ვინ გაავრცელა სოფელში ჭორი,

ვის მოუბრუნდა სათქმელად ენა, –

სირცხვილნაჭამი მოდისო უკან,

ხელცარიელი მოდისო საქმრო!

თითქოს ტყუილა ამხელა გზაზე

სირბილით მოკლა საწყალი ცხენი?!

არ უჭამია სირცხვილი ვაჟკაცს,

ნანადირევით დაბრუნდა იგი:

 

ანა ტყუილად ირბინა ცხენმა! –

ქურანი განა ამაოდ დაშვრა! –

მან მოგვიყვანა კაკაბი სახლში,

 

კერდზეც ამიტომ გადასდის ხვითქი.

აბა, გადმოხტი, ლამაზო, ჩქარა,

არარ მოგწყინდა მარხილში ჯდომა?

მოახლე ხომ არ აგიყვანს ხელით.

ხომ არ გადმოგსვამს მაედან ვინმე!

ფეხაუდგამი ხომ არ ხარ ჩვილი,

ამპარტავანი ხომ არ ხარ, კარგო!

ადე, მიწაზე გადმოდი შენით,

ეხი დაადგი ზანგელა მიწას,

რომ გადაუხნავთ დინგებით ღორებს,

აუზელიათ ღრუტუნებს დრუნჩით,

დაუზრგნია ჩლიქებით ხვასტაგს,

ფაფართა ქარით უხვეტავთ ცხენთა!

შენ ჭუჭულივით გაგოდი გზაზე,

იხვის ნაბიჯით გაჰყევი ბილიკს,

შემოიარე გოგმანით ეზო,

ყოველი კუთხე-კუნჭული ნახე,

მიდი მერე და ცოტა ხანს დადექ

პარმაღში, სადაც ყოველთვის გრილა.

ბოლოს, ოთახის შეაღე კარი

და გაახარე მაღალი ჭერი!

ამ ბოლო ზამთარს და ბოლო ზაფზულს –

ძვლის იატაკი იდუმალ გრძნობდა,

რომ შეხვიდოდი ოთახში მალე,

ფეხს დაადგამდი იატაკს ძვლისას;

არც სახურავი შემცდარა სახლის,

მასაც სჯეროდა აქ მოსვლა შენი;

ფანჯრებსაც შენსკენ ეჭირათ თვალი,

იყურებოდნენ ყოველდღე გზისკენ.

ამ ბოლო ზამთარს და ბოლო ზაგხულს –

კარის სახელურს სულ თვალწინ ედგა

ბეჭდებიანი თითები შენი

და ხელთა შენთა შეხებას გრძნობდა

არც თუ იმდენად მაღალი ზღურბლი

შენს მოლოდინში თავს ხრიდა მდაბლად;

ეჩვენებოდა: გამოჩნდი ვითომ,

და იღებოდა თავისით კარი.

ამ ბოლო ზამთარს და ბოლო ზაფხულს –

შენს ცოცხს ელოდა ეს ჩვენი ეზო,

შენსლამაზ თითებს ელოდა ნამსი,

შენს ხელს ელოდა, რაც კია ირგვლივ:

იატაკს მტვერში უწუხდა გული,

ჭრიალ-ჭრიალით უხმობდა მშველელს,

არდგმულსაც ერთი ამბავი ჰქონდა –

შენს გამოჩენას ელოდა ისიც.

ამ ბოლო ზამთარს და ბოლო ზაფხულს –

თვალს აცეცებდა შარისკენ ეზო,

გაიღებოდა ჭიშკარი ფართოდ,

ელოდებოდა მარხილის მოსვლას.

დაბლა იწევდა სარეცხის თოკი,

რომ გაგეკიდა ლამაზი კაბა.

ამ ბოლო ზამთარს და ბოლო ზაფხულს –

გზა შესახვდერად მორბოდა შენსკენ,

შენ მოგელოდა ახორი, გომი,

შენ მოგელოდა ფარეხი, თავლა,

გამოსაცხობად გიცდიდა ცომი,

გამოსაგველი გელოდა სახლი.

ამ ბოლო დროს კი, – გუშინწინ, გუშინ,

საყოლსაც ერთი ამბავი ჰქონდა.

ბღაოდა ძროხა – ითხოვდა ბალახს;

შენგან დაყრილი უნდოდა თივა;

დაჭიხვინობდა ეზოში კვიცი,

შენგან უნდოდა ჩალა და ქერი;

დაპეტელობდა საწყალი კრავი,

ელოდა – როდის აჭმევდი ნეკერს.

ბოლო დღეებში, – გუშინწინ... გუშინ,

ქალიც და კაციც – ღელავდა ყველა:

ხანში შესულნი – ჭიშკართან იდგნენ,

უფრო მოხუცნი – გომურის გვერდით;

მარდი ბიჭები – ზღვის პირას რბოდნენ,

დედაკაცები – ვალანის ახლო,

პატარძლის ხილვას – პატარაც, დიდიც,

მოუთმენლად ელოდა ყველა.

იდიდე, ეზოვ, შენ შენი ხალხით,

კაცნო, გულადნო, – იდიდეთ მარად,

ქება-დიდება ქალებს და ბავშვებს,

დიდება – ვინც დღეს გვეწვია სტუმრად,

დიდება შენდა – ნათელო სახლო,

იხაროს შენმა მაღლამა ჭერმა,

დიდება ნეფეს, პატარძალს – ვაშა,

მექორწილენო, დიდება თქვენდა!

არ ახსოვს დღემდე ამ ფართო ეზოს,

ამ სახლის ჭერსაც არ ახსოვს დღემდე

ამდენი ხალხი – შეყრილი ერთად,

ხალხი და მერე როგორი ხალხი!

აბა, საქმაროვ, ძმობილო ჩემო!

გამოაჩინე საცოლე შენი,

ბაღდადი თავზე მოხსენი ხელად

და დაგვანახე ეგ შენი კვერნა,

რომელსაც ხუთ წელს ცოლობას სთხოვდი,

ბარე რვა წელი რომელიც გიყვარს!

ვინც შენ მოგწონდა, ეტრფოდი ვისაც,

ხომ არ შეგშლია – ის არი მართლა?

ვინ იცის, იქნებ სხვა არი ვინმე,

აჰ, თუ ტყუილა დალახე გზები!..

მაგრამ პასუხი არც მინდა შენი,

შენ რომ არ მითხრა – მე თვითონ ვიცი,

არ შემიხედავს და მაინც ვხედავ:

შენ მოგვიყვანე გუგული კოხტა,

გვერდით რომ გიზის ცისფერი იხვი,

მწვანე ბუჩქიდან, სათნო და ნაზი

მოგიწყვეტია რძიანი ყლორტი,

შეგირჩევია სათუთი ხელით

ტოტი შოთხვისა – ყველაზე ქორფა”.

დაყუნცულიყო პატარა ბიჭი

იატაკზე და ასე თქვა ბალღმა:

“სად გიშოვია ეს კუპრის კასრი,

სად მიაგენი ამ ხალას ოქროს,

ამ ჯირკისათვის პოხელის მხარეს

რას მიდიოდი, შენ კაი კაცო!

ეჰ, შე საწყალო, სად გაჰყევ თავი?!

მთელი ცხოვრება იმედი გქონდა,

რომ იპოვიდი შესაფერს შენსას,

რომ შეგხვდებოდა ასული ტურფა,

ხელში კი შეგრჩა ჭაობის ყვავი,

ცოლად კაჭკაჭი გარგუნა ბედმა,

შე უბედურო, სად გქონდა ჭკუა,

ეს საფრთხობელა რად გინდა სახლში!

ის გასულ ზაფხულს უსაქმოდ იყო,

ეზარებოდა განძრევა ხელის:

არც უფიქრია რეცხვა და კერვა,

არც დაუძახავს წინდისთვის ძაფი.

ხელცარიელი გამოჰყვა საქმროს,

არ წამოუღო დედამთილს ძღვენი,

ალბათ ბელტებიოღ გატენა სკივრი,

ვირთხები მოჰყავს ზარდახშით ალბათ!”

რა მოუსმინა კეთილმა ლოკამ

ბოროტი ბავშვის გესლიან როშვას,

წამოუწითლდა ბრაზისგან სახე

და ავად მბობარს მიუგო ასე:

“ბოროტო ბავშვო, რად გესლავ სიტყვას,

რატომ გადმოგდის პირიდან შხამი?

ვისზეც გინდა და რამდენიც გინდა,

რაც გინდა თქვი და რაც გინდა როშემ –

ოღონდ ამაზე ნუ იტყვი აუგს,

ასულის ლანძღვის არ მოგცემ ნებას,

ის ჩვენი ახლა რძალია უკვე,

პატარძალია ის ახლა ჩვენი!

ვით მოგიბრუნდა შენ პირში ენა,

მის გასაჭორად – ბოროტო ბავშვო!

შენი ნათქვამი უდღეირ ლეკვის

ანუ ხევრია ხბოს ნათქვამს ჰგავდა!

რისი ჯირკი და რა კუპრის კასრი –

ალვის ხესა ჰგავს ეს ჩემი სარძლო,

ქალი კი არა – მარწყვია, მარწყვი!

მაყვალია და სულშავი მწიფე!

რის საფრთხობელა და რისი ყვავი –

უწყინარია, გუგული როგორც!

ტოტზე შემომჯდარ ჩიტუნას ვადრი,

ტკბილი ჟღურტულით სმენას რომ ატკბობს.

გერმანულ მიწას, ესტონურ მიწას

არ ძალუძს ჰშობოს ქმნილება მსგავსი –

შესახედავად ესოდენ ტურფა,

ბატასინივით მოქნილი ესდენ;

ასე რხეული კენარი ტანი,

თითები – თითქოს ბროლისგან თლილი,

გედის ყელივით მაღალი ყელი, –

რ შეიძლება სხვას ჰქონდეს ვინმეს.

დედიშობილა მოსულა როდი:

მოჰყვა მაუდის ნაჭრები ბლომად,

მოჰყვა ტოლომა, კაბები, ქურქი

და ვინ ჩამოთვლის – რამდენი რამე.

ეს ჩვენი სარძლო ზაფხული მთელი

უსაქმოდ ერთიც არ მჯდარა წუთი:

ხან სანასრელა ეჭირა ხელში,

აბზრიალებდა ჩერიას ხანაც...

რომ გამოჰფენდა ტანსაცმელს გარეთ,

ერთ რამედ ღირდა შეხედვა მარტო;

მის ლამაზ კაბებს არ აკლდა პეწი,

რომ გაჰკიდებდა ზაფხულში მზეზე...

ზეწრები – თეთრი, თოვლივით თეთრი,

ბალიშები კი – მუშკივით ლბილი,

ჩითმერდინი და თავშალი უცხო

მზისებრ ბრწყინავდა ნეკერჩხლის ტოტზე.

ჰე, პატარძალო, მტერივით ნაზო!

ამიერიდან ხარ ჩვენი რძალი...

და თუ აქამდე გაქებდა ყველა,

თუ მამის ოჯახს უვლიდი კარგად, –

დღეის შემდეგაც ივარგო უნდა

და გაახარო ოჯახი ჩვენი!

დარდსა და წუხილს არ მისცე თავი,

არ ჩაიგუბო ნაღველი გულში,

შენ აქ პატივით მიგიღებს ყველა,

არ მოგექცევა არავინ ცუდად,

იქ თუ მდიდარი დასტოვე მხარე –

უმდიდრესია ქვეყანა ჩვენი,

თქვენ ბევრი გქონდათ ოჯახში ლუდი,

მაგრამ ჩვენ ლუდი ბევრი გვაქვს უფრო..

ერთ რანეს გკითხავ, კეთილო ჩემო,

მინდა ეს ერთი შეკითხვა მოგცე:

შენ აქეთობას თვალი თუ მოჰკარ

ჩერგილებს, ანდა მთასავით ზვინებს?.

ეს ყველაფერი ჩვენია, კარგო,

წელს პირთამდეა ბეღლები სავსე:

ამ შენმა ქმარმა ივარგა მართლა –

ბევრი მოხნა და დათესა ბევრი.

შენ, ჩემო რძალო, ღუღუნა მტრედო,

აი, რას გეტყვი – დამოგდე ყური:

დღეიდან უნდა მოიქცე ისე,

ოგორც შეჰფერის ამხელა ოჯახს;

შენ არ მოგაკლებს ჩიტის რძეს ქმარი,

თუ გამოიჩენ მოხმარის უნარს,

ინებე თევზი, ნაღები, ერბო,

სულო და გულო – რამდენიც გინდა!

შენ იცოდე და ქალობამ შენმა,

ვით გაუძღვები ოჯახის საქ,ეს;

აგერ აბანო! ოღონდაც შედი –

და ვერც იფიქრო გამოსვლა მერე;

აგერ სამზადი! დაანთე ცეცხლი

და პური აცხვე, რამდენიც გინდა.

მამად იგულე შენ ჩემი ქმარი,

მე კი შენ ჩაგთვლი საკუთარ შვილად,

შენი ქმრის ძმები შენც იძმო უნდა

მისი დაი კი – დაია შენი.

ვთქვათ, მოგენატრა შენ ნედლი თევზი,

ანდა ფრინველის მოგინდა ხორცი,

როგორსაც მამა იჭერდა შენი,

როგორიც შენს ძმებს მოჰქონდათ ტყიდან, –

არ გაუმხილო მაზლებს ეს ნატვრა,

არც შენს მამამთილს გაანდო იგი, –

მეუღლეს შენსას მოთხოვო უნდა

ფრინველის ხორციც და თევზიც ნედლი!

მხეცი არ იცის ისეთი ტყეში,

თევზი არ იცის ისეთი წყალში,

მისი დაჭრის ან მისი მოკვლის

შნო რომ არ ჰქონდეს მეუღლეს შენსას.

შენ არ მოგაკლებს ჩიტის რძეს ქმარი,

თუ გამოიჩენ მოხმარის უნარს;

არ დაგჭირდება წისქვილი ხელის,

არც გაგაწვალებს ჯამ-ჭურჭლის რეცხვა,

აქ დოლაბი ფქვავს ქერსა და ხორბალს,

ჭურჭელს ზღვა რეცხავს და ფერავს ქაფი.

მარჩენალია ეს მიწა ჩვენი,

აქ მოგვყავს ჩვენი არსობის პური;

ზევით – ბექობი, ქვევით კი ჭალა,

იქით – მთებია, მინდვრები – აქეთ,

შუაში – კოხტა სოფელი ჩვენი,

სოფლის ბოლოზე – ნაპირი ზღვისა,

ზღვასთან – ანკარა მდინარე ერთი;

იმ მდინარეში ბატნი და იხვნი

ჭყუმპალაობენ შუადღის მზეზე.”

რა დაამთავრა კეთილმა ლოკამ

თავისი სიტყვა – გაშალეს უსფრა,

გახურდა სმა და გაჩაღდა ჭამა,

ეს – თევზეული, ეს – ცხელი მწვადი,

თაფლის კვერი და ათასი რამე;

გემო და ფერი მოსწონდათ ლუდის,

ბოლომდე სცლიდნენ კაცები კათხებს.

ვერ ამოაშვრეს ლუდის ზღვა მაინც,

ვერხ ხორცეულის გააქვრეს მთები…

წითელ სინებზე ელაგა დუმა.

ბროლის ნავებზე ღვეზელი ეწყო,

უხვად ეყარა ხახალზე სიგა,

არც ორაგული ჰკლებია სუფრას,

თითო კაცის წინ ლამაზად იდო

პირბასრი დანა ოქროს და ვერცხლის.

და იღვრებოდა ზღვასავით ლუდი,

მდინარესავით დიოდა თაფლი...

ხომ არ გგონიათ – იყიდეს რამე

ან გამოართვეს მეზობელს სესხად?!

ლუდიც და თაფლიც, პურიც და ხორციც –

სუყველაფერი ოჯახში ჰქონდათ.

ვის უნდა ეთქვა სიმღერა ტკბილი,

ვინ დასძახებდა უკეთეს ჰანგებს,

ვინ მოილხენდა ქორწილის სუფრას

სახელგამთქმული ვეინეს გარდა?!

აი, წამოდგა ვეინე ფეხზე,

მექორწილენი გადიქცნენ სმენად,

ამოიმღერა მოხუცმა ტკბილად,

ვეინემეინე სიმღერით ამბობს:

”ძმებო და დებო – თქვე კაი ხალხო,

თქვენ, – ვისაც სიტყვა ხმალივით გიჭრით,

თქვენ, – სიტყვის ყადრი რომლებმაც იცით,

ყური დამიგდეთ, მისმინეთ კარგად!

გუგული უნდა იძახდეს “გუ-გუს”,

მღებავი ქალის საქმე – ღებვა,

მქსოველი ქალის საქმეა – ქსოვა,

მომღერალი კი – მღეროდეს უნდა!

ლაფლანდიელებს, – თქვენც კარგად იცით,

შიმშილისაგან უხმებათ კუჭი;

ფეხთ ქალამნები აცვიათ მუდამ,

მუდამ ძონძები აცვიათ ტანზე

და უსიმღეროდ მაინც ვერ სძლებენ –

ხალისიანად მღერიან მაინც;

ჩვენ კი... ამხელა სუფრა გვაქვს აგერ,

აუარება ხორაგით სავსე,

ვიმღეროთ უნდა, ვიმღეროთ ყველამ,

უსიმღერობა არ ჰშვენის ქორწილს!

აკი გითხარით: ლაფლანდიელებს

შიმშილისაგან უხმებათ კუჭი;

თუ დომბის ხორცი ჩაიგდეს ხელში,

პურს ვიღა ჩივა – ხის ქერქსაც ჭამენ,

ამოიძღებენ იმითი სტომაქს

და დასძახებენ სიმღერას რიხით.

ჩვენ კი, ბატონო, ვქეიფობთ აგერ,

თავზესაყრელად გვაქვს ხორციც, ლუდიც...

რატომ არ უნდა ვიმღეროთ ყველამ?

უსიმღერობა არ ჰშვენის ქორწილს!

თუნდაც შიმშილით ეწვოდეთ კუჭი,

ლაფლანდიელნი მღერიან მაინც:

მოუსხდებიან გიზგიზა კოცონს,

აგუგუნებენ ხმამაღლა ჰანგებს...

ჩვენ კი... ღმერთივით სუფრა გვაქვს აგერ,

არრა გვაკლია – ენისგან თქმული;

ვიმღეროთ ყველამ – კაცმაც და ქალმაც,

უსიმღერობა არ ჰშვენის ქორწილს!

საერთო არი ყველასთვის სუფრა,

ვისაც რა უნდა – დალიოს, ჭამოს...

იდრონ კასრებში ასხია ლუდი,

მცირეთაში კი ასხია თაფლი.

კმაყოფილია პატარაც, დიდიც:

რამდენი ლუდი! რამდენი თევზი!

რამდენი ხორცი...ამდენი ხარჯი

ბარე ორ ქორწილს ეყოფა კიდევ!

ეს ყველაფერი ოჯახის უფროსს

მოურთმევია სუფრაზე ჩვენთვის,

დიასახლისმა, აქ რასაც ხედავთ,

კეთილი გულით მოართვა სტუმრებს.

არ ამადლიან არაფერს არვის,

არ ჩამოსტირით დარდისგან სახე,

რაც უფრო მეტს ჭამთ, უფრო მეტს დალევთ,

მით უფრო ხარობს გულები მათი.

მაშ, რომელს ვუთხრა პირველი სიტყვა –

დიასახლისს თუ მეუღლეს მისას?!

პირველი გმირი კაცია მაინც,

ოჯახის უფროსს – პირველი ქება!

მან მოიტანა ხეები ტყიდან –

მაღალ-მაღალი ნაძვი და ფიჭვი,

მერე ხეები მორებად დასჭრა,

დააქორთუხა მორები კოხტად,

იმ ქორთუხებზე დაარტყა ლარი

და მხერხევებმა დაიწყეს ხერხევა..

ბარე სამი დღე ეძია თავხე,

ბარე ხუთი დღე მოუნდა მოჭრას;

იშრომა დღე და იშრომა ღამეც, –

ასე აშენდა ამხელა სახლი.

მოიხმარია ასამდე კაცი

და აიტანა კავები მაღლა;

მოიხმატია ორასი კაცი

და გადახურა ორიოდ დღეში;

ასე აშენდა ამხელა სახლი,

რომლის ჭერქვეშაც ჩვენ ვზივართ ახლა!

მშენებლობისთვის საჭირო ხე-ტყეს

ცოტ-ცოტაობით უყარა თავი;

გამოსადეგი ხეების ძებნას

კაცი კინაღამ გადაჰყვა ბევრჯერ.

დაუბერავდა უეცრად ქარი,

წამოვიდოდა მაგარი ზღველა;

დაუცდებოდა კბოდეზე ფეხი

და წავიდოდა ხრიალით ხევში...

კარავი ჰქონდა მინდორში ერთი

და იმ კარავში ეძინა ღამით,

უთენიაზე დგებოდა ზეზე –

ვერ დაასწრებდა ადგომას ვერვინ;

პირს ყოველ დილით იბანდა ცვარით,

თმას ივარცხნიდა ნეკერჩხლის ტოტით.

ესდენ მყარი და ესოდენ კოხტა,

ასე ააგო ამხელა სახლი!

ახლა კი, აგერ, დიდ ქორწილს იხდის,

მოიპატიჟა სტუმრები ბლომად,

მოსიმღერალნი ცალ მხარეს დასვა,

რჩეული ხალხი – ფანჯრების ახლოს.

ცალკე ოთახში ბავშვები სხედან,

ტევა არ არი ამხელა სახლში;

ზოგი ჰაერზე გასულა გარეთ,

მესერთან სხედან, ღობესთან დგანან,

განიგრილებენ შუბლსა და მერე

თავ-თავის ადგილს იკავებს ყველა.

ოჯახის უფროსს ვუთხარით ქება,

დიასახლისი შევაქოთ ახლა,

ვინც მოუმზადა საჭმელი სტუმრებს,

ვინც მშვენიერი გააწყო სუფრა.

დააცხო ბევრი ფუნთუშა პური

და დაგვახვედრა ქუმელი უხვად,

საქმიანობდა დღ და ღამ მისი

ორივე ხელი, ათივე თითი.

არაჟნიანი ღვეზელი გინდა,

ხაბიზგინები თუ ღორის ხორცი,

ქარაიყლაპია თუ ირმის მწვადი,

ორაგული თუ ნაზუქი მსუყე, –

რაც კი ამშვენებს დიდებულ სუფრას

მან მოამზადა თავისი ხელით.

მამალს არ ჰქონდა ნაყივლი კიდევ,

დიასახლისი ფეხეზ რომ იყო,

უთენიაზე იწყებდა საქმეს:

რეცხავდა, ხვეტდა, კერავდა, ჭრიდა...

დააკრიალა სახლი და ეზო,

დააწკრიალა ფანჯრები ხელად.

მზის ამოსვლამდე დგებოდა დილას

და ამზადებდა ალაოს, რათა

ლუდი საკამო, და უფრო მეტიც,

მზად ყოფილიყო ქორწილის დღისთვის.

დიასახლისმა, კეთილმა ლოკამ,

შესანიშნავი მოგვართვა ლუდი,

ალბათ თქვენც ატყობთ: მას მოტკბო გემო

დაჰკრავს და ყელშიც მსუბუქად ჩადის, –

ეს იმიტომ, რომ ალაოდ ლუდში

ხორბლის სურნელი იგრძნობა მძაფრი;

დიასახლისმა ხის დიდი სუთი

არც კი იხმარა – ურია ხელით,

ზილა და ზილა, ზილა და ზილა,

ადუღა კარგად, ზომაზე ხარშა,

ურია, ზილა, ადუღა, ხარშა,

და... გამოვიდა მზისფერი ლუდი!

დიასახლისი შევაქე უკვე,

ახლა მაშვალი შევაქო უნდა,

ვინაც საქმაროს პოხელის მხარეს

გამოუძებნა საცოლე კარგი.

მაშვალი ჩვენგან ღირსია ქების,

მას სოფლისათვის სიკეთე მოაქვს.

რა ჩაცმულია – შეხედეთ ერთი,

გამოწყობილა ხიფთანში კოხტად,

ამ ჩვენს მართლაცდა დიდებულ ქორწილს –

არ ექნებოდა უმისოდ ეშხი.

როგორ აცვია – უყურეთ ერთი,

შემოსხლეტია ხიფთანი ტანზე,

ისე უყურებს სუფრაზე ყველას –

მე ვარ, რაც ვარო, ფიქრობდეს თითქოს.

ახლა მის ხალათს შეავლეთ თვალი,

ოქროსფრად ბრწყინავს, ვერცხლისფრად ელავს,

მოქსოვა იგი ასულმა მთვარის,

სხივები მზისა იხმარა ძაფად,

მაშინ მოქსოვა – ამ ქვეყნად როცა

სახსენებელიც არ იყო ცეცხლის!

როგორ აცვია – შეხედეთ ერთი,

მატყლის ქამარი არტყია წელზე,

მოუქსოვია მზის ასულს თითქოს,

თითქოს მოქსოვა სხივებით მთვარის!.

როგორ მორთულა – უყურეთ, ხალხო!

ფეხთ ჭიჭნაურის აცვია წინდა,

მუხლისთვაებთან ბანტები შვენის,

ლეკვერთხებს ფერი ოქროსი დაჰკრავს.

მაჭანკალს ჩვენსას აცვია კოხტად:

ერთი ფეხსაცმელს შეხედეთ მისას –

გერმანულია! უბრალო რამეს

არ ჩაცვამდა ქორწილში იგი.

ფეხსაცმელები, დახედეთ ფეხზე,

ტბაზე გარინდულ გედებსა გვანან.

თმა ოქროსფერი უხდება ძლიერ,

ოქროსფერივე უელავს წვერი,

ეტყობა, თმა-წვერს ფაქიზად უვლის;

იბან-ივარცხნის, ეტყობა, ხშირად.

თავზე ვეება ახურავს ქუდი

და ქუდი წვერით ეხება ზეცას,

რომ გაიმეტოს – მდიდარი ვინმე

ასობით მარკას მისცემდა ალბათ!..

მე მაჭანკალი შევაქე უკვე,

ხელისმომკიდე შევაქოთ ახლა!

სადაურია ნეტაი იგი,

საიდან გაჩნდა ჩვენს შორის, ნეტა?!

გაგეგონებათ ტანიკის ციხე?

თუ გაგიგიათ – აი, იმ ციხის

შემოგარენში იპოვეს თურმე

ეს ვარსკვლავივით ციმციმა გოგო.

რისი ციხე და რომელი ციხე!

ის იქაური არ არის სულაც:

არის ასეთი ადგილი ერთი,

სადაც მინდორზე ფართოდ და მდორედ

მოედინება მდინარე დვინა –

იქაურია ასული იგი.

რა მდინარე და რომელი დვინა!

ის იქაური არ არის სულაც:

ის სელავშია – გაზრდილი მზეში,

მოუწყვეტელი მარწყვია მწიფე,

ოქროს ყვავილი – ცვრიანი დილის

ზე აღერილი ბალახი ქორფა!

ხელისმომკიდეს პაწაწა პირი

და სიფრიფანა ტუჩები ამკობს;

მოსიყვარულე თვალები შვენის,

თითქოს ვარსკვლავი ციმციმებს წყვილად,

ა შეფაკვლია ყვრიმალი ისე,

თითქოს ტალღებზე შუქს ღვრიდეს მთვარე.

ჩაყურსულია ოქროში სულმთლად:

ოქროს ფარღულა უელავს ყელზე,

თმები მოურთავს ოქრონა ბაფთით,

სამაჯურები – ბაჯაღლო ოქრო!

ბეჭდები – ოქრო! საყურე – ოქრო!

ღილები – ოქრო! მაქმანი – ოქრო!

ოქროსი თითქოს აცვია კაბაც –

ისე უელავს მთლიანად ტანი.

მგონია, თითქოს ანთებს მთვარე,

ისეთნაირად უბრწყინავს მკერდი,

მზე გამოვიდა ღრუბლიდან თითქოს,

ისე საამოდ უცინის სახე,

ვარსკვლავიანი შეირხა ზეცა,

როცა თავშალი მოიძრო ჭრელი!..

ხელისმომკიდე შევაქე უკვე,

თვალს გადავავლებ წვეულებს ახლა:

ხომ კარგი ხალხი გვეწვია სტუმრად,

ყველა ხომ იცავს ქორწილის წესებს,

მოხუცებს ხომ აქვთ ჭამა-სმის მადა,

ხომ არ აჭარბებს რამეში ვინმე!

აი, მე უკვე გავხედე სუფრას:

თითქოს აქამდე ვიცნობდი ყველას,

მე ამ ოჯახში არასდროს ერთად

ჯერ არ მინახავს ამდენი ხალხი, –

და ვერც კარგა ხანს იხილავს, ალბათ,

ერთად ესოდენ სასურველ სტუმრებს!

დარბაისლურად მოხუცნი სხედან,

ჭაბუკთაც კარგად უჭირავთ თავი,

გამოწყობილა თეთრებში ყველა,

თითქოს ტყეშიო მოსულა თოვლი;

განათებულა დარბაზი ისე,

დათოვლილ ტყეში მზეაო თითქოს!

გულდაწყვეტილი არვინ არ დარჩეს:

საკამარისია ოქროც და ვერცხლიც,

მინდორზე ფული ბზესავით ჰყრია,

ჩეჩქივით ჰყრია ქუჩებში ფული,

უკმაყოფილო არ დარჩეს არვინ, –

ყველას ეყოფა ვერცხლიც და ოქროც!”

რა დაამთავრა სიმღერით ქება,

ხოტბა-დიდებას როდესაც მორჩა,

ვეინემეინე მარხილში ჩაჯდა

და შინისაკენ აიღო გეზი;

მიიმღეროდა ხმამაღლა გზა-გზა

და სულსა და გულს ატანდა ჰანგებს…

პირველ სიმღერას – მეორე მოჰყვა,

როცა მესამე დაიწყო, – უცებ

გაიხრჭიალა მარხილის კავმა,

სულ დაიჩეჩქვა კავები ქვებზე,

დაირღვა წნული, დაიმსხვრა ხელნა

და შუა გზაზე მარხილი დადგა.

დაღონებული ვეინე ირგვლივ

მიმოიხედავს და ასე ამბობს:

“ხომ არ იქნება აქაურ ხალხში

ჭაბუკი ანდა მოხუცი ვინმე,

რომ ტუონელში ჩაღწევა შეძლოს,

მანის სამეფოს გაიგნოს გზები,

რომ ინათხოვროს მანისგან ბურღი,

რომ გამოართვას ტრაპანი ტუონს, –

ამომიტანოს ორივე ერთად

და შევაკეთო მარხილი უცებ!”

რა მოისმინეს მოხუცის თხოვნა,

ვეინემეინენს მიუგეს ერთხმად:

“არც ახალგაზრდას და არცა მოხუცს, –

აწაურთაგან არავის ძალუძს,

თუმც დიდებული მოგვდგამს ჩვენ ჯიში, –

ჩვენი გვარისა ვერავინ შესძლებს,

რომ ტუონელის გაიგნოს გზები,

რომ ჩააღწიოს სამყოფელს მანის,

რომ ინათხოვროს მანისგან ბურღი,

რომ გამოსტყუოს ტრაპანი ტუონს, –

ამოგიტანოს ორივე ერთად

და შეაკეთო მარხილი უცებ!”

მაშინ ვეინე, მოხუცი ტკბილი,

სიმღერამთქმელი – უკვადავი მარად,

ტუონელაში ჩავიდა თვითონ,

თვითონ მიადგა სამყოფელს მანის, –

რა ინათხოვრა ტრაპანიც, ბურღიც,

გახარებული დაბრუნდა უკან...

ვეინემეინემ დაიწყო მღერა,

დააგუგუნა ხმატკბილი ჰანგი

და ლურჯ ჭალაში მაშინვე გაჩნდა

ტყე უსიერი – ცირცელის, მუხის...

გათალა ხელად ჭნავისგან ხელანა,

გამოუცვალა საჯდომი მარხილს,

მარჯვედ ხმარობდა ბურღსა და ტრაპანს,

ოდრიკალებიც შეცვალა უცებ.

და ახალივით აქვია როცა –

მყისვე შეაბა მარხილში ცხენი;

ავიდა, ახალ საჯდომზე დაჯდა

და შეუძახა ბედაურს ერთი!

საღარიც, თითქოს ელოდა ნისანს,

მოსწყდა ადგილს და გაჰკურცხლა მარდად...

არაც კი ხმარობს ვეინე მათრახს –

საღარი ისეც ქარივით მიჰქრის,

იქითკენ – სადაც ეგულვის თივა,

სადაც ბალახიც დახვდება ქორფა.

ვეინემეინე, მოხუცი ტკბილი,

სიმღერამთქმელი – უკვდავი მარად,

აი, მიადგა საკუთარ ეზოს –

უკვე მივიდა საკუთარ სახლში.

 

რუნა ოცდამეექვსე

 

ახტი ცხოვრობდა კაუკოს კონცხთან,

ერთ-ერთ კუნძულზე ცხოვრობდა იგი;

ამუშავებდა საყანედ მინდორს –

ჯერ ხნავდა, მერე ფარცხავდა ნახნავს;

მას, სხვათაშორის, სმენა რომ ჰქონდა –

ნუ დაიკვეხნის ტყუილა ნურვინ.

და ია, ერთხელ სოფლიდან ახტის

კუნძულზე ესმის თქარუნი ფლოქვთა, –

მიჰქრის მარხილი მოლიპულ გზაზე,

ჭრიალი ისმის წიწვოვან ტყიდან.

მიუგდო ყური, ჩაფიქრდა ახტი

და გაუელვა ასეთმა აზრმა:

პოხელში ალბათ იხდიან ქორწილს,

ფარულად ღრეობს პოხელის ხალხი.

თავჩაღუნული ფიქრობდა დიდხანს,

ჩამოეშალა შავი თმა შუბლზე,

ბრაზისგან სისხლი ავარდა თავში

და შემოენთო სახეზე ცეცხლი.

უცებ, გუთანი მიაგდო გვერდზე,

აღარ დაუდგა მინდორში გული,

ზურგზე ქარივით მოახტა ქურანს

და სახლისკენ გაჰკურცხლა მყისვე, –

იქ მიელოდა მშობელი მისი –

მოხუცი დედა ელოდა სახლში.

შეაჯირითა ეზოში ცხენი,

ჩამოხტა, დედას მუდარით სთხოვა:

“დედილო! აბა, საჭმელი ჩქარა!

დრო აღარ ითმენს, მაჭამე რამე,

უნდა გემოზე გამოვძღე ერთი,

ომ ვეღარ ვიგრძნო შიმშილი დიდხანს.

ალიან მინდა დაბანაც ტანიხ

და გამიხურო აბანო უნდა,

რომ მიბრწყინავდეს თმაცა და სახეც,

რომ ღირსეულად მეჭიროს თავი!”

მყის დაფაცურდა მშობელი დედა –

წინ დაულაგა საჭმელი ბლომად,

რომ ამოევსო მაძღრისად კუჭი,

რომ ვეღარ ეგრძნო შიმშილი დიდხანს...

მერე ცოტა ხნით დატოვა შვილი

და გაახურა აბანო ხელად.

ლემინკაინენს დრო ცოტა ჰქონდა –

სწრაფად შეჭამა ულუფა მთელი,

შეჭამა უცებ, დანაყრდა კარგად

და მიაშურა აბანოს მერე,

და გამოშუშდა ცხელი წყლის ორთქლში, –

იბანა თავი, იზილა ტანი,

თმა უბრწყინავდა, ვითარცა სელი,

უქათქათებდა ბროლივით სახე.

როს აბანოდან შევიდა სახლში,

საყვარელ დედას მიმართა ასე:

“შენ – საყვარელო დედილო ჩემო!

გამომიტანე, რაც კი მაქვს კარგი:

უნდა ჩავიცვა ძალიან კოხტად,

რომ ყველას ჩემზე რჩებოდეს თვალი!”

უცებ, შვილისკენ მიბრუნდა დედა,

მივიდა შვილთან და ასე ჰკითხა:

“კი მაგრამ, შვილო, მითხარი მაინც,

სად მიდიხარ და რა მიზნით, რა ხნით,

იქნებ ფოცხვერის, ან იქნებ დომბის,

ან იქნებ ციყვის, მოგინდა მოკვლა?!

კაუკომელიმ, მამაცმა გმირმა,

საყვარელ მშობელს მიუგო ასე:

“არა, დედილო, ძვირფასო ჩემო,

რა შუაშია დომბა და ციყვი:

არცა ფოცხვერის და არცა ციყვის

და არცა დომბის არ მინდა მოკვლა;

უნდა ვეწვიო პოხელის მხარეს,

ფარულ ღრეობას დავესწრო უნდა.

გამომიტანე ხიფთანი მალე,

ამომირჩიე ხალათი ჩქარა,

რომ გამოვეწყო ყველაზე კარგად –

გამოვიჩინო ქორწილში თავი!”

ლემინკაინენს დედაც და ცოლიც, –

ბუნების უცხო ქმნილება ორთავ

და შემოქმედის ასული ორივ, –

არ ურჩევს წასვლას პოხელის მხარეს.

დედამ თქვა: “შვილო, ნუგეშო ჩემო,

გვედრი, ნუ წახვალ პოხელის მახრეს,

ნუ გამოჩნდები ქორწილში, შვილო,

ნუ დაესწრები ღრეობად ფარულს.

შენ მიწვეული ნადიმზე არ ხარ

და არცა გეკუთვნის ქორწილში წასვლა!”

კაუკომელი არ იშლის მაინც,

თავისი გააქვს და ამბობს ასე:

“მიპატიჟებას ჯაბანი უცდის,

ხოლო გულადი – თავისით მიდის;

თქვენ ფიქრი ნუ გაქვთ, დედავ და ცოლო,

მიწვეულია ქორწილში ახტი:

ამის თავდები ხმალია ჩემი,

მე წასასავლელად მაქეზებს იგი!”

დაღომდა დედა, არ იცის რა ჰქნას,

ჯიუტ ვაჟიშვილს მუდარით შესთხოვს:

“ნუ წახვალ შვილო, პოხელის მხარეს,

ნუ დაესწრები პოხელთა ნადიმს!

მე გული მიგრძნობს, წინასწარ ვიცი –

გადაეყრები უთუოდ ხიფათს:

ჩასაფრებულა სიკვდილი გზაზე,

შენ სამ ადგილას დაღუპვა გელის!”

კაუკომელი, მამაცი გმირი,

დედის ვედრებას პასუხობს ასე:

“სოკვდილის შიში სჩვევიათ უძლურთ,

მხდალთა წესია დახევა უკან,

გულადს არაფრია არა აქვს შიში,

არ ეშინია ხიფათის ვაჟკაცს.

ჰა, ჩემი ხმალი ნაპერწკლებს ისვრის

და გულმა ჩემმა მოიბა ქეზი,

მაგრამ, დედილო, მითხარი მაინც:

ხიფათი სად და რა სახით მელის?”

კაუკომელი მოელის პასუხს.

მოხუცი დედაც პასუხობს ასე:

“გაგიძნელდება მოსმენა, ვიცი,

მაგრამ მე მაინც სიმართლეს გეტყვი:

საკმაოს როცა გაივლი მანძილს, –

დაახლოებით ერთი დღის შემდეგ, –

გზაზე შეგხვდება ცეცხლივით ცხელი,

ადუღებული მდინარე ერთი;

იმ მდინარეში გაბმულად ღმუის,

დუღს და ღურღურებს მორევი დიდი,

მორევში ერთი მაღალი კლდეა,

იმა კლდის თავზე ელვარებს ბორცვი,

ხოლო იმ ბორცვზე არწივი ელავს,

მზადებაშია არწივი რამით:

იფხავებს კლანჭებს, იამხავს ნისკარტს,

რომ დღისით უცებ დააცხრეს თავზე,

ვინც კი გაბედავს ახლორე ჩავლას!.

შენ იქ შეხვდები პირველად ხიფათს,

აი, სად გიცდის სიკვდილი, შვილო!”

კაუკომელი, გულადი გმირი,

ასე პასუხობს საყვარელ დედას:

“დედაკაცს ჰქონდეს არწივის შიში,

ვერ შეაშინებს არწივი ვაჟკაცს!

მე მოვისაზრებ რაიმე საშველს

და გამოსავალს უთუოდ ვნახავ.

მე ცხენს გავაჩენ მაშინვე გრძნებით

და ზედ შევაჯენ ფიტულის მხედარს,

რომ ჩაიქროლოს არწივის გვერდით

და მტაცებელი დააცხრეს თავზე;

მე კი მაშინვე ვიქცევი იხვად

და მდინარეში შევცურავ მყისვე,

ჩავყვინთავ ღრმად და ვიცურებ წყალ-წყალ, –

ასე გავცდები არწივის კლანჭებს...

შენ ის მითხარი, დედილო ჩემო,

სად შევეყრები მეორე ხიფათს!”

მამაცი გმირი მოელის პასუხს,

მშობელი დედაც პასუხობს ასე:

“არწივს როგორმე თუ გასცდი, შვილო,

შენ გზაზე თხრილი შეგხვდება ერთი,

თხრილი სავსეა თაკარა ქვებით,

თხრილში საშიშად გიზგიზებს ცეცხლი,

ყრია იმდენი გოხი და ლოდი,

 

აუჭირდება ეშმაკსაც გავლა;ვერ შემაშო

ცეცხლში ჩანთქმულა ასობით გმირი

და ათასობით მამაცი მოყმე,

ასივეს ხელში სჭერია ხმალი,

და ათასივეს ჰყოლია ცხენი!

შენ იქ შეხვდები მეორე ხიფათს,

აი, სად გელის დაღუპვა, შვილო!”

საყვარელ დედას მამაცი გმირი,

კაუკომელი პასუხობს ასე:

“ვერ შემაშინებს გიზგიზა ცეცხლი,

ვერ შემაჩერებს ხორგი და ლოდი, -

მე მოვისაზრებ რაიმე საშველს

და გამოსავალს უთუოდ ვნახავ:

თოვლს გარდავსახავ უშიშარ გმირად,

ყინვისგან შევქმნი უბადლო მოყმეს,

პილენძის მაგარ ცოცხს მივცემ ხელში,

წინ წავიმძღვარებ, გავყვები უკან,

მივხერგ-მოვხერგავ თაკარა ლოდებს,

წავა და სწრაფად მივყვები კვალში,

ისე გავივლი გიზგიზა კოცონს –

არ შემეტრუსოს თმა – ერთი ღერიც!

შენ ის მითხარი, დედილო ჩემო,

სად შევეყრები მესამე ხიფათს!”

რა მოისმინა პასუხი შვილის,

ლემინკაინენს მშობელმა უთხრა:

“როგორმე თხრილს თუ გაცდები, შვილო,

თუ გადაურჩი მეორე ხიფათს,

ზედ მიადგები ერთ ვიწრო კარებს, –

შესასვლელია პოხელში იგი.

ლუსკუმ ღამეში იქ მგელი დაძრწის,

იქ დაბაჯბაჯებს ვეება დათვი.

იმ ვიწრო კარებს პოხელის მხარის –

ზედ შეკვდომია ასობით გმირი.

შენც მათი ბედი მოგელის ალბათ,

მგელის და დათვის გახდები ლუკმა”.

კაუკომელი, მამაცი გმირი,

საყვარელ დედას პასუხობს ასე:

“მოერევიან მხეცები ბატკანს

დაძვლებიანა შთანთქავენ წამში,

მაგრამ, თუ მკვდარი არა ხარ კაცი,

ვერრას დაგაკლებს ბდათვი და მგელი...

მე ხომ კაცი ვარ და მხურავს ქუდი,

მუხლში მაქვს ძალა და მკლავში ღონე,

ვერ მომერევა მე მგელი უნტო, -

უნტოს საქმეა ბატკანთან ბრძოლა.

მგელს არაფერი გაუვა ჩემტან,

გავუსწორდები ადვილად დათვსაც:

ჯერ გრძნებით შევკრავ, მოვნუსხავ მხეცებს,

გავჯაჭვავ დათვს და გავთოკავ უნტოს,

გვერდი-გვერდ დავყრი ორივეს ერთად

მერე კი – ავქნი სულ ასო-ასო;

განვაგრძობ ჩემს გზას და მდიონ კუდში

იმ შენმა დათვმაც და შენმა მგელმაც...

ჩემი გზით წავალ, ვივლი და ვივლი

და დამთავრდება მგზავრობაც ჩემი.”

ლემინკაინენს აფრთხილებს დედა:

“მე ყველაფერი გითხარი როდი;

ჩამოგითვალე ხიფათი სამი,

მაგრამ ხიფათი შეგხვდება კიდევ.

თუ გადაურჩი როგორმე მხეცებს,

შენ მიადგები საშინელ ადგილს,

უფრორე საშიშს, საზარელს უფრო,

ვიდრე ის სამი ხიფათი იყო;

ხეცებს გასცდები თუ არა ცოტას,

შენ მიადგები პოხელის ეზოს, –

რგვლივ მესერი არტყია რკინის,

თვალს ვერ შეაწვდენ ფოლადის კედლებს,

არბიან მაღლა, ადიან ცამდე

და ჩამოდიან მიწაზე ციდან.

ბოძების ნაცვლად – შუბები დგანან,

წნელის მაგივრად – გველები ჭრელი.

იქვე საზარლად სივიან ხვლიკნი,

აუღერიათ კისერი მაღლა,

დატინტილობენ მხურვალე ქვებზე,

გრძელი კუდები მიწაზე მისთრევთ.

დახვანხვალობენ გველები ზანტად,

დახვანცალობენ ხვლიკები ცქვიტად...

ერთი ყველაზე საშიში გველი

გადაწვართულა შესასვლელ კართან,

წევს, იზმორება, აცეცებს თვალებს –

კადონზე გრძელი, თავხეზე მსხვილი;

თავს აქიცინებს, სისინებს მწარედ –

შენ მისი მსხვერპლი არ გახდე, შვილო!”

კაუკომელი უსმენდა მშვიდად,

მერე კი დედას მიუგო ასე:

“ლაჩარი ვინმე იმსხვრეპლოს იქნებ –

ვაჟკაცს რა უნდა დამაკლოს გველმა,

სხვა რომ არ იყოს, ეს მაინც ძალმიძს

შევულოცო და მოვნუსხო უცებ,

ის კი არა და, მე შემწევს ძალა,

თუ დამჭირდება, – გავყინავ ცეცხლსაც!..

აკი მიხნავს და მითესავს, სადაც

ქვეწარმავლების ბუდიბდა დიდგა;

დავერიე და, ჭრელიც და შავიც,

შიშველი ხელით მოვახრჩე ყველა.

ხელზე მმჩნევია ასპიტთა სისხლი,

გველების ცმელი მცხებია ხელზე...

ასე ადვილი როდია, დედი,

დამარცხება და სიკვდილი გმირის!..

ვინმე ბეჩავმა იკითხოს, თორემ

მე არ გავხდები გველების ლუკმა;

შიშველი ხელით კისერში ვწვდები

და უხსენებელს მოვახრჩობ თვითონ.

თუ გამიჭირდა – სხვა ხერხიც ვიცი:

შევულოცავ და გავჩხიბავ ხელად,

 

ადავალაჯებ უნასთა გროვას, –

ასე გავსცდები პოხელის ეზოს,

გავივლი ეზოს და შევალ სახლში,

მექორწილენი ღრეობენ სადაც”.

რაკი შეატყო – არ იშლის მისას,

ემუდარება კაუკოს დედა:

წახვალ, შვილო, პოხელის მხარეს,

ნუ მიადგები სორელის ბინას!

რა უნდა გახდე შენ ერთი ასთან –

იარაღშია ჩანჯდარი ყველა.

რუჟული არიან ალბათ

მამაკაცები ზედმეტი სმისგან,

ვრალსა კი არა და, ფხიზელსაც ჭკუა

არ ეკითხებათ იქაურ კაცებს,

არ მოიხმარონ თილისმა რამე,

არ წამოგაგონ ხმლის წვერზე, შვილო!

შენზე მამაცნი რამდენი მიკლეს,

შენზე გულადნიც იმსხვერპლეს ბევრი!”

ყურად არ იღებს კაუკო რჩევას

და მოხუც დედას მიუგებს ასე:

“პირველად ხომ არ მივდივარ პოხელს,

ბევრჯერ ვყოფილვარ პოხელის სახლშიც...

ლაფლანდიელი ვინ არის ჩემთან!

ტურიანელის გმირობა ვინ თქვა!

ცხვირ-პირს დავამტვრევ პირველად მუშტით,

გავუსწორდები მე ერთი ყველას!

თუ არ იკმარეს, – ვიშიშვლებ მახვილს

და სათითაოდ ავაგებ ხმალზე!”

ლამინკაინენს მოხუცი დედა

ემუდარება და ეტყვის ასე:

“ო, შვილო ჩემო. ცუდი დღე გელის,

ძველი გმირობით ნუ მოგაქვს თავი;

გადაგილახავს მღელვარე ტალღა,

გადაგიცურავს მორევი მღვრიე,

შენ მანალაშიც ყოფილხარ ვებრჯერ,

გადარჩენილხარ ათასგვარ ხიფათს,

მაგრამ გახსოვდეს: შენ ჩემი რჩევა

და დარიგება გშველოდა მუდამ.

როცა მიაღწევ პოხელის მხარეს

და შეჩერდები სორელის სახლთან,

იქ დაინახავ ვეება ღობეს,

რომელიც ირგვლივ არტყია ეზოს,

და თავის ქალა იმ ღობის სარზე

ჩამოცმულია თითოზე თითო, –

ცარიელია მარგილი ერთი

და ელოდება შენს თავის ქალას”.

კაუკომელმა, მამაცმა გმირმა,

საყვარელ დედას პასუხად უთხრა:

“მე მაგის შიში არა მაქვს სულაც,

დე, ეშინოდეთ მხდალსა და ლაჩარს,

არ მიღალატებს მე ჩემი ხმალი,

გინდა წლობითაც გაგრძელდეს ბრძოლა;

ვაჟკაცი მუდამ აპარეზს ეძებს,

ლაჩარი მუდამ გაურბის მამაცს.

არა ჩავიცვამ, დედილო, ხიფთანს –

გამომიტანე საბრძოლო ჯუბა,

მამის ნაქონი მომიტა ჩქარა!

ეყოფა ცივად კედელზე ყოფნა,

ბრძოლაში გასვლას ნატრულობს ალბათ,

მე თითქოს მესმის ჩივილი მისი,

მოწყენილია უსაქმოდ თითქოს!”

და გადაიცვა საბრძოლო ჯუბა,

აიღო ხმალი – ნაქონი მამის,

დაავლო ხელი წამახულ ჩუგლუგს

და გულმოსულად დაარჭო წვეტით;

და ბლაგვი თავით აარტყა თავხეს,

და ჩამოინგრა კინაღამ ჭერი,

ეათამაშა ჰაერში ხმალი

და თქვა ღიმილით: “პოხელის მხარეს

არა მგონია რომ ჰქონდეთ ვინმეს

მალი, რომელმაც აჯობოს ჩემსას,

და ვერც იკისრებს ვერავინ, ალბათ,

გაბედოს ჩემზე ხმალდახმალ მოსვლა!”

მერე კედლიდან ჩამოხსნა მშვილდი,

მორთხმა რომლისაც ძნელია ერთობ,

ჩამოხსნა მშვილდი და ამბობს ასე,

მამაცი გმირი კაუკო ამბობს:

“თუ აღმოჩნდება პოხელში ვინმე,

ომ ჩემი მშვილდის მოდრეკა შეძლოს,

თუკი იქნება ისეთი ვინმე –

მოღუნოს, მერე დაძაგროს ლარი,

მე იმას ნამდვილ ვაჟკაცად ჩავთვლი,

მას ვაღიარებ უბადლო გმირად!”

შეიარაღდა კაუკო ხელად

და შეისწორა სარტყელი წელზე,

მერე მიიხმო ნაყიდი მონა,

ითით მიიხმო და უთხრა ასე:

აბა, შეაბი მარხილში ცხენი,

ჩქარა! საომრად მივდივარ, გესმის?

უნდა მივუსწრო პოხელში ნადიმს,

იქ შევერკინო ალქაჯებს უნდა!”

და მოსწყდა მონა მაშინვე ადგილს,

შებრუნდა უკან, მივარდა თავლას,

გამოიყვანა იქიდან ცხენი

და გაამზადა მარხილი წუტში,

კაუკომელთან მიიჭრა მერე

და აღსრულება ბრძანების ამცნო.

დრო არის უკვე – გავიდეს გზაზე,

გზას რომ გაუდგეს – დრო არის უკვე;

მაა ერთი გული ეზახის: “წადი!”

“დარჩი!” – ეძახის მეორე გული!

კაუკომ პირველს უსმინა ძახილს,

აი, სახლიდან გამოდის გარეთ,

თან მოაცილებს მოხუცი დედა,

თვალთაგან ცხარე მოცვივა ცრემლი,

ეფერება და არიგებს ასე:

“შენს მეტი ვინ მყავს ამ ქვეყნად, შვილო,

ხარ ერთადერთი ნუგეში ჩემი;

და რაკი შენსას არ იშლი მაინც,

დაიმახსოვრე ეს რჩევა კარგად:

მოგაწოდებენ ქორწილში სასმურს,

არ გამოსცალო ბოლომდე კათხა,

გადააწოდე იქაურს ვინმეს,

ყველაზე ცუდს და ყველაზე ბოროტს:

მუხუნძელები იქნება ფსკერზე

და უამრავი წიწილი გველის!”

გამოაცილა ჭიშკრამდე შვილი

და ერთი რჩევაც ამგვარი მისცა:

“სახლში რომ შეხვალ – არ ენდო ინახს,

ნახევრად უნდა ჩამოჯდე სკამზე,

ნახევარი კი დაუთმე ვინმეს –

ყველაზე ცუდს და ყველაზე ბოროტს...

თუ შეასრულებ ორივე რჩევას,

გადაურჩები ყოველგვარ ხიფათს!”

რა მოისმინა დედისგან რჩევა,

კაუკომელი მარხილში ჩაჯდა,

გადაუჭირა მათრახი ქურანს

და ადგილს მოსყდა სარია მყისვე,

კაუკომელმა, მამაცმა გმირმა,

პოხელისაკენ აიღო გეზი.

ნაცნობ სანახებს გასცდა თუ არა,

წინ აუფრინდა ფრინველთა გუნდი, –

ფრთა დაიქნიეს იმდენად მძლავრად,

რომ ნაკრტენები დასცვივდათ გზაზე;

ნაკრტენებს ხელი დასტაცა უცებ

და შეინახა ჯიბეში ფრთხილად, –

ვინიცობაა ოდესმე სადმე

გამომადგესო, იფიქრა გულში.

მოულოდნელად კაუკო შეცბა

და რეჩხი უყო უეცრად გულმა,

დაიფრუტუნა შიშისგან ცხენმა

და შეანელა ნაბიჯი ჩქარი.

კაუკომელი, მამაცი გმირი;

წამოიწია ანაზდად ზეზე,

გადაიხარა წინ მთელი ტანით,

გაჰყურებს გზას და გარკვევით ხედავს:

სწორი გამოდგა ნათქვამი დედის,

მშობელმა დედამ მართალი უთხრა, -

გზაზე მდინარე ელვარებს ფართო,

იწვის და ბოლავს ჩანჩქერი ცეცხლის,

აყუდებულა კლდე წყალთა შუა,

იმ კლდეზე ბრწყინავს მომაღლო ბორცვი,

იმ ბორცვზე ელავს არწივი ცეცხლის,

და ცეცხლის ენებს პირიდან აფრქვევს,

ჰაერს აბრუნებს ცეცხლოვან ფრთებით

და ბღუჯა-ბღუჯა ნაპერწკლებს ისვრის.

მოჰკრა თუ არა კაუკოს თვალი,

იმ ცეცხლოვანმა არწივმა ჰკითხა:

“კაუკომელო! საითკენ ილტვი.

გაგიწევია, მითხარი, საით?!

კაუკომელმა, უბადლო გმირმა,

ცეცხლოვან არწივს მიუგო ასე:

“პოხელის მხარეს მივადგე უნდა

და საიდუმლოს დავესწრო ქორწილს!..

კეთილ ინებე – შებრუნდი ცოტა,

მგზავრს გზა მომეცი, არწივო, ნებით,

ეც ჩაგიქროლებ მარხილით უცებ,

გაგშორდები და ჩემი გზით წავალ!”

მაგრამ არწივმა ცეცხლოვან ყრონტში

დაიყაშყაშა პასუხი მკვახედ:

“სიამოვნებით! გზა ხსნილი არის,

მობრძანდი, გელის შენ ხახა ჩემი,

აღარ დაგჭირდეს შორი გზის გავლა,

დროს ტარება და თუ გინდა ლხინი;

თუ გსურს დიდებულს დაესწრო ნადიმს –

აგერ, ჩემს კუჭში ჩაბრძანდე უნდა!”

რა იღონოს და მიმართოს რა ხერხს,

საგონებელში ჩავარდა ახტი;

ადგა, ჯიბეში ჩაიყო ხელი, –

ჯუზდანში ჰქონდა ნაკრტენთა კონა, –

ის ნაკრტენები დაციცქნა სწრაფად,

ხელისგულები უსვა და უსვა...

და გააპნია ჰაერში მერე,

თითქოს ჩაჰყარა ხნულშიო თესლი;

და ნაკრტენები გადიქცა უცებ

ყრუალებად და ქათმებად ტყისა...

მიუახლოვდა კაუკო არწივს

და ფრინველები ჩასჩარა პირში;

ამასობაში მარხილიც დასძრა

და აუარა განსაცდელს გვერდი...

ასე დასძლია პირველი ზღუდე,

ასე გადარჩა პირველ დღეს სიკვდილს...

რა გაიარა მანძილი მცირე,

კვლავ დაიოჩნა აჯილღამ უცებ...

კაუკომელი, მამაცი გმირი,

ანაზდეულად წამოდგა ზეზე,

გადაიხარა წინ მთელი ტანით,

გახედა გზას და გარკვევით ხედავს:

სწორი გამოდგა ნათქვამი დედის,

მოხუცმა დედამ მართალი უთხრა, –

გზა გადაუჭრა უეცრად თხრილმა,

თხრილში თაკარა ლოდები ჰყრია,

დახორგილ ქვებში გიზგიზებს ცეცხლი,

ტკაცანი გააქვთ ვეება ლოდებს.

საგონებელში ჩავარდა ახტი

და მაღალ უკოს მიმართა თხოვნით:

“გემუდარები – მაღალო უკოვ,

ჭექა-ქუხილის ციურო მამავ!

ჩრდილოეთიდან ღრუბელი დასძარ,

დასძარ ღრუბელი დასავლის მხრიდან,

აღმოსავლითაც დასძარი ერთი,

ჩრდილო-აღსავლის მხრიდანაც სძარი,

და შეაჯახე ერთმანეთს მერე,

და გააჩაღე მაგარი თოვა,

თოვლი დაჰყარე ქვენზე

და ამოავსე ეს თხრილი თოვლით, –

ექნეს სიმაღლე საჟენი ერთი,

თოვლს ჩემი შუბის სიმაღლე ჰქონდეს!”

და მაშინ უკომ, ქუხილის ღმერთმა,

რომელმა შექმნა სამყარო ცათა,

ჩრდილოეთიდან ღრუბელი დასძრა,

ასძრა ღრუბელი დასავლის მხრიდან,

აღმოსავლითაც დაიძრა ერთი,

ჩრდილო-აღსავლით მეოთხე მოდგა;

და შეაჯახა ერთმანეთს მერე,

და გააჩაღა მაგარი თოვა,

თოვლი დაჰყარა ელვარე ქვებზე

და ამოავსო ის თხრილი თოვლით;

ადუღდა თოვლი – ტბა გაჩნდა უცებ,

მთათაოდენი აგორდა ტალღა.

და გრძნეულობით მამაცმა ახტიმ

ყინულის ხიდი იმ ტბაზე გადო:

ასე დასძლია მეორე ზღუდე,

მეორედ ასე გადარჩა სიკვდილს.

რა გაიარა მანძილი მცირე,

კვლავ დაიოჩნა უეცრად ცხენმა,

შელოცვილივით გაშეშდა უცებ

და ადგილიდან არ იცვლის ნაბიჯს.

კაუკომელი, მამაცი მოყმე,

ანაზდეულად წამოდგა ზეზე,

გადაიწია წინ მთელი ტანით,

გაჰყურებს გზას და გარკვევით ხედავს:

შესასვლელ კართან დამდგარა მგელი,

დათვი ბურდღუნებს პოხელის კართან.

რა მოიფიქროს, მიმართოს რა ხერხს?

საგონებელში ჩავარდა ახტი...

უცებ, ჯიბეში ჩაიყო ხელი

და ამოძურწა მან მატყლი ცხვრისა;

ხელისგულებით უსვა და უსვა,

მერე თითებით სრისა და სრისა,

შეუბერა და ცხვრის ფარა გაჩნდა,

და აპეტელდა ბატკნების არვე;

დათვმა ცხვარს დაჰკრა დუმაზე თათი,

მგელმა ბატკანი არჩია ქორფა.

ამასობაში იდროვა ახტიმ,

მესამედ ასე გადარჩა სიკვდილს.

აი, გამოჩნდა პოხელის ეზო,

შემოზღუდული მესერით რკინის;

თვალს ვერ ააწვდენ ფოლადის კედლებს –

მაინც იქნება საჟენი ასი!

კედლები ისე ზვიადად დგანან,

ვერ შეფრინდება ეზოში ჩიტიც:

ბოძთა მაგიერ – შუბები ჩანან,

წნელის მაგიერ – გველები ჭრელი,

დახვანცალობენ ეზოში ხვლიკნი,

გადახლართვიან უნასნი ერთურთს...

აუღერიათ თავები მაღლა,

იზლაზებიან, სივიან, სტვენენ,

მსვენნი კვალდაკვალ დასდევენ ასპიტთ,

მისთრევთ მიწაზე კუდები გრძელი...

რა მოისაზროდ, მიმართოს რა ხერხს?

საგონებელში ჩავარდა ახტი,;

უცებ – ქარქაშით დააძრო დაშნა,

ღობეს უწყალოდ დაუწყო ჩეხვა,

მიჩეხ-მოჩეხა ბოძები შუბის.

მერე სანგრევად მიადგა კედლებს,

კაფა და სხეპა, სხეპა და კაფა,

მილეწ-მოლეწა ყოველი ირგვლივ;

გაჰკაფა გზა და გადარჩა სიკვდილს, –

ასე მიადგა სორელის კარებს.

ვეება გველი ზედ კართან იწვა,

გადაწვართული გზის გარდიგარდმო,

სიმსხოთი იყო თავხეზე მსხვილი

და კარნაგელზე უგრძესი სიგრძით;

გველს ექენბოდა ათასი თვალი,

ნესტარი ჰქონდა ათასზე მეტი...

უელვარებდა იმხელა ზურგი,

პირქვე აგდია თითქოსო ნავი;

საცრისოდენა თვალები ჰქონდა,

გადმოეყარა კბილები ფოცხა,

უფსკრულის დარად დაეღო ხახა

და გადმოეგდო შუბივით ენა.

ზიზღით დახედა კაუკომ ასპიტს

და კბილებიდან გამოსცრა ასე:

შენ უნდა იყო მიწის ქვეშ ახლა,

შენ ტუონელში დაძრწოდე უნდა,

შენი ბინაა ავსულთა მხარე

და მიწისქვეშა ხვრელები გრილი.

ვინ ამოგგზავნა მიწიდან მაღლა,

ვინ დაგავალა გაწოლა გზაზე, –

მამამ თუ დედამ, ძმამა თუ დამა,

ვინ დაგაყენა დარაჯად, გველო!

ნუ დაგიღია საზარლად ხახა,

დაიღე თავი, დამუწე პირი;

დამალე ენა, იქეცი მორგვად,

დაიგორგლე და გაჩოჩდი გვერდზე, –

გზის ნახევარი დამითმე მაინც,

რომ გაიაროს მარხილმა ჩემმა;

მოიგუნებო ეგება, გველო,

სულ ჩამომეხსნა ეგების გზიდა:

შეძვერი ბუჩქში, ჩაძვერი ხვრელში,

გადასრიალდი ფერდობში სადმე,

ბალახბულახში შეჰყავი თავი

და დაქცეული წყალივით წადი...

შენი ადგილი ხვრელშია მხოლოდ,

ეკალ-ბარდშია ადგილი შენი.

იცოდე, თავს თუ წამოწევ მაღლა –

ისრით განგგმირავს მაღალი უკო!”

არ შეისმინა მუდარა გველმა,

სისინებს, სივის, შიშინებს, უსტვენს,

მიშტერებია თვალებში ახტის,

გადმოუგდია შუბივით ენა.

მაშინ კი ახტიმ, უბადლო გმირმა,

რაც ძველებისგან იცოდა გველზე,

რაც გაგონოლი დედისგან ჰქონდა,

გაიხსენა და ქადილით უთხრა:

“თუ არ შეისმენ მუდარას ჩემსას,

გზას თუ არ მიტევ, ბოროტო გველო,

უკურნებელი შეგიპყრობს სენი,

გაიბერები – გაწყდები სამად!

შეჩვენებულის ვიცი მე ჯიში,

უხსენებელის ვიცი მე მოდგმა:

აციჭამია დედა გყავს, ვიცი

დედა გყავს, ვიცი, სიღრმიდან ზღვათა!

ფურთხებ-ფურთხებით ცურავდა იგი

და ნერწყვს ბიწიერს ანთხევდა წყალში;

ექვს წელს არწევდა იმ ნანთხევს ტალღა,

ანანავებდა დინება ექვს წელს!..

იწურებოდა მეშვიდე წელიც, –

ატარა ნელა ის ნერწყვი წყალმა,

მზემ მოქნილობა სინსილას მისცა,

გამოირიყა ნაპირზე ტალღით.

და შემოქმედის ასული სამი

იმ ნერწყვს უეცრად წაადგა თავზე,

რა დაინახეს სილაზე ნერწყვი,

ასე წარმოთქვა სამივემ ერთად:

“რომ შემოქმედმა შთაჰბეროს სული,

და რომ აჩუქოს სმენა და ჩინი –

ნეტა, ნერწყვიდან გამოვა რამე?

 

რად გარდიქცევა ეს ნერწყვი, ნეტა?!”

შემოქმედს ესმა სიტყვები მათი

 

და ზენაარმა წარმოსთქვა ასე:

 

რომც სისაძაგლეს შთავბერო სული,

და რომც ვაჩუქო სმენა და ჩინი, –

ბიწიერისგან არამც და არამც

არ გამსახდება უბიწო არსი!”

ამ სიტყვებს ყური ხიისიმ მოჰკრა,

მყისვე შეუდგა ბიწიერ საქმეს:L

სუეტარის ნერწყვს შთაჰბერა სული

და ნერწყვისაგან განსახდა გველი.

იცოცხლე ჭრელ გველს რომელმა მისცა?

ინ და ხიისიმ – ბოროტმა სულმა;

მკერდში რომელმა ჩაუდგა სული?

გული უბოძა წყეულმა დედამ;

იმ ჭრელ გველს ტვინი რისი აქვს თავში?

პერეულისა ჩაუდეს ტვინი.

გრძნობა ვინ მისცა? მორევმა მღვრიემ,

თვაი რისი აქვს? დამპალი ცერცევის;

ყურები რისი? დამჭკნარი ფოთლის;

ვინ მისცა ანდა რისი აქვს ენა?

ბოროტმა სულმა დაუთმო შუბი;

კბილები ასპიტის რისი აქვს, ნეტა?

ტუონელური ხორბალის ფხათა;

უნასს ღრძილები რისი ავქს, ნეტა?

სიკვდილის ღმერთის ასულმა მისცა;

რის უნდა ჰქონდეს თვალები, ნეტა?

აქვს მას თვალებად მარცვლები სელის;

ზურგი – სატაცი ხიისის თუნის,

ბოროტი სულის კულული – კუდად!

ეს არის შენი ჯიში და მოდგმა,

ეს არის, გველო, მშვენება შენი!

შენ – ტუონელის ღორდათვავ შავო,

ჭრელებულო არყის ხის კანო,

შენ – ცისარტყელის შვიდივე ფერო,

შენ – ბინადარო ხვრელების გრილის!

მგზავრს გზა დაუთმე, სიკეთე ჰქენი,

არ დააბრკოლო, მიდექი გვერდზე,

დიდ ღრეობაზე იჩქარის იგი,

პოხელში უნდა დაესწროს ქორწილს!”

გველმა მაშინვე დაიწყო ზლაზვნა,

დაეხვია და გადიქცა მორგვად,

იმ მორგვმა მერე იგორა ნელა

და ჩოჩვა-ჩოჩვით გადვიდა გზიდან...

მგზავრს გზა მიეცა, – დაიძრა მგზავრი,

ასე დასძლია მეოთხე ზღუდე...

მიეჩქარება პოხელის მხარეს,

უნდა მიუსწროს ღრეობას ფარულს!

 

რუნა ოცდამეშვიდე

 

ჩემი კაუკო, იგივე ახტი,

კაუკომელი, მამაცი გმირი,

უკვე გადარჩა უამრავ ხიფათს,

დამთვარდა მისი მგზავრობა ძნელი;

ასჯერ ელოდა სიკვდილის ხახა

ახტი ასჯერვე დაუძვრა სიკვდილს;

და აი იგი სახლშია უკვე,

სახლში – ფარულად ღრეობენ სადაც!

აქ ხომ ვერ შევწყვეტ მოყოლას ამბის!

საინტერესო არ არის განა,

როგორ მიიღეს ქორწილში იგი,

როგორ დაუხვდნენ უწვევარ სტუმარს?”

ლამინკაინენ, იგივე ახტი,

იგივ კაუკო, მამაცი გმირი,

შუა დარბაზში ამყად დადგა

და აზანზარდნენ კედლები სახლის.

და, როცა ხალხის ყაყანი შეწყდა,

მექორწილეებს მიმართა ასე:

“აი, მე აქ ვარ! სალამი ყველას,

ვინც მიპასუხებს სალამზე სალმით...

ჰე, მასპინძელო! ეგების ცოტა

მოგეძებნება ცხენისთვის ქერი,

ან, ეგებ გქონდეს სტუმრისთვის ლუდი! –

გზამ ორივენი დაგვღალა ძლიერ!”

ბატონ-პატრონმა პოხელის მხარის,

მაგიდის კუთხეს რომელიც უჯდა,

არც კი იკადრა ადგომა ფეხზე,

კაუკოს ისე მიუგო სიტყვა:

“დავაურვებდით გაქაფულ ულაყს

ა ვუშოვნიდით როგორმე ქერსაც,

მოგაწოდებდით ლუდიან კათხას

და შეგხვდებოდით პატივით სტუმარს,

რომ უკითხავად და ასე ჯიქურ

არ შემოგეღო ოთახის კარი,

დამდგარიყავი ეზოში, სადაც

სამფეხზე მდგარი დუღს ქვაბი ჩვენი!”

ეს რა მკადრაო, გაბრაზდა ახტი,

და ააქნია ამაყად თავი,

ჯანგაროსავით შავ-შავი თმები

გადაიყარა შუბლიდან უკან,

მერე ქოჩორზე გადისვა ხელი

და მიახალა პოხელის პატრონს:

“თუ კარგია და, – ის შენი ლემპო,

ბოროტი სული დადგეს იმ ქვაბთან,

იქ იყუნცულოს რამდენიც უნდა

და გაითხუპნოს აბლით და მურით!

არ კადრულობდა იქ დგომას მამა,

მას არ სჩვეოდა კარებთან მოცდა,

არ შედგებოდა აროდეს ზღურბლთან,

არ დადგებოდა ნივნივთა ქვეშე, –

მისთვის ყოველთვის მზად იყო სკამი,

მის ცხენსსაც ქერი მზად ჰქონდა მუდამ,

თუ ვინმე ახლდა – იმასაც სახლში

შეუძღვებოდნენ მოხუცის ხათრით!

მის ხელთათმანებს ელოდა კაკვი,

მის ფეხსაცმელებს – ლურსმანი დიდი,

ჩამოჰკიდებდა ყველაფერს ხელად

და მიჰკიდებდა კედელზე ხმალსაც!

და თუ მამაჩემს ხვდებოდნენ ასე,

მე რა? შვილი არა ვარ მიდი?!”

მისწი-მოსწია კაუკომ ხალხი,

მაგიდის თავთან ჩამოჯდა მერე,

მერხის ბოლოზე ჩამოჯდა, რადგან

დანაბარები ახსოვდა დედის;

ჭრიალ-ჭრიალი დაიწყო მერხმა,

ახტის კინაღამ ჩაუტყდა სკამი.

ჩაიღურღურა თავისთვის ვითომ,

ისე კი – სხვათა თქვა გასაგონად:

“მე უდროო დროს მოვედი ალბათ,

რომ არ მაწვდიან საჭმელს და სასმელს!”

აქ ილპოტარმა პასუხად უთხრა,

დიასახლისმა პოხელის მხარის:

“არა, კაუკო, არ გავხარ სტუმარს,

არ ხარ მოსული სამოყვროდ ჩვენთან,

ვიცი, შენ ჩემი გწყურია სისხლი,

რამე რო იყოს – გამიპობ თავსაც...

ჯერ შენი წილი – ქერშია ლუდი

და ალაოდ დგას ის ქერი ჯერეთ;

არც საფუარი ბუყბუყებს ჩანში;

არც ხორცეული მეგულვის რამე!

რაღა დღეს მოდი, შე კაი კაცო,

მოსულიყავი ხვალ, ანდა – გუშინ!”

კაუკომელი გაცოფდა უფრო,

სულ მოეღრიცა ბრაზისგან სახე,

ჩამოებურდა შუბლიდან თმები

და გულმოსულად ილპოტარს უთხრა:

“მაშ, ყველაფერი ჩახეთქეთ, არა?

სულ გამოწრუპეთ, რაც იყო ლუდი?

თაფლი არ დაგრჩათ არც ერთი წვეთი

და, თქვენი ჭკუით, ღრეობას მორჩით?!.

სად გაალაგეთ თუნგები ლუდის,

ან ცარიელი რად არის კათხა?!

დიასახლისო პოხელის მხარის,

შე წუწურაქო, დამიგდე ყური:

პური და ხორცი გქონია ბევრი,

გამოგიხდია ქვეყანა ლუდი,

გადაგიხდია ქორწილი, ვხედავ,

ნაყარნუყარა გყოლია ხალხი:

არ დაგვიწყნია ძაღლი და ყვავი,

 

არიბ-ღატაკი და არრას მქონე,

არ დაპატიჟე მარტოდენ ახტი,

მარტო მე ვკლდი ღრეობას ფარულს!

ხორბალი ყველამ ცოტ-ცოტა გიძღვნათ,

მომიტანია მე მთელი კალო!

ყველას ჯამებით მოჰქონდა იგი,

მე ნაოთხალი დავყარე ხვავად,

ხორბალი – როგორც ბაჯაღლო ოქრო,

მე მოგიტანეთ ყველაზე მეტი.

თქვენც ღირსეულად მიმიღოთ უნდა,

ჩქარა მომართვით კამკამა ლუდი,

ღორის ხორცზედაც ნუ მეტყვით უარს,

თუ მზად არ არის, მოხარშეთ უცებ, –

გამომივლია გზა მეტად ძნელი,

დაღლილი მგზავრი დავნაყრდე უნდა!”

დიასახლისმა პოხელის მხარის,

დაუყოვნებლივ ბრძანება გასცა:

“ჰაი, შენ – გოგო, მონაო ჩემო,

მანდ ნარჩენები მონახე რამე

და ლუდთან ერთად მიართვი სტუმარს –

უნდა დანაყრდეს დაღლილი მგზავრი!”

მოსამსახურემ, პატარა გოგომ,

ჭურჭელს რეცხავდა რომელიც ამ დროს,

ის ჯამ-ჭურჭელი მიჰყარა გვერდზე,

თავი ანება კოვზების რეცხვას,

მონახა თევზის ნაძიძგნი ძვლები,

ხმელი ქერქები მოძებნა პურის,

აკრიფა მჭკნარი ფოთლები ჭარხლის

და დიდი ქვაბით მიართვა სტუმარს,

დიდივე ჯამით დაუდგა ლუდი

და ასე უთხრა კაუკოს გოგომ:

“თუ ხარ ვაჟკაცი – ასწიე ჯამი!”

კაუკომელი მიბრუნდა უკან

და ჩაიხედა ფარულად ჯამში:

მუხუნძელები ეყარა ფსკერზე

და უამრავი წიწილი გველის.

მაშინ გაბრაზდა წაბუკი ახტი

და დიასახლისს ახალა ასე:

“ჯერ არათითით მარცხენა ხელის –

მთელ სიბინძურეს ამოვყრი ზემოთ,

ჯერ ამოვფხიკავ ფსკერიდან მატლებს,

მერე კი – დავლევ, ბოლომდე დავცლი!”

მოიფათურა ჯიბეში ხელი

და ამოიღო ანკესი დიდი

ანკესი იგი ცაუშვა ჯამში

ამოსწია და – რას ხედავს ახტი:

ზედ ახინცლულა ათასი გველი,

ათასზე მეტი მსვენი და მატლი;

შეათამაშა ანკესი ხელში

და დაანარცხა იატაკს მყისვე,

დააძრო უცებ ჯიბიდან დანა

და წააცალა თავები გველებს,

მერე სასმური აიღო ხელში –

სულმოუთქმელად დასცალა ჯამი,

დასაცალა უცებ და ასე ამბობს:

“ალბათ, არ მთვლიან სასურველ სტუმრად, –

ლუდის მაგივრად პაწია ჯამში

აშმორებული ჩამისხეს წყალი,

არ გაიმეტეს ბატკანი ჩემთვის,

და არცა ხარი დანიკლეს სტუმარს!”

ბატონ-პატრონი პოხელის მხარის

მიუახლოვდა ახტის და უთხრა:

“ვინ მოგიწვია, ყმაწვილო, ლხინშ,

ვინ დაგპატიჟა – მითხარი ერთი!”

განმგებელს მთელი პოხელის მხარის

კაუკომელი პასუხობს ასე:

“მოწვეულ სტუმრებს თუ კარგად დახვდი,

მოუწვეველი რით არის ცუდი!

ყური დამიგდე, მისმინე კარგად,

შენ – განმგებელო პოხელის მხარის:

წყირვილისაგან მიშრება პირი,

ნაღდ ანგარიშზე მომყიდე ლუდი!”

ბატონ-პატრონი პოხელის მხარის

ამგვარ თხონნაზე გაბრაზდა ძლიერ:

მისნური თვისი იხმარა ძალა –

ტბა გაუჩინა კაუკოს ფერხთით,

გაცეცხლებულმა გაშალა ხელი

და ლუდის მთხოვნელს დაცინვით უთხრა:

“თუ გწყურია და, – მდინარე აგერ,

მიდი, დალიე რამდენიც გინდა!”

დიდი ხნის ფიქრის დასჭირდა როდი

კაუკომ უცებ პასუხად უთხრა:

“ხბო ხომ არა ვარ, შე კაი კაცო,

ხარი ხომ არა ვარ, ხომ არ ვარ ცხენი,

მღვრიე მდინარის მივადგე ნაპირს

და ამოვხვრიპო იქიდან წყალი1”

ახლა კაუკოს დაუდგა ჯერი –

ამოიმღერა გრძნეული ჰანგი

და გააჩინა ვეება ხარი,

რქები რომელსაც ოქროსი ჰქონდა;

ხარმა ის წყალი მოძგაფნა ხარბად

და იმა ტბისგან არ დარჩა წვეთიც.

აქ განმგებელმა პოხელის მხარის

არ დააყოვნა არც ერთი წუთი,

იმ ჯადოქარმა მისნობა იწყო

და გააჩინა თილისმით მგელი.

ჯერი კაუკოს დაუდგა ისევ

და გააჩინა კურდღელი თეთრი,

მგელი ცთუნებას შეეპყრო რათა,

ხარის მაგივრად სცემოდა კურდღელს.

იმ განმგებელმა პოხელის მხარის

გამოაცხადა ნაგაზი უცებ,

რომ დაეგლიჯა კურდღელი ქოფაკს,

მის ლამაზ ტყავზე გაეკრა კბილი.

ისევ კაუკოს დაუდგა ჯერი –

ა გააჩინა კაუკომ ციყვი –

ცალანგარებზე ეხტუნა რათა

ა ყურადღება მიეპყრო ძაღლის.

ბატონ-პატრონმა პოხელის მხარის

ამოაცხადა მაშინვე კვერნა,

ისკუპა კვერნამ, ისკუპა კიდევ

და დაიჭირა ნივნივზე ციყვი.

კაუკომელმა გრძნეული ჰანგით

გამოახტუნა ზანგელა მელა,

რათა კვერნისთვის გაეკრა კბილი

და დაეგლიჯა იმისი ტყავი.

მაშინ მეუფემ პოხელის მხარის

გამოაფრინა ქათამი ჭროღა,

რათა ცთუნებას შეეპყრო მელა,

კვერნის მაგივრად სცემოდა ქათამს.

მაგრამ არც ახლა დაიბნა ახტი

და გააჩინა მიმინო უცებ,

რათა ჩაესო ქათმისთვის კლანჭი

და აეტაცნა ჰაერში ციმციმ.

ბატონ-პატრონი პოხელის მხარის

განრისხდა ძლიერ და ასე ამბობს:

“არ ეღირება არაფრად ლხინი,

თუ არ შემცირდა სტუმრების რიცხვი:

სიდანც მოსულხარ – მიბრძანდი იქით!

დასტოვე ჩემი ნადიმი, ჩქარა!

დაგტოვე-მეთქი, ხიისის ლეკვო,

გვინდა ქეიფი, მოლხენა გვინდა,

ადექი, გადი, წადი და მიდი

იქ, სადაც შენი მიგელის სახლი!”

კაუკომელმა, მამაცმა გმირმა,

პოხელის პატრონს მიუგო ასე:

“მე კი არა და – ლაჩარი ვინმე,

მხდალიც კი არ მისცემს არავის ნებს,

ასე ძაღლივით გააგდონ გარეთ,

შეურაცხჰყონ და ისროლონ კარში!”

მაშინ მეუფემ პოხელის მხაროს

კედლიდან ხმალი ჩამოხსნა მარდად,

დაატრიალა მახვილი ხეკში

და კაუკომელს შეჰბღვირა ასე:

“შენ – კუნძულელო, მამაცო ახტი,

თავი რომ მოგაქვს, კაუკო, გმირად,

მოდი, შევებათ ხმალდახმალ ერთურთს,

დე, ნაპერწკლები გაჰყარონ ხმლებმა,

ვნახოთ – რომელი აჯობებს რომელს,

ვისი ხმალია მაგარი, ვნახოთ!”

მამაცი ახტი პასუხობს ასე:

“ჩემს ხმალს არც ისე ბასრი აქვს პირი, –

გზა-გზა იმდენი ვჩეხე და ვკაფე,

ცოტაც და – იქნებ გადატყდეს კიდეც!..

მაგრამ, თუ შენი სურვილი არი,

თუკი შენ ასე მასპინძლობ სტუმარს –

მოდი, მოვსინჯოთ ხმლები და ვნახოთ,

ჭრა უკეთესი რომელს აქვს უფრო!

მამაჩემს ხმალში უყვარდა გასვლა,

არ გაქცევია არასდროს ბრძოლას!

მე მამაჩემის ჯილაგი მომდგამს,

ძარღვებში მიჩქეფს მე სისხლი მისი!”

თქვა თუა არა – დააძრო ხმალი

და ააწივლა ჰაერში რკინა,

და შეასწორა მეორე ხელით

შემოგრეხილი ქამარი წელზე.

ორივე დიდხანს ზომავდა თვალით

ერთმანეთსაც და სიგრძესაც ხმალთა;

ხმალი ოდნავად უგრძესი იყო

ბატონ-პატრონის პოხელის მხარის, –

უგრძესი – მხოლოდ ნახევრით გოჯის,

სულ ერთი წკანტით უგრძესი მხოლოდ.

უნძულის მკვიდრმა, მამაცმა ახტიმ,

დუმილის შემდეგ გამოთქვა აზრი:

“შენი ხმალია ჩემს ხმალზე გრძელი,

პირველ ჩხვლეტასაც მე ვიწვნევ ალბათ”.

სახლის პატრონი ჯიქურად უტევს,

შეათამაშა ჰაერში ხმალი,

მამც კაუკოს უმიზნებს თავში –

კაუკო ცქაფად გახტება გვერდზე,

გაიზუილებს ჰაერში რკინა,

უცებ დაბასრავს ჩალანგარს წვერით,

დაღუნავს თავს და – გაჩეხავს ნივნივს,

გახტება განზე – გაჰკაწრავს კედელს...

კაუკომელი, ჭაბუკი ლაღი,

იმ სახლის პატრონს ღიმილით ეტყვის:

“რა დააშავა საწყალმა ჭერმა,

რა ცოდვა აძევს საცოდავ ნივნივს,

რომ ანაფოტებ ყველაფერს ირგვლივ,

ნაჯახი ხომ არ გიჭირავს ხელში?!

შენ, ჩრდილოელო, დამიგდე ყური,

მისმინე კარგად – რჩევა მაქვს ერთი:

ხომ ხედავ – სულმთლად დაჩეხე სახლი,

საასპარეზოდ არ გვყოფნის არე,

რას ერჩი კარებს, რას ერჩი კედლებს,

რა დაგიშავა მაგიდამ, სკამმა!

ვერ მოვიქნიე ხალვათად მკლავი,

წივილ-კივილიც ხელს გვიშლის ქალთა...

სხვა რომ არ იყოს – წამოვა თქეშად

და დააჩნდება იატაკს სისხლი...

გირჩევ, ძმობილო, გავიდეთ ველად

და გავაგრძელოთ ეზოში ბრძოლა, –

უფრორე ლამაზს ვერაფერს ნახავ,

ვიდრე სისხლს, დაღვრილს ქათქათა თოვლზე!”

გაჰყვა პოხელის მეუფე ახტის

და ორივენი გავიდნენ გარეთ,

ეზოში ძროხის გაფინეს ტყავი,

პირისპირ დადგნენ იმ ტყავსა ზედა.

კაუკომელმა შესძახა რიხით:

“ჰე, განმგებელო პოხელის მხარის!

შენი ხმალი ხომ გრძელია უფრო

და ამიტომაც – საშიში მეტად,

თუ გიყვარს თავი – დამასწრო უნდა,

მე თუ დაგასწარ – ვაჰ, ბრალი შენი!

ჰა მეთქი! მიდი, გაბედე, სცადე!

არ გაგიცუდდეს მოქნევა ოღონდ,

არ მოიქნიო მახვილი უქმად,

თორემ ლელივით წაგაჭრი კისერს!”

კაუკომელის მქირდავმა კილომ

სულ გააცოფა პოხელის მკვიდრი:

მოქნევა ერთი, მოქნევა ორი,

მოქნევა სამი, მოქნევა ოთხი!

შენც არ მომიკვდე, არა და არა,

ვერ გაუკაწრა ოდნავად კანი!

მაშინ კაუკომ, მამაცმა გმირმა,

პოხელის პატრონს შესძახა რიხით:

“ახლა კი ჩემი ჯერია უკვე,

მოქნევა ჩემი იხილე ახლა!”

ხმლის ჩახაჩუხში პოხელის პატრონს

არც გაუგია მუქარა სტუმრი,

უთავბოლოდ იქნევდა მახვილს,

კაცის მაგივრად აპობდა ჰაერს.

ჰყრიდა ნაპეერწკლებს კაუკოს ხმალი,

იკლაკნებოდა ალივით რკინა,

ქედს ანათებდა პოხელის მკვიდრის,

ვითარცა ღამეს ანათებს ელვა!

ხმალს უთამაშებს კაუკო ცხვირწინ,

ტან ეუბნება პოხელის პატრონს:

მურდალ კისერზე რიჟრაჟის დარად

შემოგდგომია ჩინჩხალთა შუქი!”

და მიაბრუნა მაშინვე თავი

ბატონ-პატრონმა პოხელის მხარის:

ჰსურს შეხედოს საკუთარ კისერს,

საკუთარ კეფას შეხედოს უნდა,

რომ დაიმახოს რიჟრაჟის დარად

შემოხვეული ნათელი ყელზ.

ვერც კი მოასწრო მოხედვა უკან,

კაუკომ ხმალი აელვა უცებ,

ემოუქნია ხრჭიალით კბილთა

 გოგრასავით წააძრო თავი, –

თალგამს წასხეპენ ფესვიდან ასე,

ასე თავთავის იციან წაჭრა;

რომ ეძგერება ისარი მწველი,

ტოტიდან ასე ვარდება როჭო.

ეზოში იდგა ათასი ბოძი,

აღასზე მეტი მარგილი იდგა;

თითო მარგილზე თავია თითო,

ცარიელია მარგილი ერთი.

იმხელა იყო სიმაღლით ახტი,

არც კი დასჭირდა შედგომა ცერზე,

ორივე ხელით ასწია მაღლა

ა ჩამოაცვა მარგილზე თავი.

ჩემი კაუკო, მამაცი გმირი,

ხელების წმენდით შევიდა სახლში,

ხმლებით დაჩეხილ ოთახში მზერა

მიმოატარა და ამბობს ასე:

“მომირბენინე, გოგონა წყალი,

გადავიბანო ხელები უნდა

და მოვიცილო ბინძური სისხლი,

სისხლი, რომელიც ვადინე ბოროტს1”

დიასახლისი პოხელის მხარის

განრისხდა, ჰყარა პირიდან ცეცხლი,

თვისი ერთგული კაცები იხმო,

აღჭურვა ყველა ხმლითა და შუბით,

გამოიყვანა მებრძოლი ასე,

რატომ ასე და ათასი არა!

ლამინკაინენს დღე ელის ცუდი,

არ დაადგება კარგი დღე ახტის!

უნდა სახლისკენ აეღო გეზი,

იქაურობას გასცლოდა უნდა;

საშიშროება კაუკომ იგრძნო,

რას დააკლებდა უთვალავს ერთი!

დაასკვნა ახტიმ: სორელში მისი

არ იქნებოდა დარჩენა უკვე!

უნდა დაეგდო პოხელის მხარე –

უნდა გასცლოდა ღრეობას ფარულს!..

 

რუნა ოცდამერვე

 

კაუკომელი, მამაცი გმირი,

კუნძულის მკვიდრი, ჭაბუკი ლაღი,,

ტოვებს საჩქაროდ პოხელის მხარეს,

ნისლიან სორელს სასწრაფოდ ტოვებს,

რომ არ შეემთხვას ხიფათი რამე,

აქაურობას გაშორდეს უნდა!

ადგა და ფეთქა კარები უცებ,

და გამოვარდა კვამლივით გარეთ,

რომ შემოახტეს ეზოში მერანს,

შირისძიებას დაუსხლტეს ბოროტს.

მაგრამ ეზოში არ დახვდა ცხენი,

სად არის ცხენი, აღარ ჩანს არსად!..

მარტოდენ ქვები მინდორზე ჰყრია,

ტირიფებია ეზოში მარტო.

სადაა ვინმე, ვინაა შემწე,

ვინ დაარიგებს კაუკოს ახლა,

როგორ მოიქცეს – ვინ ურჩევს ახტის,

რიმ არ წააგოს უბრალოს თავი,

რომ თმები მისი, ვითარცა მატყლი,

არ გაიფანტოს საროლის ველზე!..

რაღაც საშიში გუგუნი ისმის,

მტვერი ღრუბლებში ავარდა ცაში!..

სარკმელში ორი ანთია თვალი –

რისხვით გიზგიზებს კოცონი ორი.

კაუკომელმა, – არ არის სხვა გზა, –

ახლავე უნდა იცვალოს სახე,

ახლავე უნდა გარდიქცეს რამედ,

რომ უჩინარჰყოს არსება თვისი.

გარდაისახა არწივად იგი

და ელვასავით აიჭრა ცაში!

მზემ გაუხურა კინკრიხო, დასწვა,

და გაუნათა ყვრიმალნი მთვარემ.

და აღავლინა კაუკომ ლოცვა,

მამაცმა ახტიმ ღაღადჰყო ასე:

“ო, დიდო უკოვ, მაღალო ღმერთო,

ბრძენო, რომელი ხარ ცათა შინა,

ყოვლაძლიერო ქუხილის მეფევ,

სურვილისამებრ ღრუბელთა მძვრელო,

გამომიგზავნე ღრუბელი ერთი,

შემომახვიე ჟანღივით ტანზე,

რათა სივრცეში ვიფრინო ფარულ

და მივაღწიო სამშობლოს ჩემსას,

რომ მოვიხილო ნანატრი ხილვით

ჭაღარა დედა – მშობელი ჩემი!”

მიფრინავს ახტი, მიფრინავს სწრაფად,

შხუილ-შხუილით მიაპობს სივრცეს,

რა მიიხედა უეცრად უკან,

ლეგა ბურაულს შესწრო მზერა, –

ის ბურაული კაუკოს მისდევს

და აბრიალებს საზარლად თვალებს;

რისი ფრინველი – მოსდევსო თითქოს

თვით განმგებელი პოხელის მხარის!

ჩაუქროლა და გასძახა ახტის:

“ეი, შენ – ახტი, ძმობილო ჩემო!

მინდორში ჩვენი ხომ გახსოვს ბრძოლა,

მეხსიერება გღალატობს იქნებ!”

კაუკომელმა, გულადმა მოყმემ,

პასუხად უთხრა ბურაულს ასე:

“შენ – უსუსურო ბთარტუნავ ჩემო,

გირჩევ, ახლავე გაბრუნდე უკან,

პოხელისაკენ იბრუნე პირი

და მიაშურე ნისლოვან სორელს;

როცა მიფრონდე, უთხარი ყველას,

თუ რა ძნელია არწივთან ომი,

შენ ხელს არ მოგცემს ჭიდილი ჩემთან,

ჩამომეცალე, გაბრუნდი უკან!”

ლეგა ბურაულს ენიშნა რჩევა,

პოხელისაკენ აიღო გეზი...

გზით პირდაპირით კაუკო მიჰქრის,

უახლოვდება სამშობლო მხარეს,

ერთი სული აქვს – მშობლიურ სახლ-კარს,

საყვარელ დედას იხილავს როდის!

ოღონდ ეგ არის – სახეზე მაინც

გადაჰფენია მწუხარე ჩრდილი.

აჰა, მიადგა კაუკო ჭიშკარს,

გამოეგება მშობელი დედა,

მოხუცმა გულში ჩაიკრა შვილი

და, უპირველეს ყოვლისა, ჰკითხა:

“ჩემო ყველაზე უმცროსო შვილო,

ჩემო იმედო, ნუგეშო ჩემო,

რამ ჩაგიბუდა ნაღველი გულში,

ეგზომ მწუხარე რატომ გაქვს სახე?!

იქნებ ნადიმზე მიგიღეს ცუდად,

არ მოგაწოდეს ეგება კათხა!

ამაზე, შვილო, არ დაგწყდეს გული –

მამის ნაქონი აიღე ჯამი,

დავლად რომელიც ჩაიგდო ხელში,

მოძალადეებს ებრძოდე ოდეს!”

ლემინკაინე პასუხობს ასე:

“დედავ ძვირფასო, მშობელო ჩემო!

რომ დამხვედროდნენ პოხელში ცუდად,

არ მოერთმიათ ნადიმზე კათხა,

შავ დღეს ვაყრიდი ოჯახის პატრონს,

სყუმრებიანა ვისროდი კარში,

ავაცეკვებდი ჩემს ფხიან მახვილს,

მე ვეყოფოდი სუყველას – ერთი!”

არ ჩამოეხსნა კაუკოს დედა:

“აბა, მწუხარე რატომ გაქვს სახე?!

იქნებ იაბოს უმტყუნა მუხლმა!

თუ შეგარცხვინა იაბომ დოღში,

თუ მართლა მუხლმა უმტყუნა მერანს,

სხვა ცხენი უნდა იყიდო, შვილო,

მამის ქონებით იყიდო უნდა!”

ვაჟკაცმა მშობელს პასუხად უთხრა:

“აბა, რას ამბობ, დედილო ჩემო!

რომ შევერცხვინე იაბოს დოღში,

რომ ეღალატნა ახტისთვის ლურჯას,

დავიწვებოდი სირცხვილით ალბათ

და ჯავრს ვიყრიდი პატრონზე სახლის,

ცხენ-კაციანა გავჟლეტდი ყველას,

ინც დაჯაბნიდა კაუკოს ტაიჭს”.

კვლავ არ ეშვება კაუკოს დედა,

შეწუხებულმა კვლავ ჰკითხა ახტის:

“რატომ დაბრუნდი პოხელის მხრიდან

ნაღვლიანი და მწუხარე ეგზომ?!

ხომ არ დაგცინეს დიაცთა, შვილო,

ქალიშვილებმა დაგცინეს იქნებ!

და თუ დაგცინეს – პასუხი უნდა

შენც დაცინვითვე გაგეცა მათთვის!”

ამაყი ახტი პასუხობს ასე:

“ო, საყვარელო დედილო ჩემო!

მე რომ მრგებოდა დიაცთა ანდა

ქალიშვიების დაცინვა წილად,

შავ დღეს ვაყრიდი ოჯახის პატრონს,

მეც დავცინებდი დიაცებს მწარედ,

და, კაცმა რომ თქვას, რატომ და რისთვის,

მე დასაცინი რა მქონდა მათი!”

კვლავ არ ეშვება მოხუცი დედა:

“რა მოხდა მაინც – მითხარი, შვილო!

იქითობისას ეგება ხიფათს,

ფათერაკს რასმე წააწყდი გზაზე!

იქნება ჭამამ გაწყინა ბევრმა,

ზომაზე მეტი დალიე იქნებ?!

სხვის ჭერქვეშ ძილმა სიზმრები იცის –

ეგებ სიზმარი გეზმანა ავი!”

ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

ასე მიუგებს საყვარელ დედას:

“ქალთა საქმეა სიზმრების ახსნა

და გამოტანა სიზმრიდან აზრის;

მე ზმანებების არა მაქვს შიში

სიზმრისა მარტო დიაცებს სჯერათ!

ჩქარა, დედილო! დრო აღარ ითმენს,

ხორაგეულით ამივსე აბგა,

გატენე ფქვილით, მარილით, თევზით,

კარგად დატენე ტომარა დიდი, –

უნდა გავშორდე მშობლიურ მხარეს,

გარდავიხვეწო აქედან ჩქარა,

დაგემშვიდობოთ, დედილო უნდა,

ენცა და ამ ჩემს საყვარელ სახლსაც,

ჩემზე მუქარით ლესავენ მახვილს

და ამახვებენ გინებით შუბებს!”

შეწუხდა ძლიერ საბრალო დედა:

“რა დააშავე ასეთი მაინც,

რატომ ლესავენ მუქარით მახვილს,

ვინ გემუქრება, მითხარი, შვილო!”

ალაპარაკდა მამაცი ახტი

ა გამოუტყდა კაუკო დედას:

“იმ ნისლიანი სორელის ველზე

წავეკინკლავე მასპინძელს ჩემსას

და წავაცალე კვახივით თავი –

პოხელის მხარის განმგებელს ბოროტს,

ამად ლესავენ მუქარით მახვილს

და ამახვებენ ამიტომ შუბებს,

შურისძიებად მოდიან ჩემზე

და მე უბედურს დღე მელის ცუდი.

მთელი პოხელი ფეხზე დგას ახლა,

მთელი სორელი საომრად მოდის, –

არ მოქანცული მგზავრობით ძნელით,

მე რას გავაწყობ მარტოკა ჯართან!”

დაღონდა ძლიერ მოხუცი დედა,

კაეშნიანი ხმით ახტის უთხრა:

“მე ხომ გეხვეწე, ნუ წახვალ-მეთქი

იმ დასაქცევი პოხელის მხარეს!

არ შეისმინე მუდარა, შვილო,

ყურად არ იღე შენ ჩემი რჩევა!

რა იქნებოდა – მშობლიურ ჭერქვეშ

დარჩენილიყავ, გეცხოვრა მშვიდად!

დაგიფარავდა შენ კალთა ჩემი,

ვერ მობედავდა ვერავინ სამტროდ!

არ იქნებოდა აღარც ეს ომი,

აღარც ეს ბრძოლა პოხელის ხალხთან!

ახლა რა უნდა იღონო, შვილო,

სად უნდა ნახო ადგილი მყუდრო,

რომ ვერ მოაგნოს ნაკვალევს მტერმა,

რომ გადაურჩე ბოროტის მახვილს,

ჩუგლუგი რომ არ გაძგერონ მკერდში,

რომ არ წაგაძრონ კვახივით თავი,

რომ თმები შენი, ვითარცა მატყლი,

არ გაატანონ ქარსა და ნიავს?”

კაუკომელი პასუხობს დედას:

“ვერ ავიგულე ადგილი რამე,

ვერ მოვისაზრე ისეთი კუთხე,

სადაც შეფარვა შემეძლოს თავის...

იქნებ შენ მითხრა, შენ იცი იქნებ, –

მასწავლე რამე, დედილო ჩემო!

შურისძიება მომდგარა კარზე,

სად დავემალო, მირჩიე, ჩქარა!”

გულდათუთქულმა საბრალო დედამ,

ლამინკაინენს მიუგო ასე:

“რა მოვიფიქრო არ ვიცი, შვილო!

სად გადაგმალო, სად, რომელ მხარეს;

რომც გარდაიქცე ნაძვად ან ღვიად,

შე, სულერთია, დღე გელის ცუდი:

ნაძვს ტოტებს სჭრიან – ხმარობენ კვარად,

ბიჯგად ხმარობენ ტოტებსაც ღვიის.

არყად რომ იქცე, ან თუნდაც მურყნად,

დღე დაგადაგება მაშინაც ცუდი:

არყის ხეს სჭრიან, აპობენ შეშად,

ძალიან კარგი მან იცის ცეცხლი;

მურყანს ჩასჩეხენ და სწვავენ მერე,

ანოყივრებენ იმითი მიწას.

მარწყვად რომ იქცე, ან თუნდაც მოცვად,

ანდა – იქეცი თუ გინდა კენკრად,

სულერთი არის, – დღე გელის ცუდი,

უბედურება მოგაგნებს მაინც:

ქალიშვილები წამოვლენ მარწყვზე

და შენ იმათი გახდები ლუკმა.

ქარიყლაპიად რომ იქცე ზღვაში,

ან მდინარეში გადიქცე სიგად,

სულერთი არის, – დღე გელის ცუდი,

უბედურება მოგნახავს მაინც:

ერთს სენთიანად მოიქნევს ბადეს

ჭაბუკი, გინდა მოხუცი ვინმე,

გადაგაფარებს სათხეველს თავზე –

ასხმარტალდები ღონეში ხელად.

უღრან ტყეში რომ წახვიდე დათვად,

 

ან მგლად რომ იქცე უსიერ ტყეში,

სულერთი არის, – დღე გელის შავი,

უბედურება მოგაგნებს იქაც:

შენ მონადირე მოგყვება კვალზე –

გამეტებულად ნატყორცნი შუბი

არ აგცილდება, – იყავი დათვი,

თუ გინდა მგელი – რომელიც გინდა!”

ლამინკაინე, მამაცი გმირი,

საყვარელ დედას მიუგებს ასე:

“აბა, რად მინდა სწავლება შენი,

ბევრი ადგილი მე თვითონ ვიცი,

ყოველ ნაბიჯზე ხიფათი რამე

მოსალოდნელი იქნება სადაც,

სადაც მომაგნებს ბოროტი სული,

სიკვდილი სადაც ჩამხედავს თვალში! –

მე შენ მაჩუქე სიცოცხლე, დედა.

შენ მაწოვებდი პატარას ძუძუს;

რა გზას დავადგე – მირჩიე ახლა,

სად შევაფარო ბედკრულმა თავი.

ვგრძნობ – ყელში მიჭერს სიკვდილი ხელებს,

გალიგვულ თითებს სახეზე მახებს;

ხვალ ტანზე აღარ მექნება თავი,

ხვალ აღსასრული დადგება ჩემი!”

წამწუთიერი დუმილის შემდეგ

აი რა უთხრა კაუკოს დედამ:

“მისმინე, შვილო, ერთ ადგილს გეტყვი,

ერთი ფარეზი ადგილი ვიცი,

იქ შეაფარე დროებით თავი,

დანაშაული მიგიძღვის რადაგან!

ეს არის ერთი კუნძული მცირე,

სადაც უცხოა დავა და ქიშპი,

სადაც არ ისმის ჩახუნი ხმალთა,

სადაც მარადი სიმშვიდე სუფევს.

ოღონდაც ჰფიცე მარადი ფიცით,

ოღონდაც მტკიცე მომეცი სიტყვა,

რომ წელი გავა ხუთიც და ექვსიც,

და რატომ ექვსი და არა ათი,

ისე, რომ ველზე არ გახვალ ბრძოლად,

არ ამოაგდებ ბუდიდან მახვილს,

რომც მოგენატროს ოქროს და ვერცხლის

ხელში ჩაგდება მტრისაგან დავლად!”

პირობას აძლევს კაუკო დედას:

“ჭეშმარიტითა ვფიცავ მე ფიცით,

რომ პირველ ზაფხულს არ გავალ ბრძოლად,

არცა მეორე, მომდევნო ზაფხულს

არ ამოვაგო ბუდიდან ხმალი,

არ ავაელვო მახვილი ჩემი!

მე დასვენება არ მაწყენს ცოტა,

ქარქაშში, დაე, იძინოს ხმალმაც!

ამ ბოლოს ბევრი გარდამხდა ბრძოლა,

ბევრი ჭრილობაც მივიღე მძიმე –

დაჩეხილი მაქვს საშინლად ბეჭი,

ტანზე ნახმლევი მექნება ასე!”

რა დაამთავრა კაუკომ სიტყვა,

ჩურჩულით უთხრა მოხუცმა დედამ:

“მამისეული ახსენი ნავი

და მიაშურე ახლავე კუნძულს,

გასცურავ ცხრა ზღვას... მეათე ზღვასთან

აყუდებული კლდე არის ერთი,

ძნელბედობისას იმ კლდესთან ჰქონდა

ამორჩეული მამაშენს ბინა:

იქ შეგიძლია იცხოვრო მშვიდად,

ეშმაკიც კი ვერ მოაგნებს შენს კვალს!

გავიდეს ერთი, გავიდეს ორი,

მესამე როცა დადაგება წელი –

შენ გაიხსენე მოხუცი დედა

და მოაშურე მშობლიურ მხარეს!”

 

რუნა ოცდამეცხრე

 

ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,

გაახაზირა საგზალი უცებ:

აბგაში ჩადო კარაქი, ერბო

ხოკერში ჩადო ბარკალი ღოტის,

ორი წლის სარჩო მოიგდო ზურგზე,

გამოსაღებად მიადგა ჭიშკარს...

როცა ეზოდან გადადგა ფეხი,

მიმოიხედა ირგვლივ და ამბობს:

“უნდა დავტოვო მშობელი კუთხე,

სამშობლო მხარევ – სამი წლით გტოვებ!

მინდვრები რჩება საზიზღარ გველებს –

საშლიგინოდ და სანთხევად შხამის;

ფოცხვერებს რჩებათ ჭალები მწვანე;

გარეულ კატებს – ბუჩქნარი ხშირი;

ითარეშებენ დომბები ველზე,

იჭყუმპალებენ ბატები წყალში.

მშვიდობით, ჩემო ძვირფასო დედა!..

უკვე მოვიდა დრო ჩემი წასვლის;

თუ პოხელიდან მოგადგნენ კარზე,

თუ გკითხონ – შვილი სად არის შენი,

არასდიდებით არ დასძრა კრინტი

და არ წამოგცდეს ზედმეტი რამე;

მიწა მოხნა-თქო უთხარი მდევარს,

გადავიდა-თქო ეზოდან მერე...

საით წავიდა ან რომელ მხარეს –

მე არ ვიცი-თქო, უთხარი მშვიდად!”

კაუკომელი მივიდა ნავთან,

საგორავებზე აგორა ნავი,

საბჯენ ლილვებზე აცურა ფრთხილად

და შეაცურა ღონივრად ზღვაში.

ანძაზე აფრა გაჭიმა მერე,

გადაატმასნა ქანდარნი ქათანს,

ნავის კიჩოზე წამოჯდა თვითონ,

მაგრად ჩაბღუჯა ხელებში საჭე.

წააგდო მკერდი, დაძაბა მზერა,

გახედა ზღვას და წარმოთქვა წყნარად:

“დაჰქროლე ქარო, დაბერე აფრა,

წინ გააქანე ეს ჩემი ნავი,

წინ გააქროლე ეს ფიჭვის ჩონჩხი

და უხიფათოდ არწიე ზღვაზე!”

უსმინა ქარმა, დაბერა აფრა

და გააქროლა ტალღებზე ნავი,

იცურა ერთ თვეს, იცურა ორ თვეს

და უსახელოს მიადგა კუნძულს.

ქალიშვილები კუნძულზე იდგნენ

და გაჰყურებდნენ სილურჯეს ზღვისას:

ერთი მათგანი ელოდა მამას,

მეორე – ძმას და მესამე – საქმროს;

საქმროს რომელიც ელოდა, იმას

ყველაზე მეტად უძგერდა გული!

ზღვაზე დალანდეს კაუკოს ნავი,

მზერა მიაპყრეს კაუკოს სანდალს;

ნავი ღრუბელი ეგონათ პირველ,

მბობღავი შუა ცისა და ძღვისა.

ქალიშვილები გაოცდნენ ერთობ,

გადუჩურჩულეს ერთმანეთს ნაზად:

“რა უნდა იყოს ნეტავი ზღვაში?

თუ ნავი არის, ვისია ნეტა?!

იქნებ ნაცნობი აღმოჩნდეს ვინმე,

ზღვისპირა ხალხზე გვაუწყოს რამე –

როგორ ცხოვრობენ, ხომ არ აქვთ ომი,

ხომ არ ჩეხავენ ერთმანეთს ხმლებით”.

ავა ტალღა და – აჰყვება ნავი,

დავა ტალღა და – დაჰყვება დაბლა;

კაცმა შორიდან თვალი რომ მოჰკრას,

ასე იფიქრებს: არ იძვრის – დგასო!

მაგრამ კი არ დგას – მიაპობს ტალღებს,

აყუდებული კლდისაკენ მიდის...

აი, გამოჩნდა კუნძული უკვე,

მიმოკლაკნილი ნაპირნი კონცხის.

კაუკომელი მიადგა კუნძულს

და ქალიშვილებს გასძახა ასე:

“ადგილი თუა კუნძულზე ცოტა,

მიწა თუ არის კუნძულზე მშრალი, –

იმ მშრალ ადგილზე ნავი რომ დავდგა,

რომ დავისვენო მგზავრობის შემდეგ?!”

ქალიშვილებმა მიუგეს ასე:

“შენ ამ კუნძულზე იპოვი ადგილს,

რომ დაასვენო ეგ შენი კანჯო.

საგორავები მზად არის უკვე,

ნავმისადგმი – რამდენიც გინდა!

დაეტეოდა ნავები კონცხზე –

ერთი კი არა, რომ იყოს ასეც!”

გამხიარულდა, გალაღდა ახტი,

გადაათრია ნაპირზე კანჯო.

საფორავებზე შეაგდო მერე

და ქალიშვილებს მიმართა კითხვით:

“ადგილი თუა კუნძულზე სადმე,

რომ შევაფარო დროებით თავი?!

მე უსუსუსი კაცი ვარ ერთი,

გამოვერიდე ბროლების ხმაურს,

გამოვექეცი მოღერილ მახვილს,

ამ კოცხზე მინდა საფარი ვპოვო!”

ქალიშვილება პასუხად უთხრეს:

“შენ ამ კუნძულზე იპოვი ადგილს,

რომ შეაფარო დროებით თავი,

შეგიფარებენ მხდალსა და ჯაბანს,

ამორიდებულს ბრძოლათა ხმაურს!.

ციხე-სიმაგრე ბევრია კონცხზე,

საცხოვრებელიც ბევრია ბინა,

კონცხს რომ ათასი მოადგეს კაცი

კუნძული ჩვენი დაიტევს ყველას!”

კაუკომელი, მამაცი გმირი,

ასეთი კითხვით მიმართავს ქალწულთ:

“ადგილი თა კუნძულზე სადმე;

თუ გეგულებათ ნაკვეთი მცირე,

რომ მივადგე და გადავხნა ახო –

საყანედ უყი ვაქციო მიწა?!”

ქალიშვილებმა მიუგეს ასე,

ამ შეკითხვაზე პასუხად უთხრეს:

“გოჯი რა არი – არც ერთი გოჯი

ამ ჩვენს კუნძულზე არ არსი მიწა,

რომ მითარჯული არ ჰქონდეს ვინმეს,

რომ შენ დათესვა შეგეძლოს მისი:

დაინაწილეს კუნძული უკვე,

აზომილია ყოველი ბროცვიც,

ტყეცა და ნოღაც, ჭალაც და ახოც, –

თავ-თავისი ჰყავს პატრონი ყველას.

კაუკომელმა, ჭაბუკმა ლაღმა,

ამგვარი კითხვით მიმართა ქალწულთ:

“ადგილი თუა კუნძულზე სადმე,

რომ სიმღერათა შემეძლოს თქმანი,

რამე ისეთი ადგილი თუა,

სადაც სიმღერას ხალისით ვიტყვი?!

ვატყობ – სიტყვები იძვრიან პირში

და ბაგეებზე დნებიან თაფლებრ!”

ამ შკითხაზე მიუგეს ასე,

ქალიშვილებმა პასუხად უთხრეს:

“მოინახება ადგილი კონცხზე,

სადაც სიმღერას ხალისით იტყვი,

ცეკვა თუ გინდა – ჩაბუქნავ კიდეც,

თამაშისთვისაც ოპოვი ადგილს!”

კაუკომელმა, ჭაბუკმა ლაღმა,

მაშინვე გრძნებით დაიწყო მღერა, –

ჯადო-სიტყვებით ჭალაში უცებ

ტყე გაჩინა ჭნავის და მუხის.

კვლავ შეუმღერა კაუკომ მუხებს

და გამოასხა ვეება რტონი,

ჯადო-სიმღერით, გრძნეული ჰანგით

რკონი დაჰკიდა გაფარჩხულ ტოტებს;

ერთიც და – ტოტთა დაიწყეს რკალვა,

და გაჩნდა ხეზე ათასი რგოლი,

და გუგულები რგოლებზე ხელად,

ჩამოაჯინა თითოზე თითო!

როცა გუგული დასძახებს “გუ-გუს”,

მუხიდან ცვივა ოქრო და ვერცხლი!

მღეროდა გზნებით, მღეროდა გრძნებით

და სასაწაულებს ახდენდა ახტი:

თუ სადმე იყო ქვიშა და ხრეში –

მარგალიტებად აქცია უცებ,

ქვებმა საამოდ დაიწყეს ოჭვა,

ხეებს ოქრონა მიეცათ ფერი,

ოქროს ბორცვებზე ლივლივებს ოქროდ

ოქროს ყვავილთა ყვითელი ჭავლი.

მღეროდა გრძნებით, მღეროდა დიდხანს:

ჭა გააჩინა ეზოში ერთი,

ჭაში ოქროსი ჩაჰკიდა ჯაჭვი,

ჯაჭვზე ოქროსი დაჰკიდა ვედრო,

წამიც და – ჯამიც ოქროსი გაჩნდა,

რომ გამვლელებმა დალიონ წყალი.

აადგაფუნა მინდვრებში ტბები,

ტბებში ბატები შეუშვა გროვად;

ბატასინები ცურავენ სწრაფად,

ნიჩბად ხმარობენ სპილენძის ფეხებს.

ლამინკაინეს სიმღერის ჯადომ

მოინადირა ქალწულთა გული,

სასწაულებმა მოხიბლეს ისე,

ხმას ვერ იღებდნენ, ვერ სძრავდნენ ენას.

ლემინკაინემ, ჭაბუკმა ლაღმა,

კუნძულის ასულთ ღიმილით უთხრა:

“ვიმღერო ძალმიძს მე უფრო ტკბილად,

უფრო წარმტაცად ვიტყოდი ჰანგებს,

რომ სახლის ჭერი მეხუროს თავზე

და იქ გაწყობილს რომ ვუჯდე სუფრას!

თუ ამ კუნძულზე არ არის ქოხი,

თუ თავშესაფარს ვერ ვნახავ სადმე,

ჯადო-სიმღერებს გადავყრი ველზე,

ტყეში გავფანტავ სიმღერას ყვე;ლას”.

ქალიშვილებმა პასუხად უთხრეს,

მამაც კაუკოს მიუგეს ასე:

“არა, სიმღერა ცოდოა ცის ქვეშ,

აძიგძიგდება ყინვაში ჰანგი,

წამოდი სახლში, იქ თბილა უფრო,

სიტყვებს სითბოში მეტი აქვს ეშხი!”

შედგა თუ არა ოთახში ფეხი,

მყის შემოსძახა გრძნეული ჰანგი:

შუა ოთახში მაგიდა დადაგა,

ცამოარიგა ორ მწკრივად ჯამნი;

კათხებში ესხა კამკამა ლუდი,

თუნგებში თაფლი ლუდივით ესხა,

საჭმელ-სასმელი ეყარა უხვად –

ინებე, რაც გსურს სულო და გულო:

ლუდი და თაფლი, ტკბილი თუ მწარე,

კარაქი გინდა თუ თაფლის კვერი!–

უნდა დანაყრდეს კაუკო კარჰად,

აქვს გამოვლილი გზა მეტად შორი!

უკმაყოფილო მიიღო სახე:

დანა-ჩანგალი მაგიდას აკლდა!

და გააჩინა კაუკომ მყისვე

ოქროს დანა და ჩანგალი ვერცხლის.

მიუჯდა სუფრას, დაიწყო ჭამა

და მოიჯერა ლუდის სმით გული.

ადგა მერე და გავიდა გარეთ,

და სხვა სოფელს ეწვია სტუმრად,

შემოიარა სოფლები ასე;

მღეროდა ხშირად, ცეკვავდა ხანაც,

აიყოლია კუნძულის ხალხი, –

ასწითლებოდათ ქალწულებს სახე

და აწვალებდნენ ნაწნავებს ხელში.

კუნძულზე იყო სოფელი ბევრი,

ხოლო ასულებს – თვლა აღარ ჰქონდათ,

არ დარჩენილა ქალწული ერთიც,

რომ არ გაერთო რითიმე ახტის, –

გვიან ღამემდე ილხენდნენ ერთად,

კინაღამ კაცი დაახრჩვეს კოცნით.

კუნძულზე იყო ასობით ქვრივი,

ქალწული იყო ათასზე მეტი,

არ დარჩენილა არც ერთი თითქმის,

რომ არ გაერთოს როგორმე ახტის.

დროსტარებაში ვიდოდნენ დღენი,

დრო გადიოდა ქეიფში, ლხინში.

ახალისებდა ქალწულებს ძლიერ

კაუკომელის კუნძულზე ყოფნა;

და არა მარტო ასულთა გული

მოინადირა მამაცმა ახტიმ, –

გარს ეხვეოდნენ კაუკოს მუდამ,

არ ასვენებდნენ ქალები ქვრივი!..

გავიდა წელი ერთი და ორი,

ასე გავიდა მესამე წელიც...

კაუკო სახლში დაბრუნდეს უნდა,

კვლავ დაუბრუნდეს მშობლიურ მხარეს!

და სწორედ ამ დროს – კუნძულის მკვიდრი

მას შინაბერა ეწვია ერთი,

ჩამოეკიდა კაუკოს ყელზე,

მუდარით, თანაც მუქარით უთხრა:

“კაუკომელო, ჭაბუკო ლაღო,

ამ ჩვენს კუნძულზე ჩემს გარდა ყველა, –

ყველა ქალწული და ყველა ქვრივი, –

კმაყოფილია გაცნობით შენით...

უკმაყოფილო მარტოკა მე ვარ;

და თუ წახვალ და დამტოვებ ასე,

გზას დაგიწყევლი და შენი კანჯო

ზედ შეასკდება ვეება ბრაგას!”

იმ შინაბერას – არა და არა,

არ გაუხარა კაუკომ გული,

არ მიაკითხა მეათე სოფელს,

საწყალი ქალი ცხოვრობდა სადაც!

და აი, ერთხელ, – უმთვარო ღამით, –

მამლის ყივილის დრო იყო, როცა, –

ცხრა გაიარა სოფელი ახტიმ

და მიაღწია მეათე სოფელს, –

შინაბერასთან მხოლოდ და მხოლოდ

გართობის მიზნით უნდოდა მისვლა!

ნაშუაღამევს მიადგა იგი

კონცხოს ბლოზე მეათე სოფელს;

ყველა ეზოში სახლია სამი,

თვითეულ სახლში – სამ-სამი კაცი! –

სხედან უხმოდ და ლესავენ მახვილს

და უმზადებენ კაუკოს სიკვდილს.

კაუკომელი ყველაფერს მიხვდა,

ასწია თავი, წარმოთქვა ასე:

“დღეო, მაჩუქე სინათლე ჩქარა!

ამოანათე მაღალო მზეო!

რაც შეიძლება – ჩქარა და მალე

აქაურობას გავშორდე უნდა!”

ნავთან მიიჭრა კაუკო უცებ,

ნავის მაგივრად ნახშირი დახვდა;

კაუკომელი ყველაფერს ხვდება,

ლამის ცრემლები დაღვაროს გმირმა!

უნდა ახალი ააგოს ნავი,

მაგრამ ფიცარი არა აქვს ღერიც!

მიმოიხედა და მოჰკრა თვალი:

რაღაც იღბალზე ეყარა იქვე

ტიბჟირის ხელა ნამსხვრევი ხუთი,

ექვსი ნატეხი – ჩერიის ხელა!

ნარჩენებისგან დამწვარი ფიცრის –

ააწყო ხელად ახალი ნავი;

დაჰკრა ერთი და – გამოჩნდა ჩონჩხი,

დაჰკრა მეორე – აღმართა ანძა,

მესამე დაკვრით კაუკოს თვალწინ

ახალთახალი მზად იყო ნავი!

უბიძგა ერთი, უბიძგა ორი,

და შეაცურა ტალღებში კანჯო,

წააგდო მკერდი, მოჭუტა თვალი,

გახედა ზღვას და წარმოთქვა ასე:

“არ მიღალატო, გამაგრდი ნავო

და ნაფოტივით დინებას მოჰყე.

არწივო, მომე სამი ფრთა შენი,

ყვანჩალავ, შენი ორი ფრთა მომე,

დაე ეს ფრთები, – ხუთივე ერთად, –

გადამეფაროს ჭერივით თავზე!”

კაუკომელი სანდალის ძროზე

მოიკეცა და ჩაღუნა თავი;

ჩამოეფზატა წარბებთან ქუდი,

დაღონებული მიეცა ფიქრებს;

გული სყდებოდა, რომ ტურფა ასულთ,

ლამაზ ქალწულებს ტოვებდა კონცხზე.

ცოტა ხნის მერე მამაცმა ახტიმ

ნაღვლიან ხმაზე წარმოთქვა ასე:

ვიცი, – გოგოებს დასწყდებათ გული,

რომ გაიგებენ წამოსვლას ჩემსას, –

ქალწულებს ელდა ეცემათ, ვიცი,

და აევსებათ ნაღველით გული,

მჯერა, კუნძული მოიწყენს მთელი,

დაისადგურებს სახლებში სევდა.”

ტურფა ასულებს კაუკოს წასვლამ

მართლაც ძალიან დასწყვიტა გული,

მოღრუბლულიყვნენ და წვიმის დარად

ჩამოსდიოდათ ლოყებზე ცრემლი:

“რა ვაწყენინეთ, დაგვტოვა რატომ,

ამნაირ საქმროს სად ვნახავთ აწი!

ხომ ვუსრულებდით ყოველგვარ სურვილს,

რაღა უნდოდა ნეტაი მეტი?!”

კაუკომელი, მამაცი გმირი,

იჯდა ნავში და ფიქრობდა ასე:

“ხომ ბევრი იყო ქალები კონცხზე,

ხომ არაფერი არ შურდათ ჩემთვის,

მე მაინც სამშობლო მხარის,

სახლ-კარის ჩემის მწყურია ნახვა;

მე მომენატრა სამშობლო ჩემი,

ერთი სული მაქვს – ვიხილავ როდის!

მე მენატრება ჩვენი ტყის მარწყვი,

რა შეედრება ჩვენებურ ჟოლოს!

ქალიშვილებზე თუ მიდგა საქმე –

ქალიშვილები ბევრია იქაც!”

სცილდება ნაპირს კაუკოს ნავი,

თავის ნებაზე მიარწევს ქარი, –

აგორებული მთასავით ტალღა

ნავს არწევს, როგორც თაიჭი მხედარს!

იქ კი – ნაპირზე ქალწულნი დგანან

და გაჰყურებენ მოწყენით სივრცეს, –

მოღრუბლულან და წვეთებად წვიმის

აღვარღვარებენ თვალთაგან ცრემლებს.

და, სისქითაც და სიგრძითაც, ანძა

ნემსისოდენა არ გახდა ვიდრე,

ვიდრე სრულიად არ გაჰქრა ნავი –

არ მოუცვლიათ ქალწულებს ფეხი;

არ მისტიროდნენ ისინი კიჩოს, –

გულები მათი იმ მოყმეს გაჰყვა –

იჯდა რომელიც კიჩოზე ნავის!

კაუკომელიც ტიროდა მწარედ,

ახტიმაც ბევრი დაღვარა ცრემლი –

ვიდრე სრულიად არ გაჰქრა კონცხი,

კუნძულის მთები მოჩანდნენ ვიდრე.

მას არ სწყდებოდა იმ მთებზე გული,

არც იმ კუნძულის არ ჰქონდა დარდი –-

იმისი გული გვრიტებთან დარჩა –

ლამაზმანებზე დარდობდა ძლიერ.

წყნარად მიცურავს კაუკოს ნავი,

ლურჯი ზღვის ტალღებს მიარღვევს მშვიდად...

დღე გადის ერთი, გადის დღე ორი,

მესამე დღეს კი... ამინდი წახდა;

ამოგუგუნდა ძლიერი ქარი

და აადუღა წყნარი ზღვა ზენამ!

ჯიქურ ეძგერა ბორიო კანჯოს, –

მიგრიხ-მოგრიხა ანძები ჭნავის,

ოდრიკალები დაღვლარჭნა უღვთოდ

და ჩაუმტვრია ნეკნები ფერდში!

ზე აიტაცა გრიგალმა ახტი

და გაატანა გულგრილად ტალღებს...

ხელებს კაუკო ნიჩბებად ხმარობს,

მიმართულებას ფეხებით იღებს.

დღე გადის ერთი, გადის დღე ორი,

გამოელია მკლავებში ღონე;

კაუკომელმა შეასწრო თვალი:

მოდგა ღრუბელი დასავლის მხრიდან,

მიწად გადიქცა ღრუბელი იგი,

ღრუბელი უცებ გადიქცა კონცხად! 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / ხალხური / კალევალა