მეშველიანი კ.

სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია 

 

 

სარჩევი.

I პირველყოფილი თემური წყობილება სლავებში.

პირველყოფილი თემური წყობილების დაშლა, პირველი სლავური სახელმწიფოების წარმოშობა.

1 სლავების წარმოშობა.

2 სლავების საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობილება IV-VI საუკუნეებში.

3 სლავები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.

4 დასავლეთ სლავები VI-VII საუკუნეებში.

II ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბება სამხრეთ და დასავლეთ სლავებში VII-X საუკუნეებში.

1 ბულგარეთის სახელმწიფო VII-X საუკუნეებში.

2 სერბიის სახელმწიფოებრივი გაერთიანების დასაწყისი.

3 ხორვატია VII-XI საუკუნეებში.

4 სლოვენია VI-X საუკუნეებში.

5 დიდმორავიის სახელმწიფო.

6 ჩეხეთის ადრეფეოდალური სახელმწიფოს შექმნა.

7 ძველი პოლონეთის სახელმწიფოს წარმოშობა.

8 ლაბისპირეთისა და ბალტიისპირეთის სლავები IX-XII საუკუნეებში.

9 სამხრეთ და დასავლეთ სლავების კულტურა VII-IX საუკუნეებში.

III ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარება სამხრეთ სლავებში.

ბალკანეთის ნახევარკუნძულის დაპყრობა ოსმალების მიერ.

1 ბულგარეთის ფეოდალური სახელმწიფო X საუკუნეში.

2 ბულგარეთი ბიზანტიის ბატონობის უღელქვეშ.

3 რუსეთ-ბულგარეთის ურთიერთობა X-XII საუკუნეებში.

4 ფეოდალური ურთიერთობა ბულგარეთში XII-XIV საუკუნეებში.

5 ფეოდალური სერბეთის პოლიტიკური წყობილების ჩამოყალიბება.

6 შუა საუკუნეების სერბეთის ფეოდალური წყობილება.

7 ფეოდალური სერბეთის პოლიტიკური გაძლიერება.

8 სერბეთის ფეოდალური დაქუცმაცება XIV საუკუნის II ნახევარში და XV საუკუნის I ნახევარში.

9 ბოსნია XII-XIV საუკუნეებში.

10 ხორვატია XI-XV საუკუნეებში.

11 სლოვენიის მიწები XI-XV საუკუნეებში.

12 ბალკანეთის ნახევარკუნძულის დაპყრობა თურქების მიერ.

IV ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარება დასავლეთ სლავებში, ჩეხეთი და სლოვაკეთი.

1 ჩეხეთი XI-XII ს.

2 ჩეხეთი XIII-XIV ს.

3 ჩეხეთი XIV საუკუნის დამლევიდან XV ს შუა ხანებამდე, ჰუსიტური რეოლუციური მოძრაობა.

4 სლოვაკეთი XI-XV ს.

 

პოლონეთი.

1 პოლონეთის სახელმწიფო XI ს.

2 პოლონეთი ფეოდალური დაქუცმაცების ხანაში XI ს II ნახევარი-XIII ს.

3 ბრძოლა ერთიანი პოლონეთის ეროვნული სახელმწიფოს შექმნისათვის.

4 პოლონეთი XIV ს II ნახევარში და XV ს I ნახევარში.

სამხრეთ და დასავლეთ სლავების კულტურა IX-XV საუკუნეებში.

1 ბულგარეთის კულტურა.

2 ხორვატიის, დალმაციისა და სლოვენიის კულტურა.

3 სერბეთის კულტურა.

4 ჩეხეთისა და სლოვაკეთის კულტურა.

5 პოლონეთის კულტურა.

V სამხრეთ სლავები ოსმალეთისა და ავსტრიის ბატონობის უღელქვეშ XV-XVIII ს I ნახევარი.

1 ოსმალეთის ბალკანეთზე გაბატონების რეაქციული მნიAშვნელობა.

2 ოსმალთა სამხედრო-ფეოდალური ბატონობა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე XV-XVII ს.

3 ბულგარეთის, სერბეთისა და ხორვატიის ხალხების ბრძოლა ოსმალო დამპყრობთა წინააღმდეგ.

4 ჩერნოგორია და მისი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის XVII ს-ში და XVIII ს I ნახევარში.

5 დალმაცია, დუბროვნიკი.

6 სამხრეთ სლავები ავსტრიის ბატონობის უღელქვეშ.

7 სლოვენიის მიწები XVI-XVII ს.

VI ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობა დასავლეთ სლავებში (XVI-XVIII საუკუნეები).

პოლონეთი.

1 ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობის განვითარება პოლონეთში XV ს II ნახევარში და XVI ს.

2 წოდებრივი მონარქიის ჩამოყალიბების დასასრული.

3 მრავალეროვანი ჟეშ-პოსპოლიტას შექმნა.

4 ჟეშ-პოსპოლიტას ეკონომიკური და პოლიტიკური დაცემა XVII ს II ნახევარი და XVIII ს I ნახევარი.

5 პოლონეთი ფეოდალურ ურთიერთობათა დაშლისა და კაპიტალისტური წყობილების განვითარების პერიოდში, ჟეჩ-პოსპოლიტას დაცემა.

ჩეხეთი.

1 ჩეხეთი XV ს II ნახევარში და XVI ს I მესამედში.

2 ჩეხეთი ავსტრიის მრავალეროვანი მონარქიის შემადგენლობაში 1526-1620 წლები.

3 ფეოდალურ-კათოლიკური რეაქციის გაძლიერება ჩეხეთში XVII ს.

4 ფეოდალურ-ბატონყმური ურთიერთობის რღვევის დასაწყისი და კაპიტალისტურ ურთიერთობათა წარმოშობა.

სლოვაკეთი.

სამხრეთ და დასავლეთ სლავების კულტურა XVI-XVIII საუკუნეებში.

1 ბულგარეთის კულტურა.

2 სერბეთისა და ჩერნოგორიის კულტურა.

3 ხორვატიის, დალმაციისა და სლოვენიის კულტურა.

4 პოლონეთის კულტურა.

5 ჩეხეთისა და სლოვაკეთის კულტურა.

 

ქრონოლოგიური ცხრილი.

I პირველყოფილი თემური წყობილება სლავებში.

 

პირველყოფილი თემური წყობილების დაშლა, პირველი სლავური სახელმწიფოების წარმოშობა.

 

სლავების წარმოშობა.

 

სლავების წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდა. მათ შორის ყველაზე გავრცელებული იყო მიგრაციის თეორია, რომელიც სლავების ავტოქტონობას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ სლავები არ არიან იმ ტერიტორიის მკვიდრნი სადაც ისინი უძველესი დროიდან მოსახლეობდნენ.

ისტორიკოსები სოლოვიოვი და კლეტჩევსკი თვლიდნენ, რომ სლავების სამშობლო დუნაის ქვედა წელზე მდებარეობდა საიდანაც მოხდა მათი განსახლება მთელ იმ ტერიტორიაზე რომელიც ახლა უჭირავთ.

სლავების დასახლების შესახებ ასეთი ლეგენდაც არსებობს, თითქოს მსოფლიო წარღვნის შემდეგ ნოეს შვილი იაფეთი რომელიც სვლავების წინაპრად ითვლებოდა დუნაისპირეთში დასახლდა.

აქედან სლავები შემდგომ სხვა ადგილებშიც გადასახლდნენ.

მიგრაციულ თეორიას იზიარებდა რუსი მეცნიერი შახმატოვი.

სოლოვიოვისა და კლეჩევსკისაგან განსხვავებით სლავების წინა სამშობლოდ იგი დას დვინისა და ნემანის ქვედა წელის აუზებს მიიჩნევდა, მისი აზრით აქედან დაიწყო სლავების განსახლება.

გერმანელი ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, რომ სლავები გერმანიის მიწა-წყლიდან იყვნენ გამოსულნი.

საბჭოთა მეცნიერება მიგრაციის თეორიების საწინააღმდეგოდ სლავების ავტოქტონურ წარმოშობას ამტკიცებს.

სლავი ხალხების ეთნიკური ერთობა და თანამედროვე თავისებურებანი ხანგრძლივი და რთული ისტორიული პროცესის შედეგია.

მეცნიერთა აზრით ეს პროცესი ჯერ კიდევ ძ წ III ათასწლეულის დამდეგიდან იწყება.

ამ დროს შუა და ნაწილობრივ აღმ ევროპაში ცხოვრობდნენ ტომები, რომლებმაც იცოდნენ მიწის დამუშავება და მისდევდნენ მეცხოველეობას.

ისინი ძველი ინდოევროპული ენის დიალექტებზე ლაპარაკობდნენ, რომელთა განვითარების შედეგად ინდოევროპული ენების სხვადასხვა ჯგუფები წარმოიშვა.

ერთერთი ასეთი ჯგუფი მოსახლეობდა მდინარეების ვისლისა და დნეპრის შუა წელის აუზებში ვოლინის მხარეში.

პოლონელი, ჩეხი და სლოვაკი ისტორიკოსების უმრავლესობა ტომთა ამ ჯგუფს მისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი ნიშნების მიხედვით სლავთა წინაპრად მიიჩნევდნენ.

ძ წ II და I ათასწლეულებში სლავთა წინა ტომებში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდებოდა.

გვიანდელი ნეოლითური ხანის იარაღებიდან ჯერ ბრინჯაოს შემდეგ კი რკინის იარაღები გაჩნდა.

ტომებს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ მეზობელ თრაკიულ, ილირიულ, სკვითურ და სხვა ტომებთან.

ამ ხანაში სლავთა დასახლების ადგილები მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისისათვის ისინი მოსახლეობდნენ ბაზიის (ბალტიის) ზღვიდან ვიდრე მდ დუნაიმდე და შავი ზღვის ტრამალებამდე.

დასავლეთით მათი ტერიტორია მდ ოდრამდე ვრცელდებოდა, აღმოსავლეთით კი მდ ოკამდე.

ამ დროისათვის ჩამოყალიბდა ადრინდელი სლავური ტომების ძირითადი ჯგუფები, რომლებიც I და II ს ანტიკური მწერლების პლინიუს უფროსი, კლავდიუს პტოლემაიოსი, ტაციტუსი და სხვა ნაწარმოებებში ვენეტების სახელით მოიხსენიებიან.

ეს სლავური ტომები ბალტიისპირეთში მდინარეების ლაბისა და ვისლის აუზებში ცხოვრობდნენ, წყაროების ცნობებით ვენედები ამ დროს ბინადარ  ცხოვრებას ეწეოდნენ და როგორც ტაციტუსი გვიმოწმებს მომთაბარე სარმატებისაგან საგრძნობლად განსხვავდებოდნენ.

IV-VI საუკუნეებში ძველი ავტორებისაგან ცნობილი ხდება 2 სლავური გაერთიანება ანტებისა და სკლავინებისა, როგორც ჩანს ესენი ვენედთა ტომებს ეკუთვნოდნენ.

სკლავინებისაგან განვითარდნენ აღმოსავლეთის სლავები ჩეხები, სლოვაკები, პოლონელები, ლაბისპირეთისა და ბალტიისპირეთის სლავები.

ანტებმა კი საფუძველი ჩაუყარეს აღმოსავლეთისა და ნაწილობრივ სამხ სლავებს.

VI ს ბოლოსა და VII ს დასაწყისში სლავების მიერ დასახლებული ტერიტორია გაფართოვდა როგორც სამხრეთით ისე დასავლეთით.

ლანგობარდი ისტორიკოსი ქსტავლე დიაკონის ცნობით სლავები ლანგობარდთა სახელმწიფოსა და ბავარიის მეზობლები იყვნენ, სხვა ცნობები ადასტურებენ, რომ სლავები მდ ლაბის დას ცხოვრობდნენ, ხოლო მათი ცალკეული დასახლებანი მდ რაინამდეც კი აღწევდა.

IX საუკუნეში ერთი წყარო ჰამბურგს სლავების ქალაქს უწოდებს.

 

სლავების საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობილება IV-VI საუკუნეებში.

 

IV-VI საუკუნეებში სლავების ძირითადი საქმიანობა მიწათმოქმედება იყო. გამწევ ძალად სლავები ხარებსა და ცხენებს იყენებდნენ, მათი სასოფლო-სამეურნეო იარაღები იყო ხის კავი რკინის სახნისით, გუთანი, ნამგალი და სხვა.

მიწათმოქმედების გარდა სლავები მეცხოველეობასაც მისდევდნენ.

მსხვილ რქოსან საქონელთან და ცხენებთან ერთად მათ ჰყავდათ ღორები, ცხვრები, თხები და შინაური ფრინველი.

მისდევდნენ ნადირობას, მეთევზეობასა და ტყის მეფუტკრეობას. იცნობდნენ მებოსტნეობას და მებაღეობას.

წერილობითი წყაროები და არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ, რომ სლავებს მოჰყავდათ მრავალი სასოფლო-სამეურნეო და ტექნიკური კულტურა.

ძირითადად კი ფეტვსა და ხორბალს სთესდნენ.

სლავების მეურნეობის შესახებ VI ს-ში ბიზანტიელი ავტორი ფსევდომავრიკე თავის ტრაქტატში სამხედრო ხელოვნების შესახებ წერდა `მათ დიდძალი მსხვილი რქოსანი საქონელი და გროვებად დაყრილი მიწის ნაყოფი გააჩნდათ, განსაკუთრებით კი ფეტვი და ხორბალი~.

სოფლის მეურნეობის პროგრესი ხელოსნობის განსაკუთრებით რკინის დამუშავების გარეშე წარმოუდგენელი იყო. სლავები კარგად იყვნენ დაუფლებული ხელოსნობას, არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურეს, რომ სლავები რკინის გარდა სპილენძს, ბრინჯაოს, ვერცხლსა და ოქროს ამუშავებდნენ.

დიდი რაოდენობით აკეთებდნენ თიხის ჭურჭელს, ამზადებდნენ ქსოვილებს და მათგან ტანსაცმელს იკერავდნენ.

ამ დროს ხელოსნობა სოფლის მეურნეობისაგან გამოყოფილი არ იყო, ამიტომ სლავებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ქალაქები, რომლებიც მხოლოდ VII-VIII საუკუნეებში წარმოიშვნენ.

მტრის შემოსევის შემთხვევაში სლავი მოსახლეობა თავს აფარებდა მიწაყრილითა და სხვა ნაგებობებით გამაგრებულ ადგილებს, რომელთაც გოროდიშჩებს უწოდებდნენ.

ასეთ ადგილებში თანდათანობით სახლდებოდნენ ხელოსნები. ბევრი გოროდიშჩე შემდეგ ქალაქად გადაიქცა.

სლავები უკვე იცნობდნენ ვაჭრობას. აღებ-მიცემა არა მარტო სლავურ ტომებს შორის არამედ მეზობელ ქვეყნებთანაც წარმოებდა, განსაკუთრებით სამხრეთით.

სლავებს გაჰქონდათ ბეწვეული, პური და სხვა, ვაჭრობდნენ მონებითაც.

დიდი ხეებისაგან გაკეთებული პრიმიტიული ნავებით სლავები უშიშრად გადიოდნენ ზღვაში.

VI ს ბიზანტიელი მწერლების ნაწარმოებებში ასახულია სლავებში იმ დროს გაბატონებული გვაროვნული წყობილების სურათი. ამ ავტორებს, რომლებიც ბიზანტიის ცივილიზაციის სიმაღლიდან უყურებდნენ სლავებს მიაჩნდათ, რომ ბარბაროს ანტებსა და სკლავინებს მეტად პრიმიტიული საზოგადოებრივი წყობილება ჰქონდათ, მაგრამ აშკარაა, რომ ჯერ კიდევ IV საუკუნემდე სლავებში პირველყოფილი თემური წყობილება დაშლის გზაზე დადგა.

საზოგადოების ძირითად სამეურნეო ერთეულს პატრიარქალური საოჯახო თემი წარმოადგენდა, ასეთ დიდ ოჯახებს სლავები ზადრუგებს უწოდებდნენ. ზადრუგა შეიცავდა 4-5 თაობის ახლო ნათესავებს, ერთი მამის შვილებს თავის ოჯახებით.

ზადრუგის წევრთა რაოდენობა 200-300 კაცს აღწევდა მის სათავეში ბატონი (დომატინი) იდგა, რომელიც უფრო ხშირად ზადრუგის უხუცესი წევრი იყო.

მნიშვნელოვან საქმეებს წყვეტდა ოჯახის საბჭო სადაც ყველა მამაკაცი და ქალი შედიოდა.

ზადრუგის წევრები ერთობლივად ამუშავებდნენ მიწას, იკვებებოდნენ საერთო მარაგიდან.

სამეურნეო ნაგებობები, საქონელი და სხვა ზადრუგის ყველა წევრის საკუთრებას წარმოადგენდა.

ზადრუგები შედიოდნენ გვაროვნულ თემებში, რამდენიმე გვაროვნული თემი ჰქმნიდა ტომს, რომელსაც ჟუპა ეწოდებოდა.

მხნე ტომები, წერდა ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი ანტებისა და სკლავინების შესახებ უძველესი დროიდან ხალხთმმართველობით ცხოვრობდნენ, მათ არ მართავს 1 ადამიანი, ამიტომ მათთან ბედნიერება და უბედურება საერთო საქმედ ითვლება.

ტომის საქმეებს საერთო სახალხო კრება ვეჩე წყვეტდა.

ვეჩე ირჩევდა უხუცესებს, რომლებიც მართავდნენ ტომს მშვიდობიანობის დროს, ომის დროს სლავები ბელადს ირჩევდნენ.

როგორც ვხედავთ სლავებს ჯერ კიდევ თემური წყობილება ჰქონდათ, მაგრამ ამ წყობილების რღვევის ნიშნები აშკარად ჩანს.

საწარმოო ძალების შემდგომმა განვითარებამ სლავებში თანდათან არისტოკრატიული ზედაფენის წარმოშობა განაპირობა, გაჩნდნენ ბელადები, რომლებიც 1 ან რამდენიმე ტომის სათავეში იდგნენ.

ომებისა და მიტაცების გზით დიდკაცები, ბელადები დიდ ქონებას აგროვებდნენ, ამ ფაქტს არქეოლოგიური მასალებიც ადასტურებენ, მაგ 1912 წ პოლტავის ოლქში ნაპოვნი განძიდან მარტო ოქროს ნივთები ოც კგ-ზე მეტი იყო.

V-VI ს სლავებში კლასების წარმოშობის პროცესი დაიწყო. გაჩნდნენ მონები, რომელთა მოპოვების წყაროს უმთავრესად ომები წარმოადგენდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მონობას სლავებში არასოდეს არ ჰქონია დიდი მნიშვნელობა.

სლავებს მოწინააღმდეგე ტყვედ მიჰყავდათ მხოლოდ გამოსასყიდის მიღების მიზნით, გამოუსყიდველ მონებს ტყვეობაში დიდხანს არ ტოვებდნენ და გარკვეული ვადის შემდეგ ათავისუფლებდნენ.

 

ხშირად გათავისუფლებულ მონებს უფლებას აძლევდნენ ტომში დარჩენილიყვნენ თავისუფალი წევრის უფლებებით.

საერთოდ მონის შრომა ფართოდ არ გამოიყენებოდა, მონებით ვაჭრობასაც უმნიშვნელო მასშტაბები ჰქონდა, ასე, რომ მონობა სლავებში კლასიკურ ფორმამდე არ განვითარებულა, იგი პატრიარქალურ ხასიათს ატარებდა.

ძველი სლავების რელიგიური რწმენა მათ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ წყობას შეესატყვისებოდა, ისინი წარმართნი იყვნენ.

პ. კესარიელის გადმოცემით სლავები ყველაზე დიდ პატივს სცემდნენ ჭექა-ქუხილის ღმერთ პერუნს, რომელიც სამყაროს განმგებლად მიაჩნდათ, მას მსხვერპლს სწირავდნენ და მის სადიდებლად განსაკუთრებულ რიტუალს ასრულებდნენ.

სლავები თაყვანს სცემდნენ აგრეთვე მზის ღმერთ სვიატოვისს ანუ ტრიგლასს, მიწისა და ნაყოფიერების ჟივას და ქარის ღმერთ სტრიბოგს.

ასეთი ანიმისტური რელიგიაა დამახასიათებელი საზის განვითარების იმ სტადიისათვის როდესაც გვაროვნული დემოკრატია თანდათან გზას უთმობს ერთპიროვნულ მმართველობას. სლავები ამ დროს სწორედ ამ საფეხურზე იმყოფებოდნენ. ამ სტადიისათვის დამახასიათებელია აგრეთვე სამხედრო საქმის განვითარება, ლაშქრობები.

ბიზანტიელი ისტორიკოსების დახასიათებით სლავები თავისუფლებისმოყვარე, მამაცი და მეომარი ხალხი ყოფილა.

სლავი ტომების ცხოვრება განუწყვეტელ ომებში მიმდინარეობდა, მათ ომის წარმოების საკუთარი ხერხები ჰქონდათ შემუშავებული. ფსევდომავრიკეს გადმოცემით სლავები მტერს ბრძოლებს ხშირ ტყეებში, ვიწროებსა და ხრამებში უმართავდნენ, კარგად უსაფრდებოდნენ და მოულოდნელი თავდასხმებით დღისით და ღამით ებრძოდნენ მტერს. ისინი დაოსტატებული იყვნენ მდინარეების გადალახვაშიც.

ფიზიკურად მძლავრ სლავებს გამოფუღურავებული ლერწმის ღეროთი პირში საჭირო შემთხვევაში საათობით შეეძლოთ წყლის ქვეშ ყოფნა.

სლავური ჯარი ძირითადად ქვეითებისაგან შედგებოდა, თუმცა მათ ცხენოსნებიც ჰყავდათ.

მეომრები მსუბუქად იყვნენ შეიარაღებული ხის ფარებით, მოკლე შუბებითა და ქვის ისრებით.

ხშირი ომები მეტად აჩქარებდა ქონებრივი უთანასწორობის განვითარების პროცესს. თუ ადრე სამხედრო ნადავლი პირველ რიგში ტომის საკუთრებაში გადადიოდა ახლა ლაშქრობებიდან დაბრუნებული ბელადები ნადავლის დიდ ნაწილს თავისთვის იტოვებდნენ, მდიდრდებოდნენ ბელადის რაზმელებიც. ომების დროს საზის ერთი ნაწილის გამდიდრება და მეორის გაღარიბება სწრაფად მიმდინარეობდა.

ქონებრივ უთანასწორობას არ შეიძლებოდა კვალი არ დაეჩნია სოციალურ ურთიერთობაზე, დიდკაცობა უფრო ძლიერდებოდა და მეტ გავლენას იძენდა ვიდრე საზის რიგითი წევრები.

ამრიგად ზემონათქვამიდან ჩანს, რომ პირველყოფილი თემური დემოკრატიული წყობილება თანდათან უთმობდა ადგილს კლასობრივ საზს. მათ შორის გარდამავალ საფეხურს სამხედრო-დემოკრატიული წყობილება წარმოადგენდა, სწორედ ასეთი წყობით ცხოვრობდნენ სლავები VI საუკუნეში.

მათ საზში ჯერ კიდევ არსებობდნენ გვაროვნულ ურთიერთობათა ტრადიციული ფორმები, მაგრამ თავისი წინანდელი მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდათ.

გვარის უხუცესთა საბჭოს თანდათან ცვლის გვაროვნული დიდკაცობის საბჭო. ვეჩეს (სახალხო კრების) უფლებები მთავრების, ბელადების ხელში გადადის. სამხედრო დემოკრატიის განვითარებამ ყველა პირობა შექმნა სლავების სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის. ასეთი იყო სლავების საზოგადოებრივ-ეკონომიკური წყობილება VI საუკუნეში, როდესაც ისინი ბალკანეთის ნკ-ზე იწყებდნენ შეჭრას.

 

3 სლავები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.

 

ბალკანეთის ნკ-ზე სლავთა ტომების შეჭრა მათ საზში პირველყოფილი თემური წყობილების რღვევისა და სამხედრო-დემოკრატიული წყობის განვითარების შედეგი იყო და ხალხთა დიდი გადასახლების ნაწილს წარმოადგენდა.

სლავების მიერ ბალკანეთზე ბიზანტიის სამფლობელოების დაპყრობის პროცესი ორ ნაწილად იყოფა I-VI ს და VI-VIIს II ნახევრამდე.

პირველ პერიოდში სლავების თავდასხმები ეპიზოდური იყო, სლავები დაპყრობილ ტერიტორიაზე არ რჩებოდნენ და თარეშის შემდეგ კვლავ თავის სამშობლოს დუნაის მარცხენა ნაპირს უბრუნდებოდნენ.

პირველ თავდასხმებს ისინი სხვა ხალხებთან სარმატებთან, გუთებდთან და ჰუნებთან ერთად ახდენდნენ.

ამ თავდასხმებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ისინი მონათა და კოლონების აჯანყებებს ერწყმოდნენ და ძირს უთხრიდნენ მონათმფლობელურ წყობილებას ბიზანტიის იმპერიაში.

 

II პერიოდში სკლავინებისა და ანტების თავდასხმებმა მასობრივი და სისტემატიური ხასიათი მიიღო.

სლავების ლაშქრობებში ხშირად ავართა ტომებიც მონაწილეობდნენ.

 

ბიზანტია ვეღარ უმკლავდებოდა სლავების შემოსევებს.

 

493 წ სლავების დიდი მასა თრაკიაში შეიჭრა.

517 წ სლავებმა მაკედონია, თესალია და ეპირი გააჩანაგეს.

527 წ სლავების ახალი თავდასხმის შემდეგ დაიწყო სლავთა დასახლება ბალკანეთში.

სლავების დიდი მასების შეჭრას ბალკანეთში ადგილი ჰქონდა 535, 540, 546, 547, 550 და 570 წლებში.

540 წელს ლაშქრობის დროს სლავების ნაწილმა იტალიასაც კი მიაღწია.

სლავები ხშირად კონსტანტინეპოლამდე მიდიოდნენ.

1 ისტორიკოსის ცნობით 558 წ 100 000 სლავი საბერძნეთში შეჭრილა.

იოანე ეფესელი სლავთა ერთერთი დიდი თავდასხმის მომსწრე გადმოგვცემს, რომ 586 წ ელადაზე, სოლუნის ოლქზე და თრაკიაზე ლაშქრობის შემდეგ სადაც მათ მრავალი ციხე-სიმაგრე და ქალაქი დაუპყრიათ და დიდძალი ტყვე ჩაუგდიათ ხელში სლავები კონსტანტინეპოლს მიადგნენ.

დედაქალაქის მახლობლად სლავებს ხელთ უგდიათ იმპერატორის ცხენის ჯოგები და დიდი ნადავლი და აი ეს ხალხი, რომელიც უღრანი ტყეებიდან გამოჩენას ვერ ბედავდა დასახლდა და დღესაც ცხოვრობს რომეების (ბიზანტიელების) ქვეყნებშიო წერდა იოანე 584 წელს.

VI ს ბოლოს სლავების შეჭრა ბალკანეთზე ძირითადად შეწყდა, თუმცა ასეთ მოვლენებს VII ს I ნახევარშიც ჰქონდა ადგილი, მაგ 600 წ სლავების დიდი ჯგუფი კვლავ კონსტანტინეპოლთან აღმოჩნდა.

623 წ სლავები კუნძულ კრეტას დაესხნნენ, ხოლო 642 წ აღნიშნულია სლავების ახალი შეტევა იტალიაზე.

VI ს ბოლოს ბიზანტიას თავს ესხმოდნენ ავართა ტომები, რომელთაც VI ს 60-ან წლებში დაიპყრეს პანონიაში მცხოვრები სლავები.

ბიზანტიელები ავარებს ხშირად იყენებდნენ მოკავშირეებად სლავების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ავართა შემოტევანი სლავებით დასახლებულ ტერიტორიაზე ერთგვარად აბრკოლებდა სლავთა თავდასხმებს ბიზანტიაზე, მაგრამ ბალკანეთის დაპყრობას სლავთა მიერ მან მაინც ვერ შეუშალა ხელი.

დიდი ხარკის გაღებით ბიზანტიელებმა შეძლეს ავარების თავდასხმების შეჩერება, მაგრამ სლავებისაგან თავის დაცვა ვერ მოახერხეს.

აღმ რომის იმპერიას არაერთი ხალხის შემოტევა განუცდია, მაგრამ არც ერთს არ ჰქონია ისეთი მნიშვნელობა როგორიც სლავების შემოსევებს.

სლავების თავდასხმებს ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც ბიზანტიის მონათმფლობელური წყობილება გამოუვალ კრიზისში იმყოფებოდა.

სლავების ბალკანეთში გამოჩენა აძლიერებდა მონებისა და კოლონების აჯანყებებს, აერთიანებდა მათ ბრძოლას და მონათმფლობელობის წინააღმდეგ მიმართავდა მათ.

სლავების დასახლებამ ბალკანეთზე საბოლოოდ დაამსხვრია მონათმფლობელობა ბიზანტიის ამ სამფლობელოში.

 

კოლონიზაციის შედეგები.

 

სლავების თავდასხმებმა და კოლონიზაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა ბალკანეთის ნკ-ს ეთნიკური შემადგენლობა. მთელი პროვინცია გასლავდა, გაბარბაროსდა, წერდა იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (ძოწითშობილი).

ადგილობრივი მოსახლეობა სხვა ადგილებში გადასახლდა და საგრძნობლად შეთხელდა.

ბალკანეთზე თრაკიულ-ილირიული მოსახლეობის გარდა სხვა მრავალი ხალხიც ცხოვრობდა, რომლებიც აქ ხალხთა გადასახლების დროს დასახლდნენ. თანდათან ადგილობრივი მოსახლეობა უფრო კომპაქტურ და მრავალრიცხოვან სლავურ მასას შეერწყა ამ პროცესსა და თრაკიული და ილირიული ენების გადაშენებას ხელი შეუწყო ერთი მხრივ სლავებისა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური წყობილების მსგავსებამ და მეორე მხრივ მათმა ერთობლივმა ბრძოლამ მონათმფლობელობის წინააღმდეგ.

ბალკანეთში სლავური ენა გაბატონდა, ძველი ენებიდან სლავურში მხოლოდ ზოგიერთი სიტყვა და გეოგრაფიული ტერმინი შევიდა.

ბალკანეთის ნკ-ს ძველი მოსახლეობის ნაშთებს წარმოადგენენ ბერძნები, ალბანელები და რომანიზებული მოსახლეობა, რომელთაც სლავები ვლახებს უწოდებდნენ.

ბალკანეთზე მოსული სლავები ტომებად დასახლდნენ, დობრუჯაში სევერები ცხოვრობდნენ, მათგან დასავლეთით დუნაისპირეთის დაბლობზე დასახლდა სლავთა დიდი გაერთიანება რომელიც 7 სლავური ტომის კავშირის სახელით არის ცნობილი, უფრო დასავლეთით მდ ტიმოკზე ტიმორჩანთა ტომი ცხოვრობდა, მდ მორავოს მახლობლად მორავანები, თრაკიის ჩრდ-დას ნაწილში დრაგოვიჩები, ტრუნის აუზში ტრიმონტები.

ბალკანეთის ჩრდ ნაწილში მდინარეების სავას, დრინას, მორავას აუზებში ხორვატებისა და სერბების ტომები დასახლდნენ, მათგან დასავლეთით ალპების მთისწინეთზე სლოვენები დამკვიდრდნენ. ბალკანეთზე დასახლდნენ აგრეთვე საგანდუტები, სმოლიანები, ვაინუტები, ვერბიტები და სხვანი.

 

საზოგადოებრივი წყობილება მეურნეობა.

ბალკანეთზე მოსვლის შემდეგ სლავებში კიდევ უფრო დაჩქარდა გვაროვნულ ურთიერთობათა რღვევა. გაძლიერდა კლასების წარმოშობის პროცესი და საფუძველი ჩაეყარა სახელმწიფოს წარმოშობას.

VII-VIII ს ბალკანეთის სლავების მეურნეობის ძირითად ფიგურას თემის თავისუფალი გლეხი წარმოადგენდა. სათემო მიწიდან მას გამოეყოფოდა ნაკვეთი, რომელიც თანდათან კერძო საკუთრებაში გადადიოდა.

სათემო მიწების დიდი ნაწილი არ იყო თემის წევრებს შორის დაყოფილი. თემს საერთო საკუთრებაში ჰქონდა ტყეები, სადაც ყველას შეეძლო შეშისა და სამშენებლო მასალის მოპოვება. საძოვრები სადაც თემის საქონელი ბალახობდა და სხვა. ასეთ ადგილებს და დაყოფის გარეშე დარჩენილ სახნავ მიწებს თემის დიდკაცობა იტაცებდა, ამიტომ გლეხთა საკუთრების გვერდით წარმოიშობოდა ტომის ბელადებისა და წარჩინებულთა მსხვილი საკუთრება მიწაზე.

გვაროვნული წყობილების პრინციპები სწრაფად ირღვეოდა და სლავური გვაროვნული თემი მეზობლურ თემად იქცეოდა. ამ პროცესს აჩქარებდა ქონებრივი დიფერენციაცია თემის წევრებს შორის, რასაც ხელს უწყობდა სათემო მიწების კერძო საკუთრებაში გადასვლა. ამავე დროს გვაროვნული წყობილების რღვევა სლავების ადგილობრივ მოსახლეობასთან შერევას აჩქარებდა.

ამრიგად შეიძლება დავასკვნათ, რომ VII-VIII ს სლავების სამეურნეო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან წინსვლას ჰქონდა ადგილი.

ბალკანეთში დასახლებული სლავების შესახებ ცნობებს გვაწვდის VIII ს II ნახევრის ბიზანტიური საკანონმდებლო ძეგლი `სამიწათმოქმედო კანონი~ სადაც კარგად არის ასახული სლავების კოლონიზაციის შედეგად შექმნილი ახალი პროგრესული სათემო წყობილება. ამ ძეგლიდან ჩანს, რომ მთიან და ტყიან ადგილებში დასახლებული სლავები მესაქონლეობას მისდევდნენ.

სახნავი მიწების გაფართოების მიზნით ისინი ტყეებს წვავდნენ. სამიწათმოქმედო კანონში ნახსენები სამეურნეო იარაღები მიწათმოქმედების მაღალ განვითარებაზე და დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებენ, რასაც არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებენ.

კანონში ნახსენებია გუთანი, სახნისი, ბარი, თოხი, ნამგალი, ცული, უღელი და სხვა. როგორც ჩანს სლავებმა მიწის განოყიერება არ იცოდნენ, ისინი თესდნენ მარცვლეულს, მოჰყავდათ ცერცვი, რგავდნენ ვაზს და ხეხილს.

 

ძეგლში ხშირად მოიხსენიება მეცხოველეობის სხვადასხვა დარგი.

თანდათან თავისუფალ მეთემეთა შორის გაჩნდნენ ისეთი უქონელი გლეხები ოპორები, რომლებიც სხვის მიწას ამუშავებდნენ და პატრონს მოსავლის ნახევარს უხდიდნენ.

გამოიყვნენ მდიდრებიც, რომლებიც სარგებლობდნენ უქონელი და ხელმოკლე გლეხების მდგომარეობით და მათ მიწებს იტაცებდნენ.

ყალიბდებოდა ფეოდალური დამოუკიდებლობის I ფორმები, რომელსაც სამიწათმოქმედო კანონიც ახსენებს, ასე მაგ გლეხს მსხვილი მიწათმფლობელისათვის უნდა გადაეხადა ნოსტა (მეათედი), რომელიც ნატურალური რენტის უძველეს სახეობას წარმოადგენს.

კლასთა წარმოშობის პროცესი რაც სლავებში ადრეც მიმდინარეობდა ბალკანეთის დაპყრობის შემდეგ VII-VIII ს უფრო დაჩქარდა.

სოციალური განსხვავების შინაგანი პროცესი, რომელიც სლავთა საზში შეურიგებელ წინააღმდეგობას წარმოშობდა საჭიროს ხდიდა ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის სახელმწიფოს შექმნას.

ტომობრივ სისტემას საზში წარმოქმნილ წინააღმდეგობათა დაშოშმინება-რეგულირება აღარ შეეძლო, რადგან გვაროვნული სისხლით ნათესაობის პრინციპები რომელსაც იგი ეყრდნობოდა არ არსებობდა. ფაქტიურად ტომები ტერიტორიულ და არა გვაროვნულ საფუძველზე ყალიბდებოდნენ.

სახელმწიფოს წარმოშობის აუცილებლობა სხვა ფაქტორებითაც იყო განპირობებული. გვაროვნული წყობილების მარტივი აპარატი ვერ უზრუნველყოფდა დაპყრობილ მოსახლეობაზე ბატონობას და გადასახადის აკრეფას, ამისათვის საჭირო იყო ისეთი ორგანოების შექმნა რომლებიც ამ ამოცანებს წარმატებით გაართმევდნენ თავს.

ბალკანეთის სლავებში სახელმწიფოს წარმოშობას საგარეო საფრთხეც მეზობელთა თავდასხმების საშიშროებაც განაპირობებდა. ასეთი თავდასხმები მოსალოდნელი იყო ბიზანტიის მხრივ, რომელიც ბალკანეთის მიწების დაკარგვას ვერ შერიგებოდა და ავართა ხაკანატის მხრივ, რომელიც სლავებში , ძველ დას პანონიაში შეიქმნა.

ბალკანეთში დასახლებულ სლავებში არაერთხელ ყოფილა ტომობრივ გაერთიანებათა შექმნის ცდები, მაგრამ ყველა ასეთი გაერთიანება არამყარი აღმოჩნდა, მათგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ქვედა მეზიაში შექმნილი 7 სლავური ტომის კავშირის სახელით ცნობილი გაერთიანება, განსხვავებით სხვებისაგან იგი უფრო მყარი აღმოჩნდა და გაუძლო მრავალ თავდასხმას, მათ შორის ბულგართა შემოსევას.

 

 

 

 

 

 

 

სლავთა საზის განვითარების შედეგად წარმოშობილი ეს გაერთიანება სლავთა I ადრეფეოდალური სახელმწიფო იყო, რომელიც საფუძვლად დაედო მომავალ ბულგარეთის სახელმწიფოს.

 

 

 

 

 

4 დასავლეთ სლავები VI-VII საუკუნეებში.

 

მრავალრიცხოვანი დას სლავური ტომები დასახლდნენ მდინარეების ვისლის, ოდერის, ლაბის და მორავის აუზებში. მდინარე ლაბის შუა და ქვემო წელზე ლაბირისპირეთის სლავები მოსახლეობდნენ, ლაბის ზემო წელსა და მდ ლატვისა და მორავის აუზებში ჩეხურ-მორავული ტომები დასახლდნენ, ოდრის ვაკის ზემო წელსა და ვისლის შუა და ზემო წელზე პოლონური ტომები დამკვიდრდნენ. ბალტიის ზღვის ნაპირებზე მდ ლაბასა და ვისლას შორის პომორიანები ცხოვრობდნენ.

 

სოციალურ ეკონომიკური განვითარება.

 

VI-VII ს დას სლავებმა ისევე როგორც სამხ და აღმ სლავებმა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწიეს.

დას სლავების ძირითად საქმიანობას გუთნის მიწათმოქმედება წარმოადგენდა. მეურნეობაში ისინი იყენებდნენ გაუმჯობესებულ სასოფლო-სამეურნეო იარაღებს გუთანს, რკინის სახნისიან კავს და სხვა.

უძველესი დროიდან ეწეოდნენ მებაღეობასა და მებოსტნეობას.

მიწათმოქმედებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეცხოველეობასა და მეთევზეობას, შედარებით ნაკლები ნადირობასა და ტყის მეფუტკრეობას.

მათი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურა ფეტვი იყო, თუმცა ქერსა და ხორბალსაც თესდნენ.

სამეურნეო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ხელოსნობას. დას სლავებმა იცოდნენ რკინის მოპოვება და დამუშავება. მეთუნეობაში იყენებდნენ სამეთუნეო მორგვს.

არქეოლოგიური გათხრების დროს მრავლად ნაპოვნი ქსოვილები მოწმობენ, რომ სლავებს ფეიქრებიც ჰყავდათ.

შეიქმნა ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრები ქალაქები პრაღა, კრაკოვი, გნეზნო, ვროცლავი, გდანსკი, ვოლინი, შჩეცინი და სხვა.

განმტკიცდა დას სლავების სავაჭრო კავშირისამხ და აღმ სლავებთან, ბიზანტიასთან.

 

 

ფრანკი ჟამთააღმწერლის ფრედეგარის ცნობით დას სლავებს სავაჭრო ურთიერთობა ფრანკებთანაც ჰქონიათ.

ბალტიისპირეთში ნაპოვნი არაბული მონეტები სლავებსა და არაბულ ქვეყნებს შორის არსებულ სავაჭრო კავშირზე მიუთითებენ.

 

V-VIII ს დას სლავებში გვაროვნული წყობილების უკანასკნელი სამხედრო-დემოკრატიის საფეხურიდან კლასობრივ საზზე გადასვლა ხდებოდა. საწარმოო ძალების განვითარების საფუძველზე ინტენსიურად მიმდინარეობდა ქონებრივი და სოციალური დიფერენციაცია პროცესი, წარმოიშვა დიდკაცობა, პანები, რომელთაც დიდძალი ქონება გააჩნდათ.

გვაროვნული დიდკაცობა გაღატაკებული მეთემეების მიწებს იტაცებდნენ, წარმოიშვა ფეოდალური საკუთრება მიწაზე.

ამავე დროს მიმდინარეობდა დამოუკიდებელი გლეხობის წარმოშობის პროცესი.

საზის კლასებად დაყოფამ სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობა განაპირობა. დას სლავებში I ადრეფეოდალური სახელმწიფოები VII ს წარმოიქმნენ.

 

სამოს სამთავრო.

 

დას სლავების I სახელმწიფო სამოს სამთავრო იყო. იგი ავართა წინააღმდეგ ბრძოლაში წარმოიშვა.

VI ს თურქული მოდგმის ავართა ტომმა პანონია დაიკავა და მეზობელი სლავური ტომები დაიმორჩილა.

ავართა ხაკანატის მოსახლეობის ძირითად ნაწილს სლავები შეადგენდნენ, რომლებიც ავარებს ხარკს უხდიდნენ.

ავარებთან ერთად სლავები მონაწილეობდნენ ბიზანტიასა და სხვა ქვეყნებზე თავდასხმებში.

GVII ს დასაწყისში სლავები არაერთხელ აჯანყებულან ავართა ბატონობის წინააღმდეგ.

622 წ აჯანყდნენ პანონიის, ჩეხეთის, მორავიისა და სლოვენიის სლავები. ამ ძლიერ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ვაჭარი სამო, ფრედეგარის და სხვა ავტორთა ცნობით სამო ფრანკი იყო, რაც არ უნდა შეეფერებოდეს სინამდვილეს.

სხვა წყაროებიდან ჩანს, რომ სამო წარმოშობით სლავთა ჰუტანთა ტომიდან ყოფილა და ვაჭრობის მიზნით დიდხანს უცხოვრია ფრანკებთან.

სამოს ხელმძღვანელობით დაწყებული აჯანყება სლავების გამარჯვებით დამთავრდა. აჯანყების მსვლელობაში რამდენიმე ტომობრივი სამთავრო გაერთიანდა ერთ სახელმწიფოდ, რომლის ბირთვს მორავია წარმოადგენდა,ამ სახელმწიფოს სამოს სამთავრო ეწოდა.

სამოს სამთავროს ფრანკების წინააღმდეგაც მოუხდა ბრძოლა.

631 წ ფრანკთა მეფის დაგობერტის ჯარმა გაილაშქრა სამოს სახელმწიფოზე, ბრძოლა ფრანკებსა და სლავებს შორის 3 დღე გაგრძელდა და სლავების სრული გამარჯვებით დამთავრდა,ამან სამოს საშუალება მისცა შემოეერთებინა მთელი დას ჩეხეთი და ლუჟიცელი სერბები, აგრეთვე ტიურინგია და ფრანკონია.

 

სამოს სახელმწიფომ 35 წ იარსება.

658 წ სამოს გარდაცვალების შემდეგ იგი ცალკეულ სამთავროებად დაიშალა.

 

პოლონეთის სახელმწიფოებრიობის დასაწყისი.

 

VI-IX ს პოლონეთის მიწებზე სლავების ტერიტორიული გაერთიანებები არსებობდა. ჩვეულებრივ მათ ტომობრივ სამთავროებს უწოდებდნენ. ისინი გამაგრებული დასახლებების გრუდების სისტემას ემყარებოდნენ და სახელმწიფოებრიობის ჩანასახს წარმოადგენდნენ.

პოლონურ ტომებში არსებობდა ვისლიგიანთა, პომორიანთა, მაზოვშანთა, პოლიანთა და სხვა ტომობრივი სამთავროები, რომელთა სათავეში მთავრები იდგნენ.

მთავარი თავის ძალაუფლებას მემკვიდრეობით გადასცემდა, როგორც ჩანს მთავრის ტახტისათვის ტომის დიდკაცებს შორის გამუდმებული ბრძოლა მიმდინარეობდა.

ასე მოხდა მაგ პოლიანთა სამთავროშიც სადაც გააფთრებული ბრძოლის შემდეგ პოპელიდების ზველი დინასტია გადაყენებულ იქნა და ძალაუფლება პიასტთა დინასტიამ ჩაიგდო ხელში.

IX ს შეიმჩნევა რამდენიმე ტომობრივი სამთავროს გაძლიერება, მცირე პოლონეთში ვისლიენთა ტომი დაწინაურდა, დიდ პოლონეთში კი პოლიანთა ტომი, რომლის სათავეში ზემოდხსენებული პიასტები იდგნენ.

 

ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბება სამხრეთ და დასავლეთ სლავებში VII-X საუკუნეებში.

1 ბულგარეთის სახელმწიფო VII-X საუკუნეებში.

პროტობულგართა წარმოშობის საკითხი.

 

IV ს I ნახევარში მდ დონისა და ყუბანის აუზებში ცხოვრობდნენ მომთაბარე ტომები, რომელთაც ისტორიული წყაროები ბულგარების სახელით მოიხსენიებენ.

თანამედროვე სლავი ბულგარელი ხალხისაგან განსასხვავებლად მათ პირობითად პროტობულგარებს უწოდებენ.

პროტობულგარების წარმოშობის შესახებ ისტორიულ ლიტერატურაში სხვადასხვა აზრი იყო გავრცელებული.

XVIII-XIX ს მიჯნაზე შლეფერმა, კარამზინმა და სხვებმა გამოთქვეს აზრი, რომ პროტობულგარელები თურქულ მოდგმას ეკუთვნიან.

ზოგიერთი ისტორიკოსი ამტკიცებდა, რომ ისინი უნგრო-ფინური წარმოშობისანი იყვნენ, სხვები კი პროტობულგარებს სლავებად თვლიდნენ. იყო ასეთი აზრიც, თითქოს პროტობულგარები შერეული თურქული, ფინური და სლავური ელემენტებისაგან წარმოიშვნენ.

 

ცნობილ ბულგარელ ისტორიკოსებს ზლატარსკისა და მლადენოვს პროტობულგარელები ჰუნების მემკვიდრეებად მიაჩნდათ. ყველაზე გავრცელებულია შლეფერისა და კარამზინის აზრი პროტობულგარების თურქული წარმოშობის შესახებ, რაც მრავალი სხვადასხვა მასალით მტკიცდება, ამ აზრს იზიარებს საბჭოთა ისტორიოგრაფიაც.

 

IV ს II ნახევარში პროტობულგარების 1 ნაწილი ჰუნებმა დაიმორჩილეს, II კი სომხეთში გადასახლდა.

V ს II ნახევრიდან აღმ რომის იმპერია არაერთხელ იხმობს პროტობულგარებს სხვა ბარბაროსთა წინააღმდეგ საბრძოლველად, მოგვიანებით კი თვით ბიზანტია განიცდის ბულგართა და სლავთა ერთობლივ თავდასხმებს.

VI ს შავი ზღვის ჩრდ ნაპირზე შეიქმნა პროტობულგარების დიდი გაერთიანება, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბელადი კუბრატი. ამ გაერთიანებას ბიზანტიელი ქრონისტები დიდ ბულგარეთს უწოდებდნენ, იგი VII ს შუა წლებში დაიშალა ხაზართა თავდასხმების შედეგად.

პროტობულგართა ერთი ნაწილი ჩრდ-აღმოსავლეთისაკენ დაიძრა და მდ კამისა და ვოლგის შესართავთან დასახლდა, II ნაწილი ასპარუხის მეთაურობით კი დასავლეთით წავიდა და სამხ ბესარაბიაში დამკვიდრდა, ნაწილი კი ადგილზე დარჩა და ხაზარებს შეერია.

დუნაისპირეთში დასახლებული პროტობულგარები თავს ესხმოდნენ მეზობელ ტერიტორიებს, განსაკუთრებით კი ბიზანტიას. ეს უკანასკნელი ამ დროს მძიმე მდგომარეობაში იყო, არაბები გარს ერტყნენ კონსტანტინეპოლს, სლავები და პროტობულგარები კი მის დასავლეთის პროვინციებს უტევდნენ.

ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე IV-მ მხოლოდ არაბთა განდევნის შემდეგ შეძლო მთელი ძალები პროტობულგართა წინააღმდეგ მიემართა, მაგრამ ბიზანტიელებმა კვლავ მარცხი იწვნიეს.

პროტობულგარებმა თავისი ბატონობა ქ. ვარნამდე გაავრცელეს.

შვიდ სლავურ ტომთა კავშირში შემავალი ტომები დაიმორჩილეს და ხარკის გადახდა დააკისრეს.

ხარკის მიცემა ბიზანტიამაც ივალა და პროტობულგართა ეს გამარჯვება საზავო ხელშეკრულებით ცნო 681 წ რომლითაც ფაქტიურად ბალკანეთის ნკ-ზე ახალი სახელმწიფოს შექმნას აღიარებდა.

სლავებისაგან ასპარუხი მარტო ხარკის აღებას არ დასჯერდა, იგი მათი მმართველი გახდა. ახლადშექმნილ სახელმწიფოში წამყვანი მდგომარეობა სლავების ნაცვლად პროტობულგარებმა დაიკავეს, სახელმწიფოსაც ბულგარეთი დაერქვა. მისი დედაქალაქი პლისკა გახდა.

 

მომთაბარე პროტობულგარების სოციალ-ეკონომიკური განვითარების დონე სლავებთან შედარებით დაბალი იყო, ამიტომ მათ გაბატონებას არსებითად არ შეუცვლია სლავების საზოგადოებრივი ურთიერთობანი, პირიქით სლავების მაღალი კულტურის გავლენით ბულგარებმა ხელი მიჰყვეს მიწათმოქმედებას, სწრაფად განვითარდა მიწათმფლობელობაზე დაფუძნებული ფეოდალიზაციის პროცესი.

პროტობულგარების სლავებზე ბატონობა ორ საუკუნემდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ისინი სავსებით გაითქვიფნენ სლავურ მოსახლეობაში, დაკარგეს თავიანთი ძველი კულტურა და ენა.

2 ბულგარეთის სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური წყობილება VII-IX საუკუნეში.

 

VII საუკუნეში შექმნილ ბულგარეთის სახელმწიფოს ფართო ტერიტორია ეკავა. ჩრდილოეთით მას მდ დუნაი საზღვრავდა, სამხრეთით სტარა პლანინი, აღმ შავი ზღვა და დას-თ მდ ისკირი.

აქ მოსახლეობდნენ სლავები, პროტობულგარები, ბერძნები, თრაკიული და ბარბაროსი ტომების შთამომავალნი. ყველა ეს ხალხი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იდგა. მთიან ადგილებში მცხოვრები თრაკიელთა მემკვიდრენი უმთავრესად მეცხოველეობას მისდევდნენ, შავიზღვისპირა ბერძნული ქალაქები (პოლისები) დაცემის ხანაში იმყოფებოდნენ, მათი მოსახლეობაც უკვე ხელოსნობის ნაცვლად მიწათმოქმედებას მისდევდა.

პროტობულგარების ძირითადი საქმიანობა პირველი ათეული წლების მანძილზე კვლავ მეცხოველეობა იყო. მიწათმოქმედების მაღალი კულტურის გავლენით ყველა ეს ხალხი მალე ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდა.

მიწათმოქმედებასთან, მიწათმფლობელობასთან და მიწათმოქმედის შრომასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ურთიერთობანი ბულგარელი ხალხის ჩამოყალიბების ეკონომიკურ ნიადაგს ქმნიდა.

VII-IX ს თავისუფალი გლეხები მოსახლეობის ძირითად მასას შეადგენენ, ისინი თემებად ცხოვრობდნენ. გლეხების დიდი ნაწილი წვრილი და საშუალო მესაკუთრეებისაგან შედგებოდა, მაგრამ იყვნენ ბოგანოებიც, რომლებიც სხვის მიწას ამუშავებდნენ და სანაცვლოდ გადასახადებს იხდიდნენ და ვალდებულებებს ასრულებდნენ.

დიდკაცობის მიერ სათემო მიწების მიტაცების შედეგად გლეხობა ღატაკდებოდა. IX ს კანონები მოვალეებსა და მათხოვრებსაც მოიხსენიებენ. თემის საკუთრებაში თანდათან მხოლოდ ტყეები, საძოვრები და დაუმუშავებელი მიწები რჩებოდა. ღარიბი გლეხობა დიდკაცობის სრულ დამოკიდებულებაში ექცეოდა.

პროტობულგარული არისტოკრატიის წარმომადგენლებს ბოილები ეწოდათ, სლავურ დიდკაცობას კნეზები.

გაბატონებულ კლასში შედიოდნენ აგრეთვე ხანის რაზმელები ბაგაინები, ასევე კნეტები და თავისუფალი თემების ბელადები.

ამ პერიოდის ბულგარეთში მონობაც არსებობდა. მონობის, როგორც სოციალური ინსტიტუტის არსებობას მრავალი წყარო ადასტურებს, მაგრამ მონობა ბულგარეთში არ ყოფილა ანტიკური მონათმფლობელობის ტიპისა, მონებს ძალიან მცირე რაოდენობით იყენებდნენ წარმოებაში, მათ უმთავრესად ბიზანტიის იმპერიის ბაზრებზე ჰყიდდნენ.

მიწათმოქმედება და მეცხოველეობა როგორც უკვე ვთქვით ბულგარეთის მოსახლეობის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა, თუმცა მეურნეობაში გარკვეული ადგილი ხელოსნობასაც ეჭირა.

რკინისა და სხვა ლითონების დამუშავება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბულგარეთის შემადგენლობაში მადნით მდიდარი კარპატების ფერდობები შევიდა.

ხანი კლუმის 803-814 წ მიერ შექმნილ სახელოსნოებში მზადდებოდა რკინის საომარი იარაღი, საალყო მანქანები, ურმები და სხვა.

ბულგარელი ხელოსნები სპილენძის ნივთებსაც ამზადებდნენ, პლისკაში გათხრების დროს ნაპოვნია დიდძალი თიხის ჭურჭელი, სასახლეების ნანგრევები, რაც ბულგარელ ხელოსანთა ოსტატობაზე მეტყველებს.

საკუთარი წარმოების საქონლით და ომში მოპოვებული ნადავლით ბულგარელები ვაჭრობდნენ მეზობელ სახელმწიფოებთან, პირველ რიგში ბიზანტიასთან.

716 წ ბულგარეთის ხანს პერვენსა და ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსი III-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას აწესრიგებდა.

ბულგარეთს სავაჭრო ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთანაც ჰქონდა. ბიზანტიიდან შემოჰქონდათ ფუფუნების საგნები, ჩეხეთიდან და უნგრეთიდან ვერცხლი, ცხენები.

VIII-IX ს ბულგარეთის ვაჭრობა რა თქმა უნდა ჯერ კიდევ სუსტი და შეზღუდული იყო, მიუხედავად ამისა ვაჭრობა ხელს უწყობდა ცალკეულ პირთა ხელში დიდი ქონების დაგროვებასა და ქონებრივ დიფერენციაციას.

ხელოსნობისა და ვაჭრობის არსებობის მიუხედავად ამ პერიოდის ბულგარეთის მეურნეობა ნატურალური და კარჩაკეტილი იყო.

 

3 ბულგარეთის სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილება VII-IX ს.

ბულგარეთის პოლიტიკური წყობილება შეესატყვისებოდა მის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ საფუძველს. სახელმწიფოს სათავეში იდგა ხანი, იგი ირიგის ტიტულს ატარებდა.

ტახტის მემკვიდრე კი კანაზტიკინის ტიტულს.

ხანი სახელმწიფოს სამხედრო ძალების სარდალი იყო, მას ღვთაებად თვლიდნენ, მისი სიკვდილის შემდეგ ტახტი უფროსი ვაჟის ხელში გადადიოდა.

 

ხანს ჰყავდა მუდმივი რაზმი, რომელიც ბოილების და ბაგაინებისაგან შედგებოდა. მისი სიძლიერე რაზმს ეყრდნობოდა, ამიტომ რაზმელები ხანის მფარველობით სარგებლობდნენ.

სახელმწიფოს მართვაში ხანს დახმარებას უწევდა წარჩინებულთა საბჭო. ცალკეულ შემთხვევებში ხანი სახალხო კრებასაც იწვევდა.

 

სახელმწიფოს მთავარ სამხედრო ძალას სახალხო ლაშქარი შეადგენდა.

ბულგარელებს ჰყავდათ მშვილდისრებით, მახვილებითა და საბრძოლო კვერთხებით შეიარაღებული ქვეითი და ცხენოსანი ჯარი, სადაც კარგი დისციპლინა იყო დამყარებული.

ბულგარეთის სასამართლოს სტრუქტურაში მკვეთრად სჩანდა არქაული ნიშნები, დამნაშავის დადგენა ხდებოდა ორდალიების სისტემით, გახურებული რკინით, ადუღებული წყლით გამოცდით, ორთაბრძოლით.

დავასა და საჩივარს მსაჯულთა სასამართლო იხილავდა, სასჯელი მძიმე იყო სიკვდილით დასჯა, ყურებისა და ცხვირის მოჭრა.

სახელმწიფო რამდენიმე სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფოდა, რომელთა სათავეში ყაენისადმი დაქვემდებარებული პირები იდგნენ.

საგადასახადო სისტემა არ იყო სრულყოფილი, ხანი თავისი ამალით ოლქიდან ოლქში მოგზაურობდა და ასე კრეფდა ხარკს როგორც ყველა ადრეფეოდალურ სახელმწიფოს ბულგარეთსაც არ გააჩნდა განვითარებული ადმინისტრაციული აპარატი. მისი სახელმწიფო სტრუქტურა ასახავდა საზის ფეოდალიზაციის პროცესს, რაც ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.

 

4 ბულგარეთ-ბიზანტიის ურთიერთობა და ბულგარეთის სახელმწიფოს გაძლიერება IX საუკუნეში.

 

ბულგარეთის I ხანი როგორც ავღნიშნეთ ასპარუხი იყო.

 

686 წ ხელშეკრულებით მან მიაღწია იმას, რომ ბიზანტიამ სცნო ბულგარეთის სახელმწიფო, მაგრამ ამ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობა არ დამყარებულა. მთელი VIII ს განმავლობაში ბულგარელები თავს იცავდნენ ბიზანტიელთა გააფთრებული შემოტევებისაგან. ამავე დროს ბულგარელებიც ცდილობდნენ თავიანთი მიწების გაფართოებას ბიზანტიის იმპერიაში შემავალი სლავური ოლქების ხარჯზე.

ბიზანტიასთან ბრძოლაში განსაკუთრებით დიდ წარმატებას მიაღწია ხანმა პერვენმა 701-718 წ. მან ისარგებლა ბიზანტიის სამეფო კარზე მომხდარი არეულობით და დახმარება აღმოუჩინა ტახტიდან გადმოგდებულ იმპერატორ იუსტინიანე II-ს ძალაუფლების დაბრუნებაში, რისთვისაც იმპერატორმა ბულგარეთს სავორიეს დიდი ოლქი დაუთმო, ხოლო პერვენს კეისრის საპატიო ტიტული უბოძა.

ამ ტიტულს იმპერატორები ტახტის მემკვიდრეს ან უახლოეს ნათესავს აძლევდნენ, მაგრამ ეს დროებითი უკანდახევა იყო, 708 წ იუსტინიანემ ბულგარეთის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ სასტიკად დამარცხდა.

 

 

 

716 წ ბიზანტია-ბულგარეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც დაზუსტდა საზღვრები ამ ორ ქვეყანას შორის, ამავე ხელშეკრულებით როგორც ითქვა მოწესრიგდა სავაჭრო ურთიერთობაც.

ხელშეკრულების ძალით ბიზანტიას ბულგარეთისათვის ყოველწლიურად 30 გირვანქა ოქრო უნდა ეძლია.

717 წ ბიზანტიას ბულგარელები არაბთა ახალი შემოტევის მოგერიებაში დაეხმარნენ, მაგრამ ურთიერთობა მათ შორის კვლავ გამწვავდა 755 წ როცა იმპერატორმა კონსტანტინე V-მ უარი განაცხადა ხარკის გადახდაზე.

740 წ ბულგარეთში შეწყდა ასპარუხის დინასტიის მეფობა, კონსტანტინემ კარგად გამოიყენა ბულგარეთის ფეოდალებს შორის ატეხილი შინაომი, რამდენიმე ლაშქრობა მოაწყო და ყველა მეტ--ნაკლები წარმატებით დაამთავრა, მდგომარეობა მხოლოდ ხან პელერიგის დროს შეიცვალა, რომელმაც შეძლო ურჩ ფეოდალთა ალაგმვა. მისმა მემკვიდრემ კანდამმა 777-802 წ ბიზანტიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ მეტ წარმატებას მიაღწია, მან დაამარცხა იმპერატორი და კვლავ მოსთხოვა ხარკი.

VIII ს ბოლოდან ბულგარეთის სახელმწიფო გაძლიერებას იწყებს. პოლიტიკური კრიზისი რომელმაც მოიცვა ბულგარეთის გაბატონებული კლასი ლიკვიდირებულ იქნა. ხანის ირგვლივ გაერთიანებულმა გაბატონებულმა კლასმა მიწათმფლობელმა ფეოდალურმა დიდკაცობამ დაამარცხა ის პროტობულგარული ზედაფენა, რომელიც თავის გამდიდრების წყაროს მხოლოდ ლაშქრობებსა და მახლობელი ტერიტორიების ძარცვაში ხედავდა.

მიწათმფლობელი დიდკაცობის გაერთიანებას ხანის ირგვლივ შემდეგი მიზეზები ჰქონდა, გლეხთა წინააღმდეგობის დასაძლევად და თემის დასამორჩილებლად წარჩინებულებს ძლიერი ხელისუფლება სჭირდებოდათ.

 

მეურნეობის ფეოდალური სისტემის განმტკიცების პირობებში ბულგარეთის დიდკაცობის საგარეო პოლიტიკური ამოცანებიც შეიცვალა. ფეოდალები დაინტერესებული იყვნენ ახალი ტერიტორიებისა და მასთან ერთად დამოკიდებული გლეხობის რიცხვის ზრდით და არა მეზობელი ქვეყნების ძარცვით, ამისათვის კი ძლიერი ხელისუფლება და მძლავრი ფეოდალური სახელმწიფო იყო საჭირო. ბულგარეთის სახელმწიფო განსაკუთრებით გაძლიერდა ხანი კრუმის 803-814 წ დროს.

თავისი მმართველობის პირველ წლებში ბიზანტიის მიმართ კრუმი მშვიდობიან პოლიტიკას ატარებდა,ამ ხანებში იგი მთავარ ყურადღებას ჩრდ-დას საზღვრებს აქცევდა.

803 წ კარლოს დიდმა დაამარცხა ავართა ხაკანი,  კრუმმა ისარგებლა ამით და 805 წ დაიპყრო ავართა ტერიტორიის ნაწილი მდ ტისამდე და ფრანკთა სახელმწიფოს მოსაზღვრე გახდა.

დაპყრობილი ტერიტორიის სლავურმა მოსახლეობამ სცნო ბულგარეთის ხანის ძალაუფლება.

დასავლეთის მიწების დაპყრობის შემდეგ კრუმმა თავისი ძალები ბიზანტიის წინააღმდეგ მიმართა, 809 წ მან აიღო ქ. სევდიკა, მნიშვნელოვანი ცენტრი, სადაც გადიოდა სავაჭრო გზები ევროპიდან კონსტანტინეპოლისაკენ და სოლუნიდან დუნაისაკენ. სერდიკას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობაც ჰქონდა.

ამის საპასუხოდ იმპერატორი ნიკიფორე I გენიკი დიდი ჯარით შეესია ბულგარეთს, აიღო ქ. პლისკა და დაანგრია იგი. ბიზანტიელებმა დიდი ნადავლი იგდეს ხელთ, კრუმმა ზავი ითხოვა, მაგრამ იმპერატორმა უარით უპასუხა, მაშინ კრუმი საჩქაროდ შეგროვებული რაზმით სტარაპლანინის უღელტეხილზე ჩაუსაფრდა ბიზანტიელებს, რომლებიც კონსტანტინეპოლში ბრუნდებოდნენ, ბულგარელებმა სასტიკად დაამარცხეს ბერძნები, წაართვეს ნადავლი, თვით იმპერატორი კი მოკლეს, მისი თავი სარზე წამოაცვეს და რამდენიმე დღე საჩვენებლად დაატარებდნენ,შემდეგ ნიკიფორეს თავის ქალისაგან კრუმმა ვერცხლით მოჭედილი თასი გააკეთებინა.

შემდეგ კრუმი თრაკიაში შეიჭრა და კონსტანტინეპოლის აღებაც სცადა, მაგრამ 814 წ იგი მოულოდნელად გარდაიცვალა და ბულგარელები სამშობლოში დაბრუნდნენ.

IX ს ბულგარეთში ფეოდალურ ურთიერთობათა განმტკიცებაზე მკაფიოდ მეტყველებს კრუმის კანონმდებლობა, რომელიც განამტკიცებდა ფეოდალურ საკუთრებას. შემოღებულ იქნა სასამართლო ძიების ახალი წესი, ბრალმდებელს უნდა დაემტკიცებინა ბრალდებულის დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში მას თვით დასჯიდნენ სიკვდილით როგორც ცილისმწამებელს. მკაცრად ისჯებოდნენ ქურდები და მათხოვრები.

ეს კანონმდებლობა ხელს უწყობდა ფეოდალური საკუთრების განმტკიცებას.

ფეოდალური ექსპლუატაციის გაძლიერებამ კრუმის მემკვიდრის ორმუსთაგის დროს ბულგარეთის დას ნაწილში მცხოვრები სლავების კმაყოფილება გამოიწვია, ტიმოჩანთა ტომი სლავებს ჩამოსცილდა და ფრანკთა მეფის ძალაუფლება სცნო.

819 წ ხორვატიის მეფის ლუდოვიკის მიერ ფრანკების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ტიმოჩანებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს და მის ქვეშევრდომობაში გადავიდნენ, მაგრამ ლუდოვიკის დამარცხების შემდეგ კვლავ ფრანკებს დაემორჩილნენ.

ომურთაგი და კრუმის სხვა მემკვიდრენი წინაპართა დაპყრობის პოლიტიკას განაგრძობდნენ, ბულგარეთის ხელში გადავიდა სტარაპლანინისა და როდოპის მთებს შორის მდებარე მიწები ქ. სრემი და მისი ოლქი და უფრო მოგვიანებით მაკედონიის რამდენიმე ოლქი.

 

ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბება ბულგარეთში IX-X ს მიჯნაზე.

 

ამ პერიოდისათვის ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბების პროცესი  ძირითადად დასრულდა.

შეიქმნა 2 მთავარი ფეოდალთა და დამოკიდებულ გლეხთა კლასი.

ფეოდალთა დამოკიდებულებაში გლეხთა სულ უფრო მეტი ნაწილი ექცეოდა.

IX-X ს ტერმინს თავისუფალი თანდათან ცვლის ტერმინი ვალდებული. ამავე წყაროებში მოიხსენიება ის ვალდებულებანიც რაც ეკისრებოდა გლეხს მემამულისა და სახელმწიფოს წინაშე.

ინტენსიურად მიმდინარეობდა ხელოსნობის გამოყოფა სოფლის მეურნეობიდან. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქის როლი. ბულგარეთის ქალაქების უმრავლესობა წარმოადგენდა გამაგრებულ და ადმინისტრაციულ ცენტრებს, რომლებიც თანდათან ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრებად გადაიქცნენ.

არქეოლოგიური გათხრების და წყაროების მოწმობით ბულგარეთის ქალაქებში განვითარებული იყო გემთმშენებლობა ზღვისპირეთის ქალაქებში. საფეიქრო საქმე, ოქრომჭედლობა, საბრძოლო იარაღის დამზადება, მეტყავეობბა, მეთუნეობა და სხვა.

 

 

 

მაღალ დონეზე იდგა სამთამადნო საქმე. განსაკუთრებული ადგილი ეჭირა მშენებლობას, ბულგარელი მშენებლები აგებდნენ შესანიშნავ სასახლეებს, ციხეებსა და წყალსადენებს.

ქალაქების ზრდას ხელს უწყობდა ფართო საგარეო ვაჭრობა. იმდროინდელი ქალაქებიდან აღსანიშნავია დუნაისა და შავიზღვისპირეთის ქალაქები ვარნა, პრესლავეცი ანუ პატარა პრესლავი და ევროპისაკენ მიმავალ სავაჭრო გზებზე მდებარე ქალაქები სრედეცი, ფილიპოპოლი ანუ პლოვდივი.

განსაკუთრებით გამოირჩეოდა პრესლავეცი, სადაც საქონელი მოჰქონდათ ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, რუსეთიდან, ბიზანტიიდან.

საშინაო ვაჭრობა ნაკლებად იყო განვითარებული.

ქალაქები, სოფლების ფეოდალური მამულების დიდი ნაწილი საჭირო პროდუქტს თვითონ ამზადებდა, ვაჭრობა ამ დროს განსაკუთრებით ქვეყნის შიგნით გაცვლითი იყო. ქალაქებში არსებულ ბაზრებზე სოფლის მეურნეობის პროდუქტები იცვლებოდა ხელოსნურ ნაწარმზე.

 

X საუკუნიდან ვაჭრობაში ბიზანტიური მონეტები იხმარებოდა.

ფულის მოჭრას ბულგარეთის მეფეები XIII ს იწყებენ.

წარმოების ფეოდალური წესის განმტკიცებამ ფეოდალური სახელმწიფო კიდევ უფრო გააძლიერა, ბულგარეთის საერთაშორისო წონა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 

ბულგარეთის პოლიტიკური მდგომარეობა ბორისის დროს და ქრისტიანობის მიღება.

 

კრუმისა და მისი მემკვიდრეების აქტიური საგარეო პოლიტიკის შედეგად IX ს II ნახევრისათვის ბულგარეთი ევროპის ერთერთ ძლიერ და დიდ სახელმწიფოდ გადაიქცა.

ამ დროს მას დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიასთან, სერბიასთან, დიდ მორავიასთან და ფრანკებთან.

ბულგარეთის მეფეს ბორისს 852-889 წ რთულ საერთაშორისო ვითარებაში უხდებოდა მოღვაწეობა, რასაც კიდევ მეტად ამწვავებდა კონსტანტინეპოლის პატრიარქისა და რომის პაპის ქიშპობა წარმართული ქვეყნების დამორჩილებისათვის. ისინი ყველა ღონისძიებას მიმართავდნენ რათა ბულგარეთი თავის რელიგიური გავლენის სფეროში მოექციათ, ამასთან რომის პაპი აღმ ფრანკთა სახელმწიფოს ეყრდნობოდა, პატრიარქი კი ბიზანტიის იმპერატორს.

ბორისი თავის მხრივ ოსტატურად იყენებდა მათ ბრძოლას და ცდილობდა თავი აერიდებინა მათი გავლენისათვის და შეენარჩუნებინა პოლიტიკური დამოუკიდებლობა.

ბიზანტიის მიმართ ბორისი მშვიდობიან პოლიტიკას ატარებდა.

ხანმოკლე ომის შემდეგ მან სერბეთთანაც დადო ზავი.

შედარებით მძიმე იყო ბულგარეთის მდგომარეობა ჩრდ-დასავლეთში სადაც მას აღმ ფრანკთა გერმანიის სამფლობელო დიდმორავიის სახელმწიფო ესაზღვრებოდა. საბოლოოდ ბორისი დიდმორავიასაც დაუზავდა, შეიქმნა სახელმწიფოთა პოლიტიკური კავშირი სადაც შედიოდნენ ბულგარეთი, ბიზანტია, დიდმორავია სერბეთის მიწები.

ცხადია, რომ დიდმორავიის დაკარგვას ფრანკები ვერ მოითმენდნენ.

855 წ ლუდვიგ გერმანელმა მორავიის წინააღმდეგ დიდი ლაშქრობა მოაწყო. ერთდროულად მან მოლაპარაკება დაიწყო ბიზანტიასთან. ბორისი ამან სერიოზულად შეაშფოთა, ბიზანტიასთან დაახლოების მიზნით მან კონსტანტინეპოლში გაგზავნა ელჩობა, რომელსაც როგორც სჩანს შედეგი არ მოუტანია. მაშინ ბორისმა გაწყვიტა მეგობრული ურთიერთობა ბიზანტიასთან და კავშირი დაამყარა ლუდვიგ გერმანელთან. მოლაპარაკებაში მონაწილეობას იღებდა რომის პაპი.

კავშირის განსამტკიცებლად ბორისმა ქრისტიანობის მიღება იკისრა და დიდმორავიის წინააღMდეგ ჯარი გაგზავნა.

ბულგარეთისა და ფრანკების კავშირი დიდ საფრთხეს წარმოადგენდა დიდი მორავიისათვის, ამიტომ თავადმა როსტისლავმა ბიზანტიას მიმართა თხოვნით ბრძოლა დაეწყო ბულგარეთის წინააღმდეგ, ხელი შეეშალა ბულგარეთში ქრისტიანობის გავრცელებისათვის გერმანელი სამღვდელოების მეშვეობით და გაეგზავნა მორავიაში მქადაგებლები, რომლებიც შეზლებდნენ გერმანელ მღვდელთმსახურთა გავლენის აღკვეთას და სლავური ენის განმტკიცებას.

863 წ როსტისლავის თხოვნით მორავეთში გაიგზავნა სასულიერო მისია კონსტანტინესა და მეთოდეს მეთაურობით.

როგორც ავღნიშნეთ ლუდვიგ გერმანელსა და პაპს ბორისმა ქრისტიანობის მიღება აღუთქვა, ეს ნიშნავდა ბულგარეთში ლათინური სამღვდელოების გაბატონებას და სახელმწიფოს პაპისადმი დაქვემდებარებას, ეს კარგად ესმოდა ბიზანტიას და ამიტომ იმპერატორმა მიხეილ III-მ სიამოვნებით მიიღო როსტისლავის მიერ შეთავაზებული კავშირი.

 

ბიზანტიის დიდი არმია ბულგარეთისაკენ დაიძრა. ბორისი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, მოუსავლიანობის გამო ბულგარეთი ეკონომიკურ სივიწროვესაც განიცდიდა, მის ჩრდ საზღვარზე დიდმორავიელები განლაგდნენ, მისი მთავარი მოკავშირეები გერმანელები შორს იყვნენ და ნაკლებად იყვნენ სანდონი, ასეთ ვითარებაში ბორისი იძულებული გახდა მოლაპარაკება დაეწყო ბიზანტიასთან და დაედო ზავი, რომლის ერთერთი პირობა იყო ქრისტიანობის მიღება ბერძნული ეკლესიისაგან.

 

865 წ ბორისმა და მისმა ახლობლებმა ქრისტიანობა მიიღეს, ნათლობისას ბორისმა იმპერატორის პატივსაცემად მიხეილის სახელი მიიღო.

ქრისტიანობის მიღებამ ბულგარეთში აჯანყება გამოიწვია, ეს იყო რეაქციული ბოლიართა გამოსვლა, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ ახალი რელიგია მათი პრივილეგიების დაკარგვას გამოიწვევდა.

აჯანყება, რომელსაც მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა დაუჭირა მხარი სწრაფად ჩაახშვეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანობა არ იყო ბალკანეთისა და კერძოდ ბულგარეთის მოსახლეობისათვის ახალი, ჯერ კიდევ კრუმის დროს ბულგარეთში ქრისტიანობა საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული.

870 წ ბორის-მიხეილმა მიაღწია ბულგარეთში საარქიეპისკოპოსოს შექმნას, რომელიც კონსტანტინეპოლის პატრიარქს ემორჩილებოდა, მაგრამ შინასაეკლესიო საქმეებში დამოუკიდებელი იყო.

ბულგარეთში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად აღიარებას ხელი შეუწყო არა მარტო საერთაშორისო მდგომარეობამ არამედ საშინაო პირობებმა რაც რა თქმა უნდა მთავარია წარმართობა ხელს ვერ უწყობდა ფეოდალური ბაზისის განმტკიცებას და გაფორმებას.

გაბატონებული კლასისათვის საჭირო იყო ახალი იდეოლოგიური იარაღი, რომელიც მის ბატონობას გამართლებას მოუძებნიდა, ასეთი იდეოლოგია ქრისტიანობა იყო.

წარმოების ფეოდალური წესის განმტკიცებასთან დაკავშირებით ბულგარელი ფეოდალები ცდილობდნენ ქრისტიანული რელიგია ექსპლუატატორთა ინტერესების დასაცავად გამოეყენებინათ.

ქრისტიანობის მიღებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბულგარეთისათვის. ქრისტიანობამ ხელი შეუწყო ფეოდალიზმისა და ბულგარეთის ფეოდალური სახელმწიფოს საერთაშორისო მდგომარეობის განმტკიცებას, გაზარდა მისი ავტორიტეტი და გაუთანასწორა იგი სხვა ქრისტიანულ სახელმწიფოებს.

 

 

ქრისტიანობამ ბოლო მოუღო ეთნიკურ სხვაობას სლავებსა და პროტობულგარებს შორის და შექმნა წანამძღვრები ბულგარელი ერის ჩამოყალიბებისათვის.

ქრისტიანობის მიღების შედეგი იყო დამწერლობის განვითარება ხალხის სალაპარაკო სლავურ ენაზე. იმ ქვეყნებში სადაც ქრისტიანობა რომის მეშვეობით მიიღეს მეტყველება განვითარდა ხალხისათვის უცხო ლათინურ ენაზე.

ქრისტიანობის მიღების შედეგად მნიშვნელოვნად განვითარდა სლავური კულტურა.

 

გერმანელი სამღვდელოების მიერ დიდმორავიიდან განდევნილ კირილეს და მეთოდეს მოწაფეებს 885 წ ბულგარეთში საგანმანათლებლო მოღვაწეობისათვის ბორის-მიხეილმა ყველა პირობა შეუქმნა. მისი ინიციატივით ბულგარეთში გაიხსნა პირველი სკოლები. პანტელეიმონის მონასტერი ბულგარეთის უდიდესი ლიტერატურული ცენტრი გახდა.

ქრისტიანობის მიღებას პროგრესულ მხარეებთან ერთად უარყოფითი რეაქციული შედეგიც მოჰყვა. ის პირველ რიგში ქრისტიანული ეკლესიის მიერ მშრომელი მასების გონებრივ დამონებაში და ფეოდალებისადმი დამორჩილებაში გამოიხატებოდა.

 

2 სერბეთის სახელმწიფოებრივი გაერთიანების დასაწყისი.

 

სერბეთის ტომების განვითარება VII-IX ს.

სერბული ტომები სხვა სლავურ ტომებთან ერთად ბალკანეთის ნკ-ზე VI-VII ს დასახლდნენ. მათ დაიკავეს ტერიტორია მდ მარავას დასავლეთით ვიდრე ადრიატიკის ზღვამდე. ჩრდილოეთიდან ამ ოლქს ბოსნია ესაზღვრებოდა, სამხრეთიდან კი მაკედონია.

ცენტრალურ სავაჭრო გზებს მოშორებულ ტერიტორიებზე დასახლებული სერბული ტომები უფრო ნელა განვითარდნენ ვიდრე ბალკანეთის სხვა სლავები.

მათ განვითარებას ხელს ისიც უშლიდა, რომ სერბეთს გარს ერტყა ძლიერი მეზობლები ბულგარეთი, ბიზანტია და ფრანკთა სახელმწიფო, რომლებიც მის დაპყრობას ცდილობდნენ და ამ მიზნით ხშირად ომობდნენ.

სერბეთში შედარებით ნელა მიმდინარეობდა პოლიტიკური ცენტრალიზაციისა და ფეოდალიზაციის პროცესი, ამის ერთერთ მთავარ მიზეზს გეოგრაფიული მდებარეობა წარმოადგენდა.

სერბეთის მთიანი რელიეფი ფაქტიურად ერთმანეთისაგან ყოფდა მის ცალკეულ ოლქებს, რაც გარკვეულად ამუხრუჭებდა საწარმოო ძალების განვითარებას და ხელს უწყობდა ამ ოლქების დამოუკიდებლობას.

 

მთებითა და მდინარეებით ასეთ განცალკევებულ ოლქებს ჟუპები ეწოდებოდათ, რომლებიც ტერიტორიული ანუ მეზობელი თემებისაგან შედგებოდა. ტომის უფროსს ჟუპანი ერქვა. ჟუპების ცენტრს წარმოადგენდა გამაგრებული ადგილები, ქალაქები, რომელთა ნაწილი შემდგომ ეკონომიკურ ცენტრად გადაიქცა.

ჟუპეში მტკიცედ იყო შემორჩენილი გვაროვნული წყობილების ნაშთები, განსაკუთრებით ძლიერი იყო ზადრუგები, დიდი ოჯახები.

 

VII ს დასაწყისისათვის სერბეთში ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო, რაც აქ საბოლოოდ განმტკიცდა IX ს II ნახევარში.

 

VII ს ცალკეული სერბული ტომების კნეზებმა ჟუპანებმა ერთმანეთში მიწებისათვის ბრძოლა დაიწყეს, რის შედეგადაც გაჩნდნენ შედარებით დიდი პოლიტიკური გაერთიანებანი. ამ დროს ყველა ეს გაერთიანება და ცალკეული ტომები ბიზანტიის უზენაეს ხელისუფლებას ემორჩილებოდა. ბიზანტია მათგან ხარკს იღებდა, სხვა მხრივ კი ბიზანტიის უზენაესობა ნომინალური იყო.

 

სერბეთის სახელმწიფოებრივი გაერთიანების I ცდები.

 

IX ს დასაწყისიდან უკვე შეიმჩნევა სერბეთის სახელმწიფოებრივი გაერთიანების ცდები რაც კლასების ჩამოყალიბების პროცესზე მიუთითებს., მაგრამ სახელმწიფოებრიობის შექმნას როგორც აღინიშნა ხელს უშლიდა ძლიერი მეზობლების დამპყრობლური მისწრაფებანი.

IX ს დასაწყისში სერბეთის სხვადასხვა ოლქს დაეპატრონენ ფრანკები, ვენეციელები, ბულგარელები და მიუხედავად ამისა ამ ხანებში სერბეთის მიწების შუაგულში რაშკის ოლქში შეიქმნა სერბეთის სახელმწიფოებრივი გაერთიანების Iცენტრი.

 

 

რაშკას მაშინ მართავდა ჟუპანი ვლასტიმირი.

850 წლისათვის ვლასტიმირმა სერბეთის მთელი რიგი მიწების შემოერთება შეძლო.

წარმატებით იბრძოდნენ გარეშე მტრების წინააღმდეგ მისი შვილებიც, რომლებმაც მამის სიკვდილის შემდეგ დაინაწილეს სახელმწიფო, მაგრამ შემდეგ ერთმანეთში დაიწყეს ბრძოლა, ამით ისარგებლა ვლასტიმირის ძმისწულმა პეტრე გოინიკოვიჩმა და დაიკავა ტახტი, რომელსაც 917 წლამდე ინარჩუნებდა.

924 წ სერბეთის ამ სახელმწიფოებრივი გაერთიანების პირველ ცენტრს ბოლო მოუღო ბულგარეთის მეფის სიმეონის ჯარმა.

XI ს დასაწყისიდან სერბეთის სახელმწიფოებრივ გაერთიანებას ცდილობს მიხეილ ვიშჩევიჩი ზახუმიეს ჟუპანი. მიხეილი მოხერხებული პოლიტიკოსი იყო, ამ დროს პეტრე გოიმიკოვიჩი ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე სერბეთის მიწების სტრავუნიისა და დუპლიას დაპყრობას ცდილობდა. ამ ოლქების ხელში ჩაგდება მიხეილსაც უნდოდა, ამიტომ მან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ბულგარეთთან, რომელიც ამ დროს პეტრეს ებრძოდა და შეძლო რიგი ოლქების დაპყრობა, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი არც ეს გაერთიანება აღმოჩნდა.

სერბეთ-ბულგარეთის ურთიერთობა X საუკუნეში.

სერბეთის სახელმწიფოებრივი გაერთიანება მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ბულგარეთთან ურთიერთობაზე, რადგან ბალკანეთში ბულგარეთი X ს განსაკუთრებით კი მის I ნახევარში ჰეგემონი იყო.

ბულგარეთის სამეფოს გავლენა უმთავრესად აღმ სერბეთის ოლქებზე ვრცელდებოდა, მაგრამ მის ძალაუფლებას დას სერბეთის მიწებზეც სცნობდნენ.

აღმ სერბეთში ბულგარეთის მეფეები მმართველებად თავის ხალხს ნიშნავდნენ, მაგ 921 წ სერბეთის მმართველად რეზიდენციით ბელგრადში დაინიშნა ზაქარია, რომელიც მალე განუდგა სიმეონს, მაგრამ როგორც ვთქვით 924 წ სერბეთმა კვლავ დაკარგა დამოუკიდებლობა.

სიმეონის გარდაცვალების შემდეგ 927 წ ბულგარეთის გავლენა სერბეთზე მნიშვნელოვნად შესუსტდა, ამან ხელი შეუწყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენას რაშკაში.

 

სერბეთის სახელმწიფო X-XI საუკუნეებში.

 

928 წ სერბეთის დიდი ჟუპანის ვლასტიმირის ჩამომავალი სჩესლავ კლონიმიროვიჩი და 4 ჟუპანი, რომლებიც ბულგარეთის მეფის კარზე იმყოფებოდნენ ბულგარეთიდან გაიქცნენ, ბიზანტიის დახმარებით ჩესლავმა მალე შეძლო რაშკისათვის შეეერთებინა  ტრაუნია და ბოსნიაც.

 

 

სჩესლავის გარდაცვალების შემდეგ ამ სახელმწიფოს შესახებ ცნობები აღარ შემორჩენილა, როგორც ჩანს ეს სახელმწიფოც დაიშალა.

XII ს ერთი ხორვატი ისტორიკოსი გადმოგვცემს, რომ სჩესლავის გარდაცვალების შემდეგ სერბეთი დანაწილდა დიდკაცებს შორის, რომლებიც თავიანთი ოლქების სრული ბატონ-პატრონები იყვნენ და ასე გრძელდებოდა დიდხანს.

X ს ბოლოს ბულგარეთის მეფემ სანოილმა კვლავ შეძლო სერბეთის დამორჩილება, მაგრამ ესეც ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან 1018 წ ბიზანტიის მიერ ბულგარეთის დაპყრობის შემდეგ ბიზანტიის ბატონობა სერბეთის მიწებზე გავრცელდა.

მართალია სიშორის გამო ბიზანტიის ბატონობა არც თუ ისე მტკიცე იყო, მაგრამ სერბეთის მთავრები თავს ბიზანტიის ვასალებად სცნობდნენ და ხარკს იხდიდნენ.

ერთი მხრივ ეკლესიის მხრივ სერბეთი ოფრიდის არქიეპისკოპოსს დაექვემდებარა.

ბიზანტიის მმართველობით უკმაყოფილონი იყვნენ გლეხებიც და ფეოდალებიც, რაც ძირითადად გადასახადების ზრდით იყო გამოწვეული.

ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა ბიზანტიისაგან თითქმის ყველაზე უფრო დაშორებული ოლქი დუკლია (ზერტა). მის ამაღლებასა და წარმატებებს ხელი შეუწყო იმპერატორ ბასილ II ბულგართმჟლეტის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულმა შინაბრძოლებმა.

 

1035 წ დუკლიაში მოხდა I აჯანყება, მაგრამ იგი მარცხით დამთავრდა. აჯანყების ხელმძღვანელი ვოისლავი ბიზანტიელებმა ტყვედ იგდეს, მალე ვოისლავი ტყვეობიდან გაიქცა, ისარგებლა ბულგარეთში პეტრე დელიანის მძლავრი აჯანყების დაწყებით და დუკლია დამოუკიდებლად გამოაცხადა.

დუკლიას შეუერთდა ტრავუნია და ზახუმიე.

1042 წ ვოისლავის წინააღმდეგ გაგზავნილი ბიზანტიის ჯარი დამარცხდა, რის შემდეგ ბიზანტიელებს ამ ოლქების დაპყრობის ცდა აღარ განუმეორებიათ და ამიტომ ვოისლავმა შეძლო თავის ძალაუფლების განმტკიცება და დამოუკიდებელი დუკლიას სახელმწიფოს შექმნა. ეს სახელმწიფო კიდევ უფრო განმტკიცდა და გაფართოვდა ვოისლავის მემკვიდრის მიხეილის დროს 1050-1082 წლებში, მან მეგობრული დამოკიდებულება დაამყარა ბიზანტიასთან, რის შედეგადაც შეიერთა რაშკა და რაც მთავარია სერბეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა და მეფის ტიტული მოიპოვა.

1060 წ სპლიტის კათოლიკური საეკლესიო კრების დადგენილებით სერბეთში აიკრძალა ღვთისმსახურება სლავურ ენაზე, რამაც მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

მიხეილმა გადაწყვიტა ესარგებლა შექმნილი მდგომარეობით და კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის საბოლოოდ ჩამოვარდნილი განხეთქილებით და კონსტანტინეპოლთან და რომთან მოხერხებული დიპლომატიით საერთაშორისო აღიარების მოპოვება სცადა. მან რომს სერბეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის ცნობა და მეფის ტიტული მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პაპს ბიზანტიასთან კავშირით ემუქრებოდა.

პაპმა გრიგოლ VII-მ იცოდა მიხეილსა და ბიზანტიას შორის მეგობრული დამოკიდებულების არსებობა და სერბეთის ეკლესიის კონსტანტინეპოლისადმი დაქვემდებარების შიშით მან გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა მისი სურვილი.

 

 

1077 წ მიხეილმა გვირგვინი მიიღო და სერბეთის მეფედ ეკურთხა, მაგრამ არც სერბეთის ამ სახელმწიფოს უარსებია დიდხანს, მის სიძლიერეს არყევდა ფეოდალური შინაბრძოლები, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერდა მიხეილის მემკვიდრის კონსტანტინე ბონდინის 1082-1101 წლებში, გარდაცვალების შემდეგ.

XII ს დასაწყისში სერბეთის მიწების ნაწილი კვლავ ბიზანტიის ბატონობის ქვეშ მოექცა, ნაწილს კი უნგრეთი დაეპატრონა.

 

ხორვატია VII-XI საუკუნეებში.

ხორვატიული ტომები VII-VIII საუკუნეებში.

 

ბალკანეთზე სლავების გადასახლების ხანაში ბოსნიისაგან ჩრდ-დასავლეთით ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე და ჩრდილოეთით მდ სავას შუა წელზე დასახლდნენ სლავური ტომები, რომელთაც წერილობითი წყაროები ხორვატების სახელით მოიხსენიებენ.

პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის პროცესი ხორვატებში ისევე როგორც სხვა სლავურ ტომებში ჯერ კიდევ ბალკანეთზე გადმოსახლების ხანაში დაიწყო.

ბალკანეთზე დასახლების შემდეგ კლასების ჩამოყალიბების პროცესი უფრო დაჩქარდა.

ხორვატები ეწეოდნენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას. გაუმჯობესდა ხელოსნობაც.

დალმაციის სანაპიროზე მდებარე რომაული ქალაქები ხელს უწყობდნენ ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას.

 

საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითად უჯრედს მეზობლური თემი ვერვი წარმოადგენდა, რომელიც ოჯახური თემებისაგან შედგებოდა. ეკონომიკური ცხოვრების ძირითად უჯრედს სწორედ ეს ოჯახური თემები წარმოადგენდნენ.

ოჯახური თემებიდან თანდათან გამოიყვნენ ცალკეული შემძლე ინდივიდუალური ოჯახები. არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ, რომ ხორვატებში ამ დროს მნიშვნელოვანი ქონებრივი დიფერენციაცია ყოფილა.

 

თრაკების შეტევა ხორვატიაზე.

 

ხორვატები მთელი VIII ს განმავლობაში იბრძოდნენ ავართა ბატონობის წინაარმდეგ. ამავე საუკუნის ბოლოს სავასპირეთის ხორვატები ფრანკების უღელქვეშ აღმოჩნდნენ.

IX ს დასაწყისში ხანგრძლივი და გააფთრებული ბრძოლების შემდეგ ფრანკები მთელ ხორვატიას დაეპატრონენ. კარლოს დიდის ბრძანებით ხორვატიის მიწები ფრიულის სამარკგრაფოს შემადგენლობაში შევიდა.

სავასპირეთის ხორვატები რომელთა ასიმილაციას ცდილობდნენ ფრანკები განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. აქ იმყოფებოდა ფრანკთა გარნიზონი, რომელიც ძალზე ავიწროებდა ადგილობრივ მოსახლეობას, ამიტომ 819 წ სწორედ სავასპირეთის ხორვატიაში დაიწყო მძლავრი აჯანყება, რომელსაც სათავეში ედგა მთავარი ბუდევიტი სავასპირელი, აჯანყებულებს სერბები და ბულგარელებიც ეხმარებოდნენ.

5 ლაშქრობა დასჭირდათ ფრანკებს სავასპირეთიდან ბუდევიტის განსადევნად, 823 წ იგი მოკლული იქნა დალმაციის ხორვატიის მთავრის ბიძის მიერ, რომელიც ფრანკებს ეხმარებოდა. მიუხედავად ამ მარცხისა ხორვატებს არ შეუწყვეტიათ ბრძოლა, სწორედ ამ ბრძოლის პირობებში მიმდინარეობდა ხორვატიის მიწების გაერთიანება და დამოუკიდებელი ხორვატიის სახელმწიფოს შექმნა.

 

ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარება, ხორვატიის სახელმწიფოს შექმნა.

 

ხორვატიის სახელმწიფოს შექმნის მთავარ წანამძღვარს ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბების პროცესი წარმოადგენდა.

ფეოდალიზაციის პროცესი შედარებით სწრაფად მიმდინარეობდა დალმაციის ხორვატიაში.

X ს ხორვატიაში ფეოდალური ურთიერთობა გაბატონდა. მთავრების, დიდკაცებისა და ეკლესიის საკუთრებაში მიწის დიდი ფართობები იყო,  რასაც ისინი უმთავრესად დამოკიდებული ხალხის სერვების მეშვეობით ამუშავებდნენ.

 

 

დამოკიდებული ხალხი მიწაზე იყო მიმაგრებული. თანდათანობით ჩამოყალიბდა ფეოდალური იერარქია, რომლის მწვერვალზე იდგნენ ლასტელები,მათი რიცხვიდან ინიშნებოდნენ ადგილობრივი მმართველები ვანები და ჟუპანები.

ფეოდალიზაციის პროცესთან ერთად ხორვატიაში ქრისტიანობის გავრცელება მიმდინარეობდა.

ზოგიერთი ცნობებიდან ჩანს, რომ ქრისტიანობა აქ VII ს ვრცელდება ბიზანტიის მეშვეობით, მაგრამ როგორც ჩანს ხორვატთა უმრავლესობა კერპთაყვანისმცემლებად რჩებოდა IX ს II ნახევრამდე, ვიდრე ხორვატიაში მოღვაწეობა დაიწყეს კირილესა და მეთოდეს მოწაფეებმა. ქრისტიანობამ ამიერიდან მჭიდროდ მოიკიდა ფეხი.

როგორც ითქვა ფეოდალიზაციის პროცესი უფრო სწრაფად დალმაციის ხორვატიაში მიმდინარეობდა, ამიტომ სწორედ ეს ტერიტორია გახდა ხორვატიის მიწების გაერთიანების ცენტრი, მაგრამ ასეთ გაერთიანებას ხელს უშლიდა შინაბრძოლები, რომლებითაც სავსე იყო IX ს I ნახევარი.

მთავრის ხელისუფლება გაძლიერდა ტრიპიმირის დროს 845-864 წ, რომელმაც ჯერ ფრანკების, ხოლო შემდეგ ბიზანტიელების დახმარებით თავისი სახელმწიფო მნიშვნელოვნად გააფართოვა და წარმატებით იბრძოდა ბულგარელების წინააღმდეგ.

878 წ ხორვატია საბოლოოდ განთავისუფლდა ფრანკთა ბატონობისაგან.

ხორვატიამ ახალ წარმატებებს მიაღწია მთავარ ტომისლავის დროს. მის მმართველობაში ხორვატიამ მოიგერია უნგრელთა თავდასხმები და გაიმარჯვა ბულგარეთის მეფე სიმეონთან შეჯახებაშიც.

ტომისლავმა დაიქვემდებარა დალმაციის ქალაქები, რომლებიც მას ხარკს უხდიდნენ, ამის შედეგად ხორვატია ბალკანეთის ერთერთი უძლიერესი სახელმწიფო გახდა და საერთაშორისო აღიარება ჰპოვა.

 

 

 

ტომისლავის დროიდან ხორვატია სამეფოდ იქცა, მის მმართველს კი მეფე ეწოდა.

ხორვატიის სახელმწიფო იმდენად ძლიერი იყო, რომ მას კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობით შეეძლო 100 000 ქვეითის, 60 000 ცხენოსნის და 180 დიდი და პატარა ხომალდის გამოყვანა.

 

4 სლოვენია VI-X ს.

 

სლოვენური ტომები ადრეულ შუა საუკუნეებში.

ბალკანეთზე გადასახლების დროს სლავთა 1 ნაწილი გადასახლდა მდ სოჩის აუზში მდ სავას ზედა წელზე აღმ ალპების რაიონში და აგრეთვე ქვედა პანონიაში.

ეს ტომები დულებები, ტროდორიანები, სუსლები, პოლიანები და სხვანი ისტორიაში ცნობილი არიან სლოვენების სახელწოდებით.

 

უკვე VI ს სლოვენები დაემორჩილენ ავარებს, რომლებსაც ხარკს უხდიდნენ. გარდა ამისა ისინი ვალდებულნი იყვნენ ავარებისათვის ჯარი გაეგზავნათ.

 

623 წ ავართა ბატონობა სამოს ხელქვეით გაერთიანებულმა სლავურმა ტომებმა დაამხეს და სლოვენური მიწების უდიდესი ნაწილი სამოს სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა.

სამოს სახელმწიფოს დაცემის შემდეგ სლოვენთა მიწებმა კარამტანიის სამთავრო შექმნეს, რომლის ცენტრი კრიმსკი გრადი იყო. ამ სახელმწიფოს შექმნის მთავარი მიზეზი სლოვენებში მიმდინარე ფეოდალიზაციისა და კლასთა წარმოშობის პროცესი იყო.

მდიდარ მეთემეთაგან ყალიბდებოდა ფეოდალური დიდკაცობა მთავრები ვოევოდები და კოსეზები, მათ გვერდით მოიხსენიებიან სერვები, ნახევრად თავისუფალი ხალხი და მონები გაკოტრებულ მეთემეთა და ტყვეთა რიცხვიდან. სლოვენების ძირითადი მასა ჯერ კიდევ თავისუფალი იყო.

ფეოდალიზაციის პროცესის პარალელურად სლოვენთა შორის ქრისტიანობის გავრცელებაც მიმდინარეობდა.

ქრისტიანობის გავრცელების ცდებს VII ს დასაწყისში ჰქონდა ადგილი, რაც ხელს უწყობდა ფეოდალიზმის განმტკიცებას.

ქრისტიანობა აქ გერმანული სამღვდელოების მიერ ვრცელდებოდა კათოლიციზმის სახით, ამიტომ იგი გერმანული გავლენის განმტკიცების იარაღად იქცა.

კარამტანიის სამთავროს შექმნის დროიდან ვიდრე 745 წ ხანგრძლივ და მძიმე ბრძოლებს აწარმოებდა ავარების, ლანგობარდებისა და ბავარების წინააღმდეგ.

745 წ კარამტანიის მთავარმა ბორუტუსმა ავართა ახალი თავდასხმის საფრთხის გამო ბავარიის მთავრის ვასალად გახდომა გადაწყვიტა, რის შედეგად სლოვენიამ დამოუკიდებლობა დაკარგა.

778 წ როდესაც კარლოს დიდმა ბავარია დაიმორჩილა სლოვენიაც ფრანკთა იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, თუმცა ავტონომიას ინარჩუნებდა და თავისი მთავრებიც ჰყავდა.

IX ს 40-ან წლებში აღმ ფრანკთა მეფემ ლუდვიგ გერმანელმა ახლადშექმნილ დიდმორავიის სახელმწიფოს საპირისპიროდ ქვედა პანონიაში შექმნა ზლატენის სამთავრო, რომლის სათავეში დიდმორავიიდან გაძევებული პრივინა დააყენა, რომელიც ლუდვიგ გერმანელის ერთგული იყო და გერმანიზაციის პოლიტიკას ატარებდა.

პრივინას მემკვიდრემ კოცერმა კი ორიენტაცია შეცვალა, დიდმორავიას დაუახლოვდა და  სლავურ ენაზე ქრისტიანობის გავრცელების მიზნით კირილესა და მეთოდეს მოწაფეები მიიწვია. ეს კი სრულებით არ აწყობდათ გერმანელ ფეოდალებს, რომლებმაც 874 წ ზლატენის სამთავრო საბოლოოდ დაიმორჩილეს.

გერმანელთა ბატონობა სლოვენიაში.

 

ფრანკებისა და გერმანელების ბატონობის დროს სლოვენების მიერ დასახლებულ ტერიტორიებზე რამდენიმე სასაზღვრო ოლქი შეიქმნა კარამტანიის, კრაინის, პტუის, სარისა და სხვა, რომლებსაც მარკგრაფები და ეპისკოპოსები მართავდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობა მედგარ წინააღმდეგობას უწევდა გერმანელ ფეოდალებს და სამღვდელოებას, რომლებიც კათოლიციზმს ძალდატანებით ავრცელებდნენ, მაგრამ დამპყრობლებმა შეძლეს ამ წინააღმდეგობის ჩახშობა.

უცხოელთა ბატონობის წინააღმდეგ ხანგრძლივ ბრძოლას აწარმოებდა სლოვენი ფეოდალების ნაწილიც, რომელიც ამ ბრძოლაში თითქმის მთლიანად დაიღუპა და დაიწყო სლოვენიის გერმანული კოლონიზაცია სადაც დიდძალი გერმანელი ფეოდალი, ვაჭარი და მღვდელი დასახლდა.

გერმანელთა კოლონიზაციამ მნიშვნელოვნად შეცვალა სლოვენების ცხოვრების თვითმყოფობა, მათი ადათ-ჩვევები. დაჩქარდა ფეოდალიზაციის პროცესი, რომელიც ადრე იყო დაწყებული.

IX ს ბოლოს პანონიის სლოვენებს ახალი საფრთხე დაემუქრათ. პანონიას უნგრელებმა შეუტიეს, რის შედეგად სლოვენთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა პანონია, დარჩენილი მოსახლეობა კი უნგრელებში გაითქვიფა.

5 დიდმორავიის სახელმწიფო.

 

დიდმორავიის სახელმწიფოს წარმოშობა და ბრძოლა სლავური ეკლესიის შექმნისათვის.

 

IX ს სლავებში შეიქმნა ახალი მძლავრი სახელმწიფოებრივი გაერთიანება, რომელიც ცნობილია დიდმორავიის სახელით, მასში შედიოდა ჩეხეთი, მორავია, სლოვაკეთი, ლუჟიცი, ობოდრიტთა მიწები, დედაქალაქი იყო ველეგრადი.

დიდმორავიის სახელმწიფოს წარმოშობას ხელი შეუწყო ცენტრალურ და სამხ-აღმ ევროპაში პოლიტიკური ვითარების შეცვლამ და ფეოდალიზაციის სწრაფმა პროცესმა სლავთა დასახლების ამ რაიონში.

VII ს II ნახევარში სამოს სახელმწიფოს დაცემის შემდეგ დას სლავების ეს ჯგუფი ფრანკთა დაპყრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ეს საშიშროება განსაკუთრებით კარლოს დიდის ომების დროს გაიზარდა, მაგრამ კარლოსის იმპერია არამყარი აღმოჩნდა და იმპერატორის სიკვდილის შემდეგ დაიშალა.

ასპარეზი დასტოვა ავართა ხაკანატმაც, რომელიც კარლოს დიდის დარტყმებმა იმსხვერპლა.

ამ სახელმწიფოთა დაცემის შედეგად სახელმწიფოს წარმოშობა ჩეხურ-მორავულ მიწებზე მნიშვნელოვნად გაადვილდა.

 

ამავე დროს დიდმორავიის სახელმწიფოს წარმოშობას აჩქარებდა გერმანელი ფეოდალების მისწრაფება დაეპყროთ დას სლავთა ეს ტერიტორია.

სახელმწიფოს წარმოშობის პირობებს ამ მიწების შინაგანი განვითარებაც ქმნიდა.

IX ს აქ სამეფო დიდკაცობისა და კათოლიკური ეკლესიის მსხვილი მიწათმფლობელობა ჩამოყალიბდა, რომელთაც თავის ბატონობის განმტკიცებისათვის მძლავრი სახელმწიფო ძალაუფლება სჭირდებოდათ.

 

დიდმორავიის სახელმწიფოს I მთავარი იყო მოიმირი, მის გამაერთიანებელ პოლიტიკას ხელს უშლიდა ნიტრანის ოლქის თავადი პრიბინა, რომელსაც გერმანელი სამღვდელოება ეხმარებოდა.

თავის მხრივ პრიბინა ხელს უწყობდა მათ მისიონერულ მოღვაწეობას რითაც აბრკოლებდა ჩეხეთ-მორავიის სათავადოების გაერთიანებას.

833 წ მოიმირმა შეძლო პრიბინას განდევნა და ნიტრანის ოლქის შემოერთება.

პრიბინამ თავშესაფარი გერმანიაში ჰპოვა.

 

847 წ მან მეფე ლუდვიგ გერმანელისაგან სამფლობელოდ ქვედა პანონია მიიღო და დიდმორავიის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი მოკავშირე გახდა.

გერმანელი ფეოდალები თავისი ექსპანსიის მთავარ ობიექტად სლავურ მიწებს მიიჩნევდნენ და ამიტომ ახლადშექმნილი დიდმორავიის სახელმწიფოს ძირითად საზრუნავად გერმანელ ფეოდალთა წინააღმდეგ ბრძოლა იქცა.

845 წ ლუდვიგ გერმანელმა ილაშქრა დიდმორავიის წინააღმდეგ და ჩეხეთის 14 სავოევოდო გააქრისტიანა. მორიგი ლაშქრობისას გერმანელმა ფეოდალებმა მოიმირი ტახტიდან ჩამოაგდეს, თუმცა დიდმორავიის სახელმწიფოს მოსპობა ვერ შეძლეს. მოიმირის ნაცვლად ლუდვიგმა ტახტზე დასვა მისივე ძმისწული როსტისლავი, მაგრამ ახალი თავადი გერმანელთა დაუძინებელი მტერი აღმოჩნდა.

ლუდვიგ გერმანელმა რამდენჯერმე სცადა როსტისლავის დამორჩილება, მაგრამ ამაოდ.

858 წ ლუდვიგი ახალ ლაშქრობას აპირებდა, მაგრამ თავისი შვილის კარლომანის აჯანყებამ ხელი ააღებინა ამ განზრახვაზე.

როსტისლავი თვითონ გააქტიურდა, 861 წ მან მოკლა პრიბინა და მისი სამფლობელო შემოიერთა, ამან კიდევ უფრო გაამწვავა გერმანიასთან ურთიერთობა.

შინაომების ჩაქრობის შემდეგ ლუდვიგ გერმანელმა დაიწყო მზადება დიდმორავეთზე გასალაშქრებლად. ბულგარეთის სახით მან მოკავშირეც მოიპოვა.

 

როსტისლავს კარგად ესმოდა ბულგარეთ-გერმანიის კავშირის საშიშროება, რის გამოც იგი ბიზანტიას დაუახლოვდა, ეს დაახლოება იმითაც იყო ხელსაყრელი, რომ ბიზანტიის დახმარებით შეიქმნებოდა სლავური ეკლესია, რაც არ გამოიწვევდა დიდი მორავიის დაქვემდებარებას ბიზანტიისადმი.

გერმანული სამღვდელოების მეშვეობით ქრისტიანობის მიღება აუცილებელს ხდიდა ქვეყნის დამოკიდებულებას გერმანიაზე.

ქრისტიანობის ფეოდალური საზის რელიგიად აღიარება კი ფეოდალურ ურთიერთობათა ზრდის პირობებში მომწიფებული იყო.

 

863 წ როსტისლავის ელჩებმა კონსტანტინეპოლში განაცხადეს `ჩვენმა ხალხმა უარყო კერპთაყვანისმცემლობა, მაგრამ ჩვენ არა გვყავს მასწავლებლები, რომლებიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჩვენს ენაზე გვიქადაგებენო~.

როსტისლავის წინადადება ბიზანტიაში სიხარულით მიიღეს და დიდმორავიაში გაგზავნეს მისიონერები ძმები კონსტანტინე და მეთოდე, რომელთა საგანმანათლებლო მოღვაწეობამ სლავი ხალხის ისტორიაში დიდი როლი შეასრულა.

 

მისიონერებმა ენერგიული მუშაობა გააჩაღეს, მიუხედავად დიდმორავიაში დამკვიდრებული გერმანელი მღვდელთმსახურების დიდი წინააღმდეგობისა ისინი ქადაგებდნენ სლავურ ენაზე, აშენებდნენ სლავურ ეკლესიებს. კირილეს მიერ შექმნილი სლავური ანბანის მეშვეობით ხალხისათვის გასაგებ ენაზე ითარგმნებოდა და იწერებოდა საღვთისმეტყველო წიგნები.

 

კონსტანტინესა და მეთოდეს ნაყოფიერი მუშაობა დიდმორავიაში სამ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი იბრძოდნენ გერმანული სამღვდელოების წინააღმდეგ, რომლებიც დიდმორავიას თავის სამწყსოდ თვლიდნენ.

 

დამოუკიდებელი სლავური ეკლესიის შექმნა განამტკიცებდა დიდმორავიის სახელმწიფოს, ამიტომ გერმანელი მღვდელთმსახურნი და ფეოდალები ყოველნაირად უშლიდნენ ხელს ასეთი ეკლესიის შექმნას.

870 წ დიდმორავიის დიდკაცობის შეთქმულებამ გერმანელთა მხარდაჭერითა და დახმარებით ტახტიდან გადმოაგდო როსტისლავი და მთავრად მისი ნათესავი სვიატოპოლკი დასვა.

ლუდვიგ გერმანელი არ ენდობოდა ახალ მთავარს, ამიტომ იგი გერმანიაში წაიყვანა და საპყრობილეში ჩასვა, დიდმორავიის მმართველობა კი გერმანელ გრაფს დაავალა.

ერთდროულად გერმანელებმა გააძლიერეს ბრძოლა სლავური ეკლესიის წინააღმდეგ. კათოლიკურმა ეკლესიამ საპყრობილეში ჩასვა მეთოდე, კონსტანტინე 869 წ გარდაიცვალა რომში.

 

ფაქტიურად დიდმორავია აღმ ფრანკთა პროვინციად გადაიქცა, მაგრამ გერმანელთა ბატონობამ დიდხანს ვერ გასტანა 871 წ გერმანელ ფეოდალთა და სამღვდელოების მკაცრი ექსპლუატაციის წინააღმდეგ აჯანყდნენ ჩეხეთისა და მორავიის მოსახლეობის ფართო მასები. აჯანყებულებს სათავეში ჩაუდგა მეთოდეს მოწაფე სლავომირი.

აჯანყების ჩასაქრობად გერმანელებმა სვიატოპოლკის ავტორიტეტის გამოყენება სცადეს, დიდი მორავიის წინააღმდეგ გაგზავნილ ლაშქარს სვიატოპოლკი უთავეს, მაგრამ სვიატოპოლკი აჯანყებულთა მხარეზე გადავიდა და გერმანელები სასტიკად დაამარცხა.

მიუხედავად ამისა აჯანყებულებს ძალები აღარ ეყოთ და სვიატოპოლკი იძულებული გახდა მეფისადმი ვასალური დამოკიდებულება ეცნო და ხარკის გადახდა ეკისრა.

სვიატოპოლკის მმართველობა დიდმორავიის მნიშვნელოვანი წარმატებით აღინიშნა. მისი ძალაუფლება გავრცელდა ლაბაზე, ოდრაზე და კარპატებში მდებარე სლავურ მიწებზე. დიდმორავიაში შევიდა მცირე პოლონეთიც.

სვიატოპოლკმა არა მარტო დიდმორავიაში არამედ მეზობელ სახელმწიფოებშიც ფართო პოპულარობა მოიპოვა. მან ციხიდან გაათავისუფლა მეთოდე, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად დაუბრუნდა საგანმანათლებლო მოღვაწეობას, მაგრამ მეთოდე მთავრის მხარდაჭერით დიდხანს არ სარგებლობდა, რადგან სვიატოპოლკი გერმანული სამღვდელოების მხარეს გადაიხარა, რომლის ხრიკებმა მეთოდეს გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინესა და მეთოდეს მოწაფეები აიძულეს დიდმორავია დაეტოვებინათ.

 

მათი უმრავლესობა როგორც აღნიშნული იყო მთავარი ბორისის თხოვნით ბულგარეთში განაგრძობდა მოღვაწეობას.

 

დიდმორავიის სახელმწიფოს დაცემა.

 

მიუხედავად დიდი ტერიტორიისა და სამხედრო ძლიერებისა დიდმორავია არ წარმოადგენდა მყარ პოლიტიკურ გაერთიანებას.

IX ს ბოლოს ფეოდალური მიწათმფლობელობის განმტკიცებასთან ერთად დიდკაცობის სეპარატისტული ტენდენციების ზრდაც მიმდინარეობდა.

დიდკაცობას უმძიმდა სვიატოპოლკის ძალაუფლება და მასზე დაკისრებული მოვალეობანი, ამიტომ გერმანელთა წაქეზებით ისინი ხშირად ურჩობდნენ.

894 წ სვიატოპოლკის გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლება მისმა ორმა შვილმა მოიმირ II-მ და სვიატოპოლკ II-მ გაინაწილეს.

 

მათი მმართველობის დროს სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერებითა და გერმანელ ფეოდალთა გააქტივებით აღინიშნა.

X ს დამდეგს შინაბრძოლებისა და არეულობის შედეგად დიდმორავიის სახელმწიფო მეტად დასუსტებული შეხვდა.

906  წ უნგრელებმა, რომელთაც  IX ს ბოლოდან არაერთხელ ულაშქრიათ დიდმორავიის წინააღმდეგ ბოლო მოუღეს მის არსებობას.

უნგრელთა ბატონობაში გადავიდა სლოვაკეთი, რომელიც დიდმორავიის სახელმწიფოს მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.

სლოვაკი ხალხი 1000 წლით მოსწყდა მოძმე ჩეხ ხალხს.

6 ჩეხეთის ადრეფეოდალური სახელმწიფოს შექმნა.

 

ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარება ჩეხეთში.

 

დიდმორავიის სახელმწიფოს დაცემის შემდეგ ჩეხეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რადგან უნგრელთა ძალაუფლება მასზე არ გავრცელებულა.

არქეოლოგიური გათხრები და წერილობითი წყაროები მოწმობენ, რომ IX ს ბოლოსა და X საუკუნეში ჩეხეთში ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარება ახალ საფეხურზე ავიდა.

 

 

 

მიწის ფეოდალური საკუთრება საკუთრების ძირითადი ფორმა გახდა. სასოფლო თემის დაშლა ინტენსიურად მიმდინარეობდა. მიწის დიდი ნაწილი დიდკაცობისა და კათოლიკური ეკლესიის ხელში იყრიდა თავს. ფეოდალური საკუთრება სათემო მიწებისა და მეთემე გლეხების ხარჯზე იზრდებოდა. ჩეხი გლეხები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს კარგავდნენ ფეოდალებზე დამოკიდებულთა რიგებს ავსებდნენ.

 

ამ პერიოდში ფართოდ გავრცელდა მთავრის მიერ რაზმის წევრებისა და მეომრების მიწით დასაჩუქრება, წარმოიშვა პირობითი მიწათმფლობელობა, შეიქმნა ფეოდალური იერარქია.

 

ფეოდალების და განსაკუთრებით მთავრის მამულებში დამოკიდებული გლეხების შრომასთან ერთად მონების შრომაც გამოიყენებოდა, თუმცა მათი რიცხვი ძალზე შეზღუდული იყო.

ფეოდალური ექსპლუატაცია ძირითადად ნატურალური რენტის გამოღებით ხორციელდებოდა, მაგრამ თანდათან შრომამიგებითი რენტაც ვრცელდებოდა.

X ს ჩეხეთის სოციალურ-ეკონომიკური დონე მოწმობს, რომ ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბების პროცესი ძირითადად დასრულებული იყო.

ჩეხეთის ეკონომიკისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამთამადნო საქმეს, განსაკუთრებით კი ვერცხლისა და ტყვიის მოპოვებას, რითაც იგი მთელს ევროპაში იყო განთქმული.

 

 

 

ჩეხეთში მრავალი მდიდარი ქალაქი იყო, განსაკუთრებით გამოირჩეოდა პრაღა, რომელიც X ს არაბი ისტორიკოსის იბრაჰიმ იბნ იაკუბის ცნობით ევროპის ერთერთი  უმდიდრესი ქალაქი იყო.

 

ჩეხეთი გაცხოველებულ ვაჭრობას აწარმოებდა მრავალ სახელმწიფოსთან, მათ შორის არაბეთის სახალიფოსთან, რუსეთთან და სხვა.

 

 

პრშემისლოვიჩთა და სლავნიკოვიჩთა დინასტიების ბრძოლა ჩეხეთის მიწების გაერთიანებისათვის.

 

ჩეხეთის მიწა-წყალზე, რომელიც უნგრეთის დაპყრობას გადაურჩა კიდევ რამდენიმე სლავური ტომობრივი სამთავრო არსებობდა.

X ს სამთავროთა გაერთიანების სწრაფი პროცესი მიმდინარეობდა. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია სამთავრომ, რომელსაც პშემისლოვიჩთა გვარი ედგა სათავეში.

პშემისლოვიჩთა დინასტიის შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობდა,

ოდესღაც ჩეხეთს ტროკი განაგებდა, რომლის გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლება მის სამ ქალიშვილს დარჩა, ერთმა მათგანმა ლივულშამ ქმრად აირჩია უბრალო გლეხი ლემუსთა გვარიდან სახელად პრშჩემისლი, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი ამ დინასტიას.

პრშემისლოვიჩთა ცენტრს წარმოადგენდა პრაღა, რომელიც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების შესაყარზე მდებარეობდა და კარგი სტრატეგიული მდებარეობითაც გამოირჩეოდა. პრშემისლოვიჩებს იგი დიდ შემოსავალს აძლევდა ამ დინასტიის გამაერთიანებელ პოლიტიკაში პრაღის ეკონომიკური სიძლიერე გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენდა.

 

X ს II ნახევარში პრაღის მთავრებმა ჩეხეთის მნიშვნელოვანი ნაწილის გაერთიანება შეძლეს.

პრშემისლოვიჩთა მთავარი მეტოქე ზლიჩანთა ტომის სლამნიკოვიჩთა დინასტია იყო.

 

 

ზლიჩანთა ტომის ბირთვი აღმ ჩეხეთი იყო, სატახტო ქალაქი კი მდიდარი და ძლიერი სავაჭრო ცენტრი ქ. ლიბცე.

სლამნიკოვიჩთა სამთავრო ეკონომიური სიმდიდრითა და ტერიტორიით არ ჩამოუვარდებოდა პრშემისლოვიჩთა სამთავროს, ამ უკანასკნელთა მსგავსად სლამნიკოვიჩები ცდილობდნენ ჩეხეთის მიწები თავიანთი სამთავროს ირგვლივ გაეერთიანებინათ, ამ ნიადაგზე ამ ორ სამთავროს შორის დაიწყო გააფთრებული ბრძოლა, რაც თითქმის X ს ბოლომდე გაგრძელდა და სადაც გამარჯვებულები პრშემისლოვიჩები გამოვიდნენ.

955 წ ბოლესლავ II-მ სასტიკად დაამარცხა ზლიჩანთა მთავარი დანგრია ლიბიცე და სლამნიკოვიჩთთა გვარი მთლიანად ამოწყვიტა. ამით დასრულდა ჩეხეთის მიწების გაერთიანება და შეიქმნა ჩეხეთის ადრეფეოდალური სახელმწიფო.

ჩეხეთის გაერთიანებაში პრშემიჩლოვისთა მეთაურობით გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ დინასტიის სამფლობელოს მდებარეობამ, მასზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები, რომლითაც ეს ტერიტორია მჭიდროდ უკავშირდებოდა ჩეხეთის სხვა დანარჩენ ოლქებს.

სერიოზული ფაქტორი იყო ისიც, რომ 973 წ პრაღაში საეპისკოპოსო შეიქმნა და პრშემისლოვიჩებს კათოლიკური სამღვდელოების მეშვეობით თავისი გავლენის გავრცელება სლამნიკოვიჩთა სამფლობელოშიც შეეძლო, სლავნიკოვიჩები კი მათ გერმანელი და პოლონელი ფეოდალების დახმარებით ებრძოდნენ, რაც ხალხში უკმაყოფილებას იწვევდა.

ჯერ კიდევ სლავნიკოვიჩთა მიწების შემოერთებამდე ჩეხეთის მთავრებს მუდმივი ბრძოლა ჰქონდათ გერმანელ ფეოდალებთან.

950 წ დიდი დამარცხების შემდეგ მთავარი ბოლესლავ I იძულებული გახდა თავი ეცნო გერმანიის იმპერატორ ოტო I-ს ვასალად, ხარკი ეხადა და მონაწილეობა მიეღო გერმანიის ომებში.

962 წლიდან როდესაც შეიქმნა რომის საღმრთო იმპერია ჩეხეთი მის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა საშინაო საქმეებში სრულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა.

ჩეხეთის ადრეფეოდალური სახელმწიფო არასოდეს არ წყვეტდა ბრძოლას გერმანელი ფეოდალების ძალმომრეობის წინააღმდეგ.

7 ძველი პოლონეთის სახელმწიფოს წარმოშობა.

 

ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარება.

 

ძველი პოლონეთის სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ რამდენიმე ხალხური თქმულება არსებობს, 1 მათგანის მიხედვით პოლიანთა ტომის ბელადს პოპელსა და ამ ტომის გლეხს პიასტს ერთდროულად ჰქონდათ საოჯახო დღესასწაული, ნადიმის დროს მთავართან 2 მგზავრი მისულა, მაგრამ მთავარს ისინი განუდევნია, მგზავრებს თავშესაფარი გლეხის ოჯახში უპოვნიათ და აი მოხდა სასწაული, გლეხის სუფრა ისე გამდიდრებულა, რომ მასპინძელს ოჯახში პოპელიც კი მიუწვევია, მალე პიასტის ვაჟს სამსახური დაუწყია მთავართან, პოპელი განუდევნია, მთავრად თვითონ დამჯდარა და მთელი პოლიანური ტომები გაუერთიანებია.

რასაკვირველია ამგვარ ლეგენდებს საერთო არაფერი აქვთ ისტორიულ სინამდვილესთან. პოლონეთის სახელმწიფო წარმოიშვა რთული სოციალურ-ეკონომიკური პროცესის შედეგად. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში პოლონურ ტომებში განვითარებული იყო მიწათმოქმედება.

არაბი მოგზაური იბნ იაკუბი გვიმოწმებს, რომ X ს II ნახევარში პოლონელებს სამმინდვრიანი სისტემა ჰქონდათ.

არქეოლოგიური მასალის მიხედვით ირკვევა, რომ მეურნეობის ძირითად კულტურას წარმოადგენდა ფეტვი, რომელიც შემდეგ ხორბლისა და შვრიის კულტურებმა შეცვალეს.

პოლონელები იცნობდნენ აგრეთვე სელსა და კანაფს. განვითარებული იყო მებაღეობა-მებოსტნეობა, მეცხოველეობა.

პოლონეთის სოფლის მეურნეობას სასოფლო-სამეურნეო იარაღით უზრუნველყოფდა ადგილობრივი მეტალურგიისა და ხელოსნობის მაღალი დონე.

არქეოლოგების მიერ ნაპოვნია რკინის ნამგლები, ცელები, სახნისები და სხვა.

IX-X ს პოლონეთში განვითარებული იყო როგორც საშინაო ისე საგარეო ვაჭრობა, რასაც პოლონეთში ნაპოვნი უცხოური მონეტების მრავალი განძი ადასტურებს.

პოლონეთს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა სკანდინავიის ქვეყნებთან, ჩეხეთთან, ბიზანტიასთან, გერმანიასთან, რუსეთის გავლით არაბეთის სახალიფოსთან და სხვა.

სატრანსპორტო ვაჭრობის დიდი ცენტრი იყო ქ. კრაკოვი, სადაც მრავალი სავაჭრო გზა გადიოდა.

VII-X ს პოლონეთში გვაროვნული წყობილება უკვე ირღვეოდა, მიწათსარგებლობის თემური წესის მიწაზე კერძო საკუთრებით შეცვლა ქმნიდა წინამძღვრებს მსხვილი მიწათმფლობელობის წარმოშობისათვის.

 

 

 

თემის დიდკაცობა სულ უფრო მეტ მიწის ნაკვეთებს იტაცებდა. ფეოდალურ დამოკიდებულებაში მოქცეულ გლეხობას მრავალი ვალდებულება ეკისრებოდა, გლეხები იხდიდნენ ნატურალურ გადასახადს, ასრულებდნენ საგზაო და სხვა სახის ბეგარას.

 

 

ქრისტიანობის მიღების შემდეგ გლეხობას ეკლესიის სასარგებლოდ მეათედის გადახდაც დაეკისრა.

მეურნეობაში მონების შრომაც გამოიყენებოდა, თუმცა აქაც ისე როგორც სხვა სლავ ხალხებში საზოგადოებრივ ურთიერთობათა ძირითად გადამწყვეტ ფორმად მონობა არასოდეს არ ქცეულა.

მონებს შინამოსამსახურეებად და ხელოსნებად იყენებდნენ, ხშირად მათ მიწის ნაკვეთებსაც გამოუყოფდნენ, მაგრამ პირველყოფილი თემური წყობილების რღვევის პირობებში ამას არ გამოუწვევია მონათმფლობელური ფორმაციის გაბატონება. პირიქით მიწაზე დასმული მონები თავისი მდგომარეობით დამოკიდებულ გლეხობას უახლოვდებოდნენ.

 

გრუდები.

 

პოლონეთის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდნენ გრუდები, გამაგრებული დასახლებული პუნქტები.

მიწათმოქმედი მოსახლეობის ძირითადი მასა სოფელში ცხოვრობდა, მაგრამ საშიშროების შემთხვევაში თავს აფარებდა გრუდებს.

გრუდი შენდებოდა როგორც სასაზღვრო ოლქებში ისე ქვეყნის შიგნით.

მიწაყრილითა და სხვა ნაგებობებით გამაგრებული გრუდები სამხედრო-ადმინისტრაციულ პუნქტებსა და რელიგიურ ცენტრებს წარმოადგენდნენ.

გრუდების რიცხვი როგორც არქეოლოგიური გათხრები მოწმობს დიდი იყო.

ფეოდალურ ურთიერთობათა განმტკიცებასთან ერთად ბევრი გრუდი ფეოდალის რეზიდენციად გადაიქცა, გრუდების ნაწილი კი სოფლის მეურნეობიდან ხელოსნობის გამოყოფის გამო ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრი გახდა.

 

ძველი პოლონეთის სახელმწიფოს წარმოშობა.

 

XI ს დასაწყისისათვის ფეოდალური საზის ჩამოყალიბება პოლონეთში ძირითადად დასრულდა.

ახალი კლასობრივი საზი ძირითადად მოითხოვდა ისეთი მმართველი აპარატის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფდა გაბატონებული კლასის ინტერესების დაცვას რაც ხელს შეუწყობდა ფეოდალურ ურთიერთობათა შემდგომ განმტკიცებას, ასეთ აპარატს სახელმწიფო წარმოადგენდა.

არსებული წყაროების მიხედვით ძნელია ძველი პოლონეთის სახელმწიფოს შექმნის პროცესის წარმოდგენა.

როგორც ჩანს არსებობდა რამდენიმე კერა, სადაც სახელმწიფო წყობილების ჩასახვა მიმდინარეობდა, ერთ მათგანს X ს ბოლოს პოლიანთა სამთავრო წარმოადგენდა, რომლის სათავეში როგორც ავღნიშნეთ პიასტთა დინასტია იდგა, ხოლო ისტორიული წყაროებით დადასტურებული I მთავარი მეშკო I 960-992 წ იყო.

მას ჰყავდა 3 000 კაცისაგან შემდგარი რაზმი, რომელსაც თავისი სახსრებით ინახავდა, როგორც ჩანს ჯერ კიდევ მეშკოს მმართველობამდე პიასტებმა შეძლეს ახლომდებარე მიწების გაერთიანება პოლიანთა ტომის გარშემო, ამით საფუძველი ჩაეყარა დიდი პოლონეთის სახელმწიფოს, რომლის შემდგომი ზრდა და განვითარება ცალკეული ტომობრივი გაერთიანებების ხარჯზე მიმდინარეობდა.

მეშკოს დროს ამ სახელმწიფოში შედიოდა ფერაძიანთა, კუიავთა, მაზოვთა და კარპატებში მცხოვრებ ხორვატთა მიწები. დასავლეთით მისი საზღვრები მდ ოდრას აღწევდა, სამხ იგი ჩეხეთს ესაზღვრებოდა, აღმ რუსეთს, ხოლო ჩრდილოეთით პრუსებსა და პომორებს.

სულ დიდპოლონეთის სახელმწიფო 250 000  კვ-კმს შეიცავდა, მოსახლეობა კი 1 125 000 კაცს აღემატებოდა.

მეშკო I წარმატებით იბრძოდა პომორიანებისა და ფილების შემოერთებისათვისაც.

ადრეფეოდალური სახელმწიფოს შექმნამ და ტომობრივი სეპარატიზმის დაძლევამ ხელი შეუწყო ერთიანი პოლონური ენის Aშექმნას, ყველა ამ ფაქტორს კი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პოლონელი ერის ჩამოყალიბებისათვის.

 

 

 

 

 

 

გერმანიასთან დამოკიდებულება და ქრისტიანობის მიღება.

 

პოლონეთის ახალგაზრდა სახელმწიფოს შექმნის დღიდანვე ბრძოლა უხდებოდა გერმანელი ფეოდალების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობდნენ მათი მიწების ხელში ჩაგდებას.

973 წ მეშკომ ტაქტიკური მოსაზრებებით თავი იმპერატორის ვასალად ცნო, ამავე დროს იგი მოკავშირეებს ეძებდა და გადამწყვეტი ბრძოლისათვის ემზადებოდა, ამ მიზნით მან ცოლად შეირთო ჩეხეთის მთავრის ბოლესლავ I-ს ქალიშვილი დუბრავკა, 973 წ იმპერატორ ოტო I-ს გარდაცვალების შემდეგ მეშკო გერმანელთა ვასალობისაგან განთავისუფლდა.

966 წ გერმანელი ფეოდალების შემოსევებისაგან თავის დასაღწევად და ახალგაზრდა პოლონეთის სახელმწიფოს საერთაშორისო მდგომარეობის განსამტკიცებლად მეშკომ მთელ თავის ხალხთან ერთად მიიღო ქრისტიანობა, მაგრამ თუ საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით ამ ფაქტს დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის შინაგანი განვითარებისათვის ქრისტიანობის რომის კათოლიკური წესის მიღებამ გარკვეული უარყოფითი როლი ითამაშა.

პოლონეთში ქრისტიანობა ჩეხეთის სამღვდელოებამ გაავრცელა, მათვე მიუძღვით დიდი წვლილი ეკლესიის ორგანიზაციაში. როგორც ჩეხეთში ისე პოლონეთში გავრცელდა რომის კათოლიციზმი, ეს კი აფერხებდა დამწერლობის განვითარებას მშობლიურ ენაზე, რადგან ფეხს იკიდებდა ლათინური ენა, ხელს უწყობდა პაპების რეაქციული პოლიტიკის გავლენას და გერმანულ-კათოლიკური სამღვდელოების შემოჭრას.

ქრისტიანობის მიღება პოლონეთის საზის ფეოდალიზაციის სწრაფი პროცესის მაჩვენებელია, იგი ხელს უწყობდა ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარებას.

 

8 ლაბისპირეთისა და ბალტიისპირეთის სლავები IX-XII საუკუნეებში.

 

სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და I სახელმწიფოებრივი გაერთიანებები.

 

როგორც აღნიშნული იყო მდ ლაბის შუა და ქვემო წელზე მოსახლეობდნენ ლაბისპირეთის სლავები, ხოლო ბალტიის ზღვის ნაპირამდე მდ ლაბასა და ვისლას შორის ბალტიისპირეთის სლავები.

ზნე-ჩვეულებებითა და ენით ისინი პოლონურ ტომებს ენათესავებოდნენ.

უძველესი დროიდან სლავთა ეს ჯგუფი მისდევდა მიწათმოქმედებას, მეცხოველეობასა და ვაჭრობას. მიწის დასამუშავებლად ისინი კავსა და მძიმე გუთანს იყენებდნენ და იმდენი პური, ქერი და სხვა პროდუქტი ჰქონდათ, რომ XII ს ერთმა მოგზაურმა ამ ქვეყანას აღთქმული მიწა უწოდა.

 

მოსახლეობის ერთერთი მთავარი საქმიანობა მეთევზეობა იყო, დიდი რაოდენობით მზადდებოდა მარილი, მათ გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდათ მეზობელ სახელმწიფოებთან.

IX-X ს წერილობითი წყაროების ცნობით ლაბისპირეთში და ბალტიისპირეთში მრავალი ქალაქი არსებობდა, ზოგი მათგანი მაგ ველგრადი, სტარგრადი, რატიბორი და სხვა ვაჭრობისა და ხელოსნობის მნიშვნელოვან პუნქტებს წარმოადგენდა.

IX ს მოკიდებული ლაბისპირეთის და ბალტიისპირეთის სლავებში ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბება მიმდინარეობდა, წარმოიშვა დიდკაცობა, რომელმაც თავისუფალი მოსახლეობის ნაწილი დაიმორჩილა და მათ სხვადასხვა ვალდებულებების შესრულება დააკისრა.

ამავე საუკუნის დასაწყისში აქ 2 ძლიერი გაერთიანება შეიქმნა ობოდრიტების ანუ ბოდრიჩების, რომელშიც შედიოდნენ ბოდრიჩები, ვადრები, ვარნები, ბირიმიანები და სხვა და ლუტიჩთა კავშირი, რომელმაც გააერთიანა რატარები, დოლენცები, ჩერეზტენიანები და ხიჟანები.

ეპისკოპოსი ტიტმარი IX ს წერდა, რომ `ძველად ლაბისპირეთისა და ბალტიისპირეთის სლავებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სახალხო კრებას, რომ მათთან არ იყო ერთმმართველობა, მაგრამ ფეოდალიზაციის შედეგად გვაროვნული და სამხედრო დიდკაცობის წარმოშობის გამო სახალხო კრების უფლებები იზღუდებოდა და მთავართა უფლებებით იცვლებოდა.

 

 

 

IX ს დასაწყისისათვის, როდესაც აღნიშნული გაერთიანებები შეიქმნა ცალკეულ მთავართა ძალაუფლება დიდი იყო, მთავრობა მემკვიდრეობით გადადიოდა. ეს გაერთიანებანი არამყარი აღმოჩნდნენ, რადგან მათში შემავალი ცალკეული ტომების მთავრები ხშირად იჩენდნენ სეპარატიზმსა და ურჩობას.

ბოდრიჩთა და ლუტიჩთა კავშირები ტომობრივ სამთავროთა სახელმწიფოებრივ გაერთიანებას სახელმწიფოს საწყის ფორმას წარმოადგენდნენ.

 

გერმანელი ფეოდალების აგრესიის დასაწყისი ლაბისპირეთის სლავების წინააღმდეგ.

IX საუკუნიდან ლაბისპირეთის სლავებს უხდებოდათ თავისი დამოუკიდებლობის დაცვა ფრანკთა სახელმწიფოს აგრესიისაგან. კარლოს დიდმა შეძლო კიდეც მათი ნაწილის დაპყრობა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ სლავებმა კვლავ მოიპოვეს დამოუკიდებლობა.

X ს დასაწყისიდან როდესაც აღმ ფრანკთა სახელმწიფოში (გერმანიაში) ტახტზე საქსონელთა დინასტია ავიდა 919 წ სლავებმა ენერგიული ბრძოლა გააჩაღეს გერმანელთა აგრესიის წინააღმდეგ.

 

928 წ საქსონური დინასტიის I წარმომადგენელი ჰაინრიხ I ფრინველმჭერი სლავების მიწა-წყალზე შეიჭრა და ჰაოელიანთა ტომის ცენტრი ქ. ფლანიბორი დაიკავა, ამის შემდეგ მან ლუტიჩთა მიწების დიდი ნაწილი და გლობაჩთა ტომის ქ. განა დაიპყრო.

მომდევნო წელს მან კვლავ ილაშქრა სლავების წინააღმდეგ, რადგან ბევრმა ტომმა უარი თქვა ხარკის გადახდაზე.

გერმანელი ფეოდალების ახალ მძლავრ შემოსევებს ადგილი ჰქონდა ოტო I-ს მეფობის დროს 936-973 წ, რომელიც პირადად იღებდა მონაწილეობას სლავების წინააღმდეგ მოწყობილ ექსპედიციებში. იგი ხარკის აღებით არ კმაყოფილდებოდა. სლავების მიწაზე იმპერატორი ასახლებდა გერმანელებს, აარსებდა გერმანულ კოლონიებს, მარკებს.

თავის ბატონობა სლავებზე გერმანელებმა ჩვეულებისამებრ მახვილითა და მუხანათური პოლიტიკიAთ განამტკიცეს.

 

 

 

939 წ გერამ გაიგო, რომ მის წინააღმდეგ აჯანყება მზადდებოდა, მან სტუმრად მიიპატიჟა 30 სლავი თავადი და სადილის დროს უმოწყალოდ ამოახოცვინა ისინი, მაგრამ ამით მიზანს ვერ მიაღწია, აჯანყებულმა ბოდრიჩებმა დაიბრუნეს ქ. ბრანიბორი, თუმცა დროებით გამცემლობისა და მოსყიდვის მეოხებით გერმანელებმა კვლავ დაიპყრეს ქალაქი.

სლავებს სძულდათ დამპყრობლები და არ უნდოდათ გერმანული ადათ-ჩვევებისა და ქრისტიანობის მიღება. ქრისტიანობა, რომლის დანერგვას ყოველგვარი გზით ლამობდნენ გერმანელი ფეოდალები ხელს უწყობდა მათი პოლიტიკური გავლენის განმტკიცებას.

ძალით გაქრისტიანებულ მოსახლეობას კათოლიკური ეკლესია მეათედს ახდევინებდა.

X ს სლავები არაერთხელ აჯანყებულან გერმანელთა ბატონობის წინააღმდეგ.

ოტო I-ს მემკვიდრეები ოტო II და ოტო III მთავარ ყურადღებას იტალიას აქცევდნენ და სლავებით ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულნი, ამით ისარგებლეს ვიტიჩებმა და ბოდრიჩებმა, აჯანყდნენ 983 წ და საკმაოდ დიდი ხნით განთავისუფლდნენ გერმანელ ფეოდალთა ბატონობისაგან.

 

ლაბისპირეთის სლავთა რონდების სახელმწიფო.

 

ლაბისპირეთისა და ბალტიისპირეთის სლავთა ბრძოლა გერმანელ ფეოდალთა წინააღმდეგ XII საუკუნეში.

 

XI ს შუა წლებში ლაბისპირეთში წარმოიშვა დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანება, რომელშიც შედიოდნენ ბოდრიჯთა, ლუტიჩთა, ლეჟიჩთა და ბალტიისპირელ სლავთა მიწები. მათ გაერთიანებას ხელს უწყობდა და აჩქარებდა ბრძოლა გერმანელ ფეოდალთა აგრესიის წინააღმდეგ. ეს იყო ბენდების სახელმწიფო, რომელმაც თითქმის 100 წელი იარსება, სახელმწიფოს I მთავარი იყო გოტშჩალკი ბოდრიჯთა მთავრის უდოს შვილი.

გოტჩალკი საქსონიის ერთ მონასტერში იყო სასწავლებლად მიბარებული, გერმანელების მიერ უდოს მოკვლის შემდეგ გოტშჩალკი თავის ქვეყანაში დაბრუნდა და ვენდების სახელმწიფოს მთავარი გახდა.

წყაროების სიმცირე არ გვაძლევს ამ სახელმწიფოს წყობილების აღწერის საშუალებას, ერთი კი ცხადია, რომ გოტშჩალკი და მისი მემკვიდრენი სამხედრო რაზმზე დაყრდნობით ცდილობდნენ სახელმწიფო ძალაუფლების განმტკიცებას.

გოტშჩალკი ქრისტიანი იყო და ამ სარწმუნოების გავრცელებას თავის სახელმწიფოშიც ცდილობდა, მაგრამ იგი ითვალისწინებდა, რომ კათოლიციზმი არ იყო პოპულარული და  ამიტომ ქრისტიანობას მშობლიურ ენაზე ქადაგებდა. მიუხედავად ამისა ახალი სარწმუნოება მხოლოდ მოსახლეობის ერთმა მესამედმა მიიღო. ქრისტიანობის გავრცელების ცდა მოწმობს, რომ ფეოდალურ ურთიერთობებს ვენდების სახელმწიფოში მძლავრად ჰქონდა ფეხი მოკიდებული.

გოტშჩალკი და მისი მემკვიდრეები კრუტოი, ჰაინრიხი, ზენკო განუწყვეტლად იბრძოდნენ გერმანელ ფეოდალთა წინააღმდეგ 1126 წ.

ზენკოს გარდაცვალების შემდეგ ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარების შედეგად ვენდების სახელმწიფო ცალკეულ სამთავროებად დაიშალა.

1147 წ კათოლიკურმა ეკლესიამ II ჯვაროსნული ომი გამოაცხადა, საქსონიის ფეოდალებმა უარი თქვეს ლაშქრობაში მონაწილეობაზე და განაცხადეს, რომ მათი ვალია ლაბისპირეთის კერპთაყვანისმცემელ სლავთა მოქცევა. ამ დროიდან მოკიდებული გერმანელთა აგრესიას სლავთა წინააღმდეგ საღვთო საქმისათვის ბრძოლის ფორმა მიეცა.

სლავების წინააღმდეგ გაგზავნილ 200 000 მეომრისაგან შემდგარ ჯვაროსნულ ლაშქარს სათავეში ჩაუდგნენ საქსონიის ჰერცოგი ჰაინრიხ ლომი და ჩრდილოეთის მარკგრაფი ალბრეხტი დათვად წოდებული.

ჯვაროსანთა მზადება სლავებმა დროზე შეიტყვეს. ბოდრიჯთა მთავარმა მიკლოტმა შეძლო რამდენიმე სლავური ტომის გაერთიანება, გერმანიის საზღვარზე აშენდა სიმაგრეები, სლავები თვითონ გადავიდნენ შეტევაზე, დაიკავეს ლუბეკის ნავსადგური და დაწვეს ჯვაროსნებისათვის განკუთვნილი გემები, ვერაფერს გახდნენ ჯვაროსანთა ის რაზმებიც, რომლებიც ლუტიჩთა მიწაზე შეიჭრნენ.

 

 

 

 

 

მარცხით დამთავრდა ჯვაროსანთა ექსპედიცია ბალტიისპირეთის სლავების წინააღმდეგაც, სლავები მტერს აქაც მზად დახვდნენ.

ასეთი მცირე შედეგებით დამთავრდა ეს დიდი წამოწყებაო წერდა გერმანელი მემატიანე.

მაგრამ შემდეგ გერმანელებმა კარგად გამოიყენეს სლავების სუსტი სახელმწიფო ორგანიზაცია და შეძლეს სლავური ტერიტორიების დაპყრობა.

1150 წ ალბრეხტ დათვმა ლუტიჩთათვის წართმეულ მიწაზე დააარსა  მარკა, რომელიც შემდგომში ბრანდერბურგის სამარკგრაფოს საფუძველი გახდა.

1164 წ გერმანელთა წინააღმდეგ აჯანყდნენ ბოდრიჩები, მაგრამ ჰენრიხ ლომმა და ალბრეხტმა გაერთიანებული ძალებით ჩააქვრეს ამბოხება.

გერმანელთა აგრესია მხოლოდ ლაბისპირეთით არ შემოფარგლულა, იგი ბალტიისპირეთის სლავებზეც გავრცელდა.

დაქუცმაცებულ პოლონეთის სახელმწიფოს არ შეეძლო მათთვის დახმარების აღმოჩენა.

ბალტიისპირეთის სლავების დას ნაწილი დამოუკიდებელი იყო 1180 წლამდე, ვიდრე მთავარმა ბოგოსლავმა თავი იმპერატორის ვასალად არ სცნო და ჰერცოგის ტიტული არ მიიღო, აღმ ნაწილი კი XIII ს ბოლომდე ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, შემდეგ თითქმის 150 წლის განმავლობაში იგი ტევტონთა ორდენს ეკუთვნოდა.

1466 წ ეს ტერიტორია პოლონეთის შემადგენლობაში შევიდა.

გერმანელი ფეოდალები დაპყრობილი ტერიტორიის მოსახლეობას იძულებით აგერმანელებდნენ, ასახლებდნენ გერმანელ კოლონისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას კი სდევნიდნენ. ქალაქებში სლავებისათვის ცალკე უბნები იყო გამოყოფილი, ზოგ ქალაქში კი მათ საერთოდ ართმევდნენ მოქალაქის უფლებებს.

კათოლიკური ეკლესია სასტიკად სდევნიდა სლავურ ენასა და ადათ-წესს, მიუხედავად ამისა სლავური მოსახლეობა დიდხანს ცხოვრობდა გერმანიაში, ამჯერად მათგან მხოლოდ კაშურბებისა და სლოვენცების მცირერიცხოვანი ჯგუფები შემორჩა.

 

 

 

ლაბისპირეთისა და ბალტიისპირეთის სლავთა ბრძოლას გერმანელთა წინააღმდეგ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მან ხელი შეუწყო ჩეხეთისა და პოლონეთის სახელმწიფოთა განმტკიცებას.

 

9 სამხრეთ და დასავლეთ სლავების კულტურა VII-IX საუკუნეებში.

 

VII-IX ს სამხ და დას სლავების კულტურა შუა საუკუნეების კულტურის ერთერთი თვალსაჩინო ფურცელია.

იგი თვითმყოფადობით ხასიათდებოდა, თუმცა მეზობელი ხალხების კულტურის გავლენასაც განიცდიდა.

სამხ სლავების კულტურა სლავების თვითმყოფადი და ბალკანეთის თრაკიულ-ილირიული მოსახლეობის კულტურული ტრადიციების შერწყმის შედეგად შეიქმნა, უკანასკნელი კი თავის მხხრივ ანტიკური კულტურის გავლენას განიცდიდა.

სამხ სლავების კულტურაზე მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენდა ბიზანტიის კულტურაც.

მეზობელ ხალხებთან ასეთსავე ურთიერთკავშირში ვითარდებოდა დას სლავების კულტურაც, თუმცა ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით  VII-IX საუკუნეებში სლავების ხალხური კულტურიდ, მისი ისეთი ელემენტების შესახებ როგორიცაა ხეზე ამოჭრა, კედლის მოხატვა, ქარგვა და სხვა, ასევე ცოტა რამ არის ცნობილი სლავი ხალხების უძველესი სიმღერებისა და მუსიკის შესახებ.

ჯერ კიდევ დამწერლობის შექმნამდე სლავებში იქმნებოდა ხალხური ლიტერატურული ძეგლები. ჩვენამდე მოღწეულია ლეგენდები, თქმულებები, საგმირო ეპოსი და სხვა, რომლებიც ასახავენ სლავი ხალხების ცხოვრებას.

სამხ და დას სლავების მაღალ მატერიალურ კულტურას ადასტურებს არქეოლოგიური მასალა ჭიქურით დაფარული ჭურჭელი, ძვლისაგან დამზადებული ნივთები და ოქრომჭედლური ნაწარმი სლავი ხელოსნების მაღალი ოსტატობის დამადასტურებელია.

 

 

 

 

 

 

სლავი ოსტატები შესანიშნავ არქიტექტურულ ნაგებობებს აშენებდნენ.

ბულგარეთის ძველ ქალაქ პლისკაში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ომუსთაგის 814-831 წ დროს აგებული სასახლის კომპლექსის ნანგრევები, პლისკას დიდი სასახლე სიგრძით 52 მეტრი ხოლო სიგანით 26,5 მეტრი იყო ანუ მისი საერთო ფართობი 1378 კვ-მ-ს შეადგენდა.

ოთკუთხი ქვით ნაშენი კედელი 2,6 მეტრის სისქისა იყო.

აქვე გათხრილი პატარა სასახლის სიგრძე 22 მეტრი, ხოლო სიგანე 16 მეტრი იყო, საერთო ფართობით კი 352 კვ-მ-ს უდრიდა.

 

 

სასახლე და სხვა ნაგებობანი მორთული იყო მოჩუქურთმებული ქვებით, კერამიკული ფილებითა და რელიეფებით.

 

დას სლავების შესანიშნავ ხუროთმოძღვრულ ხელოვნებაზე მიუთითებს არკონაში, კუნძული რუიანი და ბრანიბორში აგებული ტაძრები სლავების ერთერთი მთავარი ღმერთის სვიატოვიტის პატივსაცემად აგებული არკონის ტაძარი წარმოადგენს 10-13 მეტრის სიმაღლის მიწაყრილით დაცულ ნაგებობას.

ტაძარი ოთკუთხედი იყო, მის წითელ სახურავს შიგნიდან ხის 4 მაღალი ბოძი იკავებდა, აქ ქვის საფუძველზე ხისგან გაკეთებული ოთხთავა ღმერთის გამოსახულება იდგა.

ტაძრის მახლობლად მდებარე დიდ მოედანზე სახალხო კრებებს იწვევდნენ, 1166 წ ეს შესანიშნავი ძეგლი დანიის მეფე ვოლდემარმა დაწვა და იქ დაცული სიმდიდრე დანიაში წაიღო.

გერმანელმა ფეოდალებმა დაანგრიეს ქ. ბრანიბორის ტაძარი, რომელიც ღმერთ ტრიგლავის პატივსაცემად იყო აშენებული.

60 მეტრი სიმაღლის ბორცვზე აშენებული ეს შენობა სლავი არქიტექტორების დიდი ოსტატობის მაჩვენებელია.

 

 

 

სამხ და დას სლავების მიერ ქრისტიანობის მიღებამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მათი კულტურის განვითარებაში.

სამხ სლავებში ქრისტიანობის გავრცელებამ ხელი შეუწყო მათი თვითმყოფადი კულტურის განვითარებას, რადგან აღმოსავლური ეკლესია იძულებული იყო სლავურ მოსახლეობაში ღვთისმსახურება სლავურ ენაზე ეწარმოებინა.

ამავე ენაზე ითარგმნებოდა საეკლესიო წიგნებიც.

დას სლავებში ქრისტიანობის კათოლიკური გზით გავრცელებამ და ღვთისმსახურებამ ლათინურ ენაზე მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა სლავური კულტურის განვითარება. კათოლიკური ეკლესია დევნიდა სლავურ ენას, ზნე-ჩვევებს, ხალხურ შემოქმედებას და სხვა.

კათოლიციზმთან ერთად დას სლავებში გერმანული გავლენა შეიჭრა.

კათოლიკური ეკლესია ყველა გზით ცდილობდა გერმანული კულტურის ძალით დანერგვას, ყველაფერი ეს საგრძნობლად აფერხებდა დას სლავების თვითმყოფადი კულტურის განვითარებას და მათ მოძმე სლავი ხალხების კულტურისაგან აშორებდა.

 

ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარება სამხრეთ სლავებში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის დაპყრობა ოსმალეთის მიერ.

 

1 ბულგარეთის ფეოდალური სახელმწიფო X საუკუნეში.

 

ფეოდალური საზოგადოების კლასები.

 

 

 

როგორც ავღნიშნეთ X ს დასაწყისისათვის ფეოდალურ ურთიერთობათა ჩამოყალიბება ბულგარეთში უკვე დამთავრდა. შეიქმნა 2 ძირითადი კლასი დამოკიდებული გლეხობა და ფეოდალები.

 

ფეოდალთა გაბატონებული კლასი ეთნიკურად ერთფეროვანი იყო, ძველი პროტობულგარული დიდკაცობა სავსებით გაითქვიფა სლავურ ზედაფენაში. ეს კლასი ორ ფენად იყოფოდა დიდ და პატარა ფეოდალებად.

საზის მაღალ საფეხურზე მდგარ ფეოდალებს ბოლიარებს თავადებს ანუ კნეზებს ამა ქვეყნის მეუფეებს უწოდებდნენ. ესენი მსხვილი მიწათმფლობელები იყვნენ.

ფეოდალების II ფენას რაზმელები მიწის შედარებით მცირე ნაკვეთისა და დაბალი თანამდებობის მქონე პირები შეადგენდნენ.

ფეოდალთა პირველ არისტოკრატიულ ფენას ეკუთვნოდა მაღალი სამღვდელოებაც არქიეპისკოპოსები, მიტროპოლიტები და ეპისკოპოსები, რომელთაც მიწის დიდი ნაკვეთები ეჭირათ. მსგავსად საერო ფეოდალებისა სამღვდელოებაც ექსპლუატაციას უწევდა გლეხებსა და ფუფუნებაში ცხოვრობდა.

ბულგარეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს გლეხობა შეადგენდა. ტერმინი სმერდი საერთოდ გლეხობას გულისხმობდა, მათი ერთი ნაწილი პირადად თავისუფალი იყო, რომელსაც მიწის დატოვება და სხვაგან დასახლება შეეძლო. ამ კატეგორიის გლეხები უშუალოდ ცენტრალურ ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ და გადასახადებიც სამეფო ხაზინაში შეჰქონდათ.

II ნაწილს დამოკიდებული გლეხობა წარმოადგენდა, რომელთაც ვალდებულნი და პარიკები ეწოდებოდათ, ისინი ასრულებდნენ საბატონო ბეგარას და გადასახადებს იხდიდნენ.

ეკლესიაზე დამოკიდებულ გლეხებს კლირიკებს უწოდებდნენ.

X ს ბულგარეთში მცირე რაოდენობით მონებიც იყვნენ შემორჩენილნი.

ბულგარეთის მოსახლეობის ცხოვრებაში ძირითად დარგთან მიწათმოქმედებასთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ხელოსნობას. ასეთი იყო ბულგარეთის ფეოდალური სახელმწიფოს სოციალური სტრუქტურა.

 

ბულგარეთ-ბიზანტიის ურთიერთობა IX ს ბოლოსა და X ს დასაწყისში.

 

ბულგარეთის ფეოდალური სახელმწიფო აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა, მისი იერიშები პირველ რიგში მთავარი მეტოქის ბიზანტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

889 წ ბულგარეთის მთავარმა ბორის-მიხეილმა ტახტზე უარი თქვა და ბერად შედგა. მისმა მემკვიდრემ ვლადიმირმა ქრისტიანობას დევნა დაუწყო, ბორისმა დროებით დატოვა მონასტერი, შეიპყრო ვლადიმირი, თვალები დასთხარა და საპყრობილეში ჩასვა, ტახტი დაიკავა ბორისის III შვილმა სიმეონმა 893-927 წ.

 

სიმეონი ძალაუფლებისმოყვარე, მოხერხებული დიპლომატი, გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, შესანიშნავი სარდალი და თავისი დროისათვის მეტად განათლებული ადამიანი იყო. იგი კონსტანტინეპოლში აღიზარდა და კარგად იცნობდა ბიზანტიის სუსტსა თუ ძლიერ მხარეებს.

სიმეონი ჯეროვნად აფასებდა ბულგარეთის ძლიერებას და ამიტომ მიზნად დაისახა კონსტანტინეპოლის დაპყრობა და ბალკანეთზე ჰეგემონობის მოპოვება.

სიმეონმა ორჯერ იომა ბიზანტიის წინააღმდეგ, პირველ ომს 894-96 წ საბაბად დაედო ბულგარელი ვაჭრების შევიწროება ბიზანტიაში. სიმეონის პროტესტი და მუქარა ბიზანტიელებმა უპასუხოდ დატოვეს, მაშინ სიმეონი დიდი ჯარით შეიჭრა ბიზანტიაში და ქ. ადრიანოპოლთან სასტიკად დაამარცხა მოწინააღმდეგე. შეშინებულმა იმპერატორმა დახმარებისათვის უნგრელებს მიმართა. სიმეონს არ შეეძლო ომის ორ ფრონტზე წარმოება და იძულებული გახდა ბიზანტიასთან ზავი დაედო, ამასობაში უნგრელები შეესიენ ბულგარეთს და თითქმის მის დედაქალაქ პრესლავამდე მივიდნენ, მაგრამ ბულგარელებმა უკუაგდეს ისინი და განაახლეს ომი ბიზანტიასთან.

 

 

ამჯერად ბულგარელები კონსტანტინეპოლს მიადგნენ და აიძულეს ბიზანტია ზავი ეთხოვა. იმპერატორმა აღადგინა ბულგარელი ვაჭრების უფლებები და ყოველწლიური ხარკის გადახდა იკისრა.

913 წ ბიზანტიის იმპერატორმა ალექსანდრემ უარი თქვა ხარკის გადახდაზე, ამავე წელს იმპერატორი გარდაიცვალა და სამეფო კარზე არეულობა დაიწყო, ამით ისარგებლა სიმეონმა და დიდი ლაშქრით კონსტანტინეპოლთან გაჩნდა. მან ბიზანტიის სამეფო კარს შემდეგი მოთხოვნები წაუყენა:

 

 

 

 

ეცნოთ იგი იმპერატორის თანამმართველად, დაექორწინებინათ იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი ( ძოწითმოსილი) მის ქალიშვილზე.

ეს მოთხოვნები ბიზანტიამ არ მიიღო და ომი განახლდა. ბულგარეთის ჯარმა თრაკია და თესალია დაიკავა. ბულგარეთის ჯარის ამ ოლქებში ყოფნის დროს ბიზანტიელებმა თავის არმია ბულგარეთის საზღვრებისაკენ გაგზავნეს.

ერთდროულად მათ პაჭანიგებთან, უნგრელებთან და სერბებთან დაიწყეს მოლაპარაკება ანტიბულგარული კოალიციის შექმნის მიზნით, მაგრამ ამ ცდამ მარცხი განიცადა და ბიზანტია პირისპირ აღმოჩნდა ბულგარეთთან.

 

 

917 წ 20 აგვისტოს ქ. ანხილოსთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა სადაც ბულგარელებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტიელები.

 

ამ წარმატებების შემდეგ ბულგარეთი ბალკანეთის ბატონ-პატრონი გახდა.

918 წ სიმეონმა ბულგარეთი იმპერიად გამოაცხადა და თვითონ ბულგარელებისა და რუმეების იმპერატორის ტიტული მიიღო.

ერთდროულად მოიწვიეს საეკლესიო კრება სადაც ბულგარეთის ეკლესია კონსტანტინეპოლისაგან დამოუკიდებლად გამოცხადდა, მის მეთაურად არქიეპისკოპოსის ნაცვლად პატრიარქი აირჩიეს.

მალე სიმეონმა თავის ჯარი სერბეთის წინააღმდეგ დასძრა, ეს ექსპედიცია წარმატებით დამთავრდა. სერბეთის მთავარი პეტრე გოინიკოვიჩი შეიპყრეს და ბულგარეთში გაგზავნეს. სერბეთის ტერიტორია ბულგარეთს შეუერთდა, მაგრამ სიმეონი არ იყო კმაყოფილი, იგი კონსტანტინეპოლის დაპყრობაზე ოცნებობდა, ამიტომ მან უარყო ბიზანტიელებისაგან შემოთავაზებული ზავი და კონსტანტინეპოლის ერთობლივი იერიშის შესახებ არაბებთან დაიწყო მოლოაპარაკება.

რადგან ამ ქალაქის იერიში მხოლოდ ხმელეთიდან შედეგს არ მოიტანდა, მაგრამ არაბებთან კავშირის დადება და მათი შეწანიშნავი ფფლოტის გამოყენება ვერ მოხერხდა.

 

 

სიმეონი იძულებული გახდა დროებით ხელი აეღო ამ განზრახვაზე, მითუმეტეს, რომ სერბეთის ახალმა მმართველმა უღალატა მას და ბიზანტიელთა მხარეზე გადავიდა.

 

დიდი სიძნელეების დაძლევის შემდეგ სიმეონმა კვლავ შეძლო სერბეთის დაპყრობა, 927 წ კი იგი მოულოდნელად გარდაიცვალა.

ამავე წელს მისმა მემკვიდრემ პეტრემ 927-969 წ შეცვალა მამის პოლიტიკის გეზი და ბიზანტიასთან ზავი დადო, ბიზანტია კვლავ ხარკს უხდიდა ბულგარეთს.

ხალხთა მასების მდგომარეობა, ბოგომილობა.

 

ომებმა, რომლებსაც მეფე სიმეონი აწარმოებდა განუწყვეტლივ თითქმის 30 წლის განმავლობაში საგრძნობლად დაასუსტა ბულგარეთი. ომის სიმძიმეს განსაკუთრებით განიცდიდა მშროლმელი ხალხი, ბევრმა გლეხმა დატოვა ბულგარეთი და სხვა ქვეყანაში გადასახლდა.

1 წყარო გვაუწყებს, რომ 922-23 წლებში ბულგარეთიდან ბიზანტიაში 20 000 გლეხი გადასახლდა.

ომების სიმძიმეს თან ერთვოდა ფეოდალური ჩაგვრის გაძლიერებაც. თავისუფალი გლეხობის დიდი ნაწილი ფეოდალურ დამოკიდებულებაში მოექცა.

 

გლეხობის მიერ თავისუფლების დაკარგვა და ფეოდალური ექსპლუატაციის ზრდა ხალხთა მასებში მზარდ უკმაყოფილებას იწვევდა, რაც გამომჟღავნდა ფართო ანტიფეოდალურ მოძრაობაში, რომელიც ბოგომილობის სახელით არის ცნობილი.

 

ბოგომილთა მოძღვრების ფუძემდებლად ითვლება მღვდელი ბოგომილი, რომელიც მეფე პეტრეს დროს მოღვაწეობდა.

ვარაუდობენ, რომ ბოგომილობა მანამდეც არსებობდა, მაგრამ ბოგომილის დროს მიიღო ფართო ხასიათი და სახელიც მისგან დაისაკუთრა.

ბომილების მოძღვრებით მათი მოთხოვნების შესახებ არსებულ ცნობებს უმთავრესად ამ მოძღვრების საწინააღმდეგოდ დაწერილი ნაწარმოებები გვაწვდიან.

ამ წიგნებში და ზოგიერთ მცირე რაოდენობით შემონახულ ბოგომილურ ლიტერატურაში დაცული მასალა მოწმობს, რომ თავისი არსით ბოგომილობა ფეოდალური წყობილებისა და გაბატონებული კლასის წინააღმდეგ იყო მიმართული, ამიტომ მან ხალხთა ფართო მასებში დიდი მხარდაჭერა ჰპოვა.

 

ბოგომილობა ისევე როგორც შუა საუკუნეების სხვა ანტიფეოდალური მოძრაობანი რელიგიურ სამოსელში იყო გახვეული.

ბოგომილები გაერთიანებული იყვნენ თემებში, რომელსაც უხუცესი ედგა სათავეში, ისინი სამ ჯგუფად იყოფოდნენ სრულყოფილნი, მორწმუნენი და მსმენელნი.

 

 

ბოგომილები ხალხს მოუწოდებდნენ არ დამორჩილებოდნენ ბატონებს, აძაგებდნენ მეფეს, ბატონებს, აგინებდნენ ხუცებს, ჰკიცხავდნენ ბოლიარებს, ღვთისათვის არასასურველ ადამიანებს უწოდებდნენ მათ ვინც მუშაობდა მეფისა და ბატონებისათვის, წერდა 1 თანამედროვე.

გამოხატავდნენ რა მასების ინტერესებს ბოგომილები ომებისა და სისხლისღვრის წინააღმდეგ გამოდიპოდნენ.

 

განსაკუთრებული გააფთრებით ებრძოდნენ ბოგომილები ეკლესიას, რომელიც უდიდესი ფეოდალი და ექსპლუატატორი იყო.

ბოგომილები უარყოფდნენ ძველ აღთქმას, ქრისტიანული ეკლესიის წეს-ჩვეულებებს, არ ცნობდნენ ტაძრებს, მონასტრებს, ჯვრებს, ხატებს, საეკლესიო იერარქიას, ეკლესიის მამების მოძღვრებასა და წმინდანთა თაყვანისცემას.

ბოგომილები ამხელდნენ სამღვდელოების მანკიერ მხარეებს და მოითხოვდნენ რომ ეკლესიას უარი ეთქვა სიმდიდრეზე.

ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ბოგომილებმა შექმნეს თავიანთი კოსმოგონია, სწავლება სამყაროსა და ადამიანის წარმოშობის შესახებ, რომელიც დუალიზმით ხასიათდებოდა.

 

ბოგომილებს მიაჩნდათ, რომ სამყაროში 2 კეთილი და ბოროტი საწყისი არსებობს, ადამიანის სულს მათი წარმოდგენით დასაბამი მისცა კეთილმა საწყისმა, ხოლო ხილულ მატერიალურ სამყაროს მისი კანონებითა და წესებით ბოროტმა საწყისმა, ეშმაკმა. ეშმაკის მსახურებად თვლიდნენ ისინი მეფეს, ბოლიარებს, საერთოდ გაბატონებული კლასის წარმომადგენლებს.

საინტერესოა, რომ ბოგომილები ქალებისა და მამაკაცთა უფლებებს ათანაბრებდნენ.

ბოგომილთა თემებში ქალქები ხშირად მასწავლებლები და მქადაგებლები იყვნენ.

ბოგომილები ქონებრივ და სოციალურ თანასწორობას მოითხოვდნენ.

ბოგომილთა მოძღვრება ფეოდალური საზის მწვავე კლასობრივ წინააღმდეგობასა და უსამართლობას ასახავდა.

ბოგომილობა სწრაფად გავრცელდა ხალხში და მასობრივ მოძრაობად გადაიქცა.

 

შეშინებულმა ეკლესიამ და ფეოდალებმაბოგომილების სასტიკი დევნა დაიწყეს. მათ მარტო ქადაგებებითა და დარიგებებით როდი ებრძოდნენ, ბოგომილებს საპყრობილეში ყრიდნენ და აწამებდნენ.  მიუხედავად ამისა ბოგომილობამ რამდენიმე საუკუნე იარსება.

ბულგარეთიდან ბოგომილობა გავრცელდა მეზობელ ქვეყნებში სერბეთში, ბოსნიაში, ხორვატიაში და ბიზანტიაში, სადაც მშრომელი მასები ისეთსავე მდგომარეობაში იყვნენ როგორც ბულგარეთში.

ბოგომილობამ კატარებისა და ალბიგოელების ანტიფეოდალურ და ანტიკათოლიკურ მოძრაობაზეც მოახდინა გავლენა.

 

ბოგომილური მოძრაობა შუა საუკუნეების ისტორიის ერთერთი ღირსშესანიშნავი ფურცელია.

ბოგომილური სწავლების ანტიფეოდალური მიმართულება ბულგარელ ხალხს მოუწოდებდა ებრძოლა სოციალური თანასწორობისა და ბედნიერი ცხოვრებისათვის.

ბულგარეთის ფეოდალური დაქუცმაცებულობის დასაწყისი.

 

X ს I ნახევარი ბულგარეთის ფეოდალური  სახელმწიფოს  უდიდესი ამაღლების ხანა იყო, ამ დროს ბულგარეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ავტორიტეტითაც სარგებლობდა, მაგრამ ამავე დროს განსაკუთრებით  კი X ს შუა წლებიდან სახელმწიფო ძალაუფლების შესუსტების პირველი ნიშნები შეიმჩნევა.ამის მთავარი მიზეზი იყო ფეოდალურ ურთიერთობათა შემდგომი განვითარება.

რაც უფრო მტკიცდებოდა წარმოების ფეოდალური წესი მით უფრო იზრდებოდა ფეოდალური მამულის მნიშვნელობა.

ფეოდალებისა და ფეოდალური მამულის მნიშვნელობა იზრდებოდა 1 მხრივ იმის გამო, რომ ნატურალური მეურნეობის ბატონობისა და სუსტი აღებ-მიცემობის პირობებში ფეოდალური მამული ახლომდებარე ტერიტორიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა, მეორე მხრივ  ფეოდალურად დამოკიდებული გლეხობის მორჩილებაში მოყვანის მიზნით ცენტრალური ხელისუფლება გაბატონებული კლასის უფლებებს მაქსიმალურად ზრდიდა.

 

ბოლიარებს ჰყავდათ რაზმები, ჰქონდათ თავიანთი ციხე-სიმაგრეები.

X ს ბოლოს ზოგი ფეოდალი იმდენად გაძლიერდა, რომ ბიზანტიის წინააღმდეგაც კი იბრძოდა.

ფეოდალების ხელში იყო სამართლის წარმოება, მათდამი დაქვემდებარებულ მამულებში, ყველაფერი ეს კი ცენტრალური სახელმწიფო აპარატის შესუსტებასა და რღვევას იწვევდა.

საერო  ფეოდალების ძალაუფლებასთან ერთად  სამღვდელოების უფლებაც იზრდებოდა, მათ დიდი სამფლობელოები გააჩნდათ.

ეკლესია საგადასახადო პრივილეგიებითაც სარგებლობდა ასევე მომზადდა ფეოდალურ ურთიერთობათა შემდგომი განვითარების შედეგად სახელმწიფოს პოლიტიკური დაქუცმაცება. მისი დაყოფა დამოუკიდებელ ფეოდალურ ერთეულებად.

927 წ სიმეონის გარდაცვალების შემდეგ როგორც ავღნიშნეთ ტახტი მისმა შვილმა პეტრემ დაიკავა. მეტად მორწმუნე პეტრე უმეტესად რელიგიური საქმეებით იყო დაკავებული.

 

 

სახელმწიფო მართვა-გამგეობა მან თავის ბიძას გიორგის სურსუმულს მიანდო.

 

ბევრი ფეოდალი ბიზანტიასთან ომის შეწყვეტით იყო უკმაყოფილო, ნაწილს კი მორჩილება უმძიმდა და დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფოდა.

ფეოდალთა უკმაყოფილებამ და არეულობამ პეტრეს მმართველობის პირველი წლებიდანვე იჩინა თავი, მათ სათავეში ედგნენ პეტრეს ძმები, რომლებიც ტახტზე აცხადებდნენ პრეტენზიას.

 

 

928 წ პეტრეს უმცროსმა ძმამ ივანემ ფეოდალთა დახმარებით შეთქმულება მოაწყო, მაგრამ დამარცხდა. ივანე და მისი მომხრეები შეიპყრეს მაგრამ 930 წ პეტრეს მეორე ძმამ მიხეილი საპყრობილედან გაიქცა, დაიკავა 1 ციხე და თავი დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა, მას ბევრი ფეოდალი მიემხრო.

აჯანყების მზადების დროს მიხეილი მოულოდნელად გარდაიცვალა, მისი მომხრეები კი ბიზანტიაში გაიქცნენ.

ბულგარეთის ცენტრალური ხელისუფლების შესუსტებითა და შინაომებით ისარგებლა სერბეთმა, რომელიც ბულგარეთს სიმეონმა შემოუერთა.

930 წ  სერბეთის მთავარმა სჩესლავმა ბიზანტიის მხარდაჭერით აჯანყება მოაწყო და წარმატებასაც მიაღწია.

 

931 წ სერბეთი დამოუკიდებელი გახდა.

პეტრეს მმართველობის ხანაში გართულდა ბულგარეთის საერთაშორისო მდგომარეობაც, რაც ბიზანტიასთან ურთიერთობის გამწვავებით და უნგრელებისა და პაჭანიგების თავდასხმით იყო გამოწვეული.

 

ბიზანტიის მმართველები ბულგარეთში შექმნილ არეულობას გულმოდგინედ ადევნებდნენ თვალყურს და აჯანყებულებს დახმარებას უწევდნენ.

ბულგარეთ-ბიზანტიის ურთიერთობა იმის გამოც გამწვავდა, რომ უნგრელები ბულგარეთის ტერიტორიის გავლით თავს ესხმოდნენ ბიზანტიას. ბიზანტია მოითხოვდა, რომ ბულგარელებს შეეჩერებიათ უნგრელთა ჯარები და არ მიეცათ მათთვის ბიზანტიაზე თავდასხმის საშუალება, დასუსტებულ ბულგარეთს კი ამის ძალა არ შესწევდა.

 

პეტრე თვით სთხოვდა ბიზანტიას უნგრელთა წინააღმდეგ დახმარებას.

 

ამასვე სთხოვდა იგი გერმანიასაც და როცა აქაც უარი მიიღო პეტრემ უნგრელებთან დადო ხელშეკრულება, რომლის თანახმად უნგრელებს ბულგარეთზე გავლის ოფიციალური უფლება ეძლეოდათ.

უნგრელები თავის მხრივ კისრულობდნენ, რომ ბულგარეთზე გავლის დროს ადგილობრივ მოსახლეობას შეავიწროვებდნენ.

 

 

ბიზანტია ამით მეტად უკმაყოფილო იყო და 966 წ როდესაც ბულგარეთის ელჩები კონსტანტინეპოლში შევიდნენ ყოველწლიური ხარკის მისაღებად იმპერატორმა ისინი უარით გამოისტუმრა.

ბულგარეთის მდგომარეობას მეტად ართულებდა პაჭანიგების თავდასხმები.

X ს დასაწყისში პაჭანიგებმა დაიკავეს დუნაის მარცხენა ნაპირის ბულგარეთის სამფლობელოები.

944 წ ისინი პირველად გადავიდნენ დუნაის მარჯვენა ნაპირზე და თითქმის ნახევარი საუკუნე თარეშობდნენ ბულგარეთის მიწა-წყალზე, რაც ბულგარეთის მოსახლეობისათვის ნამდვილი რისხვა იყო.

 

სვიატოსლავის ლაშქრობები ბულგარეთში და ბიზანტიის მიერ აღმოსავლეთ ბულგარეთის დაპყრობა.

 

X ს 60-ან წლებში სამხ-აღმ ევროპის საერთაშორისო მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენდა კიევის რუსეთი, რომელიც სვიატოსლავის მმართველობის დროს განსაკუთრებით გაძლიერდა.

კიევის სახელმწიფოს ბიზანტიასთან და ბულგარეთთან ადრიდანვე ჰქონდა ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა.

სვიატოსლავი ცდილობდა ბიზანტიის ყირიმის სამფლობელოების დაპყრობას. ამ დროს ბიზანტია არაბებთან ომით იყო დაკავებული. იმპერატორმა ნიკიფორე ფოკამ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად კიევის რუსეთის მთავარს სვიატოსლავს გაუგზავნა ელჩობა, რომელიც შეეცადა სვიატოსლავის ძალები მიემართა ბულგარეთის წინააღმდეგ, მართლაც 968 წ ზაფხულში სვიატოსლავის ლაშქარი შეიჭრა ჩრდ ბულგარეთში და დაიკავა მთელი რიგი ქალაქებისა, მათ შორის ქ. პრესლავეცი. მაგრამ სვიატოსლავის წარმმატებებმა შეაშინა ბიზანტიის მთავრობა, რომელმაც კვლავ მრავალჯერ ნაცადი ხერხი გამოიყენა, მან სვიატოსლავის წინააღმდეგ პაჭანიგები წააქეზა, 969 წ პაჭანიგები თავს დაესხნენ კიევს, სვიატოსლავი იძულებული გახდა დაეტოვებინა ბულგარეთი და დაეცვა თავისი დედაქალაქი.

ამ დროს ბულგარეთში გარდაცვლილ პეტრეს აცვლად ტახტი დაიკავა მისმა შვილმა ბორის II-მ 969-972 წ.

 

ამავე წელს ჯერ კიდევ პეტრეს სიცოცხლეში დას ბულგარეთში კვლავ იჩინა თავი ფეოდალთა არეულობამ, მოხდა აჯანყება, რომელსა ც სათავეში 4 ძმა დავითი, მოსე, აარონი და სამოელი ედგნენ, მათ დას ბულგარეთი დამოუკიდებლად გამოაცხადეს.

პაჭანიგების განდევნის შემდეგ სვიატოსლავი კვლავ ბულგარეთში დაბრუნდა და ბულგარეთის მეფესთან კავშირი დადო.

 

 

რუსეთისა და ბულგარეთის ჯარებმა ბიზანტიის წინააღმდეგ ერთობლივად დაიწყეს საომარი მოქმედება, 970 წ მათ აიღეს ფილიპოპოლი და სამხრეთისაკენ მიიწევდნენ. ადრიანოპოლის მახლობლად მათ შეხვდათ ბიზანტიის არმია, რომელსაც სათავეში გამოჩენილი მხედართმთავარი ბარდა სკლიაროსი ედგა. ბარდამ დაამარცხა სვიატოსლავი.

971 წ დიდი არმიით თვით იმპერატორი იოანე ციმისხი მოვიდა. სვიატოსლავი იძულებული გახდა დაეტოვებინა პრესლავი და დოროსტოლში გამაგრებულიყო.

მეფე ბორის II მთელი ოჯახით ბიზანტიელებმა ტყვედ ჩაიგდეს, იოანემ ბორისს პირობა მისცა,რომ ტახტს არ წაართმევდა და გაანთავისუფლებდა ბულგარეთს რუსებისაგან. 3 თვის განმავლობაში იცავდა თავს დოროსტოლში ალყაშემორტყმული სვიატოსლავი. შემდეგ იგი იძულებული გახდა ბიზანტიასთან დაედო ზავი, რომლის თანახმად კისრულობდა დახმარებოდა ბიზანტიას მტრის თავდასხმის შემთხვევაში.

კიევში დაბრუნებისას სვიატოსლავი პაჭანიგთა თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

971 წელსვე პირობის მიუხედავად იოანე ციმისხის ჯარების მიერ დაპყრობილი აღმ ბულგარეთი ბიზანტიის პროვინციად გამოცხადდა.

972 წ ბორისს ტახტი წაართვეს და კონსტანტინეპოლში გაგზავნეს.

 

ასეთივე ბედი ეწია ბულგარეთის პატრიარქს დამიანეს. ბულგარეთის ეკლესიამ დაკარგა დამოუკიდებლობა და კონსტანტინეპოლის პატრიარქს დაექვემდებარა.

აამრიგად ბიზანტიის გამარჯვებამ სვიატოსლავზე ბულგარეთს განთავისუფლების ნაცვლად მონობა მოუტანა.

დასავლეთ ბულგარეთის სამეფო და მისი დაცემა.

 

დას ბულგარეთის საზღვრები აღმოსავლეთით მდ ისკირი იყო, დასავლეთით სერბეთის მიწები, ჩრდილოეთით დუნაი ხოლო აღმოსავლეთით მაკედონია და ალბანეთი.

ეს სახელმწიფო, რომელიც 969 წ აჯანყების შემდეგ შეიქმნა ბიზანტიის მიერ აღმ ბულგარეთის დაპყრობის შემდეგაც ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. დას ბულგარეთი ოთხ ძმას შორის იყო განაწილებული, ისინი მას დამოუკიდებლად მართავდნენ.

976 წლიდან ძმები ბიზანტიის სამფლობელოებზე იწყებენ შეტევას. მათ შეძლეს აღმ ბულგარეთის ჩრდ-დას მიწების შემოერთება და სამხ მაკედონიისა და თესალიისაკენ ილაშქრეს. ბრძოლებში დაიღუპა 2 ძმა მოსე და დავითი. ბულგარელებმა შAშეძლეს თესალიის დაპყრობა. მალე სამოელმა ღალატისათვის მოკლა მესამე ძმა აარონი და დას ბულგარეთის ერთმმართველი გახდა.

991 წ ბიზანტიის იმპერატორმა ბასილ II-მ დას ბულგარეთის წინააღმდეგ ომი განაახლა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია.

 

996 წ სამოელმა პირველი დიდი დამარცხება განიცადა, მაგრამ არც ამ დამარცხებას შეურყევია მისი ძალაუფლება, იგი კვლავ ფლობდა აღმ ბულგარეთს, სამხ მაკედონიასა და თესალიას. უფრო მეტიც,მან აიძულა სერბეთი ეცნო ბულგარეთის უზენაესობა. მალე სამოელმათავი ბულგარეთის მეფედ გამოაცხადა.

 

 

1001 წლიდან ბიანტიელები ბულგარეთის გეგმაზომიერ დაპყრობას შეუდგნენ.

ბიზანტიის ძირითადი ძალები ბალკანეთზე იყო თავმოყრილი. ბიზანტიის არმია სამ კოლონად სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობდა.

1005 წლისათვის ბულგარეთის ტერიტორია თითქმის ორჯერ შემცირდა.

ბიზანტიელები მოსახლეობას სასტიკად უსწორდებოდნენ, ქალაქებსა და სოფლებს ანგრევდნენ, ათასობით ოჯახს ბიზანტიაში ასახლებდნენ.

1014 წ 29 ივლისს მდ ბელასისთას მახლობლად ბიზანტიისა და ბულგარეთის ჯარებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა, სამუელის არმიამ დიდი დამარცხება განიცადა, იმპერატორი ბასილ II ტყვეებს არნახული სისასტიკით გაუსწორდა, მისი ბრძანებით 14 000 ტყვეს თვალები დასთხარეს და სამუილს გაუგზავნეს.

იმ დროის წყაროები მოგვითხრობენ, რომ სამუილმა ვერ აიტანა მისი მეომრების ასეთი დასჯა და მალე გარდაიცვალა.

სამუილის წინააღმდეგ ომებში სისასტიკისათვის ბიზანტიის იმპერატორ ბასილ II-ს ბულგართმჟლეტი უწოდეს.

ბელასისთასთან გამარჯვებით ბიზანტიელებმა ბულგარეთის დაპყრობა ვერ დაამთავრეს. ბულგარელი ხალხი თავის დამოუკიდებლობას კიდევ 4 წლის განმავლობაში გააფთრებით იცავდა, ბულგარელი ფეოდალები კი სულ სხვა გზას დაადგნენ. მათი შინაბრძოლები და ქიშპი ამ მძიმე მომენტშიაც არ დამთავრებულა, ბევრი მათგანი მტრის მხარეზეც გადავიდა.

 

 

1018 წ ბულგარეთმა დაკარგა დამოუკიდებლობა და ბიზანტიის პროვინციად გადაიქცა.

 

2 ბულგარეთის სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური განვითარება XI-XII საუკუნეებში.

ბიზანტიელთა ბატონობის ხანა ბულგარელი ხალხის ისტორიაში ერთერთი ყველაზე უფრო მძიმე პერიოდი იყო.

ბიზანტიის მთავრობას კარგად ესმოდა, რომ ბულგარეთში ბატონობისათვის მას ადგილობრივი ფეოდალების მხარდაჭერა სჭირდებოდა, ამიტომ იმპერატორმა ბასილ II-მ ბულგარეთის ბოლიართა მნიშვნელოვან ნაწილს დაუტოვა ფეოდალური სამფლობელოები და პოლიტიკური ძალაუფლება, ასე, რომ ბულგარეთის გლეხობა როგორც ბულგარელ ისე ბიზანტიელ ფეოდალთა უღელქვეშ მოექცა.

ბიზანტიელთა ბატონობის წლებში ბულგარეთში ფართოდ გავრცელდა პრონია, პრონია ეს იყო მიწა, რომელიც მთავრობის მიერ ბულგარელ თუ ბიზანტიელ ფეოდალებს სამხედრო ან ადმინისტრაციული სამსახურისათვის დროებით მფლობელობაში გადაეცემოდათ. ასეთ მიწებზე მცხოვრები გლეხობა დაყმევებული იყო.

ბიზანტიის ბატონობა ხელს უწყობდა ბულგარელი გლეხების დაყმევების პროცესს.

იმპერატორის ბრძანებით გლეხებს გადასახადები იმავე რაოდენობით უნდა გადაეხადათ როგორც პეტრესა და სამოელის დროს იხდიდნენ.

დამოკიდებულ გლეხობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გარდა სხვადასხვა ვალდებულებები უნდა შეესრულებინა და მეათედი უნდა ეხადა.

ნატურალური გადასახადები თანდათანობით ფულადი გადასახადებით იცვლებოდა, ასე მაგ გადასახადი ზევგარატიკი, რომელსაც ნატურით იხდიდნენ თანდათან ფულით შეიცვალა, რაც მეტად ამძიმებდა გლეხთა მდგომარეობას.

 

ბიზანტიელთა ბატონობის დროს ბულგარეთში აღსდგა მონობის ინსტიტუტი.

1 თანამედროვე აღწერს, რომ სამხ-დას ბულგარეთში ყოველი 5 ბავშვიდან 1 გადასახადების ამკრეფებს მიჰყავდათ.

გახშირდა მონობაში თვითგაყიდვა.

ბულგარეთის ეკლესია, რომლის სათავეში  არქიეპისკოპოსი დააყენეს კონსტანტინეპოლის პატრიარქს დაექვემდებარა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზანტიის მთავრობა ბულგარეთის მაღალ სამღვდელოებას არ მფარველობდა. პირიქით ბიზანტიის ბატონობის ხანაში საეკლესიო მიწათმფლობელობა გაიზარდა, არქიეპისკოპოსს საეკლესიო გადასახადის ბულგარეთის მთელი ტერიტორიის მოსახლეობისაგან აკრეფის უფლება მიეცა.

 

 

ეკლესიის პრელატებმა შეინარჩუნეს ყველა პრივილეგია რაც დაპყრობამდე ჰქონდათ. ეკლესიებს და მონასტრებს დამოკიდებული გლეხების დიდი რაოდენობა ჰყავდათ მათ კვირიკებს უწოდებდნენ.

კვირიკები მონასტრებისა და სასულიერო ფეოდალების მიწას ამუშავებდნენ და გადასახადებს იხდიდნენ.

დამოკიდებული გლეხების ვალდებულებების რეგლამენტირება კარგად არის ასახული პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონში. ეს მონასტერი დააარსა და მისი წესდება შეადგინა ბიზანტიის გამოჩენილმა მხედართმთავარმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ, წარმოშობით ქართველმა.

დაპყრობილ ბულგარეთში ბიზანტიის მთავრობა ელინიზაციის პოლიტიკას ატარებდა, რაშიც ადგილობრივ ეკლესიასაც იყენებდა.

 

არქიეპისკოპოსად და სხვა მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე ბერძნები ინიშნებოდნენ. ბერძნებს აძლევდნენ დაბალ საეკლესიო თანამდებობებსაც. ბერძენი სამღვდელოება ქედმაღლურად უყურებდა ბულგარელ ხალხს. ბულგარული სასწავლებლები დაიხურა. ბერძნული ენა ბულგარეთის ეკლესიის ოფიციალური ენა გახდა. 1 სიტყვით ეკლესიის მეშვეობით ბიზანტიის მთავრობა თვითმყოფად ბულგარულ კულტურას სასტიკად ახშობდა.

ბულგარეთი ადმინისტრაციულად ბიზანტიის მსგავსად იყო აგებული. იგი დაიყო სამ ოლქად რომელთაც თემები ეწოდებოდათ და სათავეში მათ არხონტები ანუ სტრატიგები ედგნენ.

თემები თავის მხრივ ადმინისტრაციულ რაიონებად იყოფოდნენ, თანამდებობები როგორც წესი ბერძნებს ეჭირათ.

ელინიზაციის მიზნით ბერძნული ენა ადმინისტრაციის ოფიციალურ ენად გამოცხადდა.

ბულგარეთის ტერიტორიის რბევა მომთაბარე ხალხების მიერ.

 

 

ბულგარელი ხალხის მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდებოდა მეზობელი ხალხების თავდასხმების გამო.

ბიზანტიის ბატონობის წლებში ბულგარეთის ტერიტორია განუწყვეტელი ომების ასპარეზი გახდა.

ბიზანტიის ბატონობის დამყარების პირველი წლებიდანვე დაიწყო დუნაის მარცხენა ნაპირზე მომთაბარე პაჭანიგთა ტომების შემოსევები. ჩრდ ბულგარეთს ისინი თითქმის ყოველ წელს ესხმოდნენ. ჩანაგდებოდა მეურნეობა, იღუპებოდა მოსახლეობა.

პაჭანიგთა თავდასხმები იმდენად ძლიერ და გამუდმებულ ხასიათს ატარებდა, რომ ბიზანტიამ ფაქტიურად დაკარგა თავისი ძალაუფლება.

 

ჩრდ ბულგარეთზე.

პაჭანიგების შემოსევები XII ს 20-ანი წლებიდან გაგრძელდა.

ბულგარელ მოსახლეობას არანაკლებ აწიოკებდნენ უნგრელები, უზები და ყივჩაყები.

 

 

1059 წ ჩრდ-დას ბულგარეთში დიდი ჯარით ილაშქრა უნგრეთის მეფე ანდრია I-მ.

1064 წ 600 000 თურქული მოდგმის მომთაბარემ, რომლებიც უზების სახელით იყვნენ ცნობილი დატოვეს თავის ადგილები დონისა და დნეპრის ქვედა წელზე და დუნაისპირეთს მიადგნენ.

აქედან ისინი ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ხოლო მათი ცალკეული რაზმები სოლუნამდეც კი მივიდნენ.

XI ს ბოლოს ბულგარეთის სამხ-დას ოლქები ბიზანტია-ნორმანების ოთხწლიანი ომის ასპარეზი გახდა, 1081 წ ნორმანები რობერტ გიუსკარისა და მისი შვილის ბოლიმუნდის მეთაურობით ადრიატიკის სანაპიროზე გადმოსახლდნენ და ბიზანტიის წინააღმდეგ საომარი მოქმედება დაიწყეს.

ყველა ამ თავდასხმამ და თარეშმა საშინელ დღეში ჩააგდო ბულგარეთის მოსახლეობა, განსაკუთრებით მძიმე იყო ბულგარეთის ხალხისათვის ჯვაროსანთა ლაშქრობები. ჯვაროსნებმა ბულგარეთი სამჯერ გადაკვეთეს და მოსახლეობას დიდი ზარალი მიაყენეს.

ბიზანტიას არ გააჩნდა იმდენი ძალა, რომ იმპერიის საზღვრები ამ შემოსევებისაგან დაეცვა.

 

ბულგარელი ხალხის ბრძოლა ბიზანტიის ბატონობის წინააღმდეგ.

 

ფეოდალური ექსპლუატაციის გაძლიერებამ უცხოელთა თავდასხმებმა და ენის და კულტურის დევნამ ბულგარეთის მოსახლეობის მძლავრი პროტესტი გამოიწვია.

ბიზანტიის ბატონობის პირველსავე წლებში ადგილი ჰქონდა არაერთ სტიქიურ აჯანყებას.

ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაძლიერდა განსაკუთრებით ბულგარეთის სამხ და დას ოლქებში ბოგომილური მოძრაობა, რომლის ერთერთ მთავარ ცენტრს ქ. ფილიპოპოლი წარმოადგენდა.

 

ბოგომილთა თემები, რომლებშიც უმთავრესად გლეხები და ხელოსნები შედიოდნენ აქტიურად მონაწილეობდნენ ბულგარელი ხალხის ბრძოლაში დამოუკიდებლობისათვის, ასე რომ უცხოელთა ბატონობის პერიოდში ბოგომილურმა მოძრაობამ სახალხო-პატრიოტული ხასიათი მიიღო, იგი არა მარტო სოციალური არამედ პოლიტიკური განთავისუფლებისათვის მებრძოლ მოძრაობად გადაიქცა.

 

 

1040 წ ბულგარეთში დაიწყო I დიდი აჯანყება ბიზანტიელთა წინააღმდეგ. ამ წელს ბიზანტიის მთავრობის ბრძანებით მოსახლეობა ნატურალური გადასახადიდან ფულადზე უნდა გადასულიყო.

ფულად-სასაქონლო ურთიერთობის სუსტად განვითარების პირობებში ეს სიახლე მოსახლეობისათვის მეტად მძიმე ასატანი იყო, რადგან გლეხებს პროდუქტები ჩალის ფასად უნდა გაეყიდათ რათა საჭირო თანხა შეეგროვებინათ.

მოსახლეობის მდგომარეობა იმითაც უარესდებოდა, რომ მთავრობამ გადასახადებიც გაზარდა.

აჯანყების სათავეში მეფე სამოელის შვილიშვილი პეტრე დელიანი იდგა, იგი უნგრეთში იზრდებოდა. 1040 წ პეტრე ბელგრადში ჩავიდა, რაზმი შეადგინა და სამხრეთისაკენ დაიძრა.

 

 

აჯანყებულებმა იგი მეფედ გამოაცხადეს, მოკლე ხანში მან აიღო ქალაქები ნიში და სკოპლე, რომელიც იმ დროს იმპერატორის ნაცვლის რეზიდენცია იყო.

აჯანყება სწრაფად ფართოვდებოდა, ბიზანტიელებმა ზრდაჩის ოლქში დაიწყეს ლაშქრის შედგენა, რომელსაც პეტრეს წინსვლა უნდა შეეჩერებინა, მაგრამ ეს რაზმი რომელიც როგორც სჩანს ბულგარელებისაგან შედგებოდა აჯანყდა და ბიზანტიელებს დაუწყო ბრძოლა, ხელმძღვანელად მათ ვინმე ტიხომირი აირჩიეს, რომელიც სიბრძნითა და მამაცობით ყოფილა ცნობილი.

 

 

აჯანყებულთა ორ ბანაკს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დამთავრდა, პეტრე დელიანს შეეშინდა ტიხომირის მეტოქეობის, იგი თავის ბანაკში მიიპატიჟა და იქ მოკლა.

პეტრე ბიზანტიელებთანაც წარმატებით განაგრძობდა ბრძოლას, მან გაათავისუფლა მთელი მაკედონია, ზდრაჩის ოლქი, თესალია, ცენტრალური ბულგარეთი. აჯანყება სხვა ოლქებშიც გავრცელდა.

აჯანყებულთა რიგებში იბრძოდნენ ბერძნები, ალბანელები და სხვანი.

ამასობაში პეტრეს ბანაკში ჩამოვიდა ბულგარეთის ტახტის კიდევ 1 პრეტენდენტი ეს იყო ალუსიანი მეფე სამოელის უფროსი ძმის შვილიშვილი, რომლის მამა ივანე-ვლადისლავი ბულგარეთის მეორე სამეფოს უკანასკნელი მეფე იყო.

 

პეტრემ ალუსიანი კარგად მიიღო, თავის თანამმართველად სცნო და 40 000-ანი რაზმიც ჩააბარა, რომელსაც სალონიკი უნდა აეღო.

ალუსიანი უნიჭო სარდალი აღმოჩნდა, პირველსავე ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა და თავი დელიანის ბანაკს შეაფარა, აქ მან  1 ნადიმის დროს დაათრო პეტრე და რამდენიმე შეთქმულის დახმარებით თვალები დათხარა, თვითონ კი ბიზანტიაში გაიქცა.

 

 

აჯანყებულებში უთანხმოება ჩამოვარდა, ამასობაში ბიზანტიელებმა დიდი ჯარი შეკრიბეს და აჯანყებულები დაამარცხეს, ხოლო პეტრე დელიანი ტყვედ ჩაიგდეს.

ბიზანტიის იმპერატორი აჯანყებულებს სასტიკად გაუსწორდა, ბევრი მათგანი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და უცხოეთს შეხიზვნოდა.

პეტრე დელიანის ბრძოლა განმათავისუფლებელი ხასიათისა იყო, მაგრამ ამავე დროს სოციალურ ხასიათს ატარებდა და მიმართული იყო ფეოდალური წყობილების წინააღმდეგ.

აჯანყებამ ხელი შეუწყო ბოგომილური მოძრაობის ზრდას და ცხადყო, რომ უცხოელთა ბატონობა არამყარი იყო და მხოლოდ იარაღის ძალას ემყარებოდა.

 

 

ბულგარელი ხალხი დარწმუნდა, რომ თავდადებული ბრძოლით ისინი მიაღწევდნენ გამარჯვებას.

აჯანყება ბულგარელი ხალხის განმათავისუფლებელი ბრზოლის შესანიშნავი მაგალითი იყო.

1072 წ გადასახადების გაზრდის გამო ბულგარეთში კვლავ იფეთქა აჯანყებამ, რომელსაც სათავეში სკოპიეს ბოლიარი გიორგი ვოიტეხი ედგა, მას სხვა ბოლიარებმაც დაუჭირეს მხარი.

აჯანყებულებმა დახმარებისათვის სერბეთის მთავარს მიხეილს მიმართეს, რომელმაც თავის შვილის კონსტანტინე ბოდინის მეთაურობით აჯანყებულებს რაზმი გაუგზავნა.

ბულგარეთის ფეოდალებმა ბოდინი პეტრეს სახელით ბულგარეთის მეფედ გამოაცხადეს. აჯანყებულებმა დაიკავეს ქ. სკოპიე, რომელიც მათი ცენტრი გახდა.

ამის შემდეგ აჯანყებულთა ჯარი ორ ნაწილად გაიყო, 1 რაზმი ბოდინის მეთაურობით ქ. ნიშისაკენ გაემართა ჩრდ დუნაისპირეთის გასანთავისუფლებლად, მეორე კი სამხ-დას ბულგარეთის მიწებისაკენ დაიძრა. ამ რაზმმა ოხრიდი და დევოლი დაიკავა, მაგრამ ქ. კოსტურთან დამარცხდა.

ამ ბრძოლაში ბიზანტიელებს ზოგიერთი ბულგარელი ფეოდალიც ეხმარებოდა.

საერთოდ ამ აჯანყების დროს ბულგარეთის არისტოკრატია გამცემლურ პოლიტიკას მიმართავდა.

 

წარმატებით მოქმედებდა ბოდინის რაზმიც, რომელმაც დიდი ტერიტორია გაათავისუფლა.

აჯანყებულთა წინააღმდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ძლიერი დაქირავებული ლაშქარი გაგზავნა. კოსოვოს ველის სამხრეთით შეიბნენ აჯანყებულნი და ბიზანტიელთა ჯარები, მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, აჯანყებულები დამარცხდნენ, ბოდინი და ვოიტეხი ტყვედ ჩავარდნენ. ვოიტეხი მალე გარდაიცვალა, ბოდინი კი მონასტერში გაამწესეს.

 

 

აჯანყებულთა ცალკეული რაზმები კიდევ დიდხანს განაგრძობდნენ ბრძოლას,მაგრამ უშედეგოდ.

 

 

აჯანყებულთა დამარცხებას მკაცრი რეპრესიები მოჰყვა, მაგრამ ამას არ შეუშინებია ბულგარელი ხალხი, რომელიც ვერ ურიგდებოდა ბიზანტიელთა ბატონობას.

სახალხო მოძრაობებს ადგილი ჰქონდა დუნაისპირეთის ქალაქებში, აგრეთვე სოფიასა და მესავრიაში.

 

 

ბიზანტიის ნორმანებთან ომის დროს 1081-85 წ მოხდა ბოგომილთა მძლავრი აჯანყება, რასაც მთელი ბულგარელი ხალხის მხარდაჭერა მოჰყვა.

 

აჯანყების სათავეში ბოგომილი ტრავლი იდგა, რომელმაც ციხე ბელიატოვი და ქალაქი პლოვდივი აიღო, 1086 წელს კი ბიზანტიელთა ჯარიც დამარცხდა.

 

 

მხოლოდ ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლების შემდეგ შეძლეს ბიზანტიელებმა ბოგომილთა ცენტრის პლოვდივიდს აღება და აჯანყებულთა დამარცხება.

ბულგარელი ხალხის ამ აჯანყებით დამთავრდა მისი ბრძოლა ბიზანტიელთა ბატონობის წინააღმდეგ XI საუკუნეში.

 

XII ს ბულგარელი ხალხისათვის მეტად მძიმე იყო. ნორმანების, ყივჩაყებისა და პაჭანიგების ურდოებისა და ჯვაროსნების ხშირმა თარეშმა აუტანელ მდგომარეობაში ჩააყენა ხალხი, რომელსაც ფაქტიურად თვით უნდა დაეცვა თავი მომთაბარეთა შემოსევებისაგან. გარდა ამისა მიმართავდა რა ხალხების წაკიდების ტრადიციულ პოლიტიკას ბიზანტიის მთავრობა ბულგარეთის ტერიტორიაზე ასახლებდა პაჭანიგებს და უზებს, რათა ისინი ბულგარელი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლის საყრდენი გამხდარიყვნენ და მათში გათქვეფით ბულგარელ ხალხს დაეკარგა თავის ეროვნული სახე.

XII ს ოფიციალური ბიზანტიური ლიტერატურა განზრახ არ ახსენებს ბულგარეთსა და ბულგარელებს რომლებიც მათ სავსებით ელინიზებულად მიაჩნდათ, მაგრამ ბულგარელი ხალხი არსებობდა და შეუპოვარ ბრძოლასაც განაგრძობდა. თავის მძლავრ პროტესტს იგი ბოგომილურ მოძრაობაში გამოხატავდა.

 

1140, 1143, 1156, 1157 წლებში საეკლესიო კრებები რომლებიც მოწვეული იყვნენ ბოგომილების მოძრაობის ზრდასთან დაკავშირებით მოწმობენ ამ მოძრაობის სიმძლავრესა და იმ საფრთხეს რაც ბიზანტიელთა ბატონობას ექმნებოდა ბულგარეთში.

 

1185-87 წლების აჯანყება და ბულგარეთის გათავისუფლება.

 

XII ს უკანასკნელ მეოთხედში ბიზანტიის იმპერიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

 

 

თურქ-სელჩუკთა შემოსევების შედეგად ბიზანტიამ მცირე აზიის სამფლობელოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა.

 

 

ბალკანეთის ჩრდ-დას ნაწილი უნგრეთმა დაიკავა. სერბეთის თავადმა სტეფან ნემანიამ თავის ბატონობა ბალკანეთის მნიშვნელოვან ნაწილზე გაავრცელა. ამავე დროს ფეოდალურ ურთიერთობათა განვითარებამ ცენტრიდანული ძალების გაძლიერება გამოიწვია. მსხვილი ფეოდალები დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფვოდნენ, კონსტანტინეპოლში კი არეულობები ხშირი მოვლენა იყო.

 

1187 წ მსხვილმა ფეოდალურმა დიდკაცობამ ტახტიდან გადააგდო ანდრონიკე I კომნენი და მის ნაცვლად ისააკ II ანგელოსი დასვა, ტახტისათვის ბრძოლა გრძელდებოდა, ამ დროს მღელვარება ბულგარეთშიც დაიწყო, რომელიც მალე მძლავრ აჯანყებაში გადაიზარდა.

აჯანყებას ბიძგი მისცა ახალი იმპერატორის მიერ თავის ქორწინებასთან დაკავშირებით შემოღებულმა გადასახადმა. აჯანყება დაიწყო ჩრდილო ბულგარეთშიც სადაც ბიზანტიელთა ბატონობა შედარებით სუსტი იყო. აჯანყების ცენტრი ქ. ტირნოვო გახდა. აჯანყებას სათავეში საშუალო შეძლების ფეოდალები ძმები პეტრე და ასენი ჩაუდგნენ. ბულგარელებს ვლახებიც შეუერთდნენ და მათი ლაშქარი მნიშვნელოვან ძალად იქცა.

მალე მათ ჩრდ ბულგარეთი ბიზანტიისაგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს და მეფედ პეტრე დასვეს.

 

აჯანყებულთა ლაშქარი პეტრეს და ასენის მეთაურობით ბულგარეთის ძველ დედაქალაქ პრესლავისაკენ დაიძრა. პრესლავის ამბოხებულ მცხოვრებთა დახმარებით ძმებმა მალე აიღეს ქალაქი და სამხ ბულგარეთში შეიჭრნენ.

აჯანყებულთა წარმატებებმა ბიზანტიელთა მთავრობა დიდად შეაშფოთა. 1186 წ ბიზანტიელთა დიდი ჯარი თვით იმპერატორის მეთაურობით გაემართა აჯანყებულებთან შესახვედრად.

პეტრე და ასენი იძულებული გახდნენ დუნაის მარცხენა ნაპირზე გადასულიყვნენ და ყივჩაღებისათვის ეთხოვათ დახმარება.

 

ყივჩაყების ჯარის თანხლებით ბულგარელები კვლავ შეიჭრნენ თავიანთ სამშობლოში, რამაც მოსახლეობაში ახალი მძლავრი აღმავლობა გამოიწვია.

პეტრემ და ასენმა შეძლეს ჩრდ ბულგარეთის გათავისუფლება.

იმპერატორმა ისევ გაგზავნა მათ წინააღმდეგ ჯარები 1187 წ, სამ თვეს იდგნენ ბიზანტიელები ქ. ლოვეჩის კედლებთან, რომელიც ტირნოვოს მისადგომებს იცავდა, მაგრამ უშედეგოდ. ბიზანტიელები იძულებული შეიქმნენ შერიგებოდნენ აჯანყებულთა გამარჯვებას და მათ ზავი შესთავაზეს.

 

 

ზავის თანახმად ბიზანტია ცნობდა ბულგარეთის აჯანყებული ოლქების დამოუკიდებლობას, ხოლო პეტრესა და ასენს ბულგარეთის სახელმწიფოს მმართველებად.

ბულგარეთის დედაქალაქად ტირნოვო გამოცხადდა.

 

ბიზანტიელებს ეშინოდათ, რომ პეტრესა და ასენს სამხ ბულგარეთის დამოუკიდებლობაც არ მოეთხოვათ და მძევალი მოითხოვეს. პეტრემ და ასენმა მძევლად კონსტანტინეპოლში თავისი უმცროსი ძმა ივანე კალოიანი გაგზავნეს, მალე პეტრემ ასენის სასარგებლოდ ტახტზე უარი თქვა, მან შეინარჩუნა მეფის ტიტული, თანამმართველობა და სამფლობელოდ პრესლავის ოლქი მიიღო.

 

 

იმავე 1187 წ ტირნოვოს მიტროპოლიტი ბასილი არქიეპისკოპოსად აკურთხეს, რითაც ასენმა ხაზი გაუსვა ბულგარეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას.

1190 წ ბიზანტიის მთავრობა ერთხელ კიდევ შეეცადა ბულგარეთის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ.

ამრიგად 1185-87 წლებში აჯანყების შედეგად, რომლის მთავარ მამოძრავებელ ძალას ხალხთა მასები წარმოადგენდნენ შეიქმნა ბულგარეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ისტორიულ ლიტერატურაში ამ სახელმწიფოს ბულგარეთის II სამეფოს უწოდებენ.

 

3 რუსეთ-ბულგარეთის ურთიერთობა X-XII ს.

X-XII ს ბულგარეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო პოლიტიკური და კულტურული კავშირები არსებობდა, რაც ბულგარეთის I სამეფოს დაცემის შემდეგაც არ შეწყვეტილა.

X ს ბულგარეთში შექმნილ ლიტერატურულ ძეგლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო ბულგარული კულტურისათვის არამედ სხვა სლავი ხალხების განსაკუთრებით კი რუსეთის კულტურის განვითარებისათვის.

ბულგარეთიდან რუსეთში დიდძალი საერო და საეკლესიო ლიტერატურა გაჰქონდათ.

1073 წლის სვიატოსლავის კრებული სვიმეონ მეფის კრებულის საფუძველზეა შედგენილი.

 

ბულგარეთიდან შევიდა რუსეთში იოანე დამასკელისა და იოანე ეგზარქოსის ნაწარმოებები.

X-XII ს სამხ სლავურ კრ3ებულებში გაჩნდა რუსი წმინდანების ბორისისა და გლების, მსტისლავ ვლადიმირის ძისა და სხვათა ცხოვრების აღწერები.

ბულგარეთისა და რუსეთის კულტურულ ურთიერთობათა ადგილებს წარმოადგენენ კონსტანტინეპოლი და წმინდა ათონის მთა.

ამ სახელმწიფოებს შორის უძველესი დროიდან არსებული პოლიტიკური ურთიერთობების განმტკიცებაზე მიუთითებს კიევის მთავრების ოლეგის, იგორისა და სვიატოსლავის ლაშქრობები.

 

 

განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა დამყარდა დუნაისპირეთში, სადაც XI-XII ს მიჯნაზე ვასილკო როსტისლავის ძემ გალიციის მიწების გაძლიერება შესძლო.

 

ვასილკო ბიზანტიის უღელქვეშ მყოფი ბულგარელების თავის მიწებზე გადმოსახლებას აპირებდა.

რუსებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ბულგარეთის ბიზანტიის ბატონობისაგან გათავისუფლების საქმეში.

1185 წ აჯანყების ხელმძღვანელები პეტრე და ასენი დამარცხების შემდეგ იძულებული გახდნენ დუნაის მარცხენა ნაპირზე გაქცეულიყვნენ, საიდანაც კვლავ დაბრუნდნენ ბულგარეთში რუსებისა და ბალახების რაზმებით.

 

 

ბულგარეთის II სამეფოს პერიოდში რუსეთსა და ბულგარეთს შორის კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდა.

ათ წელს აფარებდნენ თავს რუსეთს კალოიანის შვილები ივანე, ასენი და ალექსანდრე, 1218 წ ასენი რუსეთის ჯარით დაბრუნდა ბულგარეთში და დაიბრუნა ტახტი.

 

4 ფეოდალური ურთიერთობა ბულგარეთში XII-XIV საუკუნეებში.

ფეოდალური მეურნეობა.

 

XII-XIV ს ბულგარეთი უმთავრესად მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის ქვეყნად რჩებოდა.

მიწათმოქმედებას არა მარტო გლეხები არამედ ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობაც ეწეოდა.

 

ჩრდ ბულგარეთში ძირითადად მარცვლეული კულტურები მოჰყავდათ, სამხრეთსა და შავიზღვისპირეთში კი აშენებდნენ ვენახებს, ბაღებს, ბოსტნებს, ზეთისხილს, მოჰყავდათ ბამბა, კარგად იყო განვითარებული მეცხოველეობა, რასაც ხელს უწყობდა ბუნებრივი პირობებიც.

XIII ს ბიზანტიელი ისტორიკოსი წერდა, რომ ყველაზე მეტი ცხვარი, ღორი და მსხვილი რქოსანი საქონელი ბულგარეთში იყო.

ბულგარეთის II სამეფოში ფეოდალური საკუთრების ორი ფორმა არსებობდა, ბაშტინა- ბაშტა ბულგარულად მამას ნიშნავს, რაც სამემკვიდრეო მიწათმფლობელობას გულისხმობდა და პრონია, რომელიც პირობით მფლობელობას წარმოადგენდა.

პრონია უმთავრესად სამხედრო სამსახურისათვის ეძლეოდათ, იგი ხშირად მემკვიდრეობით მფლობელობაშიც გადადიოდა.

ბიზანტიელთა ბატონობის პირობებში ბულგარეთის ფეოდალთა უმრავლესობამ შეინარჩუნა თავისი სამფლობელოები, განსაკუთრებით ჩრდილოეთით, სადაც ბიზანტიის ბატონობა თითქმის ნომინალური იყო.

შეუერთდა რა აჯანყებას ბულგარეთის ფეოდალურმა კლასმა შექმნა ფეოდალური სახელმწიფო, იმისათვის რათა მორჩილებაში ჰყოლოდა მშრომელი მასები და დაეცვა და გაეფორმებინა თავის სამფლობელოები.

ბულგარეთის ფეოდალთა კლასი არ იყო ერთფეროვანი, მაღალი თანამდებობის პირებსა და მსხვილ მიწათმფლობელებს დიდებს უწოდებდნენ, შედარებით დაბალი მდგომარეობისა და ნაკლები მიწების მფლობელთ მცირეები ეწოდებოდათ.

მსხვილ ფეოდალებს ჰყავდათ თავის რაზმები, რომლებშიც  მათი ვასალები შედიოდნენ.

ბიზანტიის ბატონობის ხანაში ნაწილობრივ ფეოდალთა კლასის ეთნიკური შემადგენლობაც შეიცვალა, მათი, განსაკუთრებით სამხედრო მოსამსახურეთა რიგები ყივჩაყებისა და სხვათა წარმომადგენლობით შეივსო.

 

ფეოდალთა მიწებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე მიწათმფლობელთა თითქმის შეუზღუდველი ძალაუფლება იურიდიულად ფორმდებოდა საიმუნიტეტო სიგელებით, რომელთაც მათ სამეფო ხელისუფლება აძლევდა.

ფეოდალური მამულის ორგანიზაციის შესახებ შეიძლება მსჯელობა იმ წყაროების მიხედვით, რომელიც საეკლესიო და სამონასტრო მიწათმფლობელობას შეეხებიან.

 

საეკლესიო და სამონასტრო ისე როგორც საერო ფეოდალთა მამულები 2 ნაწილისაგან შედგებოდა, მიწები, რომელიც ფეოდალთა ეკლესიის ან მონასტრის პირად საკუთრებაში იყო ე ი ფეოდი, ბატონის მიწა, რომელსაც ამუშავებდა დამოუკიდებელი გლეხობა საეკლესიო და სამონასტრო მამულის ამ ნაწილს მეტოხი ეწოდებოდა და მიწები, რომელიც დასამუშავებლად ეძლეოდა გლეხობას, მიწის ამ ნაკვეთებს გლეხები მემკვიდრეობით გადასცემდნენ.

საეკლესიო და სამონასტრო მიწათმფლობელობაში ასეთი მიწები აღინიშნებოდა ტერმინით სტასი.

სარგებლობდნენ რა ფართო საიმუნიტეტო უფლებებით ფეოდალებს მამულებში თავიანთი სასამართლო-ადმინისტრაციული აპარატი და სამხედრო რაზმები ჰქონდათ შექმნილი.

XII და განსაკუთრებით XIII ს დასაწყისში დამოკიდებული და თავისუფალი გლეხების ნაკვეთების ხარჯზე საბატონო მიწის ნაკვეთების მნიშვნელობაც იზრდება, ამასთან დაკავშირებით გაიზარდა გლეხთა საბეგარო სამუშაოები. შრომამიგებითი რენტის ზრდამ გამოიწვია ფეოდალური დამოკიდებულების ყველაზე მძიმე ფორმის ბატონყმობის განმტკიცება.

ბევრ მამულში, განსაკუთრებით კი მონასტრებში კარგად იყო განვითარებული ხელოსნობა, მჭედლობა, მეთუნეობა, საფეიქრო საქმე და სხვა.

მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტების გარკვეული ნაწილი გასაყიდად მზადდებოდა ფეოდალური მეურნეობა ნატურალურ ხასიათს ინარჩუნებდა და პროდუქტების უდიდესი ნაწილი საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მზადდებოდა.

XIII-XIV ს ბულგარეთის ყველაზე მრავალრიცხოვან კლასს წარმოადგენდა გლეხობა, რომელიც რამდენიმე კატეგორიად იყოფოდა,

თავისუფალი გლეხები-პარიკები, ოტროკები და ტეხნიტარიები (ხელოსნები).

თავისუფალი გლეხები ძველებურად თემებად ცხოვრობდნენ, სახნავი მიწები კერძო მფლობელობაში იყო გადასული, სათემო მფლობელობაში რჩებოდა ტყეები, საძოვრები, სათიბები. მათი სარგებლობისათვის გლეხები გადასახადს უხდიდნენ ან ცენტრალურ ხელისუფლებას ან ადგილობრივ ფეოდალს.

თემი ძირითადად მთიან რაიონებში შემორჩა, თავისუფალთა რიცხვი ძალზე ცოტა იყო.

გლეხთა მეორე კატეგორიის პარიკების რიცხვი საკმაოდ დიდი იყო ჯერ კიდევ ბიზანტიელთა ბატონობის ხანაში.

XIII-XIV საუკუნეებში მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

 

პარიკები დამოკიდებული გლეხობის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ.

თავისუფალ გლეხთა მსგავსად მათ თავიანთ განკარგულებაში ჰქონდათ მიწის ნაკვეთები, რომელთაც მემკვიდრეობით გადასცემდნენ, მაგრამ ამ მიწის თავისუფლად გასხვისების უფლება არ ჰქონდათ.

 

პარიკებს არ ჰქონდათ მამულის დატოვებისა და სხვა ფეოდალის მიწაზე დასახლების უფლება.

ფეოდალისადმი პარიკები პირად დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ. მათზე ფეოდალის იურისდიქცია ვრცელდებოდა, პარიკები არეულნი იყვნენ დანარჩენ მოსახლეობაში თუმცა ისინი ცალკე სოფლებადაც მოსახლეობდნენ, ისინი შესაძლოა ქალაქის მცხოვრებნიც იყვნენ.

სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის განვითარებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაძლიერდა დამოკიდებული მოსახლეობის დიფერენციაცია, გამოიყო მცირერიცხოვანი შეძლებული გლეხობა, გაიზარდა გაღატაკებულ გლეხთა რაოდენობა.

 

პარიკების გაღატაკებული მასა კიდევ უფრო მძიმე ფეოდალურ დამოკიდებულებაში მოექცა, თავის მდგომარეობით იგი დამოკიდებული მოსახლეობის ყველაზე დაბალ კატეგორიას ოტროკებს გაუტოლდა.

ოტროკები ფეოდალურ დამოკიდებულებაში მყოფი მოსახლეობის II ჯგუფს შეადგენდნენ. მათი უმეტესი ნაწილი სოფლად ცხოვრობდა, არის აზრი, რომ ოტროკების წინაპრები მონები იყვნენ.

ოტროკებს ეკავათ მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ისინი ამუშავებდნენ თავისთვის, მაგრამ პარიკებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიწას მემკვიდრეობით ფლობდნენ ოტროკებს მიწა მსხვილი მიწათმფლობელის საკუთარი ფეოდიდან ეძლეოდათ, მათ არ შეეძლოთ ამ მიწის გასხვისება, ფეოდალები ოტროკებს შინამოსამსახურეებადაც იყენებდნენ.

ოტროკები თითქმის სავსებით უუფლებონი იყვნენ. ფეოდალი იყენებდა მათ როგორც შინამოსამსახურეებს და ავალებდა სხვადასხვა მძიმე სამუშაოს.

დამოკიდებული მოსახლეობის ტეხნიტარიების ჯგუფი არ იყო მრავალრიცხოვანი, როგორც თვით სახელწოდება მოწმობს ესენი უმთავრესად ხელოსნები იყვნენ, რომლებიც ფეოდალურ მამულში მუშაობდნენ და თავის ნაწარმით ფეოდალისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდნენ.

ხელოსნობასთან ერთად ტეხნიტარიები მიწასაც ამუშავებდნენ, მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ცოტა რამ ვიცით. შესაძლოა ისინი როგორც პარიკები და ოტროკები მიწაზე იყვნენ მიმაგრებულნი, რადგან აღებ-მიცემობის სუსტი განვითარების პირობებში მემამულენი მათი შრომისადმი დიდ დაინტერესებულობას იჩენდნენ.

 

ქალაქები.

 

XIII-XIV ს ბულგარეთის ქალაქები განვითარების მაღალ დონეს აღწევენ.

უკვე XIII ს ბულგარეთში სამოცდაათამდე ქალაქი იყო.

ძირითადად სიმდიდრით გამოირჩეოდნენ ტირნოვო, სოფია, ვიდინი, ვარნა, პახიალო, მესამვრია, სოზოპოლი, პლოვდივი და სხვა.

მათი უმეტესობა ძირითადად მნიშვნელოვან სახმელეთო და სამდინარო გზებზე მდებარეობდა.

 

 

ბულგარეთის ქალაქები ხალხმრავალი ყოფილა,ამის შესახებ უცხოელ მოგზაურთა მრავალი ცნობა მოიპოვება, ისინი ხალხმრავალ ქალაქებს მიაკუთვნებენ სოფიას, ტირნოვოს, სოზოპოლს, პლოვდივს და სხვა.

III ჯვაროსნული ლაშქრობის 1 მონაწილე გვიამბობს, რომ ფრიდრიხ ბარბაროსას 120 000-ანმა ჯარმა, რომელიც პლოვდივში დაბანაკდა ქალაქის სახლების მხოლოდ ნახევარი დაიკავაო.

 

ბულგარეთის დიდი ქალაქები ეთნიკური შემადგენლობის მხრივ მრავალფეროვანი იყო, აქ ცხოვრობდნენ ბულგარელები, ბერძნები, ებრაელები, სომხები, იტალიელები და სხვა.

უცხოელები ქალაქის ცალკე უბნებში ცხოვრობდნენ და უმთავრესად ვაჭრობას ან ხელოსნობას ეწეოდნენ.

ქალაქების სოციალური შემადგენლობა მრავალფეროვანი იყო, გაბატონებული მდგომარეობა ქალაქებში ეკავათ პატრიციებს, რომლებიც ქალაქის მდიდარი და გავლენიანი მცხოვრებნი იყვნენ.

ქალაქის მოსახლეობის ძირითად მასას ხელოსნები და ვაჭრები შეადგენდნენ, მათ უბრალო ხალხს უწოდებდნენ, მათი უმრავლესობა თავისუფალი იყო.

 

 

ქალაქის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეადგენდა სასულიერო წოდება, მათი რიცხვი მეტი იყო იმ ქალაქებში, რომლებიც საეპისკოპოსოებისა და მიტროპოლიების ცენტრებს წარმოადგენდნენ.

ბულგარეთის იმდროინდელი დედაქალაქის ტირნოვოს არქეოლოგიური გათხრები წარმოგვიდგენენ ბულგარეთის ქალაქებში არსებული სოციალური უთანასწორობის სურათს, მოსახლეობა აქ ცხოვრობდა ცალკე უბნებად სოციალური მდგომარეობის მიხედვით.

ტირნოვო განლაგებული იყო ორ ბორცვზე, რომელთა შორის მიედინება მდ იანსტრა.

ერთ ბორცვზე, რომელიც უფრო მაღალი და ძნელი მისადგომია განლაგებული იყო მეფისა და ბოლიართა სასახლეები, ამ ბორცვს ახლაც ცარევეცი ეწოდება. მეორე ბორცვი რომელსაც ტრაპეზიცას უწოდებენ წარმოადგენდა ტირნოვოს რელიგიურ ცენტრს, აქ იყო განლაგებული ბოლიართა საკუთარი ეკლესიები. ამ არც თუ ისე დიდ ბორცვზე ნაპოვნია ორ ათეულამდე ეკლესიის ნანგრევები.

 

ხელოსნები და ვაჭრები ცხოვრობდნენ ცარევეცსა და ტრაპეზიაცას შორის მდებარე ვიწრო ხეობაში, რომელსაც ქვედა უბანი ეწოდება.

ადმინისტრაციულად ქალაქები ცენტრალურ ხელისუფლებას ან იმ ფეოდალებს ემორჩილებოდნენ რომელთა ტერიტორიებზეც მდებარეობდნენ, მაგრამ ქალაქის მმართველობა ფაქტიურად პატრიციატის ხელში იყო, უბრალო ხალხი ქალაქის მმართველობაში მონაწილეობის უფლებას მოკლებული იყო.

XII-XIV ს ბულგარეთის ქალაქები არა მარტო სამხედრო და ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ პუნქტებს, არამედ ვაჭრობისა და ხელოსნობის მნიშვნელოვან ცენტრებსაც წარმოადგენდნენ.

ბულგარეთის ქალაქში ოცდაათამდე ხელოსნური პროფესია არსებობდა მჭედლობა, ოქრომჭედლობა, მეთუნეობა, ფეიქრობა, მეწაღეობა, დურგლობა, კალატოზობა.

 

ხელოსნობის ყველაზე განვითარებული დარგები იყო.

კარგად იყო განვითარებული სამთამადნო საქმე.

განთქმული იყო ქ. ჩიპროვ3ეცის სამადნოები სადაც მოიპოვებდნენ რკინას, ოქროს, ვერცხლს და ტყვიას.

რკინის მადანი იყო ქ. ნევროპოპის მახლობლად, ვერცხლი და ტყვია ქ. კროტოვოსთან და სხვა.

ოსტატი ხელოსნები 1 ან 2 შეგირდის დახმარებით მუშაობდნენ თავის პატარა სახელოსნოებში. ვარაუდობენ, რომ ოსტატები ამქრებში უნდა ყოფილიყვნენ გაერთიანებულნი, თუმცა ამის შესახებ რაიმე ზუსტი ცნობები არ მოიპოვება.

 

 

 

სოფლის მეურნეობას ხელოსნები სავსებით მოწყვეტილი არ იყვნენ, ისინი ეწეოდნენ მევენახეობას, მებაღეობას, მებოსტნეობას, აშენებდნენ საქონელს და სხვა.

 

საშინაო და საგარეო ვაჭრობა.

 

როგორც უკვე ვთქვით ბულგარეთის ქალაქები ხელოსნობის გარდა ვაჭრობის ცენტრებსაც წარმოადგენდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მეურნეობა უმთავრესად ნატურალური ხასიათისა იყო ქალაქსა და სოფელს შორის გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობა არსებობდა.

 

 

 

 

ქალაქი ახლომდებარე სოფლებს ამარაგებდა ხელოსნური ნაწარმით, სოფლისაგან კი იღებდა საჭირო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, ნედლეულს.

ბაზრობებს რომელიც ქალაქებში იმართებოდა ახლომდებარე ოლქის მრავალი მოსახლეობა ესწრებოდა.

 

ხშირად ბაზრობებს ზოგიერთი ფეოდალი და მონასტერიც აწყობდა, იმართებოდა ყოველწლიური ბაზრობებიც (იარმარკები).

ჩვეულებრივ საქონელი გასაყიდად თვით მწარმოებლებს გამოჰქონდათ, მაგრამ იყვნენ ვაჭრებიც, რომლებიც ასე ვთქვათ შუამავლებად გამოდიოდნენ სოფელსა და ქალაქს შორის.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქსა და მის ახლომდებარე ოლქს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა არსებობდა.

ვაჭრობა ბულგარეთის სხვადასხვა ქალაქებსა და ოლქებს შორის მნიAშვნელოვნად ფერხდებოდა ხშირი ომების, შინაბრძოლების, ფეოდალური დაქუცმაცებისა და მრავალრიცხოვანი საბაჟო გადასახადების გამო.

 

 

ფეოდალური ექსპლუატაციის გაზრდის შედეგად მსხვილ მიწათმფლობელებს საშუალება მიეცათ თავიანთ ხელში ზედმეტი პროდუქტი და ნედლეული დაეგროვებინათ და გაეყიდათ იგი იმ ქვეყნებში რომლებიც საჭიროებდნენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს.

უცხოეთიდან ბულგარეთში შემოჰქონდათ მარილი, ოქრომკედით ნაკერი ტანსაცმელი, აბრეშუმი და ფუფუნების სხვა საგნები.

 

ბულგარეთის საგარეო ვაჭრობაში დიდ როლს ასრულებდა ქ. დუბროვნიკი, რომელიც დაარსდა VII-VIII ს მიჯნაზე ადრიატიკის ზღვის დალმაციის სანაპიროზე.

შესანიშნავმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ დუბროვნიკი სამხ-აღმ ევროპის ერთერთ მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად აქცია.

 

დუბროვნიკი ვაჭრობდა არა მარტო ბალკანეთის ქვეყნებთან არამედ ესპანეთთან, იტალიასთან, ბიზანტიასთან, არაბეთთან და სხვა.

ბულგარეთს დუბროვნიკთან ადრიდანვე ჰქონდა სავაჭრო ურთიერთობა. ჯერ კიდევ ბიზანტიის ბატონობის წლებში დუბროვნიკის ვაჭრებმა ბულგარეთში და საერთოდ ბალკანეთზე დაუბეგრავად ვაჭრობის უფლება მიიღეს, შემდეგ კი მათი მდგომარეობა უფრო განმტკიცდა ბულგარეთის ბევრ ქალაქში. დუბროვნიკის ვაჭრებს თავიანთი კოლონიები ჰქონდათ, მათ ბულგარეთიდან გაჰქონდათ მარცვლეული, შალისა და ბამბის ქსოვილები, თაფლი, ტყავი და სხვა. ბულგარეთში კი შემოჰქონდათ ფუფუნების საგნები, მარილი და სხვა.

 

 

 

ბულგარეთის საგარეო ვაჭრობაში დიდ როლს ასრულებდა ქ. სოლუნიც, რომლის მეშვეობითაც ეწეოდნენ საგარეო ვაჭრობას ბულგარეთის, მაკედონიისა და თრაკიის ოლქები.

კონსტანტინეპოლისა და დას ევროპის ბაზრებზე ფართოდ ვაჭრობდნენ ბულგარეთის შავიზღვისპირეთის ქალაქები ვარნა, სოზოპოლი, ანხიალო, მესავრია და სხვა.

 

XIV ს ბულგარეთის შავიზღვისპირეთის ვაჭრობა ხელთ იგდეს გენუელმა ვაჭრებმა.

XIII-XIV ს ბულგარეთის საგარეო და სატრანზიტო ვაჭრობაში დიდ როლს ასრულებდნენ დუნაიზე მდებარე ქალაქები ვიდინი, ტროსტოლი, ნიკოპოლი, სილისტრა. ისინი გაცხოველებულ ვაჭრობას ეწეოდნენ ცენტრალური ევროპის ქვეყნებთან ვლახეთთან, მოლდავეთთან, პოლონეთთან, გალიჩის რუსეთთან და ბიზანტიასთან.

სატრანზიტო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრები იყო პლოვდივი და ადრიანოპოლი, რომლებიც მდებარეობდნენ ევროპიდან კონსტანტინეპოლში მიმავალ სავაჭრო გზაზე.

 

 

გაცხოველებული საგარეო ვაჭრობა ხელს უწყობდა ბულგარეთის ქალაქების შემდგომ განვითარებას.

 

სახელმწიფო წყობილება.

 

XIII-XIV ს ბულგარეთის სახელმწიფო და ადმინისტრაციული წყობილება სავსებით შეესატყვისებოდა გაბატონებული კლასების ინტერესებს და ხელს უწყობდა ფეოდალური ბაზისის განმტკიცებას.

ამ ხანებში ბულგარეთის გაბატონებულ კლასში შეიმჩნევა 2 ტენდენცია:

 

1 ბულგარეთის II სამეფოს შექმნისას ფეოდალურმა დიდკაცობამ ხელთ იგდო სახელმწიფო აპარატი, რაც მას აძლევდა გამდიდრებისა და ფეოდალური მამულების გაფართოების საშუალებას, ეს კი თავის მხრივ იწვევდა ფეოდალური სეპარატიზმის ზრდას, რაც უფრო  მტკიცდებოდა ბოლიართა ეკონომიური და პოლიტიკური მდგომარეობა მით უფრო მწიფდებოდა ფეოდალური დაქუცმაცებულობის პირობები.

 

XIII და განსაკუთრებით XIV ს ბულგარეთის ბევრმა ფეოდალმა ფაქტიურად სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა, ისინი საკუთარ ელჩებსაც კი გზავნიდნენ მეზობელ სახელმწიფოებში.

 

 

 

ცნობილია, რომ ფეოდალური სეპარატიზმის ზრდის პირობებში ქალაქები ცენტრალური ხელისუფლების საყრდენს წარმოადგენდნენ, ბულგარეთში კი ასე არ იყო, რადგან ხელოსნური და პატრიციული ფენა სუსტი იყო და ქალაქის მმართველობაში მონაწილეობას არ იღებდა.

 

II ტენდენცია, მიუხედავად ამისა ფეოდალურმა დაქუცმაცებულობამ ბულგარეთში ვერ მიაღწია ზენიტს, რადგან ხალხთა მასების წინააღმდეგობა ფეოდალური ჩაგვრის წინააღმდეგ და მეზობელი სახელმწიფოების დაპყრობის საფრთხე ზღუდავდა ფეოდალთა სეპარატულ მისწრაფებებს და აიძულებდა მათ სამეფო ხელისუფლებისათვის გარკვეული დახმარება გაეწიათ.

 

ამ 2 ფაქტორის ზემოქმედების გამო ბულგარეთის ცენტრალური ხელისუფლება მეტად არამყარი იყო, სახელმწიფოს უზენაესი მმართველი მეფე იყო, მას ბულგართა მეფისა და თვითმპყრობელის ტიტული ჰქონდა. მეფის ძალაუფლება მემკვიდრეობით გადადიოდა, იმ შემთხვევაში თუ მას მემკვიდრე არ ჰყავდა მეფეს წარჩინებულ ბოლიართა რიცხვიდან ირჩევდნენ.

თეორიულად მეფის ხელისუფლება შეუზღუდავი იყო, სინამდვილეში მმართველობაში გადამწყვეტი სიტყვა ბოლიართა მძლავრ პარტიებს ეკუთვნოდათ. მათვე ეკავათ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობები.

 

 

ყველაზე მაღალი თანამდებობა  სამეფო კანცელარიის გამგებლობა იყო, მას სათავეში ედგა დიდი ლოგოთეტი, იგი საგარეო საქმეებსაც განაგებდა.

სამეფო კართან არსებობდა დიდებულებისაგან შემდგარი საბჭო სინკლიტი, ამ საბჭოს ერთერთ მთავარ ფუნქციას მეფის არჩევა შეადგენდა.

ამავე დროს იგი საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებსაც განიხილავდა.

ზოგჯერ მეფე ბოლიარებისა და სამღვდელოების საერთო კრებას იწვევდა.

 

ბულგარეთი დაყოფილი იყო ადმინისტრაციულ ერთეულებად, რომელსაც ბერძნული სიტყვით ორქი-მხარე აღნიშნავდნენ.

ასეთი ოლქის სასამართლო, სამხედრო და ფინანსურ საქმიანობას განაგებდა დუკი ან სევასტი, ადგილებზე სამხედრო ძალას განაგებდნენ კასტროფილაქსები, კატებანები და სტრატორები.

სახელმწიფოს ძირითად შემოსავალს გადასახადები და სასამართლოს ხარჯები შეადგენდნენ.

მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ცენტრალურ ადმინისტრაციას ექვემდებარებოდა გადასახადებს სახელმწიფოს უხდიდა, ხოლო ისინი ვინც ფეოდალებს ემორჩილებოდნენ გადასახადებსაც მათ უხდიდნენ.

 

 

 

ერთერთი ძირითადი გადასახადი იყო საადგილმამულო გადასახადი ვოლობერშტინა, რომელსაც უპირატესად ფულით იხდიდნენ. მისი აკრეფისას ითვალისწინებდნენ მიწის ფართობს, ნიადაგის ხარისხს, მიწისმფლობელის ოჯახის შემადგენლობას და გამწევ ძალას.

 

 

მეორე გავრცელებული გადასახადი იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მეათედი დესეტად.

ამათ გარდა მოსახლეობა იხდიდა კომლზე გადასახადს და საეკლესიო გადასახადს.

 

 

გარდა გადასახადებისა სახელმწიფოს შემოსავლები ჰქონდა სასამართლო ჯარიმებიდან.

ჯარიმებს ახდევინებდნენ მკვლელობისათვის, ქურდობისათვის, ვალის გადაუხდელობისათვის და სხვა.

 

შემოსავლის გარკვეული ნაწილი სავაჭრო და საბაჟო გადასახადებისაგან შედგებოდა.

ყველა ამ გადასახადების, ჯარიმებისა და სხვა, გარდა მოსახლეობას მრავალი სახის ვალდებულება უნდა შეესრულებინა, მაგ გზების, ციხე-სიმაგრეების, ხიდების, სასახლეებისა და სხვა შენება, გზების, საპყრობილეების, უღელტეხილების დარაჯობა, სახელმწიფო და სამხედრო მოხელეების ბინითა და სანოვაგით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით უჭირდა მოსახლეობას მეფისა და მისი მრავალრიცხოვანი ამალის კვება როდესაც ისინი მათ სოფელში ჩამოდიოდნენ და კვირაობით ჩერდებოდნენ.

 

 

სამხედრო ორგანიზაცია შეესაბამებოდა ბულგარეთის სახელმწიფო წყობილებას, მის ადმინისტრაციულ დაფეოადალურ დაქუცმაცებას.

რეგულარული ერთიანი ჯარი ბულგარეთს არ გააჩნდა. საჭიროების შემთხვევაში ლაშქარი იქმნებოდა ფეოდალების მიერ მოყვანილი შეიარაღებული რაზმებისაგან, ხშირად ფეოდალები ჯარში გზავნიდნენ გამოუსადეგარ ხალხს, რადგან ძლიერი და ჯანმრთელი მამაკაცები მეურნეობაში სჭირდებოდათ. იყო შემთხვევები როდესაც ფეოდალები საერთოდ უგულვებელყოფდნენ მეფის მოწოდებას.

ყველაზე დიდი ჯარი ბულგარეთს II სამეფოს პირველ წლებში ჰყავდა. პეტრემ და ასენმა ფრიდრიხ ბარბაროსას ბიზანტიის წინააღმდეგ საბრძოლველად 40 000 მეომარი შესთავაზეს და დაახლოებით ასეთივე ჯარი ჰყავდა მეფე კალოიანს როდესაც იგი ჯვაროსნებს ებრძოდა, მაგრამ 1330 წ ველბუშთან ბრძოლაში ბულგარელების ჯარი მხოლოდ 12 000 კაცისაგან შედგებოდა. ამიტომ ცენტრალური ხელისუფლება ხშირად მიმართავდა ჯარის დაქირავებას.

 

ბულგარეთის სახელმწიფოს ბრძოლა ბიზანტიისა და ლათინთა იმპერიის წინააღმდეგ XIII ს დასაწყისში.

 

ბულგარეთის II სამეფოს შექმნის შემდეგ ბიზანტია არაერთგზის ეცადა ბულგარეთის მიწებზე თავის ძალაუფლების აღდგენას, ყველა ეს ცდა მარცხით დამთავრდა.

 

 

1190 წ ისააკ ანგელოსი დიდი ჯარით ტირნოვოსაკენ გაემართა, მაგრამ დამარცცხდა, თვით იმპერატორმა გაქცევით  უშველა თავს.

1193 წ ბიზანტიელებმა კვლავ ილაშქრეს ბულგარეთის წინააღმდეგ, მაგრამ კვლავ დამარცხდნენ. ამის შემდეგ ბულგარელი ფეოდალები თვით გადავიდნენ შეტევაზე, ისინი ცდილობდნენ თავიანთი სახელმწიფოს ტერიტორიის გაფართოებას სამხ ბულგარეთისა და მაკედონიის ხარჯზე, ბიზანტიას უკვე თავის საზღვრის დაცვა სჭირდებოდა.

 

ამ დროს ბულგარეთში მწიფდებოდა ბოლიართა ოპოზიცია, რომელიც უკმაყოფილო იყო.

ასენის ცენტრალიზაციის პოლიტიკით და ოპოზიციამ დიდი მხარდაჭერა ჰპოვა ბიზანტიის მხრივ.

1196 წ შეთქმულებმა მოკლეს მეფე ასენი და ტახტზე შეთქმულების ხელმძღვანელი ივანკო აიყვანეს, მაგრამ ივანკომ დიდხანს ვერ იბატონა.

 

 

 

 

ასენის ძმამ პეტრემ ალყა შემოარტყა ტირნოვოს, ბიზანტიელებმა ორჯერ გაგზავნეს ლაშქარი ივანკოს დასახმარებლად, მაგრამ უშედეგოდ, მალე ივანკო იძულებული გახდა ბიზანტიაში გაქცეულიყო.

 

 

არეულობა ამით არ დამთავრებულა, 1197 წ უკმაყოფილო ბოლიარებმა მოკლეს მეფე პეტრე, რომელმაც თავისი ძმის ასენის ადგილი დაიკავა, მის ნაცვლად ტახტზე ავიდა პეტრეს და ასენის III ძმა კალოიანი 1197-1207 წ, რომელიც გამოიქცა ბიზანტიიდან სადაც ის მძევლად იყო.

კალოიანის მეფობაში ბიზანტიის წინააღმდეგ ომი ახალი ძალით განახლდა. ბულგარელებმა გაანთავისუფლეს ვარნა, რომელიც ბიზანტიელთა ხელში იყო და თრაკიის ნაწილიც შემოიერთეს.

 

ბიზანტიის იმპერატორის ისააკ ანგელოსის ყველა ცდა შეეჩერებინა კალოიანის შეტევა უშედეგოდ დამთავრდა, 1202 წ იგი იძულებული გახდა ბულგარეთთან ზავი დაედო, რომლის თანახმად ბიზანტიის ბატონობისგან განთავისუფლდა მთელი ჩრდ ბულგარეთი, შავი ზღვის სანაპირო ქალაქები და მაკედონიის მნიშვნელოვანი ნაწილი.

 

 

ბიზანტიამ ბულგარეთს დაუთმო მორავიისპირეთი, ბელგრადისა და ბრანიჩევოს ოლქები.

 

თავის საერთაშორისო მდგომარეობის განსამტკიცებლად კალოიანმა დაიწყო მოლაპარაკება პაპ ინოკენტი III-სთან უნიის დადების თაობაზე, ამავე დროს კალოიანი მოითხოვდა, რომ პაპს ეცნო იგი მეფედ, მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა.

1204 წ დაიდო უნია, პაპის წარგზავნილმა კალოიანს კარლის მეფის ტიტული უბოძა, ცხოლო ტირნოვოს არქიეპისკოპოსმა, რომელიც ბულგარეთის ეკლესიის წინამძღოლი იყო პრიმასის წოდება მიიღო.

პაპი იმედოვნებდა, რომ უნიის დადება მას საშუალებას მისცემდა ბულგარეთში განემტკიცებინა თავის გავლენა და გაეწია კათოლიციზმის პროპაგანდა, მაგრამ ეს იმედები არ გამართლდა, კალოიანის მიერ ლათინთა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ კავშირი პაპსა და ბულგარეთს შორის ფაქტიურად შეწყდა.

 

ვიდრე პაპთან მოლაპარაკება  მიმდინარეობდა ბალკანეთის ნკ-ზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა, 1204 წ IV ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად დაეცა ბიზანტიის იმპერია, მის ნანგრევებზე რამდენიმე სახელმწიფო შეიქმნა, ტრაპიზონისა და ნიკეის იმპერია მცირე აზიაში, ეპირის სადესპოტო ბალკანეთზე, ლათინთა იმპერია და სხვა.

ლათინთა იმპერიის შემადგენლობაში შევიდა ბიზანტიის ბალკანეთის სამფლობელოები. ბულგარეთი ამ იმპერიას სამხრეთით ესაზღვრებოდა.

ახალ ვითარებაში კალოიანმა გადაწყვიტა ლათინთა იმპერატორთან მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბულგარეთს იმ ტერიტორიების დათმობა მოსთხოვა რომლებიც ადრე ბიზანტიის იმპერიას ეკუთვნოდა. მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ ბულგარეთსა და ლათინთა იმპერიას შორის ომი დაიწყო. იარაღის ძალით შექმნილი ლათინთა იმპერიის მდგომარეობა მეტად არამყარი იყო. მისი არსებობის პირველსავე წლებში ადგილი ჰქონდა ბერძნების მძლავრ აჯანყებებს, 1205 წ თრაკიაში დაიწყო აჯანყება, რომელსაც კალოიანი ჯარებით დაეხმარა.

 

1205 წ 14 აპრილს ადრიანოპოლის მახლობლად აჯანყების ჩასახშობად მცირე აზიიდან გადმოსროლილი ლათინთა ჯარი იმპერატორ ბოლდუინის ხელმძღვანელობით შეხვდა ბულგარელთა ლაშქარს, გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა, ლათინები სასტიკად დამარცხდნენ, იმპერატორი ბალდუინი ტყვედ ჩავარდა.

 

 

 

კალოიანის ბრძანებით იგი ტირნოვოში გაგზავნეს.

 

ამავე წელს კალოიანს დახმარებისათვის მიმართეს ფილიპოპოლის ბოგომილებმა და ქალაქის ჩაბარება აღუთქვეს, მაგრამ როგორც კი კალოიანი პლოვდივს დაეუფლა ბრძანა მისი დანგრევა და ბერძნების ბულგარეთში გადასახლება.

 

 

კალოიანი საერთოდ უკმაყოფილო იყო იმით, რომ ბიზანტიელი ფეოდალები ანტიბულგარულ პოლიტიკას ატარებდნენ, იგი მკაცრად ეპყრობოდა მათ.

 

 

1206 წ კალოიანი იძულებული გახდა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო ტირნოვოში, სადაც ბერძნულმა მოსახლეობამ აჯანყება დაიწყო. იმავე წელს მან ილაშქრა თრაკიასა და მაკედონიაში და თითქმის კონსტანტინეპოლამდე მივიდა.

ლათინთა მხარეზე გადასული ბიზანტიელი ფეოდალების მიმართ კალოიანი სასტიკ რეპრესიებს მიმართავდა, სწორედ ამ ხანებში შეარქვეს კალოიანს რომაელთა მჟლეტი მსგავსად იმისა როგორც ბიზანტიის იმპერატორს ბასილ II-ს ბულგართმჟლეტი ეწოდა.

1207 წ კალოიანი სოლუნის ასაღებად გაემართა. აქ სოლუნის კედლებთან თავის კარავში იგი მოკლა ერთმა ბოლიარმა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ კალოიანის მოკვლა მომზადებული იყო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებით უკმაყოფილო ბოლიართა დაჯგუფების მიერ.

ფეოდალური შინაბრძოლები ბულგარეთში XIII საუკუნეში.

 

კალოიანის მოკვლის შემდეგ შეთქმულმა ბოლიარებმა ტახტზე აიყვანეს კალოიანის დისშვილი ბორილი 1207-18 წ.

ტახტის კანონიერი მემკვიდრეები მეფე ასენის შვილები ივანე, ასენი და ალექსანდრე გაიქცნენ რუსეთში.

 

 

ბორილმა, რომელიც ფეოდალთა ერთ ჯგუფს ეყრდნობოდა ვერ შეძლო ყველა ფეოდალის დამორჩილება, ბევრმა ურჩობა გამოიჩინა და თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა.

ბორილის გამეფების პირველსავე წელს მის წინააღმდეგ აჯანყება მოხდა, ბორილმა იგი ადვილად ჩაახშო.

1211 წ მის წინააღმდეგ აჯანყდნენ ვიდინის ბოლიარები, უნგრელების დახმარებით ბორილმა ეს აჯანყება ჩააქრო.

ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებამ და ფეოდალური ჩაგვრის გაძლიერებამ გამოიწვია ბოგომილური მოძრაობის ზრდა.

 

1211 წ ბოგომილების ანტიფეოდალური ხასიათით შეშინებული ბორილი იწვევს საეკლესიო კრებას, რომელმაც დაგმო ბოგომილობა, დაიწყო ბოგომილთა სასტიკი დევნა.

1217 წ ჩრდ ბულგარეთში რუსთა რაზმის თანხლებით მოულოდნელად გამოჩნდა რუსეთიდან დაბრუნებული ბულგარეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე ივანე ასენი.

 

მან მოკლე დროში დაიკავა ბულგარეთის დიდი ნაწილი, ალყა შემოარტყა ტირნოვოს, სადაც ბორილი იმყოფებოდა. შვიდ თვეს იცავდა თავს ბორილი, მაგრამ ტირნოვოს მცხოვრებლებმა ქალაქის კარები გააღეს, ტირნოვო ასენს ჩააბარეს.

 

 

ბორილი შეიპყრეს და თვალები დასთხარეს, ბულგარეთის ტახტზე ავიდა ივანე ასენი II 1218-41 წ ეს წლები ბულგარეთის სახელმწიფოს განმტკიცებისა და ცენტრალიზაციის ხანა იყო.

ნიჭიერი პოლიტიკური მოღვაწე ასენ II ფეოდალურ სეპარატიზმს ებრძოდა წვრილ ფეოდალებზე და ქალაქის მოსახლეობაზე დაყრდნობით.

ბოგომილების მიმართ იგი შემწყნარებლურ პოლიტიკას ატარებდა.

ივანე ასენის წარმატებებს ფეოდალური სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში არ ჰქონდა მყარი საფუძველი. ბულგარეთში მტკიცე ცენტრალიზებული მონარქიის შექმნის პირობები მაშინ არ იყო. მიუხედავად ქალაქების მაღალი განვითარებისა ბულგარეთში ძლიერი ბიურგერობა არ იყო. ქალაქებში დიდ როლს ასრულებდნენ უცხოელი ვაჭრები და ფეოდალური ფენა.

ფეოდალური ფორმაციის წიაღში არ შეიმჩნეოდა ახალ უფრო პროგრესულ კაპიტალისტურ ურთიერთობაზე გადასვლის ნიშნები, ეს ერთერთი მთავარი პირობა იყო ახალი პოლიტიკური წყობილების შექმნისათვის.

ივანე ასენმა ფეოდალური დაქუცმაცების პროცესის მხოლოდ დროებით შეჩერება შეძლო.

თავის მეფობის პირველ წლებში იგი მშვიდობიან პოლიტიკას ატარებდა. მან მეზობლებთან კარგი ურთიერთობა დაამყარა, მაგრამ როდესაც ეპირის დესპოტმა თევდორე კომნინმა დაიპყრო მაკედონია და თრაკია დააპირა კონსტანტინეპოლის აღება და ბიზანტიის იმპერიის აღება ამავე ასენმა კავშირი დადო ლათინთა იმპერიასთან და დაიწყო ბრძოლა მის წინააღმდეგ.

1230 წ 9 მარტს სოფ კლაკოტნიცასთან გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, თევდორე კომნინი სასტიკად დამარცხდა და თვითონ იგი თავის ახლობლებით ტყვედ ჩავარდა. ეპირის სამფლობელოების ნაწილი ბულგარეთს შეუერთდა.

 

ეპირის სახელმწიფო ორ სამფლობელოდ დაიშალა.

იმ დროს როდესაც ბალკანეთზე ძლიერდებოდა ბულგარეთის სახელმწიფო მცირე აზიაში ლათინთა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ წარმატებებს აღწევს ნიკეის იმპერია.

 

1 2 3 4
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ისტორია / მეშველიანი კ. / სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია