კოტრელი ლეონარდ 

ანტიკურობის საოცრებანი

 

 

1 მინოსის სასახლე,

კნოსოსი მშვენიერია სანახავად, მაგრამ მისი აღმოჩენის ისტორია უფრო მშვენიერია,

ძ.  წ.  II ს კრეტა მივარდნილი კუნძული იყო ბერძნულენოვანი მოსახლეობით, რომელსაც არ მიუღია დიდი მონაწილეობა ბერძენ - სპარსელთა ომში, მთავარი ქალაქები იყო გორკინა, კიდონია და კნოსოსი, რომლებიც ხშირად ეომებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ 220 წ კნოსოსმა გააერთიანა კუნძული, უძველეს დროში კრეტაზე 90 ქალაქი ყოფილა, დედაქალაქი იყო კნოსოსი სადაც 9 წელი მეფობდა მინოსი, მას ჰყავდა ფლოტი და კონტროლს უწევდა საბერძნეთის წყლების უდიდეს ნაწილს, იგი მართავდა  კიკლადებს (ასე უწოდებდნენ ეგეოსის ზღვის კუნძულებს) და იყო მათი I კოლონიზატორი, სადაც აყენებდა მმართველებად თავის ვაჟებს, როგორც ჩანს მან გაწმინდა ზღვა მეკობრეთაგან რათა  დაეცვა თავის ავლადიდება, ვინ იყო მინოსი, როდის მეფობდა იგი, რეალური პიროვნება იყო თუ ფანტაზიის ნაყოფი, ისტორიკოსი თუკიდიდე მას რეალურ პიროვნებად მიიჩნევდა, კუნძული მთაგორიანი იყო, მითის მიხედვით ერთერთ მთაზე ზევსი დაბადებულა, ხოლო ერთერთი მითის მიხედვით,  რომელსაც თეზეოსის და მინოტავრის ლეგენდა ეწოდება მინოსის მეუღლეს პასიფეას  სექსუალური დაუკმაყოფილებლობა სჭირდა, თავისი ვნების დასაკმაყოფილებლად მან უბრძანა ხუროთმოძღვარ დედალოსს გაეკეთებინა ძროხის ქანდაკება, რომელშიც იგი უნდა შემძვრალიყო და დაეჭირა

სქესობრივი კავშირი ხართან, ამ გზით იშვა მინოტავრი, ნახევრად კაცი, ნახევრად ხარი, ურჩხული, რომელიც მინოსს დამწყვდეული ჰყავდა ლაბირინთში თავისი სასახლის ქვეშ, იმ დროს მინოსი  მბრძანებლობდა არა მხოლოდ კუნძულებზე, არამედ საბერძნეთის ხმელეთის ნაწილზეც, ათენიც კი ხარკს უხდიდა მას ყოველწლიურად 12 ჭაბუკი და ქალიშვილი იგზავნებოდა ათენიდან კნოსოსში

მინოტავრისთვის შესაწირად (მინოსი ადამიანებით ჰკვებავდა მინოტავრს), ლაბირინთი იმდენად დახლართული იყო თავისი მიხვეულ - მოხვეული გვირაბებით, რომ მასში შესული კაცი უკან ვეღარ  გამოაგნებდა გზას დახმარების გარეშე, ლაბირინთის სიღრმეში კი მოჩანდა  ურჩხული - კურო, ასობით ადამიანი დაიღუპა ამრიგად სანამ ათენის სეფეწული თეზეოსი არ გააგზავნეს მინოტავრისთვის შესაწირად, იგი შეუყვარდა მინოსის ასულ არიადნეს, რომელმაც მისცა მას ძაფი - გასაღები, თეზეოსმა დაამაგრა ძაფის ერთი ბოლო კარებზე, თან გაიყოლა იგი და შევიდა ლაბირინთში, მან იპოვა მინოტავრი და ხელით დააღრჩო იგი, შემდეგ გამოჰყვა ძაფს და გამოვიდა გარეთ, XIX ს კრეტას ეწვია გერმანელი მილიონერი ჰაინრიხ შლიმანი, რომელიც კარგად იცნობდა ბერძნულ მითებს, მითებმა აპოვნინეს მას ჰომეროსისეული ოქროს მიკენი, რომელიც მართლაც ოქროში ცურავდა,  აგამემნონის ციტადელთან  ნაპოვნ სამარხებში აღმოჩნდა დიდი განძი, საჭურვლისა და ოქრო - ვერცხლისა, გერმანელი მეცნიერები დასცინოდნენ შლიმანს, ვინაიდან ჰომეროსის პოემებს მითებად  სთვლიდნენ, მათ ჯიბრზე შლიმანი შეევაჭრა კრეტელ მიწათმფლობელს რათა დაესაკუთრებინა მიწა, რომელზედაც ერთ დროს იდგა კნოსოსი, მაგრამ გარიგება ჩაიშალა, შლიმანი გაბრუნდა უკან და მალე  გარდაიცვალა, ერთ ხანს ამოუხსნელი დარჩა კეფალას დიდი ბალახიანი ყორღანის საიდუმლო კნოსოსში, შემდგომში 1890 წ კრეტას ეწვია სერ არტურ ევანსი, დიდი ინგლისელი მეცნიერი, ნუმიზმატიკის სპეციალისტი, რომელიც კარგად იცნობდა კრეტას, მან მოიარა კუნძული 1893 წ  თავის მეგობარ ჯონ მირესთან ერთად, იგი შლიმანივით მდიდარი იყო, თუმც მიწაში ჩაფლული სიდიადის საძებნელად როდი ეწვია კნოსოსს,  არამედ მცირეზე მცირე ნივთის საძებნელად, რომელიც 1 გროშის სიდიდისა იყო და რომელზეც უნდა ყოფილიყო გამოსახული პაწაწინა სიმბოლოები, რომელთა დანახვაც შეიძლებოდა მხოლოდ გამადიდებელი შუშით, ევანსი შეპყრობილი იყო იმ იდეით, რომ ევროპის კონტინენტზე ერთ დროს არსებობდა სურათოვანი დამწერლობის სისტემა, რომელიც სავსებით არ ჰგავდა ეგვიპტურ  იეროგლიფებს, ათენის სიძველეთა ფარდულებში იგი და მირესი წააწყდენ უმცირეს მძივ - ბეჭდებს, რომლებზედაც უცნაური პაწაწინა გამოსახულებები იყო და რომლებიც ევანსმა ჩათვალა დამწერლობის სიმბოლოებად, გამყიდველებმა თქვეს, რომ ეს ბეჭდები, რომელსაც ჰქონდათ ძაფის გასაყრელი ნახვრეტები კრეტიდან იყო ჩამოტანილი, სადაც გლეხის ქალები ყელსაკიდად ხმარობდნენ ამ სარძევე ქვებს, ვინაიდან  მათი რწმენით ისინი რძეს მატებდნენ მეძუძურებს, ევანსს გაგონილი ჰქონდა, რომ კნოსოსში მოყვარულმა არქეოლოგებმა იპოვეს თიხის დაფები მსგავსი ნიშნებით, ამიტომაც მან შეისყიდა მამული კნოსოსში და დაიწყო გათხრები, იგი არ დაყრდნობია არც ჰომეროსს და არც მეფე მინოსის გარშემო არსებულ ლეგენდებს, მან მალე აღმოაჩინა ასობით დაფა ვიწრო და გრძელ ქვის საწყობებში შენახული, თუმც მან კიდევ უფრო დიდი  რამ აღმოაჩინა, ეს საწყობები წარმოადგენდნენ ნაწილს უშველებელი კომპლექსური შენობებისას, დარბაზების, დერეფნების, კიბეების ნამდვილი ლაბირინთისას, სვეტებიანი გალერეებისას რომელთა  მსგავსი მას არსად ენახა გარდა მიკენის ციტადელისა სადაც შლიმანმა აღმოაჩინა სამარხები, დათარიღებული ეგვიპტური ნივთების მიხედვით, რომლებიც დამარხულნი იყვნენ კნოსოსის სასახლის ქვეშ  ევანსი მიხვდა, რომ ეს სასახლე გაცილებით ძველი იყო მიკენზე, რომელიც დაახლოებით ძ წ 1200 წლით იყო დათარიღებული, კნოსოსის ზოგიერთი ნაწილი ძ წ 3 000 წლით თარიღდებოდა, ზოგი კი უფრო უადრესი ხანით, ევანსი კრეტაზე ჩამოვიდა დამწერლობის სისტემის გასაშიფრავად, 1 თვის შემდეგ კი დარწმუნდა, რომ მან  აღმოაჩინა დღემდე უცნობი ცივილიზაცია, მეფე მინოსი დღეს უკვე აღარ არის ლეგენდა, იგი რეალობაა, ევანსი წერდა  «მართალია რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ ნანგრევთა ნანგრევია, ალბათ მთლიანობაში წესისა და ორგანიზაციის მიხედვით ინსპირირებულია მინოსის სულით და დიდი ხუროთმოძღვრის დედალოსის ხელოვნებით,

ჩვენს წინაშეა სანახაობა, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად ამისა სასახლე არ ახდენს უეცარ მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას პირამიდების მსგავსად»,

მინოსის სასახლე ტაფობშია ჩაფლული, სასახლე ბორცვზე დგას, ნანგრევები 2000  წლისაა, ჩანს ყორე კარგად გათლილი ქვისა, მის მარჯვნივ ჩრდილო - დასავლეთის ფართო ეზოა და სასახლეში შესასვლელი, ამ მონუმენტურ გალერეაში, რომლის კოლონებიც უცნაურად ვიწროვდება ძირისაკენ, დაინახავთ ადამიანის ფიგურას კედელზე გამოსახულს, ეს არის კაფანდარა, ტანწერწეტა ჭაბუკი, რომელსაც მხრებამდე სცემს შავი კულულები, როგორც სჩანს იგი ხმელთაშუა ზღვის მოდგმისაა და არა ბერძნულისა, იგი პროფილშია მოცემული ეგვიპტურ ფრესკასავით, მაგრამ იგი არ არის ეგვპტელი, არც ჰიტიტი და არც სირიელი, ევანსის აღმოჩენამდე არც ერთ არქეოლოგს არ უნახავს მსგავსი გამოსახულება კაცისა ევროპაში, მძლავრი გადაშლილი ბეჭები, მაღალი კონუსისებრი რიტონი (სასმისი) აღუპყრია მას რიტუალურ პოზაში,  პატარა ხელები, გამოკვეთილი დაძაბული კუნთები მკლავისა, ძალოვანი ბარძაყები, რომელზედაც შემოტმასნილია ვიწრო  ქვედა კაბა მდიდრულად შეფერადებული, აი ეს არის დღეისთვის სახელგანთქმული მინოსური ფრესკა მერიქიფე, ეს სამწდეური  რიტონი საოცრად ჩამოჰგავს ქართულ ყანწს, ხოლო მერიქიფე ქართულ ანთროპოლოგიურ ტიპს, როგორც ავღნიშნეთ მინოსელები ეკუთვნიან ხმელთაშუა ზღვის აუზის არაინდოევროპულ ხალხთა მოდგმას,  რომელიც თავისი წარმოშობით პროტოკავკასიურ, პროტოქართველურ მარის ტერმინოლოგიით იაფეტურ მოდგმას უკავშირდება, არაინდოევროპელი ხალხები ამ ეპოქაში ხშირად  განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იდგნენ და გავლენას ახდენდნენ ინდოევროპელებზე, ეს ფიგურა არის უშესანიშნავესი ნიმუში მიკენური ხანისა, რაც კი  დღემდე გამოვლენილა, მიკენური ეწოდება პრეისტორიულ კულტურას ძ წ 1500 - 1200 წ, რომელსაც ახასიათებს უაღრესად ინდივიდუალური სტილი ხელოვნებასა და არქიტექტურაში, რომელიც აშკარად გამომდინარეობს ნაწილობრივ  კრეტის მინოსური ცივილიზაციისგან, (მიკენი ადგილის სახელწოდებაა პელოპონესში), მერიქიფე გასაღებია კნოსოსისა, მის შემდეგ ჩანს შროშანისგვირგვინოსანი სეფეწული დიდი კიბის თავზე და ბოლოს დიდი სტენდის ფრესკა, რომელზედაც გამოსახულნი არიან ელეგანტური მინოსელი ტანწერწეტა  ქალები გაშლილი  ქვედა კაბებით და დახვეული კულულებით, თქვენთვის საცნაური ხდება პროდუქტები ცივილიზაციისა, რომელმაც ძ წ XVI ს უკვე განვლო თავისი ზენიტი და დაადგა დაკნინების გზას, ეს  მიძინებაში შევიწროვებული კოლონები ესოდენ დამახასიათებელი მინოსური არქიტექტურისთვის გვაგონებენ ტორსს მერიქიფისას ფართო მხრებიდან წერწეტ წენამდე, მინოსელ ქალთა ფრიალა კაბებიც იგივე  სამკუთხედებს ქმნიან, ოღონდ გადაბრუნებულს, ამ ქალების გაშიშვლებული, გამოკვეთილი ძუძუ - მკერდი ხელოვნურად შევიწროვებულ წელს ზემოთ გვიჩვენებს ქალური საწყისის, დედამიწის  ქალღმერთის დომინირებას, გავიხსენოთ ქართული სიტყვა დედამიწა, მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ თვით ზევსი, რომელიც ბერძენთა  რწმენით იშვა კრეტაზე იდას მთის გამოქვაბულში რეამ  შვა, ქალღმერთმა დედამიწამ,  როდესაც მინოსელებმა ააგეს თავიანთი სასახლე ძ წ 2000 წ წინ მაშინ ბერძნები ჯერაც არ იყვნენ მოსული თავიანთი მამრი ღმერთებითურთ, კრეტის უმთავრესი ღვთაება რომელიც  ევანსმა ჰპოვა ქვებზე ამოტვიფრული და რომლის პაწაწინა გამოსახულებებიც აღმოაჩინა იყო აზიის დედა - ქალღმერთი, ხელებზე გველებშემოხვეული, რომელნიც წარმოადგენდნენ მის ემბლემას, უცნაურია სურათი, რომელსაც ევანსმა უწოდა დიდი სტენდის ფრესკა, იგი ასახავს ხალხის სიმრავლეს, რომელიც რაღაც სანახაობას უყურებს, წინა მხარეს რელიგიური საკურთხევლის გარშემო დგანან ქალები,  მათი შავი დახვეული თმა შემკულია ნაირგვარი სამკაულებით, სახელოებზე ბაფთები აქვთ, წვივებზე შემოჭერილი არშიებიანი კაბები არ ფარავენ ძუძუ - მკერდს, კრეტის არტისტული ტრადიციის შესაბამისად  ისინი მუდამ ფერმკრთალნი არიან, ხოლო მამაკაცებს მუდამ  მუქი კანი აქვთ, მაგრამ ყველაზე უფრო განსაცვიფრებელია მაინც ქალების უდარდელი, მხიარული პოზა, ხელოვანმა დაიჭირა ისინი ისეთ  მომენტში, როდესაც ურთიერთშორის ლაპარაკობდნენ, არაფრით გვანან ისინი კლასიკურ ბერძენ და რომაელ ქალებს, რომელნიც მუდამ მამაკაცისადმი არიან დაქვემდებარებულნი, ამ ფრესკაში მინოსელი  მამაკაცები უხეშად არიან მიყრილნი სურათის ფონზე, როგორც ანონიმური პირის სახეები და თვალები, მხოლოდ ქალები არიან დახატულნი დიდი სიყვარულით და გულმოდგინებით,  ჩრდილოეთის გალერეაში ზღვის კარიბჭის შიდა კედელზე ფერადი ფრესკაა, რომელზეც მკვეთრი ფერებით არის გამოხატული მეწამული აშვებული ხარი, რომელიც თავჩაქინდრული ჩასცქერის ლურჯ მიწას, ფრესკის  დიდი ნაწილი დაზიანებული იყო როცა ევანსმა აღმოაჩინა, მისი ნარჩენი ამჟამად ჰერაკლეონის მუზეუმში ინახება, სურათის რეკონსტრუქცია ეკუთვნის შვეიცარიელ მხატვარს გილიერონს, რომელიც  ეხმარებოდა ევანსს, გალერეაში სეფე - დარბაზში სხვა ფრესკებიცაა, აქედან ერთერთზე გამოსახულია გავეშებული ხარი ღია ცისფერ ფონზე, პირუტყვს უკან დგას კაფანდარა ფიგურა მოკლე მინოსურ ქვედა კაბაში წელს ზემოდ  გაშიშვლებული, ასეთივე ფიგურა წინ უდგას ხარს მის რქებში ხელებჩავლებული თითქოს, თავდაპირველად მამაკაცებად მოგეჩვენებათ ისინი, მაგრამ მათი სიფერმკრთალის მიხედვით ცხადი ხდება, რომ  ეს ასულების ფიგურებია, ხარის ზურგზე მეორე ფიგურა დგას თავდაყირა, ეს უკვე მუქკანიანი მამაკაცია, იგი მალაყს გადადის ხარის ზურგზე და მზად არის მკლავებში ჩაუვარდეს ხარის უკან მდგომ ასულს, რომელიც დგას  მკლავგაშლილი რათა დაიჭიროს იგი, როგორც ჩანს ამ სანახაობას უცქერდა ხალხი დიდი სტენდის ფრესკაზე გამოსახული,

გალერეიდან ჩამოსულნი შედიხართ კნოსოსის სასახლის გულში მისტერიულ და ოდნავ ავბედით სეფე - დარბაზში, ეს არის საუკეთესო პუნქტი საიდანაც შეიძლება დაწყება მთელი სასახლის დათვალიერებისა, მისი 3  კედლის გასწვრივ ქვის სკამებია დატანებული, ცენტრში დგას ქვის სავარძელი მაღალი ტალღისებრძგიდეებიანი ზურგით, ეს არის ევროპის უძველესი ტახტი, სასახლეში ვერსად შეხვდებით წარწერებს, მაგრამ  თითქმის ფაქტია, რომ ეს იყო საბჭო დარბაზი მეფე - ქურუმის მინოსისა, ღირსშესანიშნავი მსგავსებაა შუა საუკუნეების ტაძრების მთავარ შენობებთან, თუმც იგი დაახლოებით 1400 წლით უფრო ძველია  ვიდრე რომელიმე უძველესი ქრისტიანული ტაძარი, სამეფო ტახტის გარშემო კედლებზე ფრესკებია გრიფონების გამოსახულებით, რომელთაც ლომის ტანი აქვთ და ფრინველის თავი, ტახტის პირდაპირ ოთახის მეორე მხარეს ოთკუთხა ორმოა, რომელსაც  ვუახლოვდებით კიბეებით, თავიდან ევანსს ეს აბანო ეგონა, მაგრამ არსად სჩანდა მილი, მინოსელები რომლებიც დახელოვნებული ჰიდრავლიკოსი ინჟინრები იყვნენ მოახერხებდნენ მილების შემოყვანას,  ასე რომ როგორც სჩანს ეს ორმო სხვა დანიშნულებისა იყო, შემდგომში ევანსმა აღმოაჩინა სასახლის სხვა მის მახლობელ ვილებში მსგავსი ორმოები, რომელთაგან ზოგიერთის ცენტრში იყო სვეტები, ამ სვეტებზე ორმაგი ცული იყო ამოკვეთილი ბერძნულად ლაპრის  და მან დაასკვნა, რომ მიწისქვეშა ოთახებს ჰქონდათ რელიგიური დანიშნულება მიწის ღვთაებასთან დაკავშირებული, სეფე დარბაზი იხსნება დიდი ეზოს დას მხარეს, როდესაც კაცი ამოდის ამ ჩაბნელებული სენაკიდან მზის სინათლე ირეკლება ყინულივით თეთრ თაბაშირის ქვაფენილზე, კრეტაზე მზე ისევე აცხუნებს, როგორც  ეგვიპტეში, მაგრამ რამდენადაც ეგვიპტის ჰაერს მუდამ უდაბნოს სუნი უდის კრეტას ჰაერი მუდამ სუნთქავს მთებისა და ზღვის ამო სურნელით, კრეტა სულ რამდენიმე ასეული მილითაა დაშორებული ეგვიპტისგან, ხოლო მინოსელებს ჰქონდათ კულტურული ურთიერთობა ძველ ეგვიპტელებთან, თუმც ეგვიპტის გავლენის თითქმის არავითარი კვალი არ სჩანს  კნოსოსში, შესაძლოა მისი უადრესი მკვიდრნი აფრიკიდან და აზიიდან იყვნენ მოსულნი, მაგრამ მინოსის სასახლე აღმოსავლეთი როდია, არამედ დასავლეთი, მისი სული ევროპულია, ამასთან იგი 4000 წლისაა,  სასახლე აგებულია წაგრძელებულ კლდოვან ბორცვზე, რომელიც ეშვება აღმოსავლეთით პატარა მდინარისაკენ, რომელსაც უწოდებენ კაირატოსს, ამ ლანდშაფტმა უკარნახა არქიტექტორს ფორმა სასახლისა, დიდი ეზო  ბორცვის ცენტრშია, იგი გარშემორტყმული იყო ადმინისტრაციული და რელიგიური შენობებით, რომელთაც რამდენიმე სართული ჰქონდათ, აღმ მხარეს როგორც სჩანს იყო სარეზიდენციო ნაწილი, შენობები ეშვება დაღმართზე ველისაკენ, მათკენ მივყავართ დიდ კიბეს, ხუთრიგიანს, ეს დიდებული კიბე აღადგინა ევანსის არქიტექტორმა  ქრისტიან დოლმა, კიბე დამსხვრეული იყო ვინაიდან მისი ხის საბჯენები დამპალიყო, ერთმანეთზე ეყარა მისი საფეხურებიც და მთიდან ჩამორეცხილი თიხით იყო დაფარული, აღდგენისას ხის სვეტები შეცვალეს  კამეჩისტყავისფრად შეღებილი ბეტონის სვეტებით, რაც ორიგინალის იმიტაცია იყო, როგორც ამბობენ ევანსმა სასახლის აღდგენაზე დახარჯა 250 000 გირვანქა სტერლინგი, ერთერთ დარბაზთაგანს სადაც შემორჩენილია ფრესკები ევანსმა უწოდა დედოფლის მეგარონი (ჰოლი)  დეკორაციის ფემინური ხასიათის გამო, აქ ყველაფერი გრაციაა და სიმსუბუქე, კედლების გასწვრივ აქაც  დაბალი ქვის სკამებია, კედლებზე ხალისიანი ფრესკებია ბუნებისმიერი სცენებით, მუქლურჯი დელფინები ზღვაში, ვარსკვლავ - თევზები, ცხვირწამახული ზღვის ვარდები, ყოველივე ეს რეალისტურად არის  გამოსახული და ჰარმონიულად ეთანხმება დეკორატიულ სქემას, ევანსმა აღმოაჩინა აგრეთვე სათამაშო მაგიდა, სასახლეში აღმოჩენილია აბაზანა და მატერკოზეტი, აბაზანა იყო დედოფლის მეგარონთან პატარა ოთახში და მის მახლობლად ტუალეტი, რომელსაც ჰქონდა წყალგაყვანილობის სისტემა, ეგვიპტელთაგან განსხვავებით რომელთა ქვეყანამაც თითქმის არ იცის  წვიმა მინოსელ არქიტექტორთ ანგარიში უნდა გაეწიათ კრეტული ზამთრისათვის, რომლის დროსაც ხშირია კოკისპირული წვიმები,  ფართო ვერტიკალური მილები სქელ კედლებში დატანებულნი უკავშირდებიან რთულ სისტემას ვეება ხვრელებისას, უფრო მცირე ხვრელები გაკეთებული იყო ტერაკოტის მილებისაგან, რომელთა სექციებიც მეცნიერულად  იყო დამუშავებული, ისინი იხსნებოდნენ და იკეტებოდნენ, ალაგალაგ ოდნავ ვიწროვდებოდნენ რათა ბიძგი მიეცათ წყლისთვის და განედევნათ ნალექი, ეს მილები ნაგებობის უძველეს ნაწილს ეკუთვნიან ძ  წ 2 000 წ, ღირსშესანიშნავია აგრეთვე წყლის ღია არხები, რომელნიც ჩასდევენ კიბეს სასახლის ჩრდ - აღმოსავლეთით, უერთდებიან ცენტრალურ ეზოს და ჩადიან მდინარესთან, კიბე დაქანებულია და მისი ჯერები სწორ  კუთხეებს ქმნიან, წყლის არხები რომ ბრტყელი ყოფილიყო წყალი ერთბაშად ჩაეშვებოდა ქვევით და მიაწყდებოდა კუთხეებს, ამიტომ მინოსელებმა გააკეთეს პარაბოლური ხვეულები დაქანების  ნატურალური პარაბოლების შესაბამისად, ამის შედეგად წყალი სერიებად ვარდებოდა ქვემოთ, მისი ვარდნის სისწრაფე ერთიორად ნელდებოდა, ნალექი გროვდებოდა სპეციალურ გუბეებში ასე, რომ წყალი კიბის  ბოლოში გაწმენდილი და სახმარად ვარგისი იყო, აქვე იყო ქვის აუზები, კნოსოსის სასახლის კედლებზე წარწერები არ ჩანს, თუმც ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრეტელებს დამწერლობა არ ჰქონოდათ, შესაძლოა თეზევსის და მინოტავრის ლეგენდა შეიცავდეს სიმართლის მარცვალს,  რადგან ხარის კულტი იყო გულისგული კრეტის რელიგიური მისტერიებისა, რაც შეეხება მინოსის სახელს შესაძლოა ეს სახელი ფარაოს მსგავსად აღნიშნავდეს მეფეთა მთელ დინასტიას, არსებობდა არქიტექტორი დედალოსიც, მისი ნამუშევარი ჩვენს თვალწინაა, მინოტავრი შესაძლოა  მითიური იყოს, მაგრამ აშკარად არსებობდა კრეტული რელიგიური კულტი ხართან, კუროსთან დაკავშირებული ნაყოფიერებისა და ძალმოსილების ემბლემასთან, რაც შეეხება კეთილშობილ ქალწულებსა და  ჭაბუკებს, რომელთაც ხარკის სახით აგზავნიდა ათენი კრეტაზე იქნებ არსებობს რაიმე კავშირი იმ ლეგენდასა და ამ ახალგაზრდა მდედრობით და მამრობით ტორეადორებს შორის, რომელნიც ცდიან  თავიანთ თავგანწირულ ხელოვნებას მინოსურ ფრესკებზე,  რაც შეეხება ლაბირინთს მის ასახსნელად არსებობს 2 სავარაუდო გასაღები, ერთია სიტყვა ლაბირინთი, ორპირი ცული ემბლემა, რომელიც ხშირად გვხვდება კრეტაზე, მეორე კი ზეპირი გადმოცემაა, ევანსი აღნიშნავს თავის მინოსის სასახლეში, რომ მინოსური ცივილიზაციის დაცემის შემდეგ დაახლოებით ძ წ 1400 წ დორიელი დამპყრობლები მოვიდნენ  საბერძნეთიდან და გააიგივეს ლაბირინთი იმ ღრმამიწისქვეშა ხვრელებთან, რომელზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი, სხვა გასაღები უცნობია ჩვენთვის, შესაძლოა ხარის კულტი კრეტიდან გადავიდა ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნებში, იქნებ ესპანური ბრძოლა ხართან, რომლის მოდიფიცირებული ფორმა პროვანსშიც გვხვდება ამ კულტის გადმონაშთი იყოს, სწორედ ესპანეთია სამშობლო უკიდურესად ეროტიული ცეკვის ფლამენგოსი, რომლის მოცეკვავე ქალთა არშიებიანი კაბები და წერწეტი წელი საოცრად ჰგავს მინოსურ ფრესკაზე გამოსახულ ქალებს და გასაოცარია ისიც, რომ თურმე მოცეკვავის ხელების გრეხა და ტრიალი არის იმიტაცია გველის გრეხისა,  კრეტის მთავარი ღვთაება კი იყო ღმერთქალი გველი.

 

2 მკვდართა ქალაქი, ზემო ეგვიპტეში არის ადგილი ლუქსორი, აქ არის 3 000 წლის აკლდამა თებეს ნეკროპოლისის კლდეში გამოკვეთილი ერთი მრავალთაგანი იმ აკლდამათა შორის, რომელთაც ეგვიპტელები უწოდებდნენ მარადიულ  სახლებს, ეს აკლდამა აშენდა რეხმირისათვის, რომელიც იყო პრემიერმინისტრი ფარაონ თუთმოს III - სი, ამიტომ იგი ჩვეულებრივზე უფრო დიდია და ფრესკებით მოხატული, რომელნიც ასახავენ ვეზირის მიწიერ  ცხოვრებას და მომავალ საიქიო ყოფას მისი სასოების მიხედვით, თუთმოს III მეომარი ხელმწიფე იყო, როდესაც იგი უცხო მიწების დასალაშქრავად მიდიოდა რეხმირი აგროვებდა ხარკს მის ნაცვლად, ზოგიერთი ფრესკა ასახავს მის მიერ ხარკის აღებას, აქ ნახავთ  ნუბიელებს, სუდანის ზანგებს, რომელთაც მოაქვთ სპილოს ეშვები, მოჰყავთ ცოცხალი ჟირაფები, მაიმუნები და აფრიკის სხვა საკვირველებანი, აქ ნახავთ ეგვიპტის მტრებს აზიატებს ანუ სირიელებს,  რომელთაც მოაქვთ ხარკი ფარაოსათვის,ეს ორივე რეგიონი ნაწილობრივ დაქვემდებარებული იყო ეგვიპტისადმი, აგერ კედელზე ვხედავთ მწყობრს პირმშვენიერი ჭაბუკებისას, რომელთა ჩაცმულობაც არა ჰგავს ეგვიპტურს და რომელთაც მოაქვთ სავსებით განსხვავებული არაეგვიპტური ნივთები, იეროგლიფური  წარწერა მათ უწოდებს ქეიპტუს ხალხს, 1900 წლამდე არავინ იცოდა ვინ იყო ეს ქეიპტუ, დღესდღეობით ჩვენთვის ცნობილია, რომ ესენი არიან მინოსური კრეტის წარმომადგენლები, რომელთაც აცვიათ  ისეთივე შემოჭერილი კაბები, აქვთ ისეთივე თმა - ვარცხნილობა და კეთილშობილური პროფილი როგორსაც ვხედავთ ევანსის მიერ კნოსოსში აღმოჩენილ მერიქიფის ფრესკაზე, უფრო მეტიც მათ მოაქვთ

სპეციფიკური მინოსური თასები, ლარნაკები, რიტონები და თავიანთი ხარის თავის მოდელი ვერცხლნაქანდაკევი, ოღონდ ესენი დამონებული ხალხის წარმომადგენლები  როდი არიან აზიატებისა და ნუბიელების  მსგავსად, არამედ ვაჭრები, რომელთაც გადმოლახეს ზღვა და მიადგნენ ლუქსორის სანაპიროს ნილოსზე, სამწუხაროა, რომ კრეტაზე არ შემორჩა მატიანეები გარდა მშრალი ნუსხებისა, კრეტელები იცნობდენ ადრეულ ეგვიპტეს, ჩვენ უნდა ჩავიხედოთ ეგვიპტურ აკლდამებში და იქ უნდა ამოვიკითხოთ  საიდუმლოებანი კედლის მხატვრობისა და წარწერებისა, მინოსელნი რომლებიც გეოგრაფიულად ახლოს იყვნენ ეგვიპტესთან, ხოლო რასობრივად და კულტურულად ძირეულად განირჩეოდნენ მათგან ხვდებოდენ და ესაუბრებოდენ ეგვიპტელებს, მედინეტ ჰაბუს გარდა ეგვიპტეში ვერსად ჰპოვებთ კნოსოსის დარ სასახლეებს, მაგრამ ეგვიპტელთა დიდებული აკლდამების მსგავსი არაფერი შექმნილა კრეტაზე, გარდა ამისა კრეტელთაგან განსხვავებით  ისინი ფარავდენ თავიანთი ტაძრებისა და აკლდამების კედლებს რელიგიური და საერო ლიტერატურის ნიმუშებით, რომელთა წაკითხვაც შესაძლებელია დღეს, ლუქსორი და მისი შემოგარენი დღეს განადგურებულია, აღმ ნაპირზე დგას ლუქსორისა და კარნაკის ტაძრები, ეს უკანასკნელნი იმდენად გრანდიოზულია, რომ დაიტევს ექვს ევროპულ ტაძარს, აქვეა რამზესეუმი, რამზეს II - ს და ჰატშეფსუტ დედოფლის ტაძრები,  მოშორებით კი პირამიდები, თებეს ნეკროპოლისი კი მაინც ყველასაგან განსხვავებული ნაგებობაა, რატომ,  მართალია არის სხვა აკლდამებიც სხვადასხვა არქეოლოგიურ ობიექტებზე მიკენში, მესოპოტამიაში, ქალდეის ურში, ალა ჯაჰუკში (თურქეთი) და თვით ეგვიპტეში, მაგრამ არც ერთი მათგანი არ შეედრება  თებეს ნეკროპოლისს, ჯეიმს ბეიკი წერდა «ერთ დროს ამ უკაცრიელ ტრამალზე (იგულისხმება მეფეთა ველი) თავმოყრილი იყო იმდენი სიმდიდრე, ოქროულობა და ხელოვნების ნიმუშები, რაც არ უნახავს სამყაროს არც ერთ  კუთხეს», ყოველივე ამის გასაგებად უნდა შევისწავლოთ ეგვიპტელთა რელიგიური რწმენა, წარჩინებული მიცვალებულებისათვის სამარხში ჩაყოლება საიქიოში მოსახმარი ნივთებისა პალეოლითის ხანიდან მოდის 20 000 წლის წინანდელი დროიდან, ყველა ცივილიზებული ხალხის კულტურა იმავე გზას მისდევს, ევროპასა და აზიაში ბრინჯაოს ხანის მრავალი ამგვარი სამარხი აღმოჩნდა, მაგრამ ძველი ეგვიპტელები კიდევ უფრო შორს მიდიოდენ, არა მხოლოდ  მათი მეფეები იმარხებოდენ იგავმიუწვდომელი სიმდიდრისა და ფუფუნების გარემოცვაში, არამედ მათი დიდებულნიც, მათთვის ჩაყოლებული სიმდიდრე სხვა ქვეყნების სიმდიდრეს უტოლდებოდა, არქეოლოგიისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ ეგვიპტელნი ხატავდენ და აქანდაკებდენ თავიანთი აკლდამების კედლებზე სცენებს, რომელთაც ვერსად შეხვდებით მთელ მსოფლიოში

სურათებს, რომელნიც ასახავდნენ მიცვალებულის ყოველდღიურ ცხოვრებას არასამეფო წარმოშობის პერსონაჟთა აკლდამებში, თუ მიცვალებული მემამულე იყო ხატავდენ მის მამულს, ნახირს და მინდვრებს, გლეხებს, რომელნიც ამუშავებდენ მათ, თუ მხედართმთავარი იყო ხატავდენ ჯარებთან ერთად, თუ ადმირალი ფლოტთან  ერთად, თვით ისეთი დიდებულებიც კი რომელნიც ატარებდენ მაგალითად ტიტულს მისი უდიდებულესობის საჩრდილობლის მტვირთველისას გამოსახული იყვნენ ნილოსის ჭაობებში ნადირობისას, თევზაობისას ან სუფრის  თამადობისას თავიანთი მეგობრების გარემოცვაში, ეს სცენები გულდასმით იყო შესრულებული და ზედა და ქვედა წარწერებში დეტალურად იყო აღწერილი ყოველივე თვით საუბრების ნაწყვეტებიც კი იყო  მოტანილი, ყოველივე ამან, სხეულის მუმიფიკაციამ, ძვირფასი ნივთების ჩაყოლებამ, აკლდამების მოხატვამ და სურათების აღწერამ აქცია ეგვიპტე პროფესორ გვენვილის თქმით «ანტიკური ცხოვრების  დიდებულ ნაციონალურ პარკად», კაიროში ნახავთ 12 მილის სიგრXძეზე წყებას მუსულმანური აკლდამებისას, რომელსაც მკვდართა ქალაქი ეწოდება, ეს არის ასეთივე გადაუხურავი სახლები, რომლებშიც არის აკლდამები, ქუჩა ქუჩას  მიჰყვება ამ კოხტად შეღებილი სახლებით, ერთადერთი განსხვავება სხვა სახლებთან ის არის, რომ მათი მკვიდრნი მიცვალებულნი არიან, თუ ამას ჩავწვდებით ჩვენთვის ნათელი გახდება თებეს  რაობა, თებე ბერძნული სახელია ეგვიპტურად ნიო - ამუნ, ფაქტიურად აქ იყო 2 ქალაქი, აღმ ნაპირზე მდებარეობდა ცოცხალთა ქალაქი, შენობები აგურით იყო ნაშენი და დიდი ხნის წინ განადგურდა, მათი საძირკვლები შემორჩენილია მიწაში, დას ნაპირზე კი  მდებარეობს მკვდართა ქალაქი, რომელსაც ეგვიპტელნი გაცილებით უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდენ, აქ მდინარისპირა ველზე აშენდა ფარაონების საძვალე ტაძრები, ჰატშეფსუტისა მწყობრი  კოლონებიანი, ამენოფსის III - სი, რომელშიც იყო წყვილი ქანდაკება მჯდომარე მეფისა, ერთერთ მათგანს ბერძნული მემნონის კოლოსს უწოდებდნენ, რამზეს II - ს და რამზეს III - სი, ისინი დაჰყურებდნენ მდინარეს, მათ უკან ციცაბო კლდეებია,რომლის გადაღმაც მდებარეობს მეფეთა სასაფლაო, მდინარის პირას აგურის შენობებში ცხოვრობდა პერსონალი, რომელიც ემსახურებოდა მკვდართა ქალაქს, ქვისმტეხელნი, ქვისმთლელნი, მლესავნი, მხატვრები, დაბალზამების ოსტატები, ხელოსნები, რომელთა  ხელობა იყო გულის, ტვინის და შიგნეულის ამოღება, მათი მუმიფიკაცია ცალკე ხდებოდა, გული ითვლებოდა გონების სამკვიდრებლად და ამიტომ კვლავ სხეულს უბრუნდებოდა, სხვანი თავის ქალას ამუშავებდენ, ხელოვნურ თვალებს უდგავდენ და აღადგენდენ გვამს ისე, რომ იგი ცოცხალს ემსგავსებოდა, აქ იყვნენ სააკლდამო ავეჯის ოსტატნი, სამკაულების დამამზადებელნი, ამ სიმდიდრეს დებდენ კლდის სიღრმეში გამოკვეთილ აკლდამაში, 1000 წლის მანძილზე ნეკროპოლისში ეგვიპტელთა 30 თაობა დაიკრძალა, ძ წ 3000 წლიდან ეგვიპტელებს სწამდათ, რომ სული სიკვდილის შემდეგაც არსებობდა, რასაც ისინი უწოდებდნენ კას, ბას და ანკს და მისი არსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო გარანტირებული თუ  გვამი დაცული იყო გახრწნისა და ძალადობისაგან, უფრო მეტიც სხეულს უნდა შეენარჩუნებინა ისეთივე გარეგნობა, როგორიც ჰქონდა მას სიცოცხლის ჟამს, რათა სულს ეცნო იგი და კვლავ შესულიყო გვამში, გარდა ამისა იგი უნდა ყოფილიყო მომარაგებული ცოცხალი ორგანიზმის მსგავსად ყოველივე იმით, რაც საჭიროა სიცოცხლის შესანარჩუნებლად, კერძოდ საჭმელ - სასმელით და ნაწილობრივ სკულპტურასა და ფერწერაში განხორციელებით, ხელოვნების ამგვარი ქმნილებები დეკორაციისათვის როდი იქმნებოდნენ, მათ ჰქონდათ მაგიურ - რელიგიური ფუნქცია, სიმპათიკური მაგიის პროცედურებით, სკულპტურული ან ფერწერული ასლები თავად  იქცეოდენ დამოუკიდებელ საგნებად, ასე, რომ თუ გარდაცვლილის შთამომავალნი ან მათ მიერ დანიშნული ქურუმნი რეგულარულად ვერ მოამარაგებდენ მის კას საჭმელ - სასმელით, შესაწირავით  მაშინ აკლდამის კედლებზე უბრალო ასახვა ნახირისა, ფრინველისა და ყანებისა საკმარისი იყო იმისათვის, რომ სული გადარჩენოდა ხრწნადობას სარჩოს უქონლობით გამოწვეულს,

თებეს აკლდამები კი ზოგი კლდის ძირასაა და ზოგში კიბის საფეხურები ჩადის, ვნახოთ სენუფერის აკლდამა, იგი იყო სამხრეთის ქალაქის თებეს მერი და განაგებდა აგრეთვე ამონის ბეღლებს, ნათესებს, ვენახებს და ნახირს, კედლები გარანდულია, შელესილი და მოხატული, სახურავი არაა გარანდული და მის უსწორო ზედაპირზე დახატულია ვაზის ფოთლები და მტევნები, ამგვარად აკლდამის მკვიდრი სენუფერის  კა გრძნობს, რომ იგი კვლავ დასეირნობს ვენახებში, რომელთაც მეურვეობდა სიცოცხლის ჟამს, სენუფერის და მისი მეუღლის გვამები დაკრძალულია კლდეში გამოკვეთილ სამარხებში აკლდამის მახლობლად, მისი სურათი რამდენიმე ადგილას მოსჩანს მეუღლის და ნათესავთა თანხლებით, მარჯვენა  კედელზე იგი გამოსახულია თავის ქალიშვილთან ერთად და შესცქერის მსახურთ, რომელთაც მოაქვთ სამგლოვიარო ნივთები, ესენია პატარა ქანდაკებები მუმიფიცირებული ფიგურებისა, რომლებზედაც  წარწერილია შელოცვები, ათასობით ამგვარი ფიგურა აღმოჩნდა ეგვიპტურ აკლდამებში, საინტერესოა მათი დანიშნულებაც, ძალზე შორეულ ხანაში არსებობდა გარდაცვლილი ფარაოსათვის წესი მონების  შეწირვისა, რათა  მომსახურებოდენ საიქიოში, მსგავსი ჩვეულება შემორჩა ზოგიერთ ხალხს გვიანდელ ეპოქებამდე, მაგრამ ეგვიპტელებმა, რომლებიც უფრთხილდებოდენ ადამიანის სიცოცხლეს  უკუაგდეს ეს ჩვეულება ძ წ III ათასწლეულის დასაწყისში, ნაცვლად ამისა ისინი მარხავდენ მეფეებთან  და მოგვიანებით დაბალი რანგის ადამიანებთან ამგვარ შავაფტის, რომელიც მაგიური პროცესის  შედეგად იკავებდა ცოცხალი ადამიანის ადგილს, რომელსაც უწინ სწირავდენ ხოლმე მსხვერპლად, ყოველ ფიგურას ზედ წარწერილი აქვს სტანდარტული ფორმის შელოცვა, რომელიც ჩვეულებრივ შემდეგნაირად იკითხება «აი სიტყვები ღვთაებრივი ოზირისისა,», რასაც მოსდევს გარდაცვლილის სახელი «ჭეშმარიტად  ზრახული იგი იტყვის ჰოი შავაფტი უკეთუ მოიხმობდნენ, სახელი გარდაცვლილისა, რაიმე საქმის აღსრულებად ნეკროპოლისში დაე შეეწიოს მას შენი შრომა, შენ უნდა მიუგო აქა ვარ მე, შენ უნდა აგო პასუხი ყოველივე იმისათვის რისი აღსრულებაც ჯერ არს ნეკროპოლისში, შენ უნდა გადახნა მინდვრები, მორწყა მშრალი ველები, მოზიდო ქვიშა აღმოსავლეთით, დასავლეთით დაყოველის მხრით, აქა ვარ უნდა  უპასუხო დაძახებისას» სენუფერისგან დაშორებულ ხანაში რამდენადაც მისგან ჩვენ ვართ დაშორებული ძველ ეგვიპტელებს სწამდათ, რომ საიქიოში ყოველ ადამიანს მოელოდა სამიწათმოქმედო  სამუშაო, თუმც სენუფერის თანამედროვე XVIII დინასტიამდე გაცილებით ადრე ამგვარი იდეა უცხო გახდა დახვეწილი ეგვიპტელისათვის, მას ერჩია სხვისი ხვედრი ყოფილიყო მიწის დამუშავება და მშრალი ველის მორწყვა და არა მისი, მსახურნი აღასრულებდენ ამ სამუშაოს, აქედან  წარმოიშვა შავაფტის პატარა ფიგურები (სახელი ნიშნავს მოპასუხეს), რომელნიც დგანან მწყობრში დიდებულთა აკლდამებში და უცდიან მათ ბრძანებებს, აქა ვართ იძახიან ისინი, ყოველ მათგანს აქვს  მხარზე გადებული აუცილებელი იარაღი თოხი, საცეხველი, კალათა, ხერეფის აკლდამაში არა მარტო ნახატი სცენებია, არამედ რელიგიურად ნაქანდაკევი სცენები, ხერეფი იყო სახლთუხუცესი თიი დედოფლისა, ფარაონ ამენოფის III - ს მეუღლისა, მთავარ სცენაზე გამოსახულია მეფე თიი დედოფლის თანხლებით ქალღმერთ ჰათორთან ერთად, ისინი უცქერენ პროცესიულ ცეკვას  მეფის სეთ დღესასწაულის აღსანიშნავად (დღესასწაული რომლის დროსაც ხდებოდა რიტუალური განახლება მეფის სიცოცხლისა), 8 ტანწერწეტა პირმშვენიერი ასული წყვილწყვილად ცეკვავს, ხელთ უპყრიათ წყლით  სავსე დოქები ადგილის განსაწმენდად, მათ მოსდევენ სხვა ასულები, რომელნიც გრაციოზულად ასრულებენ მიწის განახლების სიმბოლურ ცეკვას, მენენას აკლდამა, რომელიც იყო აღმწერელი ორ სამყაროს უფლის ფარაოს მიწებისა, მენენა დგას პაპირუსის ლერწმის პატარა ტივზე და ნადირობს ჭაობებში, მარჯვენა ხელში სასროლი კეტი უჭირავს, რომელსაც უმიზნებს მის წინ აფრენილ ბატებს, მისი ტანმორჩილი ცოლი ფეხებზე მოსჭიდებია  ქმარს და ეხმარება წონასწორობის დაცვაში, მისი ფიგურა ბრინჯაოსფერია ვინაიდან მამაკაცებს ასე ხატავდენ, მისი მეუღლის კანი კი ღია ალებასტრისფერი,ეგვიპტელ წარჩინებულ ქალებს ასე ხატავდენ, როდესაც მენენა და მისი მეუღლე დაკრძალეს ალბათ უკვე მოხუცნი იყვნენ, სურათებზე კი ახალგაზრდები არიან, აქვეა სცენა ნადიმისა სადაც მერიეტი ვეზირის ცოლი გამოსახულია მხრებზე გადაგდებულ გრძელ მოსასხამში, იგი ამაყად დგას მეუღლის გვერდით სტუმრების მოლოდინში, აკლდამის სხვა ნაწილებში მუსიკოს ქალთა გუნდი ჩანგზე, არფაზე, სტვირებზე და დაირაზე უკრავს მათ საამებლად, სტუმრები ქალნი და მამაკაცნი სხედან ელეგანტურ პოზებში, სუნთქავენ ლოტოსის  ყვავილთა ამო სურნელს, მაშინ როდესაც შიშველი მსახური გოგონები მოართმევენ სამკაულსა და ნელსაცხებელს, უვარცხნიან თმას და არომატულ ზეთს სცხებენ მხრებსა და მკლავებზე, საღამოთი მოგვიანებით წარწერების მიხედვით სტუმრების ქცევა ნაკლებ ელეგანტური ხდებოდა, «ჩემი შიგთავსი თივის მსგავსია» აცხადებს ერთერთი ქალბატონი წარწერის ტექსტში, სმა მწყურია  თრობამდე, გოგონების ფიგურის ზემოთ რეხმიის აკლდამაში ძველ მხატვრებს იეროგლიფებით დაუწერიათ მსახურთა მისალმება ვეზირისადმი «მიიღეთ საზრდო კეთილი და მიირთვით, ჰოი ვეზირო და ქალაქის  თავო, კეთილი იყოს დასაწყისი, კეთილი იყოს ეს ჟამი, კეთილი იყოს ეს წელიწადი, სიავე გაშოროთ»,

მეორე ტექსტი ასეთია «კეთილი საზრდო, მუსიკა, ცეკვა - თამაში, სიმღერა, ბალზამისა და ზეთისხილის ზეთის ცხება, ლოტოსის ყნოსვა, პურ - ღვინო, ლუდი ყოველგვარი გემრიელი საზრდელი მოგვირთმევია ბატონის კაასთვის რეხმირ ქალაქის თავისათვის და მისი გულითადი მეუღლისათვის დიასახლის მერიეტისათვის მას თან რომ ახლავს», მსახურნი ყვავილწნულებს ჩამოაცმევენ სტუმრებს კისერზე, ღვინოს დაუსხავენ და ეტყვიან «თქვენი კაასი იყოს, კეთილი იყოს თქვენი ნადიმი», ამასობაში სტუმარი ქალების ჯგუფი, რომელიც ტაქტს აყოლებს მუსიკას სვამს და ზეთს იცხებს, შესძახებს «მაეტი შეგვეწიოს ვის წინაშეც  ვსვამთ და ვჭამთ (მაეტი ეგვიპტური ქალღმერთი), აი ასეთი არის თებეს ნეკროპოლისი.

 

3 მეფეთა ველი, მეფეთა ველზე დაახლოებით 600 წლის განმავლობაში დაიკრძალა ორმოცზე მეტი ფარაო, ახალი სამეფოს დიდი მონარქების ჩათვლით, რომლებიც მართავდენ ეგვიპტეს მისი იმპერიული ძლიერების ზენიტზე, თებეს ნეკროპოლისში ვხვდებით მხოლოდ კარისკაცთა აკლდამებს, სამეფო ველზე კი მხოლოდ მეფეთა აკლდამებია, აქ არის თუთმოს I პირველი ფარაო, რომლის აკლდამაც აშენდა ამ ველზე, თუთმოს II მეომარი, თუთმოს III კიდევ უფრო დიდი მეომარი, ძველი ეგვიპტის ნაპოლეონი, რომელმაც განავრცო ეგვიპტის  მპყრობელობა იმდროინდელი მსოფლიოს დიდ ნაწილზე სუდანიდან ევფრატამდე, ამენოფის I და II, ფუფუნების მოყვარული ამენოფის III, ჰორენჰაბი, XIXდინასტიის მპყრობელნი სეთი I, რამზეს II და III, მენეფთა და ბოლოს უფრო მცირე მეფენი, რომელთაც აერთიანებს 1 დიდი სახელი რამზესი, ყველაზე მეტად განსაცვიფრებელია სამეფო ველზე პატარა აკლდამა დანარჩენებზე გაცილებით ნაკლები ზომისა, მაგრამ უნიკალური იმით, რომ მასში ჯერაც ასვენია გვამი მონარქისა, ტუტანხამონი,  ეფემერული მბრძანებელი, რომელმაც სულ რამდენიმე წელს იმეფა და გარდაიცვალა 18 წლისა, ეს ერთადერთი ფარაოა, რომელიც ორიათასხუთასწლიანი დინასტიური ისტორიის მანძილზე გადაურჩა აკლდამების მძარცველებს,  ჯერაც არ არის ცნობილი სხვა რომელიმე ხელმწიფე გარდა გვიანდელი ოცდამეექვსე დინასტიის 3 საიტელი მეფისა 663 - 525 წ, რომელიც გამორჩენოდათ მძარცველებს, მენესიდან მოყოლებული ძ წ 3 200  წ პირამიდების ეპოქის გამოვლით შუა პერიოდის თუ ახალ სამეფოებში, რომელიც დასრულდა ძ წ 712 წ, ყველა სამეფო აკლდამა გაიძარცვა ფარაოებისა, ხუფუს,  ხეფრენის, მენკაურეს, ზაჰურეს, შეფსეკეროს, მუსერეს, უზერჰეტს, ვერც შუა პერიოდის სამეფოს 2100 - 1700 წ არქიტექტორთა საიდუმლო ხვრელებმაუშველა საქმეს, სენუსერტებიც და ამენჰოტეპებიც გახდენ მსხვერპლნი ძალადობისა, რომლებიც ამოყარეს  სარკოფაგებიდან, გაძარცვეს, გათელეს და გაანადგურეს მათი გვამები, დარჩა მხოლოდ მათი პირამიდები მლიშტიდან ჰაკარამდე, ძ წ 1555 წლიდან როდესაც ფარაოთა ახალი დინასტია გამეფდა თებეში მეფეებმა სცადეს ახალი მეთოდი სამალავის მოწყობისა, ძველი ეგვიპტელები უაღრესად კონსერვატორი ადამიანები იყვნენ, მაგრამ თვით ისინიც კი მიხვდენ ბოლოს და ბოლოს, რომ ამაო იყო ათასობით ტონა ქვის ქვეშ ადამიანის ხრწნადი სხეულის დამალვა,  თუთმოს I - ს ჰყავდა არქიტექტორი სახელად ინენი, რომელსაც ჰქონდა თავის საკუთარი აკლდამა ნეკროპოლისში, რომლის კედლებიც დაფარული იყო წარწერებით, სადაც იგი ტრაბახობდა თავისი მიღწევებით,  «მე შევასრულე სამუშაო, რომელიც ვერ შეასრულეს წინაპრებმა, მე ვიმსახურებ ქება - დიდებას მომავალში ჩემი სიბრძნისათვის, ვინ გაიმეორებს ჩემს საქმეს», იგი აღნიშნავს, რომ მან  გაასაიდუმლოვა მეფის აკლდამა, «ვერვინ ხედავს, არვინ უწყის, მე ბედნიერად და მშვიდობიანად განვლე დღენი, მე არ ვყოფილვარ გამცემელი და არც დამსმენი, არ ჩამიდენია არავითარი სიავე,  მოწინავეთა შორის მოწინავე ვიყავი, მე ყოველთვის მიმართლებდა, მე არასოდეს დამიგმია ღმერთი», თუთმოსს თუ მის არქიტექტორს დიდი მოხერხებით შეურჩევია ეს ადგილი საიდუმლო აკლდამისთვის სამეფო ველი, თუმც ნეკროპოლისის მახლობლად მდებარეობს იგი ძალზედ უდაბურია, დასავლეთით პირამიდის  ფორმის მთაა, რომელსაც ეგვიპტელები ქალღმერთ მერიეტ სეგერეტის საუფლოს უწოდებდნენ, რაც ნიშნავს სიჩუმის მოყვარულს, დღეს მეფეთა ველი მოწყობილია, მძარცველებს ვერ აკავებდა შიში არც მცველებისა, არც სასამართლოსი და წამების და არც რწმენა ფარაონთა გვამთა მცველი სულების რისხვისა, რადგან დიდი იყო  საცდური აკლდამებში ჩამარხული სიმდიდრის დაუფლებისა, ამაო აღმოჩნდა ინენის ხელოვნებაც, აკლდამა გაიძარცვა აგებიდან ერთ საუკუნეში, იგივე ბედი ეწია  ყველა აკლდამას, თავდაპირველად არქიტექტორნი აკლდამას უკეთებდნენ შეძლებისდაგვარად  დაფარულ შესასვლელებს, მაგალითად თუთმოს I - ს აკლდამაში შესასვლელი წარმოადგენს უბრალო ხვრელს კლდეში გამოთხრილს, რომელიც საჩიხეში შესასვლელს უფრო ჰგავს, აქ კიდევაც, რომ გაეკვალათ გზა  მძარცველებს გზად უამრავი ხრიკი და საიდუმლო ხვრელი დახვდებოდათ, დიდი ორმოები 50 ფუტის სიღრმისა (ფუტი სიგრძის ერთეულია და უდრის 35 სანტიმეტრს), ამოქოლილი დერეფნები, გულდასმით მოხატული  დერეფნები ვითომდაც აკლდამები, რომელნიც სინამდვილეში არ იყო აკლდამები, შელესილი და მოხატული კედლების უკან მიმალული კიბეები, რომელთაც მივყავართ ნამდვილი აკლდამისაკენ, რომელიც 200

ფუტით დაბლა მდებარეობს და სხვა, ამასთან ჩირაღდნის შუქზე კედლებზე მოჩანდა სურათები დემონებისა და სულებისა, როცა აკლდამის ქურდები გზას იკაფავდენ სეთი I - ს აკლდამაში მათ გზად ხვდებოდათ 350 ფუტის სიგრძის დერეფნები, რომელთაც მიჰყავდათ ისინი ოთახიდან ოთახისკენ ერთმანეთს რომ სჯობდნენ სიმდიდრით და მოხატულობით, აქ იყო სვეტებიანი დარბაზები კლდეში  გამოკვეთილი, მოხატული ფარაოს და მისი ღმერთების ფიგურებით, აქ იყო ორმოები, რომლებიც მალავდნენ კიბეებს შელესილი კედლების უკან, მახეები და ყრუ დერეფნები, რომელნიც იმედს უკარგავდნენ  მძარცველებს, ისინი მძარცველთა დასაყოვნებლად და მათი აღმოჩენის გასაადვილებლად იყო შექმნილი, ქვევით სიღრმეში, აკლდამის შუაგულში კი თავმოყრილი იყო სიმდიდრე, რომელთან შედარებითაც ტუტანხამონის ნივთები ღარიბულად მოგეჩვენებოდათ, უთუოდ ადგილი ჰქონდა კორუფციას და ქურდებისთვის  ხელშეწყობას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ესოდენ რთული და შრომატევადი ამოცანის შესრულება ასობით ტონა კლდეების ქვეშ, რომ აღარაფერი ვთქვათ არქიტექტორის ხრიკებზე, რომელიც მძარცველთა ალღოს უპირისპირებდა თავის მოსაზრებულობას, თუმცა მუდამ არსებობდა გამცემლობის შესაძლებლობაც, მაშინ როდესაც მძარცველნი მიიკვლევდნენ გზას სიმდიდრისკენ მათი ნერვები უკიდურესად დაძაბული იყო, ისინი ჩადიოდნენ ღრმად სადაც ლაბირინთებში ერთადერთ შესასვლელთან ჩასაფრებული იყვნენ კარგად შეიარაღებული მცველები, იქნებოდა ხელმოცარვებიც რომელთა შესახებაც შემორჩენილია გადმოცემები, ჩირაღდნების შუქზე იელვებდა შუბები და  მომღიმარი ქურუმები ზევიდან დასცქეროდენ მიწაზე განრთხმულ ადამიანებს, რომლებიც ითხოვდნენ პატიებას, ეს არ გახლავთ ფანტაზია, არსებობს პაპირუსთა მატიანე რამზეს IX - ს მეფობის  მეთექვსმეტე წლისა ძ წ 1126 წ სადაც აღწერილია დეტალურად გასამართლება და დასჯა სამეფო აკლდამის გამძარცველებისა, «როდესაც ჩვენ გზა გავიკაფეთ ჩახერგილ დერეფანში, ამბობს ერთი მძარცველი, ვპოვეთ ეს ღმერთი (ე ი ფარაო) თავისი აკლდამის ბოლოში, იქვე იყო მისი ცოლის  ნუთხაასის სამარხი მის გვერდით, ჩვენ გავხსენით მათი სარკოფაგები და კუბოები, ვიპოვეთ ამ მეფის კეთილშობილი მუმია, მოკლეხმლიანი, უამრავი ავგაროზი და ყელსაბამი ჰქონდა მას, თავზე ოქროს გვირგვინი ედგა, მუმია ოქროთი იყო  გადაკრული, კუბოები ოქროსი და ვერცხლისა იყო ძვირფასი თვლებით მოჭედილი გარედან და შიგნიდან, ჩვენ მოვაგროვეთ ოქრო, რომელიც დაგვხვდა ღმერთის მუმიაზე, შევაგროვეთ ყოველივე რაც  ვიპოვეთ დედოფლის მუმიაზე და დავწვით სარკოფაგები, ჩვენ თან წამოვიღეთ მათი ავეჯი ოქროსი, ვერცხლისა და ბრინჯაოსი და კვლავ მივბრუნდით თებეში», თუ გავითვალისწინებთ ამ მონათხრობს განვცვიფრდებით ისევე როგორც განცვიფრებულნი იყვნენ ძველად აქ მყოფი ბერძენი და რომაელი დამთვარიელებელნი, აკლდამებიდან ამოღებული სიმდიდრე განთავსებულია ქაიროს მუზეუმში ტუტანხამონის განძიდან, ძ წ 1100 წლისთვის გაიძარცვა ყველა აკლდამა მეფეთა ველზე, ქურუმებმა, რომელთაც ევალებოდათ დაცვა მეფეთა ველისა მოიფიქრეს ახალი ხრიკი, რამდენადაც შეუძლებელი იყო ცალცალკე ყველა  აკლდამის დაცვა მათ შეაგროვეს ერთ ღამეს ყველა მუმია და ერთად დამარხეს საიდუმლოდ ორ ადგილას, ერთი ჯგუფი დაიკრძალა ამენოფის II - ს აკლდამაში, დანარჩენნი კი მიწისქვეშა  გამოქვაბულებში თებეს კლდეების აღმ ნაწილში დეილ - ელ - ბარის მახლობლად, ამ ხრიკმა სასწაულებრივად გაჭრა, სამეფო მუმიები იქ დარჩნენ ვიდრე 1881 წ ემილ ბრუქშმა არ იპოვნა საიდუმლო ხვრელი დეილ - ელ - ბარში, აქ შენახული იყო ოცდაათამდე მუმია მეფეებისა და ქურუმებისა, რამდენიმე წლით გვიან ფრანგმა არქეოლოგმა ლორეტმა გახსნა აკლდამა ამენოფის II - სი და იპოვა  13 გვამი თვით ამენოფისის გვამის ჩათვლით, რომელიც კვლავ თავის ალებასტრის სარკოფაგში განისვენებდა, ამრიგად 1960 წ შესაძლებელი გახდა ისეთ მონარქთა სახეების ნახვა, როგორიც იყვნენ სეთი I, რამზეს II და III, თუთმოს III, მაგრამ მათი მთელი დიდებული აღკაზმულობა თითქმის დაიკარგა, 1902 წ ლუქსორში გათხრებს აწარმოებდა  ამერიკელი თეოდორ დევისი, მან დაიქირავა არქეოლოგები ჰოვარდ კარტერი, არტურ ვეიგალი, ედვარდ ეირტონი, გათხრები 10 წელი მიმდინარეობდა და  აღმოაჩინეს აკლდამები თუთმოს III - სი, იუიასი და მისი მეუღლის და თუიუსი, რომლებიც იყვნენ ნათესავები ამენოფის IV - სი, 1912 წ დევისმა ახალი ჯგუფი შექმნა, რომელშიც შევიდნენ კარტერი და ლორდი ქარნარვორი, ისინი 6 წელი თხრიდენ და ვერაფერი ვერ იპოვეს,

1922 წ კარტერმა აღმოაჩინა ტუტანხამონის აკლდამა, აქ იყო ოქროჭედილი ხის საკურთხევლები, სამმაგი ოქროს კუბოები, ოქროს ტახტები, საწოლები, საომარი ეტლები, ქანდაკებები, კალათები და  სამკაულები, ტუტანხამონი ძ წ 1350 წ დაკრძალეს, მომდევნო ათასწლეულის მანძილზე ეგვიპტე დაკნინდა და დაეცა, ვიდრე ძ წ  IV ს იგი ხელთ არ იგდეს მაკედონელმა ბერძნებმა პტოლემეებმა, ისინი  შეცვალეს რომაელებმა, რომელნიც მართავდნენ ეგვიპტეს რამდენიმე საუკუნე, შემდეგ ახ წ VII ს მოვიდნენ არაბები და 9 საუკუნის შემდეგ თურქები, ევროპა წარმართობიდან ქრისტიანობაზე მოექცა, ძველმა საუკუნეებმა განვლეს, შუა საუკუნეთა ევროპა შესცვალა რენესანსმა, მაგელანმა მსოფლიოს შემოუარა გემით და კოლუმბმა  აღმოაჩინა ამერიკა, რეოლუცია მოხდა საფრანგეთში, ნაპოლეონმა წალეკა ევროპა, ხოლო საუკუნით გვიან მოხდა I მსოფლიო ომი, ამ ხნის განმავლობაში ტუტანხამონს ეძინა თავის აკლდამაში და იგი არავის შეუწუხებია, იგი მცირე მეფე იყო და მალე დაივიწყეს, 200 წ შემდეგ რამზეს VI - ს აკლდამის მშენებლობისას მუშებმა  ქვით და ხრეშით დაფარეს მისი სავსებით მივიწყებული აკლდამა, არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ქურდებმა გაძარცვეს რამზესის აკლდამა, მაგრამ არ იცოდნენ თუ რა სიმდიდრე ინახებოდა კლდის ქვეშ  რამდენიმე მეტრის მანძილზე, განა ეს ფაქტები არ არის საკმარისი, რომ მეფეთა ველი სამყაროს ერთერთ საოცრებად ჩაითვალოს?

 

4 ტადმორი უდაბნოში, პალმირა, ეს საოცრება შუა აღმოსავლეთში მდებარეობს ლუქსორიდან არც ისე შორს, თებეს მსგავსად ისიც უდაბნოს ემიჯნება და მასაც აქვს აკლდამების ველი, თუმცა მთავრდება მსგავსება, ვინაიდან ძველი  ტადმორი, რომელსაც ბერძნებმა პალმირა ანუ პალმების ქალაქი უწოდეს დიდი მდინარის პირას როდი მდებარეობს, არამედ სირიის უდაბნოს ოაზისის შუაგულში, ეს არის ნამდვილი დაკარგული ქალაქი, სადაც  უკანასკნელ ხანებამდის იშვიათად დაუდგავს ფეხი ევროპელს, იგი 3 თვალსაზრისით არის საოცარი, თავად ქალაქის რომანტიული მშვენებისა და მდებარეობის გამო, მისი ხანმოკლე, მაგრამ მჩქეფარე და ვნებიანი ისტორიის გამო, აგრეთვე იმ ფაქტის გამო, რომ იგი  დაკავშირებულია მშვენიერ ქალთან, რომელიც ისევე ღირსშესანიშნავია თავისებური გაგებით, როგორც კლეოპატრა, რამეთუ დედოფალი ზენობია არ იყო მხოლოდ ძალზე ლამაზი, არამედ ამავე დროს იგი  გახლდათ ლინგვისტი, ფილოსოფოსთა მეცენატი, ამორძალი მონადირე და მხნე მხედართმთავარი, ამასთან ეს სამივე ელემენტები შემთხვევითი ხასიათისა როდი იყო, ზენობიას ვერ წარმოვიდგენთ  კნოსოსსა და თებეში, მაგრამ პალმირაში ადვილია მისი წარმოდგენა თუ ვით მიუძღვის იგი არაბთა მხედრობას, რათა ელვისებურად დაჰკრას სპარსელებს შორეულ ევფრატის ნაპირებზე მდგომთ, ან ვით  მიაჭენებს ცხენს იგი თავის მეუღლესთან ერთად უდაბნოში სანადიროდ, პალმირაში მიუხედავად ფუფუნებისა ადამიანი გრძნობს უდაბნოს გარშემოწოლილს, შემოდიან ქარავნები, რომელნიც ამდიდრებენ ქალაქს, ისინი დატვირთულნი არიან ჩინური აბრეშუმით, ინდური  სამკაულებით, სპარსეთის ყურის მარგალიტებით, არაბეთის შტახსითა და მურით და მიემართებიან დამასკოსა და ხმელთაშუა ზღვის სამყაროსაკენ, პალმების ქალაქს, რომელიც მწვანე კუნძულს ჰგავს უდაბნოს ზღვაში უხვად აქვს სურსათი, დუქან - ბაზრები და საზვერეები, პალმირელი თავკაცნი მართალია ვერ ბატონობდნენ უდაბნოს ტომებზე, მაგრამ კარგ ურთიერთობაში იყვნენ შეიხებთან და ქარავნების უსაფრთხოება გარანტირებული იყო, მათ აგრეთვე იცავდნენ  მშვილდოსნები, ასე რომ პალმირა თანდათან გამდიდრდა, პალმირა შეჰქმნა ქარავანთა მიმოსვლამ და ვაჭრობამ, ხოლო როცა ეს მიმოსვლა შეწყდა ქალაქი განადგურდა, დამასკოდან პალმირამდე 150 მილია (მილი სიგრძის ერთეულია და უდრის 1530 მეტრს), ძველი დიდებული ქალაქიდან დღეს ნანგრევებია დარჩენილი, ქალაქის ორ მთავარ ქუჩას მიუყვებოდა დიდი ხეების სიმაღლის კოლონები, რომელნიც ქმნიდნენ მთელ კვარტალს, აქვეა უთავო ქანდაკებები ღვთაებებისა, საძირკვლები პალმირელ ვაჭართა ვილებისა, სტილი რომაულია და  კლასიკური, მაგრამ არის განსხვავებებიც, ნაცნობი არქიტექტურული მოტივები თაღი, ლავგარდანი, კვარცხლბეკი, შემჭიდი  ოდნავ აღმოსავლური ელფერისაა, ეს შეზავება აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ანიჭებს პალმირას მომხიბვლელობას, მართალია პალმირელებმა შეითვისეს ბერძნულ - რომაული კულტურა, ჩაცმულობა და  ჩვევები, მაგრამ ისინი დარჩნენ აღმოსავლელებად, უდაბნოს ხალხად, ამ ხალხის ისტორია იკარგება გაცილებით უფრო ადრინდელ წარსულში, რომელიც წინ უსწრებს ძველი აღთქმის რიცხვთა წიგნის ავტორს,  რომელმაც მოიხსენია მათი ქალაქი, როგორც ტადმორი უდაბნოში, უფრო ადრე მათი ქალაქი იხსენიება ასირიელი მეფის ტიგლათფილასარის ძ წ 1115 - 1110 წ წარწერაში სადაც მას უწოდეს ტადმორი  ამულუს  ქვეყნისა, თუმც მას არ მიუღწევია დიდი ზეობისათვის ვიდრე ახ წ 105 წ არ დაეცა ნაბატისეული სამეფო პეტრასი, რომელიც აკონტროლებდა ქარავანთა მიმოსვლას სპარსეთის ყურიდან სირიის უდაბნომდე, ქარავნები იცვლიდნენ კურსს, ამ დროს და პალმირა, რომელსაც სტრატეგიულად ძალზე ხელსაყრელი მდგომარეობა ჰქონდა აღზევდა ვინაიდან აქედან სულ ხუთიოდე დღის სავალი იყო ქარავნით ევფრატამდე  ერთ დროს უბრალო არაბული დასახლება და დასასვენებელი ადგილი გადაიქცა დიდ ქალაქად და რელიგიურ ცენტრად სადაც თაყვანს სცემდნენ ბელს, მზის ღმერთს, მისი ტაძარი დღესაც დგას ძლიერი და ბრწყინვალე  დიდი ეზოთი გარშემორტყმული, დღესაც ჩანს საკურთხეველი, რომელთანაც მიჰყავდათ სამსხვერპლო ცხოველები, თუმც დეტალები კლასიკურ პროპორციებშია მოცემული განსაკუთრებულია სიმაღლე ამ  გიგანტური შენობისა, რომელიც უფრო მეტად გვაგონებს ეგვიპტურ ტაძარს, ვიდრე რომაულ მონუმენტს, კედელში ჩაშენებულ დამრეც კიბეებს ავყავართ სახურავზე საიდანაც ხელისგულზე მოსჩანს ქალაქის  მთელი გეგმა, თვალი სიგრძივად გასდევს ამ კოლონებიან ქუჩებს, რომელიც თითო მილის სიგრძისანი არიან კედლიდან კედლამდე გადაჭიმულნი, ჩვენ ვხედავთ დიდებულ თეატრონს ბერძნულ - რომაული გეგმით აგებულს, ქვის საჯდომები საფეხურებრივი რიგით ღია ცის ქვეშ, იქვე საძირკვლებია სახლებისა, მაღაზიებისა, საწყობებისა სადაც ინახებოდა  აღმოსავლეთის სიმდიდრე, გრძელი გვირაბიდან გამოდის წყალი, რომელიც რწყავს ოაზისს, ხოლო კედლების ნანგრევების მიღმა მწვანე პალმების ხალიჩაა უდაბნოს რომ ესაზღვრება, ტაძრიდან ეზო გადის  მთავარ ქუჩაზე სადაც თავიდან იყო 750 კოლონა სამი მეოთხედი მილის მანძილზე გადაჭიმული, შემორჩენილ კოლონებს გააჩნიათ ადგილები სადაც იდგა ქანდაკებები პალმირას გამოჩენილი  მოქალაქეებისა, ქალაქს ბაჟი ჰქონდა დაწესებული იმპორტზე და ექსპორტზე, სამაგიეროდ იგი ემსახურებოდა ქარავნებს და იცავდა მათ საშიშ უდაბნოში მოგზაურობისას, აძლევდა მოსვენების საშვალებას, კომერციულ  პრივილეგიებს და სხვა, პალმირელებს საკუთარი ქარავნებიც ჰყავდათ, რომლებიც დადიოდნენ უდაბნოსგავლით ევფრატის ნაპირებზე მდებარე დიდ ბეღლებში, ეს მგზავრობა უზარმაზარ რისკთან იყო დაკავშირებული, როგორც  უდაბნოს ტომების, ასევე პართიელთა მხრიდან საფრთხის გამო, ისინი დიდი მდინარის გაღმა მკვიდრობდნენ, კარგი დაგეგმვა საქარავნო მოგზაურობისა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმედ ითვლებოდა  და ამისთვის ღებულობდნენ კარგ საზღაურს, ამგვარი ვაჭრების პატივსაცემად აღმართეს ის ქანდაკებები, რომელნიც სადღეისოდ განადგურებულნი არიან, მათ კვარცხლბეკებს 1812 წლისთვის გასართობად იყენებდნენ, პალმირას გამუდმებით დასტრიალებს დიდებული ქალის დედოფალ ზენობიას სული, მისი სახელი ბერძნულად აწერია ერთერთ კოლონას, ეს წარწერა შემდეგნაირად იკითხება, «ქალბატონ სეპტიმია ზენობიას, უდიდებულეს ღვთისმოსავ დედოფალს, ბრწყინვალე სეპტიმუს ზაბდას, მხედართმთავარს და ზაბბაის ამ ადგილის კომენდანტს 582 წლის აგვისტოს თვეში», მის მშვენებას აღნიშნავდა ისტორიკოსი ტრებილიუს პოლიო «სახე მუქი ყავისფერი, უჩვეულო ცეცხლით ანთებული შავი თვალები, ნათელი პიროვნება, ღვთაებრივად მეტყველი სახე, კბილები მარგალიტისა, ხმა  ძლიერი და წკრიალა», ამ აღწერიდან ნათელია, რომ ზენობიას ძარღვებში აღმოსავლური სისხლი სჩქეფდა თუმც იგი აცხადებდა, რომ მაკედონელი მეფეების ჩამომავალი იყო და კლეოპატრასაც ასახელებდა თავის წინაპართა შორის, ალბათ მასაც ჰქონდა კლეოპატრასებური მომხიბვლელობა, რამდენადაც იგი ეგვიპტის დედოფლის მსგავსად აერთებდა თავის თავში აღმოსავლურ და დასავლურ კულტურას, იგი წერდა და ლაპარაკობდა  ლათინურად, ბერძნულად, სირიულად, ეგვიპტურად, შესაძლოა განსწავლა მას ალექსანდრიაში ჰქონდა მიღებული, გიბონი, რომელიც დიდი აზრისა არ იყო ქალებზე წერდა «ენები მან მეცნიერულად იცოდა, ისევე  როგორც ლათინური და ბერძნული ლიტერატურა», როგორც სჩანს იგი უფრო უკეთ იცნობდა მსოფლიოს ვიდრე მისი გენერლები ან თვით ოდენატუსი, მისი მეუღლე, მან განაგრძო შესწავლა ბერძენი და რომაელი  ავტორებისა ლონგინოსის ხელმძღვანელობით, რომელიც იყო ერთერთი ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსი და მეცნიერი იმ ეპოქისა, ზენობია მიუძღოდა თავის მხედრობას შორეულ ლაშქრობებში, იგი იყო ბრწყინვალე მოჯირითე ქალი, მშვენიერ ცისფერ გეტრებში გამოწყობილი, სვამდა თავის ოფიცრებთან ერთად და ხშირად ამარცხებდა  რომაელთა მხედრობას, ზენობია გარდა ამისა მართავდა იმპერიას ერთ დროს ნილოსიდან ევფრატამდე გადაჭიმულს, როდესაც რომაელებმა გაზარდეს თავიანთი იმპერიის საზღვრები სირიამდე პალმირაც მათ საზღვრებში  მოექცა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომმ იგი აღიარებდა რომის სიუზერენობას ქალაქმა არ დათმო თავის დამოუკიდებლობა თვით ვესპასიანეს დროსაც კი 69 - 79 წ, მისი ტერიტორია განიხილებოდა, როგორც ბუფერ - სახელმწიფო რომის იმპერიასა და პართიას შორის, ხოლო პეტრას დაცემის შემდეგ როცა პალმირა აღზევდა მან უფრო მეტი ყურადღება მიიქცია რომის  იმპერატორებისა, ადრიანემ ბუნებრივია მოინახულა იგი და ნება დართო მას თავისი სახელის ტარებისა ადრიანა - პალმირა, ამასობაში რომის გზები დაუკავშირდა ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს, ხოლო ლათინური კულტურა შევიდა უდაბნოს ქალაქში, მისი წარჩინებული მოქალაქენი ითვისებენ ამ დროისათვის რომაულ ჩვევებს და გარდაქმნიან თავის ჩვევებს რომაულ ყაიდაზე, არსებობს მრავალი წარწერა სადაც მოთხრობილია აღზევება ამ პალმირელი დიდებულებისა, როდესაც იმპერატორმა ალექსანდრე სევერუსმა მოინახულა  პალმირა 230 - 231 წ მან მიანიჭა სენატორის წოდება სეპტიმიუს ოდინატს ანუ ოდენატუსს  ჰაირანის ძეს, მისმა ვაჟმა ჰაირანმა მიიღო ტიტული რას - ტადმორ (მპყრობელი ტადმორისა) სენატორის ტიტულთან ერთად, ხოლო ჰაირანის ვაჟმა, რომელსაც აგრეთვე ოდენატუსი ერქვა შეირთო ზენობია და თავადაც სენატორი გახდა, შემდგომ ამისა III ს - ში რომის წინსვლა დამუხრუჭდა სირიაში, სპარსეთის მეფე საპორმა არტაქსერქსეს ძემ გადმოლახა ევფრატი, დაამარცხა რომის მოწინავე გარნიზონი და არევ - დარევა შეიტანა რომის მოკავშირეებში, იმპერატორმა ვალერიანემ ასაკისდა მიუხედავად გაილაშქრა საპორის წინააღმდეგ, მაგრამ ედესასთან დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა, ეს იყო უდიდესი დარტყმა, რის შემდეგაც საპორი გადავიდა შეტევაზე, გაძარცვა ანტიოქია და დაემუქრა პალმირას, ოდენატუსმა თავდაპირველად სცადა დიპლომატიური მოლაპარაკება დაეწყო, გაუგზავნა საჩუქრები და ნოტა, მაგრამ არა მონური, საჩუქრები ევფრატში გადააგდო საპორმა და თქვა «ვინ არის ეს ოდენატუსი თავხედურად რომ მომწერა მე თავის  მეფეს, თუ მას სურს შემსუბუქება თავისი სასჯელისა დაემხოს ჩემი ტახტის წინაშე ზურგსუკან ხელებგაკრული», ამის პასუხად სირიის მმართველმა შეკრიბა პატარა ჯარი სწრაფი და მსუბუქად შეიარაღებული მხედრებისა სირიული სოფლებიდან და ბედუინთა კარვებიდან, იგი არა მხოლოდ დაუხვდა სპარსეთის არმიას და დაამარცხა, არამედ წაართვა საპორს დიდი სიმდიდრე და ხარჭაც კი, სპარსელებმა უკანვე გადალახეს ევფრატი, ხოლო ოდენატუსი ტრიუმფით დაბრუნდა პალმირაში და გიბონის თქმით ჩაუყარა საფუძველი თავის მომავალ დიდებას და კეთილდღეობას,

რომის სიდიადეს სპარსთაგან შელახულს იცავდა სირიული  ანუ არაბული პალმირა,

გალიენუსმა ვალერიანეს შემცვლელმა დააჯილდოვა ოდენატუსი დუქს ორიენტის (აღმოსავლეთის მპყრობელის ) ტიტულით და მიანდო მას რომის იმპერიის აღმოსავლეთის მართვა, ზენობია იზიარებდა მის დიდებას, მისი და მისი ქმრის მიღწევაა, რომ დღეს პალმირას ნანგრევებს ესოდენ მაგიური მომხიბვლელობა აქვს შერჩენილი, ეს არა მხოლოდ მდიდარი სავაჭრო ცენტრი იყო სოვდაგრებითა და მეაქლემეებით, ნოქრებითა და მწონავებით სავსე, იგი მოკლე ხნის მანძილზე გადაიქცა იმპერიის დედაქალაქად, რომლის ძლიერებაც ემყარებოდა სამხედრო ხელოვნებას მისი ბრწყინვალე ახალგაზრდა  მპყრობელისას,მართალია ოდენატუსმა რომაული ტიტული და ჩვევები მიიღო, მაგრამ იგი მაინც რჩებოდა სირიელად, უდაბნოს კაცად, მისი ძალმოსილება ეყრდნობოდა ბედუინი მხედრებისა და პალმირელი მშვილდოსნების ერთგულებას, ახალგაზრდა წყვილმა ორგზის უკუაქცია სპარსეთის მეფე და დაათმობინა ევფრატი, მისდია ქტესიფონის , მისი სატახტო ქალაქის კარიბჭემდე, ეს წყვილი ერთად ფლობდა აღმ რომის იმპერიას, თუმც საეჭვოა, რომ ისინი ამას სჩადიოდნენ რომისადმი ერთგულებით, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ მათ ხიბლავდათ აზარტი და სისწრაფე უდაბნოს ომისა, რაც მათთვის ნადირობის ერთგვარი სახეობა იყო, ზენობია ნადირობისას კარეტაში როდი ჯდებოდა სხვა სირიელი ქალების მსგავსად, არამედ ცხენდაცხენ ნადირობდა, მას ხიბლავდა საფრთხე და ხალისი ნადირის დევნისა, ოდენატუსის საომარი კამპანიების დროს იგი გვერდს უმშვენებდა ქმარს, შორეულ ლაშქრობებში მონაწილეობდა, ფიცხელ შეტევებში ხმალს იქნევდა ბრძოლის ველზე, ხოლო გამარჯვების შემდეგ სვამდა და  მხიარულობდა ბანაკის კოცონთან ვარსკვლავიანი ცის ქვეშ, ამ მკაცრი საომარი ყოფის შემდეგ ისინი უდაბნოდან ბრუნდებოდნენ პალმირაში, სადაც ელოდათ ცივილიზებულ ადამიანთა სიამენი, რელიგიური და საერო ცერემონიები, ელეგანტური ბანკეტები, მხიარულება,  მუსიკა, ამო საუბარი და პურ - ღვინო, ზენობიამ ამავე დროს რამდენიმე ძე აჩუქა ოდენატუსს, ტრაგედია მაშინ დაიწყო, როდესაც ოდენატუსი მოკლა ვინმე მეონიუსმა, რომელიც ოდენატუსმა დასაჯა რაღაც დაუდევრობისათვის ნადირობის დროს, მკვლელს დიდხანს არ უცოცხლია, ზენობიამ  მოაკვლევინა იგი და აიღო ხელში იმპერიის მმართველობა, რამდენადაც მისი უფროსი ვაჟი ბაჰაბ - ალათი ათენოდორე ბერძნული ფორმით იმჟამად ჯერაც ყრმა იყო, კიდევ ერთხელ ჩაუდგა იგი სათავეში 70 000 - ან მხედრობას და გაილაშქრა არაბეთში, რომელიც დაიმორჩილა ჯერ კიდევ ოდენატუსმა, შემდეგ გადასერა სინას უდაბნო და ეგვიპტეს უწია, რომელიც  ნომინალურად რომაელი სარდლის პრობუსის ხელში იყო, ფიცხელ ბრძოლაში დაამარცხა პრობუსის არმია და 270 წ ბაჰაბ - ალათი გაამეფა ეგვიპტეში, მიუხედავად ამისა ზენობია ნომინალურად აღიარებდა  რომისადმი ქვეშევრდომობას, ალექსანდრიაში იმჟამად მოჭრილ ფულზე ამოჭრილია ბაჰაბ - ალათისა და ავრელიანეს თავები, რომელიც ამჯერად რომის იმპერატორი გახდა გალიენუსის შემდეგ, თუმც მხოლოდ ავრელიანეს თავის ქვეშ არის  წარწერა ავგუსტუს, რამდენიმე წლის შემდეგ ორმა პალმირელმა დიდებულმა, რომელნიც მართავდნენ ქალაქს აღმართეს ოდენატუსის ქანდაკება, რომელსაც წააწერეს «მეფეთ - მეფე და ქალაქის აღმდგენელი», ერთერთი ამ დიდებულთაგანი იყო ზაბდა, რომლის სახელიც გვხვდება სეპტიმია ზენობიას წარწერაში, ასეთი წოდება ოდენატუსისა ნიშნავდა რომის მპყრობელობის უკუგდებას, რაც აგრეთვე  ხაზგასმულია ბაჰაბ - ალათის მიერ მოჭრილ გვიანდელ მონეტებში სადაც ავრელიანეს თავი უკვე აღარ ფიგურირებს, ავრელიანე უბრალო კაცი იყო, რომელიც ჯარისკაცობიდან აღზევდა იმპერატორის ტახტამდე, მაგრამ იგი ნიჭიერი სარდალი იყო და რა დაინახა, რომ საფრთხე ემუქრებოდა მის ძალაუფლებას მოემზადა  საომრად, ჯერ პრობუსმა დაიბრუნა ეგვიპტე 270 წ, შემდეგ მომდევნო წელს თავად ავრელიანე მოვიდა აზიაში დიდი არმიით, ზენობია მიხვდა,რომ დადგა ბრძოლის ჟამი, მის მშვენიერ ქალაქში

მზვერავებმა მოიტანეს ცნობა იმპერატორის არმია აქედან 100 მილის მანძილზეაო და მიუხედავად იმისა, რომ ზენობია უკვე წლოვანი იყო მამაცურად შეიჭურვა ფოლადით, როგორც მემატიანე  ამბობს და გაემართა მტრის დასახვედრად, ზაბდა მისი სარდალი იყო ამ დროს, პირველი ბრძოლა ზენობიამ რომაელებთან გადაიხადა ანტიოქიის სანახებში, მეორე კი  ჰომსის მახლობლად, დედოფალი ცხენდაცხენ მიუძღოდა თავის ჯარებს, დიანასავით შეჭურვილი და ვენერასავით მშვენიერი, შუბოსნები დრომადერებზე ამხედრებულნი იცავდნენ არიერგარდს მისი არმიისას, რომელმაც აღავსო  მთელი ბრძოლის ველი, უდაბნოს მებრძოლნი უტევდნენ რომაულ კავალერიას დიდი სიფიცხითა და შემართებით, უწინ მათ დაამარცხეს სპარსელები საპორის მეთაურობით და რომაელები პრობუსის  მეთაურობით, მაგრამ ცბიერმა ავრელიანემ ხრიკს მიმართა, მან დაარიგა თავისი კავალერია განზრახ უკუქცეულიყო, პალმირელები დაედევნენ და ეგონათ გავიმარჯვეთო, მაგრამ დაიქანცნენ  დევნაში და დაძაბუნდნენ, შემდეგ მხედართმთავრის სიგნალზე რომაელები მობრუნდნენ და გადათელეს მტერი, ეს მოხდა ანტიოქიაში, იგივე მანევრმა გასჭრა ჰომში რითაც დამტკიცდა რომაული  ტაქტიკის უპირატესობა ნაკლებად დისციპლინირებულ სირიელებზე, ზენობია იძულებული გახდა პალმირასაკენ უკუქცეულიყო, ავრელიანემ დაიმორჩილა გარემომცველი ტომები და მშვიდად, მეთოდურად შემოეწყო ქალაქს, თუმც იგი შეურაწყოფილი იყო იმით, რომ რომის  სენატი დასცინოდა ქალთან ომისთვის, მან მისწერა განაწყენებულმა «რომაელები მეუბნებიან თითქოს მე ქალს ვეომებოდე, თითქოს ზენობია მე მიპირისპირდება მხოლოდ საკუთარი ძალებით და არა მტრის ვეება ურდოებით, თქვენ ვერც წარმოიდგენთ რამდენი მშვილდოსანი  ჰყავს, რამდენი საომარი მანქანა ან რამდენი ლოდსატყორცნი აქვს, გალავნის ყოველ ნაწილს 2 ან 3 ქვისმტყორცნელი მაინც იცავს, ცეცხლსა და წუნწუბას გვაყრიან, კიდევ რა გსურთ, იქნებ გგონიათ,  რომ მას ეშინია, იგი თავგანწირულად იბრძვის, მაგრამ მე მწამს ძალა რომის სახელმწიფოს ღმერთებისა», ავრელიანემ მოითხოვა დამნებდითო, ზენობიამ გაურკვეველი პასუხი გასცა პალმირას მძლავრი გალავანი ჰქონდა და სურსათის საკმაო მარაგი, მას მედგარი გარნიზონი იცავდა, დედოფალს იმედი  ჰქონდა, რომ იგი საკმაო ხანს გაუძლებდა ალყას, ამასობაში რომაელთა მიერ დამორჩილებული ტომები გაერთიანდებოდნენ და მოეშველებოდნენ, მისი მეუღლე გარდაცვლილი იყო, მისი ერთერთი ვაჟი ბრძოლის ველზე დაეცა, ეგვიპტე დაკარგული იყო, ასევე მთელი სირიაც პალმირას გარდა, იგი მაინც იბრძოდა, მას მხარში ედგა სარდალი ზაბდა, მეგობარი  ფილოსოფოსი ლონგინოსი და სხვა ერთგული მიმდევრები, მაგრამ დადგა ჟამი, როდესაც იგი უნდა მიმხვდარიყო, რომ პალმირელები დიდხანს ვეღარ გაუმკლავდებოდენ რომაელებს, მან შეიმუშავა  თავგანწირული გეგმა მტრის რიგების ღამით გარღვევისა და ევფრატისაკენ გაქცევისა, რათა ეძებნა დახმარება თავისი ძველი მტრების სპარსელებისაგან, გალავნის ერთერთ ვიწრო ხვრელში, რომელიც დღესაც  არსებობს დედოფალმა გაიყვანა თავის მომხრეები და სწრაფ დრომადერზე ამხედრებულმა გაარღვია რომაელთა რიგები, ისინი დღედაღამ მიჰქროდნენ უდაბნოში და ბოლოს მიაღწიეს ევფრატამდე,  რომელიც პალმირადან 200 მილითაა დაშორებული, მაგრამ რომაელებმა შეიტყვეს ზენობიას გაქცევა ალბათ გამცემლობის წყალობით და გააყოლეს მდევარი, მდინარის გადალახვამდე დედოფალი  შეიპყრეს და რომაელთა ბანაკში მიიყვანეს, ქალაქი დანებდა მტერს, ავრელიანემ გამოამჟღავნა სახელმწიფო კაცისათვის შესაფერი შემწყნარებლობა პალმირელთა მიმართ, მოსახლეობას არაფერი  ავნო და ზენობიას მეგობრები დაუსჯელად გაუშვა, შესაძლოა ზენობიამ ტყვეობაშივე მოახდინა საკმარისი გავლენა ავრელიანეზე, რითაც შესაძლებელი გახდა ეს ყოველივე, მაგრამ რამდენიმე კვირის  შემდეგ, როდესაც იმპერატორი უკვე გემში ჩასაჯდომად ემზადებოდა, რათა კვლავ რომს მიბრუნებულიყო მას მიუტანეს ამბავი, რომ პალმირას მოსახლეობა აჯანყდა და დახოცა რომაელთა გარნიზონი, იგი მობრუნდა კვლავ პალმირაში და ცეცხლს და მახვილს მისცა ქალაქი, ლონგინოზი და ზენობიას ყველა მრჩეველი სიკვდილით დასაჯეს იმპერატორის ბრძანებით, ასეთი იყო დასასრული პალმირას იმპერიისა, მაგრამ ეს არ გახლავთ ზენობიას აღსასრული, პალმირაში  არსებობს სხვაგვარი გადმოცემა, ამბობენ რომ დედოფალმა დასტოვა ქალაქი იმ რწმენით, რომ გადაარჩინა იგი, ვინაიდანმას არ ენახა ქალაქის ნანგრევებიდან ამოსული ბოლი, როდესაცც ზენობია  მიჰყავდათ გემით რომში აღმოსავლეთხმელთაშუა ზღვის პორტიდან მან შეავლო თვალი აზიას, გაახსენდა სპარსეთის მეფის დევნა კტესიფონის კედლებამდე, ნადირობა და ნადიმობა ოდენატუსთან  ერთად, პალმირას კოლონებიანი ქუჩები არაბი ვაჭრებით სავსე, უდაბნოს მცხუნვარე სუნთქვა, ბელის საკურთხევლიდან ამოსული საკმევლის კვამლი, ეგვიპტის დაპყრობა, ანტიოქიისა და ჰომსის  ბრძოლები,ალყაში გამოვლილი გაჭირვება და უკანასკნელი თავგანწირული ცდა ევფრატზე გაქცევისას, ამჟამად დედოფალი ტრიუმფით შეიყვანეს რომში საიდანაც აღარასოდეს დაბრუნებულა,ოქროს ჯაჭვებით დამძიმებული და პატიოსანი ქვებით შემკული ჩაატარეს იგი დედაქალაქის ქუჩებში, რომის  განცვიფრებული ბრბო უკან მისდევდა, შემდგომი ამბების შესახებ არსებობს 2 ვერსია, ერთია ის, რომ ზენობია დაჭკნა ტყვეობაში, ვინაიდან ვერ გადაიტანა განშორება თავის მშობლიურ უდაბნოსთან  და გამქრალ დიდებასთანო, მეორე კი უფრო პროზაულია და მოგვითხრობს, რომ შეუნდეს, გაანთავისუფლეს და ავრელიანემ ვილა მისცა კვიპროსის ნაპირზე, შემდეგ იგი ცოლად გაჰყვა მდიდარ რომაელს,  ეყოლა შვილები და იცხოვრა ღრმა სიბერემდეო, პალმირა მთლად დანგრეული შენობებისაგან როდი შედგება, აქ დღესაც არის 1 ადგილი სადაც შეიძლება ნახვა იმ ადამიანთა სახეებისა, რომელნიც უცქერდნენ ზენობიას  და ოდენატუსის ჯირითს პალმირას  ქუჩებში, ქალაქიდან მოშორებით დაბალ ბორცვებზე გამწკრივებულან კოშკები, რომელთაგან ზოგი ნაწილობრივ დანგრეულია, მათში შესვლა იწვევს მოულოდნელ შოკს წინასწარ გაუფრთხილებელი  მნახველებისას, ვინაიდან ეს კოშკები აკლდამებია, ზოგი კოშკი ხუთსართულიანია, შიგნით კედლების გასწვრივ თაროებზე გამწკრივებულან გაპრიალებული სარკოფაგები, ზოგ მათგანში დღესაც ასვენია მდიდარი პალმირელების გვამები, რომელნიც 15 საუკუნის წინ ჩაასვენეს, ზოგიერთი აკლდამა თაღოვან ნიშებშია ჩასმული საიდანაც მოჩანს ბიუსტები  აკლდამის პატრონებისა მშვიდი მზერით, რომ შესცქერიან მნახველებს, ამ ხალხს მართალია რომაულად აცვია და ლათინური კულტურა აქვს შეთვისებული, მაგრამ მაინც სემიტური იერი დაჰკრავთ, ისინი  ბევრით არ განსხვავდებიან ჰადადეს და ასტარტეს თაყვანისმცემლებისაგან მიუხედავად იმისა, რომ ისინი მათ უწოდებენ იუპიტერსა და ვენერას, ეს აშკარად ჩანს მათი ნუშისებრი თვალებიდან,  არწივისებრი ცხვირიდან და დამახასიათებელი ბაგიდან, მამაკაცები უფრო მოუხეშავები ჩანან თავიანთ რომაულ ტანსაცმელში ვიდრე ქალები, რომელნიც უფრო შეეგუენ ახალ ჩაცმულობას თავიანთი  სქესისათვის დამახასიათებელი ადაპტაციის უნარის შესაბამისად, რითაც შეიძინეს ახალი ღირსება, რომლის გამოვლენასაც მიელტვიან ესოდენ მონდომებულად, სერიოზული მატრონები სხედან რიდეებით  თავშებურვილნი წინასწარმეტყველური იერით მკაფიოდ გამოკვეთილნი, ისინი აფასებენ ახალ პოზიციას, რომელიც მოუტანა სიმდიდრემ იმ ქალთა შვილებს, რომელნიც ცხოვრობდნენ კარვებში თავიანთ  ცხოველებზე ოდნავ უკეთეს ყოფაში, არაფერია უფრო განსაცვიფრებელი ამ ცივილიზაციაში ვიდრე ეს საზეიმოდ მოკაზმული მატრონები და მათ ფონზე ტანისამოსის კარადები, გასაღებები, შინაური თუ  სოციალური რუტინა, რომელიც ასაზრდოებდა რამდენიმე თაობას ამ ქვიშიან უდაბნოში მცხოვრებს, მათი სახეები არც მომღიმარია და არც მოღუშული, მათ გამომეტყველებაში არ არის ის სიმარტოვე და  სულიერება, რომელიც ახასიათებს შუა საუკუნეთა ქანდაკებებს, არც საზეიმო რელიგიური პოზა ძველი ეგვიპტელებისა, რომელნიც ემზადებიან ქვესკნელის ღმერთებთან შესახვედრად, ეს სანახევროდ  დაკნინების გზაზე დამდგარი ხალხი ღვინის სამწდეურებით ხელში დგას თავისი ღმერთების წინაშე, როგორც სოციალურად თანასწორთა წინაშე, ისინი მშვიდნი არიან, თვითკმარნი და თვითკმაყოფილნიც კი  და ისევე გამოიყურებიან, როგორც ალბათ გამოიყურებოდენ თავიანთ მდიდრულ ოჯახებში სადაც მოესმოდათ იმ აქლემების ეჟვნების ჟღარუნი მათთვის აღმოსავლეთის სიმდიდრე, რომ მოჰქონდათ.

 

5 კლდის გუმბათი, იერუსალიმში ახ წ VII ს ქრისტიანთათვის და იუდეველთათვის ერთერთ უწმინდეს ადგილას ხალიფა აბდულ მალექმა ააგო დიდებული მრავალწახნაგოვანი მეჩეთი, რომელსაც უზარმაზარი მოელვარე  გუმბათი აქვს, ქვედა კედლები დაძარღვული, რუხი მარმარილოთია ნაგები,ზედა ნაწილი მოპირკეთებულია ლურჯი და მწვანე ფილებით გარს რომ ერტყმიან შენობას, მათზე გამოსახულია არაბესკები  (ხვეული ხაზები) და ყურანის ციტატები, ეს მეჩეთი არის ხელოვნების სრულყოფილი ქმნილება, სრულყოფილი პროპორციები, ფაქიზი, ჰარმონიული შეზავება ფერებისა, სრულყოფილი შერჩევა მასალისა, მარმარილოსი, გარანდული ფილებისა, მინის და სადაფის  მოზაიკისა, ძირითადი ტონი მონაცრისფრო - მოლურჯოა, მტრედისფერი მარმარილოს ბოძები ამოზრდილან ხალიჩიანი იატაკიდან და შესდგომიან ვეება გუმბათს, რომელიც ოქროთია ინკრუსტრირებული, მწვანე და ლურჯი  მოზაიკით დამშვენებული, ხოლო გუმბათის ქვემოთ თაღოვანი ფანჯრებია, რომელზედაც ელავს ძვირფასი თვლებით მოოჭვილი პანოები, მეწამული, ცისფერი, მწვანე და ყვითელი ფერისა, სიმდიდრის,  სიმეტრიის, დიდებულების ეფექტი წმინდა პროპორციებიდან მომდინარეობს,  აქ ვერ ნახავთ ადამიანის ან ცხოველის გამოსახულებას, ვინაიდან ასეთ რამეს კრძალავს ყურანი, მაგრამ ამ შეზღუდვებმა გამოიწვია სწორედ შექმნა ხელოვნების ესოდენ დიდებული ქმნილებისა  მუსულმან ხელოვანთა მიერ, ეს ეფექტი არის შედეგი დაგეგმვისა და ფერთა შეზავებისა, რომელნიც ურთიერთს ერწყმიან და ურთიერთისგან გამომდინარეობენ,რა მშვენებაა აქ დაფარული, არაფერი გარდა  უბრალო ქვისა, რომელიც წამოღებულია მორეას მთიდან სადაც აბრაამი სწირავდა ისააკს მსხვერპლად და სადაც იაკობი ერკინებოდა ანგელოსს,ეს კლდე ამოჩრილა მოსარკული იატაკიდან, ხოლო ამ  მონოლითსა და მეჩეთის დახვეწილ სტრუქტურას შორის გრანდიოზული კონტრასტია, იგი იწვევს მოწიწებას, ვინაიდან ეს არის ძეგლი არა რომელიმე რელიგიისა, არამედ რელიგიისა საერთოდ, ეს კლდე, რომელსაც ცენტრში აქვს ხვრელი სამსხვერპლო სისხლისთვის როგორც სჩანს არსებობდა მრავალი ათასეული წლის წინათ აბრაამამდე, რა რიტუალების მომსწრე იყო იგი კაცობრიობის ბუნდოვანი ისტორიის  გარიჟრაჟზე გაცილებით ადრე ებრაელთა მიერ თავიანთი ღვთისმსახურების შექმნამდე, სოლომონმა ააგო აქ თავისი ტაძარი, ხოლო 1000 წლის შემდეგ რომაელები დაეპატრონენ მას, უფრო გვიან ქრისტიანობის ტრიუმფის შემდეგ კონსტანტინემ ააგო დიდი ქრისტიანული ტაძარი, რომლის საკურთხეველიც იდგა ამ კლდეზე და რომლის კვალი დღესაც  ეტყობა მას და ბოლოს მოვიდა III რელიგია ისლამი და აბდულ მალექმა ააგო თავისი მეჩეთი იმ ადგილას სადაც მუსულმანთა რწმენით მაჰმადი ამაღლდა ცად, მეჩეთი კიდეც რომ დაინგრეს კლდე დარჩება, როგორც მარადიული მოწმე ადამიანის ლტოლვისა უსასრულობისაკენ, მეჩეთს აქვს ეზო, რომელსაც მუსულმანები უწოდებენ ხარამ ეს შერიფს ანუ კეთილშობილ საკურთხეველს, რომელი კუთხიდანაც არ უნდა შეხედოთ შენობას იგი თვალწარმტაცია და გამაოგნებელი, ამ ადგილის პირვანდელი სახელწოდება იყო ალ აყსა, თვით წინასწარმეტყველი ახსენებს ამ სიტყვას, რამეთუ მან  სასწაულებრივად იმოგზაურა ამ ადგილებში, ამის გამო კეთილშობილი საკურთხეველი დაკავშირებულია თავად ისლამის საწყისთან, ჰიჯაზის მექა მუდამ უწმინდესი ადგილი იყო მუსულმანური სამყაროსი, მაშ რატომ ედავება მექას პირველობას კუბატ ას სახარა, როგორც არაბულად უწოდებენ მეჩეთს, არსებობს რამდენიმე  ახსნა, ერთია ის, რომ VII ს იერუსალიმში იდგა მრავალი ქრისტიანული ტაძარი და ხალიფამ გადაწყვიტა აეგო მეჩეთი, რომელიც დაჩრდილავდა მათ, IX ს არაბი ისტორიკოსი წერდა, როდესაც აბდულ მალექ იბნ  მარვანმა ნახა წმინდა საფლავის ტაძარი, რომელსაც თაყვანს სცემს ქრისტიანული სამყარო მას შეეშინდა, რომ ეს ტაძარი მიიზიდავდა მუსლიმთა გულებს და ამიტომ გადაწყვიტა აეგო კიდევ უფრო  მშვენიერი სალოცავი შენობა და ასეც მოხდა, მაგრამ როგორც ჩანს უმთავრესი მიზეზი პოლიტიკური იყო და არა რელიგიური, 680 წ როდესაც ომაიანი ხალიფები მართავდენ ისლამურ სამყაროს დამასკოდან ჰიჯაზის მპყრობელი აბდულაჰ იბნ აზ ზუბეირი აუჯანყდა მათ და გამოაცხადა ჰიჯაზის დამოუკიდებლობა, ხოლო ჰიჯაზში,  რომელიც ამჯერად მოსწყდა ომაიანების ზეგავლენას ინახებოდა ქააბა, წმინდა ქვა მექისა, რომლის სანახავად მთელი მუსულმანური სამყაროდან მოდიან მწირები, აბუ მალექმა დაუპირისპირა  ამ სიტუაციას ახალი წმინდა ადგილი, რომლის მონახულებაც ისევე მნიშვნელოვანი იქნებოდა მის ქვეშევრდომ მუსულმანთათვის როგორც ქააბას მონახულება, მან იშოვა საბუთი იმისა, რომ  წინასწარმეტყველი, რომელიც აღიარებდა ლოცვის მნიშვნელობას ყოველ ადგილას მოუწოდებდა მუსულმანებს მოენახულებინათ შემდეგი ადგილები მექას, მედინას და ალ აყსას მეჩეთები, ამ ადგილას უკვე იდგა მეჩეთი ხალიფა ომარ იბნ ელ ქათაბის მიერ აგებული, მის მიერ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ, ამის გამო კლდის გუმბათს შეცდომით აკუთვნებენ ომარს, ეს კლდე  მუსულმანთათვის უკვე წმინდა ადგილი იყო მას შემდეგ რაც მაჰმადმა განაცხადა, რომ იგი წმინდა იყო და სამოთხიდან მოტანილი, შემდეგ 631 წ ომარმა წაართვა იერუსალიმი ბიზანტიელებს

და გამოჰკითხა ბერძენთა პატრიარქს კლდის ადგილმდებარეობა, რომელსაც იმჟამად ფარავდა ბალასტის გროვა, ხალიფამ გაწმინდა იგი როგორც ამბობენ თავისი საკუთარი ხელებით და ააგო მასზე უბრალო  ხის მეჩეთი, როგორც ჩანს იგი თანამედროვე შენობის ადგილას იყო, რომლის მშენებლობაც დაიწყო ხალიფა აბდულ მალექ იბნ მარვანმა 685 წ ეს არის მსოფლიოში უძველესი არაბული შენობა, იგი უფრო  ძველია ვიდრე ომაიადების მეჩეთი დამასკოში და იბნ თაულენის კაიროში, რომლებიც VIII საუკუნითაა დათარიღებული, იგი არის წინაპარი ყველა დიდი მეჩეთისა, რომელნიც გაფანტული არიან მთელს ისლამურ  სამყაროში სპარსეთიდან ესპანეთამდე და ინდოეთიდან აფრიკამდე, თუმც მუსულმანური არქიტექტურის ამ ძეგლებიდან არც ერთი არ შეედრება მას მშვენებით, სიდიდით კი მრავალი აჭარბებს,

არქიტექტურული თვალსაზრისით კლდის გუმბათი სირთულის წინაშე გვაყენებს, ერთი შეხედვით იგი სავსებით ჰომოგენურია, სტილის მთლიანობაც საცნაურია, თუმც უფრო ახლოდან დაკვირვებისას მრავალი სირთულე  იჩენს თავს, აქ არის ბიზანტიური, სპარსული და არაბული გავლენები, რომლებიც მაგიურად არის შეზავებული ერთ სრულყოფილ მთლიანობაში,  მეჩეთი, როგორც ჩანს იერუსალიმში 614 წ სპარსთა მიერ დანგრეული ქრისტიანული ტაძრების მასალით აშენდა, მაგალითად აქ არის 8 კოლონა და 16 სვეტი სხვადასხვა ფერისა, რომელნიც იკავებენ გუმბათს, გრანიტის სვეტებს ბიზანტიური და ბერძნული ლავგარდანები აქვს, ზოგიერთი მათგანი როგორც ჩანს აბუ მალექმა მოიტანა იერუსალიმში დანგრეული კონსტანტინეს ეკლესიიდან, სხვები კი იპოვეს  ქვისმთლელებმა საძირკვლის თხრის დროს, ესენი უკავშირდებიან ჰეროდეს პერიოდს, რომელმაც ააგო II დიდი ებრაული ტაძარი, მეჩეთის მშვენიერი ჭერი ინდოელ ხელოსანთა მიერ არის დამუშავებული, რომელთა სახელებიც იქვეა წარწერილი, ბაჰსად კალკუტელი, მანი შაჰყული, ვალი დან დააგა რიდა, გუმბათი როგორც ჩანს გადმოღებულია წმინდა საფლავის ქრისტიანული ტაძრიდან, ფაქტიურად ეს არის ორმაგი ხის გუმბათი, რომელიც გარედან ტყვიით არის დაფარული, ორ ზედაპირს შორის დატანებულია მატყლი და

ბეწვი, რაც ინახავს მეჩეთში სიგრილეს ცხელ დღეებში და იცავს მას ავდრისაგან, არსებობს მომხიბლავი ლეგენდა ამ გუმბათის შესახებ, რომელიც წარმოაჩენს მის ამგებ ხელოვანთა სულს, რომელიც დამახასიათებელია შუა საუკუნეთა დიდი ტაძრების მშენებელთათვის, ხალიფამ  გადასდო თავისი 7 წლის შემოსავალი ეგვიპტური მამულებიდან ამ მეჩეთის ფონდისათვის, როდესაც შენობა დასრულდა დარჩა კიდევ 100 000 დინარი, ხალიფამ დაიბარა თავისი არქიტექტორები რაჯა იბნ ჰაიათ  იბნ იუდ ალკინდი  დიდი ბეისანელი სწავლული და იაზედ იბნ სალაბი, რომელიც იერუსალიმიდან იყო წარმოშობით, მათ უკვე მიღებული ჰქონდათ საზღაური თავიანთი შრომისა, მაგრამ ხალიფამ შესთავაზა  კიდევ დამატებითი გასამრჯელო, ორივემ უარი თქვა,  «ჩვენ უმალ დავთმობთ ჩვენ სახსრებს და ჩვენი ცოლების სამკაულებს ვიდრე ამას ჩავიდენთ» თქვეს მათ,უკეთესი იქნებოდა ეგ ფული გამოგვეყენებინა შენობის კიდევ უფრო დასამშვენებლად და  ასეც მოხდა, ოქრო გადაადნეს და სარტყლად შემოარტყეს გუმბათს, მასში ჩააყოლეს მატყლი, ბეწვი და ტყავი რათა დაეცვა ძვირფასი ლითონი ავდრისაგან, როგორც მოსალოდნელი იყო იგი ვეღარ შემორჩა  XX საუკუნემდე, მაგრამ საამურია გახსენება იმისა თუ ვით გამოიყურებოდა ოქროს გუმბათი ღვთის სადიდებლად 2 არქიტექტორის ღვთისმოსაობის წყალობით, ეს გადმოცემა არსებობს არაბ მოგზაურებსა და ისტორიკოსებს შორის, რომელთაც დაგვიწერეს მეჩეთის შესახებ, ერთი მათგანი ალ იაქუობი მოგვითხრობს  «აბდულ მალიქმა, რომელმაც ააგო მეჩეთი კლდეს ფარდები შემოავლო ირგვლივ ისევე როგორც ქიშვას ქსოვილი ფარავს ქააბას მექაში», მეორე მწერალი მუთერ გალამი მოგვითხრობს «კოლონებს შორის ფარდებია ჩამოშვებული სადაც აკმევენ საკმეველს ვიდრე კვამლი არ ჩამოწვება კოლონებსა და გუმბათს შორის», მეორე რიტუალი შემდეგნაირად არის აღწერილი «ორშაბათი და ხუთშაბათი ყოველი კვირისა ეთმობოდა დასუფთავებას, რომლის დროსაც სუფთად გამოწყობილი მსახურნი იცხებდნენ ვარდის ნელსაცხებელს და ზაფრანას, ლოცვის დღეებში 10 მსახური იდგა კარებთან და მოუწოდებდნენ ხალხს ლოცვისაკენ, ხალხი შემოდიოდა ამ  მშვენიერ შენობაში და შემოვლით თაყვანს სცემდა კლდეს, ისევე როგორც ქააბა და ლოცულობდა, ხალიფას ოცნება ასრულდა, იგი ამბობდა

«ამ შენობით უნდა იამაყონ მათ, იგი უნდა იყოს ღირსი მათი რწმენისა»,

13 საუკუნის განმავლობაში ხალიფებისა და მეფეების მოსიყვარულე ხელი აღადგენდა და განაახლებდა მას და ჰმატებდა ახალ ბრწყინვალებას, აბასიდების ხალიფა ალ მამუნმა, რომელმაც სცადა ხეოფსის პირამიდის გაძარცვა მოინახულა იერუსალიმი 831 წ და ბრძანა შენობის შეკეთება, უმ ალ მუქტადირმა ხალიფა იბნ აბდრ  რაბდს დედამ აჩუქა მეჩეთს ტანუბის კარები (იშვიათი ხეა, რომელიც იზრდება ინდონეზიაში), 1016 წ მიწისძვრამ სერიოზულად დააზიანა შენობა, მაგრამ იგი შეაკეთა ერთერთმა ფატიმიდმა ხალიფამ, 83 წლის შემდეგ ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი და თითქმის 1 საუკუნის მანძილზე შეინარჩუნეს, ბუნებრივია მეჩეთი მათ ქრისტიანულ ტაძრად გადააკეთეს, რომელსაც უწოდეს ტემპლუნ დომინი  (ტაძარი ღვთისა), ამის მიხედვით დაერქვა სახელი იმ დიდ სამხედრო ორდენს, რომელსაც უწოდებდნენ ტაძრელ რაინდებს, ტამპლიერებს, მეჩეთის გუმბათს მათ დიდი ოქროს ჯვარი დაადგეს და მთავარ  კარებზე დაკიდეს მაცხოვრის ხატი ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, კლდე ისეთი თაყვანისცემის ობიექტად გადაიქცა, რომ პილიგრიმებს მისი ნატეხები შინ მიჰქონდათ, როგორც წმინდა რელიქვიები, ჯვაროსანთა მეფეები იმდენად შეაშფოთა ამ ამბავმა, რომ კლდეს გადასარჩენად მშვენიერი რიკულებიანი რკინის მესერი შემოავლეს, რომელიც დღესაც არსებობს, როდესაც 1187 წ სალადინმა კვლავ დაიბრუნა იერუსალიმი აბდულ მალექის მიერ აგებული შენობა გადაიქცა კვლავ იმად, რაც იყო უწინ, ისლამის მეორე ზეთაწმინდა ადგილად, თუმც ევროპაში დღესაცაა  შემორჩენილი მასთან დაკავშირებული ხანმოკლე ქრისტიანული ასოციაციები, შინ დაბრუნებულმა ჯვაროსნებმა გამოიყენეს იგი თავიანთი ტაძრების მოდელად, ყოველდღიურად ლონდონის ათასობით მუშა ჩაუვლის ხოლმე ტაძარს ფლოტის ქუჩაზე, განა ბევრმა იცის მათ შორის, რომ ეს  ძველი ეკლესია 7 საუკუნის წინათ აგებული როგორც სჩანს ინსპირირებული იყო ორჯერ უფრო ძველი მუსულმანური შენობის მიერ, რომელიც დღესაც ბზინავს პალესტინური მზის ქვეშ ლონდონიდან 2 000 მილის მანძილზე.

 

 6 რაინდების სიმაგრე კრაკ დე შევალიე, ჯვაროსნულ ლაშქრობათა შესახებ ვის არ სმენია, რაიმონდ ტულუზელი, გოტფრუა დე ბუიონი, გრაფი ბალდუინი, რიჩარდ ლომგული, რომლებიც იყვნენ ჯვაროსანთა არმიების მხედართმთავრები, პეტრე განდეგილის  საფრანგეთის საბაზრო მოედნებზე, ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობა 1212 წ, იერუსალიმის აღება, ნორმანი დიდებულების მიერ მიწების დასაკუთრება ლევანტის ნაპირებზე, განკერძოებული, ნაჩქარევი  და არც თუ ისე სასახელო ეპიზოდები  ქრისტიანობის ისტორიაში და სწორედ ამ ჯვაროსნების მიერ აგებული ციხე - სიმაგრე კრაკ დე შევალიე დგას დღეს ლიბანში სირიის საზღვარზე, ციხე - სიმაგრე ქედზე დგას, ზომით გრანდიოზულია, აგებულია XII საუკუნეში, გარს არტყავს ორმაგი კონცენტრული გალავანი, რომელშიც ჩატანებულია ქონგურებიანი კოშკები და ყოველივე კარგად არის  შემონახული, მისი მსგავსი ბრიტანეთის და ევროპის ციხე - სიმაგრეები კენილვორთი, მანორბიერი, შატოგაიარი ნანგრევებად არის ქცეული, უორიკი,  არუნდელი, უინძორი შემონახულნი არიან, მაგრამ გარდაქმნილნი, რესტავრირებულნი, ცივილიზებულნი, კრაკ დე შევალიე მათზე მასიურია, სიმაგრის დიდ დამრეც გალავანს მთას უწოდებენ, რომელიც 80 ფუტის სიგანეა და იცავს შინაგან დარბაზს )ფუტი  ინგლისური სიგრძის საზომი ერთეულია და უდრის 30,5 სანტიმეტრს, ესეიგი გალავნის სიგანე არის 24 მეტრი 38,5 სანტიმეტრი), მასიური კედლების კონცენტრული წყებები ისრებითაა დაცხრილული, შიგადაშიგ დატანებულია მძლე ბასტიონები, ზოგი მრგვალი, ზოგი ოთკუთხა, რომლებშიც მკვიდრობდნენ მეციხოვნენი და სასიგნალო ცეცხლს ანთებდნენ კოშკების ზედთავზე და ქონგურებზე, უფრო მაღლა გუშაგების გზებია და მათ მოსდევს II სიმაგრე კოშკებით შეკრული მასიურ შენობად, ყოველივე ეს მყარ კლდეზეა აგებული, ასე, რომ  მისი აფეთქება შეუძლებელია, სიმაგრეში შესასვლელს წარმოადგენს თორმეტსაფეხურიანი კიბე, რომელიც ჩვეულებრივი შარაგზის სიგანეა და გალავნის სისქეშია ჩაშენებული,  ამ გალავანს ოთახები აქვს სადაც დაეტევა ასობით შეიარაღებული მეომარი, თავის ძლიერების ზენიტზე სიმაგრეს ორი ათასკაციანი გარნიზონი იცავდა, აქვეა მაღალჭერიანი სანადიმო დარბაზი  რაინდებისა, რომლის სიგრძეც 120 ფუტია (36,5 მეტრი), იქვე მახლობლად მარნები იყო სადაც ღვინის დიდი ქვევრები იყო მიწაში ჩაშენებული, ზედა ეზო ყოფს ორ სიმაგრეს ურთიერთისაგან, აქ არის მშვენიერი გოტიკური სტილის შენობები, ნაზი ფოთლოვანი ჩუქურთმებითა და საჭურველის გამოსახულებით დამშვენებული, რაც მოგვაგონებს იუნ დელა  სიტეს პარიზისას ან კიდევ უფრო ძველ კოშკებს ლუვრისას, აქ არის ლავგარდანებიანი კოლონები და მაღალი მშვილდური თაღები, დერეფნები თაღოვანია, სიმაგრის შიდა დარბაზებს ერტყმის II წყება  გალავნებისა და კოშკებისა, მიუხედავად იმისა, რომ სიმაგრის ირგვლივ ვეება ქვიშიანი ტრამალია იგი არ იყო მთელს სამყაროს მოწყვეტილი, თავისი კოშკებიდან მას შეეძლო ცეცხლით ენიშნებინა სხვა  სიმაგრეთათვის კასტელ - ბლანკში, აიზიმასა და ტორტოსაში ზღვის სანაპიროზე, კომუნიკაციისათვის იყენებდნენ მტრედებსაც, ეს ხელოვნება ჯვაროსნებმა სარკინოზებისაგან ისწავლეს, ლიბანში ჯვაროსანთა  მრავალი ასეთი ციხე - სიმაგრეა, რომელთაგან ზოგი აღემატება კიდეც სიდიდით კრაკ დე შევალიეს, საფიტა და ბორუსი, სუბეიბა  ჰაიმონის მთაზე, სამხრეთით ტორონი, ყველას სტრატეგიული მდებარეობა  ჰქონდა და ჰყავდა გარნიზონი, რაც შეაძლებინებდა შედარებით მცირერიცხოვან ჯარს კონტროლი გაეწია ვეება ტერიტორიისათვის, თუ ამას ჩავწვდებით მაშინ გასაგები გახდება ჯვაროსანთა სიმაგრეების ლოგიკა, ჯვაროსნებმა აიღეს პალესტინა, იერუსალიმი და 125 წლის მანძილზე ისინი ფლობდნენ სამეფოს 450 მილის სიგრძეზე გადაჭიმულს (მილი გზის სიგრძის საზომი ერთეული სხვადასხვა შემთხვევაში  სხვადასხვაგვარი, მაგალითად ინგლისში უდრის 1,53 კილომეტრს, ა შ შ - ში 1,61 კმ - ს, გეოგრაფიული მილი 7,42 კმ - ს, საზღვაო მილი 1,85 კმ - ს, ამ შემთხვევაში იგულისხმება ინგლისური მილი და 450 მილი  შეადგენს 688,5 კილომეტრს), ტრიპოლის საგრაფოს, იერუსალიმის სამეფოსა და ანტიოქიის სამთავროს ჩათვლით, ეს იყო გრძელი, ვიწრო ზოლი, რომელსაც დასავლეთით ესაზღვრებოდა ზღვა, ხოლო აღმოსავლეთით მტრული მუსულმანური ქვეყნები, ყოველივე ამას ისინი ინარჩუნებდნენ სასაცილოდ მცირერიცხოვანი ჯარით, მართალია არმია, რომელიც წამოვიდა ნიკეიდან  1097  წ ძალზე დიდი იყო, მაგრამ გზაში მისი დანაკარგები საგრძნობი  აღმოჩნდა და საეჭვოა, რომ 50 000 კაცი შემოსდგომოდა ანტიოქიას, რაც უფრო უახლოვდებოდა არმია იერუსალიმს მით უფრო ბევრ ხალხს კარგავდა, ზოგს ავადმყოფობით, ზოგს ბრძოლის ველზე, ხოლო ზოგმა ვინც გამოჰყვა თავიანთ ფეოდალ - ბატონებს დაისაკუთრა ახალი  ტერიტორიები, რობინ ფედენი წერდა  «1099 წლისთვის როდესაც არმიამ უწია იერუსალიმს იგი შედგებოდა როგორც ჩანს 500 რაინდისაგან და დაახლოებით 5 000 მონა - სპისაგან, როდესაც ქალაქი აიღეს მიღწეულ იქნა პირველადი მიზანი  ჯვაროსნული ლაშქრობისა და მრავალი თავკაცი თავის მიმდევრებითურთ დაბრუნდა ევროპაში», გოტფრუა დე ბუიონი დარჩა მეფედ სამასიოდე რაინდის ამარა, ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს შეეხება მხოლოდ იერუსალიმის სამეფოს, ხოლო მოსაზღვრე მიწების მმართველნიც იმავე  პრობლემის წინაშე იდგნენ, მათ არ იცოდნენ რით შეენარჩუნებინათ ახლადდაპპყრობილი ქვეყნები მრავალგზის აღმატებულ მუსულმანთა ურდოების გარემოცვაში, რომელნიც ემუქრებოდენ მათ  აღმოსავლეთ საზღვრებს, პასუხი ნათელი ხდება, როდესაც თვალს შევავლებთ ამ ვეება სიმაგრეებს, რომელთა შორის ერთერთია კრაკ დე შევალიე ზოგიერთები ღრმა ხეობებში არიან შეყუჟულნი, ზოგნი  ქედებზე დგანან და იცავენ მთებში გადასასვლელებს, ზოგნი ცარიელ ტრამალებზე დგანან აღმოსავლეთის ევფრატამდე გადაჭიმულ ტრამალებზე, მათ არაფერი შეედრება მთელ მსოფლიოში თავიანთი

ზომით, ძალმოსილებით და დიდებულებით ისინი სჯობნიან ევროპის ციხე - სიმაგრეთა უმრავლესობას,  თავად მათი მდებარეობა და განმარტოება უდაბნოებში და კლდოვან ხეობებში აათკეცებს მათ სიდიადეს, კრაკ დე შევალიე ერთერთი სიმაგრე იყო, სხვანი იყვნენ აკასი, ასიმა, შატელ - რუჟი და შატელ - ბლანი, რომელნიც დარაჯობდენ ტრამალს, პრაქტიკულად ერთადერთ საკომუნიკაციო გზას ტრიპოლის სანაპიროსა და  აღმოსავლეთით ორუნტის ველს შორის, ამ ხუთ ციხე - სიმაგრეს შორის კრაკი უმშვენიერესია, ლორენსის აღწერით იგი ალბათ ყველაზე საუკეთესოდაა შენახული და ყველაზე მეტად ზეაღტაცია მთელს მსოფლიოში, მისი მშენებლობა დაახლოებით 1100  წ დაიწყეს და 150 წლის მანძილზე იგი ძვალივით ჰქონდათ ყელში გაჩხირული მუსლიმანებს, თავდაპირველად იგი ტრიპოლის გრაფის საზღვრებში მოხვდა, მაგრამ 1142 წ იგი გადასცეს სამხედრო ბერების ორ უდიდეს ორდენთაგან ერთერთს, კერძოდ ქველმოქმედ რაინდებს, II ორდენი იყო  ტამპლიერთა ანუ ტაძრელთა ორდენი, რომელმაც მიიღო სახელწოდება კლდის გუმბათის მიხედვით, რომელსაც მათ დაარქვეს ტემპლუს დომინი - ტაძარი ღვთისა,

ვინ დაგეგმა ციხე - სიმაგრე ან ვით ააგეს იგი არავინ უწყის, ვფიქრობთ არქიტექტორი ფრანგი იყო, ვიდრე ცეცხლმსროლელ იარაღს გამოიგონებდნენ ეს იქნებოდა ალბათ უძლიერესი ციხე - სიმაგრე მთელს  მსოფლიოში (შენიშვნა ქართული ციტადელები თმოგვი, ხერთვისი, მუცო, სამშვილდე, ბირთვისი, კლდეკარი, გორის ციხე და სხვანი გაცილებით უფრო მიუვალნი და გრანდიოზულნი იყვნენ), მის გალავანთა ორმაგ წყებას შიგ ჩატანებული გოდოლებით თუ ღრმა თხრილებით გამაგრებულს ალბათ ვერავითარი ფრონტალური შეტევა ვერ შელეწავდა, მტერი კიდეც რომ შეჭრილიყო II წყებას  წააწყდებოდა გალავნებისას, უფრო მაღალს და გოდოლებით გამაგრებულს საიდანაც მომსვრელი ცეცხლი და წუნწუბა დააწვიმდა მას, რამდენადაც ყველა გოდოლი კლდეზე იდგა მათი აფეთქება  გამორიცხული იყო, რაც შეეხება შემოწყობას ციხე კარგად იყო მომარაგებული სურსათით და წყლით, შენობების შიგნითა ჭებიდან, ასე რომ იგი წელიწადზე მეტს გაძლებდა ალყაში, ამასთან ციხეს  ჰქონდა საიდუმლო ხვრელები და კარები საიდანაც გარნიზონს შეეძლო იოლად გასვლა და მაშველი ძალების მიღებაც, ყოველი დეტალი საცნაურს ყოფს დიდ ხელოვნებას მისი ამგები ხუროთმოძღვრისას,  მაგალითად მთავარ შესასვლელს, რომელიც გალავნის სისქეში გადის 3  გვერდითი შესასვლელი აქვს, რომელსაც იოლად დაიცავდა 10 კაციც კი, გოდოლების სათოფურები ისეა განლაგებული, რომ არც ერთი მათგანი არ

არის გაჭრილი ზუსტად მეორის ზემოთ, სამზერები დატანებულია, როგორც კედლებში ასევე ქონგურებში, სამხრეთის მხრიდან, რომელიც ბუნებრივი თავდაცვის თვალსაზრისით უსუსტესია უშველებელი 24 მეტრის სისქე დაქანებული გალავანია, რომელსაც მოიერიშე მუსულმანები მთას უწოდებდნენ, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ამ კედლებში, როგორც მუსულმანმა ასევე ქრისტიანმა ავტორებმა დაგვიტოვეს ამის გასაღები, როგორც ჩანს ფრანკები თავიანთ ტერიტორიას მართავდენ სამართლიანად და ამიტომ მათ პატივს სცემდენ ადგილობრივი მკვიდრნი, მაგალითად 1 არაბი მწერალი ჩივის, რომ მუსულმანები კარგად  ცხოვრობენ ფრანკების ხელში, ალაჰმა დაგვიფაროს ამგვარი ცდუნებისაგან, ფრანკები მოსავლის ნახევარს უტოვებენ მათ და სულზე ერთ დინარს და ხუთ კირატს ართმევენ, რაც გაცილებით უფრო მცირე იყო მუსულმანურ ტერიტორიებზე დაწესებულ გადასახადზე, მუსულმანები ბატონებად გრძნობენ თავს თავიანთ კარმიდამოში, მათი უმრავლესობა შეუდარებლად უფრო კარგად ცხოვრობს თავიანთ თანამოძმეებზე, რომელთაც მუსულმანი მმართველები  ჰყავთ, ამავე დროს ქრისტიან რაინდებზე გავლენას ახდენდა აღმოსავლური ცხოვრების წესი, მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა მათ მრავალი რამ ჰქონდათ საერთო ისლამის გაბატონებულ  მემკვიდრეობით კასტასთან, ორივე ფეოდალური არისტოკრატიის შვილები იყვნენ, ორივეს უყვარდა ომი და ნადირობა, ორივენი მამაცები იყვნენ და რაინდული სულით გამსჭვალულნი, როდესაც სალადინი  შემოეწყო მოაბის ციხეს II ჯვაროსნულ სიმაგრეს ქრისტიანმა მმართველმა გაუგზავნა სარკინოზების სულთანს ხორცისა და ღვინის ძღვენი და შეატყობინა, რომ იმ დღეს მისი ქალიშვილის ქორწილი იყო,  სალადინმა მადლიერებით მიიღო ძღვენი, გაუგზავნა მმართველს მოციქული და ჰკითხა, «შემატყობინეთ რომელია პატარძლის სანთიობოო, რათა არ დავუშინო მას ლოდსატყორცნები», მეორეჯერ ანტიოქიის ქრისტიანმა მმართველმა ტანკრედმა გაუგზავნა ერთერთი რაინდი სარკინოზების მთავარს შეიზარს და გაატანა ასეთი წერილი «ეს არის საპატიო ფრანკი რაინდი, რომელმაც დაასრულა  თავისი მწირობა და ამჟამად შინისაკენ მიეშურება, მან მთხოვა თქვენთან გამომეგზავნა თქვენი კავალერიის სანახავად, ამიტომაც გიგზავნით მას, მოეპყარით ღირსეულად», მიუხედავად  ასეთი ჰუმანური ინტერმედიებისა ომი მაინც გრძელდებოდა წლით წლობამდე ვიდრე სარკინოზები მნიშვნელოვნად არ გაძლიერდენ და ჯვაროსნები რაოდენობრივად საგრძნობლად არ შემცირდენ, მუსულმანები ზედიზედ იღებდნენ ციხეებს, მაგრამ კრაკ დე შევალიე ჯერაც აუღებელი იყო, თუმც მის გარშემო ყველა სიმაგრე დაეცა, მას იცავდა მხოლოდ 300 რაინდი, მიუხედავად იმისა, რომ  გარეთა ზღუდე გაარღვია მტერმა რაინდები სამხრეთის გოდოლში გამაგრდენ და არ ნებდებოდენ მტერს, სარკინოზების სულთანმა ბეიბარსმა ვერ აიღო შიდა ციტადელი, ბოლოს მან ხერხს მიმართა და შეაგზავნა ციხეში უსტარი სადაც ვითომდა ტრიპოლის გრაფი უბრძანებდა ციხისთავს დაეთმო ციხე, დაეყარა იარაღი და გამოსულიყო ვინაიდან მტერი გარანტიას იძლეოდა ხელშეუხებლობისას, ციხისთავმა დაიჯერა ამ უსტარის უტყუარობა და გარნიზონმა დატოვა ციხე მუსულმანებისაგან ხელშეუხებლად, ჩაიარა ტრამალი, გავიდა სანაპიროზე და სამუდამოდ დასტოვა იქაურობა, იმ დღიდან აღარავინ გალობდა მესას სამხრეთის გოდოლში, სანადიმო დარბაზიც  დაცარიელდა, აღარავინ ავსებდა ქვევრებს, ფრანგული ლაპარაკის ექოც აღარ ისმოდა დერეფნებში, ასე მოხდა მთელს სირიასა და პალესტინაში, ჯვაროსნები წავიდნენ და დასტოვეს ციხეები თავიანთი  რაინდობის, რწმენისა და სიმამაცის დასტურად, თვით სახელებიც კი ამ ნაგებობათა რაინდული საყვირებივით ჟღერენ აფკარ, ბოფორ, ლე - შასტერ, ბანია, ადონისის წყაროებს გადმოჰყურებს ლე მუანესტრი 6 000  ფუტის (1830  მეტრის) სიმაღლის მთაზე აგებული, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე თოვლით არის დაფარული, იგი დარაჯობს გასასვლელს ბაკაას  ველიდან დასავლეთისაკენ ზღვის სანაპიროზე, იგი იმდენად მაღალია და მიუდგომელი, რომ მხოლოდ ბედუინი მწყემსები ადიან მასზე, ლე ვო მუასში და სელასში მკვიდრობდნენ სამხრეთის იზოლირებული გარნიზონები, მზით გახურებულ პეტრას კლდეზე დაბანაკებულნი, ლეოპარდებსა და მიტოვებულ ნაბატევთა ტაძრებს შორის, ტორტოსაში ზღვის სანაპიროზე ჯვაროსნებმა ააგეს ბურგუნდიული კათედრალი ფორსიფიკაციებით გარშემორტყმული, 6 საუკუნეა ეს  შენობები მიტოვებულია და გაძარცვული, მაგრამ მათი ნაგებობა მიუხედავად მკაცრი ზამთრის, ყინვებისა, ზაფხულის მცხუნვარე ხვატისა მკვიდრად დგას უცხო მიწაზე.

 

7 დელფოს სამისნო, აპოლონის ტაძარი, საბერძნეთის შუაგულში აზიდულა მთა პარნასი 8 000 ფუტზე (2440 მეტრი) სიმაღლით იგი მეორეა ელადის მთათა შორის,აქ მწვერვალიდან 1830 მეტრით ქვევით კლდოვანი ფერდობია, რომელსაც ავი საფეხური

ეწოდება, აქ კლდოვანი ბილიკით ადიოდნენ მთაში თიადები დიონისეს მიმდევარი ექტრატიკოსი ქალები, ზამთრის ღამეებში ანთებდნენ ჩირაღდნებს და იდუმალ რიტუალებს ასრულებდნენ ცეკვით, კლდის ძირას პატარა სოფელია სახელად კასტრი, არც თუ ისე შორს, კლდის მოპირდაპირე მხარეს ძველი შენობების საძირკვლებია მზეზე თეთრად მოელვარე, ეს არის აპოლონის ტაძარი, კოლონებიანი საუნჯე ათენელთა  და თვით წმინდა გზა გველივით, რომ გაწოლილა პლეისტუზის ველსა და კლდეს შორის, აქ მუდამ სიმყუდროვეა, წმინდა კლდეები, როგორც მათ ბერძნები უწოდებენ ცად აზიდულან, აქვე ფერდობზე  შენობების მეორე ჯგუფია გიმნაზიუმი და პალესტრა, სადაც ათლეტნი ვარჯიშობდნენ და ემზადებოდნენ წმინდა თამაშებისათვის, მარცხნივ ჰელიკონის მთაა, მარჯვნივ კი ქრიზეს ველი, მის მიღმა ცისფერი ზოლია კორინთოს ყურისა, თქვენ დელფოში ხართ, აპოლონის სამისნოში, ათასწლეულის მანძილზე დედამიწის ერთერთ უწმინდეს  ადგილად რომ ითვლებოდა, ძ წ 8 საუკუნით ადრე ჰესიოდე მოგვითხრობს თუ ვით მოვიდა დელფოში აპოლონი, ხოლო თავად ეს ლეგენდა როგორც ჩანს ათასეული წლებით ძველია ვიდრე თვით ჰესიოდე, «შენ სწრაფი სვლით გადმოლახე ქედი და მოხვედი ქრიზეში თოვლიანი პარნასის მისადგომებთან», მთა დასავლეთისკენ არის მიქცეული, კლდე გადმოწოლილია და მჩქეფარე მდინარე ჩაუდის მას, აქ გადაწყვიტა ფებუს მეუფემ აგება თავის მშვენიერი ტაძრისა, მან თქვა «აქ მსურს აღვაშენო  დიდებული ტაძარი, რომელიც იქნება კაცთათვის სამისნო, აქ მოზიდავენ ისინი ნიადაგ სრულქმნილ ჰეკატომბებს, როგორც მდიდარი პელოპონესიდან, ასევე ევროპიდან და ზღვის კუნძულებიდან, რათა  დამისვან შეკითხვები, მე რჩევას მივცემ მათ უცდომელს და პასუხს გავცევ ჩემს მდიდრულ ტაძარში», მაგრამ ღმერთმა დაინახა, რომ დელფო დაეპყრო ურჩხულს, უზარმაზარ გველს ანუ დედალ გველეშაპს, ჰესიოდე ამაზე მოგვითხრობს «თავისი მძლავრი მშვილდით ტყორცნა ისარი მეუფემან, ძემან  ზევსისამ, მოკლა დიდი დედალი ურჩხული, რომელმაც დიდი უბედურება მოსწია დედამიწას, რამეთუ სისხლიანი ბაფთი იყო იგი, მრავალი ადამიანი უმსხვერპლია მას, ვიდრე უფალმა აპოლონმა შორით  მტყორცნელმა არ განგმირა იგი ქიბურჯით, ხოლო კაცნი ამის გამო უფალ აპოლონს უწოდებენ მეორე სახელს პითიოსს, ვინაიდან ამ ადგილზე გახრწნა ურჩხული ჰელიოსის წმინდა ძალამ», ეს ლეგენდაა, მაგრამ XX საუკუნის ისტორიკოსები, არქეოლოგები და ანთროპოლოგები გვიჩვენებენ, რომ მასში არის ჭეშმარიტების მარცვალი, ვიცით მაგალითად, რომ დიდი ხნით ადრე  სანამ ბერძნები მოვიდოდნენ საბერძნეთში ამ ქვეყანაში მკვიდრობდა მუქკანიანი ხმელთაშუა ზღვის მოდგმა, რომელიც თაყვანს სცემდა მიწის ღვთაებას, რომლის სიმბოლოც იყო გველი, ჩვენ უკვე შევხვდით  მას მინოსურ კრეტაზე, მინოსის სასახლეში იყო ქვით ამოშენებული ორმოები, რომელნიც როგორც სჩანს დაკავშირებული იყო მიწის ღვთაებასთან, პრიმიტიული ხალხებისათვის გველი დაკავშირებული იყო და  კვლავაც არის დაკავშირებული მიწასთან, ეჭვგარეშეა, რომ კრეტული ქანდაკებები, რომლებზედაც წყვილი გველია გამოსახული მიწის ქალღმერთის ქანდაკებებია, დელფოშიც იყო მიწის ქალღმერთი,

პავსანიასი, რომელიც 7 საუკუნის წინ ცხოვრობდა მოგვითხრობს, რომ უადრეს ხანაში დელფოს სამისნო ეკუთვნოდა გეას - დედამიწას, რომელმაც დანიშნა წინასწარმეტყველ ქალად დაფნისი, მთის  ერთერთი ნიმფა, ბერძნებს შორის გავრცელებულია ჰეგზამეტრით დაწერილი პოემა, სადაც პოეტი მოგვითხრობს, რომ სამისნო ეკუთვნოდა პოსეიდონს და დედამიწას, დედამიწა თავად წინასწარმეტყველებდა, ხოლო  პოსეიდონი პიტკონს იყენებდა თავისი პასუხების საუწყებლად (პოსეიდონი იყო ღმერთი ზღვისა და მიწისძვრებისა, პიტკონი არის სამკაპა), ამ მითებსა და ლეგენდებში ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ 1 უტყუარი ფაქტი, დელფო სეისმურ ზონაში მდებარეობს და იქ ხშირია მიწისძვრები, ბერძენთა წინაპრების მოსვლამდე ეს ადგილი უკვე  წმინდა იყო, ამრიგად უადრესმა ბერძნებმა აქ მოიყვანეს საკუთარი ღმერთები და ისევე როგორც საბერძნეთის სხვა ადგილებში ახალმოსული მებრძოლი მოდგმის რელიგიური რწმენა შეეზარდა  ადგილობრივ მკვიდრთა რწმენას, დელფოში აპოლონმა ძალით დაიპყრო გეას სამისნო, გველის მოკვლა კი როგორც სჩანს მითიური სახეა ქვეყნის აღებისა ჩრდილოელი დამპყრობლის მიერ, აპოლონი თავდაპირველი ფორმით ისეთივე პრიმიტიული და ამორალური იყო როგორც საბერძნეთის სხვა ღმერთები, მაგრამ დელფოში იგი გარდაიქმნა, ქრისტემდე VI ს როდესაც ესქინემ დაწერა  «ევმენიდები» უკვე გარდაქმნილი იყო თავად მითი მის მიერ გველის მოკვდინებისა, ვინაიდან დრამის დასაწყისში პითონესა, როგორც უწოდებდნენ აპოლონის წინასწარმეტყველებათა  განმაცხადებელ ქალს ტაძარში გვეუბნება, რომ «ღმერთმა მიიღო დელფო როგორც დაბადების დღის საჩუქარი მიწისაგან შობილ ტიტანისაგან ფუებისაგან», ამრიგად შეერთდა 2 რელიგია, აპოლონი განმგებლობდა, მაგრამ მის წინასწარმეტყველებას ამბობდა ქალი პითონესა და ვიდრე იგი დაჯდებოდა თავის წმინდა ტრიპოდზე (სამფეხა სკამი) ჯერ შედიოდა  გამოქვაბულში, აშკარაა,რომ ეს ჩვევა უკავშირდება ადრინდელი ქალღმერთის თაყვანისცემას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აპოლონი იყო სიამაყე დელფოსი აქ დიდ პატივში იყო მეორე ღვთაებაც  დიონისე, რომაელნი მას ბახუსს უწოდებდნენ, იგი მათთვის ღვინის ღმერთი იყო მხოლოდ, მაგრამ ბერძნებისათვის დიონისეს ჰქონდა უფრო ღრმა მნიშვნელობა, როგორც სჩანს იგი აზიიდან მოვიდა საბერძნეთში აპოლოს მსგავსად, მაგრამ თუ აპოლო გახდა ღმერთი კანონისა და  გონებისა დიონისე წარმოგვიდგენს საპირისპირო პოლუსს ადამიანის სულისას, ემოციურს, ირაციონალურს, ზეშთაგონებულს, იგი იყო ღმერთი სიშმაგისა და შეპყრობისა, მისი ამქარნი იყვნენ უპირველესად ქალები და გოგონები, ბერძნების ვნებიანი ნატურა ხედავდა მასში განთავისუფლებას იმ აკრძალვებისაგან, რომლებიც

მომდინარეობდა მათი ნათელი, რაციონალური ინტელექტისაგან, გონება არ იყო ყველაფერი ვნება, ეროტიზმი შვების შეგრძნებათათვის დათმობა თავისა ყოველივე ის რაც დღეს პურიტანთა აღშფოთებას  იწვევს აღიარებული იყო და თავისი ადგილი ჰქონდა ცხოვრებაში ნაცვლად იმისა, რომ აეკრძალათ ეს აზიელი უცხოელი ბერძნებმა ადგილი დაუთმეს თავისი უძველესი ღმერთების გვერდით, ზამთრის 3 თვის განმავლობაში, როდესაც აპოლონი არ იმყოფებოდა დელფოში დიონისე იკავებდა მის ადგილს ყოველ მეორე წელს ზამთრის თვეებში ახალგაზრდა ქალების დიონისეს მეგობრების დასი  იკრიბებოდა აქ დელფოში და ათენში მათ უწოდებდნენ თიადებს, ხოლო საბერძნეთის სხვა კუთხეებში ერქვათ მენადები ანუ გიჟები, ევრიპიდე თავის «ბაკხელებში» გვიზიარებს ამ მისტერიას, დოქტორი სელტმანი წერდა «დიონისეს ცენტრალურ ფიგურას ერთ დროს ერქვა ბრომიუსი ანუ გაშმაგებული, მისი მეორე სახელია ბახუსი, ყოველი  ექსტრატიული ადამიანი ახალგაზრდა თუ მოხუცი, ქალი თუ კაცი მისი მიმდევრების გროვაში ბაკხად იწოდებოდა, აგრეთვე ეს არის გულისგული ამ მისტერიისა, როდესაც თქვენ ეძლევით ამ სიშმაგეს  ღვთაებისას თავად ღმერთია თქვენში, მას მიჰყავხართ ტყეში ან მთებში სახეტიალოდ, თქვენ ღმერთის მიერ შეპყრობილნი სჩადიხართ ისეთ საქმეს, რასაც არც ერთი ნორმალური მოკვდავი არ ჩაიდენს,  წარმოვიდგინოთ გვიანი შუადღე დელფოს თეატრში 25 საუკუნის წინ აღგზნებული ხმების ღრიანცელი აღავსებს თეატრს ქალებითა და ქალიშვილებით სავსეს, ჭაბუკი უკრავს ორმაგ ფლეიტაზე, ეს არის  მოწოდება ღვთაებისა და თაყვანისმცემლები ეგებებიან მას ყვირილით ევუე, ევუე, მოდის, მოდის, ჩირაღდნების შუქი ანათებს ბნელს, ხალხი მოჰყვება კიბეებს და მისდევს ჭაბუკს, რომელიც  კვლავ უკრავს ფლეიტაზე და შეუდგება კლდის ბილიკს, რომელსაც ავი საფეხური ეწოდება, ბრომიოსს ანუ გაშმაგებულს მთებში მიჰყავს თავის მიმდევრები, მოგვიანებით ზეგანზე პარნასის მთის ძირში ღმერთი აღანთებს თავის თაყვანისმცემლებს,  ფროიდი უწოდებდა ამას  იდს - შოუ სასიცოცხლო ძალას, პირველად ძახილს ინსტიქტისას, რაც გვაერთებს ყველა ცოცხალ არსებასთან, მართალია ინტელექტუალური ელემენტები დომინირებს დელფოში აპოლოს სახით, მაგრამ ბერძენთა სიბრძნემ ნება დართო  ბახუსსა და მის კომპანიას ამგვარი ცელქობისა წელიწადში 3 თვის მანძილზე,  რამეთუ ორივე ელემენტი ძირეულია ადამიანის არსებობისათვის, ხოლო დელფო სწორად გაგებულ ადამიანურ ცხოვრებას მოიცავს თავის მთლიანობაში,  დელფოს მისტერია, დღევანდელი დელფო სხვა არაფერია გარდა ერთ დროს დიდებული მარმარილოს შენობების ნარჩენებისა, ამ ნანგრევების აღმოჩენას უნდა ვუმადლოდეთ ფრანგი არქეოლოგების ჯგუფს, რომელნიც აქ  აწარმოებდნენ გათხრებს XIX ს II ნახევარში, ძველი ტაძრის აღმოსაჩენად მათ მთელი სოფელი გადაასახლეს, ასე, რომ  დღეს შეგვიძლია დავტკბეთ აპოლოს ტაძრის  კოლონებით, ავიაროთ თეატრონის საფეხურები ან დავუყვეთ საღვთო გზას, ფრანგ არქეოლოგებს, რომელთაც გათხარეს დელფო, როდესაც წააწყდებოდნენ სიძნელეებს ძველი და ახალი ნანგრევების გათხრებისას იარაღების გარდა მომარჯვებული ჰქონდათ პავსანიასის, სტრაბონის,

დიოდორე სიცილიელისა და სხვა ანტიკური ავტორების წიგნები, ასე რომ ისინი ევანსის მსგავსად ტერა ინკოგნიტად როდი იკვლევდნენ, არქეოლოგთა წინაშე როდი იდგა კითხვა რა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენ,  არამედ კითხვა სად უნდა აღმოვაჩინოთ შენობები, რომელთაც ესოდენ დეტალურად აღგვიწერენ ბერძენი და რომაელი ავტორები, თანდათანობით ისინი დარწმუნდნენ, რომ ყოველივე ეს  შეესაბამებოდა ანტიკურ ავტორთა არწერებს, მათ აღმოაჩინეს კედელი, რომელიც გარს ერტყა ტაძარს, აღმოაჩინეს საღვთო გზა ტაძრისკენ მიმავალი და მის ორივე მხარეს კვარცხლბეკები,  რომელზედაც ერთ დროს იდგა ფიდიასის, პრაქსიტელესისა და ელინური სამყაროს სხვა დიდ ხელოვანთა ქანდაკებები, თითქმის ყველა ქანდაკება განადგურებული აღმოჩნდა ან რომაელი და ბიზანტიელი  მძარცველებისაგან წაღებული, მათ აღმოაჩინეს პალესტრას და გიმნასიუმის ნარჩენები სადაც ემზადებოდნენ საღვთო შეჯიბრისთვის, აგრეთვე სარბენი ბილიკები, სადაც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს დაფნის გვირგვინის მოსაპოვებლად, სამაგიეროდ მათ ვერ აღმოაჩინეს გულისგული მისტერიისა გამოქვაბული სადაც ჩადიოდა დელფოს ქურუმი ქალი წინასწარმეტყველების დაწყებამდე, ეს  გასაკვირია ვინაიდან ეს გამოქვაბულიც მრავალგზის აღუწერიათ ძალზე დეტალურად ბერძნულ - რომაულ ეპოქაში, დიოდორე სიცილიელი მაგალითად წერდა 1 საუკუნით ადრე ქრისტემდე «ამბობენ, რომ ძველ დროში თხებმა აღმოაჩინეს სამისნე საკურთხეველი, რის გამოც დელფოელნი დღემდე იყენებენ თხებს, როდესაც  მათ სურთ დაეკითხონ სამისნოს, იგი შემდეგნაირად აღმოჩნდა,  ამ ადგილებში არის ნაპრალი სადაც მდებარეობს აკრძალული საკურთხეველი, უწინ თხები ძოვდნენ აქ, როდესაც დელფო ჯერაც უკაცრიელი იყო, როდესაც რომელიმე თხა მიუახლოვდებოდა მას და ჩაიხედავდა  ნაპრალში კვლავ უკანვე გადმოხტებოდა და გაიღებდა უჩვეულო ხმას», შემდეგ დიოდორე მოგვითხრობს, რომ მწყემსებსაც იგივე ემართებოდათ ნაპრალში ჩახედვისას, მათ შეიპყრობდათ რაღაც  ძალა და ისინი წინასწარმეტყველებდნენ, მოგვიანებით ვინც კი ჩახტა ნაპრალში ყველა გაუჩინარდა, ამიტომ ადგილობრივმა მკვიდრებმა დააყენეს აქ ყველას მაგიერ 1 ქალი, რათა მისი მეშვეობით  განცხადებულიყო წინასწარმეტყველებანი, მას შეუქმნეს დანადგარი, რომელზედაც იგი უნდა დამჯდარიყო ზეშთაგონების მიღებისას და წინასწარმეტყველებისას, ყველა მსურველს შეეძლო შეკითხვები  დაესვა მისთვის, ამ დანადგარს 3 საყრდენი ჰქონდა და ამიტომ მას ტრიპოდი ერქვა, სტრაბონი წერს «ამბობენ, რომ სამისნო გამოქვაბულშია, რომელიც ღრმად არის მიწაში და ვიწრო შესასვლელი აქვს, მისგან ამოდის ოხშივარი, რომელიც იწვევს საღვთო აღგზნებას, იქვე დგას მაღალი  ტრიპოდი, რომელზეც ზის პითია წინასწარმეტყველი ქალი, ისუნთქავს ოხშივარს და მერე წინასწარმეტყველებს ლექსად და პროზად, ზოგჯერ კი მის ნათქვამს გალექსავენ ხოლმე პოეტები ტაძარში  მომსახურენი», თავდაპირველად წინასწარმეტყველად იჯდა ახალგაზრდა ქალწული ვიდრე ვინმე თესალიელმა წარჩინებულმა სახელად ეხეკრატემ არ მოიტაცა იგი, რამეთუ შეუყვარდა, ამ სავალალო ინციდენტის შემდეგ

დელფოელებმა წინასწარმეტყველად დააყენეს 50 წლის ქალი, მაგრამ დღემდე ვერავინ იპოვა ის ნაპრალი საიდანაც ამოდიოდა მყრალი ოხშივარი, აპოლოს ტაძრის ქვეშ არის რამდენიმე მიწისქვეშა  სენაკი, რომელთაც ეწოდებოდათ ადიტონები ე ი ადგილები სადაც პითონესი ჩადიოდა ვიდრე დაჯდებოდა ტაძარში მდგარ ტრიპოდზე, ნაპრალი კი როგორც ჩანს მიწისძვრამ შთანთქა, ასეა თუ ისე ბერძენი მწერლები, რომელთაც  უნახავთ დელფო თავისი დიდების ზენიტში დიოდორეზე 5 - 6 საუკუნით ადრე არ ახსენებენ არავითარ ნაპრალს და არც არავითარ ოხშივარს მისგან ამომავალს, შესაძლოა ეს ვერსია პრაქტიკოს რომაელთა მიერ  იყო შეთხზული რათა რაციონალურად აეხსნათ დელფოს საიდუმლო, რომაელები ამგვარ მისნობას არ მიმართავდნენ, ისინი ნიშნებით წინასწარმეტყველებას მისდევდნენ, მიუხედავად ამისა დაბეჯითებით  ვერაფერს ვიტყვით, დელფოში ხშირია მიწისძვრები და მახლობელ მთებში არის ნაპრალები საიდანაც ამოდის ბუნებრივი გაზები, როდესაც დელფოს სამისნო თავისი დიდების ზენიტზე იდგა, როდესაც მეფეები და სახელმწიფო კაცნი პოეტები, ფილოსოფოსნი ასევე ათასობით უბრალო ადამიანი მოდიოდა აქ როგორც ბერძნული სამყაროს ყველა კუთხიდან ასევე აზიიდან, კონსულტაციის მეთოდი რამდენადაც დადგენილია იყო შემდეგი, ვიდრე პილიგრიმები დაეკითხებოდნენ მისანს ისინი ჯერ უნდა განბანილიყვნენ კასტალიის წყაროში, შემდეგ შეეწირათ კვერი და მსხვერპლი  საკურთხეველზე ტაძრის წინ, ღარიბებს მოჰყავდათ ცხვარი ან თხა, მდიდრებს კი ხარები, მთხოვნელი რომელსაც მომზადებული ჰქონდა შეკითხვები გადასცემდა მას დელფოელ ქურუმებს, ეს  შეკითხვები ყოველთვის როდი ეხებოდა მომავლის განჭვრეტას, უმრავლესობა ითხოვდა დამოძღვრას, მაგალითად ბერძნული ქალაქი მოსახლეობით გადაიტვირთა და ეძებს ახალ კოლონიას, მაგრამ სად,  მოდით დავეკითხოთ აპოლონს, ერთი ბერძნული სახელმწიფო ეომება მეორეს, ან შემოეწყო სხვა ქალაქს, შეიძლება ამ ქალაქის აღება თუ მოიხსნას ალყა, სახელმწიფო კაცს სჭირდება რჩევა პოლიტიკაში, ახალგაზრდა კაცს კარიერაში, ისინი სათითაოდ შედიან სვეტებიან ტაძარში და წარსდგებიან ადიტორში, პატარა სენაკში პითონესას წინაშე, რომელიც დამჯდარა

თავის ტრიპოდზე, არომატულ ბალახებს აკმევებენ მის გარშემო, იქვე დგანან ქურუმნი და უცდიან მის პასუხებს და მომსვლელთა შეკითხვებს, იგი მუდამ უბრალო ქალია, გაუნათლებელი, როდესაც იგი  ღვთაებრივ ექსტაზშია მისი პასუხები გაუგებარია მთხოვნელთათვის, ქურუმთა ფუნქცია მათი გადმოთარგმნაა ლექსად, მაგრამ ზოგჯერ ეს ლექსებიც ძნელი გასაგებია, ხშირად ისინი ბუნდოვანია და ორაზროვანი, ამიტომაც აპოლონის ერთერთი სახელია  ლოქსიას - ორაზროვანი, ასე პასუხობდნენ ძირითადად პოლიტიკურ კითხვებზე, ხოლო როდესაც საქმე ეხებოდა  ყოველდღიური ცხოვრების ამბებს ღმერთი პასუხობდა ყოველთვის გარკვევით, მაგალითად ვინმე დიოგენეს ჰყავს ძე, რომელსაც შეუყვარდა ისეთი ასული მამა რომ შეუფერებლად თვლის მისთვის,  მამამ სიმკაცრე გამოიჩინა, აუკრძალა ვაჟს ქორწინება და იგი ლოგინად ჩავარდა, დიოგენე დაეკითხა აპოლონს, ხოლო პითონესამ მიუგო მას «შენი ვაჟი დაივიწყებს სიყვარულს და აფროდიტეს ნატიფი  ისარი გამოუნელდება, აღარ დაუწყლულებს გულს იმ შემთხვევაში თუ შენ დაიცხრობ შენს რისხვას და აღარ შეუშლი მას ხელს, შენ შენივე განზრახვის საწინააღმდეგოდ მოქმედებ, თუ მოაოხებ შენს  ვაჟს დაავიწყდება სიყვარულის ციებ - ცხელება, იგი კვლავ ფხიზელ გონებას დაუბრუნდება და მოსწყდება მდაბალ იმპულსს», ზოგჯერ მომსვლელი თავხედურ შეკითხვებსაც აძლევდა მისანს და იღებდა გამანადგურებელ პასუხს, აქაიის პატარა ქალაქის ეგიუმის მკვიდრნი, რომელთაც ხელში ჩაიგდეს საზღვაო ბრძოლაში დიდი ხომალდი სახელად კენტექონტერი იმდენად გათამამდენ, რომ ეწვივნენ აპოლოს და დაუსვეს კითხვა თუ

ვინ სჯობდა მათ მთელ საბერძნეთში, პითონესამ მიუგო «ნიადაგით პელასგური არგოსია სახელგანთქმული, ცხენებით ორაკია, ქალებით სპარტა, მამაკაცებით კი მშვენიერი არეთუზა, ამაზე მეტად  უფრო სახელგანთქმული არიან თირიმსა და არკადიას შორის მკვიდრნი ფარებითა და ჯოგებით მდიდარნი, აგრეთვე არგივნი ბრწყინვალე აბჯაროსანნი, თქვენ კი ეგიონნო არც მეოთხენი ხართ, არც  მეთორმეტენი, საერთოდ სათვალავში არ ხართ», ამგვარ პასუხებს ცხადია არ სჭირდებოდა წინასწარხედვა და ზეშთაგონებითი შეგონება, პასუხების უმრავლესობა ამგვარი ხასიათისაა, მაგრამ არის ისეთებიც, რომელთა მიხედვით უნდა  დაასკვნათ, რომ ან პითონესას ჰქონდა პარანორმალური ძალები, ან დელფოელი ქურუმებისთვის ხელმისაწვდომი იყო საიდუმლო ინფორმაციის წყარო, რომელიც უცნობი იყო შეკითხვების დამსმელთათვის,  ამ მხრივ ყველაზე მეტად განთქმულია და ამოუცნობი პითონესას პასუხი ლიდიის მეფის კროესუსის შეკითხვაზე, ჰეროდოტე, რომელიც ძ წ V ს ცხოვრობდა მოგვითხრობს ამბავს, რომელიც მას გაუგია  თავის დროის ადამიანებისგან «კროესუსმა გადაწყვიტა გამოეცადა რამდენიმე სამისნო საბერძნეთში, ერთიც ლიდიაში, მან დააგზავნა დესპანები სხვადასხვა მიმართულებით, ზოგნი დელფოში, სხვანი აბესა და ფოკეაში,დოდონასა და სხვა

ადგილებში, მათ ჰქონდათ შემდეგი დავალება, უნდა გადაეთვალათ დღეები მათ მიერ სარდედან გამგზავრების შემდეგ და მეასე დღეს შეკითხვა დაესვათ სამისნოსათვის თუ რას აკეთებდა იმ  წუთში კროესუსი ლიდიის მეფე ძე ალიატესა, წერილობითი პასუხი უნდა წამოეღოთ და მოეტანათ მისთვის, არც ერთი პასუხი არ იყო საგულისხმო გარდა დელფოს პასუხისა, ლიდიელები როგორც კი შევიდნენ ტაძარში  მათ მიერ შეკითხვის დასმამდე მიუგო მათ პითონესამ მე ძალმიძს დათვლა ქვიშისა, ძალმიძს ამორწყვა ზღვისა,ყურნი მასხია ოთხთათვის და ვუწყი რა სურს მუნჯს, სუნი მცემს ვხედავ  ხარშავენ კუსა და ბატკანს წყალში და ბრინჯაოს ქვაბს ახურავს ბრინჯაოსავე ხუფი, როდესაც დესპანნი დაბრუნდნენ კროისოსთან აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთ მისანს შესძლებია სწორად განჭვრეტა იმისა თუ რას აკეთებდა მეფე იმ წუთში და ეს იყო დელფოს მისანი, როდესაც  დესპანნი წავიდნენ მეფე დაჯდა და დაიწყო ფიქრი თუ რა იქნებოდა ყველაზე მეტად შეუძლებელი და ყველასათვის წარმოუდგენელი, შემდეგ როდესაც მოაწია დათქმულმა მეასე დღემ მან აიღო კუ  და ბატკანი, დაკეპა თავისი ხელით და ორივე მოხარშა ბრინჯაოს ქვაბში, რომელსაც ბრინჯაოსვე ხუფი დაახურა, «რით აიხსნება ეს ტელეპატიით, შესაძლოა ალბათ ზოგიერთ ქალს ჰქონდა ის რასაც დღეს ექსტრასენსორულ ტერცეფციას უწოდებენ, მაგრამ არსებობს საკმაოდ უცნაური გაგრძელება ამ კარგად ცნობილი ამბისა,  რომელიც შესაძლოა ყველამ არ იცოდეს, 1954 წ ბერძენი არქეოლოგი პაპადიმიტრიუ თხრიდა ძველ სამარხებს მიკენში, პელოპონესში, ამ სამარხების თარიღია დაახლოებით ძ წ 1600 წ ათასწლეულებით ადრინდელი ხანა კროესუსამდე, ერთერთ  საფლავში მან იპოვა ლითონის ჭურჭელი, რომელშიც აღმოჩნდა კუსა და ბატკნის ძვლები, შესაძლოა დავუშვათ, რომ დელფოელმა ქურუმებმა, რომელთაც ანტიკურ სამყაროში საუკეთესო ინტელიჯენ სერვისი  ჰყავდათ იცოდნენ, რომ ლიდიაში შემორჩენილი იყო ზოგიერთი ძველებური მსხვერპლშეწირვა, მათ შორის კუსა და ბატკნის ერთად მოხარშვა, ამრიგად პითონესა დაეჭვებულს გვტოვებს, კიდევაც, რომ  დავუშვათ დამთხვევები, ორაზროვნება, მთხოვნელთათვის უცნობი ამბების შეტყობა მაინც რჩება ისეთი პასუხები, რომელთა ასახსნელად აუცილებელია დაშვება პარანორმალური პერცეფციისა ანუ მეორე ხედვისა, ანტიკური საბერძნეთის ზოგიერთი უდიდესი მოაზროვნე აღიარებდა სამისნოს ჭეშმარიტებას და თუ ჩვენ პლატონსა და სოკრატეს ისეთ მიამიტ ადამიანებად ვთვლით რომელთაც არ ძალედვათ ხრიკების  ამოცნობა მაშინ ეს თავის მოტყუება იქნებოდა ჩვენის მხრით, პარადოქსი ის არის, რომ ასეთ დაეჭვებას ადგილი ჰქონდა საბერძნეთში, ეგვიპტელთა მისტერია მაგალითად არ იყო იმდენად ღრმა, ისინი  უფრო რაციონალურნი იყვნენ ამიტომ მართლაც და საოცარი მისტერიაა თუ ვით სწამდა საბერძნეთს წარმართული ცრურწმენა და სჯეროდა მისი, ხოლო თუ ეს მართლაც მოტყუება იყო მაშინ ეს იყო უდიდესი  საიდუმლო ხრიკი, რომლის მსხვერპლიც კი ოდესმე გამხდარა კაცობრიობა, ასობით ქალაქ - სახელმწიფოები სიცილიიდან, მცირე აზიამდე, იტალიიდან ჩრდ აფრიკამდე აგზავნიდნენ თავიანთ წარმომადგენლებს სამისნოსთან შესათათბირებლად, მსხვერპლის შესაწირად, საკრალურ  შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად, კრივში, ჭიდაობაში, ეტლების რბოლაში და ა შ, აქ იყო აგრეთვე შეჯიბრი მუსიკოსთა შორის ვინაიდან აპოლონი მუსიკოსთა მფარველიც იყო, რაც გამოსახულია ერთერთი შენობის ათენელთა ფასის საცავის კედლებზე, ამაზე მიუთითებს ფრანგი არქეოლოგების  მიერ აღმოჩენილი ერთერთი ორიგინალური დელფიური ჰიმნი აპოლონისა, როგორც ცნობილია არ არსებობდა ბერძენი ერი 1 მპყრობელის მმართველობაში გაერთიანებული, ნაცვლად ამისა არსებობდა დამოუკიდებელი სახელმწიფოები ხშირად ურთიერთშორის მოშუღლენი, მათ აერთებდათ მხოლოდ ენა და კულტურა, მათ საბოლოო გაერთიანებას კი ხელს უშლიდა მგზნებარე სიყვარული თავისუფლებისადმი და

მაინც ბერძნულ თემთა წარმომადგენლები ხმელთაშუა ზღვის აუზის სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდნენ დელფოში იარაღაყრილნი და უძმობილდებოდენ ერთმანეთს, ისინი აქ მხოლოდ ღვთისმოსაობაში  ეჯიბრებოდენ ერთმანეთს, მონუმენტებისა და მემორიალების მშენებლობაში, საუკუნის საუკეთესო მოქანდაკეთა ნამუშევრების დადგმაში და ა შ, კლდის პირას პატარა შემოღობილ ადგილას აპოლოს  ტაძრისკენ მიმავალი საღვთო გზის გასწვრივ თავმოყრილი იყო ბერძნული გენიის  უდიდესი მიღწევები, მარმარილოსა და ბრინჯაოს ქანდაკებები, ბასის საცავები წმინდა მსხვერპლისთვის, ფერწერა, რომელიც ასახავდა სცენებს ილიადადან და ოდისეადან ბერძნული მოდგმის ლეგენდარული ისტორიიდან, ერთ პერიოდში დელფოში თავმოყრილი იყო 3000 ქანდაკება, თვით ახ წ I საუკუნეშიც კი როდესაც პავსანიამ მოინახულა დელფო აქ უამრავი ქანდაკება და ფრესკა იყო შემორჩენილი, დელფოსთან  დაკავშირებული ყველაზე უფრო მეტად დრამატული ამბავია საბერძნეთ - სპარსეთის ომი, ქსერქსე სპარსთ მეფე რომელსაც უზარმაზარი არმია ჰყავდა დაემუქრა ევროპას, მრავალმა ბერძნულმა  სახელმწიფომ გზა უტია მას გაუგზავნა რა მიწისა და წყლის მსხვერპლი მორჩილების ნიშნად, მაგრამ ათენელნი თავიანთი ლიდერის თემისტოკლეს მიერ წახალისებულნი წინააღმდეგობას აპირებდნენ,  თუმც ისინი ჯერ შეეთათბირენ სამისნოს და დაუსვეს კითხვა პითონესას, რომლის პასუხმაც ცივი წყალი გადაასხა მათ  «დაქცეულია ყოველივე და დაკარგული,  ცეცხლი არესი სირიულ ეტლზე ამხედრებული სპობს ყოველივეს, მხოლოდ შენ როდი გამადგურებს, კოშკებს ამდაბლებს, უკვდავ ღმერთების საკურთხევლებს მტვრად აქცევს იგი, აწ ცახცახებენ ძენი ძრწოლით ჭირის ოფლი სდით, ო, შავი სისხლი ჟონავს თითქოს მაღალ ჭერიდან, ეგ უტყუარი ნიში არის უბედობისა, განვედ ტაძრისგან შეეგებე ბაფტს კარზე მომდგარს (ბაფტი განსაცდელი), ჰეროდოტე გვეუბნება რომ, «ათენელები დიდად დამწუხრდენ ასეთი პასუხის მიღებისას, მაგრამ მოგვიანებით ანდრობოლუსის ძის ტიმონის რჩევით ისინი კვლავ მიბრუნდენ დელფოში ზეთისხილის რტოებით  ხელში და შევიდენ ტაძარში უკვე როგორც მთხოვნელნი, ამჯერად მისანმა უფრო დამაიმედებელი პასუხი გასცა მათ «ათენის ლოცვას გადმოხედა წყალობით ზევსმა, თქვენ და თქვენს ძეთა ხის  კედლები კვლავ დაგიცავენ, ნუ ელოდებით ცხენთა ფლოქვებს, ნუღარც ქვეითებს, ხმელეთით მოსულთ შეაქციეთ მომხდურებს ზურგი, დადგება ჟამი კვლავ შეხვდებით მტერს ბრძოლის ველზე, წმინდავ  სალამის შენ ამოჟლეტ დიაცის მოდგმას, როს მამაკაცნი დათესავენ ან მოიმკიან», ეს იყო უკიდურესად ორაზროვანი პასუხი ლოქსიასისა, რას ნიშნავდა ხის კედლები, თუმც თემისტოკლე აღარ ეჭვიანობდა, მან შეკრიბა უხუცესნი და უთხრა «ეჭვი არ არის ღმერთის პასუხი მტერს უფრო  ემუქრება ვიდრე ათენელთ, ჩემი თათბირია ხომალდებით შევებათ მტერს, ხის კედლები ხომალდებია, რომელთაც უნდა ვენდოთ ღმერთების სიტყვისამებრ», თემისტოკლე გამართლდა, ათენელებმა გახიზნეს ქალაქი, სალამისის კუნძულიდან უცქერდენ ისინი ვით დაწვეს სპარსელებმა მათი ქალაქი, მაგრამ როდესაც მათ მოიმწყვდიეს მტერი ვიწრო სრუტეში,  სპარსელთა მძლავრი ფლოტი აბორდაჟზე აიყვანეს, ცეცხლს მისცეს და ჩაძირეს, ქსერქსეს არმიას ანაზდად ჩამოეცალა საზღვაო მაშველი ძალა, კოლოსი რომელიც მთელს ევროპას ემუქრებოდა დამუხრუჭდა და მომდევნო წელს ნელნელა უკუიქცა კვლავ აზიისკენ დაკარგა რა გზაში  ათასობით მხედარი სახადისა და შიმშილისგან, ათენმა გადაარჩინა საბერძნეთი, განა მარტო საბერძნეთი დასავლეთის მთელი ცივილიზაციაც, იქნებ თემისტოკლემ მოქრთამა დელფოს ქურუმნი სასურველი პასუხის მისაღებად, ყოველ შემთხვევაში ჰეროდოტე არსად მინიშნებითაც კი არ ახსენებს ქრთამს, ბერძენთა უმრავლესობას პოეტ  პინდარესთან ერთად სჯერა აპოლოს ძალა ა ყოვლისმცოდნეობა, როდესაც ფილიპე მაკედონელმა დაიპყრო საბერძნეთი დელფოს სამისნო ჯერაც ინარჩუნებდა ავტორიტეტს და რეპუტაციას, ალექსანდრე დიდმა  ძღვენი გაუგზავნა მათ, მართალია საბერძნეთს მაკედონური დინასტია მართავდა, მაგრამ ელადის კულტურა და ცივილიზაცია განაგრძობდა არსებობას, შემდეგ მოვიდნენ რომაელები თუმც არა

იმდენად ცივილიზებულნი, როგორც მაკედონელნი, ორატორი ციცერონი სიჭაბუკეში ეწვია დელფოს და ჰკითხა პითონესას «ვით მოვიხვეჭო კიდევ უფრო დიდი სახელი», რაზედაც მიიღო ძალზე ბრძნული პასუხი «შენივე ბუნება გყავდეს მეგზურად  ცხოვრებაში და არა უმრავლესობის აზრი», მაგრამ აპოლონი თანდათან ჰკარგავდა ძალებს, უხეში, პრაქტიკული, არაესთეტური რომაელნი მოწიწებით როდი მიდიოდენ დელფოში, არამედ ცნობისმოყვარეობით, ნერონმა  500 ქანდაკება გაზიდა

რომში, სატირიკოსი ლუციანე დასცინოდა სამისნოს, IV ს იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა იმპერიის ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა, ძველი ღმერთების გამგებლობა წარსულს ჩაბარდა, მათი ტაძრები დაცარიელდა, ქანდაკებები დაემხო, საკურთხევლებზე ცხვრებს აღარავინ სწირავდა, შემდეგ ახ წ  IV ს II ნახევარში იმპერატორმა იულიანე განდგომილმა წარმართობის უკანასკნელმა ქომაგმა თავის წინამორბედთა მიბაძვით დელფოში დესპანი გაგზავნა, მან გაიარა ძველი საღვთო გზა და წარსდგა აპოლოს საკურთხევლის წინაშე, მაგრამ პითონესას პასუხი უნუგეშო იყო «ამცნე ხელმწიფეს დაეცათქო ტურფა დარბაზი, ფებუსს აღარ აქვს სამფლობელო და წართქმის  დაფნა, დაშრა მეტყველი შადრევანი, დაიშრიტა წყარო ზრახვისა», ფრანგებმა აღმოაჩინეს რამდენიმე ნაშთი დელფოს წარსული დიდებისა ათენელთა ფასის საცავი, რომლის კედლებზეც წარწერილია აპოლონის ჰიმნი, ლეშეს ანუ კნიდოსელთა კლუბის შენობის ნარჩენები, დიდებული კოლონებიანი ანსამბლი მოცეკვავე ქალებისა, ბრინჯაოს ქანდაკება ეტლზე ამხედრებული ჭაბუკისა, სირაკუზელთა ძღვენი, თეატრონის უკან  ძველი გზაა ავ საფეხურად წოდებული, თეატრონი დღეს ცარიელია, აღარ ცეკვავენ აქ თეადები და ბოლოს გავიხსენოთ ძველ მწერალთა მიერ ხსენებული დიდებული წარწერები ტაძრის კარიბჭეზე,

«შეიცან თავი შენი»,

«ნურასოდეს გადააჭარბებ»,

«შუათანა გზაა საუკეთესო».

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ისტორია / კოტრელი ლეონარდ / ანტიკურობის საოცრებანი