წელიწადები წავლიან ძველნი 

 

  დღეები ბრუნავს, ვით კამათელი,

  და ყვავილების არის მრავლობა.

  ჩემთვის დღესავით არის ნათელი,

  რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.

 

  წელიწადები წავლიან ძველნი,

  შეიცვლებიან ქარით სიონი,

  როგორც ერთია ქვეყანა მთელი,

  ისე ერთია გალაკტიონი.

 

                                        1916

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / წელიწადები წავლიან ძველნი