ბალადა რობინ ჰუდისა და გაი გისბორნისა.

 

თარგმანი ინგლისურიდან - გივი გაჩეჩილაძე.

 

როცა ტყეს ნამი აბრწყინებს.

და ფოთლებია გრძელი,

იქ ხეტიალი კარგია,

სიამოვნების მგვრელი.                                                                                                                 

შაშვიც კი ისე ჭახჭახებს,

ისე მთვრალია ეშხით,

რომ რობინ ჰუდი იღვიძებს.

დილის ნამიან ტყეში.

“ვფიცავ, _წარმოსთქვამს ის ლაღად,  _

კარგი მესიზმრა ომი,

ვიხილე ორი მოისრი.

ჩემი დაძლევის მდომი.

მართლაც დამძლიეს, წამართვეს.

ეს ჩემი მშვიდი ღამე.

მაშ მე არ ვიყო რობინი,

თუ შევარჩინო რამე“.

 

პატარა ჯონმა მიუგო:

სიზმარი არის ქარი,

დღეს დაუბერავს_გაივლის,

ხვალ კი აღარსად არის“.

“ჩქარა, ერთგულო ბიჭებო,

ჯონ,  არ დაყონდე დიდად,

მწვანე ტყეებში მივდივარ,

იმ ორთა ნახვა მინდა“.

ზურგზე მოიგდო კაპარჭი.

და მშვილდისარი ხელად,

მწვანე ტყისაკენ გასწია.

ისრის სასროლად ყველამ.

მწვანე ტყეშიაც მოვიდნენ,

ძველი მინდორის გვერდით.

ხედავენ, ხის ქვეშ დამდგარა.

უცხო მსროლელი ერთი.

ხელს ახებს გვერდზე დაკიდულს.

ის ხანჯალსა და მახვილს.

და ცხენის ტყავი აცვია.

მას უცნაური სახის.

ჯონმა სთქვა:   ”ჩემო ბატონო,

ხის ქვეშ დაიდე ბინდა,

მე მარტო მივალ მოყმესთან,

ვკითხავ თუ არის ვინა“.

“ვერ მოგიწონებ, ჯონ, მაგას,

ისედაც მიპყრობს სევდა,

რომ ხშირად წინ სხვებს ვაგზავნი,

თვით კი დარჩენას ვბედავ.

დღეს კი იცოდე, მიგიხვდი.

მაგ ეშმაკობას მამაცს,

რომ მშვილდი არ გამტეხოდა,

შეგანანებდი ამას“.

გადასწყვიტეს და გაიყვნენ.

რობინ ჰუდი და ჯონი.

ჯონი წავიდა ბერნისდელს_.

იცის გზები და ფონი,

როცა მივიდა ბერნისდელს,

მძიმე სურათი ნახა:

მის ორ ამხანაგს შერიფი.

რაზმით არტყამდა ალყას.

ფეხით გარბოდა სკარლეტი.

ქვებსა და კუნძებს შორის,

უკან მისდევდა შერიფი.

დიდი ამალის მყოლი.

ჯონმა სთქვა: ”ისარს მე უმართავ,

ღმერთმა ნიშანი მომცა,

შერიფისათვის კარგია.

ცოტაოდენი მოცდა“.

მაშინვე მშვილდში ისარი.

ჩასვა ყაჩაღმა გრძელმა,

მაგრამ ჯონს მშვილდი გაუტყდა,

წვრილმა ვერ გასძლო ძელმა.

“რისთვის იზარდე, ავოშტოვ,

რად ამოყარე თავი.

მე შენი კარგი არ მახსოვს,

მახსოვს მარტოდენ ავი“.

მაგრამ შემთხვევით ნასროლი.

არ დაიკარგა უქმად.

გახდა ვილიამ ტრენტელი.

გზააბნეულის ლუკმა.

ყოფნა უბედურ ვილიამს.

სახლში ერჩივნა მისას:

არ შეხვდებოდა ამ დილით.

ჯონის გასროლილ ისარს.

ამბობენ, ხუთი ბრძოლაში.

უმჯობესია სამზე.

პატარა ჯონიც შერიფმა.

შეკრა და დასდო ხავსზე.

ვიკმაროთ ჯონის ამბავი,

დავდგეთ რობინის ირგვლივ,

როდესაც უცხო მოისარს.

უახლოვდება იგი.

გამარჯვება სთქვა რობინმა,

“იცოცხლე! _ამბობს მოყმეც“, _

“ვგრძნობ, უნდა შენი ისარი.

მიზანს ადვილად მოხვდეს.

სთქვა მოისარმა: ”ჟამი მაქვს.

თავისუფლებით სავეს!“

“შენი გამყოლი ვიქნები _.

ჰუდმაც მიუგო ასე“.

“მე აქ რობინ ჰუდს დავეძებ,

ყაჩაღს, რომელიც გველტვის,

იმის ნახვა ოქროზე.

უფრო ძვირია ჩემთვის“.

“რობინს შეხვდები, მხედარო,

თუ კი წამოხვალ ჩემთან.

მაგრამ ტყის პირას მწვანეზე.

ჯერ ვითამაშოთ ერთად,

დავსვათ ნიშანი, სიმარჯვე.

ვაჩვენებინოთ თვალებს,

და იქნებ აქაც შემოგვხვდეს.

ჩვენ რობინ ჰუდი მალე!“

დასჭრეს ბუჩქები ტყის პირას,

სადაც ჰყვაოდა სვია,

შტოთაგან დაწნეს მათ ჯვრები,

დასვეს ნიშანი ღია.

“დაიწყე, _უთხრა რობინმა, _.

ჯერ შენი იყოს ჯერი“,

“ვფიცავ, _მიუგო მეორემ, _.

ჯერ შენ და მე კი მერე".

სულ ერთი გოჯი ნიშნამდე.

დარჩა რობინის ისარს.

თუმც მარჯვე იყო უცნობი,

ისიც ვერ მისწვდა მიზანს.

მეორე ისრით უცნობმა.

ძლივს გაუკაწრა მხარი,

როცა რობინმა ესროლა,

მაშინ გაიპო ჯვარი.

მოყმემ სთქვა:  “ღმერთი გფარავდეს,

მოისარი ხარ სრული,

ვერც რობინ ჰუდი გაჯობებს,

თუ გაქვს მკლავივით გული“.

“შენი სახელი მითხარი ,

უთხრა უცნობმა თანაც“,

“არა _მიუგო რობინმა, _.

შენსას არ მეტყვი სანამ“ .

“მთის მცხოვრები ვარ, რობინის.

შეყრას დავეძებ ერთი,

გაი გისბორნი სახელად.

დაურქმევიათ ჩემთვის“.

“ტყეთა მკვიდრი ვარ , სთქვა ჰუდმა, _.

მე გიმრავლებდი ურვებს,

თვითონ გახლავარ რობინი,

და შენ მე მეძებ თურმე“.

ყველა უგვაროს შეეძლო.

ორთა ომისთვის ცქერა,

ენახა ორი მებრძოლი,

სასტიკ მახვილთა ძგერა.

ორი საათი ემზირა.

მოისართათვის შორით:

რვინ ჰფიქრობდა გაქცევას,

ან შეშინებას ბრძოლით.

მაგრამ წამოჰკრა რობინმა.

პატარა ხის კუნძს ფეხი.

და გვერდიდანვე დაატყდა.

გაი გისბორნის მეხი.

“მიხსენ, _შესძახა რობინმა, _.

ღვთისმშობელს თხოვნას გკადრებ.

არავის უნდა ჰმართებდეს,

მოკვდეს ვადაზე ადრე“.

შველა შესთხოვა მარიამს.

და კვლავ აღივსო ძალით,

გაი გისბორნი დასძლია,

შიგ ზურგში ჩასცა ხმალი.

მტრის თავი ხელში აიღო,

გრძელ მშვილდს დააცვა თავი.

“წახველ, ვინც ქვეყნად იცოდი.

მხოლოდ ღალატი ავი“.

და ირლანდური ბებუთით.

დაუსახიჩრა სახე,

ეს ბნელი სანახაობა.

შეაძრწუნებდა მნახველს.

უთხრა: ”იწექი, სერ გაი,

მოხარულ იყავ ბედის,

ჩემთან ბრძოლისთვის რა გერგოს.

ჩემი სამოსის მეტი!“

ჩააცვა წამოსასხამი.

მწვანე ფოთლებზე მწვანე,

თვით ცხენის ტყავი ჩაიცვა.

ფაფარაშლილი გარეთ,

“შენი მშვილდი და საყვირი.

გამომადგება თავათ.

ჩემთა რაზმელთა საძებრად.

აწ ბერნისდელში წავალ“.

ჩაჰბერა გაის საყვირსა.

და გზას გაუდგა ნელა;

შერიფს, ჯონისკენ გადახრილს,

ესმა საყვირის ჟღერა.

“გესმით, _წარმოსთქვა შერიფმა, _

ღვთის სამართალი მოხდა,

გაის საყვირი გვაცნობებს,

რომ რობინ ჰუდი მოკვდა,

დღეს ადრე გაჰღვიძებია.

გაი გისბორნის საყვირს“.

აქ მოისარიც გამოჩნდა.

ტყავში გახვეულ სახით.

“გაი, ითხოვე, რაც გინდა,

მე აგისრულებ თვითონ“.

“არ მინდა, _უთხრა რობინმა:

არავითარი ჯილდო.

მე თვით დავამხე ბატონი,

ახლა დავაამხობ მსახურს,

თუ ნებას მომცემ, სხვა ჯილდო.

ამ საქმისათვის არც მსურს".

“შეშლილო, _უთხრა შერიფმა, _

გეთქვა შეგეძლო მეტი.

რა ესდენ მცირე ითხოვე,

განა უარი მეთქმის?“

ჯონსაც მოესმა შერიფის.

და მისი მხსნელის ხმები,

სთქვა: ”ზეციერის სურვილით.

თავისუფალი ვხდები“.

აი, ძირს გადმოიხარა.

რობინი, ჯონის მხსნელი,

მაგრამ შერიფის მცველებმა.

ჯონს კვლავ დარიეს ხელი.

“წადით, _უბრძანა რობინმა, _

არ დამენახოთ თვალით,

აღსარების დროს განს დოგმა.

არის გარეშეს ვალი“.

მან ირლანდური ბებუთით.

დაჭრა თოკები რიდით,

მერე ჯონს მისცა საჩუქრად.

გაი გისბორნის მშვილდი.

ადგა ჯონი და მოზიდა.

მშვილდზე ისარი ხელად,

შორით შეხედა შერიფმა,

სცადა გაქცევა ველად.

ნოტინჰემისკენ გარბოდა,

რაც ძალი ჰქონდა, იგი,

უკან მისდევდა მცველების.

შეძრწუნებული რიგი.

თუმც სწრაფი ჰქონდა სირბილი,

მარჯვედ იცოდა ხტომა,

ზურგში მიარჭო ისარი.

გალაღებულმა ჯონმა.   

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ხალხური / ბალადა რობინ ჰუდისა და გაი გისბორნისა.