გაკვეთილი მეჩვიდმეტე

 

საკვანძო სიტყვების მეშვეობით ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში საძიებო სისტემა გუგლით

 

ინტერნეტის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს საკვანძო სიტყვების საშუალებით საჭირო ინფორმაციის მოპოვება. 

ინფორმაციის მოძიების პროცესი ხორციელდება საძიებო სისტემებით: გუგლი, რამბლერი, იაჰუ და ა.შ. მიუხედავად ამ მრავალფეროვნებისა, ძირითადად მომხმარებლები იყენებენ საძიებო სისტემა გუგლს. იგი ფართოდაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში. არსებობს გუგლის სხვადასხვაენოვანი ვერსია - გუგული.გე,  გუგლი.რუ, გუგლი.უკ. და ა.შ. ამ საძიებო სისტემაში ინფორმაციები ძირითადად მოთავსებულია შესაბამისი ენით. ამიტომ, როცა ვეძებთ რაიმე ინფორმაციას, სასურველია, ძიება ვაწარმოოთ სათანადო გუგლის ვერსიით. მაგალითად, თუ გვაინტერესებს ცნობები მარტყოფის ბრძოლის შესახებ, ვიყენებთ გუგლი.გე-ს. ხოლო ბოროდინოს ბრძოლის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, უმჯობესია გამოვიყენოთ გუგლი.რუ. შენიშნავდით, რომ გუგლის დასახელებაში წერტილის შემდეგ არსებული ორ-სამ ასოიანი შემოკლებები აღნიშნავს ქვეყნებს. არსებობს აგრეთვე გუგლის ზოგადი საძიებო სისტემა - გუგლი.კომ. იგი უნივერსალური სისტემაა და მისი ბაზა შედგება სხვადასხვაენოვანი საიტებისგან.  ინტერნეტის მომხმარებლების უმეტესობა საწყის გვერდად აყენებენ გუგლის საძიებო სისტემას. საწყისი გევრდი ეწოდება ისეთ ინტერნეტ გვერდს, რომელიც პირველი გამოშუქდება ინტერნეტში შესვლის დროს. ზემოთაც იყო ნახსენები, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას საწყის გვერდად დაყენებული აქვს გუგლის სისტემა. საწყის გვერდად ჩვენ ავირჩიოთ გუგლი.გე. გავხსნათ ინტერნეტ ექსპლორერი. ალტ ღილაკით შევიდეთ მენიუში. მარჯვენა ისრით მოვძებნოთ მენიუს პუნქტი - სერვის (ინგლისურად ტულს). ქვედა ისრით ან ენტერით ჩამოვშალოთ მენიუ და ისევ ქვედა ისრით მოვძებნოთ - სვოისტვა აბაზრივატელია (ინგლისურად ინტერნეტ ობშენს) და დავაჭიროთ ენტერს. გამოსულ ფანჯარაში პირდაპირ ჩავწეროთ საწყისი გვერდის მისამართი, ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება დაბლიუ დაბლიუ დაბლიუ წერტილი გოოგლე წერტილი გე. ტაბით გადავიდეთ და ვიპოვოთ ღილაკი - ოკ. დავაჭიროთ ენტერს. ალტ+ეფ ოთხით დავხუროთ ინტერნეტის ფანჯარა. თავიდან გახსნის შემთხვევაში საწყის გვერდად უკვე დაყენებული იქნება გუგლი.გე.

 

ქვემოთ მოყვანილი მაგალითი თვალსაჩინოდ აჩვენებს გუგლში ძიების ძირითად მომენტებს. 

დავუშვათ, გვაინტერესებს ცნობები იოანე ბატონიშვილის შესახებ.

გამოვიძახოთ ინტერნეტ ექსპლორერი. თუ საწყის გვერდად გვიყენია გუგლი.გე, გაიხსნება იგი, რასაც გვამცნობს შესაბამისი ხმოვანი სიგნალი. ეს ნიშნავს იმას, რომ კურსორი ზის გუგლის საძიებო ველში და ინფორმაციის ძიებისათვის უკვე შეგვიძლია ავკრიფოთ საკვანძო სიტყვა ანუ თერმი. გადავიდეთ ალტ+შიფტის დახმარებით კლავიატურის ქართულ განლაგებაზე და ავკრიფოთ სიტყვები - «იოანე ბატონიშვილი~ და დავაჭიროთ ენტერს. ინტერნეტი მოიტანს ბმულების ერთობლიობას, რომელთა საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ იმ საიტებზე, სადაც ნახსენებია სიტყვები «იოანე~ და «ბატონიშვილი~. გუგლი გვატყობინებს თუ რა რაოდებობის შედეგი იქნა მოძიებული და რამდენ ხანში. შედეგების პირველ გვერდზე, როგორც წესი, მოცემულია ათი შედეგი. თითოეული შედეგი წარმოადგენს რამდენიმე წინადადებიან ბლოკს, რომელსაც ჩვენ ანოტაციას ვუწოდებთ. ანოტაციის თავში დგას ბმული, შემდეგ მოდის იმ ვებგვერდის მისამართი, რომელზედაც გადაგვიყვანს ეს ბმული. მას მოსდევს რამოდენიმე არასრული წინადადება იმ ვებგვერდიდან, რომელზეც უნდა გადავიდეთ. ხანდახან ანოტაციაში ხმოვანი პროგრამა წაგვიკითხავს ფაილის ტიპის გაფართოებებს - მაგ: ტქსტ, პედეეფ, დოკ, ჯეპეგე და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს გავხსნით მოცემული ფაილის ტიპის შესაბამის რედაქტორში. ინფორმაციას გაფართოებით - ტქსტ და დოკ ენ ვე დეა გვიხმოვანებს ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ხოლო პედეეფ ფორმატი წარმოადგენს გრაფიკულ ფორმატს (ანუ სურათს) და მის წასაკითხად საჭიროა ჩავატაროთ დამატებითი მოქმედებები. ჯეპეგე კი წარმოადგენს გრაფიკული ფაილის გაფართოებას და ამიტომ მას ჩვენ არ განვიხილავთ.

გუგლში «იოანე ბატონიშვილის” ჩაწერის შემდეგ გამოდის შედეგები:  

Результатов: примерно 31 100 (0,22 сек.)

 

 

 

  1. იოანე ბატონიშვილი - ვიკიპედია

ka.wikipedia.org/wiki/იოანე_ბატონიშვილი - Сохраненная копияПохожие

Вы уже поставили +1 этой странице. Отменить

იოანე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 16 მაისი. 1768, თბილისი ― გ. 15 თებერვალი. 1830, პეტერბურგი), ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ...

  1. იოანე ბატონიშვილი - უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი

www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=21413

Вы уже поставили +1 этой странице. Отменить

იოანე ბატონიშვილი. ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, განმანათლებელ- ენციკლოპედისტი, მწერალი, მეცნიერი, მეფე გიორგი XII-ის შვილი (1768 - 1830 წწ).

  1. იოანე ბატონიშვილი.... - Rustavi 2 Forums

forum.rustavi2.com › ... › მეცნიერება - Сохраненная копияПохожие

Вы уже поставили +1 этой странице. Отменить

28 июня 2004 г. – იოანე ბატონიშვილი. შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (1799 წ.). თბ., 1997 ქართლის ...

  1. Картинки по запросу იოანე ბატონიშვილი

 - Пожаловаться на картинкиБлагодарим за замечания. Пожаловаться на другую картинку.Пожаловаться на содержание картинки. ОтменаПожаловаться

       იოანე ბატონიშვილი - Home

qim.ge/ioane%20batonishvili.html - Сохраненная копия

Вы уже поставили +1 этой странице. Отменить

იოანე ბატონიშვილი (1768-1830). გიორგი XII-ის ვაჟი, ქართველი განმანათლებელი და პოლიტიკური მოღვაწე. მეთვრამეტე სუკუნის მეორე ნახევარი, ერეკლე ...

  1. ზნეობის ნორმები იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ მეხუთე თავში

www.georoyal.ge/?MTID=1&TID=25&id... - Сохраненная копия

Вы уже поставили +1 этой странице. Отменить

რუსეთის იმპერიას ეშინოდა ბაგრატიონების საქართველოში ყოფნისა, ყოველ წუთს მოელოდნენ მათგან იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებას, ქვეყნის ...

  1. იოანე ბატონიშვილის ღვაწლი

www.georoyal.ge/?MTID=1&TID=25&id... - Сохраненная копия

Вы уже поставили +1 этой странице. Отменить

1768 წლის 16 მაისს ქართლ-კახეთის ტახტის მემკვიდრის, გიორგი ბატონიშვილის ოჯახში დაიბადა მეორე ვაჟი, იოანე, მომავალი მწერალი, მწიგნობარი, ...

  1. იოანე ბატონიშვილი

www.pencenter.ge/index.php?option... - Сохраненная копия

Вы уже поставили +1 этой странице. Отменить

View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map დაიბადა 1768 წელს , იყო ქართლ-კახეთის უფლისწული, უცხოელი მოგზაურები და დესპანები მას ...

  1. იოანე ბატონიშვილი - ქართული ლექსმცოდნეობა

sites.google.com/site/qartulileqsmcodneoba/gpbpg/ioane-batonishvili

Вы уже поставили +1 этой странице. Отменить

გიორგი XII-ის ძე იოანე ბაგრატიონი, იგივე იოანე ბატონიშვილი, სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერი, განმანათლებელი და ...

  1. იოანე ბატონიშვილი « ბურუსი – BURUSI

burusi.wordpress.com/tag/იოანე-ბატონიშვილი/ - Сохраненная копия

Вы уже поставили +1 этой странице. Отменить

07 февр. 2011 г. – Posts about იოანე ბატონიშვილი written by burusi.

  1. იოანე ბატონიშვილმა - ქართული დიასპორა – ქართველები ...

www.diaspora.gov.ge/index.php?lang... - Сохраненная копия

Вы уже поставили +1 этой странице. Отменить

იოანე ბატონიშვილი ბაგრატიონი იოანე გიორგი XII-ის ძე (იოანე ბატონიშვილი), სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მწერალი, მეცნიერი, განმანათლებელი, ...

 

 

როგორც ვხედავთ, გუგლმა მოიძია 31 ათას ასი შედეგი 0, 22 წამში. პირველი ანოტაციის ბმულის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ვიკიპედიაში. ვიკიპედია წარმოადგენს თავისუფალ, მრავალენოვან, ღია ვიკიენციკლოპედიას, სადაც მოცემულია მოკლე სტატიები ცნობილ პიროვნებებზე, გეოგრაფიაზე, ისტორიაზე, რელიგიაზე, სპორტზე, მეცნიერებაზე, კულტურაზე და ა.შ.

პირველია ანოტაციის ბმულით გადავიდეთ ვიკიპედიაში და ვნახოთ, რა წერია იოანე ბატონიშვილის შესახებ.

 

 

იოანე ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 16 მაისი. 1768, თბილისი ― გ. 15 თებერვალი. 1830, პეტერბურგი), ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, განმანათლებელ-ენციკლოპედისტი, მწერალი, მეცნიერი, ლექსიკოგრაფი, გამორჩეული მებრძოლი და სარდალი, შვილი ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ისა. იოანემ კრწანისის ბრძოლისას, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების საფასურად,თანამებრძოლებთან ერთად, თავისი პაპა,ერეკლე მეორე, გარს შემოსეული მტრის ალყიდან გმირული შებრძოლებით გამოიყვანა და დატყვევებას გადაარჩინა.

 

ჩვენ აქ მოვიყვანეთ მხოლოდ პირველი აბზაცი ვიკიპედიაში არსებული სტატიიდან იოანე ბატონიშვილის შესახებ.

 

მოტანილი შედეგებიდან მეორე ანოტაციას გადავყავართ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე, სადაც დაახლოებით იგივე ცნობებია მოცემული, რაც ვიკიპედიაში.

 

მესამე ანოტაციას შევყავართ რუსთავი 2-ის ფორუმზე, სადაც მოყვანილია ქართველ თავადთა გვარები იოანე ბატონიშვილის წიგნიდან «შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა.”(1799 წ.).

 

შემდეგი ბმულები დაათვალიერეთ თქვენ თვითონ.

გუგლის გვერდის ბოლოში მოცემულია რიცხვები, რომლებიც წარმოადგენს ბმულებს. გავიხსენოთ, რომ პირველ გვედრზე მოტანილი იყო 11 შედეგი, ხოლო გუგლმა გვაცნობა, რომ მოძიებულია 31 ათას ასი შედეგი. შემდეგი ათი ბმულის მოსატანად უნდა გადავიდეთ მეორე გვერდზე. ამისთვის კი გვდგებით რიცხვზე 2, რომელიც როგორც აღვნიშნეთ წარმოადგენს ბმულს და ენტერზე დაჭერით მოგვაქვს შემდეგი 10 შედეგი. ეს პროცესი შეგვიძლია განვაგრძოთ, ვიდრე არ ვიპოვით სასურველ ინფორმაციას.

 

ასეთია ზოგადი სქემა ინტერნეტში საკვანძო სიტყვის საშუალებით ინფორმაციის ძიებისა.

 

გუგლის მიერ მოტანილ შედეგებს წინ უძღვის საკმაოდ ბევრი ბმული, რომელიც წარმოადენს ინტერნეტ ექსპლორერის ფანჯრის მენიუს ბმულებს და ჩვენთვის ამ შემთხვევაში საინტერესო არ არის. დავაჭიროთ თითი ტაბს და ჩვენ აღმოვჩნდებით პირდაპირ მოტანილი შედეგების პირველ შედეგზე. ენ ვე დეა გამოგვიცხადებს - სპისოკ ელემენტოვ, ზაგალოვოკ. ტაბის შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ ქვედა ისარი, რომელიც წაგვიკითხავს ანოტაციის თითო ხაზს. ბმულებზე გადაადგილება შეგვიძლია კა ღილაკითაც.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანოტაციაში ხმოვანი პროგრამა გვიკითხავს ფაილის ტიპის გაფართოებებს - მაგ: ტქსტ, პედეეფ, დოკ, ჯეპეგე და ა.შ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ დოკუმენტს გავხსნით მოცემული ფაილის ტიპის შესაბამის რედაქტორში. ინფორმაციას გაფართოებით - ტქსტ და დოკ ენ ვე დეა გვიხმოვანებს ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ხოლო პედეეფ ფორმატი წარმოადგენს გრაფიკულ ფორმატს (ანუ სურათს) და მის წასაკითხად საჭიროა ჩავატაროთ დამატებითი მოქმედებები. განვიხილოთ მაგალითი:

 

გუგლის საძიებელ სისტემაში ჩავწეროთ სიტყვა «ვეფხისტყაოსანი”. მოტანილ შედეგებში მესამე ადგილზეა ვეფხისტყაოსნის პედეეფ ვერსია. ვეცადოთ გადავიყვანთ იგი ტექსტურ ფორმატში, რათა სინთეზატორმა შეძლოს მისი გახმოვანება. ვდგებით ამ ბმულზე და ვაჭერთ ენტერს. გამოდის ფანჯარა, რომლის შინაარსსაც გვიკითხავს ენ ვე დეა. რადგან ეს ფაილი უნდა შევინახოთ შემდგომ წასაკითხად, ამიტომ ტაბით მივდიართ ღილაკზე შენახვა (სახრანიც) და ვაჭერთ ენტერს. გამოდის ფაილის შენახვის სტანდარტული სადიალოგო ფანჯარა. აქ უკვე წერია ფაილის პირობითი სახელი. შეგვიძლია დავტოვოთ იგივე სახელწოდება, ან ჩავწეროთ ახალი სახელი. სახელის დასარქმევი ველის ქვემოთაა რედაქტორი, სადაც იწერება ფაილის ტიპი. ამ ველზე ტაბით გადასვლის შემდეგ ენ ვე დეამ უნდა გამოაცხადოს ფაილის ტიპი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში არის პე დე ეფი. ისევ ვაჭერთ ტაბ ღილაკს. შემდეგი ამ ფანჯარაი გვხვდება ოკ და სახრანიც ღილაკი. ისევ ვაჭერთ ტაბს და მივდივართ იქამდე, ვიდრე არ გამოგვიცხადებს სიტყვას - პაპკა, კომბინიროვანი სპისოკ, რაბოჩი სტოლ ზაკრიტა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფაილის შენახვა მოხდება სამუშაო მაგიდაზე. თუკი გვინდა ფაილი შევინახოთ სხვა საქაღალდეში ან სხვა დისკზე, მაშინ ეს კომბინირებული სია უნდა ჩამოვშალოთ ქვედა ისრით და ზედა და ქვედა ისრით ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი ადგილი ან საქაღალდე. მაშ ასე, ახლა კი ტაბით ვიპოვოთ ღილაკი შენახვა (სახრანიც) და დავაჭიროთ ენტერს. ფაილი მოთავსდა დესკტოპზე. ახლა კი გადავიდეთ სამუშაო მაგიდაზე ვინდოუს+ემ ღილაკით და ვიპოვოთ ფაილი «ვეფხისტყაოსანი”. შეგახსენებთ, რომ ეს არის ვეფხისტყაოსნის პე დე ეფ ვერსია. ახლა იგი უნდა გადავიყვანოთ ტექსტურ ფორმატში, რათა გახდეს ჩვენთვის ხელმისაწვდომი. გავხსნათ აღნიშნული ფაილი. ალტ ღილაკით შევიდეთ მენიუ ფაილში და ქვედა ისრით ან ენტერით ჩამოვშალოთ ქვემენიუ. ქვედა ისრით ვიპოვოთ პუნქტი - ექსპორტიროვაც პოდ მენიუ, მარჯვენა ისრით გავხსნათ ქვემენიუ და ავირჩიოთ პუნქტი - კაკ ტექსტ. დავაჭიროთ ენტერს. გამოდის ფანჯარა. აქ გვაქვს საშუალება ტექსტურ რედაქტორში გადავიყვანოთ მთლიანი ტექსტი. ამის შესახებ გვიცხადებს ენ ვე დეა - ექსპორტიროვაც ტექსტ, ვსე რადიო კნოპკა ატმეჩენო. ამის შემდეგ ოკ ღიკალზე ვაჭერთ ენტერს და გავიგონებთ ხმოვან სიგნალს, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაილი გადადის ტექსტურ ფორმატში. დასრულდება თუ არა ხმოვანი სიგნალი, გადავიდეთ სამუშაო მაგიდაზე. გვაქვს ვეფხისტყაოსნის ორი ფაილი - პე დე ეფ და ტქსტ გაფართოებით. ვდგებით ტექსტურ ფაილზე და ვხსნით მას ენტერით. ტექსტი იხსნება ტექსტურ რედაქტორ ბლოკნოტში, სადაც შეგვიძლია სინტეზატორს წავაკითხოთ ტექსტი. ამის შემდეგ თუ გვინდა შევინახოთ პროგრამა «ბუს~ საბიბლიოთეკო ნაწილში, ტექსტს მოვნიშნავთ და გადაგვაქვს ბუფერში, შემდეგ ვხსნით «ბუს” და ტექსტს ჩავსვამთ საბიბლიოთეკო ნაწილში. რადგან ჩვენ ხშირად დაგვჭირდება პე დე ეფ ფაილების გადატანა ტექსტურ რედაქტორში, რომ არ გადაივსოს სამუშაო მაგიდა პიქტოგრამებით, ვგდებით სამუშაო მაგიდაზე და ვშლით ფაილის პე დე ეფ ვერსიას. 

 

 

   საკონტროლო კითხვები:

 

1.         რას ნიშნავს ინტერნეტის საწყისი გვერდი?

2.         რომელი საძიებო სისტემები იცით?

3.         როგორ დავაყენოთ საწყისი გვერდი?

4.         სად იწერება საკვანძო სიტყვები?

5.         რა არის ვიკიპედია?

6.         რას წარმოადგენს შედეგების ბოლოს არსებული რიცხვი-ბმულები?

7.         როგორ ვაქციოთ პე დე ეფ ფაილი ტექსტურ ფაილად?

 

დავალება:

 

1.         ჩაწერეთ გუგლის საძიებო სისტემაში სიტყვები:

ა)სულხან-საბა ორბელიანი და განახორციელეთ ძიება;

 შემდეგ მოიძიეთ ინფორმაცია საკვანძო სიტყვებით:

ბ)მტკვარი;

გ) ჯვრის მონასტერი

დ) თავადის ქალი მაია

და ა.შ.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 18.გაკვეთილი მეჩვიდმეტე -საძიებო სისტემა გუგლი