაქტორში. ჩავწეროთ ჩვენი პაროლი, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციის დროს. დავაჭიროთ ტაბს, რომელიც გადაგვიყვანს ღილაკზე  «რემუვ იმეილ» და დავაჭიროთ ენტერს. მითითებული ელექტრონული ფოსტა წაიშლება.

ღილაკ - «რიმუვ იმელის» გარდა არის კიდევ ერთი ღილაკი - გაუქმება. თუ ტაბით გადავალთ ამ ღილაკზე და დავაჭერთ ენტერს, ჩვენს მიერ შეტანილი ცვლილებები არ შეინახება, ანუ ელექტრონული ფოსტა არ წაიშლება.

გამოვიყენოთ ღილაკი ბექსპეისი და დავბრუნდეთ წინა გვერდზე. ახლა განვიხილოთ ბმული, რომლის სახელია - დაამატეთ სხვა ელ.ფოსტა. შევიდეთ ენტერის დახმარებით ამ ბმულზე. ქვედა ისრით ვიპოვოთ სათაური - «დაამატე  იმეილი» (ედ იმეილ).  დავაჭიროთ ტაბს და  აღმოვჩდებით რედაქტორში, სადაც  უნდა ჩავწეროთ ახალი დასამატებელი ელექტრონული ფოსტის მისამართი. გავხსნათ რედაქტორი ღილაკით სპეისი და ჩავწეროთ მისამართი. თუ ისევ დავაჭერთ ტაბს, მოვხვდებით რედაქტორში, სადაც უნდა ჩავწეროთ ფეისბუკზე შესასვლელი პაროლი. Aრაკი ახალი ელექტრონული ფოსტა და პაროლიც დავწერეთ, დავაჭიროთ ტაბ ღილაკს და სიტყვაზე   -  ედ იმეილ დავაწვეთ ენტერს. ამ მოქმედების შემდეგ ახალი ელექტრონული მისამართი დაემატება ჩვენს პირად მონაცემებს ფეისბუკზე. ამ ღილაკის ქვემოთ მდებარეობს  ბმული  -  გაუქმება. თუ გვსურს ახალი ელექტრონული მისამართი არ იქნას შენახული, დავაჭიროთ ენტერს ბმულზე - გაუქმება.

პირადი გვერდის შესაცვლელ ელემენტებში არის პაროლის შეცვლის ფუნქციაც, რომელიც იცვლება ზემოთ აღწერილი სახელისა და ელ.ფოსტის შეცვლის მსგავსად. გადავიდეთ ბექსპეისით წინა გვერდზე და ვიპოვოთ ბმული - პაროლი. დავაჭიროთ ენტერს. გაიხსნება გვერდი, სადაც ქვედა ისრით უნდა ვიპოვოთ სათაური - პაროლის შეცვლა (ჩეინჯ პასვორდ). ამ სათაურის ქვევით არის კიდევ ერთი სათაური - მიმდინარე პაროლი (კურენტ პასვორდ). ღილაკი ეფი გადაგვიყვანს  რედაქტორში, სპეისს ღილაკით გავხსნათ იგი. ჩავწეროთ ჩვენი ახლანდელი  პაროლი. ტაბით გადავიდეთ მეორე  რედაქტორზე, რომლის სათაურია - ახალი პაროლი  (ნიუ პასვორდ). ჩავწეროთ ახალი პაროლი. შემდეგ ისევ ტაბით გადავდივართ შემდეგ რედაქტორზე,  რომლის სათაურია - გაიმეორეთ ახალი პაროლი (რეტაიპ ნიუ პასვორდ). ვიმეორებთ ახალ პაროლს და ისევ ტაბით გადავდივართ სიტყვაზე - პაროლის შეცვლა (ჩეინჯ პასვორდ). ვაჭერთ ენთერს და პაროლი იცვლება. ბმული ჩეინჯ პასვორდის ქვევით არის ბმული -  გაუქმება. იმ შემთხვევაში, თუ გადავიფიქრეთ პაროლის შეცვლა, ამ ღილაკზე დაჭერისას ყველა მოქმედება  უქმდება. მნიშვნელობა არა აქვს დავაჭერთ ღილაკს «გაუქმება» თუ «შენახვა», ჩვენ გადავალთ  პირადი გვერდის ასაწყობ მთავარ ფანჯარაზე.

ქვედა ისრით ვიპოვოთ ბმული სეტინგ და დავაჭიროთ ენტერს. ჩვენ გადავალთ პარამეტრების დასაყენებელ მთავარ ფანჯარაზე.

 

ბლოკის დადება-მოხსნა

 

პარამეტრების დასაყენებელ მთავარ ფანჯარაში ქვედა ისრით მოვნახოთ ბმული ბლოკ და  ენტერით გავხსნათ იგი. კურსორი პირდაპირ ჩასმულია რედაქტორში, სადაც უნდა ჩავწეროთ იმ ადამიანის სახელი, რომლის დაბლოკვაც გვინდა. გადავიდეთ ტაბით ღილაკზე ბლოკ და დავაჭიროთ ენტერს. კომპიუტერი შეგვეკითხება – ნამდვილად გვსურს თუ არა მომხმარებლის დაბლოკვა. თანხმობის შემთხვევაში, ტაბით ვიპოვოთ ღილაკი – ბლოკ და დავაჭიროთ ენტერს. მომხმარებელი დაბლოკილია.

ახლა კი ვისწავლოთ, როგორ მოვხსნათ ბლოკი.  ქვედა ისრით მოვნახოთ ადამიანთა სია, რომლებიც დაბლოკილი გვყავს. მაგალითად: გიორგი ბმული, მის ქვევითა ბმული ანბლოკ ანუ ბლოკის მოხსნა.  დავაჭიროთ ენტერს. მომხმარებელ გიორგის მოეხსნა ბლოკი  და ამის შემდეგ იგი ისევ შეძლებს ჩვენთან ურთიერთობას ფეისბუკის საშუალებით.

 

ელექტრონულ ფოსტაზე ფეისბუკიდან მიღებული შეტყობინებების პარამეტრები

 

ფეისბუკის მთავარ გვერდზე გადავიდეთ კა ღილაკით ბმულზე - სეტინგს ენდ პრივატი. დავაჭიროთ ენტერს. გაიხსნება ახალი გვერდი, სადაც უნდა ვიპოვოთ ბმული - შეტყობინებები. ისიც გავხსნათ ენტერით. ქვედა ისრით წავიკითხავთ სათაურს - თქვენ შეგიძლიათ იმეილზე მიიღოთ: სათაურის ქვემოთაა ორი პარამეტრი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ რადიო ღილაკით. პირველი  - ყველა შეტყობინებას, გარდა იმისა, რომელზეც გააუქმეთ ხელმოწერა და მეორე - მხოლოდ შეტყობინებებს თქვენი ანგარიშისა და უსაფრთხოების შესახებ.

ამ ორიდან პირველის არჩევა გამოიწვევს ელ.ფოსტაზე ყველა ფეისბუკის შეტყობინებების მოსვლას და თუ გვინდა რომელიმე მეგობრის შეტყობინება აღარ მოგვივიდეს ფოსტაზე, ის უნდა გავაუქმოთ.

თუ გვსურს, რომ იმეილზე მივიღოთ ყველა შეტყობინება, რომელიც მოდის ჩვენს ფეისბუკის გვერდზე, (მაგალითად, მეგობრების შეტყობინებებს, მეგობრების მიერ განთავსებულ პუბლიკაციებს, და ა.შ), ვერტიკალური ისრით ავირჩიოთ პირველი ვარიანტი, ხოლო თუ არ გვსურს იმეილზე ფეისბუკის შეტყობინებების მიღება, ვერტიკალური ისრით აღვნიშნოთ მეორე ღილაკი. თუ ცვლილებები შევიტანეთ, ავირჩიოთ ღილაკი - შენახვა, თუ არა და ღილაკი - გაუქმება. ორივე შემთხვევაში საჭიროა ენტერით დადასტურება. 

 

 

ახლა კი, მოდით, გადავიდეთ შემდეგ ბმულზე რომლის სახელია პრივატი. ეს სიტყვა ნიშნავს პირადს, კონფიდენციალურს. დავაწვეთ ეტერს და გავხსნათ იგი.

გვერდის ზედა ნაწილის ბმულები კვლავ უცვლელად გადმოდის წინა გვერდიდან. პირველ პუნქტად არის შეკითხვა: - «ვის შეუძლია ნახოს ჩემი მასალები?» იგი იყოფა ორ ქვეკითხვად: ა) «ვის შეუძლია პოსტების ნახვა?» და ბ) გნებავთ პოსტების აუდიტორიის შეზღუდვა, რომელიც ღიაა მეგობრებისთვის, მეგობრის მეგობრებისთვის ან ყველა მომხმარებლისათვის?» შეკითხვები წარმოადგენს ბმულებს და მათზე გადასვლა შეგვიძლია ღილაკებით ტაბი ან კა. მათი გახსნა კი ხდება ენტერით. გახსნის შემდგომ არის ჩამონათვალი: მეგობრები, ნაცნობები და ასე შემდეგ. სიაში ჩამოვდივართ ქვედა ისრით, ვირჩევთ ერთ-ერთ მათგანს, რასაც ვადასტურებთ ენტერით. ენტერის დაჭერა გვაბრუნებს წინა ფანჯარაში. კვლავ ვაგრძელებთ პარამეტრების არჩევას. შემდეგი კითხვაა- «ვის შეუძლია დამიკავშირდეს?» და მისი ქვეკითხვაა - ვის შეუძლია გამომიგზავნოს მეგობრობის მოთხოვნა?». მას მოსდევს კვლავ შეკითხვა- ვის შეუძლია მომძებნოს?: ა) «ვის შეუძლია იხილოს თქვენი ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი? « და ბ) «გნებავთ, რომ საძიებო სისტემაში იყოს ბმული თქვენს თაიმლაინზე?» . თითოეულ კითხვაზე არჩევანს ვაკეთებთ ზემოთ აღწერილი ანალოგიური მეთოდით. ხოლო ბე კითხვის გახსნის შემდეგ ენვედეა წაგვიკითხავს წინადადებას - «თანახმა ვარ საძიებო სისტემაში გასცენ ბმული ჩემს თაიმლაინზე» . მის წინ ალამია ჩასასმელი, რომლის ჩართვა-ამორთვა ხდება სპიეს ღილაკით. როცა ალამი ჩართულია ეს ნიშნავს იმას, რომ ინტერნეტის საძიებო სისტემაში ადვილად იპოვნიან ჩვენი ფეისბუკის ბმულს.

 

 

ფოტოს ატვირთვა პირად გვერდზე, პროფილის ფოტოს დაყენება

ჩვენ განვიხილეთ ძირითადი პარამეტრების არჩევა პირადი გვერდისათვის. ვისწავლოთ ფოტოსურათის დაყენება პირად გვერდზე და ასევე ფეისბუკიდან ფოტოს გადმოტვირთვა კომპიუტერში.

კომბინაციით  კონტროლ+ჰოუმი ავიდეთ მთავარი გვერდის თავში.  კა ასოთი ვიპოვოთ ბმული მთავარი. გავხსნათ ენტერის დახმარებით და ისევ კომბინაციით კონტროლ+ჰოუმ ავიდეთ საიტის თავში. ამის შემდეგ კა ასოთი ვიპოვოთ ბმული – პროფილი. გავხსნათ იგი ენტერით. ვიპოვოთ ბმული – პროფილის რედაქტირება და ისევ ენტერი. აქ არის რედაქტირებისთვის შემდეგი ბმულები: დაამატეთ ამჟამინდელი სამუშაო ადგილი, ატვირთეთ პროფილის ფოტო (აპლოად პროფაილ ფოტო), შემდეგ მოდის შევსებული პირადი ინფორმაცია – საცხოვრებელი ადილი, განათლება, ჰობი და ასე შემდეგ. გადავიდეთ ამ ბმულებზე კა ღილაკით და საჭიროების შემთხვევაში, ჩავამატოთ ან შევცვალოთ რაიმე. ახლა კი დავუბრუნდეთ პროფილის ფოტოს ატვირთვას. ვიპოვოთ თუ არა ბმულს - ატვირთეთ ფოტოსურათი (აპლოად ფოტო), დავაჭიროთ ენტერს. აქაც შევიდეთ ენტერით. შემდეგ დავაჭიროთ ბე ასოს, შეგახსენებთ, რომ ბე ასო ეძებს საიტზე ღილაკს. ხმოვანი პროგრამა გვეტყვის  -  დათვალიერება, ინგლისურად  ბრაუზ. ვაჭერთ ენტერს, რის შემდეგაც გაიხსნება ფანჯარა, სათაურით აირჩიე ასატვირთი ფოტო (ჩუზ ფაილ თუ აპლოად). ამ ფანჯარაში უნდა მოვძებნოთ ის დისკი და საქაღალდე, სადაც გვაქვს შენახული ასატვირთი ფოტოსურათი. დავდგეთ ამ გრაფიკულ ფაილზე და დავაჭიროთ ენტერს. ასე დაყენდება პროფილის ფოტო. იგი გამოჩნდება ყველა ჩვენი მეგობრის ფანჯარაში ჩვენი სახელისა და გვარის გასწვრივ.

ახლა კი ვისწავლოთ ფოტოს ატვირთვა ჩვენს გვერდზე.

კომბინაციით  კონტროლ+ჰოუმი ავიდეთ მთავარი გვერდის თავში.  კა ასოთი ვიპოვოთ ბმული მთავარი. გავხსნათ ენტერის დახმარებით და ისევ კომბინაციით კონტროლ+ჰოუმ ავიდეთ საიტის თავში. ამის შემდეგ კა ასოთი ვიპოვოთ ბმული - მეტი პარამეტრი (მორ ობშენ).  შევიდეთ ამ ბმულზე ენტერით და კა ასოთი მოვნახოთ ბმული - ატვირთეთ ფოტოსურათი (აპლოად ფოტო). აქაც შევიდეთ ენტერის დახმარებით და დავაყენოთ ფოტოსურათი ჩვენს გვერდზე. შემდეგ დავაჭიროთ ბე ასოს. (შეგახსენებთ, რომ ბე ასო ეძებს საიტზე ღილაკს). ამ ასოს დაჭერის შემდეგ ხმოვანი პროგრამა გვეტყვის  -  დათვალიერება, ინგლისურად  ბრაუზ. ვაჭერთ ენტერს, რის შემდეგაც გაიხსნება ფანჯარა, სათაურით აირჩიე ასატვირთი ფოტო (ჩუზ ფაილ თუ აპლოად). ამ ფანჯარაში უნდა მოვძებნოთ ის დისკი და საქაღალდე, სადაც გვაქვს შენახული ასატვირთი ფოტოსურათი. დავდგეთ ამ გრაფიკულ ფაილზე და დავაჭიროთ ენტერს. ამის შემდეგ გადავიდეთ რედაქტორზე, რომლის სათაურია - სურათის აღწერა. შევიდეთ რედაქტორში და სპიეს ღილაკით და დავწეროთ სურათის აღწერილობა, მაგალითად: მე და ჩემი ოჯახი. რედაქტორიდან გამოვიდეთ ესკეიპ ღილაკით, ქვედა ისრით მოვნახოთ ბმული - ატვირთვა (აპლოად). დავაჭიროთ ენტერს. ფოტოსურათი ჩაჯდება ჩვენს ფეისბუკის გვერდზე.  

 

ახლა კი ვისწავლოთ როგორ და სად მოვნახოთ ფეისბუკზე ატვირთული ჩვენი ფოტოები. კონტროლ+ჰოუმით გადავიდეთ გვერდის თავში და კა ასოთი ვიპოვოთ ბმული  -  ქრონიკა. ენტერით გავხსნათ იგი. ისევ კა ასოთი ვიპოვოთ ბმული ფოტოები და გავხსნათ ისიც. აქ გამოდის ჩვენს მიერ ატვირთული ფოტოები. თითოეულ ფოტოზე ისრით ჩამოსვლისას ენვედეა მას წაგვიკითხავს დაახლოებით ასე:  298176513551337. თვალით რა თქმა უნდა ჩანს რა ფოტოზეა საუბარი. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ პრინციპს  -  შევამოწმოთ ყველა. თითოეულ გახსნილ ფოტოს აქვს ბმულები - წინა და შემდეგი. წინა ბმულზე დადგომით და ენტერის დაჭერით გაიხსნება წინა ფოტო და მომდევნოზე დადგომით და ენტერის დაჭერით - შესაბამისად შემდეგი ფოტო.

ფოტოს ქვეშ არის რიგი ბმულებისა, განვიხილოთ ისინი თანდათან. გადავიდეთ ბმულებზე ასოთი კა. ბმული მომწონს (ლაიკ) - ამ ბმულზე დადგომით და ენტერის დაჭერით ჩვენ  დავაფიქსირებთ, რომ ფოტო მოგვწონს. ამ მოწონებას დაინახავს ყველა ჩვენი ფეისბუკის მეგობარი და რათქმაუნდა ის ადამიანიც, ვისი ფოტოზეც მოვიწონეთ. შემდეგ არის ბმული - მონიშვნა. ამ ბმულზე შესვლისას ჩვენ ფოტოზე მოვნიშნავთ  იმ ადამიანს, რომელიც მოჩანს ფოტოსურათზე. მონიშვნა ნიშნავს მის გამოსახულებაზე დადგომასა და მისი სახელისა და გვარის დაწერას. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, მხედველის დახმარების გარეშე ამ ფუნქციით ვერ ვისარგებლებთ. ამიტომ მეტად ამაზე აღარ შევჩერდებით. 

შემდეგი ბმულია - ფოტოს სრული ზომით ნახვა. ამ ბმულზეც არ შევჩერდებით. შემდეგი ბმულია - სურათის წაშლა (რიმოვ ფიქჩერ). თუ ამ ბმულზე დავდგებით და დავაჭერთ ენტერს, ფოტო წაიშლება.

ფოტოს ქვემოთ თუ ჩამოვალთ ქვედა ისრით, ენვედეა წაგვიკითხავს, რამდენ ადამიანს მოეწონა ჩვენი ფოტო და რამდენმა დაწერა კომენტარი ამ ფოტოს შესახებ. ამ ყველაფერს წავიკითხავთ ქვედა ისრის გამოყენებით. ამ კომენტარების წაკითხვის შემდგომ მოდის რედაქტორი სათაურით - კომენტარი. ამ რედაქტორში ჩვენც შეგვიძლია დავწეროთ კომენტარი, რამოდენიმე სიტყვა ან წინადადება ფოტოს შესახებ. 

ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ კომენტარი როგორც ჩვენს ფოტოზე, ასევე სხვის ფოტოზეც. მეგობრის ფოტოების ნახვა ჩვენ შეგვიძლია მის პროფილში შესვლით. მოვნახავთ ბმულს - ქრონიკა, შემდეგ ფოტოები და გამოშუქდება მეგობრის ფოტოები. აქაც ყველაფერი ანალოგიურად ხდება.

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         როგორ უნდა შევცვალოთ უკვე დარეგისტრირებული მონაცემები: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, პაროლი.

2.         საიდან ხდება მომხმარებელზე ბლოკის დადება და მოხსნა?

3.         როგორ ავტვირთოთ ფოტო პირად გვერდზე და როგორ დავაყენოთ პროფილის სურათი.

 

დავალება:

 

1.         მეგობრების სიიდან ბლოკი დაადეთ 5 მომხმარებელს, შემდეგ ისევ მოხსენით ბლოკი.

2.         შეცვალეთ თქვენი პროფილის ფოტო.

3.         შეცვალეთ პროფილში თქვენი სახელი კნინობითი ან გამოგონილი სახელით.

 

ფეისბუკი – ნაწილი მესამე

მეგობრის დამატება

 

ამ ნაწილში განვიხილავთ ფეისბუკზე მეგობრის დამატებას, მისთვის მეგობრობის თხოვნის გაგზავნას, ასევე მეგობრის დაბლოკვას და სიიდან წაშლას.

მთავარ გვერდზე ყოფნისას ეფ ასოთი ვიპოვოთ ძებნის რედაქტორი და დავაჭიროთ ენტერს.  დავაწვეთ სპეისს ღილაკს და ჩავწეროთ იმ ადამიანის მონაცემები (სახელი, გვარი, ან ელექტრონული ფოსტა), რომლის პოვნაც გვინდა. ჩაწერის შემდეგ გადავიდეთ ღილაკზე - ძებნა და დავაჭიროთ ენტერს. დაველოდოთ ძებნის რეზულტატს. ფეისბუკი მოიძიებს შედეგებს, რომელიც სიის სახითაა მოცემული. ჩამოვიდეთ მასზე ქვედა ისრით და წავიკითხოთ, ვინ და ვინ გვიპოვნა ფეისბუკმა.  მაგალითად, ჩვენ ვეძებთ გიორგი ივანისელს, ფეისბუკი მოგვიძებნის ფეისბუკის მომხმარებელ ყველა გიორგის ივანისელს, თუ ასეთი არსებობს რამოდენიმე.

მხედველი ამ შემთხვევაში ამოიცნობს ნაპოვნ ადამიანს ფოტოთი, ჩვენ შემთხვევაში კი სასურველია, ვეძებოთ ადამიანი მისი ელექტრონული მისამართის დახმარებით. ელექტრონული ფოსტის მისამართის მიხედვით ძებნა ზუსტად გვაპოვნინებს სასურველ ადამიანს, რადგან არ შეიძლება რამოდენიმე გიორგი ივანისელს ჰქონდეს ერთი და იგივე ელ. ფოსტა. 

როგორც კი ვიპოვით სასურველ ადამიანს, გადავიდეთ  მისი სახელის შემდეგ არსებულ ბმულზე -  დამატება. დავაჭიროთ ენტერს და ჩვენს მიერ ნაპოვნ  მომხმარებელს ეგზავნება დამატების მოთხოვნა.

ვიდრე ეს მომხმარებელი დაგვიმატებს მეგობრად, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ მის გვერდზე და დავათვალიეროთ. მაგრამ ვიდრე იგი არ არის ჯერ კიდევ ჩვენი მეგობარი, მისი გვერდი ნაწილობრივ იქნება ჩვენთვის ხელმისაწვდომი. დავდგეთ მის სახელზე, რომელიც არის ბმული და დავაჭიროთ ენტერს. რამდენიმე წამში გაიხსნება მისი გვერდი, სადაც შუა ნაწილში აისახება მისი პირადი ინფორმაცია. ამ გვერდზე, ისევე  როგორც ჩვენ პირად გვერდზე, არის ბმულები, ფოტოები, მეგობრები, ქრონიკა და ასე შემდეგ.

კომბინაციით  კონტროლ+ჰოუმი გადავიდეთ გვერდის თავში და ქვედა ისრებით  წავიკითხოთ იგი. თუკი ამ მომხმარებელს პროფილის სურათი აქვს დაყენებული, ენვედეა ამას წაგვიკითხავს, როგორც ბმული გრაფიკა.  ამით ვხვდებით, რომ ჩვენ ნამდვილად გახსნილი გვაქვს მისი გვერდი. აქ ამოვიკითხავთ მომხმარებლის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს, განათლებას, დაბადების თარიღს და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია თვითონ ამ მომხმარებლის მიერაა შევსებული საკუთარი პროფილის შევსების დროს. შემდეგ არის ბმული დამატება. მაგრამ ჩვენ უკვე გავუგზავნეთ ამ ადამიანს მეგობრად დამატების მოთხოვნა. შემდეგი ბმული არის -  შეტყობინება. გავხსნათ ეს ბმული  ენტერით  და მივწეროთ მას რაიმე ტექსტური გზავნილი. შეტყობინება უნდა დავწეროთ რედაქტორში. სპეისს ღილაკით შევიდეთ და დავწეროთ რაიმე წინადადება: გამარჯობა, როგორ ხარ?  და ასე შემდეგ. შეტყობინების  გასაგზავნად ტაბ ღილაკით  გადავიდეთ სიტყვაზე გაგზავნა და დავაჭიროთ ენტერს. შეტყობინება  გაიგზავნება და მომხმარებელი მას მიიღებს თავის პირად გვერდზე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სხვა მომხმარებლის პირადი გვერდის დათვალიერება სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მის გვერდზე ვიმყოფებით. ეს ის პირადი გვერდია, რომელიც მისაწდომია მხოლოდ მეგობრებისათვის ან სხვა ფეისბუკის მომხმარებლებისათვის.  აქ შეგვიძლია ვნახოთ მისი ფოტოები, ასევე კომენტარები, მაგრამ ვერ გავიგებთ ინფორმაციას იმის შესახებ, ამ მომხმარებელს ვისთან ჰქონდა მიმოწერა და ასე შემდეგ.

 

შეტყობინებების წაკითხვა

 

კომბინაციით კონტროლ+ჰოუმი გადავიდეთ ფეისბუკის მთავარი გვერდის თავში და კა ასოთი გადავიდეთ ბმულზე  -  შეტყობინება. დავაწვეთ ენტერს და ქვედა ისრით ვიპოვოთ და წავიკითხოთ თვითონ შეტყობინებები. ყველაზე ზედა ნაწერი ანუ შეტყობინება არის ყველაზე ახალი და იმ მომენტისათვის წარმოადგენს ბოლო გზავნილს. თუ დავდგებით მეგობრის სახელზე და დავაჭერთ ენტერს, გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც ქვედა ისრით წავიკითხავთ ამ მეგობარსა და ჩვენს შორის არსებულ მიმოწერას.

თუ გვსურს მას ახალი შეტყობინება მივწეროთ, გადავიდეთ რედაქტორში. სპეისს ღილაკით შევიდეთ და  დავწეროთ თვითონ შეტყობინება. შემდეგ ტაბ ღილაკით გადავდივართ სიტყვაზე გაგზავნა და ვაჭერთ ენტერს. წერილი იგზავნება და თუ ეს ადამიანი ქსელშია და იმ დროს წაიკითხავს ჩვენს შეტყობინებას, მოგვწერს პასუხს. თუ იგი არ არის ქსელში, შეტყობინება მაინც აუცილებლად მიუვა და როცა შევა ფეისბუკზე, ჩვენი შეტყობინება აისახება მის პირად გვერდზე ბმულში – შეტყობინებები.  ფეისბუკზე არსებობს ორი ტიპის მიმოწერა. შეტყობინების სახით, რაც ახლა განვიხილეთ და მეორე, ჩატის სახით.

ახლა განვიხილოთ მეორე ვარიანტი. კომბინაციით კონტროლ+ჰოუმი გადავდივართ საიტის თავში, შემდეგ ღილაკით კა ვპოულობთ სიტყვას სასაუბრო (ჩატ). იქვე, ამ სიტყვასთან იქნება ციფრი, რომელიც  გვამცნობს რამდენი ადამიანია ამჟამად ქსელში. ვაჭერთ სიტყვაზე  - სასაუბრო (ჩატ) ენტერს და გადავდივართ ჩატის გვერდზე. აქ ქვედა ისრით ვნახულობთ სიის სახით ჩამოწერილ იმ მეგობრებს, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან ქსელში. ვირჩევთ იმ ადამიანს, ვისთანაც გვინდა მიმოწერის დაწყება და ვაჭერთ ენტერს. იხსნება ფანჯარა, სადაც არის წარმოდგენილი კომბინირებული  სია სათაურით -   აირჩიე მოქმედება.

ამ კომბინირებულ სიაში  შეგვხვდება 8 ელემენტი. ესენია:

1.         მონიშნე,როგორც წაუკითხავი;

2.         წაშლა;

3.         მონიშნულის წაშლა;

4.         სხვაგან გადატანა;

5.         დაარქივება;

6.         სპამის ან დარღვევის გასაჩივრება;

7.         გადამისამართება.

8.         წინ.

 

პირველი პუნქტი - მონიშნე, როგორც წაუკითხავი ნიშნავს, რომ  ჩვენ მივანიჭებთ ამ წერილს წაუკითხავის სტატუსს.

მეორე პუნქტი არის წაშლა. აქედან წავშლით მიმოწერას ჩვენსა და იმ მეგობარს შორის, რომლიც გავხსენით. ქვედა ისრით პუნქტი წაშლის დაფიქსირების შემდეგ გადავიდეთ ტაბით ღილაკზე - დათანხმება და იშლება ძველი საუბრის ჩანაწერი ჩვენსა და მას შორის. 

მესამე პუნქტი არის მონიშნულის წაშლა. ეს ეხება მხოლოდ იმ  შეტყობინებებს, რომელსაც ჩვენ მოვნიშნავთ ალამის დახმარებით. რაც შემდეგნაირად ხდება: კომბინირებულ სიაში, ისევე,  როგორც ყოველთვის შევალთ სპეისს ღილაკით. შემდეგ ქვედა ისრით ვიპოვით სიტყვას  -  მონიშნულის წაშლა. გადავალთ ტაბ ღილაკით სიტყვაზე ეპლაი (დათანხმება) და აღმოვჩდებით მეორე გვერდზე, სადაც  კვლავ ქვედა  ისრით ვნახულობთ ყველა შეტყობინებას, რომელსაც ექნება ალამი. სპეის ღილაკით ამ ალამის ჩასმის შემდეგ, ჩვენ მოვნიშნავთ სასურველ შეტყობინებას და შემდეგ გადავალთ ღილაკზე - წაშლა.

წაიშლება მხოლოდ ალმით მონიშნული შეტყობინებები.

8 პუნქტიანი სიიდან დანარჩენი პუნქტები ჩვენ მუშაობისას არ დაგვჭირდება, ასე, რომ დავტოვოთ ისინი ყურადღების მიღმა.

 

ახლა  გადავიდეთ უშუალოდ  შეტყობინებების  წაკითხვა-გაგზავნაზე.

ქვედა ისრით მოვნახოთ ბმული  -  უფრო ძველი მესიჯების ნახვა (ან ნახეთ ძველი შეტყობინებები). ამ ბმულზე ენტერის დაჭერით გაიხსნება გვერდი, სადაც  ასახულია ყველა მიმოწერა ამ ადამიანთან.

ვთქვათ გიორგი წერს ჩატს.

გიორგი ბმული.

გამარჯობა თამრიკო.

2013, 2 თებერვალი, გაგზავნილია სასაუბროდან

ახლა კი თამრიკოს პასუხი.

თამრიკო ბმული.

გაგიმარჯოს გიორგი.

2013, 2 თებერვალი.

ისევ გიორგი შეტყობინება.

გიორგი ბმული.

მე ვსწავლობ ფეისბუკს.

2013, 2 თებერვალი, გაგზავნილია სასაუბროდან

თამრიკოს შეტყობინება.

ძალიან კარგი.

2013, 2 თებერვალი

ალბათ შეამჩნიეთ, რომ შეტყობინების ქვევით წერია რიცხვი. ესაა თარიღი, როცა მიმდინარეობდა მიმოწერა.

როგორც კი ამ გვერდზე დამთავრდება მიმოწერები,  აღმოვაჩენთ რედაქტორს. ხმოვანი პროგრამა გვაცნობებს ამის შესახებ - მრავალსტრიქონიანი რედაქტორი (რედაქტორ მნაგასტროჩნი). სწორად ამ რედაქტორში უნდა ჩავწეროთ შეტყობინება, რომ ვუპასუხოთ მეგობარს. დავაწვეთ სპეისს ღილაკს და გავხსნათ რედაქტორი. დავწეროთ პასუხი და ტაბ ღილაკით გადავიდეთ ბმულზე - პასუხი. დავაჭიროთ ენტერს და  შეტყობინება გაიგზავნება.

ფეისბუკი გვაძლევს საშუალებას ასევე გაუგზავნოთ ჩვენს მეგობარს რაიმე ფოტო ან ფაილი. ამ რედაქტორის ქვემოთაა სწორედ სათაური - ან გააგზავნეთ ფოტო. ქვედა ისრით გადავდივართ და ვნახულობთ ღილაკს დათვალიერება (ბროუზ). ვაჭერთ ამ ღილაკზე ენტერს და შემდეგ კომბინაციით შიფტ+ტაბ ვხსნით ჩვენს კომპიუტერს. ამის შემდეგ ისრებით ვეძებთ იმ დისკს და საქაღალდეს, სადაც გვაქვს განთავსებული ფოტო ან ფაილი და  ვაჭერთ ენტერს, რის შემდეგაც ფაილი ან ფოტო ჯდება ჩვენს შეტყობინებაში. შემდეგ ქვედა ისრით ვნახულობთ სიტყვას - გაგზავნა (სენდ ფოტო) და ვაჭერთ ენტერს. ფოტო ან ფაილი შეტყობინებასთან ერთად იგზავნება.

თუ ისევ ქვედა ისარს გამოვიყენებთ, ვნახავთ ბმულს  -  შემოსულ შეტყობინებაზე გადასვლა. ამ ბმულზე ენტერის დაჭერით გადავალთ შემოსულ შეტყობინებებში, ანუ დავუბრუნდებით შეტყობინებების სიას.

 

მეგობრის წაშლა, დაბლოკვა

 

იმისათვის, რომ წავშალოთ ადამიანი ჩვენი მეგობრობის სიიდან, საჭიროა შევიდეთ მის გვერდზე. კომბინაციით კონტროლ+ჰოუმი ავდივართ გვერდის ზედა ნაწილზე, შემდეგ ვნახულობთ სიტყვას ფეისბუკ გრაფიკა. ვაჭერთ ამ სიტყვაზე ენტერს და გადავდივართ  მთავარ გვერდზე.

მთავარ გვერდზე  ქვედა ისრით ვნახულობთ ბმულს - მეგობრები. ენტერით ვხსნით და ისევ ქვედა ისრით ვნახულობთ ანბანს. ამ ანბანის მიხედვით შეგვიძლია ადვილად ვიპოვოთ მეგობარი მისი სახელისა და გვარის პირველი ასოთი. მაგალითად თუ გვინდა მეგობარი სახელით გიორგი, ამ ანბანში კა ასოთი ვეძებთ ასოს გ-ს. ეს თითოეული ასო წარმოადგენს ბმულს. ენტერით შევდივართ ბმულ გ-ზე. იხსნება გვერდი, სადაც არის ჩამოწერილი ყველა ის მეგობარი,  რომლის სახელიც იწყება ამ ასოზე.

ვეძებთ გიორგის, ვდგებით მასზე და ენტერით შევდივართ მის გვერდზე. კა ასოთი ვნახულობთ ბმულს -  დაშორება. ვაჭერთ ამ ბმულზე ენტერს და გადავდივართ კიდევ ახალ გვერდზე, სადაც ისევ ქვედა ისრით ვნახულობთ სიტყვას  -  წაშლა ბმული. ფეისბუკი დაგვისვამს შეკითხვას- ნამდვილად გვსურს თუ არა მეგობარი გიორგის წაშლა. ვპოულობთ ღილაკს - დადასტურება და ვაჭერთ ენტერს. ამ  მოქმედებების შემდეგ იგი იშლება მეგობრების სიიდან.

დაშორება ბმულის ზევით არის ბმული - ამ პიროვნების დაბლოკვა. ამ ბმულზე დაჭერისას ჩვენ გადავალთ სხვა გვერდზე, სადაც ვიპოვით სიტყვას - ბლოკ. ვაჭერთ ენტერს და ეს ადამიანი იბლოკება. დაბლოკვის შემდეგ, იგი ვეღარ მოგვწერს, ვეღარ წაიკითხავს თქვენს გამოქვეყნებულ მასალებს და ასე შემდეგ. ბლოკის მოხსნა შესაძლებელია დაბლოკილი ადამიანების სიაში შესლვით. საჭიროა ვიპოვოთ ჯერ ის პიროვნება სიაში, რომელსაც უნდა მოვხსნათ ბლოკი და შემდეგ ბმული ანბლოკ. ბმულზე ანბლოკ ვაჭერთ ენტერს, რის შემდეგაც ეს პიროვნება  თავიდან იქნება დასამატებელი მეგობრების სიაში. მას უნდა გავუგზავნოთ მოგობრობის თხოვნა. ეს ნაწილი ჩვენ ზემოთ უკვე განვიხილეთ.

 

ახლა კი განვიხილოთ კიდევ ერთი პუნქტი, ესაა სტატუსის გამოქვეყნება ეგრეთწოდებულ კედელზე. არსებობს ორი ტიპის კედელი: თქვენი კედელი, სადაც წერთ რაიმე შეტყობინებას, რომელსაც ნახავს ყველა თქვენი მეგობარი და მეგობრის კედელი, სადაც წარწერას ნახავს მხოლოდ ის მეგობარი, მის კედელზეც მოახდენთ წარწერის განხორციელებას.

გადავიდეთ მთავარ გვერდზე,  მოვნახოთ სათაური - რაზე ფიქრობთ? მის ქვევითაა რედაქტორი, სადაც ჩვენ დავწერთ რაიმე წინადადებას, რაც გვსურს.  სპეისს ღილაკით შევიდეთ რედაქტორში, დავწეროთ რაიმე, ტაბ ღილაკით მოვნახოთ სიტყვა გამოქვეყნება. დავაჭიროთ ენტერს და ის, რაც ახლახანს ჩავწერეთ რედაქტორში  გამოქვეყნდება ფეისბუკზე.  ეს ფრაზა ჩანს ჩვენს გვერდზეც და ჩვენი ყველა მეგობრის გვერდზეც.   

ახლა კი მეგობრის კედელზე დატოვოთ შეტყობინება, რომელსაც იგი აუცილებლად წაიკითხავს თავის ფეისბუკზე შესვლისას.

გადავიდეთ მთავარ გვერდზე, ქვედა ისრებით ვიპოვოთ ბმული მეგობრები, შევიდეთ  და ვიპოვოთ ანბანის მიხედვით რომელიმე მეგობარი.  ქვედა ისრით  მოვნახოთ სათაური - დაწერეთ ამა და ამ მეგობრის კედელზე (ვრაიტ ონ მომხმარებლის სახელი, ზი ვოლ). მის ქვევითაა რედაქტორი, სადაც მოვახდენთ შეტყობინების  დაწერას. როგორც კი დავწერთ შეტყობინებას, ტაბ ღილაკით გადავიდეთ სიტყვაზე გამოქვეყნება და დავაჭიროთ ენტერს. ამის შემდეგ შეტყობინება დაიწერება მის კედელზე. 

 

 

ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად აგვეხსნა თქვენთვის, თუ რას წარმოადგენს ფეისბუკი.  აქვე უნდა გითხრათ, რომ იმის გამო, რომ ფეისბუკი ყოველდღიურად ანახლებს თავის მენიუებს, არ გამოვრიცხავთ,  გამოჩდეს ახალი სერვისები და ბმულები.  მაგრამ დღეს-დღეობით რაც ვისწავლეთ,ესაა ძირითადი წესები, რომელიც დაგვეხმარება ფეისბუკის გამოყენებაში..

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         როგორ ვიპოვოთ და დავამატოთ ადამიანი მეგობრების სიაში?

2.         როგორ წავიკითხოთ შეტყონინებები?

3.         როგორ მივწეროთ ჩატი მეგობარს?

4.         შესაძლებელია თუ არა ფეისბუკის საშუალებით გავუგზავნოთ მეგობარს ფოტო ან ფაილი?

5.         როგორ წავშალოთ მეგობარი მეგობრების სიიდან?

 

 დავალება:

1.         იპოვეთ თქვენი სკოლისა და სამსახურის მეგობრები და დაამატეთ ისინი სიაში.

2.         მიწერეთ მათ შეტყობინებები და გაუგზავნეთ მეგობრობის თხოვნა.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 23.გაკვეთილი ოცდამეორე -ფეისბუკი