ჭანტურია ტარიელ 

 თაფლობის საუკუნე

 

ლექსები

 

სარჩევი:

(* * * სიყვარული?  ხურავს! სიძულვილი  ტეხავს!)

ცეკვა კაფე „ამბასადორში“

 სიყვარულის ახსნა

 შინაბერა დობილის ლექსი

 ალერსი

 საყოველთაო სიყვარულის ახსნა

 ორი საბანი

 თოვლიანი ზამთარი. საღამო

 ნასვამი ლექსპრომტი

 დილა უშენოდ

 ორი აივანი

 სექსებომბი

 (* * * წამომყე, წამო! შენ კი წამით)
(* * * სიყვარულიც არღვევს)
შიდსს

 წიგნი ტარიელისა ასმათთან მიწერილი

 მეორე ნახევარი

 ლექსი სექსის შესახებ

 სიმღერა

 (* * * სიყვარული - სიკვდილი)
ხატაურა

 ორნი

 სიმღერა ყველაზე კარგ ყვავილზე

 (* * * ვხედავ გზისპირას გამართულ კარვებს.) 
(* * * ... ხოლო ღამეში შენი უარი)
ლექსპრომტი ზეს

 სპარტაკი

 (* * * აგარაკი მქონდეს და)
(* * * ოქროს მაგიერე)
(* * * მე ვარ გაორებული. მე ვარ გასამებული)
თითები

საუბარი ბალზაკის ასაკის ქალთან

ევა (2)

(* * * შრება ნიავზე მანიკური)

(* * * მინდა ვიყო შენთან. მინდა ვიყო შენში)
ალუზია სიზიფეს თემაზე

 (* * *(ძლიერი, ვითარცა სიკვდილი - სიყვარული)

(* * * ჩემდა გასახარებლად - ამოჰქონდა ჩანთიდან)
ბუხართან

 წამი...

 თითქმის იდილიური სურათი

 ფრთები, ფრთები გინდა...

 პოდიუმი

 მოხუცი პოდიუმის სიახლოვეს

დივიდენდი

ირონიული

(უბრალო ამბავი)

ბანალური ამბავი

 (* * * არც პრემიერები და) 
ბიჭი ქალთა პლიაჟზე

 (* * * ვერაფრით ვერ დავიძინე )
საჩოთირო  ლექსი

 (* * *„ნელა. ნელა „ჩქარა. ჩქარა)
(* * * რატომ ჰქვია ზოგ კაცს  კაცი)
(* * *ვარჩევ ქალის ნაბიჯებს)
ალიბი

ბალიში  უატომო ზონა

ჩემი მდივანი

(* * * მანამ გინა, ფერხთით გეჯდე)
(* * * როცა მოვკვდე, ჯვარცმული თავის ქალა ამხადე)
ევა

 ადამი

 სიმღერა პარადოქსი

 (* * * მეგონა ნიკაპი)
ხელისგულის ბალადა

 ლექსპრომტი სამშობიარო სახლთან ჩავლისას

 (* * * სიყვარულიც რადიაციასავითაა)
დეპრესია მეორე დღეს

  მრავალწერტილი

პოეზიის დღე. პოეზიის ღამე

მრავალჟამიერ  2000

დიდი გზაჯვარედინი

პრემიერა - სასოწარკვეთილი ლექსპრომტი

 (* * *  საქმე ახლა იმაშია)
ტელეფონი (99-64-82)

(* * * მერამდენეა ეს წვიმის თქეში!)
მხოლოდ შენ ერთს...  მხოლოდ შენ - ასს!

წარწერა წიგნზე

სუპერ-ავარია

ხუთშაბათი

ოთხშაბათი

ლექსპრომტი პანთეონისკენ მიმავალ გზაზე

ბობი ფიშერის სეანსი ხუთ მილიარდ დაფაზე

  სხვა გზა

მუსიკალური პაუზა

შემოღამება მთაწმინდაზე

H2O

(* * *რა კარგად იწვის ქალი)
სიმღერა

(* * * გოგოსავით მარწყვი)
სუპერმობილური ელეგია

 (* * * მიწაში რაა, ის ვიცი)
(* * * შვილი ვარ, რატომ დამტოვე მარტო)
იკებანა

 ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნის

 ორი მდინარე

 კომპლიმენტი

 სამზარეულო ტანდემი

 (* * * რომ გეამბორე და)
თავგასას წლისთავიდან დაბრუნებული ლექსი

ლექსპრომტი-ანდერძი შვილებს

გაზაფხული იმერეთში

შემოძახება

ნუგეშის ლექსპრომტი

შავი ლექსპრომტი

ბოლერო

 (* * *გული რომ მტკივა, გული რომ მეწვის)
(* * *იდგა სიცოცხლე  სიკვდილისკენ ზურგშექცეული)
(* * *ვერავინ ვერ შევა ორჯერ)
(* * * მზისა და წვიმის ერთად ყოფნა)
(სიზმარ-ცხადი)

 ნაცნობი უცნობის ლექსპრომტი

 სიცილები თენგიზ ჩანტლაძის გასვენებაში

 (ლექსპრომტი: გაჭრილი თითი)

 (* * *ამას წინათ, ცხოვრებამ რომ)
(* * *არ მიყვარს, არ მომწონს, არ მინდა, არ მი... )
(* * * ჩემი სიმპათია, ჩემი სამაია)  
ბუხარში დასაწვავი ლექსპრომტი

 უპოვარი ლექსპრომტი

 უფასო ანდერძი

 (* * * ცისკარი  სიფთა! სიმივით სუფთა!)
ატმის კურკის ლექსპრომტი

 ტარიკოს ბაბუმ ეს ლექსი უძღვნა

 (* * *ათასი წლის წინ ტუქსავდნენ შვილებს)
ზღვისპირა ელეგია

 კარგი დღე

 ხმით ნატირალი, უხმოდ ნატირალი

 ტამიშის ბლინდაჟები

 (არაგვი)

 უძილობა-3

 მეორე ლექსი ეკა-ეკუნას

 (* * *რაც უნდა მოხდეს - მოხდება!)
წიგნიდან: იმიტაციები

 (ბოლო ლექსი)

 ერთხელ

 ზმნა: პირველი სუბიექტური პირი

 დიდი იუბილარი

 დაკარგული დროის ძიებაში

 (* * *შეიძლება, არაფრის გამო იცინო)
(* * *  მე რომ მე ვარ  შოთას ყმა )
„ივერია”: რესტორანი. კაფე.

 ტფილისელი დიდვაჭრის სიმღერა

 „ცოტა აქეთ მოიშოშე, გოგო...

 მშობლიური აღმართები

 გმირები

 სამშვილდე

 (* * *შაშვის ჩიჩახვი სავსეა სტვენით)
დავით აღმაშენებელი

 მონღოლთა შემოსევის შემდეგ

 ქება მესამე: იმერეთი

 ცოტნე დადიანი ანისს გამგზავრების წინ

 ქართველითა ქართველისა დამთრგუნველი...

 წარწერა მეფე ფარნავაზის ფარზე

(* * * თიქორის წყალი და ანაკლია)
ეტლი

 აგვისტო. სიცხე. ფიქრი

 უკანასკნელი მონოლოგი

 (*** მეც,  ზურაბივით...)
სულხან-საბა დავით  აღმაშენებლის საფლავთან

ღამე. „ქართლის ცხოვრება. მძევალი

შოთა რუსთაველი

დილა

(* * * სულელი ბავშვი - მეზობლის ხიდან)
(* * *ახლა ყველანი სახლში არიან)
(* * * მაგრამ ცხოვრება რაა?)
ზამთარი

 მეზღვაური

 ცაო, გადმიშვი

 (* * * მე რომ ვიცოდე: ეს ღამე დამრჩა)
შემოდგომა

 თიხის სამი ფირფიტა

 ტურისტული ტრიპტიქი: კუბა.

მაროკო. საფრანგეთი

 გიორგი ლეონიძე

 სახალხო სპექტაკლი: ქაჯეთის ციხის აღება

 (* * * ჩემი საუნჯე - ოქროს ვერძია!)
ნატურმორტი ბროწეულებით

 შემოდგომა

 საღამოს გადაცემები

 მებუხრე სეფე

 (* * * არ უჯერებენ ქალები ქალებს)

პაოლო იაშვილი

 ბუხარი

 (* * *„გვეყოფა! კმარა! ვეღარ ვნახავთ! ადე! ადექი!” )
სინანული

 ახირებული კოლექციონერი

 მამა და შვილი

 ერთი საათი ძილის წინ

 სუპერმანიფესტი

სუპერპერიფრაზი

ბიჭი

ფიქრი უწონობის პირობებში

ჯვარცმა

ერიკა, ანუ პირველი          ვარჯიში საბეჭდ მანქანაზე

მგზავრები

ელეგია ურბანისტულ თემაზე

ბალადა ასიათას ნაკბენზე

მანქანა

(* * * ტრიალებს მთვარე გაბზარულ ლილვით)

ახალი მთვარე

(* * * ვაკვირდები ულამაზეს აპრილს)

 ბარისახო-68

 მტვერსასრუტი

 წიგნი გადაშლილი მეცამეტე გვერდზე

(* * * ნიჩაბქვეშ წყალი ვენეციის)

გული გამოჯანმრთელების შემდეგ

 15 695 - დილა

 სტუმარი

 (* * * შორს გადახვეწილ ნოსტელ გიორგის)

ბავშვობის მეგობარი

(* * * მეწამულ თრიმლის და რძიარძიის)

დედა

 ბავშვები ტაძარში

 მეოცე შემოდგომა

ხილთაქების შესავალი

ლომის პორტრეტი

შეშის დახერხვა დეკემბრის დილით

მატარებლიდან

(* * * ატყვია ღამეს დაჭრილ სხეულზე)
სექტემბრის ღამე

 სტამბაში

წვიმა

 რასულ გამზათოვი:

 (* * * სანამდე არმაზს ახვევია მგლების ხროვები)

(* * * დროს გაუთავდა ყვავილები)
(* * * აზომილია ცისარტყელებით ჩემი პატარა ქვეყნის     სიმაღლე)

ღამის სიმღერა

 (* * * როგორც მორევი - ჩუმად და მუხთლად)
თოვლი ღამით

 ჯეკა

 (* * * გაყოფილი სამად)

ბავშვობის მეგობარს ანტონიო დავგუსტინის

ქარებისა და მდინარეების ქება

ალან ბომბარი, ტურ ჰეიერდალი და სხვები

შოფერი

ნადირობა

მაჯამა, როგორც ასეთი

 (* * * რამდენი გახდა კაი ცხოვრების)
პოეტის ბოლოსიტყვაობა

 (* * * გშვენის ლოყაზე ხალილუია...)
პოეტური ლექსტაზი

 ოცნება

 ლექსპრომტი სოლიდური ჰონორარის  მიღებისას სახლი მტკვრის პირას

სახლი მტკვრის პირას

 ლექსპრომტი ლექსკურსიაზედ ყოფნისას

 მეორე დღეს

 ალბერ კამიუს თუთიყუში

 ხელრთვა; ი. გრი... (იოსებ გრიშაშვილი)

 შარვალი „ლევი შტრაუსი”

 ძილგატეხილი ლექსი

 უძილობა - 7.აპრილი.79  წ.

 ლექსი - მიქსერი

 გამაღვიძე, მამალო...

 სარკეში წასაკითხი ლექსი

 მამა-შვილის დიალოგი

შეჯიბრი

ძეგლები, ბიუსტები  და ა. შ.

(* * * ერთი. ორი. სამი. ოთხი)
რია-რია

 (* * *იყო ვარდობისთვე. მწუხარე ესეოდენ!)
პოკერისტის ნატვრა

 (* * * რაღაც ფილმი გადიოდა)
მტერსასრუტი

 (* * *საფიქრალიც, სადარდელიც)
ადიულტერი

ფუნიკულორი

პირველი თებერვალი

ლექსპერიმენტი კოდური სახელწოდებით „ბუმერანგი”

ქურთი ბიჭი ქართულ სუფრაზე

გასტუმრებული ვალი

ზღაპარი ჰამაკში

სოფლელებმა ქალაქში მეზობელი დაინახეს

სასახლის მშენებლობით გატაცებულ პოეტს

ნაწყვეტი ომის დროინდელი დიალოგიდან

უმეზობლო კაცის ჩაკეტილი კარ-მიდამო

ნადია რუშევას გამოფენაზე

ახალი დისკი

სინანული ბავშვობის დროინდელი კოპიტის მოჭრის გამო

(* * * სტიუარდესა)

რეაბილიტიციან

კონცერტი: ბრამსი, რაველი, ვაგნერი

ბაგეს დაცდენილი სიტყვა

ინდაური წრეში

მინაწერი ქართული ზმნის მწკრივების ტაბულაზე

დიდი რბოლა

ტირადა

ამალგამა

(* * *შენ დღემუდამ ითვლი ფულს!)
ოქროპირი

 (* * * მუცელი განა იქორა )
(* * *არწმუნებდა: პირობები თუ იქნება სათანადო)
უმიზეზო ლექსპრომტი

 ზეწარმავალი

 ერთხელ, ქორწილიდან დაბრუნებულს...

 ნაწყვეტი საუბრიდან,  რომელიც შეეხებოდა ლექსებსა და გოგოებს

 მაჩაბლის 13

 ტრაქტატი ლექსად

 პლებეი, როგორც ასეთი

 (* * * „ადიდასის”და „პუმის”)
(* * * არაფერი არ გამოვა ამით)
(* * * ლექსი, დაწყებული)
პლიაჟი ზ3

 (* * *მძინავს ფხიზლად, როგორც)
(* * *გადახედვა სჭირდება პანთეონის სტატუსს!)
ჯერ საკუთარი თავის და მერე  სხვების გაფრთხილება

 ბლოკადა

 რეპორტაჟი კაფე „აბსურდიდან”

 მყესი

 ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში...

 ესპანელი გლეხი - ჯალათი უნებლიეთ

 სუპერ-ვაკუუმი

 პესიმიზმი, როგორც ასეთი

 (* * * მოზიდა ღმერთმა ჩალა) 
ბარისა და თოხის ბალადა

 დაგვიანებული იუმორესკა

 (* * * ზოგი არის უნიჭო!)
(* * *გამოაღვიძა ლექსმა)
სტრეს-პაუზა: ქალთა პლიაჟი

 რძალ-მულის დარიგება ლექსად

 (* * * ტირადა)

(* * * შუბლში ტყვია არ მიირტყა)
რეპლიკა-ლექსპრომტი

 მივიწყებული უჯრიდან

 ყოფილი პატიმრის ყოფა

 ლექსპრომტი ბავშვობის ძმაკაცს

 მარია კალასი

 მეცენატი

 (* * * ერთი ფილოსოფიური ხუმრობის ვარიანტი)

(* * * ყველაფერი, ყველაფერი)
(* * * მახათას მკლავზე უწევს თბილისი)
პოდიუმი: რუსის ქალი სცენაზე

 სუპერ-კაზინო

 დაგვიანებული მეკვლე

 (* * *... მერცხლები კი, თბილისში აკრედიტებულები)
სუფრა „ამრაში"

 განძი

 (* * *მე კი ოქრო რად მინდა)
(* * * გამა-გამოსხივების გამო გამუდმებით)
(* * * არაფერი არ ვარგა, მე თუ მკითხავ, მეტისმეტი!)
(* * * ქრისტეა თუ ბარაბა)
(* * * შემოდგომის ფოთლები - ზამთრის პროკლამაციები! )
საფარა. დილა. ფიქრი

 (* * * სევდავ, ლექსის აგენტო, მოგონების შვილო)
რეპლიკა ლუვრში

 ბოლთა

  მკითხველი

 როგორც იქნა, გათოვდა!

 (* * * პიჯაკს ვიხდი, ხალათს ვიხდი)
(* * * პიზის კოშკის სიმპათია)

ბიჭიააა!...

 (* * * ბედი უნდა ყველაფერს)

(* * * ხარ სული და ხორცი)

(* * * ჩაიქროლეს კარეტებმა!)

ფარული ცრემლდენა ()

(* * *არც „ფიატის”)

დედაჩემი - სამაგალითო  დიასახლისი

 ტაბანათი - ჩემი სოფელი

 (* * *რა თქმა უნდა, მესმის)

საღიღინო ტექსტი, ანანოს დასაძინებლად

ჩამავალი ლექსი

 (* * * მიყვარს ცქერა შავი ზღვის)

პირველი მცნება

 (* * * ჩემი ცხოვრების ხეს)

შოთა

 (* * * ან სიმღერა რად ღირს შენი, ან ღიმილი, ან თამადის)

(* * * ეკლესიასტეს კითხვის მერე)

 (* * * ეკას და ანას)

მცირე პარადოქსები

 (* * * ისევ და ისევ - ის სევდა)

(* * * დრო იყო - ამ თოვლს ბავშვები ვჭამდით...)

მეგობარ პოეტს

ზამთარი კრიმინალისტის თვალით

 თუთის ხე მოხუცი მეზობლის საფლავთან

ოცნება ზ 2974

ქუჩის გადაღმა

რეპლიკა

შეგონება (1)

შეგონება (2)

(* * * ვუმზერ რუსთველზე მოსეირნე)

(* * * „მიყვარს!” - აი, პაროლი)

მეზობლები

 მაღალი მამა

 (* * * ალბათ ვაჟას ბრალია)

ნაწყვეტი ქართული ლიტერატურის ზეპირი გამოცდიდან

 უძილო შაბათი

 შეხვედრა რკინიგზელთა კლუბში

 მეორე დღე წარღვნის შემდეგ, ანუ ბიბლიური საუზმე

 ვახტანგ გორგასალი

 (* * * ათასჯერ მაინც ამიწონია)

ტრანსპლანტაცია თბილისში

 მასწავლებელი

 მევიოლინის თვითმკვლელობა

 „ხმელი ფოთოლი”

 პროცესიაზე

 ცა

 ხევსურეთი - 76

 (* * * არყიან ბოთლით წინ მრისხანედ გადავუდექი)

საშემოდგომო თამაშობანი

 დაიკო ფანჯარასთან

შემოდგომის მიწურული

ძმები რაზიკაშვილები ტფილისში

როგორ ეალერსება ყმაწვილი კაცი...

ნიაზ დიასამიძის ეპიტაფია

(* * * ცხოვრება ჩემი)

(* * * აქამდე არვის არ ენახა)

(* * * დაედო წინ არწივის ფრთები)

გემის კაპიტნის ბოლო ცურვა

 პანეგირ-ეკა

 (* * * ხატავს            თუში თექას )

პაწაწინა რომანი

 რთული, საჩოთირო აზრი

 მაქსიმა ზ 333

 (* * * ღმერთს სასიკვდილო განაჩენი)

მაჯამა

 მაქსიმა-ბრალდება

 წყლის ნაყვა

 (* * * გათიშოს ვინმემ)

(* * * ვერ გაიგო მან ქართული!)

(* * * ცაში დაფრინავს პოეტი)

თითქმის იუმორესკა

 აფორიზმი

 დიალოგი მიტინგის განაპირას

 გეო შავდია

სოფლის მასწავლებელი

ოჯახური სკანდალი ზ 365

პერპეტუუმობილე: დონ ხუანი

გამოთხოვება ფშავთან

 (* * *რა ვნებაა მაინც)  

(* * *შინ უკიდია გობელენი)

(* * * დამეგობრდა სამი გველი!)

მაქსიმა

 არსენას ძეგლთან

 ყურმოკრული

 ლექსპრომტი პოეტიკის თემაზე

 ლექსპრომტი მ. ა-ს

 (* * * დაეტაკენ ერთმანეთს)

ყვავილობა

ღამის დარაჯის სიკვდილი

ლექსპრომტი უშიშარ პოეტს       ოპერაციის წინ

პური და პური

დიდი მოლოდინის ლექსპრომტი

ნაწყვეტი აღსარებიდან

დედიკა

(* * * ვერ იტანს ვერაფრით)

ვალი

(* * * არ მიყვარს ქალივით კაცი)

წარწერის ლექსის ვარიანტი

 ლექსპრომტი ილუმინატორთან

 სუპერ-მატჩი

 ღმერთი - გროსმაისტერი

 (* * * ქურდს ქუდი ეწვის, თანაც ეწვის)

სამცხე-ჯავახეთი

ლექსპრომტი-ალუზია

(* * * მანამ არშიყობს)

სიჩუმე - ღმერთის ფეხისხმა

 ლექსპრომტი-ანონსი: ფილმი

 პოლიტიკოსები

 ნაწყვეტი დეპრესიიდან

 ავი რეპლიკა

 ლექსპრომტი: სტატუს-კვო

 ძე, ძე შეცთომილისა...

 მორბენალი სტრიქონი

 (* * * დავით მეფის)
(* * * მუდამ ასე მოსდევს, ღმერთით)
განცხადება

 ბოლო ლექსი

 

 

 

* * *

სიყვარული?  ხურავს! სიძულვილი  ტეხავს!

სიძულვილი ბადებს წიწამურს და ტეხასს...

გიყვარდეთ და გწამდეთ! - გევედრებით ყველას!

ტარიკოს და სანდროს, ანანოს და ეკას!..

 

სიძულვილი  ტეხავს! სიყვარული ხურავს!    

ხედავთ?  აქეთ - თამარს, იქით  დიდ მოურავს!

პატარა კახს... დიდგორს... ვაჟას იას, დეკას...

სიყვარული  ხურავს... სიძულვილი  ტეხავს...

 

სიძულვილს არც ძმა ჰყავს და არც ძუძუმტე ჰყავს...

არ გადაშლის ოთხთავს... ყურს არ უგდებს ყურანს...

სიძულვილი  ყრუა! სიძულვილი  ტეხავს...

სიყვარული ბრმაა! სიყვარული  ხურავს...

 

ხედავთ?  ნეფერტიტის უცხო თავსაბურავს!

ხედავ?  თუში ქალის ცრემლით ნაქსოვ თექას!

არა თრობა არ ჯობს მიჯნურობის ბურანს!

სიყვარული  ხურავს! სიძულვილი ტეხავს...

 

 

ცეკვა კაფეამბასადორში

(ციკლიდან „ღამით, რადიომიმღებთან“)

 

ტვისტი და ტვისტი, ჰალიეგალი!

ფიცი და ფიცი. ქალი. ქალი.

ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი.

როკი და როკი. ჰალიეგალი!

 

 ხომ არ გეშინია?

 მეშინია!

 რატომ გეშინია?

 მეშინია!

 კიდევ გეშინია?

 მეშინია!

 გესმის? გერშვინია!

 გერშვინია.

 

 კონიაკს დალევ?

 მანგოს წვენს!

 უნდა გაკოცო!

 მაკოცე!

 შენ არ მაკოცებ?

 მე არა!

 მაშინ მე ორჯერ გაკოცებ!

 

ტვისტი და ტვისტი. როკი!

დრო კი, ძვირფასო, დრო კი

მიახრიგინებს ვნებებს,

როგორც პარტიზანს დროგი!

 

ცისფერი კაფე. ჰალიეგალი!

ცისფერი კაბა. ჰალიეგალი!

ბიჭი და ბიჭი. ქალი. ქალი!

ქალი და ქალი! ჰალიეგალი!

 

ჰალიეგალი!

ქალი. ქალი!

ჰალიეგალი!

ქალი. ქალი!

 

 

სიყვარულის ახსნა

 

შენთან  ძილი მინდა. შენგან  შვილი მინდა.

შენი სიცოცხლისთვის  თუნდ სიკვდილი მინდა.

შენი შუქი მინდა. შენი ჩრდილი მინდა.

შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.

ჩემი არ მეყოფა  სხვისი წილი მინდა.

სხვა დაბადების დღე  სხვა ქორწილი მინდა!

შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა.

შენი ბაგე მინდა. შენი კბილი მინდა.

მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა.

შენ რომ უნდა მოგკლას, ის სიკვდილი მინდა.

შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა.

შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა.

ჩვენ რომ შეგვაერთებს, ის მანძილი მინდა.

შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა.

შენთვის „რენო” მინდა, შენთვის „ზილი” მინდა.

შენი შემოხედვა  კმაყოფილი მინდა.

მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა.

შენად დასახსნელად  ავთანდილი მინდა...

 

შენთან ძილი მინდა... შენგან შვილი მინდა...

 

 

 

შინაბერა დობილის ლექსი

თითქმის ექსპრომტი. თითქმის დაკვეთით:

                        „ -  ბიჭო, მეც მომიძღვენი ერთი ლექსი”).

 

გულდაწყვეტილი გაჰყურებ

ამურის ისრებს აცდენილს...

გრძნობ: ვეღარასდროს გაცდუნებს

ბრძნული სურვილი შეცდენის...

ჩაკეტილს საგულდაგულოდ

არც მზე გაკლია, არც დენი...

მაინც  წუხილი არავის

ჰქონია, ალბათ, ესდენი...

 

ბოლავენ სინანულები

ოცდაცამეტი უარის...

დარდისგან დამეხილი და

დაღლილი დუმს ბუდუარი.

თუ გსურს! ან როსმე თუ გსურდა!

თუ იცი! ანდა თუ არის!

რა ყოჩაღია სატანა,

ღმერთი რა უღმერთო არის!

 

რამდენი ცრემლი გაწვიმდა,

რამდენი ფიქრი გათოვდა!

„ჰკითხე, თუ და ხარ, იმ ჯოჯოს

რა იყო... როგორ გათხოვდა...

შენ ვინ გეტყოდა, საბრალოს

ზოგჯერ რომ შუქიც ჰყინავდა...

შენ რა იცოდი, გულჩიტა”

ზოგჯერ ყინულიც ათბობდა...

 

ცრემლი, წაშლილი ცრემლებით,

ალერსი  ალერსითვე...

შენი საბნები ვრცელები

ახურავს მხოლოდ მზითევს...

ბჟუტავენ სინანულები

ოცდაცამეტი უარის!

რჩეულთა დამწუნებელი

დგახარ და ელი უარესს.

 

არ გყვარებია ზოგივით

საცქერლად ჩხუბი მამლების!

სხვამ საიდუმლო ამდენი

ვინ იცის ღვთიურ წამლების!

მარად ბალღობის ნატრული

ხან „ვრანგლერს” იცვამ, ხან „ლევისს”

მაგრამ გაცვია ორივე,

როგორც მონაზონს  ხამლები!

 

არავინაა შენს მეტი

ოჯახში ქათმის დამკვლელი!

დედას რომ სევდა აიტანს

მისთვის გიტარის დამკვრელი!

მომტაცებელი არსად ჩანს

მშობლისთვის შენი წამგვრელი!

სიხარულები  ცოტაა,

ტკივილი  თავზე საყრელი!

 

ხელი რომ უმცროსს ეთხოვა

არ წაყვებოდი! ხომ არა?

გაიცინებდი: „ჰაეჰაეჰა!

რა ხარ! ნამდვილი ხუმარა!”

რომელი ერთი გიხსენო:

ბაწელა! კოშკა! ომარა!

ჰოდა, იყავით ახლა შენ

და შენი სევდის ტომარა!

 

მეტყვი: „დობილი არა ის!

მე ვარ ნამდვილი დებილი!”

მე კი მსურს, შენი და მხოლოდ

შენი ვთქვა სადიდებელი!

ჭკვიანო, ზრდილო, კეთილო,

მაღალო, უხვო, მდაბალო,

დიასახლისო უბადლო

და დაო ჩემო, დაბოლოს!

 

არა დუბლიონკით, კაბებით

ან ინგლისური ტუფლითო,

მიჯნური ღონიერია

მხოლოდ და მხოლოდ უფლითო!

ეს რა წესია, უფალო,

ჩემს დებს გულები უფლითო!

რა მდორედ მიედინება

დღეები, წლები უფლირტო!

 

ხომ გიყვარს, ხომ ეფერები

ჩვენს შვილებს  „უპერანგოებს!”

მათ შამპანურებს, „კონოებს”,

ანანასებს და მანგოებს!

კვნესიან გაზაფხულით და

ვნების ბურანით მთვრალები,

და ბჟუტავს ფრაზა ხსოვნაში:

„დაგეფსოთ კაცებს თვალები!

 

ჩემს ცხოვრებაში პირველად

ვწერ ამ ლექსს ასე  დაკვეთით!

მე ვენაცვალე ეზოებს,

შენგან დაგვილს და დახვეტილს!

მე მიყვარს შენი  სტუმრები,

მზადება მათი დახვედრის,

და მკლავზე მთვრალის პოტინიც!

ქვეყნად ბევრია თავხედი!

 

ჭირიმე შენი ხალების!

ჭირიმე შენი ფხალების,

შენი იაფი ბეჭდების

და ყალბი ფირუზელალების!

ჭირიმე შენი ჩურჩულის

მუდამ მართალი ჭორების,

შენი მზითვების სათრევად

გამზადებული ჯორების!

 

დღეებს გალევდი ლოდინში

ვიცოდი, ვგრძნობდი, გატყობდი

ვინც არ მოგწონდა, იმაზე

არც ოცნებაში გათხოვდი!

ის გიყვარს, ვინაც გიყვარდა,

მას ეძებ, ვისაც ეძებდი!

შური შურთ შენი ტორტების

და „ჟოზეფინას” რეცეპტის!

 

შევხარი გულში შენს „დუხებს”

და წელთა მიმოტანას,

გულში შენს ნაცვლად დავიცემ

აბესალომის დანას,

სულ გადავრეკავ მაგ რეგვნებს

გლერტა ბალახის მძოვლებს

ითაკელ სასიძოებზეც

უნიჭო სასიძოებს!

 

ხარ პენელოპე უქმარო

მოლოდინების მქსოველი,

მთვარის ცქერაში გაშრება

თვალი, მსუბუქად სოველი...

დაო, იმედო, მევალევ,

ვერ გაგისტუმრეთ ვალები!

ჩემს ძმებს, ძმაკაცებს  სუყველას

დაეფსოთ კაცებს თვალები!

 

გასრულდა ესე უსტარი

შარბათი კურცხალნარევი

ზედ გულზე დასასობელი

უწყალო, ეკალენარივით!

 კაცი არ შემხვდა ბოლო დროს,

ღირდეს პომადის წასმადო!

ამ ფრაზას შენი ტარიელ

ხუმრობად გითვლის, ასმათო!

 

ახლაც გიხსენებთ მთვრალები!

დაეფსოთ კაცებს თვალები...

 

 

 

ალერსი

 

როგორ მინდა, მინდა, მი...

ბაგე მარწყვი, მარწყვი, მა...

გაგონება შენი ხმის,

შენი ნაღვლიანი ხმა.

 

ისევ ძველი, ძველი, ძვე...

ისევ თბილი, თბილი, თბი...

მკრთალი ოქტომბერის თვე,

და სიმღერა, შენ რომ თქვი.

 

ისევ ზევით, ზევით, ზე...

ისევ დიდი, დიდი, დი...

ლურჯი, ლურჯი, ლურჯი მზე,

მკერდიდან რომ სისხლი დის...

 

მაგრამ თინა, თინა, თინ...

შენ მშორდები... თანდათან...

ჩემზე უკეთ აბა ვინ,

ვინ უმღერებს დაღლილ ტანს.

 

თუმცა, კმარა, კმარა, კმა...

მე კვლავ მინდა, მინდა, მი...

გავიგონო შენი ხმა

და ტკივილი შენი ხმის...

 

 

საყოველთაო სიყვარულის ახსნა

 

სულ ერთია, ვინა ხარ! სულ ერთია, ვისი ხარ!

ნესტანი ხარ, ფატმანი, იზოლდა ხარ, ვისი ხარ!

მეფე თინათინი ხარ თუ მოახლე თინა ხარ!

კინოვარსკვლავი ხარ თუ პრიმაებალერინა ხარ!

ნამდვილი ხარ,

თიხის ხარ,

ქვა ხარ,

კერამიკა ხარ!

სულ ერთია, მომწონხარ! სულ ერთია, მიყვარხარ!

 

ვის მიემთხვე მიჯნურად - სპასპეტსა თუ ქონდაქარს,

ვენერა ხარ, თამარი, ნინო ხარ, ჯოკონდა ხარ,

ჯილდა ხარ თუ ასმათი, ტონკა ხარ თუ ურსულა,

ინგლისურად ღიღინებ, თუ ჩურჩულებ რუსულად,

ამერიკელი ხარ თუ ბელგიელი ფრანგი ხარ

ერთნაირად მომწონხარ, ერთნაირად კარგი ხარ!

რა ხარ  ღვიძლი მოსისხლის? დისშვილი ხარ? თუ  და ხარ?

დამსკდარი ბროწეული, მოწეული თუთა ხარ,

ხუთივე კონტინენტზე გაფენილი საბნებით,

პრემიებით, მედლებით, ჯილდოებით, დაფნებით

ვინ ხარ  ვაშლოვანელი?  იქნებ  ორლეანელი?

ერთნაირად რად უდის თმას სურნელი ვანილის!

იზოლდა ხარ, ნესტანი, ჯოკონდა ხარ, ვისი ხარ!

მე არ ვიცი, ვისი ხარ!  მე შენ გულში მიზიხარ!

თვალი თუ გავახილე, ზედ წამწამზე მიზიხარ...

 

ათინა ხარ, ჰერა ხარ, ბრუნეტი ხარ, ქერა ხარ,

გიჟი სიხარული ხარ, ავი ბედისწერა ხარ,

მონასტრების მწირი ხარ, თუ როკეჯგუფის წევრი ხარ,

ზღვის კენჭებით ხატიხარ თუ წიგნებში წერიხარ,

მერე რა, რომ თეთრი ხარ, მერე რა, რომ სხვისი ხარ,

მერე რა, რომ შავი ხარ  მე შენ გულში მიზიხარ!

მე არ გკითხავ, არც შენ თქვა,  რა ხნის, რა ასაკის ხარ,

პაწაწინა სარკის ხარ თუ ვეება სარკის ხარ,

მთვარის ზედაპირზე ხარ, თუ შორს  მთვარის მიღმა ხარ.

სულ ერთია, ახლოს ხარ... რა თქმა უნდა, მიყვარხარ...

გამოუცნობ ღიმილით, გზისპირ ჩულქის სწორებით,

მძივებივით ასხმული უწყინარი ჭორებით,

ვერცხლის საყურეებით, ოქროს სამაჯურებით,

და მზითვების სათრევად გამართული ჯორებით...

სხვა ჟანრია ეს ლექსი!  ძველმოდური ოდაა!

მაგრამ ვხედავ  სუსტია! ახლა ვიცი - ცოტაა!

რაც კი ქვეყნად სიტყვაა  სულ საალერსოდაა!

შენს მშვენებას უდრიდეს  ეპითეტი სადაა...

 

ნონა ხარ თუ ნანა ხარ, მაია ხარ, ნანა ხარ,

მისტრალი ხარ, ემილი, მარინა ხარ, ანა ხარ,

ქალი ხარ თუ ქალღმერთი, მიწის ხარ თუ ცისა ხარ,

მთელი ჩემი ცხოვრება მე რომ მიყვარს, ისა ხარ!

თბილისელს თუ მადრიდელს, სამოსელს თუ რუანდელს

სხვას არ ვიცნობ შენს გარდა, არანაირ ჟრუანტელს!

შენთვის მოძღვნილ ვარდების, შენთვის მოძღვნილ ტიტების,

შენთვის მოძღვნილ იების მომფერებელ თითების,

მიყვარს ფერი სისხინა  ბზინვა მანიკურების!

ვერც ფიქრებით ვძღები და ვეღარც შენი ყურებით!

 

იზოლდა ხარ, ნესტანი, ჯოკონდა ხარ, ვისი ხარ!

მე არ ვიცი, ვისი ხარ!

მე შენ  გულში მიზიხარ!

 

 

ორი საბანი

                                   ლოლა ს...ს

 

სიყვარულსაც და სიკვდილსაც - ორივეს უყვარს წოლა!

ცრემლები იცის ორივემ  ვეება, მუშტისტოლა!

სულყველა მისი მონაა  ხელმწიფეც, მღვდელიც, მოლაც,

ჯარისკაციც და სარდალიც...

შენც იმათ შორის, ლოლა...

 

სიყვარულსაც და სიკვდილსაც

უყვართ, შენსავით, წოლა...

 

და სიყვარულის სასმელი სულ რომ ჯამებით ისხა

რაც პირველ ღამეს დალიე, ბოლო ღამემდე ის ხარ.

ცხრა ცხოვრებითაც იცხოვრო, ცხრა ლომს რომ ეჯდე ცოლად,

იმ ერთს შერჩები ბოლომდე ვეფხვის ნახტომზე ზოლად...

სიკვდილესიყვარულს - მშვენებას (თუმც ცალი თვალით ელამს)

რას მოუხერხებ... შეეშვი მაგ კონიაკს და „ელემს”,

თავს ნუ მოიკლავ, ნუ იზამ, სიგარეტით და ყავით,

ისეც მოკვდები სიკვდილის და სიყვარულის ზავით

აკი გითხარი  ორივეს საშინლად უყვართ წოლა,

როგორც შენ გიყვარს... ან უფრო სწორად - გიყვარდა, ლოლა...

 

სიყვარულსაც და სიკვდილსაც

ორივეს უყვარს წოლა...

 

 

თოვლიანი ზამთარი. საღამო

 

მიდიხარ თოვლში თოვლივით კარგი

და კარგი ბიჭის ერთგული ცოლი,

და სუსტი მხრებით შენ მიგაქვს ხარკი

ათასი ბიჭის ნასროლი თოვლი.

 

გამახსოვრდება გაშლილი მხრები...

გაკრთობს ქუჩაში ნაპოვნი ვნება,

მაგრამ ოჯახში იოლად თბები...

და სხვისი თოვლიც... იოლად დნება.

 

 

ნასვამი ლექსპრომტი

 

ხარ მადონა  მეგრელი! ხარ მადონა  ოდიშელი!

ხარ მადონა უბადლო  თავად სანდრო ბოტიჩელის!

შენი სუფრა მაგიჟებს  სავსე დელიკატესებით,

სავსე სანელებლებით  ტკბილმეგრული ბოდიშებით!

 

გეხვევიან ბავშვები!  თურმე  ჰაეჰა  ბადიშები!

შეგვაწუხე პირდაპირ ტკბილკოლხური ბოდიშებით!

ნეტა, ერთხელ ენახე  რას იტყოდა ბოტიჩელი!

ვენერა ხარ  მეგრელი!

უფრო ზუსტად ოდიშელი!

 

 

დილა უშენოდ

 

ჯერ არ გასულა წელიც... ჯერ მიწა

შემოტრიალდა

მხოლოდ ორასჯერ!

ყვავილი აფეთქებულ ჭერმისა

ფერი  ცისფერი!

ფერი  „ორანჟე!

ულამაზესი ცის დასანახად

წყლიდან ამოხტა თეთრი ლიფსიტა...

შენ კი სადა ხარ!

სად!

სად!

სადა ხარ!

მე უშენობა მუდამ მიმძიმდა...

ამოხტა წყლიდან თეთრი ლიფსიტა,

შეძვრა სხივებში და გაიბლანდა.

მდინარის პირას იდგა იზიდა,

ცხრა მახრჩობელა ნაწნავს იბანდა.

მზე უკოცნიდა დაღალულ ხელებს

მშვენიერ თელებს, ცასთან მიკრულებს.

დამაგვიანდა...

რა მოხდა მერე

შენთან... ყოველთვის შენთან მიგულე...

 

 

ორი აივანი

 

ვიცი ფერადი შენი საბნები, ვიცი ქათქათა შენი ზეწრები.

უხერხულია, მაგრამ მე ზოგჯერ შენი ტრაპეზის დუმილს ვესწრები.

მე ვიცი, ჩაის როდის დაისხამ, მე ვიცი, კიბეს როდის აივლი,

ან კაბის კალთას როდის აიკრეფ, რომ გადახვეტო მტვერი აივნის.

... და მორჩილების თეთრი დროშები - კვლავ გამოფინე თეთრი ფარდები:

უკვე ჩემი ხარ. აი, ჩემი ხარ.

აი, ჩემთან ხარ. აი, მბარდები...

 

ეს თამაშია... თორემ ერთმანეთს

 ჩვენ არც კი ვიცნობთ,

 არც ვესალმებით.

სხვადასხვა ქვეყნებს წარმოადგენენ მთლად ერთნაირი ჩვენი

ალმები  დღეს ზეიმია!

და ერთმანეთის ოჯახურ ვახშამს ისევ ვესწრებით!

იცოდე მაინც, შენს ნაწნავებსაც რომ გულისხმობენ ჩემი ლექსები...

 

 

 

სექსებომბი

 

                        თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვებისათვსის

                        ამ ლექსის წაკითხვა არ არის მიზანშეწონილი

 

თითქოს ფარული კამერისთვის მიღებული პოზით

მიირწეოდა რუსთაველზე ლურჯთვალა ქალი!

 ვაიმე ბიჭო, რა გოგოა!

 რა დიაცია!

 

... ასი რენტგენით გაიზარდა რადიაცია!..

 

 

 

* * *

წამომყე, წამო! შენ კი წამით

შეჩერდი, წამო!

ბედნიერების  თუნდ ასეთი მარტივის

გამო!

და მოამზადე სარეცელი,

როგორც სამარე

აქვს სიყვარულსაც ნაადრევი

სიკვდილის გემო...

 

ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა,

დავრჩით მარტონი...

ფიქრი ბუხართან, როგორც ბოთლში

ჭიქა მარტინი...

(აქვს სიყვარულსაც ნაადრევი

სიკვდილის გემო...)...

გუზგუზებს გული და ბუხარი,

როგორც მარტენი...

 

გემუდარები  მხოლოდ წამით

შეჩერდი, წამო!

ბედნიერების  თუნდ ასეთი მარტივის

გამო...

 

 

* * *

სიყვარულიც არღვევს

მოძრაობის წესებს.

შლის დაწყობილ ძარღვებს,

ჭრის ავაზის მყესებს,

დღეს რომ კაშხალს ანგრევს,

ხვალ აშენებს ჰესებს...

სიყვარულიც არღვევს

მოძრაობის წესებს...

უსირცხვილო ხელით,

მოხვეულით წელზე,

არღვევს საყვარელიც

სიყვარულის წესებს...

ფერიც  ერთადერთი:

რა თქმა უნდა, მწვანე!

და ჩურჩულებს ღმერთი:

ჩემო... გენაცვალე...

 

 

შიდს

 

სულ ერთია, ქვეყანა დაქცეულა გინდ ომით,

გინდ  შეძენილ იმუნოედეფიციტის სინდრომით!

თუნდაც ძველი აიღეთ: გინდ ათინა, გინდ  რომი!

დაიღუპა ორივე რაღაც მსგავსი სინდრომით!

ქალი აღარ ქალობდა, კაცი ვეღარ კაცობდა!

ქალი ქალზე, კაცი კი კაცისათვის გაცოფდა!

ანუ ვნებით კაცისა, ანუ ნებით ზენათი

დაემგვანა ერთმანეთს აბანო და სენატი!

 

სოხუმში ვარ! პალმის ქვეშ ვაჭახუნებთ დომინოს!

თანაც  სინაფს მივირთმევ!  ვებრძვი „ავიტამინოზს!”

ჭორად თქვესო, გაგამ თქვა, გადადისო კოღოთი!    

აბსურდია!  გადადის შ ი დ ს ი მხოლოდ გოგოთი!

მხოლოდ ცბიერ ღიმილით, მხოლოდ ცქერით თვალებში!

მხოლოდ ცხელი კოცნებით! მხოლოდ ცხელი ალერსით!

(თანაც კდემით ერთბაშად თავი არ ჩაქინდროს!

თავხედი აქვს ბუნება ტკბილ საწამლავს  სინდრომს!).

                        შრიალებენ: შიდს!

                        შიშინებენ: შიდს!

                        უხეთქავენ გულს!

                        შეყვარებულ ჩიტს!

                        წვავენ ბოლო ხიდს!

                        სიყვარულის ხიდს!

                        ფერს უცვლიან ცას

                        ზღაპარს, სიზმარს, მითს...

პარიზშიაც თურმე!  მოუსმინეთ გიდს!

რომისკენაც იშვერს ქალბატონი თითს!

ლონდონშიაც ველით თურმე საფრთხეს დიდს!

ბალიშები თურმე ასხივებენ შიდსს!

თვითონ ბოზი  მამა  შვილებს უქნევს თითს:

გადადისო თურმე პირველივე ცდით...

 

რას გვაბრუნვებს, რა უნდა, რას გვაწვალებს სოფელი

გვასმევს შხამს და საწამლავს  ადელფანს და                                                                        კლოფელინს...

მაგრამ სოფელს შიდსისთვის  ჯერ არა აქვს წამალი

ვეღარ ყივის ღობეზე შემომჯდარი მამალი!

გინდ  ჩხავერით დამთვრალხარ, გინდ  შარტრეზით, გინდ  რომით!

გინდა  ომში მომკვდარხარ, გინდ  შეძენილ სინდრომით!

თუნდაც ძველი აიღეთ: გინდ  ათინა, გინდ რომი!

დაიღუპა ორივე რაღაც მსგავსი სინდრომით!

                        ვენაშიაც, თურმე!

                        მოუსმინეთ გიდს!

                        მცხეთისკენაც იშვერს

                        ქალბატონი თითს!

                        ბალიშები თურმე

                        ასხივებენ შიდსს!

                        ვინ აღადგენს დაშლილს

                        სიყვარულის ხიდს!

მალვა უნდა სიყვარულს!  არა საჯაროობა!

გეტყვი, საჯაროობის იყოს საჭიროება!

ხომ მოასწრო საწყალმა სეფემ დაბარება!

მალვა უნდა სიყვარულს, კაბას  ჩაფარება!

ეს რა ხდება, ძვირფასო! გვეშინოდეს ქალისაც?

რა საოცარ მხარეში მოვხვდით, ჩემო ალისა!

ვინ რას გეტყვის, გადადის იქნებ ბურატინოთი!

ვაი, ჩემო ასმათ და უი, დაო თინათინ!

თუმცა... ვინ აკვირდება ქალთან ალერსის დროს

ღრუბელს რადიაციულს ან შეძენილ სინდრომს...

ვმართავთ ოკეანეზე უუცისფრეს ტელეხიდს:

ვსხედვართ გაღმაეგამოღმა! - ვსვრით ერთმანეთს ტალახით!

გადავალ და გადმოვალ უუცისფრეს ხიდს,

მაგრამ სად დავემალო ფიქრს მოწამლულს  შ ი დ ს ს...

...და სპარსეთის ყურეშიც ას ავიამზიდს

მიაქვს თეთრი ბაცილა, ერთადერთი შ ი დ ს ს...

შიშმა დაისადგურა თუ... დაიეატომეელსადგურა!

გადავდივართ! კიეკი! ნაღდად  საუკუნის ხიდზე!

პოეტს, ჩემზე იმედიანს, ვერ იპოვი ვერსად, გურა”

არც ატომის მეშინია, არც  ოხერი შიდსის...

ეშმაკს სისხლი სწყურია  ასეთი აქვს რაციონი!

ქარი  მაგნიტურია, წვიმა  რადიაციული!

ფიქრი დაუსაბამოა, დარდიც  დაუსაბამო!

მოწყენილი საღამოა, იქნებ  ბოლო საღამო!

წყალი  ფეკალურია, ფიქრი  არამქვეყნიური...

მაინც მასთან გვწყურია, მაინც მისი სული გვსურის...

ღმერთებს  ცრემლიც სწყურიათ!  ამგვარი აქვთ რაციონი!

ბრიზი  მაგნიტურია, თქორი  რადიაციული...

 

დასაჯდომად ხელსაყრელს  ისევ ეძებს რუსტი ველს...

არ დაასხდეს ყორანი  ვუფრთხილდებით რუსთაველს,

მაგრამ რას მოუხერხებ ბაცილას და მიკრობს!

და შემკრთალი მიჯნური ცეცხლს უცეცხლოდ იქრობს...

მსხვერპლი რომ არ შეიქნან ულმობელი შიდსის

როგორ ვიხსნათ ჯაგერი, როგორ ვიხსნათ შილდსი...

მიეძალონ წაბლს შემწვარს და უმწიფარ შინდს!

გვარწმუნებენ: ორივე შველის თურმე შიდსს...

ვინც კაცია, მაგრამ ურევია ქალი

კაცს, ეგრეთ წოდებულ ჰომოსექსუალისტს

მაგალითად, საქვეყნოდ სახელგანთქმულ ჟიდს,

ხელმეორედ მოკლავდა ეს მოდური შიდს...

სიყვარულის თამაშს  ტრფობის მრავალჭიდს

წაგებული მეტი ჰყავს  შიდს, შიდს, შიდს.

სხვასთან ერთად ნუ შეჭამ ხაშს, ჩანახს და ფითს...

საშიშია! რა იცი! ვინ რას გეტყვის!  შიდს...

ჟღრიალებენ ჩანგები! მღერიან „პუტანკები!”

ბიჭებივით ახურავთ ან ბერეტი, ან კეპი!

ციცქნა ფერიჭამელას, ერთიბეწო წიტს

აქაც შიშით უმზერენ  რა იცი, რა!  შიდს...

 

დაჩხვლეტილი ნემსით და გამჭვარტლული პლანითა

და რადიაციული კვამლით  გმინავს პლანეტა!

მარტოობის ორდენის კავალერი  პლანეტა...

 

გო, რა გეყავება და რა გეჩეფირება!

მალვა უნდა სიყვარულს, კაბას  ჩაფარება!

თურმე სერაფიტსაც კი... თურმე ნეფერტიტს...

დიახ, დიახ, ამბობენ! დიახ, დიახ! შიდს...

 

. . .

თუმცა ვინ აკვირდება ქალთან ალერსის დროს

ღრუბელს რადიაციულს, ან შეძენილ სინდრომს...

 

 

 

წიგნი ტარიელისა ასმათთან მიწერილი

 

ჭიქა ჩაი  ხმელა პურით და ალუბლის სამი კურკით...

გამოუცნობ ღიმილით და სკამზე გადაფენილ ქურქით

სულ მახსოვხარ  ხსოვნას ჩვენსას აზრი გააჩნია თუკი!

ხან  მაბრმავებს, ხან  უბრალოდ  გზას მინათებს მე ის შუქი!

 

„ჩოლკა” შენი მომენატრა  შუბლზე ჩამოშლილი თმანი!

ის ლაბადა, ის ბეჭედი, ის ხელჩანთა, ის პორტმანი!

შენ რომ გძულდა  „ჰალიეგალი!” რომ გიყვარდა  „მანიემანი!”

ერთიც სულ სხვა გატაცება (არაა აქ მოსატანი!),

გემო მიყვარს მაგ ღიმილის, შუქი მომწონს მაგ მურაბის.

ჟრუანტელი აქეთეიქით იდუმალად ჩაჭრილ კაბის...

თვალთვალი და ავი სიტყვა ჩასაფრებულ იმ როკაპის...

სასწაული ხელისგულზე დადებული წყვილი აბის...

 

თვალი შენი  განა შავი  უფრო მეტად თითქო ბაცი...

ღრმა ფიქრი და იმ ფიქრზედაც მწუხარე და ღრმა ნაფაზი!

ხმა გაქვს, როგორც ყველა მწეველს - შეგიძლია, გვითხრა    ბასი!

დისაგანცა უფრო დესო, სხვა ვინა ყავთ შენი ფასი!

 

გაგაჩინა ღმერთმა მონად. გაგაჩინა ღმერთმა მხევლად.

საქართველოს მიერა ხარ აყვანილი ტარიგ მძევლად...

ნუ ახრჩოლებ მაგ „Mარლბოროს” და ნურც „ნაპოლეონს”   წრუპავ 

ჩემი აზრით, არ ვარგიხარ არცა მსმელად, არცა მწევლად...

 

რას გიშველის ყაისნაღი, ანდა შენი ჯადო ნემსი,

ეს ოხერი როცა თავად ცხოვრებაა დასაკემსი!

არ აგიხდა  ვერ ისხურე ლამაზ შუბლზე წყალი ტემზის!

ვერც ქვეყანა დააპურე ხუთი პურით, ორი თევზით...

 

შენი თმები  ფარად მსურდა, შენი ცრემლი  აიაზმად!

ლეღვი! გახსოვს?  ეს ცხოვრება არ ღირს იმ ლეღვების აცმად.

 

მენანება ის წარსული, რა ბრიყვულად დავრჩით დაეძმად...

ის საღამო მომიკითხე და ის მთვარე, დაო ასმათ...

 

 

 

მეორე ნახევარი

 

თავს რით დაიხსნი  ფიქრის მძევალი,

სევდის მსახური, დარდის მხევალი...

თუმც ნახევარი ვერსად იპოვე

გრძნობ, შენც ვიღაცის ხარ ნახევარი...

 

არ გეხერხება, ზოგიერთივით,

ლაქლაქი, ჭორი გაუთავებლად!

ჭრაეკერვა, ცხობა იცი ღმერთივით,

იცი შარვლების გაუთოება...

 

არც იუცხოებ, არც ითაკილებ

შენი კაცისთვის ფეხის დაბანას...

ოჯახს ააწყობ  ისე საკვირველს

მისიც და შენიც  შურდეს ტაბანათს...

 

შენ გეყოლება ქვეყნის ქათმები,

ქმარს ეყოლება ქვეყნის მწევარი...

შენ  რომ გეკუთვნის და გენატრება,

ნეტა, ვინაა ის ნახევარი...

 

ღომის ცეხვისთვის ღამისმთევარი

ნეტა სადაა ის ნახევარი!

წყალი მოზიდოს, შეშა დააპოს,

ბოსელში ებას ხარი ყევარი!

 

შენი, მთლად შენი,

შენთვის, მთლად შენთვის

ვის მიემატა ის ნახევარი...

 

 

 

ლექსი სექსის შესახებ

 

მოიშორა კაცმა ბეგთარი და სამკლაური!

მოიშორა ქალმა ყოველგვარი სამკაული.

 

ქალს თვალებში ჩახედა  მოეჩვენა, ცას ახედა.

გულისპირი ჩახადა  ორი ტრედი ცახცახებდა...

თითქო დენმა დაკრათო... ატარებდნენ ხორცნი დენს...

გაშრობოდათ ყანყრატო  ბრმად ერთმანეთს კოცნიდნენ...

 

ოხერია მთვარე  რამდენი რამ უნახავს!

ოღონდ საიდუმლოს         მხოლოდ მიჯნურთ უნახავს...

 

 

სიმღერა

 

მიყვარს, როცა ვინმე მიყვარს,

თან  იმ ვინმეს ვუყვარვარ!

მე ვუყვარდე, მე კი მძულდეს,

განა ქვა ან გულქვა ვარ!

 

კვლავ მოვიდა კატასავით

ჩუმი და შემპარავი...

არ იქნება, ქვეყანაზე

არ უყვარდე არავის

ამოდენა ქვეყანაზე

არ უყვარდე არავის!

 

არ იქნება, ქვეყანაზე

სულ არავის არ სძულდე

ამოდენა ქვეყანაზე

სულ არავის არ სძულდე!

აკი უნდა სიყვარულიც

სიზმარივით გასრულდეს...

 

მიყვარს, როცა ვინმე მიყვარს...

 

 

* * *

(სიყვარული - სიკვდილი)

 

მოულოდნელი მოსვლა  დენივით...

გვიმრისფოთლება ლურჯი საბანი!

ჩემი და შენი  ორი დევნილის

ზესაიდუმლო თავშესაფარი...

 

იცი შენ, რაა ბედნიერება,

რომელსაც ყველა ასე მისტირის:

ის, რაც შერჩება მეხსიერებას

ერთი საბნის ქვეშ ორი სიკვდილი...

 

 

ხატაურა

 

დუმს ბუხართან ბრძნულად ჩემი

მოფილოსოფოსო ფისო!

იზმორება: ამინდია

ლოთობის და ბოზობისო!

 

თუ ვღიღინებ, მაშინ ჩემი

მოფილოსოფოსო ფისო

კნავის, თითქო უნდა „ბისზე”

გამომიხმოს: „ბის” და „ბისო!

 

ამინდია მართლაც კარგი,

უფრო სწორად  მართლა ცუდი:

საჭიროა პალტო, კაშნე,

წინდა, ბათინკა და ქუდი...

 

ფეხსაც ვერ გავადგამ გარეთ,

მთლად მსოფლიო დამაფიცო!

თავს მიქნევს და თანამიგრძნობს

ნებიერი დამა  ფისო!

 

რომ ჰგონიათ, არც ისეთი

უეშმაკო და უბიწო

დუმს კერასთან ბრძნულად ჩემი

მოფილოსოფოსო ფისო...

 

 

ორნი

 

1.

რა შუაშია ფოსფორის შუქი: საფლავი ღამით - ზოგიერთი ანათებს მხოლოდ. თუ სიცოცხლეში არ აგროვე სხივი და სხივი, სამუდამოდ დარჩები ბნელში: საფლავი ღამით - ზოგიერთი ანათებს მხოლოდ! მე რომ მკითხავდნენ, დიდ რუკებზე, დიდ ქალაქებთან, დიდი საფლავიც უნდა აღნიშნონ, რადგან საფლავი - ზოგიერთი ანათებს მხოლოდ!..

მხოლოდ დროებით რჩებიან მარტო, სხვა დროს ყოველთვის ერთად არიან! ერთად არიან, ანათებენ ღამეში ორნი, რომ გზა უჩვენონ მარადისობის ბნელ წიაღიდან მომავალ წყვილებს.

ამქვეყნად ორნი - ბევრნი არიან. მახინჯი წყვილი. ლამაზი ჯუფთი. ბოლოს და ბოლოს, ეს სულერთია, რა გაგვამრავლებს - სისხლი თუ სარკე, რადგან ორივე მხოლოდ ჩრდილია: კაციც და ჩრდილიც, ქალიც და ჩრდილიც...

რამდენიც გინდათ იყავით, ოღონდ რაც მთავარია - იყავით ორნი... უნდა გიჭირდეს ძილის დროს ძილი, და გაწუხებდეს მაღალი ფიქრი, სურვილი - იყო არა ათასი, ან კიდევ ერთი, არამედ - ორი:

როგორც  თვალები.

როგორც  ხელები.

როგორც  ფეხები.

როგორც  ყურები.

ან  ძუძუები.

ან  ორი ნესტო.

ან...

რა საჭიროა დახურდავება: ის, ვინც ერთია, ადრე თუ გვიან უსათუოდ გახდება ორი!..

 

2.

და საქორწილო კიბეზე  ორნი... წამოვლენ, წავლენ  რჩებიან ორნი. სიყვარულს მუდამ იწყებენ სამნი, და აგრძელებენ სიყვარულს ორნი.

წყვილი თვალივით ლამაზი წყვილი... საწამლავი და სატევრის წვერი... და წყვილი ყური  დაცული ცვილით. მკლავი და მკლავი. ხელი და ხელი...

გადაჯაჭვული ბედი და ბედი, შეტოლებული  მიხაკი მიხაკს. წყვილი ბეღურას ლამაზი ბუდე: ცოტა ბალახი და ცოტა თიხა...

თუ მომენატრე  უთუოდ მოვალ... თუ მოგენატრო  უთუოდ მოდი... ყური არ უგდო მავანს და მავანს, მე მუდამ გელი  უთუოდ მოდი...

ორი ფრთა, ორი.

ნიჩაბი  ორი.

ბორბალი  ორი.

ღიმილი  ორი.

რეკავს და რეკავს ზარი და ზარი, ახლოს და ახლოს, შორით და შორით...

ჩუმად, რა კარგი ღამეა, ჩუმად... ჩუმად, რა ბევრი ცრემლია, ჩუმად... როგორ სჭირდება ბედნიერებას ცოტაოდენი ტკივილიც... ჩუმად!..

გადაჭდობილი ყელი და ყელი. სხვები წავიდნენ. მღერიან ორნი. ხელს მაგიდის ქვეშ... დაეძებს ხელი... ისმის ქვითინი საქსის, ვოლტორნის.

 

3.

რა დიდებული გრძნობაა ეჭვი, როდესაც იგი სიყვარულს ნიშნავს!

თვალი, რომელსაც შეამჩნევ თვალში! ხელი, რომელიც გათბება ხელში! მხარი, რომელიც იგრძენი მხარში! ფერი, რომელიც გადნება ფერში!

 

ისე ძალიან მიყვარს მდინარე და მდინარეზე ბევრი ხიდები! მე სულ ამაზე ვამბობ სამდურავს: რად ვერ ავაგეთ ბევრი ხიდები!

გულს გული იცნობს, ღონეს  ღონე, ნაპირს  ნაპირი! სენას  სენასთან და მტკვარს  მტკვართან აახლოებენ მხოლოდ ხიდები!

ათას ლონუელს და აბელიარს, ათას ტარიელს, ათას თინათინს (მათი სახელი ისე ბევრია, მე ვერ ჩამოვთვლი ალბათ დილამდის)  ვიხსენებ, ვაქებ, შევნატრი, ვეძებ, ისევ ვიხსენებ, ისევ შევნატრი, ვფიქრობ შორეულ დებზე და ძმებზე: როგორ მოვიდე, როგორ, თქვენამდი!..

ჩემს თვალებს ვხედავ მეგობრის თვალში! გამითბა ხელი მეგობრის ხელში! მეგობრის მხარი ვიგრძენი მხარში! მე მიყვარს  სიკვდილს აღარას ვერჩი!..

 

4.

შრიალებს ბნელში ყორნის ფრთა  ყორნის! აღვიძებს ტალღას ჭრიალი ბორნის! აფუვდა ცომი! ვარვარებს თორნე! ახარებს ხაბაზს ღუღუნი თორნის!

კასტანიეტის, საქსის, ვოლტორნის ისმის ღიმილი! და შორზე შორნი  კაკლების ჩრდილში, ხავსიან ლოდზე უსიტყვოდ, ჩუმად მღერიან ორნი!..

კედელზე  შვლები და ნიამორნი! სავანა, სტეპი, და უფრო შორნი: წმინდა ელენე, პოლინეზია, ბორნეო, ბაში, ტაიტი, ჰორნი!..

ყველგან  წყვილები და გულისსწორნი (ვარვარა ზვინზე წვებიან ორნი...) მოწვეთავს ციდან ლამაზი დილა! შრიალებს ბნელში ყორნის ფრთა  ყორნის!..

ვიხსენებ ყველას! შევნატრი! ვეძებ! ისევ ვიხსენებ, ისევ შევნატრი. ვფიქრობ შორეულ დებზე და ძმებზე: როგორ მოვიდე, როგორ, თქვენამდი!..

 

5.

ბალახში ორი ხოხობი გოგავს. წყვილი საყურე სიხარულს მოჰგავს. წყვილი საყურე - მთვარე და მთვარე  ისევ და ისევ ტოკავს და ტოკავს.

მიაფრენს ველბოტს ნიჩაბი წყვილი. თოლიას ფრთები მძიმდება წვიმით. ღამეა! თითის მიუკარებლად გალობს და გალობს სიმი და სიმი!.. სიყვარულს მუდამ იწყებენ სამნი, და აგრძელებენ სიყვარულს ორნი!..

გახმა სამყურა, მოდის წვიმა. ღამდება ადრე. „არ მიყვარს, მიყვარს. არკვევს გოგონა პატარა ვაგზლის ცივ მოსაცდელში. ასე აკლდება დღეებს დღეები, ასე აკლდება ფურცელს ფურცელი... და მატარებლის სუსტი კივილი გულისხმობს, სადღაც მიდის მესამე. იყო მესამე  ნიშნავს, იყო ნიადაგ მარტოდ... გადაიარა ბევრი ხიდი, უკან დარჩა ათასი ღამე... გადაიარა ბევრი ხიდი და მარტოდმარტო დარჩა მესამე... ათასი კაცი უმზერს წვიმას და ათას კაცში მარტოდმარტო დარჩა მესამე. გაშიშვლებული გულივით მოჩანს აკაციაზე ბეღურას ბუდე. მატარებლიდან დანახული სითბო და კვამლი აკლდება ოჯახს,  ემატებათ გათოშილ მგზავრებს. დღეს მერამდენედ გაიგონე მესამე ზარი: მიდის ღამეში მარტოკაცი, მკაცრი მესამე. იყო მესამე - ნიშნავს, იყო ნიადაგ მარტოდ. იქნებ მეოცე საუკუნე საჭიროდ არ თვლის იფიქროს ჩემზე, შენზე, მასზე  იფიქროს ბევრზე... ისმის ვაგზალში მეორე ზარი... ორ ბედნიერზე ფიქრობს მესამე...

 

 

სიმღერა ყველაზე კარგ ყვავილზე

 

ღარიბი კაცი ცოდვაა.

მაგრამ მე რად ვარ ღარიბი:

დიდი სახლები თუ არ მაქვს,

მაქვს დიდი ნასახლარები!

ქვევრებში თუ არ მისხია,

მაქვს ღვინით სავსე ბოთლები!

ბაღი სხვისია?  ჩემია

ფოთოლცვენა და ფოთლები.

მარტო ის რად ღირს, ღამით რომ

საყვავილესთან ჩავივლი:

თუ საყვავილე სხვისია,

ჩემია ერთი ყვავილი!

 

ფერმილეული ყვავილი!

ულამაზესი ყვავილი!

პააატარა ყვავილი!

ყველაზე კარგი ყვავილი!

 

* * *

ვხედავ გზისპირას გამართულ კარვებს.

ვხედავ კარვის წინ მოწყენილ კარმენს:

კარმენი მღერის!

კარმენი ცეკვავს!

კარმენი კარმენს ახარბებს კაბებს!

 

და თუმც ღალატის ორჭოფულ ნიჭით

სავსეა ახლაც არსება მისი

ვის უღალატოს!  სადღაა ბიჭი,

მისი უკვდავი ღალატის ღირსი...

 

 

* * *

... ხოლო ღამეში შენი უარი

ბზინავდა - ბეწვი იაგუარის...

ჩვენი გათიშვა ძნელი არ იყო

ქვეყნად რამდენი იაგო არის...

 

ძაფით  ფერადი მიგაქვს შარები!

გულით  ნაღველი იმ განშორების!

და მიიწევენ ცისკენ ბურთები

მსუბუქი, როგორც ქვეყნის ჭორები...

 

 

 

ლექსპრომტი ზეს

 

ყელი  ბროლის.

მკერდი  ფიქლის.

თვითონ  მიზეზი ხარ ფიქრის.

შენთვის ჯოჯოხეთში ჩავალ

(თუმცა მაქნისი ვარ იქ რის...).

თუ შენს გამო გიჟი არ ვარ

ყოველ შემთხვევაში, მიქრის...

„საზიზღარი ვიღაცა ვარ!

შენ კი ნატეხი ხარ ჯიგრის!

 

ან მე მოვალ!

ან შენ მოდი!

დრო, ვერ ხედავ? როგორ მიჰქრის...

 

 

სპარტაკი

 

                        (შთაბეჭდილება მიღებული

                        ფილმით და წიგნით)

 

ხელი დაუქნია  მერე გლადიატორთ მან და

ამფითეატრონი

აიჭრა და ატორტმანდა!

სანამ მოკლავს ბატონს,

მონა არის მონა მანა”

რაკი არ კლავს ბატონს,

უნდა მოკლას მონა მონამ.

 

ყველგან  ჭრილობები!

ნაჩხვლეტები! ნაბზარები!

მეტროპოლიიდან

სიკვდილია ნაბრძანები!

ეს მახვილი, იცით?

ვისკენაა მისამართი!

 

რად ეშლება სიკვდილს

ასე ხშირად მისამართი!

დაუბრუნდეს იქნებ

ცეზარს ნიჭი ატირების!

მისთვის ეგებიან

ხმლებზე გლადიატორები!

საყვარელი ბიჭი

საყვარელ ბიჭს ერკინება!

...და იყოფენ ორნი

ერთ უმწეო შეკივლებას!..

 

 

* * *

აგარაკი მქონდეს და

გვერდით იახტა ებას

მირჩევნია ტკივილი

გადამდნარი ტაეპად!

არის ქალი  მიჯნური!

არის ქალი - დობილი!

არის  კინოვარსკვლავი!

არის  კინოცთომილი!

მე კი... გაგიკვირდება,

მირჩევნია რომელი:

რომ ზის სელზე, კოფთას ქსოვს

და ძვირფას ქმარს რომ ელის...

 

 

* * *

ოქროს მაგიერე

ინფარქტები მიგროვებია!

მერე რა, რომ ეს ინფარქტები

მიკროებია!

 

ვერ მივაგენი სიზმარშიაც

განძი მაკენის!

სამაგიეროდ, სიყვარულო,

შენ მოგაგენი!

 

შენი ხმა  ჩემი ერთადერთი

ელდორადოა!

ამ ხმის პატრონი  უქონელი

ვითომ რატოა!

 

მე ოქროების მიყვარს ცქერა

მათი გროების!

შენგან დამართულ ინფარქტების

სულ მიკროების...

 

 

* * *

მე ვარ გაორებული. მე ვარ გასამებული.

მე ვარ გაოთხებული. მე ვარ გაწამებული...

 

მე ვარ გაათებული. მე ვარ გაოცებული.

მე ვარ გაკვირვებული!  დიდად გაოცებული...

 

მე ვარ გაასებული, გამილიონებული...

მეჩვენება მწევრები... და... სიკვდილის ნაბული...

 

მე ვარ ოთხნახევარჯერ გამილიარდებული!

მთელი ქვეყნის სატირალს მე მივტირი, დებილი!

 

ბოლოს მაინც ერთი ვარ  შენგან გაორებული,

და შენ ხსნა და ნუგეში ისევ გვერდით მეგულვი...

 

 

 

თითები

 

სად შემძვრალა ბეჭედში

ბრილიანტის მეჭეჭი!

სიყვარულის საქმენი

ბოლოს თითზე საკბენი...

 

ალმასიც და ლამაზიც

უნდა დიდხანს ამოწმო.

შხამს, ფირუზით ნატარებს,

ბოლოს კოცნით ამოსწოვ...

 

... ნატრულები ამღვრეულ

ალერსის და ფერების

უძვირფასეს ბეჭდებით

სხედან შინაბერები.

 

...და მიძვრება ბეჭედში

ბრილიანტი  მეჭეჭი!..

 

 

საუბარი ბალზაკის ასაკის ქალთან

 

                        ეს საუბარი მე გავლექსე მხოლოდ, რის გამოც

                        ყოველგვარ პასუხისმგებლობას, რაც ვერსიფიკაციაზე

                        მსჯელობას სცილდება, თავიდან ვიხსნი.

 

   თუ არც საცოლე,

თუ არც ცოლი ხარ,

გინდ  აქ წოლილხარ,

გინდ   იქ წოლილხარ!

თუ არც  აქ წევხარ,

თუ არც  იქ წევხარ,

აქაც და იქაც 

ყველგან  ნოლი ხარ!

 

აბა მითხარი

ერთი გულწრფელად:

ხომ ცარიელი

სინანული ხარ!

 

რად უნდა დაჭკნეს

უსიყვარულოდ

ეს თმა; ეს მკერდი;

მხრები; ღაწვები...

თუ არც ცოლი ხარ

და არც საცოლე,

ვისი საქმეა,

ვისთან დაწვები!

 

თუ არც საცოლე,

თუ არც ცოლი ხარ,

მარტოკა მწოლი

სასაცილო ხარ!

 

 მაგ მუშტებს მკერდში

ტყუილად იცე”

რას როგორ ვიზამთ,

ჩვენვე გვაცალე!

შენ კი, თუ მართლა

ამდენი იცი,

შენს დას და შენს ქვრივ

დედას ასწავლე!

 

 

ევა (2)

 

ერთ მშვენიერ დღეს ევამ

ადამი შექმნა ნეკნიდან!

(რომ არ შეექმნა ევას,

ალბათ ადამი შექმნიდა!)

 

სიყვარულების ბედი

მართლაც რომ ბეწვზე ეკიდა,

მაგრამ უეცრად ევამ

ადამი შექმნა ნეკნიდან!

 

განა თიხიდან შექმნა!

შექმნა საკუთარ ნეკნიდან,

რომ იმედგაცრუებულს

ბოლოს თითები ეკვნიტა!

 

როგორც დღეს თუმნიანი

ვაშლი გაყიდონ ას თუმნად

გველმა ადამი, ხოლო

ადამმა ევა აცდუნა!

 

გამოაძევა ღმერთმა

სუ კეტით გამოეკიდა,

და ტყვიაგაუმტარი

ედემს კარები შეკიდა!

 

დაწყევლა ღმერთმა ადა” 

ცხადია, ევას გულისთვის!

წვალობს მას მერე კაცი,

რას არ კადრულობს ფულისთვის!

 

დარდობს: ნეტავი სულაც

არ შევექმენი ნეკნიდან!

თავი ტანჯვაში მიკრეს

ბედნიერების ქვეყნიდან!

 

გაჩენილი ხარ ქალის,

პატივცემულო ადამო!

ამაში, თუ არ ვცდები,

არაფერია სადავო!

 

მაგრამ იმ დღეს რომ ევას

არ შეექმენი ნეკნიდან,

თვითონ შექმნიდი მიჯნურს

შენი ხელები შექმნიდა!

 

 

* * *

(შრება ნიავზე მანიკური)

 

შენს ფრჩხილად არ ღირს ახალი მთვარე...

ეჩვენე მაინც, გამოდი გარეთ!

შენს სიმღერასაც უსმინოს ბარემ

შენს ფრჩხილად არ ღირს ახალი მთვარე...

 

რაც მე შენს მკერდზე ხალები ვთვალე...

რაც მე შენს ყელზე ხალები ვთვალე...

რაც მე შენს მკერდზე ხალები ვთვალე...

შენს ფრჩხილად არ ღირს ახალი მთვარე...

 

მდინარე, ყანა, ვენახი, მზვარე...

ვერც ერთს გულგრილად ვერ ჩავუარე.

ახალი მთვარე დანათის სოფელს...

შენს ფრჩხილად არ ღირს ახალი მთვარე!

 

 

* * *

მინდა ვიყო შენთან. მინდა ვიყო შენში. მინდა ვიყო შენი.

ვიყო შენთვის პური. ვიყო შენთვის წყალი. ვიყო შენთვის დენი.

ვიყო შენთვის წიგნი  ვიყო შენთვის ფიქრი. ვიყო შენთვის შხამი.

ვიყო მუდამ შენთან. უფრო მაინც  დღისით. უფრო მაინც              ღამით.

 

მინდა იყო ჩემთან. მინდა იყო ჩემში. მინდა იყო ჩემი.

იყო ჩემთვის ღვინო. იყო ჩემთვის ჩაი. იყო ჩემთვის ჯემი.

იყო, რაც მე მინდა. რაც გადამავიწყდა. იყო, რაც მე ვიცი.

როგორც ტრისტანისთვის იყო იზოლდა და რამინისთვის  ვისი...

 

თუ ვიქნები სხვასთან  ვიყო მაინც შენში, ვიყო მაინც შენი!

რომ იმ სხვამაც იგრძნოს: სხვაა ჩემთვის  ბარბი, სხვაა შენთვის კენი!

თუ იქნები სხვასთან იყო მაინც ჩემში, იყო მაინც ჩემი!

რომ იმ სხვამაც იგრძნოს: სახრჩობელას თოკზე ხმას არ იღებს ხემი...

 

 

 

ალუზია სიზიფეს თემაზე

 

დაწყევლილი ტვირთი

ვერაფრით მოიშორა,

და სიზიფე ითვლის:

„ეხ, რაზ, ეშჩიო რაზ!

 

დაწყევლილი ტვირთი

ისევ თავქვე მოგორავს,

და სიზიფე ითვლის:

„ეშჩიო მნოგო, მნოგო რაზ!”

 

ქორს ახედა ცაზე

სულს იბრუნებს მძევალი...

მანამ ივლის ასე,

სანამ უცდის მწვერვალი...

 

დაცვარულა წვერი,

დაჩუტულა ტიკჭორა,

სული ისევ მღერის:

„ეეხ, რაზ, ეშჩიო რაზ!”

 

(ფიქრი: ნეტა მოხდეს,

დაიწეროს ამ ლოდზე

„დაიბადა... მოკვდა...

წამკითხველო, დალოცე!”)...

 

 

* * *

(ძლიერი, ვითარცა სიკვდილი - სიყვარული)

 

სიკვდილს თვალებში ჩავხედე

შენი თვალები ჰქონდა...

ასპიტო, ნუკრო, ირემო,

ჯალათო, ანაკონდა...

 

ხელი - ხან თმას რომ ვარცხნიდა,

ხან - აწვალებდა კონდახს

სიკვდილს ხელებზე დავხედე 

ხელებიც შენი ჰქონდა...

 

პარიზთან, ვარადეროსთან,

ბრნოსთან, ბერლინთან, ბონთან...

სად არ მინახავს... და მუდამ

ქალის თვალები ჰქონდა...

 

ადიდონ ქალი  მიჯნური,

ღიმილი შეუქონ და

უმღერონ... ოღონდ ისიც თქვან,

ხმა რომ სიკვდილის ჰქონდა...

 

სიკვდილის საქმე ყველა

წყდება დახურულ კარს იქით!

გინდ კეისარი იყავ,

გინდ - სიამაყე კორსიკის...

 

 

* * *

ჩემდა გასახარებლად - ამოჰქონდა ჩანთიდან

ხან ნახატი, ხან ია, ხან ნამცხვარი, ხან ტიტა...

მთელ ქვეყანას მერჩია ის ია და ის ტიტა...

სკოლა დამთავრდებოდა  გასასვლელში მიცდიდა...

 

მთელ ქვეყანას მერჩია, ის სამზადი, ის ოდა...

ლექსიც, მჟავაც, ატომიც  ერთნაირად იცოდა.

მძევლად აყვანილია ის ბავშვობაც, ის ხიდიც

და იმ მძევალს ვერასდროს ვეღარ გამოვისყიდით!

 

ამას წინათ ქორწილში  თითქო სილა გამაწნეს

(აზრი არ აქვს მოყოლას) მისი ქმარი გამაცნეს...

... ჩვენ ისევ იმ კლასში ვართ უკანასკნელ ზარს ველით...

და თავს გვადგას დრო  ორი ანგელოსის მძარცველი...

 

 

ბუხართან

 

დევს ბუხართან  საფარივით

მანავური საფერავი!

საშუალება გვაქვს  ერთი

კაცურად შესაბერავი!

უნდა ალბათ ღორიც დავკლათ!

რომ არ დავკლათ, აბა, რა ვქნათ!

უნდა უზარმაზარ ქვაბში

ახლაც ასოეასო ჩავქნათ!

მართლა ისე გემრიელად

გამოვცალეთ ბოლო ტიკი

ხსენებაც კი არ ყოფილა

დედამოკლულ პოლიტიკის!

„მოვახერხებ! კი! როგორმე!

ხაეხაეხაეხა! სამ თალიას!”

ისმის ლამაზი და მკვრივი

ჭარმაგების „ზამთარია!

 

 

წამი...

 

თუმცა სიბრაზემ ამიტანა

ლოყაზე შენი სილა მაზის

არ ვარ მნახველი ამისთანა

ენით უთქმელი სილამაზის...

 

გახსოვს?  რახილომ როგორ გაქო:

კარგად გაზრდისო მაგი შვილებს...

მეორე ლოყა, ჩემო კარგო,

სწორედ მაგიტომ მოგიშვირე...

 

 

თითქმის იდილიური სურათი

 

ორი - მუცელში უზის!

ორიც - მუხლებზე უზის!

ქმარს ელოდება ისევ

(ქმარს, მომლოდინეს მუზის).

ეს მოლოდინი მძაფრ და

უხერხულ ვნებას იწვევს.

თქვენ ნუ ჩახვდებით მის აზრს

(სურს, თავის კაცთან იწვეს...).

ოჯახს არ ყოფნის ნავთი.

სხეულს არ ყოფნის კაბა.

ზის თითო მუხლზე თითო:

ისიდორე და საბა!

 

 

ფრთები, ფრთები გინდა...

 

მშვენიერი გოგონას

მშვენიერი სხეული

ამოფრინდა გოფრედან

და ლამაზი ბიჭისკენ

უკან მოუხედავად

წავიდა და გაფრინდა!

 

მეორე დღეს ზუსტად იქ

მშვენიერი ის გოგო

ამოფრინდა პლისედან!

ფრენა რომც არ იცოდე,

თუ ხარ შეყვარებული,

გაფრინდები ისედაც...

 

 

პოდიუმი

 

ქალი მუდამ ქალია  ძუ. ძუ. ძუ. ძუ.

ბუზჰალტერი  გალია!  ძუძუძუძუ...

სიმღერაა, ვნებაა  ინდიემინდი...

მხოლოდ ქალის ნებაა ინტიმეინტი”

 

სიყვარული  გიჟია,

სიყვარული  ჭკვიანია.

სულ რაღაცის შიში აქვს

თან  სწამს, თანე ეჭვიანია!

მეც მიეჭვიანია, მაგრამ კიდეც მწამებია!

სიყვარული  თაფლია. სიყვარული - წამებაა!

 

სიყვარული ეადრეა.

სიყვარული  გვიანია.

გული მისი  სუსტია.

გული მისი  ქვიანია!

ალბათ  საუკუნეა.

ალბათ  მხოლოდ წამებია.

სიყვარული  ლხინია.

სიყვარული  წამებაა!

 

ქალი მუდამ ქალია  ძუ. ძუ. ძუ. ძუ.

ბუზჰალტერი  გალია!  ძუძუძუძუ...

სიმღერაა, ვნებაა  ინდიემინდი...

მხოლოდ ქალის ნებაა  ინტიმეინტი”

 

ძუ. ძუ. ძუ. ძუძუები  ვტკბები გამეორებით!

სექსით გაუმაძღრები  პოლიგამიურები!

ლამაზი ნიკაპები. თეძოები. მუცლები.

ერთი გოჯი კაბები. ერთი მეტრი ქუსლები.

ცისფრები და თეთრები. ყვითლები და თალხები.

ბეთჰოვენის ჯინაზე  მიკ ჯაგერის თანხლებით.

სილამაზე, როგორიც ათასწლეულს შეფერის

ელენა და მაცა და კემპბელი და შიფერი!

 

ქალი მუდამ ქალია  ძუ. ძუ. ძუ. ძუ.

ბუზჰალტერი  გალია!  ძუძუძუძუ...

სიმღერაა, ვნებაა ინდიემინდი...

მხოლოდ ქალის ნებაა  ინტიმეინტი”

 

 

 

მოხუცი პოდიუმის სიახლოვეს

 

ხომ გული ტკივა  გაურბის გული

მაინც ქალისკენ გაურბის თვალი!

ცდილობს, როგორმე დაითქვას სული

თვალს ჭრის ვეება კოცონის ალი...

 

შემორჩა სხეულს მხოლოდ დიდება

უკვდავ სიცოცხლის საბუთი ვნება:

თუმც ყინულს ცეცხლი არ ეკიდება

ცეცხლთან ყინული ყოველთვის დნება...

 

 

დივიდენდი

 

ვირტუალური ვირტუოზი.

ჰაკერი. ჯადო.

ათასში ერთხელ ქეიფებში

ნამდვილი ღადო!

რაც კი გააჩნდა  სილამაზე,

სიმდიდრე, ცოდნა

სუყველაფერი, როგორც წილი,

ერთ ქალში ჩადო...

 

ცხოვრებას მოკლეს  წასაშლელად

განწირულ ფაილს

არ ემდუროდა, და არც ახლა

ემდურის მაინც!

შინ მიბრუნებულს დივიდენდი

ხვდება მდიდრული!

ქალი, რომელშიც ყველაფერი,

რაც ჰქონდა, ჩადო...

 

 

ირონიული

 

დაირღვა ძველისეძველისეძველი

ულამაზესი ჰარმონია:

ყოველ მეხუთე მამაკაცში

დღეს დედაკაცის ჰორმონია!

ანუ მეხუთე კაცი ყველა

პირწავარდნილი ლაჩარია!

უნდა ამასაც შეურიგდე!

რას იზამ, მეტი რა ჩარაა:

რას ჩამოასხამ, შიგ რაც არ დგას!

რას დალევ, ჯამში რაც არაა!

 

დაირღვა ძველისეძველისეძველი

ულამაზესი ჰარმონია:

ყოველ მეათე დედაკაცში

დღეს მამაკაცის ჰორმონია!

 

 

(უბრალო ამბავი)

 

ქმარმა რომ კარი გაიჯახუნა,

ცოლმა უსიტყვოდ თავი ჩაღუნა.

კუთხეში იდგა ორი აკვანი

და ჭყლოპინებდა ორი აღუა.

 

ბიჭმაეაკვანმა წარბი შეიკრა,

და წამის შემდეგ ბიჭმაეაკვანმა

დასტოვა სახლი, წამოეწია

მამას, და სთხოვა ხელში აყვანა!

 

სცა პატარა ბიჭს მამამ თაყვანი,

და აიტაცა ხელში აკვანი!

შემოხვდა დედა თვალცრემლიანი

თავის ბიჭუნას  ხელში აყვანილს...

 

ნანობს, კარი რომ გაიჯახუნა,

და ქმარმა თავი თვითონ ჩაღუნა...

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ჭანტურია ტარიელ / თაფლობის საუკუნე