გაკვეთილი ოცდამეერთე

 

სკაიპი

ნაწილი 1

 

ამ გაკვეთილში ჩვენ განვიხილავთ სკაიპის შესაძლებლობებს და ვისწავლით მისი მოხმარების წესებს. გაკვეთილი დაყოფილია 15 ნაწილად. ახლა მოკლედ მოგახსენებთ, თუ რას ნიშნავს სკაიპი.

 

სკაიპი არის კომპიუტერული პროგრამა, რომლის  საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ დავამყაროთ კონტაქტი რეალურ დროში სხვა ადამიანებთან. ეს გულისხმობს: კომპიუტერიდან სხვა კომპიუტერზე ზარის განხორციელებას, მიწერ-მოწერას, ფაილების მარტივად გაგზავნას და სხვა. პროგრამას გააჩნია სატელეფონო ზარის ფუნქცია. იმისათვის, რომ მოვახდინოთ აბონენტთან საუბარი, უნდა გვქონდეს მიკროფონი და ყურსასმენები. ყურსასმენებში ჩვენ გავიგონებთ აბონენტის საუბარს, მიკროფონი კი გვჭირდება იმისათვის, რომ  აბონენტმა გაიგონოს ჩვენი ხმა. ასევე, სკაიპს აქვს ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფუნქციაც, რაც გვაძლებს საშუალებას ვესაუბროთ მეგობრებს ტექსტების მეშვეობით. მობილურ ტელეფონში ამ ტექსტურ შეტყობინებას ჰქვია ესემესი, სკაიპში კი ჰქვია ჩატი.  ესემესისგან განსხვავებით ჩატი უფასოა და თან იძლევა უფრო მეტი ტექსტის დაწერის საშუალებას. ასევე, სკაიპის დახმარებით, ჩვენ შევძლებთ ფაილების გაგზავნას და მათ მიღებას.

ვიდრე დავიწყებდეთ ამ პროგრამის შესაძლებლობების განხილვას,  უნდა დავაყენოთ სკაიპი ჩვენს კომპიუტერზე. შემდეგ კი დავრეგისტრირდეთ პროგრამაში. აქვე გეტყვით, რომ სასურველია იყოს  პროგრამა სკაიპის 3.8 ვერსია, რადგან ეს უკანასკნელი  ყველაზე  კარგად არის მორგებული  უსინათლო მომხმარებლზე.   მოდით, გადმოვიწეროთ პროგრამა  ინტერნეტიდან. ამისათვის გადავიდეთ სამუშაო მაგიდაზე, ვიპოვოთ ინტერნეტ  ექსპლორერი და დავაჭიროთ ენტერს. გაიხსნება ჩვენი ძირითადი გვერდი ანუ გუგლის  საძიებო სისტემა. ქვემოთ ჩვენ გთავაზობთ ზუსტ ლინკს, საიდანაც უნდა მოხდეს პროგრამის გადმოწერა, ამიტომ დავაკოპიროთ იგი. შემდეგ კი დავაჭიროთ ეფ6 ღილაკს და კონტროლ+ვე ღილაკთა კომბინაციით ჩავსვათ დაკოპირებული მისამართი მისამართის ველში.   აი, ლინკიც: http://www.integr.org/programs/helpful/skypesetup3.8.exe.

ამის შემდეგ ვაჭერთ ენთერს და ველით  გადმოსაქაჩი ფანჯრის გახსნას. როგორც კი ფანჯარა გაიხსნება, ტაბ ღილაკით მოვძებნოთ სიტყვა შენახვა (სეივ), ვაჭერთ ენტერს და ისევ ტაბ ღილაკით  ვეძებთ იგივე სიტყვას  -  სეივ. მივუთითოთ საქაღალდე მაი დოკუმენტი, სადაც კომპიუტერი განათავსებს საინსტალაციო პაკეტს. როგორც კი ვიპოვით მას, ვაჭერთ ენტერს და პროგრამა  იწყებს გადმოწერას  კომპიუტერზე.  გადმოიწერის დასრულების შემდეგ შევუდგეთ მის დაყენებას კომპიუტერზე.

სამუშაო მაგიდაზე ვიპოვოთ საქაღალდე  მაი დოკუმენტს და გავხსნათ ენტერით. ზედა ან ქვედა ისრით ვიპოვოთ გამშვები ფაილი - სკაიპ სეტაპ ეგზე. ვაჭერთ ამ სიტყვაზე ენტერს, ტაბით ვპოულობთ რედაქტორს, სადაც ქვედა ან  ზედა  ისრებით უნდა ავირჩიოთ პროგრამის ენა.  ქვემოთ ჩვენ გთავაზობთ პროგრამის ინგლისურ ვერსიას, ამიტომაც თქვენც აირჩიეთ ინგლისური (ინგლიშ). ამის შემდეგ  გადავდივართ ტაბ ღილაკით და ვეძებთ სიტყვას ოკ. ვაჭერთ ენტერს. გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე. ისევ ვიყენებთ ტაბ ღილაკს, ვნახულობთ სიტყვას აი ეგრი ჩექტ ნოტ ჩექტ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვეთანხმებით პროგრამით სარგებლობის ზოგად წესებს,  ღილაკით ხანი ვაყენებთ ალამს, რის შემდეგაც ხმოვანი იტყვის ჩექთ. ამის შემდეგ, ტაბ ღილაკით ვეძებთ სიტყვას ნექსთ, ვაჭერთ ენტერს და პროგრამა იწყებს დაყენებას. როგორც კი პროგრამა  დაყენდება კომპიუტერზე, ჩვენ გადავდივართ სამუშაო მაგიდაზე და ვნახულობთ იარლიყს სკაიპ. ვაჭერთ ენტერს. იხსნება ფანჯარა, სადაც რამოდენიმე რედაქტორია შესავსები. ესაა სარეგისტრაციო ფანჯარა. პირველი რედაქტორია - სრული სახელი (ფულ ნეიმ). ტაბით ჩამოვდივართ მეორე რედაქტორზე: აირჩიეთ სკაიპის სახელი (ჩუზ სკაიპ ნეიმ) და გახსნილ რედაქტორში ვწერთ ჩვენს ნიკს ანუ სახელს. ნიკი შეიძლება იყოს როგორც ჩვენი ნამდვილი სახელი, ასევე მოგონილი.  

ტაბ ღილაკით გადავდივართ შემდეგ რედაქტორზე, სადაც ვწერთ პაროლს. იგი არ უნდა იყოს 4 სიმბოლოზე ნაკლები. პაროლში შეიძლება   გამოვიყენოთ  როგორც  ციფრები, ასევე ასოები. პაროლის დაფიქსირების შემდეგ, ტაბ ღილაკით გადავდივართ  მომდევნო რედაქტორზე, სადაც ვიმეორებთ ზემოთ ჩაწერილ პაროლს. ისევ ტაბ ღილაკით ვეძებთ სიტყვას ნოტ ჩექთ და სპეისს ღილაკით ანუ ხანით ვაყენებთ ალამს. ამ დროს ხმოვანმა პროგრამამ უნდა თქვას -  ჩექთ, რის შემდეგაც გადავდივართ სიტყვაზე - ნექსტ. ვაჭერთ ენთერს და  იხსნება ახალი ფანჯარა. აქ ვწერთ ჩვენს პირად ელექტრონულ მისამართს.  იმ შემთხვევაში, თუ ოდესმე დაგვავიწყდება პაროლი, ახალი პაროლის მოთხოვნისას, იგი გამოიგზავნება ამ ელექტრონულ ფოსტაზე. შემდეგ ტაბ ღილაკით ვპოულობთ სიტყვას ედიტ და   ვიმეორებთ ელექტრონულ მისამართს. ისევ ტაბით გადავდივართ და ვნახულობთ სიტყვას საინ ინ.

გამოდის ფანჯარა, რომელიც გამოვა შემდგომ ყოველ ჯერზე სკაიპის ჩართვისას.  აქ არის ორი რედაქტორი - პირველში ვწერთ იმ ნიკს, რომელიც რეგისტრაციის გავლის დროს ჩავწერეთ, ხოლო მეორე ველში ჩავწეროთ პაროლი და დავაჭიროთ ენტერს. გაისმება სკაიპის ჩართვის დამახასიათებული ხმა.

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         რა შესაძლებლობები აქვს პროგრამა სკაიპს?

2.         რა არის ჩატი?

3.         პროგრამაში დარეგისტრირების დროს რისთვის გვჭირდება ელ. ფოსტის მითითება? 

4.         რამდენი რედაქტორი აქვს სკაიპის ჩასართველ ფანჯარას?

 

დავალება:

 

1.         გადმოწერეთ და დააინსტალირეთ სკაიპი თქვენს კომპიუტერში.

2.         დარეგისტრირდით სკაიპში.

 

 

სკაიპი ნაწილი 2.

რეჟიმების ცვლა

 

უფრო ახლოს გავეცნოთ  პროგრამის შესაძლებლობებს.  დავიწყოთ რეჟიმების ცვლით. ჩავრთოთ სკაიპი. ჩავწეროთ ჩვენი ნიკი და პაროლი. და დავაჭიროთ ენტერს. უნდა გაისმას პროგრამის ჩართვის დამახასიათებელი ხმა. სკაიპის მთავარი ფანჯარა გააქტიურდება. დავაჭიროთ ღილაკს ტაბი, გავიგონებთ სიტყვას  -  ონლაინ დაჭერილი ღილაკი (ონლაინ ნაჟატაია კნოპკა). ეს იმის  მანიშნებელია, რომ  ჩვენ ვიმყოფებით ქსელში და ჩვენს მეგობრებს შეუძლიათ  დაგვირეკონ და მოგვწერონ.

თუ დავაწვებით სპეისს ღილაკს,  გაიხსნება სია, სადაც ჩამოთვლილია პროგრამის მიერ შემოთავაზებული რეჟიმები. რეჟიმების ჩამონათვალზე ჩამოვდივართ ქვედა ისრით, ხოლო რეჟიმს ვირჩევთ ენტერით. 

გავეცნოთ რეჟიმებს.

პირველი რეჟიმი  მენიუს სიაში არის ონლაინი.  როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს რეჟიმი ნიშნავს, რომ ჩვენ ვიმყოფებით ქსელში. ქვედა ისრით ჩამოვიდეთ მომდევნო ელემენტზე. ესაა  -   სკაიპ მი. ამ რეჟიმის გააქტიურების შემთხვევაში, ჩვენ ჩავერთვებით მსოფლიო ქსელში. ამ რეჟიმის დროს შეუძლიათ დაგვეკონტაქტონ სრულიად უცნობი  ადამიანები, რომლებიც მოცემული მომენტისთვის იმყოფებიან სკაიპის სივრცეში. სკაიპ მი რეჟიმის გააქტიურებისას პროგრამა შეგვეკითხება ნამდვილად გვსურს თუ არა გადავიდეთ ამ რეჟიმზე. Dთანხმობის შემთხვევაში ტაბ ღილაკით ვეძებთ სიტყვას ოკ და ვაჭერთ ენტერს. რეჟიმი გააქტიურდება და რამდენიმე წუთში დაგეკონტაქტებიან სრულიად უცნობი ადამიანები.

შემდეგი რეჟიმია ევეი. ეს რეჟიმი ნიშნავს, რომ  ჩვენ დროებით ვართ გასული. რეჟიმი  -  ნოტ ევეილებოლ ნიშნავს, რომ ჩვენ მიუწდომელები ვართ.

მორიგი რეჟიმი არის დონტ დისტარბ. ამ რეჟიმის დაყენების დროს გაითიშება ზარის და ჩატის ხმები. ინგლისურად ეს სიტყვა ნიშნავს არ შემაწუხოთ!

ამ რეჟიმის გააქტიურების შემთხვევაში, ისევე, როგორც სკაიპ მის რეჟიმზე გადასვლისას პროგრამა ანალოგიურად შეგვეკითხება ნამდვილად გვსურს თუ არა რეჟიმის შეცვლა. თუ გვსურს, ტაბ ღილაკით ან ისრებით გადავდივართ სიტყვაზე ოკ და ვაჭერთ ენტერს. რეჟიმი გააქტიურდება. 

შემდეგი რეჟიმია  -  ინვიზიბლ ანუ უხილავი. ამ დროს ჩვენ რეალურად ვართ ქსელში, თუმცა მეგობრები ვერ დაგვინახავენ.

 სიაში ბოლო რეჟიმია  -  ოფლაინ. ამ რეჟიმის გააქტიურების შემთხვევაში პროგრამა გაითიშება. სკაიპის ჩართვას ჩვენ შევძლებთ ნებისმიერ დროს ონ ლაინ რეჟიმზე ენტერის დაჭერით. შეგახსენებთ: ნებისმიერი რეჟიმის გააქტიურება შეგვიძლია ამ რეჟიმზე დადგომით და ენტერ ღილაკზე თითის დაჭერით.

ამ სიაში არის კიდევ ერთი პუნქტი  -  ქოლ ფორვარდინგ ანუ ზარის გადამისამართება. ამ რეჟიმის გააქტიურების შემთხვევაში ჩვენ მოვახდენთ ზარის გადამისამართებას მაგალითად მობილურ ტელეფონზე დაყენებულ სკაიპის პროგრამაში, მაგრამ ეს სხვა სფეროს თემაა და ნაკლებად ეხება კომპიუტერს.

რეჟიმების სიიდან გამოვდივართ ესკეიპ ღილაკის დახმარებით.

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         რომელი რეჟიმი მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ ჩართული ვართ ქსელში?

2.         რას ნიშნავს რეჟიმი სკაიპ მი?

3.         რას ნიშნავს რეჟიმი - ინვიზიბლ ?

4.         ვიყენებთ თუ არა ენტერს რეჟიმიდან რეჟიმზე გადასასვლელად?

 

დავალება:

1.         მოძებნეთ სკაიპის რეჟიმების ცვლის მენიუ.

2.         გადადით რეჟიმზე - ინვიზიბლ;

 

 

სკაიპი ნაწილი 3

აბონენტის ძებნა და მისი დამატება სიაში

 

შევიდეთ სკაიპის მთავარი ფანჯრის მენიუში. დავაჭიროთ ალტ ღილაკს, შემდეგ მარჯვენა ისრით გადავაადგილდეთ და ვიპოვოთ სიტყვა ტულს.  ქვედა ისრით ჩამოვიდეთ პუნქტზე -სერჩ ფორ სკაიპ იუზერს, რაც ნიშნავს -  ვიპოვოთ სკაიპის მომხმარებელი და დავაჭიროთ ენტერს. გახსნილ რედაქტორში ჩავწეროთ იმ ადამიანის ნიკი ან სრული სახელი და გვარი, რომლსაც ვეძებთ.    დავაჭიროთ ენტერს, რის შემდეგაც დაიწყება ძებნა. თუკი ჩვენ ზუსტად ვიცით სკაიპის ამ მომხმარებლის სახელი ან ნიკი, მაშინ მხოლოდ ამ ველის შევსებით დავკმაყოფილდეთ, გადავიდეთ ტაბით ღილაკზე - ფაინდ ანუ ძიება და დავაჭიროთ ენტერს. მაგრამ თუ ამ ძიებამ არ მოგვცა შედეგი, აქ არის შესაძლებლობა ვაწარმოოთ გაფართოებული ძიება. ტაბით გადავიდეთ რედაქტორში - ქვეყნები (ქანთრი) და ზედა და ქვედა ისრით მივუთითოთ ქვეყანა, რომლის მკვიდრიცაა ის ადამიანი, რომელსაც ვეძებთ. მომდევნო რედაქტორებია - შტატი, ქალაქი და ენა. შტატისა და ქალაქის ზოლში უნდა ავკრიფოთ შესაბამისი ადგილმდებარეობა, ხოლო ენების რედაქტორი არის  კომბინირებული რედაქტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრებით შეგვიძლია ვაწარმოოთ ძიება. დავაფიქსიროთ ენაც. შემდეგი რედაქტორია სქესი - ჯენდერ. აქ მოსანიშნია რადიო ღილაკები. მათი მონიშვნა შეგვიძლია ზედა და ქვედა ისრით. შემდეგი ველია - ასაკი (ეიჯ). ესეც არის კომბინირებული რედაქტორი და ზედა და ქვედა ისრებით უნდა ავირჩიოთ შესაბამისი ასაკი. ამ ყველაფრის შემდგომ გადავიდეთ ღილაკზე - პოვნა (ფაინდ) და დავაჭიროთ ენტერს.  დასრულდება თუ არა ძებნა, სკაიპი  ავტომატურად  გადაგვიყვანს  სიაში, სადაც იქნება ჩამოწერილი ნაპოვნი აბონენტების ჩამონათვალი. შეიძლება მოხდეს ისე, რომ სკაიპმა მოიძიოს რამდენიმე ერთი და იგივე ნიკისა და სახელის მქონე აბონენტი. ამ შემთხვევაში, ისრით ვირჩევთ შესაბამის ვარიანტს და  გადავდივართ ტაბ ღილაკით სიტყვაზე  -  ედ სკაიპ კონტაკტ, რაც ნიშნავს დაამატეთ სკაიპის კონტაქტებში. ვაჭერთ ამ სიტყვაზე ენტერს და შემდეგ ისევ ტაბ ღილაკით გადავდივართ სიტყვაზე -  ოკ.  ენტერის დაჭერის შემდეგ აბონენტი ემატება ჩვენს მეგობართა საერთო სიაში.

მოდით ესკეიპ ღილაკით გამოვიდეთ ძებნის ფანჯრიდან და კომბინაციით ალტ+ტაბი გავააქტიუროთ  სკაიპის მთავარი ფანჯარა. როგორც გახსოვთ, კომბინაცია ალტ+ტაბი გვაძლევს საშუალებას გადავიდეთ  კომპიუტერში გახსნილი ერთი ფანჯრიდან მეორეში. ტაბ ღილაკით ვიპოვოთ სიტყვა კონტაკტ ლისტ ანუ კონტაქტების სია, სადაც ჩამოწერილია ჩვენი მეგობარი აბონენტები და ზედა ან ქვედა ისრით დავათვალიეროთ ისინი. აი სასიამოვნო სიახლე! ადამიანი, რომელიც ახლახანს ვიპოვეთ, მართლაც დაემატა ჩვენ სიაში! აქვე მინდა გითხრათ, რომ ის აბონენტები, რომლებიც არიან ქსელში, მდებარეობს სიის ზედა ნაწილში, ხოლო ვინც ამჟამად არ იმყოფებიან ქსელში, ჩამონათვალში უფრო ქვემოთ არიან.

 

საკონტროლო კითხვები:

1.         როგორ გამოვიძახოთ საძიებო ფანჯარა

2.         როგორ ვაწარმოოთ ძიება, თუ ზუსტად ვიცით სკაიპის აბონენტის ნიკი?

3.         რა და რა რედაქტორები უნდა შევავსოთ, რომ ვიპოვოთ ის აბონენტი, რომლის ნიკი არ ვიცით ზუსტად?

 

დავალება:

1.         იპოვეთ თქვენი სკოლის მეგობარი, რომლის სახელი და გვარი კარგად გახსოვთ;

2.         აწარმოეთ ძიება ნიკით.

 

სკაიპი ნაწილი 4.

ზარი

 

როგორც ზემოთ  აღვნიშნეთ, სკაიპის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ნაცნობ-მეგობრებთან. მოიმარჯვეთ ყურსასმენები და მიკროფონი. სკაიპის მთავარ ფანჯარაში ტაბ ღილაკით გადავიდეთ სიტყვაზე კონტაკტ ლისტ ანუ კონტაქტების სია, ზედა ან ქვედა ისრით ვიპოვოთ აბონენტი. დავაჭიროთ ენტერს. ზარი გაისმება მასთან. ზარის განხორციელება  შესაძლებელია აგრეთვე კონტექსტური მენიუს დახმარებით. ტაბ ღილაკით ვპოულობთ  საკონტაქტო სიაში აბონენტს, ვისთანაც გვინდა ზარის გაშვება, ვაჭერთ ღილაკს აპლიქეიშენ და ვიძახებთ კონტექსტურ მენიუს. შემდეგ ქვედა ისრით ვეძებთ სიტყვას კოლ ანუ დარეკვა და ვაჭერთ ენტერს. 

დავიმახსოვროთ: ზარზე პასუხი ხდება შემდეგნაირად: ალტ ღილაკით შევდივართ ფანჯრის მენიუში, შემდეგ მარჯვენა ისრის დახმარებით უნდა გადავიდეთ მენიუს პუნქტზე ქოლ ანუ ზარი და ქვედა ისრით მოვნახოთ სიტყვა ანსვერ ანუ ზარზე პასუხი. ამის შემდეგ უნდა დავაწვეთ ენტერს. ამ დროს ხმოვანმა პროგრამამ უნდა გვითხრას თუ ვინ გვირეკავს. სურვილის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებას ვუპასუხოთ თუ არა აბონენტს. პასუხის შემთხვევაში მოიქეცით ისე, როგორც ზემოთ აღვწერეთ, ხოლო თუ არ გვსურს პასუხი, ესკეიპ ღილაკით ვთიშავთ ზარს.

დავიმახსოვროთ: ზარის გათიშვა ხორციელდება ღილაკით -  ესკეიპი.

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         როგორ დავრეკოთ მეგობართან კონტექსტური მენიუს გამოყენებით?

2.         როგორ ვუპასუხოთ ზარს? 

3.         როგორ გავთიშოთ შემოსული ზარი?

 

დავალება:

1.         დარეკეთ მეგობართან ღილაკი ენტერის დახმარებით.

 

 

სკაიპი ნაწილი 5.

ჩატები ანუ ტექსტური შეტყობინებები

 

სკაიპში როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,  გარდა ხმოვანი კავშირისა, არსებობს მიმოწერის საშუალებაც. როგორ დავწეროთ ჩატი?

 

დავაწვეთ ალტ ღილაკს, გავააქტიუროთ ფანჯრის მენიუ და მარჯვენა ისრით მოვნახოთ სიტყვა ვიუ. ქვედა  ისრით ჩამოვხსნათ მენიუ და ვიპოვოთ პუნქტი აქსესებილიტი ანუ ხელმისაწვდომობა. მარჯვენა ისრით ვხსნით ქვემენიუს. აქ უკვე ქვემენიუში ვირჩევთ  ექსთენდინგ კეიბორდ ნავიგეიშენ, რაც ნიშნავს - კლავიატურის გაფართოებული ნავიგაციას. ვაწვებით ენტერს. ეს გვჭირდება იმისათვის, რომ კორეკტულად მივიღოთ და გავაგზავნოთ ჩატები.

ახლა კი მოდით, მივწეროთ  აბონენტს  ტექსტური შეტყობინება.  ტაბ ღილაკით გადავდივართ საკონტაქტო სიაზე (კონტაქტ ლისტ),  ქვედა ან ზედა ისრით ვპოულობთ  სასურველ აბონენტს, ვხსნით კონტექსტურ მენიუს და ქვედა ისრით ვნახულობთ სიტყვას სტარტ ჩატ ანუ ჩატის დაწყება. ვაჭერთ ამ სიტყვაზე ენტერს. გაიხსნება ჩატის ფანჯარა, სადაც შეგვიძლია  შეტყობინების  დაწერა და მიღება. ავკრიფოთ წინადადება:

გამარჯობა, გიორგი. როგორ ხარ? და  ენტერით  გავუგზავნოთ იგი ჩვენს მეგობარს. ჩვენს მიერ გაგზავნილი ჩატის წაკითხვას შევძლებთ თუ დავაწვებით ტაბ ღილაკს და მოვნახავთ სიტყვას ლისტ. შემდეგ ვაწვებით ქვედა ისარს და ჩვენ გავიგონებთ ახლახანს ჩვენს მიერ დაწერილ წინადადებას.

ცოტა ხანში მივიღებთ ჩვენი მეგობრის პასუხს. მისი  შეტყობინების წაკითხვასაც შევძლებთ ქვედა ისრის დახმარებით.

თუ გვინდა გადავიკითხოთ ძველი შეტყობინებები,  წაკითხვა შეგვიძლია ზედა ისრით. ამგვარად ვახორციელებთ მიმოწერას.

მიმოწერის დროს თუ  მოგვინდება დავურეკოთ იმ აბონენტს, რომელსაც იმ მომენტში ვესაუბრებით,  ტაბ ღილაკით გადავდივართ სიტყვაზე მემბერ ლისტ და ვაჭერთ ენტერს. ზარი გაეშვება.

ჩატის წაკითხვის დროს ენ ვე დეა გვიცხადებს მოსული შეტყობინების დროს : ზუსტ საათს, წუთსა და წამს. ეს ხშირად ზედმეტი ინფორმაციაა ჩვენთვის და დამღლელია მისი მოსმენა. ამიტომაც სკაიპი გვაძლევს საშუალებას გამოვრთოთ პარამეტრებიდან დროის აღნიშვნა. დავაწვეთ ალტს, შევიდეთ მენიუში, მარჯვენა ისრით ვიპოვოთ სიტყვა ტულს, ხოლო შემდეგ ზედა ან ქვედა ისრით მოვნახოთ სიტყვა ობშენ ანუ პარამეტრები. დავაწვეთ ენტერს და ქვედა ისრით ვიპოვოთ სიტყვა ჩატ ეპირიენს. სიტყვის პოვნის  შემდეგ, ტაბ ღილაკით ვეძებთ სიტყვას შოუ თაიმს სთემპს ნექსტ ტუ ჩეთს მესეჯის, რაც ქართულად ნიშნავს - აჩვენოს დროის მაჩვენებელი ჩატის მესიჯებთან. თუ ამ წინადადების გასწვრივ არის ალამი აღნიშნული სპეისს ღილაკით ამოვრთავთ ამ ალამს. ტაბ   ღილაკით გადავდივართ სიტყვაზე სეივ ანუ შენახვა და ვაჭერთ ენტერს. ამ მოქმედების შემდეგ, მოსული ჩატი აღარ აღინიშნება დროით და ხმოვანი პროგრამა წაგვიკითხავს მხოლოდ შეტყობინებებს.

ენ ვე დეა გვაძლევს საშუალებას წავიკითხოთ ჩატები სიტყვა-სიტყვით ან ასო- ასო, რაც არ გააჩნია თვითონ პროგრამა სკაიპს. ჩატში თუ გვინდა წავიკითხოთ წინადადება, რომელიც კარგად ვერ გავიგეთ, გვაქვს ორი საშუალება: ზედა ისრით ერთხელ ავიდეთ და შემდეგ ქვედა ისრით, გავამეორებინოთ შეტყობინება ხელახლა. ხმოვანი პროგრამა კი გვთავაზობს შემდეგ ვარიანტს: ისრით დავდგეთ შეტყობინებაზე, გავთიშოთ ციფრული ბლოკის ჩასართველ-გამოსართველი ღილაკი ნამლუქი თუ ის ჩართულია და ციფრი ექვსით წავაკითხოთ შეტყობინებაში მდებარე მარჯვენა ფრაზა. მარცხენა ფრაზის წაკითხვას შევძლებთ ციფრი ოთხით. თუ გვსურს ასო-ასო მოვისმინოთ შეტყობინებები, წავიკითხოთ ღილაკით  -  ციფრი 3. მარცხენა ასოს წაკითხვა შესაძლებელი იქნება ღილაკით სადაც მდებარეობს ციფრი 1.

გახსოვდეთ! თუ ნამლოკი ჩართულ რეჟიმშია, ამ ღილაკებს არ ექნება კითხვის ფუნქცია, რადგან ისინი ჩვეულებრივად წარმოადგენენ ციფრებს.

შეტყობინების წაშლა - ისრით დავდგეთ ამ შეტყობინებაზე, გამოვიძახოთ კონტექსტური მენიუ ღილაკით აპლიქეიშენ,  ზედა ან ქვედა ისრებით  ვიპოვოთ სიტყვა რიმოვ მესიჯ რაც ნიშნავს მესიჯის წაშლას და დავაწვეთ ენტერს.  შემდეგ ტაბ ღილაკით მოვნახოთ ღილაკი და დავაჭიროთ ენტერს. ამ მოქმედების შედეგად შეტყობინება წაიშლება და ხმოვანი პროგრამა გვაცნობებს -  ზის მესიჯ ვოზ რემუვდ ანუ ეს მესიჯი წაიშალა. გაითვალისწინეთ, რომ შეტყობინების წაშლა უნდა მოვასწროთ მანმადე, ვიდრე იგი გადავა ისტორიაში. ისტორიაში ჩატების წაშლას მოგვიანებით შევისწავლით. თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ მხოლოდ თქვენი შეტყობინებები. თქვენი მოსაუბრის მოაწერს ვერ წაშლით. Mმისი წაშლა შეუძლია მხოლოდ ჩატის მფლობელს. 

შესაძლებელია ჩატის  კოპირებაც. ამისათვის ისრით უნდა დადგეთ იმ შეტყობინებაზე, რომლის კოპირებაც გსურთ და დააწვეთ კომბინაციას კონტროლ+ცე. ამის შემდეგ შეტყობინება გადადის ბუფერში და ელის თქვენ შემდგომ მოქმედებას. კოპირებული ტექსტი შეგიძლიათ ჩასვათ რომელიმე ტექსტურ რედაქტორში და შემდეგ წაიკითხოთ.

იგივე მოქმედება შეიძლება განვახორციელოთ ყველა არსებული ჩატების მიმართ.  ამისათვის ჩატის ფანჯარაში ტაბ ღილაკით გადავდივართ სიტყვაზე  მემბერ ლისტ და ვაწვებით კონტექსტურ მენიუს. შემდეგ ზედა ისრით ვნახულობთ სიტყვას ვიუ ჩატ ჰისტორი - იხილეთ ჩატების ისტორია.  ვაჭერთ ენტერს, რის შემდეგაც გაიხსნება იმ ადამიანთან  მიმოწერის მთელი ისტორია. თუ გვინდა წავიკითხოთ თავიდან ყველა შეტყობინება, დავაწვეთ ჰოუმ ღილაკს და ქვედა ისრით წავიკითხოთ ისინი. ხოლო ჩატზე გადასვლა შეგვეძლება ენდ ღილაკის დაჭერისას. თუ გვსურს ჩატების ისტორიის გადატანა ტექსტურ რედაქტორში, ღილაკებით - კონტროლ+ა მოვნიშნოთ მთელი ტექსტი და კომბინაციით კონტროლ+ცე გავაკოპიროთ ისინი ბუფერში. შემდეგ შევქმნათ ვორდის ცარიელი დოკუმენტი და კომბინაციით კონტროლ+ვე ჩავსვათ ეს ჩატები.

 

საკონტროლო კითხვები:

1.         როგორ დავწეროთ შეტყობინება? 

2.         როგორ გამოვრთოთ დროის მაჩვენებელი ჩატის დროს?

3.         რა ღილაკებითაა შესაძლებელი შეტყობინებების წაკითხვა? 

4.         როგორ წავშალოთ შეტყობინებები?

5.         შესაძლებელია თუ არა მოსაუბრის ჩატების წაშლა?

6.         შეგვიძლია თუ არა ჩატების კოპირება?

 

დავალება:

1.         შედით მენიუში და გამორთეთ დროის მაჩვენებელი;

2.         დაწერეთ შეტყობინება და გააგზავნეთ მეგობერთან.

3.         წაშალეთ დაწერილი შეტყობინება.

4.         ბოლოს დააკოპირეთ მთლიანი საუბარი და გადაიტანეთ ტექსტურ რედაქტორში.

 

 

სკაიპი ნაწილი 6.

მომხმარებლის სიიდან წაშლა, დაბლოკვა, ბლოკის მოხსნა.

 

რას ნიშნავს მომხამრებლის სიიდან წაშლა და დაბლოკვა?

მომხმარებლის წაშლა სიიდან ნიშნავს, რომ იგი გაქრება თქვენი მეგობრების სიიდან. ხოლო  თუ დავბლოკავთ მას,  ის არამარტო გაქრება სიიდან, არამედ ვეღარ შეძლებს თქვენთან დარეკვას და ურთიერთობის  გაგრძელებას სკაიპის საშუალებით.

მოდით განვიხილოთ სათითაოდ ეს ვარიანტები.

 

 სიიდან წაშლა საკმაოდ მარტივი პროცედურაა. ტაბ ღილაკით გადავდივართ სიტყვაზე -  კონტაკტ ლისტ ანუ კონტაქტების სია. შეგახსენებთ, რომ კონტაქტების სიაში არიან ჩვენი სკაიპის მეგობრები. ქვედა ან ზედა  ისრით ვპოულობთ იმ ადამიანის ნიკს, რომლის წაშლაც გვინდა და ვაწვებით დელეიტს. გამოდის სადიალოგო ფანჯარა შეკითხვით  -  ნამდვილად გვსურს თუ არა მომხმარებლის წაშლა სიიდან.  ტაბ ღილაკით ან ისრით გადავდივართ ღილაკზე - რიმოვ ანუ წაშლა და ვაჭერთ ენტერს. ამ მოქმედების შემდეგ აბონენტი  იშლება მეგობართა სიიდან. მისი სიაში დაბრუნება ხდება ხელახალი ძებნისა და დამატების შემდეგ, რაც უკვე განვიხილეთ წინა გაკვეთლში. სიიდან წაშლის შემდეგ სკაიპის მეგობარს შეუძლია დაგვირეკოს და მოგვწეროს ჩატები, რაც დაბლოკვის შემთხვევაში შეუძლებელი იქნება. 

ახლა კი, ვისწავლოთ მეგობრის  დაბლოკვა და ბლოკის მოხსნის პირობები.

ტაბ ღილაკით გადავდივართ სიტყვაზე კონტაკტ ლისტ, ზედა ან ქვედა ისრებით  ვეძებთ აბონენტს, რომლის დაბლოკვაც გვინდა და ვაჭერთ კონტექსტურ მენიუს. ისრებით ვდგებით სიტყვაზე  -  ბლოკ ზის იუზერ ანუ დავბლოკოთ ეს მომხმარებელი და ვაჭერთ ენტერს. ამის შემდეგ გამოსულ სადიალოგო ფანჯარაში, რომელიც გვეკითხება ნამდვილად გვსურს თუ არა დავბლოკოთ ეს მომხმარებელი,  ტაბ ღილაკით ან ისრით გადავდივართ ღილაკზე -  ბლოკ და ისევ ვაჭერთ ენტერს.

დაბლოკილი აბონენტის აღდგენა ხდება შემდეგნაერად: ვაჭერთ ალტს და შევდივართ სკაიპს ფანჯრის მენიუში. შემდეგ მარჯვენა ისრით  ვეძებთ სიტყვას ტულს, შემდეგ ზედა ისრით ჩამოვდივართ მენიუს პუნქტებზე და სიტყვაზე ობშენს ვაჭერთ ენთერს. გამოსულ ფანჯარაში ქვედა ისრით ვნახულობთ სიტყვას ბლოკის იუზერს ანუ დაბლოკილი მომხმარებელი. როგორც კი ვიპოვით ამ სიტყვას, ტაბ ღილაკით ვაჭერთ ერთხელ, რომელიც გადაგვიყვანს დაბლოკილი მომხმარებლების სიაზე. შემდეგ ისრებით ვპოულობთ იმ დაბლოკილ აბონენტს, რომლის აღდგენაც გვსურს და ისევ ტაბ ღილაკით გადავდივართ სიტყვაზე ანბლოკ ზის იუზერ ანუ მოვხსნათ ბლოკი ამ მომხმარებელს. ვაჭერთ ენტერს და აბონენტი ქრება დაბლოკილთა სიიდან.

მისი მეგობრების სიაში დაბრუნება ხდება თავიდან ძებნით და სიაში დამატებით.   

 

საკონტროლო კითხვები:

1.         როგორ წავშალოთ მეგობარი სიიდან?

2.         ხდება თუ არა წაშლილი მეგობრის დაბრუნება სიაში?

3.         როგორ დავბლოკოთ სკაიპის აბონენტი?

4.         შესაძლებელია თუ არა დაბლოკილის აღდგენა?

 

დავალება:

1.         გაააქტიურეთ რეჟიმი  «სკაიპ მი”. დაბლოკეთ პირველივე უცნობი მომხმარებელი, რომლიც მოგწერთ ან დაგირეკავთ.

2.         წაშალეთ მეგობარი სიიდან და შემდეგ ისევ დააბრუნეთ სიაში.

 

 

სკაიპი ნაწილი 7.

ფოტოს დაყენება და მის ქვემოთ წარწერის შექმნა.

 

ამ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ ფოტოს დაყენებასა სკაპის მთავარ ფანჯარაში და მის ქვეშ წარწერის შექმნას. როდესაც დაეკონტაქტებით მეგობარს, ეს ფოტო გამოჩნდება მის ფანჯარაში. ხოლო თქვენს ფანჯარაში  -  მისი ფოტო.

ტაბ ღილაკით ვიპოვოთ თქვენი ნიკი ანუ რა სახელითაც ხართ დაეგისტრირებული სკაიპში. დავდგეთ ნიკზე და დავაჭიროთ ენტერს. შემდეგ კი რამოდენიმეჯერ დავაჭიროთ  ტაბ ღილაკს და  ვიპოვოთ სიტყვა პერსონოლაიზ. ამ სიტყვაზე ვაჭერთ ენტერს და შემდეგ ქვედა ისრით ჩამოვდივართ ფრაზაზე -   ჩეინჯ იორ პიქჩერს ანუ შეცვალე შენი სურათი. კვლავ ვაჭერთ ენთერს. გამოდის ფანჯარა, სადაც ტაბ ღილაკით უნდა ვიპოვოთ  ბროუზ  ღილაკი.  ამ ღილაკზეც ვაჭერთ ენტერს და შემდეგ კომბინაციით შიფთ+ტაბ გადავდივართ ფანჯარაში. ესაა ფანჯარა კომბინირებული სიით. ტაბით გადავდივართ და სიტყვაზე - პაპკა მოვხვდებით კომბინირებულ რედაქტორში. ზედა ან ქვედა ისრით ჩამოვშალოთ დისკებისა და საქაღალდეების სია. დავდგეთ იმ დისკზე ან საქაღალდეზე, სადაც გვაქვს შენახული ფოტო. ენტერით გავხსნათ იგი და ისრით ვიპოვოთ სასურველი სურათი. ტაბით გადავიდეთ ღილაკზე - ოუპენ (გახსნა) და დავაჭიროთ ენტერს. ამის შემდეგ ჩვენ აღმოვჩნდებით იმ ფანჯარაში, სადაც დავაჭირეთ ღილაკს - ბროუზ. აქ უნდა ვიპოვოთ ტაბით ოკ ღილაკი და დავაწვეთ ენტერს. სურათი დაყენებულია.

ახლა გავაკეთოთ რაიმე საინტერესო წარწერა ჩვენი ფოტოს ქვეშ. გავხსნათ სკაიპის მთავარი ფანჯარა, დავაჭიროთ ალტს და შევიდეთ მენიუში.  ხმოვანი პროგრამა როდესაც იტყვის სიტყვას ფაილ, ენტერით ან ქვედა ისრით ჩამოვშალოთ მენიუ და Qქვედა ისრით მოვძებნოთ სიტყვა  -  ჩეინჯ იორ მუდ, რაც ნიშნავს - შეცვალეთ თქვენი განწყობა! ვაჭერთ ენთერს. იხსნება რედაქტორი, სადაც პირდაპირ შეგიძლიათ ჩაწეროთ რაიმე ფრაზა. ენტერის დაჭერის შემდეგ წარწერა ქვეშ მოეწერება ფოტოს.

 

საკონტროლო კითხვები:

1.         როგორ დავაყენოთ ფოტო?

2.         მენიუს რა პუნქტი უნდა ავირჩიოთ, რომ გავაკეთოთ წარწერა ფოტოს ქვეშ?

 

 

დავალება:

1.         დააყენეთ ფოტო თქვენი სკაიპის ფანჯარაში;

2.         გააკეთეთ წარწერა ფოტოს ქვეშ.

 

სკაიპი ნაწილი 8

ფაილის გაგზავნა, მიღება

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სკაპის აქვს ფაილების გადაგზავნისა და მიღების ფუნქციაც. განვიხლიოთ ეს მოქმედებები.

გავხსნათ სკაიპის ფანჯარა და  ტაბ ღილაკით გადავიდეთ სიტყვაზე კონტაკტ ლისტ ანუ საკონტაქტო სია. ისრებით ვირჩევთ იმ ადამიანს, ვისაც უნდა გავუგზავნოთ ფაილი და ვხსნათ კონტექსტურ მენიუს. უნდა აღვნიშნოთ, რომ აბონენტი თუ არ იმყოფება ქსელში ფაილს ვერ გაუგზავნით.  მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ, ქსელშია აბონენტი თუ გასულია? გიპასუხებთ! როდესაც დავდგებით მის სახელზე, ხმოვანი პროგრამა გვაუწყებს: სიტყვა ონლაინ ნიშნავს, რომ იგი იმყოფება ქსელში, ხოლო ოფლაინ  -   აბონენტი გასულია. თუ თქვენ უკვე გახსენით კონტექსტური მენიუ, ჩამოვიდეთ ქვედა ისრით და ვიპოვოთ სიტყვა სენდ ფაილს ანუ ფაილის გაგზავნა.  ვაჭერთ ამ სიტყვაზე ენტერს და კომბინაციით შიფტ+ტაბ გადავდივართ ჩვენს კომპიუტერში. გამოდის სტანდარტული ფანჯარა, საიდანაც უნდა ავირჩიოთ ჩვენს კომპიუტერში არსებული ფაილი გასაგზავნად. ტაბითა და ისრებით ვეძებთ ფაილს, ტაბით გადავდივართ ღილაკზე - ატკრიც ანუ გახსნა და ვაჭერთ ენტერს. Aამ მოქმედების შემდეგ ფაილი ეგზავნება ჩვენს მეგობარს.

ახლა  განვიხილოთ შემთხვევა, როცა ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ ფაილი. მაგალითად, მეგობარს სურს გამოგვიგზავნოს სიმღერა ან ფოტო  და თავისი სურვილი რეალობად აქცია. როგორ ვიქცევით ამ დროს ჩვენ? 

სკაიპი ფაილის მიღებას დამახასიათებელი სიგნალით გვამცნობს.

ჩვენ ამ დროს კომბინაციით ალტ+ტაბ ვნახულობთ სიტყვას  რესეივინგ ფაილ. როგორც კი ამოვიკითხავთ ამ სიტყვას , უშვებთ ალტ+ტაბს და სიტყვაზე სეივ აზ, ვაჭერთ ენთერს. შემდეგ კომბინაციით შიფტ+ტაბ გადავდივართ მორიგ ელემენტზე რომლის სათაური არის იქსეფთრის შემდეგაც კვლავ  ვაჭერთ ენთერს. შემდეგ ტაბ ღილაკით   გადავდივართ  სიტყვაზე ფოლდერს ვიუ კომბინირებული სია და მანდ ზედა ან ქვედა ისრებით უთითებთ ადგილს, სადაც გადმოიწერება ფაილი. მითითების შემდეგ, ისევ ვაჭერთ ტაბს და ვეძებთ სიტყვას სეივ. ვაჭერთ აქაც ენთერს და ფაილი იწყებს გადმოგზავნას.

დამეთანხმებით, სულაც არ იყო ძნელი.

 

სკაიპი ნაწილი 9.

პირადი ინფორმაციის რედაქტირება.

 

ამდენი საინტერესო ინფორმაციის გარემოცვაში სულ დაგვავიწყდა ჩვენი პირადი ინფორმაციის განთავსება.

მოდით, დავაჭიროთ ალტ ღილაკს, შევიდეთ მენიუში. ხმოვანი პროგრამამ ამ დროს უნდა თქვას ფაილ. ამ სიტყვის გაგონების შემდეგ ქვედა ისრით ვხსნით მენიუს და ვეძებთ სიტყვას ედიტ იორ პროფაილს - შეცვალე შენი პროფილი. ვაჭერთ ენტერს და გამოდის მრავალრედაქტორიანი ფანჯარა. ამ ფანჯარაში ერთი რედაქტორიდან მეორეში გადავდივართ ტაბ ღილაკით, ამიტომ ყოველ ჯერზე ჩვენ აღარ შეგახსენებთ, რომ გამოიყენოთ ტაბი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ რედაქტორების შევსება არაა აუცილებელი. შეავსეთ ის ველები, რომელსაც თქვენ თვითონ ჩათვლით საჭიროდ. ახლა კი გავეცნოთ რა პირადი ინფორმაცია შეიძლება დავწეროთ  ჩვენს შესახებ.

პირველივე რედაქტორში მოგვესმება ჩვენი სკაიპის ნიკი ანუ სახელი.

თუკი გვსურს შევცვალოთ სახელი, პირდაპირ შეგვიძლია ავკრიფოთ იგი, რადგან უკვე ვიმყოფებით რედაქტორში. უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელი შეიცვლება მხოლოდ და მხოლოდ ჩატებში და ჩვენი მეგობრების სიაში. ხოლო  აბონენტმა ძიების დროს  უნდა აკრიფოს კვლავ ჩვენი ის ძველი ნიკი, რითაც დავრეგისტრირდით.

განვაგრძოთ პირადი ინფორმაციის შევსება.

შემდეგი რედაქტორია კომბინირებული  სია, სადაც ჩამოთვლილია ქვეყნები. ამ რედაქტორში ქვეყნის შეცვლა შეგვიძლია ქვედა და ზედა ისრით.  რადგან ჩვენ ვიმყოფებით საქართველოში, ისრებით ვაყენებთ სიტყვას ჯორჯია.

გადავდივართ შემდეგ რედაქტორზე. აქ  უნდა ჩავწეროთ ქალაქი, სადაც ვიმყოფებით.

შემდეგი რედაქტორია - რეგიონი.

მორიგი ტაბის  დაჭერისას გხვდება კომბინირებული სია, სადაც ისრებით უნდა მიუთითოთ მშობლიური ენა.

მომდევნო ელემენტია კომბინირებული სია, აქაც ისრების დახმარებით ვაფიქსირებთ ჩვენს სქესს.

მომდევნო კომბინირებული სიებია დაბადების დღე, თვე და წელი. მასაც ვცვლით ისრებით.

გამოვიყენოთ ისევ ტაბი სადაც გხვდება რედაქტორი. აქ ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ  რაიმე  საიტი რომელიც ჩვენ მოგვწონს.

ქვემოთ კი მოდის რედაქტორი, სადაც შეგვიძლია ჩავწეროთ რამოდენიმე წინადადება ჩვენს შესახებ: მაგალითად: ჰობი, ინტერესები, საყვარელი მომღერალი და ა.შ. ეს მთლიანდ თქვენს ნება-სურვილზეა დამოკიდებული რას ჩაწერთ აქ. შესაძლებელია, არც არაფერი ჩაწეროთ, გამოიყენოთ ისევ ტაბი და გადახვიდეთ მორიგ ელემენტზე, სადაც შესავსებია სახლის, სამსახურის და მობილურის ტელეფონის ნომრები. სურვილისამებრ ვავსებთ ამ სამ რედაქტორს.

ტაბით გადასვლისას გვხვდება სამი ღილაკი: ჩეინჯ ანუ შეცვლა ღილაკი. ესაა ფოტოს შესაცვლელი ღილაკი, მაგრამ რადგან ფოტოს დაყენება ჩვენ უკვე განვიხილეთ, ამჯერად მას უყურადღებოთ ვტოვებთ და გადავდივართ ტაბით შემდეგ ელემენტზე.  ეს არის გეტ ნიუ ფიქჩერ ონლაინ. ამ ღილაკზე დაჭერისას ჩვენ გადავალთ ინტერნეტ საიტზე, სადაც სკაიპი შემოგვთავაზებს ფოტოების გადმოტვირთვას, რათქმაუნდა, გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ. მოდით დავტოვოთ ეს ელემენტიც  ყურადღების გარეშე და გადავდივართ ტაბით მომდევნო ღილაკზე. ეს  ელემენტია ჩეინჯ იორ მუდ ანუ შეცვალე შენი განწყობა. ეს ჩვენ უკვე განვიხილეთ. მხოლოდ გეტყვით იმას, რომ  აქედანაც შეგვიძლია წარწერის გაკეთება.

შემდეგ კომბინირებულ სიაში ქვედა ისრით ჩვენ უნდა ავირჩიოთ ჩვენი მდებარეობა, ზონა, იმისათვის, რომ სწორად იყოს დაფიქსირებული პროგრამა სკაიპში ასტრონომიული დრო. საქართველოს შეესაბამება  ინტერნეტ რუქაზე ჯი ემ თი 4. ისრით ვნახულობთ ამ განლაგებას და გადავდივართ შემდეგ ელემენტზე. ეს ელემენტი კი არის შოუ ჰაუ მენი კონტაქტს ი ჰევ, რაც ნიშნავს აჩვენე რამდენი კონტაქტი   მაქვს მე. ამ სიტყვას თავიდანვე აქვს მონიშნული ალამი. ალამის მოშორების შემთხვევაში ვერავინ დაინახავს, თუ რამდენი მეგობარი გვყავს ჩვენ სიაში.

შემდეგი ელემენტია რედაქტორი, სადაც წერია ჩვენი ელექტრონული მისამართი, რომლის დახმარებითაც ჩვენ დავარეგისტრირეთ სკაიპ ნიკი. ისევ გადავდივართ რათქმაუნდა ტაბის დახმარებით სიტყვაზე ედ მორ იმაილ ედრეს, რაც ნიშნავს - დაამატე კიდევ ელექტრონული ფოსტის მისამართი. ამ სიტყვაზე ენტერის დაჭერით ჩვენ შევძლებთ დავამატოთ კიდევ ერთი ელექტრონული მისამართი. შემდეგ მოდით ყურადღების გარეშე დავტოვოთ რამდენიმე ელემენტი, რომელიც ნამდვილად არ დაგვჭირდება სკაიპის მოხმარების დროს იმ უბრალო მიზეზითაც, რომ ზემოდ ხსენებული ელემენტები არ იკითხება კორექტულად ჩვენი ხმოვნი პროგრამის მიერ. ფანჯრის ბოლოს კი არის ორი ღილაკი - აპდეიტ ანუ განახლება და ქენსელ ანუ გაუქმება. თუკი ჩვენ შევიტანეთ ამ ფანჯარაში რაიმე ცვლილებები, დავაჭიროთ აპდეით ღილაკს, თუ არა და ქენსელ ღილაკს და ფანჯარა დავხუროთ ალტ+ეფ ოთხით.

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         მენიუს რომელი პუნქტიდან ხდება პირადი ინფორმაციის შევსება

2.         რა და რა პუნქტებია შესავსები?

 

 

დავალება:

1.         კარგად შეისწავლეთ ეს ფანჯარა, რამდენჯერმე მოიარეთ ტაბით.

2.         შეცვალეთ თქვენი ნიკი და ასაკი.

 

 

სკაიპი ნაწილი 10

აბონენტის პირადი ინფორმაციის წაკითხვა ჩატის ფანჯრიდან

 

წინა ნაწილში განვიხილეთ როგორ შევიტანოთ პროგრამა სკაიპში ჩვენი პირადი ინფორმაცია. ამჯერად კი ვისწავლოთ როგორ წავიკითხავთ მეგობრის ან სულაც უცნობი სკაიპის მომხმარებლის პირადი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ჩაწერილია თავად ამ მომხმარებლის მიერ.

ახლა კი წარმოვიდგინოთ  სიტუაცია, როცა ვინმე უცნობი გვირეკავს ან გვწერს ჩატს. ჩვენ ამ პიროვნებაზე არაფერი ვიცით. ამიტომაც, ვიდრე ვუპასუხებთ მას, გავეცნოთ მის პირად ინფორმაციას.  ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს არარეალური პირადი მონაცემები. მაგრამ ჩვენ ამას ვერ შევიტყობთ და გვინდა თუ არა, უნდა დავიჯეროთ, რომ აქ წერია სიმართლე. როგორ წავიკითხოთ იგი?

გამოვიყენოთ კომბინაცია ალტ+ტაბ  და გადავიდეთ ჩატის ფანჯარაში. ანდა ტაბ ღილაკით ვიპოვოთ სიტყვა  -  მემბერ ლისტ ანუ წევრთა სია და გავხსნათ კონტექსტური მენიუ.  ზედა ისრით ვიპოვოთ სიტყვა ვიუ პროფაილს ანუ პროფილის ნახვა. დავაჭიროთ ენთერს და ქვედა ისრით წავიკითხოთ მისი ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ სრული ანკეტის შევსებისას მას უნდა ჰქონდეს ჩაწერილი შემდეგი პარამეტრები:

სახელი, სკაიპის სახელი ანუ ნიკი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, მშობლიური ენა,  ტელეფონის ნომრები, ინტერნეტ საიტი, სქესი, კონტაქტების რაოდენობა და თავის თავზე დამატებითი ინფორმაცია. ელექტრონული მისამართი არ  ისახება, რადგან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.

ახლა კი  განვიხილოთ მეორე ვარიანტი. მას ვიყენებთ იმ შემთხვევაში, თუ ჩატის ფანჯარა არ გვაქვს გახსნილი. მაშ ასე. ვაჭერთ ალტ ღილაკს და შევდივართ მენიუში. მარჯვენა ისრით ვპოულობთ სიტყვას  ჩატს. შემდეგ  ქვედა ან ზედა ისრით ვმოძრაობთ და ვჩერდებით მენიუს პუნქტზე რესენტ ჩათს ანუ ბოლო ჩატები. მარჯვენა ისრით ვხსნით ქვემენიუს და ქვედა ისრებით ვპოულობთ იმ პიროვნებასთან ჩატს, რომელიც გვაინტერესებს. ვხსნით მას ენტერით. გაიხსნება ამ ადამიანსა და ჩვენს შორის მიმოწერის ფანჯარა. აქ  კი ზემოთ  ხსენებული კომბინაციებით  ვახდენთ პირადი  ინფორმაციის წაკითხვას.  შეგახსენებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ  იპოვოთ  სასურველი ჩატი ან ზარი ისტორიაში. კომბინაციით კონტროლ+ტაბ გადავალთ  ჩანართზე - ჰისტორი ანუ ისტორია. აქ წავიკითხავთ ვის მივწერეთ, ვინ მოგვწერა, ვინ დაგვირეკა ან ვის დავურეკეთ.

 

საკონტროლო კითხვები:

1.         რა და რა ხერხით შეგვიძლია წავიკითხოთ სხვა მომხმარებლის პირადი ინფორმაცია?

 

დავალება:

1.         დადექით წევრთა სიაზე, სათითაოდ გახსენით და წაიკითხეთ თქვენი მეგობრების პირადი ინფორმაცია.

 

 

სკაიპი ნაწილი 11

ცხელი ღილაკები

 

პროგრამა სკაიპში ცხელი ღილაკები გვაძლევს საშუალებას შევასრულოთ ესა თუ ის მოქმედება უფრო მარტივად და სწრაფად, ვიდრე მენიუს გამოყენებით.

მაგალითად, დავაყენოთ ცხელი ღილაკები ზარის პასუხზე, ზარის გათიშვაზე, სკაიპის ფანჯრის გამოძახებაზე და ა.შ. ამისათვის ვაჭერთ ალტს და შევდივართ მენიუში, მარჯვენა ისრით ვეძებთ სიტყვას ტულს, ხოლო ქვედა ან ზედა ისრით მენიუს პუნქტს - ობშენს. ვაჭერთ ენთერს და ქვედა ისრით გადავდივართ სიტყვაზე ჰოდკის ანუ ცხელი ღილაკები. გადავდივართ ტაბ ღილაკით და სიტყვაზე  ინეიბოლ კიბორდ   ვუყენებთ ალამს ღილაკით ხანი. ამ დროს ხმოვანმა პროგრამა უნდა თქვას სიტყვა - ჩექთ.

ტაბით გადავდივართ  სიაზე, სადაც წარმოდგენილია  ჰორიზონტალური მენიუ. სწორედ ამ მენიუშია ექვსი ელემენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო იოლი გავხადოთ სკაიპთან მუშაობა. ეს ელემენტებია: ანსვერ კოლ, რაც ქართულად  ნიშნავს ზარზე პასუხს.  იგნორ კოლ, მისი თარგმანია  -  ზარის იგნორი ანუ ზარის გათიშვა.  რეჯექტ ჰენგ აპ კოლ, ეს კი ნიშნავს ზარის დასრულებას.  შემდეგი ელემენტი - ფოკუს სკაიპ ანუ  სკაიპის ფანჯარის ჩვენება. გამოგვადგება იმ შემთხვევაში, თუ ვიმყოფებით ინტერნეტში ან გახსნილი გვაქვს სხვა რომელიმე პროგრამა. თქვენს მიერ დაყენებული ღილაკთა კომბინაციით შეძლებთ გამოიძახოთ სკაიპის მთავარი ფანჯარა.

სერჩ ფორ სკაიპ იუზერს ნიშნავს სკაიპის მომხმარებლების ძებნას.

შემდეგი ელემენტია მიუტე მიკროფონ, რაც ნიშნავს მიკროფონის გათიშვას. ახლა კი გადავდივართ უშუალოდ ცხელი ღილაკების დაყენებაზე.

მარჯვენა ისრით ვდგებით პირველ ელემენტზე და ტაბით გადავდივართ სიტყვაზე  -  ჩეინჯ სელექთიდ შორდ ქარდ. ვაჭერთ ენტერს. იხსნება ფანჯარა, სადაც შემოთავაზებულია 4 ღილაკი: კონტროლი, ალტი, შიფტი და ვინდოუს ღილაკი. აქ უნდა ავირჩიოთ ოთხიდან ერთ-ერთი, რომელი ღილაკითაც გვირჩევნია ვუპასუხოთ შემომავალ ზარს. შემოთავაზებულ ღილაკთა დათვალიერება ხდება ტაბით. პირველი სიაში არის ღილაკი კონტროლი. თუ მოსახერხებელია ჩვენთვის ეს ღილაკი, ვაყენებთ მასზე სპეისს ღილაკით ალამს და ვაგრძელებთ ტაბით სვლას.  შემდეგი შემოთავაზებული ღილაკია ალტი. მის წინ აღნიშნულია ალამი. მაგრამ რადგან ჩვენ უკვე ავირჩიეთ კონტროლი, ღილაკით ხანი ვაშორებთ ალამს ალტიდან. ამ დროს ენ ვე დეამ უნდა თქვას  -  ნოტ ჩექთ ანუ არ არის აღნიშნული.  ისევ ტაბ ღილაკით გადავდივართ და გხვდება ღილაკი  -  შიფტი. რადგან კონტროლი უკვე არჩეულია, ვაგრძელებთ ტაბით მოძრაობას. შემდეგი ღილაკია ვინდოუს ღილაკი.

კიდევ ერთხელ დავაწვეთ ტაბ ღილაკს. ჩვენ აღმოვჩნდებით რედაქტორში, სადაც უნდა ჩავწეროთ ის სიმბოლო, რომლის დახმარებითაც კონტროლთან კომბინაციაში ვუპასუხებთ ზარს. მაგალითად: თუ ჩვენ გვინდა, რომ ცხელი კლავიში იყოს ღილაკთა კომბინაცია  -  კონტროლ+ქიუ, რედაქტორში ვწერთ ასო ქიუს. თუ რაიმე სხვა სიმბოლო გვინდა, მაგალითად 1, ვწერთ ციფრს 1 და ზარის შემოსვლის შემდეგ, კომბინაციით კონტროლ+1 ვუპასუხებთ ზარს. ამ ყველაფერს ვადასტურებთ რა თქმა უნდა ენტერით. ტაბით გადავდივართ ღილაკზე ოკ და ვაჭერთ ენტერს. 

ახლა დავაყენოთ ცხელი ღილაკები ზარის იგნორზე ანუ ზარის გათიშვაზე. როცა ვინმე დაგვირეკავს და არ გვსურს მასთან საუბარი, დავაწვებით   ჩვენს მიერ დაყენებულ კომბინაციას და გავთიშავთ ზარს.

ტაბ ღილაკით ვდგებით  ჰორიზონტალურ სიაზე და მარჯვენა ისრით გვდგებით ელემენტზე კოლ იგნორს. მოქმედებები არის ზუსტად იდენტური და პირველი მაგალითის მიხედვით ეცადეთ დამოუკიდებლად დააყენოთ ღილაკთა კომბინაცია.  გაიმეორეთ მოქმედებები ზუსტად ისე, როგორც ზემოთ არის აღწერილი.

ახლა კი ყველაზე მნიშნელოვანი! როგორც კი დავაყენებთ ცხელ ღილაკებს თითოეულ ელემენტზე, ვიდრე გადავალთ სხვა ელემენტზე, პრობელით ჩავსვათ ალამი თითოეულის წინ. ხოლო როდესაც მოვჩებით ამ ექვს ელემენტზე ცხელი ღილაკების დაყენებას,  ტაბ ღილაკით გადმოვიდეთ ფანჯრის ბოლო ღილაკზე - სეივ ანუ შენახვა და დავაჭიროთ ენტერს. ამით ხდება ცხელი ღილაკების მინიჭების დაფიქსირება.

ახლა კი ჩვენ უფრო მარტივად და სწრაფად შევძლებთ ვუპასუხოთ შემომავალ ზარებს, შევწყვიტოთ კავშირი, გამოვიძახოთ სკაიპის მთავარი ფანჯარა და ა.შ.

 

საკონტროლო კითხვები:

1.         მენიუს რომელი პუნქტის მეშვეობით შეგვიძლია დავაყენოთ ცხელი ღილაკები?

2.         რომელ მოქმედებებზე შეგვიძლია დავაყენოთ ცხელი ღილაკები?

 

სკაიპი ნაწილი 12

ისტორიის მონახულება, მისი წაშლა და ჩატების  ისტორიის მოშორება

 

 

სკაიპში დროთა განმავლობაში გროვდება ინფორმაცია შემოსულ ზარებზე, ჩატებზე და სხვ. ეს ყველაფერი განთავსებულია ისტორიაში. ისტორიაში შეგვიძლია ასევე ვნახოთ შემოსული და გასული ბოლო ზარი.  დროთა განმავლობაში,  პროგრამა გადაიტვირთება ამდენი ინფორმაციით  და შეიძლება შენელდეს კიდეც მისი მუშაობის სისწრაფე. ეს რომ ავიცილოთ თავიდან, დროდადრო უნდა წავშალოთ ისტორიაში დაგროვილი მასალა. გამოვიძახოთ სკაიპის მთავარი ფანჯარა ცხელი ღილაკით  და ავკრიფოთ კომბინაცია კონტროლ+ტაბ ზედიზედ სამჯერ. ჩვენ აღმოვჩდებით საქაღალდეში, სადაც იქნება ასახული სწორედ ის ინფორმაცია, რაზეც ვისაუბრეთ ზემოთ.   კომბინაციით კონტროლ+ჰოუმ გადავიდეთ ისტორიის სიის თავში. ყველაზე ზემოთ თქვენ ნახავთ ბოლო შემოსულ ზარს. მაგალითად, თუ თქვენ დაგირეკათ მეგობარმა, რომლის სახელია ეკა და ამ დროს თქვენ არ იმყოფებოდით კომპიუტერთან, თქვენ წაიკითხავთ  -  ქოლ ფრომ ეკა ანუ ზარი ეკასგან. 

ზარის განხორციელება შესაძლებელია პირდაპირ ისტორიიდანაც. Uუბრალოდ დააწექით ენტერს იქ, სადაც წერია ქოლ ფრომ ეკა და  გაააქტიურეთ ზარი.  მთელი ისტორიის წაშლა ხდება ძალიან მარტივად  -  კონტროლ+ა კომბინაციით მოვნიშნავთ მთელ ისტორიას, შემდეგ დავაჭერთ დელეითს, ტაბ ღილაკით ვიპოვით სიტყვას ოკ და ისევ დავაჭერთ ენთერს. ისტორია წაიშლება და სკაიპიც  «მსუბუქდება «. როგორც კი ახალი ზარი ან ჩატი შემოვა ჩვენს სკაიპში, ისტორიაში კვლავ აისახება ეს მოქმედება.

ახლა კი მოდით, განვიხილოთ  ჩატებით მიმოწერილი შეტყობინებების წაშლა. ვაწვებით ალტ ღილაკს ანუ შევდივართ მენიუში, მარჯვენა ისრით ვპოულობთ სიტყვას ტულს, ზედა ან ქვედა ისრით ვდგებით სიტყვაზე  -  ობშენ და  ვაჭერთ ენთერს.  ქვედა ისრებით  ვნახულობთ სიტყვას ჩატს სეტინგს. როგორც კი ვიპოვით ამ სიტყვას,  ტაბ ღილაკით  გადავდივართ სიტყვაზე  -  შოუ ედვანს ობშენს. ვაჭერთ ამ სიტყვაზე ენთერს.   იხსნება   დამატებითი  ფანჯარა, სადაც ტაბით ვეძებთ სიტყვას ქლირ ჩატ ჰისტორი, რაც ნიშნავს ჩატების ისტორიის წაშლას და   ვაჭერთ ენთერს.  ამ მოქმედების შემდეგ, მიმოწერის მთელი ისტორია იშლება.

ჩვენი ეს მოქმედება რომ შევიდეს ძალაში ტაბ ღილაკით ვპოულობთ სიტყვას სეივ და ვაჭერთ ენთერს.

აქვე განვიხილოთ სკაიპში ისტორიის მეხსიერების გათიშვა. ეს ეხება როგორც ზარების ისტორიის გათიშვას, რომელიც შეგახსენებთ მდებარეობს კონტროლ+ტაბ სამჯერ გადასვლისას ისტორიის სიაში, ასევე ჩატების მთელ ისტორიასაც. მაგალითად თუ თქვენ მოგწერათ ან დაგირეკათ მეგობარმა, მისი ჩატი აღარ გადავა ისტორიაში.

მე პირადად ეს ფუნქცია არ მაქვს გათიშული, რადგან ყოველთვის შესაძლებელია ისტორიის წაშლა. მაგრამ ზოგიერთ მომხმარებელს არ სჭირდება  ზარების და ჩატების ისტორიის შექმნა. სწორედ ასეთ მომხმარებელს ეძღვნება ეს ნაწილი.

სკაიპის მთავარ ფანჯარაში ყოფნისას დააჭირეთ ალტს. მარჯვენა ისრით, ვნახულობთ სიტყვას ტულს. ხოლო ზედა ისრით  -  ობშენს. ვაჭერთ ენტერს და გადავდივართ სიაზე, სადაც ქვედა ისრით ვნახულობთ სიტყვას ჩატს სეტინგს. ახლა გამოვიყენოთ ტაბ ღილაკი, გადავდივართ სიტყვაზე  -  შოუ ედვანს ობშენს. ვაჭერთ ენთერს და ტაბით  ვნახულობთ სიტყვას ფორ ევერ. ზედა ისრით ვნახულობთ სიტყვას  ნევერ და ისევ ტაბ ღილაკით ვეძებთ სიტყვას სეივ. ვაჭერთ ენთერს და ისტორია სკაიპში გაითიშება.

 

 

სკაიპი ნაწილი 13

ენის შეცვლა

 

სკაიპის მთავარ ფანჯარაში, ვაჭერთ ალტს, შემდეგ  მარჯვენა ისრით გადავდივართ სიტყვაზე ტულს. ზედა ისრით ვხსნით მენიუს და ვეძებთ ჩეინჯ ლენგვიჯ ანუ ენების შეცვლა. ენტერით ვხსნით სიას,  სადაც ჩამოთვლილია  ენები. ქვედა ან ზედა ისრით ვირჩევთ სასურველ ენას და ვაჭერთ ენტერს.  

 

საკონტროლო კითხვები:

 

1. როგორ შევცვალოთ ენა სკაიპში?

 

დავალება:

 

1. შეცვალეთ ენა და აირჩიეთ ფრანგული ენა. დააკვირდით ცვლილებებს. შემდეგ ისევ დააყენეთ ინგლისური ენა.

 

 

სკაიპი  ნაწილი 14

პაროლის შეცვლა

 

 გარკვეული მიზეზების გამო, თუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვესაჭიროება ახალი  პაროლი პროგრამაში შესავლელად მოვიქცეთ შემდეგნაირად:

დავაჭროთ ალტს და  ქვედა ისრით ვიპოვოთ სიტყვა ჩეინჯ პასვორდ, რაც ქართულად ნიშნავს პაროლის შეცვლას. ვაჭერთ ენტერს და პირველივე გახსნილ რედაქტორში ვწერთ  ჩვენს ახალ პაროლს. ტაბ ღილაკით  გადავდივართ შემდეგ რედაქტორზე, სადაც ვწერთ  უკვე  ახალ პაროლს. კვლავ ტაბ ღილაკით გადავდივართ და მომდევნო რედაქტორში ვიმეორებთ ახალ პაროლს.  ისევ ტაბით სიტყვაზე ოკ და ვაჭერთ ენტერს. ხმოვანმა პროგრამამ ამ დროს უნდა წაიკითხოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენი პაროლი შეცვლილია და ძალაში შევა პროგრამაში ხელახალი შესვლისას.

 

 

საკონტროლო კითხვები:

1.         როგორ შევცვალოთ პაროლი?

 

დავალება:

1. რამოდენიმეჯერ შეცვალეთ პაროლი, რომ კარგად დაგამახსოვრდეთ ეს მოქმედება.

 

ნაწილი 15

პროგრამა სკაიპის გათიშვა

 

 

აი დადგა დრო, როცა ჩვენ უნდა ვისწავლოთ პროგრამიდან გასვლა ანუ გათიშვა. ამისათვის ვაჭერთ ალტ ღილაკს, ზედა ისრით ვნახულობთ სიტყვას სინ აუტ და ვაწვებით ენტერს. ამ მოქმედების შემდეგ სკაიპი ითიშება და ჩნდება პროგრამაში შესასვლელი ფანჯარა. ხელახლა პროგრამის ჩასართველად ამ ფანჯარაში ტაბ ღილაკით ვნახულობთ მრავალხაზიან  რედაქტორს, სადაც უკვე იქნება ჩაწერილი თქვენი ნიკ სახელი, რადგან პროგრამა იმახსოვრებს ნიკს. მაგრამ თუ ამ რედაქტორში რამდენიმე ნიკია, ანუ თქვენი კომპიუტერით სხვაც სარგებლობს სკაიპით, მაშინ ქვედა ისრით ვეძებთ ჩვენს ნიკს. ტაბ ღილაკით კი გადავდივართ რედაქტორზე, სადაც უნდა ჩავწეროთ პაროლი. ამ რედაქტორს ჰქვია დამცავი რედაქტორი. ყოველივე ამის შემდეგ ტაბ ღილაკით ვეძებთ სიტყვას სინ ინ… და ენტერის დაჭერის შემდეგ, გავიგონებთ პროგრამის ჩართვის ხმას, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ჩართეთ სკაიპი და შეგიძლიათ მისი გამოყენება. 

 

 

დავალება:

1. გამორთეთ პროგრამა სკაიპი. შემდეგ ისევ ჩართეთ.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 22.გაკვეთილი ოცდამეერთე-სკაიპი