გაკვეთილი მეთორმეტე

 არქივაცია, ინფორმაციის მატარებლები

 

არქივატორი არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც ხდება ფაილებისა და ფოლდერების არქივაცია. არქივაცია ნიშნავს ფაილებისა და ფოლდერების შეკუმშვას, რათა მათ დაიკავონ დისკებზე უფრო მცირე ადგილი.

  რა შემთხვევაში მივმართავთ არქივაციას?

1.         დისკზე ფაილების გადაწერის დროს. ამ დროს დიდი ფაილები პატარავდება და დისკზე დაიკავებს მცირე ადგილს.

2.         კომპიუტერის მუშაობის დროს ხდება ხოლმე პროგრამების დავირუსება. ამ პროგრამების ხელახლა აღდგენისათვის სარეზერვოდ ვინახავთ პროგრამის დაარქივებულ ვარიანტს. დაარქივებული პროგრამა (ფაილი) უფრო დაცულია ვირუსებისგან.

3.         ელექტრონული ფოსტით გადასაგზავნი დიდი ფაილების შეკუმშვის მიზნით;

 

ფაილების ზომა საგრძნობლად მცირდება დაარქივების შემდეგ. არქივაციისთვის სპეციალურ პროგრამას ეწოდება ვინრარი. იგი ქმნის რარ და ზიპ არქივებს.

როგორ მოვძებნოთ ვინ რარი ჩვენს კომპიუტერში? ამისათვის ვაჭერთ ღილაკს ვინდოუსი, შევდივართ სტარტ მენიუში, ვეძებთ პროგრამებს, ვხსნით მას ენტერით და ზედა და ქვედა ისრებით ვეძებთ ვინ რარს. თუკი ვიპოვეთ, ესე იგი პროგრამა დაყენებულია და მზად არის, რომ  მოგვემსახუროს. თუ კომპიუტერში არ არის ჩაწერილი ეს პროგრამა, მაშინ ცხადია უნდა ჩაიწეროს იგი კომპიუტერში. პროგრამა ვინ რარის დაყენების წესი განხილულია ოცდამესამე გაკვეთილში «პროგრამების ინსტალაცია და წაშლა».

 

დასაარქივებლად ავირჩიოთ რომელიმე ფაილი ან საქაღალდე, ან თუნდაც  შევქმნათ ახალი საქაღალდე და განვათავსოთ მასში ფაილები.  გავისხენოთ, როგორ უნდა შევქმნათ ახალი საქაღელდე: ამისათვის კომბინაციით ვინდოუს+დე ან ვინდოუს+ემი გადავიდეთ სამუშაო მაგიდაზე, დავაჭიროთ კომბინაციას კონტროლ+სპეის, (ამ კომბინაციას ვიყენებთ იმისათვის, რომ სამუშაო მაგიდაზე თუკი რომელიმე ობიექტია მონიშნული, მონიშვნა მოიხსნას). შემდეგ დავაწვეთ ღილაკს აპლიქეიშენ და ზედა ან ქვედა ისრებით ვიპოვოთ სიტყვა ახალი (საზდაც, ნიუ). ამის შემდეგ დავაჭიროთ ენტერს და ქვედა ისრით ვიპოვოთ სიტყვა პაპკა (ფოლდერ). დავაწვეთ ისევ ენტერს და ავკრიფოთ საქაღალდის სახელი, მაგ: «კრებული». ისევ ვაწვებით ენტერს. საქაღალდე შექმნილია.

ახლა გადავიტანოთ ფაილები საქაღალდეში. ენტერით გავხსნათ მაი დოკუმენტი მოვძებნოთ რამოდენიმე  ტექსტურ, მუსიკალურ ან გრაფიკული ფაილი. მონიშვნისა და ჩასმის წესით ცალ-ცალკე გადავიტანოთ ეს ფაილები სათოთაოდ. ან მოვნიშნოთ  ფაილები კომბინაციით კონტროლ+ა. ამ დროს მოინიშნება ყველა ფაილი. შემდეგ დავაკოპიროთ მონიშნული ფაილები კომბინაციით კონტროლ+ცე. მაი დოკუმენტის ფანჯარა დავხუროთ ალტ+ეფ ოთხით.  გავხსნათ ჩვენს მიერ შექმნილი საქაღალდე და ღილაკთა კომბინაციით კონტროლ+ვე მოვათავსოთ ფაილები ამ საქაღალდეში. ახლა საქაღალდე «კრებულში» არის რამოდენიმე ფაილი. დავხუროთ საქაღალდე და გავხსნათ კონტექსტური მენიუ ღილაკით აპლიქეიშენ. შენიშვნა: ამ დროს აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ დასაარქივებელი საქაღალდე, ჩვენს შემთხვევაში საქაღალდე «კრებული». ქვედა და ზედა ისრით ვიპოვოთ პუნქტი - ვინ რარი, მარჯვენა ისრით გავხსნათ ქვემენიუ და პუნქტზე  - დაბავდც ვ არხივ «კრებული» (ედ ტუ არკაივ «კრებული») დავაჭიროთ ენტერს. ამ მოქმედებების შედეგად ფოლდერი და მასში არსებული ფაილები იწყებენ არქივაციას. როგორც კი არქივაციის პროცესი დამთავრდება, ენვედეა გვაცნობებს, რომ გააქტიურდა სამუშაო მაგიდა, რაც იმას ნიშნავსმ რომ პროცესი დამთავრდა. სამუშაო მაგიდაზე გამოჩნდება ახალი საქაღალდე იგივე სახელწოდებით და გაფართოებით - რარ. ამის შემდეგ ჩვენ გვეცოდინება, რომ ამ გაფართოებით საქმე გვაქვს დაარქივებულ ფაილთან და მის გასახსნელად საჭიროა მისი ამოარქივება. ეს კი შემდეგნაირად ხდება: დავდგეთ დესკტოპზე მოთავსებულ საქაღალდეზე «კრებული.რარ». გავხსნათ კონტექსტური მენიუ, ქვედა ან ზედა ისრებით მოვძებნოთ სიტყვა - იზვლეჩ  «კრებული» (ექსტრაქტ ფაილ ტუ «კრებული») ვაჭერთ ენტერს. გამოდის ფანჯარა, სადაც უნდა ავირჩიოთ კომპიუტერის დისკი, რომელზეც უნდა მოხდეს ფაილების ამოარქივება. თუ გამოსულ ფანჯარაში არაფერს არ ჩავწერთ და დავაჭერთ ენტერს, ფაილები ამოარქივდება იმავე სახელწოდების საქაღალდეში და იმავე ადგილას. მაგრამ თუ სხვა დისკზე და სხვა საქაღალდეში გვსურს ფაილების ამოარქივება, ტაბ ღილაკს ვაჭერთ ერთხელ, შემდეგ ვერტიკალური ისრებით ჩამოვდივართ და ვირჩევთ დისკს. მაგალითად, ენვედეამ ისრებით ჩამოსვლისას გამოგიცხადა დე დისკი, თუ დავაჭერთ ენტერს, ამოარქივება მოხდება დე დისკზე.

ამოარქივების შემდგეგ, დაარქივებულ საქაღალდის გვერდით ჩნდება უკვე ამოარქივებული ფაილები.

 

ინფორმაციის მატარებლები

 

ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ ინფორმაცია კომპიუტერში ინახება მყარ დისკზე ანუ ვინჩესტერზე, რომელიც მდებარეობს სისტემურ ბლოკში. მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როცა საჭიროა ინფორმაციის ერთი კომპიუტერიდან  სხვა ადგილზე მდებარე კომპიუტერში გადატანა. ამ მიზნისათვის გამოიყენება ლაზერული დისკები, ფლეშკები, გარე ვინჩესტერი და ასე შემდეგ.

 

არსებობს ფლეშ ბარათების (ფლეშკას) ბევრი სახეობა. ჩვენ განვიხლავთ უესბი-ფლეშკას. იგი მიაგავს სანთებელას, ესაა მცირე ზომის მოგრძო საგანი, რომელსაც არა აქვს შიგნით არანაირი მოძრავი მექანიზმი. ამიტომ ის ითვლება ინფორმაციის შენახვის საიმედო მოწყობილობად.

მას იმიტომ ვუწოდებთ უესბი ფლეშკას, რომ იგი უერთდება უესბი პორტს. შეგახსენებთ, რომ უესბი პორტი მდებარეობს სისტემურ ბლოკის უკანა ან წინა მხარეს. თანამედროვე ფლეშკის ტევადობაა უკვე 32 გიგაბაიტსაც აღწევს. იგი ასევე გამოირჩევა ინფორმაციის წაკითხვისა და ჩაწერის სისწრაფით. ფლეშკაზე ინფორმაციის გადასაწერად არ გვესაჭიროება რაიმე დამხმარე პროგრამა.

მაშ,  მივუერთოთ ფლეშკა უესბი პორტს, რომელიც წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ბუდეს. 

ვარიანტი პირველი: გავხსნათ საქაღალდე მაი კომპიუტერი, სადაც რამოდენიმე წამში გამოჩნდება ახალი დისკის გამოსახულება და სახელწოდებად ექნება რომელიმე ლათინური ასო. სწორედ ესაა ფლეშკა. გავხსნათ იგი ენტერით.

 

ვარიანტი მეორე: მივუერთოთ ფლეშკა კომპიუტერს და დაველოდოთ. სამუშაო მაგიდაზე გამოვა ფანჯარა, სადაც პირდაპირ მონიშნულია პუნქტი გახსნა (ატკრიც პაპკი დლია პრასმოტრა ფაილოვ). პირდაპირ ენტერით ვხსნით მას.

გამოვა ჩვეულებრივი ფანჯარა, სადაც ჩამოწერილი იქნება ის ფაილები ან საქაღალდეები, რომელიც ჩაწერილია ფლეშკაზე.

 

ახლა, ბუნებრივია, გაინტერესებთ, როგორ ხდება ფლეშკაზე ინფორმაციის გადაწერა. დავსვათ ასეთი ამოცანა. გადავწეროთ ფლეშკაზე ვთქვათ, წიგნი «გრაფი მონტე კრისტო». ვდგებით და ვხსნით მაი დოკუმენტს. ვძებნით ფოლდერს, რომელშიც ჩაწერილია ჩვენი სასურველი წიგნი, ვხსნით მასაც და ვდგებით ფაილზე «გრაფი მონტე კრისტო». გავხსნათ კონტექსტური მენიუ. ქვედა ან ზედა ისრით ვიპოვოთ გადაგზავნა (ატპრავიც, სენდ), გავხსნათ ქვემენიუ ენტერით ან მარჯვენა ღილაკით და ვიპოვოთ სიტყვა - კინგსტონ და დავაჭიროთ ენტერს. გადაწერის პროცესი მალე დასრულდება. ფლეშკაზე ფაილი გადადის თავისივე სახელით.

 

ჩვენ განვიხილეთ ვარიანტი, როცა ფლეშკაზე გადავწერეთ ფაილი. თუ გვსურს, რომ ფლეშკაზე ცალკე არ მდებარეობდეს ეს ფაილი და მოთავსებული იყოს ფოლდერში ვთქვათ «ჩემი წიგნები», ვიქცევით შემდეგნაირად:

ვდგებით და ვხსნით მაი დოკუმენტს. ვძებნით ფოლდერს, რომელშიც ჩაწერილია ჩვენი სასურველი წიგნი, ვხსნით მასაც და ვდგებით ფაილზე «გრაფი მონტე კრისტო». კომბინაციით კონტროლ+ცე ვაკოპირებთ ფაილს ბუფერში. ალტ+ეფ ოთხით ვხურავთ მაი დოკუმენტს. ვააქტიურებთ სამუშაო მაგიდას. ვეძებთ და ვხსნით საქაღალდეს «მაი კომპიუტერი». აქ კი ვერტიკალური ისრებით ვეძებთ ფლეშკის აღმნიშვნელ დისკს (კინგსტონ). ენტერით ვხსნით მას. აქ კი ვეძებთ საქაღალდეს «ჩემი წიგნები» და ვხსნით მასაც. კომბინაციით კონტროლ+ვე ვსვამთ ფაილს ბუფერიდან «გრაფი მონტე კრისტო».

საქაღალდის ფლეშკაზე გადაწერის წესი ფაილის გადაწერის ანალოგიურია.

 

ფლეშკაზე  შესაძლებელია იმ ფაილებისა და საქაღალდეების წაშლა, რომლებიც აღარ გვესაჭიროება.

 

გვახსოვდეს, რომ თუ გახსნილი გვაქვს ფლაშკა და მასზე მიმდინარეობს გადაწერა, არ შეიძლება ამ მომენტში ფლეშკის გამოძრობა უესბი პორტიდან.

 

ინფორმაციის შენახვისა და გადატანისათვის გამოიყენება ასევე მოწყობილობა გარე ვინჩსეტრი. როგორც წესი, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მყარი დისკი უნდა იყოს ჩაყენებული სისტემურ ბლოკში, მაგრამ დღევანდელ დღეს ინფორმაციის მოზღვავებამ და ადგილის უკმარისობამ მოიტანა გარე ვინჩესტერის არსებობის საჭიროება. რაც გინდა დიდი ტევადობის მყარი დისკი გვქონდეს კომპიუტერში, დროთა განმავლობაში მაინც მალე ივსება და მუდმივად გვაქვს ინფორმაციის შენახვის პრობლემა.

გარე ვინჩესტერი ასევე უესბი პორტით შეგვიძლია მივუერთოთ კომპიუტერს და ზუსტად იგივენაირად ხდება მასზე ინფორმაციის წაკითხვა და გადაწერა, როგორც ფლეშკაზე.

 

გადავიდეთ სიდი და დივიდი ლაზერული დისკების განხილვაზე 

სიდი დისკი იტევს 700 მეგაბაიტამდე ინფორმაციას, ხოლო დივიდი დისკზე ეტევა 4 გიგაბაიტზე მეტი ინფორმაცია.

 

გარეგნულად ისინი  განსხვავდება ერთმანეთისაგან მხოლოდ წერწერით. სიდი დისკს აწერია ლათინური ასოები ცე დე, ხოლო დივიდი დისკს ასევე ლათინური აღნიშვნა აქვს - დე ვე დე.

როდესაც კომპიუტერში დისკის ამძრავში ჩავდებთ დისკს, შემდეგ გავხსნით მაი კომპიუტერს, გადავალთ დისკების ჩამონათვალზე, სადაც ლაზერული დისკი აღნიშნული იქნება რომელიმე ლათინური ასოთი, რამეთუ ჩვენთვის უკვე ცნობილია კომპიუტერში არსებული დისკების სია (ცე, დე), ხოლო ლაზერული დისკი მიიღებს სხვა ლათინურ ასოს (ეფ, ე). დავდეგთ ამ ასოზე და ენტერით გავხსნათ იგი. ენვედეას საშუალებით ჩვენ გავარჩევთ რომელი დისკი ჩავდეთ გასახსნელად - სიდი თუ დივიდი.

ძირითადად გავრცელებულია ისეთი დისკები, რომელზეც  ერთ მხარეს არის ჩაწერილი ინფორმაცია, თუმცა არსებობს ისეთი დისკები, სადაც ორივე მხარის გამოყენება შეგვიძლია.

ლაზერული დისკი იმიტომ ჰქვია დისკს, რომ მასზე ინფორმაცია იწერება ლაზერული სხივით. ამიტომ არის, რომ იმ პროგრამების იარლიყზე, რომლის მეშვეობითაც ხდება დისკზე ინფორმაციის ჩაწერა, გამოსახულია მოგიზგიზე ცეცხლი.

დისკების ზედაპირი ადვილად ზიანდება გარეგნული ზემოქმედებით, ამიტომ ისინი  უნდა შევინახოთ სპეციალურ ყუთებში.

არსებობს ორი სახეობის დისკები: ერთზე მხოლოდ იწერება ინფორმაცია და მეორე, რომელზეც ჩაწერა და წაშლა შეგვიძლია რამოდენიმეჯერ. პირველს ეწოდება სიდი ერი ან დივიდი ერი, ხოლო მეორეს - სიდი რევრაიტერი და დივიდი რევრაიტერი.

დივიდი დისკის მატარებელს შეუძლია წაიკითხოს როგორც სიდი, ასევე დივიდი დისკები, ხოლო სიდი დისკის მატერებელი არ კითხულობს დივიდი დისკს. 

ლაზერულ დისკებზე ჩაწერა ხდება პროგრამა «ნეროს» საშუალებით. ასევე ვინდოუს მედია პლეერსაც აქვს საშუალება ჩავწეროთ მუსიკალური ფაილები სიდი დისკებზე. მომდევნო გაკვეთილში განვიხილოთ ვინდოუს მედია პლეერისა და ნეროს ფუნქციებს.

 

საკონტროლო კითხვები:

 

1. რა არის დაარქივება?

2. რომელ პროგრამას ვიყენებთ დაარქივებისათვის?

3. რა გაფართოება აქვს დაარქივებულ ობიეტს?

4. როგორ ამოვაარქივოთ ფაილები?

5. ინფორმაციის რა გარე მატარებლებია თქვენთვის ცნობილი?

6. რომელი პორტით უერთდება გარე ვინჩესტერი და ფლეშკა სისტემურ ბლოკს?

7. სად ვდებთ ლაზერულ დისკს?

 

დავალება:

 

1. იპოვეთ თქვენს კომპიუტერში სამი ფაილი, მოათავსეთ ისინი ერთ საქაღალდეში, დააარქივეთ გაკვეთილში მოცემული წესის მიხედვით.

2. ამოაარქივეთ თქვენს მიერ დაარქივებული საქაღალდე.

3. წაშალეთ დააარქივებული საქაღალდე.

4. გახსენით დაარქივებული ფაილების სია.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 13.გაკვეთილი მეთორმეტე - არქივაცია, ინფორმაციის მატარებლები