გაკვეთილი მეცხრამეტე

 

რადიოს მოსმენა, მუსიკისა და ფილმების გადმოწერა

 

რადიო 1. გე

 

ახლა ინტერნეტის საშუალებით მოვუსმინოთ რომელიმე რადიოს, მაგალითად რადიო 1-ს, როგორც პირდაპირ რეჟიმში, ასევე დაარქივებული გადაცემებს.

დავაჭიროთ ვინდოუს ღილაკს, გავხსნათ სტარტ მენიუ, ავირჩიოთ პუნქტი პროგრამი, გავხსნათ მისი ქვემენიუ და ვიპოვოთ - ინტერნეტ ექსპლორერი. დავაჭიროთ ენტერს. იგივე შეგვიძლია სწრაფად გავაკეთოთ სამუშაო მაგიდაზე გადასვლითა და  ასო ი-ზე თითის დაჭერით, რადგან იგი ინტერნეტ ექსპლორერის პირველი ასოა. როდესაც ჩაიტვირთება ინტერნეტ ექსპლორერის ფანჯარა, დავაჭიროთ ეფ 6 ღილაკს და სამისამართო ველში ავკრიფოთ ლათინური ასოებით რადიო1 წეტილი გე. 1 ავკრიფოთ ციფრთა ბლოკიდან. უნდა გაიხსნას საზოგადოებრივი რადიოს მთავარი გვერდი. ენ ვე დეა გვაუწყებს გვერდის ჩატვირთვის პროცესს და გვანიშნებს მას პროცენტული მაჩვენებლებით. როდესაც შესრულდება 100%, გვერდი მთლიანად ჩატვირთულია. დაიწყება ბმულების წაკითხვა პირდაპირ, შეუჩერებლად. კითხვის შეჩერება და გაგრძელება შეგვიძლია შიფტ ღილაკით. თუ გვსურს ცალ-ცალკე ბმულების წაკითხვა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ტაბ ან კა ღილაკი. პირველი ბმულია ფეისბუკი, მეორე ბმულია - პირველი არხი, შემდეგი - სსმ, შემდეგი მეორე არხი და ა.შ. ეს ბმულები ჰორიზონტალურადაა განლაგებული. აქვეა ბმულები - რადიო1 ლაივ და რადიო2 ლაივ. თუ გვინდა პირდაპირ ეთერში მოვუსმინოთ ამ რადიოებს, დავდგეთ შესაბამის ბმულზე და დავაჭიროთ  ენტერს. ჩვენ გავიგონებთ რადიო მაუწყებლის ხმას და პირდაპირ ეთერში მოვუსმენთ რადიოს. პირდაპირი მოსმენის რეჟიმიდან გამოსასვლელად  გამოვიყენოთ ღილაკთა კომბინაცია - კონტროლ+დაბლიუ (ქართული წ). ფანჯარა დაიხურება და ჩვენ დავბრუნდებით მთავარი გვერდის ფანჯარში. 

ტაბით გავაგრძელოთ ისევ ბმულების დათვალიერება. რადიო მაუწყებლის ამ გვერდზე ასევე შეგვიძლია მოვუსმინოთ გასულ გადაცემებს. ვიპოვოთ ბმული გადაცემები (პროგრამს) ტაბ ღილაკით და დავაჭიროთ ენტერს.  ამ ფანჯარაში გამოვა გადაცემების ჩამონათვალი, თუმცა ენ ვე დეა კითხვას იწყებს ისევ თავიდან - ფეისბუკი, პირველი არხი, სსმ, და ა.შ. არ გეგონოთ, რომ თქვენ ისევ იმ ვებგვერდზე ხართ, ესაა ის სტანდარტული ბმულები, რომელიც თან ახლავს რადიო პირველის ვებგვერდებს. რადიო1. გეს რომელი გვერდიც არ უნდა გავხსნათ, ბმულთა ეს ჩამონათვალი შეუცვლელად დარჩება, შეიცვლება მხოლოდ ფანჯრის შუა ნაწილის შინაარსი. როცა სინთეზატორი წაგვიკითხავს ბმულს «მიმდინარე გადაცემები», დავაჭიროთ ენტერს.  ამის შემდეგ პირველი გადაცემაა _ «დილის ეთერი». შემდეგი ბმულია გადაცემა «მედიატორი», შემდეგი «საინფორმაციო გადაცემა» და ა.შ. ვთქვათ გვინდა გავხსნათ გადაცემა «ხაზის რადიო». დავაჭიროთ კა ან ტაბ ღილაკს და მივალთ თუ არა «ხაზის რადიოს» შესაბამის ბმულზე, დავაჭიროთ ენტერს. შეიცვლება ფანჯრის შინაარსი და გამოშუქდება ხაზის რადიოს უახლესი ჩანაწერები. დავაჭიროთ თითი ეიჩ ღილაკს. შეგახსნებთ, რომ ეს ღილაკი გვიკითხავს სათაურებს. ამ გვერდზე პირველი სათაურია «უახლესი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები». ამის შემდეგ კი მოდის წინა დღეების «ხაზის რადიოს»  გასული გადაცემების ჩანაწერები. აქ მითითებულია გადაცემის თარიღიც. ენ ვე დეა გამოგვიცხადებს ამ გადაცემათა ჩამონათვალში რამდენი გადაცემაა, ანუ სიაში რამდენი ელემენტია. ჩვენ უნდა გადავიდეთ სიაზე ანუ გადაცემათა ჩამონათვალის სიაზე. გავიხსენოთ, რომ სიის ელემენტების წაკითხვა ხდება ი ღილაკით. ი ღილაკი წაგვიკითხავს სიის ელემენტს მთლიანად და ენტერზე ხელის დაჭერით კი გაგვიხსნის იმ კონკრეტული გადაცემის აუდიო ჩანაწერს, რომელზეც ვგდევართ.  გამოშუქდება მოძიებული გადაცემა. მის მოსასმენად კა ან ტაბ ღილაკით უნდა ვიპოვოთ ბმული «აუდიო» და დავაჭიროთ ენტერს. ამის შემდეგ გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელიც გთავაზობს ორ ვარიანტს - აუდიოჩანაწერის მხოლოდ მოსმენას და აუდიო ჩანაწერის მოსმენასა და კომპიუტერში შენახვას შემდგომი გამოყენებისთვის. ამ სადიალოგო ფანჯრის ღილაკებია: გახსნა (ატკიც, ოუპენ), შენახვა (სახრანიც, სეივ) და გაუქმება (ატმენა, ქენსელ). ამ ღილაკებზე გადავადგილდებით მარჯვენა და მარცხენა ისრებით. თუ ვირჩევთ ღილაკს - გახსნა, რამოდენიმე წამში გაიჟღერებს გადაცემის ჩამოტვირთვის სიგნალი, რომელსაც თან ახლავს გადმოწერის პროცენტული მაჩვენებელი. როცა დამთავრდება გადმოწერა ჩვენ გავიგონებთ გადაცემის აუდიო ჩანაწერის პირველ ბგერებს. აუდიო ჩანაწერი იხსნება ვინდოუს მედია პლეერში. თუ გვინდა დავაპაუზოთ და შემდეგ ისევ განვაგრძოთ გადაცემის მოსმენა, ვიყენებთ ღილაკებს კონტროლ+პე. მოსმენის განახლება ხდება კონტროლ+ეს ღილაკებით. თუ გვსურს აუდიო ჩანაწერის შენახვა, მაშინ უნდა ავირჩიოთ ღილაკი - «შენახვა» სადიალოგო ფანჯარაში და დავაჭიროთ ენტერს. გამოდის სტანდარტული ფანჯარა სათაურით «სახრანენიე დოკუმენტა». ესაა ის ფანჯარა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ პროგრამა ვორდის დოკუმენტის შენახვის დროს. აქტიურია რედაქტორი, სადაც უნდა მივანიჭოთ სახელი ჩვენს აუდიო ფაილს. ჩავწეროთ სახელი, ტაბ ღილაკით მოვძებნოთ ღილაკი ოკ და დავაჭიროთ ენტერს. აუდიო ფაილი შეინახება მაი დოკუმენტ საქაღალდეში, ან იმ საქაღალდეში, რომელსაც თქვენ მიუთითებთ.

 

დავუბრუნდეთ ისევ რადიო1-ის მთავარ გვერდს ღელაკით ბექსპეისი. ჩვენ ახლა განვიხილეთ გადაცემების აუდიო ჩანაწერები, რომელიც თარიღდება წინა რამოდენიმე დღით. თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მოვუსმინოთ არქივსაც  და მოვნახოთ წინა თვეების გადაცემებიც. გავხსნათ ბმული «გადაცემები» ენტერით (პროგრამს) და ვიპოვოთ ბმული «არქივი». დავაჭიროთ ენტერს. გამოვა ისევ გადაცემათა ჩამონათვალი - დაწყებული დილის ეთერიდან ღამის ეთერამდე. კა ან ტაბ ღილაკით უნდა ვიპოვოთ სასურველი გადაცემას და ზუსტად ისევე მოვიქცეთ, როგორც ზემოთ აღვწერეთ მიმდინარე გადაცემებს რომ განვიხილავდით.

 

გარდა მიმდინარე და დაარქივებული გადაცემებისა ამ ვებ გვერდზე შეგვიძლია მოვუსმინოთ სხვა გადაცემებასაც ესენია: «რადიოთეატრი», «კულტურული მემკვიდრეობა», «სიტყვა ქართული» და ა.შ.  განვიხილოთ, მაგალითად «რადიოთეატრი». გავხსნათ ბმული - პროგრამს და ტაბით ვიპოვოთ ბმული -»რადიოთეატრი». ტაბით ვიპოვოთ ბმული რადიოთეატრი და  დავაჭიროთ ენტერს. გამოდის რადიოთეატრის გადაცემათა სია. პირველად გვხვდება უახლესი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები. ამ სათაურს წაგვიკითხავს ენ ვე დეა თუკი გამოვიყენებთ ღილაკს ეიჩ. კვლავ გადავდივართ ეიჩით ბმულებზე, ვიდრე არ მივალთ ბმულზე - რუბრიკები. რუბრიკები შეიცავს შემდეგ ბმულებს: მიმდინარე რეპერტუარი, რადიოდადგმები, რადიოსერიალები, რადიოთეატრის არქივი და ევროპის რადიოსპექტაკლები. სიტყვა რუბრიკების გამოცხადების შემდეგ რუბრიკებზე გადავდივართ ი ღილაკით. დავდგეთ რადიოთეატრის არქივზე და დავაჭიროთ ენტერს. გამოდის არქივში არსებული რადიოსპექტაკლების სია. დავაჭიროთ ეიჩ ასოს კვლავ, ვიდრე არ გამოგვიცხადებს - რადიოთეატრი. ახლა კი უკვე შეგვიძლია ჩანაწერთა ჩამონათვალზე გადავიდეთ ი ღილაკით ან ქვედა ისრით. ჩამოვიდეთ ჩამონათვალზე და დავდგეთ მაგალითად არჩილ სულაკაურის «მტრდებზე». დავაჭიროთ ენტერს. გაიხსნება ახალი ფანჯარა. აქ ტაბით უნდა ვიპოვოთ ბმული «აუდიო» და დავაჭიროთ ენტერს. გამოდის სადიალოგო ფანჯარა, რომლის გამოყენებაც ზემოთ უკვე განვიხილეთ.

 

დაგვრჩა ერთი ძირითადი ბმული - ესაა «სამაუწყებლო ბადე». ბმულებში პროგრამის შემდეგ მოდის «მიდეო», რომელიც ნიშნავს ბმულს აუდიო-ვიდეო, ხოლო მის შემდეგ ენ ვე დეა აცხადებს - ბმული 2 (დვა), რომელიც არის სამაუწყებლო ბადის ბმული.  გავხსნათ იგი ენტერით. გამოდის მიმდინარე დღის გადაცემათა განრიგი. ეს ჩამონათვალი სიისებურადაა დალაგებული, ასე რომ, ამ მასზე გადავვადგილდებით ი ღილაკით. ხოლო თუ გვაინტერესებს მიმდინარე კვირის სხვა დღეების გადაცემათა განრიგი, მაშინ ვიყენებთ ინსერტ+ეფ შვიდს. გამოდის ბმულების სია. აქ ზედა და ქვედა ისრებით ვეძებთ კვირის იმ დღეს, რომელიც გვაინტერესებს. ვაჭერთ ენტერს და გაიხსნება იმ დღის გადაცემათა განრიგი.

 

თუ გვაინტერესებს მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა ან ფილმების ნახვა, მაშინ უნდა შევიდეთ იმ საიტებზე, სადაც ისინია ატვირთული. მაგალითად, ფილმები ატვირთულია ჩვენთვის ნაცნობ შემდეგ საიტებზე. ყურადღება: რადგან ვებგვერდების დასახელება არის ლათინური ასოებით, ამიტომ გირჩევთ თითოეული დასახელება მონიშნოთ, გადაიტანოთ ბუფერში და შემდეგ ჩასვათ ინტერნეტ ექსპლორერის სამისამართო ველში.

ფილმები ატვირთულია შემდეგ საიტებზე:

1.         myhit.ge

2.         allmovies.ge

3.         bude.ge

4.         gol.ge

5.         avoe.ge

6.         geo.saitebi.ge

7.         simsim.ge

8.         zona.ge

ხოლო მუსიკების მოსასმენად გახსენით შემდეგი საიტები:

1.         mylisten.ge

2.         fans.ge

3.         mus.ge

4.         radio.ge

5.         avoe.ge

6.         mymusic.ge

7.         rock.ge

8.         geoclips.ge

 

ვხსნით ინტერნეტ ექსპლორერს, წინასწარ ვაკოპირებთ საიტის ლინკს, ვაჭერთ ეფ ექვსს და კონტროლ+ვეთი ვსვამთ მას მისამართის ველში. ვაჭერთ ენტერს. გაიხსნება შესაბამისი ვებგვერდი და საიტის დათვალიერებას ვახორციელებთ ტაბით ან კა ღილაკით.  რადგან თვითეული ვებგვერდი აგებულია სხვადასხვა წესით, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია აქ მოგცეთ მხოლოდ ზოგადი მითითება: თუ გვინდა მუსიკის გადმოწერა ან მოსმენა, ვდგებით შესაბამის ბმულზე და ვხსნით მას. ანალოგიურად ვიქცევით ფილმების შემთხვევაშიც.

 

ახლა ჩვენ გასწავლით ყველაზე ადვილ ხერხს სასურველი მუსიკის ან ფილმის მოსასმენად. ამისთვის ვხსნით საძიებო ვებგვერდს ყოუტუბე.ცომ  (youtube.com) ჩვეულებრივ ეფ ექვსი ღილაკის გამოყენებით.  იუთუბის გახსნის შემდეგ კურსორი პირდაპირ ჩამჯდარია საძიებო რედაქტორში, რასაც გვატყობინებს ხმოვანი სიგნალი. აქ უნდა ჩავწეროთ ფილმის ან მუსიკის დასახელება. ქართულ ფილმის ან სიმღერის სათაურს ვწერთ ქართულ ენაზე, რუსულისას - რუსულ ენაზე და ა.შ.  მაგალითად, ვიპოვოთ ფილმი «შერეკილები». ალტ+შიფტით გადავდივართ კლავიატურის ქართულ განლაგებაზე და ვწერთ სიტყვას - შერეკილები. ვაჭერთ ენტერს. ახლა ვნახოთ უითუბის მოტანილი შედეგები, რომელსაც ვათვალიერებთ ტაბ ღილაკით. აი, შედეგებიც:

შერეკილები  Sherekilebi

DiscoveryIGeo•7 мес. назад• 14 051 просмотр

FaceBook Page: http://www.facebook.com/DiscoveryGalaxy http://www.facebook.

შერეკილები

lo li•1 год назад• 8 257 просмотров

ფილმის შესახებ დასახელება: შერეკილები ჟანრი: კომედია გამოშვების წელი:

შერეკილები / Sherekilebi ბზრიალა

AlternativeGeorgia•4 мес. назад• 796 просмотров

Subscribe here: http://www.youtube.com/subscription_center?add_user=

Sherekilebi / შერეკილები

AlternativeGeorgia•4 мес. назад• 2 084 просмотра

Subscribe here: http://www.youtube.com/subscription_center?add_user=

შერეკილები / sherekilebi ზრუნვის სამსახური

AlternativeGeorgia•4 мес. назад• 696 просмотров

Subscribe here: http://www.youtube.com/subscription_center?add_user=

 

როგორც ვხედავთ, უნდა დაგდგეთ მეორე ბმულზე - «შერეკილები» ქართული ფილმი. დავაჭიროთ ენტერს. დაიწყება პირდაპირ ფილმის ჩვენება. ფილმის ჩვენება მიდის შეუწყვეტლად. ჩვენ შეგვიძლია ჩავრთოთ პაუზის რეჟიმი ანუ შევაჩეროთ და განვაგრძოთ ფილმის ჩვენება. ამისთვის ტაბით გადავდივართ ღილაკზე «პოზ კნოპკა» (ღილაკი პაუზა). ღილაკით ხანი შეგვიძლია დავაპაუზოთ და ისევ განვაგრძოთ ფილმის ჩვენება.

 

ახლა მოვისმინოთ ბეთჰვენის «მთვარის სონატა». აქაც ვმოქმედებთ ანალოგიურად. თუ გახსნილი გვაქვს იუთუბში რაიმე ფილმი ან მუსიკა, დავაპაუზოთ, ტაბით გადავიდეთ საძიებო რედაქტორში. როდესაც მოვხვდებით რედაქტორში, გაისმება ხმოვანი სიგნალი. ავკრიფოთ სიტყვები «მთვარის სონატა» და დავაჭიროთ ენტერს. როგორც წინა შემთხვევაში, ტაბით დავდგებით «მთვარის სონატაზე» და დავაჭერთ ენტერს. დაპაუზება აქაც ხდება ისევე, როგორც ფილმის ჩვენების შემთხვევაში.

 

უითუბუდან სიმღერის ან ფილმის გადმოწერა და კომპიუტერში ჩასმას ჩვენ აქ არ განვიხილავთ.

 

თუ გვსურს ფილმის ან მუსიკის გადმოწერა სხვა საიტიდან, მაშინ გავხსნათ ერთ-ერთი ზემოთ ჩამოწერილი გვერდებიდან, მაგალითად ავოე.გე. ახლა გთავაზობთ ზუსტ ლინკს, საიდანაც შეგიძლიათ გადმოწეროთ მუსიკები. მონიშნეთ, დააკოპირეთ იგი და ეფ ექვსით ჩასვით სამისამართო ველში. აი ისიც:

www.avoe.ge/music/index.php?ga=A

 

რამდენიმე წამში გაიხსნება საიტის გვერდი. აქ არის ჩამოწერილი ძალიან ბევრი ბმული. იმისათვის, რომ ადვილად მივაგნოთ მას, რაც გვინდა, გამოვიყენოთ ბმულების სიის ფანჯარა. ამისათვის ვაწვებით კომბინაციას ინსერტ+ეფ7 და იქიდან გამომდინარე, თუ რომელი შემსრულებელი გვჭირდება, ვაწვებით იმ ასოს, საიდანაც იწყება მომღერლის ან მუსიკალური ჯგუფის სახელი. ამ ფანჯარაში გადაადგილება ხდება ზედა და ქვედა ისრების დახმარებით. ესაა სიისებურად ჩამოწერილი ბმულები. თითოეულზე დადგომისას და ენტერის დაჭერისას, გაიხსნება შესაბამისი ბმული. ამ სიაში ჩამოთვლილია სხვადასხვა ბმულები, მაგ: ახალი ალბომები და შემსრულებლები, ქართული ტოპ ათეული, რუსული ტოპ ათეული და ა.შ. ჩამოვიდეთ კიდევ რამოდენიმე ბმულზე. შეგვხვდება ბმულები: ფორინგ (უცხოური), ჯორჯიან (ქართული) და რაშენ (რუსული). იმის მიხედვით თუ რა ენოვენ შემსრულებელს ვეძებთ, ვხსნით შესაბამის ბმულს. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია დავაჭიროთ თითი იმ პირველ ასოს, რომელზეც იწყება მომღერლის გვარი ან სახელი. ამჯერად ჩვენ აღმოვჩნდებით სიის ასოებზე, რომლებიც თითოეული არის ბმული. მაგალითად ვეძებთ რევაზ ლაღიძეს. გავხსნათ ჯერ ბმული - ჯორჯიან. გამოვიძახოთ ისევ ინსერტ+ეფ7. ახლა დავაჭიროთ თითი ასო რ-ს. გამოშუქდება ქართველი მომღერლები  და ავტორები ასო რ-ზე. ისევ დავაჭიროთ თითი ასო რ-ს. რამოდენიმე რ-ზე დაწყებული შემსრულებლისა და ბმულის შემდეგ პირველი ქართველი შემსრულებელია რცხილაძე რომა. ახლა ჩვენთვის ნათელია, რომ უკვე გახსნილი გვაქვს ქართველი მომღერლების ჩამონათვალი რ-ზე.  გამოვიყენოთ ზედა და ქვედა ისრები და ვიპოვოთ რევაზ ლაღიძე. ახლა კი უნდა გავხსნათ რევაზ ლაღიძის სიმღერები. ისევ მივმართოთ ინსერტ+ეფ შვიდს. დავაჭიროთ რამდენიმეჯერ ისევ რ ასოს, ვიდრე არ ვიპოვით ბმულს - რევაზ ლაღიძე სონგს (სიმღერები) და დავაჭიროთ ენტერს. ახლა კი უკვე გაიხსნება მისი სიმღერები. პირველი ამ სიმღერათა შორის უნდა იყოს «აყვავილდა ნუში». გამოგვიცხადებს თუ არა ხმოვანი პროგრამა ამ სათაურს, დავაჭიროთ ენტერს. გამოდის ფანჯარა, რომელიც გთავაზობს სამ ვარიანტს: სიმღერის გახსნას, სიმღერის შენახვას კომპიუტერში და მესამე ღილაკია ატმენა (ქენსელ), ანუ გაუქმება. ამ ღილაკებზე გადავადგილდებით მარჯვენა და მარცხენა ისრებით. თუ ავირჩევთ ღილაკს - გახსნა, რამოდენიმე წამში გაიჟღერებს პირველი ბგერები. სიმღერა იხსნება ვინდოუს მედია პლეერში. თუ გვინდა დავაპაუზოთ და შემდეგ ისევ განვაგრძოთ სიმღერის მოსმენა, დავაჭიროთ ღილაკებს კონტროლ+პე. მოსმენის განახლება ხდება კონტროლ+ეს ღილაკებით. თუ გვსურს სიმღერის  შენახვა, მაშინ უნდა ავირჩიოთ ღილაკი - «შენახვა» სადიალოგო ფანჯარაში და დავაჭიროთ ენტერს. გამოდის სტანდარტული ფანჯარა სათაურით «სახრანენიე დოკუმენტა». ესაა ის ფანჯარა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ პროგრამა ვორდის დოკუმენტის შენახვის დროს. აქტიურია რედაქტორი, სადაც უნდა მივანიჭოთ სახელი ჩვენს აუდიო ფაილს. ჩავწეროთ სახელი, ტაბ ღილაკით მოვძებნოთ ღილაკი ოკ და დავაჭიროთ ენტერს. აუდიო ფაილი შეინახება მაი დოკუმენტ საქაღალდეში, ან იმ საქაღალდეში, რომელსაც თქვენ მიუთითებთ.

 

მოდით ამავე საიტიდან გადმოვიწეროთ რაიმე ფილმი. ამისათვის ვაწვებით ეფ ექვსს,  ვწერთ avoe.ge <http://www.avoe.ge ველოდებით გვერდის ატვირთვას. შემდეგ ვკრებთ კომბინაციას ინსერტ + ეფ7. ამ მოქმედების შემდეგ, ვაწვებით იმ ასოს, რომლიდანაც იწყება ფილმის სახელწოდება. სამაგალითოდ ავიღოთ ფილმი რუნნინგ მენ. შესაბამისად ვაწვებით რე ასოს. ამ მოქმედების შემდეგ, ქვედა ისრით ვეძებთ სიას, სადაც ჩამოთვლილია ფილმების სია რომლებიც იწყება ერ ასოთი და მათ შორის, უნდა ვიპოვოთ ჩვენი რუნნინგ მენ.

როგორც კი ვიპოვით მას, ვაჭერთ ენტერს და გადავდივართ გადმოსაწერ გვერდზე. ქვედა ისრით ვნახულობთ სიტყვას რუნნინგ მენ ბმული და ვაწვებით ენტერს.  გაიხსნება ფანჯარა, სადაც ტაბ ღილაკით ვნახულობთ სიტყვას სეივ. ამ სიტყვაზე ვაჭერთ ენტერს და  იხსნება კიდევ ერთი ფანჯარა. ანდა ტაბ ღილაკით ვპოულობთ სიტყვას სეივ და საბოლოოდ ვაჭერთ ენტერს. ფილმი იწყებს ჩამოტვირთვას თქვენს კომპიუტერზე. სავარაუდოდ ის იქნება სამუშაო მაგიდაზე.

 

ცხელი ღილაკები:

 

1.         ინტერნეტში აქტიური ფანჯრის დახურვა და იმ გვერდზე დაბრუნება, საიდანაც გადმოვედით - კონტროლ+წ.

2.         კინოს და მუსიკის მოსმენის დროს პაუზა - ღილაკი ხანი

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         როგორ უნდა მოვისმინოთ რადიო1-ის ან რადიო 2-ის პირდაპირი ეთერი?

2.         როგორ უნდა გავხსნათ უახლესი რადიო გადაცემების ჩანაწერები, როგორია მოქმედებათა თანმომდევრობა?

3.         რა ფუნქცია აქვს ღილაკებს - კონტროლ+პე და კონტროლ+ესს?

4.         როგორ შევინახოთ გადმოწერილი გადაცემა?

5.         როგორ გავხსნათ და რას წარმოადგენს სამაუწყებლო ბადე?

6.         როგორ გავხსნათ კვირის სხვა დღეების სამაუწყებლო ბადე?

7.         როგორ გამოვიძახოთ ფილმი შერეკილები იუთუბის საშუალებით?

8.         როგორ მოვისმინოთ ბეთჰოვენის «მთვარის სონატა»?

9.         როგორ ვიპოვოთ ავოე.გე-ზე ქართველი, უცხოელი და რუსი შემსრულებლები?

 

დავალება:

 

1.         გამოიძახეთ და მოისმინეთ გადაცემების: «ჩვენი საგანძური», «ბახიდან ოფენბახამდე», «ხაზის რადიოს» და «რადიო თეატრის» გადაცემები;

2.         გადმოწერეთ რადიო თეატრის ერთ-ერთი სერიალი და შეინახეთ კომპიუტერში.

3.         გახსენით იუთუბში ფილმი «ნატვრის ხე».

4.         მოისმინეთ სამთავროს დედათა მონსატრის ქალთა გუნდის შესრულებით საგალობელი «მამაო ჩვენო».

5.         გუგლით მოძებნეთ რადიოების «დარდიმანდის», «პალიტრისა» და «უცნობის» ლინკები. ამ ლინკების დახმარებით გახსენით მათი შესაბამისი გვერდები და ეცადეთ გამოიყენოთ თქვენი ცოდნა როგორც პირდაპირი ეთერის ჩასართველად, ასევე ამ რადიოების არქივების გასახსნელად და ჩანაწერების მოსასმენად.

6.         გახსენით ავოე.გე და იპოვეთ ნატო მეტონიძის სიმღერა «საით მიდიხარ».

7.         იპოვეთ იუთუბზე «წუნა და წრუწუნა» და ჩართეთ იგი.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 20.გაკვეთილი მეცხრამეტე-რადიოს მოსმენა, მუსიკისა და ფილმების გადმოწერა