კომპიუტერზე მუშაობის საფუძვლები ხმოვანი პროგრამა

                                 ენვედეას დახმარებით

 

 

ავტორები: გიორგი იაშვილი, თამარ სოლოღაშვილი

 

შესავალი

 

 

 წიგნის მეორე ნაწილი განკუთვნილია უსინათლო მომხმარებელთათვის, რათა შეისწავლონ კომპიუტერი ეკრანის გამახმოვანებელი სპეციალური პროგრამის ენვედეას დახმარებით. წიგნი გაგაცნობთ კომპიუტერის შესაძლებლობებს  და შეგძენთ მასთან მუშაობის ძირითად უნარ-ჩვევებს. სახელმძღვანელო დაყოფილია გაკვეთილებად. სულ წიგნის მეორე ნაწილი მოიცავს ოცდახუთ გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს ბოლოში დართული აქვს საკონტროლო კითხვები და დავალებები, ასევე ზოგიერთ გაკვეთილს ახლავს ამ გაკვეთილში შესწავლილი ცხელი ღილაკები.

 

უსინათლო მომხმარებელი კომპიუტერთან კლავიატურის დახმარებით მუშაობს. ამიტომ, პირველი გაკვეთილები დაეთმობა კლავიატურის კარგად შესწავლას, მის გათავისებას, თითების სწორად განლაგებას.

უსინათლო მომხმარებელი მთელ ინფორმაციას ეცნობა ხმოვანი სისტემის მეშვეობით, ამიტომ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ხმასთან ადაპტაციას. ხმოვანი პროგრამა იძლევა  შესაძლებლობას მომხმარებელმა თავად აირჩიოს მისთვის მისაღები ხმა, ინტონაცია, ხმის სიჩქარე და ტონალობა, რათა გაადვილდეს მისი სმენადობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

1.         გაკვეთილი პირველი - თეორიული ნაწილი.

ხმოვანი პროგრამის ზოგადი მიმოხილვა, კომპიუტერის შემადგენელი ნაწილები.

2.         გაკვეთილი მეორე - კომპიუტერის ჩართვა, კლავიატურა (ნაწილი პირველი).

3.         გაკვეთილი მესამე - კომპიუტერის გამორთვა, სამუშაო მაგიდა, კლავიატურა (ნაწილი მეორე).

4.         გაკვეთილი მეოთხე - მთავარი მენიუ, კონტექსტური მენიუ, სისტემური მენიუ.

5.         გაკვეთილი მეხუთე - ოპერაციული სისტემები და დამხმარე პროგრამები, კლავიატურა (ნაწილი მესამე) .

6.         გაკვეთილი მეექვსე - იარლიყები და პიქტოგრამები.

7.         გაკვეთილი მეშვიდე - საქაღალდის შექმნა, წაშლა, კოპირება.

8.         გაკვეთილი მერვე - დიალოგური ფანჯრები, კალკულატორი.

9.         გაკვეთილი მეცხრე - ტექსტური რედაქტორები ბლოკნოტი, ვორდ პედი, კლავიატურაზე ქართული ასოების განლაგება.

10.გაკვეთილი მეათე - ტექსტური რედაქტორი ვორდი:

ტექსტის რედაქტირება (ნაწილი პირველი).

11.       გაკვეთილი მეთერთმეტე - ვორდი (ნაწილი მეორე).

12.       გაკვეთილი მეთორმეტე - არქივაცია, ინფორმაციის მატარებლები.

13.       გაკვეთილი მეცამეტე - ვინდოუს მედია პლეერი, პროგრამა ნერო.

14.       გაკვეთილი მეთოთხმეტე - სამართავი პანელი.

15.       გაკვეთილი მეთხუთმეტე - პროგრამა ენვედეას ცხელი ღილაკები.

16.       გაკვეთილი მეთექვსმეტე - ინტერნეტი, ინტერნეტის ზოგადი მიმოხილვა.

17.       გაკვეთილი მეჩვიდმეტე - საკვანძო სიტყვების მეშვეობით ინფორმაციის მოძიება საძიებო სისტემა გუგლით.

18.       გაკვეთილი მეთვრამეტე - ვებგვერდების გამოძახება.

19.       გაკვეთილი მეცხრამეტე - რადიოს მოსმენა, მუსიკისა და ფილმების გადმოწერა.

20.       გაკვეთილი მეოცე - ელექტრონული ფოსტა.

21.       გაკვეთილი ოცდამეერთე - სკაიპი (15 ნაწილად).

22.       გაკვეთილი ოცდამეორე - ფეისბუკი.

23.       გაკვეთილი ოცდამესამე - პროგრამების დაყენება და წაშლა.

24.       გაკვეთილი ოცდამეოთხე - ანტივირუსი.

25.       გაკვეთილი ოცდამეხუთე -ფაინრიდერი.

 

26. სახელმძღვანელოში განხილული ცხელი ღილაკები;

 

27. საკონტროლო კითხვების პასუხები.

 

 

გვერდის მისამართი : პროგრამები / ვინდოუსის სახლემძღვანელო ენვედეას დახმარებით / 01.შესავალი