ქალავ!

 

   გულო, ოცნებას მალავ!

   ცაო, ლურჯდება ზოლი!

   ვ ა ჟ ი: _ დაიცა, ქალავ!

   ქ ა ლ ი: _ დაგიბრმა თოლი!

   შორით ბრუნდება წყალი,

   ნისლი იცრება მთაში.

   _ არა! _ ჩურჩულებს ქ ა ლ ი.

   _ კარგი! _ ამშვიდებს ვ ა ჟ ი.

   გულო, ოცნებას მალავ,

   ცაო, ლურჯდება ზოლი.

   ისევ: _ დაიცა, ქალავ!

   ისევ: _ დაგიბრმა თოლი!

   _ თუნდა წაიყვა ჯოგი,

   კიდენ დამრჩება მრავალ.

   ბროლ-ღიკილასაც მოგი,

   როცა ქალაქში ჩავალ!

 

          1924

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ტაბიძე გალაქტიონ / ქალავ!