გაკვეთილი მეთხუთმეტე

პროგრამა ენვედეას ცხელი ღილაკები

 

ხმოვანი პროგრამა ენვედეა, რომელიც არის პროგრამის სახელწოდების აბრევიატურა  -  ნონ ვიჟუალ ესკტოპ ექსეს წარმოადგენს თავისუფალი კოდის მქონე პროგრამას ვინდოუსის ოპერაციული სისტემისათვის, რომელიც სრულად უფასოდ მიეწოდება მომხმარებელს.

იგი აძლევს საშუალებას უსინათლო ან მცირე მხედველ  მომხმარებელს თავისუფლად იმუშაოს კომპიუტერთან.

პროგრამას მუშაობს 43 ენაზე, მათ შორის ქართულზეც.

მას აქვს თვით განახლების უნარი, რომელიც ფუნქციონირებს მხოლოდ ახალ ვერსიებში.

ენვედეა თავისუფლად კითხულობს ვორდს და სხვა ტექსტურ რედაქტორებს. ის გვაძლევს საშუალებას გარკვეული კლავიატურული კომბინაციების დახმარებით

გავიგოთ ტექსტის ფერი, ზომა, რა ფორმატია  გამოყენებული მიმდინარე დოკუმენტში და ასე შემდეგ.

მთავარია, რომ მომხმარებელი სადაც არ უნდა  იყოს და რა  ენაზეც არ უნდა საუბრობდეს, მას ჰქონდეს კომპიუტერთან მუშაობის საშუალება, რადგან ინგლისურის და ქართულის გარდა, პროგრამა გადათარგმნილია როგორც აღვნიშნეთ მრავალ ენაზე.

გარდა იმ ენებისა, რაც შემოთავაზებულია მენიუში, მომხმარებელს შეუძლია დააყენოს და გამოიყენოს სხვა ენაზე მოსაუბრე ნებისმიერი სინთეზატორი. სტანდარტულ პაკეტში შედის სასაუბრო სინთეზატორი ესპეაკი, აგრეთვე საპი 4 და საპი 5 მოდულები. 

ვინც სარგებლობს ბრაილის დისპლეით  აქვს  საშუალება  ენვედეას დახმარებით წაიკითხოს  ინფორმაცია ბრაილის შრიფტით.

ახლა კი დადგა დრო, გადავიდეთ პროგრამის მუშაობისა და მისი პარამეტრების გაცნობაზე.

მაშ ასე:

ღილაკი კონტროლი: ენვედეას საუბრის შეჩერება.

ღილაკი შიფტი: საუბრის გაგრძელება.

ინსერტ+1: ამ კომბინაციის დაჭერისას გავიგონებთ სიტყვებს: დახმარება აკრეფისას ჩართულია, რაც ნიშნავს იმას, რომ კლავიატურაზე ნებისმიერი ღილაკის დაჭერისას პროგრამა გვეტყვის რა ღილაკია იგი  და  დაახლოებით რა ფუნქცია აქვს მას. სინამდვილეში, ასოები არ იკრიფება, მხოლოდ ხმოვანდება. ეს კომბინაცია ხშირად დაგვჭირდება, ვიდრე კარგად ავითვისებთ კლავიატურაზე ღილაკთა განლაგებას.

ამ ღილაკებზე ხელმეორედ დაჭერისას ითიშება რეჟიმი.

ინსერტ+2: კითხულობს აკრეფილ სიმბოლოებს. ხელმეორედ დაჭერისას თიშავს ამ რეჟიმს.

ინსერტ+3: ტექსტურ დოკუმენტებში კითხულობს ჩვენს მიერ დაწერილ სიტყვებს სპეის ღილაკის დაჭერის შემდეგ. ხელმეორედ   დაჭერისას თიშავს ამ რეჟიმს.

ინსერტ+4: კითხულობს სანავიგაციო ღილაკების სახელწოდებას. ხელმეორედ კომბინაციის აკრეფისას თიშავს ამ რეჟიმს.

ინერტ+ტე:  კითხულობს აქტიური ფანჯრის სათაურს. თუ ზედიზედ დავაჭერთ ორჯერ ამ ღილაკებს, პროგრამა კითხულობს სათაურის თითო სიმბოლოს. თუ დაჭერილია სამჯერ, ინფორმაცია კოპირდება ბუფერში. 

ინსერტ+ბე: კითხულობს ტექსტს წინა პლანზე. ეს ღილაკები გამოიყენება ძირითადად დიალოგური ფანჯრების წაკითხვისას.

ინსერტ+ენი: გამოყავს პროგრამის მენიუ. ამ ღილაკების გამოყენებით ჩვენ პროგრამას ჩვენს გემოვნებაზე ავწყობთ.

ინსერტ+ქუ: პროგრამის გამორთვა. გაიხსნება ფანჯარა, სადაც ენვედეა შეგვეკითხება ნამდვილად გვინდა თუ არა პროგრამის დახურვა. ენტერის დაჭერისას პროგრამა გაითიშება, ესკეიპის დაჭერის შემთხვევაში კი ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას.

ინსერტ+ესი: რთავს სამ რეჟიმს. ამ ღილაკებზე პირველად დაჭერისას ხმოვანი პროგრამა დადუმდება. ხელმეორედ დაჭერისას ჩარითვება მხოლოდ სიგნალების ინდიკაცია. Mმესამეჯერ კი პროგრამა განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

ინსერტ+შიფტ+ესი: რთავს სიჩუმის რეჟიმს. ეს საჭიროა მაშინ, თუ ენვედეასთან ერთად ჩართული გვაქვს სხვა რომელიმე ხმოვანი პროგრამა. მაგალითად, წიგნების წამკითხველი პროგრამა ბუ. ხელმეორედ ამ კომბინაციის აკრეფისას სიჩუმის რეჟიმი ითიშება და ენვედეა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

ინსერტ+ეფ12: დროის გაგება.  ხელმეორედ დაჭერისას,  პროგრამა  გამოაცხადებს თარიღს.

ინსერტ+ეფი: გვაძლევს ინფორმაციას ტექსტის ფორმატირების შესახებ. ეს ღილაკები ძირითადად გამოიყენება მაიკროსოფტ ოფის ვორდში  მუშაობისას, ტექსტის ზომის, ფერის და სხვა ინფორმაციის გასაგებად.

ინსერტ+კონტროლ+ეფ1: გვაძლევს ინფორმაციას რომელი პროგრამაა გახსნილი მოცემულ მომენტში. მაგალითად, თუ ჩვენ გახსნილი გვაქვს ვორდის დოკუმენტი, ამ კომბინაციის აკრეფისას, ხმოვანი პროგრამა გვაცნობებს, რომ ვმუშაობთ მაიკროფოფტ ოფის ვორდში.

ინსერტ+შიფტ+ბე: თუ ვმუშაობთ ნოუთბუკით, პროგრამა გვაცნობებს ელემენტის მდგომარეობას ანუ რამდენი პროცენტითაა დამუხტული იგი დენზე.

ინსერტ+კონტროლ+ცე: კონფიგურაციის შენახვა. პროგრამაში რაიმე პარამეტრის შეცვლის დროს ამ ღილაკთა კომბინაციით შეინახება ცვლილებები.

ინსერტ+კონტროლ+რ: აბრუნებს  პროგრამის პარამეტრებს პირვანდელ  მდგომარეობაში. ამ დროს ყველა ჩვენს მიერ არჩეული  პარამეტრები იშლება და პროგრამის პარამეტრები ხდება ისეთი, როგორიც იყო თავიდან  კომპიუტერზე დაყენებისას.

ინსერტ+ცე: კითხულობს ბუფერში არსებულ დაკოპირებულ ტექსტს.

ინსერტ+პე: პუნქტუაციის გადართვა სასურველ დონეზე. გამოიყენება ტექსტების წერისა და კითხვის დროს.  მაგალითად: თუ თქვენ გსურთ, რომ ენვედეამ წაიკითხოს ტექსტში ყველა სასვენი ნიშნი, ამ კომბინაციის აკრეფისას, გააკეთებთ არჩევანს გსურთ თუ არა ყველა სიმბოლოს წაკითხვა თუ ნაწილობრივ.

ინსერტ+ემი:   ამ კომბინაციის აკრეფისას, ჩაირთვება  თაგვის გახმოვანება. ხელმეორედ დაჭერისას ითიშება ეს  რეჟიმი.

ინსერტ+უ:  პროცენტული ინდიკაციის გადართვა სასურველ დონეზე.  მაგალითად: თუ თქვენ გსურთ, რომ პროგრამა განცნობთ  მაჩვენებლები სიტყბით და სიგნალით,ამ კომბინაციის დაჭერისას, უნდა შეაჩეროთ თქვენი არჩევანი სიტყვაზე, შესრულების ინდიკატორი განახლებისას, განაახლოს და გაახმოვანოს სიგნალები. 

კონტროლ+ისარი მარჯვნივ: კითხულობს, მარჯვენა მხარეს მდებარე ხმის პარამეტრს.

კონტროლ+ისარი მარცხნივ: კითხულობს, მარცხენა მხარეს მდებარე ხმის პარამეტრს.

კონტროლ+ისარი ზევით: აწარმოებს, არჩეული ხმის პარამეტრის რეგულირებას ამაღლების კენ.

კონტროლ+ისარი ქვევით: აწარმოებს, არჩეული ხმის პარამეტრის რეგულირებას დაკლებისკენ.

ინსერტ+კონტროლ+გ: საერთო პარამეტრების შეცვლა.

ამ კომბინაციის აკრეფისას იხსნება ფანჯარა, სადაც ტაბ ღილაკით შეგვიძLია პროგრამის პატამეტრების არჩევა. ეს ელემენტებია:

1. პირველია ენების შეცვლა: ქვედა ისრით შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი ენა, მხოლოდ ენის არჩევის შემდეგ პროგრამა ითხოვს გამორთვასა და ხელახლა ჩართვას. გადავიდეთ ტაბით;

2. შემდეგ ელემენტია – კონფიგურაციის შენახვა პროგრამიდან გამოსვლისას. თუ ამ წინადადების წინ ჩვენ ღილაკი ხანით ჩავსვამთ ალამს, შეცვლილი კონფიგურაციები ავტომატურად შეინახება, ხოლო თუ ამოვრთავთ ალამს, ცვლილებები არ შეინახება.

3. გადავიდეთ შემდეგ ელემენტზე ტაბით. თუ ალამი მონიშნულია წინადადების თავში, მაშინ ენვედეას გამორთვისას პროგრამა ყოველ ჯერზე შეგვეკითხება, გვსურს თუ არა მუშაობის დასრულება, რაც უნდა დავადასტუროთ ენტერით, ხოლო თუ ალამი ამორთულია, ენვედეას გამოვრთავთ ისე, რომ სადიალოგო ფანჯარა აღარ გამოვა. არჩევანი თქვენ უნდა გააკეთოთ.

4. ტაბ ღილაკით შემდგომ ელემენტს ვტოვებთ განხილვის გარეშე.

5. შემდეგი ელემენტზე (აუტომატიქლი ჩექ ფორ აპდეითს თუე ენვედეა) თუ ალამი მონიშნულია, ენვედეას ახალი ვერსიის გამოსვლისას ჩვენ ვიქნებით პირველნი, ვინც გაიგებს ახალი ვერსიის შექმნის შესახებ და რაც მთავარია, გვექნება ამ ვერსიის გადმოწერის საშუალებაც. ამიტომ ნუ ამოვრთავთ ალამს.  

6. ბოლო ელემენტია ოკ ღილაკი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ამ ფანჯარაში რაიმე ცვლილებები შევიტანეთ, ოკ ღილაკზე ენტერის დაჭერით შევინახავთ მას.

 

ინსერტ+კონტროლ+ესი: პროგრამის ენის სინთეზატორის შეცვლა. გაიხსნება ფანჯარა, სადაც ქვედა და ზედა ისრებით ავირჩევთ ჩვენთვის მისაღებ სინთეზატორს და დავადასტურებთ არჩევანს ენტერით.

ინსერტA+კონტროლ+ვე: ხმის პარამეტრების შეცვლა.

ამ ფანჯარაში პირველი ელემენტია პერსონა (გოლას). ესაა კომბინირებული სია, რაც ნიშნავს იმას, რომ ზედა და ქვედა ისრებით შეგვიძლია ავირჩიოთ პროგრამის ენა. ქართული ენის არჩევის შემთხვევაში ამ სიაში უნდა ვიპოვოთ ჯორჯიან ტესტ, რუსული ენის არჩევისას – რაშენ ტესტ და ასე შემდეგ.

ფანჯარაში შემდეგი ელემენტია – ვარიანტი. მაგალითად, შეიძლება ეწეროს მაქსი, ანა, ჯეკი და ასე შემდეგ.  ეს იმ ხმის სინთეზატორის სახელია, რომელიც მუშაობს მოცემულ მომენტში. ესეც არის კომბინირებული რედაქტორი და მისი შეცვლა ხდება ვერტიკალური ისრებით.

შემდეგ ელემენტზეც გადავდივართ სიჩქარეზე. ეს არის ხმის სინთეზატორის სიჩქარის შეცვლა. აქ უნდა ეწეროს რაიმე რიცხვი. თუ სინთეზატორის საუბრის აჩქარება გვსურს, დავაჭიროთ ზედა ისარს, ხოლო თუ შენელება, შესაბამისად – ქვედა ისარს.

შემდეგ ელემენტზე თუ ალამს მოვნიშნავთ ხანით, სინთეზატორი შეიძენს დამატებით სიჩქარეს.

კვლავ ტაბით განვაგრძობთ ფანჯარაში მოძრაობას. შემდეგი ელემენტია ხმის ტონალობა. ვერტიკალური ისრებით შეგვიძლია მისი შეცვლა. ასევე შეგვიძლია შემდეგი ელემენტის – ხმის ინტონაციის შეცვლა ზედა და ქვედა ისრებით.

თუ ტაბით გადავალთ, შემდეგ ელემენტად შეგვხვდება ხმის დონე. ისარი ზევით ხმას ამაღლებს, ხოლო ისარი ქვევით ხმას ჩაუწევს.

შემდეგი ელემენტია – ენებზე ავტომატურად გადართვა (aუტომატიკ ლანგუაგე სვიტჩინგ, ვენ სუპპორტედ, ავტომატწიჩესკოე პერეკლიუჩენიე აიაზიკოვ). მაგალითად, გახსნილი გვაქვს ინტერნეტ გვერდი, სადაც ტექსტი გვხვდება რამოდენიმე ენაზე. თუ ალამი მონიშნულია, ხმის სინთეზატორი ავტომატურად უნდა გადაერთოს იმ ენაზე, რომელ ენაზეც შეხვდა ტექსტი, თუმცა ეს ფუნქცია ჯერ კარგად არ მუშაობს, ამიტომ გირჩევთ ამორთოთ ალამი.

იგივე შეგვიძლია გირჩიოთ შემდეგ ელემენტზეც, რომელიც არის სინთეზატორის  ავტომატურად გადართვა დიალექტებზე. მოხსენით ალამი, რადგან ეს ფუნქციაც დამუშავების პროცესშია.

მორიგი ელემენტი ტაბ ღილაკით გადასვლისას არის პუნქტუაციის დონის არჩევა (პუნქტუეიშენ სიმბოლ ლეველ, ურავენ პუნქტუაციი). კომბინირებულ სიაში ასარჩევი პუნქტუაციის დონეა – არაფერი, ზოგიერთი, უმრავლესობა და ყველა. ზემოთ ეს ფუნქცია დაწვრილებით იქნა განხილული.

მორიგი ელემენტზე რედაქტორში წერია რიცხვი 30. ეს ნიშნავს იმას, რომ ინგლისური და რუსული ტექსტების წერის დროს დიდი ასოების დაწერისას სინთეზატორი ამას გვატყობინებს ინტონაციის ამაღლებით. თუ ჩვენ ეს ფუნქცია არ გვჭირდება, ჩავწეროთ რედაქტორში – 0.

მორიგ ელემენტზე თუ სპეის ღილაკით მოვნიშნავთ ალამს, დიდი ასოების წერისას სინთეზატორი იტყვის სიტყვას – დიდი. თუ ეს ფუნქცია მისაღებია ჩვენთვის, დავტოვოთ ალამი, თუ არა და ამოვრთოთ იგი.

 

განვიხილოთ შემდეგი ელემენტი: ეს არის ხმოვანი სიგნალი დიდი ასოების დაწერის დროს. როცა ალამი ჩართულია, დიდი ასოების დაწერას შევიტყობთ ხმით. თუ ეს ფუნქცია მისაღებია, დავაყენოთ ალამი მის წინ.  

ჩვენ განვიხილეთ ხმის პარამეტრების დაყენება. თუკი რაიმე პარამეტრს შევცვლით ამ ფანჯარაში, აუცილებლად უნდა დავადასტუროთ იგი ენტერით. მაშ, გადავიდეთ საბოლოოდ ოკ ღილაკზე და დავაფიქსიროთ ცვლილებები.

 

ინსერტ+კონტროლ+კა: კლავიატურის პარამეტრების შეცვლა.

ამ ფანჯარაშიც გამოვიყენებთ ტაბ ღილაკს, რომ გადავიდეთ ელემენტებზე.

1. პირველი ელემენტია კლავიატურაზე ღილაკების განლაგება პერსონალური კომპიუტერისა და ნოუთბუკისათვის. თუ ვმუშაობთ პერსონალური კომპიუტერით, აქ არაფერს ვცვლით, ხოლო თუ ნოუთბიქით, ამ რედაქტორში ქვედა ისრით ვაყენებთ მის შესაბამის რეჟიმს.

2. მეორე ელემენტი _ ღილაკი კაპსლუქის გამოყენება, როგორც ენვედეას მოდიფიკატორი. ალამი ამორთულია. მაგრამ თუ დავაყენებთ ალამს, ღილაკი კაპსლუქი დაიმატებს კიდევ ერთ ფუნქციას და გახდება ენვედეას ღილაკი მოდიფიკატორი. 

3. შემდეგი ელემენტი – ციფრულ ბლოკზე ინსერტის გამოყენება, როგორც ენვედეას მოდიფიკატორი – ალამი მონიშნულია. თუ ალამს მოვაშორებთ, ინსერტს აღარ იქნება ენვედეას მოდიფიკატორი ღილაკის ფუნქცია.

4. მორიგი ელემენტიც იგივეა ანუ როცა ალამი მონიშნულია, ღილაკი ინსერტი იძენს ჩვენი ხმოვანი პროგრამის მოდიფიკატორი ღილაკის ფინქციას.

5. ტაბით ისევ გადავიდეთ შემდეგზე- ესაა სიმბოლოების წაკითხვა აკრეფისას – ალამი მონიშნულია. როცა ამოვრთავთ ალამს, სინთეზატორი აღარ გაგვიხმოვანებს ტექსტის აკრეფის დროს ასოებს.

6. შემდეგი ელემენტიც იგივეა, მხოლოდ ასოების ნაცვლად აქ საქმე ეხება ყოველი აკრეფილი სიტყვის წარმოთქმას სინთეზატორის მიერ. თუ ამოვრთავთ ალამს, სპეის ღილაკის დაჭერისას ვეღარ გავიგონებთ ჩვენს მიერ აკრეფილ სიტყვებს. 

7. შემდეგი ელემენტია კაპსლუქის რეჟიმში პატარა ასოების აკრეფისას ხმოვანი სიგნალები – ალამი მონიშნულია. თუ ალამს მოვაშორებთ, ამ ღილაკის რეჟიმის ჩართვის დროს თუ ავკრეფთ რომელიმე ასოს შიფტთან ერთად, გავიგონებთ დამახასიათებელ ხმოვან სიგნალს.

ინსერტ+კონტროლ+ემი: მაუსის პარამეტრების შეცვლა.

ინსერტ+ კონტროლ+ო: ობიექტის წარმოდგენის პარამეტრების შეცვლა.

ინსერტ+კონტროლ+ბე: ვირტუალური ბუფერის პარამეტრების შეცვლა.

ინსერტ + კონტროლ+დე: დოკუმენტის ფორმატირების პარამეტრების შეცვლა.

ინსერტ+ კონტროლ+ზ: კალკულატორის ჩართვა. ამ ღილაკებზე დაჭერისას იხსნება ფანჯარა, სადაც ვახორციელებთ მარტივ არითმეტიკულ გამოთვლებს. ტოლობის დასაწერად გამოვიყენოთ ენტერი. კალკულატორი იხურება ესკეიპ ღილაკით.

 

მომდევნო ცხელი ღილაკები უნდა გამოვიყენთ ციფრული ბლოკიდან:

ნუმპად+სლეშ (დახრილი ხაზი): მაუსის მარცხენა ღილაკის დაწკაპუნების ფუნქცია.

ნუმპად+სტარ (ვარსკვლავი): მაუსის მარჯვენა ღილაკის დაწკაპუნების ფუნქცია.

ნუმპად+პლუს: ნავიგატორით მთლიანი წაკითხვა.

ნუმპად1: წინა სიმბოლო.

ნუმპად2: მიმდინარე სიმბოლოს წაკითხვა.

ნუმპად3: შემდეგი სიმბოლოს წაკითხვა.

ნუმპად4: წინა სიტყვის წაკითხვა.

ნუმპად5: მიმდინარე სიტყვის წაკითხვა.

ნუმპად6: შემდეგი სიტყვის წაკითხვა.

ნუმპად7: წინა სტრიქონის წაკითხვა.

ნუმპად8: მიმდინარე სტრიქონის წაკითხვა.

ინსერტ+F9: ფრაგმენტის თავი. ამზადებს ტექსტს კოპირებისათვის.

ინსერტ +F10: აკოპირებს მონიშნულ ტექსტს ბუფერში.

 

ახლა კი განვიხილოთ, რა კომბინაციები დაგვჭირდება ჩვენ ინტერნეტში მუშაობისას, ხმოვანი პროგრამის გამოყენებით ვებ გვერდებზე ნავიგაციის დროს.

 

მაშ ასე:

Q: ციტატის წაკითხვა.

E: რედაქტორის წაკითხვა.

R: რადიო ღილაკის წაკითხვა.

T: ტაბულის წაკითხვა.

U: უნახავი ბმულის წაკითხვა.

I: სიის ელემენტის წაკითხვა.

O: ჩასმული ობიექტის წაკითხვა.

S: გამყოფის წაკითხვა.

D: ორიენტირის წაკითხვა.

F: ფორმის ველის წაკითხვა.

G: გრაფიკული ელემენტის წაკითხვა.

H: სათაურის წაკითხვა.

K: ბმულების წაკითხვა.

L: სიის წაკითხვა.

X: ალამის წაკითხვა.

C: კომბინირებული სიის წაკითხვა.

V: ნანახი ბმულის წაკითხვა.

B: ღილაკის წაკითხვა.

N: ბმულთა ჯგუფის შემდგომ ტექსტის წაკითხვა.

M: ფრეიმის წაკითხვა.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 16.გაკვეთილი მეთხუთმეტე - ენვედეას ცხელი ღილაკები