კარალეთის დღეები

 

*   *   *

 

     გაგონდება თუ არა

     კარალეთის დღეები,

     მთების ლურჯი კამარა,

     უცხო სამოთხეები?

     კიდევ შეგრჩა თუ არა

     მხიარული თვალები?

     თუ დრომ გადაუარა

     და ჩაუქრო ალები?

     მივდიოდით მხარდამხარ

     და დრო გვეუარესა,

     აწ არ ვიცი, სადა ხარ

     და რომელსა მხარესა.

 

         1918 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / კარალეთის დღეები