მატარებელში

 

  მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი,

  მატარებელი მიჰქრის ბინდებად,

  ახლა იწყება წიფის გვირაბი,

  თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?

               1925

 

 

  *  *  *

 

        არის მკითხველი

        მშვენიერ წიგნის

        და არის მხოლოდ

        გადამკითხველი...

 

        ის ფურცლავს, ნიშნავს,

        ადარებს, ჩიჩქნის,

        მაგრამ ვინაა

        აქ გამკითხველი?

 

       1957

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / მატარებელში