გაკვეთილი მერვე

დიალოგური ფანჯრები, კალკულატორი

 

დიალოგური ფანჯარა ესაა სპეციალურად შექმნილი დიალოგის სისტემა კომპიუტერსა და მომხმარებელს შორის. დიალოგური ფანჯრის მეშვეობით ოპერაციული სისტემა შეკითხვას უსვამს მომხმარებელს და ელის მისგან საპასუხო მოქმედებას. აღნიშნული ფანჯარა არის პატარა ზომის და იგი გამოდის ეკრანზე გახსნილი ფანჯრის ან დესკტოპის წინა პლანზე. დიალოგური ფანჯრის დახურვის შემდეგ მონიტორზე რჩება გახსნილი ფანჯარა ან დესკტოპი.

 

დიალოგური ფანჯარა შეიძლება იყოს მარტივი და შეიცავდეს მხოლოდ ერთ სავარაუდო პასუხს - ანუ ღილაკს «ოკ». ძირითადად კი, დიალოგური ფანჯრების უმრავლესობს აქვს 2, 3 და მეტი ღილაკი. ესენია: «შენახვა», «დახურვა», «წაშლა», «დიახ», «არა», «გაუქმება».

 

ჩვენ უკვე გავეცანით რამოდენიმე დიალოგურ ფანჯარას: ესაა ვინდოუსის მუშაობის დასრულებისას გამოსული დიალოგური ფანჯარა, ობიექტის წაშლის შემდეგ გამოსული ფანჯარა და სხვა.

დიალოგურ ფანჯარას, ისევე როგორც სხვა ფანჯრებს აქვს თავისი სახელწოდება. იგი ფანჯრის ზედა ზოლში წერია, მაგრამ განსხვავებით ჩვეულებრივი ფანჯრისგან დიალოგურ ფანჯარას არა აქვს მენიუ და ასევე  ფანჯრის ზომის დასაპატარავებელი და გასადიდებელი ღილაკები. დიალოგური ფანჯრის ტექსტი არც მოინიშნება, არც წაიშლება. მასზე არ აისახება კურსორი. ფანჯრის ღილაკებზე წინ გადაადგილება ხდება ტაბ ღილაკით, ხოლო უკანა მიმართულებით გადაადგილება - შიფტ+ტაბით.  ფანჯრის ღილაკებზე გადასვლა შესაძლებელია აგრეთვე ჰორიზონტალური ისრების მეშვეობითაც.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიალოგურ ფანჯრებს აქვთ ღილაკები. ერთ-ერთი მათგანი ყოველთვის გააქტიურებულია. ღილაკი «დიახ» უმეტეს შემთხვევაში ფანჯარაში პირველ ადგილზე წერია. ყოველ ჯერზე ტაბ ღილაკის დაჭერისას აქტიურდება მის გვერდით მდგომი ღილაკი და ასე შემდეგ. თუ გვსურს, გავიგოთ რომელი ღილაკია მოცემულ მომენტში აქტიური, დავაჭიროთ ინსერტ+ტაბ ღილაკებს.

დიალოგური ფანჯრის შეკითხვაზე დადასტურება ხდება ენტერ ღილაკით.

ღილაკებს გარდა დიალოგური ფანჯრის შემდეგი ელემენტია - ალამი. იგი ყოველთვის მდებარეობს რაიმე წინადადების დასაწისში.  ალმის ჩასმა და ამორთვა ხდება ხანით.

დიალოგური ფანჯრის ელემენტია ასევე რადიოღილაკი. იგი თავისი დანიშნულებით გავს ალამს. განსხვავება ისაა, რომ ამ ელემენტზე ტაბით გადასვლისას ჩვენ ვხვდებით წინადადებათა ჯგუფში. თითოეული წინადადების წინ არის ღილაკის ჩასასმელი ადგილი. უნდა მოინიშნოს ერთ-ერთი წინადადება. პასუხის აღნიშვნა ხდება კურსორის ზედა და ქვედა ისრიანი ღილაკებით. ამ შემთხვევაში არჩევანის დასადასტურებლად ენტერ ღილაკი საჭირო აღარაა.

დიალოგურ ფანჯრებში შესაძლოა შევხვდეთ კომბინირებულ ჩამონათვალს. როდესაც ტაბით ვდგავართ მასზე, ენვედეა გვიცხადებს ჩამონათვალის შინაარსსა და მონიშნულ ღილაკს. საჭირო ვარიანტს ვაფიქსირებთ ზედა და ქვედა ისრებით.

მაგალითისთვის განვიხილოთ დიალოგური ფანჯარა, რომელიც ხურავს პროგრამა ენვედეას. მაშ, ასე:

1.         ინსერტ+ქუ - გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელიც გვეკითხება გვსურს თუ არა პროგრამის გამორთვა.

2.         გამოვაცხადებინოთ ფანჯრის სათაური - ინსერტ+ტე.

3.         გამოვახცადებინოთ აქტიური ღილაკი - ინსერტ+ტაბ, ან ინსერტ+ისარი ზევით.

4.         მთლიანი ფანჯრის წაკითხვა - ინსერტ+ბე. ახლა უკვე გავიგონებთ, რომ ამ ფანჯარაში არის ასევე ღილაკი «არა».

5.         რაკი ფანჯრის გახსნისას აქტიური ღილაკი იყო «დიახ», საკმარისია ენტერის ან ხანის გამოყენება და პროგრამა დაიხურება. გაქრება რა თქმა უნდა დიალოგური ფანჯარაც.

6. თუ არანაირ მოქმედებას არ ჩავატარებთ, დიალოგური ფანჯარა იხურება ესკეიპ ღილაკით.

 

კალკულატორი

 

ახლა ვისწავლით  როგორ უნდა ვისარგებლოთ კალკულატორით.  მისი გახსნა ხდება მთავარი მენიუდან. ვიყენებთ ვინდოუს ღილაკს, ვერტიკალური ისრებით ვნახულობთ სიტყვას – პროგრამები (პროგრამი, ოლ პროგრამს),  მარჯვენა ისრით ვხსნით მას და ვპოულობთ სიტყვას - აქსესუარი (აკსესორიეს). კვლავ მარჯვენა ისრით ვხსნით ქვემენიუს და ვეძებთ სიტყვას _ კალკულატორი. სურვილის მიხედვით, ვქმნით ამ პროგრამის იარლიყს სამუშაო მაგიდაზე, რათა იოლად შევძლოთ მისი პოვნა და გამოძახება. გავიხსენოთ იარლიყის დაყენება: ვეძებთ კალკულატორს. შეგახსენებთ, რომ ის მდებარეობს მთავარ  მენიუში, რომელსაც ვიძახებთ  ვინდოუს ღილაკით.  ზედა ისრით ვეძებთ სიტყვას ოლ პროგრამ,  ვხსნით მას მარჯვენა ისრით და  ვნახულობთ სიტყვას   აქსესორიეს. მასაც ვხსნით მარჯვენა ისრით და ვეძებთ სიტყვას კალკულატორ. როგორც კი ვიპოვით მას, ვაჭერთ კონტექსტურ მენიუს და  ზედა ისრით ვნახულობთ სიტყვას სენდ ტუ (ატპრავიც). ვაჭერთ ენტერს, გამოდის ქვემენიუ და ქვედა  ისრით   ვპოულობთ სიტყვას  დესკტოპ კრიეიტთ შორდკარდ (რაბოჩი სტოლ, საზდაც იარლიკ). ვაწვებით ენტერს და კალკულატორის იარლიყი თავსდება სამუშაო მაგიდაზე. მაშ ასე, იარლიყი შექმნილია, შეგვიძლია ენტერის დახმარებით გავხსნათ კალკულატორი და მოვახდინოთ მათემატიკური გამოთვლები.

გამოდის ჩვეულებრივი კალკულატურის მაგვარი გამოსახულებიანი ფანჯარა.

კლავიატურის ციფრული ბლოკიდან ვკრებთ მაგალითად 5+5 შემდეგ, ვაჭერთ ენტერს, რომელიც ნიშნავს ტოლობას. ხმოვანი პროგრამა გვეუბნება ამ ოპერაციის შედეგს. გავანულოთ ჩვენი პასუხი ორჯერ ესკეიპ ღილაკზე დაჭერით და ავკრიფოთ სხვა მაგალითი: 5  გამრავლებული 25-ზე. შემდეგ ვაჭერთ ენტერ ღილაკს და ვისმენთ შედეგს. ისევ ესკეიპის დახმარებით ვანულებთ ჩვენ მათემატიკურ მაგალითს და ვემზადებით სხვა გამოთვლებისათვის. კალკულატორიდან გასვლა ხდება ალტ+ეფ ოთხის დახმარებით.

უნდა  აღინიშნოს, რომ ჩვენ ხმოვან პროგრამასაც გააჩნია კალკულატორი. ამისათვის ვკრებთ კომბინაციას ინსერტ+კონტროლ+ზეტი. იხსნება ფანჯარა, ისევ მივმართავთ კლავიატურაზე კალკულატორის ბლოკს და ვკრებთ რაიმე მათემატიკურ მაგალითს, ვთქვათ 10+10. აკრეფის შემდეგ ვაჭერთ ენტერს და ხმოვანი პროგრამა გვეუბნება შედეგს. შედეგის განმეორება  შეგვიძლია შემდეგ ნაირად. ზედა ისარს ვაჭერთ ერთხელ და ისევ ვაწვებით ენტერ ღილაკს. შედეგს კვლავ გაგვიხმოვანებს ხმოვანი პროგრამა. ენვედეას კალკულატორის შემთხვევაში განულება არ ხდება. იმისათვის, რომ დავიწყოთ ახალი  მათემატიკური გამოთვლის განხორციელება, პირდაპირ ვწერთ ახალ მაგალითს. კალკულატორიდან გამოსვლა ხდება ესკეიპ ღილაკზე დაჭერით.

გამრავლების სიმბოლოდ გამოიყენება ვარსკვლავი კალკულატორის ბლოკიდან, გაყოფის სიმბოლოდ  - მარცხნივ დახრილი ხაზი. მათემატიკური მოქმედებების გამოსათვლელად შეიძლება გამოვიყენოთ ფრჩხილებიც, ისევე, როგორც ქაღალდზე დაწერის დროს. რთული მაგალითის დროს ჯერ შეგვიძლია მთლიანად ჩავწეროთ მაგალითი და ჩაწერის შემდეგ დავაჭიროთ ენტერს. მივიღებთ საბოლოო პასუხს.

ათწილადებზე მოქმედების დროს გამოიყენება ათობითი წერტილი, რომელიც მდებარეობს ნულის მარჯვნივ.

ფრჩხილის გახსნა მდებარეობს კლავიატურის მთავარი ბლოკის ზევიდან მეორე ბლოკში რიცხვი 9-ის ღილაკზე, ხოლო დახურვის, ციფრ ნოლის ღილაკზე. ფრჩხილის გასახსნელად ან დასახურად უნდა გამოვიყენოთ კომბინაცია - შიფტ+9 ან შიფტ+0. რთული მაგალითების გამოთვლას შევძლებთ შემდგომში, როცა მთლიანად გავეცნობით კლავიატურას.

 

ცხელი ღილაკები:

 

ტაბი, ჰორიზონტალური ისრები - ფანჯრის ელემენტებზე გადაადგილება;

შიფტ+ტაბი - ფანჯრის ელემენტებზე გადაადგილება უკანა მიმართულებით;

ინსერტ+ტე - ფანჯრის სათაურის ზოლის წაკითხვა;

ინსერტ+ბე - დიალოგური ფანჯრის წაკითხვა;

ინსერტ+ტაბ ან ინსერტ+ისარი ზევით - აქტიური ღილაკის გამოხცადება.

 

საკონტროლო კითხვები:

 

1.         რას ეწოდება დიალოგური ფანჯარა?

2.         რამდენი ღილაკი შეიძლება ჰქონდეს დიალოგურ ფანჯარას?

3.         რომელი ღილაკით გადავვადგილდებით ფანჯრის ელემენტებზე?

4.         რომელი ღილაკები კითხულობს მთლიან დიალოგურ ფანჯარას?

5.         რომელი ღილაკებით ცხადდება აქტიური ღილაკი დიალოგურ ფანჯარაში?

6.         როგორ გამოვიძახოთ კალკულატორი?

დავალება:

1. დაკვირვებით შეისწავლეთ ვინდოუსის მუშაობის დასრულების, ობიექტის წაშლისა და ენვედეას მუშაობის დასრულების დიალოგური ფანჯრები.

2. გამოითვალეთ:

ა)17+3,5.

ბ) 3+5*9.

გ) 21/3+8*5.

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 09.გაკვეთილი მერვე -დიალოგური ფანჯრები, კალკულატორი