ქალაქში, მტვერში

 

  ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი

  ნუკრის თვალებით, თმით _ მიმოზებით.

  და მწუხარების მალე ნიავში

  მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

 

  შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,

  შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!

  მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა

  და გაისმოდა დების სიმღერა.

                                            1915

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / ქალაქში, მტვერში