ატმის რტოო ატმის რტოო,    დაღალულო რტოო...

     

  ატმის რტოო, დაღალულო რტოო,

  ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი.

  ქარიშხალი მოდის საიმდროო,

  ყვავილების ქარმა მიჰქრის ტბორი.

  მოცდა არ ღირს, თუ ისევე უვდი,

  ამ გრიგალში დრო არ არის სხივის.

  დაღალული ყვავილი ხარ სუსტი.

  ქარი კივის, ქარი კივის, კივის.

  ნაპრალებზე გადაიმსხრა ნარგი,

  ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა,

  თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...

  ატმის რტოო, დაღალულო რტოო.

                                                     1916

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / ატმის რტოო ატმის რტოო, დაღალულო რტოო...