მთვრალია ყოფნით

  მთვრალია ცეცხლით

 

  ვარდების ფენით ტრიალებს ჟინი,

  მთვრალი ვარ შენით, მთვრალია ლხინი.

  ოცნებას შვენი, ვით თვალნი შენი,

  შოპენი, ვერდი და პაგანინი.

  პოეტის ახლო გედება ალი,

  იგი, უსახლო, გიცქერის მკრთალი,

  მთვრალია ყოფნით, მთვრალია ცეცხლით

  და მაინც ღვინით ჰგონია მთვრალი.

 

                                                                 1925

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / მთვრალია ყოფნით