შავთელი იოანე

გალობანი ვაარძიისა ღმრთისმშობლისანი

 

თავნი იტყჳან: “ზესთა დიდებისა აღმატებულო და ანგელოზთა და კაცთა დიდებად შენდა, ვითარ შობისა და ქალწულებისა, შემაერთებელო, ყოლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ვარძიისა მოსახელესა ტაძარსა შენსა შინა მგალობელი ვინმე შენი მაცხოვნე და მიჴსენ მე სულიერისა ტყუეობისაგან”.

 

 ზეცით მოჰმადლე

 ენასა ბრგუდ მეტყუელსა

 სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, დედოფალო, რამეთუ

 თანანადებსა

 ამას სამადლობელსა

 დიდებათა შენთასა

 ისრაილისა ზღჳს განმპებთა მათ

 დასთაებრ გიგალობთ!

 ეგჳპტე ჴორცთაჲ

 ბნელი დამონებისაჲ

 იწროჲსა მიერ, სხუაჲ საქმის მაწუეველი

 სიბოროტედმი

 აღძრვათა მწიკულევანთა,

 ადგილო მეუფისა

 ღმრთისაო, ადგილად სიწმიდისა

 მექმენინ აწ შენ ძლით!

 აჰრონის კუერთხი,

 ტაკუკი და სასანთლე,

 ერთბამად ტაბლა, კიდობანი, მანანაჲ,

 ბესელიელის

 უწყებითი კარავი

 ლტოლჳლისა ერისაჲ

 ორკერძო ჴსნითურთ მოგასწავებდეს,

 დედასა ღმრთისასა!

 ახალმან გზამან

 აღზღუდჳთა წყალთაჲთა,

 ნავთ მავლობისა ღმრთისაგან გამოსახჳთ

 გჳჩუენა უცხოჲ

 ედემისა გზა-ყოფაჲ

 ლაღისა მის მდოვრისაჲ,

 ოტებულთა შენ მიერ, ქალწულო,

 ზესთა კურთხეულო!

 თავადი ღმერთი სიმართლისა მსჯავრითა,

 ამის სოფლისა კიდეთა მართებელი,

 და-რა-ემკჳდრა შენ შორის, მოსცა ძალი

 აღმსარებელთა თჳსთა

 კადნიერებით

 ათასეულსა მგმობართასა მიდრეკად!

 ციხის ციხეთა და რკინისა საკრველთაჲთ

 თანა სკორეთა გლახაკებრივთა ტყუეთა

 აღამაღლებს და აღადგინებს ქუეყანით

დავიწყებისაჲთ მჴსნელი

 ისმაიტელთაჲ

 დამრქველსა ძალსა, ქალწულო უბიწოო!

 ეგერა მშჳლდი ძლიერთაჲ მოუძლურდა

 ბანაკისა მის სპარ[ს]თა და მიდელთაჲსა,

 არაბთა განჰკფდა ძალი საჭურველისაჲ,

 და უძლურთა შეირტყეს

 შენ მიერ ძალი!

 ეტყჳს მჴედრობაჲ მადლობით უბიწოსა:

 ნუ ვინ სიბრძნითა, ნუცა ყოვლად ძალითა

 და სიმდიდრითა მოქადულ არს რაჲთურთით,

 არამედ ამას ზედა მოქადულობდინ,

 ვითარმედ ღმერთი სრული

 იშუა, ქალწულო,

 თბითა ჩუენითა საშოჲსაგან შენისა

 ავაკომისი

 რაბამ განსაკრთომელი

 შორთა საზღუართა მყის წარტაცებაჲ

 ოდეს ჴსნასა ტყუეთასა სახე ექმნა.

 ბილწთა ყარყინთაჲთ

 იაბულოთა თანა,

 სძალო ღმრთისაო, შეწევნითა შენითა!

 აწ განვისუენო

 დღისა მის წილ ჭირისა,

 აღსლვასა ჩემსა და მრესახობისაგან

 ქალდეველთა მათ სპარ[ს]თა და სომეხთასა,

 აგარის ტომთა

 ლეგეონი მოიშთვის

 წყლითა ოხათა შენთაჲთა დიდებულო!

 ულმობელ იყო

 ლოდები პრეტორისაჲ,

 ეცრუა საქმე წყალობისაჲ ნაშობთა

 ბუგდუზიანთა, ქურდთა და უცხოთესლთა,

 ისარნი ნათელ,

 საჭურველი ელვარე,

 აღცრად კორანსა ჯუარი და მოციქულნი!

 შეედვა ძრწოლაჲ

 ერსა აღბორგებულსა,

 მოაკლდეს მათნი ცხოვარნი სამწყსოჲსაგან,

 არა იცნა რაჲ ჴარმან ჴმაჲ, ვირმან ბაგაჲ.

 ეკლესიისაჲ

 რქაჲ ამაღლდა და განავრცნა.

 თმოგჳსა შორის ტაძარი დედოფლისაჲ!

 ესაიამან, რომელსა ნაკუერცხალი

 ბაგეთა მისთა შეახო სერაბინმან,

 ”ესე რა შობად ქალწული მიუდგეს”, თქ[უ]ა,

 ლამპრებრ მნათობი ღამისათაჲ, უხრწნელო,

 ოხრით

 ყურისა მიმართ მორწმუნეთაჲსა!

 ოროგინესი შეიჩუენა სიცბილი,

 ლმობაჲ ეწიენ დავრდომილთაჲ არიოზს,

 აექჳნ ენაჲ ნესტორს სასასა მისსა,

 დადუმნა უღმრთოჲ და მოისპო კაცთაგან,

 წყევით,

 მკჳდროანისა მყოფთა ისწავეთ!

 იესეს ძირი ნანდვილვე აღყ[უა]ვილნა,

 დავითის ფიცმან მიიღო აღსასრული,

 აღთქუმაჲ მამათაჲ ძედ მისდ[ა]იცნეს ყოველთა,

 ”ოსანნა ძესა დავითისსა” მჴმობელთა,

 ღამე

 მსთუად განმანათლებელ ექმენინ ბნელსა!

 რომელმან და ვინ არა იცნას სიმართლე,

 თქუა ჴმამაღალმან, ვერ-ყოს ჭეშმარიტებაჲ,

 იგინი უკუე ქალწულისა შობასა

 სიჩქურ ჰგონებდეს შეცთომილნი ამაოდ,

 მტერნი

 შობილისა და მშობელისანი!

 ოხათა შენთა ძლიერებითა ვიჴსენ

 ბავთისა მისგან დილეგისა, ვითარცა

 ელიაჲს მიერ პირველ სიკუდილისაგან;

 ლოცჳთა იჴსენ იონა, უბიწოო,

 ოჴერ იქმნეს რაჲ ბორკილთა სიმტკიცენი!

 ვითარცა მუცლით ჯოჯოხეთისაჲთ გესმა,

 ანუ ვითარცა ვეშპით, ვედრებაჲ ჩემი,

 რომლისა კლიტე - საუკუნე მოქლონნი;

 ძნელოვანთაგან უბადრუკებისათა

 იჴსენ ცხოვრებაჲ ჩემი, ღმრთისა დედაო!

 იონა ექმნა სასწაულ ნინეველთა,

 სახედ სამ დღისა აღდგომისა მჴსნელისა,

 აქა მექმნა მე სასწაულ ღმრთივ-დიდებული,

 მრავალ ჟამისა კრულებათა განმჭრელსა,

 ოთხ ზღუდეთაგან და ებგურთა სივლტოლაჲ!

 სამადლობელთა მოგართუმენ, თანად ერნი

 აურაცხელნი ლიტანიობენ შენდა,

 ხოლო მე ჴმითა ქებისაჲთა გიმსხუერპლე,

 ევაჲს ცოდჳსა დამჴსნელო, რაოდენი

 ლმობიერებით აღთქუეს ბაგეთა ჩემთა!

 ეზეკიაჲსთა

 სახლის წულთა მათ ყრმათა

 არცხჳნეს რაჲ პირველად

 ტყუეობასა მას უღმრთოსა ღმრთისა

 აღმმართებელსა მძლავრსა,

 ძე შენი ცხადად

 ასწავეს,

 რამეთუ იგი არს ღმერთი

 საცნაურსა შემეცნებასა!

 აღტყინებული

 შჳდ წილ მგზებარე ალი

 ეტყინებოდა რისხვით

 ნათესავთაგან მოსაწყინელთა

 სატანჯუელთა, ჩემ ზედა

 აწჳმე შენი

 შეწევნაჲ,

 იქმენ ჩუენდა მაცხოვარ,

 ნათელო და მფარველო ჩემო!

 არცა ვიდრემე

 მსხუერპლი მუნ და ადგილი,

 გარნა სულთქ[უ]მაჲ ცრემლითურთ,

 აპყრობაჲ ჴელთა საკრველიანთაჲ

 ლიტანიობით, ვინაჲ

 ოქროჲსა ძეგლებრ

 ბრძმედითა

 ელვათა მათ შენთაჲთა

 ლერწმისა მჴეცნი შეურაცხ-ჰყვენ!

 იგავთა მიერ

 ვპოვეთ ჭეშმარიტებაჲ,

 იყო სადმე საჴუმილი

 ნეტარებისა ღირსთა ჭაბუკთა.

 მაშინ არა განმლეველ

 ეკლის-სახედთა

 შეწუვადთა

 ეწუვებოდეს რაჲ ჴორცთა

 ნიჭად შენგან ჴორცშესხმადისა!

 იაკობ კიბედ გიხილა, ხოლო მოსე

 მაყულად, დანიელ მთად, გედეონ საწმისად,

 ანგელოზისა მოსლვითა შეცურეულთა,

 ცეცხლსა მას შინა ქადაგეს ყრმათა, რაჟამს

 ხატი ოქროჲსაჲ გინებითა კდემულ-ყვეს!

 ოხჭანი სავსე სასოებითა მექმნა

 ველ დეირისა და საჴმილ ქალდეველთა

 ნიავი რაჲ მყუდროჲ მცვიდა მე, და მიმო-

 ეკუეთებოდა ალითურთ რაჲ შეწევნაჲ,

 დატეხად მჴევალთ-მსახურთა ზუაობისა!

 აკურთხევს შენგან შობილსა, უბიწოო

 მეუფესა და ღმერთსა არსთა ქმნულებაჲ,

 იტყჳს ყოველი განწესებაჲ, ვითარცა

 ჴმითა, ქებასა მისსა და აღიარებს

 საუკუნეთა შემოქმედად ღმერთკაცად!

 ენოქ ესვიდა და გარდაცუალა ღმერთმან,

 ნოე აცხოვნა ნათესავი ცხოველთაჲ,

 მოსეს ჴელითა იჴსნნეს ისრაიტელნი,

 ეშჳ მაღნართაჲ მძჳნვარი და ცეცხლი ძირთა

 სატკებნელ ჩემდა იქმნეს კუალად შენ მიერ!

 ულუმპიანი მძლეობაჲ მოგუენიჭა,

 ლახუარი მჴდომთაჲ და ფარები შეიფქვა,

 ირემთა სრბითა განმტკიცნეს ტყეთა ფერჴნი,

 ეტინეველთა ალი აღედვა ურჩთა,

 რისხვით დაემჴუნეს საყდართაჲთ ურწმუნონი!

 იძლევის ბრძენთა მეტყუელებაჲ და ვითარ

 სთქუ, ღმრთისმშობელო, ზეცისა წესთა თანა

 აჰა გნატრის შენ ყოველი თესლები და

 ტომნი კაცთანი, რომელთათჳს გიჴმობ შენ,

 ყვენ მშჳლდ რვალისა მკლავნი ჩემნი მარადის!

 უჩინოთაგან მღჳმეთა სოფლისთა

 ექსორიობაჲ ჩემი აღმოიყვანე,

 ორბებ განახლდი სიჭაბუკე სულისაჲ,

 ბრალთაგან მიჴსენ ძლიერმან, დიდებულო,

 ინებე ყოფად ჩემ შორის უბიწოო!

 საგალობელთა ამათ შესხმათა მიერ

 ადიდებს სული ჩემი შენგან შობილსა,

 გალობს ტაძარი შენი, ყოვლად უხრწნელო,

 ადამის ჴსნაო და ევაჲს აღდგომაო,

 ნიჭად მომმადლე შენდობაჲ გამომთქუმელსა!

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / შავთელი იოანე / გალობანი ვაარძიისა ღმრთისმშობლისანი