ყაზბეგი ალექსანდრე

ლექსები

 

სარჩევი:

გამოუცდელს  

ჩემს კალამს

 

 

გამოუცდელს 

 

ყმაწვილო, გამოუცდელო,

 ლაღობ, არ იშლი მღერასა:

 გულწრფელი გამოსდგომიხარ

 ლამაზ ქალების ცქერასა.

 ნუ სჩქარობ, წამოიზრდები,

 იწვნევ ჩვენს ბედისწერასა.

 სული დაგიწყებს გოდებას

 და გული სხვაფრივ ძგერასა....

 

 

ჩემს კალამს

 

მიყვარხარ, ჩემო კალამო,

 არ მოიწყინე წერაო,

 გულით მსურს მოგესალამო,

 შენი სიწმინდე მჯერაო.

 მათ გეტრფი, გრძნობის ალამო,

 მტერმა ვერ შეგაჩერაო,

 დაჭრილის გულის მალამო,

 ჩემი ხარ, ბედისწერაო.

 შენ გენაცვლები, კალამო,

 სხვაფრივ ხარ მონათლულიო,

 გულის წადილი პირდაპირს,

 არა გაქვს დამალულიო.

 ჰგრძნობ მკვნესავს, იცი მშრომელსა

 თვალზედ არ მოსდის ლულიო,

 და ხელი ძმურად მიეცი,

შეუსუბუქე წყლულიო..

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ყაზბეგი ალექსანდრე / ლექსები