ხათუნა პერტია 

იმპერატორი ადრიანე და ბარ–კოხბას აჯანყება

 

ტრაიანეს გარდაცვალების შემდეგ (117 წ) იმპერატორის ტახტი დაიკავა ადრიანემ. იგი შეუდგა იმპერატორის ხელისუფლების გაზლიერების ადრიანე დაადგა მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის გზას და ეს მისი მხრიდან მეტად ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რადგანაც არსებული სიტუაცია სწორედ ამას მოითხოვდა: პროვინციებში აჯანყების დაწყების საშიშროება იქმნებოდა, მახლობელ აღმოსავლეთში სიტუაცია დაძაბული იყო, არმია გადაღლილი და დემორალიზირებული და ასეთ პირობებში ფაქტიურად შეუძლებელი იყო ტრაიანეს ექსპანიონისტური პოლიტიკური კურსის გაგრძელება. საჭირო იყო კონკრეტული პოლიტიკური და საომარი საკითხების გადაწყვეტა. მესოპოტამია დატოვეს რომაულმა ლეგიონებმა. პართიის მეფე დაკმაყოფილებულ იქნა ედესის სამეფოს მიღებით. სომხეთის სამეფომ, რომელსაც ადრე კლიენტალური სახელმწიფოს სტატუსი ქონდა სუვერენიტეტი მოითხოვა. ადრიანემ მას კვლავ დაუბრუნა ნომინალური მეფობა, მაგრამ სამეფო ინსიგნიებს ის მაინც რომიდან იღებდა.

ინარჩუნებდა რა მშვიდობიან ურთიერთობებს მეზობლებთან, ადრიანე თანდათ ანამაგრებდა იმპერიის საზღვრებს. მან მოაწესრიგა და გაამაგრა დაცვის სისტემა. იმპერიას, თავისი დაახლოებით 60 მლნ. მცხოვრებით, იცავდა 30 ლეგიონი და 350 დამხმარე დაჯგუფებანი, უფრო მეტად მტკიცდებოდა პროვინციული და რეგიონალური რეკრუტირების მნიშვნელობა. აიგო სასაზღვრო სიმაგრეთა ხაზები

(ბრიტანეთში, დუნიაზე, გერმანიაში, ჩრდ აფრიკაში). მშვიდობა ჭეშმარიტ ლეიტმოტივად გასდევდა ადრიანეს საგარეო პოლიტიკას. ეს ჩანს იქიდანაც, რომ ის კარგ დამოკიდებულებაში იყო იმპერიის საზღვრებზე დასახლებულ ბარბაროსებთან, რომელთაც სხვადასხვა ტიტულებს ურიგებდა, რომლებიც ამას, როგორც წყალობას ისე იღებდნენ. ადრიანე ზრუნავდა თავის პროვინციებზე. პროვინციული ქალაქების უფლებრივი მდგომარეობაც განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ერთნი გადასახადებს იხდიდნენ და იყვნენ დამოუკიდებელნი, სხვები კი სრული ავტონომიით სარგებლობდნენ. პროვინციათა მმართველობის აპარატი მოუწესრიგებელი, უწესრიგო ორგანიზმი იყო. იქ არ არსებობდა პროვინციათა მმართველობის ერთიანი კანონმდებლობა და არანაირი კონტროლი გადასახადების აკრეფაზე. ადრიანე ცდილობდა მოეწესრიგებინა არსებული ქაოსი და ზრუნავდა პროვინციალების მდგომარეობის შემსუბუქებაზე. იმპერატორის ბიოგრაფიის ელიუს სპარტიანეს სიტყვებით მნიშვნელოვანი ლაშქრობები მის დროს სულ არ ყოფილა. უმნიშვნელო ომები, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, რომელიც მის დროს მოხდა, ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - არსებული საზღვრების შენარჩუნებას. ყველაზე მძაფრი ომი, რომელიც ადრიანემ გადაიხადა, იყო ახალი იუდეური ომი. იუდეამ 73 წელს დაკარგა თავისი სახელმწიფოებრივი სტატუსი და რომის პროვინცია გახდა, სადაც შესაბამისად რომაული ადმინისტრაციული სისტემა დამყარდა.

ფლავიუსთა დროის ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი მთელი სისრულით ხატავს რომაელი მაგისტრატების მტაცებლურ ბუნებას. იუდეის პროკურატორები მხოლოდ გადასახადების გადიდებასა და ხალხის ძარცვაზე ფიქრობდნენ. ხალხის უმრავლესობა ძნელად ურიგდებოდა უცხოელთა უპირატესობას, განსაკუთრებით რომაელებისა. ადგილობრივ არისტოკრატთა მიერ ძარცვას, ზედ უცხოელთა ექსპლოატაციაც ემატებოდა. ამიტომ ხალხს უფრო მეტი მიზეზი ქონდა უცხოელთა წინააღმდეგ, ვინემ არისტოკრატიას. ისინი უარყოფდნენ ყოველგვარ დიპლომატიას და ცდილობდნენ იარაღის ძალით ამ მძიმე უღლის მოშორებას. იმპერატორ ადრიანეს ერთ-ერთ გატაცებას მოგზაურობა წარმოადგენდა, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ გატაცება. ამ მოგზაურობისას იგი თვითონ ეცნობოდა პროვინციებში მიმდინარე მოვლენებს. მისი პირველი მოგზაურობა მოიცავდა 121-125 წწ. მეორე მოგზაურობისას (128 წ) ეგვიპტე, პალესტინასა და სირიაში, თვითონ დარწმუნდა იმაში, თუ როგორ იყო განწყობილი იუდეა რომის მიმართ. მოსალოდნელი იყო, რომ აგრესიული პართიის მხრიდან დარტყმის შემთხვევაში. იუდეა აჯანყების ცალკე კერას დაანთებდა. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - იუდეას მოსახლეობა დაემორჩილებინათ სამხედრო კოლონიზაციის გზით, მაგრამ სანამ იუდეველთა საკითხს მოაგვარებდა მან მოლაპარაკება გამართა პართიის მეფესთან, რათა მას ომის შემთხვევაში ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა. 131 წ. იმპერატორ ადრიანეს მიერ გმოიცა ედიქტი ქ. იერუსალიმის აღდგენის თაობაზე. ებრაელი მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდა. მთელმა იუდეამ მოიყარა თავი იერუსალიმში, დაბრუნდნენ დიასპორაში მყოფი ებრალებიც, მათ თან მოჰქონდათ

ოქრო და ვერცხლი ტაძრის მშენებლობისათვის.

პროფ. გ. ლივშიცის თანახმად, ედიქტი ეხებოდა არა ტაძრის, არამედ ქალაქის აღდგენას.6 ებრაელთა მცდელობა, რომ იმპერატორის ნებართვის გარეშე აეშენებინათ ტაძარი, წარმოადგენდა იმის ნათელ დადასტურებას, რომ იუდეა დამოუკიდებლობის პრეტენზიას აცხადებდა. იმპერატორი კარგად იცნობდა ამ დაუმორჩილებელი ერის ხასიათს. კარგად ჰქონდა შესწავლილი ამ ხალხის ადათწესები  და უწყოდა, რომ მათთვის უცხო იყო იმპერატორის თაყვანისცემა. ედიქტის უკან სულ სხვა რამ იმალებოდა. იმპერატორის ბრძანებით ქ. იერუსალიმის ადგილას, რომაული კოლონია ელიუს კაპიტოლინუსის და სოლომონის ტაძრის ადგილზე იუპიტერის სახელობის ტაძრის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. კოლონიაში ჩაასახლებდა ვეტერან მეომრებს, რაც გახდებოდა მისი საიმედო დასაყრდენი.

იმავე წელს გამოიცა ედიქტი წინდაცვეთის აღკვეთის შესახებ, რომლის თანახმადაც, ძველი ებრაული წესი გაუთანაბრდა კასტრაციას. ებრაულ ტრადიციას არ შეეძლო აბრაამის ანდერძის უარყოფა, რამაც ებრაელთა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. ყოველივე ამას ემატება ისიც, რომ რომის ხელისუფლების წარმომადგენელი იუდეაში ტინუსის რუფუსი დაუნდობლად ავიწროებდა მოსახლეობას და აღვივებდა წინააღმდეგობას. გადასახადების გადიდება უკიდურეასდ ძაბავდა ურთიერთობას. თუმცა ხელისუფლება მშვენივრად აცნობიერებდა, თუ რა ძნელი იყო ძალისმიერი მეთოდებით საკუთარი ბატონობის შენარჩუნება. ამიტომაც პროვინციები, ზოგოერთ საშინაო საქმეებში ინარჩუნებდნენ თავისუფლებასა და თვითმმართველობას. გ. ლივშიცის აზრით ,,ადგოლობრივი კანონები, დაწესებულებანი და ტრადიციები ძალაში რჩებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი საფრთხეს არ .ამას ამტკიცებს ეპიფანე, რომ იმპერატორმა პროზელიტ აქვილს დაავალა ყურადღება მიექცია იერუსალიმის მშენებლობისათვის, მაგრამ ეს ეხებოდა ქალაქს და არა ტაძარს. სხვა ქრისტიანული წყაროები: იოანე ოქროპირი, ქედრენი და ნიკიფორე კალისტოსი, ამბობენ, რომ ებრაელები თვითონ ცდილობდნენ ტაძრის აღდგენას.

ფ. დიდინსკის განმარტებით იუდეველებთან ომი ეხებოდა რომის ნაცილნალურ, პოლიტიკურ და რელიგიურ ინტერესებს, ამავდროულად არ შეეძლო აეტანა სახელმწიფო სახელმწიფოში.8 იმპერატორის ედიქტმა და რუფუსის რეპრესიებმა გამოიწვიეს იუდეველთ პროტესტი, რომელიც გადაიზარდა აჯანყებაში და ცნობილია ბარკოხბას აჯანყების სახელწოდები.ბარ-კოხბას აჯანყების ისტორია დაწერილი ჰქონია ანტინონე იულიანეს, სამწუხაროდ ამ ნაწარმოებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ძირითადი წყარო არის ბერძენი ისტორიკისის დიონ კასიოსის ფრაგმენტების სახით შემონახულია ბიზანტიელი ბერის იოანე ქსიფილინოსის (XI სკ.) ეკლოგებში. სხვა ისტორიკოსებთან (აპიანეს, სპარტიანეს, ფრონტინს) დაცულია მოკლე შენიშვნები. მწირი ცნიბებია შემონახული ქრისტიანი მწერლების, ეკლესიის მამების (II-VII სკ) შრომებში (ევსებიოსი, იერონიმე, ეპიფანე, სოკრატე) და შუა საუკუნეების ქრონიკოსებთან და ისტორიკოსებთან (პასქალური ქრონიკა, მიქაელ სირიელი). ებრაულმა ლიტერატურამ და თალმუდურმა ქრონიკებმა შემოინახეს ბევრი საინტერესო, მაგრამ ფოლკლორული მასალა. აქედან გამომდინარე ჩვენს ხელთაა საკმაოდ არაერთგავროვანი მასალა აჯანყების გამომწვევი მიზეზების შეასახებ. სპარტიანეს ცნობით ებრაელთა აჯანყების მიზეზი იყო წინდაცვეთის აკრძალვა.

უფრო სარწმუნოა დიონ კასიოს ცნობა, რომ ადრიანეს სურდა იერუსალიმი გადაექცია წარმართულ ქალაქად, რასაც ებრაელები უყურებდნენ, როგორც მათ წაბილწვას. 130-131 წლებში იმპერატორი მოგზაურობდა სირიასა და ეგვიპტეში. მან იქ ბევრი ქალაქი აღადგინა. ამიტომაც მას ყველგან ხვდებოდნენ, როგორც აღმშენებელს. 130 წ. ის ესტუმრა პალესტინასაც, რის აღსანიშნავად მოიჭრა მონეტები. ელიუს სპარტიანეს ცნობით ებრაელებიც მისგან მოელოდნენ ტაძრის და ქალაქის აღდგენას. თალმუდურ ლიტერატურაშიც ნათქვამია, რომ იმპერატორმა მართლაც გამოსცა ედიქტი ტაძრის და ქალაქის აღდგენის შესახებ, მაგრამ უკანასკნელ მომენტში მას აზრი შეაცვლევინეს სამარეტიანელებმა. მათმა მოთხოვნამ, იმპერატორს შეეცვალა ზომა და ადგილმდებარეობა ტაძრისა, ებრაელთა საერთო მღელვარება გამოიწვია. აჯანყებულები რიმონნის დაბლობში შეიკრიბნენ. მათ დასაწყნარებლად სინედრიონის ხელმძღვანელი იეშუა ბენ ხანანიაც გამოვიდა, თავისი ბრძნული იგავებით. საინტერესოა, რომ თალმუდური ტრადიციის თანახმად, იეშუას პირადი საუბრები ჰქონდა ადრიანესთან. ამ ფაქტს ამტკიცებს თვითონ იმპერატორიც, თავის წერილში იგი თავის ცოლს სწერს, რომ ის აწარმოებს თავშესაქცევ (სასაცილო) საუბრებს ებრაელთა პატრიარქთან. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, როდესაც აჯანყების მიზეზებს ვეძიებთ, არ შეიძლება მხოლოდ ამ ფაქტებზე დაყრდნობა. მიზეზი მდგომარეობდა პირველ რიგში, იმაში, რომ იმ დროის პალესტინის ხალხთა ფართო მასა იმყოფებოდა მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაში. პოლიტიკურ უფლებობას, ადგილობრივი არისტოკრატიის ძალმომრეობა, ზედ უცხოელთა გაუგონარი ექსპლუატაციაც ემატებოდა, რაც იწვევდა მისწრაფებას, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ განთავისუფლებულიყვნენ. ყოველივე ამისაგან. იმპერატორის ედიქტმა მხოლოდ ბიძგი მისცა აჯანყებას, რომელიც დიდი ხანი მზადდებოდა. აჯანყების ბელადზე ბარ–კოხბაზე ძალიან მცირე ცნობები მოგვეპოვება. დიონ კასიოსი რომის ისტორიაში არ ახსენებს ბარ–კოხბას. ქრისტიანი მწერლების დახასიათებით (VI -VII სკ.) იგი წარმოგვიდგება, როგორც ყაჩაღი, თვითმმარქვია და ქრისტიანთა მწვალებელი. ევსევი კესარიელი წერს: (იგი) იყო მკვლელი და ყაჩაღი. მოწამე იუსტინეს აპოლოგია დაყრდნობით, რომელიც იმ პერიოდში ცხოვრობდა იუდეაში, ევსევი მიგვითითებს: ბარ–კოხბა იუდეის აჯანყების წამომწყები, ბრძანებდა, სასტიკად ეწამებინათ მხოლოდ ქრისტიანები, თუკი ისისნი არ განუდგებოდნენ ქრისტეს და უარს არ იტყოდნენ მის ბარ–კოხბას ძაგებაზე. ქრონიკაში, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე იერონიმეს ლათინური ვერსიით, ევსევი გვამცნობს: ,,ადრიანეს მმართველობის მე–17 წელს (133 წ. ) კოხბა, იუდეური სექტის მეთაური დევნიდა ქრისტიანებს და კლავდა მათ ყველანაირი საშუალებით, <როცა> ისინი უარს იტყოდნენ დახმარებოდნენ რომაელი ჯარისკაცების წინააღმდეგ, იმპერატორი ადრიანე და ბარ-კოხბას აჯანყება 25 ეჭვს ქვეშ დგება თვით სახელი ბარ–კოხბა. იგი ასეთი სახელით მოიხსენიება მხოლოდ საეკლესიო მწერლებთან. რომაელი ავტორები თითქმის არ იხსენიებენ მას. ებრაული წყაროები ბენ (ბარ) კოზიბას ან კოზბას უწოდებენ. შესაძლებელია, რომ იგი ქ. კოზებიდან იყო წარმომავლობით, ან კოზება იყოს მამის სახელი. ევსევი კესარიელი წერს, რომ იუდეველთა ბელადი იყო ადამიანი სახელად ბენ – კოზევა, რაც ნიშნავს ვარსკვლავს.თალმუდურ ტრადიციაში (III -IV სკ.) ბარ–კოხბა იხსენიება კოზევათი, რაც ნიშნავს ძეს სიცრუისას. მონეტებზე, დოკუმენტებში და წერილებში კი სიმონი, თავადი ისრაელისა. აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ ბარ–კოხბა არის ზედმეტსახელი, რომელიც შეარქვა იუდეაში იმ დროის ეპოქალურმა ადამიანმა რაბინმა აკიბამ, გამომდინარე წმინდა წერილიდან მაშინ ამოვა ვარსკვლავი იაკობისა და აღსდგება კვერთხი ისრაელისა და მოსრავს მთავართა მოაბისა და გაანადგურებს ყველა ძეთა სითოისა. მოცემულ მასალებზე დაყრდნობით ბარ–კოხბა წარმოგვიდგება, როგორც ღრმად რელიგიური პიროვნება, რომელიც მოითხოვდა მისი მეომრებისაგან, რომ მკაცრად შეესრულებინათ სადღესასწაულო რიტუალები საომარი მოქმედებების დროსაც. არსებობს ნაკლებად სარწმუნო, მაგრამ გასათვლისწინებელი ფოლკლორული მასალა ბარ–კოხბას მამაცობისა და ვაჟკაცობის შესახებ. მისი არმია დაკომპლექტებული იყო არანაკლებ ვაჟკაცი მეომრებით. ამ მასალის თანახმად ბარ–კოხბა თავის ჯარში რიცხავდა ისეთ ადამიანს, რომელსაც შეეძლო მოეჭრა თითი თავისი ან ამოეთხარა მუხა ფესვიანად  მის ამ გამოცდას გაუძლო 200 000 მეომარმა. ბარ–კოხბამ აგრეთვე მოუწონა თავის 24 000 მოსწავლეს, რომლებმაც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან იწყეს შეგროვება. საინტერესოა, რომ ამ ომში ბარ–კოხბას გვერდით იბრძოდა მღვდელი ელიაზარი. თ. მომზენის ვარაუდით სიმონი, რომელიც იმ დროით დათარიღებულ მონეტებზე იხსენიება, ხან ელიაზარის სახელთან ერთად, ხან კი ცალკე, არის იგივე ბარ–კოხბა  ძველი აღთქმა. ხუთი წიგნი, მოსეს შექმნათა, გამოსვლათა, რიცხვთა XXIV, 17. 20 1961 წელს მკვდარი ზღვის სანაპიროზე, ნახალ ცეელის გამოქვაბულში ნაპოვნი იქნა ბერძნული ტექსტი. იქ ჩამონათვალია ,,ძმებისა, რომლებსაც ბარ-კოხბა თავის არმიაში ღებულობდა, ამ ძმებს შორის გვხვდება არაიუდეველთა სახელები. მაგ., ძმა გაი, სეანი და სხვა. ეს სარწმუნო ცნობები ემთხვევა დიონ კასიოსის ცნობას, რომ აჯანყებაში მონაწილეობას ღებულობდნენ არაებრაელებიც. მკვდარი ზღვის სანაპიროებთან არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი დოკუმეტური მასალის მიხედვით სიმონ ბარ კოსიბას, ისრაელის თავადის ნებართვით მღვდელი ელიაზარი არენდით იღებს მიწას ბარ კოსიბას ადმინისტრაციიდან. შესაძლებელია, რომ აქ იმავე ელიაზარზეა საუბარი. იბადება კითხვა:

რატომ იხსენიება იგი აჟანყების მეთაურის სახაელთან ერთად?! ამასთან დაკავშირებით ყურადსაღებია ერთი ებრაული ლეგენდა, რომლის მიხედვით ბარ–კოხბას ბიძა იყო ელიაზარ ჰა მოდაი, რომელიც არის დამაარსებელი თალმუდის და მიდრაშის აგადისა. იგი ბეთარის დაცემამდე იბრძოდა აჯაყებულთა გვერდით, მაგრამ უკანასკნელ მომენტში დაისაჯა სამარეტიანელის ცილისწამების გამო ბარ–კოხბას ხელითვე. ამასთან ახლოსაა 1961 წ. ნაპოვნი დოკუმენტი ბერძნულ ენაზე, სადაც იგი ბრძანებს, რომ მოახდინონ ელიაზარის ქონების კონფისკაცია და მიჰგვარონ მას სასწრაფოდ, შაბათის დადგომამდე. ამ აჯანყებას ჰყავდა ოპოზიციაც,ებრაული სამღვდელოების სახით, რადგან აღთქმის თანახმად,მესია-მეფე დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო. ამ აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ქრისტიანებსაც,მათი ეს პოზიციაც მოსალოდნელი იყო,რადგან ქრისტიანებმა იცოდნენ, რომ აჯანყებულთა გამარჯვება მათ კარგს არაფერს მოუტანდა, რადგანაც ამით კიდევ უფრო მტკიცდებოდა იუდეური რელიგია. ამასთანავე მათი მესია ჯერ კიდევ ასი წლის წინათ გამოჩნდა და საერთოდ შეეძლოთ კი ებრაელქრისტიანებს ეცნოთ პოლიტიკურ მესიად უბრალო მეამბოხე, რომელიც რომის წინააღმდეგ გამოდიოდა?! იუდეაში გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ბარ-კოხბას აჯანყებაზე ხელის აღებასა და რომაელებთან შერიგებისაკენ მოუწოდებდნენ. მიუხედავად ყოველივე ამისა მან შეძლო მთელი ხალხის, ასევე მატერიალური რესურსების მობილიზაცია რომის წინააღმდეგ. რომაელების დავალებით შესრულებულ იარაღებს, ებრაელები სპეციალურად ცუდად ამზადებდნენ, რადგანაც დახარისხებისას, რომაელები მათთვე უტოვებდნენ უვარგისებს. ამგვარად, მათ საკმაოდ დაუგროვდათ საომარი აღჭურვილობა. მომზადებული ჰქონდათ სპეციალური გამოქვაბულები, სადაც ინახავდნენ საჭირო ინვენტარს, ქონდათ მიწისქვეშა გადასასვლელები. არსებობს მოსაზრება, რომ რაბინ ელიაზარს არ სწამდა ბარ-კოხბას მესიანური წარმომავლობა და შესაძლებელია ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მას ასე სასტიკად გაუსწორდნენ იმპერატორი ადრიანე და ბარ-კოხბას აჯანყება აკიბას მოგზაურობა მიზნად ისახავდა აგიტაცია–პროპაგანდის საშუალებით მიეზიდა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელობა. მან მოინახულა პართიის სამეფო, მცირე აზია, კაბადოკია და ფრიგია. ებრაული ტრადიციის თანახმად აჯანყების გამო თავზარდაცემული ანი რუფი თავის მხლებლებთან ერთად რომში გაიქცა. იუდეაში რომაელთა გარნიზონი აჯანყებულებმა ადვილად დაამარცხეს. 133 წ. აღებულ იქნა იერუსალიმი. აღდგენილ იქნა ებრაული ხელისუფლების ორგანოები და გამაგრებული თავდაცვითი კედლები. წარმატებებით გამხნევებულმა ბარ–კოხბამ მოაჭრევინა თავისი სახელობის მონეტები, რომელიც სამი წელი გამოდიოდა. მონეტის ერთ მხარეს ეწერა ბარ–კოხბა, მეორეზე თავისუფლება იერუსალიმისა. მსოფლიოს ყოველი კუთხიდან შემოდიოდა ფული, აჯანყებულთა დასახმარებლად. მათ ფინანსურ სახსრებზე და ორგანიზაციაზე მოწმობენ ლითონის და ვერცხლის მონეტები.

ბარ-კოხბას წარმატებებით აღფრთოვანებულმა რაბინმა აკიბამ მას მესია უწოდა . ამან კიდევ უფრო გაზარდა ბარ–კოხბას ავტორიტეტი და და მის გვერდით თავი მოიყარა მესიის, მხსნელის მომლოდინე მთელმა ებრაელობამ.

იმპერატორი ადრიანე იმედოვნებდა, რომ ბრძოლა მალე დამთავრდებოდა მაგრამ ბარ–კოხბას გამარჯვებებმა მისი აღშფოთება გამოიწვია. საერთოდ ადრიანი ბრძოლაში ებმებოდა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როცა დარწმუნდებოდა, რომ

ილახებოდა სახელმწიფოს ინტერესები. მაშინ იგი გამოდიოდა ნამდვილი ცივსისხლიანი რომაელის სახით, როგორც ეს ამ აჯანყების დროს მოხდა. ბრძოლა იმდენად გამძაფრდა, რომ სირიის გამგებელი პუბლიუს მარცელუსი რამდენიმე ლეგიონით შეიჭრა იუდეაში, მაგრამ აჯანყებულებმა შეძლეს მისი დამარცხება. ადრიანე იძულებული გახდა, რომ აზიაში გადაეყვანა უფრო სერიოზული სამხედრო ძალა ბრიტანეთის მმართველის იულიუს სევერუსის ხელმძღვანელობით, რომელსაც მხარს უმშვენებდა არანაკლებ გამოცდილი სარდალი, ქვემო გერმანიის მმართველი კვინტუს ლოლიუს ურბანი.

ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მოვლენათა ეპიცენტრში თვით იმპერატორიც გამოჩნდა. როგორც ცნობილია იუდეველთა მღელვარება დაიწყო მას შემდეგ, რაც იმპერატორმა დატოვა სირიის ტერიტორია (132 წ.)30 ჩვენამდე მოღწეულ ერთ–ერთ ეპიგრაფიკულ მასალაზე დაყრდნობით ჩვენთვის ცნობილია, რომ 134 წლის მაისში იმპერატორი რომში იმყოფებოდა. ამ თარიღზე დაყრდნობით შიურერი თვლის, რომ ადრიანე იქ (პალესტინაში) ჩავიდა მაშინ, როცა რომაელთა გამარჯვება აჯანყებულებზე უკვე გარანტირებული იყო. აქედან გამომდინარე ჩვენს ხელთ არსებული მასალა იმდენად მწირია, რომ ძნელია კატეგორიულად იმის მტკიცება იყო თუ არა ადრიანე იუდეაში, როგორც ამას ზოგიერთები ამტკიცებენ. იულიუ სევერუსმა ვერ შეძლო აჯანყებულთა ღია ბრძოლის ველზე გამოტყუება, რადგანაც ისინი ბრძოლის პარტიზანულ ტაქტიკას იყენებდნენ. სისხლიანი ანგარიშსწორების არენა გახდა რიმონი დაბლობი, რომელიც წარმოადგენდა აჯანყებულთა გამოსვლის

პირველ პუნქტს.33 ბრძოლა წარმოებდა განსაკუთრებული სიმძაფრით,დაკავებულ მხარეებს რომაელები უდაბნოდ აქცევდნენ,ტყვეებს კი ადგილზე ხოცავდნენ. აჯანყებულები ცუდად მარაგდებოდნენ წყლით და სურსათით.

ბეთარი, რომელიც იერუსალიმთან ახლოს მდებარეობდა, იყო უკანასკნელი პუნქტი აჯანყებულებისა, სადაც ისინი შეიკეტნენ. სიმაგრე ალყაშემორტყმული იყო რომაელების მიერ. ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ ის შტურმით იქნა აღებული რომაელების მიერ.

ცხადია, რომ ბეთარის დაცემა და აყანყებულთა დამარცხება გამოიწვია რიგმა ფაქტორებმა. 1)არ იყო ერთიანობა აჯანყებულთა შორის,ე.ი. სამღვდელოებასა და აჯანყების მეთაურს შორის; სინედრიონი მას აჯანყებაზე ხელის აღებასა და რომაელებთან შერიგებისაკენ მოუწოდებდა. ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ

ბარ-კოხბამ ბრძოლის უკანასკნელ მომენტში საკუთარი ხელით მოკლა რაბინი ელიაზარი. 2) ბრძოლა სამი წელი გაგრძელდა, რაც მოითხოვდა გიგანტურ სამხედრო და ფინანსურ სახსრებს. 3) ისინი ცუდად მარაგდებოდნენ წყლით და სურსათით, რაც აუცილებელი იყო ზაფხულში ციხეში ჩაკეტილი ხალხისათვის. 4) თალმუდური წყაროების თანახმად, ვიღაც სამარეტიანელმა გასცა აჯანყებულები და გადასცა ციხე რომაელებს. ეს ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ის ნაკლებად სარწმუნოა, მოწმობს იმას, რომ უკანასკნელ მომენტში აჯანყებულთა შორის თავი იჩინა უიმედობამ, რაც უბიძგებდა მათ რომაელებთან შერიგებისაკენ.  ამრიგად, ბეთარი დაეცა 135 წ. და ამ ბრძოლაში დაიღუპა ბარ–კოხბაც. არსებობს რამდენიმე ვერსია მისი დაღუპვის შესახებ. იმპერატორმა ბრძანა, რომ მისთვის ბარ–კოხბას თავი მოეტანათ, მაგრამ რომაელებმა, იგი მკვდარი იპოვეს. მეორე ვერსიის თანახმად, ბარ–კოხბამ გადაიტანა ბევრი დამცირება რომაელებისაგან, და როდესაც მათ უნდოდათ მისი მოკვლა, მან აიღო შხამიანი გველი და აიძულა მას რამოდენიმეჯერ ეკბინა გულზე. მესამე ვერსიით, ვიღაც სამარეტიანელმა მას თავი მოჰკვეთა და იმპერატორს მიართვა.

იულიუს სევერუსმა მოახდინა სისხლიანი ანგარიშსწორება. დიონ კასიოსის თანახმად 50 ციხე, 985 დასახლება და 580 000–მდე ადამიანი იქნა განადგურებული. ათიათასობით ადამიანი შიმშილისა და ავადმყოფობისაგან გარდაიცვალა. სოფლებში აფთრები დაძრწოდნენ. ქ. ქერონეაში ტყვედ ჩავარდნილ ებრაელებს მონებად ჰყიდნენ. ამასთანავე, მათი რაოდენობა იმდენად ბევრი იყო, რომ მონის ფასი ერთი ცხენის ფასს უდრიდა. ნაწილი ებრაელებისა ღაზში, ხოლო ნაწილი კი ეგვიპტეში გაიყიდა. რომაელებმა ებრაელებს არ მისცეს უფლება დაემარხათ დახოცილთა გვამები, ამიტომაც ქალაქში საშინლად ჰყარდა.

დიდი იყო რომაელთა დანაკარგი. 22-ე ლეგიონი, რომელიც ეგვიპტიდან იყო გამოწვეული, სრულიად განადგურდა. დიონ კასიოსის თანახმად, თითქმის მთელი იუდეა უდაბნოს დაემსგავსა.  ქალაქის გაუკაცრიელებაზე, მოსახლეობის განადგურებაზე გვამცნობს ევსებიოსიც. სიკვდილით იქნა დასჯილი იმ დროის უნიჭიერესი ათი ადამიანი, მათ შორის რაბინი აკიბაც, რომელიც ცეცხლზე დასწვეს. ქ. იერუსალიმის აღების შემდეგ იუდეველები იმპერატორის ბრძანებით დეპორტირებულნი იქნენ იერუსალიმიდან. სიკვდილით დასჯის მუქარით მათ ეკრძალებოდათ ქალაქში შესვლა და მიახლოებაც კი. პროფ. მაშკინის განმარტებით კი აკრძალული იყო იუდეის ტერიტორიაზე ცხოვრება. უფლებააყრილი იუდეველნი ზიზღით უყურებდნენ, როგორ დამთავრდა ელიუს კაპიტოლინუსის მშენებლობა. ამ წარმართულ ტაძარში იდგა იუპიტერის სკულპტურა, ხოლო ტაძრისწინ ადრიანეს ცხენზეამხედრებული ძეგლი. ქალაქის ალაყაფთან ებრაელთა დასაცინათ ღორის გამოსახულება დადგეს. ადრიანემ, რომელმაც უარი თქვა ტრიუმფზე იერუსალიმის აღებასთან დაკავშირებით, ახლა პირადად მიიღო მონაწილეობა ახალი, იერუსალიმის გახსნაზე. ის იმდენად აფასებდა ამ ფაქტს,რომ მეორედ მიიღო საიმპერატორო აკლამაცია. ადრიანეს, სძულდა არა ებრაელები, არამედ ებრაელობა, რადგანაც მან კარგად იცოდა, რომ მათი ძალა მათ რელიგიაში, რწმენაში და ადათ-წესების შენარჩუნებაში იყო. გაითვალისწინა რა ეს, სწორედ ამ ორი ფაქტორის წინააღმდეგ წარმართა თავისი ედიქტები. თუკი აჯანყებამდე აკრძალულ იქნა წინდაცვეთა, აყანყების შემდეგ აიკრძალა ყველა ებრაული დღესასწაული, სიკვდილით დასჯის მუქარით. ხარკი დაედოთ იმ ებრაელებს, რომლებიც იუდეის გარეთ ცხოვრობდნენ.

იმპერატორმა ქალაქს სახელი შეუცვალა, რაც ადრე რომაელებს არ გაუკეთებიათ. პროვინციას ფილისტიმელთა ანუ სირია-პალესტინა ეწოდა. აქ მუდმივად იდგა მე-9 და მე-6 ლეგიონები, ეგვიპტესა და სირიას შორის. თუკი მანამდე იუდეას მმართავდნენ ყოფილი პრეტორები, ახლა მას ყოფილი კონსულები განაგებდნენ. ახალ რომაულ იერუსალიმში ჩასახლდნენ ბერძნები, სირიელები და რა თქმა უნდა რომაელი კოლონისტები. 138 წელს იმპერატორი ადრიანე გარდაიცვალა, მისი ადგილი ანტონინუს პიუსმა [138-161 წწ.] დაიკავა, რომელმაც გამოსცა დეკრეტები ებრაელთა ყოფის შესამსუბუქებლად. პიუსის დროს მრავალი ებრაელი დაუბრუნდა თავის სამშობლოს. ებრაელმა ერმა მხოლოდ კონსტანტინე დიდის (306-337 წწ.) დროს მოახერხა საკუთარ სამშობლოში დაბრუნება.

ამრიგად, საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ეს აჯანყება, რომელიც რომის ისტორიაში შესულია ბარ-კოხბას აჯანყების სახელით, იყო ყველაზე სერიოზული და ფართომაშტაბიანი აჯანყება რომის იმპერიის არსებობის განმავლობაში. ამ აჯანყებამ შეძლო თავისი მოქმედების სფეროში ჩაერთო არა მარტო ადგილობრივი ებრაელი მოსახლეობა, არამედ გამოხმაურება ჰპოვა მეზობელი ქვეყნებიდან. იუდეის ამ აჯანყებამ შეაფერხა რომის აგრესიული აღმოსავლური პოლიტიკის შემდგომი წინსვლა და ყოველივე ამან დააჩქარა ეკონომიკური კრიზისის მოახლოება.

 

ბარ-კოხბას პიროვნების რეალობას ნათელი მოჰფინა 1960-61 წლების არქეოლოგიურმა გათხრებმა მკვდარი ზღვის სანაპიროებთან.45–1961 წელს ნაპოვნი პატარა ფირფიტა წარმოადგენდა ბარკოხბას განკარგულების ტექსტებს. ერთ-ერთ მათგანში იონათანს და მასაბალას ევალებათ, ხორბლის კონფისკაცია, რომელიც ვიღაც ბარ-იიშმაელს ეკუთვნოდა და მოეტანათ დაცვის თანხლებით. იქვეა აღნიშნული, რომ თუ კი ისინი ამას არ შეასრულებენ, დაისჯებიან. იგი ემუქრება ქ. ტაკოას ყველა მცხოვრებთ, რომლებიც საკუთარი სახლების მშენებლობით იყვნენ დაკავებულნი და სრულიად არ აღელვებდათ აჯანყებულთა ბედი. ქ. ტაკოა განთქმული იყო მესაქონლეობით და მიწათმოქმედებით. მათ დროულად ვერ მიაწოდეს საჭირო ინვენტარი და სწორედ ამიტომაც გაიცა ეს განკარგულება.

1961 წელს ნაპოვნი დოკუმენტური მასალა აგრარული ხასიათისაა. ამ დოკუმენტიდან ჩანს, რომ საარენდო შესატანი უნდა გადაეხადათ წელიწადში სამჯერ. ამ დოკუმენტის წყალობით ადვილი ხდება აჯანყების დაწყების და დამთავრების წლების დათარიღება ერთ-ერთ არამეულ დოკუმენტში ბარ-კოხბა მოითხოვს, რომ ჩამოუტანონ მოქმედ არმია პალმის ფოთლები. ეროვნული ტრადიციის თანახმად ერთ-ერთ დღესასწაულზე ეკლესიაში შეკრებილთ ხელში პალმის რტო და ლიმონი უნდა ჰქონოდათ. მონეტებზე, რომელიც ბარ-კოხბას ბრძანებით მოიჭრა, გამოსახულია პალმის რტო და ლიმონი. ეს დოკუმენტი შედგენილია დღესასწაულ

სუკკოტას წინა დღეებში, 134 წლის ნოემბერში, ათი თვით ადრე, სანამ ბეთარი დაეცემოდა. 135 წლის შემოდგომაზე, ამ დღესასწაულისათვის ბარ-კოხბა უკვე აღარ იყო, ხოლო ელიუს კაპიტოლინუსი, კიდევ მრავალი წელი არსებობდა, როგორც

ცოცხალი მოგონება ამ აჯანყებისა. ამ არქეოლოგიურ გათხრებზე ნაპოვნი იქნა 64 დოკუმენტი, რომელიც ებრაულ, არამეულ, ნაბატურ და ბერძნულ ტექსტებს შეიცავდა. 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / ისტორია / ხათუნა პერტია / იმპერატორი ადრიანე და ბარ–კოხბას აჯანყება