გაკვეთილი მეოცე

 ელექტრონული ფოსტა

 

ჩვენ განვაგრძნობთ ინტერნეტის გაკვეთილებს. ახლა კი დროა, შევისწავლოთ ელექტრონული ფოსტით სარგებლობა. 

ელექტრონულ ფოსტაზე წერილების გაგზავნა და მიღება ხდება ინტერნეტის საშუალებით. არსებობს უამრავი საფოსტო ინდექსები: ფასიანი და უფასო. რა განსხვავებაა მათ შორის? ფასიანი ინდექსები ითვალისწინებს ყოველთვიურ გადასახადს. არსებობს უფასო ინდექსებიც, რომლებიც ფასიანი საფოსტო ინდექსისგან განსხვავებით შედარებით ნაკლები ზომის ფაილების გაგზავნის საშუალებას იძლევა.  უფასო საფოსტო ინდექსი ასევე ითვალისწინებს სარეკლამო აქციებს და ფასიანთან შედარებით ნაკლებ სერვისს სთავაზობს თავის მომხმარებელს. თუმცა უფასო ინდექსები სრულად აკმაყოფილებს მომხმარებლის ძირითად მოთხოვნებს. კიდევ ერთი განსხვავება ფასიან და უფასო ფოსტას შორის მდგომარეობს იმაში, რომ ფასიანი ინდექსის სახელს თქვენ ირჩევთ თქვენი სურვილისამებრ.

 

მაშ ასე, გავხსნათ უფასო ფოსტა მაილ.კომ-ზე, რადგან ამ ფოსტაზე უსინათლო მომხმარებელი მხედველის დახმარების გარეშე შესძლებს დამოუკიდებლად შექმნას საფოსტო მისამართი.  გადავიდეთ კომბინაციით ვინდოუს+დ ან ვინდოუს+მ სამუშაო მაგიდაზე, ვიპოვოთ ინტერნეტ ექსპლორერი, დავაჭიროთ ენთერს და დაველოდოთ ინტერნეტთან კავშირს. როგორც კი კავშირი დამყრდება, დავაწვეთ ეფ6 ღილაკს და ჩავწეროთ ლათინური ასოებით საფოსტო ინდექსის მისამართი. წწწ.მაილ.კომ.

რამდენიმე წამში გაიხსნება საფოსტო ინდექსის მთავარი გვერდი. გამოვიყენოთ ტაბ ღილაკი. გვერდის ზედა ნაწილში თქვენ შეგხვდებათ სიტყვა მაილ.კომ. ამ სიტყვას აქვს გრაფიკული სახე. ენ ვე დეა იტყვის კიდევაც გრაფიკა მაილ.კომ. შემდეგ, ქვედა ისრით ჩამოსვლისას შეგხვდება ბმული -  გეთ  იორ  ფრი  იმეილ ექაუნთ, რაც ქართულად ნიშნავს - მიიღეთ თქვენი უფასო იმელ ანგარიში. დავაჭიროთ ენტერს. ახლა გვერდზე ჩამოვიდეთ ქვედა ისრით.  ენ ვე დეა წაგვიკითხავს -  პერსონალ ინფორმეიშენ ანუ პირადი ინფორმაცია. აქ უნდა შევავსოთ რამოდენიმე რედაქტორი. მოდით ისევ ქვედა ისარი გამოვიყენოთ და შეგხვდება ბმული -  გენდერ. ინგლისურად ეს ნიშნავს სქესს. მის ქვევითაა ორი რადიო ღილაკი  - მეილ და ფიმელ.  პირველი ნიშნავს - მამრობითს, მეორე - მდედრობითს. შეგახსენებთ, რომ ცხელი ღილაკების შესწავლის დროს ჩვენ შეგხვდა, რომ ერ ასო კითხულობს რადიო ღილაკებს. რადიო ღილაკები გვჭირდება რაიმეს მოსანიშნად. ამ შემთხვევაშიც ამ ღილაკებთან გვაქვს საქმე.  ერ ასოთი გადავდივართ ამ რადიო ღილაკებზე. პროგრამა გვატყობინებს - რადიო ღილაკი არის მონიშნული მეილ, რადიო ღილაკი არ არის მონიშნული -  ფიმეილ. თუ ფოსტის შემქმნელი არის მამაკაცი, ვტოვებთ ყველაფერს როგორც არის. მაგრამ თუ მომხმარებელი არის სუსტი სქესის წარმომადგენელი, ერ ღილაკით  ვდგებით სიტყვაზე რადიო ღილაკი არ არის მონიშნული ფიმეილ და ვაჭერთ ენთერს ან ღილაკს - ხანი. მის შემდეგ ხმოვანმა პროგრამამ უნდა თქვას  - ფიმეილ რადიო ღილაკი მონიშნულია. მაშ ასე. სქესი მოვნიშნეთ, ახლა კი დროა, გადავიდეთ ტაბ ღილაკით რედაქტორზე, რომლის სათაური არის ფიორსტ ნეიმ ანუ სახელი. ამ რედაქტორში ვწერთ ჩვენს სახელს. სახელი შეიძლება იყოს როგორც ნამდვილი, ასევე მოგონილი. შემდეგ  ისევ ტაბ ღილაკით გადავდივართ შემდეგ რედაქტორზე, რომლის სათაურია ლასტ ნეიმ, ანუ გვარი, სადაც უნდა ჩაწეროთ თქვენი გვარი. ასევე, გვარიც შეიძლება იყოს მოგონილი ან ნამდვილი. მინდა აღვნიშნო, რომ ტაბ ღილაკით გადასვლისას რედაქტორი ავტომატურად იხსნება და არ საჭიროებს ჩვენ ჩარევას.  გვარის ჩაწერის შემდეგ ვაჭერ ესკეიპს და გადავდივართ შემდეგ რედაქტორზე. ქვედა ისრით ვკითხულობთ მორიგ სათაურს, სადაც წერია დეით ოფ  ბიორს. ინგლისურად ეს ნიშნავს დაბადების თარიღს. ქვედა ისრით ჩამოვდივართ და აღმოვაჩენთ კომბინირებულ სიას, რომელზე გადასვლაც ასევე შეგვიძლია ცე ასოთი. დავიმახსოვროთ კიდევ ერთ ცხელი ღილაკი   - ცე კომბინირებულ სიაზე გადასვლა. გვაქვს სამი კომბინირებული სია - პირველია მანს ანუ თვე, მეორეა - დეი ანუ დღე და მესამეა იარ რაც ნიშნავს წელს. როგორც კი  დავდგებით პირველ სიაზე, ვაჭერთ  ქვედა ისარს და ვეძებთ იმ თვეს, რომელშიც ხართ დაბადებული. მაგალითად: თუ  თქვენ ხართ დაბადებული იანვრის თვეში, იგი სიაში არის პირველი.   თვის დაყენების შემდეგ, ვიყენებთ ტაბ ღილაკს და გადავდივართ მომდევნო კომბინირებულ სიაზე ანუ დაბადების რიცხვზე.   ისევ ქვედა ისრით ვეძებთ შესაბამის ციფრს. ახლა კი უნდა ჩავწეროთ დაბადების წელი. ისევ ტაბ ღილაკით გადავდივართ შემდეგ სიაზე, სადაც წერია იარ. გავიმეოროთ იგივე პროცედურა, ანუ ქვედა ისრით მოვძებნოთ დაბადების წელი. შემდეგი კომბინირებული სიაა ქანთრი ანუ ქვეყანა. ამ სიაში არის ქვეყნების ჩამონათვალი. ქვედა ისრით ვირჩევთ ქვეყანას - ჯორჯია და ვაჭერთ ესკეიპ ღილაკს. მაშ ასე, პირველი განყოფილება - ანუ პერსონალური ინფორმაცია შევავსეთ.

ახლა კი გადავიდეთ მომდევნო ნაბიჯზე. შემდეგი ნაბიჯი კი არის მეორე განყოფილების მოძებნა. თითოეულ განყოფილებას აქვს თავისი სათაური. შეგახსენებთ, რომ სათაურებზე გადასვლა ხდება ეიჩ ღილაკით. დააჭირეთ რამოდენიმეჯერ ეიჩ ღილაკს, რომ წაიკითხოთ წინასწარ რა გვაქვს კიდევ შესავსები. ახლა კი დაბრუნდით ეიჩ+შიფტ ღილაკით მეორე განყოფილებაზე ანუ  - ჩექტ ავაილიბილიტი რაც ქართულად ნიშნავს - შეამოწმეთ ხელმისაწვდომობა. ახლა კი გამოვიყენოთ ქვედა ისარი. მოვხვდებით რედაქტორზე - დიზაირდ მაილ ედრეს, რაც ნიშნავს - სასურველი იმეილი. იმელის მისამართი შედგება ორი ნაწილისაგან: სიტყვა შემდეგ იმეილის ნიშანი, შემდეგ ინდექსი.  მოქმედებაში ბრუნდება ტაბ ღილაკი. მოდით დავაჭიროთ ტაბს და შევიდეთ რედაქტორში, სადაც, ვწერთ სასურველი ფოსტის სახელს. სამაგალითოდ მოდით გამოვიყენოთ  სიტყვა პროფესორი. საფოსტო სახელის ჩაწერის შემდეგ, ისევ გადავდივართ ტაბ ღილაკით და ვხვდებით მორიგ კომბინირებულ სიაზე. ქვედა ისრით ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ინდექსს. ისევ  ვაჭერთ ტაბ ღილაკს,  რის შემდეგაც ხვდებით სიტყვაზე -  ჩექტ ევეილებოლ. ამ ბმულზე დაჭერისას ჩვენ ვამოწმებთ  თავისუფალია თუ არა ზედა რედაქტორში ჩაწერილი სიტყვა და ინდექსი, რომელიც არჩეულ იქნა ჩვენს მიერ კომბინირებულ სიაში. თუ კომპიუტერი აღმოაჩენს, რომ მისამართი ამავე სახელით და ინდექსით უკვე არსებობს, ზედა ისრით ვბრუნდებით რედაქტორზე, სადაც გვიწერია სიტყვა პროფესორი და ვცვლით მას ან ვამატებთ რაიმე ციფრს. შემდეგ ქვედა ისრით ვნახულობთ სიტყვას ჩექტ ევეილებოლ და ვაწვებით ენთერს ხელმეორედ. თუ სახელი თავისუფალია, ენ ვე დეა გვეტყვის - ევეილებოლ, ხოლო თუ ასეთი სახელითა და ინდექსით ვინმე უკვე სარგებლობს ქვედა ისრის დაჭერისას ჩვენ გავიგონებთ შემდეგ სიტყვას - ნოტ ევეილებოლ.

 ვაგრძელებთ ფოსტის შექმნის პროცესს. მოდით ისევ დავაწვეთ ეიჩ ღილაკს  და გადავიდეთ შემდეგ განყოფილებაზე, რომლის სათაურია - დიფაინ იორ პასვორდ, რაც ნიშნავს - განსაზღვრეთ თქვენი პაროლი. ამ განყოფილებაში შესავსებია ორი რედექტორი. ესაა - ჩუზ ე პესვორდ. ამ რედაქტორში ვწერთ ჩვენს მიერ მოგონილ პაროლს, შემდეგ ისევ ტაბით გადავიდეთ  მომდევნო რედაქტორზე - რიტაიპ ე პესვორდ და ხელმეორედ შეგვყავს პაროლი. პაროლის ზომა არ უნდა იყოს 8 სიმბოლოზე ნაკლები და შეიძლება შეიცავდეს ასოებს ან ციფრებს, ან შეიძლება გამოყენებული იქნას ორივე ერთად.

შემდეგი განყოფილებაა ინ ქეიზ იუ ფორგეტ იორ პესვორდ, რაც ითარგმნება - იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაგავიწყდათ პაროლი. ჩამოვიდეთ ტაბით

რედაქტორზე, რომლის სათაურია კონტაკტ იმეილ. თუ თქვენ უკვე გავქთ სხვა იმეილი გახსნილი, აქ უნდა შეიყვანოთ ამ იმეილის მისამართი. მისი ჩაწერა არ არის აუცილებელი, თუმცა მისი საჭიროება მაინც არსებობს: თუკი თქვენ დაგავიწყდებათ პაროლი, ასეთ შემთხვევაში მიიღებთ ახალ პაროლს  ამ ალტერნატიულ ფოსტაზე. ალტერნატიული იმეილის ჩაწერის შემდეგ, ისევ და ისევ ვიყენებთ ჩვენთვის უკვე ძალიან ნაცნობ ღილაკს ტაბს და გადავალთ კომბინირებულ სიაზე. მისი სათაურია -  სექიურიტი ქვეშჩენ (საიდუმლო შეკითხვა). შევდივართ კომბინირებულ სიაში სპეისს ღილაკით და ქვედა ისრით ვკითხულობთ ფოსტის მიერ შეტთავაზებულ შეკითხვებს. პირველი ამ სიაში არის შეკითხვა: ვოტ სიტი ვეა იოუ ბორნ ინ? რაც ნიშნავს რომელ ქალაქში დაიბადეთ? ამ კომბინირებულ  სიაში არის ცხრა შეკითხვა. ამოირჩიეთ რომელიც გინდათ, გადადით  ტაბ ღილაკით რედაქტორზე შემდეგ რედაქტორზე და ჩაწერეთ ამ შეკითხვის პასუხი. ამ ველის შევსება იმიტომაა აუცილებელი, რომ თუ ოდესმე დაგავიწყდებათ პაროლი და მოგვინდება მისი აღდგენა, კომპიუტერი დაგვისვამს იმ შეკითხვას, რომელიც ჩვენ თვითონ ავირჩიეთ და ჩავწერთ იმ პასუხს, რომელიც ლოგიკურად მოყვებოდა შეკითხვას.  

 

შემდეგი ნაბიჯია - ვერიფი იორ რეგისტრეიშენ - შეამოწმეთ რეგისტრაცია. ისევ ვაჭერთ ტაბს და ვეძებთ სიტყვას  გენერეით ე კოდ -  მოახდინეთ კოდის გენირირება. რას ნიშნავს ეს შეტყობინება? ზოგ საიტებზე უმეტესად ფოსტის შექმნის დროს, დაცვის მიზნით, შეიქმნა გრაფიკული კოდი. ამ კოდის შეყვანით თქვენ ამტკიცებთ, რომ არ ხართ რობოტი, ანუ რაიმე პროგრამა არ ქმნის ამ ფოსტას. აქ წერია სიმბოლოები, რომელიც ცოტა არ იყოს ძნელი გასარჩევია მხედველთათვისაც. ხმოვანი პროგრამა მას არ კითხულობს და გვიცხადებს, რომ არის გრაფიკა და ხელმიუწვდომელია. იმისათვის, რომ შევიყვანოთ კოდი უნდა მივმართოთ მხედველ ახლობელს. თუმცა მაილ.კომი გვთავაზობს ალტერნატიულ გზას აუდიო ჩანაწერის სახით. მოდით ტაბ ღილაკით გადავიდეთ სიტყვაზე -გეტ ონ აუდიო კოდ და დავაწვეტთ ენთერს. ენთერის დაჭერის შემდეგ ჩაირთვება აუდიო ჩანაწერი, სადაც არც ისე სასიამოვნო რობოტის ხმა წაგვიკითხავს კოდს. იყავით ყურადღებით და აჟღერებული კოდი შეიყვანეთ რედაქტორში. თუკი მაინც ვერ გაიგონებთ კოდს, დახმარება სთხოვეთ თქვენს მხედველ ახლობელს და რედაქტორში შეიყვანეთ კოდი. ამის შემდეგ უკვე დაუხმარებლად განვაგრძოთ ფოსტის შექმნა, რადგან უკვე თითქმის აღარაფერი დაგვრჩა მნიშვნელოვანი. კოდის  შეყვანის შემდეგ დავაჭიროთ ტაბს და გავიგონებთ სიტყვას  აი  აქსებთ ქრიეით მაი აქქაუნდ, ეს ნიშნავს - თანახმა ვარ შეიქმნას ჩემი საფოსტო ანგარიში.  საბოლოოდ ვაჭერთ ენტერს და საფოსტო ინდექსი იქმნება.

მაშ ასე, გავიხსენოთ ახლახანს შექმნილი საფოსტო მისამართი - პროფესორი, იმეილის ნიშანი მაილ.კომ. დავხუროთ ალტ+ეფ 4-ით ფანჯარა.

 

ახლა კი მოდით ვისწავლოთ ჩვენი ახალი ფოსტით სარგებლობა.

თავიდან შევდივართ ინტერნეტში, ოღონდ ამჯერად სამისამართო რედაქტორში მაილ.კომის მაგივრად ვწერთ ემ წერტილი მაილ წერტილი კომ. გაიხსნება ფოსტის მთავარი ფანჯარა, სადაც ზედა ნაწილში გხვდება საიტის ლოგო. გამოვიყენოთ ქვედა ისარი და მოვნახოთ სიტყვა  იმაილ. ახლა კი მოდით დავაჭიროთ ტაბს და შევიდეთ რედაქტორში, სადაც უნდა ჩავწეროთ ჩვენი საფოსტო მისამართი. შეგახსენებთ, რომ ჩვენი საფოსტო მისამართია - პროფესორი მაილის ნიშანი წერტილი მაილ წერტილი.კომ. ჩავწეროთ ეს სიტყვა და ტაბ ღილაკით გადავიდეთ პაროლის რედაქტორში. ჩავწეროთ ის პაროლი, რომელიც შევიყვანეთ ფოსტის შექმნის დროს და დავაჭიროთ ენტერს. რამდენიმე წამში გაიხსნება ჩვენი ფოსტა და შეგვეძლება გავაგზავნოთ წერილი ან  წავიკითხოთ შემოსული წერილები.

გვერდის ზედა ნაწილში მდებარეობს  გრაფიკული  ფოსტის ლოგო. გვერდი დავათვალიეროთ ქვედა ისრით. ამოვიკითხავთ ბმულს _ ფოლდერს ანუ საქაღალდე. ისევ გამოვიყენოთ ქვედა ისარი, შეგხვდება ბმული ჰოუმ. ეს ბმული ნიშნავს  ფოსტის მთავარ გვერდს. იმ შემთხვევაში, როდესაც დავბრუნდებით რომელიმე ფანჯრიდან ამ ფანჯარაში,  კომბინაციით კონტროლ+ჰოუმ ავალთ გვერდის ზედა ნაწილში და ქეი ასოთი მოვნახავთ ბმულს ჰოუმ. მის  შემდეგ დავაწვებით ენთერს და გადავალთ მთავარ გვერდზე. შემდეგი ბმული, რომელიც ქვედა ისრის ჩასვლისას შეგხვდება არის  ბმული ნიუ. მოდით შევჩერდეთ ამ ბმულზე და განვიხილოთ იგი, რადგან ამ ბმულით ჩვენ საკმაოდ ხშირად მოგვიწევს სარგებლობა. აქედან ხდდება ახალი წერილის შექმნა და გაგზავნას სხვა საფოსტო მისამართზე. დავაწვეთ ენტერს და რამდენიმე  წამში აღმოვჩდებით ახალ გვერდზე, სადაც დავწერთ წერილს,   აუცილებლობის შემთხვევაში მივაბამთ მას ფაილს და შემდგომ გავაგზავნით  სხვა ფოსტაზე. ახლა კი დავაჭიროთ ეფ ასოს, რადგან ჩვენ გვჭირდება რედაქტორი, რომელშიც უნდა ჩავწეროთ იმ ფოსტის  მისამართი, სადაც გავაგზავნით წერილს.  რედაქტორის თავში წერია ტუ, რაც ნიშნავს «ვის» ანუ ვის ვუგზავნით წერილს.  შევიდეთ რედაქტორში სპეის ღილაკით და ჩავწეროთ  საფოსტო მისამართი. მაგალითად: სოლოღაშვილი იმაეილი ნიშანი იაჰუ წერტილი. კომ. როგორც კი ჩავწერთ მისამართს, გამოვიყენოთ ტაბი და  გადავიდეთ რედაქტორზე, რომლის სათაურია საბჯექტ ანუ თემა. აქ უნდა ჩავწეროთ წერილის სათაური, ანუ მისანიშნებელი სიტყვა, თუ რას ეხება წერლილი. ყოველ შემთხვევაში სათაურის დაწერა სასურველია, რადგან თუ არ მივუთითებთ თემას, წერილის გაგზავნის დროს კომპიუტერი შეგვეკითხება: თქვენ წერილს არ აქვს თემა, გავაგზავნო თემის გარეშე? თუ მაინც გვინდა გავგზავნოთ უსათაურო წერილი, ვეთანხმებით შემოთავაზებულ ვარიანტს და ვაგზავნით წერილს. მოდით ჩვენ ჩავუწეროთ წერილს თემა, მაგალითად კომპიუტერული გაკვეთილები. ახლა კი ისევ ტაბ ღილაკის დახმარებით გადავიდეთ რედაქტორზე, სადაც უნდა დავწეროთ  წერილის ტექსტი.

თუ წერილის ტექსტი პატარაა, შეგვიძლია აქვს, ამ რედაქტორში ავკრიფოთ, მაგრამ თუკი იგი მოცულობით დიდია და თან აუცილებელია იყოს დაცული ტექსტის რედაქტირების პარამეტრები ანუ მას ჰქონდეს მიცემული ფორმა, მაშინ წერილი დავწეროთ ვორდში და შემდგომ მივაბათ იგი. ვორდის დოკუმენტში არის დაცული იქნება ისეთი პარამეტრები, რომელიც ელემენტარულად ვერ  შეიქმნება საფოსტო რედაქტორში.

განვიხილოთ ორივე ვარიანტი.

მაგალითად, ვწერთ მოკლე წერილს: «გამარჯობა, ბესო.  მინდა გამოგიგზავნო დოკუმენტი, რომელიც თან ახლავს ამ წერილს».

მოდით, მართლაც მოვახდინოთ ფაილის მიბმა და შემდგომ გავაგზავნოთ იგი. თუ იმყოფებით რედაქტორში, დავაწვეთ ესკეიპს, რათა გამოვიდეთ რედაქტორიდან და დავაჭიროთ ქეი ასოს. ხმოვანი პროგრამა იტყვის სიტყვას ბმული  ედ ატაჩმენტს, რაც ნიშნავს დაუმატეთ გზავნილი, ატაჩმენტი.  ვაჭერთ ამ სიტყვას ენტერს. შემდეგ ქვედა ისრით ჩამოვდივართ სიტყაზე ედ ატაჩმენთ ფრომ და  ვაჭერთ ბე ასოს. შეგახსენებთ, რომ ბე ასო პოულობს საიტზე არსებულ ღილაკებს. პროგრამამ უნდა გამოგვიცხადოს -   სმარტ ფონ ღილაკი. ვაჭერთ ენთერს და ისევ ვიყენებთ ასო ბეს. ამჯერად, ვეძებთ სიტყვას ბროუზ ღილაკი. ამ სიტყვაზეც ვაჭერთ ენთერს,  რის შემდეგაც, გაიხსნება სტანდარტული ფანჯარა, საიდანაც უნდა ავირჩიოთ მისაბმელი წერილი. ეს არის ფანჯარა სათაურით - დოკუმენტის გახსნა. კომბინაციით შიფტ+ტაბისა  და ისრებით ვეძებთ წერილს. როგორც კი ვიპოვით სასურველ წერილს, ვაწვებით ენტერს და კომბინაციით შიფტ+ბე ვეძებთ სიტყვას  ატაჩ ღილაკი.  ყოველივე ამის შემდგომA ვაჭერთ ენტერს და წერილი ებმევა ჩვენს გზავნილს. ახლა შევამოწმოთ ნამდვილად მიება თუ არა წერილი. გამოვიყენოთ ქვედა ისარი. პირველი ელემენტია ღილაკიანი სიტყვა მაილ კომ. მის ქვევით არის  სიტყვა კომპოუზ. როგორც ხვდებით, ეს არ არის ჩვენი დოკუმენტი. ესე იგი ისევ ქვედა ისრით ვეძებთ დოკუმენტს. შემდეგ გვხვდებაBბექ ღილაკი ანუ უკან გადასვლა. მისი მეშვეობით ჩვენ დავბრუნდებით წინა გვერდზე. ეს ჯერ ჯერობით არ გვჭირდება, ასე, რომ ვაგრძელებთ ქვედა ისრით სეირნობას. შემდეგი ელემენტი არის სიტყვა სენდ ღილაკი. მას ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით, რადგან ეს სიტყვა ნიშნავს გაგზავნას. ამ სიტყვის შემდეგ არის  ლოგაუტ ღილაკი, ხოლო ამ ღილაკის ქვევით არის სიტყვა ზე ატაჩმენთ, ეს ჰევ ბინ ედით. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფაილი წარმატებით მიება გზავნილს. თუ დავაჭერთ ქეი ასოს, პროგრამამ უნდა წაგვიკითხოს ჩვენი წერილის სათაური. ახლა კი,  კომბინაციით შიფტ+ბე ვიპოვოთ სენდ ღილაკი.  ვიდრე ვიპოვით  სიტყვას სენდ, შეიძლება რამოდენიმეჯერ მოგვიწიოს ამ კომბინაციის აკრეფვა. თუ ვიპოვეთ სენდ ღილაკი, თამამად შეგვიძლია დავაჭიროთ  ენტერს და გავაგზავნოთ ჩვენი  გზავნილი. თუ გვინდა, რომ გავიგოთ გაიგზავნა თუ არა ჩვენი წერილი, ვაჭერთ ასო ნეს. თუ პროგრამა წაგვიკითხავს - ზე მესიჯ ჰეზ ბინ  სენდ, ე.ი. თქვენი გზავნილი წარმატებით გაიგზავნა. ახლა კი დავაწვეთ კომბინაციას ალტ+ეფ4 და დავხუროთ საფოსტო საიტის გვერდი.

 

საკონტროლო კითხვები:

1.         რა განსხვავებაა ფასიან და უფასო საფოსტო ინდექსებს შორის?

2.         რა და რა რედაქტორებს ვავსებთ ფოსტაზე დარეგისტრირების დროს?

3.         როგორ ვხვდებით, დაკავებულია თუ არა ესა თუ ის საფოსტო სახელი და ინდექსი?  

4.         მინიმუმ რამდენი სიმბოლოსაგან უნდა შედგებოდეს პაროლი?

5.         რომელი ბმული უნდა გავხსნათ, რომ დავწეროთ ახალი წერილი?

6.         რომელი რედაქტორში უნდა ჩავწეროთ ადრესატის საფოსტო მისამართი?

7.         რას ვწერთ რედაქტორში, რომლის სახელწოდებაა - საბჯექტ? 

8.         როგორ მივაბათ წერილს ფაილი? 

9.         რომელი ბმულით ხდება წერილის გაგზავნა?

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 21.გაკვეთილი მეოცე -ელექტრონული ფოსტა