გაკვეთილი მეთერთმეტე

ვორდი (ნაწილი მეორე)

 

ფურცლის ფონის შეცვლა

 

ვისწავლოთ ფურცლის ფონის შეცვლა. ზოგიერთი მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ფურცლის შავ და შრიფტის თეთრ ფერს. დავაყენოთ შავი ფონი. ალტით შევიდეთ ფანჯრის მენიუში, მარჯვენა ისრით გადავიდეთ და დავდგეთ პუნქტზე - ფორმატ. ჩამოვშალოთ ქვედა ისრით ან ენტერით მენიუ. ვერტიკალური ისრებით ვიმოძრაოთ და ავირჩიოთ პუნქტი - ფონი, გამოვიყენოთ მარჯვენა ისარი. ჩვენ უკვე ვდგავართ ფერთა ჩამონათვალზე. ერთხელ დავაჭიროთ ქვედა ისარს და ჩვენ მაშინვე აღმოვჩნდებით შავ ფერზე. ამას ენვედეაც გვაცნობებს. დავაჭიროთ ენტერს. ფურცლის ფერი გახდება შავი, ხოლო შრიფტის ფერი - თეთრი. ანალოგიურად შეგვიძლია ავირჩიოთ ნებისმიერი ფერი.

 

ახლა გამოვიყენოთ დაგროვილი ცოდნა, ვივარჯიშოთ და განვამტკიცოთ იგი.

ავკრიფოთ ენის გასატეხი:

1. კაპიკი გაკაპიკებულა, საკაპიკეში ჩაკაპიკებულა.

 

2. იამ იისფერ ფერდობზე იისფრად გამოანათა.

 

ახლა კურსორი მდებარეობს ტექსტის ბოლოში, წერტილის შემდეგ. გადავიტანოთ იგი ხაზის თავში - კონტროლ + ჰოუმი.

ხაზის ბოლოში  -  კონტროლ + ენდი.

გადავიდეთ ისევ ხაზის თავში და კურსორის ჰორიზონტალური ღილაკებით წავიკითხოთ ასო-ასო ტექსტი.

ჩვენ გვაქვს აკრეფილი 2 თავსატეხი. ვიმუშაოთ ამ ტექსტზე.

 

დავდგეთ პირველი ენის გასატეხის თავში და მოვნიშნოთ ფრაზა შიფტ+ქვედა ისარით. ღილაკებით კონტრილ+ცე მოვახდინოთ მონიშნული ფრაზის კოპირება ბუფერში. ღილაკით ისარი მარჯვნივ მოვხსნათ მონიშვნა. ამ დროს კურსორი ჩაინაცვლებს მეორე ხაზის დასაწყისში. როგორც გვახსოვს, აქ წერია მეორე ენის გასატეხი. ქვედა ისრით ჩამოვიდეთ ახალ ხაზზე და ჩავსვათ კოპირებული სტრიქონი ბუფერიდან კონტროლ+ვე ღილაკებით. რა მოხდა? პირველ ხაზზე დარჩა პირველი ენის გასატეხი, მეორე ხაზზე მეორე, ხოლო მესამე ხაზზე ჩვენ ჩავსვით პირველის ასლი.

თუკი ჩვენ გვსურს, რომ პირველი თავსატეხი არ დარჩეს პირველ ხაზზე, ანუ წაიშალოს და ჩაჯდეს მეორე თავსატეხის შემდეგ, კონტროლ+ცე-ს ნაცვლად უნდა გამოვიყენოთ კონტროლ+ხ.

 

ახლა დავაჭიროთ ინსერტ+ქვედა ისარს, წავიკითხოთ ტექსტი და შევამოწმოთ, გამოგვივიდა თუ არა სწორად ჩვენი მოქმედებები.

დამოუკიდებლად შეეცადეთ ამოჭრათ მეორე ენის  გასატეხი და ჩავსვათ ბოლო სტრიქონზე.

ინსერტ+ქვედა ისრით ისევ შევამოწმოთ რა გავაკეთეთ.

სიტყვის ძიება ტექსტში

 

ახლა კი, მოდით გავხსნათ ვორდის დოკუმენტი, სადაც იქნება დაწერილი მოზრდილი ტექსტი და მოვახდინოთ, სასურველი სიტყვის ძებნა.

დამეთანხმებით, რომ სათითაოდ ამის გაკეთება საკმაოდ ძნელია მითუმეტეს თუ ეს არის რაიმე რომანი ან სხვა დიდი მოცულობის დოკუმენტი.

ავკრეფოთ კომბინაცია კონტროლ+ეფი, გაიხსნება რედაქტორი, სადაც ჩვენ ჩავწერთ სასურველ სიტყვას და დავაწვებით ენტერს. პროგრამა გვიპოვნის სიტყვას და ტექსტში მონიშნავს მას. დავაწვეთ ესკეიპს. საძიებო ფანჯარა გაქრება, სამაგიეროდ ჩვენ უკვე ვდგავართ მოძიებულ სიტყვაზე. ამის შესახებ ინფორმაციას მივიღებთ ხმოვანი პროგრამიდანაც, იგი გვეტყვის, რომ სიტყვა მონიშნულია (ვიძელენა). თუ ტექსტში გვაქვს საძიებელი სიტყვა გამოყენებული რამოდენიმეჯერ, ყოველი ენტერის დაჭერისას პროგრამა გადაგვიყვანს შემდეგ ამ სიტყვაზე.

 

დოკუმენტის გადანომვრა

ერთ გვერდიან დოკუმენტს გადანომვრა არ სჭირდება, ხოლო თუ გვაქვს რამოდენიმე გვერდიანი, აუცილებლად უნდა გადავნომროთ იგი.

ალტით შევიდეთ მენიუში, მარჯვენა ისრით გადავიდეთ პუნქტზე ჩასმა (ვსტავკა), ჩამოვშალოთ ჩანართი და დავდგეთ პუნქტზე - გვერდების ნომრები (ნამერა სტრანიც, პეიჯ ნამბერ), დავაჭიროთ ენტერს. გამოდის რედაქტორებიანი ფანჯარა. პირველ რედაქტორში ვირჩევთ ნომრის დასმის მდებარეობას - ზემოთ ან ქვემოთ. ვერტიკალური ისრით ვაფიქსირებთ არჩევანს. ტაბი გადაგვიყვანს რედაქტორზე, სადაც უკვე ვირჩევთ სად გვინდა ეწეროს ნომერი - მარცხნივ, მარჯვნივ, ცენტრში. ამ რედაქტორის ქვემოთაა ჩასასმელი ალამი ველში, სადაც წერია გვსურს თუ არა გადანომვრა დაიწყოს პირველივე გვერდიდან. თუ გვსურს, ესე იგი ალამი ჩასმული უნდა იყოს, ხოლო თუ გვინდა მეორე გვერდიდან დაიწყოს გადანომვრა, უნდა ამოვრთოთ ალამი ღილაკით ხანი.

ეს ყველაფერი უნდა დავადასუტოთ ოკ ღილაკზე გადასვლითა და ენტერით.  

 

პრინტერზე ამობეჭვდა

 

პრინტერი არის საბეჭდი მოწყობილობა, რომელსაც ფურცელზე გადააქვს კომპიუტერში აკრეფილი ტექსტი. მისი მეშვეობით შესაძლებელია გრაფიკული ფაილების ამობეჭვდაც, მხოლოდ თუ გვსურს რომ იგი ფურცელზე გადავიდეს ფერადად, უნდა ამოვბეჭდოთ ფერადი პრინტერით. თუ გვაქვს შავ - თეთრი პრინტერი, ფერადი გრაფიკული გამოსახულება ფურცელზე შავ-თეთრად გადავა. ტექსტების ამოსაბეჭდად სრულიად საკმარისია შავ-თეთრი პრინტერი.

დავუშვათ, მზად გვაქვს ტექსტი ამოსაბეჭდად. დავაჭიროთ ღილაკებს - კონტროლ+პე. გამოდის ფანჯარა, რომელსაც აქვს რამოდენიმე რედაქტორი. კურსორი პირდაპირ ზის რედაქტორში, სადაც უნდა ჩავწეროთ რამდენი ფურცელი (ასლი) გვაქვს ამოსაბეჭდი. რედაქტორში წერია ერთი. თუ არაფერს შევცვლით, მაშინ ამოიბეჭდება ერთი ფურცელი, ხოლო თუ გვინდა რამოდენიმე ასლი, შესაბამისად ჩავწერთ იმ ციფრს.  ზედა ისრის გამოყენებაც შეგვიძლია ციფრის გასაზრდელად.

ფანჯარაში სტანდარტულად ელემენტებზე გადავდივართ ტაბით. გამოიყენეთ ეს ღილაკი და კარგად დაათვალიერეთ ფანჯარა. შემდეგი მნიშვნელოვანი ელემენტია პრინტერის არჩევა. ამ რედაქტორში პირდაპირ წერია იმ პრინტერის დასახელება (პრინტერის მწარმოებელი ფირმა, სერია), რომელიც გვაქვს მიერთებული კომპიუტერთან. მაგრამ თუ გვაქვს ორი პრინტერი მიერთებული (მაგალითად, შავ - თეთრი და ფერადი), ვერტიკალური ისრებით უნდა ავირჩიოთ ერთ-ერთი.

შემდეგი მნიშვნელოვანი ელემენტია გვერდები.  არის სამი ასარჩევი ვარიანი, რომლის წინაც უნდა ჩავსვათ რადიო ღილაკი (შეგახსენებთ, რომ რადიო ღილაკების ჩასმა ხდება ვერტიკალური ისრებით).  მონიშნულია ყველა (ვსე). თუ მთლიანი დოკუმენტის ამობეჭვდა გვსურს, აქ არაფერს არ ვცვლით. თუ ჩამოვალთ ქვედა ისრით, აღმოვჩნდებით ელემენტზე - მიმდინარე (წეკუშჩაია). ამ შემთხვევაში ამოიბეჭდება ის გვერდი დოკუმენტიდან, რომელზეც მდებარეობს კურსორი. ქვედა ისრის კვლავ გამოყენებით ჩამოვალთ ელემენტზე - ნომრები (ნამერა). კურსორი ავტომატურად ჩადგება რედაქტორში, სადაც უნდა ჩავწეროთ იმ გვერდების ნომერი, რომლის ამობეჭვდაც გვინდა. ვთქვათ, ჩვენი დოკუმენტი შედგება 8 ფურცლისაგან. გვინდა ამოვბეჭდოთ პირველი, მესამე და მეშვიდე გვერდი. რედაქტორიში უნდა ჩავწეროთ ციფრი ერთი, გამოვყოთ იგი მძიმით, შემდეგ ჩავწეროთ სამიანი, ისევ მძიმე და ბოლოს შვიდიანი. არ დაგვავიწყდეს მძიმის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში პროგრამა ამას აღიქვამს რიცხვად ას ოცდა ჩვიდმეტი.

თუ გვინდა ამ დოკუმენტიდან ამოვბეჭდოთ მეორედან მეექვსე გვერდის ჩათვლით, მაშინ რედაქტორში ჩავწეროთ ციფრი 2, შემდეგ ტირე და ციფრი ექვსი.

რედაქტორებში ცვლილებები რომ დავაფიქსიროთ, ტაბით გადავიდეთ ღილაკზე ოკ და დავაჭიროთ ენტერს. ფანჯარა გაქრება და პრინტერი იწყებს მუშაობას.  

 

პროგრამა ვორდი ტექსტის რედაქტირების დიდ შესაძლებლობებს იძლევა. მოქმედებები ხორციელდება მენიუს ბრძანებებით. ჩვენ აქ განვიხილავთ პროგრამის ძირითად ბრძანებებს.

 

პროგრამა ვორდის მენიუს პუნქტებია:

ფაილ, პრავკა, ვიდ, ვსტავკა, ფორმატ, სერვის, ტაბლიცა, აკნო და სპრავკა. ესაა ჰორიზონტალური მენიუ, თითოეულს კი აქვს ვერტიკალური ჩანართი.

 

პირველი პუნქტი - ფაილ. მისი პირველი ქვეპუნქტია - შექმნა (საზდაც). იგი საშუალებას გვაძლევს გავხსნათ ახალი დოკუმენტი, ცარიელი ფურცელი.

ცხელი ღილაკი  -  კონტროლ+ენი.

ქვეპუნქტი - გახსნა (ატკრიც) - ხსნის  ადრე შექმნილ  და შენახულ დოკუმენტს.

ცხელი ღილაკი - კონტროლ+ო.

ქვეპუნქტი - დახურვა (ზაკრიც) - ხურავს დოკუმენტს.

ცხელი ღილაკი  -  ალტ +ეფ4.

ქვეპუნქტი -  შენახვა (სახრანიც) - ინახავს ცვლილებებს უკვე სახელდარქმეულ  დოკუმენტში.

ცხელი ღილაკი - კონტროლ+ესი.

ქვეპუნქტი - შენახვა როგორც (სახრანიც კაკ) - ინახავს ცვლილებებს უსახელო

დოკუმენტში. ამ პუნქტზე ენტერის დაჭერის შემდეგ გამოდის დუკუმენტის შესანახი ფანჯარა, სადაც რედაქტორში პირდაპირ უნდა ავკრიფოთ ფაილის სახელწოდება და დავაჭიროთ ენტერს.

ქვეპუნქტი - შევინახოთ, როგორც ვებ-გვერდი (სახრანიც კაკ ვებ-სტრანიცუ) - საშუალებას იძლევა შევინახოთ დოკუმენტი, როგორც ვებ-გვერდი და შემდგომ განვათავსოთ  იგი  ინტერნეტში.

ქვეპუნქტი - ფაილების ძიება (პოისკ ფაილოვ).                                     

ქვეპუნქტი - პრედვარიტელნი პრასმოტრ ვებ-სტრანიცი - ხსნის დოკუმენტს ვებ-გვერდის სტილში.

ქვეპუნქტი - ფურცლის პარამეტრები (პარამეტრი სტრანიც), გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დავაყენოთ ფურცლის აბზაცები, ფურცლის ფორმატი (A4, A5) და სხვა პარამეტრები.

ქვეპუნქტი - პრედვარიტელნი პრასმოტრ - დავათვალიერებთ დოკუმენტს პრინტერზე ამობეჭვდის წინ.

ქვეპუნქტი - პეჩატ - გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც ვაყენებთ ბეჭვდის პარამეტრებს, ამოსაბეჭდი დოკუმენტის გვერდების რაოდენობას და სხვა.

ცხელი ღილაკი - კონტროლ+პე.

ქვეპუნქტი - გაგზავნა  (ატპრავიც) - საშუალებას გვაძლევს გავაგზავნოთ შექმნილი დოკუმენტი ელექტრონული ფოსტით.

ქვეპუნქტი - თვისებები (სვოისტვა). გამოდის ფანჯარა, სადაც წერია გახსნილი დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია: რა ტიპის ფაილია იგი, როდის შეიქმნა, როდის მოხდა მასში ცვლილებების შეტანა, რამდენი გვერდი, აბზაცი, ხაზი, სიტყვაა ამ დოკმენტში და ასე შემდეგ.  

ფაილ მენიუს ბოლო პუნქტები შესაძლოა იყოს რამოდენიმე დოკუმენტის ჩამონათვალი, რომელიც ბოლოს გავხსენით პროგრამა ვორდით.

 

მენიუს მეორე პუნქტია - პრავკა. ჩამოვშალოთ მისი ქვეპუნქტები.

ქვეპუნქტი - ატმენიც ვვოდ- საშუალებას იძლევა შევცვალოთ ბოლო ქმედება. ცხელი ღილაკი - კონტროლ+ზეტი.

ქვეპუნქტი - პავტარიც ვვოდ - წინა გაუქმებული მოქმედების კვლავ დაბრუნება. ცხელი ღილაკი - კონტროლ+ზეტი.

ქვეპუნქტი - ამოჭრა და კოპირება შესაძლოა იყოს არააქტიურ მდგომარობაში, რადგან ტექსტში არაფერია მონიშნული, მაგრამ როგორც კი მოვნიშნავთ რაიმე ობიექტს, (ასოს, სიტყვას, ხაზს და ასე შემდეგ), რომელზეც ეს მოქმედებები უნდა შევასრულოთ, მაშინვე გააქტიურდება ეს ქვეპუნქტები. შეგახსენებთ, რომ კოპირება და ამოჭრა ხორციელდება მონიშნულ ტექსტზე.

ცხელი ღილაკი:

კოპირება  -  კონტრლ+ცე.

ამოჭრა - კონტროლ+ხ.

ქვეპუნქტი - ჩასმა (ვსტავიც) ასევე პასიურ და აქტიურ მდგომარეობაში შეგვხვდება, გამომდინარე იქიდან, არის თუ არა ბუფერში რაიმე ჩასასმელი ტექსტი.

ცხელი ღილაკი  -  კონტროლ+ვე.

ქვეპუნქტი - პოვნა (ნაიტი), იპოვის სიტყვას ან სატყვეთა ჯგუფს ტექსტში. ცხელი ღილაკი  -  კონტროლ+ეფი.

ქვეპუნქტი - შეცვლა (ზამენიც) - ტექსტში შესაცვლელი სიტყვა შეიცვლება ახალი სიტყვით ან სიტყვათა ჯგუფით.

ცხელი ღილაკი - კონტროლ+ჰა.

ქვეპუნქტი - გადასვლა (პერეიტი) გადავყავართ დოკუმენტში სასურველ ადგილას. მაგალითად, გვინდა მეორე გვერდზე მოხვედრა. გამოსულ ფანჯრის რედაქტორში პირდაპირ შეგვიძლია ავკრიფოთ ციფრი ორი, გადავიდეთ ტაბით ღილაკზე - გადასვლა (პერეიტი) და დავაჭიროთ ენტერს.

ცხელი ღილაკი - კონტროლ+ჯე.

ქვეპუნქტი - მთლიანი მონიშვნა - მონიშნავს მთელ დოკუმენტს.

ცხელი ღილაკი - კონტროლ+ა.

 

გადავიდეთ შემდეგ მენიუს პუნქტზე - ვიდ და ჩამოვშალოთ ქვემენიუები.

ქვეპუნქტი - «ჩვეულებრივი» (აბიჩნი) რთავს ჩვეულებრივი დოკუმეტის რეჟიმს.

ქვეპუნქტი - «ვებ-დოკუმენტი» - დოკუმენტი გაოიყურება, როგორც ვებ-გვერდი.

ქვეპუნქტი - რაზმეტკა სტრანიცი - დოკუმენტს აქვს ჰორიზონტალური და ვერტიკალური სახაზავები.

ქვეპუნქტი - კითხვის რეჟიმი (რეჟიმ ჩწენია) - დოკუმენტი გამოიყურება, როგორც გადაშლილი წიგნი.

პუნქტი - მასშტაბი - საშუალებას გვაძლევს მთლიან ეკრანზე გავშალოთ დოკუმენტი. გამოსულ ფანჯარაში რადიო ღილაკებია ჩასასმელი. გვიწერია 200 პროცენტი, 100 და 75 პროცენტი. მცირემხედველმა მომხმარებელმა სასურველია აირჩიოს 200 პროცენტიანი რეჟიმი, რაც გაადიდებს დოკუმენტს.

 

გადავიდეთ მენიუს პუნქტზე - ჩასმა (ვსტავკა).

ქვეპუნქტი - გვერდების გადანომრვა - გადანომრავს გვერდებს.

ქვეპუნქტი - დრო და საათი. თუ ამ პუნქტზე დადგომის შემდეგ დავაწვებით ენტერს, დოკუმენტში, სადაც დგას კურსორი, ავტომატურად  დაიწერება თარიღი და დრო.

ქვეპუნქტი - სიმბოლოები - ჩასვამს ტექსტში ისეთ სპეციალურ სიმბოლოებს, რაც არ გვაქვს კლავიატურაზე.

ქვეპუნქტი - სურათი - ჩაგვისვამს ჩვენს კომპიუტერში არსებულ ჩვენს მიერ არჩეულ სურათს დოკუმენტში.

ქვეპუნქტი - შენიშვნა (პრიმეჩანიე) - საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ დოკუმენტში ჩანიშვნები.

ქვეპუნქტი - ჰიპერსილკა - საშუალებას გვაძლევს ჩავსვათ აქტიურ დოკუმენტში სხვა დოკუმენტის ბმული. ბმული არის სხვაფრად გამოსახული სიტყვა, რომელიც ინტერნეტში ხსნის ვებგვერდებს. ხოლო პროგრამა ვორდში მას შემდეგი ფუნქცია აქვს: ჰიპერსილკაზე ენტერის დაჭერით გამოდის ფანჯარა, სადაც ჩამოთვლილია ჩვენს კომპიუტერში არსებული დოკუმენტების სახელები. ვთქვათ ავირჩიეთ ფაილი «111» და დავაჭირეთ ენტერს. გახსნილ დოკუმენტში ჩაჯდება მხოლოდ ფაილის ლინკი «111» და არა მისი მთლიანი ტექსტი. ამ ლინკზე და კონტროლზე ერთდროულად ხელის დაჭერისას გაიხსნება დოკუმენტი «111».

მენიუს შემდეგი პუნქტია - ფორმატი:

ქვეპუნქტი - შრიფტი - გამოდის დიალოგური ფანჯარა, საიდანაც ვაყენებთ შრიფტს, მის ზომას, ფერს, ტიპს.

ცხელი ღილაკი  -  კონტროლ+დე.

ქვეპუნქტი - აბზაცი - დაილოგური ფანჯრის მეშვეობით ვაყენებთ დოკუმენტში აბზაცებს. მარხნივ, მარჯვნივ და ცენტრში ტექსტის გასწორება ჩვენ უკვე ზემოთ განვიხილეთ. ამ ფანჯარაში ტაბით გადავიდეთ პუნქტზე - ოტსტუპ სლევა და ჩავწეროთ რედაქტორში ციფრი ერთი. აბზაცი გამოიწევს ერთ სანტიმეტრზე. ესაა აბზაცის დაყენების სტანდარტული ზომა.

ქვეპუნქტი - სია (სპისოკ) ვირჩევთ სიაში ნუმერაციის ტიპს: ციფრებს, წერტილებს, ალმებს და ა.შ.

ქვეპუნქტი - საზღვრები და ფონი - დიალოგური ფანჯრით ვაყენებთ ფონს, საზღვრებს.

ქვეპუნქტი - სვეტები (კოლონკი) შეგვიძლია დოკუმენტის ტექსტი დავყოთ  რამოდენიმე სვეტად.

ქვეპუნქტი - რეგისტრი - ცვლის უკვე არჩეული დოკუმენტის რეგისტრს.

ქვეპუნქტი - ფონი - უცვლის ფერს ფონს. შეგვიძლია დავაყენოთ ფურცლის შავი ან სხვა ფერის ფონი. ეს ფერთა ცვლილება აისახება მხოლოდ ეკრანზე და არ აისახება პრინტერიდან ამობეჭვდისას.      

ქვეპუნქტი - ტექსტის მიმართულება - ცხრილებში შეგვიძლია შევუცვალოთ ტექსტს მიმართულება.

 

მენიუს პუნქტი - სერვისი. განვიხილავთ მხოლოდ აუცილებელ ქვეპუნქტებს.

ქვეპუნქტი - მართლწერა (პრავაპისანიე) - გამოყავს დაილოგური ფანჯარა, სადაც ჩამოთვლილია  გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომები ტექსტში. მაგრამ ეს ფუნქცია მუშაობს რუსულ და ინგლისურ ენებზე.

 

მენიუს პუნქტს - ცხრილებს არ განვიხილავთ.

შემდეგი პუნქტი - ფანჯარა - არ გამოირჩვეა რაიმე სირთულით. აქ წერია გახსნილი ფანჯრის სახელწოდება.

ხოლო ბოლო პუნქტია - დახმარება (სპრავკა). გამოდის პროგრამის ინსტრუქცია.

 

ახლა კი შეეცადეთ დაათვალიეროთ თითოეული პუნქტი და ქვეპუნქტი დამოუკიდებლად.

 

ცხელი ღილაკები:

 

სიტყვის ძიება ტექსტში - კონტროლ+ეფი.

გადასვლა სასურველ გვერდზე, აბზაცზე და ასე შემდეგ - კონტროლ+ჯე.

სიტყვის ან სიტყვათა ჯგუფის შეცვლა - კონტროლ+ჰა.

პრინტერზე ამობეჭვდა  -  კონტროლ+პე.

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         მენიუს რომელი პუნქტიდან ხდება ფურცლის ფონის შეცვლა?

2.         რომელი ღილაკებით გამოდის ტექსტში სიტყვის საძიებო ფანჯარა?

3.         მენიუს რომელი პუნქტიდან ხდება გვერდების გადანომვრა?

4.         რომელი ღილაკებით ვიძახებთ პრინტერზე ამოსაბეჭდ ფანჯარას?

 

დავალება:

 

1.         ამობეჭდეთ პრინტერზე წინა გაკვეთილზე აკრეფილი განცხადება.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 12.გაკვეთილი მეთერთმეტე -ვორდი (ნაწილი მეორე)