ცხოვრება ჩემი 

 

  ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,

  იგი ელვარებს, საბოლოოდ დაშრება ვიდრე,

  მასში დიდება პოეტისა მე დავიმკვიდრე,

  რომლის გარეშე _ უკვდავებაც არაფერია.

 

  თეთრი დღეების ისევ ისე მიჰყვება დასი,

  არ მომწყინდება, სადღეგრძელოდ ავწიო თასი

  თქვენი, რომელთაც გატაცება... მხოლოდ... ჟინია.

  მე არც წარსულის, არც მომავლის არ  მეშინია.

 

                                                                     1922

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / ცხოვრება ჩემი