ჯვარ-ხატთასადიდებლები

 

 

ფოლკლორისტიკის კათედრის შრომები

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო  უნივერსიტეტი

 

 

 

 

 

ტექსტები შეკრიბეს, შესავალი, ლექსიკონი და  საძიებლები დაურთეს

ზურაბ კიკნაძემ, ხვთისო მამისიმედიშვილმა და ტრისტან მახაურმა

 

 

თბილისი

1998

 

 

 

     წინამდებარე წიგნში შესულია აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საკულტო ტექსტები. კერძოდ, ჯვარ-ხატთა დღეობებზე ხუცეს-ხევისბერთა მიერ წარმოსათქმელი სადიდებლები, ლოცვები, დამწყალობნებანი. ტექსტები მრავალმხრივ არის საყურადღებო. ეს არის ძვირფასი მასალა ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგების (ფოლკლორი, ენათმეცნიერება, ეთნოგრაფია, ხალხური რელიგიური ცნობიერება) მკვლევარ-შემსწავლელთა და დაინტერესებულ პირთათვის.

 

     წიგნში შესულია, როგორც ნაბეჭდი, ისე საარქივო (მათ შორის კათედრის მიერ ველზე მოპოვებული) მასალა. მეტ-ნაკლები სრული სახით ეს ტექსტები პირველად ქვეყნდება.

 

 

 

 

რეცენზენტი:                       ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი

      თ. ოჩიაური

 

 

 

 მადლიერებით ვიხსენებთ ხუცეს-ხევისბერთ:

    გადუა ჭინჭარაულს (გუდანი), სუმბატა ალუდაურს (ხახმატი), მუსიკ მერღუევს (არდოტი), ვაჟა არაბულს (ჯუთა), ბესო ქეთელაურს (ხახმატი), გიორგი ლიქოკელს (აკუში), იოსებ და დავით ელიზბარაშვილებს (შუაფხო), პეტრე კუწაშვილს, ბეწინა ბაღიაურს, იოსებ (გენჯელა) ღრუბელაშვილს, ხვთისო ფარნაოზაშვილს (გოგოლაურთ თემი), სვიმონ და შალვა მადურაშვილებს (უძილაურთა), ბერ წიკლაურს (მაქართა), ალექსი ბექაურს (დიდებანი) და მადლს მოვახსენებთ დღეგრძელთ, რომლებიც დღემდე მამაპაპურად უძღვებიან ჯვარ ხატთა სამსახურს:

    გაგა ჭინჭარაულს (გუდანი), ვეფხია ქეთელაურს (ხახმატი), აპარეკა ალუდაურს (ხახმატი), ხვთისო გოგოჭურს და პეტრე გოგოჭურს (ატაბე), ხვთისო მურღუევს (არდოტი), ილო მინდიკაურს (ხახაბო), იოსებ კოჭლიშვილს (უძილაურთა), სვიმონ შუშანაშვილს (შუაფხო), პეტრე ხიბლაშვილს და სიკო თადიაურს (მათურა), ივანე წიკლაურს (უკანაფშავი), ფოცხვერ ელიზბარაშვილს (გომბორი), ნიკალა ჯერმიზაშვილს (ხადა), ალექსი სისაურს (ხადა: იუხო), ილო ქარჩაიძეს (ლაკათხევი), თორღვა წიკლაურს (გუდამაყარი).

 

                                                                                                    კრებულის შემდგენლები

 

 

წინათქმა

 

   აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის

ზეპირსიტყვიერ ფონდში ერთ მნიშვნელოვან

შრეს შეადგენს საკულტო ტექსტები,

რომელთაც ჩვენს ფოლკლორისტიკაში, ტრადიციულად,

მითოლოგიის ან პოეზიის ჟანრში განიხილავენ,

რაც არ უნდა იყოს გამართლებული მეთოდური

 თვალსაზრისით. პოეზიისადმი, ან თუნდაც,

მითოლოგიისადმი მათი მიკუთვნებით იკარგება

ტექსტების სპეციფიკა, სწორი გაგება მათი

ფუნქციისა, რასაც ისინი დღემდე ასრულებენ

 საზოგადოების (საყმოთა) რელიგიურ

ცხოვრებაში. ამ არასწორი ატრიბუციის ბრალია, რომ

მათი შესწავლის საქმე არ დაძრულა. ეს უნიკალური

და მრავალმხრივ საინტერესო მასალა, რომელიც

თუმცა უეჭველად შეიცავს პოეზიის ელემენტებს

(როგორც ნებისმიერი რელიგიური ტექსტი, ლოცვები,

შელოცვები და სხვა), ღირსია იმისა, რომ შესწავლილ

იქნას კომპლექსურად, სხვადასხვა (რელიგიური,

ეთნოგრაფიული, პოეტიკური, ლინგვისტური) კუთხით.

ჯერ-ჯერობით კი არსებობს არათუ რაიმე გამოკვლევა,

არამედ ტექსტების მეტ-ნაკლებად სრული კორპუსი,

თუ მხედველობაში არ მივიღებთ ამ ნახევარ

საუკუნეზე მეტი ხნის წინათ პროფ. ვ. ბარდაველიძის

მიერ გამოცემულ მომცრო კრებულს (იხ. «მასალები

საქართველოს ეთნოგრაფიისათვის «, 1938). ეს არის

წვეთი ზღვაში იმ მასალიდან, რომელიც დაცულია

სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრების არქივებში, ზოგი

მათგანი გამოქვეყნებულია, ზოგიც, შესაძლოა,

გამოსამზეურებელი და მოსაპოვებელიც. თუმცა

ზოგიერთი კუთხის მიმართ შეიძლება ითქვას, რომ იქ

ნაკლები იმედია რაიმე ღირებულის აღმოჩენისა.

კერძოდ, არ მოველით, რომ შესაძლებელია მიკვლევა

მასალისა თუშეთისა და ხევის საყმოებში. მკითხველი

შეამჩნევს, რომ სწორედ ეს უბანია მწირი, რომლის

გამდიდრება უკვე შეუძლებელია. სამწუხაროდ, კარგა

ხანია, რაც ამ რეგიონში აღარ იპოვებიან საკულტო-

ზეპირსიტყვიერი ტექსტების მახსოვარი ადამიანები.

მასალის საყმოების (არა თემატიკის) მიხედვით

დალაგებამ მკითხველს უნდა აჩვენოს, თუ სად, რომელ

საყმოშია შენარჩუნებული საკულტო-ზეპირსიტყვიერი

კულტურა, სად არის შემორჩენილი ძლიერი ცოცხალი

ტრადიცია (რაზედაც მასალის ჩაწერის თარიღები

მეტყველებენ).

    კრებულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა თსუ

ფოლკლორისტიკის კათედრის არქივი (თსუფა), სადაც

დაცულია მაგნიტოფირზე ჩაწერილი ტექსტები.

 

    «ჯვარ-ხატთა სადიდებლები» წარმოადგენს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფოლკლორისტიკის კათედრის შრომების მეორე ტომს.

პირველ ტომად ჩათვლილია ნ. ბალიაურის

«სწორფრობა ხევსურეთში» (1989), რომელიც ამავე

კათედრაზე მომზადდა.

    მადლობას ვუხდით ისტორიის მეცნიერებათა

დოქტორს თინათინ ოჩიაურს საგულისხმო

შენიშვნებისა და მეტად ღირებული მასალის

მოწოდებისათვის.

 

 

                                                                                             ზურაბ კიკნაძე

 

 

შესავალი

 

 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში,

სახელდობრ, თუშ-ფშავ-ხევსურეთსა და მთიულეთ-

გუდამაყარში საზოგადოებრივი ცხოვრება რელიგიურ

საფუძველზე იყო მოწყობილი, რის გამოც მის

შუაგულში მუდამ იდგა მფარველი წმინდანი ანუ,

როგორც ისინი უწოდებენ, ჯვარი, ხატი, ღვთისშვილი.

ყოველ თემს თავისი მფარველი ღვთისშვილი ჰყავს,

ხოლო ყოველ ღვთისშვილს- თავისი «საყმო» -

საზოგადოება. ამ გარემოებამ გამოიწვია, რომ

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მითოლოგიური

გადმოცემები საკრალური ხასიათისაა და

ამავდროულად მათ აქვთ უტყუარობისა და

სინამდვილის პრეტენზია.

    ამ კუთხის საწესჩვეულებო ფოლკლორში

უმთავრესი ადგილი რელიგიური შინაარსის

ანდრეზებსა და საკულტო ზეპირსიტყვიერებას უკავია.

საკულტო ტექსტები ჯვარ-ხატის კარზე აღევლინება

და ისევე როგორც ჯვარ-ხატი წარმოადგენს

აბსოლუტურ სიწმინდეს, ასევე ღვთისშვილთა

სადიდებლებიც საკრალური ნიშნით არის აღბეჭდილი.

საკულტო ტექსტი არის ხუცესის, დეკანოზის,

ხევისბერის მიმართვა მფარველი ღვთისშვილისადმი.

მათში განდიდებული არიან ჯვარ-ხატები თავიანთი

ეპითეტებითა და ნიშან-თვისებებით, რის მიხედვითაც

ვლინდება ღვთისშვილთა ბუნება და ფუნქციები.

სწორედ ჯვარ-ხატია ხუცობათა და სადიდებელთა

ერთადერთი პერსონაჟი.

    საკულტო ტექსტები იყოფა სამ ნაწილად:

ღვთისშვილთ მოხსენიება (სადიდებლები), სალოცავ-

სავედრებლები და კურთხევანი. კულტმსახურებაში მას

მთლიანად ხუცობანი ჰქვია და შესაბამისად გვაქვს

მოხსენებით ხუცობა, პირის ქარით ხუცობა და

კურთხევანით ხუცობა.  საკულტო ტექსტების რიგში

ერთიანდება სახელისდებანი და ნაქადაგრები.

    საკულტო ტექსტებში ჯვარ-ხატების უმრავლესობა

ხსენდება მისი გარეგნობის მაუწყებელი ატრიბუტებით.

«ჩიქილაზინზილიანი», «ყელღილიანი», «ყაწიმშვენიერი»

ღვთისშვილების გარეგნობა ხშირად საკრალური

ნიშნით არის აღჭურვილი, რაც ხშირ შემთხვევაში მათსავე ფუნქციურ ნიშან-

თვისებებს უკავშირდება. მათ ერთგვარი

ტიპოლოგიური მსგავსებაც აკავშირებთ ძველი

ხალხების ღვთაებებთან (შდრ. ინანა-იშთარი). ჯვარ-

ხატების გარეგნული მორთულობა მათი ღვთაებრივი

ძალმოსილების გამომხატველი ატრიბუტიც არის.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ჯვარ-

ხატები საკულტო ტექსტებში წარმოდგენილნი არიან

მებრძოლ, ბოროტების დამთრგუნველ ასპექტში. «დევ-

დედაბერთ მებრძოლ-მეომარი», «ქაჯავეთის გამტეხი»,

«დიდოეთის გამბეგრავი» და, საერთოდ, ბოროტების

წინააღმდეგ მებრძოლი ღვთისშვილები ერთმანეთის

მოძმე-მოთანახმენი არიან. ჯვარ-ხატისა და საყმოს

ურთიერთობა, აგრეთვე, ღვთისშვილთ მოძმე-

მომხრეობის ინსტიტუტი შუა საუკუნეების

პატრონყმური ურთიერთობის ხანის ანარეკლია.

    მიუხედავად იმისა რომ სალოცავ-სავედრებლებსა

და სადიდებლებში წმინდა გიორგი ერთი შეხედვით

უცნაური ეპითეტებითა და ზედწოდებებით ხსენდება,

მისი კულტი აშკარად ქრისტიანობის გავლენით არის

დამკვიდრებული. საკულტო ტექსტებში იგი

განდიდებულია როგორც «დიდოეთის გამბეგრავი»,

«ქაჯავეთის გამტეხი» (ხახმატის წმინდა გიორგი), «დევ-

კერპთ მებრძოლ-მეომარი» (წყაროსთაული წმინდა

გიორგი), «შვიდი ათასი ტყვის მხსნელი» (ლომისის

წმინდა გიორგი). კანონიკურ ქრისტიანულ ლოცვებში

წმინდა გიორგი ასევე ხსენდება _ როგორც მეომრული

ბუნების მქონე წმინდანი. კერძოდ, ტროპარში გვხვდება

მისი ეპითეტი «წინამბრძოლი», «ტყვეთა

განმათავისუფლებელი» და სხვ.

    ანგელოზი, ერთი შეხედვით, ჯვარ-ხატის

სინონიმია. მაგრამ საკულტო ტექსტებზე დაკვირვება

ცხადყოფს, რომ ანგელოზი ხშირ შემთხვევაში

მოიაზრება, როგორც სათემო ჯვრის დამხმარე,

იერარქიულად ქვედა საფეხურზე მდგომი მოძმე-

მოთანახმე ღვთისშვილი, რომელსაც კონკრეტული

ადგილისა და საგნის დაცვა-მფარველობა აკისრია.

    ანგელოზი ფლობს ღვთაებრივ ძალას, ე.წ.

«დავლათს» საყმოს საშველად და სამწყალობნოდ.

    იმის გამო რომ ჯვარ-ხატები წარმოდგენილნი

არიან მებრძოლ ასპექტში, საკულტო ტექსტებში ისინი

ხსენდებიან თავიანთი საბრძოლო იარაღით (ლახტი,

საგმირო, ისარი, ძელი, ცეცხლი და სხვ.).

ღვთისშვილთა საბრძოლო იარაღი მათი ფიზიკური

სახისა და ხორციელი მოღვაწეობის ერთ-ერთი

ატრიბუტია, რომელიც მის მეომრულ ბუნებასა და

განსაკუთრებულ სიძლიერეს განასახიერებს. მეომრული ბუნებისა და ფუნქციის

გამოხატულებაა აგრეთვე ზოგიერთი ღვთისშვილის

ეპითეტი- «მებურთვალი», რომელშიც მოიაზრება

ცეცხლის ბურთი, რითაც მისი მფლობელი

ღვთისშვილი დევნის ბოროტ ძალებს, სჯის ურჩ ყმებს.

    საკულტო ტექსტებში მოცემული ჯვარ-ხატების

ზოგიერთი ეპითეტი და ზედწოდება აკონკრეტებს მათ

ფუნქციურ ნიშან-თვისებებს. იგი გარკვეულწილად

ნათელს ფენს ღვთისშვილთა წარმომავლობას,

სიძლიერესა და კულტის გავრცელების არეალს.

ესენია ბერი ღვთისშვილები, სადარავდრო ჯვარ-

ხატები, ვეშაგი (მცველი) ჯვარი, რჯულიან-ურჯულოთ

სალოცავი და სხვ.

    სადიდებლებსა და სალოცავ-სავედრებლებში

ჯვარ-ხატების ღვთაებრივი ძალმოსილების

გამომხატველ ატრიბუტებს _ ცეცხლს, ნათელსა და

სვეტს ქრისტიანული რწმენა უდევს საფუძვლად.

ბიბლიაში, სასულიერო თუ საერო მწერლობაში ეს

ატრიბუტები ყველგან არის ზეციური ძალის

მაუწყებელი, ღვთაების ერთ-ერთი მახასიათებელი.

    ჯვარ-ხატების ამგვარი ეპითეტებით,

ზედწოდებებითა და სხვა გამომსახველობითი

ფორმებით _ მხატვრული ხერხებითა და

სიმბოლოებით _ წარმოსახვა საკულტო ტექსტებში

აშკარად ტრადიციული, ზოგადქართული მხატვრულ-

რელიგიური და მითოსური ცნობიერების ანარეკლია,

რომელიც უძველესი დროიდან აისახებოდა ხალხურ

სიტყვიერებაში, რელიგიურ ადათებსა და წეს-

ჩვეულებებში.

 

    ხვთისო მამისიმედიშვილი

 

 

 

    ერთ-ერთი საკითხი, რაც დაისმის ამ ტექტების

მიმართ, მათ წარმოშობას ეხება. როგორ წარმოიშვა

სახუცო ტექსტები? საიდან იღებენ ისინი დასაბამს?

ერთია, მათი შედგენილობა, რისი გარკვევა

შესაძლებელია ანალიზის გზით (მაგალითად,

გამოიყოს ქრისტიანული პლასტი). მეორეა, თავად

პროცესი მათი ფორმირება-ქმნადობისა. ეს გენეზისის

პრობლემაა და, როგორც ყოველი გენეზისი, ისიც

ბუნდოვანებით არის მოცული, თითქოს მისი ფესვი

პრეისტორიაშია, იმ ხანაში, როცა ამ რეგიონში

საყმოების ფორმირების პროცესი მიმდინარეობდა.

გადავდებთ სამომავლოდ მათი წარმოშობის

პრობლემის კვლევას და ამჯერად დავკმაყოფილდებით

მათი წარმოშობის ადგილობრივი ვერსიებით _ როგორ

ესმით მათი გენეზისი თავად ამ ტექსტების

«მთქმელებს», რომელთაგან არც ერთი არ არის

ავტორი. აქ საკითხი ამგვარად დგას: როგორ, რა გზით

მიდის ტექსტი ხუცესთან _ მის ერთადერთ

მატარებელთან, როგორ «მოიპოვებს» მას ხუცესი, როგორ ითვისებს

მას. ჩვეულებრივ უნდა გვეფიქრა, რომ ტექსტი

ტრადიციული ფოლკლორული გზით გადმოდის ერთი

ხუცესიდან მის სულიერ მემკვიდრეზე. ეს გზა, ცხადია,

არ არის გამორიცხული, მაგრამ თავად ხუცესნი

რატომღაც გვერდს უვლიან ამ გზის დასახელებას

ხუცობათა გენეზისის განმარტებისას. ისინი უარყოფენ

მემკვიდრეობითობას ხორციელის გზით. ტექსტი, მათი

რწმენით, პირველი წყაროდან ანუ ღვთისშვილისგან

გადმოეცემა მათ. საგულისხმოა, რომ ტექსტის მიღება,

რაც ხუცესობის ინიციაციის ერთ-ერთი ნიშანია,

სიზმარში ხდება. სიზმარში ეზიარება კანდიდატი

ხუცობას. ანალოგიისთვის შეიძლება მოვიხმოთ

ფარნავაზის სიზმარი, სადაც მას ესიზმრება თავისი

მეფედ ცხება, ინაუგურაცია, სიმბოლურ სახეებში,

ცხადია. «ღამე სიზმარჩი დეკანოზობა დავიწყიდი^

ხუცობა მესიზმრებოდა ხატში _ სუფრა, თას-განძი,

ანთებული სანთლები», ან: «ხატმა შამასწავლა

დეკანოზობა, არაფერი ვიცოდი მანამდე^» როგორც

ვხედავთ, ხუცესების რწმენით, და ეს რწმენა სახუცო

ტექსტების ტრადიციასთან ერთიანობაში უნდა

განვიხილოთ, როგორც მისი ავთენტურობის დასტური,

სახუცო ტექსტები მათ უშუალოდ ღვთისშვილთაგან

აქვთ ნასწავლი. ოღონდ ღვთისშვილი ხუცობას

ხუცესობის კანდიდატს წინა ხუცესის პირით

ასწავლის (სწავლების რეალური პროცესი

გადატანილია ირეალურ პლანში, რომლის სახე აქ

სიზმარია). «თავის სახეს არ გიჩვენებს. ჩემს წინა

დეკანოზის სახით მეჩვენებოდა ხატი». ამგვარად

გადაეცემა ხუცესს ტექსტი და მისი წარმოშობაც

ამგვარია _ მისი წყარო ღვთისშვილია. აქედან ჩანს,

რომ ხუცობის ტექსტი ერთიანად არის შექმნილი ანუ,

უფრო სწორად, ის თავისი მთლიანობით არსებობდა

ღვთისშვილში და ასევე მთლიანობაში გადაეცა

ადამიანს. ასევე მთლიანობაშია ეს ტექსტი შენახული

ხუცესის მეხსიერებაში, როგორც დინამიური რამ

არსი, რომელიც თავად აიძულებს ხუცესს ხუცობას:

«ზოგჯერ ძახებას ვერ ვასწრებ, დამარტყამს რაღაც^»

(გადუა ჭინჭარაული, გუდანის ხუცესი).

    ხუცესის განმარტება სახუცო ტექსტებზე თითქოს

მიგვანიშნებს მათ ქრისტიანულ წარმოშობაზე: «ჩვენი

ხუცობა მარიამის ნატირალია, დედისა, იასო ქრისტე

რომ იტირა» (გადუა ჭინჭარაული). თუმცა განმარტების

ამგვარი გამოხატულება, შესაძლებელია, მთქმელის

პირადი შეხედულების ნაყოფი იყო, მაგრამ მასში

ნაგულისხმევი მინიშნება ცარიელ ადგილზე, უსაფუძვლოდ ვერ

გაჩნდებოდა.

    სახუცო ტექსტების ერთ ნაწილს (მესამე ნაწილს)

«კურთხევანი» ეწოდება. მასალებრივად მათი

საეკლესიო წარმომავლობა აშკარაა. კურთხევანი

წარმოადგენს ქრისტიანული სალიტურგიო

ტექსტებიდან და წმინდა წერილიდან (სახარებიდან)

«ამოჭრილ» ფრაგმენტებს, რომლებიც ერთმანეთს

რაიმე შინაარსობრივი კავშირის გარეშე ისე

შედუღებიან, რომ ერთ განუყოფელ მთლიანობას

ქმნიან. ეს ტექსტები თავისი აღნაგობით, სტილით

შელოცვებს გვაგონებენ: «უფალო აკურთხე სჯაი

სკანალე წყალსი ვარდანე ღვინოდ გადასცვალე სამნი

მანანი ყარმანი სჭამდეს და იმათ არა შეერგინებოდა

ტაბლისაგან და წმინდისაგან »ქრისტეს ლოცვაც

თავისებურად არის გარდაქმნილი: «მამაო და ღმერთო

ჩვენო, რომენი ხარ ცათაშია, აგრე ხოყანათაშია.

მოგვიშვი და მოგვიტევე პური ჩვენი არსობილთა, რაც

უფალმა მოგვიტანა, ნუ შეგვიყვან განსაცდელსა».

ისინი მკვეთრად განსხვავდება ხუცობის სხვა

ნაწილებისაგან არა მხოლოდ შინაარსით, არამედ

წარმოთქმის კილოთიც. წარმოითქმიან ისინი

განსაკუთრებულ ღიღინით, აჩქარებულ ტემპში,

დაახლოებით იმავე კილოზე, რაზედაც ეკლესიაში

წმინდა წერილი იკითხება. მთელი ტექსტი თითქოს

ერთი წინადადებაა, დაუნაწევრებელი _ წარმოთქმისას

პაუზა მხოლოდ სულის მოთქმაა და მას აზრობრივი,

ფრაზათა განმაცალკავებელი ფუნქცია არ გააჩნია.

რაც შეეხება მის წარმოშობას, ვაჟა-ფშაველა ასეთ

ნიშანდობლივ თქმულებას გადმოგვცემს, მოსმენილს

ღულელი ხუცესის ღერენა ქისტაურისაგან:

«ხევსურეთში ბოლო დროს ერთი მღვდელი

დარჩენილა. მაშინ საქართველო თათრებს სჭერიათ.

ორმოცი წელიწადი ამ მღვდელს განუშორებლად

ხევსურეთში უცხოვრია და ისე დაბერებულა, რომ

წვერი დაბლა მიწაზე უთრევია. ორმოცი წლის

განმავლობაში ცოლშვილი არ უნახავს. ბოლოს ამბავი

მოუტანიათ იმისთვის: საქართველოში დიდი

არევდარევაა, თათრები უწყალოდ ჰხოცვენ

ქართველებს, თითონ ქართველებიც მოღალატეობენ,

ძმა ძმას აღარ ინდობს, შვილი მამასაო. ამ ამბის

გამგონე, ჯერ სიბერისაგან დასუსტებული, ჭკუიდამ

შეცვლილა, წირვა-ლოცვაც არევით უსრულებია და

ხევისბრებისათვის არევით გადმოუცია ამის წირვაო»

(«ხევსურული ქორწილი», ვაჟა) ანდრეძი გვაუწყებს არა

მხოლოდ «კურთხევათა» საეკლესიო წარმოშობას,

არამედ მისი არევ-დარეულობის მიზეზსაც.

 

    ყველაზე უკეთ კანონიკური სახე სახუცო

ტექსტებს ხევსურეთის საყმოებში აქვს შემონახული.

მათი წარმომთქმელი ხუცესის ინდივიდუალობა

თითქმის არ ჩანს. მაგრამ მეზობელ ფშავისხევში

ჩაწერილ ტექსტებში კანონიკურობა შესუსტებულია,

წარმომთქმელი თავს ნებას აძლევს ჩაერიოს ტექსტში

სიტუაციის შესაბამისად.

    სახუცო ტექსტები, ცხადია, არ არსებობენ

განყენებულად  –  ისინი წარმოითქმიან გარკვეულ

დროს, გარკვეული პირის მიერ, გარკვეულ საყმოში,

გარკვეული ღვთისშვილის მიმართ. ხუცობანი

საკრალური ქრონოტოპის (დროისა და სივრცის

ერთიანობის) აუცილებელი თანმხლები ელემენტია,

რომლის გარეშე ვერ წარიმართება კულტმსახურება

«ამ ჟამს» და «აქ». ყველა ჩაწერილი ტექსტი ხუცობისა

ამ კონკრეტულობით არის აღბეჭდილი. ამრიგად,

ყოველი მათგანი რომელიმე საყმოში არსებობს და

სრულიად გარკვეული ადრესატი ჰყავს.

 

    ზურაბ კიკნაძე

 

    საკულტო ტექსტები უკლებლივ კულტმსახურების

დროს წარმოითქმის. კულტმსახურების წესები

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის კუთხეებში

მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან.

რელიგიური რიტუალების მთავარ შემსრულებელს

ფშავში «ხევისბერი» ეწოდება, ხევსურეთში  –  

«ხუცესი», მთიულეთ-გუდამაყარში, თუშეთსა და ხევში

 –  «დეკანოზი». კულტმსახურებს ჰყავთ დამხმარენი

«დასტურ-ხელოსნების» ან «შულტების» სახით. მათ

დაწესებული ვადით ირჩევს ჯვარი ან თემ-სოფელი.

რელიგიურ დღესასწაულებში აქტიურად ებმებიან

«ქადაგ-მკითხავნი», რომლებიც ჯვართა ენაზე

უზენაესის ნებას უცხადებენ საყმოს.

    კულტმსახური (ხევისბერი, ხუცესი, დეკანოზი)

ანთებს სანთელს, სწირავს საკლავს, ამწყალობნებს

მლოცავს, სერავს ქადა-საწირავს და უძღვება

მედღეობეთა პურობას, კულტმსახური იწყებს და

ამთავრებს ჯვარ-ხატის კარზე გამართულ თითქმის

ყველა რიტუალს.

    მსხვერპლშეწირვას მთის კუთხეებში მკაცრად

განსაზღვრული წესები და კანონები აქვს; დადგენილი

და დაწესებულია შესაწირავი საქონლის სქესი და

ასაკი  –  მთიელთა რწმენით, ჯვარ-ხატის დღეობაში

მხოლოდ მამრობითი სქესის საქონელი უნდა

შეიწიროს. ის უნდა იყოს ერთი, სამი ან ხუთი წლის.

სანთელსაც კენტი რაოდენობით ანთებენ: ერთ ან სამ

«ფეხს».

 

    საკლავის დაკვლის დროს კულტმსახური

(ხევისბერი, ხუცესი ან დეკანოზი) დგება პირ-

აღმოსავლეთით, მხარმარჯვნივ დაიყენებს საკლავის

პატრონს, მის მიერ «წამოყენებულ სამსახურს»

(საკლავს), ანთებს სანთელს და იწყებს კანონიკური

საკულტო ტექსტის წარმოთქმას. ეს ტექსტი ხევსურულ

დღეობებში «ხუცობის» სახელით იხსენიება, ფშავში კი

მას «ხევისბერის დიდებას» ეძახიან. ფშაური და

ხევსურული საკულტო ტექსტები ძლიერ

განსხვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც ფორმითა

და შინაარსით, ისე შესრულების რიტმით. ფშაველი

ხევისბერი დინჯად და გამოკვეთილად წარმოთქვამს

სიტყვებს, ხევსური ხუცესი კი თითქმის სიმღერის

კილოთი ასრულებს ლოცვას, რომელიც ბევრად არ

განსხვავდება მღვდლის ლოცვა-კურთხევისაგან.

    ქართულ პერიოდიკაში დღემდე გამოქვეყნებული

ფშაური, მთიულურ-გუდამაყრული, თუშური და

მოხევური ტექსტები ასეა დასათაურებული: «დიდება»,

«დამწყალობნება» და «დალოცვა» ან «ლოცვა». ერთი

შეხედვით, მკითხველს შეიძლება შეექმნას ისეთი

შთაბეჭდილება, თითქოს ესენი სხვადასხვა სახის

ტექსტები იყოს. სინამდვილეში კი ეს არის ერთიანი

ტექსტი, რომელიც სამი ძირითადი ნაწილისაგან

შედგება: დიდება, მოხსენება და დამწყალობნება, ანუ

დალოცვა.

    სანთლის ანთების დროს კულტმსახური

სარიტუალო ტექსტის წარმოთქმას იწყებს

ღვთიშვილთა ქება-დიდებით. ტექსტში იერარქიული

თანმიმდევრობა მტკიცედაა დაცული: პირველად

ახსენებს მორიგე ღმერთს (მოვიგონოთ საფერხულო

ლექსი: «პირველად ღმერთი ვახსენოთ, ეგ უფრო

დიდებულია»), შემდეგ კვირიას, რომლის ეპითეტია

«კარავიანი», ახსენებს სათემო და სასოფლო

სალოცავებს, ახსენებს აგრეთვე «რჯულიან-

ურჯულოთა» სალოცავებს (ხახმატის ჯვარს, პირიმზე

ფუძის ანგელოზს, დიდ ლომისას, ლაშარის ჯვარს) და

საკადრის ხოტბას უძღვნის მათ.

    დიდების შემდეგ კულტმსახური ღვთიშვილთ

მოახსენებს, რომ მის კარზე შემომდგარა ესა და ეს

პიროვნება, მოუყრია ჩოქ-მუხლი, მოუყვანია სამსახური

ოჯახის სამხვეწროდ ან ცოდვების მოსანანიებლად,

ღვთისაგან მოელის შვებას, წულის (შვილის)

წყალობას და ა.შ. ესაა მოხსენება.

    მოახსენებს რა ყველაფერ ამას, კულტმსახური

თითქოს შუამავლად დგება ჯვარსა და ყმას შორის და

გადადის დამწყალობნებაზე. სალოცავს შესთხოვს,

რომ ხელი მოუმართოს მის კარზე ძღვენითა და

ულუფით მოსულ მლოცავს.

    დასასრულ, კულტმსახური მლოცავს პირდაპირ

მიმართავს: «მოგცას წყალობა, გიყმოს, გიმსახუროს,

გაგიყოლიოს, ჯვარი დაგიწეროს კაცსა, საქონსა».

წამოყენებულ საკლავს ჯვრის სახით შეუტრუსავს

შუბლს, აუტრუსავს მარჯვენა მხარს და დასტურს

უბრძანებს, რომ აღასრულოს მსხვერპლის შეწირვა.

დასტურიც უმალ გააგდებინებს თავს საკლავს

ალესილი ხანჯლით და მლოცავს მიმართავს: «მოგცას

წყალობა»-ო.

    ფშავის ხატებში შესაწირავი საკლავი უნდა

დააწვინონ მარჯვენა მხარზე. ხევსურეთსა და

გუდამაყარში კი მიწაზე არ დაუშვებენ საკლავს, რაც

გინდა დიდი და მძიმე ჭედილა იყოს ან კურატი. იგი,

ფეხებით გაკავებული, ჰაერში უჭირავთ დასტურებს,

შემწირველებს და ასეთ მდგომარეობაში გაკავებულს

გამოსჭრის ყელს დამკვლელი დასტური.

    უწინ მხოლოდ დასტურები კლავდნენ საკლავს.

დღეს კი ბევრგან ხევისბერი, ხუცესი ან დეკანოზი

ასრულებს მსხვერპლშეწირვას. ძველი წესი შემორჩა

უკანახოში, ფუძის ანგელოზის სალოცავში, სადაც

გუდამაყრელი დეკანოზი წარმოთქვამს სადიდებელს,

ხოლო დასტური თავს აჭრის წამოყენებულ

მსხვერპლს.

    მსხვერპლშეწირვის შემდეგ კულტმსახური სახატო

თასში დაასხამს ზედაშეს და ამწყალობნებს «მეზღვნე-

მეულუფეს». ამ დროს ხევსური ხუცის სიტყვები უკვე

მკაფიოდ და გარჩევით ისმის, რადგან იგი მიმართავს

არა ჯვარს, არამედ ჯვრის ყმას  –  საკლავის

წამომყენებელს და შემწირველს.

    საკლავების შეწირვა რომ მოთავდება, იწყება

ქადა-პურების გასერვა. ყველას მოაქვს თავ-თავისი

შესაწირი ქადები და ხმიადები. ქადა არის ორი:

კაცისა და საქონლის სამხვეწრო.

    გასერვის რიტუალის დროს მთავარი

კულტმსახური წარმოთქვამს ლოცვის მცირე ტექსტს:

«დალოცვილო (ახსენებს ჯვარ-ხატის სახელს),

შენთვის სამხვეწრო არ დაუკლავ, შენ კეთილ

წყალობას ნუ დააკლებ შენის ხვთისა და კვირეისასა»,

 –  ხანჯლის წვერით ჯვარს დაუსვამს ქადაზე და

გამოსჭრის მეოთხედ ნაწილს. ახლა საქონლის

სამხვეწროს აიღებს და კვლავ დაილოცება:

«დიდებულო გამარჯვებულო (ისევ იმ ჯვარ-ხატს

მიმართავს), შენთვის ფურთნათავარი არ დაუკლავ,

გაუმრავლე ხარებიცა, ფურებიცა,»  –  ჯვარს დაუსვამს

ამ ქადაზეც და გამოსჭრის მეოთხედ ნაწილს.

დანარჩენს პატრონს უბრუნებს.

 

    ქადა-პურების გასერვას მიცვალებულთა სახელზე

გაშლილი სუფრის კურთხევა მოსდევს. ამ დროს

შეწირული საკლავის ხორციც მოხარშულია და ხალხი

პურობად ემზადება. დღესასწაულის გამძღოლი

კულტმსახური ანთებს სანთელს და სახელს სდებს

სუფრას. ამ დროს წარმოითქმის სახელისდების

ტექსტი, რომლის შინაარსი მთის ყველა კუთხეში

თითქმის ერთნაირია. სუფრის კურთხევამდე

მლოცველებს არ შეუძლიათ, პირი დააკარონ საჭმელს.

    საკულტო წესები ჩვენამდე პირვანდელი სახით არ

შემონახულა. ადრე კულტმსახურთა შორის არსებობდა

იერარქიული განსხვავება და შესაბამისი ფუნქციებიც

ეკისრებოდა თითოეულ მათგანს, მაგრამ ბოლო ხანს

ძველი წესები დავიწყებას მიეცა და კულტმსახურთა

ფუნქციებიც ერთმანეთში აირია. ჯვარ-ხატის მიერ

«დატუსაღებულ», ანუ «დაჭერილ» (ხელდებულ)

კულტმსახურებს სათავეში ედგა მთავარი ხევისბერი,

ხუცესი ან უფროსი დეკანოზი. იყვნენ აგრეთვე რიგითი

ხევისბრები, დეკანოზები, ხუცები, მაგანძურნი,

მედროშენი, დასტურები და ა.შ. ჯვარ-ხატებს ჰყავდათ

საკუთარი საქონელი, რომელსაც ხატის მონები

მწყემსავდნენ.

    ხევისბრის მოვალეობა თემ-სოფლის წინაშე

საპატიო, ამავე დროს, ფრიად საპასუხისმგებლოც იყო.

ხატობამდე რამდენიმე კვირით ადრე ხევისბერი

განმარტოვდებოდა თავისი ოჯახის წევრებისაგან და

ცალკე ცხოვრობდა მისთვის საგანგებოდ გამოყოფილ

სამყოფში: ან სახლის ჭერხოში, ანდა ხატ-სალოცავის

ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. «საბეროში». ზოგიერთი

ხევისბერი მთელი სიცოცხლის მანძილზე განდეგილად

ცხოვრობდა. კულტმსახური არ უნდა გაჰკარებოდა

ქალს, არ უნდა ეჭამა ღორის ან ქათმის ხორცი და

კვერცხი. მას ისეთ გზაზე გავლაც კი ეკრძალებოდა,

სადაც «ნალახი», «მირეული» ადგილი იყო, სადაც

მექოხ-მებოსლე, მესამრელოე ქალ-დიაცნი დადიოდნენ.

ბევრ სალოცავში ყოველწლიურად, ათენგენობის

დაწყების წინ, ხევისბერი საკლავს დაკლავდა და ხელ-

მხარს ინათლავდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო მას

სანთლის ანთება და დროშის გამობრძანება.

    დროშის გამობრძანება ხდებოდა ერთი

სამლოცველოდან მეორეში გადასვლის, «კულუხის»

მოსატანად ბარში გამგზავრების, «საყეინოს» დადგმის,

დარისხების, თემიდან მოკვეთის, შერიგების და

მტერზე გალაშქრების წინ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ

ქმედებას თავისი საგანგებო რიტუალი ახლდა.

 

    ერთი თემის თუ სოფლის სამლოცველოები ახლო-

ახლოც არის და შორსაც. არსებობს სასოფლო და

სამთო სალოცავები. სამთო სალოცავები მთის წვერზე

მდებარეობს, იქ, სადაც მზე პირველად მოჰფენს

სხივებს. მთის წვერზე შედარებით მცირე ზომის

ნაგებობები  –  სასანთლეები და საზარეებია. არის

«სასუფეველიც»  –  დიდი სიპი ქვა, რომელზედაც

ხევისბერი ქადა-საწირავს სერავს.

    სანათლავის დაკვლის შემდეგ კულტმსახური

გაინათლება და დროშასაც ასხურებს მსხვერპლის

უმანკო სისხლს. მლოცავი პირჯვრის წერითა და

ჩოქის მოხრით ხვდება განათვლის რიტუალს. მრევლი

ცოტა მოშორებით იმყოფება. ყმებს არა აქვთ უფლება

მიუახლოვდნენ და შეეხონ ხატის დროშას. წინააღმდეგ

შემთხვევაში ხატი გაუწყრება და მკაცრად დასჯის

მათ. მხარზე დროშაგადებული ხევისბერი წინ

მიუძღვის მლოცავს სამთო სალოცავისაკენ. მას

მიჰყვებიან დასტურ-ხევისბრები, ხელოსნები და

უფროსი ასაკის მამაკაცები. ამათ ეწოდება

«დროშიონი». დროშიონს მიჰყვება «გორის ქარავანი»  –  

მლოცავი საკლავებით, ბარგაკიდებული ჯორ-

ცხენებით.

    სამთო სალოცავში იციან ყმის მიბარება ანუ

ხატში გაყვანა (ზოგან ეს რიტუალი სასოფლო ხატშიც

სრულდება). ფშავში ხატის ყმად მიბარება კურატით

და ორი მამალი ბატკნის შეწირვით სრულდება.

თუშეთში კი ხატში გასაყვანს უნდა მიაყოლონ «ყმის

კოტორი», სამი ფეხი სანთელი და ზედაშე. ხატში

მიბარების დროს მთავარი კულტმსახური წარმოთქვამს

დიდების ჩვეულებრივ ტექსტს, ოღონდ მას დაუმატებს

შემდეგ სიტყვებს: «დალოცვილო დიდებულო

გამარჯვებულო, ყმა ყმაზე შაგმატებია, ძალა

ძალაზედამც შაგემატება, სამართალ სამართალზედა,

უშველე და უმეშვლე, დალოცვილო, თეთრი წვერით

შამაახდინე შენს ყუდრო კარზე გამარჯვებული და

გამხვივნებული ტყის წვერთავითა» (გულისხმობს

ვარჯებმრავალ ხატის ტყეს  –  «ხემხვივანს»).

    სამთო სალოცავში მალე მთავრდება დღეობა:

ყველანი ემზადებიან სოფელში ჩასასვლელად, რადგან

წინ დიდი გზა უდევთ და შიშობენ, არ დაუღამდეთ.

ხევისბერი «საფერხისოდ» უხმობს მედღეობე კაცებს.

    ფშავ-ხევსურულ დღეობებში გამართული

საფერხულო წრის შუაგულში დგას მხარზე

დროშაგადებული ხევისბერი, რომელსაც სიმღერით

გარს უვლიან მოფერხისენი. თუშური საფერხულო

სიმღერის «ქორბეღელას» შემსრულებელნი კი შუაში

ჩაიყენებენ მეჩონგურეს, რომელსაც «მეციხოვნეს» ეძახიან.

    მთიდან ბარის სალოცავამდე საკმაო მანძილია,

რომლის დაფარვას ზოგჯერ რამდენიმე საათი

სჭირდება. ამ ხნის მანძილზე არ უნდა შეწყდეს

ფერხისა. მომღერლები ერთ საგმირო-მითოლოგიურ

ლექსს მეორეს გადააბამენ, მეორეს მესამეს

მოაყოლებენ და მღერიან მანამ, ვიდრე დანიშნულ

ადგილს არ მიაღწევენ. იქ კვლავ სიმღერით

შემოუვლიან სასანთლე-საზარეს. ხევისბერი

შეჩერდება, მომღერლებს დალოცავს და დროშას

მიაბრძანებს «სასვენში».

    ფშავ-ხევსურეთისა და მთიულეთ-გუდამაყრის

სალოცავებს მეფეებისა და დიდებულებისაგან ქართლ-

კახეთში შეწირული ჰქონდათ ვენახები, სადაც

ამზადებდნენ ხატის დღეობებისათვის განკუთვნილ

ღვინოს  –  «კულუხს». დღეობის დაწყებამდე ორი

კვირით ადრე მთიდან ბარად გამოეშურებოდა

დროშიონი კულუხის წასაღებად. გზაზე დროშიონი

ჩერდებოდა იმ ადგილებში, სადაც მათი სალოცავის

ნიშები იყო მოფენილი და ყველგან დღეობას

მართავდა. კულუხზე ახმეტის ვენახებში დღეს

მხოლოდ უძილაურთის (ფშავი, კოპალას საყმო)

ხევისბერი დადის. ასევე საყურადღებოა ხევსურ ხუცთა

მოგზაურობა თუშეთში. თუშეთის თითქმის ყველა

სოფელში არის ხახმატისა და კარატის ჯვრის ნიშები.

აქა-იქ გვხვდება იახსრის სალოცავებიც. ზაფხულობით,

როცა სამთო გზები კარგად იყო გახსნილი და

ათენგენობებიც ახლოვდებოდა, ხევსური ხუცები და

დასტურ-ხელოსნები ცხენებზე ამხედრდებოდნენ და

თუშეთისკენ მიეშურებოდნენ. მიდიოდნენ დროშით,

თას-განძით, სასმლით და სანთლით. ყველა სოფლის

სალოცავში ადგილობრივი მცხოვრებნი მათ

ეგებებოდნენ საკლავით, ქადა-საწირით, სანთლით,

ლუდით და პურობას უმართავდნენ.

    თუშებს კარატის ჯვრის ხუცთან მიჰყავდათ

გაბეჩავებული ადამიანი «დასაკოჭად». ხუცესი დროშას

დააჟღრიალებდა გაბეჩავებულის თავზე და იტყოდა:

«გმირო კოპალაო, ბერო ბეგთრიანო, დახკარ ლახტი

მავნესა და მაცილსა, შენ ყმას კი უშველე, გადაარჩინე

და მოაწაღმართე».

    კარატის ჯვრის დროშით ეძებდნენ ზვავში ან

წყალში დამხრჩვალს, კლდეზე გადავარდნილს,

დაკარგულს და თუ იპოვნიდნენ, ამავე ჯვრის

დროშითა და მსხვერპლშეწირვით ხდებოდა მისი

სულის დახსნა ეშმაკებისაგან. კარატის ჯვრის ხუცესი

დროშას დააჟღრიალებდა და წარმოთქვამდა ლოცვას,

ხოლო დასტური შავ თხას ან ცხვარს ყელს

გამოსჭრიდა და ხელუკუღმა გადაისროდა ტრაგიკული

შემთხვევის ადგილზე. ეშმაკებისაგან დახსნილი სული კარატის ჯვრის

დროშით მიჰყავდათ მიცვალებულის სახლში.

    დღესასწაულის დამთავრების შემდეგ მთავარი

კულტმსახური თავის ადგილას მიაბრძანებდა დროშას

და მადლს გამოსთხოვდა ჯვარს: «დიდებულო

გამარჯვებულო (ახსენებდა ჯვარ-ხატის სახელს),

მაპატიე, თუ რამე შეგცოდე ჩემის უტობა-უმეცრებით,

ჩემი უენპირობით, ჩემი ხორცივლობით. ნურაზე

შამისაწყინდები. ჯვარი დასწერე შენს საყმოს, ამ

გორის ქარავანს წყალობა გააყოლე».

    მლოცავი პირჯვრისწერითა და მუხლის მოყრით

ემშვიდობებოდა სალოცავს, რომ მომავალ წელს უფრო

იმედიანად და ლაღი გულით ამოსულიყო მის კარზე.

 

    ტრისტან მახაური

 

 

 

 

ხევსურეთი

 

 

პირაქეთი ხევსურეთი

1. ხუცობა გუდანის ჯვარში საკლავის დაკვლის წინ

    ააა, დიდეება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება

დღეს დღესინდელსა, რჯულ-ქრისტეანთა, მზესა-დ

მზის მყოლ ანგელოზთა. დიდება-დ გამარჯვება

შენდა, ბატონო ხთიშობელო, ნახარელა ზღურბლის

დამტეო, ზარ-ეკლესიის დამჭერო, შენ გადიდას

ღმერთმა, შენ გაგიმარჯვას, შენ შენი გამჩენი მორიგე

ღმერთი გადიდებს, გაძრიელებს, არ მაგიწყენს, არ

მაგიძულებს; შენ სამსახურის მამხსენეებს ნუ მაიწყენ,

ნუ მაიძულებ. რასა მხარზე და გულზე გეხვეწებოდას,

იმაზედ გაუგონიდი. რასაც წყალობას გეთხოვებოდას,

ის წყალობა შენ უბოძვიდი. შენ მორიგე ღმერთს

გამაუთხოვიდი, დიდ კვირაეს შაახვეწნიდი. სცევდი,

ხფარევდი, შველდი, სწყალობდი, ავის დღისა, ლაღის

მტრისა, მწარის სიკვდილისა, მავნისა, მარხისა, შენ

კალთა დაუფარიდი, ეს მოხრილი ჩოქივ, მათხოილივ

მადლივ, მახსენებულსა სამსახურსა, შენ სამსახურის

მამხსენისა, მაგათ თავ-ყუდრო ჯალაფობისა, ორფეხ-

ოთხფეხისა, ქუდოსან-მანდილოსნისა, ნაშვრალ-

ნამუშავრისა და ბედისა დ ბოლოსა ყურთამსმენელი,

მლხენელი, მხოიშნებელიმც იქნები, აგრემც

გაგემარჯვების

    ამას მოსდევს კურთხევანი:

    დღეს დღესივ ხსნილობა იყავ, ჯვარსა

კურთხეულება, კურთხეულისი, უფალი აწ და

მარადისი იყვნევე უკუნეთ უკუნისამდე

    დაახლოებით ისეთივე კურთხევანია, როგორც

ხევსურეთის სხვა ჯვარ-ხატებში.

გუდანი. გუდანის ჯვრის ხუცესი გაგა ბაბოს ძე

ჭინჭარაული, 65 წლ., ჩაიწერა ხვთისო

მამისიმედიშვილმა მაგნიტოფონზე, 1994 წლის 23

ივლისს, ათენგენობაზე გუდანის ჯვარში.

 

 

 

2. ხუცობა გუდანის ჯვარში სეფე-სანთელსა და

თეთრეულზე

    ბატონო ხთიშობელო, ხთიშობლის ლაშქარნო,

გზა-შარას ყარაულნო, თქვენ გადიდნასთ ღმერთმა,

თქვენ გაგიმარჯვასთ დამადლებულზე თეთრეულზედ,

სანთელზედ. თქვენ თქვენი გამჩენი მორიგე ღმერთი

გადიდებსთ გაძლიერებსთ, არ მაგიწყენსთ, არ

მაგიძულებსთა, თქვენ სეფე-სანთელსა, ჭიქა-ბარძიმსა,

თეთრეულის დამმადლეებს ნუ მაიწყენთა და ნუ

მაიძულებთ, რასა მხარზე და გულზე გეძახანთ და

გეხვეწებიანთ, იმაზე გაუგონეთ და რასა წყალობას

გეთხოვებიანთ, ის წყალობა უბოძეთ და მორიგე

ღმერთს გამაუთხოვეთ და დიდ კვირაეს შაახვეწენით.

სცევდი, ხფარევდი, შველდი, სწყალობდი ავის დღისა,

ლაღის მტრისა, მწარის სიკვდილისა, მავნისა, მარხისა,

თქვენ კალთა აუფარიდი დღეს მახრილი ჩოქი,

მათხოილი მადლი, მახსენებული სეფე-სანთელი,

გარიგებული ჭიქა-ბარძიმი, დამადლებული თეთრეული

თქვენ თეთრეულისა, ჭიქა-ბარძიმისა, სეფე-სანთლის

მამხსენეთა, მაგათ თავისი ყუდრო-ჯალაფობისა,

ორფეხისა-ოთხფეხისა, ქუდოსნისა-მანდილოსნისა,

მაშვლისა-ნამუშავლისა, ბედისა-ბოლოსა

ყურთამსმენელი, მლხენელი, მხოიშნებელიმც იქნები.

მე რასაც მახსენებას დავაკლებ თქვენ ჭიქა-ბარზიმთა,

სეფე-სანთელსა, დამადლებულ თეთრეულსა, თქვენ

თქვენ წყალობას ნუ დააკლებთ, აგრემც

გაგემარჯვებისთ. იკადრეთ, აიტანეთ და ხთის კარზე

მაიხმარეთ, მაგცასთ წყალობა, მეზღვნე-მესანთლეებო,

საწაღმართოდ მაგიარასთ, დავლათ დაგახმარასთ,

ზღვნობა-სანთლობა, სეფე-სანთლის ხსენება,

თეთრეულის დამადლება სასიხარულო გაგიხადასთ,

საკლოოდ დაგიხალიზნასთ, წაღმ მაგეგებასთ, წაღმ

გამაგყვასთ, მოწაღმართე ანგელოზ გაგაყოლასთ

გზაშია, მგზავრობაში და თქვენ გწყალობდასთ,

ხთიშობლის კარის მლოცავთ, ხელოსანს, მესალმეს,

მეზღვნეს, მესანთლეს გიშველას სუყველას, დავლათ

დაგახმარასთ დალოცვილმ. თქვენაც გწყალობდასთ

მაყურებელ-მასმინარს!

გუდანი. გუდანის ჯვრის ხუცესი გაგა ბაბოს ძე

ჭინჭარაული, 65 წლ., ჩაიწერა ხვთისო

მამისიმედიშვილმა მაგნიტოფონზე, 1994 წლის 23

ივლისი.

 

 

3. ხუცობა საკლავის დაკვლის წინ სანე-ღელეს

ჯვარში

    თქვენად სამთავროდ იყოს, გასამარჯვებლად,

გიორგი რჯულიან-ურჯულოთ სალოცავო, ნაღვარში

მებურთალო, ხელო სამძიმარო, გიორგის მოდე-

მომხრენო, მოხსენებული სამსახური, დღეს მახრილ

ჩოქი, მათხოვილ მადლი. გეძახნა, გეხვეწებან მანდილოსნები,

შენ ბედივ დავლათ დაახმარევი მანდილოსნებსა,

თავისა ჯალაფობასა. რასა მხარზედა გულზე

გეძახდან, იმაზე გაუგონიდი; რასა წყალობას

გეთხოვებისა, ის წყალობა უბოძევი, მარიგეს ღმერთსა,

დიდს კვირიას გამაუთხოვიდი; სნეულზე გეძახდან,

სნეულს ულხინიდი, ლხენის წამალ დააყარიდი; რასა

გულზე და მხარზე გეძახდან, ის წყალობა უბოძვიდი,

თავი პირწაღმა დაუბრუნიდი; რასა წყალობას

გამაელოდეს, ის წყალობა უბოძვიდი: ხთისკრით თუ

რა გამადიოდის სასჯელი, საზიანო საქმე კაცისა,

საქონისა მავლაი, ნუ მახკერძვიდი, სხვა ალაგ, ქალაქ

მიასწავლიდი; წულისა მეხვეწურები იყვან, წულს

მაუმატევდი; ხარისა, მხრის ნამაშვრალსა ნივთი,

ბარაქა დაუტანიდი; მშვიდობით დამდგარიყვ

ზაფხულობა, სთველ ღალიან-ბარაქიან დაუყენიდი.

შენისა გასამარჯვად იყოს დღეს მახრილი ჩოქი,

მათხოვილ მადლი ამ სამსახურის პატრონისა, ამათ

ჯალაფობისა. ისმინე, გაიგონე, მლხენელი, მხოიშნელი,

მეშველი, მწყალობელი იყავ, ძალო ხთისაო, მადლო

სამწირველისაო.

ჩაწერილია გ. ჩჩიტაიას მიერ სანე-ღელეს ხატში ამავე

ხატის ხუცის თქმით.

4. ლოცვა გუდანის ჯვარში ქადაგად დასმის დროს,

ლაშქრობის წინ

    დალოცვილო გუდანის ჯვარო, დიდი ხარ, დიდ

შაგიძლავ შენის სახელის ჭირიმ. ჩამეედიდ! აუშენ

ხორცივლის ენა, ასა თუ არ გამარჯვება ჩვენი, რო

ლაშქრად წავიდათ, ასა თუ არ დრო, რო შენი ძალით

გავიმარჯვათ მტერზედ, გაგიძღოლება თუ არ შენს

დროშას შენდად! შენთ ყმათ სასახელოდ. თუ კიდევ

დამარცხებაჲ გოქვ, ისიც დაზემი, დალოცვილო, შენის

მეენის ხორცივლის პირად! იმისანიც ყაბულნ

გავხდენით. მანამ შენ ბრძანება არ იქნების, არცად არ

წაოლთ.

 

    5. ხირჩლა ბაბურაულის საკარგყმო

    ღმერთო, გაუმარჯოს საღმთოსა! საღმთო, შენ ნუ

დაულევ ბიჩინაგურთა ბაბურაულის ფერსაო.

სახელიანსავ, ხმლიანსავ, ნუ დაულევ საბიჩინაგუროში.

დაგზებული ცეცხლი, ავსებული ჩხუტი, როგორც ჩვენ

ხელთასა, ჩვენს წინასა, ესრამც სულსა

ბაბურაულისასა მაეხმარების, იმის ხელთა ნებასაც

იქნების, თავისად უნდაევ, თუ კიდევ ჰყვანდესა

შამამბრუნალი ჯვარ-ჯვარის კარსა.

    ხალხი: შაუნდნას, შაუნდნას! ალალიც, ალალიც

იქნების! მაახმარას!

 

გუდანი. ბაჭყურა ჭინჭარაული, ჩაიწერა რუსუდან

ხარაძემ, 1943წ. (ინახება მის პირად არქივში).

 

 

6. სადიდებელი ბარისახოს კვირიას ხატში

    წინა სანთელ-ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, მაღალო ღმერთო.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, კვირაევ, ხთის კარზე კარავიანო.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, ღუბისთავ სვეტის ანგელოზო.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, ხთიშობელო.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, სახმთო-სახატეს მდგომო ანგელოზო.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, პირქუშო ცეცხლის-ალიანო.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, გმირო კოპალავ ლაღო ლახტიანო.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, თავადო მთავარანგელოზო.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, ხთიშობელო, ადგილის დედაო.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, კვირაევ თელის ანგელოზო.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, სანებაო ახოსწვერისაო.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, გიორგივ წყაროსთავისაო.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმზედა თქვენ გადიდასთ,

გაგიმარჯოსთ, ლაშქარნო ხთიშობლისანო.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმზე, სანთელ-სალაღობელზე

შენ გადიდას, გაგიმარჯოს, გიორგივ ნაღვრისპირისაო.

ბარისახო. კვირიას ხატის ხუცესი გ. ჭინჭარაული.

 

 

7. ხუცობა საკლავის დაკვლის წინ ბარისახოს კვირაეს

ჯვარში

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს

დღესინდელსა, რჯულ ქრისტიანთა, დიდება მზესა-დ

მზისმყოლთ ანგელოზთა.

    დიდება, გამარჯვება თქვენდა, წმინდანო

ანგელოზნო! თქვენად სამთავროდ, თქვენად

გასამრჯოდ იყვას მოხსენებული სამსახური. თქვენ ემ

სამსახურის მომხსენეთ ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთა.

რასაც მხარზე და გულზე გეძახდანთ, იმაზედ

გაუგონიდით. რასაც წყალობას გეთხოებოდანთ, ის

წყალობა უბოძვიდით. სხვად ხთისნასახნ თუ რაზედ

უწყრებოდან, მადლი, ხოიშან დაუთხოიდი, ამათ

ყუდროშიგან კაც გეძახდან, კაცს მაუმატიდით ღონესა,

ქონეს, ორფეხ-ოთხფეხს, თქვენ ზღვენთა-დ ულუფად

მაუმატებენ. ნურას მახკერძებთ ამათ ყუდროჩი სენ-სასჯელს, საზიანოს, მტრის ხმას,

სიკვდილს; უშველიდით, გადაუგდიდით, სხვა ალაგ,

ყუდრო გაუსწავლიდით. ამათ ყუდროშიგით ველთ

გადიოდან-დ თქვენს ბედს უძახდან, დავლათს

ეძახდან, თქვენ ბედი, დავლათ დაახმარიდით,

გახყვიდით, გაუმარჯვიდით, სახელ-სარგებელს

მიაგანნიდით. მტერს მიზდევდან, მისწივნიდით,

მოსდევდას ვინ, გამახვეწნიდით, თქვენ კაბის კალთა

დაუწერიდით, შინ მშვიდობით შამახვეწნიდით.

ზაფხულობა მშვიდობით გადაუყრიდით, სთველ

ღალიან-ბარაქიან ამაუყენიდით. თუ რა შაგცოდვან ან

ბნელსა, ან სისკარსა, ან ფეხის ნალითა, პირისქარითა,

იამან-მახვილითა, საბელ-სამხრითა, გზა-შარად

ლახვითა, შანაწყენ-შანაცოდვარ შაუნდვიდით,

ზღვნითა, სანთლით გადაახდივიდით. თავის ლაშქარნ

თავის კარსა-დ თავის კამალას მიხკრიფნიდით. სხვან

ხთის ნაბადებნ თუ რაზედ უწყრებოდან, მადლი-დ

ხოიშან დაუთხოიდით. ხარისა, მხრის ნაოფლარს ჯვარ

დაუწერიდით, ნივთი, ბარაქა დაუტანიდით. თქვენ

თქვენი გამჩენი მორიგე ღმერთი არ მაგიწყენსთ, არ

მაგიძულებსთ, თქვენ თქვენს მეხვეწურს ნუ მაიწყენთ,

ნუ მაიძულებთ. რასაც მხარზე და გულზე გეძახდანთ,

იმაზედ გაუგონიდით, ის წყალობა უბოძვიდით.

ქრისტემ დაგიწერასთ ჯვარ თქვენ ზღვენთა-დ

სამსახურ. მეშველი, მწყალობელი იყვენით ქუდოსან-

მანდილოსნისა, ორფეხ-ოთხფეხისა, ნამაშვრალ-

ნამუშავრისა.

ბარისახო. კვირაეს ხატის ხუცესი გ. ჭინჭარაული.

 

 

 

8. შანდობის თქმა

    ღმერთო დალოცვილო, შენ გევედრები, შენ

გეხვეწები შანდობა სერს წმინდას, კარს

სამოთხისას

    საცა თქვენ ხართ, ჩემნო დედ-მამანო, ჩემნო და-

ძმანო, ჩემნო დედამთილ-მამამთილნო, თქვენ ერთობაი

ას, თქვენ ანდაბი ას, თქვენ მიყოლ-მაყოლა,

ნათესაობაი ას, ეს ტაბლაიც, ეს ჭიქებიც თქვენსამც

წინ იქნების. მანდაურის წესითა, რიგით თქვენ

როგორც გეჩერებისთ, თქვენამც გეხმარებისთ,

ხელცარიელნიმც ნუ იქნებით, უტაბლონიმც ნუ

იქნებით, უსაგძლონი. შინამც შამახოლთ, ტაბლასამც

დაეწევით. თუ ვინ მოყოლებულ, მოყოლილ

გინდოდასთ, თქვენითამც ნებით დაიწევთ. ცოდვიანი,

არამიმც ნუ დაგეწევისთ. ჩემი უთქმელობით თქვენამც

ნურა დაგაკლდებისთ, მეტიმც გექნებისთ. შაგინდნასთ

საქრისტიანოს გამჩენმ, ღმერთმ მაგახმარასთ. ეს

სტუმრებიც კარგა გვიმყოფას.

 

ჩირდილი. თაია ჭინჭარაული, 66 წლ., გათხოვილი

არაბულზე. ჩაიწერა ტრისტან მახაურმა, 1986 წ.

 

 

9. ხუცობა ჩირდილში

    საკლავ რო მოოს და მივაყენებთ დასაკლავად

ხატისთვის, ვიტყვით:

    ხთისგან გამარჯვება შენდა, წმიდაო ხთიშობელო.

შენ გადიდას, გაგიმარჯვას ე მოხსენებულით

სამსახურით, შენად სამთავროდ, ხთის კარზე

მოსახმაროდ. გეხვეწებიან, წმიდაო ხთიშობელო, ემ

სამსახურის პატრონები, შაიხვეწენ, უშველ, დეეხმარე!

    ეხლა პირჯვარს გამოვისახავთ და:

    დიდებაა ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს

დღესინდელსა, მზესა, მზის გამყოლს ანგელოზსა,

დიდება დიდ კვირეეს, დიდის ხთის მოკარვეს. ხთისგან

გამარჯვება შენდა, წმიდაო ხთის მშობელო, შველდი,

სწყალობდი, სცევდი, ხფარევდი ავის დღისად, ლაღის

მტრისად, სასჯელისად, საზიანო საქმისად.

ავდაღირებულ ახხადიდი, ბალინჯი, ბირკოლ

ჩამოხსნიდი, შინ უშველიდი, უმეშვლიდი, კარს გარეთ

გახყვიდი, გაუმარჯვიდი, სახელ-სარგებელს

დასწივნიდი, საავნებელს მაარიდნიდი. წულის

მეხვეწური იყოს, წული მისციდი, გაუზარდიდი. სხვანი

ხთის შვილნი თუ რას უმრუდოოდან, უწყრებოდან,

სამადლოს მადლ დაუთხოიდი, საძალოზედა ძალ

მაიხმარიდი. ეს ზაფხულობაი მშვიდობისა

გადმაყრიიდი, ხარისა-დ ხელ-მხრის ნამაშვრალს ჯვარ

დაუწერიდი, ბარაქა დაუტანიდი. შენის მეხვეწურის

(სახელი: გიორგის ან სხვ.), ამის ყუდრო-ჯალაფობისა

მშველელი, მწყალობელიმც იქნები-დ მხოიშნებელი!

 

    კურთხებაი

    რჯულსა ხსნილობა ხქონდასა, ჯვარსა

კურთხეულობა. კურთხეულ ცია, ღმერთია უფალი,

აწტა მარატი, თიუკუნის უკუნისამდე წმიდაო, სამდე

ძრიელო, სამდე უკდაო, შაგვიწყალენ ჩვენ ყოველნი,

სანებაო წმიდაო. შაგვიწყალნა ჩვენ ყოველნი სანებამა

წმიდამა, გვაცხონა და გვაკურთხივნა უჟჯულოებანი

ჩვენნი. გევედრია სული ჩვენი ჩვენს მამასა ღმერთსა,

მადლი მოწყალესა.

 

მამაო და ღმერთო ჩვენო,

რომენი ხარ ცათაშია,

აგრე ხოყანათაშია!

მოგვიშვი და მოგვიტევე

პური ჩვენი არსობილთა,

რაც უფალმა მოგვიტანა

ნუ შეგვიყვან განსაცდელსა.

    შენი არს, უფეო, მცდელო ღმერთო. რა ღმერთსა

ძალი, დიდება, მადლობა. თაყონისცემა. შავსწირათ

ღმერთსა სხვა დიდება, მადლობა, თაყონისცემა. იადამ

გვიღირსულა მაღალთაში ნათქვამი. შენ, ხატო მეუფეო,

შენ გვიხსნენ და ჩვენ გვადიდებთ ხოლო კაცისითა, სიმაღალე დადაბლდებოდა, სიდაბალე ამაღლდებოდა.

რა ჟამნი მოსწევნიან კაცთა. მდინარე ცხრომალი

ამპარტავანდა. თვალნი მაშ გაგვიხსნენ ჩვენ

ცრემლთაკე, ფერხნი ბირკოლობისაკე. მორე მოვიდოდა

ადგილსა, იასო ქრისტე ცხოველთაკე. ზორია

ფილიკეთა. კითხულობდეს: ძეთა რაღა თქვიან

კაცისათა. კურთხება ცოცხლისა კრავისა ჩვენა ღირსია

ბოროტის მადლითა, აღდგომითა. ადგა ერი მისა.

წახდეს წინანი წარმატყველნი. ჩვენ საკლავ ამას

შავსწირათ. მადლი მამასა და ძესა, ჯვარსა ამასა

წმიდასა. ღმერთო იაკვისო და ღმერთო იაკობილთა,

მამაო და მამავლილობელო, რომენმა დაღმოსენ ცანი

ღურბლითა, ქვეყანანი მწვანილითა, წვიმა

გარდმოამზადე ქვეყანათა ზედა. თესლი შენია,

ცხოველი მაცხოვრებაო, შენია დღე და შენია ღამე.

პავლე მავიდოდა, მაკვდა, ცოდვათა ყრის ჩვენკე.

აიებდეს, გაიებდეს ას-თორმეტთა მაციქულთა. უფალო,

შენ აკურთხე, ხუთითა ხუდაბურითა ხუთათასნი

დაავსენ, ას თორმეტნი დააძღენ. უფალო, აკურთხე

თესლი ესია, უფალო, აკურთხე მარილი ესია. უფალო,

აკურთხე, სკაი სკანალე, წყალსი ვარდანე, ღვინოდ

გადასცვალე. სამნი მანანი ყარმანი სჭამდეს და იმით

არა შეერგინებოდა ტაბლისაგან და წმიდისაგან.

ქრისტე მეფისა მყოფელო, ხმა მათი ამაღალდებოდა,

ჯვარწმინდა გარდამახდებოდა. ღირსება, სათნოება.

შაიწყალენ შამწირავნი ხელითა მღდელისითა,

სახელითა ხთისათა. ბაღდა დაუარე, ბაღდა დახკალ.

არა სჭამე ხორც იმისა, არცა დასთხიე სისხლ იმისა.

არ გავხსნათა ლოცვანი, რომენნიც შაკრულნი არიან

პირითა ანუ კაცისითა, ანუ დედაკაცისითა, თვითან

ფიცითა ხთისითა თარგმანისითა. უფალო

ამარქველობის მოქმედო. დღესა ამას რჯულისასა

საკვლელთა სისხლითა სამსახურისითა, სული და

სისხლი შენია.

    მაიხსენე სამსახური, წმიდაო ხთიშობელო, შენ

შენის მეხვეწურისა ამის ყუდროს ჯალაფისა

მშველელი და მხოიშნებელიმც იქნები!

    გამოსჭრიან ყელს და იტყვიან:

    მოგცას წყალობა წმიდა ხთიშობელმა, შაგინახას

უზიანოდ კაცითაცა, საქონითაცა!

ჩირდილი. ხუცესი ნადირა არაბული. ჩაიწერა აკაკი

შანიძემ 1911 წლის 17 ივლისს.

 

 

10. ხუცობა მოწმაოში

    პირველი მახსენება

    შენა სამთავროდ იყვას, შენა გასამარჯვოდ,

წმიდაო ხთიშობელო ადგილის დედაო, ხთიშობლის

ლაშქარნო მასაიცენო. მე რასაც გახსენებთ,

გადიდებთ, თქვენ თქვენ წყალობას ნუ დააკლებთ თქვენ სამსახურის მამხსენეს. მე მახსენებისად ნუ

შამიცოდვებთ. ჩემის ხსენებისად ქრისტემ

გირსაღირსლასთ ჩემ მოხსენებულ სამსახური.

 

    მეორე პირისქარი

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დღეს

დღესინდელს, რჯულ ქრისტიანთასა, მზეს, მზის

მყოლთ ანგელოზთ. დიდება დიდს კვირაეს, მაღლის

ხთის მაკარვეს. დიდება-დ გამარჯვება შენდა წმიდაო

ხთიშობელო, შენ შენ მორიგე ღმერთ არ მაგიწყენს

შენ დიდის შაძლებითა, შენ დიდის გადენითა. შენს

მეხვეწურს ნუ მაიწყენ, ნუ მაიძულებ. სცევდი,

ხფარევდი, შველდი, სწყალობდი, ავის დღისად, ლაღის

მტრისად სენისა სასჯლისად, საზიანო საქმისად. თუ

რა ეკერძებოდას, ხთის იასეულ ხმელთ ბეგრევდას,

კვამლთ თვალევდას, ყალანს იღებდას, ახხადიდით,

გარდაუგდიდით, ნების ოფლი აუტანიდით, დაძრულ

მიწრიელი ქვეცრიელი დაულაგმიდით. ავს დარს

გაუდარიდით, ლაღს მტერსთან, მწარე სიკვდილსთან

თქვენ კაბის კალთა აუფარიდით. სხვან ხთიშვილნი

თურას უწყრებოდან, უმრუდდებოდან, მადლი-დ

ხოიშან მაუთხოიდით, თაუდ პირ-წაღმა გულწაღმ

დაუბრუნდიდით. ზაფხულობაი მშვიდობით

გარმააყრივიდით, სთველი ღალიანი მაღგვარიდით,

ხარისა მხარის ნამუშავალს ჯვარ დაუწერიდით, ხვავი

ბარაქა დაუყოლიდით, დღეს მოხრილ ჩოქი, მათხოილ

მადლი, მოხსენებულ სამსახური თქვენ ამ სამსახურის

მომხსენეთად, ამათ თავ-ყუდრო ჯალაფობისად,

ორფეხ-ოთხფეხისად, ქუდოსან მანდილოსნისად,

ბედისა-დ ბოლოსად მეშველნი-დ მწყალობელნიმც

იქნებით, მლხენელნი მხოიშებელნი. ისმინეთ,

გაიგონეთ, იკადრეთ, აიტანეთ, ღირსეულად მოიხსენეთ.

 

    მესამე კურთხევანი

    დღესა ხსნილობა ჯვარსა, კურთხეულობა,

კურთხეულჩია ღმერთია, უფალია ასტა მარასტის,

უკუნის უკუნანდე, ჩვენო მამაო მოვლილებულო,

რომელნი ხარ ცათაშია, აგრე ხოყანაშია, მოგვიშვი და

მოგვიტიე პური ჩვენი არსობილთა. რაც უფალმა

მოგვანიჭა. მორევი მოვიდოდა, ადგილსა იკითხევდენ

იასოსა კეზორესა პილი პეტრე უთხრიან. ან ვინ

გგონავთ ან ერითა, ან უმერალობითა. თვალნიც

იხსნნა, ჩვენც გვაცხონნა. ღმერთის შასლიასისებითა.

ხატო, ხატო მეუფეო, შენ გვახსენენ, ჩვენ გადიდებთ

დღესა მაგასა სჯულისასა. თვალნი მაღლად არიან

მაღლისა ხთისანი, წმიდისა ხთიშობლისანი, ხატისა

მაცხოვრისანი. მაგაზედ ავაშენენი ეკლესიანი ხთისანი.

ხთისათა ეკლესიათა სიტყვა უკვდავის მარიემისა

გამოჩინდებოდა. ცნობა ქვეყანათაზედა გამააცხადე თუ რამ იყავ

ბნელეთ ჩიგა, ან ბერნი ან უძულნი ხორცნია

უფლისანი, სისხლნია მაცხოვრისანი. ღაღადებენა

ბძანებენ ჩვენს წინა მისდეგიზრდეგი. ახალი რჯული

ეგია. მამა ყოვლისა მყოფელი, რომენმა შაღმოსენი

ცანი ღურბლითა, ქვეყანანი მწვანილითა, წვიმა

გადაანამზადე ქვეყანათაზედა. წმიდაო, თესლი შენი

ცხოველი, ბაბო შენ დაამკისე, ბნელი, ნათელი ერმა

უფალმა. უფალო შენ დაამკვისე, რომენმაც ხუთნი

თასნი აავსვენ ხუთითა ხუდაბურითა. უფალო აკურთხე

მარილი ეგია. ტაბლა შენ გადაანამზადე

ქვეყანათაზედა. სამნი მონანი ყარმანი სხენა ჭამენ.

მაგათ არ შაერგინებისა, არცრა შაეძინებისა ტაბლისა

დახკლების მეტი. დასთხოვს ხორცი იმასა ანგელოზი

სალამ-სახურნი აზერებულ ქერებულნი.

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა!

მოწმაო. ბათირა თაძიას ძე არაბული, 40 წლ., ჩაიწერა

თ. ოჩიაურმა 1962 წელს.

 

 

11. ქალების ლოცვა გუდანში ძილის წინ კუდიან

წუხრას

    ღმერთო, დიდო ძლიერო, შენ გაუმარჯვი

სამაგანძუროს სალოცავსა-დ დიდს მაგანძურის

დავლათს. დიდო მაგანძურის სალოცავო, მაგანძურის

დავლათო, მეკეზისწვრეო ანგელოზო, სახლის

მამაცურო ანგელოზო. თქვენ უშველეთ ჩემთ ჯალაფთ,

ჩვენს დიდსა-დ ცოტას. ნურაით ვის დაგვამარცხ-

დაგვაზიანებთ. დუშმანთ გულისად ნუ დაგვხდით,

გვიხსნენით ავისა-დ მწარის საქმისაგან!

    M

 

 

12. მადლის მოთხოვნა გუდანის ჯვარში ქადაგად

დასმის წინ

    ბერო ბაადურო, დიდო სახმთოო, შენ

შამაგძახათავ, გეხვეწებითავ, გამაგვიცხადეო, მაგვეცივ

კვალებაი. რომენიც გინდავ მუჯირადავ, აიყვანევ.

დაზდევივ უღელივ, დახვიენივ შიბნივ.

 

 

13. მადლის მოთხოვნა ჯვრისად ქადაგად დადგომის

წინ მოწმაოში

    დალოცვილო მთავარო ანგელოზო, შამაძახილზე

ნუ გამიწყრები, უტი-დ უმეცარი ორ, ხორციელი ორ.

შენ უშველე შენთ ყმათა, შენ ნუ მაიწყენ, ნუ

მაიძულებ შენდ სამსახურად, თავის სამშვიდობოდ. შენ

გამაუცვალი ბედნიერი წელი-დ კვალი, შენის ძალითა-

დ შენის ნებით, დაზემი, დალოცვილო, შენ საკადრის

დასტური, შენის ნაზემარისა-დ ჩვენ მზას ორთ.

 

14. ხუცობა და კურთხევა ხახმატის ჯვარში

    ხუცობა

    დიდება ღმერთსავ, მადლი ღმერთსავ, დიდება

დღეს დღესინდელსავ, რჯულს ქრისტიანთასავ,

სამართალს ღვთისასავ, მზესავ, მზის მყოლს

ანგელოზსავ, დიდება დიდს კვირაესავ, მაღლის ღვთის მოკარვესა.

ღვთისაგან გამარჯვება შენდა, გიორგი

ნაღვარშუენიერო! მეხვეწე კაც შეიხვეწე, შენ

გადიდებს, გაგამარჯვებს, რჯულიან-ურჯულოსა

სალოცაო, შენ მარიგე ღმერთი არ მაგიწყენსავ, არ

მაგიძულებსავ, შენ მეხვეწურ კაცსავ შენ ნუ მაიწყენავ,

ჩოქ მამხრელსავ, მადლის მამთხოვსავ, სანთელ-

საწირის და სამსახურ მამხსენებსავ იმედისა, იმისა

თავ-ჯალაფობასავ, რასაც მხარზედა გულზედ

გეძახნიდავ, იმაზედ გაუგონიდავ, რასაც წყალობას

გეთხოვებოდესავ, ის წყალობა უბოძიდივ, შენ კაბის

კალთა დაუფარიდივ ლაღის მტრისადა, მწარის

სიკვდილისად. ამისად შემოქცეული ლაღ მტერი, მწარე

სიკვდილი შენ შეუქცივიდი, გზა უკუღმა მაუქცივიდი.

 

    კურთხევა

    ძალო ღვთისაო, მადლო სამწირველისაო, ლოცვაო

სახარებისაო. დღეს ღირსა ხსნილობა იყოს, ჯვარისა

კურთხეულობა. კურთხეულთამცა ღმერთია უფალი

აზდა მარადისა. ამინ. წმინდაო, ყოლო წმინდაო,

ძრიელო უკვდავებისაო, შეგვიწყალნა ჩვენ ყოველნი

სამებამა წმინდამა, გვაცხონნა და გვაკურთხვნა.

განგულოებაო გავედრია სული ჩვენი, შენ მამაო ჩვენო,

რომელი ხარ ცათა შინა აგრე ქვენათაშია, მოგვიშვი

და მოგვიტევე პური შენი არსობისა, რაც უფალმა

მოგვიტანა, ნუ შეგვიყვან ქართა ძნელთა, ხატო, ხატო

მეუფეო, ჩვენ გადიდებთ შენ, გვიხსენი თვალნი, მაღლა

არიან მაღლისა ღვთისანი, წმინდისა

ღვთისმშობლისანი, ხატისა მაცხოვრისანი! მათა

მოსწევია ამ კაცთა მდიდართ მცხრემალთ

ამპარტიონთა, მათა გვიხსენ. ღმერთო ჩვენო, თვალნი

შენნი მცრემალნია, ფეხნი ბირკოლებისაკენ. სათნო

მავიდა ყოველთა სათნო წინათა ცხოელთ ყოველნი

არიან და გამწყრუელოებით არიან და გამოვიდეს,

გამოაცხადეს თუ რამ იყო ბნელეთშია, ბერნი ძლურნი,

ხორცნი უფლისანი, სისხლნი მაცხოვრისანი

მობრძანდესად მოღაღადდეს. რომელი იყოვა, რომელმა

გარმოანამზადე წვიმა ქვეყანათაზედ, თქვენია დღე და

თქვენია ღამე, თქვენ დაამკვიდრეთ ნათელი, ბნელი,

თქვენ აგიაროსთ ყოველმა ერმან. უფალო, აკურთხე

წინ დადებული ხუთი ხუთთა პურითა, რომელთა

ხუთათასნი დაძღნა. მან მისითა ნეშტითა თორმეტნი

ავსნა, უფალო, აკურთხე პური მართალი ესე, რომელი

სამნი მანანი ყრმანი ისხდეს, სვემდეს და ჭამდეს,

მაგათა არა შერგინებოდა ბაღდა. დახვრეს, დაუარეს

არა ღამეს, დასთხიეს ხორცი მით, სისხლი მისავათა,

არც მხალივით, პირველათ ჩაქვნის ანგელოზნია ასერებით აქერებით,

თვით ფიცით თარგმანისაით. მართლის მაქმედო

უფალო, მოგვანიჭე. ღმერთო, გვიწყალენ მახვილითა

შენით, მაწყალეობით ახარე წელი უხარწელი,

უხარწელი წერილთა. ზეცით ტრედი გარდამოხდებოდა

ეგ სიხარულსა მოიტყოდა. თქვენ ჩემნო ძმანო,

მტკიცენო, მტკიცედ იყვენით სიონისანო. მე სახელსა

თქვენსა ვღმატობდი, უფალ რასაკვირველია, შენთა

სახლთა შვენოდა გზათა სიგრძე და სიწმინდე. წინა

წინა სანთელი გაბრიელ მახარობელი, მეორე სანთელი

ივანე ნათლისა მცემელი, მესამე სანთელი მხამობელი

მგალობელი, მამა მაგათი მაკარის პატარუკნი,

შეუშრეტელნი, ზღუდენი შეურყეველნი. ადე ადამ და

ევა ლელუა წირვა ჟამისა, ამაღლდა ძალი ჯვარითა.

«1882 წ. ტფილისს. სოფელ ბარში1 მცხოვრებლისა,

ხაძია ნებიერის შვილის ქეთელაურის ხუცობა. არის

დაწერილი ბერდია გამღივარაულისაგან»

 

15. ხუცობა ხახმატის ჯვარში

    მოხსენება

    შენამც იდიდები გიორგი ნაღორმშვენიერო,

რჯულიან-ურჯულოთ სალოცავო, გიორგის მოდენო,

თქვენ გადიდნათ ღმერთმა, თქვენ გაგიმარჯვასთ,

მახსენებულსა სამსახურსა ამართლებდეთ

გარიგებულსა სანთელ-ბარზიმზედა. თქვენ მეხვეწურს

ციცინოს ნუ მაიწყენთ და ნუ მაიძულებთ. რასა

მხარზე და გულზე გეძახნთ, იმაზე გაუგონიდი, რასა

წყალობას გეტყოდიან, ის წყალობა უბოძვიდი, წაღმ

დახყევი, ხელ მაუმართე მთაშია, ბარშია, გზაშია,

მგზავრობაჩი. დაგიწერასთ ჯვარი ზღვენსა,

სამსახურსა. ხსენება დიდებასა გარიგებულსა სანთელ-

ბარზიმთა, ისმინე გაუგონე.

 

    ხუცობა

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს

დღესინდელსა რჯულ ქრისტიანთა, მზესა და მზისა

მყოლთ ანგელოზთა, დიდება დიდ კვირაეს მაღლის

ხთის მოკარვესა. ხთისაგან გამარჯვება თქვენდა

ნახსენებნო ანგელოზნო, მანდილოსნებისად თვალ-

გულის მძლეველნო, თქვენ თქვენი გამჩენი მარიგე

ღმერთი გადიდებთ, გაგიმარჯვებთ, არ მაგიწყენთ, არ

მაგიძულებთ, რასა მხარზე და გულზე გეძახდანთ,

იმაზე გაუგონიდი. რასა წყალობას გეთხოვებოდანთ, იმ

წყალობით გაიკითხვნიდი, მარიგეს ღმერთსა-დ დიდ

კვირაეს შაახვეწნიდი. სნეულზე შამაგძახდანს, სნეულს

ულხინდი. დაღირებულს მარხე ახხადიდი,

გადაუგდიდი, ქვეცრიელ-მიწრიელ დაულაგმვიდი,

საძალეზე ძალ მაუხმარიდი. სამადლო მადლ-ხოიშან

დაუთხოიდი. მახრილი ჩოქი, მათხოილი მადლი,

მახსენებული სამსახური, სანათლავი, გარიგებული სანთელ-ბარზიმი

თქვენა სამთავროდ, თქვენა გასამარჯვოდ ხთის კარზე

მასახმარად. თქვენ თქვენი მეხვეწურისა-დ ციცინოსა,

მაგის ყუდრო-ჯალაფობისა-დ ქუდოსან-მანდილოსნისა

მეშველი, მწყალობელნი, მლხენელნი, მხოიშნებელნი

წაღმა დამყოლ იქნებით.

 

    კურთხევა

    ძალო ხთისაო, მადლო სამწირველო, ძალო

სახარებისაო, დღეს დღისა ხსნილობაია, ჯვარსაო

კურთხეულობა კურთხეულთა, მწიო, ღმერთი უფალი

ვარ და მარადითია უკუნუთი უკუნისამდე. ღმერთო

წმინდაო, ძლიერო უკვდავებისაო, შაგვიწყალენ ჩვენ

ყოველნი სამებაო, წმინდაო, წმინდაო შაგვიწყალენ

ჩვენ ყოველნი სამებამან წმინდამან გვაცხონა და

გვაკურთხა, ურჯულოებაო ურჯულოთა, გამგულოებაო

დამკულიდა, გაავედრია შე მამაო ღმერთო ჩვენო,

რომელნი ხარ ცათაშია, ეგრე ქვეყანათაშია, რომელი

ხარ რომელმან დამმოსენ ცანი, რომლითა დედამიწანი

და მილითა რომელმა განმაამზადნე წვიმა ქვეყანათა

ზედა, ცხოველი შენია, მაცხოვრებაო, შენია დღეთა,

შენია ღამე, შენ დაამკვისენ ბნელი და ნათელი. შენა

გიარა სხოველმა და ორმა უფალმა. უფალო აკურთხე

ხუთი და ხუდაბურითა ხუთათა, აზლი დაუშვენა და

მისთა ნესტითა უფრო მეტნი დააწყე. უფალო აკურთხე

თესლი და მარილი ვისი, სკანი სკანარე, წყალს

იორდანე, ღვუინო და არ მასალე, უფალო აკურთხე

სამნი მანალე ყარმანი, ის ჟამთ მაგითარეშე

ირბინებოდა, ბაღდა დაკლეს და უარეს სარა. ჭამეს და

თხოვს ხორცი მისა სისხლი მისა ვითარცა მხალი

ოჩეკავნი ანგელოზნი ოსირებითა ქერებითა თვით ამ

მისითა მეორთველი მაქ მე უფალო მაგვანიჭე ქრისტეო

კურთხევა დასწერე ჯვარი.

    მოხსენება

    ნახსენებ ანგელოზთ დავლათ გწყალობდასთ,

ციცინო, გიშველასთ, ხალიზ მაგცას, ბალინჯ

მაგაშორასთ, რასა მხარზე, გულზედ ეძახთ, იმაზე

გაგიგონათ. შენ თავზე შენ ყუდრო-ჯალაფობას

დანამადლებ ნუ დაგიკარგავსთ. თქვენ გწყალობდასთ,

კარგად იყვენით, წაღმ დაგყვათ.

ხახმატი. ხუცესი სუმბატა აპარეკას ძე ალუდაური, 63

წლ. ჩაიწერა მაგნიტოფონზე ზურაბ კიკნაძემ. 1980

წლის ივლისი.

 

 

16. მოხსენება ხახმატის ჯვარში

    თქვენა სამთავრო იყოს, თქვენა გასამარჯვო,

გიორგი რჯულიან-ურჯულოთ სალოცავო, გიორგი

ნაღვრის პირისაო, თქვენ მეხვეწურთ ნუ მაიწყენთ, ნუ

მაიძულებთ, რასაც მხარზე და გულზე გეძახანთ,

იმაზე გაუგონიდით, ხარისა მხარის ნამაშვრალს ჯვარ დაუწერიდით, ნივთი-ბარაქა

დაუტანიდით, თუ რას სხვა ანგელოზნი უწყრებოდან,

უგულმრუდოდა, წაღმ გაუარიდით, ლხენის წამალ

დააყარიდით, რასაც მე ჩემ ენა-პირით ხსენება-დიდებას

დაგაკლებთ, თქვენ თქვენ წყალობას ნუ დააკლებთ.

უშველეთ, უშველეთ, სახსრა აიღეთ სახოიშნოდ,

ნაქადაგებ არ უმტყუვნებავის, შეძახილ გაუგონიდით.

გამარჯვება. თოთია ალუდაური, 74 წლ., ჩაიწერა

ლელა არაბულმა, 1991 წ.

 

 

17. ხუცობა ხახმატის ჯვარში

    დიდება და გამარჯვება ძალ-ღვთისას, სამართალს

კვირიასას. ძალი ღვთისა გწყალობდეთავ და

სამართალი კვირიაესა. ამ ხატის მლოცავთ, ქუდოსან-

მანდილოსანთა, პურს მოგიმატასთ, წულს მოგიმატსთ,

კაცსა, საქონსა დაგვეშველასთ, დაგიფარასთაო, კვლავ

კეთილის გულით მოგიყვანასთავ ხატმა თავის

კარზედაო. დიდება და გამარჯვება ამ კოპალის

ჯვარსაო. რომელნიც ამის ნათავარზედ დიდდა და

ხსენდაო, იმის წყალობა თქვენ გქონდეს თავ-

მეღამისთევნო, მამა-შვილნო, ძმანო! დიდება ახსენება,

ღამის თევა. სიხარულით გაგიხადოს რას წყალობას

ეთხოებით, ის წყალობა გიბოძოსთ, გიშველოსთ

ლაღის მტრისად, მწარის სიკვდილისადაო. საღმთოდ

მოგახმაროსაო, თქვენი თავისი სახსრად და

სახოშნელადო.

    ვილოცეო, კაითამ დაილოცე. ამ ხატს დიდებაო,

თქვენ თავს წყალობაო. ვილოცეო, ღვთისამც პირითამც

დაილოცებითავ. დასტურნი, მსახურნი, უფროსი,

ღმერთმა სტუმარ გიცოცხლოსთავ, სოფლელებო!

თქვენ თავ დაულოცასავ მასპინძელსა ღმერთმაო.

    «ივერია», 1889 წ..

 

 

18. ხუცობა ხახმატის ჯვარში

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს

დღესინდელსა რჯულ ქრისტიანთა, დიდება მზესა,

იმის მყოლს ანგელოზსა. შენად სამთავროდ, შენად

გასამარჯვოდ, ძალო ღვთისაო, ძალო წმინდა გიორგი

კოპალესაო! შენ გეძახიან, გეხვეწებიან, შენ ნუ

მაიწყენ და ნუ მაიძულებ ქრისტიან ხალხსა, შენსა

მლოცავსა. დიდება შენდა, გმირო კოპალევ, შენ

გეძახიან და გეხვეწებიან ეს სამსახურის პატრონები,

ქუდოსან-მანდილოსანი.

    დაეხმარიდი ავის დღისად, ლაღის მტრისად,

მწარის სიკვდილისად. წული ვის ყავდეს, გაუზარდეო,

არა ყავდეს-და თუ ვინმე გეხვეწებოდეს, ღმერთსა და

კვირიეს გამოუთხოვეო. სნეულ ვინ ყვანდეს, ულხინეო

და ლხენის წამალი დაუყარეო; მაცილი დააშორეო,

დაფარეო. ველთ ვინ გავიდოდეს სახლიდგანაო, მეველე, მონიდირე, გაჰყვით, გაუმარჯვეო. მტერზედ

სახელი მიეცითავ, ნადირზედ ვარშამიო. მაგათზედ

შამოქცეულსა ლაღ მტერსაო და მწარე სიკვდილსაო

გზა უკუღმა უქციეთავ. წმინდაო გმირო კოპალავ!

მაცილის საქმე ეღირებოდეთ მთასად და ბარად,

მაცილს დააშორიდი, თუ სხვები ანგელოზები

უჩიოდნენ, მადლი დაუთხოვე, ანგელოზებს სამსახური

აართვი და ღვთის კარზედ საქრთამოდ შაართვი.

სხვანი ღვთის შვილნი თუ რას უწყრებოდნენ, მადლი

ხოეშანი დაუთხოვე. თითონ პირ-წაღმივ და გულ-

წაღმივ დაუბრუნდი, უშველიდი. სახელიან სამსახურ

ხთის კარს შაიტანდი. ხთის კრით თუ რა იასაული

ხთის ბრძანებით გამოვიდოდეს, გმირო კოპალეო,

შენით სარდლობით ხორციელზედ ბრუნდებოდეს, ამით

ყუდროს-ჯალაფობას, ნუ მაჰკერძიდი. ეკერძებოდეს,

ახდიდი, გადაუგდიდი. ავ საქმე მათზედ კეთილად

მოუქცივიდი. დაწუხებულს უშველიდი, შენთ ზღვენთა

და ულუფად შეემატების. თქვენ თქვენის მეხვეწურისა,

ამათ ჯალაფობისა, კაცსა, საქონლისა, მანდილოსნისა

მეშველიმც იქნები.

    «ივერია», 1889 წ.,

 

შენიშვნა: დ. გორელის სიტყვით, ეს ლოცვა დეკანოზს

წაუკითხავს ხახმატის, ანუ კოპალა ათენგის ჯვარში

ათენგენობა დღესასწაულზე. იგი ასე აგვიწერს

ხუცობის მომენტს: «დეკანოზმა აკურთხა ლუდი: აიღო

ხელში დროშა, შესდგა მაღლობ ადგილზედ, გაიჭიმა

წელში, გადიტრიალა ზეცისკენ თვალები და დაიწყო

სახარების კილოზედ, გაჭიანურებული და მოსაწყენი

ხმით ლოცვა». გაუგებარია მხოლოდ, თუ როგორ

მოხდა, რომ გაიგივებულია ორი სხვადასხვა  –  

ხახმატისა და კოპალას ანუ კარატის ჯვარი (ვერა

ბარდაველიძე).

 

19. ხუცობა ხახმატის ჯვარში

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება და

გამარჯვება შენდა! რაც ღვთის დანაბადია, გეხვეწები

შენ, შენს ბატონობას. შენ მორიგე ღმერთო, არ

მოგვიწყინო! შენს მეხვეწურსა, ჩოქის მომხრელსა,

მადლის მომთხოვნელსა შენ ნუ მაიწყენ, ნუ მაიძულებ.

რაც რომ გულზედ და მხარზედ გიძახებდეს იმაზე

გაუგონე. შენ შენი ბატონი, შენ შენი მორიგე ღმერთი

არ მოგიწყენს მეხვეწურსა, ჩოქის მომყრელსა, მადლის

მამთხოვნელსა, ველთ გასულს გიძახოდეს, შეიხვეწე,

მგზავრობა მშვიდობისა მიე, ავდარს გაუდარე, ლაღს

მტერთან ჩაუფარე, მიწრიელ დაულაგმე, შინ

მშვიდობით მოიყვანე. თუ რამ გამოვიდოდეს ღვთის

კარზედ გამოშვებული  –  ღვთის იასაული: ხორციელთ

ჰბეგრევდეს, ყალანს ზიდევდეს, მაგის ყუდროს ნუ მიჰკერძებ, სხვა

ყუდრო ალაგს მიასწავლე. შენ შენის ბატონობის

მოხრილი ჩოქი, მოთხოვნილი მადლი შეიურვე. რაც

მხარზედ და გულზედ გეძახებდეს კაცისა, საქონლისა

ნაშვრალ-ნამუშევრისა, მეშველი და მწყალობელიც

იყავი.

 

 

20. ხუცობა საკლავის დაკვლის წინ

    დიდება შენდა გიორგივ რჯულიან-ურჯულოთ

სალოცავო, ნაღვარში მაბურთალო! დღეს შენი გამჩენი

ღმერთი არ მაგიწყენს, შენ მეხვეწართ ნუ მაიწყენ,

დღეს ჩოქის მომხრელთა, მადლის მამთხოვთა,

სამსახურებ შემავსებელთა. რასა მხარზე და გულზე

გეძახდან, ის წყალობა უბოძვიდითა, მარიგეს ღმერთსა,

დიდსა კვირას გამაუთხოიდითა. სინანულს თუ

გეძახდან, ულხინიდითა. გაჭირვების დღეს თუ

გეძახდან, გახყვიდი, გაუმარჯვიდი, სახელ-სარგებელს

დაახმარიდი.

    შენ სამთავროდ, გასამარჯოდ, გიორგი რჯულიან-

ურჯულოთ სალოცავო, შენ მეხვეწურთ შენ დავლათ

დაახმარე.

ხახმატი. ხუცესი ბ. ქეთელაური, ჩაწერილია

ათენგენობაზე.

 

 

21. ხუცობა საკლავის დაკვლის წინ

    ხთისგან გამარჯვება შენდა, გიორგი

ნაღვრისპირისაო, რჯულიან-ურჯულოთ სალოცავო.

შენ შენი გამჩენი ღმერთი გადიდებს, არ მაგიწყენს, არ

მაგიძულებს.

    მარიგეს ღმერთსა და დიდს კვირაეს გახვეწებთ,

თქვენ უშველეთ თქვენს მეხვეწურთ, საწაღმართო

ანგელოზნ დააყოლეთ, ეს ზაფხული მშვიდობით

დამდგარ შვიდობით გადააყენეთ; თუ რა ხთისკრივ

გამოდიოდა საჯერ-საზიანო საქმეი, ნურას მახკერძებთ

ნების ოფლ აღებით.

    შენამც სამთავრო, შენამც გასამარჯვო, გიორგი

ნაღვრის მებურთალო.

ხახმატი. ხუცესი გ. ქეთელაური, ჩაწერილია

ათენგენობაზე.

 

 

22. მოხსენება ხახმატის ჯვარში

    ქალის წაყვანა რიტუალში

    ღმერთმა ადიდას შენი ძალი, შენ სახელ-

სამართალი, დიდო ხახმატის ჯვარო, გიორგივ

ნაღორშვენიერო, რჯულიან-ურჯულოთ სალოცაო,

ქაჯეთის გამბეგრაო. შენა სამთავროდ, გასამარჯოდ

მოიხმარი ეს სეფე-სანთელი, გარიგებული, შენ შენ

მეხვეწურთად, ქალისა, ვაჟის პატრონის

სამწყალობნოდ, სახოიშნოდ ხვთისკარზე შაიტანი, ნუ

რას შაანანებ, დალოცვილო. ქალი, ვაჟი აბედიანენი,

ადავლათიანენი შენის სახელის სადიდებლადა,

სახსენებლად.

 

    დამწყალობნება

    გწყალობდასთ ხახმატის ჯვარი ქალისა, ვაჟის

პატრონს, თავის ბედი, დავლათ დაგახმარასთ, ნუვის

თვალ-გული მაგრივასთ. ქალ-ვაჟ აბედიანას, ადავლათიანას. თქვენ მაგცასთ

წყალობა ყურით მაყურებელს, ქუდიანსაცა-დ

მანდილიანსაც.

 

 

23. ჯვართ სადიდებელი ჭიქა-ბარძიმზე

    წინა ჭიქა-ბარძიმზე, მაღალო ღმერთო, შენ

გადიდას.

    მეორეს ჭიქა-ბარძიმზე, დიდო კვირაევ, შენ

გადიდას.

    მესამე ჭიქა-ბარძიმზე, წმინდა გიორგივ, შენ

გადიდას.

    აემ ჭიქა-ბარძიმზე, კვირე თელის ანგელოზო, შენ

გადიდას.

    აემ ჭიქა-ბარძიმზე, ლაღო-ლახტიანო, შენ გადიდას.

    აემ ჭიქა-ბარძიმზე, სანება ხმელისგორისაო, შენ

გადიდას.

    აემ ჭიქა-ბარძიმზე, თეთრო გიორგი მინდორისაო,

შენ გადიდას.

    აემ ჭიქა-ბარძიმზე, გიორგის თავადო, ხელო

სამძიმმარო, შენ გადიდას.

    აემ ჭიქა-ბარძიმზე, ხთიშობელო ადგილის დედაო,

შენ გადიდას.

    აემ ჭიქა-ბარძიმზე, ხმალაო თავარანგელოზო, შენ

გადიდას.

ხახმატი, ა. ქეთელაური, ჩაწერილია გ. ჩიტაიას მიერ.

    მსე გვ. 27-28.

24. სადიდებელი

    პირველ ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, მაღალო ღმერთო.

    მეორე ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, კვირია მადლიანო.

    მესამე ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, გიორგი ნაღვრისპირისაო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა თქვენ გადიდათ,

გაგიმარჯოსთ, ხევსურეთულნო ხთიშვილნო.

    გიორგივ, გიორგის ლაშქარ-აზადნო, თქვენ

გადიდათ ღმერთმა, გაგიმარჯოსთ.

ხახმატი. ხუცესი გ. ქეთელაური, ჩაწერილია

ათენგენობას.

    მსე გვ. 28.

 

 

25. ხუცობა

    შენამც იდიდები, რჯულიან-ურჯულოთ სალოცავო

გიორგივ, მოდენო, ხელო სამძიმარო, თქვენამც

იდიდებით მახსენებულ სამსახურებზე, მაგ გარიგებულ

ჭიქა-ბარძიმზე, სანთელ-სალაღებელზე, თქვენ თქვენი

გამჩენი მორიგე ღმერთი გადიდებთ, გაძრიელებთ, არ

მაგიწყენთ, ნუ მაგიძულებთ. რასაც მხარზე და

გულზედ გეძახანთ, იმაზე გაუგონიდით, რასაც

წყალობას გეთხოვებოდან, იმ წყალობით გაარიგნიდი.

მარიგესა, ღმერთსა-დ დიდ კვირაეს გამაუთხოიდი;

სნეულზე შამაგძახნ, მაგათ ყუდროზე სნეულს

ულხინიდი. საძალოზე ძალ მაიხმარიდი, სამადლოს

მადლი ხოიშან მაუთხოიდი. გავიდოდას მაგათ

ყუდროში, გახყვიდი, გაუმარჯვიდი, სარგებელ საქმეს

მიაყენ. ხთის იასაულნ გადმადიოდან, ხორციელთ

ბეგრევდას, ყალანს იღებდან, თქვენ მეხვეწურთ

ყუდროს ეკერძებოდას, ნუ მოგვრიდი; მოკერძებული,

დაღირებულ ავ საქმე უმქარვიდი, მშვიდობით დამდგარ ეს ზაფხულ

მშვიდობით გადმააყრიდი; სთველ ღალიან-ბარაქიან

ჩამაუყენიდი, ხარისა-დ მხრის ნამაშვრალს,

ნაოფლარს ჯვარ დაუწერიდი, კარ-მეღალატე

მაუშორიდი, წულისა მეხვეწურები იყვნან, მაგათ

ყუდროში წულს მაუმატიდი, კაცსა კაცრივლობას.

ორფეხ-ოთხფეხისა, ქუდოსან-მანდილოსნისა, მაშვრალ-

ნამუშავრისა მეშველი-მწყალობელი, მლხენელ-

მხოიშნებელი, წაღმ დამყოლ იქნები.

 

    კურთხევა

    ძალო ხთისაო, მადლო სამწირველო, საოლო საო

საყვარელო საო დღესა ხსნილობაია ჯვარსაო.

კურთხეულობა კურთხეულთა, მცირე ღმერთია უფალი

აწ და მარადითი უკუნისამდე, მიარქვე ქვეყანათაშია,

მაგვიხველ და მაგვიწიე პური ჩვენივ რაც უფალმა

მაგვიტანა, მაგვიხველ და მაგვიწიე, ნუ შაგვასხევ

მხარსა შენსა, ხატო, ხატო მეუფევ შენ გვერდითი

თვალნივ ივანე ნათლისანი ჯვარი ხატისა

მაცხოვრისანი და ა.შ.

ბისო. ხახმატის ჯვრის ხუცესი ვეფხია ქეთელაური 70

წლ., ჩაიწერა ხვთისო მამისიმედიშვილმა

მაგნიტოფონზე, 1994 წლის 23 ივლისი.

 

 

26. ხუცობა ბაშოს გორზე

    ღმერთო მაღალო, ღმერთო მამაუფალო, ღმერთო,

გადიდას და ღმერთო, გაგიმარჯვას. მაღალო ღმერთო,

ცარვლის დამხურავო, მზე-მთვარეთ გამჩენო,

ხმელეთის დამაარსებელო, ხორციელთა სულის

ჩამდგმელო. შენ გადიდას, მაღალო ღმერთო, ძალო

ხთისაო, ძალო და მადლო კვირეისაო, გაუმარჯოს

თქვენს ძალსა! მაღალო ღმერთო, ნუ ჩამაგვყარას

ხმელეთით ხორციელთ შამოძახილი, ვედრება და

ხვეწნა, მამაუფალო, მაღალო ღმერთო. ნუ მოჰკერძებ

საზიანო საქმეს თქვენი სახელის მძახებელსა, თქვენ

მორჩილსა, თქვენ მომყოლსა, თქვენ ამხსენებელსა.

    შენ გადიდას, შენ გაგიმარჯვას, ძალო ხვთისაო!

    გვაპატიე ხორციელთა უცოდრობაი, უმეცრობა. თუ

დაღბადენი ხთიშვილნი მოძმენი, მოთანახმენი

ერთურთისანი, მაულოცენ ყმანი ყმადა, მძღოლნი

მძღოლად, მაულოცე გმირს კოპალასა საგმიროი,

იუდის ბადის საგლეჯელი, ოქროს ვარსკვლავიანი,

ნუღარ ჩამოჰყრი.

    იხოიშნებიან თავის საყმონი, მამაუფალო, ძალო

ხვთისაო, ძალო და მადლო კვირეისაო! თუ მაულოცე

ძალი და შაძლებაი საგმიროი, არ მაღრიე იუდასა,

იუდის მონაწილეი, ჭლიკვ-უკუღმართი, ხვთისგანამც

გაგემარჯვების, გმირო კოპალაო, ბერო ბეგთრიანო,

ხვთისგან ძალმოლოცვილო, ხვთისგან გამარჯვებულო,

ოქროს ვარსკვლავიანო. არ მოგიწყენს მორიგე ღმერთი, არ ჩამოგყრის ძალა-დიდებასა, ძალას

ძალაზე მოგიმატებს, სამართალს სამართალზე

მოგიმატებს. გმირო კოპალაო, ცათა სწორო, მძლეო

მძლეთაზედა, გაგიმარჯვას ნაწირი ჟამითა, აშუქებულ

სანთელ-კელაპტრით. გეძახსა და გეხვეწების,

ხორციელთ პირის სახსენებელო, შენ საყმოი, შენ

ქარავანი, სამთო-საბაროით მოსული, მოღლილი. ნუ

შაანანებ შენს კარზე მოსვლასა, ძღვენ-სამსახურის

შამახდენასა შენ დანდობილთა, შენ ალალ-მართალთა,

ქუდოსან-მანდილოსანთა. ნუ მაიწყენ, წმინდაო ბერო

კოპალაო, ცითა, დედამიწითა, კაცის ხელითა,

ბუნებრივ მოვლენითა, გადაუქარვე, გადააგდი სხვაზე,

თქვენი სახელის მძახებელზე ურწმუნოზედა. შენ

ალალ-მართალთა, შენ გორის ქარავანსა ჯვარი

გადმოსწერე, წყალობა მიაგებე და წყალობა გააყოლე,

გასაზრდელი გაუზარდე, უნაწილოს ნაწილი მორიგე

ღმერთს გამაუთხოვე, ყმათ მაუმატე, გვარი გაუგრძელე,

ქალ-დისწული უცოცხლე.

    მორიგემ ღმერთმა დაგიწერას ჯვარი აშუქებულ

სანთელ-კელაპტარსა, გარიგებულ ჭიქა-ბარძიმსა.

აკუშო. ხუცესი გიორგი ვეფხვიას ძე ლიქოკელი. 70

წლ. ჩაიწერა ტრისტან მახაურმა 1986 წელს ბაშოს

გორზე.

 

 

27. ხუცობა ციხეგორს

    ძალო ხთისაო, მაღალო ღმერთო, ქვეყნიერების,

სამყაროს დამდგინეო მამაუფალო. ძალო ხთისაო,

მაღალო ღმერთო, ძალო და მადლო კვირეისაო,

მობაღდადეთა გადმოუშვით მიწაზე გმირი კოპალა,

მაულოცეთ ძალი და შაძლებაი, აჩუქეთ

ოქროსვარსკვლავიანი საგმირო, იუდის ბადის

საგლეჯელი, მისცენით ყმანი, მისცენით მსახურნი.

მაღალო ღმერთო, მაულოცენით გამძღონი, ხევისბერნი,

დასტურნი, სამთო-საბაროი ჩააბარეთ, ვარნახი, ქვათა-

ხოდაბური, თეთრაული, განძაული, ბუღაურნი,

ბორაყნი, ზარ-სარეკელნი. მაღალო ღმერთო, დაუწერე

ჯვარი საყმოს, დაუწერე ჯვარი ქარავანს, ქუდოსან-

მანდილოსანს. გაუმრავლე, ძალო ხთისაო. მაღალო

ღმერთო, ხთისგანამც გაგემარჯვებათ, გმირო კოპალავ,

გორო გვერდციანო, იუდის გადამსხვავებელო, არ

მაგიწყენს მორიგე ღმერთო, არ ჩამაგყრის ძალსა

დიდებასა, შენ ნუ მაიწყენ, შენ სახელ-სამართლის

გამარჯვება ჰყავ. შენ საყმოს, შენ გორის მლოცავს,

შენ ქარავანს წყალობა მიაღებინე, წყალობა გააყოლე,

ნუ ჩამოგერთმის ხთისგან ნაჩუქარი საყმოი. შენს იმას

მიემატების დიდება, შენ თეთრაულს, განძეულსა.

რასაც მე ხსენებას დაგაკლებ, შენ შენს წყალობას ნუ დააკლებ შენს საარსოში მუხლ-ჩოქის მომხრელთ,

მადლის მამთხოვთ, შენ მძღოთ, შენ მუჯირთ, შენთ

გამძღოთ, საყმოს მიეც წყალობა, შენ სახელ-დიდება,

გამარჯვება. დაუწერე ჯვარი თავის მამკვლავარში

შენს ციხეგორს იუნზდათ წართმეულს. დიდება შენს

ძალსა და შენ სახელ-სამართალსა.

    დაგლოცავთ. წაღმ გააყოლე ყველას შენი

წყალობა, ათასი მადლი, მუდამ გამარჯვება შენი.

     –  ამინ!

     –  გწყალობდეს!

ციხეგორი. ხუცესი გიორგი ვეფხვიას ძე ლიქოკელი, 70

წლ., ჩაიწერა ხვთისო მამისიმედიშვილმა

მაგნიტოფირზე 1993 წლის ივლისში, ციხეგორს.

 

 

28. საყეინოს დალოცვა ციხეგორს

    გადიდას, გაგიმარჯვას, ბერო კოპალაო. ამ

საყეინოზე შენ უშველე შენ ერთგულ ყმათა, შენ

გორის ქარავანსა, შენ მლოცველსა. წყალობა მიაგებე,

წყალობა გააყოლე შენ გორზე მამსვლელ-წამსვლელსა.

    მლოცავნო  –  ქუდოსანნო, მანდილოსანნო,

წყალობა მოგცასთ ბერმა კოპალამა, ჯვარ

დაგიწერასთ ბინადრობას, მასადევარ გაგიმრავლასთ.

მრავალს შეესწვერ ათენგენობას ჩვენის კოპალას

დახმარებით.

    გეემარჯვას გმირ კოპალას, წაღმართ მაგიარასთ!

ციხეგორი. ხუცესი გიორგი ვეფხვიას ძე ლიქოკელი, 70

წლ., ჩაიწერა ტრისტან მახაურმა 1981 წელს.

 

 

29. ხუცობა პირქუშის ჯვარში

    შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, პირქუშო

ცეცხლის ალიანო, მოხსენებულ სეფე სანთელზედა,

ნათელ-ბნელზედად წაუვ ღამეზე. სამთავროდ,

გასამარჯოდ შენდა. სეფე-სანთლისად სადიდებლის

მამხსენეთ შენთ ყმათა-დ შენთ დასტურ-მსახურთ ნუ

მაიწყენ, ნუ მაიძულებ. შენ დავლათ დაახმარი,

უშველი, უმეშვლი რასაც მხარზე და გულზე

გიძახებდიან, იმ გულზე გაუგონიდი. რასაც წყალობა

გეთხოებდიან, ის წყალობა უბოძიდი. შენს მორიგეს

ღმერთს გამაუთხოდი. დიდება შენს ძალსად, შენს

სახელს.

 

    პირის ქარი

    ა-ა-ა-დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება

დღეს დღესინდელს ძალას ღვთისას, ძალას კვირაისას!

დიდება სჯულს ქრისტიანთას, დიდება მზესა, მზის

მყოლთ ანგელოზთ! დიდება დიდს კვირაეს ხთის

მაღლის მოკარვეს. დიდება შენდა, პირქუშო,

გამარჯვება შენდა ამ სეფე სანთელზედ,

სადიდებელზე, ნათევს ღამეზე. ღმერთმა გადიდას,

ღმერთმა გაგიმარჯოს, შენ მეხვეწურთ ნუ მაიწყენ, შენ

შენ გამჩენ ღმერთი არ მაგიწყენს, არ მაგიძულებს.

შენი დიდი შაძლებით, გავედით გაიყვანეთ თქვენ მეხვეწურნი. ამ სამსახურის მამხსენეთ, შენთ ყმათ ნუ

მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ, ხფარევდით, შველოდითა-დ

სწალობდით, ავის დღისად, ლაღის მტრისად, მწარის

სიკვდილისად, საზიანოს საქმისად, სენისად,

სასჯლისად, ყოველისად, თქვენ კაბის კალთა

დააფარიდით, თუ რა შაგცოდვან ან უღირსლობით, ან

უმეცარობით, ან პირის ქარითა, ან ფეხის ნალითა, ყმა

შაუწყენი, ბატონ შაუნდობარ არ იქნების. თუ რა

მეეკერძებოდას საზიანო საქმე, გადაუგდიდით,

მიწრელ-ქვეცრიელ დაულაგმიდით. გულის ნაგონარ

გაუცხადიდით, ზამთრობა მშვიდობით გადააყრივიდით,

გაზაფხულ, სთველ მშვიდობისა ჩამაუყენიდით, წელ-

ბედნიერ გამაუცვალიდით, კაცსა კაცრივლობას

მაღმატიდით, მაგათ ყუდროჩი ღონესა, ქონეს

მაუმატიდით, წულსა, წულის აკვანს მაუმატიდით,

თქვენთ ზღვენთა დიდებას მაემატების, თქვენთ

ზღვენთა, ულუფათ მაუმატებენ. დღეს მახრილი ჩოქი,

მათხოილი მადლი, მახსენებულ სამსახური, შენა

სამთავროდ, შენა გასამარჯოდ, შენა მასახმაროდ.

შენთ ყმათად ბაცალიგველთად, მაგათ ყუდრო-

ჯალაფობისად, კაცისა, საქონისად, ორფეხ-

ოთხფეხისად, ქუდოსან-მანდილოსნად, ნაშვრალ-

ნამუშავლისად მშველელი-დ მხოიშნებელიმც იქნები,

ისმინე გაიგონე. დიდება ძალსა დ სახელს შენს.

 

    კურთხევა

    დღეს რჯულსა ხსნილობაი ჯვარსა

კურთხეულობა, კურთხეული- სია ღმერთ-უფალი

სამარატია უკუნისამდე წმიდაო, ღმერთო წმიდაო,

სამებაო წმიდაო, შაგვიწყალენ ჩვენა ურჯულოებანი

გამეულა და გავედრა სულნი ჩვენნი, ღმერთსა მამასა,

მამაო და ძეო, რომენი ხარ ცათაშია აგრე ხოყანათჩია,

მაგვიშვი და მაგვიტიე პური ჩვენი არსობილთა რაც

უფალმა მაგვიტანა, ნუ შაგვასხამ განსაცდელსა.

შავსწირავ ღმერთსა. ხატო შენი მოხუცებულობით,

ხატო ნათქვამი შენზე იყო, შენ გვიხსენ ჩვენ

გადიდებთ თვალნი არიან მაღლის ხთისაგან, ხოლო

კაცთა რა უამი მასწევია, კაცნი მცხრომელიდა არიან.

დიჩინნი ამპარტავანნი ფეხნი ბორკილებისკენ, სატანო

მავიდა ყოველსა წინასა სიე ცხოველასა, რატო ვერ

იცნა დედამა. თავი პეტრეა ხთისამოწამე. არსივნი

შაშინებულან, არსივნი შაკვირვებულან. გალილეას და

ეტყვიან, მორე, მორე მოდიოდა ადგილსა ამას. იესო

ქრისტე ფილიპე ფერასა კითხულობდა, ჩვენდა რაღა

თქვიან დედაკაცისად? პეტრესა უთხრეს. ეგე ვინ

გგონია: ნუიმერა, მერეენელია, თავიც იხსნა ჩვენ

გვაცხოვრა, იმაზედ ავაშენეთ ეკლესიანი, ეკლესიას ხთისაო, შენი უკვდავი სიტყვას,

უკუდავი მარიემისაო, რატო გამიჩინდებოდა ვითართა

კაცთა შორით ექცეოდა, კაცნი უწმუნოებით არიან

წმიდანი. გამე, გამააცხადე თუ რამე იყო ბნელშია,

ხორცნი უფლისანი, სისხლნი მაცხოვრისანი

ღაღადებენ და ბრძანებენ ჩვენ წინანინ დავდიეთავ

ახლის  რჯულია. სამსახურა სიგრძით მახენეთ იწამეთ

ღმერთი. მამაო ჩვენო, უფილო ჯერ ხთისა შობილო,

მამისა გამაშობილო. მამისა კი ეგრე ბრძანებდა:

რომენი შაღმოსენ ცანი ღრუბლით. ხოყანანი

მწვანილითა. რომენმან გადანამზადე წვიმა

ხუანათაზედა. თესლა შენია ჩვენო ჩვენო

მაცხოვრებაო, დღეც შენ დაამკვიდრე ნათელი, ბნელი

შენა კი არა ერმა უფალმა, უფალო აკურთხე მარისე

რიოდანე, ღვინო გარდასცვალე. ბაღდად დახვეულ არა

შჭამე. დასთხიე სისხლი მისა, ვითაარცა მხალი იყვ,

მიერ ქველის მოქმედო, მაწყალე მაგვანიშე მას დღესა

რჯულისასა, დღეს რჯულისასა ხსნილობაია, ჯვარსა

კურთხეულობა. ხსნილ-კურთხეულო, ჯვარი და

სისხლი შენი შაიწირე.

    წმიდათავე არს საკითხავი, პავლეა საკითხავი,

გაბრიელის მამა მე ვიყავი იმათ არსებაო, სანებო,

დიდთაო, დიდებულთაო თასნი დგან სრულდებიან

მღდელთანი, ციისგანთანი. უფალო საკირულს

შაშვენის სანთლით სიმკვიდრე, გზათა სიგრძე

დასიმკვიდრე. ორნი შიშობენ, კარს გადგან

საუღლისასა, თესლისა მაკურთხეველნი გიკურთხნასთ

ჯვარმა და მამამა და ძემან წმიდამა. ადე, ადე

ლელუაო, ადგამდიო ჯვარისა აიმართებოდა ეშმაკთა

საკვლეველი, ხეა ცხოვრებისა. გადავარდებოდა, სად

ხართა მარცხვინანი. ანგელოზნი ახლოს უფლის კარის

გაღებულნი იჭი ჯვარისა უფალმა შექმნა ქვეყნიერება.

შაიმოსა, შაიმყარა, სანთელი სამარიტისო, ბეჭედს

უკვდავებისას წაგვყარენ ბრალნი მართალთა, ბრალნი

მარტვილთა მე არ ვიყავი, მე არობილთ.

    აა, დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, შენ

გადიდას, შენ გაგიმარჯოს ღმერთმა, პირქუშო

ცეცხლის ალიანო. შენ უშველე შენ ყმათ, მადლ

მაგსთხოვს, მადლი მაუთხოე, ბედი დავლათ დაახმარ!

    .

 

 

30. ხუცობა საკლავის დაკვლის წინ ბაცალიგოს

პირქუშის ჯვარში

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს

დღესინდელსა, რჯულ ქრისტიანთასა, დიდება მზესა,

მზისმყოლთ ანგელოზთა!

    შენ შენი მორიგე ღმერთი გადიდებს, არ

მაგიწყენს, არ მაგიძულებსა. იკადრე, აიტანევ შენა

სამთავროდ, გასამარჯოდა, ხთის კარზე მოსახმარადა. შენს მეხვეწურს, ჩოქის

მამხრელს, სამსახურის მამხსენეს სცევდი, ხფარევდი,

შველდი, სწყალობდი. ავის დღისაი, ლაღის მტრისაი,

მავნისა, მარხისაი, ყოვლისა უფარვიდი შენი კალთაი.

თუ რა შაგცოდეს, შაგაწყინეს უცოდრობით,

უმეცრობით, პირის ქარით, ფეხის ნალით, ყმა

შაუწყენი, ბატონ შაუნდობარ არ იქნების. მახრილი

ჩოქი, მათხოილი მადლი, მახსენებული სამსახური,

პირქუშო ცეცხლის ალიანო, დღეს მაგის ყუდროს-

ჯალაფობისაი, კაცისა, საქონისაი, ორფეხ-ოთხფეხისაი,

ქუდოსან-მანდილოსნისაი, ნაშვრალ-ნამუშავრისაი

მწყალობელიმც იყავ.

ბაცალიგო. პირქუშის ჯვრის ხუცესი ს. არაბული.

 

 

31. დალოცვა წელწად დილას ბაცალიგოს პირქუშის

ჯვარში

    გაემარჯვას დიდს პირქუშს, ცეცხლის ალიანს,

ცხრა ფესვ ცეცხლის მათრახიანს. იმის წყალობა

გქონდასთ იმის ყმათ, მშვიდობით გამყოფნასთ, თავის

ბედი დავლათ დაგახმარასთ, მარცხი ზიან გაშორასთ.

ბედნიერ წელ ჩამაგიყენასთ. მშვიდობის წელი კვალი

გამაგიცვალასთ  –  უმარცხო, უზიანო, კაცითა-საქონით.

თქვენკე მამავალ მარცხი-ბირკოლ თქვენის მტრისკე

მიაბრუნასა და თქვენ უზიანოდ გადაგაყრინნასთ

დალოცვილმ პირქუშმ. ჩვენს სოფელს, ბაცალიგოს,

წლევანდელ ზიან ზიანად აკმაოს, ნუღარაით

დააზიანას. უმატე ჩვენს სოფელში წულსა-დ წულის

აკვანს. ნუ გამალიოს ბაცილიგოს კაცთ კითხულ კაცი,

დღიანი, ხმიანი, ხმლიანი, სოფლის პირის

გამმაგრებელი.

    M 17 გვ. 429.

32. სადიდებელი ბაცალიგოს პირქუშის ჯვარში

    წინა ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას, გაგიმარჯოს,

ღმერთო მაღალო.

    მეორე ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას-დ გაგიმარჯოს, კვირაევ ხთის მაკარვეო.

    მესამე ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას-დ გაგიმარჯოს, სახმთო ღუბისთავ სვეტის

ანგელოზო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას, გაგიმარჯოს, პირქუშო, ცეცხლისალიანო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას, გაგიმარჯოს, პირქუშო, ალვისტანისად

მყოლო ანგელოზო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას, გაგიმარჯოს, პირქუშო, მედერბასეო

ანგელოზო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა თქვენ

გადიდნასთ, გაგიმარჯოსთ, პირქუშ მოლაშქრე-

მორაზმენო.

 

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას, გაგიმარჯოს, თეთრო გიორგი მინდორისაო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას, გაგიმარჯოს, გიორგი აზადო, ხახმატის

ჯვარისაო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას, გაგიმარჯოს, თავადო მთავარანგელოზო.

ბაცალიგო. პირქუშის ჯვრის ხუცესი ს. არაბული.

 

 

33. შეხვეწება პირქუშის ჯვრისადმი სანადიროდ

წასვლის წინ

    დიდო პირქუშო, შენდ შამამიხვეწებავ,  ნადირთ

ხოცაში ხელ მამიმართ, ავ თვალ-გულს ნურაზე

გამამაყოლებ მეთვალყურად. რქა-ჯანგიანი

მამაკვლევიი, დალოცვილო, იმის რქათ შენდ არ

დავიშურებ, შენ დარბაზის კართ დავხკიდებ.

 

 

34. მოკვეთა თემისაგან ბაცალიგოში

    ესა-დ, ეს კაცი სოფლის პირის ჩაშლაზე

მოკვეთილი ას სოფლისგან (დაასახელებს მისგან

ჩადენილ დანაშაულს). ჯვარსამც მაგდიოდასთა-დ

კაცსაც. დღესიდგენ მაგას ჩვენ მეზობლობა აღარ

ეთქმის. ეგ მაშორებული ას, მაკვეთილი. მაგისა საქონი

საქონში ნუ გაერევისა-დ კაცი კაცთაში ნუ მავ.

ცეცხლ არ ექნების, ცეცხლ არვინ ჩაუდოს. ცეცხლ

წაეკიდების, ცეცხლ არვინ გააქროს. მაკვდების ვინ,

დასამარხავად არ ვინ მივიდას. დიაც-დედათაში ნუ გავ

მაგათაიდ კაცი მამითაში. იყვნან, იცხოვრან თავისად.

ეგენი სოფლის პირს არ ეკარებიანა-დ სოფელს

რაადაღ უნდ მაგათ თავი. თუ ეგენი უსოფლოდ

იქნებიან, სოფელიც იქნების უმაგათოდ, სოფლის

პირის დამრღვევნი. სწყალობდას პირქუში იმ კაცს,

ვინაც ამ პირს მტკიცედ შაინახავს, მაგათ არაად

გაიკარებს, მაგათ არაში მიეშველების. ღრისხევდას

პირქუშის ძალი იმ კაცს, რომელნიც ჩუმად მაგათან

სიარულს დაიწყებსა-დ სოფლის პირს ვერ შაინახავს.

ხო გაიგონეთ ხალხო რა ამბავი, როგორ ტეხენ

სოფლის პირს.

     –  გაუწყრას სოფლის პირის გამტეხსად! წყალობა

მისცას სოფლის პირის გამმაგრებელს!

 

 

35. დარისხება პირქუშის ჯვარში წელწად დილას

    გაუწყრას სოფლის პირის მშლელს, სოფლის

მეღალატეს, ავის ენისას, ავის ხელისას. მიზდიოს

პირქუშმ შვილით შვილამდე, ქალის შვილამდე,

გააძევას იმისობა როგორც ერთ სხვა გაძეებულ

ხალხისა და სოფლის მეღალატე ნუ გამაიყვანას იმის

სახლშიით, ნუც ქუდიანი-დ ნუც მანდილიანი.

დააყოლას მავნე მაცილი. მეწაღმართე მააშორას

თავისა და თავის ყმათ მეღალატეს დალოცვილმ

პირქუშმ, მტერი იმის თავზე გაამარჯვასა და გაახარას. ნუ

მაუმართას ხელი ნუც მტერზე, ნუც ნადირზე

ბაცალიგველთ მეღალატეს. ნადირთან ახლოს მისულს,

ნადირნიმც გაუგებენა და დაუმთხვებიანა დაექცევიან.

მტერთან მტრისამც დავლათ მაერევისა და იმის

გამასრეულ ტყვია გაუხვრეტს სოფლის ორგულსა

მეღალატეს გულს. მაწყურებულს წყაროსთან მისულს,

წყარონიმც დაუშრებიან. სამგზავროთ მამავალს,

ჯალაფთვე დაწუხრებულს ჯალაფნიმც გაუწყდებიან.

შინ მასულს კეზიმც დახვდების გატეხილი და კერიას

გარეკებული. ამ სიტყვებით გადააბრუნებდა თასს

ხუცესი და დაღვრიდა. იტყოდა კიდევ:

     –  დაიღვარას ესრ წმიდად ბაცალიგველთ

მეღალატის სისხლი მტრის ხელით. ამ დროს სანთელ

უჭერავ ანთებული, შაღბერნებსად გააქრობს

სანთელსაცა და იტყვის:

     –  გაქრას ეესრ იმისობა, როგორც ეს სანთელ

გაქრ, ამინ, გაუწყრას!  –  ამბობენ ყველანი.

    თასს მეორედ აუვსებდენ. სანთელს კი ცეცხლს

აღარ მაუკიდებდეს, პირდაპირ ჩააგდებდეს ცეცხლშია

 –  და აისრ დასწვევდესა და იტყოდეს:

     –  დაიწვას ამ სანთელივით სოფლის მეღალატეი.

    ხუცესი მეორედ ავსილს თასზე იტყოდ:

     –  გწყალობდასთ პირქუშიც, კვირაეიცა და მაღალ

ღმერთიც. ხთისაგანამც ილოცებით მართალი, მაგარი,

პირქუშის კარის მლოცავი.

    M

36. ლოცვა პირქუშის ჯვარში ქადაგად დასმის წინ

    დალოცვილო პირქუშო, შენ გეხვეწებით, ნუ

შაგვისაწყინდები შაძახილზე. ხორციელნი ორთ,

დალოცვილნო, უტნი და უმეცარნი ორთ. ჩვენს

უცოდინრობას ნუ შააფერებ, შანაცოდვარი და

შანაწყინარი გვაპატივი. გეხვეწებით, პირქუშო,

ცეცხლისალიანო, რო შენს მეენეს დააზემი შენ

გულში ნადები. ვინც წელს შენის დასტურობისა და

სამსახურის ღირსი, ჩვენ ვერ შაგვიძლავ გაგება, შენის

მეენით შენ გვიბძანე, ჩვენ მზას ორთ

შასასრულებლად. თავ ყმად არ გვშურსა და საქონ

ზღვნად. დასტურობას ვისაც უბრძანებ, თავს არ

გაუხრის. დიდება შენს ძალსა, შენს სახელს, პირქუშო,

ცეცხლისალიანო.

 

 

37. წელწად წუხრას მტრის დარისხება

    დიდო პირქუშო! რომენიც შამადის შენს მიწა-

თიხაში ძალით, რომენიც ავის ხელისა, ავის ენისაი

ას, სოფლის, თემის და ხევსურეთის მეღალატე, გამცემ

დამბიზღებელ ას, იმას მიზდი და გაუწყერი,

ამასწყვიტი შვიდ მამამდე. რომენიც თემ-სოფელს და

ხევსურეთს ღალატობს ხელითა თუ ენით,

დალოცვილო, შენ ნუ შაინდობ, ნუ დაინდობ, შენ ხარ ამ ხოყანას ბატონ-პატრონი.

ჩვენ არ ვიცოდათ, თქვენ ხთიშვილნი ნუ შაუწყობთ

ხელს, ნუ ჩაუდებთ ინაბარას, ნუ შაიცოდვებთ თქვენს

ყმათ.

    ხუცესი როდესაც ამას იტყვის ყველა

ქუდმოხდილი დაიძახებს ერთხმად:

    ამინ! გაუწყრას, მიჰყვას, მიჰყვას შვიდ მამამდე!

    M

 

 

38. საქმროს დამწუნები ქალის დაწყევლა

    დიდო პირქუშო! რომელი ქალიც შენთ ყმათ

სწუნობდეს, საქმროს არ ინდობს, შენს ყმას გაეყარას,

სხვაგან წავიდას, იმას ნუ გაახარებ, დალოცვილო! ნუ

მისცემ ბედს და დავლათს შენის ყმის გამწბილეს,

შემარცხვენელს!

 

 

39. საპატიოს დალოცვა ბაცალიგოში

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო მადლი შენდა,

ღმერთო, სულიც შენ გებარებისა და კაციც შენ

გეხვეწების. ღმერთო, გაუმარჯვი პირქუშს

ცეცხლისალიანსა და დიდო პირქუშო, შენ წყალობა

მიეცი შენთ ყმათ ბაცალიგველთ, შენი წყალობით

შაინახენი. პირქუშო ცეცხლისალიანო, შენ

სადიდებელი ასა და შენის დიდებითა, ჩემის სიტყვის

მახსენიებით, ზედამრჩოების დღეგრძელობით, სადაც

თქვენ ხართ ბაცალიგველთ მამ-პაპანო, თქვენებ

შვილები ას, შვილის შვილები ას, თქვენ ანდაბი ას,

რანიც წელს ბაცალიგოს დააკლდით, სადაც თქვენ

სულის ყოფაჲას, ხთის წესით, მღდლის წესით,

იერუმსალეთის ნათლით, ქრისტის გარიგებით,

როგორც ჩვენ ხელთ ას, ეს სუფრაი, სასმელ-სანთელი,

ისრამც თქვენ გეხმარისთ, ცოტა დიდადა, რიოშ

წმიდად ფერუქცევლად, წაუქცევლად. თქვენიმც

სახმარი, თქვენიმც საიაღოი ას. შაგინდნასთ,

მაგახმარასთ ღმერთმა ქრისტიანობის გამჩენმ,

საპატიოთ მამტანები და ზედამრჩობი, ჩემის ხმის

გამგონეები ღმერთმა მშვიდობით ამ ყოფნას, მარხე

ნურავის მისცეს.

     –  შაუნდნას, მაახმარას ღმერთმ!

 

 

40. ხუცობა როშკის ჯვარში

    სადიდებელი

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სადიდებელზე შენ გადიდას

გაგიმარჯოს, ღმერთმა, დიდგორის ვეშაგო ანგელოზო,

ბატონო გიორგიო, შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ

მაიხმარი ეს გარიგებული ჭიქა-ბარზიმი-სადიდებელი,

შენ საყმოსად-საგლეხოსად, ჩდილისად-მზისპირისად

საშველად, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ. ხთის კარზე

შაიტანი. ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    მეორე ჭიქა-ბარძიმზე შენ გადიდს, გაგიმარჯოს

ღმერთმა გიორგი ჯუთა-ვაკეს მშვენიერო. შენა

სამთავროდ; შენა გასამარჯოდ მაიხმარი ე

გარიგებული ჭიქა-ბარძიმი-სადიდებელი. შენ დიდგორის ვეშგის

ანგელოზის, გიორგის საყმო-საგლეხოსად, ჩდილ-

მზისპირისად საშველად, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ

ხთის კარზე შაიტანი.

    მესამე ჭიქ-ბარძიმზე შენ გადიდას გაგიმარჯოს

ღმერთმა კვირაევ კარავიანო, ანგელოზთ მეუფროსენო.

შენა სამთავროდ, გასამარჯოდ მაიხმარი ეს

სადიდებულოდ გარიგებული ჭიქა-ბარძიმი. შენთ

მეხვეწურთად, დიდგორის ვეშაგის გიორგის საყმო-

საგლეხოსად, ჩდილ-მზისპირისად საშველად,

სახოიშნოდ, სამწყალობნოდ ხთის კარზე შაიტანი.

    მეოთხე ჭიქა-ბარძიმზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა ზარ-საკიდელზე მდგომო ანგელოზო. შენა

სამთავრო გასამარჯოდ მაიხმარი

    და შემდეგ სიტყვები, რაიც ზეთას მახსენებაში

სწერავ.

    მეხუთე ჭიქა-ბარძიმზედა, სადიდებელზე შენ

გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა ჭერო-ბეღელზე

მდგომო ანგელოზო.

    მეექვსე ჭიქა-ბარძიმზე თქვენ გადიდნასთ,

გაგიმარჯოსთ ღმერთმა მებორაყენო ანგელოზნო,

თქვენა სამთავრო, თქვენა გასამარჯოდ მაიხმარეთ ე

გარიგებულ ჭიქა-ბარძიმი, სადიდებელნი

    მერვე ჭიქა-ბარძიმზე თქვენ გადიდნასთ,

გაგიმარჯოსთ ღმერთმა გიორგის ლაშქარნო, გიორგის

გორზე მოთამაშენო. თქვენა სამთავრო-გასამარჯოდ

მაიხმარეთ ეს გარიგებული ჭიქა-ბარძიმი, სადიდებელი.

    მეცხრე ჭიქა-ბარძიმზედა, სადიდებელზე შენ

გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, ლაღო იახსარო, დევ-

დედაბერთად მებრძოლ-მეომარო, აბუდელაურ სიმურში

ნატყვევარო, ხთისაგან მხარახსნილო, შენა

სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი სადიდებელი,

გარიგებული ჭიქა-ბარძიმი, შენ მეხვეწურთად

    მეათე ჭიქა-ბარძიმზედა სადიდებელზე შენ

გადიდს, ღმერთმა, ხახმატის ჯვარო, გიორგი

ნაღორმშვენიერო, ნაღორევს მებურთვალო, ხელო

სამძიმარო, იმის მოდე-მომხრენო, ხმელეთზე ხმის

მტეხო, რჯულიან-ურჯულოთ სალოცაო, ქაჯავეთის

გამტეხო, დიდოეთის გამბეგრაო. მარიგის ხთისაგან

მალოცვილი გაქვ ცის კიდურში შამაძახილის

გაგონებაი, მეხვეწურის შახვეწებაი-დ დახმარებაი,

შენად სამთავროდ, შენად გასამარჯოდ მაიხმარი ეს

ჭიქა-ბარძიმი, სადიდებელი, შენ გიორგის საყმო-

საგლეხოსად, ჩდილისა-დ მზისპირისად, მაგათ

თავისად ჯალაფობისად საშველოდ, სახოიშნოდ,

სამწყალობნოდ ხთის კარზე მაიხმარი.

 

    თქვენა სამთავროდ, სადიდებულოდ მაიხმარეთ ეს

ჭიქა-ბარძიმი, სადიდებელი, ნახსენებნო ანგელოზნო,

თქვენთ მეხვეწურთად, გიორგის საყმო-საგლეხოსად

საშველად, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ ხთის კარზე

შაიტანეთ, ღმერთი თქვენს ბატონობას გაუმარჯვებს.

გეძახსთა, გეხვეწებისთ დასტურ-ბუჯირი, ხელოსან-

გამძღობარი.

    შენ საყმო, ჩდილი, მზისპირი სახელიან აიტანი,

ხთის კარზე მაიხმარი ჭიქა-ბარძიმი, შენ მეხვეწურ

სანთელი, დიდგორ ვეშაგო გიორგი.

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს

მშვენიერსა, მზესად მზის მყოლთ ანგელოზთა, დიდება

შენს სახელს, დიდგორს ვეშაგო ანგელოზო, ბატონო

გიორგიო! დიდება დიდ კვირიეს ანგელოზთ

მეუფროსეს. დიდო ბატონო დიდგორ ვეშაგო

ანგელოზო, გეძახს, გეხვეწების შენ საყმო, ჩრდილი-

მზისპირი. შენ დავლათ დაახმარი, მოწაღმართე

ანგელოზ დაუყენი, მებალინჯე ჩამახხსენი, სახელიან

აიტანე ხთის კარზე მოიხმარი, ნურას მარცხსა, ზიან-

ბირკოლს მახკერძებ, კაცისას, საქონისას მაკლეი-დ

მავნე მააშორი. უშველი, უმეშვლი ავის დღისად,

ლაღის მტრისად, სენისა სასჯელისა, საზიანოს

საქმისად. თუ ხთის კარით ხთის იასაულნი

ხორციელთ დასაბეგრავად, ხორციელთაზეით ყალნის

ასაღებად გამოვიდოდან, კვირაეს სარდლობდან, შენ

მეხვეწურთ ყუდროს მარცხს-რა ზიანს ნუ მახკერძებ,

უზიანოდ გაისტუმრიდ, შენ საყმოსად-საგლეხოსად

ჩდილ-მზისპირისად, მაგათ თავისად, ყუდრო-კარისად,

ჯალაფობისად. კაცისად, საქონისად, ორფეხ-

ოთხფეხისად, ნაშვრალ-ნამუშავლისად. მეშველი,

მწყალობნელიმც, მლხენელი, მხოიშნებელიმც იქნები.

 

    კურთხევა

    სახელითა ხთისითა სარხიელისითა, თავსა

დაგადგეს ყოვლითა და ყოვლებითა, სიტყვითა

დამრავლებითა. წმიდა არსებულო, არსები

ამაღლებულო, წმიდად იყო საკითხავი, ვინაა

საკითხავი პავლეია საკითხავი. აბრიელი ოხითა

მრავლითა, ბევრითა ბევრეულითა მაში მავიდა უფალი

ათასითა გუნდითა, ათასითა ანგელოზებითა, მწარე

ახსნა სულნი ჩვენნი, აუტივნა ტილონი ან ხილო, ან

შატოლოებაო. შატყუილებითა გველისითა, შაცდენითა

ეშმაკისითა, არა დედაკაცისითა, არა მამაკაცისითა,

არა პირითა ბაგოზელისითა, ღმერთო ხთობაო,

გალობაო, სარწმუნოებაო, მზეი გამარწყვილებულა,

ეგია ჯოჯოხეთი ურძეო ურღვეველი, დიდია ზღუდება

ჩვენი. ცასა მტრედი გადმანახდა სიხარულსა

მოითხოვდა ჩვენნო ძმანო სიონისანო მტკიცენო მტკიცედ იყვენით, საქმისა ჩვენსა

ღმატებდით, განა ცუდა შრომა იყო, რომენი იწვა,

ეძინა ჩვენისა ოხისა კვირაისითა, ადგეს  წავიდეს

მაახსენეს ხთის მოწაფეთა, ანგელოზთა ადე

განიღვიძე. ადგა განიღვიძა დილისნია ფრია, დაძღვეს

ეგენ უფრო, საყიდელნია ცათაჩია, თქო უფალმა

ყოველმა ერმა სიტყვა უფლისა, მამისა, ძისა, ჩვენ

ჯვარისა ჩვენისა წმიდისა. მაშინ შესწყალდეს უფალსა

ობოლნი, გახსნა გაიღნა ბარზიმნი წაწიმიდნა სულნი,

პირველა სანთელი წმიდათაკეა, მეორე სანთელი

გიკურთხას მამამა ძემა ჯვარმა წმიდამა. მესამე

სანთელი თესლის მაკურთხებელი გიკურთხას მამამა

ძემა ჯვარმა წმიდამა ადამდე.

    მეოთხე სანთელი სამოთხის მანათობელი

გიკურთხას მამამა ძემა ჯვარმა წმიდამა ადამდე.

    მეხუთე სანთელი ბართოლაკია, მარგალიტისა

მთოველი, გიკურთხას მამამა, ძემა ჯვარმა წმიდამა.

მეექვსე სანთელი: ექვსნი ძენია-მთხრობელნი,

მგალობელნი ღაღადობენ და ბძანობენ. გიკურთხას

მამამა ძემა ჯვარმა წმიდამა.

    მეშვიდე სანთელი შაშრეტელი, ზღუდე აქვ

შაურღვეველი. პატრუკი შაურყეველი, გიკურთხას მამა

ძემა, ჯვარმა წმიდამა. მერვე სანთელი გაბრიელ

მახარობელი, გიკურთხას მამამა ძემა, ჯვარმა წმიდამა

ადამდე. მეცხრე სანთელი: ივანე ნათლისმცემელი

გიკურთხას მამამა ძემა ჯვარმა წმიდამა ადამდე. მეათე

სანთელი: პურ-ღვინის მაკურთხეველი გიკურთხას

მამამა ძემა ჯვარმა წმიდამა ადამდე. არამც კი არა

შაგეძლას გვიწყალენ; მამაო, ძეო, ჯვარო წმიდაო.

სანთელო სამარეტისაო, ბეჭედო უკვდავებისაო.

დასრულდა წირვა ჟამისა, ამაღლდა ძალი, დიდება

ჯვარისა მაღლისა უფალი დიდებისა ქუხდა ცათა

ზედა მქუხარეთა ოხითა. გვიწყალენ და გვეკურთხიენ.

კურთხეულ არს სახელი შენი აწდა მარადის უკუნითი

უკუნისამდე.

    სწყალობდას დიდგორის ჯვარის საყმოსა-

საგლეხოს, ჩრდილსა მზისპირს დიდგორის ჯვრის

დავლათი.

 

41. მესაფუვრის განათვლის ხუცობა როშკაში

    შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს

სამსახური, მუჭათ სანთელი, აპარეკაზე მესაფუვრეზე

მდგომო, მავალო ანგელოზო, დიდგორ ვეშაგო

გიორგიო, დღისა-ღამის მცაო, მფარაო საოცრების

მყენეო, შენ მესაფუვრისად აპარეკაისად, მაგის

თავისად ჯალაფობისად საშველად, სამწყალობნოდ,

ხთის კარზე მაიხმარი. ღმერთი შენთ ზღვენთა

დიდებას მაუმატებს.

 

 

    ხუცობა საკლავისა

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, მზესა, მზის

მყოლთ ანგელოზთ, დიდება დიდს კვირაეს, ანგელოზთ

მეუფროსეს. დიდება-დ გამარჯვება შენდა, დიდგორ

ვეშაგო ანგელოზო, ბატონო გიორგიო. გეძახს,

გეხვეწების მესაფუვრე აპარეკაი, შენ დავლათ

დაახმარი მოწაღმართე ანგელოზი დააყოლი,

მებალინჯე ჩამახხსენი, მეწაღმართე დაუყენი,

სახელიანი ზღვენ-სანთელ აიტანი, ეს მუჭათ-სანთელი

ხთის კარზე მაიხმარი. ნურას მახკერძებ მარცხსა,

კაცისა, საქონის მაკლეს, უშველი, უმეშვლი ავის

დღისად, ლაღის მტრისად, სენისად, სასჯლისად,

საზიანოს საქმისად. თუ სად რა გამავიდოდან ხთის

კარით გამაშობილნი ხთის იასაულნი, ხორციელთ

ბეგრევდან, ყალანს იღებდან, კვირაეს სარდლობდან,

უზიანოდ გაისტუმრიდი, სენი, სასჯელი მაარიდიდი.

შენ აპარეკაისად, მაგის თავისად ჯალაფობისად,

ყუდრო-კარისად, ორფეხ-ოთხფეხისად, კაცისა

საქონისად, ქუდოსან-მანდილოსნისად, ნაშვრალ-

ნამუშავლისად მეშველი, მწყალობნელი,

მხოიშნებელიმც იქნები.

 

    საკლავის კურთხევა

    დღეს ღირსა ხსნილობა, ჯვარსა კურთხეულობა,

კურთხეულიმც არის ღმერთი უფალი, აწდა მარადით

უკუნით უკუნისამდინ.

    სამებაო წმინდაო. შეგვიწყალნა ჩვენ სამებამა

წმინდამა, გვაცხოვნენ და გვაკურთხენ, განგული

ურჯულოება ავედრია სული ჩვენი, მამასა მოწყალესა,

მამაო და ღმერთო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშია, მახვე

ხოყანათშია, მაგვიშვი და მაგვიტიე პური ჩვენი

არსობილთა, რაც უფალმა მაგგანიჭა. ნუ შაგვასხამ

განსაცდელსა, შავსწირავ ღმერთსა მსხვერპლთა

ქებითა. მიხუცულობით შენითა ნათქვამი შენ

გააცხადე, ოქროს ხატო მეუფეო, ნათქვამი შენ

გააცხადე. შენ გიხსენე, ჩვენ გადიდებთ. დღეს ჩვენისა

რჯულის თავსა თვალნი მაღლა არიან მაღლისა

ხთისანი, ხოლო სიმაღლესა დაბალთაგან

ამაღლებულა, რა ჟამთა მოვიწიენით მცხრომალეთა

მდინარეთა. ღმერთო, რა ჟამნი გვიხსენი

მცხრომალენი, მდინარენი, თვალნი ჩვენნი მცემარნია,

ფეხნი ბირკოლებისაკე. მორე მოვიდოდა ადგილსა ამას

იასე კეზორე, ფილიპესა იკითხავდა. სათნო იყო

ყოველი ჩვენს წინაშე მცხოვარი. რაითუ იცნა უფალო

პეტრე მოწამეა ხთისა, არსილნი შაშინებულან,

არსილნი შაკვირებულან, გალილიასა ეტყვიან ძეთა

რაღა თქვიან ჩვენთა, კაცისათა, პეტრეს უთხრეს: ეგე

ვინ გონია, ანუ ვითა ნუინმერელია თავიც იხსნა. ჩვენც

გვაცხოვრნა, განგულო ურჯულოებაო გავედრია სული ჩვენი, მამასა

მოწყალესა რომელნი ხარ ცათაჩია მილთა იყავ

ცათაჩია აგრივ ხოყანათაჩია, სარწუნია მავიდოდა

ბრძანებდა მოითხოვდა, სიტყვა ხთისა ხმა უფლისა.

ღმერთო ერის შორისაო, უფალო ნების ჩვენისაო,

მოგვე კეთილი ყოველი ზღუდენი ავაშენენი,

იერუსალიმისანი. იაკობ ხოლო პირველი რაითუ იცნა

უფალმა. რასა მსვვრიან სისხლითა ღმერთსა მამასა

მამავლილებულსა, სიტყვა ხთისა, ხმა უფლისა

მავისმინიე, საქმე უკეთურნი მავისმინენ ჭეშმარიტად,

უკეთურის გინებითა, შენზე მასხვეპარია, ჩვენზე

მაკურთხეველი. ურუმსალე შენა ხარ, ბოლო  –  იაკობ

პირველი. ვარქინა ღმერთსა შავსწირენ, ხოლო სამნი

სიტყვანი ხთისანი, ან გარიარა ღმერთსა მთავარ-გარე

შამოვლელსა, ჯვარსა ამას წმინდასა, ღმერთო ისაკ

და იაკობილთა მამაო მავნებელო, რომენმა შაღმოსენ

ცანი ღრუბლითა, მიწანი  –  მწვანილითა. გადახკარ,

გადაამზადე წვიმა ხოყანათაზე. შენია დღე-ღამე, შენ

დაამკვისე ბნელი, ნათელი. შენდამი ამას ყოველმა

ერმა უფალო, აკურთხე თესლი ესია, აკურთხე მარილი

ესია, სკა-სკანალე, წყალჩი იორდანე, ღვინო

გამასცვალე, ბაღდადაუარე. საკონსა ამას, ბაღდაა.

დახკალ არა შჭამე, დასთხიე სისხლი მისა, კურთხევა

იყვა კრავისა, ცოცხლისა შენება ღირსია მაროტი

გამოვიდა. აკურთხა სახითა სარხიელითა სახელითა

ხთისითა სარხიელისითა, გამოვიდა და აკურთხა.

 

    შესახელება

    შენა სამთავროდ იყოს, შენა გასამარჯოდ იყოს ეს

სამსახური-დ მუჭათ-სანთელი, შენ აპარეკაზე მდგომო,

მავალო ანგელოზო, შენ აპარეკაისა-დ მაგის თავ-

ჯალაფობისა ყუდროსად ხთის კარზე საშველად,

სახოიშნოდ მაიხმარი, ღმერთი შენს ძალს, დიდებას

მაუმატებს.

    ხუცესი დაკლავს საკლავს, შუბლზე და გულზე

მესაფუვრეს სისხლის ჯვრებს გაუკეთებს და ამბობს:

    შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს

სამსახური მუჭათ-სანთელი აპარეკაზე მესაფუვრეზე

მდგომო, მავალო ანგელოზო, დიდგორ ვეშაგო

გიორგიო, დღისა-ღამის მცაო, მფარაო, საოცრის

მყენეო.

 

 

42. ხუცობა როშკის დიდგორის ჯვარში

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელი, დიდო

დიდგორ ვეშაგო გიორგიო, შენ უშველე შენთ ყმათ,

როშკიონთ. შენ დავლათი დაახმარი. ნაძახნებ გაუგონ,

დალოცვილო, შენთ ყმათ შენს ხსენება-დიდებაზედა-

დ შამაძახილზე ნუ გაუწყრები. მე შენდ

შამამიხვეწებიან შენ ყმანი, დიდო გიორგიო, შენ შენს გამჩენს ღმერთს

შაახვეწენი. წელ მშვიდობისა, ღალიან-ბარაქიან

დაუყენე, მშვიდობით ატანილ ცელ-ნამგალი

მშვიდობით დაადები, მარცხი-ბირკოლ მააშორი,

სახელიან ზღვენი-სანთელ აიტანი, ღმერთი შენს

ბატონობას გაუმარჯვებს.

    მეორეზე ახსენებს როშკისგორ მთავარანგელოზს.

როგორც გიორგის, ასეთივ მახსენებით მაახსენებს

მთავარანგელოზისად დასაკლავს საკლავსაცად

ახვეწებს ყმათ, როშკიონთ.

    მესამეს საკლავზე ახსენებს კვირაეს ძალიან-

მადლიანს, ხთის მაღლის მოკარვეს, ანგელოზთ

მეუფროსეს (როშკაში ასეთის სიტყვებით ახსენებენ

ხუცები და მკითხავებიც კვირაეს). აქაც შაახვეწებს

გიორგის ყმათ რო უშველას კვირაემ. მახსენებას

მახყვების ხუცობაი, ხუცობას  –  კურთხევაი.

 

 

43. სადიდებელი როშკის მთავარანგელოზის ჯვარში

    წინას ბარზიმზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, ბატონო მთავარანგელოზო. შენა სამთავროდ

შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე სანთელი,

სადიდებელი, შენთ ყმათად როშკიონთად საშველოდ,

სამწყალობნოდ მაიხმარი, ხთის კარზე შაიტანი,

ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    მეორე ჭიქა-ბარზიმზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, დიდგორ ვეშაგო გიორგიო და შემდეგი

ყველა ზემო თქმული.

    მესამე ჭიქა- ბარზიმზედა შენ გადიდას ღმერთმა,

კვირაევ ძალიანო, ანგელოზთ მეუფროსეო.

    მეოთხე ჭიქა-ბარზიმზე შენ გადიდას ღმერთმა,

იახსარ ხთისაგან მხარახსნილო, დევ-დედაბერთ

ნაომარო, აბუდელაურ სიმურში ნატყვევარო.

    მეხუთე ჭიქა-ბარზიმზე შენ გადიდას ღმერთმა,

ღუბისთავ სვეტის ანგელოზო.

    მეექვსე ჭიქა-ბარზიმზე შენ გაგიმარჯოს ღმერთმა,

გიორგივ მინდორისაო, ალავერდით გამობრძანებულო.

    მეშვიდე ჭიქა-ბარზიმზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, როშკისგორ სვეტისა მყოლო ანგელოზო

    მერვეს ჭიქა-ბარზიმზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა მარიამწმინდაო, ბედნიერო ადგილის დედაო.

    მეცხრეს ჭიქა-ბარზიმზე თქვენ გადიდნასთ

ღმერთმა მთავარანგელოზის ლაშქარნო, ქარჩისკალოს

მათამაშენო, მორაზმე მესაათენო.

    მეათეს ჭიქა-ბარზიმზე შენ გადიდას ღმერთმა,

გიორგი ნაღვარშვენიერო, ნაღვარევ მობურთვალო,

ხელო სამძიმარო, იმის მოდე-მომხრენო, ხმელეთზე

ხმის გამტეხო, რჯულიან-ურჯულოთ სალოცავო,

ქაჯავეთის გამტეხო, დიდოეთის გამბეგრაო. მარიგის ხთისაგან მალოცვილი გაქვ ცის კიდურშიით

შაძახილის გაგონებაი. მეხვეწურის შახვეწებაი,

გაჭირვებაში დახმარებაი.

44. სულის ხუცობა (როშკა)

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა.

ღმერთო, უშველი ამ მასპინძელს (სახელი), ჭირის

პატრონს, მარხეს ნუღარას დააღირებ. აკმა ზარალ

ზარალად, მარცხი ზიან ზიანადა. კლოვ ლხინზე

შაუცვალი ეს ტაბლაიცა-დ ლხინის მაკეთე-მამკითხავ

უდინი დღეს ამას იქით. ღმერთო, უშველ ამ მასულ-

მაწეულ ხალხსაცა-დ მარხეზეთ ნუღარაზე ვის დაჟჯი,

დახარჯავ კლოვ ლხინზე ადინენ ამ სახლშიაცა-დ

შინაც ლხინ მიეც.

    სულთა გვიწყალენ, გვაკურთხენ, კურთხევითა

მაღლისა ხთისითა, გვიწყალნეს ჩვენ დიდისა

წყალობითა, მრავლითა მოწყალებითა, მრავლითა

მოწყალისითა, ვარა დღე, ვახარე ვარა დღესა ამას

სულისასა, უხარწერი ესე წვრილ იყვა რომენმა

შახკაფე ჯოჯოხეთი ძალითა და შაძლებითა მყოლის

მამისითა ჯვარისა წმიდისითა. სულნი ნათლად

გამაასხენ, და შაასხენ წრიაღსა რომენსა აბრამისასა,

წმიდანო ანგელოზნო სულთმბოკვარნო სულთა

მაყარნო, დიაკონო, ქორო პირველო, იორდანეს წყალზე

გარდმანახდებოდა ნათელი ნაკურთხეველსა,

კურთხეულიმც ხარ შენ, უფალო ჩვენთაო, ქებულო და

დიდებულო მამათაგან ჩვენთა, დიდებაო, დიდება

ამაღლებულო, ჩვენ ქებით შავსწირავთ ზღვენთა

დიდებისათა, შავსწირავთ ანგელოზთა სალსა

გალობასა, შენ უთხარ იერუმსალეთისაო, შენ იყავ

იერუმსალეთს ნატრულო სტეფანო სანატრელო,

ხთისაო გვირგვინ და მოსთილო. ქრისტეს წამებულო.

რომენთა მუცელთა ქალწულისათა შახკაფენ ცანი

ანგელოზთანა. ხოყანანი ქრისტე პატიოსანი, ნება იყო

უფალო არცა ძალია, ხსენება განისვენება იყო,

ვისადაც სანთელ ენთების, ტაბლა ეგების, სულწმიდა

მაიხსენების, სულსამც შენს მაეხმარების, დადგმულ

ტაბლა, კოდი, სანთელი, დადგმულნი თასნი, ავსებულნ

ყანწნი, ჭურჭელი. შენსამც სულს ანათებს,

ანათლიერებს, აიაღებს, ცოდვასამც გხდის, მსჯელსა

მჯავრესამც გარიდებს, სამძიმარსამც გიზუბუქებს,

ცოდვანიმც შაგენდობიან ენით ნათქვამი, ხელით

ნაქნარი, წინ მაგებებულ, უკან მაწეული, ყურით

განაგონარი. სიკვდილის დღეს დამწყვდეულს თვალით

ნახული- დ ვერ დამალული შენისამც ცოდვილის

მხდელი, ცოდვისამც მადლად მქონელი, თუ რა

სულმკვდარ გაწუხებდასთ, შანდობას გველოდდას, ჩვენ

ვერ ვგონობდათ, თქვენითამც ნებით დაიწევთ

ტაბლაზე, ძალითამც ნუ ვინ გამაგეკიდებისთ. ცოტაიმც დიდად

გეჩვენებისთ, რიოშიმც წმიდად გეჩვენებისთ,

ფერუქცევლად, წაუქცევლად ეემ სინათლით თქვენამც

ხხმარობთ. გარგასთ, შაგინდნასთ ღმერთმ მრავალთა

მაწყალება. მასპინძელს ბარაქასამც აძლევთ, ავსა

მარხესამც ნუღარას მახკერძებთ.

    შაუნდნას მაახმარას ღმერთმა ქრისტიანობის

გამჩენმ  –  იტყვიან ყველანი.

    მასპინძელს დალოცავენ: აგაშენასთ ღმერთმ

(მასპინძლის სახელი) ბარაქა მაგცასთ, მშვიდობით

გამყოფნასთ. მარხეი-დ ავ ნუღარა მაგცასთ, ნუღარა

დაგაღირასთ, ლხინზე შაგიცვალასთ ეს ტაბლაიცა-დ

მაკეთე მამკითხავიც. თქვენ ავზედად ურიგოზე

ნუღარა-ვინ გაგსაჯნასთ დაგხარჯნასთ, ლხინზე

გადინნასთ დღეს ამას იქით, მაკეთისაცა-დ შინაც

ლხინ მაგცასთ. შაუნდნას ვისადაც ილოცების კი,

მაახმარას (ყველან დაილოცებიანა-დ შასმენ).

 

 

45. სადიდებელი ღულში

    დიდება ღმერთსა, დღეს დღესინდელსა, მზესა,

მზისმყოლთ ანგელოზთა.

    დიდება დიდ კვირასა, მაღლის ხთის მოკარესა!

ხთისაგან გამარჯვება შენდა, შენის გამჩენისაგან.

    სახმთო ბერო ბაადურო, წინა ჭიქა-ბარძიმზედა

შენ გადიდას, შენ გაგიმარჯოს.

    მეორე ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, წმიდაო ხთიშობელო.

    მესამე ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, კვირაო, ხთისაგან კარავიანო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა, შენ გადიდას და შენ

გაგიმარჯოს, სახმთო-სახატეს მდგომო ანგელოზო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას და შენ

გაგიმარჯოს, პირქუშო პირცეცხლიანო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას და შენ

გაგიმარჯოს, გმირო კოპალავ, ლაღო-ლახტიანო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას და შენ

გაგიმარჯოს, მთავარო მთავარანგელოზო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას და შენ

გაგიმარჯოს, წმიდაო ხთიშობელო, ადგილის დედაო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას და შენ

გაგიმარჯოს, კვირია თელანერგისაო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას და შენ

გაგიმარჯოს, სანება ახოსწვერისაო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას და შენ

გაგიმარჯოს, გიორგი წყაროსთავისაო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას და შენ

გაგიმარჯოს, ხელო სამძიმარო, ჯულიან-უჯულოთ

სალოცავო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა თქვენ გადიდასთ და თქვენ

გაგიმარჯოსთ, ლაშქარნო ხთისანო, ხთიშობლისანო.

 

    ხთისაგან გამარჯვება თქვენდა, ხთისგან

ნახსენებო ანგელოზნო, თქვენ დიდის შაძლებისა,

თქვენ დიდის გავედისა. თქვენ თქვენი მორიგე ღმერთი

გადიდებსთ, გაძლიერებსთ, არ მაგიწყენსთ, არ

მაგიძულებსთ; თქვენ თქვენს მეხვეწურს, ჭიქა-

ბარძიმზე, სანთელ-საწირის მამხსენეს, კოდისა,

ბადაგისა მამხსენეს ნუ მაიწყენთ, თქვენთ ხსენება-

დიდებას მეემატების. სცევდი, ხფარევდი ავი დღისად,

მწარი სიკვდილისად, მონისად, მავნისად. შველდი,

სწყალობდი. მაგათ თავს ყუდროს-ჯალაფობისა,

მაშვრალ-ნამუშავლისა კაცისა, საქონისა მეშველიმც,

მწყალობელიმც იქნები.

    მოგცას წყალობა ნახსენებ ანგელოზთა სახლისა

ყუდროთ პატრონს.

ღული. გ. არაბული.

 

 

46. ხუცობა სახლის განათვლის დროს ღულში

    შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ ას, ყუდრო-

კრის დამჭერო ანგელოზნი, მოხსენებული სამსახური.

ამით შენ გადიდას ღმერთმა, შენ გაგიმარჯვას. შენ

შენი გამჩენი მორიგე ღმერთი გადიდებს, არ

მაგიწყენს, არ მაგიძულებს, შენ მეხვეწურთ, ნუ

მაიწყენ, ნუ მაიძულებ. რასა მხარზედა, გულზედა

გეძახდან, გეხვეწებოდან, იმაზედ გაუგონიდი, შენი

წყალობით შაინახნიდი, ნურას მახკერძებ, ნურას

დააღირებ. ავს საქმეს ეკერძებოდას, გარდაუგდიდი, ავ

საქმე კაზედ მაუხდინიდი, ზაფხულობა მშვიდობით

გადააყრიდი, ნაოფლარს, ნამაშვრალს ჯვარ

დაუწერიდი, მაქარ-მაღალატე მაუშორიდი. დღეს

მახრილი ჩოქი, მათხოილი მადლი, მოხსენებული

სამსახური შენა სამთავროდ ას, შენა გასამარჯოდ,

ხთის კარზედ მასახმარად. შენ შენ მეხვეწურთად,

მაგით თავ ყუდროთ ჯალაფობისად, კაცისად,

საქონისად, ორფეხ-ოთხფეხისად, ქუდოსან-

მანდილოსნისად, ნაშვრალ-ნამუშავრისად, ბედისად,

ბოლოსად, ყურთა მსმენელთად მეშველი, მწყალობელი,

წაღმამდეგი იყავ.

ღული. ა. არაბული.

 

 

47. მადლის მოთხოვნა ჯვრისად ქადაგად დასმის წინ

ღულში

    დალოცვილო, ჩვენო სალოცავო, ნუ დაშჩები

სხვათ ხთის ნაბადებთაზე ნაკლურად, რო ხთის კარზე

კოდ-ბადაგნ არ გქონდან საღირსლად, შენ საყმოთ

სამღირლადა სახოიშნოდ.

 

 

48. კურთხევა (ღული)

    ღირსა ხსნილობა, ჯვარსა კურთხეულობა,

კურთხეულიამც უფალი, აწ და მარადი უკუნითი

უკუნამდე. შაგვიწყალენ ჩვენ ყოველნი სანება

წმინდამა, გვაცხოვნა და გვაკურთხინა. გაგება და

უძლობა, გევედრება სული ჩვენი. მამაო ჩვენო,

მოწყალეო, რომელი ხარ ცათაშია, ეგრე ქვეყანათაშია, მოგვიში და

მოგვიტიე პური ჩვენი არსობილთა, ნუ შაგვასხამ განსა

ჩვენსა. ხატო, ხატო, მეუფეო, დღესა ამას სჯულისასა!

შავსწიროთა სხვერპლითა, ქებითა, მიხუცულობითა

შენითა, თვალნი მაღლა არიანა, თვალნი მაღლისა

ღთისა, ხოლო კაცთა სიმაღლე დაბლიდგან

ამაღლდებიან. კაცთა რამ ჟამ მასწევია ცხრომალე,

მდინარე ამპარტიონთა, მაშინ გაეხვნენ ძალნი ცათანი,

ხოყანა შახარწმუნდებოდა, ცხოველი თესლი შენია,

ცხოველი მაცხოვრებაო, შენია დღე და შენია ღამე,

შენ დაამკვისე ბნელი და ნათელი, შენ ეგ კი არა,

ყოველმა უფალმა მოგცა დარიგება. ხუთითა პურითა

ხუთათასნი დააძღნა, ანისტითა ერთითა ას თორმეტნი

აავსნო. უფალო, აკურთხე მარილე ესე სკანი-სკანარე

წყალს იორდანე წყალი ღვინოდ გადასცვალე უფალო,

აკურთხე თესლი ესე, რომ სამნი მანანნი, ყრმანნი

ისხდეს, პურსა სჭამდეს მათ არა არ შაერგინებოდეს,

ტაბლასა მაგათასა, განარა წმინდასა. ბაღდა დაღკარ,

დაუარე, არა სჭამე ხორცი მისი, დასთხიე სისხლი

მისი. ქრისტიანობის მყოფელო, პირველნი ჩექარნი,

ალამ ცეცხლია  სერებილნია, ქერებილნია,

მეურქველისა მოქმედი უფალო ღმერთო, მოგვანიჭენ

დღესა ამას სჯულისასა. კურთხევა ცოცხლისა

კრავისა, ღირსია მარადისა, ეკურთხა და გამოჩინდა

სახიერისი სახიერისით, საკითხავ იყვა წმინდათაგან,

საკითხავი პოვლეია, გაბრიელია, მრავლითა სიტყვანი

გამრავლებითა მაღალთა შიას ჯვარითა, მაშინ მოვიდა

უფალო ბევრითა, ბევრეულითა, ათასითა გუნდითა,

ათას ანგელოზებითა წარიახნა სულნი

მიცვალებულთანი, წაუტივნა სტილონი, მახილა

უსტმუნოებითა, შატყულისითა გველისითა, ან

დედაკაცისითა, ან მამაკაცისითა ან თვითანა ფიცითა

თარგანისითა. ღმერთო, არსებაო, ღთებაო,

მთავაროანგელოზო, საფლავ დაუმარწვილდებოდა,

ეგია ჯოჯოხეთია, ურღუელთია. მაშინ გაეხვნეს ძალნი

ცათანი, ხოყანა შახარწმუნდებოდა. შენ თუ ხარა, შენ

უფალი ღმერთი ჩვენი, ხოლო წმინდა სული შენი

აიღეს, მიიღეს ღმერთთანა პატივის ცემითა თაყვანისა

ეგია. წმინდა არსებულ-არსებულო, არსებულ-

ამაღლებულო, მანამდიან ვიყვენითავ, წმინდან

ვიყვენითავ, სახელს ვიყვენითავ უფლისასავ. მე არ

ვიყავ, უფალო, მიარობილისა უხითა, გიორგისითა,

მეორე, ნეფე გიორგიო, ბევნი ჩემნია უსჯულოებანი.

აუტივნეს და ადიანა ღმერთს ეხვეწებიანა. ავიდეს

მაღლა, გააცხადეს მაღრანსა ტაძარსა აბრამისასა. გიკურთხა მამამა, ძემა, ჯვარმა და

ღმერთმა ყოველმა. ივანე მართოლაგია, მა თესლის

მაკურთხეველი, გიკურთხა მამა, ძემა, ჯვარმა წმიდამა.

ეს სამნი სანთელნი მასკარისანი, ტაზარო, ეკლესიაო,

შე სანატრელო, ღვთისაო, თუ რაი შენს ქვედ მოიდა,

ქადაგობა ქნაო, დასტურობა ქნაო, სულნი ღმერთს

შემოგაბარნაო. ეს სამნი სანთელნი ნათობენ, უფალო,

საკურთხევლის შენს წინა. პირველი სანთელი

გაბრიელ მახარობელი, ეგ მეორე სანთელი  –  ივანე

ნათლისმცემელი, ეს მესამე სანთელი  –  მხმობელი და

მგალობელი. გაკურთხა მამა, ძემა, ჯვარმა და

ღმერთმა ყოველმა. ეშმაკი იკვლოდა, ხიაგი ცხოვრება

ზეით გადავარდაო, ასრულდა წირვა ჟამისა, წმიდისა

იაკობილისა. დღეს გამარჯვებისა შენისა.

    ბედიანნიმც იქმნებით, დავლათიანნიმც იქმნებით!

ღული. ხევისბერი ღერენა ქისტაური.

 

 

49. სულის წყაროს დალოცვა ღულში

    ღმერთო, დიდება შენდა! ღმერთო, მადლი შენდა!

(მიცვალებულის სახელი) შენამც მაგივ, შენამც

გეხმარის ეს წყალი, ეს ტაბლა, ეს სანთელი. შენ

სულსაც აიაღებს, ფერუქცევლად შენამც გეხმარის

მანდაური წესით, მანდაური რიგით. წილიმც გიძეს

წყალჩი. სინათლითამც ხარ, უწყლოობითამც ნუ

დაღონდები, უწყლოიმც ნუ დაშჩები, სხვათამც ნუ

მიღბიროი. შენის ნებითამც დაიწევ, ძალითამც ნუვინ

გამაგეკიდების. შაგინდნას ღმერთმ, მაგახმარას.

ღული. გიგია მგელას ძე ქისტაური, ჩაიწერა თ.

ოჩიაურმა 1943 წელს.

 

 

50. ხუცობა უკან ხადუს სანების ჯვარში

    მოხსენება

    შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი,

წმიდაო სანებავ, მფრინაო ბატონო, თეთრო

ანგელოზო, ეს გადიდებულ ჭიქა-ბარძიმი ნათელ-

ბნელი, ნათევ ღამე. გეძახს შენ მეხვეწური დასტურ-

ბუჯირი გეხვეწების, ხელოსან-გამძღობარი, შენ საყმო-

საგლეხო, შენ დავლათ დაახმარი, სახელიან ზღვენი,

სანთელ აიტანი, ხთის კარზე მაიხმარი შენის

მეხვეწურის საყმოს საშველად, სახოიშნოდ,

სამწყალობნოდ მაიხმარი, ღმერთი შენს ბატონობას

გაუმარჯვებს.

 

    ხუცობა ანუ პირისქარი

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, მზესა,

მზისმყოლთ ანგელოზთა. დიდება დიდს კვირაეს,

ანგელოზთ მეუფროსეს, ხთის მაღლის მოკარვეს.

დიდება-დ გამარჯვება შენდა სანებავ, მფრინაო

ანგელოზო, ცროლის წვერისაო. გეძახს, გეხვეწების

დასტურ-ბუჯირი, საყმო-საგლეხო, შენ დავლათ

დაახმარი, მეწაღმართე ანგელოზ დაუყენი, მებალინჯე

ჩამახხსენი, მეწაღმართე დაუყენი. სახელიან აიტანე,

ხთის კარზე მაიხმარი. ნურას მახკერძებ მარცხსა,

ბირკოლს. კაცისა, საქონის მაკლეს უშველე-დ

უმეშვლი ავის დღისად, ლაღის მტრისად, სენისა-

სასჯელისად, საზიანო საქმისად. თუ სად რა

გამავიდოდას ხთის კარით გამაშობილი ხთის

იასაული, ხორციელთ ბეგრევდას, ყალანს იღებდას,

კვირაეს სარდლობდას, უზიანოდ გაისტუმრიდი, სენი-

სასჯელ მაარიდიდი. შენ მაგათ თავისად

ჯალაფობისად, საყმოსად-საგლეხოსად, მაგათ ყუდრო-

ჯალაფობისად, ორფეხ-ოთხფეხისად, კაცისად,

საქონისად, ქუდოსან-მანდილოსნისად ნაშვრალ-

ნამუშავლისად, მეშველი, მწყალობნელი

მხოიშნებელიმც იქნები, ხთისაგანამც გაგემარჯვების

შენის გამჩენისაგან.

 

    კურთხევა

    დღეს ღირსა ხსნილობა, ჯვარის კურთხეულობა,

კურთხეულიმც არის უფალი ღმერთი, აწდა მარადით

უკუნით უკუნისამდე. სამებაო წმიდაო შაგვიწყალენ

ჩვენ, შაგვიწყალნა ჩვენ სამებამა წმიდამა. გვაცხონენ

და გვაკურთხენ  –  განგოლო ურჯულოებაო. ავედრინ

სული ჩვენი მამასა მოწყალესა, მამაო და ღმერთო

ჩვენო, რომენი ხარ ცათაჩია, მახვედ ქვეყანათაჩია.

მოგვიშვი და მაგვიტიე პური ჩვენი არსობილთა, რაც

უფალმა მოგვიტანა. ნუ შაგვასხამ განსაცდელსა.

შავსწირავ ღმერთსა მსხვერპლითა, ქებითა,

მიხუცულობით შენითა. ნათქვამი შენ გააცხადე. ხატო,

ხატო მეუფეო, შენ გიხსენე ჩვენ გადიდებთ  –  დღეს

ჩვენისა რჯულისასა.

    თვალნი მაღალნი, მაღლა არიან მაღლისა

ხთისანი, ხოლო კაცთა სიმაღლესა დაბალთაგან

ამაღლებულა. რა ჟამთა მოვეწინენით მცხრომალეთა

მდინარეთა, ღმერთო რა ჟამნი გვიხსენი მცხრომალენი,

მდინარენი, თვალნი ჩვენნი მცემარნია ფეხნი

ბირკოლებისაკე. მორე მოვიდოდა ადგილსა ამას. იასე

კეზორე ფილიკესა იკითხებდა, სათნო მოვიდა ყოველი

ჩვენს წინაშე მცხოვარი რაი-თუ იცნა უფალო პეტრე

მოწამეა ხთისა, არსილნი შაშინებულან, გალილეასა

ეტყვიან, ძეთა რაღა თქვიან ჩვენთა კაცისათა, პეტრეს

უთხრეს: ეგე ვინ გგონიათ თქვენთა ანუ ვითა ნუ

იმერელია, თავიც იხსნა ჩვენც გვაცხოვრნა, განგულო,

განგულო ურჯულოებაო გავედრია სული ჩვენი, მამასა

მოწყალესა რომენი ხარ ცათაჩია, მილთა იყავ

ცათაჩია, აგრივ ხოყანათაჩია. მაგვიშვი და მაგვიტიე

პური ჩვენი არსობილთა, რაც უფალმა მაგვიტია ნუ

შაგვასხამ განსაცდელსა. შავსწირა ღმერთსა მსხვერპლი მიხუცულობით. ჩვენითა ნათქვამი

შენ გააცხადე ხატო, ხატო შენ გვიხსენენ, ჩვენ

გადიდებთ დღესა მას ჩვენისა რჯულისასა. ხოლო

სიმაღლე დაბალთაგან ამაღლებულა, ხოლო ჟამი რა

მასწევიან კაცთა ყოველთა მცხრომალენი. მდინარენი,

ღმერთო, რა ჟამი გვიხსენენ თვალნი ჩვენნი

მცრემალენი. ფეხნი ბირკოლებისაგან მორემოვიდოდა

ადგილსა ამას ისო კეზერე ფილიკესა იკითხებდა.

სარწუნია მოვიდოდა, ბრძანებდა, მოითხოვდა, სიტყვა

ხთისა, ხმა უფლისა, ღმერთო ერთიშორისაო, უფალო

ნები ჩვენისაო, მოგვე ყოველი კეთილი ზღუდენი

ავაშენენით იერუსალიმისანი. იაკობ ხოლო პირველი,

არსილნი შაშინებულან, არსილნი შაკვირებულან,

გალილიასა ეტყვიან ძეთა რაღა თქვიან ჩვენთა

კაცისათა, პეტრესა უთხრეს ეგე ვინ გონია. რასა

მსვრიან ღმერთსა სისხლითა  –  მამავლილობელსა

სარწუნია მავიდოდა, ბრძანებდა, მაითხოვდა. სიტყვა

ხთისა, ხმა უფლისა მავისმინენ. საქმე უკეთურნი.

მავისმინენ ჭეშმარიტად უკეთურის გონებითა. შენზე

მასხვეხარია, ჩვენზე საკურთხეველია ღმერთო,

ღმერთო ერის შორისაო, უფალო ნების ჩვენისაო,

მაგვეც კეთილი ყოველი ზღუდენი ავაშენენით

იერუმსალითისანი. იერუმსალე, შენა ხარ ხოლო იაკობ

პირველი. ვარქინა ღმერთსა შავსწირენ სამნი სიტყვანი

ხთისანი, ანგარისა ღმერთსა მთავარ  –  გარე

შამავლელსა ჯვარსა ამას წმიდასა. ღმერთო ისაკ და

იაკობილთა  –  მამაო მაკლებელო, რომენმა შაღმოსე

ცანი ღურბლითა, მიწანი  –  მწვანილითა. გადახკარ

გადაანამზადე წვიმა ხოყანათაზე შენია დღე და ღამე,

შენ დაამკვისე ბნელი-ნათელი. შენ და გიარას

ყოველმა ერმა, ერმა უფალო, უფალო აკურთხე თესლი

ესი, უფალო აკურთხე მარილი ესი. სკა-სკანალე,

წყალი ორდანე, ღვინო შამასცვალე. ბაღდადაუარე

საქონსა. ბაღდა დახკლ, არა შჭამე, დასთხიე სისხლი

მისა კურთხევა იყო კრავისა. შენდა ღირსია მაროტი

გამოვიდა, აკურთხა სახითა სარხიელითა. სახლითა

ხთისითა სარხიელისითა. გამოვიდა და აკურთხა იგივე.

    შენა სამთავრო  –  გასამარჯოდ მაიხმარი, დიდო

მფრინაო ანგელოზო, ბატონო სანებავ, ცროლის

წვერისაო. შენ უშველი შენს საყმოსა- საგლეხოს,

დასწერი ჯვარი.

    მოხსენება, ხუცობა და კურთხევა, სამივე ერთი

მეორის ნაწილი არის და როსაც ეს გათავდების, წინ-

წინ ხუცეს დაამწყალობნებს:

 

    წყალობდას სანების დავლათი თავის საყმოსა-

საგლეხოს, საწაღმართოდ მაუარას, მშვიდობით

შაინახას, ხალიზ მისცას, ბალინჯ მააშორას, დასტურ-

ბუჯირს მაგცასთ წყალობა, ხელოსან-მორიგეო,

დიდხანს გაგიყოლნასთ, შაუცოდრად, შაუწყენრად

შაგინახნასთ.

    წყალობა რო გათავდების დასტურ აიღებს სახუცო

კოჭობს, მისცემს გამძღოს (ხუცესს ჰქვია გამძღო

პირაქეთ ხევსურეთში). ორს დანარჩენს თასს

დასტურებ დაიჭერენ. ხუცეს კიდევ შაუსახელებს

თასებსა და იტყვის:

    ამ წინა თასზე, ჭიქა-ბარძიმზე შენ გადიდას,

გაგიმარჯოს ღმერთმა, მფრინაო ანგელოზო, ბატონო

სანებავ, ცროლის წვერისაო. შენა სამთავრო, შენა

გასამარჯოდ მაიხმარი ეს ჭიქა-ბარძიმი, სანთელ-

სადიდებელი, შენ შენ მეხვეწურთად ქერაულ-

რკინაულისად საყმოსად, საგლეხოსად საშველო-

სამწყალობნოდ. ხთის კარზე მაიხმარი, ღმერთი შენს

ძალსა დიდებას მაუმატებს.

    ამ ჭიქა-ბარძიმზედა, სანთელ-სადიდებელზე შენ

გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, თეთრო სანებავ,

ცროლის წვერისაო, შენა სამთავრო, შენა გასამარჯოდ

მაიხმარი ეს სადიდებელი, ჭიქა-ბარზიმი, შენთ

მეხვეწურთად, სანების ყმათად საშველო-სახოიშნოდ,

სამწყალობნელოდ. ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს

ძალსა, დიდებას მაუმატებს.

    ამ ჭიქა-ბარზიმზედა-დ სანთელ-სადიდებელზე შენ

გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა კვირაევ მადლიან-

ძალიანო. შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ

მაიხმარი ეს ჭიქა-ბარძიმი, სადიდებელი, სანთელი. შენ

სანების ყმათად საშველად, სამწყალობნოდ მაიხმარი,

ღმერთი შენს ძალსა დიდებას მაუმატებს.

    ამ სიტყვებს რომ გაათავებს, ყველანი თასებს

მაღლა ასწევენ და იტყვიან:

    ისმინე, გაიგონე, ბატონო ბედნივრებო, თქვენ

უშველეთ თქვენს მეხვეწურებს. აქ კიდევ ცოტაად

ეტყვიან წყალობას: სწყალობდას ქერაულ-რკინაულს

საყმოსა, საგლეხოს, მშვიდობით შაინახას. მემრ ცოტა

ხან შაჩერდებიან თასიანებ თასებით ხელჩი, ფეხზე

დგანად, სხვებ ყველან მუხლით დასხდებიან, თითო

მუხლზე. თასიანები თითოობით იტყვიან: ჯვართ

დიდებაი, მეხვეწურთ წყალობაი.

    ხთისაგან გაგემარჯოს შენის გამჩენისაგან,

წმიდაო სანებაო, შენ მიშველე, შენ ბედი დავლათ

დამახმარი, თუ რას გაწყენ, დალოცვილო, პირის

ქარითა, ფეხის ნალითა შენ მაპატივი, ყმა შაუწყენ არ

იქნებისა-დ ბატონ შაუნდობარი. მარცხი, ბირკოლ

მამაშორედ.

 

    მეწაღმარეთე ანგელოზ დამაყოლი, ღმერთი შენს

ბატონობას გაუმარჯვებს, შენის სახელის ჭირიმე.

ემთხვევის  –  აკოცებს ან მიწათ ან ქვითად. წამავ შინ.

მხოლოდ ჯვარიონთ ეტყვის: «ჯვარ გეწერასთ

ჯვარსაც, კაცსაც ჯვარიონთ, ჯვარის გამძღოთაც,

მაპატივეთ თუ რა ვის გაწყინეთ, გზა დამილოცეთა

დ მეწაღმართე ანგელოზ გამამაყოლეთ». მშვიდობით,

ხელ მაგიმართასთ ღმერთმა-დ წყალობა

გამაგაყოლასთ წმიდა სანებამ, წყალობა წაიღით

წმიდის სანებისა». და აესრ გამაემშვიდობებიან ერთი

მეორეს წამსვლელები, იქ დამდგომები.

 

 

51. სადიდებელი უკან-ხადუს სანების ჯვარში

    ამ წინა თასზე ჭიქა-ბარძიმზე შენ გადიდას,

გაგიმარჯოს ღმერთმა, მფრინაო ანგელოზო, ბატონო

სანებავ ცროლის წვერისაო, შენა სამთავროდ, შენა

გასამარჯოდ მაიხმარი ეს ჭიქა-ბარძიმი, სანთელ-

სადიდებელი, შენ შენ მეხვეწურთად ქერაულ-

რკინაულისად, საყმოსად, საგლეხოსად საშველ-

სამწყალობნოდ. ხთის კარზე მაიხმარი. ღმერთი შენს

ძალსა დიდებას მაუმატებს.

    ამ ჭიქა-ბარძიმზედ, სანთელ-სადიდებელზე შენ

გადიდას გაგიმარჯოს ღმერთმა, თეთრო სანებამ

ცროლის წვერისაო, შენა სამთავროდ, შენა

გასამარჯოდ მაიხმარი ეს სადიდებელი, ჭიქა-ბარზიმი,

შენთ მეხვეწურთად, სანების ყმათად საშველოდ,

სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ, ხთის კარზე შაიტანი,

ღმერთი შენს ძალას დიდებას მაუმატებს.

    ამ ჭიქა-ბარძიმზედ სანთელ-სადიდებელზე შენ

გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, კვირაევ მადლიანო

 

 

52. მეზარეს ლოცვა ზარის დარეკვის წინ უკან ხადუს

ჯვარში

    დიდო ზარის მცაო-მფარაო ანგელოზო, შენ

გევედრები უღირს ხორციელი, შენ მიშველი, მაპატივი,

რასაც შაგიწყენ პირის ქარითა, ფეხის ნალითა თუ

ჩემი უცოდ-უმეცრებით. ნუ შამიცოდებ, დალოცვილო,

შენ ზარ-საზარეთ შამალახვისად. მეწაღმართაე

ანგელოზ დამაყენი.

 

53. ხუცობა ვაჟის გაყვანის დროს ატაბეს კვირაეს

ჯვარში

    კვირიავ კარავიანო, ხთის მაღლის მოკარვე

ანგელოზო, გეძახან, გეხვეწებიან შენ ყმანი, გაუგონე

აგრემც გაგემარჯვება. მასულს შენ კარებზე ნაძახებ

გაუგონე. შენ კარებზე შამაუწირავ გოგია,

გამარჯვებულო კვირაევ, მე შენთვის შამამიხვეწებავ,

შენ გამჩენ მორიგე ღმერთს შაახვეწნიდი. უშველე შენ

კარებზე მასულს ქუდოსან-მანდილოსანს, ყველა შენი

წყალობით შეინახე, ქრისტიანთ ჯვარი გადაგიწერათ

შენმა გამჩენმა მორიგე ღმერთმა, ბეჩავ ხორციელს მაპატიე

ჩემი შამაძახილი. გოგია, შამასრეული შენ კარებზე,

ყველა გაჭირვებაში გამაიხსენ. რას მხარზე-დ გულზე

გეძახნა, გეხვეწებიან, გახვეწებენ, იმაზე გაუგონიდი,

გამარჯვებულო. რასაც წყალობას გეთხოვებიან, ის

წყალობა უბოძვიდი.

    ააა, დიდეება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დღეს

დღესინდელსა, მზესა და მზის მყოლ ანგელოზსა,

დიდება და გამარჯვება შენდა, კვირაევ კარავიანო,

ხთის მაღლის მოკარვე ანგელოზო, გეძახან,

გეხვეწებიან გოგიათ შამადგენლობა, ქუდოსან-

მანდილოსანი, ნაძახებ გაუგონიდი, რასაც მხარზე და

გულზე გეხვეწებოდან, იმაზე გაუგონიდი. რასაც

წყალობას გეთხოვებოდან, გამჩენ მორიგე ღმერთს

გამაუთხოვიდი. წულის მეხვეწური  –  გოგიას ოჯახში

წულს მაუმატიდი. პურსა, პურის მჭამელს მაუმატიდი.

წულსა, წულის აკვანს მაუმატიდი. შენ ხელთა რიგსა

ზღვენთა ულუფას მაუმატიდი, შენ ჭიქა-დიდებას

მაუმატიდი, ჩემგანა ხსენება დიდება გაკლდებოდას,

გამარჯვებულო, შენ მეხვეწურთ წყალობას მაუმატიდი,

ზაფხული მშვიდობით გადმაყრიდი გოგიას ოჯახსა,

სთველი-ზამთარი მშვიდობით გარდმააყრიდი. ხელის

ნაოფლარს ჯვარ დაუწერიდი, იმათ ოჯახში

შეწუხებულს უშველიდი, სნეულს ულხინიდი.

მიწრიელ-ქვეცრიელ დაულაგმიდი. თუ რა შეგცოდვან,

შაგაწყინან უცოდინრობითა, უმეცრობითა, ფეხის

ნალითავ, პირის ქარითავ, იამან-მახვილითა, შანაწყენ-

შანაცოდვარ შაუნდვიდი, ზღვნითა, სანთლით

გადაახდივიდი, შამოსრეული რქა-ჯანგიან,

მისამბარებად. სამსახურივ სახელოვან აიტანიდი, ხთის

კარზე მაიხმარიდი. თქვენამც თქვენ მეხვეწურთ ამათ

ყუდრო-ჯალაფობისა ორფეხ-ოთხფეხისა, ქუდოსან-

მანდილოსნისა ნაშვრალ-ნამუშავრისა მეშველივ-

მწყალობელიმც იქნებით. შენს ყუდროს შამაქცეულ

ლაღ მტერივ, მწარე სიკვდილისავ, შენ გააქცივიდივ,

თავ-გზა უკუღმ მიუქცივიდივ, თუ ეკერძებოდავ, გოგიას

ოჯახს ნუ მახკერძიდივ, სხვა შარა-გზავ

გაასწავლიდივ. თავწაღმ, პირ-წაღმ, გულ-წაღმ

დაუბრუნდიდი. მგზავრსა გოგიას ოჯახისასა გაჰყვიდი,

გაუმარჯვიდი, თავ-მტერზე, ნადირზე ხელ მაუმართიდი.

    ხთის იასაულნ გამადიოდან, ხორციელთ

ბეგრევდან, ყალანს იღებდან, კვირიაე სარდლობდან,

ნების ოფლ აატანივიდი, ნების ბეგარ გაატანივიდი. ეს

მოხრილი ჩოქი, დიდო კვირაევ კარავიანო, ხთის

მაღლის მოკარვე ანგელოზო გეძახან, გეხვეწებიან. შენ

ყმათა ნაძახნებ გაუგონიდი, რასა მხარზე და გულზე

გეხვეწებოდან, იმაზედ გაუგონიდი, რასაც წყალობას

გეთხოვებოდან, გამჩენ მორიგე ღმერთს გამაუთხოვიდი.

მაყენებულივ სამსახურივ სახელოვან აიტანიდი, ხთის

კარზე მაიხმარიდი.

 

    კურთხევა

    ღმერთო ძლიერო, წმინდაო სამებაო, გვაცხოვნე

და გვაკურთხე, ურჯულოებანი ჩვენი, განკურნე

ურჯულოება, გვედრიან სული ჩვენი, მამაო და ჩვენო

ღმერთო, რომენი ხარ ცათაშია, ეგრე ხოყანათაშია,

მოგვეცი და მოგვიტიე, მოგვე პური არსობილთა, რაც

უფალმა მოგვიტანა, ნუ შეგვასხამ განსაცდელსა

(კურთხევანი გრძელდება დაახლოებით ისე, როგორც

სხვა ჯვარ-ხატებში).

ატაბე. ხუცესი ხვთისო გოგოჭური, ჩაიწერა ზურაბ

კიკნაძემ მაგნიტოფონზე 1981 წელს.

 

შატილის მხარე

 

54. ხუცობა ხარ-ქვაბით შეყრისას ლებაისკარში

    საკლავის დაკვლის წინ:

    შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდა მახსენებული

ეს სამსახურის მამხსენენი ძმობის, შეერთებისაი,

უმეშვლე, რომელმაც უმტყუნოს ძმობას, დალიას,

გაათავოს. შენ უშველე, შენ უმეშვლე, მტრის ხელი,

ხმალი მააშორე, ხმა სიკვდილისაიც მააშორე, შენ

მეხვეწური ღმერთს შაახვეწე. შენა სამთავროდა, შენა

გასამარჯოდა მოხსენებული ეს სამსახური ბუღაური,

შენ მეხვეწურთა და ეს სამსახურის მამხსენეთა

სამეშვლედ, სამწყალობნოდ კაცისადა, ნაშვრალ-

ნამუშავრისა, ქუდოსან-მანდილოსნისადა

    სისხლით განათვლისას ჯვარით:

    წყალობა მოგცესთ, მშვიდობა შაგინახნასთ,

გიშველასთ, გიმეშვლასთ, დავლათი დაგახმარასთ,

საწაღმართო მაგიარასთ, ძმობა ნუღარ გაგიყარასთ,

მეწაღმართ ანგელოზ დაგაყოლასთ

    ხუცობა გარიგებულ თასებზე:

    ეს გარიგებული ჭიქა-ბარზიმი, ძალო ღვთისაო,

სამართალო კვირაისაო, თქვენა სამთავროდ, თქვენა

გასამარჯოდ, გეძახან, გეხვეწებიან, შენი მეხვეწურნი

შაიხვეწენი, დავლათ დაახმარე

    სამთავროდ, გასამარჯოდ თქვენდა, ჭიქა-ბარზიმი,

ძალო ღვთისაო, სამართალო კვირაისაო, იმათთან

ნახსენებნო ანგელოზნო, გადიდებსთ თქვენი მსახავი

მარიგეი, არ მაგიწყენსთ, არ მაგიძულებსთ, თქვენ

მეხვეწურთა ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ, უზიანოდ

შაინახენით, პურსა, წყალს მოუმატეთ, კაცსა,

კაცრიელობასა მოუმატეთ, გახყევით, გაუმარჯვეთ,

მტრის ხელი, ხმალი მააშორეთ, ხმა სიკვდილისა

დააშორეთ, სარგებელს მიაგანეთ, სავნებელს, მარხეს

მააშორეთ. თქვენა სამთავროდ, თქვენა გასამარჯოდ

მახსენებულნი ჭიქა-ბარზიმი, ძალო ღვთისაო,

სამართალო კვირაისაო, იმათთან ნახსენებნო

ანგელოზნო, თქვენ მეხვეწურთა სამეშვლოდ,

სამწყალობნოდ კაცისადა, საქონისადა, ნაშვრალ-

ნამუშევრისადა, ქუდოსან-მანდილოსნისად მეშველნი,

მწყალობელნი, წაღმამდეგნიმც იქნებით.

ლებაისკარი. სამუკა ჭინჭარაული, 1938., ჩაიწერა

რუსუდან ხარაძემ (ინახება მის პირად არქივში).

 

55.       მიცვალებულისათვის წყაროს დალოცვა სულის

ხუცესის მიერ

ლებაისკარში

    ღმერთო! დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა!

ღმერთო, ცოცხალიც შენ გებარების, ღმერთო, სულიც

შენ გებარების. ღმერთო, უშველე გამახელას. მარხეს

ნუღარას დააღონებ. ღმერთო, ნაცემისად ნაცემ

აკმაიი?, დაცემისად აადგინენ, ატირებისად გააცინენ.

ღმერთო, შენა სახსენებლად ნუ გააცუდებ თავის

წილს პატრონად, სულის საგონებლად. ღმერთო, შენის

დიდებით, ღმერთო, შენის მიცემით, ჩემის სიტყვის

მახსენებით სააქაოს ნათქვამ შანდობა საიქიოს

მიდიოდას, მკვდარს შანდობა მიუდიოდას. სადაც შენ

ხარ, სადაც შენ სამყოფოი?, შენ საიქიოი?. ეს

გამზადებულ ტაბლა, დასხმულ ყანწი, არაყიან

ჭურჭელი, ანთებულ სანთელი შენსამც ნებას არ,

შენიმც სახმარი?, შენიმც სამთავრები?, საიაღები?.

ცოდოსამც გხდის, მსჯელსა-მსჯავრსამც გარიდებს,

წინ მაგებებულს, უკან მაწეულს, სიკვდილის დღეს

დამწყვდეულს, ენით ნათქვამს, თვალით ნანახავს,

ხელით ნაქნარს, ყურით განაგონარს. შენიმც ცოდვის

მხდელი?. ცოდვისამც იაღად მქნელი ას. თუ-ვისად

გინდოდას დაწევა ტაბლაჩი, სასმელჩი, მაკეთე-

მაკიდული, ნადობ-ნაძმობი, დობილ-ძმობილი,

იმეებსამც შენით ნებით დაიწევ ტაბლაჩი, სასმელჩი.

ძალითამც ნუ ვინ გამაგეკიდების, კარი საკვამიმც მღე

გხვდების, ყანწი, ჭურჭელი, ტაბლაიმც მზას

დაგხვდების მასულთად მისაგებებლად, წასულთად

გასაყოლებლად. თავიმც ნურაით დაგეხრების, გულიმც

ნურაით დაგიღონდების. მხარ-გაშლითამც ხარ, გულ-

გახსნითამც ხარ. თუ-ვინ გყვანდას ობლის

გამამბრუნავი მთისა, ბარისა, რჯულიანი, ურჯულოი,

გამახელას გამეელოდდას, ბარაქას უტანდას. გამახელა

ვერ გონობდას, ყანწითა, ჭურჭლითა, ტაბლითამც

აბრუნებ. ეე წყალნ, უშიშავ, შენიმც სახმარნი?,

წყალჩი წილუდებიმც ნუ იქნები, პირსამც ილბობ.

წყალჩი მრევიალე თუ-ვინ იყვას, იმასაც ყანწით,

ჭურჭლითა-დ ტაბლითამც გაუძღვები. როგორც გამაუქჩერებავ შენდ შენს

მეპატრონეს გამახელას ყანწი, ჭურჭელი, ტაბლაი,

წყალნი, შენის სულის სამთავრებლად, საიაღებლად,

საცხონებლად, ეეგრამც შენ მაგივალის. შენიმც

სახმარი?, საიაღები?, შენიმც საცხონები?. სინათითამც

მაგივალის მზის შუქით, კელაპტრით, მღვდლის წესით,

ხთის წესით. რასაც მე დაგაკლებ ჩემის

მაუგონებლობით, მანდაურის წესით სულეთის

ღმერთიმც ნუ დაგაკლებს. შაგინდნას მრავალთ

მოწყალე ღმერთმა-დ მაგახმარას გამახელაის სახლს

ბარაქა ხქონდას, სულის ბარაქა, ჯვარის წყალობა.

ლებაისკარი. სუმბატა ჭინჭარაული. 60 წლ., ჩაიწერა

ალ. ოჩიაურმა 1943 წ.

 

56. ხუცობა სახლის განათვლის დროს ლებაისკარში

    ქრისტეო და ღმერთო, დასწერე ჯვარი ზღვენსა,

სამსახურსა! ნურას ბალინჯსა, კავატს დაუდევნებ

სამსახურზე სახსენებს ანგელოზს!

    ამ სამსახურითა გადიდნას ღმერთმა, გაგიმარჯვას,

ყუდრო-კარზე მდგომო ანგელოზო, ხელის მდებელო-

დ მგებელო. გეძახან, გეხვეწებიან ეს სამსახურის

მხსენენი, შაიხვეწენ, დავლათ დაახმარე. რასა მხარზე

და გულზე გეძახდან, გეხვეწებოდან, იმაზე გაუგონიდი.

რასა წყალობას გთხოვდან, იმ წყალობით შაინახიდი.

თუ რა შაგაწყინან უცოდრობითა, უმეცრობითა,

პირისქარითა, ფეხის ნალითა, შანაწყენ აპატივიდი, ავს

დღესთანით უშველიდი, ლაღს მტერსთანით ხელი-დ

ხმალ მტრისა ახადიდი, ხმა სიკვდილისა მააშორიდი,

თავობით პურსა, წულს მაუმატიდი, კაცსა

კაცრიულობას. წულ-ყმას გახვეწებდას, უზიანოდ

გაუზარდიდი, ბედ მარიგე ღმერთს მაუთხოიდი. დიდ

კვირაეს სხვან ხთისნასახნ თუ რას უჩიოდან, უკუღმ

უდგებოდან, მადლი, ხოიშან დაუთხოიდი, თავად

პირწაღმ, გულწაღმ დაუბრუნდიდი, ნების ზღვენ,

სანთელ აატანიდი, ნების ოფლ ჯვარ დაუწერიდი,

ასეულ მიწრიელ დაულაგმიდი. სნეულზე გეძახდან,

სნეულს ულხინიდი, შენ სანთელ, დიდება მაგემატების.

თუ რა გამავიდოდას ხთისკრით ხთის იასაულნი

ხმელთაზე ხორციელთაზე, ბეგარ-ყალან ზიდევდას, ნუ

რა მახკერძიდი. სენი, სასჯელი, საკლო-საზიანო საქმე

ეღირებოდას რა, ეკერძებოდას რა, მარხე დაღირებულ

გადააშორიდი, ავ საქმე კაზედ მაუქციიდი. ეს

ზაფხულობა მშვიდობიანად გარდუყენიდი, სთველ

ღალიან-ბარაქიან ამუყენიდი, ნაოფლარს ხარისა,

მხრისას ჯვარ დაუწერიდი, ბარაქა დაუტანიდი, მექარ-

მეღალატე მაურიდიდი. ველთ თუ ვინ გავიდოდას

მაგათ ყუდროით მეველე, მენადირე, გახყვიდი, გაუმარჯვიდი,

მტერზე, ნადირზე ხელ მაუმართიდი, სახელ-სარგებზედ

სავნებ მარხე მააშორიდი.

    შენად სამთავროდ, შენად გასამარჯოდ, ყუდრო-

კარზე მდგომო ანგელოზო, შენ სამსახურის

მამხსენეთად, ამათ თავ-ჯალაფობისად, კაცისად,

საქონისად, ქუდოსან-მანდილოსნისად მშველელი,

მწყალობელი, მლხენელი, მხოიშნებელი იქნები. რაც

ჩემით ენა-პირით მახსენებას დაგაკლებ, შენ შენს

მეხვეწურთ შენს წყალობას ნუ დააკლებ.

ლებაისკარი. ამ სოფლის და კისტნის ხატების

ღვთისმშობლის, მთავარანგელოზის და ნახარელას

ხუცესი ს.ჭინჭარაული.

    .

57. სახელისდება (კისტანი)

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა.

კაცი შენ გეძახს, სული შენ გებარების. ღმერთო,

უშველევ ამ ოჯახსავ, მარხეს ნუღარას მისცემავ,

აკმიევ ზარალივ. ატირდომისად გააცინევ, ზარალისად

აადგინევ. ღმერთო, შენიავ განაჩენივ, ხვეწება

კაცისაივ, ბარება სულისაივ, სადაც ქრისტე პურობსავ,

ანგელოზ ჟამობსავ, სულწმინდა მაიხსენებისავ,

(სახელი) სადაც შენ ხარივ, შენ საიქიოივ, შენ

ანდაბიავ. შენთამც ხელთაც ნებას იქნებისავ

სასმელივ, სუფრაივ, როგორც გამოუქჩერებავავ შენ

შვილსავ, შენ მშობელსავ ანდაფი, ისრემც შენ

გამთავრებსავ, გალაღებსავ. ცოტაიმც ბევრად

მაგეჩვენებისავ, რიოშ წმინდადავ, ფერუქცევლადავ,

წაუქცევლადავ. ჯერსავ მჯავრესამც გარიდებსავ,

მძიმესამც გიზუბუქებსავ, წინ მაგებებულსავ, უკან

მაწეულსავ, სიკვდილის დღეს დამწყვდეულსავ, ენით

ნათქვამსავ, ხელით ნაქნარსავ, თვალით ნანახვსავ,

ყურით განაგონარსავ, შენიმც ცოდვის მხდელიავ,

ცოდვის ტაბლაჩიავ, სასმელჩიავ, ძალითამც ნურვინ

გამაგეკიდებავ, ავი-არამიმც ნუვინ დაგეწევავ

ტაბლაჩიავ, სასმელჩიავ, შენამც უმასპინძლებავ. რასაც

მე დაგაკლებავ, სულეთის ღმერთიმც ნუ დაგაკლებსავ.

ჩემის თქმით და უთქმელობით ნუმც რა

გაიხლართებივ. ხთის კარზედამც ნუ დასხდებითავ,

ხთის ულუფაიმც ნუ დაგაკლდებათავ, შაგინდასთ

სულეთის ღმერთმა და მაგახმარასთ!

კისტანი. გიორგი ჭინჭარაული. 60 წლ., ჩაიწერა ნოდარ

ზვიადაურმა 1983 წელს.

 

 

58. ხუცობა (გიორწმინდა)

    მაყენებულითავ სამსახურ ბუღვაურითავ გეძახიან,

გეხვეწებიან შენ მეხვეწურნივ. რასა წყალობას

გეთხოვებიან, ეს წყალობა უბოძევ, უზიანო

შაინახნიდივ, იხსნიდივ, ავის მტრისადავ, მტრის ხელი-

დ ხმალ ახხადიდივ. თქვენი გამჩენი იხვაიშნიდივ,

იმეშვლიდივ.

    ღმერთი მარიგე არ მაგიწყენსთავ, არ

მაგიძულებსთავ, თქვენავ თქვენ მეხვეწურთ ნუ

მაიწყენთავ, ნუ მაიძულებთავ. ჩაწერილ

ამაუწერიდითავ, ხთის კარ მარიგეს შაუთხოვიდითავ,

თქვენ ბედი-დ დავლათ დაახმარიდითავ, მიწრიელნ

დაულაგმნიდითავ. წულ-ყმას გახვეწებდანავ,

შაიხვეწნიდითავ. გასაზდო-გასახარო გაუზარდიდითავ.

მაგათ ყუდროჩიით ველთ თუ ვინ გავიდოდასავ,

მეველეივ, მენადირეივ, გახყვნიდით, გაუმარჯვიდითავ

მტერზედავ, ნადირზედავ ხელ მაუმართიდითავ.

მშვიდობით დამდგარივ ზაფხულივ, სთველივ

მშვიდობისა ჩამაუყენიდითავ. ხარისა-დ მხრის

ნამაშვრალსავ ჯვარ დაუწერიდითავ, ბარაქა

დაუტანიდითავ. თაობითავ კაცსავ, კაცრივლობას

მიუმატიდითავ. მეშველნივ, მხენელნივ,

მწყალობელნიმც იქნებითავ. რასა ხსენებას მე

დაგაკლებთავ, თქვენავ თქვენ მეხვეწურს თქვენ

წყალობას ნუ დააკლებთავ. მაყენებულივ ბუღვაურივ

აიღითავ, აგრემც გაგემარჯვებათავ. თუ აგიღავთავ

ერთის ხორციელისაივ, აიღითავ მაგათ სამსახურიცავ

თქვენა სამთავროდ, თქვენა გასამარჯვოდავ.

გიორწმინდა. ხუცესი ჩუა გოგოჭური, 53 წლ., ჩაიწ.

ნოდარ ზვიადაურმა 1983 წ.

 

 

59. სახელისდება (გიორწმინდა)

    ღმერთო, უშველევ ამ ოჯახსავ. დღეს ამას იქითავ

ავსაო-დ მარხეს ნუღარას დააღირებთავ. ლხინზე

უდინევ სტუმარივ, სოფლელივ. ღმერთო, დიდება

შენდა, ღმერთო, კაციც შენ გეძახსავ, სულიც შენ

გებარებისავ, ანგელოზ ანგელოზობსავ, პურ პურობსავ.

საცა შენ სულ მაიხსენებისავ, შენ ანდაფიავ, შენ

სამყოფიავ. შენამც მაგივავ გაშლილ ტაბლაივ

(სახელი), გამზადულივ, დაკრულ სანთელივ, მაღებულ

სასმელივ მაკეთისაივ, შინაურივ. შენიმც სახმარიავ,

შენიმც საგძალიავ, მაუხათრავადამც მახვავ,

მაუკრძალავადამც მახვავ, შენამც მაგეხმარებავ.

იერუსამლეთის მადლითავ, ხთის მადლითავ, მზის

შუქითავ, ცეცხლის სითბოთავ. კარიმც მღე გექნებავ,

საკვამიც მზა გექნებავ. თუ ვისად გინდა დაწევაივ,

დაიტანებავ. ავივ, არამივ, მეძალეივ ნუმც ვინ

დაგეწევავ, ნუმც ვინ დაგეტანებავ. ცოდვილ-

საბრალოიეევ, ყმაწვილნივ კაბის კალთას გემბოდენავ,

ეემ ტაბლით, ეემ სასმლითამც იშორებავ. შაგინდნასავ,

მაგახმარასავ. რასა მე დაგაკლებ, სულეთის გამჩენ

ღმერთიმც ნუ დაგაკლებსავ.

 

გიორწმინდა. დეკანოზი ჩუა გოგოჭური, 53 წლ.,

ჩაიწერა ნოდარ ზვიადაურმა 1983 წელს.

 

 

60. ხუცობა კვირეებზე (გიორწმინდა)

    მაყენებულივ მბღავანითავ გეძახიან, გეხვეწებიან,

კვირიეო კარავიანო. უშველევ, უმეშვლევ ამ შენ

მეხვეწურთავ. თქვენი გამჩენი ღმერთი არ მაგიწყენსავ,

კვირეევ კარავიანო, თქვენავ თქვენ მეხვეწურთ ნუ

მაიწყენთავ, ნუ მაიძულებთავ

    (მერე ჩვეულებრივ გრძელდება ხუცობა).

გიორწმინდა. ხუცესი ჩუა გოგოჭური, 53 წლ., ჩაიწერა

ნოდარ ზვიადაურმა 1983 წელს.

61. სუფრაზე დალოცვა

    ღმერთო, უშველ ამ ოჯახს, ღმერთო, ნუღარას

დააღირებავ. ცუდს ნურას დააღირებ. ღმერთო,

უშველევ ამ ოჯახსა. ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო,

მადლი შენდა, ღმერთო, შენგანა გაჩენილ ხვეწება

კაცისა, ბარება სულისა, სააქაოს ნათქვამი საიქიოს

მადიოდას, მკვდართ შანდობა გერგებოდასთ, წესი

მართებულ იყვას, სადაც თქვენ ხართ, სულწმიდანო,

თქვენამც მაგივათ დადგმულ ე ტაბლაი[ც], დასხმულ ე

ჭიქებიც, ე ხელადაიც, ეს სუფრაიც, რაც რა რამე

გამზადული  –  ტკბილი, მწარეი, როგორც ჩვენს წინა,

ისრამც თქვენ გეჩვენებისთ, თქვენ მაგივათ.

ალნამთავრა, ფერუქცევლა[დ], წაუქცევლად,

მაუდევრად, მაუკიდრავ, სანთლით, სარკმლით,

ერუმსალეთის ნათლით, მზის შუქით, დღის სინათლით.

თქვენამც გექნებისთ, თქვენამც გერგებისთ, ალნა-

მთავრადამც მაგივათ, ნუმცრა დაგაღონებსთ, თუ რა

იყვას, ცოდო-ნაქნარ, სიკვდილის დღეს დამწყვდეული

ენით ნათქვამი, ხელით ნაქნარი, თვალით ნანახი,

ყურით განაგონარ-ცოდვისამც იაღამქნელ იქნების,

თქვენ გერგებისთ, თქვენ გექნებისთ, ნუმცრა

დაგაღონებსთ, ალნა-მთავრა. მე რასა დაგაკლებთ,

სულეთის ღმერთიმც ნურას დაგაკლებსთ. შაგინდნასთ

ღმერთმა! მაგახმარასთ. გაგიმარჯვასთ, ბიჭებო,

კარგად იყვენით.

ნორიო. მზექალ (მექია) უთურგას ასული გოგოჭური-

ჭინჭარაული (გათხოვილი შატილში), 84 წ., ჩაწერილია

მაგნიტოფონზე ზურაბ კიკნაძისა და ანდრო

ლეკიაშვილის მიერ, 1983 წ. 6 თებერვალს.

 

 

62. ხუცობა ხარ-ქვაბით შეყრისას (გიორწმინდა)

    მაგცესთ წყალობა გიორგიმ, ხელმ სამძიმარმა,

ხმელეთის მეაიცემ გიშველოსთ, მოგიმართოსთ ხელი

თქვენ შამოსულ მტერზე. აჯობას თქვენ ხმალმ და

ხმამ მტერს. რომენმაც გვარის სიმაგრე სთქვას და

თავის გვარს არ ღალატობდათ, სიმაგრისთვი

იბრძოდათ. ღრისხავდას, ვინც თავისი გვარის ქალსა და ზალს უღალატებს!

სწყალობდას, რომენიც დაიცავს, არ უღალატებს!

გიორწმიდა. უბანი ხოლისკალუა, ბაბურა თელექას ძე

გოგოჭური (სუიკაური), ჩაიწერა რუსუდან ხარაძემ 1938

წ. (ინახება მის პირად არქივში)

 

 

63. სულის წყაროს დალოცვა  –  სახელის დადება

(გიორწმინდა)

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა.

შენგანა გაჩენილი ხვეწება კაცისაი, ბარება სულისაი,

სად ქრისტე პურობენა, ანგელოზნი ჟამობენა,

ცოდვილნი გაინანებენ, მართალნი განისვენებენ, საცა

შენ სულ მაიხსენება, გიგიავ, შენ ანდაბია, შენ

სამყოფია, შენამც მაგივა, შენამც მაგეხმარება

დაყენებული ეს საკლავი, გაკეთებული ეს წყაროი,

შენამც განათლიერებს, შენამც გაიაღებს, ცოდოსამც

მაგხდისა, სასჯელსაც მაგარიდებს, ენი ნათქვამი,

ხელი ნაქნარი, ყური განაგონარსა, თუალი ნანახსა. ეს

საკლავი, როგორც გინდა, ისრამც მაიხმარება, ეს

წყარო შენიმც საუკუნოი, უწყლოთამც ნუ დარჩები,

წყაროჩი წილუდები ნუ იქნები, ამ საკლავითაც

იმკვიდრებ და ისაკუთრებ. ზედამრჩოთ ღმერთმა მარხე

ნუღარა დააღიროს, შენ ღმერთმა მაგახმაროს ეს

წყაროიც, ეს საკლავიც, ეს სუფრაიც, ეს სასმელიც.

შაგინდნას, მაგახმაროს ღმერთმა. თქვენც კარგად

გამყოფოსთ!

გიორწმიდა. ბიძურა თელექას ძე გოგოჭური

(სუიკაური), ჩაიწერა რუსუდან ხარაძემ 1938 წ. (ინახება

მის პირად არქივში).

 

 

64. სულის წყაროს დალოცვა  –  სახელის დადება

(გიორწმინდა)

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა.

ღმერთო, უშველე ჭირის პატრონს დღეს ამას იქით.

მარხეს ნუღარას მისცემ, ლხინზე შეუცვალე სადაც

შენ ხარ (ახსენებენ მკვდრის სახელს), ეს წყაროი

შენიმც სახმარ იქნება, წყალსამც სვამ, პირსამც

ილბობ, წყალშიამც წილ გიდევს (ხალხი): შაუნდნას,

მაახმარას!

გიორწმიდა. უბანი აფთარაულ ჭალა, თორელ

გოგოჭური, 1938 წ., ჩაიწერა რუსუდან ხარაძემ (ინახება

მის პირად არქივში).

 

65. მკვდრის ცხენის დალოცვა (გიორწმინდა)

    ეს ცხენივ შენიმც სახმარ იქნებავ, შენიმც

საფერხე იქნებავ. დიაციმცავ შენ სახმარ იქნებავ,

ნაბდიანიმც მაგივავ, ლაგამ-ავშარაიანივ, ნალ-

ლურსმანიანივ, სანთელ-დაკრულიმც მაგივავ

(გრძელდება ხუცობით).

გიორწმინდა. ხუცესი ჩუა გოგოჭური, 53 წლ., ჩაიწერა

ნ. ზვიადაურმა 1983 წ.

 

 

66. სადიდებელი შატილის მთავარანგელოზის ჯვარში

    ქრისტეო ღმერთო, დასწერე ჯვარი ჭიქა-ბარძიმთა,

სანთელ-სუფრათა, ძალს ხთისასა, სამართალს

კვირაისასა, იმასთან ნახსენებ ანგელოზთა. დიდება

ღმერთსა, მადლი ღმერთსა.

    პირველ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა,

თავითო-ნათავრითო, ღმერთო, შენამც იდიდები, შენ

ძალი, შენ სამართალი.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმითა შენ გადიდას-დ

გაგიმარჯოს ღმერთმა, დიდო კვირაე ხთის მაღლის

მაკარვეო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას-დ გაგიმარჯოს ღმერთმა, თავადო

მთავარანგელოზო, რჯულიან-ურჯულოთ სალოცავო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას-დ გაგიმარჯოს ღმერთმა, მარიემ წმიდაო,

ხთისაო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას-დ გაგიმარჯოს ღმერთმა, კეზ-მენავედრევ

ანგელოზო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას-დ გაგიმარჯოს ღმერთმა, ხელმწიფე

ხთიშობელო.

    აემ სანთელ-ჭიქა-ბარძიმითა შენ გადიდას-დ

გაგიმარჯოს ღმერთმა, ბორაყ ალვისტრისად მყოლო

ანგელოზო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას-დ გაგიმარჯოს ღმერთმა, კოპალავ წვერის

ანგელოზო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას-დ გაგიმარჯოს ღმერთმა, გიორგი მუხის

ანგელოზო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას-დ გაგიმარჯოს ღმერთმა, გიორგი

ნაღვრისპირისაო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას-დ გაგიმარჯოს ღმერთმა, გიორგი ნახეშ

მაბურთალო ანგელოზო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას-დ გაგიმარჯოს ღმერთმა, მედერბასევ

ანგელოზო, ჟამის მამკლებო, ლოცვა-წირვა მასმინარო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას-დ გაგიმარჯოს ღმერთმა, ქვაბ-საკიდელზე

მდგომო ანგელოზო.

    აემ ჭიქა-ბარძიმითა, სანთელ-სუფრითა შენ

გადიდას-დ გაგიმარჯოს ღმერთმა, მთავარანგელოზის

ლაშქარნო.

    დიდება ძალ ხთისასა, სამართალ კვირაისასა,

იმასთან ნახსენებ ანგელოზთა.

შატილი. მთავარანგელოზის ხატის ხუცესი ბ.

ჭინჭარაული.

 

 

67. ხუცობა საკლავის დაკვლის წინ შატილის

მთავარანგელოზის ჯვარში

    დიდება ძალ ხთისასა, სამართალ კვირაისასა,

იმათთან ნახსენებ ანგელოზთა! ივანე ოქროპირისა!

სანატრელ ხთისაო.

 

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს

დღესინდელთასა, რჯულ ქრისტიანთასა!

    ამ სამსახურითა შენ გადიდას, გაგიმარჯვას

ღმერთმა, თავადო მთავარანგელოზო, გეძახს,

გეხვეწების აპარეკა თავით მდაბლითა, გულით

მართლითა, გახვეწებს თავსა, ჯალაფობასა. რასაც

მხარზე-დ გულზე გეძახდას, იმაზე დაარქვიდი, იმაზე

გაუგონიდი. რასაც წყალობას გეთხოვებოდას, ის

წყალობა უბოძიდი. ნურას მახკერძებ ამის ყუდროსა:

სენსა, სასჯელსა, საზიანო საქმესა, ლაღს მტერსა,

მწარე სიკვდილსა. თუ რა ეღირებოდესა, ახხადიდი,

გადაუგდიდი, ავ საქმე კაზე მაუხდინიდი. ბედისად

მეხვეწურ იყვესა, ბედი მარიგეს ღმერთს გამაუთხოიდი,

დიდს კვირაეს გამოუთხოიდი. გასაზდო, გასახარო

წულ-ყმა მისციდი. წულ-ყმას გახვეწებდას, კაის ბედისა

დავლათისა მაუხდინიდი. ზაფხულობა მშვიდობით

გარმააყრევიდი, სთველ ღალიან-ბარაქიან ჩამოუყენიდი.

თუ სად ვინ ამის ყუდროთა გავიდოდას, შენს ბედსა,

დავლათს ეძახდას, შენ ბედი, დავლათ დაახმარიდი,

გახყვიდი, გაუმარჯვიდი, საგარეო საქმეზე ხელ

გაუმართიდი!

    შენად სამთავროდა, შენად გასამარჯვადა, თავადო

მთავარ-ანგელოზო, შენ სამსახურის მამჩენის

სამეშველოდა, სამწყალობნელადა კაცისა, დიაცისა,

ორფეხ-ოთხფეხისადა, ქუდოსან-მანდილოსნისადა იყოს

მახსენებული სამსახური.

შატილი. მთავარ-ანგელოზის ხატის ხუცესი გ.

ჭინჭარაული.

 

68. სადიდებელი შატილის ღვთისმშობლის ჯვარში

    წინა ჭიქა-ბარძიმითა შენ გადიდას, გაგიმარჯოს,

მაღალო ღმერთო.

    მეორე სანთელ-ჭიქა-ბარძიმითა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს, დიდო კვირაე.

    მესამე ჭიქა-ბარძიმითა შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, ხელმწიფე ხთიშობელო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას, გაგიმარჯოს,

თავადო გორის ანგელოზო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას, გაგიმარჯოს,

ლაღო განძის ანგელოზო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას, გაგიმარჯოს,

კილდის გორს ზღუბლის ანგელოზო.

    აემ ჭიქა-ბარძიმზედა შენ გადიდას, გაგიმარჯოს,

თავადო მთავარ-ანგელოზო, რჯულიან-ურჯულოთ

სალოცავო.

    მაგ სანთელ-ჭიქა-ბარძიმითა გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, გიორგი ბეკენგორ მაბურთალო ანგელოზო.

    მაგით შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა,

სახმთო ღუბისთავ სვეტის ანგელოზო.

 

    მაგით შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა,

კოპალავ წვერის ანგელოზო.

    მაგით შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა,

გიორგი მუხის ანგელოზო.

    მაგით შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა,

გიორგი ნაღვარ- მშვენიერო.

    მაგით შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა,

მედარბასეო ანგელოზო.

    მაგით შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა, ქვაბ-

საკიდლის ანგელოზო.

    მაგით შენ გადიდას, გაგიმარჯოს ღმერთმა,

ხთიშობლის ლაშქარნო, ხოდაბურჩი მორაზმენო

ანგელოზნო.

    სამი სანთელ-ჭიქა-ბარძიმითა შენ გადიდას,

გაგიმარჯოს ღმერთმა, ნახარელა ზღუბლის

ანგელოზო.

შატილი. ღვთისმშობლის ხატის ხუცესი გ.

ჭინჭარაული.

 

69. ხუცობა შატილის ღვთისმშობლის ჯვარში

    გადიდებთ, თქვენი გამჩენი ღმერთი არ მაგიწყენთ,

არ მაგიძულებთა, თქვენ თქვენს მეხვეწურსთ ნუ

მაიწყენთ, ნუ მაიძულებათა. დღეს ჩოქის მხრელთა,

მადლის მთხოვართა თქვენ მეხვეწურთ, სანთელ-

სუფრა-ჭიქა-ბარძიმთ მამხსენეთა ნუ მაიწყენთ, ნუ

მაიძულებთა. გეძახთ, გეხვეწებისთ სანთელ-სუფრა-

ჭიქა-ბარძიმთ მამხსენენი. რასაც მხარზე-დ გულზე

გეძახანთ, იმაზე აართვით, იმაზე გაუგონეთა. რასაც

წყალობას გეთხოვებიან, ის წყალობა უბოძეთა. ხელი-

დ ხმალ მტრისა ახადეთ, ხმა სიკვდილისა მააშორეთ.

ზაფხულ მშვიდობით გარმააყრევინეთ, სთველ ღალიან-

ბარაქიან ჩამოუყენეთა, ხარისა, მხრის ნამაშვრალს

ჯვარ დაუწერეთ, ბარაქა დაუტანეთა. თუ ვინ

გავიდოდას მაგის ყუდროთაი მგზავრი, მეგზური-დ

თქვენ ბედსა, დავლათს ახსენებდას, თქვენი ბედი,

დავლათ დაახმარეთ, გახყევით, გაუმარჯვეთ, საგარეო

საქმეზე ხელ გაუმართეთ, სახელ-სარგებელს

მიაგანნეთ, სავნებულ გადაუგდითა. მახრილი ჩოქი,

მათხოილი მადლი თქვენად სამთავროდ, თქვენად

გასამარჯოდ ას, აქ ნახსენებნ ანგელოზნო, მაღალო

ღმერთო, დიდო კვირაეო, მახვეწურთა სამეშლო-

სამწყალობნელადა დიდისა ცოტაისადა, კაცისა-

საქონისადა, ორფეხ-ოთხფეხისადა, ქუდოსან-

მანდილოსნისადა მეშველი, მწყალობელიმც იქნები,

მწყალობდე შენი სახელის მადლსა.

    ივანე ოქროსპირისა, სანატრელო ხთისა, დიდება

ღმერთსა, დიდება ძალ ხთისასა, სამართალ

კვირაისასა, იმათთან ნახსენებ-ნადიდებ ანგელოზთა,

ჟამის მამკლებთა, სანთელთ მამდგომთა, ლოცვა-

წირვის მასმინართა.

 

შატილი. ღვთისმშობლის ხატის ხუცესი გ.

ჭინჭარაული.

 

70. ხუცობა საკლავის დაკვლის წინ შატილის

ღვთისმშობლის ჯვარში

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს

დღესანდელსა, რჯულ ქრისტიანთასა, მზესა,

მზისმყოლ ანგელოზთა, დიდს კვირიასა, ხთის მაღლის

მაკარვესა!

    დიდება-დ გამარჯვება შენდა, ხელმწიფევ

ხთისშობელო, ხთის საყვარელო ანგელოზო. გადიდებ,

შენი გამჩენი ღმერთი არ მაგიწყენს, არ მაგიძულებს

შენის გადენ-შაძლებისად.

    გეძახით, გეხვეწებით ლაღის მტრისად, მწარის

სიკვდილისად, ლაღი მტერი და მწარე სიკვდილი

აგვხადე, გარდაგვიგდე, ავ საქმე კაზე გაგვიხდინე,

კაცსა და კაცრიელობას მოგვიმატე, შენს სიდიდეს

ემატებოდას. წულისად გეხვეწებოდათ, წულ მარიგეს

ღმერთს გამაგვითხოვე. წულს გახვეწებდათ,

გვიდღიგძელე, კაის ბედისა და დავლათისა მაგვიხდინე.

ზაფხულ მშვიდობით გადმოგვაყრევინე, სთველ

ღალიან-ბარაქიანი ჩამაგვიყენე, ხარისა და მხრის

ნამაშვრალზე ჯვარ დაგვიწერე, მაქარ-მაღალატე

მაგვირიდე. მახრილი ჩოქი, მათხოილი მადლი შენად

სამთავროდ, გასამარჯოდ ას, ხელმწიფე ხთისშობელო,

ხთის საყვარელო ანგელოზო. შენ შენის მეხვეწურისა

სამეშვლო-სამწყალობლოდ დიდისა-ცოტაისადა,

ორფეხ-ოთხფეხისადა, ქუდოსან-მანდილოსნისადა

მეშველი, მწყალობელიც იქმნები, სცევდი, ხფარევდი,

შველდი, სწყალობდი.

შატილი. ღვთისმშობლის ხატის ხუცესი გ.

ჭინჭარაული.

 

71. წყალთ დალოცვა შატილში

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა.

აქ ნათქვამ მანდ მადიოდას, წეს იყვას მართებული,

მკვდარს შანდობა მიუდიოდას. სადაც შენ ხარ

(სახელი მიცვალებულისა), შენამც გერგების, გეხმარის

ეს დადგმულ ტაბლაი, ეს წყალიც შაგინდნას,

მაგახმარას ღმერთმ, უწყლოობითამც ნუ ღონდები.

სწორ-ამხანიგთამც დაიწვევ წყალზედაც, ტაბლაზედაც.

შაგინდნას, მაგახმარას ქრისტიანობის გამჩენ ღმერთმ.

შატილი. ჩალხია ჭინჭარაული, 84 წლის, 1943 წ.

ჩამწერი თ. ოჩიაური.

 

72. ხუცობა ანატორის ჯვარში

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი-დ შენ სახელი, დიდო

ანატორ მთავარო ანგელოზო, შენა სამთავროდ,

გასამარჯოდ მაიხმარი ეს სამსახური, პირის საბანი,

მაყენებული, მახსენებული. შენ შენის მეხვეწურის

ახალ დამდგომ დასტურთ, შენ უღელდებულთ

სამწყალობნოდ ხთის კარზე შაიტანი, აგრემც

გაგემარჯვებისა, ძალსა, დიდებას მაგიმატებს შენის გამჩენის ხთის კარზე, უშველე, დაიცვენი,

დაიფარენ ჟამსაც, უჟამოსაც, ველთაცა-დ შინაც

 

 

მიღმახევი

 

 

73. ხუცობა მუცოს მთავარანგელოზის ჯვარში

    დიდება ღმერთსავ, მადლი ღმერთსავ, დიდება

დღეს დღესინდელსავ, რჯულს ქრისტიანთასავ,

სამართალს ხვთის მაღლის მზის მყოლ

ანგელოზთადავ, დიდება დიდსა კვირეესავ, მაღლის

ხთის მაკარვესავ. ხთისგან გამარჯვება შენ,

მთავარანგელოზო, შენ შენი მორიგე ღმერთი არ

მაგიწყენს, არ მაგიძულებს. შენ შენ მეხვეწურებს ნუ

მაიწყენ, ნუ მაიძულებავ, ჩოქის მამხრელსავ, მადლის

მამთხოვსავ, სანთელ-სამსახურის მამხსენესავ.

იმედასავ, ამის თავ-ჯალაფობასამც სწყალობდავ, რასა

მხარზე, გულზე გეხვეწებათავ, იმაზე გაუგონევ. რასა

წყალობას გთხოვსავ, ის წყალობა მიეცივ. ამათად

შამაქცეულსავ ლაღ მტერსავ, მწარე სიკვდილსავ, შენ

შაუქციევ, გზა უკუღმ აუქციევ. ნურას მახკერძებავ

ავსა, სენსავ, სასჯელსავ, საზიანო საქმესავ. უმატევ

ამათსავ პურსავ, წულსავ, ორფეხ-ოთხფეხსავ, ხარის

ნახნავსავ, ფურის ნაწველსავ ბარაქა დაუტანევ, ჯვარ

დაუწერევ. თუ ვინ ამავ ყუდროჩიით ველთ გასულ

გეხვეწებოდსავ, მგზავრივ, მეველეივ, მენადირეივ

გახყვიდივ, გაუმარჯვიდივ, ხელ გაუმართიდივ. ავდარს

გაუდარიდივ, ლაღ მტერთან დაუფარიდივ, ხვეწრიელ

აულაგმიდივ, მისდევდას, მისწიიდივ, მაზდევდან,

გამაახვეწიდივ, შინ მშვიდობით მაიყვანიდივ. შინ

გასულს ჯალაბობა მშვიდობით დაახვედრიდივ. თუ რა

გამავიდოდას ხთის კარზე გამაშვებულივ, ხთის

იასაულივ, ხორციელთ ბეგრევდასავ, ყალანს

ზიდევდასავ, ამათ ყუდროს ნუ მახკერძებავ. სხო

ყუდრო-ალაგ მიასწავლიდივ. თქვენის ბატონობის

მახრილივ ჩოქივ, მათხოვილივ მადლივ. რასაც მხარზე,

გულზე გეხვეწებოდესავ მეხვეწურივ კაცის საქონისავ,

ნაშვრალ-ნამუშევრისავ. მეშველივ, მწყალობელიმც

იქნებივ.

მუცო. ბ. მინდიკაური., ჩაიწერა ნოდარ ზვიადაურმა

1983 წ.

 

74. სახელისდება (მუცო)

    ღმრთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა.

კაციც შენ გეძახსავ, სულიც შენ გებარებისავ. სააქაოს

ნათქვამ სიქიოს მადიოდასავ, მკვდართ შანდობა

მაგიდიოდასთავ. კარიც მღე გექნებისთავ, ტაბლაიც

მზა გექნებისთავ, ხელსამც გახკრავთავ, უბე-

კალთასამც გაიხვევთავ. ცოდვისამც მხდელ

გექნებისთავ, ცოდვიდამც იაღმხდელივ,

ფერუცვლელადავ, წაუქცევლადავ, ცოტა დიდადავ, რიოშ წმიდადავ. ხთის წესითავა-დ რიგითავ. მჯელსავ,

მსჯავრესამც გარიდებსთავ, წინ მაგებებულსავ, უკენ

დაწეულსავ, სიკვდილის დღეს დამწყვდეულსავ, ენით

ნათქვამსავ, ხელით ნაქნარსავ, თვალით ნანახსავ,

ყურით განაგონარსავ. თუ ვინ გყვანდასთავ

შამამბრუნავივ, შამამხედავივ ტაბლაჩიავ, სასმელჩი

გებირებოდასთავა-დ გეჭრებოდასთავ, მე ვერ

ვიგონებდავ, დაწევაი-დ დატანება გინდოდსთავ, თქვენ

თქვენის ნებითამც დაიწევთავ, დაიტანებთავ. მაკეთეივ,

მაკიდულივ, დედულ-მამულივ, ოხრის სულ-მკვდარივ,

დობილ-ძმობილივ, სიძე-ცოლეურივ, დისწულ-დედიძმაივ

თქვენ თქვენის ნებით დაიწევთა-დ დაიტანებთავ, ავივ,

არამიმც ნუვინ დაგეტანებათავ. თუ არადეევ ალალივ,

ალალ-მართალიმც გექნებისთავ. ნუმც რაით

დაღონდებითავ, ნუმც რაით გაიხლათებითავ,

სანთლითამც მაგივათავ, სარკმლითამც მაგივათავ,

მზის შუქითავ, მთვარის სინათლითავ. ნუმც რა

დაგიკლდებისთავ, ნუმც რა მაგიკლდებისთავ. მე რასა

დაგაკლებთავ, სულეთის ღმერთიმც დაგიმატებსთავ.

შაგინდნასავ სულეთის ღმერთმა-დ მაგახმარასავ (3-

გზის).

მუცო. აგუნდა ჭინჭარაული, 67 წლ., ჩაიწერა ნოდარ

ზვიადაურმა 1983 წ.

 

75. ხუცობა არდოტის ჯვარში

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება დღეს

დღესინდელსა, რჯულ ქრისტიანთ სალოცავსა, მზესა,

მზის მყოლ ანგელოზთა, დიდება დიდს კვირეესა, ხთის

მაღლის მეკარვესა, დიდება-გამარჯვება თქვენდა, ჩვენო

სალოცავნო! გიორგი სომხოზ გორისაო, ხთისშობელო,

ხთის საყვარელო, ბისოს კალთაზე მობურთვალო,

ხოდაბურთ ყარაულო, თავადო მთავარანგელოზო,

დარბაზის ყარაულო, თქვენა სადიდოდ, სამთავრო-

გასამარჯვოდ იყვას მახრილის ჩოქით, მათხოვილის

მადლით, მახსენებულის ხთის წესით მაყენებული ეს

სამსახური, ბუღვაური! თქვენ თქვენი მარიგე ღმერთი

არ მაგიწყენსთ, არ მაგიძულებსთ, თქვენ თქვენ

მეხვეწურებს ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ; რასა

მხარზე და გულზე გეძახდასთ, უშველეთ,

დაეხმარენით, საწაღმართო ანგელოზ დაახმარეთ,

მიწრიელნ დაულაგმენით. ხელი, ხმალ მტრისა

ახხადეთ, ხმა სიკვდილისა გადაუგდით, სხო ადგილ-

ალაგ მიასწავლეთ, მაგახსენით ბირკვლ-ბალინჯჩიით,

ავადობა-სნეულებაჩიით გეხვეწებათ, შაიხვეწენით,

თქვენდ ხელი რიგ არ დაუკლავ, ნაქადებ არ

უმტყუვნებავ, ნაძახებ გაუგონეთ, აგრემც

გაგემარჯვებათ! ამათ ყუდროჩი პურს უმატეთ, წულს

უმატეთ, კაცს უმატეთ, კაცრივლობას უმატეთ, ორფეხს უმატეთ,

ოთხფეხს უმატეთ, ქუდიანთა მანდილიანთ უმატეთ;

ამათ ყუდროჩიით გამავალს  –  მემტრეს, მენადირეს,

მგზავრს, მემგზაურს გახყევით, გაუმარჯვეთ, ხელ

მაუმართეთ, სარგებელს მიაგანეთ, სავნებელს

მააშორეთ, შინ მშვიდობით დაიბრუნეთ, შინაურობა

მშვიდობით დაახვედრეთ. თუ სხვა ხთიშვილნ

უწყრებოდან, უჩიოდან მადლი, ხოიშან მაუთხოვიდით,

გულწაღმა, პირწაღმ დაუბრუნდიდით. ნურას

მახკერძებთ, დააღირებთ სენს, სასჯელს, საზიანო

საქმეს, მტრის ჩქამს, სიკვდილის ხმას.

    ხთის კრით და ხთის იასაულნი ხმელზეით ბასს

კრეფდან, ყალანს იღებდან, თქვენ მეხვეწურებს

უშველიდით, დაეხმარნიდით, კაბის კალთა

დააფარიდით, კაბის კალთაჩი გაიხვივნიდით.

    სნეულ გეძახდასთ ამათ ყუდრო-კარჩიით, სამეშლო

სახელიან აიღიდით, ხთის კარზე მაიხმარიდით,

დამდგარი ეგ ზამთარ-ზამთრობა მშვიდობით

გადააყრიდით, გაზაფხულ მშვიდობისა მაღგვარიდით,

ხარ წაღმ გაუმართიდით, ხარისა მხრის ნამაშვრალს

ჯვარ დაუწერიდით, ბარაქა დაუტანიდით, სთველ

ღალიან-ბარაქიან დაუყენიდით.

    რასაც მე დიდება – ხსენებას დაგაკლებთ, თქვენ

თქვენს წყალობას ნუ დააკლებთ თქვენ მეხვეწურებს,

ამათ თავ-ჯალაფობას.

    ისმინეთ, გაიგონეთ, იღირსეთ, შაიწიეთ, ათასიმც

მადლ გაქვთ, შამაძახილზე ნუ შამისაწყინდებით,

ზღვნითა და სანთლით გადამახდიეთ.

    გაემარჯვას ნადიდებ-ნახსენებ ანგელოზთ,

წყალობა მაგცასთ დასტურთ, მსახურთ, გაგიგონასთ,

რასა მხარზე და გულზე ეძახთ.

ანდაქი. მთქმელი წიქა როსტომის ძე მურღუევი.,

ჩაიწერა ნოდარ არდოტელმა (ზვიადაურმა), 1982 წ.

    გაზეთი «ბურჯი ეროვნებისა»

 

76. ხუცობა (არდოტი)

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება მზესა,

მზის მყოლ ანგელოსთა, დიდება დიდსა კვირეესა,

ხთის მაღლის მოკარვესა, დიდება, გამარჯვება

თქვენდა, ჩვენო სალოცავნო, გიორგი სომხოსგორისაო,

ხთიშობელო, ხთის საყვარელო, ბისოს კალთაზე

მობურთვალო, ხოდაბურთ ყარაულო, თავადო

მთავარანგელოზო, დარბაზის ყარაულო. თქვენდა

სადიდოდ, სამთავრო-გასამარჯვოდ იყვას მაყენებული

ეს სამსახური მეხვეწურებისა. აიყვანეთ, ხთის კარზე

მაიხმარეთ, თქვენ მეხვეწურებს უშველეთ, დეეხმარეთ,

ავ საქმე სხვაზე მაუხდინეთ. ნურას მახკერძებთ,

დააღირებთ სენს, სასჯელს, საზიანო საქმეს. ხელ-

მხარ მტრისა ახხადიდით, ხმა სიკვდილისა გადაუგდიდით, უშველიდით,

დაეხმარიდით. დამდგარ ე ზაფხული-ზაფხულობა

მშვიდობით გადმააყრიიდით, სთველ ღალიან-ბარაქიან

დაუყენიდით, ხარისა-დ მხრის ნამაშვრალს ჯვარ

დაუწერიდით, ბარაქა დაუტანიდით. ამათ ყუდროჩიით

თუ ვინ შამაგძახოდასთ მგზავრი, მემგზავრე, მეველე,

მემტრე, მენადირე, ხელ მაუმართიდით, უშველიდით,

დაეხმარნიდით, შინ მშვიდობით დაახვედრიდით. თურას

სხო ხთიშვილნ უჩიოდან, უწყრებოდან, მადლი-დ

ხოიშან მაუთხოვიდით, თავად პირწაღმა-დ გულწაღმ

დაუბრუნდიდით. მაყენებული ეს სამსახური

მეხვეწურებისა აიყვანიდით, ხთის კარზე მაიხმარიდით.

თქვენ მარიგე ღმერთ არ მაგიწყენსთ, არ

მაგიძულებსთ, თქვენ მეხვეწურებს თქვენ ნუ მაიწყენთ,

ნუ მაიძულებთ.

არდოტი. არდოტის ჯვარი, ხუცესი ხვთისო მურღუევი,

45 წლ., ჩაიწერა ნოდარ ზვიადაურმა 1983 წ.

77. ხუცობა სომხოზ წმინდა გიორგის ჯვარში

(არდოტი)

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება მზესა,

მზის მყოლ ანგელოზთა, დიდება დიდ კვირაესა,

მაღლის ხთის მოკარვესა, დიდება-გამარჯვება თქვენდა

ჩვენო სალოცავებო, გიორგი სომხოზ გორისაო,

ხთისშობელო ხთის საყვარელო. მაყენებული

სამსახური მეზღვნეებისა აიყვანეთ, ხთის კარზედ

მაიხმარეთ, რასა მხარზედ, გულზედ გეძახდან, იმაზე

გაუგონეთ, ნურას მახკერძებთ, დააღირებთ. სენს,

სასჯელს, საზიანო საქმეს, ამათ ყუდროთად

შამაქცეულს ლაღს მტერს, მწარე სიკვდილს თავ-

თავად შაუქციეთ, გზა უკენ გადუქციეთ, თქვენ უხედავ

ხორციელთაზედ გადაიღით, ამათ ყუდროჩით თუ ვინმე

გეძახდან მეველე, მემტრე, მენადირე გახყევით

გაუმარჯვეთ, ხელ მაუმართეთ, შინ მშვიდობით

დააბრუნეთ. შინაურობა მშვიდობით დაახვედრეთ.

დამდგარი ეს ზაფხული, ზაფხულობა მშვიდობით

გადმააყარეთ, ხარისი მხრის ნამაშვრალს ჯვარ

დაუწერეთ, ბარაქა დაუტანეთ, უშველე, დეეხმარენით,

თქვენ მარიგე ღმერთი გადიდებთ, გაძლიერებსთ, არ

მაგიწყენსთ, არ მაგიძულებსთ, თქვენ მეხვეწურებს ნუ

მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ, მახრილის ჩოქითა,

მათხოილის მადლითა, გადიდასთ, გაგიმარჯვასთ.

შამაძახილზე ნუ შამისაწყინდებით, ისრემც

გაგემარჯვებათ.

არდოტი. ხუცესი ხვთისო ჭრელას ძე არდოტელი. 55

წლ., ჩაიწერა ხვთისო მამისიმედიშვილმა 1993 წლის 23

აგვისტოს.

 

 

78. თასის დალოცვა არდოტის ჯვარში

    ღმერთმა გაუმარჯვას ამ თასზე ნადიდებ-ნახსენებ

ანგელოზს. იმის წყალობა გქონდასთ თემს, სოფელს.

წაღმ მაუარას თქვენს თავს, ჯალაფობას, ხალიზ

მაგცასთ, ბალინჯ მაგაშორასთ, კლო უკეთესის

გულით გიმსახურასთ. წელ ეცვლებ, წელ კაისა

გამაგიცვალასთ, ერთ ეს, ათიათას სხვა. მემუხლეებს

მუხლებ შაგარჩინასთ. თავმახდილებს თავმტრისა

მაგცასთ შორიელაისაი. თასიანებს ხელთ გაამასთ.

გწყალობდასთ ამაზე ნახსენებ ანგელოზები. თქვენ

იყვას მწყალობელი.

არდოტი, ჭრელ მურღუევი, 100 წლ., ჩაიწერა ნიკოლოზ

ზვიადაურმა, 1982 წ.

 

 

79. სახელისდება მკვდართად (არდოტი)

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა,

აქ ნათქვამ საიქიოს მიდიოდას, მკვდართ შანდობა

მაგიდიოდასთ. სადაც შენ ხარ (სახელები

გარდაცვლილთა), ცხონებულო (სახელი), თქვენამც

მაგივალისთ დადგმულ ტაბლაო. დასხმულებ ჭიქები,

დავსილ ხელადანი. ეს წვერის არაყიან ბოთლანი

(სახელი) თქვენამც გამთავრებსთ, თქვენამც გაიაღებსთ.

ცოტაიმც დიდად გექნებათ, რიოშიმც წმიდად

გექნებათ. მაუდევარ, მაუკიდვარიმც გექნებათ. ცისობას,

მიწა-წყლისობას ფერუქცეველ-წაუქცეველიმც გექნებათ.

    თუ ვინ გყვანდასთ დედული, მამული, სიძეი,

ცოლეური, დობილი, ძმობილი, უცნობი, მეგობარი,

რჯულიანი, ურჯულოი, უპატრონო მკვდარი, მთა-

წვერთ დამრჩალი, წყლის დაკარგული, ზვავის

დალეული, სალდათი, ტუსაღი, შამამბრუნავ სული.

ნება-მასპინძლობაიმც თქვენიმც იქნების. მანდაურის

წესით, რჯულითამც მაიხმარებთ, ცოდვიანნიმც შორს

გექნებიანთ. მადლიანნიმც ახლოს. ჩემის

უემპირობითამც ნურა დაგაკლდებისთ. რასაც მე

დაგაკლებთ, სულეთის გამჩენ ღმერთიმც დაგიმატებსთ.

    თუ რა გაწუხებდასთ, გაღონებდასთ, თვალით

ნანახავი, ყურით განაგონარი, წინ მიგებებული, უკან

დაწეული, სიკვდილით დღეს დამწყვდეული, მსჯელს,

მსჯავრეს ტაბლითამც, სუფრაითამც აშორებთ.

    ცაო ქერებელო, ღრუბელო ნათლისაო, მამაო

მეუფისაო, სუფრა მზა მიეც, გზა საღ მიეც.

შაგიდნასთ და სულეთის გამჩენ ღმერთ მაგახმარასთ.

შაგიდნასთ და ალალ-მთავარ გიყვასთ. დამსწრენი:

შაუდნას და მაახმარას! (სახელის დამდებელს

ტაბლისად ეუბნებიან). საიქიომ დაგიმადლას, სულეთის

გამჩენ დალოცვილ ღმერთმ შენ ენა-პირ დიდხანს

აუბნას. სიკეთეს, კაი კაცობას ნუ მაგშალას.

(ჭირისუფალის ოჯახის წევრს ეტყვიან). წაქცევისა ამაგაყენასთ,

ატირდომისა გაგაცინასთ. ავ კაით დაგაცილასთ. ახალ

მარხეი ნუღარა მაგცასთ დალოცვილ ღმერთმ!

არდოტი. ხვთისო ჭრელას ძე მურღუევი. 45 წლის,

ჩაიწერა ნიკოლოზ ზვიადაურმა 1982 წ.

 

 

80. სახელისდება (არდოტი)

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა,

კაცი შენ გეძახს, სული შენ გებარების. ჩემის თქმით

და ხთის წესით აქ ნათქვამ საიქიოს მიდიოდას,

მკვდართ შანდობა მაგიდიოდასთ. სადაც თქვენ ხართ,

თქვენამც მაგივალისთ გაშლილი ეს პურ-სუფრა,

დაკრული სანთელ-კელაპტრით, თქვენამც

გამთავრებსთ, გაიაღებსთ, ალალიმც გექნებათ,

მთავარიმც გექნებათ, მაუკიდვარ-მაუდევარიმც

გექნებათ, ცა-მზისობას წაუქცეველ-ფერუქცეველიმც

გექნებათ. ცოდვიანნიმც შორად გექნებიანთ,

მადლიანნიმც ახლოს გექნებიანთ. ნუმც რაით

გაიხლათებით, ნუმც რაით დაღონდებით. თუ ვინმე

გყვანდასთ დედულთა, მამულთა სიძე, ცოლეური,

შამამბრუნავი, ობოლ-ოხერი, სალდათი, ტუსაღი, მთა-

წვერთ დამჩალი, უპატრონო მკვდარი, ბალღი,

ძუძუმწოვარი, თავისა, სხვისა, თქვენიმც ნება იქნებ,

თქვენიმც მასპინძლობა იქნებ, მეძალეიმც ნურვინ

გექნებათ, წინამც ნუვინ დაგიდგებათ. თუ რამე

გაღონებსდათ თვალით ნანახი, ყურით განაგონარი,

წინ გაგებებული, უკენ დაწეული, სიკვდილის დღეს

დამწყვდეული, მსჯელსა-დ მსჯავრესავ ტაბლით,

სუფრითამც იშორებავ.

    ცაო ქარებულო, ღრუბელო ნათლისაო, მამაო

მეუფისაო, სუფრა მზა მიეცი, გზა საღ მიეცი,

შაგინდნას, სულეთის ღმერთმ მაგახმარას! (3-გზის).

არდოტი. არდოტის ჯვარი, ხუცესი ხვთისო მურღუევი,

45 წლ., ჩაიწერა ნოდარ ზვიადაურმა 1983 წ.

 

 

81. სახელისდება მკვდართად (არდოტი)

    ღმერთო, ჩემის თქმითა, ღმერთო, შენის მიცემითა,

აქ ნათქვამ საიქიოს მიდიოდას, მკვდართ შანდობა

მიუდიოდას, საცა თქვენ ხართ (სახელების ჩამოთვლა)

ბერი, ახალი, ქრისტი, ქრისტიანი, ურჯულოი,

რჯულიანი, შორიელაი, ახლუელაი თქვენამც

გეხმარებით, თქვენამც სახმარ იქნების: ტაბლა  –  

სუფრა, დასხმულ ჭიქები, დავსილ ხელადანი.

მანდაურის წესით, რჯულით. თუ ვინ გყვანდასთ

შამამბრუნავი, შამამხედავი, თავის წესითამც მისცემთ.

ძალითაც ნუ ვინ გამაგეკიდებისთ. ალალიმც გექნებათ.

მრავალი, გაუცუდო-გაუთაოი, ცისი-მზისობას, მიწა-

წყლისობას.

 

    სანამ ხარ ხნავს, წისქვილ ფქვავს პურს, მწვანილ

მაზდის, სანთლით, სარკმლით, ელუმსალეთის

ნათლით, სულეთის ღმერთის მიცემით. ჩემის

უთქმელობითამც ნუ გაიხლათებით. ნურაით

დაღონდებით. ჩემი უემპირობით თუ რა

გაკლდებოდასთ, სულეთის გამჩენ ღმერთიც

დაგიმატებსთ. შაგინდნასთ სულეთის ღმერთმა,

მაგახმარასთ! ალალ-მთავარ გიყვასთ.

    შაუნდნას მაახმარას! შენ კარგად გამყოფას!

არდოტი. ძილო ბაჭყალას ასული ზვიადაური-

მურღუევი, ჩაიწერა ნიკოლოზ ზვიადაურმა 1982 წელს

 

 

82. ხუცობა (ანდაქი)

    შენა სადიდოდ, შენა გასამარჯვოდ იყვას

დარბაზთ წვერზე დარბაზთ ანგელოზო, წმ. გიორგიო.

მახრილის ჩოქით, მათხოვილის მადლით,

მახსენებულის ხვთის წესით, სამსახურით შენ უშველე

შენ მეხვეწურებს, დასტურთ, მსახურთ გადაუგდი

ბირკვლი, ბალინჯი, ავადობა.

    დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დღეს

დღესინდელსა, სჯულ ქრისტიანთ სალოცავსა, მზესა,

მზის მყოლ ანგელოზთა, დიდება დიდს კვირეესა,

დიდება, გამარჯვება თქვენდა. თქვენ თქვენს

მეხვეწურებს ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ, უშველეთ,

დაეხმარენით, საღმრთო ანგელოზ დაახმარეთ, ხელი-

დ მხარ მტრისა ახხადეთ, ხმა სიკვდილისა

გადაუგდით, ნურას მახკერძებთ, ნუ დააღირებთ სენს,

სასჯელს, საზიანო საქმეს. ამათ ყუდროჩი პურს

უმატეთ, წულს უმატეთ, კაცს უმატეთ, კაცრივლობას

უმატეთ, ორფეხს უმატეთ, ოთხფეხს უმატეთ, ქუდიანთ,

მანდილიანთ უმატეთ. ყუდროჩიით გამავალს მემტრეს,

მენადირეს, მგზავრს, მემგზაურს გაჰყევით,

გაუმარჯვეთ, ხელ გაუმართეთ, სარგებელს მიაგანეთ,

სავნებელსა მააშორეთ, შინ მშვიდობით დააბრუნეთ,

შინაურობა მშვიდობას დაახვედრეთ. თუ სხვა

ხთიშვილნი უწყრებოდან, უჩიოდან, მადლი-დ ხოიშან

მაუთხოვიდით, გულწაღმა-დ პირწაღმ გადაუბრუნდით.

ნურას მახკერძებთ დააღირებთ: სენს, სასჯელს,

საზიანო საქმეს, მტრის ჩქამს, სიკვდილის ხმას, ხთის

კრით და ხთის იასაულნ ხმელზეით ბასს კრეფდან,

ყალანს იღებდან, თქვენ მეხვეწურებს უშველიდით,

დაეხმარნიდით, კაბის კალთა დაახმარნიდით, კაბის

კალთაჩი გაიხვივნიდით. ეს ზამთარი ზამთრობა

მშვიდობით გადააყრიდით, სთველი ღალიან-ბარაქიან

დაუყენიდით. ხარისა-დ მხრის ნამაშვრალს ჯვარ

დაუწერიდით, ბარაქა დაუტანიდით. თქვენ მარიგე

ღმერთ არ მაგიწყენსთ, არ მაგიძულებსთ. თქვენ

მეხვეწურებს ნუ მაიწყენთ, ნუ მაიძულებთ. ამის თავ-ჯალაფობისად, ორფეხ-ოთხფეხისად,

ქუდოსან-მანდილოსანისად, მეშველი, მწყალობელიმც

იქნები. გეემარჯვას ნადიდებ-ნახსენებ ანგელოზთ,

წყალობა მაგცასთ დასტურთ, მსახურთ, რასაც

მხარზე, გულზე ეძახდათ.

    ეხლა ხუცესთ ეუბნებიან: თქვენ იყვასავ

მწყალობელივ, თქვენ ენა-პირ დიდხანს აუბნასავ,

წყალობა მაგცასავ ანგელოზმავ.

ანდაქი. ხუცეს-მედროშე წიქა მურღუევი, 65 წლ.,

ჩაიწერა ნოდარ ზვიადაურმა 1983 წ.

 

 

83. ხუცობა (სამეშლო) არჭილოში

    შენა სადიდოდ, სამთავრო-გასამარჯვოდ იყვას,

გიორგი მახკოსწვერის ანგელოზო, მაყენებული ეს

სამეშლო სახელიანივ, მახრილ ჩოქივ, მათხოვილ

მადლივ. შენ შენი მარიგე ღმერთი გადიდებსავ, არ

მაგიწყენს, არ მაგიძულებსავ, შენის დიდის შაძლება-

გადენისადავ შენ მახვეწურსავ (სახელი), ამის თავ-

ჯალაფობისავ. ნუ მაიწყენავ, ნუ მაიძულებავ. რასა

მხარზე, გულზე გეძახდასავ, უშველე, დაეხმარევ,

გამაიხსენივ ბირკვლ-ბალინჯჩიითავ, ავადობა-

სნეულებაჩიითავ. გეხვეწებავ, შაიხვეწენივ, შენდ ხელი

რიგ არ დაუყრავავ, შენ შენს წყალობას ნუ დახყრივ,

ნაქადებ არ უმტყუნევნებავ, ნაძახებ გაუგონეთავ,

აგრემც გაგემარჯვებათავ. პურს უმატეთავ ამათ

ყუდრო-კარჩიავ, წულს უმატეთავ, კაცსა-კაცრიელობას

უმატეთავ. ამათ ყუდრო-კარიდან თუ ვინმე გადიოდესავ

მგზავრივ, მემგზავრეივ, მემტრეივ, მენადირეივ,

გახყვნიდითავ, გაუმარჯვიდითავ, სავნებელს

მააცილიდითავ, სარგებელს მიაგანიდითავ, შინ

მშვიდობით დაუბრუნიდითავ, შინაურობა მშვიდობით

დაახვედრიდითავ. სხო ხთიშვილნი თუ რას უჩიოდან-

უწყრებოდანავ, შუა უდგიდითავ, მადლი-დ ხოიშან

მაუთხოვიდითავ, თავად გულწაღმ და პირწაღმ

დაუბრუნდიდითავ. ამათ თავისად შამაქცეულსავ ლაღ

მტერსავ, მწარე სიკვდილსავ თავად შაუქციიდითავ,

გზა უკუღმ გადუქციიდითავ, სხოთ ადგილ-ალაგ

მიასწავლიდითავ, თქვენ უხედავ-ურწმუნო

ხორციელთაზე გადაიღიდითავ. სნეულ გეძახდასთავ,

იმათ ყუდრო-კარიდანავ სამეშლო სახელიან

აიღიდითავ, ხთის კარზე მაიხმარიდითავ, დამდგარი ეგ

ზამთარი-დ ზამთრობაივ მშვიდობით გადახყარიდითავ,

გაზაფხულ მშვიდობისა მაღგვარიდითავ, მხარ წაღმ

გაუმართიდითავ, ხარის-დ მხრის ნამაშვრალსავ ჯვარ

დაუწერიდითავ, ბარაქა დაუტანიდითავ, სთველი

ღალიან-ბარაქიან დაუყენიდითავ.

 

    დიდება ღმერთსავ, მადლი ღმერთსავ, დიდება

დღეს დღესინდელსავ, დიდება მზესავ, მზის ამყოლ

ანგელოზთავ, დიდება დიდს კვირეესავ, ღვთის მაღლის

მეკარვესა. დიდება-გამარჯვება შენდა, ნადიდებ-

ნახსენებ ანგელოზო, გიორგი მახკოსწვერისაო. რასა

მე ჩემ დიდება – ხსენებას დაგაკლებ, შენ შენს

წყალობას ნუ დააკლებავ (სახელი), ამის თავ-

ჯალაფობასავ. ისმინე, გაიგონევ, იღირსე, შაიწირევ.

ათასიმც მადლ გაქვავ, შამაძახილზე ნუ

შამისაწყენდებივ, ზღვნითა-დ სანთლით გადამახდიევ.

არჭილო. ხუცესი თაძია ზვიადაური, 57 წლ., ჩაიწერა ნ.

ზვიადაურმა 1983 წ.

 

ჯუთა

 

84. ხუცობა ჯუთის წმინდა გიორგის ჯვარში

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-

ბედიმც დიდდების,

     ჯუთის წმინდაო გიორგიო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-

ბედიმც დიდდების,

     ღალანგურ წმინდაო გიორგიო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-

ბედიმც დიდდების,

     შარვნის წმინდაო გიორგიო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-

ბედიმც დიდდების,

     მთრეხის წმინდაო გიორგიო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-

ბედიმც დიდდების,

     კვირაევ კარავიანო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-

ბედიმც დიდდების,

     ბერო ბაადურო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-

ბედიმც დიდდების,

     ხთიშობელო  –  ადგილის დედაო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-

ბედიმც დიდდების,

     სახთო სახატედ მდგომო ანგელოზო.

    ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-სანთელზე შენ ძალი-

ბედიმც დიდდების,

     როშკის დიდგორ ვეშაგო გიორგიო.

    თქვენა სამთავროდ, თქვენა გასამარჯოდ იყოს ეს

მაყენებული სამსახური, გეძახან, გეხვეწებიან ამ

სამსახურის მამყენეები. რასაც მხარსა-დ გულზე

გეძახდან, გეხვეწებოდან, იმ მხარ-გულზე შაიხვეწენი,

მაგათ ყუდროში პურსა, პურის მჭამელს, წულსა,

წულის აკვანს მაუმატიდი. ველ თუ რა გავიდას მაგათა

მუშა-მოლაშქრე, მენადირე, გაჰყვიდი-გაუმარჯვიდი.

მტერზე, ნადირზე ხელ მაუმართიდი. თუ რა

შაგაწყინეს, შაგცოდეს პირის ქარით, ფეხის ნალით,

ხარის კისრით, შანაცოდარ შაუნდვიდი, შენ შენს

მარიგე ღმერთს გამაუთხოიდი.

    ხთის იასულ იყოს, ყალანს იღებდას, მაგათ

ყუდრო-კარს ეკერძებოდას, გაჭირვებაში გამაიხსნიდი,

შენ კაბის კალთა ჩამაუფარიდი, შენ შენს მარიგე ღმერთს

გამაუთხოიდი.

    ჩემგან რაც ხსენება-დიდება გაკლდებოდასთ,

თქვენ თქვენს წყალობას ნუ მააკლებთ, აიღეთ

სახელიანად, ხთის კარზე მაიხმარეთ, თქვენა

სამთავროდ, თქვენა გასამარჯვოდ იყოს ეს მაყენებული

სამსახური.

    მაგცასთ წყალობა, გიშველასთ, დაგახმარასთ,

სოფელს მაგცასთ წყალობა, ყურთა-მაყურებელს,

სტუმარ-მასპინძელს, მაწვეულთ მაგცასთ წყალობა

ნახსენებ ანგელოზებმ!

ჯუთა. ჯვრის დასტური ვაჟა არაბული, 40 წლ.,

ჩაიწერა მაგნიტოფირზე ხვთისო მამისიმედიშვილმა

1994 წლის 30 ივლისს ათენგენობაზე.

 

85. დამწყალობნება შერიგების დროს (ჯუთა)

    გწყალობდასთ ერთუცის მოდავეთ ჯუთის გიორგი,

მშვიდობით შაგინახნასთ, ავ ნუღარა ჩამაგიგდასთ,

ამის შემდეგ კას საქმეზე დაგარიგნასთა, გაგადიდნას.

თქვენ გწყალობდასთ კაცსა, შუაკაცს, მჟჯელებს

ჟჯილობა ნუ დაგიკარგასთ, ხუცესს ენა-პირ

გიკურთხას, დიდხანს გაგიყოლას.

 

86. შემოხვეწილის ლოცვა ჯუთის ჯვარში

    დიდო ჯუთის წმიდაო გიორგიო, შენ მიშველი, შენ

დამეხმარი, შენს კალთაში შამამიფარებავ თავი, შენ

შამაგხვეწიორ, შენ შამიხვეწე, ნუღარაით დამამარცხებ,

ზღვნითა, სანთლით მახდი, დალოცვილო, კაცით

ნურას გადამახდევ.

 

87. შემოხვეწილის დალოცვა არყიანი ქინთით (ჯუთა)

    გაუმარჯვას ჯუთის წმიდას გიორგისა!

გწყალობდას გიორგის დავლათი, თათარავ, დაგიცას,

დაგიფარას დღესაც, ღამესაც, ველთაცა, შინაც.

შამაღბარებიხარ გიორგის კალთასა, თავის კაბის

კალთა ჩაგაფარას, გაჭირვებაშიი დაგიხსნას, ნურა ავ

მაგკერძას. თათარაისად მამყოლ ახლებო, თქვენაც

გწყალობდასთ გიორგის დავლათი. ჟჯილობა ნუ

დაგიკარგასთ. ხუტათაც (მოკლულის გვარი)

სწყალობდას გიორგის დავლათი, დღეს ამას იქით კა

აგონებისავ, დაინდვნას, როგორც დაგინდობენ. აქადიმ

შენ ისენ ვერ დაგინდობდეს, რაკი მამკლავი იყავი,

ეხლა შამახვეწილი, თავშამფარებელი ხარ გიორგის

კალთაში. გიორგიც გწყალობდასა, გიორგის ხათრით

ალბათ ხუტანიც დაგინდობენა, თოფს აიღებენ.

 

არხოტი

 

88. ხუცობა

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, მიქიელ მთავაროანგელოზო. შენა

სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-

სანთელი, ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად, ტახტის

ყმათად საშველად, სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ

მაიხმარი, ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, მთის ვეშაგ წყაროს თავისაო, მოძმევ

მიქიელისაო, ღმერთმა გადიდას ამ სეფე-სანთლით,

ღმერთმა გაძრიელას, შენა სამთავრო-გასამარჯოდ

მაიხმარი ეს სეფე-სანთელი შენ ახიელელთად

საშველო-სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარი

ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას

გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, კვირაევ-ძალო ხთისაო, ძალო და მადლო

კვირაისაო. შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ

მაიხმარი ეს სეფე-სანთელი, ნათელ-ბნელი, საშველო-

სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარი, შენ

ახიელელთად, მაგათ თავისად, ჯალაფობისად, ხთის

კარზედ შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას

გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, ჯაჭველო ხმელის გორისაო. შენა

სამთავროდ, შენად გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-

სანთელი, ნათელ-ბნელი, შენ ახიელელთად

სახოიშნოდ სამწყალობნელოდ მაიხმარი. ხთის კარზე

შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე თქვენ გადიდნასთ,

გაგიმარჯოსთ ღმერთმა, მიქიელის მწევარნო, მწკალ-

სისხლიანნო, საკიდლიანნო. თქვენა სამთავრო

გასამარჯოდ მაიხმარით ეს სეფე-სანთელი-დ ნათელ-

ბნელი. თქვენ ახიელელთად, მიქიელის ტახტის ყმათად

საშველად, სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარეთ,

ხთის კარზე შაიტანეთ. აგრემც თქვენს ძალისა,

დიდებას მაემატების.

    ამ სეფე-სანთელზე თქვენ გადიდნასთ,

გაძრიელნასთ ღმერთმა, მიქიელის ლაშქარნო,

ხთისაგან გამაშობილნო, ხთისაგან წყალობა ნაქნარნო.

ღმერთმა გადიდნასთ, ღმერთმა გაძლიერნასთ, თქვენა

სამთავრო-გასამარჯოდ მაიხმარეთ ეს სეფე-სანთელი-

დ ნათელ-ბნელი. თქვენ ახიელელთად, მიქიელის

ტახტისა ყმათად საშველოდ, სახოიშნოდ,

სამწყალობნელოდ მაიხმარეთ, ხთის კარზე შაიტანეთ,

ღმერთი თქვენს ძალსა, დიდებას მაუმატებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, ლაღო იახსარო. შენა სამთავროდ, შენა

გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი, ნათელ-

ბნელი. შენ ახიელელთად, მიქიელის ტახტის ყმათად

საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ მაიხმარი,

ხთის კარზე შაიტანი, შენიმც ძალი-სახელ დიდდებისა,

ხსენდების.

 

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, იახსარ სვეტად ჩამოსულო. ღმერთმა

გადიდასა-დ ღმერთმა გაძრიელას. შენა სამთავროდა,

გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი-დ ნათელ-

ბნელი. შენ ახიელელთად, ტახტის ყმათად საშველოდ,

სახოიშნოდ, სამწყალობნოდ მაიხმარი. ხთის კარზე

შაიტანი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, პეტრეო ნაღვრისპირისაო. ღმერთმა

გაძრიელას, შენა სამთავროდ, გასამარჯოდ მაიხმარი

ეს სეფე-სანთელი-დ ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად

სამწყალობნოდ მაიხმარი, შენ ძალსა, დიდებას

მაემატების. ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს

ბატონობას გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, მიქიელ წყალშუისაო, მოძმევ მიქიელისაო.

შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს

სეფე-სანთელი, ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად,

მიქიელის ტახტის ყმათად საშველად, სახოიშნოდ,

სამწყალობნოდ მაიხმარი. ხთის კარზე შაიტანი,

შენიმც სახელ დიდდებისა, ხსენდების.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, მიქიელ ჭიშველისაო, მოძმევ მიქიელისაო.

შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს

სეფე-სანთელი, ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად,

მიქიელის ტახტის ყმათად საშველად, სახოიშნოდ,

სამწყალობნოდ ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს

ბატონობას გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, ღალანგურ წმიდაო გიორგიო, შენა

სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-

სანთელი, ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად, მიქიელის

ტახტის ყმათად საშველად, სახოიშნოდ,

სამწყალობნოდ ხთის კარზე შაიტანი, ღმერთი შენს

ბატონობას გაუმარჯვებს.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, გიორგივ ნაღორშვენიერო, რჯულიან-

ურჯულოთ სალოცაო. შენა სამთავროდ, შენად

გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი-დ ნათელ-

ბნელი. შენ ახიელელთად, მიქიელის ტახტის ყმათად

საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ ხთის კარზე

შაიტანი. შენმც ძალი, სახელი დიდდებისა-დ

ხსენდების.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, გმირო კოპალავ, ლახტიანო. შენა

სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს სეფე-

სანთელი-დ ნათელ-ბნელი. შენ ახიელელთად,

მიქიელის ტახტის ყმათად საშველად, სახოიშნოდ, სამწყალობნელად ხთის კარზე შაიტანი, შენიმც

სახელი დიდდებისა-დ ხსენდების.

    ამ სეფე-სანთელზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, დიდო სახმთოო გუდანის ჯვარო. შენა

გასამარჯვოდ მაიხმარი ეს სეფე-სანთელი-დ ნათელ-

ბნელი. შენ ახიელელთად, მიქიელის ტახტის ყმათად

საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნელად მაიხმარი,

შენიმც ძალი, სახელი დიდდებისა-დ ხსენდების.

 

    ღმერთმა ადიდას თქვენ ძალი, თქვენ სახელ-

სამართალი, ნახსენებნო ანგელოზნო. თქვენა

სამთავრო-გასამარჯოდ მაიხმარეთ ეს გარიგებული

სეფე-სანთელი-დ ნათელ-ბნელი, თქვენ ახიელელთად,

მიქიელის ტახტის ყმათად, საყმოსად-დ საგლეხოსად

საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ მაიხმარეთ.

ხარისად მშვიდობით დადებულ უღელი-დ გატანილ

სახვნიელი მშვიდობით დაამთავრებიეთ. ბევრ

მშვიდობის გაზაფხულ მაღგვარეთ, ღალიან-ბარაქიან

წელ დაუყენეთ, ღმერთი თქვენ ბატონობას

გაუმარჯვებს.

 

    ა-ა-ა, დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება

დღეს დღესინდელსა, ძალს ხთისას, ძალს კვირაისას.

დიდება-დ გამარჯვება თქვენდა, ნახსენებნო

ანგელოზნო. ღმერთმა გადიდნასთ, ღმერთმა

გაძრიელნასთ, ღმერთმა მაგცასთ ცამდინ სიმაღლე,

ზღვამდინ სიმაგრე, შველა, რგება, ხოიშნობა თქვენთ

მეხვეწურთად, მიქიელის ტახტის ყმათად, საყმოსად,

საგლეხოსად. გეძახანთ თქვენ მეხვეწურნი,

გეხვეწებიანთ, შაიხვეწნიდით. მე თქვენად

შამამიხვეწნებიანა-დ თქვენ თქვენს გამჩენს მორიგეს,

დამრიგეს ღმერთს შაახვეწნიდით. რასაც მხარზედა,

გულზე გეძახდანთ, იმ მხარ, იმ გულზე გაუგონიდით,

რასაც წყალობას გეთხოებოდანთ, გამჩენს მორიგეს

ღმერთს დაუთხოიდით, წინაპირა კაცის მეხვეწურნი

კაცსა კას დროს მაუმატიდით, ღონე-ქონეს

მაუმატიდით. ველთ ვინ გავიდოდას, თქვენის

მეხვეწურის ყუდროში ბედსა, დავლათს თქვენს

ახსენებდას, თქვენ ბედი, დავლათ დაახმარიდით, შორს

მყოფნ დაუხვდიდით, თქვენ კაბის კალთა ჩაუფარიდით,

მიწრიელ-ქვეცრიელ დაულაგმიდით, მტერზედა,

ნადირზე გაუმარჯვიდით. სხო ხთის ნაბადებ თუ რა

უწყრებოდას, უმრუდდებოდას, მადლ დაუთხოიდით,

თაოდ პირწაღმა, გულ-წაღმა დაუბრუნდიდით, სხო

ყუდრო-შარა გაასწავლიდით.

    ხთის იასაულნი გამავიდოდან, ხთისაგან

გამაშობილნი, ხორციელთ ბეგრევდან, ყალანს

იღებდან, თქვენ მეხვეწურთ ყუდროს ნუ მახკერძებთ.

ეკერძებოდას, ნებით ახდივიდით, ნების ბეგარ აატანივიდით, იხვივნიდით თქვენ მეხვეწურნი,

იხვეწნიდით ავის დღისად, ლაღის მტრისად, მწარის

სიკვდილისად. ჩემგნივ რაც ძახილსა, ხსენებას

გაკლდებოდასთ, თქვენ თქვენს წყალობას მაუმატიდით.

თქვენ მეხვეწურთად კაცისად, საქონისად, ქუდოსან-

მანდილოსნისად, ყურთად მსმენისად მშველელნი,

მლხენელნი, მხოიშნებელნი, წაღმა მდეგნიმც ხართ.

შველდითა, სწყალობდით, სცევდითა, ხფარევდით.

გამარჯვება თქვენდა, თქვენის გამჩენის ხთისად.

 

    კურთხევა

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა,

სახარება ვიკითხათ მარკოზის თავითა, დღესა, ამ

შაბათსა ზედა, რომენი გარდამოხდებოდა მარიამ

უკდანელი, იასო ქრისტე კოლომაზმანელი, ვინ

იყვენით მაძებარნი, ნაზლობ ჯვარნი მცემარენი,

მოვიდეს და მოახსენეს, ქრისტეს მისცეს მოწაფეთა,

ეგენი შაშინებულან, ეგენი შაკვირვებულან. ეტყვიან

გალილეასა; ეგაც შენა ხქენ, უფალო. შენ დაამტკიცე

ბნელი და ნათელი, ღმერთო, შენია დღე და ღამე.

პავლე მოვიდოდა, ცოდვითა მოკვდა, ცოდვათა ყრიან

ჩემზედა. აიღებდეს, გაიღებდეს ას თორმეტთა

მოციქულთა, ხოლო ღმერთსა მადლი ვსთხოვათ.

ღმერთო, გინათო, ლოდი ვინ გადააგორა, კარნი მათნი

გააღნა, შიგ ცქვენნი შააშინნა, უდედონი

მგლოვიარენი, უწყა დიდება ქვრივებია ადგომასა

უფლისასა, ოხითა გიორგისითა. გიორგივ, შენი

სიწმინდითა მოხვიდოდი ყივილითა  –  განიკურნებითავ,

განიცხადებითავ. შენითა მოწყალებითა მაშ მაგიერება

არის, მაგ ჭეშმარიტება აგვხსნა სულნი ჩვენნი, მაღლა

შახკრნა თვალნი, მააყენნა მგალობელნი, გალობენ

თორმეტნი თორმეტითა სანთლითა, საწამებლა არს

გიორგი. ხოროშობილნი მამისაგან. გამაშობილნი

დედამ ჩვენმა დამსვენემა, დაადგინა აფარულნი, ველი

მისცა, ყვავის ყვავილი, არცარა იყო, არცარა ჩანდა ამ

ადგილსა სამყოფელსა უფლისასა. ადამ ხილვად

გამოვიდა სტვინებითა გველისითა, ცდენითა

ეშმაკისითა, ტყუებითა დედაკაცისითა, ღმერთო,

გვიხსენ და, ღმერთო, გვაკურთხე. კურთხევა

დაწესებულია უფლისა მაცხოვართაზე, მოწაფე

ანგელოზია ივანე ნათლიმცემელი ხუთითა სანთლითა,

ხუთითა ანგელოზითა, ხუთითა მგალობლითა. პირველი

სანთელი პავლე პატიოსანი, მეორე სანთელი ივანე

ნათლისმცემელს, მესამე სანთელი გაბრიელ

მახარობელს. მაგაზე ვთქვათ რა ამავთქვით მო

ძრიელებისა, რაც თუ მერთმა უფალმა გადმაანამწესნა,

ანგელოზები ქვეყანათაზე მოციქულობდნენ, ქვეყანა გახალწმუნდებოდა.

მიიკრიფე, მაიკრიფე არმული ღრეჭა კბილისა,

სრულდა ხსენება სეფე სანთლისი, ღანისი წმინდისი

მამისი, ძისა, ჯვარისა წმინდისა, მთავრობა

ნეფისკოპოზისა. ალილუა-ალილუა, მზე საფლავით

გამომწკინდა, გაეღნეს კარნი ცათანი, ოი, ამ კაცსა

იტყვიან და ისია, რომენსა ქარნი და ზღვანი ერჩიან

და ემორჩილებიან. მოვიდეს და უთხრეს მოციქულთა

ანგელოზთა: ადე, მაცხო, რადა გძინავს, განიღვიძე,

განიცხადე, ადგა, მაცხომ განიღვიძა, არ უტივნა ჩვენკე

ტილონი ჭეშმარიტებისა, ეეწ მოვიდა უფალი ბევრითა

ბევრეულითა, ათასითა გუნდითა, ათასითა

მგალობლითა, ათასითა ანგელოზებითა. ბერი და

მღდელი გალობდა, სოფელი დიდმი ხვიოდა,

ანგელოზები მთავრობდა. მოვიხსენით ძალი ხთისა,

სიტყვა კვირაჲსა, უკვდავის მარიემისა. სიხარულია

იხარებენ, დედავ ჩვენო ჭეშმარიტო. ჭეშმარიტობა

შევიყვარათ, მაცხადე საცხადებლით, მაკვირე

საკვირვებელით, ან უფროსი გამანაწმინდე ოქროს

შტოლის ტაბაკში. გავიდეს და განრისხდეს, კლევდეს

ჯვარსა ჩვენსა წინა წმინდასა, სტეფანესა ზღვასა

იმას, და კარსა იმას. დღესა სამყოფელო უფლისა

მაცხოვართი, უფალო გვიხსენ და უფალო გვაკურთხე.

მიწანი ვართ კაცისანი, თვალნი ჩვენნი მძლევარენი,

სულნი უფლისანი, ხორცნი მარწყვილთანი, რომენმა

უფალმა გარმანამზადენ წვიმანი ქვეყანათაზე,

ამაუტიენ მწვანილნი, იდგა ბორბალი დიდის ქარისა,

დიდის ღელისა.

    მიარავნე მიეცვლება, ჯვარი წმინდა ამაღლდება,

ჯვარა დგომა ამაღლდება. სანამდე ვიყვნეთ, სანამდე

მსახურნი ორთ უფლისანი, მაიღებენ სასმელთა,

სახელის ცხოველთაზე. ვხაზობდით და

ვლოცვილობდით. მამაო, შაგვინდევ, ძეო ჯვარო

წმინდაო, მკითხაო საიდუმლოსა, ბეჭედო უკვდავებისა.

შამყარენ ბრალსა მწარენი. მე არ ვიყავ, მე არობით

შენითა ქენ ივანე ოქროპირისა, სანატრელო ხთისა,

რქასა გაფიცებ მთვარისასა, მწკინვარებას

ანგელოზთას.

    ღმერთის დიდებით, წირვა-ლოცვის მადლით,

ანგელოზთ გამარჯვებით, მეხვეწურთ ყუდროდ

გადიოდას ხარი მახნავი, წყემსი, მუშაი, მოლაშქრე,

მონადირე, მეველე, მეკაბარჭე. გახყევ, გაუმარჯვე,

მადლო სამწირველოსა, მლოცაო სახარების. დღეს

მწირველნი, შამწირველნი, გარეშამო ატაზარი

ეკლესია, ალვისტანი აშენე, აკურთხე, დასწერე ჯვარი

სამართალო ხთისაო.

 

 

 

 

89. ჟამისწირვა

    კურთხევა

    ღმერთო, დიდება შენდა, ღმერთო, მადლი შენდა,

ღმერთო, დასწერე ჯვარი კოდ-საფუარსა, სადიდებელს.

ქრისტე ღმერთო, აკურთხე დასწერე ჯვარი,

სამართალო ხთისაო, ღირსად ხსნილობა, დღეს

ჯვარსა კურთხეულობა. დღესა დღესინდელსა ამას

აწდა მარადის უკუნითი უკუნისამდე. წმინდა სამებაო,

შაგვიწყალენ ჩვენ ყოველნი, შაგვიწყალნა ჩვენ

ყოველნი სამება წმინდამა, გვაცხოვნე, და გვაკურთხენ.

ურჯულოება არს ჩვენი, ევედრია სული ჩვენი ჩვენ

ღმერთსა, ჩვენ მამასა მოწყალესა. მამაო და ღმერთო

ჩვენო, რომელნი ხარ ცათაჩია, ამითა ორ ცათაზედა,

მერე ხოყანათაზედა, პური შენი არსობილთა, ნუ

შაგვასხამ განსაცდელსა, მცდელსა შენსა. არას

უფალო რა ღმერთო ძალი, ბძანება, მადლი და

თაყონისცემა. მამისა, ძისა, ჯვარისა წმიდისა. სხვა

ბძანება მისისა, ხოლო კაცის სიმაღლე

დადაბლდებოდეს, სიდაბლე ამაღლდებოდეს. რა ჟამთა

მოვეწიენით კაცთა მდინარეთა, მცხრომალთა

ამპარტიონთა კურთხევა კრავის ცოცხლისა, ადამ

ღირდა სულთახდა. მაშ გაგვიხსენ თვალნი ჩვენნი

მცრემალენი, ფეხნი ბირკოლებისაკე, სულნი

სიკვდილისანი, მორე მოვიდოდა, ადგილსა ამას

ფილიპე კითხულობდა, ჩვენთა რაღა თქვიან ძეთა

კაცისათა. პეტრესა თქვეს, ეგე ვინ გგონიათ, უიმერია

თუ უიმერელია, თავიც იხსნა, ჩვენც გვაცხოვრნა,

რომელმა ქრისტემა ჩვენ მაგვცა კლიტენი

ზეუფლისანი, ქრისტეო, შენთან ამოთქვა ქება თაყონის

ცემა მამისა, ძისა, ჯვარისა წმინდისა. ფარაო და

ღმერთო, დადგა ერი მისა, წახდეს

წინასწარმეტყველნი, ჩათქნა ზღვამა ურწყლისამა. ჩვენ

საკლავ მაგას შავსწირათ, მადლი მამასა, ძესა ამას,

მერ ჯვარსა წმინდასა, ღმერთო, გვიწყალენ და

ღმერთო, გვაკურთხენ, ღმერთო, აბრამ ისაკესო.

ღმერთო, იაკობილო, ყვავილო თესლებისაო, გზა

ყოველ მაცხოვარება, ყოველი ერი შენა გიეროდა.

უფალო, აკურთხე თესლი ეგია, უფალო, აკურთხე

მარილი ეგია. სკანი სკანალე, წყალში ვარდანე, ღვინო

გადასცვალე. უფალო, აკურთხე ზეთი ეგია, რომენნი

სამნი მონანი ყარმანი. ჭამენ და მაგათ არა

შეერგინების, არც ტაბლისა, არც კამისისა. ქრისტევ

მეფის საყოფელო, ხმა მათი ამაღლდება. ჯვარი წმიდა

ამაღლდება. ღირსიები ათნოები, შავიწირნათ

შამწირველნი, შავიწყალნათ ხელთა მღვდელისათა.

სახელითა ხთისითა, ბაღდადუა, არა მჭამენ ხორცი

მისა, არ დასთხიეს სისხლი მისა, არც წყალივითა ლოცვანი გავხსნათ. ან

პირითა, ან მასკვლავითა, ან დედაკაცისითა ან

მამაკაცისითა, ან ხთითა, ან თარგმანითა, ან ფიცითა

არქველი სამოქმედო, მოგვანიჭე დღესვე რჯულისა

გადატოვება ურჯულოებისა, ღირსა ხსნილობა, ჯვარი

კურთხეულობა.

    დასწერე ჯვარი, ქრისტეო და ღმერთო და დიდო

მიქიელო, შენთ მეხვეწურთ. წელ მშვიდობისა და

ბარაქიანობისა მიეცი. შენდ სამსახური სამამკლო არ

დაუყრავ, შენს წყალობას ნუ დააკლებ, ღმერთი შენ

ძალსა დიდებას მაუმატებს.

 

90. დასტურების დალოცვა

    გწყალობდასთ ახალ დამდგომთ დასტურთ

მიქიელის დავლათი, საწაღმართოდ მაგიარასთ,

მშვიდობით შაგინახნასთ, მშვიდობით დადებულ

უღელი მშვიდობით აგახდიოსთ, ნუ შაგანანასთ

დასტურობა, სასიხარულოდ გაგიხადასთ, კლოვ უკეთი

გულით მაგკერძასთ.

    ამავე სიტყვებს იმეორებენ სხვა დასტურებიც და

ეუბნებიან ერთმანეთს, თან პასუხობენ კიდეც: შენი

იყოს მწყალობელი. დამწყალობნებას რომ გაათავებენ,

ახლა ხუცესი შეუდგება საკლავის ხუცობას. ხელში

უჭირავს დანა, საკლავს კისერში დააღირებს და

იტყვის:

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელ-

სამართალი, მიქიელ მთავარო ანგელოზო! ღმერთმა

გადიდას ამ სამსახურზე, პირის საბანზე, ღმერთმა

გაძრიელას, ღმერთმა მაგცას ცამდინ სიმაღლე,

ზღვამდინ სიმაგრე. გევედრებიან, დალოცვილო, შენ

უღელდებულნი, ახალ დასტურნი, გეხვეწებიან,

შაიხვეწენი. მშვიდობით დადებულ უღელი მშვიდობით

გადაახდიი. ნუ შაანანებ დასტურობას, დალოცვილო,

სიხარულად გაუხადი შენ ხსენება, დიდება. ღმერთი

შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ა-ა-ა დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დიდება

დღეს დღესინდელსა, ძალს ხთისას, ძალს კვირაისას.

დიდება-დ გამარჯვება შენდა, მიქიელ მთავარო

ანგელოზო. ღმერთმა გადიდას, ღმერთმა გაძლიერას ამ

სამსახურზე, პირის საბანზე. ღმერთმა მაგცას ცამდინ

სიმაღლე, ზღვამდინ სიმაგრე, შველა, რგება, ხოიშნობა

შენ მეხვეწურთად, შენ უღელდებულთად, ახალ

დასტურთად, მაგათ თავისად, ჯალაფისად. გეძახნ

ახალ დასტურნი, გეხვეწებიან, შაიხვეწნიდი. რასაც

მხარზედა, გულზე გიძახებდან, იმ მხარ, იმ გულზე

გაუგონიდი, რასაც წყალობას გეთხოვებოდან, გამჩენს

ღმერთს დაუთხოიდი. წინპირა კაცის მეხვეწურნი

კაცსა კას დროს მაუმატიდი. სხო ხთის ნაბადები თუ

რა უწყრებოდას, უმრუდდებოდას, მადლი დაუთხოიდი, სხვასთან უშუიდი, თაოდ

უშველიდი. ხთის იასაულნ გამოვიდოდან ხთისაგან

გამაშობილნი, ხორციელთ ბეგრევდან, ყალანს

იღებდან, შენ დასტურთ, შენ უღელდებულთ ყურს ნუ

მაკერძებ, ეკერძებოდას, ნებით ახდივიდი, ნების

ბეგარი გაატანივიდი, იხვივნიდი, იხვეწნიდი ავის

დღისად, ლაღის მტრისად, საზიანოს საქმისად. ჩემგნივ

რაც შეეხება, დიდებას გაკლდებოდას, მიქიელ

მთავარანგელოზო, შენ შენს წყალობას მაუმატიდი შენ

მეხვეწურთად, შენ უღელდებულ დასტურთად. კაცისად,

საქონისად, მაგათ თავისად, ჯალაფობისად, ქუდოსან-

მანდილოსნისად, ყურთად მსმენლისად მშველელი,

მლხენელი, მხოიშნებელი, წაღმა მდეგიმც ხარ,

შველდი, სწყალობდი, სცევდი, ხფარევდი. გამარჯვებას

შენსა, შენის გამჩენის ხთისას.

    ამის შემდეგ კურთხევა იქნება. კურთხევაც რომ

მოთავდება, ხუცესი კიდევ იტყვის ერთ პატარა

ლოცვას, რომელსაც «შასახელება» ეწოდება:

    შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს

სამსახური, პირის საბანი, მიქიელ მთავარო

ანგელოზო. შენ ახალ დამდგომ დასტურთად, შენ

უღელდებულთად საშველოდ, სახოიშნოდ,

სამწყალობნელოდ მაიხმარი, ღმერთი შენ ძალსა,

დიდებას მაუმატებს.

    ამ სიტყვებს რომ დაამთავრებს, დასტური ცხვარს

ოთხივე ფეხს დაუჭერს, ორ წინა ფეხს მარცხენა

ხელით, უკანა ფეხებს მარჯვენა ხელით და ცხვარს

მარცხენა გვერდით მუხლზე დაიდებს. ხუცესი დანას

ყელში გაუყრის. დასტური თავმოჭრილ ცხვარს

წაიღებს და იქვე გამზადებულ სასაკლავე სიპზე

დადებს. მერე ხუცესი იტყვის და ყველანი ერთხმად

ხმამაღლა ამავე სიტყვებს გაიმეორებენ:

    გწყალობსთ, დასტურნო, მიქიელის დავლათი,

საწაღმართოდ მაგიარასთ, მშვიდობით შაგინახნასთ,

ნუ შაგანანსთ დასტურობა, კლოვ უკეთი გულთ

მაგკერძასთ, მშვიდობით დადებულ უღელ მშვიდობით

გადახდიოსთ.

    ამ დამწყალობნებას რომ მოათავებენ, ერთი

დასტური საკლავს გაატყავებს, სხვები კი დარბასში

შევლენ.

    ალ. ოჩ. არხ. გვ. 32-33.

91. ხუცობა მიქიელის ლაშქარ-მწევარზე აღების

დღესასწაულის დროს

    ღმერთმა ადიდას თქვენ ძალი, თქვენ სახელ-

სამართალი, მიქიელის ლაშქარნო, მიქიელის მწევარნო,

მწკალსისხლიანნო, საკიდლიანნო, თქვენა სამთავროდ

მაიხმარეთ ეს კოდ-საფუარი, სადიდებელი, თქვენ

თქვენ მეხვეწურთად, საყმოსად, საგლეხოსად

საშველად, სამწყალობნოდ, სახოიშნოდ მაიხმარეთ. თქვენდ სამსახური არ დაუკლავ და თქვენს წყალობას

ნუ დააკლებთ, ღმერთი თქვენს ბატონობას

გაუმარჯვებს. დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა,

დიდება დღეს დღესინდელსა, ძალს ხთისას, ძალს

კვირაისას. დიდება და გამარჯვება თქვენდა, მიქიელის

ლაშქარნო და მწევარნო, მწკალსისხლიანნო,

საკიდლიანნო, ღმერთმა გადიდნასთ, ღმერთმა

გაძრიელნასთ, ღმერთმა მაგცასთ ცამდინ სიმაღლე,

ზღვამდინ სიმაგრე, შველა, რგება, დახმარება თქვენთ

მეხვეწურთად, საყმოსად-საგლეხოსად. გეძახანთ

თქვენი მეხვეწურნი, გეხვეწებიანთ, რასაც მხარზედა

გულზედ გიძახებდანთ, იმ მხარ, იმ გულზე

გაუგონიდით. რასაც წყალობას გეთხოებოდანთ,

გამჩენს მორიგე ღმერთს დაუთხოვიდით. ველთ ვინ

გავიდოდას თქვენ მეხვეწურთ ყუდროში, ბედსა,

დავლათს თქვენს ახსენებდას, თქვენი ბედი, დავლათ

დაახმარიდით. მიქიელის მწევარნო, ჩქარნი ხართ,

დამხმარენი ხართ, მწკალსისხლიანნო, საკიდლიანნო.

შორს მყოფნ ახლოს დაუხვდიდით, თქვენ კაბის კალთა

ჩაუფარიდით, იხვივნიდით თქვენ მეხვეწურნი,

იხვეწნიდით ავის დღისად, ლაღის მტრისად, საზიანოს

საქმისად. ჩემგნივ რაც დიდებასა, ხსენებას

გაკლდებოდასთ, თქვენ თქვენს წყალობას მაუმატიდით.

მიქიელის ლაშქარნო, მწევარნო მწკალსისხლიანნო,

ხთისაგან გამაშობილნო, ხთისაგან წყალობა ნაქნარნო,

სხო რა ხთიშვილ უწყრებოდას, უმრუდდებოდას

სხვასთან უშუიდით, თაოდ უშველიდით, თაოდ

პირწაღმა, გულწაღმ დაუბრუნდიდით, ხთის იასაულნ

გამავიდოდან ხთისაგან გამაშობილნი, ხორციელთ

ბეგრევდან, ყალანს იღებდან, თქვენ მეხვეწურთ

ყუდროს ნუ მახკერძებთ, ეკერძებოდას ნებით

ახდივიდით, ნების ბეგარ გადაატანივიდით, სხო

ყუდროშარა გაასწავლიდით. მიქიელის მწევარნო,

მწკალსისხლიანნო, საკიდლიანნო, დახმარება

შაგიძლავთ თქვენთ მეხვეწურთად, მაგათ თავისად,

ჯალაფობისად, კაცისად, საქონისად, ქუდოსან-

მანდილოსანთად მშველელნო, მლხენელნი,

მხოიშნებელნი, წაღმა მდეგნიმც ხართ. შველდითა,

სწყალობდით, სცევდითა, ხფარევდით.

 

 

92. ხუცობა მიქიელ კარის მეზობლის ჯვარში

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელ-

სამართალი, მიქიელ კარის მეზობელო, მოძმევ

მიქიელისაო. შენა სამთავროდ, შენა გასამარჯოდ

მაიხმარი ეს კოდ-საფუარი, სადიდებელი. შენ

ჯაბუშანურთად, მაგათ თავისად, ჯალაფობისად,

კაცისად, საქონისად საშველოდ, სახოიშნოდ,

სამწყალობნელოდ მაიხმარი. შენდ დღეობა, რიგის ყენება არ დაუკლავა-დ შენ

შენს წყალობას ნუ დააკლებ. ხთის კარზე შაიტანი,

ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს.

    ააა, დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთა, დიდება

დღეს დღესინდელსა, ძალს ხთისას, ძალს კვირაისას.

დიდება და გამარჯვება შენდა, მიქიელ კარის

მეზობელო, მოძმევ მიქიელისაო. ღმერთმა გადიდას,

ღმერთმა გაძრიელას ამ კოდ-საფუარზე და

სადიდებელზე. ღმერთმა მაგცას  ცამდინ სიმაღლე,

ზღვამდინ სიმაგრე, შველა, რგება, ხოიშნობა შენ

მეხვეწურთად ჯაბუშანურთად. გეძახან ჯაბუშანურნი,

გეხვეწებიან. შაიხვეწნიდი. რასაც მხარზედა, გულზე

გიძახებდინ, იმ მხარ, იმ გულზე გაუგონიდი. რასაც

წყალობას გეთხოებოდან, გამჩენ ღმერთ დაუთხოიდი.

წინაპირად კაცის მეხვეწურნი კაცსა კას დროს

მაუმატიდი, ღონე-ქონეს მაუმატიდი, შენ ზღვენთა

დიდებათ მაემატების. ველთ ვინ გავიდოდას შენ

მეხვეწურთ ჯაბუშანურთ ყუდროშიით, ბედსა,

დავლათს შენს ახსენებდას, შენ ბედი, დავლათი

დაახმარიდი. შორს მყოფ ახლოს დაუხვდიდი, შენ

კაბის კალთა ჩაუფარიდი. სხვა ხთისნაბადებ თუ რა

უწყრებოდას, უმრუდდებოდას, მადლი დაუთხოვიდი,

სხვასთან უშუიდი, თაოდ უშველიდი, თაოდ გულწაღმა,

პირწაღმ დაუბრუნდიდი. ხთის იასაულნ გამავიდოდან

ხთისაგან გამაშობილნი, ხორციელთ ბეგრევდან,

ყალანს იღებდან, შენ მეხვეწურთ ყუდროს ნუ

მახკერძებ. ეკერძებოდას, ნებით ახდივიდი, ნების

ბეგარ გადაატინივიდი, სხო ყუდრო-შარა გაასწავლიდი,

იხვივნიდი შენ მეხვეწურნი, იხვეწნიდი ავის დღისად,

ლაღის მტრისად, საზიანოს საქმისად. ჩემგან რაც

დიდებას, ხსენებას გაკლდებოდას, მიქიელ კარის

მეზობელო, შენს წყალობას მაუმატიდი. შენ

ჯაბუშანურთად კაცისად, საქონისად, ქუდოსან-

მანდილოსნისად მშველელი, მლხენელი, მხოიშნებელი,

წაღმამდეგიმც ხარ. შველდი, სწყალობდი,  სცევდი,

ხფარევდი. გამარჯვებას შენსა, შენის გამჩენის

ხთისას.

 

 

 

93. ხუცობა ადგილის დედა-ხთიშობლისადმი

    დიდო ადგილის დედაო, დედა-ბურიელო, დიდო

ხთიშობელო, შენ შემაგძახან, შენ გეხვეწებიან. შენს

კარზე მოტანილ საქონის ნაწველ-ნადღვების თავი და

ნათავარი შენ შაიწირი. შენად სამთავროდ, შენად

გასამარჯოდ მაიხმარი, დალოცვილო. შენ უშველი

კაცსაც, საქონსაც, კაცის ნამუშევარსაც, ხარის

ნახნავსაც, ფურსაც და ფურის ნაწველ-ნადღვებსაც.

დალოცვილო, შენ მააშორი მავნე, მაცილი, მავნე მეუბარაქოე. დალოცვილო, შენ

გაუბევრი, შენ დაუტანი მადლი-დ ბარაქა.

დალოცვილო, დედაო ბურიელო, ადგილის დედაო, შენ

შამაგძახთ სოფელი, შენ გეხვეწებით, შენ დაგვიტანი

ბარაქა ჩვენს ნაქონ-საქონს. ჩვენ სახლად საქონს.

დალოცვილო, დედაო ბურიელო, შამაწირული შაიწირე.

    M

 

 

94. ხუცობა

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელ-

სამართალი, მიქიელ მთავარო ანგელოზო, ამ

სამსახურზე, პირის საბანზე, შენად სამთავროდ, შენად

გასამარჯოდ მაიხმარი ეს სამსახური, პირის საბანი

მაყენებული. შენ მეხვეწურთად, საყმოსად,

საგლეხოსად საშველოდ, სახოიშნოდ,

სამწყალობნელოდ მაიხმარი. გეხვეწებიანა,

გევედრებიან შენ მეხვეწურნი, შაიხვეწენ,

დალოცვილო, შენი ბედითა-დ დავლათით შაინახენი.

მე შენდ შამამიხვეწებიანა, შენ შენს გამჩენს მორიგეს,

დამრიგეს ღმერთს შაახვეწენ, აგრემც ღმერთი შენს

ბატონობას გაუმარჯვებს.

    შემდეგ მოაყოლებს: ხუცობას და კუთხევას,

ქუდმოხდილი დასტური ცხვარს ოთხივე ფეხს დაუჭერს

და წააქცევს. ხუცესი ჩაუგდებს ყელში ხანჯალს და

კლავს ცხვარს (ამ დროს ცხვარი დევს პირწაღმა.

ყელში წვერით ჩაარჭობს ხანჯალს მარჯვენა

მხარიდან მარცხენისაკენ და მერე გარესაკენ

გამოსჭრის ყელს). დასტური ცხვარს მიიტანს და

დადებს იქვე სასაკლავე სიპზე გასატყავებლად.

    ამის შემდეგ ხუცესი იტყვის ხმამაღლა, მთელი

ხალხი აჰყვება და აყვირდებიან ასეთი სიტყვებით:

    გწყალობდასთ მეხვეწურებს მიქიელის დავლათი,

საწაღმართოდ მაგიარასთ, მშვიდობით გამყოფნასთ,

ხალიზ მაგცასთ, ბალინჯ მაგაშორასთ, სიხარულად

გაგიხადასთ. სთველ ბარაქიან დაგიყენასთ. ბევრ

სთველ-გაზაფხულ მაგგვარასთ მშვიდობისა, კარგა

ყოფისა. ჯვარიონთ მაგცასთ წყალობა, დასტურსა,

ხელოსანს, ხუცეს, დიდხანს გაგიყოლას, ენა-პირ

გიკურთხას.

    ეს რომ მოთავდება მერე დედაკაცებსაც,

რომლებიც ძალიან შორს დგანან ხატიდან,

დაამწყალობნებენ ასეთივე სიტყვებით:

    მანდილოსნებო, გწყალობდასთ, მშვიდობით

გამოყოფნასთ, ხალიზ მაგცასთ, სანამეტნაო მსჯელებს

გწყალობდასთ.

 

 

95. ხუცობა.

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი-დ სახელი, მიქიელ

მთავარ-ანგელოზო, შენა სამთავროდა და გასამარჯოდ

მაიხმარე ეს ზღვენი, სამსახური, პირის საბანი, შენ

მეხვეწურთა მეზღვნეთადა და მამა-შვილებისადა.

დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა, დღეს დღესინდელთა წმინდათ ანგელოზთა, ძალს

ხთისასა, ძალსა და მადლსა კვირაისასა. დიდება-დ

გამარჯვება შენდა ისევ მიქიელ მთავარანგელოზო.

გეძახ-გეხვეწებიან ეს მამა-შვილი, მე შენდ

შამამიხვეწებიან, შენ შენს გამჩენსა, მორიგესა

დამრიგეს შაახვეწნიო. ღთის იასაულნი გამავიდოდან,

ხთისაგანა გამაშობილნი, კვირაი სარდლობდან,

ხორციელთ ბეგრევდანა, ყალანს იღებდანა, შენ

მეხვეწურთად ნუ მიხკერძება, ნებით ახდივიდი, სხვა

ყუდრო, შარაგზა გაასწავიდი, იხვივნიდი, იხვეწნიდი

ავის დღისადა, ლაღის მტრისადა, მწარის

სიკვდილისადა, საზიანო საქმისადა. ჩემგნი რაც

ხსენებასა გაკლდებოდასა, შენ წყალობას მაუმატიდი

მაგათ ყუდროჩია კაცისადა, საქონისადა, ქუდოსნისა

და მანდილოსნისადა, მაგათ თავისა-დ

ჯალაფობისადა, ყურთა-მსმენთადა.

    ღირსეულად შაიწირე, სამთავროდ, გასამარჯოდ

მაიხმარე, თავო მთავარანგელოზო.

ახიელი. ხუცესი გ. ჯაბუშანური, ჩაწერილია გ.ჩიტაიას

მიერ.

 

 

 

96. სადიდებელი ლაშქართ-მწევართ დღეობაზე

    თქვენა სამთავროდ, თქვენა გასამარჯოდ

მაიხმარეთ ეს ჭიქა-ბარზიმი, სადიდებელი მიქიელის

ლაშქარნო, ხთისაგან გამაშობილნო, ხთისაგან

წყალობა ნაქნარნო. თქვენ მეხვეწურთად საშველო-

სამწყალობნელოდ ხთის კარზე შაიტანეთ, თქვენიმც

სახელ დიდდების.

    ამ ჭიქა-ბარზიმზე თქვენ გადიდნასთ,

გაგიმარჯოსთ ღმერთმა, მიქიელის მწევარნო,

მწკალსისხლიანნო, საკიდლიანნო, თქვენა სამთავროდ,

თქვენად გასამარჯოდ მაიხმარეთ ეს ჭიქა-ბარზიმი,

სადიდებელი. თქვენთ მეხვეწურთ სამწყალობნოდ ხთის

კარზე შაიტანეთ, ღმერთი თქვენს ძალსა, დიდებას

მაუმატებს.

    ამ ჭიქა-ბარზიმზე შენ გადიდას, გაგიმარჯოს

ღმერთმა, კვირაევ, ძალიან-მადლიანო, შენა

სამთავროდ, შენად გასამარჯოდ მაიხმარი ეს ჭიქა-

ბარზიმი, სადიდებელი. შენ შენთ მეხვეწურთად

საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ ხთის კარზე

შაიტანი, მაგითამც დიდი ხარ, შენის გამჩენის ხთის

კარზე.

 

 

97. ხუცობა მიქიელის ლაშქარზე

    ღმერთმა ადიდას თქვენ ძალი, თქვენ სახელ-

სამართალი, მიქიელის ლაშქარნო, ხთისაგან

გამაშობილნო, ხთისაგან წყალობა ნაქნარნო. თქვენად

სამთავროდ, თქვენად გასამარჯოდ მაიხმარეთ ეს

სათამაშო, თქვენ მეხვეწურთად საშველოდ,

სახოიშნოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარით. თქვენდ

სათამაშო არ დაუკლავისა-დ თქვენს წყალობას ნუ დააკლებთ, შანაცოდვარი, შანაწყინარი შაუნდევით,

დალოცვილნო, რასაც შაგაწყენენთა, შაგცოდვებენთ

პირის ქარითა, ფეხის ნალითა, იხვივნიდით თქვენ

მეხვეწურნი, დალოცვილნო, იხვეწნიდით, მე თქვენ

შამამიხვეწებიანა-დ თქვენ თქვენს გამჩენს მორიგეს

ღმერთს შაახვეწენით. შველდითა, სწყალობდით,

სცევდითა, ხფარევდით თქვენთ მეხვეწურთ. გამარჯვება

თქვენდა, თქვენის გამჩენის ხთისად.

    ალ. ოჩ. არხ. გვ. 45-47.

98. მედარბასე ანგელოზთ დალოცვა

    ღმერთმან ადიდას ამ ჭიქა-ბარძიმზე, სეფე-

სანთელზე თქვენ ძალი, თქვენ სახელი, მედარბასენო

ანგელოზნო, თქვენა სამთავროდ, თქვენად გასამარჯოდ

მაიხმარეთ ეს სეფე-სანთელი, სადიდებელი, ხთის

კარზე შაიტანეთ, თქვენმც ძალი, სახელ დიდდებისად

ხსენდების. გწყალობდასთ ჯვარიონთ მედარბასეთ

ანგელოზთ დავლათი, მშვიდობით გამყოფნასთ,

ნურაით შაგისაწყინდასთ, მეწაღმართე ანგელოზი

დაგაყოლასთ, დასტურთ დასტურობა ნუ შაგანანასთ,

ხელოსან დიდხანს გაგიყოლასთ, დიასახლისს

სწყალობდას, ნუ შაანანას დიასახლისობა, კეთილის

კაზმვაი.

 

 

99. ჭირნახულის სამხვეწრო

    ხუცობა საკლავის დაკვლისას

    დიდო მინდორის ჯვარო, ცა-ღრუბელთ მცაო,

მფარაო. დიდი ხარ, დალოცვილო, ცა-ღრუბელნ შენ

გაბარიან, შენ მიეც ცას ნამი, მიწას მწვანილი, შენ

დაეხმარი შეწუხებულთ ყმათ.

    დიდო წმიდაო სამებაო, დიდი ხარ, თავადი ხარ,

ღმერთმა ნუ წაგართვას ძალი, შაძლებაი. შაგიძლავ

დალოცვილო, ცა-ღრუბელთ მაქცევაი, გევედრების

საყმოი, საგლეხოი, გააქციენ ცან-ღრუბელნი. მიეც ცას

ნამი-დ მიწას მწვანილი. დაიხსნენ ყმანი

სიმწუხარისგანა, მაგათ ჭირნახული ამ გვალვისგან.

 

 

100. «მისამბარეოს» დალოცვა ამაღლების დღეს

გორულ ჯვარში

    დიდებულო მიქიელო, გევედრების წიქა, შაიხვეწი.

შენდ შამაუგორებავა-დ მაუბარებავ, დალოცვილო,

შენს კარშია-კამალაში შაუგორებავა-დ შენ უშველი,

შენ დაიცი, შენ დაიფარი ველთაცა, შინაც. შენ

გაზარდი, შენ გამაიყვანი კაი კაცი, დედ-მამათ

სარგებელი ქენ, დალოცვილო. გწყალობდას

მეხვეწურს, საწაღმართოდ მაგიარას, მშვიდობით

შაგინახას, სიხარულად გაგიხადს, გაგზარდას, კაის

ბედის კაც გამაგიყვანას.

 

 

101. მესუფრეთ ანგელოზის დალოცვა «თიბისთავს»

 

    ღმერთო, გაუმარჯვი მიქიელისა, მესუფრეთ

ანგელოზთ. თქვენი წყალობა მიეცით ახიელელთ,

დაადეით წაღმ. გაუმარჯვეთ ფეხზე მდგომებსაც,

თქვენი წყალობით შაინახენით, ხელ-ფეხ მტერზე

მაახმარით შორიელზე.

    გამარჯვება ხემწიფესა მესუფრეთ ანგელოზთ,

იმის წყალობა გქონდასთ ყმათ, საწაღმართო

მაგიარასთ, მშვიდობით შაგინახნასთ, წელ მშვიდობისა

დაგიყენასთ, მშვიდობით აღებული ცელი, ნამგალი

მშვიდობით დაგადებინასთ, სტუმარს მაგცასთ

წყალობა, ჩვენჩი დამწყვდეულს, სასტუმროდ სანახავად

ნუ დაგლივასთ.

 

 

102. ჯვარში შეწირული ნივთების დალოცვა

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელ-

სამართალი, ჯაჭველო ხმელის გორისაო. შენა

სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ე თეთრეული,

ღილ-ბორაყი, შენის მეხვეწურისად ხირჩლაის

საშველოდ, სახოიშნოდ, სამწყალობნოდ მაიხმარი.

შამაუწირავ, დალოცვილო, თეთრეული, თეთრეულში

გაურევავა-დ შენ შენს წყალობას ნუ დააკლებ.

უშველ, დალოცვილო, შენის ბედისად, დავლათისად

შამახვეწილი ასა-დ შენს ბედსა, დავლათს ეძახას-დ

შენ ბედი, დავლათი დაახმარი ველთაცა, შინაც,

ჟამსაცა-დ უჟამოსაც, ღმერთი შენს ბატონობას

გაუმარჯვებს.

 

 

103. სამკოჭაოს დალოცვა ჯვარში ამაღლების დღეს

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელ-

სამართალი, ჯაჭველო ხმელის გორისაო. შენა

სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი ეს

სამსახური, პირის საბანი, შენის მეხვეწურისად

ელენაისად საშველოდ, სამწყალობნელოდ მაიხმარი.

უშველ, დალოცვილო, ელენას, შაგიძლავ დევ-კერპთან

ბრძოლაი. მიწრიელ-ქვეცრიელ დაულაგმე, მავნე

მააშორი, შენის ძალითა, დიდებით, ლახტითა,

მათრახით. გეძახს ელენაი, გეხვეწების. შაიხვეწი,

ნაძახნები გაუგონი. ღმერთი შენს ძალსა დიდებას

მაუმატებს. შამაგხვეწნივ ელენაი-დ შენს კალთაში

შამუფარებავ თავი, დალოცვილო, შაიხვეწი, შენ

დაიცი, შენ დაიფარი ველთაცა, შინაც, ჟამსაც,

უჟამოსაც, მავნე მააშორე, მეწაღმართე, მცველ

ანგელოზი დაუყენი. ისრემც გაგემარჯვების შენის

გამჩენის ხთის კარზე.

 

 

104. ახალწულების დალოცვა საწულეობის დღეს

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, შენ სახელ-

სამართალი, მიქიელ მთავარო ანგელოზო. შენა

სამთავროდ მაიხმარი ეს კოდ-საფუარი, სეფე-სანთელი,

სადიდებელი, შენად გასამარჯოდ მაიხმარი, შენ

მესაწულეთად, შენთ მეხვეწურთად. გეძახან შენ მეხვეწურნი, გეხვეწებიან, წულითა-საწულით

შაიხვეწენი. მე შენდ შამამიხვეწებიან მესაწულეენი,

შენ შენს გამჩენს მორიგეს ღმერთს შაახვეწენი.

ღირსეულად იწირი ეს კოდ-საფუარი, სამთავროდ,

გასამარჯოდ მაიხმარი, აგრემც გაგემარჯვების შენის

გამჩენის ხთის კარზე.

 

 

105. დაკარგული საქონლის შეხვეწება ხახმატის

ჯვარისადმი

    დალოცვილნო, ცხრაჯერ-ცხრავ წმინდავ გიორგიო,

შენ უშველე ჩემ საქონთ, შენ მააშორი ჩემ საქონთ

ავიდ მავნე. შენ გადამირჩინენი თავ-ქცევისაგან

საქონნი. ჩემს საქონს მააშორი დალოცვილო,

ცხრაჯერ ცხრავ წმინდავ გიორგიო, ვინც ჩემ საქონთ

თავ უქცივ, იმას ავნევ, ჩემთ საქონთ კაცის ხელით აქვ

თავი ნაქცევი, იმის საქონთ შენ უქცი თავი.

დალოცვილო, მავნე უფრის თვალისას, უფრის

გულისას, უფრის ხელისას შენ ავნი, შენ გაუშვენი

მავნენი იმის სახლჩი, იმის საქონთაჩი. შენ ჩაუშვენი

მავნენი იმის საქონთ, იმის კაცთ ღრუვში. შენ ნურაის

ბარაქას მისცემ დალოცვილო; შენ მააშორი ჩემთ

საქონთ თავის ქცევა და მიყენენი საქონნი წაღმ,

დალოცვილო, დიდო ხახმატის ჯვარო, გიორგივ,

გიორგის მოდენო თქვენ შამაგძახთ.

    დიდო სამძიმარო შენ უშველი ჩემთ საქონთ და

საქონის ნაწველ ნადღვებსო.

 

 

106. ახალწულების დალოცვა საწულეობის დღეს

    ღმერთმა ადიდას შენ ძალი, სახელ-სამართალი,

მიქიელ მთავარო ანგელოზო, შენა სამთავროდ, შენა

გასამარჯოდ მაიხმარი ეს სამსახური, პირის საბანი,

შენის მეხვეწურისად ბათირაისად, მაგათ თავისად,

ჯალაფობისად, კაცისად, საქონისად საშველოდ,

სახოიშნოდ მაიხმარი. საწულის რიგ არ დაუყრავა-დ

შენს წყალობას ნუ დააკლებ.

    დიდო მიქიელ მთავარო ანგელოზო, შენდ

მაუბარებავ ახალწული (სახელს იტყვის), შაიხვეწენი,

დალოცვილო, მიიბარე, გაზარდე, შენთ სახელიანთ

ყმათაში გაური, გაზარდე, კაის ბედის კაც გამაიყვანი,

ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს. მაგის დედ-

მამათ მონდავი სხო მიეცი, საწულით შაიხვეწნიდი

კიდევ.

 

107. მეკვლეთ დალოცვა წელწადს

    გამარჯვება ხელმწიფესა იმის წყალობა გქონდასთ

ახიელელთ, მეკვლეთ. ბევრ მეკვლე წუხრა

მშვიდობისა, კარგა ყოფისა მაგგვარასთ, რგებისა,

გახარებისა, ერთუცის სიცოცხლისა.

    ღმერთო, დალოცვილო, შენ დასწერი ჯვარი

მეკვლეთ. ღმერთმა გადიდას, ღმერთმა გაძლიერას,

ღმერთმა მაგცას ცამდინ სიმაღლე, ზღვამდინ სიმაგრე,

    მიქიელ მთავარო ანგელოზო, შენად სამთავროდ,

შენად გასამარჯოდ მაიხმარი ეს გარიგებულ სეფე-

სანთელი, სადიდებელი, შენ მეკვლეთად, მაგათ

თავისად, ჯალაფობისად საშველოდ, სახოიშნოდ

მაიხმარი, ღმერთი შენს ბატონობას გაუმარჯვებს

გწყალობდსთ, მეკვლენო, საწაღმართოდ მაგიარასთ.

ნახსენებ ანგელოზთ დავლათმ, მშვიდობით

შაგინახნასთ, ბევრ წელწად-ქრისტე მაგგვარასთ

მშვიდობისა, კარგად ყოფისა. ბედნიერ წელი კვალ

გამაგიცვალასთ დალოცვილმ. ჯვარიონთ მაგცსთ

წყალობა, დასტურსა, ხელოსანს, ხუცესს ენა-პირ

გიკურთხას, შაუცოდვრად, შაუწყენრად შაგინახას.

დიასახლისს სწყალობდას, მშვიდობით ამყოფას,

დიასახლისობა ნუ შაანანას.

 

 

 

108. ჯვარში მოსული მეზღვნის წარმოსათქმელი

სიტყვა

    სწყალობდას საყმოსა, საგლეხოს ნახსენებთ

ანგელოზთ დავლათი. მშვიდობით შაინახნას, მადლიან-

ბარაქიანი, მშვიდობიან წელ დაუყენას. მშვიდობით

დადებული უღელ ხარისად მშვიდობით აახდივას.

თქვენ მაგცასთ წყალობა ჯვარიონთ, დასტურსა,

ხელოსანსაც. ხუცესს ენა-პირ გიკურთხას,

შაუცოდვრად, შაუწყენრად შაგინახას, დიდხანს

გაგიყოლას.

    დიასახლისს მისცას წყალობა, ნუ შაანანას

მსახურობა-დ კეთილის კაზმვა.

 

 

109. მეზღვნის მიერ ჯვარიონის დალოცვა

    გამარჯვება ხელმწიფესა, იმის წყალობა

გქონდასთ ახიელელთ, მეზღვნეებს, დასტურსა,

ხელოსანს, ჯვარის გამძღოთ, საწაღმართოდ

მაგიარასთ, მშვიდობით შაგინახნასთ, ბევრ

გიორგობაი, სთველ, გაზაფხული მშვიდობისა

მაგგვარასთ, კარგად ყოფისა. შაუნდნას, ვისადაც

დაილოც კი.

 

 

110. ჯვარში დაფიცება

    დალოცვილო მთავარო ანგელოზო, შენ ნურაით

შამისაწყინდები შამაძახილზე. შენ გულთამხილავი

ხარა-დ შენ იცი, რომ მე დამნაშავე არა ორ.

დალოცვილო, ამ საქმეში თუ მე მართალი ორ

(დაასახელებს რა საქმეც არის), სიმართლით მამყოფე,

მიშველი. თუ მტყუანი ორა, მიმტყუვნი, დალოცვილო.

თუ მტყუანი ორ, მე გამიწყერი, მამდი შვილით-

შვილამდინა-დ ქალის შვილამდინ, თუ არადა ჩემს

ტყუილად დამბრალეს გაუწყერი.

    შემდეგ ხუცესი იხუცებს:

    შენად სამთავროდ, შენა გასამარჯოდ მაიხმარი,

მიქიელ მთავარო ანგელოზო, ეს სამსახური, პირის

საბანი, შენ მეხვეწურთ სამწყალობნოდ მაიხმარი, შენ

უშველი ერთუცის მოდავეთ, დალოცვილო, რაც ავ

ჩამაღორდნივ, ნუღარას ავს ჩამაუგდებ, დალოცვილო, დავის

სიმართლის გულისად შამაძახილზე ნუ

შაუსაწყინდები. შენ უშველ, დალოცვილო, შენ

დაეხმარი ველთაცა-დ შინაც, ღმერთი შენს ძალსა,

დიდებას მაუმატებს.

    .

 

 

111. დარისხება

    გაუწყრას მიქიელის დავლათი სოფელში ცუდი

ენის კაცს, მეღალატეს, ცუდის ხელისას, სოფლის

გამტეხს. ღრისხევდას, მიზდიოს შვილით შვილამდინა,

ქალის შვილამდინ, ნუ გამაიყვანას იმის სახლშიით

ნუც ქუდიანი, ნუც მანდლიანი.

     –  ამინ, ღრისხევდას!  –  ერთხმად აქოთქოთდებიან

მეკვლენი და გაჩუმდებიან. ხუცესი თავის კოჭობზე

სანთელს სამჯერ გააქრობს და იტყვის:

     –  გაქრას ეესრ მეღალატე, მავნე კაცობისაი!

     –  ამინ, ღრისხევდას!  –  არის მეკვლეთ პასუხი.

მერე ხუცესი თავისი თასიდან მთლად დაღვრის ლუდს

მიწაზე და იტყვის:

     –  დაიღვარას ეესრ მეღალატისა, სოფლის

გამტეხის სისხლი მტრის ხელით!

     –  ამინ!  –  იტყვიან მეკვლენი. ბოლოს ხუცესი,

რომელსაც თასს ისევ უვსებენ, სანთლებსაც უნთებენ,

ამბობს:

     –  სწყალობდას სოფელში მართალსა, მაგარს

კაცს, სოფლის პირის დამწყობსა-დ სოფლის პირის

სხვაგან არ გამტანს.

     –  სწყალობდას!  –  იქნება მეკვლეთ ხმა.

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ფოლკლორი / კიკნაძე ზ.მამისიმედიშვილი ხ.მახაური ტ / ჯვარ-ხატთასადიდებლები