გაკვეთილი მეათე

 

ტექსტური რედაქტორი ვორდი, ტექსტის რედაქტირება (ნაწილი პირველი)

 

წინა გაკვეთილებში ჩვენ განვიხილეთ მარტივი ტექსტური რედაქტორები -  ბლოკნოტი და ვორდ პედი. ახლა კი შევისწავლოთ ტექსტური რედაქტორი ვორდი, რომელიც იძლევა ტექსტის რედაქტირების ფართო შესაძლებლობას. იგი არის დამხმარე პროგრამა, არ შედის ოპერაციულ სისტემაში, ამიტომ  ცალკე უნდა დავაინსტალიროთ ჩვენს კომპიუტერში. ვორდი ტექსტის რედაქტირების გარდა გვაძლევს საშუალება ჩავსვათ სურათები და სიმბოლოები ტექსტში. ვორდს აქვს ფუნქცია შეამოწმოს ტექსტის მართლწერა (რუსული და ინგლისური ტექსტების) და სხვ.

სახელმძღვანელოში განხილულია ვორდი 2003 ვერსია, რადგან ამ ვერსიაზე ყველაზე უკეთ მუშაობს ენვედეა.

პროგრამა ვორდის დაინსტალირების წესები იხილეთ სახელმძღვანელოს ოცდამესამე გაკვეთილში - «პროგრამების დაყენება და წაშლა».

გავხსნათ პროგრამა ვორდი. ამისათვის დავაჭიროთ ვინდოუს ღილაკს და გამოვიძახოთ სტარტ მენიუ.

ავირჩიოთ პუნქტი - პროგრამები, შემდეგ მარჯვენა ისრით გავხსნათ ქვემენიუ და ვერტიკალური ისრებით ვიპოვოთ ქვეპუნქტი - მაიკროსოფტ ოფის ვორდ, ისევ გამოვიყენოთ ენტერი. პროგრამა იხსნება სტანდარტულ ფანჯარაში.

შეგვიძლია პროგრამა გავხსნათ სამუშაო მაგიდიდან, თუკი გვაქვს გამოტანილი

იარლიყი. გავიხსენოთ იარლიყის გამოტანა:

კომბინაციით ვინდოუს+დე ან ვინდოუს+ემი გადავიდეთ სამუშაო მაგიდაზე. დავაჭიროთ ვინდოუს ღილაკს, ზედა ისრით მოვძებნოთ პროგრამები, მარჯვენა ისრით გავხსნათ იგი და ზედა ან ქვედა ისრებით ვიპოვოთ სიტყვა მაიკროსოფტ ოფის ვორდ.  ახლა კი ღილაკით აპლიკეიშენ გავხსნათ კონტექსტური მენიუ, ისრებით ვიპოვოთ ატპრავიც (სენდ ტუ), გავხსნათ იგი  ენტერით და ისევ ისრებით მოვნახოთ სიტყვა (რაბოჩი სტოლ, საზდაც იარლიკ, დესკტოპ კრიეიტ შორდკატ). ამ სიტყვაზე ვაჭერთ ენტერს და ვორდის იარლიყი იქმნება  სამუშაო მაგიდაზე.

გადავიდეთ სამუშაო მაგიდაზე კომბინაციით ვინდოუს+დე ან ვინდოუს+ემი და ისრებით მოვნახოთ სიტყვა  მაიკროსოფტ ვორდ 2003. მივანიჭოთ მას სწრაფი გამოძახების ღილაკები.  შეგახსენებთ, რომ ამისათვის უნდა  დავაწვეთ ღილაკს აპლიქეიშენ, გამოსულ მენიუში ვიპოვოთ ბოლო პუნქტი - სვოისტვა, (პროფერთის) შემდეგ გამოვიყენოთ ენტერი. ფანჯარაში ორჯერ დავაჭიროთ ტაბ ღილაკს და ავირჩიოთ ვორდის გამოძახებისათვის ცხელ ღილაკთა კომბინაცია - კონტროლ+ალტ და ნებისმიერი სიმბოლო, მაგალითად ემი, ანუ კლავიატურაზე დავაწვეთ ამ სამ ღილაკს ერთდროულად.  ამის შემდეგ ტაბით ვიპოვოთ ოკ და დავაჭიროთ ენტერს. ამით ვასრულებთ სწრაფი გამოძახების დაყენებას და ვორდის დოკუმენტის გამოძახება იქნება შესაძლებელი კონტროლ+ალტ+ემ ღილაკთა კომბინაციით. 

ავკრიფოთ ეს კომბინაცია. გაიხსნება მაიკროსოფტ ვორდის სუფთა ფურცელი. ახლავე მივანიჭოთ ჩვენს დოკუმენტს სახელი. დავაჭიროთ ღილაკებს  კონტროლ+ესი.  გაიხსნება ფანჯარა, რომლის რედაქტორშიც პირდაპირ უნდა ჩავწეროთ ფაილის სასურველი სახელწოდება, მაგალითად ავკრიფოთ სიტყვები «ვორდის ფაილი» და დავაწვეთ ენტერს. ფანჯარა გაქრება, ჩვენს წინაშეა ისევ ვორდის გახსნილი დოკუმენტი სახელწოდებით «ვორდის ფაილი». შევამოწმოთ, ნამდვილად დაერქვა თუ არა სახელი ჩვენს ფაილს. ამისათვის ავკრიფოთ კომბინაცია ინსერტ+ტე და მოვუსმინოთ ჩვენს ხმოვან პროგრამას.  

 

რედაქტორ ვორდის სამუშაო სფეროა თეთრი სუფთა ფურცელი. თუმცა შეგვიძლია ფონისა და შრიფტის ფერები ჩვენი გემოვნების მიხედვით შევცვალოთ, რასაც ოდნავ მოგვიანებით შევისწავლით. ზევით, მარცხენა განაპირა მხარეს მდებარეობს კურსორი, ესაა პირველი ხაზის დასაწყისი.

 

თავიდანვე ავირჩიოთ ქართული შრიფტი.  ძირითადად ჩვენ მოვიხმართ აკად  ნუსხურს. ამ შრიფტის ასარჩევად ვკრებთ კომბინაციას კონტროლ+დე.  იხსნება დიალოგური ფანჯარა, სადაც ვწერთ სიტყვას აცად, შემდეგ ვაჭერთ ქვედა ისარს და აღმოვჩდებით სიტყვაზე აკად ნუსხ. ჩვენ ვიმყოფებით ამ დროს შრიფტების სიაზე. დიალოგურ ფანჯარაში ტაბ ღილაკით ვეძებთ სიტყვას ოკ და ვაჭერთ ენტერს. ნებისმიერი სხვა შრიფტიც ანალოგიურად შეგვიძლია დავაყენოთ. შრიფტების სიაზე ვერტიკალური ისრებით ვიმოძრაოთ.

დავწეროთ სიტყვები: თათი, ყაყაჩო, ძაღლი, ქარი.

შევამოწმოთ მართლა დაიწერა თუ არა  ქართული ასოები. ავკრიფოთ კომბინაცია  ინსერტ+ეფი და  მოვუსმინოთ რას გვეუბნება ხმოვანი პროგრამა. 

თუ პროგრამამ გამოგვიცხადა, რომ გამოყენებულია აკად ნუსხური, ვაგრძელებთ წერას. ამავე კომბინაციის დახმარებით ჩვენ შევძლებთ გავარკვიოთ რა ფერისაა  ნაწერი ტექსტი, რა ზომისაა შრიფტი, რამდენით არის ის დაშორებული მარცხენა კიდიდან, დახრილია თუ არა შრიფტი, გამუქებულია თუ არა იგი და ასე შემდეგ. მოკლედ ინსერტ+ეფი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ მაქსიმალური ინფორმაცია  ტექსტის რედაქტირებაზე. 

 

გამოვიყენოთ წინა გაკვეთილებზე დაგროვილი ცოდნა, ავკრიფოთ ტექსტი და ვაწარმოოთ მონიშვნები. ესაა პატარა ნაწყვეტი გურამ რჩეულიშვილის ერთ-ერთი მოთხრობიდან.

«წამოთოვა.

წინა დღესაც ციოდა. მერე მთელი ღამე თოვდა, მეორე დღესაც თოვდა. ღრუბლების ჩამოწოლასთან ერთად ხეობაში სითბო ჩადგა. მესამე დილას გამოდარება დაიწყო.»

 

 

ახლა ვაწარმოოთ მონიშვნები:

ერთი სიმბოლო მარჯვნივ - შიფტ+მარჯვენა ისარი.

ერთი სიმბოლო მარცხნივ  -  შიფტ+მარცხენა ისარი.

ერთი სიტყვა მარჯვნივ - კონტროლ+შიფტ+ მარჯვენა ისარი.

ერთი სიტყვა მარცხნივ  -  კონტროლ+შიფტ+მარცხენა ისარი.

კურსორიდან ერთი ხაზი ზემოთ - შიფტ+ზედა ისარი.

მიმდინარე ხაზი  -  შიფტ+ქვედა ისარი.

ერთი აბზაცი ზევით - კონტროლ+შიფტ+ ზედა ისარი.

მიმდინარე აბზაცი  -  კონტროლ+შიფტ+ქვედა ისარი.

კურსორიდან ხაზის დასაწყისამდე - შიფტ+ჰოუმი.

კურსორიდან ხაზის ბოლომდე - შიფტ+ენდი.

კურსორიდან ტექსტის დასაწყისამდე - კონტროლ+შიფტ+ჰოუმი.

კურსორიდან ტექსტის ბოლომდე - კონტროლ+შიფტ+ენდი.

კონტროლ+ა - მთლიანი ტექსტი.

კურსორის ნებისმიერ ღილაკებზე შეხებისას მონიშვნა უქმდება. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ სიტყვის ან ხაზის მონიშვნისას კურსორი უნდა იდგეს ხაზის და სიტყვის დასაწყისში.

 

ვივარჯიშოთ მონიშვნებზე.

აკრეფილ ტექსტში მეორე ხაზზე ვიპოვოთ სიტყვა «წინა».

მოვნიშნოთ ასო»წ».

მოვნიშნოთ სიტყვა «წინა».

მოვნიშნოთ პირველი სტრიქონი.

მოვნიშნოთ ტექსტის ბოლო სიტყვა.

მოვნიშნოთ ტექსტის ბოლო ხაზი.

მოვნიშნოთ მთლიანი ტექსტი.

 

ახლა კი შევასრულოთ შემდეგი სავარჯიშო:

1.         მოვნიშნოთ მთლიანი ტექსტი;

2.         შევიდეთ მენიუში ალტით, გადავიდეთ მარჯვენა ისრით პუნქტზე პრავკა, ჩამოვშალოთ ენტერით და ვერტიკალური ისრებით ვიპოვოთ პუნქტი  კოპიროვაც (კოპი). ტექსტი კოპირებულია ბუფერში ანუ დროებით მეხსიერებაში. ეკრანაზე ტექსტი რჩება.

3.         მოვხსნათ მონიშვნა ნებისმიერი კურსორის ღილაკით.

4.         რამოდენიმეჯერ გამოვიყენოთ ენტერი, ჩამოვიდეთ ოდნავ ქვემოთ და დავდგეთ ტექსტში ცარიელ ადგილას. ენვედეამ ამ დროს უნდა გამოგვიცხადოს - პუსტა.

5.         შევიდეთ ისევ მენიუში ზემოთ აღწერილი წესით, ჩამოვშალოთ პუნქტი პრავკა, ვიპოვოთ ვერტიკალური ისრით  -  ჩასმა ვსტავიც (პეისტ). ამით მოხდება ბუფერიდან ტექსტის ჩასმა ტექსტში.

 

ახლა ჩვენს დოკუმენტში გვაქვს ორი ერთნაირი ტექსტი.

ახლა ამოვჭრათ ტექსტი. ვიმოქმედოთ შემდეგნაირად:

1.         მოვნიშნოთ ქვედა კოპირებული ტექსტი;

2.         შევიდეთ მენიუში ალტით, გადავიდეთ მარჯვენა ისრით პუნქტზე პრავკა, ჩამოვშალოთ ენტერით და ვერტიკალური ისრებით ვიპოვოთ პუნქტი  ამოჭრა (ვირეზაც, ქათ). ტექსტი კოპირებულია ბუფერში ანუ დროებით მეხსიერებაში. მაგრამ იგი ეკრანაზე აღარ ჩანს.

3.         გადავიდეთ ტექსტის თავში კომბინაციით კონტროლ+ჰოუმი.

4.         შევიდეთ ისევ მენიუში ზემოთ აღწერილი წესით, ჩამოვშალოთ პუნქტი პრავკა, ვიპოვოთ ვერტიკალური ისრით  -  ჩასმა ვსტავიც (პეისტ). ამით მოხდება ბუფერიდან ტექსტის ჩასმა.

 

შენიშვნა: მენიუს პუნქტები  -  ამოჭრა და კოპირება პასიურია იმ შემთხვევაში, თუკი არაფერია მონიშნული ტექსტში.

 

მენიუში შესვლის გარეშე იგივე ოპერაციების შესრულება შეგვიძლია ღილაკთა კომბინაციებით:

1.         კოპირება - კონტროლ+ცე;

2.         ჩასმა - კონტროლ +ვე;

3.         ამოჭრა - კონტროლ+იქსი.

 

მონიშნული ტექსტის წაშლა ხდება კლავიატურის ღილაკით - დელეიტი. არსებობს  მონიშვნის გარეშე ტექსტის წაშლის ხერხიც, მაგრამ ამ დროს წაშლა ხდება თითო თითო სიმბოლოთი.

დავიმახსოვროთ: ღილაკი ბექსპეისი შლის ერთ სიმბოლოს კურსორიდან მარცხნივ, ხოლო დელეიტი ერთ სიმბოლოს კურსორიდან მარჯვნივ.

 

ახლა ვისწავლოთ ტექსტის რედაქტირების მარტივი ფუნქციები.

ავირჩიოთ შრიფტის ზომა,  გავაკეთოთ სათაური და შევქმნათ ნამდვილი დოკუმენტი. დავწეროთ სიტყვები -  «კომპიუტერის გაკვეთილები». მოვაქციოთ იგი დოკუმენტის შუაში, გავადიდოთ შრიფტის ზომა, მივცეთ ფერი და გავამსხვილოთ.

 

დავიწყოთ სავარჯიშო პირველი:

1. თუკი გვაქვს რაიმე ტექსტი ფურცელზე, მოვნიშნოთ იგი კონტროლ+ა ღილაკებით და დავაწვეთ დელეიტს. ტექსტი მთლიანად წაიშლება.

2.         დავწეროთ სიტყვები - «კომპიუტერის გაკვეთილები». ჰოუმ ღილაკით დავდგეთ ფრაზის პირველ ასოზე, შემდეგ კომბინაციით შიფტ+ქვედა ისარით მოვნიშნოთ იგი. დავაწვეთ კომბინაციას კონტროლ+ბე, რათა ოდნავ განვასხვავოთ იგი სხვა ნაწერისგან. მონიშნული ტექსტი გამსხვილდება და გამუქდება. იმავე ღილაკებით ვთიშავთ შრიფტის გამსხვილების რეჟიმს. შრიფტის გამსხვილება ძირითადად გამოიყენება სათაურების წერისას და ტექსტში რაიმე მნიშვნელოვანი ადგილის გამოსაყოფად.

3. დავხაროთ მონიშნული ტექსტი - კონტროლ+ი.

4. ხაზი გავუსვათ მონიშნულ ტექსტს - გამოვიყენოთ კომბინაცია - კონტროლ+უ.

 

სავარჯიშო მეორე:

ახლა კი შევუცვალოთ შრიფტს ზომა.

1.         მოვნიშნოთ ზემოთ ნასწავლი მეთოდით სიტყვები - «კომპიუტერის გაკვეთილები». ავკრიფოთ  კომბინაცია კონტროლ+შიფტ+პე. ამით გააქტიურდა რედაქტორი, სადაც შეგვიძლია პირდაპირ ჩავწეროთ რაიმე რიცხვი. სტანდარტული შრიფტის ზომაა 12. სათაურისთვის ძირითადად იყენებენ 14-ს, ხოლო იშვიათ შემთხვევაში-16-ს. სათაურისთვის ამაზე მეტი ზომის მინიჭება არაა რეკომენდებული.  არსებობს სხვა გზაც: დავაჭერთ თუ არა კონტროლ+შიფტ+პეს, რედაქტორში რიცხვის ჩაწერის ნაცვლად გამოვიყენოთ ზედა და ქვედა ისრები. ზედა ისარი ზრდის შრიფტს ორი ერთეულით, ხოლო ქვედა შესაბამისად - ამცირებს. მაგალითად, თუ შრიფტის ზომაა 12 და ჩვენ დავაჭერთ ზედა ისარს, შრიფტის ზომა გახდება – 14, კიდევ ერთხელ თუ დავაჭერთ, შრიფტი გაიზრდება 16-მდე და ასე შემდეგ. ზომის არჩევის შემდეგ დავაჭიროთ ენტერს და დავბრუნდებით ჩვენს დოკუმენტში. შემოწმების მიზნით, დავაწვეთ ინსერტ+ეფს და შევამოწმოთ გადიდდა თუ არა შრიფტი სიტყვებში  -  «კომპიუტერული გაკვეთილები». ყურადღებით მოვუსმინოთ პროგრამას.

 

სავარჯიშო მესამე:

 

შევუცვალოთ შრიფტს ფერი.

1. მოვნიშნოთ ისევ სიტყვები - კომპიუტერის გაკვეთილები. ავკრეფოთ კომბინაცია კონტროლ+დე, სამჯერ დავაჭიროთ ტაბ ღილაკს და გადავიდეთ ფანჯარის რედაქტორში, საიდანაც შეგვიძლია ავირჩიოთ სასურველი ფერი.

 2. ქვედა ისრით ჩამოვშალოთ ფერთა ჩამონათვალი და კურსორის ღილაკებით ავირჩიოთ სასურველი ფერი. ენვედეა გვიცხადებს რომელ ფერზეც გადადის კურსორი. როგორც კი ავირჩევთ ფერს, დავაწვეთ ენტერს, შემდეგ ტაბ ღილაკით ვიპოვოთ სიტყვა ოკ და ისევ დავაჭიროთ ენტერს.

3. შევამოწმოთ ინსერტ+ეფ-ის მეშვეობით შეიცვალა თუ არა ფერი. ყურადღებით მოვუსმინოთ ენვედეას და გავაგრძელოთ  რედაქტირება.

 

სავარჯიშო მეოთხე:

 

ჩვენი შემდეგი ნაბიჯია განვათავსოთ ეს ფრაზა დოკუმენტის შუაში.

1. მოვნიშნოთ სიტყვები და ავკრიფოთ კომბინაცია კონტროლ+ე. სათაური მოთავსებულია ფურცლის ცენტრში. კვლავ დავიხმაროთ ინსერტ+ეფი. მოვუსმინოთ პროგრამას: შრიფტს შევუცვალეთ ზომა,  ფერი, მდებარეობა და გავამსხვილეთ. ახლა კი მოდით მოვაშოროთ მონიშვნა. დავაწვეთ ზედა ან ქვედა ისარს, მონიშვნა მოხსნილია.

 

იმისათვის, რომ სათაური საკმაოდ დავაშოროთ დანარჩენ ტექსტს, დავაწვეთ ენტერს ორჯერ ან სამჯერ.

კომბინაცია კონტროლ+ელ კურსორს გადაიყვანს მარცხენა მხარეს და წერა დაიწყება ჩვეულებრივ მარცხნიდან მარჯვენა მიმართულებით.  დავიმახსოვროთ ეს კომბინაცია. იგი აუცილებლად გამოგვადგება სათაურის დაწერის შემდეგ, როცა გვსურს დავუბრუნდეთ წერას მარცხნიდან.

კომბინაცია კონტროლ+ერი ტექსტს გაასწორებს მარჯვენა კიდესთან და წერა დაიწყება მარჯვნიდან მარცხნივ.

             მოდით, დავწეროთ რაიმე ტექსტი. მაგალითად, ავკრიფოთ: კომპიუტერი და მისი გამოყენება. შემდეგ ვაჭერთ ენტერს, რათა გადავიდეთ ახალ ხაზზე და გავაგრძელოთ წერა.

დავწეროთ შემდეგი სიტყვები: კომპიუტერი გვჭირდება ყოველდღიურ ყოფაში.

ისევ დავაწვეთ ენტერს და ზედა ისრით წავიკითხოთ ჩვენი ტექსტი.

 

ახლა კი წავშალოთ რაიმე სიტყვა ან თუნდაც მთელი ხაზი. კურსორი მოვათავსოთ «კომპიუტერი და მისი გამოყენება» წინადადების თავში. შემდეგ კომბინაციით შიფტ+ქვედა ისარი მოვნიშნოთ იგი და დავაჭიროთ ღილაკ დელეიტს. მონიშნული ხაზი წაიშლება.

 

თუ გამოვიყენებთ შიფტ+ზედა ისარს და დავაწვებით დელეიტს, წაიშლება კურსორის ზემოთ მდებარე სტრიქონი.

 

კონტროლ+შიფტ+ისარი მარჯვნივ და დელეიტი  -  შლის კურსორის მარჯვნივ მდებარე სიტყვას.

კონტროლ+შიფტ+მარცხენა ისარი და დელეიტი  -  შლის კურსორის მარცხნივ მდებარე სიტყვას.

თუ გვსურს მთელი დოკუმენტის წაშლა, ვაჭერთ კონტროლ+ა, ამით ინიშნება მთლიანი ტექსტი და შემდეგ ვაწვებით დელეიტს. ტექსტი იშლება.

წაშლილი ტექსტის, სიტყვის, ხაზის აღდგენა ხდება შემდეგნაირად:

ისრით ვპოულობთ იმ ადგილს, საიდანაც წავშალეთ ობიექტი, ვაწვებით კომბინაციას ალტ+ბექსპეის და წაშლილი ობიექტი ბრუნდება.  ან გამოვიყენოთ ღილაკთა კომბინაცია - კონტროლ+ზეტი. ეს კომბინაცია აბრუნებს წინა მოქმედებას.

 

ცხელი ღილაკები:

 

ტექსტის წასაკითხი ღილაკები:

 

ისარი მარჯვნივ  -  მარჯვენა სიმბოლოს წაკითხვა.

ისარი მარცხნივ  -  მარცხენა სიმბოლოს წაკითხვა.

კონტროლ+ისარი მარჯვნივ  -  მარჯვენა სიტყვის წაკითხვა.

კონტროლ+მარცხენა ისარი  -  მარცხენა სიტყვის წაკითხვა.

ქვედა ისარი  -   მიმდინარე ხაზის წაკითხვა.

ზედა ისარი  -  ზედა ხაზის წაკითხვა.

ინსერტ+ქვედა ისარი  -  მთლიანი დოკუმენტის წაკითხვა.

კონტროლ + ზედა ისარი - წინა აბზაცის წაკითხვა

კონტროლ + ქვედა ისარი - მიმდინარე აბზაცის წაკითხვა.

 

წასაშლელი ღილაკები:

ბექსპეის - კურსორიდან მარცხენა სიმბოლოს წაშლა.

დელეიტ  -  კურსორიდან მარჯვენა სიმბოლოს წაშლა.

კონტროლ+ბექსპეის -  კურსორიდან მარცხენა სიტყვის წაშლა.

კონტროლ+დელეიტ  -  კურსორიდან მარჯვენა სიტყვის წაშლა.

 

გაკვეთილის სხვა ცხელი ღილაკები:

 

კონტროლ+ბე -  რთავს და თიშავს შრიფტის გამსხვილებას.

კონტროლ+უ  -  ტექსტის ხაზგასმა.

კონტროლ+შიფტ+დე  -  ტექსტის ორმაგი ხაზგასმა.

კონტროლ+ერი  -  ტექსტის გასწორება მარჯვნივ.

კონტროლ+ელი  -  ტექსტის გასწორება მარცხნივ.

კონტროლ+ე  -  ტექსტის გასწორება ცენტრში.

კონტროლ+ჯე  -  ორივე მხარეს გასწორება.

კონტროლ+ემი  -   აბზაცის დაყენება.

კონტროლ+პე  -  პრინტერზე ტექსტის დაბეჭვდა.

კონტროლ+დე  -  შრიფტისა და მისი ფერის შეცვლა.

კონტროლ+ი  -  დახრილი შრიფტი.

კონტროლ+შიფტ+პე  -  შრიფტის ზომის შეცვლა.

კონტროლ+იქს - მონიშნული ობიექტის ამოჭრა.

კონტროლ+ცე - მონიშნული ობიექტის კოპირება ბუფერში.

კონტროლ+ვე  -  ობიექტის ჩასმა ბუფერიდან.

კონტროლ+ა  -  მთლიანი  დოკუმენტის მონიშვნა.

კონტროლ+ესი  -   დოკუმენტის შენახვა.

ინსერტ+ეფი  -  შრიფტის ზომის, ფერის, მდებარეობის და ტექსტზე სხვა ვიზუალური ინფორმაციის გაგება. 

ინსერტ+ტე  -  დოკუმენტში სათაურის წაკითხვა.

 

 

საკონტროლო კითხვები:

1.         საიდან ვიძახებთ პროგრამა ვორდს?

2.         რა ინფორმაციას გვაძლევს  ღილაკთა კომბინაცია კონტროლ+ეფი?

3.         მენიუს რომელი პუნქტით ხდება ტექსტის კოპირება ბუფერში?

4.         ღილაკთა რა კომბინაციით ხდება ტექსტის ამოჭრა და ტექსტის ჩასმა?

5.         როდისაა მენიუს პუნქტები  -  ამოჭრა და კოპირება პასიური?

6.         რომელი ღილაკებით ხდება ტექსტში შრიფტის გამსხვილება, ხაზგასმა, დახრა?

7.         რომელი ღილაკებით ვცვლით შრიფტის ზომას?

8.         რომელი ღილაკები ასწორებს ტექსტს ცენტრში, მარჯვენა და მარცხენა კიდესთან?

 

 

დავალება:

 

შეადგინეთ განცხადება:

1.         აირჩიეთ ტექსტის გასწორების რეჟიმი მარჯვნივ, დახარეთ შრიფტი, აირჩიეთ შრიფტის ზომა 14.

2.         დაიწყეთ წერა ამ არჩეულ რეჟიმებში და აკრიფეთ ტექსტი:

 

ქალაქ თბილისის ისანი-სამგორის გამგეობის, (ჩამოდით ენტერით და განაგრძეთ წერა) - სატრანსპორტო დეპარტამენტის უფროსს (ჩამოდით ენტერით და განაგრძეთ წერა) ბატონ ა. მ-ს ( ჩამოდით ენტერით), ამავე რაიონში პატარძეულის ქუჩა 47 - ში მცხოვრები მოქალაქის (ჩამოდით ენტერით) თ.ს-ს (რამოდენიმეჯერ დააჭირეთ ენტერს) განცხადება.

3.         სიტყვა განცხადება დაწერეთ შუაში (ჩართეთ ტექსტის ცენტრში გასწორების რეჟიმი), აირჩიეთ შრიფტის ზომა - 16, შრიფტი გაამსხვილეთ და თითოეული ასო ღილაკი ხანით დააშორეთ ერთმანეთს.

4.         ჩართეთ ტექსტის მარცხენა კიდეში გასწორების რეჟიმი, აირჩიეთ შრიფტის ზომა - 12, გამორთეთ შრიფტის გამსხვილების რეჟიმი და აკრიფეთ შემდეგი ტექსტი: მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში პატარძეულის ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ბევრი მცირეწლოვანი ბავშვი. იმის გამო, რომ მანქანები ახლადდაგებულ ასფალტზე სწრაფად მოძრაობენ, გაჩნდა საფრთხე ბავშვების გარეთ გამოშვების. (ჩამოდით შემდეგ ხაზზე). გთხოვთ, დაამონტაჟოთ ეგრეთ წოდებული სიჩქარის შემზღუდველი ბილიკები ჩვენს ქუჩაზე, რაზედაც ხელს ვაწერთ ამ უბანის მცხოვრებლები.

5.         ხელმოწერების გადასანომრად შედით მენიუში ფორმატი, აირჩიეთ პუნქტი - სპისოკ, დააჭირეთ ენტერს. გამოსულ ფანჯარაში მარჯვენა ისრით გადადით და აირჩიეთ გადანომვრა. იპოვეთ ღილაკი ოკ და დააწექით ენტერს. ამით ჩართულია ავტომატური გადანომვრის რეჟიმი. ჩამოწერეთ თქვენი ნაცნობ-მეგობრების გვარები და სახელები. ყოველი მომდევნო გვარის ახალ ხაზზე დაწყებისთვის დააჭირეთ ენტერს. ენტერის გამოყენება ავტომატურად დაწერს ციფრებს, ხოლო ორჯერ ენტერის დაჭერით ამ რეჟიმიდან გამოხვალთ.

6.         ჩართეთ ტექსტის მარჯვნივ გასწორების რეჟიმი.

7.         რამოდენიმეჯერ დააჭირეთ ენტერს, რომ ხელმომწერთა სიას დაშორდეთ. ჩასვით თარიღი და დრო მენიუს პუნქტიდან - ვსტავკა (დატა ი ვრემია).

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 11.გაკვეთილი მეათე -ვორდი (ნაწილი პირველი)